© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
გადაწყვეტილება საქმეზე კუდერცი და HACHETTE FILIPACCHI ASSOCIÉS საფრანგეთის წინააღმდეგ
(საჩივარი no. 40454/07)
გადაწყვეტილება
[ამონარიდი]
სტრასბურგი
10 ნოემბერი 2015
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე კუდერცი და HACHETTE FILIPACCHI ASSOCIÉS საფრანგეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი,,
ჯოზეფ კასადევალი,
იშილ კარაკაჩი,
ჰალარ ჰაჯიევი,
პაივი ჰირველა,
მირჯანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ,
ჯულია ლაფრანკი,
პაოლო პინტო დე ალბაკურკი,
ერიკ მოსე,
ჰელენ კელერი,
ანდრე პოტოცკი,
ალეშ პეჟჩალი,
იოანეს სილვისი,
ვალერიო გრიჩო,
რობერტ სპანო,
ბრანკო ლუბარდა, მოსამართლეები,
და შორენ პრებენსენი, დიდი პალატის სხდომის გამწესრიგებლის მოადგილე ,
განმარტოებით ითათბირა, 15 აპრილს და 19 ოქტომბერს 2015 წლის,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (no. 40454/07) საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა საფრანგეთის მოქალაქის ქ–ნი ანა–მარია კუდერცი და Hachette Filipacchi Associés, ფრანგული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი კომპანია (“მომჩივნები”), 2007 წლის 14 აგვისტოს.
2. მომჩივნებს წარმოადგენდნენ ქ–ნი დე პერცინი, პარიზის ადვოკატთა ასოციაციიდან. საფრანგეთის სახელმწიფოს კი წარმოადგენდა („სახელმწიფოს“) მათი წარმომადგენელი ბ–ნი დე ბერგუსი, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტმანეტის მოადგილე.
3. მომჩივნები დაობდნენ რომ ადგილი ჰქონდა მათი გამოხატვის უფლების უკანონო შეზღუდვას (კონვენციის მე–10–ე მუხლი).
4. საჩივარი განსახილველად სასამართლოს მეხუთე სექციას გადაეცა (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 52 § 1 შესაბამისად). 2014 წლის 13 მაისს, ამ სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მარკ ვილიგერი, ანჯელიკა ნუსბერგერი, ზუპანჩიჩი, ანა პოუერ–ფონდე, ანდრე პოტოცკი, პოლ ლემენსი და ჰელენა ჯადერბლუმი და ასევე კლაუდია ვესტერდაიკი, სექციის სხდომის გამწესრიგებელი საჩივარი დასაშვებად სცნეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება. 2014 წლის 11 სექტემბერს სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, კონვენციის 43–ე მუხლის შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას. 2014 წლის 13 ოქტომბერს დიდმა პალატამ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა.
5. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26–ე მუხლის §§ 4 და 5 და სასამართლო რეგლამენტის მუხლი 24–ით.
6. მომჩივანმა და სახელმწიფომ წარადგინეს წერილობითი პოზიციები საქმის არსებით მხარეზე (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 59 § 1). ასევე მიღებულ იქნა მესამე მხარის კომენტარები მოპასუხე სახელმწიფოსგან და არასამთავრობო ორგანიზაციის მედიის კანონიერი დაცვის ინიციატივა (Media Legal Defense Initiative), რომელსაც ნება დართო დიდი პალატის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოებაში (კონვენციის მუხლი 36 § 2 და სასამართლო რეგლამენტის მუხლი 44 § 3).
7. საქმის საჯარო განხილვა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2015 წლის 15 აპრილს (მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) სახელმწიფო
ბ–ნი დე ბერგუსი, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტმანეტის მოადგილე, თანაწარმოამდგენელი,
ქ–ნიე. იუნგი
ქ–ნიპ. რუალტ –ჩალიერი,
ქ–ნიგ. ფაბრე,
ქ–ნით. ჯევშუკი,მრჩევლები;
(b) მომჩივანი
ქ–ნი დე პერცინი, პარიზის ადვოკატთა ასოციაციიდან, ადვოკატი.
სასამართლომ მოისმინა ქ–ნი დე პერცინის და ბ–ნი დე ბერგუსის შესავალი სიტყვები
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. მომჩივნები არიან გამომცემლობის დირექტორი და საგამომცემლო კომპანია, ყოველკვირეული ჟურნალის Paris Match. ქ–ნი ანა– მარია კუდერცი, დაბადებულია 1950 წელს და ცხოვრობს ლევალუსი–პერეტში. კომპანია Hachette Filipacchi Associés ასევე რეგისტრირებულია ლევალუს–პერეტში.
A. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
9. 2005 წლის 3 მაიის ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail–მა დაბეჭდა სტატია სათაურით „არის ეს ბიჭუნა მონაკოს მემკვიდრე?”, და აღწერა ქალბატონის სახელად კოსტე მონაყოლი, რომელიც აცხადებდა, რომ მისი ვაჟის მამა იყო ალბერტ გრიმალდი, რომელიც მემკვიდრეობით გახდა მონაკოს პრინცი (შემდეგში „პრინცი“) მისი მამის 2005 წლის 6 აპრილს გარდაცვალების შემდეგ. სტატიაში ასევე ნახსენები იყო Paris Match, დაგეგმილი სტატია და მისი ძირითადი ელემენტები. სტატიას თან ახლდა სამი ფოტო, ერთ-ერთში კი ჩანდა როგორ ეჭირა პრინცს ხელში ბავშვი, რომელსაც ჰქონდა შემდეგი წარწერა “მისი მემკვიდრე სამეფო სკამზე?“ პრინცი ალბერტი ალექსანდრესთან ერთად”.
10. იმავე დღეს, როდესაც შეიტყვეს რომ სტატია უნდა გამოქვეყნებულიყო Paris Match–ში, პრინცმა ალბერტმა გაუგზავნა შეტყობინება გამომცემლობას და სთხოვა თავი შეეკავებინათ გამოქვეყნებისგან.
11. 2005 წლის 4 მაისს გერმანიის ყოველკვირეულმა გაზეთმა Bunte–მ გამოაქვეყნა ინტერვიუ ქ–ნ კოსტესთან. გაზეთის პირველ გვერდზე გამოტანილი იყო სტატიის სათაური “Prinz Albert ist der Vater meines Kindes” (“პრინცი ალბერტი არის ჩემი შვილის მამა”). სტატიას თან ახლდა პრინცის ორი ფოტო ილუსტრაცია: ერთ–ერთ ფოტოზე იგი გადაღებული იყო ქ–ნ კოსტესთან და მეორე ფოტოზე მას ხელში ეჭირა ბავშვი.
12. იმავე დღეს სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებმა ასევე გაავრცელეს ეს ახალი ამბავი. საფრანგეთში, Paris Match –ის სტატიის სავარაუდო ინფომრაცია ასევე გახდა რადიო RTL–ის ინტერნეტ გვერდის საგანი, რომელსაც სათაურად ჰქონდა “Le prince Albert II aurait un fils, silence au Rocher” (“პრინც ალბერტ II სავარაუდოდ ჰყავს ვაჟი, მონაკო კომენტარებს არ აკეთებს”). თავის მხრივ არხმა LCI–მ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით “Albert : la rumeur d’un fils” (“ალბერტი: ჭორები ვაჟის შესახებ”) . ახალი ამბავი ასევე გავრცელდა MEDEF–ის ინტერნეტ გვერდზე (ფრანგული ბიზნეს კონფედერაცია), შემდეგი სიტყვებით: “L’enfant caché du prince Albert de Monaco : selon certains journaux britanniques et allemands, Albert de Monaco serait le papa d’un petit garçon de 19 mois” (“მონაკოს პრინცი ალბერტის საიდუმლო ვაჟი: ბრიტანული და გერმანული გაზეთების მიხედვით მონაკოს პრინცი ალბერტი არის 19 თვის ბიჭუნას მამა”).
13. 2005 წლის 5 მაისს, მიუხედავად პრინცის გაფრთხილებისა თავი შეეკავებინათ სტატიის გამოქვეყნებისგან Paris Match–მა გამოაქვეყნა სტატია მის ჟურნალში no. 2920, რომელშიც ყდაზე გამოტანილი იყო სათაური “მონაკოს ალბერტი: ალექსანდრე, საიდუმლო ვაჟი” (“Albert de Monaco: Alexandre, l’enfant secret”), ილუსტრაციისთვის გამოყენებული იყო პატარა ფოტო ყდაზე სადაც პრინცს ხელში ეჭირა ბავშვი. სტატია გამოქვეყნებული იყო ჟურნალის 50–59 გვერდებზე და წარმოადგენდა ინტერვიუს ქ–ნ კოსტესთან, რომელიც პასუხს სცემდა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს და ამბობმა, რომ მისი 2003 წლის 24 აგვისტოს დაბადებული ვაჟის ალექსანდრეს მამა არის პრინცი. კონკრეტულად კი ინტერვიუ აღწერს იმ გარემოებებს, რომელშც ქ–მა კოსტემ გაიცნო პრინცი, როგორ დაიწყო მათი ინტიმური ურთიერთობა, საუბრობს მათ გრძნობებზე და რა რეაქცია ჰქონდა პრინცს, როდესაც შეიტყო ქ–ნი კოსტეს ორსულობის თაობაზე და როგორ ეპყრობოდა იგი ბავშვს დაბადებისას და შემდეგ.
14. შესაბამის ამონარიდებში ინტერვიუდან ვკითხულობთ:
“Paris Match: როდის შეხვდით მონაკოს პრინცს ალბერტს?
ნიკოლ კოსტე: რვა წლის წინ; ნიცა–პარიზის რეისზე ... თვითმფრინავის დაჯდომამდე მან ტელეფონი მთხოვა. ორი კვირის შემდეგ მივიღე მესიჯი ტელეფონზე ...
... მას სურდა ჩემი მონაკოში დაპატიჟება ...მე წავედი მონაკოში მომდევნო შაბათ–კვირას... ძალიან სასიამოვნო ღამე გავატარეთ ერთმანეთის გვერდით, ძალიან რომანტიული იყო! შემდეგ მან დამირეკა რომ ეთქვა თუ რა სასიამოვნოდ გაატარა დრო და რომ კიდევ სურდა ჩემი ნახვა.
...
რაც უფრო დრო გადიოდა უფრო მეტად მიყვარდებოდა იგი. შაბათ–კვირას მონაკოში ვატარებდი. ის ყველგან თან მატარებდა თუ ოფიციალური ვალდებულებები არ ჰქონდა შესასრულებელი...
...
მე ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს რაღაც ხდებოდა. იგი საკუთარ გრძნობებზე არ საუბრობდა, მაგრამ მისი გულისცემა ისმოდა. არსებობს რაღაც ნიშნები რაც არ შეგეშლება როდესაც ვიღაცაზე ხარ ჩახუტებული....მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და არც მე მიკითხვას. მაგრამ იგი ნაზად მეპყრობოდა და მიმზერდა, საჯაროდაც კი, სხვა ახალგაზრდა ქალების თანდასწრებითაც კი. მე ვფიქრობ რომ ის მადლიერი იყო ჩემი სიყვარულის. მან თავის მეგობრებს უთხრა, რომ ძალიან ძალიან მოსიყვარულე ვიყავი და მას უყვარდა ჩემი მზრუნველი მხარე. ჩემის მხრივ კი მე იგი ძალიან მგრძნობიარე ადამიანად მიმაჩნდა.
P.M. ხშირად ხვდებოდით?
ნ.კ. პირველი ხუთი წლის განმავლობაში მე მონაკოში დაახლოებით თვეში ერთხელ დავდიოდი... ხანდახან ოფიციალურ ღონისძიებებზეც მატარებდა, როგორიცაა მსოფლიო მუსიკალური დაჯილდოება ან ტენისის შეჯიბრი...
P.M. როდესმე მის მამას, პრინც რაინერს შეხვედრილხართ?
ნ.კ. დიახ. ვახშამზე სადაც სხვა კიდევ ოცამდე მიწვეული სტუმარი იყო; ალბერტმა მითხრა, რომ ჩვენ ერთად მისვლას ვერ შევძლებდით, ვინაიდან მისი მამა იქნებოდა იქ. შუადღისას იგი ძალიან ლამაზად არაპირდაპირ სიყვარულში გამომიტყდა, უთხრა რა მის მეგობარს ყველას თანდასწრებით „კარგად მოუარეთ ნიკოლს, მე ის ძალიან მიყვარს.“ და მაკოცა...
P.M. რა გითხრათ მან მამასთან საუბრის შესახებ?
ნ.კ. ჩვენ მომდევნო დღეს ვისაუბრეთ. ძალიან უცნაურად მომეჩვენა. ავღელდი. „მე ვფიქრობდი“ მითხრა მან, „მემგონი უკეთესი იქნება თუ მეგობრებად დავრჩები.’
P.M. რა რეაქცია გქონდათ თქვენ?
ნ.კ.. ... მე ვტიროდი, ტელეფონით დავურეკე და ვკითხე იყო თუ არა ეს სიმართლე და მართლა დასრულდა თუ არა ყველაფერი? ‘შენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავი როგორ მოიქცეოდი?’ მან მიპასუხა ‘მე მოვიცდიდი. დიდხანს არა, მაგრამ მოვიცდიდი...” ...
P.M. ამბობენ რომ ალბერტის მამასთან საუბარი იყო გარდამტეხი თქვენს ურთიერთობებში.
ნ.კ.. მართალია, ურთიერთობები ამის შემდეგ გაფუჭდა. ამასთანვე მას ეშინოდა გადაწყვეტილების მიღება; ის თავს იკავებდა, ერთ ნაბიჯს დგამდა წინ და ორს უკან...
... ალბერტი არ არის ადამიანი, რომელიც თავის გრძნობებს საჯაროდ გამოხატავს ან დაობს. მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მე ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მას ჩემს მიმართ ჰქონდა გრძნობები. ჩვენ ისევ იმავე სიხშირით ვხვდებოდით მაგრამ უფრო ნაკლები დროით, ერთი დღე სამის ნაცვლად. მე ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის ცდილობდა არ გამხდარიყო ჩემზე დამოკიდებული. 2002 წლის დეკემბერში მინდოდა, რომ ჩემი ... დაბადების დღე ერთად აღგვენიშნა. მან შემომთავაზა მონაკოში ჩასვლა... ჩვენ დასალევად წავედით. ბევრი ახალგაზრდა ქალი მოდიოდა მასთან და მე მას ვაგრძნობინე რომ ეს არ მსიამოვნებდა. ბინაში დაბრუნების შემდეგ, ჩვენ ისევ საყვარლებად ვიქეცით, რისი სურვილიც მე იმ საღამოს არ მქონია. საღამომ ძალიან გამაღიზიანა.
P.M. მაშინ დაფეხმძიმდითt?
ნ.კ.. დიახ. არც მას და არც მე ეს არ დაგვიგეგმავს. მე თავს ვიცავდი...როდესაც ალბერტი ვნახე 11 დეკემბერს, მე მკერდი მტკიოდა. მე ალბერტს ვუთხარი „თუ ორსულად ვიქნები რა უნდა ვქნათ? მან მიპასუხა თუ ორსულად ხარ, უნდა გააჩინო ბავშვი?’ მან ეს გულით მითხრა. მან დაუყოვნებლივ დაიწყო ბიჭის სახელზე ფიქრი, მე კი გოგოების სახელებს ვიგონებდი, იმიტომ რომ უკვე ბიჭები მყავდა. მან მითხრა „მე ბიჭის სახელებს მოვიფიქრებ – შენ მხოლოდ ბიჭების გაჩენა შეგიძლია!”...
...
სულ მალე გავიკეთე ორსულობის ტესტი და ის დადებითი იყო... მე მას ვთხოვე ძალიან სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება... კარგად მესმოდა თუ რას წარმოადგენდა ბავშვი ალბერტისთვის, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი აზრით მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება... მან მითხრა „შეინარჩუნე ორსულობა, მე მოვაგვარებ რაღაც საკითხებს. შენ არაფერი მოგაკლდება. ვერ დაგპირდები, რომ ცოლად მოგიყვან, მაგრამ შეინარჩუნე ბავშვი და არ ინერვიულო: მე მას ოჯახთან ნელ–ნელა დავაახლოებ. ამ დროისთვის კი მინდა რომ ეს ამბავი ჩვენთვის შევინახოთ. ერთადერთი ადამიანი ვისაც ეს ამბავი უნდა გავუზიარო არის ჩემი მრჩეველი და ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვისაც შენც კარგად იცნობ.’
P.M. ორსულობის პერიოდში გიკავშირდებოდათ, იგებდა თქვენს მდგომარეობას?
ნ.კ. დროდადრო, ის ძალიან თავაზიანად მესაუბრებოდა. ერთ დღეს ის პარიზში მოვიდა ჩემს სანახავად მის მრჩეველთან ერთდ... მე სამი თვის ორსული ვიყავი. მას შეეცვალა საკუთრი აზრი, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მრჩეველმა მითხრა „ხვდები რომ თუ ეს ბიჭია ისინი ამას გამოიყენებენ რომ ალბერტი არ გახდეს ტახტის მემკვიდრე იმიტომ რომ ბიჭი შეძლებს მოითხოვოს მემკვიდრეობა’. მე გამიკვირდა ის საუბრობდა ისეთ საკითხებზე რომელიც რეალურად ჩემთვის მხოლოდ დეტალები იყო. მე არც კი დავფიქრებულვარ ამ საკითხებზე... ჩემთვის ნათელი იყო რომ ქორწინების მიღმა დაბადებულ ბავშვს არ აქვს უფლება მოითხოვს ტახტის მემკვიდრეობა.
P.M. რა მოხდა შემდეგ?
ნ.კ.. მე გავიგე რომ ბიჭი მეყოლებოდა. ძალიან ავნერვიულდი. მე ვკითხე მას თუ გართულდებოდა მდგომარეობა ბავშვი რომ ბიჭი ყოფილიყო... “არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბიჭი იქნება თუ გოგო.” მან მუცელზე დამადო ხელი და ისევ სახელებზე დავიწყეთ საუბარი...
...
როდესაც ხუთ თვეზე მეტი ორსული ვიყავი, მე მას დავურეკე. ის ისე არ იქცეოდა როგორც მე წარსულში. მე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა და მას ურთიერთობის დასრულება სურდა. მან მითხრა “მე დავფიქრდი. ვითხოვე რჩევაც. ბავშვი გამორიცხულია”.
...
მე წავედი ადვოკატთან, რომელმაც ალბერტის ადვოკატებს შეატყობინა. ალბერტმა დაუყოვნებლივ დამირეკა და ძალიან გაღიზიანებული იყო: ‘შენ მე ხაფანგში გამაბი...’ ისე მელაპარაკებოდა თითქოს ტვინი გამოურეცხეს. რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი და დავორსულდი ჩვენი პირველი შეხვედრიდან ექვსი წლის შემდეგ. ბევრჯერ შემეძლო რომ დავფეხმძიმებულიყავი იქამდეც.
P.M. როგორ გაჩნდა ბავშვი?
ნ.კ.. 2003 წლის 24 აგვისტო არ არის ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე. ძალიან მარტო ვიყავი. იმ დღეს როდესაც სავადმყოფოდან გამოვედი ჩემთან მოვიდა ფრანგული ლაბორატორია, შვეიცარული სასამართლო სამედიცინო ინსტიტუტის მიერ ლიცენზირებული, დნმ ანალიზის ასაღებად ჩემი შვილისთვის, რომელიც მისი მრჩევლის მიერ იყო ორგანიზებული. ...
ჩემმა ორმა უფროსმა ვაჟმა არ იცოდნენ ჯერ კიდევ თუ ვინ იყო მათი უმცროსი ძმის მამა... ალექსანდრეს ჩემს საძინებელში ეძინა, საკუთარ ლოგინში, მას ასთმა აწუხებდა და საავადმყოფოში იყო ექვსი კვირით, მე ამასთან გამკვლავება მარტო მიწევდა, ისე რომ ვერავის ვერ ვუხსნიდი გულს.
...
P.M. როდის ნახა მან პირველად ალექსანდრე?
ნ.კ.. დაბადებიდან ორი თვეზე მეტი იყო გასული... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ალექსანდრეს აღიარება. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რომ ჩემს შვილს არ ყოლოდა მამა. სწორედ ესე ავუხსენი მას, ჩემთვის ბავშვის არ აღიარება იქნებოდა ერთადერთი საფუძველი საქმის სასამართლოში განსახილველად. ალბერტს უნდა მოეგვარებინა ისე რომ ამ პატარა ბიჭუნას მეტ ნაკლებად ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა, იმ შემთხვევაშიც კი რომ დაბადებისას საჭირო გახდა მისი დამალვა. მაგრამ არ მინდოდა რომ ისე გაზრდილიყო როგორც მაზარინი, მაგალითად. მე მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი და ერთი წუთით არ მიფიქრია იმაზე რომ ის იყო პოტენციური მემკვიდრე. ამ დროს ალბერტი მე მიხდიდა თანხას სამ თვეში ერთხელ და ეხლაც ვიღებ ამ თანხას.
P.M. რა მოხდა შემდეგ ?
ნ.კ.. ვინაიდან ჩემს ადვოკატს აღარ ვენდობოდი, მე სხვა ადვოკატს დავუკავშირდო და ავუხსენი რომ ერთადერთი რაც მინდოდა იყო ალბერტის მიერ ბავშვის შვილად აღიარება. ჩემი აზრით ბავშვის არ აღიარება მას საკუთარ ფესვებს და წარმომავლობას ართმევს...
...
P.M. ესმოდა ალბერტს რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის რომ მას ბავშვის მამობა ეღიარებინა?
ნ.კ.. საბოლოოდ კი, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო: 2003 წლის 15 დეკემბერს მე მას და მის მრჩეველს შევხვდი ნოტარიუსთან...
P.M. რა მოხდა ნოტარიუსთან შეხვედრისას?
ნ.კ.. ალბერტმა ხელი მოაწერა მამობის აღიარების დოკუმენტს. მან ეს ჩემდამი პატივისცემით გააკეთა და ასევე გამაფრთხილა რომ ეს დოკუმენტი ოფიციალურად რეესტრში ვერ გატარდებოდა მისი მამის გარდაცვალებამდე.
P.M. გაქვთ თქვენ ამ აღიარების დოკუმენტის ასლი?
ნ.კ. ჩემთვის არ მოუციათ არანაირი საბუთი, მე მხოლოდ დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი მაქვს. მე ნოტარიუსს რამდენჯერმე მოვთხოვე მოწმობა ჩემს შვილზე. და პასუხად მივიღე „მოგვიანებით“. რაინერის დაკრძალვის შემდეგ მე ნოტარიუსს ისევ დავუკავშირდი და მოვთხოვე ალბერტის ვალდებულების შესრულება და ჩვენი შვილის მამობის აღიარების ოფიციალური დოკუმენტის დაბადების და გარდაცვალების რეესტრში რეგისტრაცია. ისევ ნოტარიუსმა მითხრა რომ ეს საქმე მოიცდიდა... მე ისევ მოვითხოვე ასლი და მან ისევ უარი მითხრა....
P.M. თქვენ ბინაზეც გვითხართ? შეიცვალეთ საცხოვრებელი?
ნ.კ.. ... მე სახლი მოვძებნე 2004 წლის აპრილში და ეხლა მასზე სარემონტო სამუშაოები სრულდება.
P.M. ვის ეკუთვნის ეს სახლი?
ნ.კ.. საინვესტიციო კომპანიას (an SCI). რომლის 50% წილი ალექსანდრეს სახელზეა...
P.M. რა კავშირი გქონიათ ალბერტთან მას შემდეგ რაც ნოტარიუსთან შეხვდით შვილად აღიარების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ?
ნ.კ.. მე მინდოდა რომ მას რეგულარულად ენახა საკუთარი შვილი, და ასევე გაეგო მისი მდგომარეობის შესახებ. ის ამას აკეთებდა ... ერთ–ერთი ვიზიტის დროს მე მას ვუთხარი „იმიტომ რომ ჩენ გვყავს შვილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს შორის ყველაფერი უნდა დამთავრდეს’. მან მიპასუხა ‘ამ მომენტისთვის, მე მირჩევნია რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდეს, იმიტომ, რომ თუ გავაგრძელებთ მეორე შვილსაც გავაჩენთ!’
...
P.M. რატომ გადაწყვიტეთ საჯაროდ საუბარი?
ნ.კ.. უკვე გითხარით რამოდენიმე მიზეზი. მინდა ალექსანდრე გაიზარდოს როგორც ნორმალური ბიჭი, მამასთან ერთად. მინდა რომ დასრულდეს ტყუილები. ჩემი მხრიდან მე აღარ შემიძლია ტყუილები, დამალვა და მისი მეგობრის საყვარლად თავის გასაღება. ამ დუმილის გამო მე აღარ მაქვს ჩემი ინდივიდუალობა და ვცხოვრობ როგორც დამნაშავე. მე ვნერვიულობ ჩემი შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მინდა რაც შეიძლება მალე მოვნათლო სწორად შევსებული დაბადების მოწმობით. ამავე დროს მესმის, რომ არსებობს ჭორები ამ ბავშვთან დაკავშირებით და მინდა რომ სიმართლე დამტკიცდეს საბოლოოდ და მის ორ უფროსს ძმას ღირსეული წარმოდგენა ჰქონდეთ დედაზე.
...”
15. ინტერვიუს თან ჰქონდა დართული ხუთი ფოტოსურათი, რომელზეც ასახული იყო პრინცი ბავშთან ერთად და სამი ფოტო პრინცის და ქ–ნი კოსტესი. კონკრეტულად კი ორი გვერდი (გვერდები 50–51) შედგებოდა ფოტოსგან, რომელშიც პრინცს ბავშვი ეჭირა ხელში, სათაურად კი ეწერა „ალექსანდრე არის ალბერტის შვილი ამბობს დედა“, რომელსაც შემდეგი ტექსტი მოყვებოდა:
“პატარა ბიჭი, რომელსაც ორი სიტყვის თქმა შეუძლია: დედა და მამა. პატარა ბიჭი, რომელსაც არ ანაღვლებს ორ დიდ კულტურას შორის სხვაობა, იმ კულტურებს შორის რომელსაც ის ეკუთვნის. მისი სახელია ალექსანდრე, დამპყრობელის სახელი, იმპერატორის სახელი. ის დაიბადა პარიზში, 2003 წლის 24 აგვისტოს. მისი დედა ითხოვს, რომ შვილი არ გაიზარდოს ფარულად, როგორც „მაზარინი“. ამიტომ იგი ეხლა ასაჯაროებს მის არსებობას, რაც არ უქმნის საფრთხეს არცერთ დინასტიას ან რესპუბლიკას. ვინაიდან ტოგოში, მისი დედის სამშობლოში, ყველა ბავშვს, მიუხედავად იმისა ისინი კანონიერად შექმნილი ოჯახის შვილები არიან თუ არა უფლება აქვთ ჰყავდეთ ოფიციალური მამა. ამ მომენტისთვის, პატარა ბიჭს, შავი ხუჭუჭა თმებით არ აინტერესებს იცოდეს ის არის თუ არა პრინცი. მას დედის დანახვა და მოფერება უხარია. სახლში მეფე უკვე არის . . . ის უკვე მეფეა.”
ფიტოზე ასევე შემდეგი სიტყვებიც ეწერა:
“მონაკოს ახალი 47 წლის მმართველს არ არის ცნობილი რომ ჰქონოდა გრძელვადიანი ურთიერთობები. დღეს ნიკოლ კოსტე, თვითმფრინავის ბორტ გამცილებელი ვისაც იგი რვა წლის წინ შეხვდა აცხადებს რომ მათ ჰყავთ ვაჟი.”
“ის არავის უნახავს ესე გაღიმებული აქამდე: პრინცი ალბერტი მონუსხულია ალექსანდრეს მომხიბვლელობით”
16. პრინცი ალბერტის ბავშვთან ერთად გადაღებული ოთხი ფოტო გამოქვეყნდა გვერდებზე 52, 53, 56 და 57 და თან მოყვებოდა სათაურები ან ქვესათაურები. კონკრეტულად კი, სათაური 52–ე გვერდზე ამბობს “სინაზე, სირბილე და მოთმინება, მთავარი სიტყვებია პრინცისთვის, რომელსაც უყვარს ბავშვები ”, 53–ე გვერდზე წერია, “პრინცს განსაკუთრებული გრძნობა აქვს ბავშვების მიმართ” და “ალბერტს, მონაკოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, აცვია ოლიმპიური მაისური, და ხელში უჭირავს ალექსანდრე”. შემდეგი ქვესათაური უკვე 56–ე და 57–ე გვერდებზეა: “ალექსანდრე 6 თვისაა. ის უკვე ცდილობს ფეხზე დადგომას. ეს მისი ერთ–ერთი პირველი შეხვედრაა ალბერტთან. მას დედამისის საძინებელში სძინავს. ნიკოლი და მისი სამი ვაჟი უკვე გადავიდნე ახალ ბინაში პარიზის მე–16–ე ადმინისტრაციულ ერთეულში (arrondissement).”
ბოლოს კი სამ ფოტოზე ასახულია პრინცი ალბერტი და ქ–ნი ნიკოლ კოსტე, რომელიც გამოქვეყნდა გვერდებზე 58 და 59. ფოტოს 58–ე გვერდზე შემდეგი ტექსტი მოყვება:
“ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ნიცა–პარიზის რეისზე, ნიკოლი ბორტგამცილებელი იყო. ის წამოვიდა ლომე, ტოგოდან შეხვედრამდე 8 წლით ადრე, როდესაც ის 17 წლის იყო. ჩემს ქვეყანაში მამა აიძულებდა საკუთარ ვაჟს, რომ ეღიარებინა შვილი.”
59–ე გვერდზე ფოტო შემდეგი ქვესათაურით გამოქვეყნდა:
“ნიკოლი ესწრებოდა ოფიციალურ ღონისძიებებს. 2001 წლის მაისში ის პრინცის გვერდით იყო როდესაც მან მიიღო მომღერალი იანიკი მონტე კარლოს მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე. 2002 წელს ნიკოლი ჩანს სამეფო განყოფილებაში Grand Prix–ზე..”
17. 2005 წლის 10 მაისს ქ–ნმა კოსტემ გააკეთა განცხადება, რომ ის დათანხმდა ინტერვიუს მიცემაზე Paris Match–თვის, რომელიც გამოქვეყნდა 2005 წლის 5 მაისის ნომერში და დაადასტურა რომ გაეცნო და გადაიკითხა ინტერვიუ და საკუთარი ხელით გადასცა ფოტოები გამოსაქვეყნებლად სადაც პრინცი და ალექსანდრე არიან ასახულები. მან ასევე დაადასტურა რომ ეს ფოტოები იყო მისი გადაღებული და რომ პრინცი ამ ფოტოების გადაღებაზე თანახმა იყო. მან შემდეგ დამატებითი განცხადება გამოაქვეყნა და აღიარა, რომ მან ეს ფოტოები მედია საშუალებას გამოსაქვეყნებლად გადასცა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ვაჟი აღიარებულ იქნა ნოტარიუსის მიერ, რომელსაც ხელი მოეწერა 2003 წლის 15 დეკემბერს და რომ შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ დოკუმენტის რეგისტრაცია მოხდება პარიზის მე–14–ე ადმინისტრაციულ ერთეულში პრინცი რაინერის გარდაცვალებისთანავე. მან ასევე განაცხადა, რომ ის ყველანაირი მეგობრული მეთოდებით ეცადა კომპრომისის მღწევას პრინცის ადვოკატებთან და სწორედ პრინცის მიერ მისი ვალდებულების შეუსრულებლობა არის გამომწვევი, იმისა რომ მან გადაწყვიტა საკითხის საჯარო განხილვაზე გამოტანა. რაც შეეხება მედიას, მან აღნიშნა: „ისინი უბრალოდ დამეხმარნენ მე და ჩემს შვილს ალექსანდრეს ოფიციალურად აღიარებაში”.
B. სამართალწარმოება საფრანგეთის სასამართლოებში
18. 2005 წლის 19 მაისს იმის გათალისწინებით, რომ სტატიის გამოქვეყნებამ ჟურნალ Paris Match–ში გამოიწვია მისი პირადი ცხოვრების ხელყოფა და საკუთარი იმიჯის დაცვის მიზნით, პრინცმა სასამართლოში ფიქსირებული თარიღით დაიწყო სამართალწარმოება მომჩივნების წინააღმდეგ, კონვენციის მე–8–ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის მე–9–ე და 1382–ე მუხლების საფუძველზე და ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას საგამომცემლო კომპანიისგან და სასამართლო გადაწყვეტილების ჟურნალის პირველ გვერდზე გამოქვეყნების დაკისრებას და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას..
19. 2005 წლის 29 ივნისს Nanterre Tribunal de Grande Instance (შემდგომში “TGI”) დააკისრა კომპანიას Hachette Filipacchi Associés პრინცის სასარგებლოდ 50,000 ევროს (EUR) გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლომ კომპანიას ასევე დააკისრა გადაწყვეტილების დეტალების გამოქვეყნება ჟურნალის მთელს ყდაზე, საგამომცემლო კომპანიის ხარჯზე დღიური ჯარიმის გადახდა, შემდეგი სათაურით “სასამართლო გადაწყვეტილება Paris Match–ის წინააღმდეგ მონაკოს პრინცი ალბერტ II–ის მოთხოვნით”. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო.
20. TGI–მ აღნიშნა, კონკრეტულად, ყდიდან დაწყებული ჟურნალის ბოლომდე ჟურნალმა გამოაშკარავა პრინცის ქორწინების გარეშე მამობის ფაქტი შემდეგი სათაურით „მონაკოს პრინცი ალბერტი: ალექსანდრე, საიდუმლო შვილი”, რომელსაც თან მოსდევდა ფოტოები, სადაც პრინცს ბავშვი ხელში ეჭირა. აქვე აღნიშნული იყო, რომ სტატია ეძღვნებოდა პრინცის მამობის ფაქტს და ის ჟურნალში ათ გვერდზე იყო გადაჭიმული ინტერვიუს სახით, რომელშიც კითხვების საშუალებით ქ–ნ კოსტეს მიეცა საშუალება ესაუბრა მის ურთიერთობებზე პრინცთან, წყვილის გრძნობების, პრინცის პირადი ცხოვრების და რეაქციების შესახებ და ბავშვის აღიარებაზე ნოტარიუსის მიერ. ხაზგასმული იყო, რომ ჟურნალმა გამიზნულად აირჩია რამოდენიმე ფოტო რომლებიც ასახავდა პროტაგონისტების ინტიმური ცხოვრების დეტალებს რომელიც ახდენდა ილუსტრირებას და ამყარებდა ინფორმაციის გამჟღავნებას და ფოტოებს თან ერთვოდა ჟურნალის მინაწერები, რომელიც ასევე პრინცის სასიყვარულო ცხოვრებას და იმ გარემოებებს ეხებოდა რომელშიც ის შეხვდა ინტერვიუს გმირს, მისი ქცევის ანალიზს და მის რეაქციებს ახალგაზრდა ქალზე და ბავშვზე და საიდუმლო ბავშვზე მისი გრძნობების შესახებ სპეკულაციებს.
21. TGI ადგენს, რომ მთელი სტატია, მათ შორის თანდართული ფოტოები, წარმოადგენს ყველაზე ინტიმური სფეროს სიყვარულის და ოჯახური ცხოვრების დეტალებს და ის არ ეხება და არ წარმოადგენს მსჯელობას ზოგადი ინტერესის საკითხებზე. ამასთანავე:
“... მომჩივანის მონაკოს სამეფო ტახტზე ასვლა არ ართმევს მას უფლებას დაიცვას მისი პირადი ცხოვრება, საკუთარი იმიჯი ბავშვის სამოქალაქო სტატუსთან დაკავშირებული ჭორებისგან, რომელიც ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება სამართლიანი წინაპირობა ინფორმაციის მიწოდებისთვის ცნობისმოყვარე და დაინტერესებული საზოგადოებისათვის საჯარო პირების პირადი ცხოვრების, მათი გრძნობების და მათი პირადი ქცევის შესახებ მედია საშუალებებში, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც სასამართლო დარბაზი, სადაც ბავშვის უფლებების დაცვა ხდება კანონიერად, ქალისათვის ზიანის მიყენების გარეშე;
სადაო სტატია, რომელიც ჭორებს სენსაციად აქცევს, როგორც სიტყვებით ისე თან დართული ფოტოებით– რომლებიც აბსოლუტურად შეუსაბამოა წარმოადგეს პირად ცხოვრებაში ჩარევას - წარმოადგენს სერიოზულ და გამიზნულ შელახვას მომჩივანის ფუნდამენტური უფლების და ავალდებულებს საგამომცემლო კომპანიას დაიცვას ეს უფლებები 2005 წლის 3 მაისს...”
22. მომჩივნებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
23. 2005 წლის 6 ივლისის პრეს რელიზით პრინცმა საჯაროდ აღიარა რომ ის იყო ალექსანდრეს მამა.
24. 2005 წლის 13 ივლისს ვერსალის სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა TGI–ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების ნაწილში
25. 2005 წლის 24 ნოემბერს ვერსალის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ ქ–ნ კოსტესთან ინტერვიუს საშუალებით სადაო სტატია ამჟღავნებდა ბავშვის დაბადების ფაქტს, რომელიც ინტერვიუს რესპონდენტის და პრინცის 1997 წლიდან მიმიდინარე ინტიმური ურთიერთობების ნაყოფია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა შეიძლება უკვე გააკეთა განცხადება, რომლითაც აღიარა ბავშვი ნოტარიუსის ოფისში – კონფიდენციალობის დაცვის გამიზნულად შერჩეულ გარემოში–იმ დროისთვის, როდესაც სტატია დაიბეჭდა, ეს განცხადება არ იყო ასახული ბავშვის დაბადების მოწმობაში და შედეგად ბავშვის დაბადება და მისი მამის ვინაობა საზოგადოებისთვის იყო უცნობი.
26. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის გრძნობები, სასიყვარულო თუ ოჯახური ცხოვრება და დედობის ან მამობის საკითხები არის პირადი ცხოვრების საკითხები და დაცულია სამოქალაქო კოდექსის მე–9–ე მუხლით და კონვენციის მე–8–ე მუხლით, და ეს დებულებები არ ანსხვავებს ერთმანეთისგან ანონიმურ პირებს თუ საჯარო პირებს, მიუხედავად მათი სამოქალაქო, პოლიტიკური თუ რელიგიური ფუნქციებისა. იგი აღნიშნავს, რომ ეს პრინციპი უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს იმ შემთხვევებზე, როდესაც ფაქტის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მსჯელობები მათ პოტენციურ გავლენაზე ან შედეგებზე თუ გავითვალისწინებთ მონაწილე პირების სტატუსს ან ფუნციებს, რომელ შემთხვევაშიც ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება უპირატესია ვიდრე პირადი ცხოვრება.
27. დასაბუთება შემდეგია:
“იმის გათალისწინებით, რომ ალბერტ გრიმალდის მამობის ფაქტი არასდროს ყოფილა საჯაროდ გამჟღავნებული, ის რომ მონაკოს კონსტიტუცით შეუძლებელია ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვებისთვის ტახტის მემკვიდრეობის მიღება და რომ ალბერტ გრიმალდის არ გამოუთქვამს თანხმობა ქ–ნი კოსტეს შვილის შესაძლო მამობის გამჟღავნებაზე, მას შემდეგ რაც 2005 წლის 3 მაისს მან განუმარტა Hachette Filippachi Associés მისი პოზიცია ამ ფაქტების გამჯღავნებასთან დაკავშირებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Hachette Filipacchi Associés მიზანმიმართულად დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე–9–ე მუხლი და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–8–ე მუხლი, და ეს დარღევა ვერ იქნება გამართლებული არსებული ურთერთობების შესახებ რეპორტაჟით არ არსებული მოთხოვნის, ინფორმაციის კანონიერებით ან მისი მკითხველის უფლებით იყვნენ ინფორმირებულები, რაც არ მოიცვას ალბერტ გრიმალდის საიდუმლო მამობას, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ის გახდებოდა მმართველი პრინცი მისი მამის გარდაცვალების შემდეგ 2005 წლის აპრილში;
მის პირად სივრცეში ამ შეჭრით სტატია არ შემოიფარგლა მხოლოდ „საიდუმლო“ ბავშვის არსებობით არამედ აქვე მითითებული იყო სხვადასხვა გადახვევები, რაც ქ–ნი კოსტეს ინტერვიუდან გამომდინარეობდა კონკრეტულად კი მათი შეხვედრის გარემოებები, რესპონდენტის გრძნობები, მისი ყველაზე ინტიმური რეაქციები ქ–ნი კოსტეს ორსულობასთან დაკავშირებით და მისი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ მის ბინაში პირადი შეხვედრების დროს, რაც ვერ იქნება გამართლებული თანმხლები პუბლიკაციით მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით ჟურნალ Bunte–ში, ან მედიის გავლენით რომელიც გამოწვეული იყო სტატიის შინაარსით, ან იმ ფაქტით, რომ სხვა პუბლიკაციებმა გაიმეორეს ეს სტატიები (რომელიც გახდა საჯარო ინფორმაცია საგამომცემლო კომპანიის მოქმედებების შედეგად), ან მსგავსი გამჟღავნების ნაგულვები სიმართლით, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს არ ჰქონდა ოფიციალური სტატუსი, რომელიც მის დაბადებას და მამის ვინაობის გამჟღავნებას აქცევდა მედია და კონკრეტულად კი კომპანია Hachette Filipacchi Associés ვალდებულების საგნად, მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, ან იმ ფაქტით რომ ალბერტ გრიმალდი მისი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა პირისპირ მედიასთან და მის მიერ გამჟღავნებულ ინფორმაცისთან მისი პირადი ცოხვრების შესახებ, რომლის შენახვაც მას სურდა საიდუმლოდ და შეიძლება კონფიდენციალურადაც კი და შემდეგ ვალდებული გახდა გაეკეთებინა საჯარო განმარტებები და ასევე სტატიაში გამოყენებული ტონი, როგორც Hachette Filipacchi Associés აცხადებს გამიზნული იყო იმისთვის რომ რაც შეიძლება პოზიტიურ ჭრილში ყოფილიყო წარმოდგენილი რესპონდენტი;
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები რომელიც თან ერთვოდა სტატიას გადაღებული იყო ქ–ნი კოსტეს მიერ ერთადერთი ადამიანი ვინც ფოტოები ჟურნალს დასაბეჭდად გადასცა არის ქ–ნი კოსტე და ალბერტ გრიმალდის კი არ განუცხადებია თანხმობა ამ ფოტოების დაბეჭდვაზე სტატიასთან ერთდ რაც მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას ნიშნავს და შესაბამისად მათი გამოქვეყნება არ არის სწორი...”
28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადაო პუბლიკაციამ პრინცს მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი და მისი მამობის ფაქტი, რისი საიდუმლოდ შენახვა სურდა მას და რაც სტატიის გამოქვეყნებამდე მოულოდნელად და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გახდა საჯაროდ ცნობილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გზით მიყენებული მორალური ზიანი ამართლებს გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულებას როგორც კომპენსაციის ფორმას და თუ გავითვალისწინებთ დარღვევის ბუნებას და მისი შედეგების სერიოზულობას ასეთი ღონისძიება არ იყო სადაო ინტერესების არაპროპორციული და პირიქით წარმოადგენდა გამოსწორების ყველაზე ადექვატურ ფორმას განსაკუთრებით საქმის ამ გარემოებებში. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება გარდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების პირობებისა, რომელიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო სათაურით და უნდა დეკავებინა ყდის მხოლოდ ერთი მესამედი. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დაადგინ, რომ Paris Match–ის ყდის ქვედა მესამედი იმ ნომრის, რომელიც გამოვიდოდა გადაწყვეტილების გამოტანიდან მომდევნო კვირაში უნდა ყოფილიყო თეთრ ჩარჩოში ჩასმული წითელი ასოებით ტექსტი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც გამომცემლობა დაჯარიმდებოდა 15 000 ევროთი თითოეულ ნომერზე, რომელიც გამოვიდოდა ვადის ამოწურვის შემდეგ; ჩარჩოში შემდეგი ტექსტი უნდა ყოფილიყო ჩასმული:
“ვერსალის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში რჩება Nanterre Tribunal de Grande Instance–ის გადაწყვეტილება, კომპანია Hachette Filipacchi Associés პასუხისმგებელია მონაკოს პრინცის ალბერტ II–ის პირადი ცხოვრების და საკუთარი იმიჯის შელახვაზე გაზეთ Paris Match no. 2920, რომელიც გამოვიდა 2005 წლის 5 მაისს სტატიაში სათაურით „მონაკოს პრინცი ალბერტი: ალექსანდრე; საიდუმლო ბავშვი.”
29. ეს განცხადება დაიბეჭდა ჟურნალის 2006 წლის 5 იანვრის no. 2955, პრინცის ფოტოს ქვემოთ. ყდაზე იყო სათაური „მონაკოს პრინცი ალბერტი. სიმართლე დაისაჯა”, რომელსაც შემდეგი კომენტარი მოჰყვებოდა:
“Paris Match–მა გაამჟღავნა მისი ვაჟის ალექსანდრეს არსებობა. სასამართლოებმა დასაჯეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საერთაშორისო პრესისგან ამასთან დაკაშირებით.”
30. ამავე დროს მომჩივნებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მათი აპელაციის საფუძვლად შემდეგი არგუმენტაცია მიუთითეს: პრინცის მამობის გამჟღავნება იყო ინფორმაცია, რომელიც საჯარო ცხოვრებას უკავშირდებოდა, სადაო პირის ხელთ არსებული ფუნქციების და მონაკოს სამეფოში ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის გამო; ამ ინფორმაციის გახმაურება იყო საჭირო საზოგადოების ინფორმირებისათვის; პრინცის მამობის შესახებ ახალი ამბის გამჟღავნებასთან ერთად დაკვირვებების და მოსაზრებების გამოქვეყნება კანონიერი მოქმედება იყო, იმის გათალისწინებით, რომ ეს არ იყო მავნებლური და უბრალოდ ემსახურებოდა ინფორმაციის პერსპექტივაში დანახვას; და ფოტოების გამოქვეყნება, რომელიც გადაღებული იყო ოჯახთან ახდენდა ახალი ამბის ილუსტრირებას, რომელიც სტატიაში იყო აღწერილი და არ წარმოადგენდა პირის პირად ცხოვრებაში ჩარევას.
31. კონვენციის მე–10–ე მუხლზე და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით მომჩივნები ასევე აცხადებდნენ, რომ საზოგადოებას ჰქონდა უფლება ყოფილიყო ინფორმირებული და ეს უფლება ვრცელდებოდა ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო პირის პირად ცხოვრებას ეხება. მათ მიიჩნიეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ფონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany (no. 59320/00, §§ 62 and 76, ECHR 2004‑VI) იქნებოდა გაუქმებული თუ სამეფო ოჯახის მსგავსი წევრი, როგორც ამ საქმეში იყო პრინცი თავად, მონაკოს სახელმწიფოს მეთაური იქნებოდა. ამ არგუმენტის მხარდასაჭერად, მათ მოიყვანეს საქმე კრონე ვერლაგი GmbH & Co. KG ავსტრიის წინააღმდეგ (Krone Verlag GmbH & Co. KG v. Austria (no. 34315/96, 26 February 2002), რომელშიც ჩანს რომ პოლიტიკოსობა პირს რომელიც ამას ახორციელებს აქცევს საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება. ისინი დამატებით აცხადებდნენ, რომ საკასაციო სასამართლომ ასევე აღიარა საზოგადოების უფლება იყოს ინფორმირებული, მათ შორის პირადი ცხოვრების შესახებ უფლებებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სადაო პირს საჯარო პოზიცია არ უკავია.
32. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მემკვიდრეობით მონარქიაში მემკვიდრის არ ყოლის საკითხი უკვე წარმოადგენდა მსჯელობის საგანს და ბავშვის არსებობა ამყარებდა ამ დისკუსიებს. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ ბავშვი იყო პოტენციური მემკვიდრე მონაკოს ტახტის ვინაიდან მის მამას ნებისმიერ მომენტში შეიძლება ბავშვის კანონიერად აღაირება მოეხდინა. ისინი მიუთითებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სავარაუდოდ არ მოხდებოდა ის სამართლებრივად შესაძლებელი მაინც იყო და შესაბამისად გახდებოდა საჯარო განხილვის საგანი მონაკოს მონარქიის მომავალზე. და ამასთანავე ის რომ ბავშვი იყო ტოგური წარმომავლობის შეიძლება გამხდარიყო საზოგადო განხილვის საგანი რასაც ჰქონდა პოტენციალი რომ შეეცვალა განსაკუთრებით კონსერვატორი მეთაურის იმიჯი.
33. მომჩივნებმა ასევე მიუთითეს იმ მჭიდრო კავშირებზე რომელიც არსებობს მონაკოს სამეფოს და საფრანგეთს შორის. სადაო მასალის მსოფლიო გავლენა, მათ შორის ყველაზე სერიოზულ და პრესტიჟულ გამოცემებში, ამტკიცებს რომ Paris Match–ის მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია იყო ისეთი ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინტერსესს წარმოადგენდა და იწვევდა მასზე მსჯელობას, და რომ ეს არ იყო მარტივი სტატია დაწერილი გასართობად.
34. ისინი დამატებით აცხადებდნენ, რომ სტატიაზე დართული ფოტოები, რომელზეც ასახული იყო პრინცი ბავშვთან ერთად ან ქ–ნ კოსტესთან, წარმოადგენდა ახალ ამბავს და რომ ისინი არ იყო პირადი ღირსების შემლახავი ფოტოები, ვინაიდან პრინცი წარმოდგენილი იყო პოზიტიური კუთხით. აქვე მიუთითეს, რომ ეს ფოტოები არ იყო გადაღებული პრინცის ნებართვის გარეშე, არამედ ქ–ნი კოსტეს მიერ და რომ ეს ფოტოები Paris Match–ს მან თავად გადასცა ნებაყოფლობით და ანაზღაურების გარეშე.
35. ბოლოს, მათ აღნიშნეს რომ ჟურნალმა Bunte–მ გამოაქვეყნა თითქმის იდენტური სტატია გერმანიაში 2005 წლის 4 მაისს, იქამდე სანამ სადაო სტატია გამოქვეყნდებოდა და გერმანიის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს პრინცის სარჩელი გაზეთის წინააღმდეგ.
36. საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, inter alia, შემდეგი საფუძვლებით:
“... ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი სტატუსისა, დაბადებისა, არსებული, წარსული თუ სამომავლო ფუნქციებისა, აქვს უფლება დაიცვას საკუთარი პირადი ცხოვრება; ... გადაწყვეტილება პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იმ დღეს როდესაც სტატია გამოქვეყნდა, ბავშვის არსებობა და მისი წარმომავლობა არ იყო ცნობილი საზოგადოებისათვის; მეორე სამეფოს საკონსტიტუციო წესები გამორიცხავს მის სამეფო ტახტზე ასვლას ვინაიდან ის არაკანონიერად არის დაბადებული, სიტუაცია რომელიც კომპანიის აღიარებით არ წარმოადგენდა განსჯის საგანს საფრანგეთში თუ მონაკოში და ბოლოს სტატიაში იყო რამდენიმე მოსაზრება იმ გარემოებებზეც რომელშიც ქ–მა კოსტემ და პრინცმა ალბერტმა გაიცნეს ერთამენთი და მათი ურთიერთობების შესახებ, პრინცის რეაქცია ორსულობაზე და მისი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ; ... ამ გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო სწორად აღნიშნავს, რომ სტატიას აკლია წამყვანი ახალი ამბავი და მასში არ არის მსჯელობა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე, რაც გაამართლებდა მოცემულ დროს სტატიის გამოქვეყნებას საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით;... ამასთანავე, პირის ფოტოების პუბლიკაცია იმისათვის, რომ მოხდეს შინაარსის ილუსტრირება რაც არის მისი პირადი ხელშეუხებლობის შელახვა არღვევს მის უფლებას აკონტროლოს საკუთარი იმიჯი...”
C. სამართალწარმოება გერმანიის სასამართლოებში
37. 2005 წლის 12 მაისს, მას შემდეგ რაც სტატია დაიბეჭდა 2005 წლის 4 მაისს (იხილეთ პუნქტი 11 ზემოთ), ყოველკვირეულმა ჟურნალმა Bunte–მ გამოაქვეყნა დამატებითი სტატია პრინცის მამობის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში სტატიას თან ერთვოდა ფოტოები, რომელზეც პრინცი და ბავშვი იყვნენ ასახულები.
38. პრინცმა ჟურნალს სასამართლოში უჩივლა იმისათვის, რომ მოეხდინა რაიმე დამატებითი პუბლიკაციის პრევენცია, მაგრამ მას სარჩელზე უარი ეთქვა 2005 წლის 19 ივლისს ფრაიბურგის რეგიონალური სასამართლოს მიერ (Landgericht), იგივე გადაწყვეტილება 2005 წლის 18 ნოემბერს კარლსრუეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა (Oberlandesgericht).
39. ფრაიბურგის რეგიონალურმა სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც თანამედროვე საზოგადოების წევრი par excellence, პრინცი ვალდებულია აიტანოს მისი პირადი ცხოვრების ეს ნაგულვები ხელყოფა, სტატიაში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის, კონკრეტულად კი დედის მიერ გაკეთებული განცხადებების უტყუარობა და მომჩივანის მამობის ფაქტი არ ყოფილა სადაო არცერთ ეტაპზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ პუბლიკაცია არ არის დაუშვებელი პირის ცხოვრების ინტიმური დეტალების დაცვის კუთხით, ვინაიდან გამჟღავნება არ ეხება ამ სფეროს არამედ პირად ცხოვრებას, რომელიც ნაკლებად დაცულია. საზოგადოების უფლება იყოს ინფორმირებული გამომდინარეობს საზოგადოებაში მომჩივანის პოზიციიდან და ბავშვის აღიარების ვალდებულებით განხორციელებული ზეწოლა რომელიც შესაძლოა მას განეცადა, არ კრძალავს გამოქვეყნებას არამედ წარმოადგენს მის გარდაუვალ შედეგს, რომლის ატანაც მისი ვალდებულებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ფოტოები მომჩივანის თანხმობით არის გადაღებული, მის კერძო სფეროში და პრესისთვის გახდა ხელმისაწვდომი იმ პირის მიერ რომელსაც ზუსტად იგივე უფლებები აქვს ამ ფოტოებზე რაც მომჩივანს. სასამართლო ადგენს, რომ პრესის თავისუფლება და საზოგადოების ინფორმირება მომჩივანის არაკანონიერი ვაჟის და მისი დედის შესახებ უპირატესია ვიდრე მომჩივანის პირადი ცხოვრების და საკუთარი იმიჯის დაცვა. და ბოლოს, ეს უფრო დედის ვიდრე პრინცის, რომელიც არ აღიარებდა ბავშვს, გადასაწყვეტი იყო ინფორმაციის გამჟღავნება ბავშვის არსებობის შესახებ ჯდებოდა თუ არა დაცული პირადი ცხოვრების კონტექსტში.
40. პრინცის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ ჟურნალს მოსთხოვა აღარ გადაებეჭდა ან მიეცა გადაბეჭდვის უფლება იმ ფოტოსი, რომელიც 2005 წლის 4 მაისის Bunte–ს ნომერში დაიბეჭდა, რომელზეც ასახული იყო მომჩივანი ქ–ნ კოსტესთან ინტიმურ მომენტში. მეორეს მხრივ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მონაკოს პრინცის, კონსტიტუციური მონარქიის მემკვიდრის, ვაჟი მემკვიდრის საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო და წარმოადგენდა ინტერესის სფეროს არა მხოლოდ მონაკოს მოქალაქეებისთვის არამედ ბევრი სხვა ადამიანისთვის, ვინც სამეფოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდნენ და ეს ინტერესი იმსახურებდა დაცვას და არ უნდა შელახულიყო მომჩივანის ინტერესით დაეცვა საკუთარი პირადი ცხოვრება, იმ საფუძვლით რომ არსებული სამართლებრივი მდგომარეობა მხოლოდ კანონიერ ქორწინებაში დაბაბადებულ ბავშვებს აძლევდა მემკვიდრეობის უფლებას სამეფო ტახტზე.
...
კანონი
I. კონვენციის მე–10–ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
45. მომჩივნები დაობდნენ, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა უსამართლო ჩარევას მათ ინფორმაციის თავისუფლების უფლებაში. ისინი ეყრდნობდნენ კონვენციის მე–10–ე მუხლს, რომელიც ადგენს შემდეგს:
“ 1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედუელებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
.”
A. პალატის გადაწყვეტილება
46. პალატამ აღნიშნა, რომ მომჩივნების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ ანსხვავებს ერთმანეთისგან ერთის მხრივ ინფორმაციას რომელიც არის განსჯის საგანი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ პრინცის პირად ცხოვრებას. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის ამ საკითხზე განსაზღვრული განსჯის მიჯნის მიუხედავად ადგენს, რომ არ არსებობდა გონივრული პროპორციული ურთიერთდამოკიდებულება ერთის მხრივ სასამართლოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს მომჩივნების გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მეორეს მხრივ დასახულ კანონიერ მიზანს შორის. შესაბამისად იგი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–10–ე მუხლის დარღვევას (პალატის გადაწყვეტილება, §§ 51 დან 75მდე).
B. მხარეთა მიერ დიდი პალატაში წარმოდგენილი მოსაზრებები
1. მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები
47. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ საინფორმაციო ჟურნალის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იმ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, რომელიც უკვე იყო სხვა მედია საშუალებით იყო გავრცელებული და მისი ფოტოებით ილუსტრირებისთვის წარმოადგენდა საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდების თავისუფლებაში ჩარევას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან სერიოზული და უპრეცედენტო, და უნდა ჩაითვალოს რომ წარმოადგენს გადაჭარბებული ფორმით ჩარევას გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლების უფლებაში და აქვს აშკარად მსუსხავი ეფექტი.
48. მომჩივნები არ დაობდნენ, რომ სადაო ჩარევას კანონიერი საფუძველი ჰქონდა, კონკრეტულად კი სამოქალაქო კოდექსის მე–9–ე მუხლი და არც იმას რომ ეს ჩარევა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა კონკრეტულად კი „სხვების უფლებების დაცვას“ ვიდრე პრინცის პირადი ცხოვრების და საკუთარი იმიჯის დაცვას. უფრო მეტიც მათ მაიჩნდათ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა პირადი ცხოვრების კონცეფცია სამოქალაქო კოდექსის მე–9–ე მუხლის და კონვენციის მე–8–ე მუხლით ძალიან ფართო ინტერპრეტაცია მისცეს.
49. მომჩივნები მიიჩნევდნენ რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება უნდა ყოფილიყო დაცული, მაგრამ ეს უფლება არ იყო აბსოლუტური, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში როდესაც ეს უფლება ეჯახება ინფორმაციის და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და სხვა ადამინების უფლებებს, რომლებიც ამ პუბლიკაციაში არიან მოხსენიებულნი. მათ გააკრიტიკეს ეროვნული სასამართლოები რადგან მათ ვერ შეძლეს პრინცის და სხვების, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია, უფლებებს შორის ბალანსის დაცვა: დედის უფლება, რომელიც მათი აზრით არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი დემოკრატიულ საზოგადოებაში; ბავშვის უფლება იყოს ოფიციალურად აღიარებული; და ჟურნალის უფლება გაავრცელოს საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც აღარ იყო კონფიდენციალური სტატიის გამოსვლის დღეს.
50. მომჩივნები ასევე აცხადებდნენ, რომ სადაო გადაწყვეტილება ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან ჩვეულებრივ მოქალაქეებს და საჯარო პირებს (განსაკუთრებით პოლიტიკოსებს და სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც გარდაუვლად წარმოადგენენ მედიის ინტერესს), რითაც ეწინააღმდეგებიან სასამართლო პრაქტიკას და საფრანგეთის სასამართლოების პრაქტიკას. ამ არგუმენტის მხარდასაჭერად მათ წარმოადგინეს მაგალითები ეროვნული სასამართლოების პრაქტიკიდან, რომელშიც აღიარებულია საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული პირადი ცხოვრების ფაქტებთან დაკავშირებით და მათ მაგალითად მოიყვანეს რამოდენიმე საქმე რომელშიც ეროვნულმა სასამართლოებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამ საფუძვლით.
51. მომჩივნებმა დამატებით წარმოადგინეს მოსაზრებები სადაო ჩარევის საჭიროების შესახებ რომ ნებისმიერი გამონაკლისი ფუნდამენტური თავისუფლებიდან უნდა იყოს ინტერპრეტირებული შეზღუდულად და შესაბამისად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ვერ იქნება დისპროპორციულად დასჯილი. ისინი დაობდნენ, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება არ არის აბსოლუტური და აცხადებდნენ, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არ იყო შესაბამისობაში მწვავე სოციალურ საჭიროებასთან რითაც სასამართლომ ვერ განახორციელა ზედმიწევნით დაბალანსებული მოქმედება დაპირპსირებულ უფლებებს შორის და ამავე დროს არ გაუთვალისწინებია სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმი.
52. ამასთან დაკავშირებით, ისინი აცხადებდნენ, inter alia, რომ მემკვიდრეობით მონარქიაში, ინფორმაცია მემკვდრის არსებობის შესახებ, რომელიც არაკანონიერად არის დაბადებული და რომელიც ჯერ არ არის აღიარებული მამის მიერ, წარმოადგენს საჯარო ინტერესის საკითხს როგორც მონარქიის მომავალთან ისე პრინცთან, როგორც საჯარო პირთან დაკავშირებით. მისი მამაობის საკითხი ეხებოდა არა მხოლოდ მის სამოქალაქო სტატუსს – ასევე მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია იმის შესახებ ჰყავდა თუ არა მას უკანონო შვილი და ცნო თუ არა იგი შვილად – ასევე მემკვიდრეების თანმიმდევრობა და ტახტის შესაძლო მემკვიდრის ვინაობა, მონაკოში მემკვიდრეობითი მონარქიის ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც შესაბამის დროს არ იყო ცნობილი არცერთი შესაძლო მემკვიდრის ვინაობა. ამასთან დაკავშირებით მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მონაკოს კონსტიტუციის დებულებები შეიცვალა პრინც რაინერის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. სადაო ინფორმაცია ასევე ნათელს ჰფენდა პრინცის ეთიკურ ქცევას და მის პირად პატივისცემას ფუნდამენტური უფლებების მიმართ, რომელსაც ის წარმატებით იცავდა საკუთარი თავისთვის და ასევე პოლიტიკურად და საჯაროდაც.
53. მომჩივნები ასევე დაობდნენ რომ პრინცმა გამოიყენა საჯარო რესურსები, რომელიც გამოყოფილი იყო მისი შვილის განათლების და მომავლისათვის, რაც პირდაპირ გავლენას ახდენდა მონაკოელი და ფრანგი გადასახადების გადამხდელებზე. მათ ასევე განაცხადეს, რომ გერმანულმა სასამართლოებმა მსგავს საქმეეზე დაადგინეს, რომ სადაო ინფორმაცია ამართლებდა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატებს. მათ ასევე დაამატეს, რომ ახალი ამბის მოსახლეობისთვის გადაცემა კიდევ უფრო გამართლებული იყო მას შემდეგ რაც პრინცმა საბოლოოდ აღიარა ვაჟი, ფართომასშტაბიანი მედია გაშუქების ფონზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მემკვიდრეზე განცხადების გაკეთებით მან აღიარა, რომ სადაო ახალი ამბავი წარმოადგენდა საჯარო ინტერესს.
54. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ პრინცის საჯარო პროფილი, როგორც მონაკოს სახელმწიფოს მეთაურის უდავო იყო. რაც შეეხება სტატიის შინაარსს ის გასცდა პრინცის პირად ცხოვრებას და ვრცელდებოდა ბავშვის დედის პირად ცხოვრებაზე, რომელიც თავისუფალი იყო გამოხატვაში და ასევე ბავშვის პირად ცხოვრებაზე, რომელსაც ჰქონდა უფლება ყოფილიყო ოფიციალურად აღიარებული. ამასთან დაკავშირებით მათ წარმოადგინეს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთი პირის სურვილები, მმართველისაც კი, ვერ იქნება პრივილეგირებული ვინაიდან ის კავშირშია სხვა ადამიანების, მათ შორის „შვილის უფლებასთან იყოს აღიარებული და ჰქონდეს ინდივიდუალობა“.
55. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ სადაო არ ყოფილა ის რომ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია და ფოტოები მიწოდებული იყო დედის მიერ, რომელიც თავად დაუკავშირდა Paris Match იმ მიზნით, რომ შვილის ოფიციალური აღიარებისთვის მიეღწია. ისინი აცხადებდნენ, რომ ყველა სადაო ფოტოები გადაღებული იყო ბინაში, პრინცის სრული თანხმობით და მათი აზრით ეს ფოტოები არ შეიცავდა არანაირ ინტიმურ დეტალებს ან პროტაგონისტის შეუხედავ პორტრეტებს. ფოტო რომელზეც ასახული იყო პრინცი ქ–ნ კოსტესთან ერთად გადაღებული იყო ოფიციალური ღონისძიებისას ასე რომ ჟურნალს ვერ გააკრიტიკებენ მათი გამოქვეყნებისთვის. მხოლოდ ბიჭის დედის მიერ მოწოდებული ფოტოები იყო გამოქვეყნებული ჟურნალში, იმისათვის რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები გამყარებულიყო. არც გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობა და არც ის პირობები, რომელშიც ინფორმაცია და თან დართული ფოტოები გადაეცა ჟურნალს არ გამხდარა სადაო. ნანტის TGI–ი კი ცდებოდა როდესაც ინფორმაციას უწოდებდა“უბრალოდ ჭორს“.
56. მომჩივნები ასევე აცხადებდნენ, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმის თავისუფალი არჩევანის პრინციპი – ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების შედეგი – ვერ იქნება სადაო თუ ამ თავისუფლებას არ წავართმევთ შინაარს. ამასთან დაკავშირებით ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ თავისუფლება სადაო სტატიისთვის დაერთოთ შესაბამისი ფოტოები. სწორედ ესე მოხდა ამ ფოტოების გამოქვეყნება. რაც შეეხება სტატიის შედეგებს, მომჩივნები უარყოფდნენ რომ მას შეეძლო ისეთი რამის გამჟღავნება რაც უკვე ცნობილი არ იყო საზოგადოებისთვის ბრიტანული, ამერიკული, გერმანული და ფრანგული პრესის და აუდიო–ვიზუალური მედიის და ინტერნეტის მიერ. შესაბამისად მათ ითხოვეს, რომ სტატიის გავლენა პერსპექტივაში ყოფილიყო განხილული. მათ ასევე განაცხადეს, რომ სადაო სტატიის შემდეგ პრინცმა ოფიციალურად სცნო მამობა ფართო მასშტაბიანი მედია კამპანიის შედეგად და ამავე დროს აღიარა სხვა ბავშვის არსებობაც.
57. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათ გამოხატვის თავისუფლებაში მოხდა ჩარევა, რომელიც პირველ რიგში არ იყო „საჭირო“, ასევე არ წარმოადგენდა „მწვავე სოციალურ საჭიროებას“, და მეორე იყო კანონიერი მიზნისთვის დისპროპორციული. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პრინცის პირადი ცხოვრების უფლება იყო გათვალისწინებული ნაგულვები დარღვევის და დამდგარი შედეგის შეფასებისას. მათ ასევე მიაჩნდათ, რომ დაკისრებული სასჯელი ზედმეტად მკაცრი იყო: მათი აზრით სასამართლო გადაწყვეტილებით დავალდებულებული პუბლიკაცია იყო გაზეთის კონფისკაციის და გამოხატვის თავისუფლების სივრცის გაუქმების თანასწორი, და ჰქონდა გავლენა და წონა საჯარო გაკიცხვის, რომლის მიზანიც ჟურნალის დისკრედიტაციაა.
58. და ბოლოს, მომჩივნები დაობდნენ, რომ სააპელაციო სასამართლომ და საკასაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, მაშინ როდესაც პრინცმა დაადასტურა რომ ქორწინების გარეშე მას ჰყავდა ვაჟი და ამის შესახებ გააკეთა ოფიციალური განცხადება და რამოდენიმე ინტერვიუ მისცა პრესას. მათ გააკრიტიკეს ეროვნული სასამართლოები ვინაიდან მათ ვერ შეძლეს ამ ფაქტის გათვალისწინება ნაგულვები ზიანის შეფასებისას. მათ დასკვნის სახით აღნიშნეს, რომ სადაო პუბლიკაცია აშკარად კანონიერია და პროპორციულობის გონივრული კავშირი მათ მიმართ სასამართლოს მკაცრ გადაწყვეტილებებს, ჟურნალის ყდაზე სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ტექსტის გამოქვეყნებას და დასახულ მიზანს შორის არ არსებობს.
2. სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები
59. საკასაციო სასამართლოს პირადი ცხოვრების დაცვის შესახებ პრაქტიკის შეჯამების შემდეგ სახელმწიფომ განაცხადა, რომ პირის პირადი ან ოჯახური ურთიერთობები ან მათი სასიყვარულო ცხოვრება, ორსულობა, დაავადებები, ქირურიგიული ოპერაციები, რელიგიური რწმენა, სახლი და ასევე პირადი იმიჯის კონტროლის უფლება მიჩნეულია, რომ წარმოადგენს პირადი ცხოვრების ნაწილს. სახელმწიფომ ასევე დააკონკრეტა, რომ მხოლოდ იმის გამჟღავნებაა დაშვებული რისი ცოდნის უფლებაც აქვს საზოგადოებას. ნაგულვები დარღვევა ეხებოდა ადამიანებს, რომელთა ცხოვრება ან სტატუსი, როგორც საჯარო პირის მათ ხდიდა ცნობილს, სასამართლო პრაქტიკა კი ერთმანეთისგან განასხვავებდა სადაო ინფორმაციის ტიპებს.
60. სახელმწიფო აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „ყველა პირი, მიუხედავად მისი სტატუსისა, დაბადების, ქონების, აწმყოს თუ მომავლისა, უფლებამოსილია პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას“, მან ასევე განსაზღვრა ინფორმაციის გამჟღავნების პირობები როდესაც ეს საჭიროა საზოგადოებრივი დისკუსიისთვის.
61. ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს დადგენით სახელმწიფო არ დაობდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივნების მიმართ წარმოადგენდა მათი გამოხატვის უფლების თავისუფლებაში ჩარევას. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს ჩარევა კანონით იყო დადგენილი – ფაქტი, რომელიც მომჩივნებს, როგორც პრესის სფეროში პროფესიონალებს კარგად უნდა სცოდნოდათ და–ის ემსახურებოდა კანონიერ მიზანს, კონკრეტულად კი პრინცის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და მისი პირადი იმიჯის დაცვას.
62. სახელმიწფო ასევე აცხადებდა, რომ ეროვნული სასამართლოები მოქმედებდნენ სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით ისინი აცხადებდნენ, რომ სადაო კომენტარები განხილული უნდა ყოფილიყო მთელი საქმის ჭრილში და ასევე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო გამოყენებული ტერმინების შინაარსი და ის კონტექსტი რომელშიც ისინი იყო გაკეთებული. ამ სფეროში სახელმწიფოსთვის მინიჭებული განსჯის მიჯნის გათვალისწინებით ისინი აცხადებდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლების სფეროში, რომელიც სუბიექტურ მიდგომას გულისხმობს ეროვნულ სასამართლოებს საუკეთესო პოზიცია ჰქონდათ იმისათვის, რომ მოეხდინათ საქმეში არსებული ფაქტების კლასიფიკაცია და სასამართლო ზედამხედველობით არ უნდა ეცადოს მოახდინოს ფაქტების ახლებურად შეფასება რაც განსხვავდება ეროვნული სასამართლოების შეფასებისგან. მოცემულ საქმეში, ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს ფრთხილი ანალიზი და სურდათ ბალანსის დაცვა პირადი ცხოვრების დაცვას და გამოხატვის თავისუფლებას შორის. საკასაციო სასამართლოს შეფასებიდან გადახვევა შესაბამისად გაუმართლებელია.
63. დიდი პალატის წინაშე სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ საქმის გარემოებების შეფასებისას არ იყო საჭირო ქ–ნი კოსტეს სურვილის გათვალისწინება მოეხდინა მისი შვილის მამის ვინაობის გასაჯაროება იმ მიზნით რომ მომხდარიყო ბავშვის აღიარება. მათი აზრით, იმ შემთხვევაში თუ Paris Match სურდა გამოეყენებინა ქ–ნ კოსტეს ინტერესები საკუთარი დაცვის მიზნით მაშინ ის უნდა გამოეძახა ეროვნულ სასამართლოებში. შესაბამისად მოცემული საქმე ეხება მხოლოდ უფლებებსა და ინტერესებს შორის კლასიკურ კონფლიქტს ორ სუბიექტს შორის ერთის მხრივ პრესის წარმომადგენელს, რომელიც საკუთარი გამოხატვის უფლებას იცავს და მეორეს მხრივ პირს, რომელიც იყო საინფორმაციო სტატიის სუბიექტი და რომელიც საკუთარი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას იცავს.
64. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ამ საქმეში არსებობდა მწვავე საჭიროება დაცული ყოფილიყო პრინცი. ისინი აცხადებდნენ, რომ ნაგულვები პუბლიკაცია არ ემსახურებოდა საჯარო ინტერესს. მათ აღიარეს, რომ გარკვეული ინფორმაცია რომელიც ეხებოდა პრინცს შეიძლებოდა გამხდარიყო საჯარო მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, მაგრამ მიაჩნდათ რომ ნაგულვები გამჟღავნება, თუ არ გავითვალისწინებთ ინტიმურ დეტალებს, არანაირად არ ახდენდნენ გავლენას მონაკოს სახელმწიფოზე.
65. სახელმწიფო ასევე მიიჩნევს, რომ პალატამ არასწორად მოახდინა საჯარო ინტერესის საკითხზე მსჯელობაში თანამონაწილეობის ინტერპრეტაცია რითაც კარი გაუღო მნიშვნელოვან სამართლებრივ ბუნდოვანებას. ამასთან დაკავშირებით ისინი აცხადებდნენ, რომ ამ კონცეფციის ფართო ინტერპრეტაცია თითქმის ნულამდე დაიყვანდა კონვენციით საჯარო პირების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის პრინციპს და შელახავდა საჯარო პირების მიერ, ექსკლუზიურად კომერციული მიზნებისთვის, საკუთარი იმიჯის კონტროლის უფლებას.
66. დიდი პალატის წინაშე მათ განაცხადეს, რომ სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში საქმეზე ფონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany (no. 2) judgment ([GC], nos. 40660/08 and 60641/08, ECHR 2012), დაუშვა საჯარო ინტერესზე დებატების კონცეფციის საკმაოდ ფართო დეფინიცია. როგორც სამართლის ექსპერტებმაც აღნიშნეს, ეს დეფინიცია გასცდა პირველ გადაწყვეტილებას ფონ ჰანოვერის საქმეზე (Von Hannover) (ზემოთ ციტირებული), და დაუშვა ისეთი ფოტოების და სტატიების პუბლიკაცია, რომელიც ლახავდა საჯარო პირების პირად ცხოვრებას საჯარო ინტერესით გამოწვეულ დებატებზე მოკლე მითითებით. სახელმწიფოს აზრით ინტერპრეტაციის ეს ფორმა, რომელიც საჯარო ინტერესისთვის დებატებს რომელიც ვალდებულია დაიცვას საჯარო პირების პირადი ცხოვრება, უპირატესობას ანიჭებს იგი სიცარიელემდე დაჰყავს.
67. სახელმწიფოს აზრით იმის გამო, რომ პალატამ დაადგინა, რომ სტატია შეიცავდა ისეთ ელემენეტებს რომელიც პრინცის პირად, ან ინტიმურ ცხოვრებას ეხებოდა შესაძლოა დიდმა პალატამ მიიჩნიოს რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივნების მიმართ არის გამართლებული. მათი აზრით სტატიაში მითითებული პირადი ცხოვრების ელემენტები პრეცედენტულია და სტატიის ძირითადი, თუ არა ექსკლუზიური მიზანია დააკმაყოფილოს კონკრეტული მკითხველის ცნობისმოყვარეობა პრინცის პირადი ცხოვრების დეტალებთან დაკავშირებით.
68. დიდი პალატის წინაშე მათ ასევე განაცხადეს, რომ პალატამ არასწორად დაადგინა, რომ „სტატიის მთავარი მესიჯი“ იყო ქორწინების გარეშე, უკანონოდ დაბადებული ვაჟის სამეფო ტახტზე მემკვიდრეობის უფლება: რეალურად კი სტატიაში ამ საკითხზე სულ ორი მითითება იყო, ანუ რვა სტრიქონი ხუთას სტრიქონიანი სტატიიდან, რომელიც ჟურნალის ოთხ გვერდზე იყო გადაჭიმული და თან მოსდევდა ფოტოების ექვსი გვერდი და ასევე ყდაზე ფოტოსურათი. სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ის ფაქტი, რომ პრინცს ჰყავდა უკანონო ვაჟი, რომელსაც არ ჰქონდა ოფიციალური სტატუსი არ წარმოადგენდა საჯარო დებატების და განხილვების საგანს.
69. ამასთანავე, სახელმწიფომ აღნიშნა რომ მიუხედავად იმისა რომ გერმანიის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს პრინცის სასამართლო სარჩელი და უარი უთხრეს მას ყოველკვირეული ჟურნალ Bunte–ს წინააღმდეგ სარჩელის განხილვაზე Paris Match–ში გამოქვეყნებული სტატიის მსგავსი სტატიის გამოქვეყნებისთვის, ამის საფუძველი იყო წევრი სახელმწიფოების განსხვავებული ტრადიციები მედიის მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისადმი, განსაკუთრებით კი საჯარო პირების პირადი ცხოვრებისთის. შესაბამისად საფრანგეთში კანონმდებლობა და პრაქტიკა უფრო მეტად იცავს პირად ცხოვრებას ვიდრე გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს. ამის გამო კონვენციის მიზანი არ არის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ფრანგული სასამართლოები უფლებამოსილნი არიან გერმანიის სასამართლოებისგან განსხვავებით დაადგინონ რომ პრინცის ვაჟის დაბადება არ უწყობს ხელს საჯარო ინტერესის საკითხზე დებატებს: ეს არის გონივრული პოზიცია საფრთხის ქვეშ მყოფი სადაო ინტერესების დაახლოებისთვის.
70. სახელმწიფომ ასევე დაამატა რომ თუ სავარაუდოდ დიდი პალატა ჩათვლის, რომ სადაო დაბადების ფაქტი წარმოადგენდა საჯარო ინტერესს, ის ფაქტი რომ სადაო სტატია შეიცავდა მისი ცხოვრების შესახებ რამოდენიმე ინტიმურ დეტალს მაინც ამართლებდა ამას ვინაიდან პირადი ცხოვრების დაცვა უფრო უპირატესი იყო ვიდრე გამოხატვის თავისუფლების მოცემულ შემთხვევაში.
71. მათი აზრით სტატიის და პრინცის ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება წარმოადგენდა პრინცის პირად ცხოვრებაში შეჭრას. უფრო მეტიც, სტატია ამჟღავნებდა პრინცის პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. ამასთანავე პრინცმა თანხმობა განაცხადა ფოტოების საკუთარ შვილთან გადაღებაზე პირადი გამოყენების მიზნით და არა პუბლიკაციისთვის. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფომ გააკრიტიკა მომჩივნები იმისათვის, რომ მათ არ მოახდინეს ქ–ნი კოსტეს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაფილტვრა იმისათვის, რომ პრინცთან დაკავშირებული ინტიმური დეტალები გამორიცხული ყოფილიყო სტატიიდან და პირიქით მათ არჩიეს გამოექვეყნებინათ ინტიმური დეტალები რითაც ვერ შეასრულეს მათი ვალდებულებები და დაკისრებული პასუხისმგებლობა.
72. სახელმწიფომ ასევე მიუთითა, რომ ფოტოების და მათზე მითითებების გაკეთებით ჟურნალმა სტატიას სენსაციის ელემენტები შესძინა. სახელმწიფომ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით მომჩივნები ვერ დაეყრდნობოდნენ იმ მოვლენებს, რომელიც მოხდა პუბლიკაციის შემდეგ, კონკრეტულად კი პრინცის მიერ გაკეთებულ განცხადებას ამ საკითხზე.
73. და ბოლოს, მათ განმარტეს, რომ Paris Match არის მომგებიანი ჟურნალი და ხშირად იყენებენ პირის პირად ცხოვრებას საკუთარი მკითხველის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ეს კომერციული გამოყენება დაკავშირებულია გამჟღავნების მეტ–ნაკლებად სკანდალურ ხასიათთან. მოცემულ შემთხვევაში დაიბეჭდა მილიონზე მეტი Paris Match–ის ნომერი. შესაბამისად სახელმწიფოს მიაჩნია, რომ სადაო ჩარევა მოცემულ შემთხვევაში იყო საჭირო და შესაბამისობაში პროპორციულობის ვალდებულებასთან, რომელიც სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარეობს და ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა უნდა განისაზღვროს ჟურნალის მოგებიდან.
C. მესამე მხარის პოზიცია
1. მონაკოს სახელმწიფოს პოზიცია
74. მონაკოს სახელმწიფო მიიჩნევს, რომ პალატის გადაწყვეტილება იწვევს სერიოზულ მსჯელობას კონვენციის მე-8-ე და მე-10-ე მუხლების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მათ მიაჩნიათ, რომ პრაქტიკაში „საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატებისთვის ხელის შეწყობის“ კრიტერიუმი ადგენს საჭირო ბალანსს გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების დაცვას შორის მხოლოდ მაშინ როდესაც ის სწორად არის გამოყენებული და არა დარღვევით. მოცემულ საქმეში, ბავშვის, რომელიც არ წარმოადგენს ტახტის მემკვიდრეს, მამობასთან დაკავშირებული მსჯელობები ვერ იქნება მიჩნეული საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე მსჯელობად. მონაკოს სახელმწიფოს აზრით, სტატიის ძირითადი, თუ არა ერთადერთი, მიზანი იყო გარკვეული მკითხველის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება საჯარო პირის პირადი ცხოვრების დეტალებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, სახიფათოა პალატის მსგავსი ინტერპრეტაცია რაც მომავალში გამოიწვევს „საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატებისთვის ხელის შეწყობის“ კრიტერიუმის ძალიან ფართო ინტერპრეტაციას, რაც სერიოზულად შელახავს პირადი ცხოვრების დაცვას რისი კანონიერი უფლებაც აქვთ საჯარო პირებს, განსაკუთრებით კი მათ ვინც პოლიტიკურ ფუნქციებს ასრულებენ.
75. მონაკოს სახელმწიფო ასევე აცხადებს, რომ „საჯარო პირების“ კატეგორია ასევე მოიცავდა ძალიან კონკრეტულ ქვეჯგუფს „პოლიტიკური პირების“, რომლებიც მედია ინტერსებისადმი ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფია. ისინი აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვანია „პოლიტიკური პირების“ შესახებ პრესაში პუბლიკაციები პრაქტიკაში არ სარგებლობდნენ პრეზუმფციით, რომლის უარყოფაც შეუძლებელია თითქოს ისინი ხელ უწყობენ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატებს. შესაბამისად პალატის გადაწყვეტილება ქმნის სერიოზულ რისკს ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი პოლიტიკური პირების პირადი ცხოვრებისათვის მინიჭებული დაცვა ამიერიდან მკაცრად შეზღუდული ან რეალურად ნულამდე დაყვანილი იქნება. ამ პრობლემის განხილვა იმ ფაქტის ჭრილში, რომ სასამართლოს მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია წარმოადგენს რეკომენდაციას ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვის.
2. მედიის სამართლებრივი დაცვის ინიციატივის (“MLDI”) პოზიცია
76. არასამთავრობო ორგანიზაცია MLDI მიიჩნევს, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღება მემკვიდრეობით მონარქიაში წარმოადგენს საჯარო ინტერესს. მან მიუთითა პალატის ინტერპრეტაციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით რომ გერმანიასა და ბელგიაში უკვე არსებობდა ფართო მიდგომა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატებისადმი ის აცხადებდა, რომ გარკვეული თავისუფლების ხარისხი უნდა მიენიჭოთ ჟურნალისტებს და რედაქტორებს პროფესიული განსჯისას იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც შეტყობინების არსისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში როდესაც საკითხი ეხება საჯარო ინტერესს. მსგავსი თავისუფლება ასევე აღიარებულია გაერთიანებული სამეფოს და ევროპის საბჭოს სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ.
77. MLDI-მ წარმოადგინა, რომ საკონსტიტუციო მონარქიაში სახელმწიფოს მეთაური ახორციელებს მნიშვნელოვან წარმომადგენლობით ფუნქციას და სარგებლობს ძალაუფლებით, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საჯარო კომენტარებს ან მოსაზრების გამოხატვას პირადად პოლიტიკოსებისათვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო მონარქიაში მემკვიდრეობის საკითხები წარმოადგენს კანონიერი საჯარო განხილვის საკითხებს, რომელსაც აქვს გავლენა იმ თავისუფლებაზე, რომელიც უნდა მიენიჭოს პრესას გვამცნოს ამ საკითხებზე და საზოგადოების უფლებაზე იყოს ინფორმირებული, როდესაც ეს შესაძლებელია, მათთვის საინტერესო საკითხებზე.
78. MLDI ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში დაკისრებული სანქციები განსაკუთრებით მკაცრია. არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, განცხადების გამოქვეყნების ვალდებულება პოტენციურად არა მხოლოდ ვნებს ჟურნალის რეპუტაციას არამედ გავლენას ახდენს მის სამომავლო გაყიდვებზე. ამასთანავე, სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურებისთვის დაკისრებული თანხა, მისი ოდენობიდან გამომდინარე შეიძლება მიჩნეულ იქნას ცენზურად.
D. სასამართლოს შეფასება
79. სასამართლო აღნიშნავს რომ მხარეები შეთანხმებულები არიან რომ სასამართლოს სადაო გადაწყვეტილება წარმოადგენს ჩარევას მომჩივანის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში, რომელიც დაცულია კონვენციის მე-10-ე მუხლით. არც ის არის სადაო, რომ ჩარევა კანონით იყო დადგენილი და ეფუძნებოდა სამოქალაქო კოდექსის მე-9-ე და 1382-ე მუხლებს და ჰქონდა კანონიერი მიზანი, კონკრეტულად კი სხვების უფლებების დაცვა კონვენციის მე-10-ე მუხლის § 2 ფარგლებში - ამ შემთხვევაში კი პრინცის პირადი ცხოვრების და საკუთარი იმიჯის დაცვის უფლება. სასამართლო ეთანხმება ამ შეფასებას.
80. მომჩივნები გარკვეული ვარაუდები აქვთ სადაო ჩარევის კანონიერებასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით, იმის გათვალსიიწნებით რომ ეროვნული სასამართლოების პირადი ცხოვრების ინტერპრეტაცია იყო ძალიან ფართო და დაობდნენ, რომ სადაო ინტერესების სწორი შეწონვა არ მოხდა (იხილეთ პუნქტები 48 და 50 ზემოთ). ამის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს რომ ეს არგუმენტები ეხება იმის შეფასებას საჭირო იყო თუ არა ჩარევა და ეჭვის ქვეშ არ აყენებს მის კანონიერებას და კანონიერი მიზნის ქონას.
81. დავა ამ საქმეში ეხება საკითხს ჩარევა იყო თუ არა „საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში“.სასამართლო პრაქტიკით დადგენილი ზოგადი პრინციპები
82. სასამართლოს მდიდარი პრაქტიკა გააჩნია პირადი ცხოვრების პატივისცემას და გამოხატვის თავისუფლების უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის კუთხით ვინაიდან არაერთხელ მოუწია ამ საკითხის გამოკვლევა. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მას მნიშვნელოვნად მიაჩნია გაიმეოროს ზოგადი პრინციპი რომელიც თითოეულ სადაო უფლებას ეხება და შემდეგ დაადგინოს კრიტერიუმი ამ უფლებების დაბალანსებისთვის.
(a) ზოგადი პრინციპები პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ
83. სასამართლო იმეორებს, რომ პირადი ცხოვრების ცნება ფართოა და არ ექვემდებარება ამომწურავ დეფინიციას. ის ვრცელდება ისეთ ასპექტებზე რომელიც ეხება პირის ვინაობას, მის სახელს, ფოტოს, ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობას. ეს კონცეფცია ასევე ვრცელდება კონფიდენციალურად, არასასურველი ყურადღებისგან მალულად ცხოვრების უფლებაზე (იხილეთ სმირონოვა რუსეთის წინააღმდეგ ( Smirnova v. Russia, nos. 46133/99 and 48183/99, § 95, ECHR 2003‑IX (ამონარიდები)). კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილი გარანტია ამ კუთხით პირველ რიგში გულისხმობს თითოეული პირის პიროვნების სხვა ადამიანებთან მიმართებით გარეშე ჩარევისგან დამოუკიდებლად განვითარებას. შესაბამისად პირის სხვებთან ურთიერთობის ზონა, საჯარო კონტექსტშიც კი, შეიძლება განეკუთვნებოდეს პირადი ცხოვრების ნაწილს.
84. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც კერძო პირს, რომელიც უცნობია საზოგადოებისათვის აქვს უფლება მოითხოვოს გარკვეული დაცვა საკუთარი პირადი უფლების იგივე შეიძლება არ გავრცელდეს საჯარო პირზე. (იხილეთ მინელი შვეიცარიის წინააღმდეგ (Minelli v. Switzerland (dec.), no. 14991/02, 14 June 2005). მიუხედავად ამისა, გარკვეულ გარემოებებში, მაშინაც კი როდესაც პირი ცნობილია საზოგადოებისათვის ის შეიძლება ხელმძღვანელობდეს პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის „სამართლიანი მოლოდინით“ (იხილეთ, inter alia, ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 97).
85. ფოტოს გამოქვეყნება შესაბამისად შეიძლება წარმოადგენდეს პირის პირად ცხოვრებაში ჩარევას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს პირი საჯარო პირია (იგივე. § 95). სასამართლომ რამდენიმე საქმეზე დაადგინა, რომ ფოტო შესაძლოა შეიცავდეს ძალიან პირადულ ან თუნდაც ინტიმურ „ინფორმაციას“ პირის ან მისი ოჯახის შესახებ (იგივე. § 103). შესაბამისად ის აღიარებს ყველა პირის უფლებას დაიცვას საკუთარი იმიჯი, იმაზე ხაზგასმით, რომ პირის იმიჯი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პიროვნულ მახასიათებელს, ვინაიდან ის ავლენს პირის განსაკუთრებულ ხასიათს და გამოარჩევს და განასხვავებს მას თანატოლებისგან. პირის იმიჯის დაცვის უფლება წარმოადგენს პირადი განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს. ის ძირითადად გულისხმობს პირის უფლებას გააკონტროლოს ამ იმიჯის გამოყენება მათ შორის უარი თქვას მის გამოქვეყნებაზე. (იგივე., § 96).
86. იმის განსაზღვრისას ფოტოს პუბლიკაცია წარმოადგენს თუ არა მომჩივანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას, სასამართლო ითვალისწინებს იმას თუ რა ფორმით იქნა მოპოვებული ფოტოები. კონკრეტულად კი სასამართლო ხაზს უსვამს ფოტოზე გამოსახული პირის თანხმობის მნიშვნელობას, და ფოტოთი გამოწვეული ჩარევის მეტ-ნაკლებ სიძლიერეს (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover), ზემოთ ციტირებული, § 59; გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ (Gurgenidze v. Georgia), no. 71678/01, §§ 55-60, 17 ოქტომბერი 2006; და Hachette Filipacchi Associés საფრანგეთის წინააღმდეგ (Hachette Filipacchi Associés v. France, no. 71111/01, § 48, 14 ივნისი 2007). ამასთან დაკავშირებით სასამართლოს განუცხადებია, რომ „სენსაციურ“ პრესაში ან „სასიყვარულო“ ჟურნალში, რომლის მიზანია დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი პირის მკაცრად პირადი ცხოვრების დეტალებზე გამოქვეყნებული ფოტომასალა (იხილეთSociété Prisma Presse საფრანგეთის წინააღმდეგ (Société Prisma Presse v. France (dec.), nos. 66910/01 and 71612/01, 1 ივლისი 2003, და Hachette Filipacchi Associés საფრამგეთის წინააღმდეგ (Hachette Filipacchi Associés v. France) (ICI PARIS), no. 12268/03, § 40, 23 ივლისი 2009), ხშირად მოიპოვება მუდმივი ზეწოლის შედეგად, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პირის პირად ცხოვრებაში ჩარევის ან თუნდაც მისი დევნის სერიოზული გრძნობა (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover), ზემოთ ციტირებული, § 59). სასამართლოს შეფასებით კიდევ ერთი ფაქტორი არის მიზანი, რისთვისაც მოხდა ფოტოს გამოყენება და როგორ შეიძლება შემდგომში მოხდეს მისი გამოყენება (იხილეთ რეკლოსი და დავორლისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Reklos and Davourlis v. Greece), no. 1234/05, § 42, 15 იანვარი 2009, და Hachette Filipacchi Associés (ICI PARIS), ზემოთ ციტირებული, § 52).
87. მაგრამ ეს მიმოხილვა არ არის ამომწურავი. სხვა კრიტერიუმებიც შეიძლება გავითვალისწინოთ მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. აქ სასამართლო აღნიშნავს პირად ცხოვრებაში ჩარევის სერიოზულობის შეფასების მნიშვნელობას და ფოტოს გამოქვეყნებით მიღებულ შედეგებს ფოტოზე გამოსახული პირისთვის (იხილეთ გურგენიძე( Gurgenidze), ზემოთ ციტირებული, § 41).
(b) გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები
88. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს და მისი პროგრესის და თითოეული პირის თვით რეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას. მე-10-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის მიხედვით ის ვრცელდება არა მხოლოდ ინფორმაციასა და იდეაზე რომელიც დადებითად მიიღება ან უწყინრად არის მიჩნეული ან უბრალოდ გულგრილია საზოგადოება მის მიმართ, არამედ იმაზეც რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელია. ეს არის პლურალიზმი, ტოლერანტობა და გლობალირად აზროვნება რომლის გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“. როგორც კონვენციის მე-10-ე მუხლშია დადგენილი, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გარკვეულ გამონაკლისებს, რომელიც ძალიან მკაცრად უნდა დადგინდეს და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება უნდა დადგინდეს დამაჯერებლად. (იხილეთ ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. the United Kingdom), 7 დეკემბერი 1976, § 49, Series A no. 24, და, ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლორენსი და ჯული საფრანგეთის წინააღმდეგ (Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France) [GC], nos. 21279/02 და 36448/02, § 45, ECHR 2007‑IV, და ფონ ჰანოვერი( Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 101).
89. მიუხედავად იმისა, რომ პრესამ არ უნდა გადააბიჯოს კონკრეტულ საზღვრებს, კონკრეტულად კი რეპუტაციის და სხვების უფლებების დაცვას, მისი ამოცანაა საკუთარი ვალდებულებების და პასუხისმგებლობების შესაბამისად გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ინტერესის ყველა საკითხზე. შესაბამისად ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება აუცილებლად მოიცავს „ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს“, და ასევე შეზღუდვებს, რომელიც პრესამ უნდა დაუწესოს საკუთარ თავს სპონტანურად (იხილეთ მატერი თურქეთის წინააღმდეგ (Mater v. Turkey), no. 54997/08, § 55, 16 ივლისი 2013). პრესას არა მხოლოდ ის ვალდებულება აკისრია, რომ მსგავსი ინფორმაცია და იდეები გაავრცელოს; არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება მიიღოს ეს ინფორმაცია. სხვა შემთვევაში პრესა ვერ შეძლებს მისი სასიცოცხლო როლის „საზოგადოების დარაჯის“ შესრულებას (იხილეთ ბლადეთ ტრომსო და სტენსაასი ნროვეგიის წინააღმდეგ (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, §§ 59 და 62, ECHR 1999‑III; პედერსენი და ბადსგაარდი დანიის წინააღმდეგ (Pedersen and Baadsgaard v. Denmark), no. 49017/99, § 71, ECHR 2004‑XI და ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 102). ამასთანავე ეროვნული სასამართლოს გადასაწყვეტი უფროა ვიდრე სასამართლოსი საკუთარი მოსაზრებები ჩაანაცვლოს პრესის აზრით იმაზე თუ ანგარიშგების რა ტექნიკა უნდა იყოს გამოყენებული თითოეულ შემთხვევაში (იხილეთ იერსილდი დანიის წინააღმდეგ (Jersild v. Denmark), 23 სექტემბერი 1994, § 31, Series A no. 298, და სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ (Stoll v. Switzerland) [GC], no. 69698/01, § 146, ECHR 2007‑V). გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ფოტოების გამოქვეყნებას. ეს არის ის სფერო რომელშიც სხვების უფლებების და რეპუტაციის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვინადან ფოტო შეიძება შეიცავდეს ძალიან პერსონალურ ან თუნდაც ინტიმურ ინფორმაციას პირის ან მისი ოჯახის შესახებ (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 103). ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ახალი ამბები ზოგადად გასართობი ხასიათისაა ვიდრე საგანმანათლებლო ის მაინც მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ინფორმაციის მრავალფეროვნებისთვის და მასზე უდავოდ ვრცელდება კონვენციის მე–10–ე მუხლი. დაცვის ეს მექანიზმი კი თმობს მე–8–ე მუხლის მოთხოვნებს როდესაც სადაო ინფორმაცია არის პირადი და ინტიმური ხასიათის და მის გავრცელებაში საჯარო ინტერესი არ დევს (იხილეთ მოსლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ( Mosley v. the United Kingdom), no. 48009/08, § 131, 10 მაისი 2011).
(c) ზოგადი პრინციპები განსჯის მიჯნის და უფლებების დაბალანსების შესახებ
90. ინდივიდუალურ პირებს შორის ურთიერთობების სფეროში კონვენციის მე–8–ე მუხლთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საშუალებების არჩევანი არის საკითხი, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოების განსჯის მიჯნაში ჯდება, მიუხედავად იმისა სახელმწიფოს ვალდებულება არის პოზიტიური თუ არა (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 104). მსგავსად ამისა, კონვენციის მე–10–ე მუხლის მიხედვით ხელშემკვრელი სახელმწიფო სარგებლობს გარკვეული განსჯის მიჯნით იმის შეფასებისას ამ დებულებით დაცული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არის თუ არა საჭირო და რა ხარისხით (ibid.). ეს მიჯნა ზუსტად ევროპული ზედამხედველობის პარალელურია, გულისხმობს როგორც კანონმდებლობას ასევე მის შესაბამის გადაწყვეტილბებებს, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებულს. საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას, სასამართლოს ამოცანა არ არის დაიკავოს ეროვნული სასამართლოების ადგილი, არამედ გადახედოს საქმეს მთლიანობაში და შეაფასოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რომელიც მათ მოქმედების და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეს არის თუ არა კონვენციით დადგენილ დებულებებთან შესაბამისი (ibid., § 105).
91. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ საქმეებში, სადაც საჭიროა პირადი ცხოვრების პატივისცემის და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაბალანსებას პრინციპის გამოყენების შედეგი თეორიულად არ უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით ის სასამართლოში კონვენციის მე–8–ე მუხლით შევიდა პირის მიერ რომელიც იყო ახალი ამბის სუბიექტი თუ კონვენციის მე–10–ე მუხლით თავად გამომცემლის მიერ. მართლაც, ეს უფლებები პრინციპულად თანაბარ პატივისცემას იმსახურებენ (ibid. § 106). შესაბამისად, განსჯის მიჯნა ორივე შემთხვევაში თეორიულად ერთნაირი უნდა იყოს.
92. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „დემოკრატიული საზოგადოებისთვის საჭიროს“ ტესტი მოითხოვს სასამართლოსგან განსაზღვროს სადაო ჩარევა იყო თუ არა შესაბამისობაში „მწვავე სოციალურ საჭიროებასთან“, იყო თუ არა ის ლეგიტიმური მიზნის პროპორციული და ეროვნული ინსტიტუციების მიერ წარმოდგენილი მიზეზები მის გასამართლებლად იყო თუ არა შესაბამისი და საკმარისი (იხილეთThe Sunday Times გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (The Sunday Times v. the United Kingdom (no. 1), 26 აპრილი 1979, § 62, Series A no. 30). ეროვნული უწყებებისთვის მინიჭებული განსჯის მიჯნა იმის შეფასებისას არსებობდა თუ არა ესეთი „საჭიროება“ და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამასთან დაკავშირებით არ არის შეუზღუდავი მაგრამ ფეხდაფეხ მიჰყვება სასამართლოს მიერ ევროპულ ზედამხედველობას, რომლის ამოცანაც არის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა იმის შესახებ შეზღუდვა თავსებადია თუ არა მე–10–ე მუხლით დადგენილი გამოხატვის თავისუფლებასთან. მაშინ როდესაც უფლებების დაბალანსების სავარჯიშო გაკეთდება ეროვნული უწყებების მიერ სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმთან შესაბამისად, სასამართლო მოითხოვს ძლიერ მიზეზებს იმისათვის, რომ შეცვალოს საკუთარი აზრი ეროვნული სასამართლოების პოზიციის სასარგებლოდ. (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 107).
93. სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი შესაბამისი პრინციპები, რომლითაც იხელმძღვანელებს საკუთარი შეფასებისას ამ სფეროშ. მან უკვე განსაზღვრა რამდენიმე კრიტერიუმი დაპირისპირებული უფლებების დაბალნსებისთვის (იხილეთ ფონ ჰანოვერი (no. 2), ზემოთ ციტირებული, §§ 109-13, და აქსელ სპრინგერი AG გერმანიის წინააღმდეგ (Axel Springer AG v. Germany) [GC], no. 39954/08, §§ 90-95, 7 თებერვალი 2012). დადგენილ კრიტერიუმებს განეკუთვნებ: საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატებისთვის საჭირო, იმ პირის ცუდი რეპუტაციის ხარისხი ვისზეც იქონია გავლენა, საინფორმაციოს საგანი, მონაწილე პირების წარსული ქცევა, პუბლიკაციის შინაარსი, ფორმა და შედეგი და როდესაც შესაძლებელია ის გარემოებები, სადაც მოხდა ფოტოების გადაღება. როდესაც სასამართლო ამოწმებს საჩივარს, რომელიც მე–10–ე მუხლის დარღვევით დარეგისტრირდა ის აუცილებლად შეამოწმებს ფორმას რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოპოვება და მის უტყუარობას, ჟურნალისტზე ან გამომცემელზე დაკისრებული სასჯელის სიმძიმეს (ibid.). სასამართლოს აზრით ეს კრიტერიუმი შეიძლება მოერგოს ამ საქმეს.
2. ამ პრინციპების მოცემულ საქმესთან გამოყენება
94. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაო სტატია შედგებოდა ქ–ნ კოსტესთან ინტერვიუთი, რომელიც საუბრობდა რომ პრინცი იყო მისი ვაჟის მამა. სტატიაში მოყვანილი იყო დეტალები იმ გარემოებების შესახებ, რომელშიც მან გაიცნო პრინცი, მათი ინტიმური ურთიერთობები, მათი ორმხრივი გრძნობები, მისი რეაქცია ორსულობასთან დაკავშრებით, მისი ქცევა ბავშვის მიმართ. სტატია იყო ილუსტრირებული ფოტოებით, რომელშიც პრინცს ან ბავშვი ეჭირა ხელში ან ქ–ნ კოსტესთან იყო გადაღებული როგორც საჯარო ისე პირად სივრცეში. (იხილეთ პუნქტები 14‑16 ზემოთ).
95. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს შეიმუშაოს წინასწარი დაკვირვება მხარეების არგუმენტების (იხილეთ პუნქტები 53 და 69 ზემოთ) გერმანული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო არსებითად მსგავს სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Bunte–ში ვინადან მისი როლი ამ საქმეში განისაზღრება იმის დადგენით ეროვნული სასამართლოები რომელთა გადაწყვეტილებაც საჩივრდება მომჩივნების მიერ ადგენს თუ არა სამართლიან ბალანსს სადაო უფლებებს და გადაწყვეტილებას შორის რომელიც მიღებულია იმ კრიტერიუმის შესაბამისად რაც ამ მიზნისთვის განისაზღვრა (კრიტერიუმი რომელიც აღწერილია 93–ე პუნქტში). შესაბამისად მისი გარემოებების შეფასება ამ საქმეზე ვერ დაეფუძნება ფრანგული და გერმანული სასამართლოების მიერ აღწერილი ინფორმაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილბების შედარებით გამოკვლევას.
(a) საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე მსჯელობისათვის საჭირო
96. სასამართლო იმეორებს რომ კონვენციის მე-10-ე მუხლის § 2 ის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ძალიან მცირე საშუალებაა განსაკუთრებით მაშინ როდესაც საფრთხე ემუქრება საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხს (იხილეთ, inter alia, ვინგროვი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Wingrove v. the United Kingdom), 25 ნოემბერი 1996, § 58, Reports of Judgments and Decisions 1996‑V). სახელმწიფოს განსჯის მიჯნა მცირდება როდესაც საკითხი ეხება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობას. (იხილეთÉditions Plon საფრანგეთის წინააღმდეგ (Éditions Plon v. France), no. 58148/00, § 44, ECHR 2004‑IV). ამ საქმის გარემოებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია თავიდანვე განისაზღვროს ინტერვიუს შინაარსი რომელიც პრინცის მამობის ფაქტს ამჟღავნებდა შეიძლება თუ არა მიჩნეული ყოფილიყო როგორც ინფორმაციის დამდგენი რომელიც „ხელს უწყობს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატებს“.
(i) „საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატებისთვის ხელისშემწყობი“ ცნება
97. სახელმწიფო აცხადებდა, რომ ამ კონცეფციის ძალიან ფართო ინტერპრეტაცია გამოიწვევდა საჯარო პირების პირადი ცხოვრების დაცვის გაუქმებას (იხილეთ პუნქტები 65-66 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს რომ იმის განმარტება თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს საჯარო ინტერესის საგანს დამოკიდებულია თითოეული საქმის გარემოებებზე (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 109, და აქსელ სპრინგერი (Axel Springer), ზემოთ ციტირებული, § 90).
98. იგი ასევე იმეორებს, რომ მან უკვე რამდენჯერმე გამოიტანა გადაწყვეტილება სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით და დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია არის პირადი ცხოვრების შესახებ ის შეიძლება გახდეს საზოგადოების ყურადღების საგანი. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს იმის დადგენისას პუბლიკაციამ, რომელმაც გაამჟღავნა პირადი ცხოვრების შესახებ დეტალები ასევე წარმოადგენდა თუ არა საზოგადოების ინტერესს. შესაბამის ფაქტორებში იგულისხმება ისეთი საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის და ასევე გამჟღავნებული ინფორმაციის ბუნება (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 109, და რეპუტაციის უფლების კონტექსტში, აქსელ სპრინგერი (Axel Springer), ზემოთ ციტირებული, § 90).
99. კონკრეტულად კი სასამართლომ წარსულში დაადგინა, რომ პირადი ცხოვრების ასპექტები შეიძლება გამჟღავნდეს იმ საფუძვლით რომ საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია საჯარო პირების გარკვეულ პირად საკითხებზე (იხილეთ საქმეები ოჯალა და ეთუკენო ფინეთის წინააღმდეგ (Ojala and Etukeno Oy v. Finland), no. 69939/10, §§ 54‑55, 14 იანვარი 2014, და რუუსუნენი ფინეთის წინააღმდეგ (Ruusunen v. Finland, no. 73579/10, §§ 49‑50), რომელშიც სასამართლომ დაადგინა რომ თარიღი და ფორმა რომლითაც ფინეთის ყოფილი პრემიერ მინისტრმა დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობები და მისი განვითრების სისწრაფე შეიძლება ყოფილიყო საზოგადოების ინტერესი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისმოდა შეკითხვა ის იყო თუ არა არაკეთილსინდისიერი პიროვნება და აკლდა თუ არა გონიერება ამასთან დაკავშირებით). მაგრამ პირის სასიყვარულო ურთიერთობები მკაცრად პირადი საკითხებია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად წყვილის სქესობრივი ცხოვრების დეტალები ან მათი ინტიმური ურთიერთობები შეიძლება გახდეს საჯარო განხილვის საგანი მხოლოდ მათი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
100. სასამართლომ რამოდენიმეჯერ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იყოს ინფორმირებული რაც არსებითი უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გაფართოვდეს და მოიცვას საჯარო პირების პირადი ცხოვრების დეტალები, სტატიები, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული მკითხველის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ, რაც არ უნდა ცნობადი იყოს ის ადამიანი, ვერ იქნება მიჩნეული რომ ეს ხელს უწობს საზოგადოებისთვის ზოგადად საინტერესო საკითხზე დებატებს. (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover), ზემოთ ციტირებული, § 65; შპს MGN გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (MGN Limited v. the United Kingdom, no. 39401/04, § 143, 18 იანვარი 2011; და ალკაია თურქეთის წინააღმდეგ (Alkaya v. Turkey), no. 42811/06, § 35, 9 ოქტომბერი 2012).
101. შესაბამისად, სტატია ცნობილი საჯარო პირების, რომლებსაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა აქვთ, ქორწინების მიღმა ურთიერთობების შესახებ სტატიები ემსახურება მხოლოდ ჭორების გავრცელებას და მხოლოდ კონკრეტული მკითხველთა ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილებას (იხილეთStandard Verlags GmbH ავსტრიის წინააღმდეგ (Standard Verlags GmbH v. Austria (no. 2), no. 21277/05, § 52, 4 ივნისი 2009). ამის მსგავსად, პრინცესის ფოტოების პუბლიკაცია, რომელიც ოფიციალურ უფლებამოსილებას არ ასრულებს და რომელიც ყოველდღიური ცხოვრების სცენებს ასახავს ემსახურება მკითხველთა კონკრეტული ჯგუფის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover), ზემოთ ციტირებული, § 65). სასამართლო იმეორებს ამასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი ვერ შემცირდება საზოგადოების სხვების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის, ან მკითხველის სენსაციის ან თუნდაც ვუაიერიზმის წყურვილამდე.
102. იმის დასადგენად პუბლიკაცია პირის პირადი ცხოვრების შესახებ ემსახურება თუ არა მხოლოდ კონკრეტული მკითხველის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას თუ ასევე წარმოადგენს ზოგადად მნიშვნელოვან საკითხს, საჭიროა რომ შეფასდეს მთლიანად პუბლიკაცია და გამოიკვლიოს მთლიანად ის კონტექსტი რაშიც მისი გამოქვეყნება მოხდა (იხილეთ ტონსბერგს ბლადი და ჰაუკომი ნორვეგიის წინააღმდეგ (Tønsbergs Blad A.S. and Haukom v. Norway), no. 510/04, § 87, 1 მარტი 2007; ბიორკ აისდოტირი ისლანდიის წინააღმდეგ (Björk Eiðsdóttir v. Iceland, no. 46443/09, § 67, 10 ივლისი 2012; და ერლა ჰლინსდოტირი ისლანდიის წინააღმდეგ ( Erla Hlynsdόttir v. Iceland), no. 43380/10, § 64, 10 ივლისი 2012), აღნიშნავს სასამართლო საზოგადოებრივ ინტერესთან მიმართებით.
103. ამასთან დაკავშირებით სასამრთლო აკონკრეტებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე იმ ხარისხით რომ ის კანონიერად იწვევს მათ ინტერესს, იზიდავს მათ ყურადღებას ან მნიშვნელოვანი ხარისხით ეხება მათ (იხილეთ Sunday Times, cited above, § 66), განსაკუთრებით კი ადამიანების კეთილდღეობას ან საზოგადოების ცხოვრებას (იხილეთ ბართოლდი გერმანიის წინააღმდეგ ( Barthold v. Germany), 25 მარტი 1985, § 58, Series A no. 90). ეს ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, რომელიც მნიშვნელოვან აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და რომელიც ეხება მნიშვნელოვან სოციალურ საკითხს (იხილეთ, მაგალითად, ერლა ჰლინსდოტირი (Erla Hlynsdόttir), ზემოთ ციტირებული, § 64), ან მოიცავს პრობლემას რომლის ცოდნაც საზოგადოებისათვის საინტერესოა (იხილეთ ტონსბერგს ბლადი და ჰაუკომი (Tønsbergs Blad A.S. and Haukom, ზემოთ ციტირებული, § 87).(ii) სადაო სტატიის მნიშვნელობა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე მსჯელობისათვის
104. მოცემულ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ სადაო პუბლიკაცია „არ წარმოადგენდა აქტუალურ სიახლეს“ და „არ ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესს“, ვინაიდან ბავშვს ეკრძალებოდა მემკვიდრეობით სამეფო ტახტის მიღება, სიტუაცია, რომელიც „კომპანიის მტკიცებით არ იყო განხილვის საგანი საფრანგეთსა და მონაკოში ან კვლევის საგანი სტატიაში“. მათ დაადგინეს, რომ სადაო სტატია წარმოადგენდა პრინცის პირად ცხოვრებაში ჩარევას, რომელიც ვერ იქნება გამართლებული „მიმდინარე საქმეების მოთხოვნებით“, რომელიც მათი აზრით „არ არსებობდა“. (იხილეთ პუნქტები 27 და 36 ზემოთ).
105. სასამართლოს აზრით, იმისათვის რომ განისაზღვროს ინტერვიუს შინაარსი, რომელიც პრინცის მამობის ფაქტს ამჟღავნებს შეიძლება თუ არა მიჩნეული იყოს, როგორც ინფორმაციის დამდგენი საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე, საჭიროა შეფასდეს სტატია მთლიანად, ასევე ინფორმაციის არსი, რომელიც ამ სტატიაშია გამჟღავნებული. ამასთან დაკავშირებით და ეროვნული სასამართლოების (იხილეთ პუნქტები 20; 27 და 36 ზემოთ) და სახელმწიფოს (იხილეთ პუნქტი 70 ზემოთ) დაკვირვების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ ქ-ნი კოსტეს ინტერვიუ შეიცავდა რამდენიმე დეტალს პრინცის პირადი ცხოვრების შესახებ და მის რეალურ თუ ნაგულისხმებ გრძნობებზე, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე მსჯელობასთან.
106. მიუხედავად ამისა სასამართლო მიიჩნევს რომ სტატიის საკითხი ვერ იქნება ვიწროდ განხილული თითქოს ის ამჟღავნებს მხოლოდ ქ-ნ კოსტეს და პრინცს შორის ურთიერთობებს, თუ საზოგადოების ინტერესის სფერო ძალიან შეზღუდული არ არის. უდავოა რომ პუბლიკაცია, აღებული მთლიანად და ერთიან კონტექსტში და ზემოთ ხსენებული სასამართლო პრაქტიკის კონტექსტში გაანალიზებული (იხილეთ პუნქტები 98-203), ასევე წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს.
107. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია თავიდანვე მიუთითოს რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დაბადება არის ინტიმური ხასიათის მოვლენა ის სრულად იმ პირთა პირადი ცხოვრების სფეროში არ ჯდება ვისაც ეს ეხება არამედ ასევე წარმოადგენს საჯარო სფეროს ვინაიდან მას მოჰყვება საჯარო განცხადება (სამოქალაქო სტატუსის შესახებ დოკუმენტი) და ასევე მშობელი-შვილის ურთიერთობების დადგენა. შესაბამისად წმინდა ოჯახური და პირადული ინტერესი წარმოდგენილი პირის მემკვიდრეობით არის საჯარო ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია სისხლით ნათესაობის სოციალურ და სამართლებრივ ასპექტებთან. დაბადების შესახებ ახალი ამბავი ვერ იქნება მიჩნეული, როგორც სხვების პირადი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალების გამჟღავნება რომლიც მიზანი მხოლოდ საზოგადოების ყურადღების დაკმაყოფილებაა.
108. სასამართლო მიიჩნევს, რომ პრინცის ბავშვთან დაკავშირებით (კონკრეტულად კი ვაჟის), რომელიც მოცემულ მომენტში მიჩნეული იყო როგორც უცოლო და მემკვიდრე არ ჰყავდა არსებობს უდავო საჯარო ინტერესი - მინიმუმ მმართველის საკითხზე - მონაკოს სამთავროს სპეციალური მახასიათებლების, რომელშიც „კავშირები მონაკურ და სამეფო ოჯახს შორის ძალიან ახლოა“ და „მონარქია . . . ემყარება პრინცსა და ეროვნულ საზოგადოებას შორის კავშირს.“ ის ფაქტი, რომ პრინცის შვილი დაიბადე არაკანონიერად არ არის რელევანტური ამ შემთხვევაში. ბავშვის დაბადება მოცემულ მომენტში ვერ ჩაივლიდა შესაძლო დინასტიური და ფინანსური ინსინუაციების გარეშე: პრინცს ჯერ კიდევ არ ჰყავდა ცოლი და ქორწინების გზით ლეგიტიმაციის საკითხი შესაძლოა დამდგარიყო, იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთი შედეგი წარმოუდგენელი იყო.
109. მართლაც, სტატიაში ნახსენები იყო დაბადების შესაძლო გავლენა მემკვიდრეობაზე, რომელიც ეხებოდა პრინციპს მრჩეველის ნაგულვებ სიტყვებს: „აცნობიერებ, თუ ბიჭი დაიბადება ისინი ამას გამოიყენებენ იმისთვის რომ ალბერტმა არ მიიღოს ტახტის მემკვიდრეობა და ბავშვს ექნება შესაძლებლობა რომ მოითხოვოს ტახტი“. ეს ასევე ნათელი იყო ქ-ნი კოსტეს სიტყვებიდან, როდესაც მან განაცხადა: „არ მინდოდა რომ ის გაზრდილიყო როგორც მაზარინე. . . მე მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, და ერთი წუთით არ მიფიქრია იმ ფაქტზე რომ ის პოტენციური მემკვიდრეა“. ასევე მითითება იყო გაკეთებული იმ მიზეზებზე რომელსაც შესაძლოა გამოეწვია პრინცის მიერ ბავშვის მამობის ოფიციალურად აღიარება და შეენახა ის საიდუმლოდ. ამასთანვე, ქ-ნი კოსტეს კომენტარების მიხედვით რომელშიც ის აცხადებდა, რომ მას „აღელვებდა მისი ვაჟის ფსიქოლოგიური მდგომარეობა“ და სურვილი ჰქონდა რომ ის „ნორმალურად გაზრდილიყო, მამასთან ერთად“, სტატია ასევე ეხებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესს ჰქონოდა მამა-შვილის ურთიერთობა ოფიციალურად აღიარებული, რაც მნიშვნელოვანი ასპექტია მისი პირადი ინდივიდუალობის ჩამოყალიბებისთვის.
110. ამ ეტაპზე სასამართლო სახელმწიფოს არგუმენტის თაობაზე, რომ სტატია ბავშვის როგორც მემკვიდრის სტატუსთან დაკავშირებით სულ რამდენიმე სტრიქონს შეიცავდა (იხილეთ პუნქტი 68 ზემოთ), აღნიშნავს რომ ერთადერთი გადამწყვეტი კითხვა მდგომარეობს იმაში ახალი ამბავი რამდენად ახდენს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე მსჯელობას და არა სტატიით ეს მიზანი სრულად მიიღწევა თუ არა (იხილეთ ჰალდიმანი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ (Haldimann and Others v. Switzerland), no. 21830/09, § 57, ECHR 2015). სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის რომ სტატიამ ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ ინტერესზე მსჯელობას არ არის საჭირო ის მხოლოდ ამ საკითხს ეძღვნებოდეს; საკმარისია რომ სტატიაში ეს საკითხი იყო მსჯელობის საგანი და ერთ ან რამდენიმე ელემენტს შეიცავდეს ამ მიზნისთვის (იხილეთ ლილო-სტენბერგი და სათერი ნორვეგიის წინააღმდეგ (Lillo-Stenberg and Sæther v. Norway), no. 13258/09, § 37, 16 იანვარი 2014; ოჯალა და ეტუკენო ოი, (Ojala and Etukeno Oy), ზემოთ ციტირებული, § 54; და რუსუნენი (Ruusunen), ზემოთ ციტირებული, § 49).
111. მოცემულ საქმეში სადაო ინფორმაციას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა და შეეძლო წარმოეშვა საზოგადოების ინტერესი სამეფოში ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით (რომლის მიხედვითაც უკანონოდ დაბადებულ ბავშვებს არ აქვთ სამეფო ტახტზე მემკვიდრეობის უფლება). შესაბამისად პრინცის დამოკიდებულება, რომელსაც სურდა მამობის საკითხის საიდუმლოდ შენახვა და უარს ამბობდა ამის საჯაროდ აღიარებაზე (იხილეთ პუნქტები 25 და 27 ზემოთ), მემკვიდრეობით მონარქიაში სადაც მომავალი დაკავშირებულია მემკვიდრის ყოლაზე ასევე წარმოადგენს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს. ეს ასევე ვრცელდებოდა მის ქცევაზე ბავშვის დედასთან მიმართებით - რომელიც ვერც საკუთარი შვილის დაბადების ნოტარიუსით დამოწმებულ დოკუმენტს იღებდა და ვერც არეგისტრირებდა ბავშვს დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეესტრში (იხილეთ პუნქტი 17 ზემოთ) და ასევე მის დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ: ეს ინფორმაცია ნათელს ჰფენს პრინცის პიროვნებას, კონკრეტულად კი როგორ მიუდგა და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
112. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გავიმეოროთ მემკვიდრეობითი მონარქიის სიმბოლური როლი. ესეთ მონარქიაში პრინცი წარმოადგენს ერის ერთობას. აქედან გამომდინარე გარკვეული მოვლენები, რომელიც ეხება მმართველი ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა რომ ის წარმოადგენს მათ პირად ცხოვრებას, ასევე წარმოადგენს თანამედროვე ისტორიის ნაწილს. ეს არის სასამართლოს დასკვნა კონკრეტულად პრინც რაინერ III-ის ავადმყოფობასთან დაკავშირებით (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no.2), ზემოთ ციტირებული, §§ 38 and 117). სასამართლოს აზრით, იგივე ვრცელდება ბავშვის დაბადების საკითხზე, ისეთი ბავშვის რომელიც უკანონოდ მოევლინა ქვეყანას, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ სადაო მოვლენების დროს ეს ბავშვი წარმოადგენდა პრინცის ერთადერთ მემკვიდრეს. საკონსტიტუციო მემკვიდრეობით მონარქიაში პრინცის პერსონა და მისი პირდაპირი ნათესავები ასევე არიან სახელმწიფოს განგრძობადობის წარმომადგენლები.
113. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადაო სტატია აშკარად შეიცავდა სხვადასხვა დეტალებს პრინცის პირადი და ინტიმური ცხოვრებიდან, მისი მიზანი ასევე იყო საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე მსჯელობაში შეეტანა წვლილი (იხილეთ პუნქტები 105-112 ზემოთ), ისე როგორც მომჩივნებმა განცხადეს როგორც ეროვნული სასამართლოების ასევე სასამართლოს წინაშე (იხილეთ პუნქტები 30-33 და 53-53 ზემოთ).
114. ეროვნული სასამართლოების დასკვნების გათვალისწინებით ამ საკითხზე (იხილეთ პუნქტი 104 ზემოთ), სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ხაზი გაუსვას რომ პრესის ჩართულობა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხზე დისკუსიაში ვერ შეიზღუდება მხოლოდ არსებული მოვლენებით ან უკვე არსებული დებატებით. უდავოა, რომ პრესა წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატების ვექტორს, მაგრამ მისი მოვალეობაა გამოავლინოს და საზოგადოების ყურამდე მიიტანოს ინფორმაცია, რომელიც ახდენს ამ ინტერესის პროვოცირებას და იწყებს ამ დებატებს საზოგადოების შიგნით. Daily Mail-სა და Bunte-ში გამოქვეყნებული სტატიების გათვალისწინებით (იხილეთ პუნქტები 9 და 11 ზემოთ) სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის, როგორც პოტენციური მემკვიდრის სტატუსი უკვე იყო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი.
115. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ეროვნული სასამართლოები ვალდებულნი იყვნენ ერთიანობაში განეხილათ პუბლიკაცია იმისათვის, რომ სწორედ დაადგინონ მისი საგანი, ვიდრე შეაფასონ მხოლოდ ის გამონათქვამები, რომელიც პრინცის პირად ცხოვრებას ეხებოდა კონტექსტიდან ამოჭრილად. ამიტომ სასამართლო აზრით სტატიის ცენტრალური მესიჯი - კონკრეტულად კი ბავშვის არსებობა, რომლის მამაც იყო პრინცი - არის საინტერესო საზოგადოებისთვის და ის ვერ დაეთანხმება რომ ქ-ნი კოსტეს მიერ წყვილის ინტიმური ურთიერთობის დეტალებზე საუბარი უფრო მნიშვნელოვანია. ამით მათ საზოგადოებისთვის საინტერესოს საფუძვლით გამართლებას რომელსაც მომჩივნები ეყრდნობოდნენ დააკარგვინეს ქმედითობა.
116. ამ საქმესთან მიმართებით სადაო ინფომრაციის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლოს არ ეპარება ეჭვი რომ ქ-ნი კოსტეს ინტერვიუს გამოქვეყნებით მომჩივნების ქმედება შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხის განხილვად.(b) რამდენად ცნობილია პიროვნება ვისაც პუბლიკაცია ეხება და რა არის ახალი ამბის საგანი?(i) „საჯარო პირად“ კლასიფიკაციის შედეგები
117. სასამართლო იმეორებს, რომ დაინტერესებული პირის როლი და ფუნქცია და ქმედებების ბუნება, რომელიც საინფორმაციო ამბის საგანია და/ან ფოტო წარმოადგენს კიდევე ერთ დამატებით გასათვალისწინებელ კრიტერიუმს (იხილეთ ფონ ვანჰოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 110, და აქსელ სპრინგერი (Axel Springer), ზემოთ ციტირებული, § 91). პირადი ცხოვრების დაცვის ხარისხი განისაზღვრება იმით თუ რა ხარისხით აქვს პირს საჯარო პროფილი ან გავლენები. შესაბამისად სასამართლო აღიარებს რამდენიმე შემთხვევაში რომ საზოგადოებას აქვს უფლება იყოს ინფორმირებული საჯარო პირების პირადი ცხოვრების გარკვეულ ასპექტებზე (იხილეთ, inter alia, კარჰუვაარა და ილტალეჰტი ფინეთის წინააღმდეგ (Karhuvaara and Iltalehti v. Finland, no. 53678/00, § 45, ECHR 2004‑X).
118. შესაბამისად საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვაოთ კერძო პირები და პირები, რომლებიც საჯარო სივრცეში მოღვაწეობენ, როგორც პოლიტიკური ან საჯარო პირები. საჭიროა ფუნდამენტური სხვაობის დადგენა პირის პირადი ცხოვრების დეტალებზე ანგარიშგების და ისეთ ფაქტებზე ანგარიშგებას შორის რომელიც ხელს შეუწყობს დებატებს დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკოსებთან დაკავშირებით მაგალითად მათი ოფიციალური ფუნქციების შესრულებისას (იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover), ზემოთ ციტირებულიe, § 63, და Standard Verlags GmbH and Krawagna-Pfeifer ავსტრიის წინააღმდეგ ( Standard Verlags GmbH and Krawagna-Pfeifer v. Austria, no. 19710/02, § 47, 2 ნოემბერი 2006).
119. შესაბამისად, იმის მიხედვით პირს აქვს თუ არა ოფიციალური ფუნქციები ის სარგებლობს უფრო მეტად ან ნაკლებად შეზღუდული უფლებით ჰქონდეს დაცული პირადი ცხოვრება: ამასთან დაკავშირებით, საჯარო პირების უფლება საკუთარი პირადი ცხოვრება შეინახონ საიდუმლოდ უფრო ფართოა როდესაც მათ არ აკისრიათ ოფიციალური ფუნქციები (იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ეს მმართველ ოჯახს ეხება; იხილეთ ფონ ჰანოვერი (Von Hannover), ზემოთ ციტირებული, §§ 76-77) და უფრო შეზღუდულია როდესაც მათ ეს ფუნქციები აქვთ (იხილეთ, მაგალითად ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ, (Lingens v. Austria, 8 ივლისი 1986, § 42, Series A no. 103, და ოჯალა და ეთუკენო ოუ, (Ojala and Etukeno Oy), ზემოთ ციტირებული, § 52).
120. საჯარო ფუნქციის შესრულების ან პოლიტიკური თანამდებობისკენ სწრაფვის ფაქტი აუცილებლად იწვევს პირის მიმართ მისი თანამოქალაქეების ინტერესს, მათ შორის იმ სფეროებშიც რომელიც პირის პირადი ცხოვრების ფარგლებში ჯდება. შესაბამისად, საჯარო პირების გარკვეული პირადი ქმედებები ვერ იქნება ასეთად მიჩნეული ამ პირების მიერ პოლიტიკურ თუ სოციალურ სცენაზე შესრულებული როლის შესაძლო გავლენის გამო და საზოგადოების შესაბამისი ინტერესით იყოს ინფორმირებული მათ შესახებ. სასამართლო ეთანხმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანალიზს, რომ „საჯარო პირებს უნდა ესმოდეთ რომ ის პოზიცია რაც მათ უკავიათ საზოგადოებაში-უმეტეს შემთხვევაში მათი არჩევანის შედეგად - ავტომატურად იწვევს მზარდ ზეწოლას მათ პირად ცხოვრებაზე ” (მუხლი 6; რეზოლუცია 1165 (1998) ...)
121. შესაბამისად, სასამართლო ადგენს რომ პოლიტიკოსები გარდაუვლად და შეგნებულად ექცევიან კრიტიკული განხილვის ობიექტებად და მათი თითოეული სიტყვა და ქმედება განსჯის საგანია როგორც ჟურნალისტების ისე საზოგადოების მხრიდან მთლიანად (იხილეთ, inter alia, ლინგენსი (Lingens), ზემოთ ციტირებული, § 42). უფრო მეტიც ეს პრინციპი არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე არამედ ყველა სხვა პირზე ვრცელდება, რომელიც საჯარო სფეროში მოღვაწეობს, იქნება ეს მათი მოქმედებები (იხილეთ, Krone Verlag GmbH & Co. KG, ზემოთ ციტირებული, § 37, და News Verlags GmbH & Co.KG ავსტრიის წინააღმდეგ (News Verlags GmbH & Co.KG v. Austria, no. 31457/96, § 54, ECHR 2000‑I) თუ პოზიცია (იხილეთNews Verlags GmbH & Co.KG ავსტრიის წინააღმდეგ (Verlagsgruppe News GmbH v. Austria (no. 2), no. 10520/02, § 36, 14 დეკემბერი 2006).
122. მიუხედავად ამისა გარკვეულ გარემოებებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ პირი ცნობილია საზოგადოებისთვის, მან შეიძლება იხელმძღვანელოს „კანონიერი მოლოდინით“ საკუთარი პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის უფლებით (იხილეთ, inter alia, ფონ ჰანოვერი (on Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 97). შესაბამისად ის ფაქტი, რომ პირი ეკუთვნის საჯარო პირების კატეგორიას ვერანაირ შემთხვევაში, იმ პირების შემთხვევაშიც კი რომლებიც ოფიციალურ ფუნქციას ასრულებენ, ვერ მიანიჭებს მედიას უფლებას დაარღვიოს პროფესიული და ეთიკური პრინციპები, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ მოქმედებებისას ან მოახდინონ პირად ცხოვრებაში ჩარევის ლეგიტიმაცია.
123. პირის სახელგანთქმულობა ან ფუნქციები ვერანაირ შემთხვევაში ვერ გაამართლებს მედიის მხრიდან დევნას ან ისეთი ფოტოების გამოქვეყნებას, რომელიც მოპოვებულია თაღლითური ან ფარული მოქმედების გზით (იხილეთ, ტელე-ფოტო ლინზის გამოყენებით, პირის ინფორმირების გარეშე გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით, ფონ ჰანოვერი (Von Hannover), ზემოთ ციტირებული, § 68) ან პირის პირადი ცხო ვრების სახის შემქმნელი დეტალების და მათ ცხოვრებისეულ ინტიმურ დეტალებში ჩარევას (იხილეთ, ფოტოების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ღალატთან დაკავშირებით0 გამპანი და ლოპეზ გალიაჩო პერსონა ესპანეთის წინააღმდეგ, (Campmany and Lopez Galiacho Perona v. Spain (dec.), no. 54224/00, ECHR 2000‑XII).
124. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პრინცი არის პირი რომელიც დაბადებით, როგორც მმართველი ოჯახის წევრი და საჯარო როგორც პოლიტიკური ისე წარმომადგენლობითი ფუნქციების გამო, როგორც სახელმწიფოს მეთაური უდავოდ არის ცნობილი საჯარო პირი. ეროვნულ სასამართლოებს შესაბამისად უნდა გაეთვალისწინებინა თუ რა ხარისხით იქონიებდა მისი ცნობადობა და საჯარო ფუნქციები მისი პირადი ცხოვრების დაცვაზე გავლენას. მაგრამ მათ ეს ფაქტების საკუთარ შეფასებაში არ შემოუთავაზებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ის იმეორებს, რომ პირადი ცხოვრების დაცვის პრინციპიდან გარკვეული გამონაკლისები შეიძლება არსებობდეს როდესაც გამჟღავნებული ფაქტი ხელს უწობს მსჯელობას მათი შესაძლო გავლენის შესახებ დაინტერესებული პირის სტატუსის და ფუნქციების გათვალისწინებით (იხილეთ პუნქტი 26 ზემოთ), ვერსალის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიტანა დასკვნა ამ გარემოების გათვალისწინებით მოცემულ საქმეში. ასევე საკასაცო სასამართლომ ზოგადად აღნიშნა, რომ „ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი სტატუსისა, დაბადების, ქონებრივი მდგომარეობის, არსებული თუ მომავალი ფუნქციებისა, აქვს პირადი ცხოვრების დაცვის უფლება“. (იხილეთ პუნქტი 36 ზემოთ).
125. მართლაც, იმის გათვალისწინებით, რომ პირადი ცხოვრების დაცვა შეიძლება შემცირდეს პირის მიერ საჯარო ფუნქციების შესრულების გამო სასამართლო თვლის რომ სადაო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად ეროვნულ სასამართლოებს მათთვის შესამოწმებლად წარდგენილი ფაქტების ანალიზისთვის უნდა გაეთვალისწინებინათ პრინცის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის შესაძლო გავლენა და შესაბამისად უნდა განესაზღვრათ სადაო სტატიიდან, რომელი ნაწილი განეკუთვნება მკაცრად პირადულს და რომელი ჯდება საჯარო სფეროში. (ii) პუბლიკაციის საგანი
126. სასამართლო თავიდანვე აცხადებს, რომ სადაო პუბლიკაცია ჯდება პრინცის პირადი ცხოვრების კატეგორიაში ვინაიდან ის ასახავდა მის სასიყვარულო ცხოვრებას და მის ურთიერთობას შვილთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლოს ადრე დადგენილი გარემოებების შესაბამისად (იხილეთ პუნქტები 106-114) მიაჩნია, რომ სტატიის მნიშვნელოვანი ელემენტი - ბავშვის არსებობა - სცდება პირად სფეროს - პრინცის მონაკოს სამეფოში ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის ფაქტის გამო. ამავე დროს თუ გავითვალისწინებთ რომ პრინცი ქ-ნ კოსტესთან ერთად საჯაროდ გამოჩენილა (იხილეთ პუნქტები 14 და 16 ზემოთ), სასამართლოს მიაჩნია რომ ურთიერთობების არსებობა აღარ წარმოადგენდა მხოლოდ პირადი ცხოვრების სფეროს.
127. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პრინცის პირადი ცხოვრება არ იყო სტატიის ერთადერთი საკითხი, არამედ ის ასევე ეხებოდა ქ-ნი კოსტეს და მისი ვაჟის, რომელზეც ქ-ნ კოსტეს ჰქონდა მხოლოდ მშობლის უფლებები, პირად ცხოვრებას. სტატიაშია სევე იყო დეტალები რესპონდენტის ორსულობაზე, მის გრძნობებზე, მისი ვაჟის დაბადებაზე, ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემაზე და მათ ერთად ცხოვრებაზე (იხილეთ პუნქტი 14 ზემოთ). ეს იყო ქ-ნი კოსტეს პირადი ცხოვრების დეტალები, რომელთან დაკავშირებითაც მას არ ჰქონდა გაჩუმების ვალდებულება და იგი იყო თავისუფალი ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ მოახდენს იმ ფაქტის იგნორირებას, რომ სადაო სტატია იყო რესპონდენტის და მისის ვაჟის გამოხატვის საშუალება.
128. ამავე დროს, სადაო სტატიის დაცვის მიზნით ქ-ნი კოსტეს ამოძრავებდა პირადი ინტერესი, კონკრეტულად კი საკუთარი შვილის ოფიციალური აღიარება, რაც ნათლად არის ჩამოყალიბებული სტატიაში (იხილეთ პუნქტები 14 და 15 ზემოთ). შესაბამისად ინტერვიუ სვამს შეკითხვას, რომელსაც საჯარო ინტერესი აქვს, მაგრამ ამავე დროს ეხება პირად ცხოვრებას: ის, რომ ქ-ნი კოსტე საკუთარი შვილის აღიარებისთვის დაუკავშირდა მედიას (იხილეთ პუნქტი 17 ზემოთ), ის რომ ბავშვის მამობა ყოფილიყო დადგენილი და ის რომ პრინცი ამ მამობის ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა.
129. მიუხედავად ამისა სასამართლო თანხმდება, როგორც სახელმწიფომ წარმოადგინა (იხილეთ პუნქტი 63 ზემოთ) ქ-ნი კოსტეს გამოხატვის თავისუფლების უფლება არ წარმოადგენს პირდაპირ საკითხს მოცემულ საქმეში იმის გათვალისწინებით რომ ქ-ნი კოსტე არ იყო მხარე არც ეროვნულ სასამართლოებში და არც ამ სასამართლოშია ის მხარე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ-ნი კოსტეს და შესაბამისად პრინცის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა უნდა იყოს გათვალისწინებული მისი დაცვის შეფასებისას.(c) დაინტერესებული პირის წარსული ქცევა
130. სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ეროვნული სასამართლოები და არც მხარეები არ აკეთებენ კომენტარს პრინცის წარსულ ქცევაზე. საქმის გარემოებები და საქმის მასალებში არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისათვის რომ შევისწავლოთ პრინცის წარსული ქცევა მედიასთან მიმართებით. ამავე დროს პრესასთან წარსული თანამშრომლობის მარტივი მაგალითი ვერ გამოდგება სტატიაში ნახსენები პირისთვის დაცვის ჩამორთმევისთვის არგუმენტად. (იხილეთ ეგელანდი და ჰანსეიდი ნორვეგიის წინააღმდეგ (Egeland and Hanseid v. Norway), no. 34438/04, § 62, 16 აპრილი 2009). პირის ნაგულვები ან წარსული ტოლერანტული ან შემგუებლური დამოკიდებულება მისი პირადი ცხოვრების შესახებ პუბლიკაციისადმი არ აკარგვინებს უდავოდ ამ დაინტერესებულ პირს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
(d) ინფორმაციის მოპოვების მეთოდი და მისი სანდოობა
131. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ის ანიჭებს ჟურნალისტების უფლებებს და მოვალეობებს და იმ ეთიკურ პრინციპებს რომლითაც პროფესია ხელმძღვანელობს. ამასთან დაკავშირებით იგი იმეორებს, რომ მე-10-ე მუხლი იცავს ჟურნალისტის უფლებას გაამჟღავნოს ინფორმაცია საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე იმ პირობით რომ ის კეთილსინდისიერად მოქმედებენ, იყენებენ სწორ ფაქტობრივ გარემოებებს და გვაწვდიან „სანდო და ზუსტ“ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის გათვალისწინებით (see Fressoz and Roire v. France [GC], no. 29183/95, § 54, ECHR 1999‑I).
132. ინფორმაციის მოსაპოვებლად და მისი საზოგადოებისთვის კვლავწარმოებისთვის გამოყენებული საშუალებების სამართლიანობა და საინფორმაციო ამბის გმირის მიმართ გამოხატული პატივისცემა (იხილეთ ეგელანდი და ჰანსეიდი (Egeland and Hanseid), ზემოთ ციტირებული, § 61) ასევე არსებითი კრიტერიუმებია, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. სტატიის შეკვეცილი და გამარტივებული ბუნება, როდესაც ამან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მკითხველი ვერ ჩაითვლება მნიშვნელოვნად საჯარო ინტერესის წახალისებისთვის. (იხილეთ სტოლი (Stoll), ზემოთ ციტირებული, § 152).
133. ამავე დროს სასამართლო ხაზს უსვამს მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებს და ადარებს მათ სხვა მის მიერ განხილულ საქმეებს, რომელშიც პრესამ საჯარო პირის, მათ შორის მონაკოს სამეფო ოჯახის, პირადი ცხოვრება გაამჟღავნა: გადაწყვეტილება რომელიც როგორც გამოირკვა იყო პირადი, განზრახი და ინფორმირებული, ქ-ნი კოსტე თავად დაუკავშირდა Paris Match-ს (იხილეთ პუნქტი 17 ზემოთ).
134. ქ-ნი კოსტეს განცხადებების სანდოობა პრინცის მამობასთან დაკავშირებით სადაო გახდა მის მიერ და მან ეს აღიარა საჯაროდ სადაო სტატიის გამოქვეყნებიდან მალე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის არსებით ბუნებას: ამ პრინციპის პატივისცემა ფუნდამენტურია სხვების რეპუტაციის დასაცავად.
135. რაც შეეხება ინტერვიუს ილუსტრაციისთვის გამოყენებულ ფოტოებს, ისინი ნებაყოფლობით იყო გადაცემული - როგორც ეს ვერსალის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა (იხილეთ პუნქტი 27 ზემოთ) - და ქ-ნ კოსტეს Paris Match-გან ანაზღაურება არ მიუღია (იხილეთ პუნქტი 17 ზემოთ). ამავე დროს, პრინცის საკუთარ შვილთან ამსახველი ფოტოები არ ყოფილა მისგან ფარულად გადაღებული (ფონ ჰანოვერისგან განსხვავებით (Von Hannover), ზემოთ ციტირებული, § 68), ან მისთვის დასაძრახ გარემოებებში (შეადარე ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, §§ 121‑123). ეროვნული სასამართლოების მსგავსად სასამართლო აღნიშნავს, რომ ფოტოები პრინცს ასახავს პირად კონტექსტში და გამოქვეყნდა მისი თანხმობის გარეშე . მაგრამ ეს ფოტოები არანაირად არ ასახავს მას საზოგადოების თვალში შეურაცხმყოფელი ფორმით. ეს ფოტოები არც მის დამახინჯებულ იმიჯს არ გადმოსცემს და ყველაფერთან ერთად ის ინტერვიუს შინაარსის შესაბამისია და ახდენს ამ ინტერვიუს შინაარსის სანდოობის ილუსტრირებას.
136. რაც შეეხება პრინცის ქ-ნ კოსტესთან ფოტოებს არ არის სადაო რომ ეს ფოტოები საჯარო სივრცეში, საჯარო ღონისძიებებზეა გადაღებული და შესაბამისად მათი გამოქვეყნება არანაირ საკითხს მოცემულ საქმის გარემოებებთან მიმართებით არ წარმოშობს.(e) სადაო სტატიის შინაარსი, ფორმა და შედეგები
137. სახელმწიფომ მომჩივნები გააკრიტიკა იმისათვის, რომ მათ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სენსაციური ხასიათი შესძინეს და რომ მათ არ გამორიცხეს ქ-ნი კოსტეს ინტერვიუდან ისეთი საკითხები, რომელიც ეხებოდა პრინცის ცხოვრების ინტიმურ დეტალებს (იხილეთ პუნქტები 71-72 ზემოთ). ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნეს, რომ სადაო პუბლიკაცია შეიცავდა გარკვეულ გადახვევებს ქ-ნი კოსტეს პრინცთან შეხვედრის, ქ-ნი კოსტეს ორსულობაზე პრინცის რეაქციის შესახებ და მისი ბავშვის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით (იხილეთ პუნქტები 27 და 36 ზემოთ).
138. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს პირველ რიგში იმაზე, რომ პროფესიული საქმიანობისას ჟურნალისტები ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებას რითაც ისინი განსაზღვრავენ სად გადის გამყოფი ხაზი საზოგადოების უფლებას ჰქონდეთ ინფორმაცია და სხვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის. შესაბამისად მათ აქვთ პასუხისმგებლობა დაიცვან პირები, მათ შორის საჯარო პირები, მათ პირად ცხოვრებაში ნებისმიერი ჩარევისგან. არჩევანი, რომელსაც ისინი აკეთებენ ამასთან დაკავშირებით უნდა ეფუძნებოდეს მათ პროფესიულ ეთიკურ წესებს და ქცევის ნორმებს.
139. მეორე, სასამართლო იმეორებს, რომ საკითხის დასაფარად გამოყენებული მიდგომა წარმოადგენს ჟურნალისტური თავისუფლების საკითხს. არც სასამართლომ და შესაბამისად არც ეროვნულმა სასამართლოებმა არ უნდა ჩაანაცვლონ საკუთარი აზრები პრესის აზრებით ამ სფეროში (იხილეთ ჯერსილდი (Jersild0, ზემოთ ციტირებული, § 31). კონვენციის მე-10-ე მუხლი ასევე ჟურნალისტებს უტოვებს უფლებას გადაწყვიტონ რა დეტალები უნდა გამოქვეყნდეს იმისათვის რომ სტატიის სანდოობა იყოს უზრუნველყოფილი (იხილეთ ფრესოზი და როირი (Fressoz and Roire), ზემოთ ციტირებული, § 54). ამასთანვე, ჟურნალისტებს აქვთ არჩევანის თავისუფლება გააკეთონ არჩევანი იმ ამბავზე, რომელიც მათ ყოველდღიურად მისდით და როგორ გააკეთებენ ამას. მაგრამ ეს თავისუფლება არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან. (იხილეთ პუნქტები 131-132 ზემოთ).
140. როდესაც საკითხი ეხება სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტებს მოეთხოვებათ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინონ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის და ფოტოების შესაძლო გავლენა. კონკრეტულად კი, პირადი და ოჯახური ცხოვრების გარკვეული მოვლენები იმსახურებენ კონვენციის მე-8-ე მუხლის ფარგლებში დაცვას და უნდა ეხმარებოდნენ ჟურნალისტებს გამოიჩინონ სიფრთხილე და წინდახედულობა მათი გამოქვეყნებისას (იხილეთ Editions Plon, ზემოთ ციტირებული, §§ 47 და 53, და Hachette Filipacchi Associés, ზემოთ ციტირებული , §§ 46‑49).
141. მოცემულ საქმეში სადაო პუბლიკაცია წარმოდგენილი იყო, როგორც ინტერვიუ შედგენილი კითხვა პასუხის ფორმატში, რომელიც ასახავდა ქ-ნი კოსტეს განცხადებებს ჟურნალისტის კომენტარების გარეშე. უფრო მეტიც, ინტერვიუს ტონი იყო მოზომილი და არასენსაციური. ქ-ნი კოსტეს სიტყვები ამოცნობადია ციტატების სახით და მისი მოტივაცია ნათლად არის ჩამოყალიბებული მკითხველისთვის. მკითხველისთვის ასევე მარტივი გასარჩევია რა არის ფაქტობრივი მასალა და რა არის რესპონდენტის მიერ მოვლენების აღქმა, მისი მოსაზრებები და პირადი გრძნობები. (იხილეთ პუნქტი 14 ზემოთ).
142. წარსულში სასამართლოს უკვე აქვს ნათქვამი, რომ ჟურნალისტის დასჯა სხვა პირის მიერ გაკეთებული განცხადებების ინტერვიუს სახით გავრცელებაში დახმარებისთვის სერიოზულ ზიანს მიაყენებს პრესის მიერ საჯარო ინტერესის საკითხებზე დისკუსიას და არ უნდა იყოს ის განხილული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამის სერიოზული საფუძვლები არსებობს (იხილეთ ჯერსილდი (Jersild), ზემოთ ციტირებული, § 35, და პოლანკო ტორესი და მოვილა პოლანკო ესპანეთის წინააღმდეგ (Polanco Torres and Movilla Polanco v. Spain), no. 34147/06, §§ 47-48, 21 სექტემბერი 2010). მას მიაჩნია, რომ იგივე მიდგომა უნდა იყოს გამოყენებული მოცემულ შემთხვევაშიც იმის გათვალისწინებით, რომ პრინცის პირადი ცხოვრების შესახებ სადაო სტატია ეხებოდა საჯარო ინტერესის საკითხს, განსაკუთრებით კი იმიტომ რომ ქ-ნი კოსტეს მიერ წარმოდგენილი დეტალები მისი ურთიერთობის შესახებ პრინცთან არ ლახავდა პრინცის რეპუტაციას და არც ზიზღს იწვევდა მის მიმართ (განსხვავებით ოჯალა და ეტუკენო ოი, (Ojala and Etukeno Oy), ზემოთ ციტირებული, § 56, და რუუსუნენი (Ruusunen), ზემოთ ციტირებული, § 51). არ არის სადაო, რომ ქ-ნი კოსტეს განმარტებები საკუთარ ცხოვრებაზე და მის პირად ურთიერთობებზე პრინცთან იყო გულწრფელი და პატიოსნად გადმოცემული მომჩივანის მიერ. ამასთან ერთდ არ არსებობს ეჭვის საფუძველი რომ ამ სტატიის გამოქვეყნებით მომჩივნებს ჰქონდათ სხვა განზრახვა თუ არა საზოგადოებისათვის ეცნობებინათ საჯარო ინტერესის მქონე საკითხი (იხილეთ პუნქტი 116 ზემოთ).
143. უფრო მეტიც, ეროვნულ სასამართლოებს უნდა შეეფასებინათ სადაო ინტერვიუ ისე რომ მომხდარიყო დიფერენციაცია და აწონვა იმის თუ რა არის ქ-ნი კოსტეს პირადი შენიშვნები, რა შეიძლება ჩაჯდეს პრინცის პირადი ცხოვრების სფეროში (compare Ojala and Etukeno Oy, cited above, § 56, and Ruusunen, cited above, § 51) და რა შეიძლება იყოს საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი. მათ ეს ვერ გააკეთეს და დაადგინეს, რომ ახალ ამბავს იმის შესახებ რომ პრინცს ჰყავს ვაჟი ჰქონდა მხოლოდ „სიახლის“ ღირებულება და რომ ეს საკითხი არ წარმოადგენდა „საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე მსჯელობას, რომელიც გაამართლებდა მის გამოქვეყნებას. . . საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საფუძველით. (იხილეთ პუნქტი 36 ზემოთ).
144. ინტერვიუ წარმოდგენილი იყო თხრობითი სახით და მას თან მოჰყვებოდა გრაფიკული გამოსახულებები და სათაურები, რომლის მიზანიც იყო მიეპყრო მკითხველის ყურადღება და მოეხდინა რეაქციის პროვოცირება (იხილეთ პუნქტები 15‑16 ზემოთ). სახელმწიფოს კრიტიკის გათვალისწინებით ამ საკითხთან დაკავშირებით (იხილეთ პუნქტი 72 ზემოთ), სასამართლო ხაზს უსვამს რომ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის პრეზენტაცია და მასში გამოყენებული სტილი არის სარედაქციო გადაწყვეტილების ნაწილი რაზეც არც სასამართლოს და არც ეროვნულ სასამართლოებს გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება არ აქვთ. ამავე დროს იგი იმეორებს, რომ ჟურნალისტური დამოუკიდებლობა არ არის შეუზღუდავი და რომ პრესამაც არ უნდა გადააბიჯოს გარკვეულ საზღვრებს ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი „სხვების უფლებების დაცვას . . .“ (იხილეთ, inter alia, მოსლი (Mosley), ზემოთ ციტირებული, § 113, და MGN, ზემოთ ციტირებული, § 141). მოცემულ საქმეში სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთიანობაში განხილული ეს თხრობითი სახით წარმოდგენილი პრეზენტაცია, რომელიც შევსებულია სათაურებით, ფოტოებით და ციტატებით არ ახდენს შინაარსის დამახინჯებას არამედ უნდა იყოს განხილული, როგორც მისი ილუსტრაცია ან ტრანსპოზიცია.
145. უფრო მეტიც, კონკრეტული გამონათქვამების გამოყენება (იხილეთ პუნქტები 15‑16 ზემოთ) რომელიც მთელი შინაარსით და მიზნით შექმნილი იყო საზოგადოების ინტერესის მოსაზიდად თავისთავად წარმოშობს საკითხს სასამართლოს პრაქტიკის ფარგლებში (იხილეთ ტანასოიაჩ რუმინეთის წინააღმდეგ (Tănăsoaica v. Romania), no. 3490/03, § 41, 19 ივნისი 2012): ჟურნალი ვერ იქნება გაკრიტიკებული სტატიის გაუმჯობესებისთვის და მისი მიმზიდველად წარმოდგენისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ის არ ამახინჯებს ან ცვლის გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორეს და არ შეჰყავს მკითხველი შეცდომაში.
146. სტატიაზე თანდართულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელშიც ასახულია პრინცი, რომელსაც ხელში უჭირავს ბავშვი, სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-10-ე მუხლი გადაწყვეტილების მიღებას უტოვებს ჟურნალისტებს იმის შესახებ თუ რამდენად საჭიროა ამ დოკუმენტების კვლავწარმოება სანდოობის უზრუნველსაყოფად (იხილეთ, განსაკუთრებით, ფრესოზი და როირი (Fressoz and Roire), ზემოთ ციტირებული, § 54, და პინტო კოელო პორტუგალიის წინააღმდეგ (Pinto Coelho v. Portugal), no. 28439/08, § 38, 28 ივნისი 2011).
147. ის დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ „პირის ფოტოების პუბლიკაცია, იმისათვის რომ მოხდეს შესაბამისი შინაარსის ილუსტრირება წარმოადგენს მის პირად ცხოვრებაში ჩარევას და მისი საკუთარი იმიჯის კონტროლის უფლების შელახვას“ (იხილეთ პუნქტი 36 ზემოთ).
148. სასამართლოს აზრით, უდავოა რომ სტატიაზე თანდართული ფოტოები არის პრინცის პირადი ცხოვრების ამსახველი და რომ მას არ განუცხადებია თანხმობა მათ გამოქვეყნებაზე, მაგრამ მათი კავშირი სადაო სტატიასთან არ არის უმნიშვნელო, ხელოვნური ან შემთხვევითი (იხილეთ ფონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany (no. 3), no. 8772/10, §§ 50 და 52, 19 სექტემბერი 2013). მათი გამოქვეყნება შეიძლება გამართლებული იყოს იმ ფაქტით, რომ მათ შესძინეს სანდოობა აღწერილ მოვლენებს. მათი გამოქვეყნებისას, იმის გათვალისწინებით რომ ქ-ნ კოსტე ვერ იღებდა ნოტარიულად დამოწმებულ სერტიფიკატს მისი შვილის აღიარების შესახებ (იხილეთ პუნქტები 14 და 17 ზემოთ), მას ხელთ არ ჰქონდა სხვა მტკიცებულება რომელიც მას საშუალებას მისცემდა დაემტკიცებინა საკუთარი ვერსია და მიეცა საშუალება მომჩივნებისათვის გამოექვეყნებინათ ფოტოები. მიუხედავად იმისა რომ ფოტოების დაბეჭდვით მოხდა პრინცის პირადი ცხოვრების დეტალების განსაჯაროება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ფოტოები ამყარებს სტატიის შინაარსს და ხელს უწყობს საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე დებატებს (იხილეთ პუნქტი 113 ზემოთ).
149. ფოტოები, განხილული დამოუკიდებლად ან თანდართულ ტექსტთან ერთად (იქნება ეს სათაური, ქვესათაური და ციტირება, ან თავად ინტერვიუ) არ იყო პრინცის იმიჯისთვის შეურაცმყოფელი, შემლახავი ან დამამცირებელი (ეგელენდი და ჰანსეიდისგან განსხვავებით (Egeland and Hanseid), ზემოთ ციტირებული, § 61); მართლაც, პრინცი არ აცხადებდა რომ მისი რეპუტაცია შეილახა.
150. ბოლოს, სადაო სტატიის შედეგებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სტატიის გამოქვეყნებიდან მალე პრინცმა საჯაროდ აღიარა ბავშვის მამობა. ვერსალის სააპელაციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ის იყო „ვალდებული“ საჯარო განმარტება გაეკეთებინა საკითხზე, რომელიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა (იხილეთ პუნქტი 27 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს რომ პუბლიკაციის შედეგი პერსპექტივაში უნდა იყოს განხილული, იმ სტატიების გათვალისწინებით, რომელიც ადრე გამოქვეყნდა Daily Mail–ში და Bunte–ში. მაგრამ არსებულ საქმეში ეროვნულ სასამართლოებს არ შეუფასებიათ სტატიაში აღწერილი მოვლენების საერთაშორისო მედიის მიერ უკვე გაშუქების შედეგების უფრო ფართო კონტექსტში. შესაბამისად მათ არ მიანიჭეს წონა იმ ფაქტს, რომ პრინცის საიდუმლო მამობა უკვე დადგა ეჭვის ქვეშ სხვა მედია საშუალებებში გამოქვეყნებულ სტატიებში (იხილეთ პუნქტები 9 და 11 ზემოთ).(f) დაკისრებული სანქციის სიმკაცრე
151. სასამართლო იმეორებს, რომ პროპორციულობის შეფასებისას, მიუხედავად იმისა დაკისრებული სანქცია იყო მცირე თუ არა, მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილებას მიღებულს დაინტერესებული პირის მიმართ, მათ შორის მაშინ როდესაც ესეთი გადაწყვეტილება ბუნებით სამოქალაქოა (იხილეთ, mutatis mutandis, როსეირო ბენტო პორტუგალიის წინააღმდეგ (Roseiro Bento v. Portugal), no. 29288/02, § 45, 18 აპრილი 2006). გამოხატვის თავისუფლებაზე დაკისრებული ნებისმიერი სხვა შეზღუდვა აუცილებლად იწვევს მსგავს საკითხებზე მომავალში მედია გაშუქების პარალიზებას ან მისთვის ხელის შეშლას.
152. მოცემულ საქმეში, მომჩივან კომპანიას დაეკისრა 50 000 ევროს გადახდა ზიანის ასანაზღაურებლად და ასევე გადაწყვეტილების დეტალების შესახებ განცხადების დაბეჭდვა. სასამართლო ვერ მიიჩნევს რომ სასჯელის ეს ფორმა უმნიშვნელოა.(g) დასკვნა
153. ყველა ზემოთ ხსენებული მოსაზრებების გათალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები პრინცის პირადი ცხოვრების და საკუთარი იმიჯის დაცვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ არის რელევანტური ვერ იქნება მიჩნეული სკამარისად იმისათის, რომ მოხდეს ჩარევა. გარემოებების შეფასებისას ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი პრინციპები და კრიტერიუმები პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების და გამოხატვის თავისუფლების უფლების შესახებ (იხილეთ პუნქტები 142 და 143 ზემოთ). ამით მათ გადააჭარბეს მათთვის მინიჯებულ განსჯის მიჯნას და ვერ დაადგიენს პროპორციულობის გონივრული ბალანსი მომჩივანის გამოხატვის უფლების შემზღუდავ ღონისძიებას და კანონიერ მიზანს შორის .
სასამართლო შესაბამისად ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–10–ე მუხლის დარღვევას.
...
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–10–ე მუხლის დარღვევას;
...
შექმნილია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოტანილია საჯარო განხილვაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი 2015 წლის 10 ნოემბერი
შორენ პრებენსენი,დინ სპილმანი
სხდომის გამწესრიგებლის მოადგილე პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისსმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy