© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 174
მაისი 2014
კვიპროსი თურქეთის წინააღდეგ (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა] - 25781/94
გადაწყვეტილება 12.5.2014 [დიდი პალატა]
მუხლი 41
სამართლიანი დაკმაყოფილება
ჩრდილოეთ კვიპროსზე დაკარგული და დატყვევებული მოქალაქეების სანაცვლოდ განმცხადებელი სახელმწიფოსთვის ანაზღაურების მიკუთვნება
ფაქტები – დიდი პალატის 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით (“ძირითადი გადაწყვეტილება”) სასამართლომ თურქეთის მიერ კონვენციის მრავალი დარღვევა დაადგინა, რაც გამოიწვია ჩრდილოეთ კვიპროსში 1974 წლის ივლისსა და აგვისტოში ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციებმა, კვიპროსის ტერიტორიის მიმდინარე გაყოფამ და “ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის” ქმედებებმა. სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ის მზად არ იყო გადაწყვეტილების მისაღებად და გადადო ამაზე მსჯელობა. სამართლიანი დაკამაყოფილების შესახებ დაუყოვნებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტში ძირითადი გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა კვლავ მიმდინარეობდა მინისტრთა კომიტეტის წინაშე.
კანონმდებლობა – მუხლი 41
(a) დასაშვებობა
(i) ხომ არ არის მოთხოვნები ხანდაზმული – მიუხედავად იმისა, რომ კონვენციას ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტის სპეციფიური ხასიათი აქვს, კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც უნდა განიმარტოს საერთაშორისო საჯარო სამართლის შესაბამისი ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად. ზოგადი საერთაშორისო სამართალი ფაქტიურად აღიარებს განმცხადებელი სახელმწიფოს მოვალეობას სახელმწიფოთა შორის დავაში, იმოქმედოს შეუსაბამო დაგვიანების გარეშე, რათა შეინარჩუნოს სამართლებრივი მდგრადობა და არ გამოიწვიოს არაპროპორციული ზიანი მოპასუხე სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესებისთვის*.
წინამდებარე განაცხადი 1994 წელს წარედგინა ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისარს მე-11 ოქმის ძალაში შესვლამდე არსებული სისტემის საფუძველზე. იმ დროისთვის მოქმედი კომისიის პროცედურული წესების საფუძველზე სახელმწიფოთა შორის საქმეზე არც განმცხადებელ მთავრობას და არც ინდივიდუალურ განმცხადებლებს თავიანთ განაცხადებში არ ქონდათ ზოგადი მითითება სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნებზე. 1999 წლის 29 ნოემბერს ორივე სახელმწიფოსთვის გაგზავნილ წერილებში სასამართლო აშკარა ინსტრუქციას გასცემდა განმცხადებელ სახელმწიფოზე, არ წარედგინათ რაიმე მოთხოვნა სამართლიან დაკამაყოფილებასთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ 41-ე მუხლის მოქმედების შესაძლო გავრცელების შესახებ მსჯელობა გადადო და მხარეებისთვის არ დაუდგენია რაიმე ვადა სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნების წარსადგენად.
სასამართლოს მიერ საქმის არსებით მხარეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე მინისტრთა კომიტეტის მიერ მიმდინარე ზედამხედველობა დაგვიანდა. საქმის მიმდინარეობის ამ ორივე სტადიაზე ორივე მთავრობა უფლებამოსილი იყო ერწმუნა, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების შესაძლო მიკუთვნების საკითხი შეჩერებული იყო მომდევნო განვითარების მოლოდინში. უფრო მეტიც, სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი მრავალგზის დაისვა საქმის არსებითი განხილვისას.
ძირითად გადაწყვეტილებაში სამართლიანი დაკმაყოფილების შესაძლო მიკუთვნების საკითხი გადაიდო, რაც ნათლად და აშკარად ნიშნავდა, რომ სასამართლო არ გამორიცხავდა მომავალში კონკრეტულ მისაღებ მომენტში ამ საკითხის განხილვის განახლების შესაძლებლობას. შესაბამისად, არცერთ მხარეს არ ექნება გონივრული მოლოდინი, რომ ეს საკითხი განუხილველი დარჩება, ან დროთა განმავლობაში გაბათილდა ან მოიხსნება დღის წესრიგიდან. და ბოლოს, როგორც კვიპროსის მთავრობამ მართებულად აღნიშნა, მათ არასდროს დაუთმიათ მათი უფლება სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნაზე; პირიქით, მათი 2007 წლის 31 აგვისტოს წერილი განხილულ უნდა იქნას როგორც ნათელი და უდავო დადასტურება მათი უფლებისა. ამ გარემოებებში, მოპასუხე სახელმწიფოს არ ქონდა საფუძველი ემტკიცებია, რომ განმცხადებელი სახელმწიფოს მოთხოვნები პრეიუდიციული ძალის მქონე იყო მათ ლეგიტიმურ ინტერესებთან მიმართებით. ნაურუს (Nauru) გადაწყვეტილების* ჭრილში სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონტექსტში “წინასწარი შეხედულების” ელემენტი პირველი და უპირატესი იყო მოპასუხე სახელმწიფოს პროცედურულ ინტერესებთან მიმართებით და რომ მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო, დამაჯერებლად დაემტკიცებია ამგვარი წინასწარი შეხედულების დამაჯერებლობა ან ალბათობა. თუმცა, სასამართლომ ამგვარი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა წინამდებარე საქმეზე.
ვინაიდან მოპასუხე სახელმწიფომ მიმართა მინისტრთა კომიტეტის საზედამხედველო პროცედურებს, სასამართლო განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილებაში დარღვევების დადგენა არსებიათად დეკლარაციული ხასიათისაა და რომ კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებული არიან ნებისმიერ შემთხვევაში დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელზეც ისინი მხარეები არიან და რომლის აღსრულებასაც მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს. ამასთან მიმართებით მნიშვნელოვანი იყო არ აღრეულიყო ერთის მხრივ საქმისწარმოების პროცედურა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე, რომლის კომპეტენციაშია კონვენციის დარღვევების დადგენა საბოლოო გადაწყვეტილებით, რომლებიც მავალდებულებია ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის (მე-19 მუხლი 46.1 მუხლთან ერთობლიობაში) და სამართლიანი დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად (41-ე მუხლი), სადაც რელევანტურია და მეორეს მხრივ, მინისტრთა კომიტეტის პასუხისმგებლობით გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობის მექანიზმებით (მუხლი 46.2). ასევე, მართალია 2001 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში მინისტრთა კომიტეტის საზედამხედველო პროცედურების განვითარება უდაოდ რელევანტური იყო განმცხადებელი მთავრობის სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის შინაარსის შეფასებისას, ეს არ გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ამ საკითხის შესწავლას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ვერ დაინახა ვალიდური საფუძველი კვიპროსის მთავრობის სამართლიანი დაკამაყოფილების მოთხოვნების დაგვიანებულად მისაჩნევად და მათ დაუშვებლად გამოსაცხადებლად.
დადგენილება: წინასწარი პროტესტი არ დაკმაყოფილდეს (ერთხმად).
(ii) მოქმედების გავრცელება – მისი სპეციფიური ბუნების გათვალისწინებით, როგორც lexspecialis საერთაშორისო სამართლის ზოგად წესებთან და პრინციპებთან მიმართებით, კონვენციის 41-ე მუხლი ვრცელდება სახელმწიფოთაშორის საქმეებზე. თუმცა, საკითხი, გამართლებულია თუ არა განმცხადებელი სახელმწიფოსთვის სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება, უნდა შეფასდეს და გადაწყვიტოს [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ თითოეულ საქმეზე ცალცალკე, inter alia განმცხადებელი სახელმწიფოს მიერ წარდგენილი საჩივრის ტიპის გათვალისწინებით და შესაძლებელია თუ არა დარღვევის დაზარალებულის იდენტიფიცირება, ასევე, საქმისწარმოების ამ დონემდე წარმართვის მთავარი მიზანი შესაძლოა გაიმიჯნოს სასამართლოსთვის წარდგენილი პირველადი განაცხადისგან. როდესაც სასამართლოსთვის 33-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი განაცხადი მოიცავს სხვადასხვა მიზნისკენ მიმართულ საჩივრებს, თითოეული საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს ცალცალკე, იმის განსასაზღვრად, გამართლებულია თუ არა სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება.
როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარე ჩივის მეორე ხელშემკვრელ მხარეში არსებულ ზოგად საკითხებზე, მისი უპირატესი მიზანია ევროპაში საზოგადოებრივი წესრიგის მოთხოვნა კონვენციის საფუძველზე კოლექტიური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამ გარემოებებში შესაძლოა არ იყოს სათანადო სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა, თუკი ასეთი საჩივარი დაფიქსირდება. თუმცა, როდესაც განმცხადებელი სახელმწიფო აცხადებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მათი მოქალაქეების (ან სხვა დაზარალებულთა) ძირითადი ადამიანის უფლებების დარღვევას, მათი მოთხოვნები არსებითად მსგავსია ინდივიდუალური განაცხადებისა, რომლებიც წარდგენილ იქნა კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე, მაგრამ ასევე საჩივრებისა, რომლებიც წარდგენილია დიპლომატიური დაცვის კონტექსტში. თუკი სასამართლო განიხილავს ამ ტიპის საჩივარს და დაადგენს კონვენციის დარღვევას, სამართლიანი დაკამყოფილების მიკუთვნება შესაძლოა მისაღები იყოს, საქმის კონკრეტული გარემოებებისა და ზემოთ განსაზღვრული კრიტერიუმის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კონვენციის ბუნების თანახმად, ცალკეული პირები და არა სახელმწიფო განიცდის პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანს და “ზარალდება” ერთი ან რამდენიმე კონვენციური უფლების დარღვევით. შესაბამისად, თუკი სახელმწიფოთა შორის საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილება მისაღებია, ეს ყოველთვის უნდა განხორციელდეს ცალკეული დაზარალებულის სასარგებლოდ.
წინამდებარე საქმეზე კვიპროსის ხელისუფლებამ წარადგინა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნები ადამიანთა ორი კონკრეტულად განსაზღვრული და ობიექტურად იდენტიფიცირებადი ჯგუფის კონვენციური უფლებების დაკმაყოფილებასთან მიმართებით: 1 456 დაკარგული პირი და კარპასის ნახევარკუნძულზე დატყვევებული ბერძენი კვიპროსელები. სხვა სიტყვებით რომ აღინიშნოს, სამართლიანი დაკმაყოფილება არ იყო მიმართული სახელმწიფოს უფლებების დარღვევის ანაზღაურებაზე, არამედ ემსახურებოდა ცალკეული დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილებას. ამ გარემოებებში, 41-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი დასაბუთებული იყო.
დადგენილებები: 41-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება გაუჩინარებულ პირებთან დაკავშირებით (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ); 41-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება დატყვევებულ პირებთან მიმართებით (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
(b) არამატერიალური ზიანი – სადავო არ იყო კარპასის მაცხოვრებელთა უმწეობის, სტრესისა და მღელვარების განცდები, რომელთა უფლებებიც კონვენციის მე-3, მე-8, მე-9, მე-10 და მე-13 მუხლებისა და 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საფუძველზე დაირღვა, როგორც ეს ძირითად გადაწყვეტილებაში დადგინდა.
გაუჩინარებულ პირთა გადარჩენილ ნათესავებს მიაკუთვნეს 30 000 000 ევრო და კარპასის ნახევარკუნძულის დატყვევებულ მაცხოვრებლებს - 60 000 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ. აღნიშნული თანხა განმცხადებელ სახელმწიფოს უნდა დაერიგებია ცალკეული დაზარალებულისთვის, რომელთა უფლებების დარღვევაც ამ ორი საფუძვლით ძირითად გადაწყვეტილებაში დადგინდა.
დადგენილება: 90 000 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
(იხილეთ ასევე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), 5310/71, 18 იანვარი, 1978)
* Certain Phosphate Lands in Nauru (Nauru v. Australia), წინასწარი პროტესტი, გადაწყვეტილება, 1992 ICJ Rep.
** ნაურუს საქმეზე, რომელიც განიხილა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ International Court of Justice) განსახილველ დაგვიანებას ადგილი ქონდა სახელმწიფოთა შორისი განაცხადის წარდგენამდე.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy