© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #103
დეკემბერი, 2007
დიკსონი (Dickson) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 44362/04
გადაწყვეტილება 4.12.2007 [დიდი პალატა]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
ხელოვნური განაყოფიერების საშუალებების ხელმისაწვდომობაზე უარი პატიმრისათვის რათა საშუალება ქონოდა გამხდარიყო ბავშვის მამა: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელია დაქორწინებული წყვილი, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს სასჯელის მოხდის პერიოდში ციხის მიმოწერის ქსელის მეშვეობით. ქმარი სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის და მისი გათავისუფლება ვერ მოხდებოდა 2009 წლამდე. მას არ ყავდა შვილები. მისმა მეუღლემ მოიხადა სასჯელი და ყავდა სამი შვილი სხვა ურთიერთობებიდან. განმცხადებლებმა მოითხოვეს ხელოვნური განაყოფიერების ხელმისაწვდომობა, რათა შეძლებოდათ ერთობლივი შვილის ყოლა, ამტკიცებდნენ რა რომ სხვაგვარად ერთობლივ შვილს ვერ იყოლიებდნენ ქმრის შესაძლო გათავისუფლების უახლოესი თარიღისა (2009 წელი) და ცოლის ასაკის (ის დაბადებული იყო 1958 წელს) გათვალისწინებით. სახელმწიფო მდივანმა არ დააკმაყოფილა მათი განცხადება იმ საფუძვლით, რომ მისი ზოგადი პოლიტიკის თანახმად პატიმართა მოთხოვნა ხელოვნურ განაყოფიერებაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს „საგამონაკლისო შემთხვევებში“. უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენდა ის რომ: განმცხადებლების ურთიერთობა არასდროს გამოცდილა ყოველდღიური ცხოვრების ნორმალურ გარემოში, არასაკმარისი რესურსი არსებობდა შესაძლო ჩასახული ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ბავშვსა და დედას ექნებოდათ დახმარების მხოლოდ შეზღუდული ქსელი და ბავშვის მამა ვერ მიიღებდა მონაწილეობას ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილში. ასევე მიჩნეული იყო, რომ იარსებებდა საზოგადო შიში იმის თაობაზე, რომ პატიმრობაში მყოფი პირისათვის ხელოვნური განაყოფიერების გზით ბავშვის მამობის შესაძლებლობის მიცემით მოხდებოდა პირველი განმცხადებლის მიმართ სასჯელის სადამსჯელო და შემზღუდავი ელემენტებისთვის გვერდის ავლა. განმცხადებლების საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კანონმდებლობა: მე-8 მუხლის მოქმედება ვრცელდება ამ შემთხვევაზე, რადგანაც ხელოვნური განაყოფიერების საშუალებებზე ხელმისაწვდომობაზე უარი განმცხადებლების პირად და ოჯახური ცხოვრებას ეხება, რომლის ცნება მოიცავს პატივისცემის უფლებას გადაწყვეტილებაზე, გახდნენ გენეტიკური მშობლები. კონვენციით გათვალისწინებული უფლებები მოქმედებს თავისუფლების აღკვეთისასაც, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გამართლებული იმ საფუძვლით, რომ ის იყო აუცილებელი ან თავისუფლების აღკვეთის განუყოფელი შედეგი, ან უნდა არსებობდეს ადეკვატური კავშირი შეზღუდვასა და პატიმრის გარემოებებს შორის. დაუშვებელია შეზღუდვის დამყარება მხოლოდ იმაზე, თუ რამ შეიძლება შელახოს საზოგადოებრივი აზრი. გადამწყვეტი იყო, არსებობდა თუ არა სამართლიანი ბალანსი კონკურენტულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.
(ა) ინტერესთა კონფლიქტი - განმცხადებლების ინტერესებთან მიმართებით, ეროვნულ დონეზე აღიარებული იყო, რომ ხელოვნური განაყოფიერება მათი ერთადერთი რეალური იმედი იყო ყოლოდათ ერთობლივი შვილი, ცოლის ასაკისა და ქმრის გათავისუფლების თარიღის გათვალისწინებით. აშკარა იყო, რომ ეს იყო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. მოპასუხე სახელმწიფომ საჯარო პოლიტიკასთან მიმართებით სამი არგუმენტი მოიყვანა, კერძოდ კი: ბავშვის ყოლის შესაძლებლობის დაკარგვა თავისუფლების აღკვეთის განუყოფელი და აუცილებელი შედეგი იყო; სასჯელაღსრულების სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობა მნიშვნელოვნად შეიბღალებოდა თუ მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმრებს ბავშვის ჩასახვის შესაძლებლობა მიეცემოდათ და მშობლის ხანგრძლივად არ ყოფნა უარყოფითად აისახებოდა როგორც ბავშვზე, ისე საზოგადოებაზე. პირველ არგუმენტთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ ბავშვის ჩასახვის შეუძლებლობა თავისუფლების აღკვეთის შედეგია, ის არ წარმოადგენს განუყოფელ შედეგს, რადგანაც არ იყო არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ხელოვნური განაყოფიერების შესაძლებლობის შექმნა სახელმწიფოსთვის იწვევდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ან მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ან ფინანსურ საჭიროებებს. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას, აღიარა რა, რომ დასჯა კვლავ არის სასჯელის ერთერთი მიზანი, სასამართლომ ხაზი გაუსვა ევროპული სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის განვითარებას თავისუფლების აღკვეთის რეაბილიტაციის მიზნის მნიშვნელობის საგრძნობი ზრდის კუთხით, კერძოდ კი გრძელვადიანად თავისუფლების აღკვეთის დასრულებასთან მიმართებით. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ევალება უზრუნველყოს ბავშვების ეფექტიანი დაცვა, ეს არ შეიძლება ისე შორს წავიდეს, რომ მშობლებს შეეზღუდოთ მცდელობა ჩასახონ ბავშვი ისეთ გარემოებებში, როგორც ეს განმცხადებლების შემთხვევაში იყო, განსაკუთრებით მაშინ როცა ცოლი თავისუფლებაზე იმყოფებოდა და შეეძლო ეზრუნა შვილზე, რომელიც ქმრის გათავისუფლებამდე ჩაისახებოდა.
(ბ) ინტერესთა კონფლიქტის დაბალანსება და თავისუფალი შეფასების ფარგლები - მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ის სფერო, სადაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს ქონდა თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები, სასამართლომ აღიარა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანში არსებული პროგრესი საქორწინო პაემანებთან მიმართებით, რაც ხელოვნური განაყოფიერების საჭიროებას ხსნის, თუმცა ჯერ არ განუმარტავს კონვენცია როგორც მოთხოვნა მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, შექმნან ასეთი ვიზიტების სამართლებრივი საფუძველი. თუმცა არსებულმა საჯარო პოლიტიკამ ეფექტიანად გამორიცხა კონკურენტული ინდივიდუალური და საჯარო ინტერესების შეფასება და თავიდან აიცილა ცალკეულ საქმეზე შეზღუდვის პროპორციულობის შეფასება. კერძოდ კი, მან არაჩვეულებრივად მაღალი „გამონაკლისობის“ ტვირთი დააკისრა განმცხადებლებს ხელოვნურ განაყოფიერებასთან მიმართებით, ვინაიდან მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ხელოვნური განაყოფიერების საშუალებათა ხელმისაწვდომობის აკრძალვას შეეძლო საერთოდ გამოერიცხა ჩასახვა და რომ მათი საქმის გარემოებები „საგამონაკლისო“ იყო კონკრეტული კრიტერიუმის მნიშვნელობისთვის. თუმცა საჯარო პოლიტიკამ იმდენად მაღალი სტანდარტი შექმნა, რომ არ იყო შესაძლებელი სახელმწიფო სამდივნოს ან ეროვნული სასამართლოების მხრიდან კონკურენტული ინტერესების დაბალანსება ან შეზღუდვის პროპორციულობის შეფასება. არც ის ჩანდა, რომ დაბალანსების ეს სავარჯიშო ან პროპორციულობის შეფასება განხორციელდა საჯარო პოლიტიკის განსაზღვრის მომენტისთვის. ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფზე შეიძლება ქონოდა გავლენა, არაფერს ცვლიდა ამ შეთხვევაში. ასეთი შეფასების არ არსებობა ნებისმიერი მისაღები თავისუფალი შეფასების ფარგლების გარეთ უნდა იყოს განხილული იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონკურენტულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი არ დაირღვევა.
დადგენილება: დარღვევა (თორმეტი ხმა ხუთის წინააღდეგ).
41-ე მუხლი - 5000 ევრო ერთობლივად არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy