© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #108
მაისი, 2008
დედოვსკი და სხვები (Dedovskiy and Others) რუსეთის წინააღმდეგ - 7178/03
გადაწყვეტილება 15.5.2008 [I სექცია]
მე-3 მუხლი
წამება
არასათანადო მოპყრობა და დაკავებულთა მიმართ ხელკეტების გაუმართლებელი გამოყენება, ასევე ეფექტური გამოძიების არ არსებობა: დარღვევა
ფაქტები: 2001 წელს გამასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდისას შვიდ განმცხადებელს მოექცნენ არასათანადოდ და სცემეს ხელკეტებით ვარიაგის ჯგუფმა - სპეციალური დანაყოფი, რომელიც შეიქმნა დაკავების ადგილებში წესრიგის დასამყარებლად. ეს ჯგუფი სავარაუდოდ გამოიძახეს გამასწორებელ კოლონიაში იმ პატიმართა დასაშინებლად, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფების ლიდერმა შეაგულიანა, ჩაბმულიყვნენ ამბოხში. ჯგუფს ქონდა დავალება, დაემყარებინა წესრიგი პატიმართა პირადი ჩხრეკისა და კოლონიის ყველა საცხოვრებელი შენობის ჩხრეკით. მთელს ჯგუფს, მეთაურის გარდა, ქონდათ ნაქსოვი ნიღბები, ეცვათ კამუფლაჟის ფორმები მათი რანგის მითითების გარეშე და შეიარაღებული იყვნენ რეზინის ხელკეტებით. არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საჩივრების უმრავლესობაზე შეწყდა სისხლის სამართლის საქმეთა წარმოება იმ საფუძვლით, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა „ობიექტური ინფორმაცია“ ვარაუდის დასადასტურებლად. მეთაურისა და მის დაქვემდებარებულთა წინააღმდეგ ძალის გადამეტების ბრალდებაც შეწყდა მტკიცებულებათა არ არსებობის საფუძვლით.
კანონმდებლობა
მე-3 მუხლი - (ა) მატერიალური მხარე: ჯგუფის ოპერაციის არადისკრიმინაციული ბუნების გათვალისწინებით, რომელიც გავრცელდა კოლონიის მთელს ტერიტორიაზე და არ შეხებია მხოლოდ კონკრეტულ პატიმრებს და მოპასუხე სახელმწიფოს მიერ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების აღიარების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა აუცილებელი სტანდარტი იმისა, რომ განმცხადებლები დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას, რაზეც ისინი ჩიოდნენ. ხელკეტების გამოყენებას არ ქონდა სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობაში. სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ კანონი უშვებდა რეზინის ხელკეტების გამოყენებას გარკვეულ პირობებში, მაგალითად, თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, საერთო არეულობის ჩასახშობად და იმ პატიმრების შესაპყრობად, რომლებიც გამუდმებით ეწინააღმდეგებოდნენ და არ ემორჩილებოდნენ ოფიცრებს. თუმცა, არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა განმცხადებლების მხრიდან ოფიცრებზე ან სხვა პატიმრებზე თავდასხმას. ცემა განხორციელდა უფრო ინდივიდუალურად, ვიდრე კოლექტიურად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე განმცხადებელი სავარაუდოდ არ დაემორჩილა ან წინააღმდეგობა გაუწია ოფიცრების მითითებას, არანაირი მცდელობა არ ყოფილა მათ დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ოფიცრებს შესაძლოა სჭირდებოდათ ფიზიკური ძალის გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში, მათ მოქმედება განმცხადებლების მხრიდან დარღვევებთან შეფარდებით მნიშვნელოვნად არაპროპორციული იყო და აშკარად შეუსაბამო, იმ მიზნებისა, რისი მიღწევაც მათ სურდათ. აშკარა იყო, რომ პატიმრის ხელკეტით ცემა არ ემსახურებოდა ჩხრეკის ჩატარების ხელშეწყობას. ამ ვითარებაში, ხელკეტების გამოყენება მხოლოდ რეპრესიისა და ფიზიკური დასჯის ფორმა იყო. ეს არაპროპორციული რეაგირება უფრო მეტად გამაოგნებელი იყო იმ განმცხადებელთა შემთხვევაში, რომელთაც უბრალოდ უარი განაცხადეს საკუთარი სახელის დასახელებასა და ტანსაცმლის გამოცვლაზე. შედეგად ჯგუფმა თვითნებურ და უპასუხო ძალადობას მიმართა, შიშისა და დამცირების გრძნობის დასანერგად, რაც გატეხავდა განმცხადებლების ფიზიკურ ან მორალურ სიმტკიცეს, მორალურად გაანადგურებდა მათ და აიძულებდა დანებებას. ხელკეტით ცემა გამოიწვევდა ფსიქიკურ და ფიზიკურ ტანჯვას რაც წამების ტოლფასია.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
(ბ) პროცედურული მხარე: სისხლის სამართლის საქმისწარმოება დაიწყო ამ მოვლენიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ინციდენტის შემდეგ მალევე განმცხადებლებს ჩაუტარდათ სამედიცინო დათვალიერება, რადგანაც წარმოდგენელი ჩანაწერები მიუთითებს მხოლოდ შემდგომ დათვალიერებაზე. „ობიექტური“ მტკიცებულების, როგორიც არის სამედიცინო ჩანაწერები, არ არსებობა მართლაც წარმოადგენს საფუძველს, მომჩივანთა უმრავლესობის მიმართ პროცედურების დაუცველობის მისაჩნევად. ხელკეტების გამოყენების შესახებ ანგარიშები არ მიუთითებს კონკრეტულად რომელმა ოფიცრებმა გამოიყენეს ისინი. ჯგუფისთვის ნაქსოვი ნიღბების და მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არ მქონე ფორმის ტარების ნების დართვით სახელმწიფო ორგანოებმა წინასწარი შეცნობით შეუძლებელი გახადეს დაზარალებულთა მიერ მათი ამოცნობა. სწორედ ეს გარემოება გახდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის მთავარი საფუძველი. მსგავსად ამისა, სასამართლოებმაც არ გამოიჩნეს რაიმე მიზანმიმართული მცდელობა, პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად. უფრო მეტიც, მაშინ როცა რაიონულმა სასამართლომ გაამართლა მეთაური, რადგანაც მან სათანადოდ უზრუნველყო მის დაქვემდებარებულთა კანონიერი მოქმედება, რეგიონულმა სასამართლომ ის გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან იმ საფუძვლით, რომ მას არ შეეძლო ან არ იყო ვალდებული გაეკონტროლებია მისი ოფიცრები მისი არყოფნის პერიოდში. შესაბამისად [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მიუთითა ეროვნული სასამართლოების მიგნებებს შორის აშკარად თვალშისაცემ წინააღმდეგობაზე. უფრო მეტიც, განმცხადებლების უფლება ეფექტური მონაწილეობა მიეღოთ გამოძიებაში, არ იყო დაცული. გამომძიებელმა პირადად არც კი მოუსმინა განმცხადებლებს ან სხვა დაზარალებულებს და არც კი განიხილა მოვლენების მათეული აღწერის გათვალისწინება თავის გადაწყვეტილებაში. არც იმის მტკიცებულება არსებობდა, რომ პროკურორის გადაწყვეტილებების ასლები განმცხადებლებს სათანადოდ გადაეცემოდა. შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის შესახებ განმცხადებლების მითითებაზე გამოძიება არ იყო გულმოდგინე, ადეკვატური ან ეფექტიანი.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მე-13 მუხლი - მიუხედავად იმისა, რომ რუსულ საერთო სასამართლოებს თეორიულად ჰქონდათ საქმის დამოუკიდებელი შეფასების უფლებამოსილება, პრაქტიკულად მანამდე განხორციელებული გამოძიების მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ თვით ყველაზე დამაჯერებელი საპირისპირო მტკიცებულებაც კი არ იქნება გათვალისწინებული და ეს საშუალება მხოლოდ თეორიული და ილუზორულია. სისხლის სამართალწარმოება შეწყდა და შესაბამისად, სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალების, მათ შორის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმატებით გამოყენების შანსები შეზღუდული იყო. შესაბამისად, განმცხადებლებს ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე არ ქონდათ სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები, რათა მოეთხოვათ კომპენსაცია არასათანადო მოპყრობისთვის, რაც მათ განიცადეს.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 38.1.a - მიუხედავად მრავალჯერ მოთხოვნისა, მოპასუხე სახელმწიფომ უარი განაცხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებების კანონთან შესაბამის მოქმედებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ანგარიშის წარდგენაზე. ეს ანგარიში შეიცავდა მტკიცებულებას, რომელიც გადამწყვეტი იყო საქმეზე ფაქტების დადგენისთვის. მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტები უართან დაკავშირებით არაადეკვატური იყო. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ არ შეასრულა მისთვის 38.1.a მუხლით დაკისრებული მოვალეობები.
დადგენილება: შეუსრულებლობა (ერთხმად).
41-ე მუხლი - სასამართლო განსაზღვრავს 10 000 ევროს თითოეული განმცხადებლის სასარგებლოდ არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy