© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე დელ რიო პრადა ესპანეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 42750/09)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
21 ოქტომბერი 2013
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
მოცემულ საქმეში დელ რიო პრადა ესპანეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიმელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ელიზაბეტ შტაინერი,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლუის ლოპეზ გერა,
ლედი ბიანკუ,
ან პაუერ-ფორდი,
იშილ კარაკაში,
პოლ ლემენსი,
პოლ მაჰონი,
ალეშ ჯეჩალი,
იოან სილივში,
ვალერიუ გრიტკო,
ფარიზ ვეჰაბოვიჩი, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოილი, სასამართლოს განმწესრიგებელი
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2013 წლის 20 მარტსა და 12 სექტემბერს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 42750/09) ესპანეთის სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 3 აგვისტოს სასამართლოში წარმოადგინა ესპანეთის მოქალაქემ, ქალბატონმა ინეს დელ რიო პრადამ ("მომჩივანი").მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ ბ-ნი ს. სვარუპის, ბ-ნი მ. მიულერისა და ბ-ნი მ. ივერსის მიერ, ადვოკატები, რომლებიც პრაქტიკას ლონდონში ეწევიან. ბ-ნი დ. რუგეი, ადვოკატი, საქმიანობს ბაიონში, ქ-ნი ა. იზკო არამენდია, ადვოკატი, მოღვაწეობს პამპლონაში, ხოლო ბ-ნი უ. აიარცა აზურტცა, ადვოკატი, კი სან სებასტიანში. ესპანეთის მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი გახლდათ , ბ-ნი სანზ განდაზეგისა და მისი თანაწარმოამდგენლის, ბ-ნი სალამა სალამას, სახელმწიფო მრჩეველი, მიერ.მომჩივანი აცხადებდა, რომ 2008 წლის 3 ივლისის შემდეგ მისი განგრძობადი დაპატიმრება არც „კანონიერი“ გახლდათ და არც „კანონით განსაზღვრული პროცედურის“ შესაბამისი იყო, როგორც ამას ითხოვდა კონვენციის 5 § 1 მუხლი. მე-7 მუხლის საფუძველზე, იგი ასევე ჩიოდა მასზედ, რომ, მისი აზრით, უზენაესი სასამრთლოს მიერ მიღებული ახალი მიდგომა მის მიმართ გამოყენებული იქნა უკუძალით მსჯავრდების შემდეგ, რის შედეგადაც პატიმრობის ვადა თითქმის ცხრა წლით გაიზარდა.საჩივარი გადაეცა სასამართლოს მესამე სექციას (სასამართლოს რეგლამეტის მუხლი 52 § 1). 2009 წლის 19 ნოემბერს მესამე სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა საჩივრის შესახებ შეეტყობინებინა მთავრობისათვის. ასევე გადაწყდა, რომ დასაშვებობისა და საქმის არსებითი მხარის განხილვა განხორციელდებოდა ერთდროულად (კონვენციის მუხლი 29 § 1). 2012 წლის 10 ივლისს მოცემული პალატის სექციამ, რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან: ჯოზეფ კასადევალი, პრეზიდენტი, კორნელიუ ბირსანი, ალვინა გიულუმიანი, ეხბერტ მეიერი, იან შიკუტა, ლუის ლოპეზ გერა და ნონა წოწორია, მოსამართლეები და სანტიაგო კესადა, სექციის განმწესრიგებელი მიიღს გადაწყვეტილება. მათ ერთხმად დაადგინას კონვენციის მე-7 და მე-5§ 1 მუხლებით წარმოდგენილი საჩივარი დასაშვებად, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი კი მიუღებლად სცნეს, შემდეგ კი და დაადგინეს ხსენებული დებულებების დარღვევა.2012 წლის 4 ოქტომბერს სასამართლომ მიიღო მთავრობის მოთხოვნა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ. 2012 წლის 22 ოქტომბერს დიდი პალატის კოლეგიამ გადაწყვიტა საქმე დიდი პალატისათვის (კონვენციის 43-ე მუხლი) გადაეცა.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 § § 4 და 5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით.მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებანი საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით (რეგლამენტის მუხლი 59 § 1).ამასთანავე, მესამე მხარის კომენტარები წარმოდგენილ იქნა იურისტთა საერთაშორისო კომისიიდან ქ-ნი როისინ პილაის მიერ, რომელსაც პრეზიდენტმა მისცა უფლება ჩართულიყო წერილობით პროცედურაში (კონვენციის მუხლი 36 § 2 და რეგლამენტის მუხლი 44 § 3).მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 20 მარტს (რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით:
ბ-ნი ი. სალამა სალამა,თანაწარმომადგენელი
ბ-ნი ფ. სანზ განდასეგი, წარმომადგენელი,
ბ-ნი ხ. რეკენა ჯულიანი
ბ-ნი ხ. ნისტალ ბურონი,მრჩევლები;
(ბ) მომჩივნის სახელით:
ბ-ნი მ. მიულერი,
ბ-ნი ს. სვარუპი,
ბ-ნი მ. ივერსი,ადვოკატი,
ბ-ნი დ. რუგე,
ქ-ნი იზკო არამენდია,
ბ-ნი უ. აირცა აზურცა,მრჩევლები;
სასამართლომ მოუსმინა ბ-ნი მიულერის, ბ-ნი სვარუპის, ბ-ნი ივერსისა და ბ-ნი სალამა სალამას გამოსვლებს, ისევე როგორც პასუხებს ბ-ნი მიულერის, ბ-ნი სვარუპის, ბ-ნი ივერსისა და ბ-ნი სანზ განდასეგის პასუხებს მის შეკითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანიმომჩივანი დაიბადა 1958 წელს. ამჯამად იგი სასჯელს იხდის გალიციის რეგიონის ციხეში.Audiencia Nacional-ის წინაშე (სასამართლო, რომელიც მადრიდში მდებარეობს და, სხვა მრავალს შორის, განიხილავს ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებს) წარმოდგენილ რვა შემთხვევაზე მიმდინარე სისხლის სამართლის სამართალწარმოების შედეგად, მომჩივანს მიესაჯა შემდეგი:
- 1988 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით N. 77/1988: ტერორისტული დაჯგუფების წევრობა - რვა წლით თავისუფლების აღკვეთა; იარაღის უკანონო ფლობა - შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა; ასაფეთქებელ ნივთიერებათა ფლობა - რვა წლით თავისუფლების აღვეთა; დოკუმენტების გაყალბება - ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენება- ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა;
- 1989 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით N. 8/1989: ქონების დაზიანება სხეულის მძიმე დაზიანების ექვს შემთხვევასთან ერთობლიობაში, ერთი სხეულის დაზიანება და ცხრა შემთხვევაში მსუბუქი დაზიანებანი- თექვსმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა;
- 1989 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით N. 43/1989: სასიკვდილო თავდასხმა და მკვლელობა -ოცდაორი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველი დანაშაულისათვის;
- 1989 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით N. 54/1989 სასიკვდილო თავდასხმისათვის- ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა; თერთმეტი მკვლელობისათვის - ოცდაცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველი მკვლელობისათვის; სამოცდათვრამეტი მკვლელობის მცდელობა -ოცდაოთხი წელი ყოველი შემთხვევისათვის, ქონების დაზიანება- თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. Audiencia Nacional-მა დაადგინა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლის მიხედვით, რომ მაქსიმალური საპატიმრო ვადა (condena) უნდა ყოფილიყო ოცდაათი წელი.
- 1989 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით N. 58/1989: სასიკვდილო თავდასხმა და ორი მკვლელობა- ოცდაცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველი დანაშაულისათვის. Audiencia Nacional-მა დაადგინა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლის მიხედვით, რომ მაქსიმალური საპატიმრო ვადა (condena) უნდა ყოფილიყო ოცდაათი წელი.
- 1990 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით N. 75/1990: სასიკვდილო თავდასმა- ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა; ოთხი მკვლელობა - ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველი შემთხვევისათვის; თერთმეტი მკვლელობის მცდელობა- ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველი შემთხვევისათვის და ტერორიზმი- რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. გადაწყვეტილება აღნიშნავდა, რომ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლი;
- 1995 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება N. 29/1995: სასიკვდილო თავდასხმა ოცდარვა წლით თავისუფლების აღკვეთა და მკვლელობის მცდელობისათვის ოცი წლითა და ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ ისევ მოიხმო სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი ზღვარი.
- 2000 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება N. 24/2000: თავდასხმა მკვლელობის მიზნით -ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა; მკვლელობა- ოცდაცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა; ჩვიდმეტი მკვლელობის მცდელობა- ოცდაოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველი შემთხვევისათვის; ქონების დაზიანება- თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ საპატიმრო ვადა არ უნდა აჭარბებდეს 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ ზღვარს. იმის განსაზღვრისას, თუ რომელი სისხლის სამართალი გამოიყენებოდა (1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის, თუ მოგვიანებითი, 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) Audiencia Nacional-მა აღნიშნა, რომ უფრო მსუბუქი კანონმდებლობა დგინდებოდა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით, რადგან მაქსიმალური საპატიმრო ვადა, კოდექსის 70.2 მუხლის მიხედვით, მე-100 მუხლში მოცემულ სავალდებულო შრომით შემცირებულ პატიმრობასთან ერთად, უფრო მცირე იყო.მთლიანობაში, 1982-1987 წლებში ჩადენილი დანაშაულებისათვის მომჩივანს მიესაჯა მთლიანობაში 3000 წელზე მეტი წლით პატიმრობა.1987 წლის 6 ივლისიდან 1989 წლის 13 თებერვლამდე მომჩივანი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და დაიწყო პირველი სასჯელის მოხდა 1989 წლის 14 თებერვალს მსჯავრდების შემდეგ.2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით Audiencia Nacional-მა შეატყობინა მომჩივანს, რომ იმ დანაშაულების სამართლებრივი და ქრონოლოგიური კავშირი, რომლისთვისაც იგი სასჯელს იხდიდა, იძლეოდა მათი შეკრებითობის (acumulación de penas) საშუალებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (Ley de Enjuiciamiento Criminal) 988-ე მუხლისა და 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლთან ერთობლიობით. Audiencia Nacional-მა სასჯელის შეკრებითობით მომჩივანის სასჯელი განსაზღვრა ოცდაათი წლით.2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით Audiencia Nacional-მა დაადგინა თარიღი, როდესაც მოხდებოდა მომჩივნის სასჯელის სრული მოხდა (liquidación de condena) - 2017 წლის 27 ივნისი.2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, მურსიას ციხის, სადაც სასჯელს იხდიდა მომჩივანი, ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა რა მომჩივნის 3,282 დღით სასჯელის შემცირების უფლება მის მიერ გაწეული შრომის საფუძველზე, შესთავაზა Audiencia Nacional-ს მისი გათავისუფლება 2008 წლის 2 ივლისს. მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა სასამართლოსათვის წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ციხის, საკნისა და საერთო ზონის გასუფთავებისა და უნივერსიტეტში სწავლის გამო მომჩივანს მიეცა ჩვეულებრივი და გამონაკლისი სასჯელის შემცირების საშუალებანი იმ მოსამართლეების გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სასჯელის აღსრულებაზე (Jueces de Vigilancia Penitenciaria პირველ ინსტანციაში და Audiencia Provinciales აპელაცისას) 1993, 1994, 1997, 2002, 2003 და 2004 წლებში.თუმცა, 2008 წლის 19 მაისს Audiencia Nacional-მა არ დააკმაყოფილა შემოთავაზება და სთხოვა ციხის ადმინისტრაციას წარმოედგინა მომჩივნის გათავისუფლების ახალი თარიღი უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წლის 28 თებერვალს გადაწყვეტილებით N. 197/2006 დადგენილი ახალი პრეცედენტის (ცნობილი როგორც „ფეროთ დოქტრინა“) გათვალისწინებით. მოცემული ახალი მიდგომის მიხედვით სასჯელის შესწორება (beneficios) და შემსუბუქება აღარ ვრცელდებოდა ოცდაათწლიან მაქსიმალურ სასჯელზე არამედ ეხებოდა შემდგომ სასჯელს (იხ. „შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა“, პარაგრაფები 39-42 ქვემოთ).Audiencia Nacional-მა განმარტა, რომ მოცემული ახალი მიდგომა ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც მსჯავრდებული იყვნენ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე და რომელთა მიმართაც, შესაბამისად, გამოყენებული იყო 70.2 მუხლი. რადგანაც მომჩივანი სწორედ ამგვარ პირს წარმოადგენდა, გათავისუფლების თარიღის ცვლილება მასზე შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო.მომჩივანმა გაასაჩივრა (súplica) მოცემული გადაწყვეტილება. იგი დავობდა, რომ inter alia უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენება მომჩივნისადმი არღვევდა უკუძალის აკრძალვის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნაკლებად ხელსაყრელი სისხლის სამართლის დებულებანი არ უნდა გავრცელდეს მსჯავრდებულზე, რადგან მაქსიმალური ვადის, ანუ ოცდაათი წლის ნაცვლად, სასჯელის შემცირება პატიმრობის დროს გაწეული შრომის გამო უნდა გავრცელებულიყო ყოველ შეფარდებულ სასჯელზე. შედეგად, მომჩივანი დავობდა, რომ მისი რეალური პატიმრობის ვადა გაიზრდებოდა თითქმის ცხრა წლით. სასამართლოს არ შეუფასებია აპელაციის შედეგი.2008 წლის 23 ივნისის ბრანებით, ციხის ადმინისტრაციის ახალი შეთავაზების საფუძველზე Audiencia Nacional-მა მომჩივნის საბოლოო გათავისუფლების (licenciamiento definitivo) თარიღად შესთავაზა 2017 წლის 27 ივნისი.მომჩივანმა წარმოადგინა súplica აპელაცია 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე. 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით Audiencia Nacional-მა არ დააკმაყოფილა მომჩივნის აპელაცია, განმარტა რა, რომ საქმე ეხებოდა არა საპატიმრო სასჯელის ლიმიტებს, არამედ იმას, თუ რამდენად მოხდებოდა სასჯელის შემცირების გამოყენება პატიმრის გათავისუფლების ვადის განსაზღვრისას. ამგვარი შემცირებანი შესაბამისად, უნდა გამოყენებულიყო ყოველ სასჯელზე ინდივიდუალურად. დაბოლოს, Audiencia Nacional-მა მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის უკუძალის აკრძალვის დარღვევას მოცემულ საქმეში, რადგან სისხლის სამართლის მოხმობილი ნორმები უკვე ძალაში იყო მაშინ, როდესაც მოხდა მისი გამოყენება.დაეფუძნა რა მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-17 ( თავისუფლების უფლება), 24-ე (ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება) და 25-ე (კანონიერების პრინციპი) მუხლებს მომჩივანმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა amparo აპელაცია. 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად სცნო იმის გამო, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა მისი საჩივრების კონსტიტუციური რელევანტურობა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
....
სამართალი
I. კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევამომჩივანი აცხადებდა, რომ ის, რაც მისი აზრით წარმოადგენდა უზენაესი სასამართლის პრაქტიკიდან გადახვევის უკუძალით გამოყენებას მას შემდეგ რაც მოხდა მისი მსჯავრდება და რამაც გამოიწვია მისი საპატიმრო ვადის ცხრა წლით გაზრდა არღვევდა კონვენციის მე-7 მუხლს, რომელიც მიუთითებს შემდეგს:
„1. არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს.
2. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის ნებისმიერი პირის გასამართლებასა და დასჯას რომელიმე მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის მიიჩნეოდა დანაშაულად ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით.“
ა. პალატის გადაწყვეტილება
2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით პალატამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას.მოცემული გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, როდესაც, პირველ რიგში აღინიშნა, რომ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებანი, რომელიც ვრცელდებოდა სასჯელის შემცირებასა და პირის მიერ მოსახდელი პატიმრობის მაქსიმალურ ვადაზე - კერძოდ, მოცემული კოდექსის მიხედვით 30 წელზე - გარკვეულწილად ბუნდოვანი იყო; პრაქტიკაში ციხის ადმინისიტრაცია და ესპანეთის სასამართლოები მაქსიმალურ პატიმრობის ვადას განიხილავდნენ როგორც ახალ, დამოუკიდებელ სასჯელს, რომელზეც შესაძლებელ იყო თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირება პატიმრობის დროს სამუშაოს შესრულების შემთხვევაში. მან დაასკვნა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის და სასჯელების შეკრებითობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას (2000 წლის 30 ნოემბერს) შესაბამისი ესპანური კანონი, მთლიანობაში, მათ შორის სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკმარისი სიცხადით იყო ფორმულირებული და აძლევდა მომჩივანს საშუალებას გონივრულობის ფარგლებში დაედგინა შეფარდებული სასჯელი და მისი აღსრულების ფორმა (§ 55 გადაწყვეტილება, სქოლიოთი, განსხვავება, იხ. საქმეში Kafkaris v. Cyprus [GC], no 21906/04, § 150, ECHR 2008).ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ მომჩივნის საქმეში უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წელს გაკეთებულმა ახალმა ინტერპრეტაციამ მასზედ, თუ როგორი სასჯელი უნდა შემცირებულიყო, გამოიწვია, უკუძალით, მომჩივნის თავისუფლების აღკვეთის ვადის გახანგრძლივება თითქმის ცხრა წლით, ჩამოართვა რა მას თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირების საშუალება პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოს საფუძველზე, უფლება, რომელიც მას აქამდე გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული ზომა ეხებოდა არა მარტო მომჩივნის მიერ სასჯელის მოხდას, არამედ ასევე ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა „სასჯელის“ მასშტაბზე მე-7 მუხლის გაგებით (იხ. გადაწყვეტილების პარაგრაფი 59).ასევე, პალატამ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს შეცვლილი მიდგომა არ ეფუძნებოდა სასამრთლო პრაქტიკას და რომ მთავრობამ თავადვე აღნიშნა, რომ ციხეებისა და სასამართლოების აქამდე არსებული პრაქტიკა უფრო ხელსაყრელი იქნებოდა მომჩივანისათვის. მათ მიუთითეს, რომ წინარე მოქმედი პრაქტიკიდან გადახვევა დაიწყო 1995 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გააუქმა სასჯელის შემცირება საპატიმროში შესრულებული სამუშაოს გამო და მიიღო ახალი - უფრო მკაცრი - წესები სასჯელის ცვლილებებთან დაკავშირებით იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიან რამდენიმე გრძელვადიანი პატიმრობის ფორმით. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, უკუძალითა და კონკრეტული პირის საზიანოდ, არ უნდა გამოიყენონ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ამოქმედებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა (გადაწყვეტილება პარა. 62). გადაწყვეტილება ასკვნიდა, რომ რთული ან თითქმის შეუძლებელი იყო მომჩივანს, დანაშაულის ჩადენის დროისათვის, ისევე როგორ მაშინ, როდესაც მოხდა დანაშაულების შეკრება და მაქსიმალური ვადის განსაზღვრა, გაეთვალისწინებინა, რომ უზენაესი სასამართლო გადაუხვევდა მოქმედ პრაქტიკას 2006 წელს და შეცვლიდა სასჯელის შემცირების წესებს და რომ მოცემული გადახვევა არსებული პრაქტიკიდან გამოიყენებოდა მის შემთხვევაში და რომ მისი თავისუფლების აღვეთის ვადა, შესაბამისად, გაგრძელდებოდა (გადაწყვეტილების პარა. 63).
ბ. მხარეთა არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
1. მომჩივანიმომჩივანმა აღნიშნა, რომ 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ოცდაათწლიანი ვადა, სასჯელების გაერთიანება და მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადაზე ზედა ზღვარის ლიმიტის დაწესება უტოლდებოდა ახალ სასჯელს და/ან სასჯელის საბოლოო განსაზღვრას. იგი ეთანხმებოდა პალატის დასკვნას, რომ იმ დროისათვის მოქმედი პრაქტიკა მას ანიჭებდა ლეგიტიმურ მოლოდინს მასზედ, რომ თავისუფლების აღმკვეთი სასჯელის მოხდისას, 1987 წლიდან შესრულებული სამუშაო მას აძლევდა სასჯელის შემცირების უფლებას და გამოიყენებოდა პატიმრობის მაქსიმალურ ოცდაათწლიან ვადაზე.ამის გათვალისწინებით, მან აღნიშნა, რომ მის შემთხვევაზე უზენაესი სასამართლოს მიერ არსებული პრაქტიკიდან გადახვევა გადაწყვეტილებაში N. 197/2006 წარმოადგენდა დამატებითი სასჯელის უკუძალით გამოყენებას, რომელიც ვერ განისაზღვრება როგორც ზომა, რომელიც მხოლოდ სასჯელის აღსრულებასთანაა კავშირში. მოცემული შეცვლილი მიდგომის შედეგად, 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ოცდაათწლიანი სასჯელის მოხდა, რომლის შესახებაც მომჩივანმა შეტყობინება იმავე დღეს მიიღო, შეწყდა როგორც ახალი, დამოუკიდებელი და/ან საბოლოო სასჯელისა იმ სხვადასხვა სასჯელებთან ერთად, რომელიც მას შეეფარდა 1988-2000 წლებში (სულ სამი ათასზე მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა) რვა სასამართლო პროცესის ფარგლებში, და გარკვეულწილად, აღსდგა მანამდე არსებული მიდგომა. მომჩივანმა აღნიშნა, რომ ესპენეთის სასამართლოებმა სასჯელის შემცირების გამოყენებით მისი ყოველი სასჯელისადმი ინდივიდუალურად, ჩამოართვეს მას გამომუშავებული სასჯელის შემცირების უფლება და დაუმატეს პატიმრობის ცხრა წელი. ამგვარად მოქმედებით, მოცემულმა სასამართლომ არა მხოლოდ შეცვალა სასჯელის შემცირების წესები, არამედ ხელახლა განსაზღვრა და/ან არსობრივად შეცვალა ის „სასჯელი“, რომელიც უნდა მოეხადა მომჩივანს.მომჩივანი აცხადებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ პრაქტიკიდან გადახვევა გადაწყვეტილებაში 197/2006 არ იყო გონივრულად განჭვრეტადი წინარე პრაქტიკის გადასახედიდან და მის ვითარებაში მყოფ პირებს ართმევდა პატიმრობისას შრომის საფუძველზე სასჯელის შემცირების უფლებას, რომელიც მოცემული იყო 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსში. მომჩივნის მიხედვით, მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ახალი, 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამოყენება მის საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის შემმუშავებლების მიზანი იყო 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელის შემცირების უფლების შენარჩუნება იმ პირთათვის, რომლებსაც მსჯავრი წინა კოდექსით შეეფარდათ.ალტერნატივის სახით, უდავო გახლდათ ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ დანაშაულების ჩადენის მომენტისთვის ესპანური კანონმდებლობა არ იყო ფორმულირებული საკმარისი სიცხადით იმისათვის, რომ მას განეჭვრიტა, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გონივრულობის ფარგლებში სასჯელის მასშტაბი და მისი აღსრულების ფორმა (მომჩივანმა მოიხსენია საქმე Kafkaris, ციტირებული ზეოთ, 150). მომჩივნის მიხედვით, 1973 წლის კოდექსი ბუნდოვანი იყო და არ აკონკრეტებდა წარმოადგენდა ოცდაათწლიანი თავისუფლების აღკვეთა ახალ, დამოუკიდებელ სასჯელს თუ არსებობას განაგრძობდა ყოველი ცალკეული სასჯელი და ადგილი ჰქონდა მათ გაერთიანებას და თუ რომელ სასჯელზე მოხდებოდა შრომის შედეგად სასჯელის შემცირების წესის გამოყენება. გადაწყვეტილება N. 197/2006 არ განმარტავდა სასჯელის განსაზღვრის საკითხს, რადგან უზენაესმა სასამართლომ აშკარად არ გადადო 1990 წლის 25 მაისის ბრძანება, რომელშიც სისხლის სამართლის 1973 წლის კოდექსის 70.2 მუხლით მოხდა სასჯელის განსაზღვრა.
ამასთანავე, ისევ ძალაში რომ ყოფილიყო მოცემული ბრძანება, მაშინ, Audiencia Nacional-ი ვალდებული იქნებოდა აერჩია თუ რომელი სასჯელისათვის, არსებულთა შორის, მოხდებოდა პოტენციური სასჯელის შემცირების გამოყენება, კერძოდ, ოცდაათწლიანი მაქსიმალური ვადისა თუ ყოველი კონკრეტული სასჯელისათვის. საქმე Scoppola v. Italy (no. 2) მიხედვით ([GC], no. 10249/03, 17 სექტემბერი 2009), Audiencia Nacional-ი ვალდებული იქნებოდა გაეთვალისწინებინა კონკრეტული საქმის გარემოებანი და გამოეყენებინა უფრო ნაკლებად მკაცრი სამართალი.ასევე, განსხვავება სასჯელსა და მის აღსრულებას შორის არ იყო პრაქტიკაში ჯეროვნად ნათელი. მთავრობა, მაშინ როდესაც ეფუძნებოდა მოცემულ განსხვავებას, ვალდებული იყო ეჩვენებინა, რომ სხვაობა მოცემულ საქმეზეც გავრცელდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუნდოვანება გამოწვეული იყო სახელმწიფოს მიერ კანონებისა თუ პრაქტიკის არაჯეროვანი შემუშავების გამო. მოცემული საქმე უნდა განსხვავდეს იმ საქმეებისაგან, რომელიც ეხებოდა ვადამდელი გათავისუფლების შესახებ დისკრეციულ ზომებსა თუ იმ ზომებს, რომელიც არ იწვევდა სასჯელის გადახედვას (მომჩივანმა მოიხმო საქმე Hogben, ციტირებული ზემოთ, Hosein v. the United Kingdom, no. 26293/95, კომისიის გადაწყვეტილება 28 თებერვალი 1996; Grava, ციტირებული ზემოთ; და Uttley v. the United Kingdom (dec.), no. 36946/03, 29 ნოემბერი 2005). ალტერნატივის სახით, კანონის ხარისხის მხრივ, წინამდებარე საქმე უფრო წააგავდა Kafkaris შემთხვევას, იმდენად, რამდენადაც ადგილი ჰქონდა სასჯელის მასშტაბისა და არსის ბუნდოვანებას, გარკვეულწილად სასჯელის შემცირების შესახებ წესების ინტერპრეტაციისა და გამოყენების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, Kafkaris გადაწყვეტილებიდან ნათელი იყო, რომ „კანონის ხარისხი“-ს შესახებ მოთხოვნა გამოიყენებოდა როგორც სასჯელის, ისევე მისი აღსრულების ფორმის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასჯელის არსი და მისი აღსრულების ფორმა მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო.და ბოლოს, სისხლის სამრთლის საქმეებში სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებით რომც დავუშვათ, რომ სასამრთლოს მიერ მიდგომის ცვლილება კანონიერი იყო სოციალური ცვლილებების გათვალისწინებით, მთავრობამ ვერ დაადასტურა თუ რატომ მოხდა ახალი მიდგომის უკუძალით გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, არც მთავრობას და არც სასამართლოებს არ უმტკიცებიათ, რომ ახალი, 2006 წლის მიდგომა გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიმართ „ახალი სოციალური რეალობის“ პასუხად.
2. მთავრობა მთავრობამ გაიმეორა, რომ მომჩივანი იყო კრიმინალური ორგანიზაცია „ეტა“-ს წევრი და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 1982 წლიდან დაკავებამდე, ანუ 1987 წლამდე განხორციელებულ მრავალ ტერორისტულ თავდასხმაში. მათ დასძინეს, რომ 1988-2000 წლებში მას ჩადენილი დანაშაულებებისათვის მიესაჯა მთლიანობაში 3,000-ზე მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სხვადსხვა გადაწყვეტილებანი, რომლითაც მოხდა მომჩივნის მსჯავრდება, ეფუძნებოდა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსს, რომელიც ძალაში იყო იმ დროს, როდესაც მოხდა დანაშაულების ჩადენა და რომლებიც ძალიან ნათლად განსაზღვრავდნენ სხვადასხვა დანაშაულებსა და მათ საპასუხო სასჯელებს. ხუთი გადაწყვეტილება, იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც გამოტანილ იქნა მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესების ფაგლებში, ისევე როგორც 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სასჯელების შეკრებითობის შესახებ და თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრის შესახებ, პირდაპირ ატყობინებდა მომჩივანს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლის შესაბამსიად, თავისუფლების აღკვეთის სრული ვადა გახლდათ ოცდაათი წელი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ 2001 წლის 15 თებერვალს, როდესაც Audiencia Nacional-მა მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ მომჩივანი სასჯელის მოხდას დაასრულებდა 2017 წლის 27 ივნისს, მომჩივანს უკვე გამომუშავებული ჰქონდა ოთხწლიანი სასჯელის შემცირების ვადა პატიმროიბის დროს გაწეული სამუშაოსათვის. და იმის გამო, რომ მას არ გაუსაჩივრებია ხსენებული გადაწყვეტილება, ითვლება, რომ იგი დაეთანხმა Audiencia Nacional-ის მიერ დადგენილ გათავისუფლების თარიღის დადგენას.ცალსახად ნათელი გახლდათ, რომ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების მიხედვით მაქსიმალური ოცდაათწლიანი საპატიმრო ვადა არ წარმოადგენდა ახალ სასაჯელს, არამედ იყო ზომა, რომლითაც ზედა ზღვარი დაუდგინდა ჩადენილი დანაშაულებისათვის თავისუფლების აღკვეთის ვადას მთლიანობაში, რომელიც მოხდილი უნდა ყოფილიყო სიმკაცრის კლებადობის მიხედვით, რაც, შესაბამისად, გამორიცხავდა დარჩენილი სასჯელების ამოწურვას. სასჯელების გაერთიანებისა და ზედა ზღვარის დადგენა მიზნად ისახავდა რეალური ვადის განსაზღვრას, რომელიც დაეფუძნებოდა სხვადასხვა სამართალწარმოების შედეგად შეფარდებულ სასჯელებს. მეტიც, 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლი ნათლად აღნიშნავდა, რომ სასჯელის შემცირება პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო გამოყენებული უნდა ყოფილიყო „შეფარდებული სასჯელისადმი“ ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველი სასჯელისათვის, რომელიც შეეფარდებოდა მანამდე, სანამ მიღწეული არ იქნებოდა მაქსიმალური ვადა.მართალია, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ N. 197/2006 გადაწყვეტილების მიღებამდე, ესპანეთის ციხეები და სასამართლოები, პრაქტიკაში, ოცდაათწლიანი მაქსიმალური სასჯელის მიმართ იყენებდნენ სასჯელის შემცირებას ციხეში შესრულებული სამუშაოს საფუძველზე და მოცემული პრაქტიკა არ ეხებოდა სასჯელის განსაზღვრას მისი აღსრულების ფორმით. მეტიც, მოცემულ პრაქტიკას არ ჰქონდა საფუძველი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში იმის გამო, რომ არ არსებობდა დადგენილი პრინციპი თუ როგორ უნდა გამოყენებულიყო სასჯელის შემცირება პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში. მოცემულ საკითხზე ერთადერთი გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო 1994 წელს და ეს უკანასკნელი არ იყო საკმარისი რათა შეექმნა ავტორიტეტული პრეცედენტი ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით. უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკა არ იყო დადგენილი მანამდე, სანამ მისმა სისხლის სამართლის კოლეგიამ არ მიიღო გადაწყვეტილება N. 197/2006. მეტიც, მთავრობა დავობდა, რომ სასამართლო პრაქტიკა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოიტანა 2012 წლის 29 მარტს, და სადაც არაერთგზის მოიხმობდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას და მასში დამკვიდრებულ განსხვავებას „სასჯელსა“ და „აღსრულებას“ შორის.მთავრობის მიხედვით, პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ „პაროტის დოქტრინის“ გამოყენება ართმევდა პატიმრობისას შესრულებული სამუშაოსათვის სასჯელის შემცირებას აზრს იმ პატიმრებისათვის, რომლეთა მსჯავრდებაც მოხდა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. სასჯელის შემცირება ისევ მოქმედებდა მაგრამ ყოველ სასჯელზე ინდივიდუალურად, მანამდე, სანამ არ მოხდებოდა მაქსიმალური ვადის მიღწევა. მხოლოდ ყველაზე სერიოზული დანაშულების შემთხვევაში, ისეთი როგორიც ჩადენილი იქნა მომჩივანის მიერ, მოხდებოდა ოცდაათწლიანი ლიმიტის მიღწევა მანამდე, სანამ პატიმრობისას შესრულებული სამუშაოსათვის სასჯელის შემსუბუქება მნიშვნელოვნად შეამცირებდა შეფარდებულ სასჯელს. მსგავსად, პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ უკუძალით გამოიყენა 1995 და 2003 წლებში განხორციელებული სამართლებრივი რეფორმების მიღმა არსებული პოლიტიკა. ნათელი იყო, რომ მოცემული რეფორმები არ ეხებოდა პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემსუბუქებას, რადგან 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიერ უკვე გაუქმებული იყო ეს უკანასკნელი. 2003 წლის კანონის მიღმა არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა რომ ყოფილიყო უკუძალით გამოყენებული, მაშინ მომჩივანს შეეფარდებოდა მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთა ორმოცი წლის ვადით.მოცემულ გადაწყვეტილებაში პალატამ გადაუხვია სასამართლოს არსებულ პრაქტიკას იმ ზომებს შორის განსხვავების შესახებ, რომელიც წარმოადგენდა „სასჯელს“ და სასჯელის „აღსრულებას“. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ზომა, რომელიც ეხება სასჯელის შემცირებას თუ პირობით ვადამდელი გათავისუფლების სისტემის ცვლილებას არ წარმოადგენდა „სასჯელის“ შემადგენელ ნაწილს მე-7 მუხლის მნიშვნელობიათ (მთავრობამ მოიხმო საქმე Grava, ციტირებული ზემოთ, § 51; Uttley, ციტირებული ზემოთ; Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 142; და the Hogben გადაწყვეტილება, ციტირებული ზემოთ). Kafkaris საქმეში სასამართლომ დაადასტურა, რომ პენიტენციალური სისტემის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა, რომლის გამოყენებაც მოხდა უკუძალით და რომლის მიხედვითაც პატიმრებს, რომლებიც იხდიდნენ თავისუფლების უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სასჯელს არ ეძლეოდათ სასჯელის შემცირების უფლება პატიმრობის დროს გაწეული სამუშაოს გამო, წარმოადგენდა სასჯელის აღსრულებას და არა შეფარდებულ “სასჯელს“ (იხ. პარა. 151). მოცემულ საქმეში მთავრობამ აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონია პენიტენციალური კანონმდებლობის ცვლილებას. უზენაესი სასამართლოს N. 197/2006 გადაწყვეტილების ერთადერთი გავლენა გახლდათ პატიმრობისას შრომის საფუძველზე სასჯელის შემცირების თავიდან აცილება და შედეგად მომჩივნის ვადამდე ცხრა წლით ადრე გათავისუფლების გამორიცხვა და არა დამატებითი სასჯელის შეფარდება მასზე.მოცემული საქმე განსხვავდებოდა სხვა საქმეებისაგან, რომელიც აშკარად ეხებოდა სასჯელს და არა მის აღსრულებას (მთავრობამ მოიხმო საქმეები Scoppola (no. 2); Gurguchiani; და M. v. Germany, ყველა ციტირებული ზემოთ). გასაჩივრებული ზომა ეხებოდა სასჯელის შემცირებას ან „ვადამდელ გათავისუფლებას“ და არა იმ მაქსიმალურ ვადას რომელიც მოხდილი უნდა ყოფილიყო შეფარდებული სასჯელის საფუძველზე და რომლის შემცირებასაც ადგილი არ ჰქონია. სასჯელის შემცირება პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო არ ისახავდა იმავე მიზანს რასაც სასჯელი, არამედ წარმოადგენდა ზომებს, რომელიც უკავშირდებოდა მის აღსრულებას იმდენად, რამდენადაც იგი პატიმრებს აძლევდა საშუალებას გათავისუფლებულიყვნენ ყველა შეფარდებული სასჯელის მოხდამდე, იმ პირობით, რომ ისინი გამოხატავდნენ სურვილს დაბრუნებოდნენ სოციუმს მუშაობითა თუ სხვა ანაზღაურებადი საქმიანობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის შემცირება პატიმრობის დროს გაწეული სამუშაოს გამო არ უტოლდება იმ ზომებს, რომელიც პირს შეეფარდა „სისხლისსამართლებრივი დანაშაულის“ ჩადენისათვის მსჯავრდებისას; პირუკუ, ისინი წარმოადგენენ ზომებს, რომელიც კავშირშია სასჯელის მოხდის დროს პატიმრის ქცევასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, „სიმკაცრის“ შესახებ საკითხი არ დამდგარა, რადგან იგი ყოველთვის ხელსაყრელი იყო პატიმრებისათვის, აჩქარებდა რა მათი გათავისუფლების თარიღს.მთავრობამ შემდგომ აღნიშნა, რომ პალატის გადაწყვეტილება შეუსაბამო იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან იმ საკითხე, თუ რამდენად უნდა შეეძლოს პირს, დანაშაულის ჩადენისას, იმის განჭვრეტა თუ თავისუფლების აღკვეთის ზუსტად რა ვადა შეეფარდება მას. იმის გამო, რომ პატიმრობის დროს სამუშაოს შესრულებით სასჯელის შემცირება წარმოადგენდა პირწმინდად ციხის გადასაწყვეტ საკითხს, უზენაესი სასამართლო არ უნდა გაიკიცხოს სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებული წინარე პრაქტიკიდან გადახვევის გამო, რადგან ცვლილება გავლენას არ ახდენს მე-7 მუხლში მოცემულ უფლებებზე. სასამართლოს არასდოს დაუდგენია, რომ განჭვრეტადობის მოთხოვნა ვრცელდება მოსახდელი სასჯელის ზუსტი ხანგრძლივობის დადგენაზე სასჯელის ცვილებების, მის შემცირების, შეწყალებისა თუ მისი აღსრულების დროს დადგენილი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამგვარი გარემოებანი შეუძლებელია განჭვრიტო და გამოიანგარიშო ex ante.და ბოლოს, მთავრობამ აღნიშნა, რომ პალატის გადაწყვეტილების გავლენა ღია იყო განხილვისათვის, რადგანაც ეჭვს ბადებდა თავად ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მისსავე პაქტიკაში სისხლისსამართლებრივ და პენიტენციალურ საკითხებზე მინიჭებულ ღირებულებასა და მიზანზე (Streletz, Kessler and Krenz v. Germany [GC], nos. 34044/96, 35532/97 და 44801/98, § 50, ECHR 2001‑II). პალატამ მიიჩნია, რომ 1994 წელს მიღებული ერთი გადაწყვეტილება - წუნიანი, თუმცა ადმინისტრაციული პრაქტიკით განმტკიცებული - უნდა დადგეს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ პრაქტიკაზე მაღლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის პრაქტიკა იმ დროს მოქმედ სამართალთან შესაბამისობაში გახლდათ. ამ უკანასკნელის მიერ გამოყენებული სამართლის სამართლებრივი ინტერპრეტაცია, პრინციპის დონეზე, ვერ ჩაითვლება წინასწარ განუჭვრეტელად.
გ. მესამე მხარის არგუმენტებიიურისტთა საერთაშორისო კომისიამ აღნიშნა, რომ კანონის გარეშე სასჯელის დაუშვებლობა, პრინციპი, რომელიც გაწერილი გახლდათ კონვენციის მე-7 მუხლსა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებში, წარმოადგენდა კანონის უზენაესობის მთავარ კომპონენტს. მათ მიუთითეს, რომ მოცემული პრინციპისა და მე-7 მუხლის მიზნისა და განზრახვის მიხედვით, კანონის გამოყენებაში თვითნებობის აკრძალვის ფარგლებში „კანონის“ და „სასჯელის“ ავტონომიური ცნებანი განმარტებული უნდა იყოს საკმარისად ფართოდ რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლის სამართლის კანონისა თუ სასჯელის უკუძალით ფარული გამოყენება და ამით მსჯავრდებული პირის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება. კომისია აცხადებდა, რომ მაშინ, როდესაც კანონის ან მისი ინტერპრეტაციის ცვლილება გავლენას ახდენს სასჯელზე ან სასჯელის შემცირებაზე იმგვარად, რომ სერიოზულად ცვლის მას, და თუკი მოცემული ცვლილება არ იყო წინასწარ განჭვრეტადი მისი შეფარდების მომენტისათვის, და თუკი იგი ზიანს აყენებს მსჯავრდებულ პირს და კონვენციით დაცულ მის უფლებებს, მაშინ მოცემული ცვლილებანი, თავისი ბუნებით, ეხება სასჯელის არსს და არა პროცედურასა თუ მისი აღსრულების ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებს და, შესაბამისად, ხვდება უკუძალის აკრძალვის ფარგლებში. იურისტთა საერთაშორისო კომისიამ აღნიშნა, რომ გარკვეულ სამართლებრივ დებულებებს, რომელიც ეროვნულ დონეზე მიჩნეული იყვნენ როგორც სისხლის სამართლის პროცესის ან სასჯელის აღსრულების მარეგულირებელი წესები, ჰქონდათ სერიოზული, განუჭვრეტადი და ნეგატიური გავლენა ინდივიდუალურ უფლებებზე და ბუნებით ედრებოდა ან უთანასწორდებოდა უკუძალის მქონე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა თუ სასჯელს. ამიტომ, უკუძალის აკრძალვა უნდა გავრცელდეს მსგავს დებულებებზეც.წარმოდგენილი არგუმენტის გასამყარებლად, რომლის მიხედვითაც უკუძალის პრინციპი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პროცედურულ წესებსა თუ სასჯელის აღსრულების მარეგულირებელ წესებზე, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენენ ბრალდებულსა თუ მსჯავრდებულ პირზე, იურისტთა საერთაშორისო კომისიამ მოიხმო საერთაშორისო და შედარებითი სამართლის სხვადასხვა წყარო (საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების წესდებები და საპროცესო კანონმდებლობა, პორტუგალიის, საფრანგეთისა და ნიდელანდების კანონმდებლობა და პრაქტიკა).
დ. სასამართლოს შეფასება
1. ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი პრინციპები
(ა) Nullum crimen, nulla poena sine legeმე-7 მუხლში მოცემული გარანტიები, რომლებიც გახლავთ კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, დიდ როლს იკავებენ კონვენციის დაცვით სისტემაში და ხაზგასმულია იმ ფაქტით, რომ მისგან გადახვევა დაუშვებელია მე-15 მუხლით ომისა თუ სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს. იგი უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნას მისი მიზნისა და განზრახვის მიხედვით, იმგვარად, რომ წარმოადგენდეს ეფექტიან დაცვას თვითნებური დევნის, მსჯავრდებისა და დასჯისაგან (იხ. S.W. v. the United Kingdom და C.R. v. the United Kingdom, 22 ნოემბერი 1995, § 34, Series A no. 335-B, და § 32, Series A no. 335-C, შესაბამისად, და Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 137).კონვენციის მე-7 მუხლი არ იზღუდება სისხლის სამართლის კანონის ბრალდებულისადმი საზიანოდ უკუძალით გამოყენებით (სასჯელის უკუძალით გამოყენებასთან დაკავშირებით იხ. Welch v. the United Kingdom, 9 თებერვალი 1995, § 36, Series A no. 307‑A; Jamil v. France, 8 ივნისი 1995, § 35, Series A no. 317‑B; Ecer and Zeyrek v. Turkey, nos. 29295/95 ა 29363/95, § 36, ECHR 2001‑II; და Mihai Toma v. Romania, no. 1051/06, §§ 26-31, 24 იანვარი 2012). იგი ამასთანავე მოიცავს, უფრო ზოგადად, პრინციპს, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია განსაზღვროს დანაშაული და დაადგინოს სასჯელი (nullum crimen, nulla poena sine lege) (იხ. Kokkinakis v. Greece, 25 მაისი 1993, § 52, Series A no. 260-A). მაშინ, როდესაც იგი კრძალავს არსებული დანაშაულების მასშტაბის გავრცელებას იმ მოქმედებებზე, რომელიც აქამდე არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს, იგი ასევე აყალიბებს პრინციპს, რომ სისხლის სამართლის კანონი არ უნდა იყოს ფართოდ განმარტებული ბრალდებულის საზიანოდ, მაგალითად, ანალოგიით (იხ.Coëme and Others v. Belgium, nos. 32492/96, 32547/96, 32548/96, 33209/96 და 33210/96, § 145, ECHR 2000-VII; მაგალითად, სასჯელის ანალოგიით გამოყენების შემთხვევა იხ. Başkaya and Okçuoğlu v. Turkey [GC], nos. 23536/94 და 24408/94, §§ 42‑43, ECHR 1999‑IV ).შესაბამისად გამომდინარეობს, რომ დანაშაულები და შესაბამისი სასჯელები ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული კანონით. მოცემული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია მაშინ, როდესაც პირს შეუძლია იცოდეს შესაბამისი დებულების ფორმულირებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს ინტერპეტაციის დახმარებითა და შესაბამისი იურიდიული დახმარებით, თუ რომელი მოქმედებანი და უმოქმედობა შეიქმნს მას სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელს და თუ რა სასჯელი შეიძლება შეეფარდოს მას (იხ. Cantoni v. France, 15 ნოემბერი 1996, § 29, Reports of Judgments and Decisions 1996‑V, და Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 140).სასამართლომ, შესაბამისად, უნდა დაადგინოს თუ რამდენად იყო ძალაში მაშინ ის დებულება, რომელიც დასჯადად რაცხდა იმ მოქმედებას, რომლისთვისაც მოხდა მომჩივნის გასამართლება და მსჯავრდება და თუ რამდენად აღემატებოდა მის მიმართ შეფარდებული სასჯელი ხსენებული დებულებით დადგენილ ზღვარს (იხ.Coëme and Others, ციტირებული ზემოთ, § 145, და Achour v. France [GC], no. 67335/01, § 43, ECHR 2006‑IV).
(ბ) „სასჯელის“ არსი და მისი მასშტაბიკონვენციის 7 § 1 მუხლის მიხედვით „სასჯელის“ არსს, მსგავსად 6 § 1 მოცემული „სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობებისა“ და „სისხლსისამართლებრივი ბრალდებისა“ გააჩნია ავტონომიური მნიშვნელობა. მე-7 მუხლით დადგენილი დაცვის ეფექტიანობისთვის, სასამართლოს უნდა შეეძლოს გასცდეს პირველად წარმოდგენას და თავად შეაფასოს თუ რამდენად წარმოადგენს კონკრეტული ზომა არსობრივად „სასჯელს“ მოცემული დებულების მნიშვნელობით (იხ.Welch, ციტირებული ზემოთ, § 27, და Jamil, ციტირებული ზემოთ, § 30).7 § 1 მუხლის ფორმულირება, მისი მეორე წინადადება, აღნიშნავს, რომ სასჯელის არსებობის ნებისმიერი შეფასებისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს თუ რამდენად არის კონკრეტული ზომა შეფარდებული „სისხლისსამართლებრივი დანაშაულის“ ჩადენისათვის მსჯავრდების შედეგად. დამატებითი გარემოებანი, რომელიც შესაძლოა გათვალისინებულ იქნას და რომელიც რელევანტურია მოცემულ შემთხვევაში არის ზომის ბუნება და მიზანი; მისი კვალიფიკაცია ეროვნული სამართლის მიხედვით; ზომის დადგენისა და იმპლემენტაციის დროს გამოყენებული პროცედურა; და მისი სიმკაცრე (იხ.Welch, ციტირებული ზემოთ, § 28; Jamil, ციტირებული ზემოთ, § 31; Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 142; და M. v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 120). ბრძანების სიმკაცრე თავისთავად გადამწყვეტი არ არის იმის გამო, რომ შესაძლოა მრავალ არასისხლისსამართლებრივ პრევენციულ ღონისძიებასაც ჰქონდეს არსებითი გავლენა მოცემულ პირზე (იხ.Welch, ციტირებული ზემოთ, § 32, და Van der Velden v. the Netherlands (dec.), no. 29514/05, ECHR 2006‑XV).როგორც კომისია, ისე სასამართლო საკუთარ პრაქტიკაში განასხვავებს ზომას, რომელიც არსობრივად წარმოადგენს „სასჯელს“ და ზომას, რომელიც ეხება „სასჯელის“ „აღსრულებას“ ან „გატარებას“. შედეგად, როდესაც ზომის ბუნება და მიზანი ეხება სასჯელის შემცირებას ან ვადამდე გათავისუფლების რეჟიმის ცვლილებას, მაშინ იგი არ წარმოადგენს „სასჯელის“ ნაწილს მე-7 მუხლის მნიშვნელობით (იხ, სხვა მრავალს შორის, Hogben, ციტირებული ზემოთ; Hosein, ციტირებული ზემოთ; L.-G.R. v. Sweden, no. 27032/95, კომისიის გადაწყვეტილება 15 იანვარი 1997; Grava, ციტირებული ზემოთ, § 51; Uttley, ციტირებული ზემოთ; Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 142; Monne v. France (dec.), no. 39420/06, 1 აპრილი 2008; M. v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 121; და Giza v. Poland (dec.), no. 1997/11, § 31, 23 ოქტომბერი 2012). მაგალითად, საქმეში Uttley, ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ვადამდელი გათავისუფლების მარეგულირებელ წესებში განხორციელებული ცვლილებანი, რომელთაც ადგილი ჰქონდა მომჩივნის მსჯავრდების შემდეგ, არ იყო მასზე „შეფარდებული“ არამედ წარმოადგენდა პატიმრებისადმი გამოყენებული ზოგადი რეჟიმის ნაწილს და არ იყო სადამსჯელო ხასიათის, რადგან „ზომის“ ბუნება და მიზანი ეხებოდა ვადამდე გათავისუფლებას, შესაბამისად იგი ვერ განიხილებოდა ბუნებით „მკაცრად“. სასამართლომ, შესაბამისად, დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ ვადამდელი გათავისუფლების შესახებ ახალი რეჟიმის გამოყენება არ წარმოადგენდა მასზე შეფარდებულ „სასჯელს“.საქმეში Kafkaris, სადაც პენიტენციალური სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებებით უვადოდ თავისუფლება აღკვეთილ პატიმრებს - მათ შორის მომჩივანსაც - ჩამოერთვა სასჯელის შემცირების უფლება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცვლილებები ეხებოდა სასჯელის აღსრულებას და არა მომჩივნისადმი შეფარდებულ სასჯელს, რაც გახლდათ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია პენიტენციალური სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები და გათავისუფლების პირობები შესაძლოა მომჩივნის პატიმრობას უფრო ამკაცრებდეს, მოცემული ცვლილებანი ვერ განიხილება როგორც იმაზე უფრო მკაცრი „სასჯელის“ შეფარდება, ვიდრე მას შეუფარდა საქმის განმხილველმა სასამართლომ. ამ მხრივ სასამართლომ განმარტა, რომ გათავისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, მათი განხორციელების ფორმა და მის უკან არსებული არგუმენტები ხვდებოდა კონვენციის ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილების ფარგლებში, ენიჭებოდა რა მას უფლება თავად განესაზღვრა საკუთარი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა (იხ. Achour, ციტირებული ზემოთ, § 44, და Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 151).თუმცა, სასამართლო ამასთანავე იაზრებს, რომ პრაქტიკაში განსხვავება იმ ზომას, რომელის წარმოადგენს „სასჯელს“ და იმ ზომას, რომელიც ეხება მის „აღსრულებასა“ თუ „გატარებას“ შესაძლოა რთული გასამიჯნი იყოს (იხ. Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 142; Gurguchiani, ციტირებული ზემოთ, § 31; და M. v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 121). საქმეში Kafkaris სასამართლომ მიიჩნია, რომ ის ფორმა, რომლითაც ხდებოდა ციხის წესების გააზრება და მისი გამოყენება სასჯელების აღსრულებისას უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი მომჩივნის შემთხვევაში იმაზე მეტს წარმოადგენდა, ვიდრე მხოლოდ სასჯელის აღსრულება. მაშინ, როდესაც საქმის განმხილველმა სასამართლომ მომჩივანს მიუსაჯა უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, ციხის წესების მიხედვით განიმარტა, რომ სასჯელი გულისხმობდა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთას, რომელზეც ადმინისტრაციას შეეძლო სასჯელის შემცირების შეფარდება. სასამართლომ განიხილა, რომ „განსხვავება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის მასშტაბსა და მისი აღსრულების ფორმას შორის არ იყო მეყსიერად თვალსაჩინო“ (პარაგრაფი 148).საქმეში Gurguchiani სასამართლომ მიიჩნია, რომ საპატიმრო სასჯელის შეცვლა - მისი მოხდის განმავლობაში- გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის ათწლიანი აკრძალვით, ისევე წარმოადგენდა სასჯელს, როგორც ის სასჯელი, რომელიც შეეფარდა მომჩივანს მსჯავრდებისას.საქმეში M. v. Germany სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის პრევენციული პატიმრობის შეცვლა სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოს მიერ იმ კანონზე დაყრდნობით, რომელიც ძალაში შევიდა მომჩივნის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, წარმოადგენდა მასზე უკუძალით შეფარდებულ დამატებით სასჯელს.სასამართლოს სურს ხაზი გაუსვას, რომ კონვენციის 7.1 მუხლის მეორე წინადადებაში ნახსენები ტერმინი „შეფარდება“ არ უნდა განიმარტოს ისე, რომ 7.1 მუხლის მოქმედებიდან გამოირიცხოს სასჯელის გამოცხადების შემდეგ დაკისრებული ყველა ზომა. იგი იმეორებს, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკისრება იმ ფაქტს, რომ კონვენცია განიმარტოს და გამოყენებულ იქნას ისე, რომ მასში მოცემული უფლებები იყოს პრაქტიკული და ეფექტიანი და არა თეორიული და ილუზიური (იხ. Hirsi Jamaa and Others v. Italy [GC], no. 27765/09, § 175, ECHR 2012, და Scoppola (no. 2), ციტირებული ზემოთ, § 104).ყოველივე მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო არ გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ხელისუფლებისა თუ სასამართლოების მიერ, საბოლოო სასჯელის შეფარდების შემდეგ ან მისი მოხდისას განხორციელებულმა ზომებმა შესაძლოა გამოიწვიონ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შეფარდებული „სასჯელის“ ცვლილება. ასეთ შემთხვევებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზომები ხვდება სასჯელის უკუძალით დაკისრების აკრძალვის სფეროში კონვენციის 7 § 1 in fine მუხლის მიხედვით. რომ არა ამგვარი მიდგომა, სახელმწიფოები თავისუფალნი იქნებოდნენ - მაგალითად, კანონმდებლობის ცვლილებისა თუ არსებული წესების ინტერპრეტირების გზით - მიეღოთ ზომები, რომელიც უკუძალით განმარტავდა შეფარდებული სასჯელის მასშტაბს მსჯავრდებულის საზიანოდ, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ვერც კი წარმოიდგენდა მოვლენების ამგვარ განვითარებას დანაშაულის ჩადენისა თუ სასჯელის შეფარდების დროს. ასეთ პირობებში 7.1 მუხლს ჩამოერთმეოდა ყოველგვარი სასარგებლო გავლენა მსჯავრდებულ პირებზე, რადგან ამ უკანასკნელის სასჯელის მასშტაბი მისთვის არასახარბიელოდ შეიცვლებოდა ex post facto. სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი ცვლილებები უნდა განვასხვავოთ იმ ცვლილებებისაგან, რომელიც ეხება სასჯელის აღსრულების ფორმას და რომელიც არ ხვდება კონვენციის 7.1 მუხლში in fine.იმისათვის, რომ განვსაზღვროთ სასჯელის მოხდის დროს მიღებული ზომა ეხება მხოლოდ სასჯელის მოხდის ფორმას თუ, გავლენას ახდენს მის მასშტაბზე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ საქმეში უნდა განიხილოს თუ რა გამოწვია იმ დროს ეროვნული მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით „სასჯელმა“ , ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორი იყო მისი მთავარი არსი/ბუნება. მოცემული მიზნით გათვალისწინებულ უნდა იქნას ეროვნული კანონმდელობა მთლიანობაში და მისი იმ დროინდელ პრაქტიკაში გამოყენება (იხ. Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 145).
(გ) სისხლის სამართლის კანონმდებლობის განჭვრეტადობა„კანონზე“ საუბრისას მე-7 მუხლი მას იმავე მნიშვნელობას ანიჭებს რაც მოცემულ ტერმინს ენიჭება კონვენციის სხვა ნაწილებში, ცნება, რომელიც მოიცავს დაწერილ კანონმდებლობას, ისევე როგორც სასამართლო პრაქტიკას და გულისხმობს რიგ თვისობრივ მახასიათებლებს, კერძოდ კი ხელმისაწვდომობას და განჭვრეტადობას (იხ. Kokkinakis, ციტირებული ზემოთ, §§ 40-41; Cantoni, ციტირებული ზემოთ, § 29; Coëme and Others, ციტირებული ზემოთ, § 145; და E.K. v. Turkey, no. 28496/95, § 51, 7 თებერვალი 2002). მოცემული თვისობრივი მახასიათებლები დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს როგორც დანაშაულის, ისე მისი შესაბამისი სასჯელის განმარტებისას.კანონების ზოგადი გამოყენების პრინციპის ლოგიკური შედეგია ის, რომ მისი ფორმულირება ყოველთვის ზედმიწევნით კონკრეტული ვერ არის. წესებით დარეგულირების სტანდარტული ტექნიკა გულისხმობს ზოგადი კატეგორიებით და არა ამომწურავი სიებით საუბარს. შესაბამისად, მრავალი კანონი ჩამოყალიბებულია იმგვარი ტერმინებით, რომელიც მეტ-ნაკლებად, ბუნდოვანია და რომელთა განმარტებაცა და გამოყენებაც პრაქტიკით რეგულირდება (იხ.Kokkinakis, ციტირებული ზემოთ, § 40, და Cantoni, ციტირებული ზემოთ, § 31 ). თუმცა, რაც არ უნდა ნათლად იყოს ფორმულირებული სამართლებრივი დაბულება, სამართლის ნებისმიერი სისტემის ფარგლებში, მათ შორის სისხლის სამართალშიც, არსებობს სასამართლოს მიერ მისი ინტერპრეტაციიის გარდაუვალი ელემენტი. ყოველთვის იქნება საეჭვო მომენტების დაკონკრეტებისა და ცვლილებადი გარემოებებისადმი მორგების საჭიროება. მართალია სიცხადე სასურველია, მაგრამ მან ამასთანავე შესაძლოა გამოიწვიოს სიხისტე და კანონი ვეღარ მოახერხებს ცვლად გარემოებებზე მორგებას (იხ. Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 141).სასამართლოებისადმი მინიჭებული განსჯის როლი მიზნად ისახავს სწორედ ამგვარი საეჭვო განმარტებებისადმი სინათლის მოფენას (ibid). სისხლის სამართლის კანონმადებლობის პროგრესული განვითარება სასამართლოების მიერი კანონშემოქმედების შედეგად წარმოადგენს კონვენციის სახელმწიფოების სამართლებრივი ტრადიციის კარგად დამკვიდრებულ და აუცილებელ ნაწილს (იხ. Kruslin v. France, 24 აპრილი 1990, § 29, Series A no. 176‑A). კონვენციის მე-7 მუხლი ვერ განიმარტება ისე, თითქოს კრძალავდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამკისრებელი წესების სასამართლოების მიერ ყოველი საქმის განხილვის გზით თანდათანობით განმარტებას, იმ პირობით, რომ მისგან გამომდინარე განვითარებანი შესაბამისობაშია დანაშაულის არსთან და არის გონივრულად განჭვრეტადი (იხ.S.W. and C.R. v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 36 და § 34 შესაბამისად; Streletz, Kessler and Krenz, ციტირებული ზემოთ, § 50; K.-H.W. v. Germany [GC], no. 37201/97, § 85, ECHR 2001-II (ამონარიდები); Korbely v. Hungary [GC], no. 9174/02, § 71, ECHR 2008; და Kononov v. Latvia [GC], no. 36376/04, § 185, ECHR 2010). ხელმისაწვდომი და გონივრულად განჭვრეტადი სასამართლო განმარტების ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრალდებულის მე-7 მუხლით დაცული უფლებების დარღვევა (იხ. დანაშაულის შემადგენელი ელემენტის შესახებ Pessino v. France, no. 40403/02, §§ 35-36, 10 ოქტომბერი 2006, და Dragotoniu and Militaru-Pidhorni v. Romania, nos. 77193/01 და 77196/01, §§ 43-44, 24 მაისი 2007; სასჯელთან დაკავშირებით, იხ. Alimuçaj v. Albania, no. 20134/05, §§ 154-162, 7 თებერვალი 2012). რომ არა ამგვარი მიდგომა, მოცემული დებულების მიზანი და განზრახვა - კერძოდ კი ის, რომ არვინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დევნას, მსჯავრდებას ან სასჯელს - იქნებოდა დამარცხებული.
2. ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეშისასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მომჩივნის სხვადასხვა მსჯავრდებისა და თავისუფლების აღმკვეთი სასჯელის საფუძველი გახლდათ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც გამოიყენებოდა იმ დროს, როდესაც მოხდა დანაშაულების ჩადენა (1982-1987 წწ) და რასაც მომჩივანი არ აპროტესტებს.სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა არგუმენტები ძირითადად ეხება მომჩივნის თავისუფლების აღკვეთის მთლიანი ვადის გამოთვლას, რომელიც მან უნდა მოიხადოს იმ წესების მიხედვით, რომელიც ვრცელდება სასჯელთა შეკრებითობისას თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადაზე, მეორეს მხრივ კი ეხება პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს დროს სასჯელის შემცირების სისტემას, რომელიც მოცემულია სისხლის სამართლის 1973 წლის კოდექსში. სასამართლო მიუთითებს, რომ 2000 წლის 30 ნოემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის 988-ე მუხლისა და 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლის საფუძველზე მიღებული გადწყვეტილებით Audiencia Nacional-მა დაადგინა, რომ მომჩივანმა ყველა საპატიმრო სასჯელისათვის უნდა მოიხადოს მაქსიმალური ვადით, ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ). სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ პატიმრობისას გაწეული სამუშაოს შესრულების გამო, მოცემული ოცდაათწლიანი მაქსიმალური ვადა უნდა შემცირდეს, 2008 წლის 24 აპრილს მურსიას ციხის ხელისუფლებამ Audiencia Nacional-ს მომჩივნის ვადამდე საბოლოოდ გათავისუფლების თარიღად შესთავაზა 2008 წლის 2 ივლისი (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ). 2008 წლის 19 მაისს Audiencia Nacional-მა სთხოვა ციხის ადმინისტრაციას შეეცვალათ შემოთავაზებული თარიღი და გამოეანგარიშებინათ მომჩივნის გათავისუფლების ახალი დრო ახალი მიდგომის საფუძველზე - „პაროტის დოქტრინის“ მიხედვით - რომელიც 2006 წლის 28 თებერვლის N. 197/2006 გადაწყვეტილებით მიიღო უზენაესმა სასამართლომ და რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სასჯელის ნებისმიერი ცვლილება და შემცირება უნდა შეეხოს ყოველ კონკრეტულ და ინდივიდუალურ სასჯელს მანამდე, სანამ პატიმარი არ მორჩება მაქსიმალური ოცდაათწლიანი თავისუფლების აღკვეთის ვადის მოხდას (იხ. პარაგრაფები 17, 18, ...). დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ახალი სასამართლო პრაქტიკის გამოყენებისას Audiencia Nacional-მა მომჩივნის საბოლოო გათავისუფლების თარიღად განსაზღვრა 2017 წლის 27 ივნისი (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 20).
(ა) შეფარდებული სასჯელის მასშტაბიმოცემულ საქმეში სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რა „სასჯელი“ შეეფარდა მომჩივანს ეროვნული კანონმდებლობით, კანონის კონკრეტული ფორმულირებისა და შესაბამისი განმარტებითი პრაქტიკის საფუძველზე. აღნიშნული მიზნით, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს ეროვნული კანონმდებლობა მთლიანობაში და მისი გამოყენება მოცემულ საქმეზე (იხ. Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 145 ).მართლაც, მაშინ როდესაც მომჩივანმა ჩაიდინა დანაშაულები, 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლი, მრავალი სასჯელისას შეფარდებისას, მაქსიმალურ თავისუფლების აღკვეთის ზღვარად ადგენდა ოცდაათ წელს (condena)... შესაბამისად, როგორც ჩანს არსებობდა განსხვავება „მოსახდელ ვადის“ (condena) არსსა და ინდივიდუალ სასჯელს (penas) შორის, რომელიც რეალურად გამოაცხადა ან შეუფარდა მომჩივანს სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებამ მისი მსჯავრდებისას. ამავდროულად,1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლი, პატიმრობისას გაწეული სამუშაოს დროს სასჯელის შემცირების შესახებ ადგენდა, რომ „შეფარდებული სასჯელი“-ს მოხდისას თავისუფლება აღკვეთილ პირს ეძლეოდა ვადის ერთი დღით შემცირების უფლება ყოველ ორ ნამუშევარ დღეზე... თუმცა, მოცემული მუხლი არ ადგენდა კონკრეტულ მითითებებს თუ როგორ უნდა მომხდარიყო სასჯელის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლის საფუძველზე მრავალი სასჯელის გაერთიანებისა და ერთიანი მაქსიმალური ვადის განსაზღვის შემთხვევაში, მსგავსად მომჩივნის შემთხვევისა, როდესაც მთლიანობაში სამი ათასი წლით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა ოცდაათ წლამდე მოცემული დებულების საფუძველზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის შემოღებამდე კანონი პირდაპირ მიუთითებდა, სასჯელის ცვლილებასთან მიამრთებაში, რომ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელი იყო მთლიანობაში შეფარდებული სასჯელის და არა კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის გათვალისწინება ...სასამრთლომ ასევე უნდა განიხილოს 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებების განმარტებითი შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა. იგი აღნიშნავს, - მთავრობამ აღიარა უზენაესი სასამართლოს 197/2006 გადაწყვეტილებამდე, რომ როდესაც ადგილი ჰქონდა პირის მიმართ რამდენიმე საპატიმრო სასჯელის შეფარდებას და როდესაც ხდებოდა მათი შეკრება და მაქსიმალური მოსახდელი ვადის დადგენა, ციხის ადმინსიტრაცია და ესპანეთის სასამართლოები ახდენდნენ სასჯელის შემცირებას პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო, სისხლის სამართლის 1973 წლის კოდექსის 70.2 მუხლის საფუძველზე. პენიტენციალური და სასამართლო ხელისუფლება შესაბამისად, ითვალისწინებდნენ მაქსიმალურ ოცდაათწლიან საპატიმრო ვადას მაშინ, როდესაც ახდენდნენ პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს გამო სასჯელის შემცირებას. 1994 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებაში (პირველი ადაწყვეტილება ამ საკითხზე - ...) უზენაესმა სასამართლომ ოცდაათწლიანი მაქსიმალური პატიმრობის ვადა სამართლებრივად შეაფასა როგორც „ახალი, დამოუკიდებელი სასჯელი“ რომლის ცვლილების საშუალებასაც, მაგ, ვადამდელი პირობითი გათავისუფლება ან სასჯელის შემცირება, იძლეოდა კანონი. ესპანეთის სასამართლოებმა, მათ შორის უზენაესმა სასამართლომაც, მიმართა იგივე მიდგომას როდესაც ურთიერთს შეადარა 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელები წინა კოდექსით მოქმედს და გაითვლისწინა რა წინა კოდექსის საფუძველზე სასჯელის უკვე მინიჭებული შემცირებანი რათა დაედგინა თუ რომელი სისხლის სამართლის კანონი იყო უფრო ლმობიერი ... დაბოლოს, უზენაესი სასამართლოს N. 197/2008 წლის გადაწყვეტილებამდე მოცემული მიდგომა გამოყენებულ იქნა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე მსჯავრდებული მრავალი პატიმრის მიმართ, რომელთა სასჯელიც შემცირდა პატიმრობისას გაწეული სამუშაოს საფუძველზე, გამოაკლდა რა მაქსიმალურ ოცდაათწლიან საპატიმრო ვადას ...პალატის მსგავსად დიდი პალატა მიიჩნევს, რომ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულების ბუნდოვანებისა და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ უზენაესმა სასამართლომ იგი არ განმარტა 1994 წლამდე, ნათელია, რომ ესპანეთის პენიტენციალური და სასამართლო ხელისუფლების პრაქტიკით მაქსიმალური საპატიმრო (condena), ანუ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლით დადგენილი ოცდაათწლიანი მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადა განიხილებოდა ახალ, დამოუკიდებელ სასჯელად, რომლის გარკვეული ცვლილება, მაგალითად პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მისი შემცირება შესაძლებელი იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც მომჩივანი იხდიდა საპატიმრო სასჯელს - კერძოდ კი მას შემდეგ, რაც Audiencia Nacional-მა 2000 წლის 30 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება შეეკრიბა სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა - მომჩივანს ჰქონდა ყველა საფუძველი ევარაუდა, რომ მასზედ დაკისრებული სასჯელი იყო ოცდაათწლიანი მაქსიმალური ვადა, რომელიც შესაძლოა შემცირებულიყო პატიმრობისას გაწეული სამუშაოს საფუძველზე. მართლაც, 2000 წლის 8 მაისის ბოლო გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მოხდა მომჩივნის მსჯავრდება და რომელიც გამოტანილ იქნა მანამდე, სანამ გადაწყდებოდა სასჯელების შეკრება, Audiencia Nacional-მა გაითვალისწინა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადა, გააერთიანა იგი ამავე კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს შემცირების სისტემასთან და დაადგინა თუ რომელი სისხლის სამართლის კოდექსი - იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის 1995 წლის კოდექსი - იყო უფრო ხელსაყრელი მომჩივნისათვის (იხ. პარაგრაფი 11ზემოთ). ასეთ გარემოებებში, განსხვავებით მთავრობის არგუმენტისაგან, ის ფაქტი, რომ მომჩივანს არ გაუსაჩივრებია Audiencia Nacional-ის 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი თარიღი 2017 წლის 27 ივნისი, როდესაც იგი დაასრულებდა სასჯელის მოხდას (liquidación de condena) არ არის გადამწყვეტი, რადგან გადაწყვეტილებაში არ იყო გათვალისწინებული უკვე მოპოვებული სასჯელის შემცირების უფლება და, შესაბამისად, არ უკავშირდებოდა იმ საკითხს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სასჯელის შემცირების გამოყენება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირება ცალსახად არის დადგენილი კანონით (1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლი) და არა რეგულაციებით (შეადარე Kafkaris, ციტირებული ზემოთ). მეტიც, სასჯელები და მათი შემცირება განისაზღვრებოდა ერთიდაიგივე კოდექსით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასჯელის ამგვარი შემცირება მოსახდელ ვადას მნიშვნელოვნად ამცირებდა - სასჯელის მესამედამდე - განსხვავებით პირობით ვადამდე გათავისუფლებისაგან, სადაც მსჯავრდებულს უწესდება გაუმჯობესებული ან უფრო ლმობიერი პირობები სასჯელის მოხდისას (იხ. მაგალითად, Hogben and Uttley, ორივე ციტირებული ზემოთ; იხ. აგრეთვე მოსამართლე A. Asua Batarrita-ს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც თან ერთვის საკონსტიტუციო no. 40/2012 გადაწყვეტილებას ...). სასჯელების აღსრულებაზე პასუხისმგებელი მოსამართლის (Juez de Vigilancia Penitenciaria) მიერ პატიმრობისას შესრულებული სამუშაოსათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შემცირების პერიოდული დადასტურების შემდეგ, სასჯელი სრულად და საბოლოოდ მოხდილად ითვლება გათავისუფლების დღეს, სასჯელის შემფარდებელი სასამართლოს მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში. ამასთანავე, განსხვავებით სხვა ზომებისა, რომლებიც გავლენას ახდენენ სასჯელის აღსრულებაზე, სასჯელის შემცირების უფლება პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო არ ექვემდებარება სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებას: ამ უკანასკნელის ფუნქცია შემოიფარგლება სასჯელის შემცირებით კანონის გამოყენების გზით იმ შეთავაზების საფუძველზე, რომელიც მას წარედგინა ციხის ადმინისტრაციის მიერ, ყოველგვარი იმ კრიტერიუმის განხილვის გარეშე, თუ რამდენად საშიშია პატიმარი ან თუ რამდენად პერსპექტიულად მიიჩნევა მისი ხელახალი ინტეგრაცია (...; შეადარე Boulois v. Luxembourg [GC], no. 37575/04, §§ 98-99, ECHR 2012, და Macedo da Costa v. Luxembourg (dec.), no. 26619/07, 5 ივნისი 2012). ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია, რომ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლი აწესებს პატიმრობისას სამუშაოს შესრულების შემთხვევაში სასჯელის ვადის ავტომატურად შემცირებას, გამონაკლისს წარმოადგენს ორი შემთხვევა: როდესაც პატიმარი გაიქცა ან ჰქონდა გაქცევის მცდელობა და როდესაც პატიმარი ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევა (რომელიც ციხის 1956 წლის რეგულაციების მიხედვით, გულისხმობს დისციპლინის ორ ან მეტი ძალიან სერიოზულ დარღვევას; ...) ამ ორ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსამართლემ უკვე დასდო პირს ნება ესარგებლა სასჯელის ვადის შემცირებით, მისი უკუძალით გაუქმა დაუშვებელია, რადგან ის დღეები, რამდენითაც მცირდება სასჯელი, ითვლება უკვე მოხდილად და წარმოადგენს პატიმრის სამართლებრივად შეძენილი უფლებების ნაწილს ...წინამდებარე საქმე ამ მხრივ უნდა განვასხვავოთ Kafkaris საქმიდან, სადაც სასჯელის ხუთი წლით შემცირება უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პატიმრებისათვის პატიმრობის დასაწყისშივე დამოკიდებული იყო მათ კარგ ქცევაზე (იხ.Kafkaris, ციტირებული ზემოთ, §§ 16 და 65). სასამართლო ასევე მნიშნველოვნად მიიჩნევს, რომ 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსმა გააუქმა მომავალში მსჯავრდასადებ პირთათვის პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირება, მისი გარდამავალი დებულებანი 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით მსჯავრდებულ პირებს - მათ შორის მომჩივანსაც - აძლევდა უფლებას ესარგებლა არსებული სქემით დადგენილი სარგებლით ... კანონი 7/2003, მეორეს მხრივ, აწესებდა უფრო მკაცრ ვადამდელი პირობითი გათავისუფლების პირობებს იმ პატიმართათვისაც კი, რომელთა მსჯავრდებაც მოხდა მის ძალაში შესვლამდე ... სასამართლო ასკვნის, რომ არჩევანის გაკეთებისას, გარდამავალი დებულების სახით, პატიმრობისას შესრულებული სამუშაოსათვის თავისუფლების აღკვეთის ვადის შესამცირებლად და უფრო ლმობიერი სისხლის სამართლის განსასაზღვრად, ესპანეთის კანონმდებლობა მოცემულ წესებს მიიჩნევდა არსებითი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ნაწილად, კერძოდ კი იმ დებულებებს, რომელიც გავლენას ახდენდა სასჯელის უშუალო შეფარდებაზე და არა მის აღსრულებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით დიდი პალატა მიიჩნევს, მსგავსად პალატისა, რომ იმ დროს, როდესაც მომჩივანმა ჩაიდინა დანაშაულები რომელთა შედეგადაც მოხდა მისი მსჯავრდება და როდესაც სასჯელების შეკრებითობის შესახებ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და როდესაც განისაზღვრა მაქსიმალური საპატიმრო ვადა, შესაბამისი ესპანური კანონმდებლობა, მთლიანობაში, სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ფორმულირებული იყო საკმარისი სიცხადით რათა მომჩივანს განეჭვრიტა, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე გონივრულ ფარგლებში, მასზე დასაკისრებელი სასჯელის მასშტაბი, მათ შორის 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების მაქსიმალური აღკვეთის ოცდაათი წლიანი ვადა და სასჯელის შემცირება პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე, გამომდინარე იმავე კოდექსის მე-100 მუხლიდან (განსხვავებითKafkaris საქმიდან, ციტირებული ზემოთ, § 150). მომჩივანზე დაკისრებული სასჯელი, შესაბამისად, წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ ოცდაათი წლის ვადით, და სასჯელის შემცირება პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო გამოიქვითებოდა მოცემული მაქსიმალური სასჯელიდან.
(ბ) მომჩივნის მიმართ „პაროტის დოქტრინის“ გამოყენებამ შეცვალა მხოლოდ სასჯელის აღსრულების საშუალება თუ მისი რეალური მასშტაბიც სასამართლომ უნდა დაადგინოს „პაროტის დოქტრინის“ გამოყენება მომჩივნის მიმართ წარმოადგენდა შეფარდებული სასჯელის აღსრულების ფორმასა თუ, პირიქით, გავლენას ახდენდა მის მასშტაბზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 მაისისა და 23 ივნისის გადაწყვეტილებებში სასამართლომ, რომელმაც მსჯავრი დასდო მომჩივანს - ანუ Audiencia Nacional-მა - არ დააკმაყოფილა ციხის ადმინისტრაციის მიერ მომჩივნის საბოლოოდ გათავისუფლების თარიღად 2008 წლის 2 ივლისის შეთავაზება, რომელიც თავისთავად გამომდინარეობდა სასჯელის შემცირების ძველი მეთოდიდან (იხ. პარაგრაფები 17, 18 და 20 ზემოთ). „პაროტის დოქტრინაზე“ დაყრდნობით, რომელიც შემოღებულ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წლის 28 თებერვლის N. 197/2006 გადაწყვეტილებით - ანუ მას შემდეგ რაც მოხდა დანაშაულების ჩადენა, სასჯელების შეკრება და მაქსიმალური საპატიმრო ვადის დადგენა - Audiencia Nacional-მა თარიღი დააბრუნა 2017 წლის 27 ივნისზე (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ). ადამიანის უფლებათა სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ მის გადაწყვეტილება N. 197/2006-ით გადაუხვია მის მიერ 1994 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში არსებულ ინტერპრეტაციას ... უზენაესი სასამართლოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ახალი წესი, რომლითაც პატიმრობისას გაწეული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირება გამოიყენებოდა ყოველ კონკრეტულ სასჯელზე - და არა მაქსიმალურ ოცდაათწლიან პატიმრობაზე, როგორც ეს აქამდე იყო - უფრო შეესაბამებოდა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების რეალურ ფორმულირებას, რომელიც განასხვავებდა „სასჯელს“(pena) და „საპატიმრო ვადას“ (condena). მართალია სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულ სასამართლოებს უკეთ ძალუძთ ეროვნული კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება, იგი ამასთანავე მიუთითებს, რომ მათი განმარტება უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის მე-7 მუხლში მოხმობილ პრინციპს მასზედ, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია დანაშაულის განსაზღვრა და სასჯელის დადგენა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნისათვის სასჯელის შემცირების გამოთვლა პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო - ანუ პატიმრობისას ნამუშევარი დღეებისა და სასჯელიდან გამოკლებადი დღეების ორდეობა - არასდროს ყოფილა დავის საგანი. ციხის ადმინისტრაციის მიერ განისაზღვრა, რომ სასჯელის შემცირების ხანგრძლივობა - მთლიანობაში 3,282 დღე - დადასტურებულ იქნა ყველა იმ სასამართლოს მიერ, რომელიც განიხილავს საქმეს. მაგალითად, Audiencia Nacional-მა, რომელმაც მოიხმო უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ადგენდა „პაროტის დოქტრინას“, არ შეცვალა მომჩივნისათვის პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოს საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოცულობა. გადაწყვეტილება არ ეხებოდა იმ საკითხს იმსახურებდა თუ არა მომჩივანი სასჯელის შემცირებას, მაგალითად მისი ქცევისა თუ სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული გარემოებების გამო. გადაწყვეტილების მიზანი გახლდათ სასჯელის იმ ელემენტის განსაზღვრა, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო სასჯელის შემცირება. სასამართლო მიუთითებს, რომ „პაროტის დოქტრინის“ გამოყენება მომჩივნის სიტუაციაში პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს გამო სასჯელის შემცირების უკარგავდა ყოველგვარ იმ სასარგებლო მიზანს, რომელიც მას ენიჭებოდა კანონით და რომელიც ეფუძნებოდა სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მოსამართლეების საბოლოო გადაწყვეტილებებს. ანუ, მომჩივანს თავდაპირველად შეეფარდა რამდენიმე გრძელვადიანი თავისუფლების აღმკვეთი სასჯელი, რომელზეც სასჯელის შემცირება, რომლის უფლებაც მას ჰქონდა, არანაირ გავლენას არ ახდენდა. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ვერ დააკონკრეტა თუ რამდენად ჰქონდა - ან ექნებოდა - რაიმე გავლენა მომჩივნის პატიმრობაზე პატიმრობის დროს გაწეული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართალია სასამართლო ეთანხმება მთავრობას მასზედ, რომ სასჯელების კორექტირება როგორც ასეთი, არ ხვდება მე-7 მუხლის ფარგლებში, იგი მიიჩნევს, რომ ფორმა, რომლითაც მოხდა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების გამოყენება მოცემულ საქმეში ცდებოდა ციხის პოლიტიკას. ყოველივე ზემოთხსენებულისა და ზოგადად, ესპანეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში „პაროტის დორქტრინით“ დადგენილი ახალი მიდგომის გამოყენება პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს გამო სასჯელის შემცირების მიმართ ვერ განიხილება ზომად, რომელიც წარმოადგენს მომჩივანის მიმართ შეფარდებული სასჯელის აღსრულების ზომას, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა. მოცემულმა ზომამ, რომელიც დადგენილ იქნა მომჩივნის მსჯავრმდებელი სასამართლოს მიერ, გამოიწვია შეფარდებული „სასჯელის“ მასშტაბის ცვლილებაც. „პაროტის დოქტრინის“ შედეგად, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურმა ოცდაათწლიანმა ვადამ, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო სასჯელის შემცირება პატიმრობისას გაწეულის სამუშაოს საფუძველზე, შეწყვიტა დამოუკიდებელ სასჯელად არსებობა და შეიქნა ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელზაც ამგვარი შემცირებანი რეალურად აღარ გამოიყენებოდა. მოცემული ზომა, შესაბამისად ხვდება კონვენციის 7 § 1 მუხლის ბოლო წინადადების მასშტაბში.
(გ) რამდენად იყო „პაროტის დოქტრინა“ გონივრულად განჭვრეტადი სასამართლო აღნიშნავს, რომ Audiencia Nacional-მა გამოიყენა „პაროტის დოქტრინის“ მიერ შემოღებული პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირების ახალი მეთოდი ნაცვლად იმ მეთოდისა, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულების ჩადენისა და მომჩვნის მსჯავრდების დროს, შესაბამისად, ჩამოართვა მას რეალური პერსპექტივა ესარგებლა სასჯელის შემცირებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით მას ამის უფლება ჰქონდა. სასჯელის შემცირებისას სისტემის ამგვარი ცვლილება გახლდათ უზენაესი სასამართლოს მიერ არსებული სასამართლი პრაქტიკიდან გადახვევის და არა საკანონმდებლო ცვლილების შედეგი. შესაბამისად, დასადგენია თუ რამდენად წარმოადგენს სისხლის სამართლის 1973 წლის კოდექსის ახალი განმარტება, დანაშაულების ჩადენიდან და მსჯავრდებიდან გასული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ - მეტიც, 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან დიდი ხნის შემდეგ, რომლითაც მოხდა სასჯელების შეკრება და თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა - იყო გონივრულად განჭვრეტადი მომჩივნის მიერ, ანუ, რამდენად შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ იგი ასახავდა სასამართლო პრაქტიკის განვითარების ნათელ ხაზს (იხ.S.W. and C.R. v. the United Kingdom, ...). მოცემულის დასადგენად, სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად შეეძლო მომჩივანს განეჭვრიტა მსჯავრდებისას და სასჯელის შეკრებისა და თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრისას - საჭიროების შემთხვევაში სათანადო იურიდიული დახმარებით - რომ მასზე დაკისრებული სასჯელი შესაძლოა გადაზრდილიყო რეალურად ოცდაათწლიან თავისუფლების აღკვეთაში, რომელზეც 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლით განსაზღვრული პატიმრობის დროს გაწეული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირება არ გავრცელდებოდა.
შეფასებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კი უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში მიღებულ „პაროტის დოქტრინით“ დადგენილ მიდგომამდე მოქმედი სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა. ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთადერთი შესაბამისი პრეცედენტი, რომელიც მოხმობილი იყო ხსენებულ გადაწყვეტილებაში გახლდათ 1994 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება, სადაც უზენაესმა სასამართლომ განსხვავებული მიდგომა აირჩია, კერძოდ კი აღნიშნა, რომ ოცდაათწლიანი მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადა წარმოადგენდა „ახალ, დამოუკიდებელ სასჯელს“ რომელზეც ვრცელდებოდა კანონით დადგენილი სასჯელის შემცირება ... ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართოს აზრით, ის ფაქტი, რომ ერთი გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ავტორიტეტს ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით ... ვერ იქნება გადამწყვეტი. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე თანდართულ განსხვავებულ მოსაზრებებში მოსამართლეებმა მიუთითეს, რომ უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 28 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისინებული სასჯელის შემცირება გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ახალი და ძველი სისხლის სამართლის კოდექსებით დადგენილი სასჯელების შედარებისას ... 1995 წელს სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, ესპანეთის სასამართლოები ვალდებულნი იყვნენ გამოეყენებინათ მოცემული კრიტერიუმი ყოველ კონკრეტულ საქმეში და ამგვარად განესაზღვრათ თუ რომელი სისხლის სამართლის კოდექსი იყო უფრო ნაკლებად მკაცრი, რისი დადგენის დროსაც მათ უნდა გაეთვალისწინებინათ პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირების სისტემის გავლენა სასჯელის შეფარდებაზე. მთავრობამ თავად აღიარა, რომ „პაროტის დოქტრინამდე“ ციხისა და სასამართლო ხელისუფლების პრაქტიკის მიხედვით თავისუფლების მაქსიმალური ვადით აღკვეთისას სასჯელის შემცირება პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო მიღებული პრაქტიკა გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხზე პირველი გადაწყვეტილება მხოლოდ 1994 წელს მიიღო. სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტსაც, რომ უზენაესმა სასამართლომ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას გადაუხვია მხოლოდ 2006 წელს, ანუ შესაბამისი კანონის გაუქმებიდან ათი წლის შემდეგ. ამგვარად მოქმედებისას უზენაესმა სასამართლომ ახლებურად განმარტა კანონის ის დებულება, რომელიც უკვე ძალაში აღარ იყო, კერძოდ კი 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც უკვე ჩანაცვლებული გახლდათ 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. პარაგრაფი 102), 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის გარდამავალი დებულებები მიზნად ისახავდნენ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული, პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირების შენარჩუნებას იმ პირთათვის, რომლებიც ამავე კოდექსის საფუძველზე იყვნენ მსჯავრდებულნი - მსგავსად მომჩივნისა - რათა დამორჩილებოდა უფრო მკაცრი სისხლის სამართლის კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვას. თუმცა, უზენაესი სასამართლოს ახალი განმარტება, რომლითაც უშედეგო შეიქნა უკვე შეფარდებული სასჯელის შემცირება, პრაქტიკაში გამოიწვია მომჩივნისა და სხვა, მსგავს ვითარებაში მყოფ პირთათვის სასჯელის შემცირების სისტემით გათვალისწინებული სარგებლის არსის დაკარგვა. ამასთანავე, სასაამრთლო ვერ გაიზიარებს მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ უზენაესი სასამართლოს ინტერპრეტაცია განჭვრეტადი იყო იმის გამო, რომ იგი შეესაბამებოდა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსს. სასამართლო იმეორებს, რომ მისი ფუნქცია არ გახლავთ იმის განსაზღვრა თუ როგორ უნდა განიმარტოს კოდექსის დებულებანი ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ უნდა გაანალიზოს თუ რამდენად იყო ახალი ინტერპრეტაცია გონივრულად განჭვრეტადი მომჩივნისათვის იმ დროს მოქმედი „კანონის“ მიხედვით. „კანონი“ - კონვენციისეული არსებითი მნიშვნელობით მოიცავს როგორც დაუწერელ კანონებს, ისე სასამართლო პრაქტიკას - გამოიყენებოდა მუდმივად ციხისა და სასამართლო ორგანოების მიერ წლების განმავლობაში მანამდე, სანამ „პაროტის დოქტრინამ“ არ მისცა მას ახალი კურსი. განსხვავებით ზემოთციტირებული S.W. and C.R. v. the United Kingdom საქმეში არსებული სასამართლოს განმარტებისაგან, მოცემულ საქმეში სასამართლო პრაქტიკისაგან გადახვევა წარმოადგენდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის იმგვარ ინტერპრეტაციას, რომელიც არ იმეორებს სასამართლო პრაქტიკის განვითარების ცნობად კურსს. და ბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც მოიხმო უზენაესმა სასამართლომ არ არის საკმარისი სასამართლო პრაქტიკიდან გადახვევის გასამართლებლად. მართალია სასამართლო ეთანხმება, რომ უზენაეს სასამართლოს უკუძალით არ გამოუყენებია კანონი N. 7/2003, რომლითაც განხორციელდა 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილება, მაგრამ უზენაესი სასამართლოს არგუმენტაციიდან ნათლად იკვეთება, რომ იგი იმავე მიზანს ატარებდა რასაც ზემოთხსენებული კანონი, კერძოდ კი გრძელვადიანი სასჯელის მქონე პირების მიერ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის სრულ და ეფექტიან მოხდას ... ამ მხრივ, მართალია სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოები თავისუფალნი არიან თავად განსაზღვრონ საკუთარი სისხლის სამართლის პოლიტიკა, მაგალითად სასჯელის შემცირება შესაბამის სისხლისსამართლებრივ დანაშაულებზე (იხ. Achour, ციტირებული ზემოთ, § 44), მაგრამ ამავდროულად ისინი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მე-7 მუხლით დადგენილ ვალდებულებებს ((Maktouf and Damjanović v. Bosnia and Herzegovina [GC], nos. 2312/08 და 34179/08, § 75, 18 ივლისი 2013). სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-7 მუხლი უპირობოდ კრძალავდა სისხლის სამართლის კანონის უკუძალით გამოყენებას მსჯავრდებული პირის საზიანოდ. ყოველივე ზემოთაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც მოხდა მომჩვნის მსჯავრდება და როდესაც მას შეატყობინეს სასჯელების შეკრების შესახებ და თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის დადგენის შესახებ, არ არსებობდა განჭვრეტადი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც იმავე ხაზს განავითარებდა, რასაც უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მომჩივანს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ეფიქრა, რომ უზენაესი სასამართლო გადაუხვევდა საკუთარი მოქმედი პრაქტიკიდან, რის შედეგადაც Audiencia Nacional-ი სასჯელის შემცირებას გაავრცელებდა არა თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ოცდაათწლიან ვადაზე, არამედ ყოველ სასჯელზე, რომელიც მომჩივანს შეფარდებული ჰქონდა. როგორც აღნიშნა ზემოთ სასამართლომ (იხ. პარაგრაფები 109 და 111), სასამართლო პრაქტიკიდან მსგავს გადახვევას ჰქონდა მომჩივნის ინტერესების საზიანოდ, მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლის შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის 5 § 1 მუხლის სავარაუდო დარღვევა მომჩივანი აცხადებდა, რომ 2008 წლის 3 ივლისის შემდეგ იგი იმყოფებოდა პატიმრობაში „კანონიერებისა“ და „კანონით განსაზღვრული პროცედურის“ დარღვევით. მან მოიხმო კონვენციის მე-5 მუხლი, რომლის შესაბამისი ნაწილიც აღნიშნავს შემდეგს:
„1. ყველას აქვს თავსუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;
...“
ა. პალატის გადაწყვეტილება პალატამ საკუთარ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ იმ მოსაზრებების გათვალისწინებით, რომელთა შედეგადაც დადგინდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა, დანაშაულის ჩადენის დროისათვის მომჩივანი ვერ განჭვრეტდა გონივრულობის ფარგლებში, რომ მისი პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა გაიზრდებოდა თითქმის ცხრა წლის ვადით და რომ სასამართლო პრაქტიკიდან გადახვევის შედეგად, გამოყენებულ იქნებოდა პატიმრის შემცირების ახალი მეთოდი, რომელიც მასზე უკუძალით გავრცელდებოდა. პალატამ შესაბამისად დაასკვნა, რომ 2008 წლის 3 ივლისის შემდეგ მომჩივნის პატიმრობა არ იყო „კანონიერი“ და შესაბამისად, არღვევდა კონვენციის 5 § 1 მუცლდ (§ 75 გადაწყვეტილება).
ბ. მხარეთა არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
1. მომჩივანი მომჩივანმა აღნიშნა, რომ კონვენციის მუხლი 5.1 ასევე მოიცავს ვალდებულებას კანონის ხარისხის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ ეროვნული კანონი, რომელიც იძლევა თავისუფლების აღკვეთის უფლებას, უნდა იყოს საკმარისად ნათელი და განჭვრეტადი გამოყენებაში. მან ასევე მიუთითა, რომ მე-5 მუხლი ვრცელდებოდა მსჯავრდებული პირის ვადამდელ გათავისუფლებაზე სადაც უფლების დამდგენი სამართლებრივი დებულებანი მოცემულ უფლებას არ აძლევდნენ პირობით და დისკრეციულ ხასიათს და თუკი მოცემული უფლება ვრცელდებოდა ყველა პირზე, რომელიც აკმაყოფილებდა დადგენილ პირობებს ((Grava, ციტირებული ზემოთ, §§ 31-46) მიუხედავად იმისა, ზომა ეხებოდა სასჯელს თუ მის აღსრულებას მე-7 მუხლის მიზნებისათვის. მომჩივანი დავობდა, რომ სასჯელის გაგრძელება ან/და მისი რეალური ხანგრძლივობა არ იყო გონივრულად განჭვრეტადი და, ალტერნატიულად, რომ შეფარდებული სასჯელის არსი და/ან მისი აღსრულების ფორმა და/ან მისი რეალური ხანგრძლივობა, არ იყო გონივრულად განჭვრეტადი.
2. მთავრობა მთავრობამ აღნიშნა, რომ პალატის გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა სასამართლოს პრაქტიკას კონვენციის მე-5 მუხლით, კერძოდ კი ზემოთციტირებულ Kafkaris და M. v. Germany გადაწყვეტილებებს. ისინი აცხადებდნენ, რომ მოცემულ საქმეში არსებობდა სრული კაუზალური კავშირი მომჩივნის მიერ ჩადენილ მრავალი სერიოზულ დანაშაულსა და ციხეში გატარებულ დროს შორის. გადაწყვეტილებები, რომლითაც მოხდა მომჩივნის მსჯავრდება აღნიშნავდნენ, რომ მას ციხეში უნდა გაეტარებინა ოცდაათი წელი, რადგან 2000 წლის გადაწყვეტილებამ მოახდინა სასჯელების შეკრება და დაადგინა თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა, ხოლო 2001 წლის გადაწყვეტილებამ მომჩივნის გათავისუფლების თარიღად განსაზღვრა 2017 წლის 27 ივნისი.
გ. სასამართლოს შეფასება
1. სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი პრინციპები კონვენციის 5 § 1 მუხლის ქვეპუნქტები (ა) – (ვ) მოიცავს ამომწურავ სიას თუ როდის არის დაშვებული თავისუფლების შეზღუდვა და არცერთი თავისუფლების აღკვეთა არ იქნება კანონიერი თუკი არ ხვდება ჩამოთვლილთა შორის (იხ. M. v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 86). 5 § 1 მუხლის (ა) ქვე-პუნქტი უშვებს „პირის კანონიერ დაპატიმრებას კომპეტენტური სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ“. ფრანგული ტექსტის გათვალისწინებით, სიტყვა „მსჯავრდება“ 5 § 1 (ა) მუხლის მიზნებისათვის გაგებულ იქნას როგორც ტერმინი, რომელიც აღნიშნავს, როგორც ბრალის დადგენას მას შემდეგ, რაც კანონის მიხედვით დადგინდება, რომ ჩადენილ იქნა დანაშაული (იხ. Guzzardi v. Italy, 6 ნოემბერი 1980, § 100, Series A no. 39) , ისევე სასჯელის შეფარდებას ან სხვა ზომას, რომელიც მოიცავს თავისუფლების აღკვეთას (იხ.Van Droogenbroeck v. Belgium, 24 ივნისი 1982, § 35, Series A no. 50). ასევე, ქვე-პუნქტში (ა)-ში მოცემული სიტყვა „შემდეგ“არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ პატიმრობა დროის მხრივ უნდა განხორციელეს მხოლოდ „მსჯავრების“ მერე: „პატიმრობა“ უნდა „გამომდინარეობდეს და ეფუძნებოდეს“ ან განხორციელდეს „მსჯავრდების“ „შედეგად“. ანუ, უნდა არსებობდეს საკმარისი მიზეზობრივი კავშირი ამ ორს შორის (იხ.Weeks v. the United Kingdom, 2 მარტი 1987, § 42, Series A no. 114, § 42; Stafford v. the United Kingdom [GC], no. 46295/99, § 64, ECHR 2002‑IV; Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 117; და M. v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 88). თუმცა, დროის დინებასთან ერთად, კავშირი თავდაპირველ მსჯავრდებასა და თავისუფლების აღკვეთას შორის თანდათანობით მცირდება (იხ.Van Droogenbroeck, ციტირებული ზემოთ, § 40). ქვე-პუნქტი (ა) მიხედვით დადგენილი მიზეზობრივი კავშირი შესაძლოა თანდათანობით გაწყდეს თუკი გადაწყვეტილება გათავისუფლებაზე უარის თქმისა თუ პირის ხელახალი დაპატიმრების შესახებ დაეფუძნება იმ საფუძვლებს, რომელიც შეუსაბამო იყო მსჯავრმდებელი სასამართლოს მიზნებთან ან შეფასებასთან, რომელიც, თავის მხრივ, არაგონივრული იყო მოცემული მიზნების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, დაპატიმრება, რომელიც თავდაპირველად კანონიერი გახლდათ, შესაძლოა გადაიქცეს პატიმრობად, რომელიც თვითნებურია და, შესაბამისად, შეუსაბამოა კონვენციის მე-5 მუხლთან (იხ.Weeks, ციტირებული ზემოთ, § 49, და Grosskopf v. Germany, no. 24478/03, § 44, 21 ოქტომბერი 2010). სასამართლოს 5 § 1 მუხლის მიხედვით დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თავისუფლების ყველა აღკვეთა არა მარტო უნდა ეფუძნებოდეს (ა) – (ვ) პარაგრაფებში მოცემულ გამონაკლისებს, არამედ ამასთანავე უნდა იყოს „კანონიერი“. პატიმრობის „კანონიერების“ განხილვისას, მათ შორის იმაზე აპელირებისას თუ რამდენად მოხდა „კანონით დადგენილი პროცედურის“ დაცვა, კონვენცია ეფუძნება ეროვნულ კანონმდებლობას და აყალიბებს ვალდებულებას ეროვნული კანონების არსობრივი და პროცედურული წესების დაცვის შესახებ. მოცემული ვალდებულების მიხედვით, ნებისმიერ დაკავებასა თუ დაპატიმრებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, ხოლო კანონის ხარისხის მხრივ კი, ეს უკანასკნელი უნდა იყოს კანონის უზენაესობასთან შესაბამისობაში, ანუ, აკმაყოფილებდეს კონცეფციას, რომლითაც განმსჭვალულია კონვენციის ყველა მუხლი (იხ.Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 116, და M. v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 90). „კანონის ხარისხი“ გულისხმობს შემდეგს: როდესაც ეროვნული კანონი იძლევა თავისუფლების აღკვეთის უფლებას, იგი უნდა იყოს საკმარისად ხელმისაწვდომი, კონკრეტული და განჭვრეტადი გამოყენებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი თვითნებურება (იხ. Amuur v. France, 25 ივნისი 1996, § 50, Reports 1996‑III). „კანონიერების“ სტანდარტი კონვენციის მიხედვით საჭიროებს ყველა კანონის სათანადო კონკრეტულობას, რათა პირს - საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარების გამოყენებით - მიეცეს საშუალება განჭვრიტოს, გარემოების შესაბამისი გონივრულობის ფარგლებში, ამა თუ იმ მოქმედების შედეგები (იხ. Baranowski v. Poland, no. 28358/95, § 52, ECHR 2000‑III; M. v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 90; და Oshurko v. Ukraine, no. 33108/05, § 98, 8 სექტემბერი 2011). როდესაც საქმე ეხება თავისუფლების აღკვეთას, აუცილებელია, რომ ეროვნული კანონი ნათლად განსაზღვრავდეს პატიმრობის პირობებს (იხ. Creangă v. Romania [GC], no. 29226/03, § 120, 23 თებერვალი 2012). დაბოლოს, სასამართლო იმეორებს, რომ მართალია კონვენციის 5 § 1 (ა) მუხლი, თავისთავად, არ იძლევა პატიმრის ვადამდელი გათავისუფლების უფლების, იქნება ეს უფლება პირობითი თუ საბოლოო, გარანტიას, (იხ.İrfan Kalan v. Turkey (dec.), no. 73561/01, 2 October 2001, და Çelikkaya v. Turkey (dec.), no. 34026/03, 1 ივნისი 2010), თუმცა, ვითარება შესაძლოა განსხვავებულად იქნას აღქმული, როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების არმქონე კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი შეიქნებიან გამოიყენონ ამგვარი ზომები ნებისმიერი იმ ინდივიდის მიმართ, რომლიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს უფლებით სარგებლობის შესახებ (იხ. Grava, ციტირებული ზემოთ, § 43; Pilla v. Italy, no. 64088/00, § 41, 2 მარტი 2006; და Şahin Karataş v. Turkey, no. 16110/03, § 37, 17 ივნისი 2008).
2. ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მომჩივანმა მართებულად მიუთითა, რომ განსხვავება კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით „სასჯელსა“ და მის „აღსრულებას“ შორის არ არის გადამწყვეტი 5 § 1 (ა) მუხლის მიზნებისათვის. ზომები, რომელიც ეხება სასჯელის აღსრულებას ან მის ცვლილებას შესაძლოა გავლენის მქონენი იყონ 5 § 1 მუხლით დაცულ თავისუფლების უფლებაზე, რადგან თავისუფლების აღკვეთის რეალური ხანგრძლივობა, სხვა მრავალთან ერთად, დამოკიდებულია მათ გამოყენებაზე (იხ. მაგალითად, Grava, ციტირებული ზემოთ, §§ 45 და 51, და, სახელმწიფოებს შორის პატიმრების გადაცემაზე, Szabó v. Sweden (dec.), no. 28578/03, ECHR 2006-VIII). მაშინ, როდესაც მე-7 მუხლი ვრცელდება მსჯავრმდებელი სასამართლოს მიერ შეფარდებულ „სასჯელზე“, მე-5 მუხლი ვრცელდება მისგან გამომდინარე პატიმრობაზე. მოცემულ საქმეში სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ მომჩივნის მსჯავრდება მოხდა კომპეტენტური სასამართლოს მიერ, კანონით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით კონვენციის 5 § 1 (ა) მნიშვნელობით. მართლაც, მომჩივანს არ გაუსაჩივრებია, რომ მისი პატიმრობა იყო კაონიერი 2008 წლის 2 ივლისამდე, ანუ თარიღამდე, რომელიც ციხის ადმინისტრაციამ თავდაპირველად შესთავაზა სასამართლოს საბოლოო გათავისუფლების ვადად. ადამიანის უფლებათა სასამართლომ, შესაბამისად, უნდა დაადგინოს, თუ რამდენად იყო მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა მოცემული თარიღის შემდეგ კანონიერი კონვენციის 5 § 1 მუხლის მიხედვით. სასამართლო აღნიშნავს, რომ რვა სხვადასხვა სამართალწარმოების ფარგლებში Audiencia Nacional-მა მომჩივანი დამნაშავედ სცნო ტერორიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულებიათვის. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენებით მომჩივანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სულ 3,000 წელზე მეტი ხნის ვადით (იხ. პარაგრაფები 11-12 ზემოთ). მოცემულ გადაწყვეტილებათა უმრავლესობაში, ისევე როგროც 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოხდა გადაწყვეტილებების შეკრება და თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა, Audiencia Nacional-მა აღნიშნა, რომ მომჩივანმა უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური, 30 წლიანი ვადა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.2 მუხლის მიხედვით (იხ. პარაგრაფები 11 და 14 ზემოთ). სასამართლო აღნიშნვს, რომ მომჩივნის პატიმრობას ჯერ არ მიუღწევია თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადამდე. არსებობს ნათელი მიზეზობრივი კავშირი მომჩივნის მსჯავრდებებსა და 2008 წლის 2 ივლისის შემდგომ მის განგრძობად პატიმრობას შორის, რომელიც გამომდინარეობდა ბრალის დამდგენელ განაჩენებსა და 2000 წლის 30 ნოემბერს შეფარდებულ მაქსიმალურ ოცდაათწლიან პატიმრობას შორის (იხ, mutatis mutandis, Kafkaris, § 120). თუმცა, სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად იყო „კანონი“, რომლითაც მოხდა მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა 2008 წლის 2 ივლისის შემდეგ საკმარისად განჭვრეტადი გამოყენებისას. განჭვრეტადობის მოთხოვნის დაცვის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ თავდაპირველი მსჯავრდებისა და შემდგომი პატიმრობის განმავლობაში ძალაში მყოფი „კანონი“. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზეც მოხდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევის დადგენა, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი და როდესაც იგი მუშაობდა პატიმრობისას და როდესაც შეიტყო სასჯელების შეკრებისა და მაქსიმალური პატიმრობის ვადის დამდგენი გადაწყვეტილების შესახებ, იგი გონივრულობის ფარგლებში ვერ განჭვრეტდა, რომ მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა პატიმრობისას ციხეში შესრულებული სამუშაოს გამო სასჯელის შემცირების შესახებ შეიცვლებოდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წელს არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გადახვევის შედეგად და რომ მოხდებოდა მის მიმართ ახალი მიდგომის გამოყენება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ვითარებაში სასამართლო პრაქტიკიდან გადახვევამ გამოიწვია მისი საბოლოო გათავისუფლების ვადის გახანგრძლივება თითქმის ცხრა წლით. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს რა კანონის შესაბამისად მომჩივნისადმი სასჯელის შემცირებას, მან მოიხადა სასჯელის იმაზე ხანგრძლივი ვადა, ვიდრე მას შეეფარდა მისი მსჯავრდებისას არსებული კანონმდებლობის მიხედვით (იხ, mutatis mutandis, Grava, ციტირებული ზემოთ, § 45). სასამართლო ასკვნის, რომ 2008 წლის 3 ივლისის შემდეგ მომჩივნის პატიმრობა არ იყო „კანონიერი“ და არღვევდა კონვენციის 5 § 1 მუხლს.
III. კონვენციის 46-ე მუხლი კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ:
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.
...“
ა. პალატის გადაწყვეტილება
ითვალისწინებს რა საქმის სპეციფიურ გარემოებებსა და კონვენციის მე-7 მუხლისა და 5 § 1 მუხლის დარღვევის დასრულების დაუყოვნებელ საჭიროებას, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ შესაძლებლობის ფარგლებში რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლოს მომჩივანი (გადაწყვეტილების 83-ე პარაგრაფი).
ბ. მხარეთა არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
1. მომჩივანი მომჩივანი აცხადებს, - ის ფაქტი, რომ სასამართლოს მსგავს ვითარებაში არასდროს გამოუყენებია მისი განსაკუთრებული უფლებამოსილება ინდივიდუალური ზომების გამოყენების შესახებ, არ არის რელევანტური. მან აღნიშნა, რომ სასამართლოს აქვს უფლება მიუთითოს გამოსაყენებელი ზომების შესახებ და იმ ფაქტის გამო, რომ დადგენილი დარღვევის უფლება არ ტოვებს „რეალურ არჩევანს მდგომარეობის გამოსასწორებელს ზომებს შორის“, უტოვებს მას მხოლოდ მოცემული არჩევანის საშუალებას. მომჩივანმა ასევე გააკრიტიკა მთავრობა იმის გამო, რომ მათ არ მიუთითეს თუ რომელი ზომები, გარდა მისი გათავისუფლებისა, იყო გონივრული იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაადგენდა კონვენციის მე-5 და მე-7 მუხლების დარღვევას.
2. მთავრობა მთავრობამ აღნიშნა, რომ მსგავს საქმეებში, რომლებიც ეხებოდა საკანონმდებლო ცვლილების უკუძალით გამოყენებას, რაც შედეგად იწვევდა მსჯავრდებული პირის პატიმრობის გახანგრძლივებას, სასამართლოს არასდროს გამოუყენებია მისი განსაკუთრებული უფლება გადაწყვეტილების აღსასრულებლად ინდივიდუალური ზომების გამოყენების შესახებ (მთავრობამ მოახდინა M. v. Germany, ციტირება, იხ. საქმე ზემოთ). ამ მხრივ მან აღნიშნა, რომ მართალია სასამართლომ დაადგინა დარღვევა Kafkaris საქმეში (ციტირებული ზემოთ) იმის გამო, რომ კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებდა სათანადო სტანდარტს, სასამართლოს არ მიუთითებია მომჩივნის გათავისუფლების შესახებ, რომელიც ჯერ ისევ ციხეში იმყოფებოდა გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (მთავრობამ ასევე მოიხმო საქმე Kafkaris v. Cyprus (dec.), no. 9644/09, 21 ივნისი 2011).
გ. სასამართლოს შეფასება კონვენციის 46-ე მუხლით მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ იმ საქმეში, რომლის მხარესაც ისინი წარმოადგენენ, სადაც აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრთა კომიტეტი. მოცემული გულისხმობს, რომ როდესაც სასამართლო ადგენს დარღვევას, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი ვალდებულება არა მხოლოდ გადაიხადოს დაკისრებული ოდენობა სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში 41-ე მუხლის მიხედვით, არამედ ასევე მიიღოს ინდივიდუალური და/ან, საჭიროებისამებრ, ზოგადი ზომები ეროვნული სამართალწესრიგის ფარგლებში რათა შეწყვიტოს სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა და გამოაწოროს მისი შედეგები, და შესაძლებლობის ფარგლებში მომჩივანი ჩააყენოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა რომ არა კონვენციის მოთხოვნების უგულვებელყოფა (იხ, მრავალს შორის Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 და 41963/98, § 249, ECHR 2000‑VIII; Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (no. 2) [GC], no. 32772/02, § 85, ECHR 2009; და Scoppola (no. 2), ციტირებული ზემოთ, § 147). მართალია, რომ პრინციპის დონეზე მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია არჩევანში თავად განსაზღვროს ზომები, რომლითაც შეასრულებს კონვენციის 46-ე მუხლით დადგენილ სამართლებრივ ვალდებულებას, იმ პირობით, რომ მის მიერ გამოყენებული საშუალება შესაბამისობაში იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნებთან (იხ.Scozzari and Giunta, ციტირებული ზემოთ, § 249 ). თუმცა, ცალკეულ ვითარებებში, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ 46-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, სასამართლომ შესაძლოა მოითხოვოს იმგვარი ინდივიდუალური და/ან ზოგადი ზომების მიღება, რომელიც საჭიროა იმ ვითარების დასასრულებლად, რომელმაც გამოიწვია დარღვევის დადგენა (იხ. Broniowski v. Poland [GC], no. 31443/96, § 194, ECHR 2004‑V, და Stanev v. Bulgaria [GC], no. 36760/06, §§ 255-258, ECHR 2012). შესაძლოა ასევე არსებობდეს იმგვარი განსაკუთრებული ვითარებანი, სადაც დადგენილი დარღვევის ბუნება ისეთი იყოს, რომ არ ტოვებდეს არჩევანს მისაღებ იმ ზომებს შორის, რომელიც საჭიროა ვითარების გამოსასწორებლად და სასამართლომ ამგვარ შემთხვევაში შესაძლოა მოითხოვოს ერთი კონკრეტული ზომის მიღება (იხ. Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, §§ 202-203, ECHR 2004‑II; Aleksanyan v. Russia, no. 46468/06, §§ 239-240, 22 დეკემბერი 2008; და Fatullayev v. Azerbaijan, no. 40984/07, §§ 176-177, 22 აპრილი 2010). დიდი პალატა იზიარებს პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება ზემორე ხსენებულ, ბოლო კატეგორიას. ითვალისწინებს რა საქმის განსაკუთრებულ გარემოებებსა და კონვენციის დარღვევის დასრულების დაუყოვნებელ საჭიროებას, იგი მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მომჩივნის გათავისუფლება რაც შეიძლება მოკლე დროში.
IV.კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს“. მომჩივანმა მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება განცდილი ნაგულვები ტანჯვის გამო და გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მთავრობამ გაასაჩივრა მორალური ზიანის დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნა.
ა. პალატის გადაწყვეტილება პალატამ მომჩივანს მიაკუთვნა 30,000 ევრო მორალური ზიანისათვის. ასევე, მომჩივანს აუნაზღაურდა სასამართლოს წინაშე წარმოებისას გაწეული ხარჯები 1,500 ევროს ოდენობით.
ბ. მხარეთა არგუმენტები დიდი პალატის წინაშე
1. მომჩივანი მომჩივანი ითხოვდა 60,000 ევროს მიყენებული მორალური ზიანისათვის და პალატის მიერ მიკუთვნებული მისაგებლისაგან დამოუკიდებლად, ითხოვდა დიდი პალატის წინაშე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. მას სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია არცერთი ქვითარი დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოების ფარგლებში გაწეული ხარჯების დასადასტურებლად.
2. მთავრობა მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ კომპენსაციის მიკუთვნება პირისათვის, რომელმაც ისეთი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა როგორიც მომჩივანმა - რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, სადაც სამართალწარმოება აკმაყოფილებდა სამართლიანი განხილვის ყველა მოთხოვნას - რთული გასაგებია. ისინი აცხადებდნენ, რომ Kafkaris გადაწყვეტილებაში (ციტირებული ზემოთ), „საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით“, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა თავისთავად წარმოადგენდა სამართლიან დაკმაყოფილებას ყოველგვარი მორალური ზიანისათვის.
გ. სასამართლოს შეფასება
1. მორალური ზიანი სასამართლო აღნიშნავს, - Kafkaris გადაწყვეტილებაში მან მიიჩნია, რომ დარღვევის დადგენა, თავისთავად წარმოადგენდა სამართლიან დაკმაყოფილებას ყოველგვარი მორალური ზიანისათვის. იმ გადაწყვეტილებაში, თუმცა, სასამართლოს არ დაუდგენია კონვენციის 5.1 მუხლის დარღვევა და მე-7 მუხლის დარღვევა დაეფუძნა მხოლოდ კანონის ხარისხის კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობას. მოცემული საქმე განსხვავებულია, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა 2008 წლის 2 ივლისის შემდეგ არღვევდა კონვენციის 5.1 მუხლს და რომ მას ევალებოდა იმაზე მკაცრი სასჯელის მოხდა ვიდრე შეეფარდა, რაც არღვევდა კონვენციის მე-7 მუხლს (იხ.mutatis mutandis, M. v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 141). მოცემულმა ფაქტმა, სავარაუდოდ, მომჩივნს მიაყენა მორალური ზიანი, რისი გამოსწორებაც რთულია მხოლოდ დარღვევების დადგენით. საქმის გარემოებების გათვალისწინებითა და სამართლიან საწყისებზე შეფასებით, სასამართლო მომჩივანს ამ ნაწილში მიაკუთვნებს 30,000 ევროს.
2. ხარჯები სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 41-ე მუხლით ხარჯების ანაზღაურება ვერ განხორციელდება თუკი არ დადასტურდა, რომ ისინი მართლაც გაწეულ იქნა, იყო აუცილებელი და დაიხარჯა გონივრულობის ფარგლებში (იხ. მაგალითად, Iatridis v. Greece (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC], no. 31107/96, § 54, ECHR 2000‑XI). დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მომჩივანს აუნაზღაურდა პალატის წინაშე გაწეული ხარჯები 1,500 ევროს ოდენობით. იმის გამო, რომ მას დიდი პალატის წინაშე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი ქვითრები არ წარმოუდგენია (შეადარეთ Tănase v. Moldova [GC], no. 7/08, § 193, ECHR 2010), მას უნდა მიეკუთვნოს მთლიანობაში 1,500 ევრო ყველა ხარჯის ასანაზღაურებლად.
3. საურავი სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
1. ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას;
2. ადგენს, ერთხმად, რომ 2008 წლის 3 ივლისის შემდეგ, მომჩივნის პატიმრობა არ იყო „კანონიერი“ და არღვევდა კონვენციის 5 § 1 მუხლს;
3. ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მომჩივნის გათავისუფლება რაც შეიძლება მოკლე ვადაში;
4. ადგენს, ათი ხმით შვიდის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს, სამი თვის ვადაში, უნდა გადაუხადოს 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო დამატებული დარიცხვადი გადასახადი, მორალური ზიანისათვის;
5. ადგენს, ერთხმად, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს 1,500 (ათას ხუთასი) ევრო, დამატებული დარიცხვადი გადასახადი, ხარჯების ასანაზღაურებლად;
6. ადგენს, ერთხმად, რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადახდამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, დამატებული სამი პროცენტი.
7. უარყოფს, ერთხმად, მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 21 ოქტომბერს.
მაიკლ ო’ბოილიდინ სპილმანი
გამწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45§ 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი ცალკეული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე ნიკოლაუს თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე ვილიგერი, შტაინერის, ფაუერ-ფორდის, ლემენსისა და გრიტკოს ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
(გ) მოსამართლე მაჰოუნისა და ბეჰაბოვიჩის ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy