© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტულ სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №167
ოქტომბერი 2013
დელ რიო პრადა ესპანეთის წინააღმდეგ [დპ] - 42750/09
გადაწყვეტილება 21.10.2013 [დპ]
მუხლი 7
მუხლი 7-1
უფრო მძიმე სასჯელი
Nulla poena sine lege
უკუძალა
მომჩივნის გათავისუფლების თარიღის გადავადება, მისი მსჯავრდების შემდგომი სასამართლო პრაქტიკის ცვლილების საფუძველზე: დარღვევა
ფაქტები - 1988 -2000 წლებში, რვა სხვადასხვა სამართალწარმოების შედეგად, მომჩივანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, მთლიანობაში, 3,000-ზე მეტი წლის ვადით იმ დანაშაულებისათვის, რომელიც მაინ ჩაიდინა ტერორისტული თავდასხმების ფარგლებში. 2000 წლის ნოემბერში, დანაშაულებს შორის მჭიდრო სამართლებრივი და ქრონოლოგიური კავშირის გამო, Audiencia Nacional-მა იმ დროს მოქმედი 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსისა და მის მიერ დადგენილი ზღვარის საფუძველზე შეკრიბა მომჩივნის მიმართ გამოტანილი სასჯელები და დაადგინა ერთიანი ვადა - ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთის სახით. 2008 წლის აპრილში იმ ციხის ადმინისტრაციამ, სადაც მომჩივანი იხდიდა სასჯელს მისი გათავისუფლების თარიღად განსაზღვრა 2008 წლის ივლისი. თარიღის შემცირება გამოწვეული იყო 1987 წლიდან პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო. 2008 წლის მაისში Audiencia Nacional-მა სთხოვა ციხის ადმინისტრაციას გადაეხედა მომჩივნის დაგეგმილი გათავისუფლების თარიღისათვის და ხელახლა გამოეანგარიშებინა იგი უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილების ახალი მიდგომის (ცნობილი როგორც „პაროტის დოქტრინა“) საფუძველზე; ამ უკანასკნელის მიხედვით, სასჯელის ცვლილება და შემცირება უნდა გამოყენებულიყო ყოველ სასჯელზე ინდივიდუალურად და არა მთლიან ოცდაათწლიან თავისუფლების აღკვეთაზე. შედეგად, მომჩივნის გათავისუფლების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 27 ივნისი. მომჩივნის შემდგომი აპელაციები არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით (იხ. საინფორმაციო ბიულეტენი N. 154) სასამართლოს პალატამ, ერთხმად, დადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 და მე-7 მუხლების დარღვევას, მიიჩნია რა, რომ სასჯელის შემცირების გამოთვლის ახალი მეთოდის გამოყენება არ იყო განჭვრეტადი მომჩივნის მსჯავრდებისას და წარმოადგენდა მომჩივნის საწინააღმდეგოდ იმ ცვლილების უკუძალით გამოყენებას, რომელიც განხორციელდა დანაშაულების ჩადენის შემდეგ.
სამართალი - მუხლი 7: მხარეები ძირითადად დავობდნენ მომჩივნის მიერ მთლიანობაში მოსახდელი ვადის გამოთვლის ფარგლებში სასჯელების შეკრებისა და მაქსიმალური ვადის დადგენის წესების შესახებ, ამ პროცესში ითვალისწინებდნენ რა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადას.
(ა) შეფარდებული სასჯელი - დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, არაერთგზისი დანაშაულების ჩადენის შემთხვევვაში, ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა მაქსიმალურ საპატიმრო ვადას (condena) განსხვავებით „სასჯელებისაგან“ (penas), რომლის შეფარდებაც ხდება მსჯავრდებული დამნაშავისათვის სხვადასხვა გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამასთანავე, „შეფარდებული სასჯელის“ მოხდისას, პატიმრებს ყოველ ორ ნამუშევარ დღეზე ჰქონდათ სასჯელის ერთი დღით შემცირების უფლება. თუმცა, არ არსებობდა კონკრეტული წესები, თუ როგორ მოქმედებდა სასჯელის შემცირების ნორმა რამდენიმე სასჯელის შეკრებისა და მთლიანობაში ერთიანი მაქსიმალური ვადის დადგენის შემთხვევაში, მსგავსად მომჩივნის საქმისა, სადაც მთლიანობაში სამი ათას წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა ოცდაათ წლამდე. 1995 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღების შემდეგ კანონმა პირდაპირ მიუთითა, რომ სასჯელების ცვლილებისას, გამონაკლისის სახით შესაძლებელი იყო შეფარდებული სასჯელების მთლიანი ხანგრძლივობის გათვალისწინება ნაცვლად კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადისა.
1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებების შესახებ სასამართლო პრაქტიკისა და მისი გამოყენების გათვალისწინებით, 2006 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, როდესაც ხდებოდა პატიმრის სასჯელების შეკრება და მაქსიმალური ვადის განსაზღვრა, ციხის ადმინისტრაციას და სასამართლოებს შეეძლოთ მაქსიმალური მოსახდელი სასჯელის ვადის შემცირება პატიმრობისას გაწეული სამუშაოს საფუძველზე. ისინი, შესაბამისად ითვალისწინებდნენ ოცდაათწლიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ კანონისმიერ ვადას, როდესაც ახდენდნენ პატიმრობისას შესრულებული სამუშაოსათვის ვადის შემცირებას. 1994 წლის გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ მიუთითა თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ოცდაათწლიან ვადაზე და აღნიშნა, რომ იგი გახლდათ „ახალი, დამოუკიდებელი სასჯელი“, რომელზეც კანონით დადგენილი ცვლილებები უნდა გავრცელებულიყო. შესაბამისად, 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებათა ბუნდოვანებისა და 1994 წლამდე უზენაესი სასამართლოს მიერ მისი განმარტების არარსებობის გათვალისწინებით, ციხისა და სასამართლო ხელისუფლების ნათელ პრაქტიკას წარმოადგენდა მოსახდელი ვადის (condena), ოცდაათწლიანი ზედა ზღვარის განხილვა ახალ, დამოუკიდებელ სასჯელად, რომელზეც შესაძლებელი იყო გარკვეული ცვლილებების, მაგალითად პატიმრობისას გაწეული სამუშაოსათვის ვადის შემცირების, გამოყენება. მოცემული პრაქტიკის გათვალისწინებით, საპატიმრო სასჯელის მოხდისას მომჩივანს ჰქონდა უფლება ჰგონებოდა, რომ შეფარდებული სასჯელი იყო ოცდაათწლიანი მაქსიმალური ვადა, რომლის შემცირებაც შესაძლებელი იყო პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე. მეტიც, პატიმრობისას შესრულებული სამუშაოსათვის სასჯელის შემცირება პირდაპირ იყო განსაზღვრული კანონმდებლობით, რომელიც საჭიროებდა საპატიმრო ვადის ავტომატურად შემცირებას პატიმრობისას გაწეული სამუშაოს საკომპენსაციოდ. აღნიშნულ წესს ჰქონდა ორი გამონაკლისი: თუკი პატიმარი ციხიდან გაიქცეოდა ან ეცდებოდა გაქცევას და როდესაც პატიმარი არ იქცეოდა ჯეროვნად. ამ ორ შემთხვევაშიც კი, სასჯელის შემცირება, რომელიც უკვე დაშვებული იყო მოსამართლის მიერ, არ შეიძლებოდა უკუძალით გაუქმებულიყო, რადგან სასჯელის შემცირების დღეები უკვე მოხდილად ითვლებოდა და წარმოადგენდა პატიმრის მიერ კანონის ფარგლებში შეძენილ უფლებას.
მართალია 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსმა გააუქმა სასჯელის შემცირების უფლება პატიმრობისას გაწეული სამუშაოსათვის მომავლში მსჯავრდებული პირებისათვის, მისი გარდამავალი დებულებანი უშვებდა ძველი, 1973 წლის კოდექსით მსჯავრდებული პატიმრებისათვის - მსგავსად მომჩივნისა - მოცემული დებულებით სარგებლობის უფლებას მათდა სასარგებლოდ. თუმცა, კანონმა შემოიღო უფრო მკაცრი პირობები ვადამდე პირობითი გათავისუფლების შემთხვევაში იმ პატიმრობისთვისაც, რომელთა მსჯავრდებაც მოხდა ხსენებული ცვლილების ძალაში შესვლამდე. მოცემული არჩევანის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ როგორც გარდამავალი დებულება, პატიმრობისას შესრულებული სამუშაოსათვის სასჯელის შემცირების შესახებ წესები განაგრძობდა მოქმედებას და უფრო მსუბუქი სასჯელის დადგენის მიზნებისათვის, კანონმდებელმა მიიჩნია, რომ მოცეული წესები წარმოადგენდა არსობრივ სისხლის სამართალს, ანუ მისი დებულებანი გავლენას ადენდნენ სასჯელის განსაზღვრაზე და არა მარტო მის მოხდაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ დროს, როდესაც მომჩივანმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მოხდა მისი მსჯავრდება და როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასჯელების შეკრებისა და მაქსიმალური საპატიმრო ვადის განსაზღვრის შესახებ, შესაბამისი კანონი, მთლიანობაში, იყო ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით რათა მომჩივანს განესაზღვრა, 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსისა და არსებული გარემოებების შესაბამისად, შესაფარდებელი სასჯელი ოცდაათწლიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა და გაეთვალისწინებინა პატიმრობისას შესრულებული სამუშაოსათვის გაწეული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირების საშუალება. შესაბამისად, მომჩივნის მიმართ შეფარდებული სასჯელი გახლდათ ოცდაათი წლით თავისუფლებს აღკვეთა, რომელსაც, ითვლებოდა რომ, შეიძლება გამოკლებოდა დღეები პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.
(ბ) „პაროტის დოქტრინის“ გამოყენება მომჩივნის მიმართ ცვლიდა მხოლოდ სასჯელის აღსრულების ფორმას თუ მის რეალურ მასშტაბსაც - 2008 წლის მაისში Audiencia Nacional-მა არ დააკმაყოფილა შემოთავაზება მომჩივნის გათავისუფლების ვადად 2008 წლის 2 ივლისის დადგენაზე, დაეფუძნა რა უზენაესი სასამართლოს მიერ, დანაშაულის ჩადენის, სასჯელების შეკრებისა და თავისუფლების ვადის მაქსიმალური ვადის განსაზღვრის შემდეგ, 2006 წლის თებერვლის გადაწყვეტილებაში გამოყენებულ „პაროტის დოქტრინას“. მან მიჩნია, რომ ახალი წესი, რომლითაც პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირება უნდა გამოყენებულიყო ყოველ კონკრეტულ სასჯელზე - და არა აქამდე მიჩნეულ ოცდაათწლიან მაქსიმალურ ვადაზე - უფრო შეესაბამებოდა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის რეალურ ფორმულირებას. „პაროტის დოქტრინის“ გამოყენება მომჩივნის მიმართ არაეფექტიანს ხდიდა სასჯელის შემცირებას პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო, უფლებას, რომელიც მომჩივანს კანონით ენიჭებოდა და რომელიც შესაბამისობაში იყო იმ მოსამართლეების გადაწყვეტილებებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სასჯელების აღსრულებაზე. შედეგად, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა, როგორც დამოუკიდებელი სასჯელი, რომელზეც შესაძლებელი იყო პატიმრობისას გაწეული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირება, შეჩერდა და მის ნაცვლად გადაიქცა თავისუფლების აღკვეთის ოცდაათწლიან სასჯელად, რომლის შემცირებაც შეუძლებელი შეიქნა.
(გ) იყო თუ არა „პაროტის დოქტრინა“ გონივრულად განჭვრეტადი - სასჯელის შემცირების სისტემაში ცვლილება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მიერ მისივე პრაქტიკიდან გადახვევამ და არა კანონმდებლობაში ცვლილებამ. 1994 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ოცდაათწლიანი ვადა იყო „ახალი, დამოუკიდებელი სასჯელი“ რომელზეც ვრცელდებოდა კანონით დადგენილი სასჯელის შემცირების დებულებანი. ნებისმიერ შემთხვევაში, „პაროტის დოქტრინამდე“ ციხისა და სასამართლოს პრაქტიკას წარმოადგენდა ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილი პირებისადმი სასჯელის შემცირება პატიმრობისას გაწეული სამუშაოს გამო. უზენაესი სასამართლო მოცემული პრაქტიკით ხელმძღვანელობა 2006 წლამდე, ანუ პრაქტიკა შეიცვალა იმ კანონის გაუქმებიდან ათი წლის შემდეგ, რომელზეც იგი მითითებას აკეთებდა. შესაბამისად, მოხდა იმ კანონის ხელახალი ინტერპრეტირება, რომელიც უკვე აღარ მოქმედებდა, კერძოდ კი 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის, რომლის მოქმედებაც შეწყდა 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთანავე, 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის გარდამავალი დებულებანი მიზნად ისახავდნენ 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიერ დადგენილი, პატიმრობისას გაწეული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირების სისტემის შენარჩუნებას იმ პირთა მიმართ, რომელთა მსჯავრდებაც მოხდა 1973 წლის კოდექსის საფუძველზე, რის შედეგადაც მოხდებოდა მკაცრი კანონის უკუძალით გამოყენების თავიდან აცილება. თუმცა, უზენაესი სასამართლოს ახალმა ინტერპრეტაციამ, რომელმაც აზრი დაუკარგა უკვე მინიჭებულ სასჯელის შემცირებას, პრაქტიკაში გამოიწვია ის, რომ მომჩივანსა და სხვა, მის მსგავს ვითარებაში მყოფ პირებს ჩამოერთვათ სასჯელის შემცირების სისტემით დადგენილი სარგებელი.
და ბოლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ უკუძალით არ გამოიყენა 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განმახორციელებელი კანონი, მაგრამ უზენაესი სასამართლოს არგუმენტაციიდან ნათელი იყო, რომ იგი იმავე მიზანს ისახავდა რასაც ხსენებული კანონი, კერძოდ კი თავისუფლების აღკვეთის კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის მოხდას გრძელვადიანი სასჯელების მქონე პატიმრების მიერ. ამ მხრივ, მაშინ როდესაც სახელმწიფოები თავისუფალნი არიან შეცვალონ სისხლის სამართლის პოლიტიკა, მაგალითად სასჯელის გაზრდით სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის, მოცემული თავისუფლებით სარგებლობისას, ისინი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ეს უკანასკნელი კი უპირობოდ კრძალავს სისხლის სამართლის კანონის უკუძალით გამოყენებას ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც მომჩივანს შეეფარდა სასჯელი და როდესაც მან შეიტყო გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც მისი სასჯელები შეიკრიბა და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ვადით - არ არსებობდა 2006 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მსგავსი არანაირი განჭვრეტადი სასამართლო პრაქტიკა. მომჩივანს, შესაბამისად, არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ უზენაესი სასამართლო გადაუხვევდა არსებული პრაქტიკიდან ან რომ შედეგად Audiencia Nacional-ი სასჯელის შემცირებას გამოიყენებდა არა მაქსიმალური ოცდაათწლიანი ვადის, არამედ ყოველი მიღებული სასჯელის მიმართ. სასამართლო პრაქტიკიდან ამგვარ გადახვევას ჰქონდა გავლენა მომჩივნის ინტერესების წინააღმდეგ მის მიმართ შეფარდებული სასჯელის მასშტაბის შეცვლზე.
დასკვნა: დარღვევა (თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ)
მუხლი 5 § 1: მომჩივანს მსჯავრი დაედო კომპეტენტური სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3,000 წელზე მეტი ხნის ვადით. გადაწყვეტილებების უმრავლესობაში, ისევე როგორც 2000 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რომლის საფუძველზეც მოხდა სასჯელების შეკრება და მაქსიმალური ვადის განსაზღვრა, Audiencia Nacional-მა აღნიშნა, რომ მომჩივანს უნდა მოეხადა მაქსიმალური საპატიმრო სასჯელი ოცდაათი წლის ვადით 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. მომჩივანი ამ ვადით არ ყოფილა თავისუფლება აღკვეთილი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა აშკარად მიზეზობრივ კავშირს მომჩივნის მსჯავრდებებსა და მის განგრძობად პატიმრობას შორის 2008 წლის 2 ივლისის შემდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა მსჯავრდება და მაქსიმალური ვადით - ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხსენებულის გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას და მიიჩნია, რომ მაშინ როდესაც მოხდა მომჩივნის მსჯავრდება და როდესაც პატიმრობისას იგი მუშაობდა და როდესაც შეიტყო სასჯელების შეკრებისა და მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრის შესახებ, იგი გონივრულად ვერ განჭვრეტდა, რომ პატიმრობისას შესრულებული სამუშაოს საფუძველზე სასჯელის შემცირების სისტემა შეიცვლებოდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2006 წელს არსებული პრაქტიკიდან გადახვევის შედეგად და რომ ახალი მიდგომა მასზეც გავრცელდებოდა. ყოველივე აღნიშნულმა გადაავადა მისი გათავისუფლება თითქმის ცხრა წლით. შესაბამისად, კანონის მიხედვით, პატიმრობის შედეგად გაწეული შრომის საფუძველზე სასჯელის შემცირების უფლების მიუხედავად, მან მოიხადა თავისუფლების აღმკვეთი სასჯელი იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ევალებოდა მსჯავრდებისას მოქმედი ეროვნული საკანონმდებლო სისტემის მიხედვით. შესაბამისად, 2008 წლის 3 ივლისის შემდეგ მომჩივნის პატიმრობა არ გახდათ „კანონიერი“.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 46: საქმის ცალკეული გარემოებებისა და დაუყოვნებელი საჭიროების გათვალისწინებით შეჩერდეს საქმეში დადგენილი კონვენციის დარღვევა, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მომჩივნის გათავისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში მოკლე ვადაში.
მუხლი 41: 30,000 ევრო მორალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy