დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბრიშურა სასამართლოს პრეცედენტთან დაკავშირებით N167
2013 წლის ოქტომბერი
დელ რიო პრადა ესპანეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 42750/09
2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინება [დიდი პალატა]
მე–7 მუხლი
მე–7 მუხლის პირველი ნაწილი
უფრო მძიმე სასჯელი
Nullapoena sine lege
უკუძალა
მომჩივნის გათავისუფლების თარიღის გადადება, მისი დაპატიმრების შემდეგ, სასამართლო პრაქტიკის ცვლილების გამო: დარღვევა
მე–5 მუხლი
მე–5 მუხლის პირველი ნაწილი
კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება
მომჩივნის გათავისუფლების თარიღის გადადება, მისი დაპატიმრების შემდეგ, სასამართლო პრაქტიკის ცვლილების გამო:დარღვევა
ფაქტები – 1988 წლიდან 2000 წლამდე სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიების რვა სხვადასხვა ჯგუფის შედეგად მომჩივანს რამდენიმე განაჩენი გამოუტანეს. მისმა სასჯელმა, სხვადასხვა ტერორისტული თავდასხმის დანაშაულისათვის, საბლოო ჯამში 3000 წელი შეადგინა. 2000 წლის ნოემბერში, დანაშაულებს შორის არსებული სამართლებრივი და ქრონოლოგიური ახლო კავშირის გამო, ეროვნულმა სასამართლომ გააერთიანა მომჩივნის სასჯელები და მიუსაჯა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს სასჯელი შეესაბამებოდა 1973 წლის სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით გათვალისიწინებული სასჯელის ლიმიტს. 2008 წლის აპრილში ციხის ადმინისტრაციამ, მომჩივანს გათავისუფლების თარიღად განუსაზღვრა 2008 წლის ივლისი. ეს განპირობებული იყო მის მიერ 1987 წლიდან ციხეში შესრულებული სამუშაოს მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, 2008 წლის მაისში ეროვნულმა სასამართლომ მიმართა ციხის ადმინისტრაციას, რომ გადაეხედა მომჩივნის დაგეგმილი გათავისუფლების თარიღისთვის და განესაზღვრა იგი ახალი მიდგომის შესაბამისად (ცნობილია როგორც ე.წ. „პაროტის დოქტრინა“), რომელიც დაადგინა უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის თებერვლის გადაწყვეტილებაში. დოქტრინის თანახმად, შესაბამისი სასჯელი და გათავისუფლება გამოყენებული უნდა ყოფილიყო თითეულ სასჯელთან ინდივიდუალურად და არა მაქსისმალური სასჯელის, 30 წლით თავისუფლების აღკვეთის მიმართ. შედეგად, მომჩივნის გათავისუფლების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 27 ივნისი. მისი შემდგომი გასაჩივრება წარუმატებელი აღმოჩნდა.
2012 წლის 10 ივლისს მიღებული განჩინებით (იხ. საინფორმაციო ბროშურა N154) სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე–5 და მე–7 მუხლები. სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელისგან გათავისუფლების ახალი მეთოდის გამოყენება არ იყო წინასწარ ცნობილი მაშინ, როდესაც მომჩივნის მიმართ განაჩენი გამოიტანეს. შესაბამისად, მას ჰქონდა უკუძალა, რომელიც მომჩივნის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეფარდებულ სასჯელს ამძიმებდა.
სამართალი – მე–7 მუხლი: მხარეთა არგუმენტები ძირითადად უკავშირდება მომჩივნის საბოლოო სასჯელის გამოთვლას სასჯელის გაერთიანების და მაქსიმალური პატიმრობის ვადის განსაზღვრის წესისა და 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სისტემის შესაბამისად. სისტემა უკავშირდება სასჯელისგან გათავისუფლებას, შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით.
(ა) გამოყენებული სასჯელის ფარგლები – 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც გამოიყენება (condena) რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დანაშაულის დროს. ეს განსხვავდება „სასჯელის“ (penas) კონცეფციისგან, ან დამნაშავის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებისგან. გარდა ამისა, „მისჯილი სასჯელისგან“ გათავისუფლების მიზნით პატიმრებს მიეცათ უფლება, ყოველი ორი სამუშაო დღის სანაცვლოდ, მიეღოთ თავისუფლების ერთი დღე. თუმცა, არ არსებობდა სასჯელისგან გათავისუფლების გამოყენების სპეციალური ნორმა იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც სასჯელთა გაერთიანების გამო სასჯელის სახით განსაზღვრული იყო მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა. სწორედ ეს გარემოება არსებობდა მომჩივნის საქმეში, სადაც თავისუფლების აღკვეთა ათასობით წლის ვადით, შემცირდა 30 წლამდე. ეს იყო მანამდე ვიდრე ახალი 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსი არ მიიღეს. სისხლის სამართლის კოდექსით, ნათლად დადგინდა, რომ სასჯელის განსაზღვრისას გამონაკლის საქმეებში მხედველობაში მიიღებოდა სხვადასხვა დანაშაულისათვის დაკისრებული სასჯელის ერთიანობა ვიდრე, კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელის ზომა.
1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულების ინტერპრეტაციის პრაქტიკის მხედველოაბში მიღებით, ციხის ადმინისტრაცია და სასამართლო, შესრულებული სამუშაოსათვის სასჯელისგან გათავისუფლებას იყენებდა მაქსიმალური ვადით განსაზღვრული სასჯელის მიმართ. ეს იყო უზენაესი სასამართლოს 2006 წლის გადაწყვეტილებამდე, როდესაც პატიმრის სასჯელი გაერთიანდა და განისაზღვრა მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადით. ამიტომ პატიმრობაში ყოფნის დროს შესრულებული სამუშაოს გამო გათავისუფლების გამოყენებისას, მათ მხედველობაში მიიღეს მაქსიმალური, 30 წლით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადა. 1994 წლის მარტის გადაწყვეტილებაში სასამართლომ, მაქსიმალური, 30 წლით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის ვადაზე მიუთითა, როგორც „ახალ დამოუკიდებელ სასჯელზე“, რომლის მიმართაც უნდა გამოყენებულიყო ნებისმიერი რეგულირება, რაც კანონით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მიუხედავად 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი დებულებების ბუნდოვანებისა და იმ ფაქტისა, რომ უზენაესმა სასამართლომ მათ ნათელი არ მოჰფინა 1994 წლამდე, არსებობს ციხისა და სასამართლო ხელისუფლების ცალსახა პრაქტიკა. პრაქტიკის თანახმად, იმ სასჯელის მიმართ, რომელიც 30 წლის ზედა ზღვრით იყო განსაზღვრული, როგორც ახალი დამოუკიდებელი სასჯელის მიმართ, უნდა გამოყენებულიყო პატიმრობის დროს შეუსრულებული სამუშაოს მიხედვით სასჯელისგან გათავისუფლების ზომა. პრაქტიკიდან გამომდინარე, მომჩივანი მაშინ, როდესაც მას სასჯელი შეუფარდეს, უფლებამოსილი იყო ერწმუნა ის, რომ განისაზღვრა ერთი სასჯელი – 30 წლის მაქსიმალური ვადით, რომელიც შეიძლება შემცირებულიყო პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოსთვის გათვალისწინებული გათავისუფლებით. გარდა ამისა, პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოსათვის სასჯელისგან გათავისუფლების ზომა ნათლად იყო გათვალისწინებული კანონით, რომელიც მოითხოვდა პატიმრობისათვის გათალისწინებული ვადის ავტომატურად შემცირებას,როგორც შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურებას. გამონაკლისია ორი შემთხვევა: როდესაც პატიმარი გაიქცა ციხიდან, ან შეეცადა გაქცევას, ან როდესაც იგი ცუდად იქცეოდა. ამ შემთხვევებშიც კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით ნებადართული გათავისუფლება უკუძალის გამოყენებით არ შეიძლება შეიზღუდოს. დღეები შეესაბამებოდა უკვე განსაზღვრული სასჯელისგან გათავისულებას და წარმოადგენდა პატიმრის კანონით მინიჭებულ უფლებას.
თუმცა, 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოსთვის გათავისუფლება მომავალში დაკავებული პატიმრებისთვის აღარ გამოიყენებოდა. 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულ პატიმრებს – როგორც მომჩივანია – გარდამავალი დებულება უფლებას აძლევდა, გამოეყენებინათ ასეთი ზომები, თუ ეს აუმჯობესებდა მათ მდგომარეობას. თუმცა, კანონით, გათავისუფლების მოსაპოვებლად უფრო რთული პირობები იყო წარმოდგენილი იმ პატიმრებისთვისაც კი, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ მის ძალაში შესვლამდე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ დროებითი ზომის არჩევისას, იმისათვის, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოსათვის გათავისუფლების წესის ეფექტი და უფრო შემწყნარებლური სისხლის სამართლისათვის, კანონმდებლებმა მიიჩნიეს, რომ იგი უნდა ყოფილიყო მატერიალური სისხლის სამართლის ნაწილი. ეს ნიშნავს იმას, რომ დებულება იმოქმედებდა სასჯელის განსაზღვრის მიმართაც და არა მხოლოდ მისი აღსრულებისას.
როდესაც მომჩივანმა ჩაიდინა დანაშაული, მის მიმართ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა და გამოიტანეს გადაწყვეტილება სასჯელის გაერთიანებისა და მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრის შესახებ. მაშინ მოქმედი კანონმდებლობა, საკმარისი სიცხადით, უფლებას აძლევდა მომჩივანს, განესხვავებინა მდგომარეობა, რომელიც გონივრული იყო არსებული გარემოებებიდან გამომდიარე; მის მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა; 30 წლით განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელის მხედველობაში მიღებითა და 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გათავისუფლების სისტემით. ამგავარად, მომჩივნის მიმართ გამოყენებული მაქსიმალური სასჯელის ზომას წარმოადგენდა 30 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად ნებისმიერი გათავისუფლება პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოსათვის უნდა უკავშირდებოდეს სასჯელის ამ ვადას.
(ბ) „პაროტის დოქტრინის“ გამოყენებამ მომჩივნის სასჯელის აღსრულების საშულებები შეცვალა თუ მისი უშუალო ფარგლები – 2008 წლის მაისში ეროვნულმა სასამართლომ უარყო 2008 წლის 2 ივლისი, როგორც მომჩივნის გათავისუფლების ბოლო თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეყრდნობოდა „პაროტის დოქტრინას“, რომელიც მიიღო უზენაესმა სასამართლომ თავის 2006 წლის თებერვლის გადაწყვეტილებაში, მას შემდეგ, რაც დანაშაულები იყო ჩადენილი, სასჯელები გაერთიანდა და სასჯელის ზომად მაქსიამალური ვადით თავისუფლების აღკეთა განისაზღვრა.
მიღებულია, რომ ახალი ნორმა, რომლის თანახმადაც პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით გათავისუფლება გამოიყენება ინდივიადუალურად ყველა სასჯელისათვის – და არა 30 წლით განსაზღვრული სასჯელის მიმართ, როგორც ადრე – ეწინააღმდეგება 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ ფორმულირებას. მომჩივნის სიტუაციაში „პაროტის დიქტრინის“ გამოყენება არ იყო ეფექტიანი პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოს გამო გათავისუფლებისთვის. კანონის თანახმად და განაჩენის აღსრულებაზე პასუხიმგებელი მოსამართლეების საბოლოო გადაწყვეტილებებით, მომჩივანს ამის უფლებამოსილება ჰქონდა. შედეგად, მაქსიმალური სასჯელის ვადა 30 წელი აღარ იქნებოდა დამოუკიდებელი სასჯელი, რომლის მიმართაც პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოსათვის გათავისუფლების ზომა გამოიყენებოდა. ნაცვლად ამისა, პრაქტიკაში 30 წლით განსაზღვრული სასჯელის მიმართ გათავისუფლების ზომა არ გამოიყენებოდა.
(გ) იყო თუ არა „პაროტის დოქტრინა“ გონივრულად პროგნოზირებადი/განჭვრეტადი – სასჯელისგან გათავისუფლების გამოყენების სისტემაში ცვლილება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მიერ სასამართლო პრაქტიკიდან გადახვევამ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ცვლილებას კანონმდებლობაში. 1994 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 30 წლის მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა „ახალ დამოუკიდებელ სასჯელს“, რომლის მიმართაც უნდა გამოყენებულიყო კანონით გათვალისწინებული ყველა გათავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო ციხისა და სასამართლო სისტემის პრაქტიკა, რომ „პაროტის დოქტრინამდე“ გამოეყენებინათ სასჯელისგან გათავისუფლების ზომები, 30 წლით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ სასჯელის ზომასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამრთლომ თავის პრაქტიკას 2006 წლამდე არ გადაუხვია, 10 წლის შედეგ კანონი, რომელზეც იგი მიუთითებდა, გაუქმდა. ამრიგად, სასამართლომ ახლებურად განმარტა ის კანონი, რომელიც უკვე ძალაში აღარ იყო, კერძოდ ეს არის 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსმა შეცვალა. გარდა ამისა, 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსის გარდამავალი დებულება მიზნად ისახავდა, პატიმრობის დროს შესრულებული სამუშაოსათვის, სასჯელისგან გათავისუფლების სისტემის ეფექტის შენარჩუნებას, როგორც ეს იყო განსაზღვრული 1973 წლის სისხლის საართლის კოდექსში. იგი გამოიყენებოდა იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ კოდექსის მიხედვით იყვნენ მსჯავრდებულები, კონკრეტულად კი, შეესაბამებოდა უფრო მკაცრი სისხლის სამართლის ნორმის გამოყენების უკუძალის აკრძალვას. თუმცა, უზენაესი სასამართლოს ახლებური ინტერპრეტაციით ძალადაკარგულად გამოცხადდა ის გათავისუფლების ზომები, რაც უკვე გამოყენებული იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მომჩივანს და სხვა მსგავს სიტუაციაში მყოფ ადამიანებს შეეზღუდათ გათავისუფლების სისტემით სარგებლობა.
მოგვიანებით, სასამართლომ აღიარა, რომ უზენაეს სასაართლოს უკუძალით არ გამოუყენებია 1995 წლის სისხლის სამართლის კოდექსი. მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლოს დასაბუთებიდან ნათელი იყო, რომ სასამართლო იმავე მიზანს ისახავდა, რასაც კანონი. კერძოდ, გარანტირებული ყოფილიყო სასჯელის მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის სრუყოფილი და ეფექტიანი აღსრულება იმათთვის, ვისაც მიესაჯათ სასჯელის დიდი ზომა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოები თავისუფალნი იყვნენ თავიანთი სისხლისამართლებრივი პოლიტიკის თავისუფლად შეცვლაში, მაგალითად, სისხლის სამართლის დანაშაულებთან დაკავშირებით სასჯელის ზომის გაზრდისას ისინი ვალდებულნი არიან ეს განახორციელონ კონვენციის მე–7 მუხლის შესაბამისად რომელიც უპირობოდ კრძალავს სისხლის სამართლის კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებას მაშინ, როდესაც იგი ამძიმებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.
მაშინ, როდესაც მომჩივნის მიმართ გამოიტანეს განაჩენი და როდესაც მას აცნობეს, რომ გადაწყვეტილბაში სასჯელები გააერთიანეს და განესაზღვრა მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა, არ ყოფილა მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო პრაქტიკა უზენაესი სასამართლოს 2006 წლის გადაწყვეტილების მიმართულებით ვითარდებოდა. შესაბამისად, მომჩივანს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი მოლოდინისა, რომ უზენაესი სასამართლო თავის პრაქტიკას გადაუხვევდა ან ეროვნული სასამართლო სასჯელისგან გათავისუფლებას გამოიყენებდა არა 30 წლიანი მაქსიმალური სასჯელის მიმართ, არამედ თითეული სასჯელის მიმართ ინდივიდუალურად. სასამართლო პრაქტიკიდან ასეთ გადახვევას ჰქონდა დაკისრებული სასჯელის ფარგლების ცვლილების ეფექტი მომჩივნის საზიანოდ.
დასკვნა: დარღვევა (თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ).
მე–5 მუხლის პირველი ნაწილი: მომჩივანი მსჯავრდებული იყო უფლებამოსილი სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. მას მთლიანობაში განესაზღვრა 3000 წლით თავისუფლების აღკვეთა. გადაწყვეტილებათა უმრავლესობაში, მათ შორის 2000 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებაში სასჯელთა გაერთიანების და მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრის შესახებ, ეროვნულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანს განესაზღვრა მაქსიმალური სასჯელის ზომა, 30 წლით თავისუფლეის აღკვეთა 1973 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. მომჩივნის პატიმრობაში ყოფნის ვადას ამ მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია. მოჩივნის განაჩენებთან და 2008 წლის 2 ივლისის შემდეგ მისი დაკავების გაგრძელებას შორის არსებობდა აშკარა მიზეზობრივი კავშირი, რომელიც შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენისა და მაქსიმალური, 30 წლით თავისუფლების აღკვეთის ვადის შედეგი იყო.
იმ მსჯელობის გათავლისწინებით, რაც კონვენციის მე–7 მუხლის დარღვევის დადგენამდე მივიდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც პატიმრობის დროს მომჩივანი სამუშაოს ასრულებდა და განესაზღვრა მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა, მას არ შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ზომების გამოყენების მეთოდი შეიცვლებოდა უზენაესი სასამართლოს მიერ, 2006 წელს, სასამართლო პრაქტიკიდან გადახვევის შედეგად. ასევე, არ შეეძლო იმის განჭვრეტა, რომ ეს ახალი მიდგომა გამოყენებული იქნებოდა მის მიმართ. ამან მისი გათავისუფლების თარიღი თითქმის 9 წლით გადაწია. შესაბამისად, იგი მოიხდიდა სასჯელის უფრო მეტ სასჯელს ვიდრე მისი მსჯავრდების დროს არსებულ ეროვნული სამართვლებრივი სისტემის პირობებში, სასჯელისგან გათავისუფლების ზომის მხედველობაში მიღებით, რომელიც მას კანონის თანახმად მიენიჭა. შესაბამისად, 2008 წლის 3 ივლისიდან მომჩივნის დაკავება არ არის „კანონიერი“.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
46–ე მუხლი: საქმის გარკვეული გარემოებების მხედველობაში მიღებით და კონვენციის დარღვევის სასწრაფო შეჩერების აუცილებლობის გათავლისწინებით სასამართომ მოცემულ საქმეში დაადგინა, რომ რესპოდენტ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, გაეთავისუფლებინა მომჩივანი შესაძლო უახლოეს თარიღში.
41–ე მუხლი: 30,000 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy