© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
დელფი ას ესტონეთის წინააღმდეგ
(საჩივარი N 64569/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
16 ივნისი 2015
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას
სარჩევი
პროცედურა ...................................................................................................................................... 2
ფაქტები ..............................................................................................................................................3
I. საქმის გარემოებები .....................................................................................................................3
ა. ინფორმაცია საქმის გარემოებების შესახებ............................................................................... ..............3
ბ. ინტერნეტ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული სტატია და კომენტარები.... ..................5 გ.მომჩივანი კომპანიის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართალწარმოება.................................................7
დ. შემდგომ განვითარებული მოვლენები.................................................................................................13
II. რელევანტური შიდა სამართალი და პრაქტიკა....................................................................14
III. რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტები................................................................. 19
ა. ევროპის საბჭოს დოკუმენტები................................................................................................................20
ბ. სხვა საერთაშორისო დოკუმენტები........................................................................................................24
IVრელევანტური ევროპის კავშირის და შედარებითი სამართალი........................................25
ა. ევროპის კავშირის დოკუმენტები და პრეცედენტული სამართალი................................................25
1. დირექტივა 2000/31/EC..............................................................................................................................25
2. დირექტივა 98/34/EC, რომელშიც ცვლილებები შევიდა დირექტივით 98/48/EC........................ 29
3. ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართალი...............30
B. შედარებითი სამართალი.........................................................................................................................33
სამართალი........................................................................................................................................33
I. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა.................................................................33
ა. პალატის გადაწყვეტილება........................................................................................................ 34
ბ. მხარეთა მოსაზრებები დიდი პალატის წინაშე......................................................................36
1. მომჩივანი კომპანია...................................................................................................................................36
2. მთავრობა.....................................................................................................................................................40
გ. მესამე მხარეთა არგუმენტები...................................................................................................44
1. The Helsinki Foundation for Human Rights...............................................................................44
2. Article 19 .....................................................................................................................................45
3. Access ............................................................................................................................................46
4. Media Legal Defence Initiative ....................................................................................................46
5. EDiMA, CCIA Europe and EuroISPA..........................................................................................47
დ. სასამართლოს შეფასება ............................................................................................................48
1. წინასწარი შენიშვნები და სასამართლოს შეფასების ფარგლები......................................................49
2. ჩარევის არსებობა .....................................................................................................................................51
3. კანონიერება ...............................................................................................................................................52
4. ლეგიტიმური მიზანი ..............................................................................................................................56
5. აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში .................................................................................56
ზემოაღნიშნული მიზეზების საფუძველზე, სასამართლო .....................................................69
მოსამართლეების რაიმონდის, კარაკასის, დე გაეტანოსა და კიოლბროს ერთობლივი თანმხვედრი მოსაზრება
მოსამართლე ზუპანჩიჩის თანმხვედრი მოსაზრება
მოსამართლეების შაოსა და წოწორიას ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება
საქმეზე დელფი ას ესტონეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
დინ შპილმანი, თავმჯდომარე
იოსებ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
მარკ ვილიჯერი,
ისილ კარაკასი,
ინეტა ზიემელე,
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
ანდრაშ შაიო,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ანჟელიკა ნიუსბერგერი,
იულია ლაფრანკი,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი,
ჰელენა იადერბლომი,
რობერტ სპანო,
ჯონ ფრიდრიკ კიოლბრო, მოსამართლეები
და იოჰან კალევაერტი, დიდი პალატის განმწესრიგებლის მოადგილე
2014 წლის 9 ივლისს და 2015 წლის 18 მარტს გამართული დახურული თათბირის შემდეგ,
მითითებულთაგან ბოლო დღეს გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა საქმის საფუძველია საჩივარი (N 64569/09) ესტონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომლითაც სასამართლოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2009 წლის 4 დეკემბერს მიმართა ესტონეთში რეგისტრირებულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ- დელფი ასმა (“მომჩივანი კომპანია“).მომჩივან კომპანიას წარმოადგენდნენ ბ-ნი ვ.ოსცმანი და ქ-ნი კ. თურქი, ტალინში მოქმედი იურისტები. ესტონეთის მთავრობის („მთავრობა“) ინტერესებს იცავდა, სახელმწიფო წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ქ-ნი მ. კურბერგი. მომჩივანი კომპანია კონვენციის მე-10 მუხლზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა იმ ფაქტით, რომ კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა მესამე მხარის მოსაზრებებისთვის, რომელიც მის ინტერნეტ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა. საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს მეხუთე სექციას (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 52 § 1). 2011 წლის 1-ელ თებერვალს სასამართლომ შეცვალა სექციების შემადგენლობა (რეგლამენტის მუხლი 25 § 1) და საჩივრის განხილვა დაევალა პირველი სექციის ახალ შემადგენლობას. 2013 წლის 10 ოქტომბერს პალატამ შემდეგი შემადგენლობით: იზაბელ ბერო–ლეფევრე, თავმჯდომარე, ელიზაბეტ შტაინერი, ხანლარ ჰაჯიევი, მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა, იულია ლაფრანკი, ქსენია ტურკოვიჩი, დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები და ანდრე ვამპაჩი– სექციის განმწესრიგებლის მოადგილე გამოიტანა გადაწყვეტილება. პალატამ ერთხმად გამოაცხადა საჩივარი დასაშვებად და დაადგინა, რომ კონვენციის მე–10 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. 2014 წლის 8 იანვარს მომჩივანმა კომპანიამ კონვენციის 43–ე მუხლის საფუძველზე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა მოითხოვა და 2014 წლის 17 თებერვალს დიდი პალატა ამ მოთხოვნას დაეთანხმა. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის მუხლის 26 §4, §5 და რეგლამენტის 24–ე მუხლის თანახმად. მომჩივანმა კომპანიამ და მთავრობამ წერილობითი მოსაზრებები წარადგინეს საჩივრის არსებითი მხარის შესახებ (მუხლი 59 § 1). ამას გარდა, წარმოდგენილი იქნა მესამე მხარის კომენტარები შემდეგი ორგანიზაციებისგან: ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი ( the Helsinki Foundation for Human Rights); მუხლი 19 (Article 19); ხელმისაწვდომობა (Access); მედიის სამართლებრივი დაცვის ინიციატივა (Media Legal Defence Initiative (MLDI)) 28 ასოცირებულ ორგანიზაციასთან ერთად; ციფრული მედიის ევროპული ასოციაციის (the European Digital Media Association (EDiMA)), კომპიუტერული და საკომუნიკაციო ინდუსტრიის ასოციაციისა (the Computer and Communications Industry Association (CCIA Europe)) და ევროპაში ინტერნეტ-სერვისების პროვაიდერთა პან-ევროპული ასოციაციისგან ერთობლივად ( pan-European association of European Internet Services Providers Associations (EuroISPA)). ამ ორგანიზაციებს დიდი პალატის თავმჯდომარის ნებართვით უფლება მიეცათ საქმეში წერილობით ჩართულიყვნენ (კონვენციის მუხლი 36 § 2 და სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 44 § 3). საქმის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 9 ივლისს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასახლეში (მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით:
ქ–ნი მ. კურბერგი, აგენტი,
ქ–ნი მ. კაური,
ქ–ნი კ. მეგი, მრჩევლები;
(ბ) მომჩივანი კომპანიის სახელით:
ბ–ნი ვ. ოცმანი
ქ-ნი კ. თურქი, იურისტი.
სასამართლომ მოისმინა ბ–ნი ოცმანის, ქ–ნი თურქის და ქ–ნი კურბერგის მიმართვები და ასევე მათი პასუხები მოსამართლეების: ზიემელეს, სპანოს, რაიმონდის, ვილიჯერის და ბიანკუს შეკითხვებზე.
ფაქტებისაქმის გარემოებები
მომჩივანი კომპანია არის ესტონეთში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (aktsiaselts).
ა. ინფორმაცია საქმის შესახებმომჩივანი კომპანია ინტერნეტ საინფორმაციო პორტალის- დელფის მფლობელია. დელფი წინამდებარე საჩივრის წარდგენის დროისათვის დღიურად 330-მდე ახალი ამბების სტატიას აქვეყნებდა. დელფი არის ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინფორმაციო პორტალი ესტონეთში. ესტონეთში ის აქვეყნებს ახალ ამბებს ესტონურ და რუსულ ენებზე და ასევე ოპერირებს ლატვიასა და ლიტვაში. საჩივარში აღწერილი მოვლენების დროისათვის, დელფის პორტალზე ახალი ამბების სტატიის ქვეშ იყო განთავსებული სიტყვები „დაამატეთ თქვენი კომენტარი“ და გრაფა კომენტარებისთვის, კომენტატორის ვინაობა და მისი ელექტრონული მისამართი (სურვილისამებრ). აღნიშნული გრაფების ქვეშ განთავსებული იყო ღილაკები სახელწოდებით „გამოაქვეყნე კომენტარი“ და „წაიკითხე კომენტარი“. სხვების მიერ დატოვებული კომენტარების წაკითხვა შესაძლებელი იყო „წაიკითხე კომენტარი“ ღილაკზე დაწკაპუნებით. კომენტარები იტვირთებოდა ავტომატურად და არ ხდებოდა მათი დარედაქტირება ან ვიზირება მომჩივანი კომპანიის მიერ. თითოეულ სტატიას ჰქონდა დაახლოებით 10, 000 მკითხველის კომენტარი, მკითხველთა უმეტესობა აქვეყნებდა ფსევდონიმით.მიუხედავად ამისა, მოქმედებდა შეტყობინებისა და წაშლის სისტემა: ნებისმიერ მკითხველს შეეძლო მოენიშნა კომენტარი როგორც ლეიმი ( ესტონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს შეურაცხმყოფელ ან დამცინავ გზავნილს ან სიძულვილის გამღვივებელ გზავნილს ინტერნეტში) და ამ შემთხვევაში ხდებოდა კომენტარის სწრაფი წაშლა. მეტიც, მოქმედებდა იმ კომენტარების ავტომატური წაშლის სისტემა, რომლებიც შეიცავდა უცენზურო სიტყვების გარკვეულ ფუძეს. დამატებით, პირს, რომელსაც მიაჩნდა რომ იყო ცილისმწამებლური კომენტარის მსხვერპლი, შეეძლო მიემართა მომჩივანი კომპანიისთვის და ამ შემთხვევაშიც ხდებოდა კომენტარის დაუყოვნებლივი წაშლა.მომჩივანმა კომპანიამ მიიღო ზომები მომხმარებელთა გასაფრთხილებლად იმასთან დაკავშირებით, რომ კომენტარები არ ასახავდა კომპანიის საკუთარ მოსაზრებას და რომ თავად კომენტარების ავტორები იყვნენ პასუხისმგებელნი მის შინაარსზე. დელფის ინტერნეტ გვერდზე არსებობდა „კომენტარების გაკეთების წესები“, რომელიც მოიცავდა შემდეგს:
„ დელფის ფორუმი არის ტექნიკური საშუალება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გამოაქვეყნონ კომენტარები. დელფი არ ახორციელებს კომენტარის რედაქტირებას. კომენტარის ავტორი პასუხისმგებელია კომენტარის შინაარსზე. უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთის სასამართლოებს განხილული აქვთ საქმეები, სადაც ავტორები დაისაჯნენ კომენტარის შინაარსის გამო . . .
დელფი კრძალავს კომენტარებს, რომელთა შინაარსიც არ შეესაბამება კარგ პრაქტიკას.
ასეთია კომენტარები რომლებიც:
- შეიცავს მუქარებს;
- შეურაცხმყოფელია;
- აქეზებს სიძულვილისა და ძალადობისკენ;
- აქეზებს უკანონო მოქმედებების ჩადენისკენ . . .
- შეიცავს უშინაარსო ბმულებს, ვირუსს ან რეკლამებს;
- არ გააჩნია შინაარსი და/ან არ არის თემასთან კავშირში;
- შეიცავს უცენზურო გამონათქვამებსა და ვულგარულია . . .
დელფის უფლება აქვს წაშალოს ასეთი კომენტარები და შეზღუდოს ავტორთა წვდომა კომენტარების წერაზე . . .“
შეტყობინებისა და წაშლის სისტემის ფუნქციონირება ასევე ახსნილი იყო „კომენტარების გაკეთების წესებში“. მთავრობამ განაცხადა, რომ დელფი ესტონეთში ცნობილი იყო ცილისმწამებლური და დამამცირებელი კომენტარების გამოქვეყნებით. 2005 წლის 22 სექტემბერს ყოველკვირეული გაზეთის- ესტი ექსპრესის (Eesti Ekspress) სარედაქციო საბჭომ გამოაქვეყნა ღია წერილი იუსტიციის მინისტრისადმი, მთავარი პროკურორისა და იუსტიციის კანცლერისადმი, რომელშიც გამოთქვამდნენ შეშფოთებას ესტონეთის საჯარო ვებ-გვერდებზე ადამიანების მიმართ გამოთქმულ მუდმივად შეურაცხმყოფელ კომენტარებთან დაკავშირებით. დელფი დასახელებულ იქნა სასტიკი და ქედმაღლური დაცინვის წყაროდ. ღია წერილს ადრესატებმა უპასუხეს 2005 წლის 29 სექტემბრის ესტი ექსპრესის გამოცემაში. იუსტიციის მინისტრის განცხადებით იმ პირებს, რომელთაც მიაყენეს შეურაცხყოფა, შეეძლოთ სარჩელი შეეტანათ სასამართლოში თავიანთი პატივისა და რეპუტაციის დასაცავად დელფის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მთავარმა პროკურორმა მიუთითა სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელთა თანახმად მუქარა, სოციალური სიძულვილისადმი წაქეზება და არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა დასჯადი იყო სისხლის სამართლის წესით და აღნიშნა, რომ ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობა სამოქალაქო წესით განისაზღვრებოდა. იუსტიციის კანცლერმა მოიხმო გამოხატვის თავისუფლების და ასევე პირის პატივისა და სახელის დაცვის უზრუნველმყოფელი სამართლებრივი ნორმები, მათ შორის ვალდებულებითი კანონის 1043 და 1046-ე მუხლები (Võlaõigusseadus).
ბ. ინტერნეტის საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული სტატია და კომენტარები2006 წლის 24 იანვარს მომჩივანმა კომპანიამ გამოაქვეყნა სტატია დელფის პორტალზე სათაურით „ სლკ გაანადგურა დაგეგმილი ყინულის გზა“. ყინულის გზები არის საჯარო გზები გაყინულ ზღვაზე, რომლებიც იხსნება ესტონეთის მატერიკსა და რამდენიმე კუნძულს შორის ზამთარში. აბრევიატურა „სლკ“ აღნიშნავს AS Saaremaa Laevakompanii ( საარემას გადამზიდავი კომპანია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). სლკ უზრუნველყოფს საბორნე სატრანსპორტო მომსახურებას მატერიკსა და გარკვეულ კუნძულებს შორის. ლ. იყო სლკ-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კომპანიის ერთადერთი თუ არა უმრავლესობა აქციების მფლობელი იმ დროისათვის.24 და 25 იანვარს სტატიას ჰქონდა 185 კომენტარი. მათგან 20 შეიცავდა პირად მუქარასა და შეურაცხმყოფელ ენას ლ.-ის მიმართ. 2006 წლის 9 მარტს ლ.-ის ადვოკატებმა მომჩივან კომპანიას შეურაცხმყოფელი კომენტარების წაშლა და 500,000 ესტონური კრონის (ეეკ) (დაახლოებით 32, 000 ევრო (EUR)) გადახდა მოითხოვეს არა-მატერიალური ზიანის სახით. მოთხოვნა ეფუძნებოდა შემდეგ 20 კომენტარს:
“1. (1) ვაინამერიში არსებობს დინებები
(2) ღია ზღვა ახლოს არის იმ ადგილებთან, რაზეც საუბრობთ და ყინული უფრო თხელია იქ. წინადადება- მოვიქცეთ ისე როგორც 1905-ში, წავიდეთ კურესაარეში ჯოხებით და ჩავსვათ [ლ.] და [ლე.] ჩანთაში.
2. სისხლიანი ნაგავი...
ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ფულში ბანაობენ ამ მონოპოლიის და სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე და ეხლა ეშინიათ, რომ მანქანებსაც შეეძლებათ იარონ კუნძულებზე მათი ჯიბეების შევსების გარეშე. საკუთარ გემში დაიწვი, ავადმყოფო ებრაელო!
3. კარგია რომ [ლ.-ს] ინიციატივამ არ გატეხა ვებ ფლეიმერები. წინ ბიჭებო, [ლ.] ცეცხლში!
4. [პატარა ლ.] წადი და დაიხრჩე
5. აჰა... [მე] არ მჯერა რომ ეს მოხდა შემთხვევით... პროჭებო შ-ცით
6. ნაძირალა!!! [რუსულად]
7. რას წუწუნებთ, გავიგდოთ ფეხ-ქვეშ ეს ნაბიჭვარი ერთხელ და სამუდამოდ [.] მომავალში სხვებს ... ეცოდინებათ რაც მოუვათ, თუნდაც მხოლოდ ერთი პატარა ცხოვრება ჰქონდეთ.
8. ... მართალია. ლინჩის წესით, რომ მაგალითი იყოს კუნძულზე მაცხოვრებელთათვის და ვითომ კაცებისთვის. მერე მსგავსი აღარ მოხდება! ნებისმიერ შემთხვევაში, [ლ.] ზუსტად ამას იმსახურებს.
9. “ კარგი კაცი დიდხანს ცხოვრობს, არარაობა კი ერთი ორი დღით“
10. ყინულის გზა რომ ყოფილიყო, მანქანით დავზოგავდით 500-ს , დამპალო [ლ.] გადაგვიხადე ეს დანაზოგი. რატომ სჭირდება შენს ბორნებს 3 საათი, თუ ასეთი კარგი ყინულის მჭრელებია, ამის ნაცვლად წადი და გაჭერი ყინული პარნუს პორტში ... დამპალო მაიმუნო, მე გადავკვეთ [სრუტეს] მაინც და თუ დავიხრჩობი შენი ბრალი იქნება
11. არ შეუძლია ვინმეს წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ნაგვებს?
12. საარემაას და ჰიიუმაას კუნძულების მაცხოვრებელნო, 1:0 უნდა დავამთავროთ.
13. მაინტერესებს [ლ-ს] გაიგდებენ თუ არა ფეხ-ქვეშ საარემააში? ასე გასრისო საკუთარი ხალხი
14. ხალხი ილაპარაკებს ინტერნეტში რამდენიმე დღე, მაგრამ თაღლითები ( და ასევე ისინი ვისაც მხარს უჭერენ და ვინც ჩვენ თავად ავირჩიეთ საკუთარ წარმომადგენლებად) იჯიბავენ ფულს და არაფრად აგდებენ ჩვენს გაღიზიანებას- ყველას ფეხებზე კიდია.
იყო დრო როცა [მ.] და სხვა თაღლითები ასევე ბატონობდნენ, მაგრამ გაუმაძღრობა უკან მოუბრუნდათ. შურს ვიძიებთ ამ თაღლითებზე ადრე თუ გვიან. როგორც თესავენ, ასევე მოიმკიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი უნდა შევაკავოთ (ლინჩის წესით, რადგან სახელმწიფო მათ წინაშე უძლურია- სინამდვილეში ისინი მართავენ სახელმწიფოს), რადგან ისინი მხოლოდ დღეს ცხოვრობენ. ხვალ, წარღვნაა.ამ [ვ-ს] ერთხელაც იქნება მოხვდება ჩემგან ტორტი
ჯანდაბა, როგორც კი შედგამ ქვაბს ცეცხლზე და ამოდის ალი საუნას ბუხრიდან, საარემაას ყვავები გაჩნდებიან- ფიქრობენ რა ... ღორი უნდა დაკლან. არ გამოვა
ნაბიჭვრებო!!! ოფელიასაც აქვს ყინულის კლასი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოლაა საჭირო!!!ესტონეთის სახელმწიფო, რომელსაც ნაძირალა მართავს [და] აფინანსებს, რა თქმა უნდა არ აღკვეთს და არ დასჯის ნაძირლის ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს. მაგრამ, ყველა [ლ.ს] ყავს თავისი მიქაელმასი... და ეს არ შეედრება ცხვრის მიქაელმას[1]. სინამდვილეში, ვწუხვარ [ლ.ს] გამო- ადამიანია ბოლოს და ბოლოს ... :D :D :D... ასეთი ქმედებების შემდეგ. თუ უცაბედად [ლ.] ავად გახდება და ამას ყინულის გზის განადგურება მოყვება... მაშინ გაბედავს ის, რომ ღორივით მოიქცეს მესამეჯერ?:)დამპალი ნაბიჭვარი [ლ.].. მალე შემეძლო სახლში დაბრუნება ბავშვთან ერთად ... ყოველ შემთხვევაში მის კომპანიას არ შეუძლია ნორმალური საბორნე ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ფასები კი ისეთია რომ.. ნამდვილი ჯიბის ქურდი ... საკითხავია ვის ჯიბეებსა და პირებს ავსებს ფულით, რომ ასე ღორივით იქცევა წლიდან წლამდე ფეკალიისგან პურს ვერ მიიღებ; ქაღალდი და ინტერნეტი ყველაფერს აიტანს; ჩემი თავის გართობის მიზნით ( სახელმწიფოს და [ლ.-ს] არ ადარდებთ ხალხის აზრი) ... გასართობად, მე მოვშარდავ [ლ.ს] ყურში და შემდეგ ასევე მოვისაქმებ მის თავზე.:)“
19. მოთხოვნის დღესვე, გამოქვეყნებიდან ექვსი კვირის შემდეგ, შეურაცხმყოფელი კომენტარები მომჩივანმა კომპანიამ წაშალა.
20. 2006 წლის 23 მარტს მომჩივანმა კომპანიამ ლ.-ს ადვოკატების მოთხოვნას უპასუხა. მან შეატყობინა ლ.-ს, რომ კომენტარები წაშალა შეტყობინებისა და წაშლის ვალდებულებიდან გამომდინარე და უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.
გ. მომჩივანი კომპანიის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა2006 წლის 13 აპრილს ლ.-მ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ჰარიუს საოლქო სასამართლოში მომჩივანი კომპანიის წინააღმდეგ.2007 წლის 28 მაისის სასამართლო სხდომაზე მომჩივანი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, inter alia, რომ „ბრინჯაოს ღამის“ საქმის (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც 2007 წლის აპრილში ბრინჯაოს ჯარისკაცის მონუმენტის ადგილმდებარეობის შეცვლას მოჰყვა) შემთხვევაში, დელფი 5,000-დან 10,000-მდე კომენტარს შლიდა ყოველდღიურად, საკუთარი ინიციატივით.2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივანი კომპანიის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა კანონი საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ (Infoühiskonna teenuse seadus), რომელიც ეყრდნობოდა დირექტივას ელექტრონული ვაჭრობის შესახებ (ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 8 ივნისის დირექტივა 2000/31/EC საზოგადოების საინფორმაციო მომსახურეობის გარკვეული სამართლებრივი ასპექტების შესახებ, შიდა ბაზარზე, კერძოდ, ელექტრონული კომერცია). სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანი კომპანიის საინფორმაციო პორტალზე კომენტარების და ჟურნალისტური სივრცე ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. პირველის ადმინისტრირებას მომჩივანი კომპანიის მიერ ძირითადად მექანიკური და პასიური ბუნება ჰქონდა. მომჩივანი კომპანია ვერ განიხილებოდა კომენტარების გამომქვეყნებლად და არც მათი მონიტორინგის რაიმე ვალდებულება ჰქონდა.2007 წლის 22 ოქტომბერს ტალინის სააპელაციო სასამართლომ მიიღო წარმოებაში ლ.-ს სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ ჩათვალა, რომ საოლქო სასამართლომ დაუშვა შეცდომა, როცა დაადგინა, რომ მომჩივანი კომპანიის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა კანონი საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. 2008 წლის 21 იანვარს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო მომჩივანი კომპანიის საჩივარი.2008 წლის 27 ივნისს ჰარიუს საოლქო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის შედეგად დააკმაყოფილა ლ.ს სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს დავალების შესაბამისად, ის დაეყრდნო კანონს ვალდებულების შესახებ და ჩათვალა, რომ კანონი საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ არ გამოიყენებოდა ამ შემთხვევაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივან კომპანიას ჰქონდა გაფრთხილება გამოქვეყნებული ინტერნეტ გვერდზე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ არ ხდებოდა კომენტარების ვიზირება, აკრძალული იყო ისეთი კომენტარების გამოქვეყნება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა დადგენილ წესებს და რომ მომჩივანი კომპანია იტოვებდა უფლებას წაეშალა ასეთი კომენტარები. მოქმედებდა სისტემა, რომლის მეშვეობით ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო შეეტყობინებინა მომჩივანი კომპანიისთვის ამგვარი კომენტარის არსებობის შესახებ. მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული არ იყო საკმარისი და არ უზრუნველყოფდა სხვათა უფლებების სათანადო დაცვას. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომენტარების გამომქვეყნებელი თავად მომჩივანი კომპანია იყო და რომ ის პასუხისმგებლობას ვერ აიცილებდა მის მიერ გაკეთებული გაფრთხილებით კომენტარების შინაარსზე პასუხისმგებლობის მოხსნასთან დაკავშირებით. საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ თავად სტატია, რომელიც დელფის საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა დაბალანსებული იყო. თუმცა სტატიაზე კომენტარების ნაწილი ვულგარული ფორმის იყო; კომენტარები იყო დამამცირებელი და ცილისმწამებლური და ზიანს აყენებდა ლ.-ს პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას. კომენტარები სცდებოდა დაშვებული კრიტიკის ზღვარს და შეურაცხყოფას უტოლდებოდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ასეთი კომენტარები არ იყო დაცული გამოხატვის თავისუფლებით და არღვევდნენ ლ.-ს უფლებებს. ლ.-ს მიყენებული არამატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ 5, 000 ეეკ ( 320 ევრო) მიენიჭა. 2008 წლის 16 დეკემბერს ტალინის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მომჩივანი კომპანია არ იყო ვალდებული განეხორციელებინა მის პორტალზე გამოქვეყნებული კომენტარების წინასწარი კონტროლი. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს აზრით, მომჩივან კომპანიას უნდა შეექმნა რაიმე სხვა ეფექტური სისტემა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა პორტალიდან უკანონო კომენტარების სწრაფი წაშლა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანი კომპანიის მიერ მიღებული ზომები არასაკმარისი იყო და ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერების პრინციპს, რადგან პოტენციურ მსხვერპლს აკისრებდა კომენტარების მონიტორინგის ტვირთს.სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივანი კომპანიის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა კანონი საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი კომპანია არ წარმოადგენდა ტექნიკურ შუამავალს კომენტარებთან დაკავშირებით და არც მისი საქმიანობა იყო მხოლოდ ტექნიკური, ავტომატური და პასიური ბუნების; პირიქით, ის სთავაზობდა მომხმარებლებს კომენტარების გაკეთებას. შესაბამისად, მომჩივანი კომპანია შინაარსობრივი მომსახურების მიმწოდებელი უფრო იყო და არა ტექნიკური მომსახურების. 2009 წლის 10 ივნისს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანი კომპანიის საჩივარი. მან უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებით ნაწილში, მხოლოდ ნაწილობრივ შეცვალა სარეზოლუციო ნაწილი.უზენაესმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„10. პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარში მოხმობილი ბრალდებები არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია, თუმცა გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება უნდა შეიცვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 692 § 2 მუხლის საფუძველზე.
11. მხარეები სადავოდ არ ხდიან შემდეგ გარემოებებს:2006 წლის 24 იანვარს მოპასუხის ინტერნეტ პორტალმა „დელფი“ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „სლკ გაანადგურა დაგეგმილი ყინულის გზა“;მოპასუხე სტატიების კომენტირების საშუალებას აძლევდა ინტერნეტ პორტალის მნახველებს;სტატიის შესახებ გამოქვეყნებული [avaldatud][2]კომენტარებიდან, 20 მათგანი შეიცავდა დამამცირებელ შინაარს მოსარჩელე [ლ.-ს] მიმართ;მოპასუხემ დამამცირებელი კომენტარები წაშალა მოსარჩელე მხარის მიერ 2006 წლის 9 მარტის წერილით მიმართვის შემდეგ.
12. სამართლებრივი დავა მხარეებს შორის შეეხება შემდეგ საკითხებს: წარმოადგენს თუ არა მოპასუხე, როგორც მეწარმე, გამომქვეყნებელს ვალდებულებითი კანონის მნიშვნელობით, უკანონოა თუ არა გამოქვეყნებული (კომენტარების შინაარსი) და პასუხისმგებელია თუ არა მოპასუხე უკანონო შინაარსის შემცველი კომენტარების გამოქვეყნებისთვის.
13. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე არ ექცევა საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების კანონის (სსმკ) მე-10 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებში.
ტექნიკური რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ კანონის 2 (6) მუხლის თანახმად, საზოგადოების საინფორმაციო მომსახურება არის სსმკ-ს 2 (1) მუხლით გათვალისწინებული მომსახურება. სსმკ-ს მოხმობილი მუხლის თანახმად, „საზოგადოების საინფორმაციო მომსახურება“ არის მომსახურება მიწოდებული ეკონომიკური ან პროფესიული საქმიანობის ფორმით, რომელიც ხორციელდება მომსახურების მიმღების პირდაპირი შეკვეთის საფუძველზე, როცა მხარეები ერთდროულად არ იმყოფებიან ერთი და იმავე ადგილას და ასეთი მომსახურება მოიცავს მონაცემების დამუშავებას, შენახვას ან გადაცემას მონაცემების ციფრული დამუშავების და შენახვისთვის განკუთვნილი ელექტრონული საშუალებების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, საზოგადოების საინფორმაციო მომსახურეობის მიზნებისთვის აუცილებელი პირობაა ის, რომ მომსახურების გაწევა ხდება მხარეთა ფიზიკური ყოფნის გარეშე, მონაცემები გადაიცემა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით და მომსახურება მიეწოდება უფასოდ მომსახურების მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.
სსმკ-ის 8-11 მუხლები ადგენს საზოგადოების სხვადასხვა საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობას. სსმკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, როდესაც გაწეულია მომსახურება, რომელიც გამოიხატება ინფორმაციის შენახვაში, ხოლო ინფორმაცია გაცემულია მომსახურების მიმღების მიერ, მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიმღების მოთხოვნის საფუძველზე შენახული ინფორმაციისთვის, იმ პირობით, თუ: (1) მიმწოდებელს არ აქვს ინფორმაცია ინფორმაციის შინაარსზე და ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით, არ იცის იმ ფაქტებისა თუ გარემოებების შესახებ, რომელიც მიუთითებს უკანონო საქმიანობის და/ან ინფორმაციის არსებობის შესახებ; (2) მიმწოდებელი, მას შემდეგ რაც შეიტყობს ზემოაღნიშნული ფაქტების შესახებ, დროულად წაშლის ან დაბლოკავს წვდომას ასეთ ინფორმაციაზე. აქედან გამომდინარე, მოცემული ნორმა გამოიყენება მაშინ, როდესაც მიწოდებული მომსახურება გამოიხატება მონაცემების შენახვაში [მომსახურების მიმწოდებლის] სერვერზე და აღნიშნულ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს. სსმკ-ის მე-10 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით, ასეთი მომსახურების მიმწოდებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან მის მიერ შენახული ინფორმაციის შინაარსის გამო, რადგან მომსახურების მიმწოდებელი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს ზემოაღნიშნული ნორმის გაგებით და არ არის ინფორმაციის ინიციატორი თუ მისი შემცვლელი.
ვინაიდან კანონი საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ ეფუძნება ევროპული პარლამენტისა და საბჭოს დირექტივას 2000/31/EC საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების გარკვეული სამართლებრივი ასპექტების შესახებ, კერძოდ, ელექტრონული კომერცია შიდა ბაზარზე (დირექტივა ელექტრონული ვაჭრობის შესახებ), აღნიშნული დირექტივის პრინციპები და ამოცანები უნდა იყოს გათვალისწინებული მოცემული კანონის ნორმების ინტერპრეტირების დროს. დირექტივის 12 -15 მუხლებს, რომელიც სსმკ-ის 8-11 მუხლების საფუძველია, ავსებს დირექტივის პრეამბულის 42-ე ნაწილი. აღნიშნული პრეამბულის თანახმად, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რაც დადგენილია მე-12-15 მუხლებით ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა შემოიფარგლება საკომუნიკაციო ქსელის ტექნიკურად ოპერირებით და ქსელზე წვდომის მიცემით, რომელზეც მესამე მხარისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია გადაიცემა ან დროებით ინახება, იმ ერთადერთი მიზნით, რომ მონაცემების გადაცემა მიმდინარეობდეს უფრო ეფექტურად; აღნიშნული საქმიანობა არის მხოლოდ ტექნიკური, ავტომატური და პასიური ბუნების, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებელი არ ფლობს და არც აკონტროლებს იმ ინფორმაციას, რომელიც გადაიცემა ან ინახება. აქედან გამომდინარე, ე.წ. „შინაარსობრივი მომსახურების“ მიმწოდებლები, რომლებსაც გააჩნიათ შენახული ინფორმაციის შინაარსზე კონტროლი, ვერ დაეყრდნობიან დირექტივის 12-15 მუხლებით გათვალისწინებულ გათავისუფლების საფუძვლებს.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის საქმიანობა კომენტარების გამოქვეყნებასთან მიმართებით არ ატარებს მხოლოდ ტექნიკურ, ავტომატურ და პასიურ ბუნებას. მოპასუხის ამოცანა მხოლოდ საშუამავლო მომსახურების გაწევა არ არის. მოპასუხემ კომენტარებისთვის განკუთვნილი სივრცე თავის საინფორმაციო პორტალს შეუერთა, რითაც ვებ-გვერდის მომხმარებლებს ახალ ამბებთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილებებისა [hinnangud] და მოსაზრებების (კომენტარების) გაკეთების საშუალება მისცა. კომენტარებისთვის განკუთვნილ სივრცეში, მოპასუხე აქტიურად მოუწოდებს მომხმარებლებს პორტალზე განთავსებული ახალი ამბების კომენტირებისკენ. მოპასუხის პორტალის მნახველთა რაოდენობა დამოკიდებულია კომენტარების რაოდენობაზე; პორტალზე გამოქვეყნებული რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი, თავის მხრივ დამოკიდებულია [ მნახველთა რაოდენობაზე]. შესაბამისად, მოპასუხეს გააჩნია ეკონომიკური ინტერესი კომენტარების გამოქვეყნებაში. ფაქტი, რომ მოპასუხე არ არის კომენტარების ავტორი არ ნიშნავს, რომ მოპასუხეს არ გააჩნია კონტროლი კომენტარებზე. მოპასუხე ადგენს წესებს კომენტარებისთვის და შეაქვს მასში ცვლილებები (შლის კომენტარს), თუ ირღვევა აღნიშნული წესები. აღნიშნულისგან განსხვავებით, მოპასუხის მომსახურების მიმღებს არ შეუძლია მის მიერ გამოქვეყნებული კომენტარების შეცვლა ან წაშლა. მას შეუძლია მხოლოდ შეატყობინოს არასათანადო კომენტარის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხეს შეუძლია განსაზღვროს, თუ რომელი დამატებული კომენტარი გამოქვეყნდება და რომელი არ გამოქვეყნდება. ის ფაქტი, რომ მოპასუხე არ იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას არ გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომენტარების გამოქვეყნება მოპასუხეს კონტროლს მიღმაა. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე, რომელიც მართავს კომენტარების სივრცეში შენახულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს შინაარსობრივ მომსახურებას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება სსმკ-ის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
14. სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სლკ-მ გაანადგურა დაგეგმილი ყინულის გზა“, რომელიც 2006 წლის 24 იანვარს გამოქვეყნდა დელფის ინტერნეტ პორტალზე. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეც კომენტარების გამომქვეყნებლად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლო, დაეთანხმა რა აღნიშნულ მოსაზრებას, აღნიშნა რომ ის ფაქტი, რომ მოპასუხე აპელირებს მის მიმართ გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევაზე, აჩვენებს, რომ თავად მოპასუხე თავის თავს განიხილავს კომენტარების გამომქვეყნებლად და არა კომენტარების ავტორებს. პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში როგორც მოპასუხე, ასევე კომენტარების ავტორები არიან კომენტარების გამომქვეყნებლები ვალდებულებითი კანონის გაგებით. მოსარჩელეს უფლება აქვს თავად განსაზღვროს, თუ ვის წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს. სარჩელი წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხის წინააღმდეგ.
პალატამ გამჟღავნების და გამჟღავნებლის დეფინიციები განსაზღვრა თავის 2005 წლის 21 დეკემბრის ნო. 3-2-1-95-05 გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საქმეზე, სადაც მიუთითა, რომ ვალდებულებითი კანონის 1047-ე მუხლის მიზნებისთვის გამჟღავნება [avaldamine] გულისხმობს ინფორმაციის მესამე მხარისთვის გადაცემას და გამჟღავნებელი არის პირი, რომელიც გადასცემს ინფორმაციას მესამე მხარეს. ასევე, პალატამ განმარტა, რომ ინფორმაციის მედიაში გამოქვეყნების [avaldamine] შემთხვევაში, გამჟღავნებელი/გამომქვეყნებელი [avaldaja] შეიძლება იყოს მედია კომპანია, ისევე როგორც პირი, რომელმაც გადასცა ინფორმაცია მედია გამოცემას. ინტერნეტ პორტალზე ახალი ამბებისა და კომენტარების გამოქვეყნება ასევე ჟურნალისტური საქმიანობაა [ajakirjanduslik tegevus]. ამავდროულად, ინტერნეტ მედიის [internetiajakirjandus] ბუნებიდან გამომდინარე, პორტალის ოპერატორს არ მოეთხოვება კომენტარების გამოქვეყნების წინ მათი რედაქტირება ისევე, როგორც ბეჭდურ მედია გამოცემებს [trükiajakirjanduse väljaanne]. მაშინ როდესაც გამომქვეყნებელი [väljaandja] [ბეჭდური მედიის გამოცემის] არის კომენტარის გამოქვეყნების ინიციატორი კომენტარის რედაქტირების გამო, ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნების ინიციატორი კომენტარის ავტორია, რომელიც კომენტარს საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის პორტალის მეშვეობით. ამიტომ, პორტალის ოპერატორი არ არის პირი ვისაც გადასცემენ ინფორმაციას. კომენტარების გამოქვეყნებაში არსებული ეკონომიკური ინტერესების გამო, ორივე ბეჭდური მედიის გამომქვეყნებელი [väljaandja] და ინტერნეტ პორტალის ოპერატორი არიან გამომქვეყნებლები/გამჟღავნებლები [avaldajad] როგორც მეწარმეები.
შეფასებითი მსჯელობისას [väärtushinnang], რომელიც შეურაცხყოფს პირის პატივსა და რეპუტაციას, გამოქვეყნების/გამჟღავნების და გამომქვეყნებლის/გამჟღავნებლის დეფინიციის განსაზღვრისას მნიშვნელობა არ აქვს შეფასება გამომდინარეობს გამოქვეყნებული/გამჟღავნებული ინფორმაციიდან თუ გამოთქმული აზრი დამამცირებელია მისი შინაარსიდან გამომდინარე... შესაბამისად, გამოქვეყნება/ გამჟღავნება არის პირის შესახებ შეფასების/აზრის გადაცემა მესამე მხარისთვის ( ვალდებულებითი კანონის 1046 (1) მუხლი) და/ან ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც პირის შეფასების საშუალებას იძლევა. გამომქვეყნებელი/გამჟღავნებელი არის პირი, რომელიც გადასცემს ასეთ შეფასებებს[hinnangud] და ინფორმაციას მესამე მხარეს. მოცემულ საქმეში კომენტარები ხელმისაწვდომი იყო პირთა განუსაზღვრელი რაოდენობისთვის (ფართო საზოგადოებისათვის).
15. მოპასუხის საჩივარში მოყვანილი განცხადებების საპასუხოდ იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კონსტიტუციის 45-ე მუხლი, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა გაამართლა კეთილსინდისიერების პრინციპზე და არა კანონზე დაყრდნობით და რომ პორტალიდან კომენტარის წაშლა კომენტარის გამომქვეყნებელი პირის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაა, პალატა განმარტავს შემდეგს:
ნებისმიერი ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა შეზღუდულია კონსტიტუციის 19 § 2 მუხლით, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყოველი პირი ვალდებულია პატივი სცეს და გაითვალისწინოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები და დაიცვას კანონი საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის და მოვალეობების შესრულების დროს. კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პარაგრაფის პირველი წინადადებით გათვალისწინებულია ყველას უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც ნიშნავს, ნებისმიერი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას ნებისმიერი ფორმით. ეს უფლება იზღუდება პირის პატივისა და რეპუტაციის დაზიანების აკრძალვით, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს (მუხლი 17). პალატის აზრით კონფლიქტის შეფასებისას, ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლებასა და მეორეს მხრივ პატივსა და რეპუტაციას შორის, გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტი, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რომელიც ფორმულირებულია აკრძალვის სახით, მთლიანად არ გამორიცხავს რაიმე ჩარევას პირის პატივსა და რეპუტაციაზე, ის მხოლოდ ცილისწამებას კრძალავს ( ვალდებულებითი კანონის 1046-ე მუხლი). სხვა სიტყვებით, აღნიშნული აკრძალვის უგულებელყოფა წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან ( კონსტიტუციის მე-11 მუხლი). კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პარაგრაფის მეორე წინადადება გამოხატვის თავისუფლების კანონის საფუძველზე შეზღუდვის შესაძლებლობას მოიცავს, პირის პატივისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით.
პირის პატივისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით, ვალდებულებითი კანონის შემდეგი ნორმები შეიძლება ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველად: მუხლები 1045 (1) (4), 1046 (1), 1047 (1), (2) და (4), 1055 (1) და (2) და 134 (2). საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის პატივის შელახვა არ იყო გამართლებული. ის იყო უკანონო, ვინაიდან არ წარმოებდა თემაზე დისკუსია კომენტარებში, არამედ მოსარჩელეს მიაყენეს შეურაცხყოფა მხოლოდ მისი დამცირების მიზნით. სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა აღნიშნულ მოსაზრებას. პალატის აზრით, თუ ვალდებულებითი კანონის 1046-ე მუხლს კონსტიტუციის შესაბამისად განვმარტავთ, პირის პატივისათვის ზიანის მიყენება უკანონოა. სასამართლოების მიერ სამართლებრივი აღწერა დამამცირებელი ხასიათის მქონე 20 კომენტარზე დასაბუთებულია. სასამართლოებმა სწორედ მიიჩნიეს, რომ აღნიშნული კომენტარები ცილისმწამებლურია, ვინაიდან გააჩნიათ ვულგარული ბუნება, ამცირებს ადამიანურ ღირსებას და შეიცავს მუქარებს.
პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონო ხასიათის კომენტარის წაშლა, რომელიც მიემართება მოსარჩელის პიროვნულ უფლებებს, არ წარმოადგენს ჩარევას კომენტარის ავტორების გამოხატვის თავისუფლებაში. პალატა მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური უფლების რაიმე ფორმით შემზღუდავი ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება ნებისმიერი ფორმით, შესაძლოა ჩაითვალოს აღნიშნული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობაში ჩარევად. ინტერნეტ პორტალის ოპერატორის მიერ იმ პირთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, რომლებიც აქვეყნებენ კომენტარებს, გამართლებულია პორტალის ოპერატორი- მეწარმის ვალდებულებით პატივის სცეს მესამე მხარის პატივსა და რეპუტაციას, რაც კონსტიტუციიდან (მუხლი 17) და კანონიდან (მუხლი 1046 ვალდებულებითი კანონის) გამომდინარეობს და ასევე მათთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების ვალდებულებას ეფუძნება (ვალდებულებითი კანონის 1045 (1) (4) მუხლი).
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კომენტარების შინაარსი უკანონო იყო; კომენტარები ლინგვისტურად შეუსაბამო იყო. შეფასებითი მსჯელობები . . . არის შეუფერებელი, თუ საღად მოაზროვნე მკითხველისთვის აშკარაა, რომ მათი მნიშვნელობა ვულგარულია და მიზნად ისახავს პირის ღირსების დამცირებასა და მის დაცინვას. კომენტარები არ შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომელზეც საჭირო გახდებოდა პორტალის ოპერატორის ინიციატივით მისი გადამოწმება. შესაბამისად, მოპასუხეს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა კომენტარების უკანონო ხასიათის შესახებ არის უსაფუძვლო.
კანონიდან გამომდინარე ვალდებულების საფუძველზე, რომელიც ზიანის მიყენების პრევენციას გულისხმობს, მოპასუხეს ხელი უნდა შეეშალა აშკარად გამოხატული უკანონო შინაარსის კომენტარების გამოქვეყნებისათვის. მოპასუხე ასე არ მოიქცა. ვალდებულებითი კანონის 1047 (3) მუხლის შესაბამისად, ინფორმაციისა თუ სხვა საკითხების გამჟღავნება არ არის უკანონო იმ შემთხვევაში, თუ პირს, რომელიც გასცემს ინფორმაციას თუ სხვა საკითხებს ან პირს, რომელსაც ასეთ საკითხებს გაუმჟღავნებენ გააჩნია გამჟღავნების ლეგიტიმური ინტერესი და თუ პირი, რომელიც გასცემს ინფორმაციას სრულყოფილად აქვს გადამოწმებული აღნიშნული ინფორმაცია, პოტენციური დარღვევის სიმძიმის შესაბამისად. ლინგვისტურად შეუფერებელი შეფასებითი მსჯელობა, რომელიც ზიანს აყენებს სხვა პირის პატივს არ შეიძლება გამართლდეს ვალდებულებითი კანონის 1047 (3) მუხლში მითითებული გარემოებებით: ასეთი შეფასებები არ ეფუძნება გამჟღავნებულ რაიმე ინფორმაციას, არამედ შექმნილია და გამოქვეყნებულია შესაბამისი მხარის პატივისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით. შესაბამისად, აშკარად უკანონო შინაარსის მქონე კომენტარების გამოქვეყნება ასევე უკანონო იყო. მოპასუხემ პორტალიდან საკუთარი ინიციატივით არ წაშალა გამოქვეყნებული კომენტარები, თუმცა მათი უკანონო შინაარსის თაობაზე უნდა სცოდნოდა. ასეთ პირობებში, სასამართლოებმა სწორად დაადგინეს, რომ მოპასუხის უმოქმედობა იყო უკანონო. მოპასუხე პასუხისმგებელია მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანისთვის, ვინაიდან სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი ბრალის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა [süü] (ვალდებულებითი კანონის 1050 (1) მუხლი).“
დ. მოვლენების შემდგომი განვითარება
2009 წლის 1-ელ ოქტომბერს დელფმა თავის ინტერნეტ პორტალზე გამოაცხადა, რომ ის პირები, რომელთაც გამოქვეყნებული ჰქონდათ შეურაცხმყოფელი კომენტარები, ახალ კომენტარებს ვეღარ გააკეთებდნენ, მანამ სანამ არ წაიკითხავდნენ და არ დაეთანხმებოდნენ კომენტარის გაკეთების წესებს. გარდა ამისა, გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დელფმა ჩამოაყალიბა მოდერატორების გუნდი, რომელიც კომენტარების პორტალზე გამოქვეყნების შემდეგ ახორციელებდა მათ მოდერირებას. პირველ რიგში, მოდერატორები ეცნობოდნენ მომხმარებელთა მიერ გაკეთებულ შეტყობინებებს შეუფერებელი კომენტარების თაობაზე. კომენტარების შესაბამისობა კომენტარების გაკეთების წესებთან ასევე ექცეოდა მონიტორინგის ქვეშ. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დელფის მკითხველთა მიერ 2009 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კომენტარების რაოდენობა 190,000-ია. დელფის მოდერატორებმა წაშალეს 15,000 კომენტარი (დაახლოებით 8 %), რომელიც ძირითადად შეიცავდა ვირუსებს ან შეუსაბამო კომენტარებს. ცილისმწამებლური კომენტარების წილი 0.5 %-ზე ნაკლები იყო კომენტარების ჯამურ რაოდენობასთან მიმართებით.
შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
ესტონეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია (Eesti Vabariigi põhiseadus) ადგენს
მუხლი 17
„ არავის პატივი და რეპუტაცია არ უნდა დაექვემდებაროს ცილისწამებას“
მუხლი 19
„ (1) ყველას აქვს თვით-რეალიზების უფლება.
(2) ყოველი პირი ვალდებულია პატივი სცეს და გაითვალისწინოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები და დაიცვას კანონი საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის და მოვალეობების შესრულების დროს.“
მუხლი 45
„(1) ყველას აქვს საკუთარი იდეების, მოსაზრებების, რწმენისა და სხვა ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლება სიტყვიერი, ბეჭდური, სურათისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით. ამ უფლების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის, მორალის და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების, ჯანმრთელობის, პატივისა და რეპუტაციის დასაცავად. ამ უფლების განხორციელება შეიძლება შეეზღუდოს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის მოხელეებს სახელმწიფო ან ბიზნეს საიდუმლოების დასაცავად, ან კონფიდენციალურად მიღებული იმ ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, რომელიც მათთვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო გახდა ცნობილი, ასევე სხვათა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დასაცავად, ასევე მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
(2) არ უნდა იყოს ცენზურა. ‘‘
სამოქალაქო კოდექსის (ზოგადი პრინციპები) (Tsiviilseadustiku üldosa seadus) 138-ე მუხლი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას ითვალისწინებს. არ შეიძლება უფლების განხორციელება უკანონო ფორმით ან სხვა პირისათვის ზიანის მიყენების განზრახვით.ვალდებულებითი კანონის (Võlaõigusseadus) 134-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად:
„ იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა... პიროვნული უფლებების დარღვევის საფუძველზე, კერძოდ, ცილისწამების გამო, პირი ვალდებულია აუნაზღაუროს არაქონებრივი ზიანი დაზარალებულ პირს, თუ აღნიშნული გამართლებულია დარღვევის სიმძიმით, კერძოდ ფიზიკური ან ემოციური ტკივილით“.ვალდებულებითი კანონის 1043- ე მუხლის თანახმად პირი (ზიანის მიმყენებელი), რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით აყენებს ზიანს სხვა პირს (დაზარალებული) , ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ ზიანი მიყენებულია ზიანის მიმყენებლის ბრალით (süüdi) ან კანონით დადგენილი ნორმების საფუძველზე პასუხისმგებელია ზიანის მიყენების ფაქტზე.ვალდებულებითი კანონის 1045- ე მუხლის თანახმად ზიანის მიყენება მართლსაწინააღმდეგოა თუ, ზიანი წარმოიშვა, inter alia, დაზარალებულის პირადი უფლების დარღვევის გამო. ვალდებულებითი კანონის თანახმად:
მუხლი 1046- პიროვნული უფლებისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანი
„ (1) პირის პატივის შელახვა, inter alia, არასათანადო შეფასებითი მსჯელობით, პირის სახელითა და იმიჯით გაუმართლებელი სარგებლობა ან პირის პირადი ცხოვრების ან ნებისმიერი სხვა პიროვნული უფლების ხელშეუხებლობის ხელყოფა მართლსაწინააღმდეგოა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მართლწინააღმდეგობის დადგენისას მხედველობაში მიიღება დარღვევის ტიპი, დარღვევის მიზეზი და მოტივი და დარღვევის სიმძიმე დასახულ მიზანთან მიმართებით.
(2) პიროვნული უფლების ხელყოფა არ არის მართლსაწინააღმდეგო, თუ ხელყოფა გამართლებულია კანონით დაცული სხვა უფლებებით და მესამე პირთა თუ საზოგადოებრივი ინტერესებით. ასეთ შემთხვევებში, მართლწინააღმდეგობის დადგენის მიზნით საჭიროა კანონით დაცული სხვადასხვა სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების შედარებითი შეფასება.“
მუხლი 1047- არასწორი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგოდ გამჟღავნება
„(1) პიროვნული უფლების ხელყოფა ან პირის ეკონომიკურ თუ პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ან პირის ან მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილი ან შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელება მართლსაწინააღმდეგოა, თუ კი ინფორმაციის გამავრცელებელი პირი ვერ დაადასტურებს, რომ ინფორმაციის გამჟღავნების დროს. მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის შესახებ.
(2) პირის შესახებ ცილისმწამებლური ცნობების გავრცელება ან ისეთი ცნობების გავრცელება, რომელთაც შეუძლია ზიანი მოუტანოს პირის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგოდ თუ კი პირი, რომელიც ავრცელებს ასეთ ცნობებს, მათ სინამდვილეს არ დაამტკიცებს.
(3) აღნიშნული მუხლის (1) და (2) პუნქტების ნორმების მიუხედავად, მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება ინფორმაციისა თუ სხვა ცნობების გავრცელება, თუ ამ ინფორმაციისა თუ სხვა ცნობების გამავრცელებელ პირს ან თუ იმ პირს, ვისაც ასეთ ინფორმაციებს გაუმჟღავნებენ, გააჩნია გავრცელების ლეგიტიმური ინტერესი და თუ კი ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა საჭირო გულმოდგინეობით შეამოწმა აღნიშნული ინფორმაცია თუ ცნობები.
(4) არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელს მოსთხოვოს ინფორმაციის უარყოფა ან სწორი ინფორმაციის გამოქვეყნება, მიუხედავად იმისა, ინფორმაციის გავრცელება იყო მართლსაწინააღმდეგო თუ არა.“
მუხლი 1050- ბრალეული ქმედება [süü], როგორც პასუხისმგებლობის საფუძველი
„ (1) თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ზიანის მიმყენებელი პასუხს არ აგებს ზიანის მიყენებისთვის, თუ ზიანის მიმყენებელი დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომა არ გამოიწვია მისმა ბრალეულმა ქმედებამ.
(2) მოცემული თავის მიზნებისთვის პირის ბრალეულობის[süü] საკითხის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირის მდგომარეობა, ასაკი, განათლება, ცოდნა, შესაძლებლობები და სხვა პირადი მახასიათებლები.
(3) თუ რამდენიმე პირია პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე და კანონის თანახმად მათგან ერთი ან ორი პირი პასუხისმგებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანისთვის იმის მიუხედავად მოქმედებდნენ თუ არა ბრალით, ქმედების უკანონობა და ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირთა ბრალეულობა უნდა იქნას მხედველობაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წილის განსაზღვრისას.“
მუხლი 1055- ზიანის მიმყენებელი ქმედებების აკრძალვა
„ (1) თუ მართლსაწინააღმდეგო ზიანის მიყენება განგრძობადი ხასიათისაა ან არსებობს მუქარა ზიანის მიყენების, დაზარალებულს ან პირს, რომელსაც ემუქრებიან გააჩნია უფლება მოითხოვოს ზიანის გამომწვევი ქმედების შეწყვეტა ან ასეთი ქმედების განხორციელებაზე მუქარის შეწყვეტა. ფიზიკური დაზიანების, ჯანმრთელობის დაზიანების ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ან ნებისმიერი სხვა პირადი უფლების ხელყოფის შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვილ იქნას, inter alia, რომ ზიანის მიმყენებელს აეკრძალოს სხვებთან მიახლოება ( შემაკავებელი ორდერი), საცხოვრებლისა და კომუნიკაციების რეგულირება ან სხვა მსგავსი ზომების გამოყენება.
(2) (1) პუნქტით გათვალისწინებული ზიანის მიმყენებელი ქმედების შეწყვეტის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ შესაძლებელია ასეთი ქმედების შემწყნარებლობა ადამიანური თანაცხოვრების პირობებში ან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევებში, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
...”
39. კანონით საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ (Infoühiskonna teenuse seadus) გათვალისწინებულია შემდეგი:
მუხლი 8- შეზღუდული პასუხისმგებლობა ინფორმაციის მარტოოდენ გადაცემის შემთხვევაში და საჯარო მონაცემთა საკომუნიკაციო ქსელზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
„ (1) როდესაც გაწეული მომსახურება შემოიფარგლება მომსახურების მიმღების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საჯარო მონაცემთა საკომუნიკაციო ქსელში უბრალოდ გადაცემით ან საჯარო მონაცემთა საკომუნიკაციო ქსელზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ასეთი მომსახურების მიმწოდებელი არ ექვემდებარება პასუხისმგებლობას გადაცემული ინფორმაციის გამო, იმ პირობით თუ მიმწოდებელი:არ არის გადაცემის ინიციატორი;არ ირჩევს გადაცემის მიმღებს; დაარ ირჩევს ან ცვლის ინფორმაციას, რომელსაც გადასცემს.
(2) გადაცემა და მოცემული მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოიცავს გადაცემული ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვას, აღნიშნული ინფორმაციის საჯარო მონაცემთა საკომუნიკაციო ქსელში გადატანის მიზნით და თუ ინფორმაცია არ არის შენახული მის გადასატანად საჭირო გონივრულ ვადაზე მეტი დროით.“
მუხლი 9- შეზღუდული პასუხისმგებლობა ქეშ მეხსიერებაში (cache memory) ინფორმაციის დროებითი შენახვის შემთხვევაში
„(1) როდესაც გაწეული მომსახურება შეადგენს მომსახურების მიმღების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საჯარო მონაცემთა საკომუნიკაციო ქსელში გადაცემას, მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვაზე, თუ გადაცემის მეთოდი მოითხოვს ქეშინგს ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე და ქეშირება ხორციელდება მომსახურების მიმღებ სხვა პირთათვის ინფორმაციის უფრო ეფექტურად გადაცემის მიზნისთვის მათივე მოთხოვნით და იმ პირობით, თუ:მიმწოდებელი არ ცვლის ინფორმაციას;მიმწოდებელი ასრულებს ინფორმაციაზე წვდომისათვის დადგენილ პირობებს;მიმწოდებელი იცავს წესებს ინფორმაციის განახლების შესახებ, რომლებიც დადგენილია ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული და გამოყენებული ფორმებით;მიმწოდებელი არ ერევა ტექნოლოგიის კანონიერ გამოყენებაში, რომელიც ინდუსტრიაში აღიარებულია და ფართოდაა გავრცელებულია ინფორმაციის გამოყენების შესახებ მონაცემების მოსაპოვებლად;მიმწოდებელი დროულად წაშლის შენახულ ინფორმაციას ან შეზღუდავს მასზე წვდომას, როგორც კი შეიტყობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისი გადაცემისთანავე ამოღებულია ქსელიდან ან გათიშულია მასზე წვდომა ან თუ არსებობს სასამართლოს, პოლიციის ან სხვა სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი წაშლის დავალება.“
მუხლი 10- შეზღუდული პასუხისმგებლობა ინფორმაციის შენახვისთვის გაწეულ მომსახურებაზე
„(1) როდესაც გაწეული მომსახურება შეადგენს მომსახურების მიმღების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შენახვას, მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიმღების მოთხოვნის საფუძველზე შენახული ინფორმაციისთვის იმ პირობით, თუ:მიმწოდებელმა არ იცოდა ინფორმაციის შინაარსი და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისთვის, არ იცოდა იმ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, რომლის საფუძველზეც უკანონო საქმიანობისა თუ ინფორმაციის არსებობა ცხადია;მიმწოდებელი პირველი პუნქტის პირველ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტების შეტყობისთანავე, დროულად შლის ინფორმაციას ან თიშავს ამგვარ ინფორმაციაზე წვდომას.
(2) მოცემული მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ მომსახურების მიმღები მოქმედებს მიმწოდებლის ხელმძღვანელობის ან კონტროლის ქვეშ.“
მუხლი 11- მონიტორინგის ვალდებულების არარსებობა
„(1) წინამდებარე კანონის მე-8-10 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი არ არის ვალდებული განახორციელოს ინფორმაციის მონიტორინგი მისი გადაცემის ან მასზე წვდომის უზრუნველყოფისას, ქეშ მეხსიერებაში ინფორმაციის დროებით შენახვის თუ მომსახურების მიმღების მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის შენახვისას. მომსახურების მიმწოდებელი ასევე არ არის ვალდებული პროაქტიურად მოიძიოს ისეთი ინფორმაციისა თუ გარემოებების შესახებ, რომლებიც უკანონო საქმიანობის არსებობაზე მიუთითებენ.
(2) მოცემული მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ ზღუდავს მოხელეს, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს, მოითხოვოს ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება მომსახურების მიმწოდებლის მიერ.
(3) მომსახურების მიმწოდებელნი ვალდებულნი არიან დროულად შეატყობინონ შესაბამის ზედამხედველობის ორგანოებს აღნიშნული კანონის მე-8-10 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები პირების მიერ განხორციელებული უკანონო საქმიანობებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ და შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანოებს მათი მომსახურების მიმღები პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლებთანაც შენახვის თაობაზე შეთანხმებები აქვთ გაფორმებული.
...”სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (Tsiviilkohtumenetluse seadustik) 244-ე და მომდევნო მუხლები ითვალისწინებს მტკიცებულების მოპოვებას (eeltõendamismenetlus) სასამართლო განხილვის დაწყებამდე- პროცედურა, რომლითაც შესაძლებელია მტკიცებულების მიღება სასამართლო სამართალწარმოების დაწყებამდეც, თუ ივარაუდება, რომ მტკიცებულება შესაძლებელია დაიკარგოს ან მისი მოგვიანებით გამოყენება გართულდება.2005 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ნო. 3-2-1-95-05) უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვალდებულებითი კანონის 1047-ე მუხლის მიზნებისთვის გამჟღავნება (avaldamine) ნიშნავს ინფორმაციის გადაცემას მესამე მხარისთვის. პირი, რომელიც გადასცემს ინფორმაციას მედია გამომცემელს (meediaväljaanne) ჩაითვლება გამჟღავნებლად (avaldaja) იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პირი შესაბამისი სტატიის გამომქვეყნებელი ს (ajaleheartikli avaldaja) თავად არ არის. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული მიდგომა მომდევნო გადაწყვეტილებებში განმეორებით გამოიყენა, მაგალითად, 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ( საქმე ნო. 3 2 1-67-10). ეროვნულ სასამართლოებში სარჩელები ცილისწამებაზე რიგ შემთხვევებში შემოსულია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაგალითად, გაზეთის გამომცემელის და სტატიის ავტორის წინააღმდეგ (1998 წლის 7 მაისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნო. 3-2-1-61-98), გაზეთის გამომცემლისა და რესპონდენტის წინააღმდეგ (1997 წლის 1 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნო. 3-2-1-99-97) და მხოლოდ გაზეთის გამომცემლის წინააღმდეგ ( 1997 წლის 30 ოქტომბრის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნო. 3-2-1-123-97 და 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე 3-2-1-53-07).წინამდებარე საქმეზე 2009 წლის 10 ივნისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ (საქმე ნო. 3-2-1-43-09), რამდენიმე ქვედა ინსტანციის სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს მსგავსად, გადაწყვიტა ონლაინ ახალი ამბების სტატიასთან დაკავშირებული კომენტარებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის საკითხი. ამდენად, ტალინის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე ნო. 2 08 76058) უცვლელად დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა ცილისწამების მსხვერპლი პირის სარჩელს გაზეთის გამომცემლის წინააღმდეგ. გამომცემელს დაეკისრა პასუხისმგებლობა ონლაინ ცილისმწამებლური კომენტარებისთვის, რომლებიც მკითხველებმა დაპოსტეს გაზეთის ონლაინ კომენტარების სივრცეში. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ გამომცემელი შინაარსობრივი მომსახურების მიმწოდებელი იყო. სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს გამომცემლის მოთხოვნა ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (ეკმს) მიერ საქმის თავდაპირველ განხილვასთან დაკავშირებით, მიიჩნიეს რა, რომ მოპასუხე აშკარად არ აკმაყოფილებდა პასიური მომსახურების მიმწოდებლის კრიტერიუმს, ეკმს-ს და უზენაესი სასამართლოს ინტერპრეტაციების შესაბამისად და რომ რელევანტური წესები საკმარისად ნათელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნიეს რომ ეკმს-ს მხრიდან რაიმე ახალი მიმართულებების დადგენის საჭიროება არ არსებობდა. სასამართლოებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეკმს-ს 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების თანახმად (ერთობლივი საქმეები C 236/08 to C 238/08 Google France and Google [2010] ECR I 2417) ეროვნული სასამართლოების შეფასებას ექვემდებარებოდა საკითხი მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესრულებული როლის ნეიტრალურობის შესახებ, იმ გაგებით, რომ მიმწოდებლის საქმიანობა ატარებდა თუ არა მხოლოდ ტექნიკურ, ავტომატურ და პასიურ ხასიათს, რაც მიუთითებდა, რომ მიმწოდებელმა არ იცოდა და არ აკონტროლებდა შენახულ მონაცემებს. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულს არ ჰქონდა ადგილი მათ წინაშე განსახილველ საქმეში. ვინაიდან გამომცემელს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის უკვე წაშლილი ჰქონდა ცილისმწამებლური კომენტარები, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით რაიმე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული; მოსარჩელის სარჩელი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანა ტალინის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 27 ივნისს ( საქმე ნო.2-10-46710). ამ საქმეშიც ინტერნეტის საინფორმაციო პორტალი პასუხისმგებლად ცნეს მკითხველების მიერ დაპოსტილი ცილისმწამებლური კომენტარებისთვის და მოსარჩელის სარჩელი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
შესაბამისი საერთაშორისო აქტები
ა. ევროპის საბჭოს დოკუმენტები
2003 წლის 28 მაისს მინისტრის მოადგილეთა 840-ე შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო დეკლარაცია ინტერნეტში თავისუფალი კომუნიკაციის შესახებ. დეკლარაციის შესაბამისი ნაწილები შემდეგნაირად იკითხება:
„ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები,
...
დარწმუნებულნი არიან, ასევე, რომ აუცილებელია მომსახურების მიმწოდებელთა პასუხისმგებლობის შეზღუდვა, როდესაც ეს უკანასკნელნი მოქმედებენ უბრალო გადამცემის როლში ან როდესაც ისინი კეთილსინდისიერად უზრუნველყოფენ წვდომას მესამე მხარის შინაარსზე;
ამ თვალსაზრისით მოიხმობენ ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 8 ივნისის დირექტივას 2000/31/EC საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების გარკვეული სამართლებრივი ასპექტების შესახებ, კერძოდ, ელექტრონულ კომერციას შიდა ბაზარზე (დირექტივა ელექტრონული ვაჭრობის შესახებ);
ხაზს უსვამენ, რომ კომუნიკაციის თავისუფლებამ ინტერნეტში არ უნდა მიაყენოს ზიანი ადამიანის ღირსებას, სხვათა, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა, უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს;
ითვალისწინებენ, რომ საჭიროა ბალანსის დაცვა ინტერნეტის მომხმარებელთა სურვილს, არ გაამჟღავნონ მათი ვინაობა და სამართალდამცავი ორგანოების საჭიროებას შორის მოიძიონ დანაშაულის ჩადენაში პასუხისმგებელი პირები;
...
აცხადებენ, რომ დაიცავენ შემდეგ პრინციპებს ინტერნეტით კომუნიკაციის სფეროში:
ინტერნეტში შინაარსის წესები
წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუქვემდებარონ ინტერნეტში შინაარსი იმაზე მეტ შეზღუდვებს ვიდრე ეს გამოიყენება შინაარსის მიმწოდებელი სხვა საშუალებების მიმართ.
...
პრინციპი 3: წინასწარი სახელმწიფო კონტროლის არარსებობა
საჯარო ხელისუფლების ორგანოებმა, ზოგადი ბლოკირებისა თუ ფილტრაციის მეშვეობით, საზოგადოებას არ უნდა აუკრძალონ წვდომა ინფორმაციაზე და ასევე სხვა კომუნიკაციები ინტერნეტში, საზღვრების მიუხედავად. ეს არ ზღუდავს ფილტრაციას არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლები და ბიბლიოთეკები.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებული გარანტიების დაცვით, შესაძლებელია მიღებულ იქნას ზომები ინტერნეტში მაიდენტიფიცირებელი შინაარსის წაშლის ან მის წვდომაზე ბლოკირების მიზნით, თუ შესაბამისი ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებულია დროებითი ან საბოლოო გადაწყვეტილება მის უკანონობასთან დაკავშირებით.
...
პრინციპი 6: მომსახურების მიმწოდებელთა შეზღუდული პასუხისმგებლობა ინტერნეტში განთავსებულ შინაარსზე
წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დააკისრონ მომსახურების მიმწოდებლებს ინტერნეტში განთავსებულ შინაარსზე, რომელზეც ისინი უზრუნველყოფენ წვდომას, გადასცემენ ან ინახავენ, მონიტორინგის ზოგადი ვალდებულება. ასევე, არ უნდა დაეკისროთ არც მათი უკანონობის გამომჟღავნებელი ფაქტებისა თუ გარემოებების მოძიების ვალდებულება.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომსახურების მიმწოდებლებს არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა ინტერნეტში განთავსებულ შინაარსზე, მაშინ როდესაც ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მათი ფუნქცია შემოიფარგლება აღნიშნული ინფორმაციის გადაცემით ან ინტერნეტში მასზე წვდომის უზრუნველყოფით.
იმ შემთხვევებში, როდესაც მომსახურების მიმწოდებელთა ფუნქციები ფართეა და ისინი ინახავენ სხვა პირთა მხრიდან მომდინარე შინაარს, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააკისრონ მათ თანაპასუხისმგებლობა, თუ დროულად არ წაშლიან ან არ გათიშავენ წვდომას ინფორმაციასა ან მომსახურებაზე, მას შემდეგ რაც შეიტყობენ, რომ ეროვნული კანონმდებლობით აღნიშნული შინაარსი მართლსაწინააღმდეგოა, ხოლო ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, თანაპასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ დროულად არ წაშლიან ან არ გათიშავენ წვდომას ინფორმაციასა ან მომსახურებაზე ინფორმაციის უკანონობის მიმანიშნებელი ფაქტებისა და გარემოებების შეტყობის შემდეგ.
წინა პარაგრაფში ჩამოყალიბებული დებულებების შესაბამისად ეროვნულ კანონმდებლობაში მომსახურების მიმწოდებელთა ვალდებულების განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები, რათა დაცული იყოს იმათი გამოხატვის თავისუფლება, ვინც პირველ რიგში ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაცია, ასევე ინფორმაციის მომხმარებელთა შესაბამისი უფლებები.
ყველა შემთხვევაში, ზემოაღნიშნულმა პასუხისმგებლობის შეზღუდვამ გავლენა არ უნდა მოახდინოს სასამართლო აკრძალვების გამოცემაზე, რომლის თანახმადაც მომსახურების მიმწოდებლებს დაევალებათ კანონის დარღვევის შეწყვეტა და ასეთი დარღვევის პრევენცია.
პრინციპი 7: ანონიმურობა
იმისათვის, რომ უზრუნველყონ ონლაინ თვალთვალისგან დაცვა და ხელი შეუწყონ ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ გავრცელებას, წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ინტერნეტ მომხმარებელთა სურვილს არ გამჟღავნდეს მათი ვინაობა. ეს ხელს არ უშლის წევრ სახელმწიფოებს მიიღონ ზომები და ითანამშრომლონ დანაშაულის ჩადენაში პასუხისმგებელ პირთა დევნის მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მართლმსაჯულებისა და პოლიციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.“წევრ სახელმწიფოებისადმი გაცემულ CM/Rec(2007)16 რეკომენდაციაში ინტერნეტის, როგორც საჯარო მომსახურების ღირებულების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ (მიღებულია 2007 წლის 7 ნოემბერს), მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ ერთის მხრივ, ინტერნეტს შეუძლია მნიშვნელოვნად ხელი შეუწყოს ადამიანის გარკვეულ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელებას, მეორეს მხრივ კი, მას შეუძლია უკუ ეფექტი იქონიოს ამა თუ იმ უფლების განხორციელებაზე. რეკომენდებულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა შეიმუშაონ მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო, სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ახალი ინფორმაციებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარეების ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის საზღვრები.წევრ სახელმწიფოთათვის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2011)7 მედიის ახალი ცნების შესახებ ( მიღებულია 2011 წლის 21 სექტემბერს) შემდეგნაირად იკითხება:
“...
მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების 15 ბ მუხლით გათვალისწინებული პირობების თანახმად, რეკომენდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოებს:
- მიიღონ მედიის ახალი, ფართე ცნება, რომელიც მოიცავს ყველა აქტორს, რომლებიც ჩართულები არიან პოტენციურად დიდი რაოდენობით ხალხისთვის განკუთვნილი შინაარსის (მაგალითად, ინფორმაციის, ანალიზის, კომენტარის, მოსაზრების, განათლების, კულტურის, ხელოვნების და გართობის ტექსტურ, აუდიო, ვიზუალური, აუდიოვიზუალურ თუ სხვა ფორმით), ასევე პროგრამების, რომლებიც შექმნილია ინტერაქტიული მასობრივი კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით (მაგალითად, სოციალური ქსელები) ან სხვა შინაარსზე დაფუძნებული ფართომასშტაბიანი ინტერაქტიული მოვლენების (მაგალითად, ონლაინ თამაშები) შექმნასა თუ გავრცელებაში და ინარჩუნებს (ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში) სარედაქციო კონტროლსა და შინაარსზე ზედამხედველობას;
- გადახედონ რეგულირების საჭიროებებს ყველა იმ აქტორთან მიმართებით, რომლებიც ეწევიან მომსახურებისა თუ პროდუქტის მიწოდებას მედია ეკოსისტემაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლება მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად და აღნიშნულ აქტორებზე გავრცელდეს ჩაურევლობის გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მე-10 მუხლით დაცულ უფლებას, მათ შორის გარანტიები ისეთი სიტუაციებისგან თავის დასაცავად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასაჭირო თვითშეზღუდვა ან თვით-ცენზურა;
- გამოიყენონ ქვემორე დანართში გათვალისწინებული კრიტერიუმები აქტორებისათვის შეცვლილი და დიფერენცირებული მიდგომების შემუშავებისას ევროპის საბჭოს მედიასთან დაკავშირებული სტანდარტების საფუძველზე დამკვიდრებული მედიის ახალი ცნების ფარგლებში, და გაითვალისწინონ მედიის პროცესში მათი სპეციფიური ფუნქციები და მათი პოტენციური გავლენა და მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში კარგი მმართველობის უზრუნველყოფისა თუ ხელშეწყობის მიზნით;
...”
რეკომენდაციის დანართი შესაბამის ნაწილში შემდეგნაირად იკითხება:
„7. დიფერენცირებული და თანდათანობით ცვლილებაზე ორიენტირებული მიდგომა გულისხმობს, რომ თითოეული აქტორი, რომელთა მომსახურება წარმოადგენს მედია ან შუამავალ ან დამხმარე საქმიანობას, სარგებლობს დაცვის როგორც შესაბამისი ფორმით (დიფერენცირებული) ასევე, შესაბამისი დონით ( თანდათანობით ცვლილებისას) და ასევე პასუხისმგებლობა გაიყოფა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის და ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სხვა სტანდარტების შესაბამისად.
...
30. სარედაქციო კონტროლის არსებობა დასტურდება აქტორის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსი უნდა წაახალისოს ან გახადოს ხელმისაწვდომი და რა ფორმით წარმოადგინოს ან გააკეთოს ის. ტრადიციული მედია ხანდახან აქვეყნებს მკაფიო წერილობით ფორმულირებულ სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ ასეთი პოლიტიკა შესაძლებელია მოვიძიოთ შიდა ინსტრუქციებსა ან შინაარსის არჩევისა თუ დამუშავებისათვის (მაგალითად, გადამოწმება და ნამდვილობის დადასტურება) დადგენილ კრიტერიუმებში. კომუნიკაციების ახალ გარემოში, სარედაქციო პოლიტიკას შეიძლება მოიცავდეს მისიის შესახებ განცხადება ან მოხმარების ვადები და პირობები (რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს შინაარსის შესახებ ძალიან დეტალურ დებულებებს), ასევე შესაძლებელია გამოიხატოს არაფორმალურად გარკვეული პრინციპების დაცვის ვალდებულებაში (მაგალითად ინტერნეტში ქცევის წესები, დევიზი).
...
32. სარედაქციო პროცესში შესაძლებელია ჩაერთონ მომხმარებლები ( მაგალითად, ექსპერტის შეფასება და მოთხოვნების ჩაწერა), თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება შიდა განსაზღვრული პროცესების შესაბამისად სპეციალური კრიტერიუმის გათვალისწინებით (რეაქტიული მოდერაცია). ახალი მედია ხშირად მიმართავს ex post მოდერაციას (ხშირად მოიხსენიება, როგორც პოსტ-მოდერაცია) მომხმარებლის მიერ გენერირებულ შინაარსთან დაკავშირებით, რაც ერთი შეხედვით შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. სარედაქციო პროცესები შესაძლებელია იყოს ასევე ავტომატური (მაგალითად, ალგორითმების შემთხვევაში ex ante შინაარსის შერჩევა ან მისი შედარება ლიცენზირებულ მასალასთან).
...
35. კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ სარედაქციო კონტროლის სხვადასხვა დონეებს თან სდევს სარედაქციო პასუხისმგებლობის სხვადასხვა დონეები. სარედაქციო კონტროლის სხვადასხვა დონეები თუ სარედაქციო მოდალობები (მაგალითად, ex ante მოდერაცია ex post მოდერაციასთან შედარებით) საჭიროებს დიფერენცირებულ პასუხებს.
36. შესაბამისად, შუამავალი ან დამხმარე მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც ხელს უწყობს მედიის ფუნქციონირებასა ან მასზე წვდომას, მაგრამ თავად არ ახორციელებს სარედაქციო კონტროლს და შესაბამისად გააჩნია შეზღუდული სარედაქციო პასუხისმგებლობა ან საერთოდ არ გააჩნია ის, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მედიად. თუმცა, მათი ქმედებები შესაძლოა რელევანტური იყოს მედია კონტექსტში. მიუხედავად ამისა, შუამავალი ან დამხმარე მომსახურების მიმწოდებლების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთაც საფუძვლად უდევს სამართლებრივი ვალდებულება ( მაგალითად, სასამართლო დავალების შესაბამისად შინაარსის წაშლა) არ წარმოადგენს სარედაქციო კონტროლს ზემოაღნიშნულის გაგებით.
...
63. ხაზი უნდა გაესვას შუამავლების როლის მნიშვნელობას. ისინი გვთავაზობენ ალტერნატიულ და დამხმარე საშუალებებსა თუ გზებს მედია შინაარსის გასავრცელებლად, რითაც აფართოებენ წვდომას და ეხმარებიან მედიას მისი მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად მიღწევაში. შუამავლებისა და დამხმარეების შეჯიბრებითი ბაზრის არსებობისას, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ხელისუფლების მხრიდან ჩარევის რისკები. თუმცა, იმისდა მიხედვით, თუ რა დოზით უწევს მედიას მათზე დაყრდნობა ახალ ეკოსისტემაში, არსებობს შუამავლებისა და დამხმარეების გზით ცენზურის ამოქმედების რისკი. გარკვეულმა სიტუაციებმა შესაძლოა ასევე შექმნას კერძო ცენზურის საფრთხე (შუამავლებისა და დამხმარეების მხრიდან იმ მედიასთან მიმართებით, რომელსაც ისინი აწვდიან მომსახურებას ან შინაარს, რომელსაც ატარებენ). ”
2004 წლის 16 აპრილს მინისტრთა კომიტეტმა წევრ სახელმწიფოთათვის მიიღო რეკომენდაცია CM/Rec(2014)6 ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებებზე სახელმძღვანელოს შესახებ. სახელმძღვანელოს შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება
„ შენ გაქვს უფლება მოიძიო, მიიღო და გაავრცელო ინფორმაცია და იდეები საკუთარი არჩევანის თანახმად ჩაურევლად და საზღვრების მიუხედავად. ეს ნიშნავს: შენ გაქვს თავისუფლება გამოხატო საკუთარი თავი ონლაინ და გქონდეს წვდომა ინფორმაციასა და სხვის მოსაზრებებსა და გამონათქვამებზე. ეს მოიცავს პოლიტიკურ გამოსვლას, შეხედულებებს რელიგიაზე, მოსაზრებებსა და გამონათქვამებს, რომლებიც საზოგადოებაში მისაღებია და არ ითვლება შეურაცხმყოფლად, ასევე სხვებისათვის შეურაცხმყოფელ და შოკისმომგვრელ გამონათქვამებს. სხვათა რეპუტაცია და უფლებები სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლება; შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს ისეთი გამონათქვამების მიმართ, რომლებიც აქეზებს დისკრიმინაციას, სიძულვილსა ან ძალადობას. აღნიშნული შეზღუდვები უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით, ვიწროდ ფორმულირებული და მათ აღსრულებაზე უნდა დაწესდეს სასამართლო ზედამხედველობა;
... შენ შეგიძლია არ გაამჟღავნო შენი ვინაობა ონლაინ და მაგალითად გამოიყენო ფსევდონიმი. თუმცა, უნდა იცოდე, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ ზომები შენი ვინაობის დასადგენად.“
ბ. სხვა საერთაშორისო დოკუმენტები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურმა მომხსენებელმა გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებში განაცხადა შემდეგი ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე თავის 2011 წლის 16 მაისის ანგარიშში (A/HRC/17/27):
„25. ინფორმაციის ტიპები, რომლებიც ლეგიტიმურად შეიძლება შეიზღუდოს მოიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას (ბავშვთა უფლებების დასაცავად), სიძულვილის ენას (გარკვეული თემის უფლების დასაცავად), ცილისწამებას (უსაფუძვლო თავდასხმებისგან სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად), პირდაპირი და საჯარო მოწოდება გენოციდის ჩასადენად (სხვათა უფლებების დასაცავად) და ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის გაღვივება, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობისაკენ წაქეზებას (სხვათა უფლებების დასაცავად, მათ შორის სიცოცხლის უფლების).
...
27. დამატებით, სპეციალური მომხსენებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინტერნეტის უნიკალური მახასიათებლების გამო, რეგულაციები და შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა ლეგიტიმურად და პროპორციულად ჩაითვალოს ტრადიციული მედიისთვის, ხშირად, ასეთი არ არის ინტერნეტთან მიმართებით. მაგალითად, ცილისწამების შემთხვევაში ინდივიდების რეპუტაციასთან მიმართებით, ვინაიდან დაინტერესებულ ინდივიდს გააჩნია შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი მისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის მიზნით, სანქციის სახეები, რომლებიც ცილისწამების ონლაინ წასაშლელად გამოიყენება შესაძლოა არ იყოს საჭირო ან დისპროპორციული იყოს. ...
...
43. სპეციალურ მომხსენებელს სწამს, რომ ცენზურის გამოყენების საშუალება არასდროს უნდა მიეცეს კერძო პირს და რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ინტერნეტში განთავსებული შინაარსის გამო, როდესაც აღნიშნული შინაარსის ავტორები არ არიან. მართლაც, არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა აიძულოს შუამავლები მიმართონ თვით-ცენზურას. ...
...
74. შუამავლები ასრულებენ მთავარ როლს, აძლევენ რა ინტერნეტ მომხმარებლებს გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის წვდომის უფლების განხორციელების შესაძლებლობას. მათი უპრეცედენტო ზეგავლენის გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ ტრიალებს ინტერნეტში, სახელმწიფოები უფრო და უფრო ცდილობენ განახორციელონ კონტროლი მათზე და დააკისრონ მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთ შინაარსზე წვდომის მიცემის შემთხვევაში, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ითვლება.“
გამოხატვის თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც 2005 წლის 21 დეკემბერს მიიღეს, შემდეგნაირად იკითხება:
„ არავინ უნდა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ინტერნეტში განთავსებული შინაარსის გამო, რომლის ავტორიც არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღიარებენ, რომ შინაარსი მათ ეკუთვნით ან არ ასრულებენ სასამართლოს დავალებას მოცემული შინაარსის წაშლასთან დაკავშირებით.“
ევროპის კავშირის და შედარებითი სამართლის რელევანტური დოკუმენტები
ა. ევროპის კავშირის აქტები და პრეცედენტული სამართალიდირექტივა 2000/31/EC
საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების გარკვეული სამართლებრივი ასპექტების შესახებ, კერძოდ, შიდა ბაზარზე ელექტრონული კომერციის შესახებ (დირექტივა ელექტრონული ვაჭრობის შესახებ) ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 8 ივნისის დირექტივის 2000/31/EC შესაბამისი ნაწილები შემდეგნაირად იკითხება:
„ (9) საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების თავისუფლება ხშირ შემთხვევებში თანამეგობრობის სამართალში ასახავს ზოგად პრინციპს, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლებას, რომელსაც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი. აღნიშნული კონვენცია რატიფიცირებულია ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ; ამიტომ, დირექტივები, საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების მიწოდების შესახებ უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ეს საქმიანობა ხორციელდებოდეს თავისუფლად, და ექვემდებარებოდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც მოცემული მუხლის მე-2 პარაგრაფით და ასევე ხელშეკრულების 46 (1) მუხლით არის გათვალისწინებული; მოცემული დირექტივა გავლენას არ ახდენს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ეროვნულ ფუნდამენტურ წესებსა და პრინციპებზე.
...
(42) დირექტივით განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ოპერირების ტექნიკურ პროცესს და აძლევს წვდომას საკომუნიკაციო ქსელზე, სადაც გადაიცემა ან დროებით ინახება მესამე პირთათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ერთადერთი მიზნით, რომ ინფორმაციის გადაცემა გახადოს უფრო ეფექტური; აღნიშნული საქმიანობა არის მხოლოდ ტექნიკური, ავტომატური და პასიური ბუნების მქონე, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებელი არ ახორციელებს კონტროლს და არ გააჩნია ცოდნა იმ ინფორმაციის თაობაზე, რომელსაც გადასცემს ან ინახავს.
(43) მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან ინფორმაციის „მხოლოდ გატარების“ (mere conduit) და ქეშირების (caching) დროს, თუ არ აქვს შემხებლობა გადაცემულ ინფორმაციასთან; აღნიშნული კი საჭიროებს, მათ შორის, იმას, რომ მიმწოდებელმა არ უნდა შეცვალოს ის ინფორმაცია, რომელსაც გადასცემს; ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ტექნიკური ხასიათის მანიპულაციებზე, რომელთაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ინფორმაციის გადაცემისას, რადგან ასეთ შემთხვევაში გადაცემისას ინფორმაციის მთლიანობა არ იცვლება.
(44) მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც შეგნებულად თანამშრომლობს მომსახურების ერთ-ერთ მიმღებთან უკანონო ქმედებების ჩასადენად, სცილდება „მხოლოდ გატარების“ (mere conduit) ან ქეშირების (caching) საქმიანობას და შედეგად ვერ ისარგებლებს აღნიშნული საქმიანობის გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დადგენილი პირობებით.
(45) მოცემული დირექტივით დადგენილი საშუამავლო (მედიატორული) მომსახურების მიმწოდებელთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ხელს არ უშლის სხვადასხვა სახის აკრძალვების დადგენის შესაძლებლობას; ასეთ აკრძალვას შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოს დავალება ან ადმინისტრაციული ორგანოს დავალება ნებისმიერი ტიპის დარღვევის შეწყვეტის ან პრევენციის შესახებ, მართლსაწინააღმდეგო ინფორმაციის წაშლისა თუ მასზე წვდომის გათიშვის ჩათვლით.
(46) საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც ინახავს ინფორმაციას, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით ვალდებულია დროულად წაშალოს ან გათიშოს წვდომა ინფორმაციაზე, როგორც კი შეიტყობს ან მისთვის ცნობილი გახდება მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ; წაშლა და წვდომის დაბლოკვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლების პრინციპები და აღნიშნული მიზნით ეროვნულ დონეზე დადგენილი პროცედურების დაცვით; მოცემული დირექტივა არ ზღუდავს წევრ სახელმწიფოებს, რომ სურვილის შემთხვევაში დააწესონ სპეციალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ინფორმაციის წაშლამდე ან მასზე წვდომის შეზღუდვამდე.
(47) წევრ სახელმწიფოებს ეკრძალებათ მომსახურების მიმწოდებელთათვის მონიტორინგის განხორციელების ვალდებულების დაკისრება ზოგადი ხასიათის მონიტორინგის ვალდებულებასთან დაკავშირებით; ეს არ ეხება სპეციალურ შემთხვევებში მონიტორინგის განხორციელების ვალდებულებას და განსაკუთრებით, არ ეხება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცემულ ბრძანებებს.
(48) მოცემული დირექტივა არ ზღუდავს წევრ სახელმწიფოთა შესაძლებლობას მოსთხოვონ მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც მათი მომსახურების მიმღებთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ინახავენ, სიფრთხილის ზომების მიღება, რისი გონივრული მოლოდინიც არსებობს და რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული კანონმდებლობით გარკვეული ტიპის მართლსაწინააღმდეგო საქმიანობების აღმოჩენის და პრევენციის მიზნით.
. . .
მუხლი 1- ამოცანა და ფარგლები/სფერო მოცემული დირექტივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას წევრ სახელმწიფოთა შორის საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფით.
...
მუხლი 2- განმარტებები
ამ დირექტივის მიზნებისათვის შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
(ა) ‘საზოგადოების საინფორმაციო მომსახურება’: მომსახურება 98/34/EC დირექტივის მუხლი 1 (2) მნიშვნელობით/გაგებით, რომელშიც ცვლილებები განხორციელდა 98/48/EC დირექტივით;
(ბ) ‘მომსახურების მიმწოდებელი’: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საზოგადოების საინფორმაციო მომსახურებას ეწევა;
(გ) ‘ დაფუძნებული მომსახურების მიმწოდებელი: მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და ამისათვის განუსაზღვრელი ვადით იყენებს ფიქსირებულ დაწესებულებას. მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების ქონა და მათი გამოყენება, თავისთავად, არ წარმოადგენს მიმწოდებლის დაწესებულებას.
...
მუხლი 4: საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა
მუხლი 12-მხოლოდ გატარება/ „Mere conduit”
1. როდესაც საზოგადოების საინფორმაციო მომსახურება შეადგენს მომსახურების მიმღების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელში გადაცემას ან საკომუნიკაციო ქსელზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ასეთი მომსახურების მიმწოდებელი არ დაექვემდებარება პასუხისმგებლობას გადაცემული ინფორმაციის გამო, იმ პირობით თუ მიმწოდებელი:
(ა)არ არის გადაცემის ინიციატორი;
(ბ)არ ირჩევს გადაცემის მიმღებს; და
(გ)არ ირჩევს ან ცვლის ინფორმაციას, რომელსაც გადასცემს. გადაცემა და მოცემული მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოიცავს გადაცემული ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვას, აღნიშნული ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელში გადატანის მიზნით და თუ ინფორმაცია არ არის შენახული მის გადასატანად საჭირო გონივრულ ვადაზე მეტი დროით. მოცემული მუხლი არ ზღუდავს სასამართლოს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, წევრ სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, მოსთხოვოს მომსახურების მიმწოდებელს შეწყვიტოს დარღვევა ან მოახდინოს დარღვევის პრევენცია.
მუხლი 13- „ქეშინგი“
„(1) როდესაც საზოგადოების საინფორმაციო მომსახურება შეადგენს მომსახურების მიმღების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელში გადაცემას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ასეთი მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვაზე, თუ მისი მიზანია ინფორმაციის უფრო ეფექტურად გადაცემა მომსახურების მიმღებ სხვა პირთათვის მათივე მოთხოვნით და იმ პირობით, თუ:
(ა)მიმწოდებელი არ ცვლის ინფორმაციას;
(ბ)მიმწოდებელი ასრულებს ინფორმაციაზე წვდომისათვის დადგენილ პირობებს;
(გ)მიმწოდებელი იცავს წესებს ინფორმაციის განახლების შესახებ, რომლებიც დადგენილია მრეწველობაში ფართოდ გავრცელებული და გამოყენებულ ფორმებით;
(დ)მიმწოდებელი არ ერევა ტექნოლოგიის კანონიერ გამოყენებაში, რომელიც მრეწველობაში ფართოდ გავრცელებულია და გამოიყენება ინფორმაციის გამოყენების შესახებ მონაცემების მოპოვების მიზნით.
(ე)მიმწოდებელი დროულად წაშლის შენახულ ინფორმაციას ან გათიშავს მასზე წვდომას, როგორც კი შეიტყობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისი გადაცემისთანავე ამოღებულია ქსელიდან ან გათიშულია მასზე წვდომა ან თუ არსებობს სასამართლოს, ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი წაშლის ან მასზე წვდომის გათიშვის დავალება.
2. მოცემული მუხლი არ ზღუდავს სასამართლოს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, წევრ სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, მოსთხოვოს მომსახურების მიმწოდებელს შეწყვიტოს დარღვევა ან მოახდინოს დარღვევის პრევენცია.
მუხლი 14- ჰოსტინგი (ინფორმაციის განთავსება)
1. როდესაც საზოგადოების საინფორმაციო მომსახურება შეადგენს მომსახურების მიმღების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შენახვას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიმღების მოთხოვნის საფუძველზე შენახული ინფორმაციისთვის იმ პირობით, თუ:
(ა)მიმწოდებელმა არ იცოდა უკანონო საქმიანობისა თუ ინფორმაციის შესახებ და რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებს, არ იცოდა იმ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, რომლებიც ცხადყოფენ უკანონო საქმიანობისა თუ ინფორმაციის არსებობას; ან
(ბ)მიმწოდებელი ზემოაღნიშნული ინფორმაციისა თუ ფაქტების შეტყობისთანავე, დროულად შლის ინფორმაციას ან თიშავს ამგვარ ინფორმაციაზე წვდომას.
2. მოცემული მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ მომსახურების მიმღები მოქმედებს მიმწოდებლის ხელმძღვანელობის ან კონტროლის ქვეშ.
3. მოცემული მუხლი არ ზღუდავს სასამართლოს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, წევრ სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, მოსთხოვოს მომსახურების მიმწოდებელს შეწყვიტოს დარღვევა ან მოახდინოს დარღვევის პრევენცია. აღნიშნული მუხლი ასევე არ ზღუდავს წევრ სახელმწიფოებს შემოიღონ სპეციალური პროცედურები ინფორმაციის წაშლისა და მასზე წვდომის დაბლოკვასთან დაკავშირებით.
მუხლი 15- მონიტორინგის ზოგადი ვალდებულების არარსებობა
1. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დააკისრონ მიმწოდებლებს იმ ინფორმაციის მონიტორინგის ზოგადი ვალდებულება, რომელთაც ისინი გადასცემენ ან ინახავენ, მათ მიერ მე-12, მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისას. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დააკისრონ მიმწოდებლებს ასევე ზოგადი ვალდებულება თავად მოიძიონ ისეთი ფაქტებისა თუ გარემოებების შესახებ, რომლებიც უკანონო საქმიანობის არსებობაზე მიუთითებენ.
2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებლებს დააკისრონ ვალდებულება დროულად შეატყობინონ შესაბამისი საჯარო ხელისუფლების ორგანოებს მათი მომსახურების მიმღები პირების მიერ სავარაუდოდო განხორციელებული უკანონო საქმიანობების ან გაცემული ინფორმაციის შესახებ; ასევე წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებლებს დააკისრონ, შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მათი მომსახურების მიმღები პირების, რომლებთანაც შენახვის თაობაზე შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეტყობინების ვალდებულება.“
დირექტივა 98/34/ EC, რომელშიც ცვლილებები შევიდა 98/48/ EC დირექტივით 1998 წლის 22 ივნისის ევროპული პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 98/34/ EC, რომელიც ადგენს ტექნიკური სტანდარტების სფეროში ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და რეგულაციებს, ასევე წესებს საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ და რომელშიც ცვლილებები შევიდა 98/48/ EC დირექტივით, შემდეგნაირად იკითხება:
მუხლი 1
“წინამდებარე დირექტივაში გამოყენებულტერმინთაგანმარტება:
2. “მომსახურება” - ნებისმიერი საზოგადოების საინფორმაციომომსახურება, ე.ი. ნებისმიერი მომსახურება, რომლის მიწოდებაც ხდება გარკვეული ანაზღაურების საფასურად, დისტანციურად, ელექტრონული საშუალებითა და მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული განსაზღვრების მიზნებისთვის:
-“დისტანციურად” ნიშნავს მომსახურების მიწოდებას იმ პირობებში, როდესაც მხარეები ერთდროულად ერთ ადგილას არ იმყოფებიან;
-“ელექტრონული საშუალებით” ნიშნავს მომსახურების საწყის ეტაპზე გაგზავნას და დანიშნულების ადგილას მიღებას მონაცემთა გადამუშავების (მათ შორის ციფრული კომპრესიის) და შენახვის ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, და [მომსახურების] მთლიან ტრანსმისიას, გატარებასა და მიღებას სადენით, რადიოთი, ოპტიკური საშუალებებით ან სხვა ელექტო-მაგნიტური საშუალებებით;
-“მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე” ნიშნავს, რომ მომსახურების მიწოდება ხორციელდება მონაცემთა ტრანსმისიის გზით, ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე.
მეხუთე დანართში მოცემულია იმ მომსახურების არასრული ჩამონათვალი, რომელზეც ზემოაღნიშნული განსაზღვრება არ ვრცელდება.
წინამდებარე დირექტივა ვრცელდება:
-რადიომაუწყებლობის სერვისებზე,
-89/552/EEC დირექტივის პირველი მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებული სატელევიზიო მაუწყებლობის სერვისებზე.”ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაში (გაერთიანებულ საქმეებზე #C-236-08, #C-237-08 და#C-238-08Google საფრანგეთი და Google) სასამართლომ განაცხადა, რომ2000/31/EC დირექტივის მე-14 მუხლის საფუძველზე საინფორმაციო მომსახურებისმიმწოდებლის შეზღუდული პასუხისმგებლობის დასადგენად საჭიროა იმის შესწავლა, თუ რამდენად ნეიტრალურ როლს თამაშობს მომსახურების პროვაიდერი.კერძოდ, პროვაიდერის ტექნიკური, ავტომატური და პასიური როლი მიუთითებს იმას, რომმისთვის არ არის ცნობილი შენახული მონაცემების შინაარსიდა არ აქვს აღნიშნული მონაცემების გაკონტროლების შესაძლებლობა.ელექტრონული ვაჭრობის შესახებ დირექტივის მე-14 მუხლის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს შემდეგნაირად: აღნიშნული წესი ონლაინ საინფორმაციო მომსახურებისმიმწოდებელზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელის როლი იყო არა-აქტიური, რაც გამორიცხავს მის მიერ მონაცემების შინაარსის ცოდნისა და კონტროლის შესაძლებლობას. ასეთ დროს მომსახურებისმიმწოდებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა რეკლამის დამკვეთის მოთხოვნით შენახულ მონაცემებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებელმა არ განახორციელა დაუყოვნებელი ქმედებები რეკლამის დამკვეთის თხოვნით შენახული მონაცემების წაშლის ან მათზე ხელმისაწვდომობის გაუქმების მიზნით მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული მონაცემებისა თუ რეკლამის დამკვეთის საქმიანობის უკანონობის შესახებ. 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმეში “ლ’ორეალი და სხვები”,#C 324/09)მართლმსაჯულების სასამართლომ მოახდინა2000/31/EC დირექტივის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგნაირი ინტერპრეტაცია: ონლაინ სავაჭრო ობიექტების ოპერატორი აღნიშნულ წესს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორის როლი იყო არა-აქტიური, რაც გამორიცხავს ოპერატორის მიერ მონაცემების შინაარსის ცოდნისა და კონტროლის შესაძლებლობას. ოპერატორის როლი არა-აქტიურია იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გაწეული დახმარება გულისხმობს სავაჭრო შეთავაზებების პრეზენტაციის ოპტიმიზაციას ან პოპულარიზაციას.ამავდროულად, ოპერატორს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა მაშინაც კი, თუ მან აქტიური როლი არ ითამაშა და შესაბამისად, მის მიერ მიწოდებული მომსახურებადირექტივის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ფარგლებში მოხვდა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორისათვის ცნობილი იყო იმ ფაქტებისა თუ გარემოებების შესახებ, რომლის საფუძველზეც გულისხმიერ კომერციულ ოპერატორს უნდა გაეცნობიერებინა, რომ მოცემული სავაჭრო შეთავაზება უკანონოა და აღნიშნულის გაცნობიერების მიუხედავად, მან არ მიიღო დაუყოვნებელი ზომები დირექტივის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად. 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Scarlet Extended C-70/10) მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომეროვნული სასამართლო ონლაინ მომსახურებისმიმწოდებელს ვერ აიძულებს საკუთარი ხარჯებით, პრევენციული ზომების სახით და განუსაზღვრელი ვადით ელექტრონული კომუნიკაციების გასაფილტრი სისტემის დაყენებას (განსაკუთრებით, კომუნიკაციის დეცენტრალიზებულ ქსელში), საკუთარ ქსელში განურჩევლად ყველა მომხმარებელს შორის იმ მუსიკალური, სინემატოგრაფიული ან აუდიო-ვიზუალური ნაშრომის შემცველი ელექტრონული ფაილების მოძრაობის იდენტიფიცირების მიზნით, რომელთა დაკავშირებითაც მომჩივანს ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე აქვს პრეტენზია, და ისეთი ფაილების გადაცემის დასაბლოკად, რომელთა გაზიარებამაც შესაძლოა გამოიწვიოს საავტორო უფლებების დარღვევა. 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე SABAM, C-360/10) სასამართლომ დაადგინა, რომ 2000/31/EC, 2001/29/EC და 2004/48/EC დირექტივების საფუძველზე ეროვნული სასამართლო ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებელს ვერ აიძულებს მიმწოდებლის სერვერებზე მომსახურების მომხმარებელთა მიერ შენახული ინფორმაციის გასაფილტრი სისტემის დაყენებას, საკუთარი ხარჯებით, პრევენციული ზომების სახით და განუსაზღვრელი ვადით, განურჩევლად ყველა მომხმარებელს შორის იმ მუსიკალური, სინემატოგრაფიული ან აუდიო-ვიზუალური ნაშრომის შემცველი ელექტრონული ფაილების მოძრაობის იდენტიფიცირების მიზნით, რომელთა დაკავშირებითაც მომჩივანს ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე აქვს პრეტენზია, და ისეთი ფაილების გადაცემის დასაბლოკად, რომელთა გაზიარებამაც შესაძლოა გამოიწვიოს საავტორო უფლებების დარღვევა. 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე C-131/12Googleესპანეთი და Google) სასამართლომ მოახდინა 1995 წლის 24 სექტემბერს “ევროპის პარლამენტისა და საბჭოს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და თავისუფლად მოძრაობასთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტების დაცვის შესახებ მიღებული 95/46/EC დირექტივის” ინტერპრეტაცია. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ინტერნეტის საძიებო სისტემის საქმიანობა წარმოადგენს “პირადი მონაცემების დამუშავებას”95/46/EC დირექტივის მნიშვნელობის ფარგლებში და განაცხადა, რომ საძიებო სისტემის ოპერატორის მიერ პერსონალური ინფორმაციის ამგვარი დამუშავება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი მონაცემების დაცვის ფუნდამენტურ უფლებებზე (გარანტირებული ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლებით) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სისტემის მეშვეობით წარმოებული ძიება ხორციელდება პიროვნების სახელისა და გვარის გამოყენებით; კერძოდ, საძიებო სისტემის გამოყენებით ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შედეგების ჩამონათვალის მეშვეობით მოიძიოს ინტერნეტში აღნიშნული პიროვნების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაციის სტრუქტურიზებული ზოგადი მიმოხილვა და ამ პიროვნების მეტ-ნაკლებად დეტალური პროფილი შექმნას. ამასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებში ჩარევის ეფექტს ამძაფრებს ინტერნეტისა და საძიებო სისტემების მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რის გამოც შედეგების ხსენებულ ჩამონათვალში მოცემული ინფორმაცია ფართოდ ხელმისაწვდომია.საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, აღნიშნული ჩარევის გასამართლებლად მხოლოდ ოპერატორის კომერციული ინტერესები არ კმარა.მართლმსაჯულების სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთის მხრივ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ხოლო მეორეს მხრივ, მონაცემების სუბიექტთა ფუნდამენტურ უფლებების დასაცავად საჭიროა ინტერნეტის მომხმარებელთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის ბალანსის მიღწევა. მონაცემების სუბიექტთა ფუნდამენტური უფლებები, როგორც წესი, გადაწონის ინტერნეტის მომხმარებელთა ინტერესებს, თუმცააღნიშნული ბალანსი დამოკიდებულია მოცემული ინფორმაციის თავისებურებაზე და მის კონფიდენციალურობაზე, მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრების გათვალისწინებით; აგრეთვე, მოცემული ინფორმაციის მიმართ საზოგადოების ინტერესის ხარისხზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საძიებო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, პიროვნების სახელისა და გვარის გამოყენებით წარმოებული ძიების შედეგად საძიებო სისტემის მიერ შედგენილი შედეგების ჩამონათვალიდან ამოიღოს ვებ-გვერდების ლინკები, რომელიც გამოქვეყნებულია მესამე მხარის მიერ და შეიცავს სუბიექტის შესახებ ინფორმაციას, იმ შემთხვევაშიც კი თუკი აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება კანონიერი გზით მოხდა.აღნიშნული განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც გამოქვეყნებული მონაცემები არაადექვატური, შეუსაბამო ან უკვე არა-რელევანტურია, ანგადაჭარბებულია გასული დროისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რა მიზნითაც მოხდა მისი დამუშავება. 2014 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე PapasavvasC-291/13) სასამართლომ დაადგინა შემდეგი:საგამომცემლო კომპანიისთვის, რომელიც საკუთარ ვებ-გვერდზე გაზეთის ელექტრონულ ვერსიას აქვეყნებს, ცნობილია გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი და იგი ახორციელებს აღნიშნული ინფორმაციის კონტროლს, რის გამოც ეს კომპანია ვერ ჩაითვლება “მომსახურების შუამავალ მიმწოდებლად”, 2000/31/EC დირექტივის მე-12 და მე-14 მუხლებში გამოყენებული მნიშვნელობით, მიუხედავად იმისა, ფასიანია, თუ არა ხსენებული ვებ-გვერდით სარგებლობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2000/31/EC დირექტივის მე-12 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეზღუდვები არ ვრცელდება საგამომცემლო კომპანიაზე, რომელიც ვებ-გვერდზე გაზეთის ელექტრონულ ვერსიას აქვეყნებს და ამ ვებ-გვერდის ოპერატორია; მით უმეტეს, რომ კომპანია შემოსავალს იღებს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული რეკლამებიდან, მისთვის ცნობილია გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი და იგი ახორციელებს აღნიშნული ინფორმაციის კონტროლს;ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ვებ-გვერდით სარგებლობა ფასიანია, თუ არა.
ბ. შედარებითი სამართალი სასამართლოს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აშკარაა, რომ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, რომლებიც ამავდროულად ევროკავშირის წევრებიც არიან - “ელექტრონული ვაჭრობის შესახებ დირექტივა”, რომელიც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობებში, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სამართლის პირველად წყაროს წარმოადგენს.ამასთან ნათელია, რომ რაც უფრო მეტია ოპერატორის გავლენა მესამე მხარის კონტენტზე, ამ უკანასკნელის ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებამდე - იქნება ეს წინასწარი ცენზურა, რედაქტირება, ინფორმაციის მიმღებთა შერჩევა, წინასწარ შერჩეულ თემებზე კომენტარის დატოვების შეთავაზება ან კონტენტის გათავისება - მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპერატორს კონტენტთან დაკავშირებით.ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს კიდევ უფრო დეტალური კანონმდებლობა ინტერნეტ-სივრციდან სავარაუდოდ უკანონო კონტენტის წაშლის პროცედურებთან და აგრეთვე, აღნიშნულ კონტექსტში პასუხისმგებლობის გადანაწილებასთან დაკავშირებით.
სამართალი კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა მომჩივანი კომპანია ჩიოდა, რომ საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალის მომხმარებელთა კომენტარების გამო პასუხისმგებლობის მომჩივან კომპანიაზე დაკისრება წარმოადგენდაამ უკანასკნელის წინააღმდეგ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევას. კერძოდ, კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით:
“1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.” მთავრობა აღნიშნულ არგუმენტს არ დაეთანხმა.
ა. პალატის გადაწყვეტილება
61. 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში პალატამ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მხარეებს მოცემულ საქმეში მომჩივანი კომპანიის როლთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდათ. მთავრობას მიაჩნდა, რომ მომჩივანი კომპანია განხილული უნდა ყოფილიყო როგორც ცილისმწამებლური კომენტარების გამომქვეყნებელი, ხოლო მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, საფრთხე ექმნებოდა მესამე მხარის მიერ შექმნილი და გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას და რომ თავად მესამე მხარის კომენტარების გამომქვეყნებელი არ იყო.პალატას მომჩივანი კომპანიის საქმიანობის ზუსტი როლის განსაზღვრის საკითხზე არ უმსჯელია.კერძოდ, პალატის თანახმად, ის ფაქტი, რომეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივანი კომპანიასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენდა კომპანიის მიმართ კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, არსებითადმხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
62. რაც შეეხება ჩარევის კანონიერებას, პალატამ მხარი არ დაუჭირა მომჩივანი კომპანიის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლებაში აღნიშნულ ჩარევას “კანონი არ ითვალისწინებს.” პალატის განცხადებით, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მომჩივანი კომპანიის საქმიანობა “ელექტრონული ვაჭრობის შესახებ დირექტივისა” და საზოგადოებისსაინფორმაციომომსახურების მოქმედების სფეროში არ ხვდება. პალატამ აგრეთვე მიიჩნია, რომ მის ამოცანებში არ შედის ეროვნული სასამართლოების ჩანაცვლება, და რომ ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად ეროვნული სასამართლოების გადასაწყვეტია.დამატებით, პალატამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია როგორც სამოქალაქო სამართლის შესაბამისი დებულებები (მიუხედავად იმისა, რომ დებულებები საკმაოდ ფართოა და მაგალითად, “საზოგადოების საინფორმაციომომსახურებისაქტისაგან” განსხვავებით დეტალურ განმარტებებს არ შეიცავს), ისე შესაბამისი პრეცედენტული სამართალი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მედია გამომცემელს მის გამოცემაში გამოქვეყნებული ცილისმწამებლური განცხადებებისთვისპასუხისმგებლობა ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი კომპანია პროფესიონალი გამომცემელი და ესტონეთში ახალი ამბების ერთ-ერთი მსხვილი პორტალის ოპერატორია, აგრეთვე, ვებ-პორტალზე კომენტარების ველში გამოქვეყნებული კომენტარების სკანდალურობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივან კომპანიას შეეძლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები შეეფასებინა და გონივრულობის ფარგლებში, წინასწარ განესაზღვრა აღნიშნულის თანმდევი შედეგები.
63. პალატამ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ არსებითად, პასუხისმგებლობა აგრეთვე ეკისრებოდათ კომენტარების ავტორებს, არ აქარწყლებდა სხვების რეპუტაციაზე მიყენებული ზიანისთვის მომჩივან კომპანიაზე პასუხისმგებლობის დაკისრების ლეგიტიმურ მიზანს.
64. რაც შეეხება ჩარევის პროპორციულობას, პალატამ აღნიშნა, რომ ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული კომენტარების ცილისმწამებლური ხასიათისადაო საკითხს არ წარმოადგენდა. მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ხარისხის შეფასებისას, პალატამ გაითვალისწინა შემდეგი ელემენტები: პირველი - კომენტარების კონტექსტი; მეორე - მომჩივანი კომპანიის მიერ გატარებული ღონისძიებები ცილისმწამებლური კომენტარების წასაშლელად; მესამე - კომენტარების ავტორებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორც მომჩივან კომპანიაზე პასუხისმგებლობის დაკისრების ალტერნატივა; და მეოთხე - ეროვნული სამართალწარმოების შედეგები მომჩივანი კომპანიისათვის.
65. კერძოდ, პალატამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მომჩივანი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ დასაბამი მისცა ცილისმწამებლურ კომენტარებს საზოგადოებრივი ინტერესის თემასთან დაკავშირებით, ხოლო მომჩივან კომპანიას შეეძლო წინასწარ განესაზღვრა ნეგატიური რეაქციები და გამოეჩინა სიფრთხილე, რათა სხვების რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდა. მიუხედავად ამისა, ვებ-პორტალზე მოქმედი ავტომატური გაფილტვრისა და “შეტყობინება-წაშლის” სისტემა არ აღმოჩნდა საკმარისი მესამე მხარეთა უფლებების დასაცავად. ამასთან, საინფორმაციო სტატიების გამოქვეყნება და მკითხველთა მიერ განთავსებულიკომენტარების საჯაროდ გამოჩენა მომჩივანი კომპანიის პროფესიონალური საქმიანობის ნაწილია და რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია მკითხველებისა და კომენტარების რაოდენობაზე.მომჩივან კომპანიას შეეძლო მნიშვნელოვნად გაეკონტროლებინა მკითხველთა კომენტარები, წინასწარ განესაზღვრა კონკრეტული სტატიით გამოწვეული კომენტარების ხასიათი და განეხორციელებინამექანიკური ან მანუალური ღონისძიებები ცილისმწამებლური განცხადებების საჯაროდ გამოქვეყნების თავიდან ასაცილებლად.ამასთან, არ არსებობდა კომენტარების ავტორთა სამოქალაქო პასუხისმგებლობაში მიცემის რეალური შესაძლებლობა, ვინაიდან მათი ვინაობის დადგენა ადვილი არ იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, პალატა არ არის დარწმუნებული, რომ მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადებების ავტორთა პასუხისმგებლობაში მიცემა უზრუნველყოფდა დაზარალებული მხარეების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტურ დაცვას. პორტალზე არა-რეგისტრირებული მომხმარებლების კომენტარების დაშვება სწორედ მომჩივანი კომპანიის არჩევანს წარმოადგენდა, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნას, რომ კომპანიას აღნიშნულ კომენტარებთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება.ზემოაღნიშნული მიზეზების გამო და აგრეთვე, მომჩივან კომპანიაზე დაკისრებული საკომპენსაციო თანხის ზომიერი ოდენობის გათვალისწინებით, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა სამართლიანად და პროპორციულად.შესაბამისად, წინამდებარე საქმეში არ დარღვეულა კონვენციის მე-10 მუხლი.
ბ. მხარეთა მოსაზრებებიმომჩივანი კომპანია
(ა) ზოგადი შენიშვნები
66. მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ დღესდღეობით ელექტრონული მედია-კონტენტის შექმნაში სულ უფრო და უფრო აქტიურ როლს თამაშობენ მომხმარებლები.მომხმარებელთა მიერ შექმნილი კონტენტი უაღრესად მნიშვნელოვანია - მომხმარებელთა კომენტარები ახალ ამბებთან დაკავშირებით ხშირად საზოგადოებაში სერიოზულ დებატებს წარმოშობს და ზოგჯერ ჟურნალისტებს ისეთ საკითხებზე აწვდის ინფორმაციას, რომელიც მანამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა, და ზოგ შემთხვევაში საფუძველს უყრის ჟურნალისტურ გამოძიებას.დემოკრატიის წინსვლასა და გამოხატვის თავისუფლების მიზნების შესრულებას საუკეთესოდ უწყობს ხელს საჯარო დებატებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება.აღნიშნულ კონტექსტში დიდ გამოწვევას წარმოადგენს ცენზურის განხორციელების გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირებზე, რომელთაც სხვების უფლებები დაარღვიეს.
67. რაც შეეხება მომხმარებელთა მიერ შექმნილ კონტენტს, მომჩივან კომპანიას მიაჩნდა, რომ ჰოსტისათვის საკმარისია მესამე მხარის მიერ შექმნილი კონტენტის წაშლა დაუყოვნებლივ, უკანონობის აღმოჩენისთანავე.თუ სასამართლო აღნიშნულს არასაკმარისად მიიჩნევს, აიკრძალება ანონიმური საჯარო გამოსვლები ან კომენტატორთა მიერ შუამავლის საშუალებით კომუნიკაციაზე თვითნებური შეზღუდვები დაწესდება, რაც სუბიექტებს აიძულებს გამოიჩინონ ზედმეტი სიფრთხილე შესაძლო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
(ბ) “დელფის” როლი
68. მომჩივანმა კომპანიამ პალატას მოუწოდა, საქმე მთლიანობაში განეხილა და დაედგინა მომჩივანი კომპანია ტრადიციული გამომცემელია თუ შუამავალი.გამომცემელიპასუხისმგებელია მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსზე, ინფორმაციის რეალური ავტორის მიუხედავად, ხოლო მომჩივანი ამტკიცებდა, რომ იგი შუამავალია და შესაბამისად, მოეთხოვება დაიცვას კონკრეტული და განჭვრეტადი კანონი, რომლის თანახმადაც შუამავლის უფლება-მოვალეობამესამე მხარის მიერ განთავსებული კომენტარების მონიტორინგით შემოიფარგლება.იგი აგრეთვე აცხადებდა, რომ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის კანონიერების განსაზღვრა შუამავლის კომპეტენციის ფარგლებს სცდება.ეს განსაკუთრებით ეხება ცილისმწამებლურ კონტენტს, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებული განსაზღვრავს იმას, თუ რამ შელახა მისი რეპუტაცია.
(გ) კანონიერება
69. მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლებაში- რაც მოიცავს უფლებას შეინახოს ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მომხმარებლებს მოსაზრებების გავრცელებაში- ჩარევა, კანონით არ იყო გათვალისწინებული.მომჩივნის მოსაზრებით, არ არსებობდა შესაბამისი კანონმდებლობა ან პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად შუამავალი იმ კონტენტის გამომცემელად მიიჩნეოდა, რომლის შინაარსის შესახებაც ინფორმაციას არ ფლობდა. პირიქით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებადი კანონმდებლობა ცალსახად კრძალავდა მომსახურების მიმწოდებლებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას მესამე მხარის მიერ შექმნილი კონტენტის საფუძველზე.საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად მომჩივანი მიუთითებდა “ელექტრონული ვაჭრობის შესახებ“ დირექტივაზე, ესტონეთის „საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ კანონსა” და ევროპის საბჭოს დეკლარაციაზე “ინტერნეტ სივრცეში კომუნიკაციის თავისუფლების დირექტივა აწესებდა შეზღუდულ და შეტყობინებაზე დაფუძნებულ პასუხისმგებლობას უკანონო კონტენტის წაშლის პროცედურებთან ერთად. კერძოდ, მომსახურების პროვაიდერებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე იმოქმედებენ დაუყოვნებლივ და აღნიშნულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გააუქმებენ ან ინფორმაციას საერთოდ წაშლიან. აღნიშნული ღონისძიება უნდა განხორციელდეს ეროვნულ დონეზე გამოხატვის თავისუფლების პრინციპისა და შესაბამისი პროცედურების დაცვით (დირექტივის 46-ე პუნქტი).მომჩივანი კომპანია აცხადებდა, რომ ხსენებული კანონი მკაფიოდ და საკმარისი სიზუსტით არის ფორმულირებული, რათა მოქალაქემ საკუთარი საქციელის კანონის ჩარჩოში მოქცევა შეძლოს. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, მისი საქციელი ხსენებულ კანონთან სრულ თანხვედრაშია, ვინაიდან მან თავდაპირველი მოსარჩელესგან შეტყობინების მიღებისთანავე წაშალა ცილისმწამებლური კომენტარები.
70. მომჩივანი კომპანია აგრეთვე ამტკიცებდა, რომ მოქმედი დელიქტური სამართალიც გამავრცელებლებს (ფოსტის თანამშრომლებს, ბიბლიოთეკებს, წიგნების მაღაზიებს და სხვ.) გამომცემლებად არ მიიჩნევს.შესაბამისად, მომჩივნის აზრით სრულიად ბუნდოვანი იყო, თუ როგორ გამოიყენებოდა დელიქტური სამართალი “ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ინოვაციურ სფეროში”, როგორც ეს პალატის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რაც გულისხმობს საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალის მიერ მომხმარებელთა ინტერაქციის ხელშეწყობას როგორც ჟურნალისტებთან, ისე ერთმანეთში, რათა მათ ფასეული იდეების გამოხატვით შეიტანონ წვლილი საზოგადოებრივი ინტერესის თემებზე დისკუსიებში. არც ერთი კანონმდებლობა არ აკისრებს მომჩივან კომპანიას მომხმარებელთა კომენტარების პროაქტიულად მონიტორინგის ვალდებულებას.
(დ) ლეგიტიმური მიზანი
71. მომჩივან კომპანიას არ გაუხდია სადაოდ ის ფაქტი, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა.
(ე) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
72. მომჩივანი კომპანიის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი არ ყოფილა. მისი მტკიცებით, პალატის გადაწყვეტილების შედეგად იგი ორი არჩევანის წინაშე დადგა: პირველი, კომპანიას უნდა დაექირავებინა მაღალკვალიფიციური მოდერატორები, რომლებიც რეალურ დროში მოახდენდნენ თითეული მესიჯ ბორდის პატრულირებას (ყველა საინფორმაციო სტატიას თავისი მესიჯ-ბორდი აქვს), სავარაუდოდ ცილისმწამებლური (აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი) კომენტარების გამოსავლენად. საბოლოო ჯამში, აღნიშნული მოდერატორები თავის დაზღვევის მიზნით წაშლიდნენ ნებისმიერ საეჭვო კომენტარს და მოხდებოდა დისკუსიების მოდერაცია, რათა მომხმარებლებმა ნაკლებად საკამათო საკითხები განიხილონ.მეორე არჩევანი მდგომარეობდა ფორუმის სრულიად გაუქმებაში, მასიური რისკების თავიდან ასაცილებლად.ორივე შემთხვევაში კომპანიას უარის თქმა მოუწევდა იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვეულებრივ მკითხველებს საშუალებას აძლევს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი მოსაზრება ყოველდღიური ახალიამბების შესახებ და დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ მოსაზრებებთან დაკავშირებით.
73. მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამყინავი ეფექტი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებაზე და რომ მან მომჩივან კომპანიას შეუზღუდა ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება. შედეგად, დადგინდა კერძო პირებზე ცენზურის განხორციელების ვალდებულება.
74. მომჩივანი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი არ იყო და აღნიშნული არგუმენტის გასამყარებლად შემდეგ ფაქტებს იშველიებდა:
75. პირველი - იგი ამტკიცებდა, რომ კომენტარები გამოხატავდა საზოგადოების წარმომადგენელთა რეაქციას კომპანია Saaremaa Shipping-ის მიერ გამოწვეულ მოვლენასთან და არა ვებ-პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით. ამასთან, სტატია იყო დაბალანსებული და ნეიტრალური; იგი განიხილავდა ესტონეთის ყველაზე დიდი კუნძულის მცხოვრებთათვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას. მკითხველთა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია თავად გადამზიდავმა კომპანიამ, და არა ვებ-პორტალზე გამოქვეყნებულმა სტატიამ.
76. მეორე - მომჩივანმა განახორციელა საკმარისი ღონისძიებები ცილისმწამებლური კომენტარების თავიდან ასაცილებლად და წასაშლელად. კერძოდ, კომპანიამ კომენტარები შეტყობინების მიღებისთანავე წაშალა.
77. მესამე - მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ შინაარსზე პასუხისმგებლობა კომენტარების რეალურ ავტორებს უნდა დაეკისროთ. იგი არ ეთანხმებოდა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რთულია კომენტარების ავტორთა ვინაობის დადგენა და აცხადებდა, რომ ავტორების ვინაობის დადგენა შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული “მტკიცებულებათა წინასწარი უზრუნველყოფის პროცედურის” საშუალებით. ავტორთა სახელებისა და მისამართების დადგენის შემდეგ მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანა რთული აღარ იქნება.
78. მეოთხე - მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ არ არსებობდამომსახურების მიმწოდებელთა პასუხისმგებლობის მკაცრი სტანდარტის დაწესების მწვავე სოციალური საჭიროება. იგი აგრეთვე აცხადებდა, რომ ევროპული კონსენსუსის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა სხვა პირის მიერ შექმნილ კონტენტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მსგავს შემთხვევებში ვიწრო დისკრეცია ენიჭებათ. ამასთან, არა-მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ კომპანიაზე დაკისრებული თანხის მოკრძალებული რაოდენობა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას არ ამართლებდა. მისივე მტკიცებით, მომჩივანი კომპანიის მიერშეზღუდული პასუხისმგებლობის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, თავდაპირველი მოსარჩელე სამართლებრივი დაცვის საშუალების გარეშე არ დარჩებოდა, რადგან კომენტარების რეალურ ავტორთა წინააღმდეგ სარჩელის შეტანას შეძლებდა. მომჩივანი კომპანია კერძო ცენზურის დაწესებას ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ მესამე მხარეთა უფლებების დასაცავად საკმარისია ორშტოიანი სისტემის არსებობა: “შეტყობინება-წაშლის” ვალდებულება და ცილისმწამებლური კომენტარების ავტორთა წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შესაძლებლობა. მისი მოსაზრებით, არ არსებობდა ინტერნეტ სივრცეში მომსახურების მიმწოდებლებზე პასუხისმგებლობის დაკისრების დამაჯერებლად დადასტურებული “მწვავე სოციალური საჭიროება”.
79. მომჩივანმა კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა ინტერნეტ-სივრცეში სიტყვის თავისუფლების დასაცავად ანონიმურობის მნიშვნელობა. აღნიშნული უზრუნველყოფს ყველა მხარის, მათ შორის მარგინალიზირებული ჯგუფების, პოლიტიკური დისიდენტებისა და მამხილებელთა სრულ ჩართულობასისე, რომ მათ არ ჰქონოდათ ანგარიშსწორების შიში.
82. და ბოლოს, მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ევროკავშირის კანონმდებლობის აშკარად არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს. მისი თქმით, პალატის გადაწყვეტილებაქმნის ურთიერთსაწინააღმდეგო მოვალეობებს და სამართლებრივ გაურკვევლობას, ვინაიდან ჰოსტინგის მომსახურებისმიმწოდებელთა წინააღმდეგ პასუხისმგებლობის განმსაზღვრელიევროპული კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევაში, კონვენციის თანახმად პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ხოლო პალატის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული ტესტის გამოყენება ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამობას გამოიწვევს. მთავრობა
(ა) ზოგადი შენიშვნები
81. მთავრობამ საქმის ფარგლებთან დაკავშირებით განაცხადა: პირველი, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის განსაზღვრა და მისი ინტერპრეტაცია ეროვნულ სასამართლოების დისკრეციას წარმოადგენს, ხოლო ევროპის კავშირის სამართლის ინტერპრეტაცია ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოვალეობაა. ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიტანეს დასაბუთებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც მოცემულ საქმეზე გამოიყენებოდა ესტონეთის ვალდებულებითი კანონი და არა დირექტივა ელექტრონული ვაჭრობის შესახებ ან კანონი საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ. დიდმა პალატამ სწორედ აღნიშნულ პრეზუმფციაზე დაყრდნობით უნდა იმსჯელოს, ხოლო მომჩივნის პრეტენზიები საქმეში ევროკავშირის სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. მეორე, მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ვინაიდან არსებობს სხვადასხვა სახის ინტერნეტ-პორტალები, პორტალების ოპერატორთა პასუხისმგებლობის საკითხის განზოგადებამიუღებელია. წინამდებარე საქმე შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ “დელფის” პორტალის ამჟამინდელ საქმიანობას. მთავრობის მტკიცებით, “დელფი” მკითხველებს აქტიურად სთავაზობდა მის მიერ არჩეულ სტატიებთან დაკავშირებით კომენტარების განთავსებას; იგი აქვეყნებს სტატიებთან დაკავშირებით, იმავე სივრცეშიგანთავსებულ ანონიმურ კომენტარებს; მხოლოდ “დელფის” შეეძლო კომენტარების შეცვლა ან წაშლა. მთავრობის მტკიცებით, მომჩივანი კომპანიის პასუხისმგებლობა სწორედ აღნიშნულ კონკრეტულ კონტექსტში უნდა იქნას განხილული.
82. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ მოცემული კომენტარების ცილისმწამებლური ხასიათი.
83. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანი კომპანიის მიერ წამოყენებული ბრალდებების მიუხედავად, იგი არავინ აიძულა გაეუქმებინა კომენტარების ანონიმურობის ფუნქცია ან ცვლილებები შეეტანა პორტალის ბიზნეს-მოდელში. პირიქით, “დელფი” ესტონეთში წამყვან ინტერნეტ-პორტალად რჩება; პორტალზე კვლავ შესაძლებელია ანონიმური კომენტარების განთავსება, ხოლო კომენტარების რაოდენობა 190,000-დან (2009წ.) 300 000-მდე (2013წ.) გაიზარდა. 2013 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, “დელფი”-მ თვეში 20,000-დან 30,000-მდე კომენტარი წაშალა (ე.ი. მთლიანი კომენტარების 7-10%). შედარებისათვის, Postimees-მა, რომელიც სიდიდით მეორე პორტალს წარმოადგენს, 120,000 კომენტარის დაახლოებით 7% წაშალა. ორივე პორტალს ჰყავს ხუთი თანამშრომელი, რომელიც შეურაცხმყოფელი კომენტარების წაშლით არის დაკავებული. 2013 წლის დეკემბრიდან “დელფის” პორტალზე მოქმედებს კომენტარების ორდონიანი სისტემა - კერძოდ, პორტალზე რეგისტრირებულიმომხმარებლების და ანონიმური მომხმარებლებისკომენტარები ცალ-ცალკე არის გამოქვეყნებული.
(ბ) კანონიერება
84. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანი კომპანიის უფლებაში ჩარევა “კანონით დადგენილი წესის შესაბამისად” მოხდა. მთავრობა მიუთითებდა პალატის გადაწყვეტილების 32-36, 38 და 39 პარაგრაფებზე, სადაც შეჯამებული იყო ეროვნული კანონმდებლობა და პრეცედენტული სამართალი, ასევე პალატის გადაწყვეტილებაში შეჯამებულ სასამართლოს რელევანტურ პრეცედენტულ სამართალზე. მთავრობა აგრეთვე მიუთითებდა, რომ ესტონეთში არ არსებობსპრეცედენტული სამართალი, რომლის საფუძველზეც “დელფი” - რომელმაც ხელი შეუწყო მომხმარებელთა მიერ კომენტარების განთავსებას შერჩეულ სტატიებზე და ეს კომენტარები გამოაქვეყნა - შეძლებდა დაემტკიცებინა, რომ ინტერნეტ-პორტალის მეპატრონეს, როგორც ახალი მედიის გამომცემელს, პასუხისმგებლობა არ ეკისრება მის სტატიებთან დაკავშირებით განთავსებულიმ კომენტარებზე, რომელიც ახალი ამბების განუყოფელი ნაწილია და რომლის ადმინისტრირებაც მხოლოდ “დელფის” შეუძლია. დამატებით, ადგილობრივი სასამართლოების მიერ “დელფის” საქმეში გადაწყვეტილებების გამოტანის დროს აშკარა იყო, რომ ინტერნეტ-მედია საზოგადოებაზე ფართო გავლენას ახდენს და სხვების პირადი ცხოვრების დასაცავად საჭიროა, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების წესებსახალი მედიაც დაექვემდებაროს.
85. მთავრობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლომ არ უნდა მიიღოს მხედველობაში მომჩივანი კომპანიის მიერ ევროპის კავშირის სამართალსა და საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების შესახებ კანონზე აპელირება. მთავრობის მოსაზრებით, დიდ პალატას შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად თავსებადია “ვალდებულებითი კანონის” ინტერპრეტაცია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან. დიდი პალატა არ არის უფლებამოსილი შეაფასოს კანონმდებლობა, რომელიც ადგილობრივმა სასამართლოებმა წინამდებარე საქმისათვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს. მთავრობამ აღნიშნა, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა ამომწურავად განიხილეს მომჩივანი კომპანიის ქეშინგის ან ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებლად მიჩნევის საკითხი და დაადგინეს, რომ კომპანია ასეთი სერვისების მიმწოდებელს არ წარმოადგენს. კერძოდ, ჰოსტინგის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებელს მონაცემთა შენახვის სერვისს სთავაზობს, ხოლო შენახული მონაცემები, მათი განთავსება, შეცვლა, წაშლა და შინაარსი მომხმარებელთა კონტროლის სფეროს განეკუთვნება. “დელფის” კომენტარების სივრცეში მომხმარებლები კომენტარების განთავსებისთანავე კარგავენ მათზე კონტროლს, ვინაიდან მათ უკვე განთავსებული კომენტარების შეცვლა ან წაშლა აღარ შეუძლიათ. საქმის სხვა ასპექტების გათვალისწინებით (კერძოდ, “დელფი” თავად არჩევს სტატიებს და მათ სათაურებს; “დელფი” თავად სთავაზობს მკითხველებს კომენტარების განთავსებას და შესაბამის წესებს ადგენს - მაგ. კომენტარები სტატიას უნდა უკავშირდებოდეს; რაც უფრო იზრდება კომენტარების რიცხვი, “დელფი” მით უფრო მეტ შემოსავალს იღებს რეკლამიდან; იგი სელექციურად ახორციელებს კომენტარების მონიტორინგს) ადგილობრივმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ “დელფი” არ არის სერვისის ტექნიკური მიმწოდებელი და შუამავალი, და შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული ქეშინგის ან ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებლად. მთავრობამ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს “დელფის” საქმის მსგავს საქმეებზე არ უმსჯელია. ევროკავშირის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (მაგ. საქმე “ლ’ორეალი და სხვები”) რელევანტურად რომც ჩაითვალოს, მაინც შესაძლებელი იქნება იმ დასკვნის გამოტანა, რომ “დელფი” აქტიურ როლს თამაშობდა და შესაბამისად, ვერ მოხდება მისი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება, როგორც ეს “ელექტრონული ვაჭრობის შესახებ დირექტივაშია” გათვალისწინებული.
(გ) ლეგიტიმური მიზანი
86. მთავრობის განცხადებით, კომპანიის უფლებების შეზღუდვა მე-10 მუხლის საფუძველზე სხვების ღირსების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა
(დ) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
87. რაც შეეხება საკითხს ჩარევა იყო თუ არა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, მთავრობამ დასაწყისშივე ხაზგასმით აღნიშნა კონვენციის მე-10 და მე-8 მუხლებს შორის ბალანსის მიღწევის მნიშვნელობა.
88. მთავრობამ მოიყვანა ვრცელი არგუმენტები პალატის შესაბამისი გადაწყვეტილებიდან და დამატებით, ხაზგასმით აღნიშნა შემდეგი:
89. პირველი, რაც შეეხება კომენტარების კონტექსტს, მთავრობის თქმით, ადგილობრივმა სასამართლოებმა მნიშვნელობა მიანიჭეს იმ ფაქტს, რომ საინფორმაციო სტატიების შერჩევა და გამოქვეყნება და აგრეთვე, სტატიებთან დაკავშირებით კომენტარების განთავსება ერთსა და იმავე სივრცეში კომპანიის, როგორც ინფორმაციის გამომქვეყნებლის საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. “დელფი” მკითხველებს აღნიშნულ სტატიებზე კომენტარების განთავსებას სთავაზობდა - ხშირად, სტატიებს პროვოკაციულ სათაურებს არქმევდა და კომენტარების რაოდენობას მთავარ გვერდზე სტატიის სათაურის გვერდით ანთავსებდა, გამუქებულ წითელ შრიფტში. შედეგად, მომხმარებლებს უმძაფრდებოდათ სტატიაზე კომენტარის განთავსების სურვილი, რასაც კომპანიისათვის სარეკლამო შემოსავალი მოჰქონდა.
90. მეორე, მომჩივანი კომპანიის მიერ გატარებული ღონისძიებების პასუხად, მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა მესამე მხარეთა დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობა ინტერნეტ-სივრცეში, რომელიც დღეს-დღეობით მოსახლეობის უმრავლესობისათვის ფართოდ ხელმისაწვდომ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენს და ყოველდღიურად გამოიყენება. მთავრობის განცხადებით, აშკარაა, რომ მომჩივან კომპანიას პასუხისმგებლობა ეკისრება კომენტარებთან დაკავშირებით, ვინაიდან მომხმარებლებს “დელფის” საინფორმაციო პორტალზე კომენტარების განთავსების შემდეგ მათი შეცვლა ან წაშლა არ შეუძლიათ. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტით ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, რამდენიმე კვირის, ან თუნდაც, დღის შემდეგ მიღებული ღონისძიებები პიროვნების ღირსების დასაცავად არასაკმარისია, ვინაიდან შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა საზოგადოებამდე უკვე მიაღწია და პიროვნების ღირსებას ზიანი უკვე მიადგა. მთავრობა აგრეთვე აცხადებდა, რომ წამყვან საერთაშორისო საინფორმაციო პორტალები კრძალავენ ანონიმურ (დაურეგისტრირებელ) მომხმარებლებს და რომ მოხმარებელთა ანონიმურობის დაშვება საერთაშორისო ტენდენციებს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, ანონიმური კომენტარები, როგორც წესი, რეგისტრირებული მომხმარებელთა კომენტარებზე მეტად უსიამოვნო და შეურაცხმყოფელია, რაც უფრო მეტ მკითხველს იზიდავს. მთავრობის მტკიცებით საყოველთაოდ ცნობილია, რომ “დელფი” სწორედ ასეთი კომენტარებით ცდილობს მომხმარებელთა რიცხვის გაზრდას.
91. მესამე, რაც შეეხება კომენტარების რეალურ ავტორთა პასუხისმგებლობას, მთავრობა აცხადებდა, რომ ცილისწამების ბრალდებით საქმის აღძვრა როგორც წესი ხდება სამოქალაქო (და არა სისხლის სამართლებრივი) პროცედურების საფუძველზე, ხოლო სამოქალაქო საქმისწარმოებაში ისეთი საგამოძიებო ღონისძიება, როგორიცაა თვალთვალი არ გამოიყენება. რაც შეეხება “მტკიცებულებათა წინასწარი უზრუნველყოფის” პროცედურას, მთავრობამ განაცხადა, რომ კომენტარების ანონიმური ავტორების შემთხვევაში იგი გონივრულ ალტერნატივას არ წარმოადგენს. პირველ რიგში, შესაბამისი ინტერნეტ-პროტოკოლის (IP) მისამართის დადგენა ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია - მაგ. მოხმარებლის მონაცემების ან კომენტარების წაშლის ან ანონიმური “პროქსი” ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში. ამასთან, იმ კომპიუტერების იდენტიფიცირება, საიდანაც მოხდა კომენტარების განთავსება, კომენტარების ავტორთა იდენტიფიცირებას არ უზრუნველყოფს - მაგ. საჯარო კომპიუტერის, უკაბელო ინტერნეტის “ჰოთსპოტის”, დინამიური IP მისამართის ან საზღვარგარეთ არსებული სერვერის გამოყენების შემთხვევებში ან სხვა ტექნიკური მიზეზების გამო.
92. მეოთხე, რაც შეეხება ადგილობრივი საქმის წარმოების შედეგებს, მთავრობამ აღნიშნა, რომ “დელფისათვის” ბიზნეს-მოდელის შეცვლა ან ანონიმური კომენტარების აკრძალვა არავის მოუთხოვია. უფრო მეტიც, გაიზარდა “დელფიზე” განთავსებული კომენტარების რაოდენობა - რომელთა უმრავლესობა იყო ანონიმური, ხოლო ამჟამად “დელფიში” ხუთი მოდერატორი მუშაობს. მთავრობამ აგრეთვე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანს დიდი რაოდენობით საკომპენსაციო თანხის მიღება არ წარმოადგენს. მართლაც, “დელფის” არა-მატერიალური ზიანისთვის უმნიშვნელო თანხის (320 ევრო) გადახდის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო შესაბამის პრეცედენტულ სამართალში (იხ. 43-ე პარაგრაფი) სასამართლოებმა დაადგინეს, რომ კანონმდებლობის დარღვევის დადგენა ან კომენტარის წაშლა სამართლებრივი დაცვის საკმარის საშუალებას წარმოადგენს. მთავრობის დასკვნით, მომჩივანკომპანიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოხატვის თავისუფლებაზე “გამყინავი ეფექტი” არ ჰქონია და რომ პასუხსიმგებლობის დაკისრება სამართლიანი და პროპორციული იყო.
93. და ბოლოს, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე მითითებით, მთავრობა აცხადებდა, რომ არ არსებობდა ევროპული კონსენსუსი თუ ტენდენცია იმ ვებ-პორტალის მეპატრონისპასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებლად, რომელიც კონტენტის მიმწოდებელიცაა და საკუთარ სტატიებთან დაკავშირებით განთავსებულ ანონიმურ კომენტარებს აქვეყნებს.
გ. მესამე მხარის არგუმენტებიჰელსინკის ადამიანის უფლებებისფონდი (The Helsinki Foundation for Human Rights)
94. ვარშავის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა ინტერნეტსა და ტრადიციულ მედია-საშუალებებს შორის არსებული განსხვავებები. მისი განცხადებით, ისეთ ონლაინკომპანიებს, როგორიცაა “დელფი”, ერთდროულად ორი როლი აქვთ: კონტენტის მიმწოდებლის (მომხმარებელთათვის საკუთარი საინფორმაციო მასალების მიწოდება) და ჰოსტინგის (მესამე მხარის კომენტარების “მასპინძლობა”). მომხმარებელთა მიერ შექმნილი კონტენტის მოდერაცია და მათზე ხელმისაწვდომობის გაუქმების შესაძლებლობა ეფექტურ სარედაქციო კონტროლს არ გულისხმობს. საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლები ტრადიციულ მედია-საშუალებებად არ უნდა იქნენ მიჩნეულნი და იმავე პასუხისმგებლობის რეჟიმს არ უნდა დაექვემდებარონ.
95. ჰელსინკის ფონდი აცხადებდა, რომ ავტორებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ცილისმწამებლური კომენტარებისათვის, ხოლო სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო ონლაინ დამნაშავეთა გამოსავლენად და დასასჯელად. ამავდროულად, ინტერნეტ-სივრცეში ინფორმაციის ანონიმურად გამოქვეყნების შესაძლებლობა ღირებულებად უნდა იყოს მიჩნეული.მე-19 მუხლი (Article 19)
96. მე-19 მუხლი მიუთითებდა, ინტერნეტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი მოსაზრება მთელს მსოფლიოს გაუზიარონ, გამომცემელთა წინასწარი თანხმობის გარეშე, რაც ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ თვისებას წარმოადგენს.კომენტარების პლატფორმა ხელს უწყობს და ავითარებს ჭეშმარიტ საჯარო დებატებს და ახალი ამბების მიწოდებასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს.როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური თვალსაზრისით, საინფორმაციო ვებ-გვერდებზე კომენტარების სექცია ბეჭდურ მედიაში კონფიდენციალური დისკუსიის ექვივალენტი იქნებოდა, მაგრამ აღნიშნული ინტერნეტს უფრო მიესადაგება.“მე-19 მუხლი” აცხადებდა, რომ მომხმარებელთა მიერ დატოვებული კომენტარებისთვის პასუხისმგებლობის ვებ-გვერდებზე დაკისრება მიუღებელი ტვირთი იყო.
97. მე-19 მუხლი ამტკიცებდა, რომ “ელექტრონული ვაჭრობის შესახებ დირექტივის” მიზანს წარმოადგენს ვებ-გვერდების დაცვა მომხმარებელთა კომენტარებზე პასუხისმგებლობისგან, მათი შინაარსისდა მიუხედავად. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ონლაინ საინფორმაციო ვებ-გვერდები მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ჩვეულებრივ წესებს უნდა დაექვემდებარონ, ხოლო ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში განთავსებულ კომენტარებთან დაკავშირებით მათი აღქმა უნდა მოხდეს კონტენტის “მასპინძლად” და არა “გამომცემლად”. “მასპინძლებს” არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა მესამე მხარის მიერ განთავსებულ კონტენტთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი სადაო კონტენტის მოდიფიცირებაში პირდაპირ მონაწილეობას არ იღებდნენ; აგრეთვე, იმ შემთხვევაში თუ მათ გადადგეს ყველა გონივრული ნაბიჯი შეტყობინების მიღებისთანავე კონტენტის წასაშლელად. ამასთან, სადაო კომენტარის დატოვების (არ წაშლის) შესახებ გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად პასუხისმგებლობის დაკისრებას არ უნდა იწვევდეს. ხელმისაწვდომობა (Access)
98. “Access”-ის მტკიცებით, ანონიმურობა და ფსევდონიმის გამოყენების უფლება არ ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს.ინტერნეტის ანონიმურად გამოყენების აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე წარმოადგენს კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებით დაცული პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას, ხოლო ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება ანონიმურობასა და ფსევდონიმის გამოყენებაზე აღნიშნული უფლებების არსთან წინააღმდეგობაშია.Access-ი მიუთითებდა ინდივიდუალური ქვეყნების ხანგრძლივ პრეცედენტულ სამართალზე, რომელიც იცავს ინტერნეტ სივრცეში და ინტერნეტ სივრცის გარეთ ანონიმური კომუნიკაციის უფლებას.
99. Access -მა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინტერნეტის მოხმარებისას კონფიდენციალურობისა და ანონიმურობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სერვისები უფრო და უფრო პოპულარული ხდება ინტერნეტ-სივრცეში ფართომასშტაბიანი მიყურადების გავრცელების კვალდაკვალ. მისივე მტკიცებით, ინტერნეტ მომხმარებელთა ანონიმურობის შეზღუდვა ინტერნეტ-ეკონომიკას დააზარალებს.აღნიშნული არგუმენტის გასამყარებლად Access-ი მიუთითებდა კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ყველაზე მნიშვნელოვანი ონლაინ-კონტრიბუტორები ფსევდონიმებს იყენებენ.
100. რაც შეეხება რეალური სახელის გამოყენების ვალდებულებას, ჩინეთის მაგალითზე აშკარაა, რომ ასეთმა ინიციატივამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს კომენტარების რაოდენობა, ხოლო კორეის მაგალითზე დაყრდნობით ნათელია, რომ რეალური სახელის გამოყენების ვალდებულება არ აღმოჩნდა ეფექტური კომენტარების გასაუმჯობესებლად.უფრო მეტიც, აღნიშნული პოლიტიკა ინტერნეტ კომპანიების დისკრიმინაციას გამოიწვევს, ვინაიდან მათი მომხმარებლები დაიწყებენ ალტერნატიული საერთაშორისო პლატფორმების ძებნას, რომლებიც მათ კომენტარების ანონიმურად და ფსევდონიმის გამოყენებით გამოქვეყნების უფლებას მისცემს.მედიის სამართლებრივი დაცვის ინიციატივა (Media Legal Defence Initiative)
101.Media Legal Defence Initiative(MLDI) წარადგინა მოსაზრება 28 არასამთავრობო ორგანიზაციის, მედია ორგანიზაციასა და კომპანიის სახელით.მისი განცხადებით, ონლაინ მედია-საშუალებების უმრავლესობა მკითხველებს კომენტარების განთავსების საშუალებას აძლევს. კომენტარების ფუნქციის გამოყენებით მკითხველებს საინფორმაციო მასალებისერთმანეთთან და ჟურნალისტებთან განხილვის შესაძლებლობა აქვთ, რამაც მედია გარდაქმნა ცალმხრივი კომუნიკაციის საშუალებიდან გამოხატვის მონაწილეობით ფორმად, რომელიც თანაბრად აღიარებს ყველა მკითხველის ხმას და სხვადასხვა მოსაზრებების გამოქვეყნების საშუალებას იძლევა.
102. MLDI-ის განცხადებით, ხელმისაწვდომობასა და კონტენტს შორის ზღვარი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, ვინაიდან დღეს-დღეობით “შუამავლები” მომხმარებელს სთავაზობენ საძიებო სერვისებს, ონლაინ სავაჭრო სივრცეს, ვების 2.0 აპლიკაციებსა და სოციალური ქსელის საიტებს. მომხმარებელთა პოზიციიდან, “შუამავლები” უზრუნველყოფენ კონტენტის ხელმისაწვდომობასა და გამოყენებას, და უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციაში.
103. MLDI ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს ისეთი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს და იცავს როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ისე სხვების უფლებებსა და ინტერესებს. ორგანიზაციამ წარმოადგინა დეტალური მიმოხილვა აშშ-სა და ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობის, რომელიც არეგულირებს შუამავლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და აღნიშნა, რომ განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი აღიარებს შუამავალთა გარკვეული დოზით დაცვის მნიშვნელობას და არ აწესებს მოთხოვნებს შუამავლების მიერ მომხმარებელთა კონტენტის მონიტორინგთან დაკავშირებით. აგრეთვე აღინიშნა, რომ ზოგიერთწევრ-სახელმწიფოში შეტყობინება-წაშლის პროცედურების გამოყენებამ შუამავლებზე ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება და ლეგიტიმური კონტენტის წაშლა გამოიწვია.
104. MLDI-მ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელთა მიერ კონტენტის რეგულირების კუთხით უახლეს პოზიტიურ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გამომცემელთა უმრავლესობა არ ახდენს გამოქვეყნებამდე კომენტარების სკრინინგსა და მონიტორინგს.ამავდროულად, ისინი ახორციელებენ გარკვეული სახის მოდერაციას გამოქვეყნების შემდეგ.ინტერნეტ სივრცეში არაერთი მედია-საშუალება აგრეთვე იყენებს ფილტრის პროგრამას და მექანიზმებს იმ მომხმარებელთა დასაბლოკად, რომლებიც წესებს ხშირად არღვევენ.ონლაინ მედია საშუალებების უმრავლესობა, მათ შორის წამყვანი ევროპული საინფორმაციო საშუალებები, მომხმარებელთა რეგისტრაციას მოითხოვს, მაგრამ მომხმარებლებს ვინაობის გამჟღავნება არ მოეთხოვებათ.EDiMA, CCIA Europe და EuroISPA
105. ორგანიზაციებმა “ციფრული მედიის ევროპული ასოციაცია” (the European Digital Media Association (EDiMA)), “კომპიუტერული და საკომუნიკაციო ინდუსტრიის ასოციაცია” (the Computer and Communications Industry Association (CCIA Europe)) დაEuroISPA, რომელიც ევროპაში ინტერნეტ-სერვისების პროვაიდერთა პან-ევროპული ასოციაციაა, წარმოადგინეს ერთობლივი პოზიცია.
106. აღნიშნული ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ არსებულ კანონმდებლობაში, საერთაშორისო შეთანხმებებსა და რეკომენდაციებში მიღწეული ბალანსის შესაბამისად, პირველ რიგში, ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებელს კონტენტთან დაკავშირებით პასუსხისმგებლობა არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ იგი კონტენტის შინაარსზე ინფორმაციას არ ფლობს.ამასთან, სახელმწიფოებს ეკრძალებათ ჰოსტინგის მიმწოდებლებს მოსთხოვონ კონტენტის ზოგადი მონიტორინგის განხორციელება.
107. ორგანიზაციების მტკიცებით, მართალია ინტერნეტ-სივრცეში არსებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი სათავეს იღებს ტრადიციული წყაროებიდან (მაგ. გაზეთები), რის გამოც ისინი ექვემდებარებიან გამომცემელთა საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, ონლაინ კონტენტის დიდი ნაწილი შექმნილია პიროვნებების მიერ, რომელთაც ტრადიციული სარედაქციო ინსტიტუტების ჩარევის გარეშე შეძლეს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა.კომენტარების განთავსების ფუნქცია მომხმარებელთა პასუხის გაცემის უფლებას გულისხმობს, რაც ინტერნეტ-გამოცემებს ფუნდამენტურად განასხვავებს ტრადიციული გამოცემებისაგან, სადაც პასუხის გაცემის უფლება არ მოქმედებს.
108. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ტექნოლოგიისა და მუშაობის პროცესის თვალსაზრისით, ისეთი ინტერნეტ-საინფორმაციო ფორუმი, როგორიცაა “დელფი” ფაქტობრივად არ განირჩევა ჰოსტინგის სერვისის ისეთი მიმწოდებლებისაგან, როგორებიცაა სოციალური ქსელების პლატფორმები, ბლოგები/მიკრობლოგები და სხვა.მომხმარებელთა მიერ შექმნილიდა ატვირთული კონტენტი საჯარო ხდება ავტომატურად, ყოველგვარი მანუალური ჩარევის გარეშე.ჰოსტინგის მიმწოდებელთათვის მასშტაბებიდან გამომდინარე, ხშირად მომხმარებელთა მიერ შექმნილი კონტენტის ადამიანური კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია.აღნიშნულის განხორციელება განსაკუთრებით რთული იქნება (მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით) დამწყები და მცირე ზომის ვებ-გვერდებისთვის.
109. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა ინტერნეტ-სივრცეში კონტენტის ჰოსტინგის მარეგულირებელი იურიდიული და პრაქტიკული ჩარჩოს სახით ითვალისწინებს “შეტყობინება-წაშლის” სისტემას.მომხმარებელთა და კონტენტის “მასპინძელთა” პასუხისმგებლობას შორის ბალანსის მიღწევაონლაინ პლატფორმებისთვის ცილისმწამებლური (და სხვა უკანონო) კომენტარების წაშლის შესაძლებლობას ქმნის და ამავდროულად, საზოგადოებრივი ინტერესის თემებზე მძლავრი დისკუსიის საშუალებას იძლევა.
დ. სასამართლოს შეფასებაწინასწარი შენიშვნები და სასამართლოს შეფასების ფარგლები
110. სასამართლომ დასაწყისში აღნიშნა, რომ ინტერნეტ-სივრცეში მომხმარებელთა გამომხატველობითი საქმიანობა გამოხატვის თავისუფლების განხორციელების უპრეცენდენტო პლატფორმას ქმნის. აღნიშნული უდაო ჭეშმარიტებაა და აღიარებულია სასამართლოს მიერ წარსულში განხილულ საქმეებში (იხ. Ahmet Yıldırım v. Turkey, no. 3111/10, § 48, ECHR 2012, დაTimes Newspapers Ltd (nos. 1 და 2) v. the United Kingdom, nos. 3002/03 და 23676/03, § 27, ECHR 2009). მიუხედავად აღნიშნულისა, ინტერნეტ-სივრცეში მომხმარებელთა გამომხატველობითი საქმიანობა სარგებელთან ერთად გარკვეულ რისკებსაც შეიცავს.კერძოდ, ცილისმწამებლური და სხვა აშკარად უკანონო გამონათქვამები, მათ შორის სიძულვილის ენა და ძალადობის წამახალისებელი ენა მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება ისე სწრაფად, როგორც არასდროს, სულ რამოდენიმე წამში, და ზოგჯერ ხანგრძლივი დროით არისხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში.აღნიშნული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რეალობა მოცემული საქმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი ფასეულებების დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ, კონვენციის მე-10 და მე-8 მუხლებით გარანტირებული უფლებები იმავე პატივისცემას იმსახურებს.აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა ბალანსის დაცვა ისე, რომ შენარჩუნდეს ორივე უფლების ძირითადი არსი.შესაბამისად, სასამართლო აღიარებს ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების განხორციელების მნიშვნელოვან სარგებელს, მაგრამ მიაჩნია, რომ ცილისმწამებლური და სხვა უკანონო გამონათქვამებისთვის პასუხისმგებლობა პრინციპშიუნდა არსებობდეს და უნდა წარმოადგენდეს პიროვნული უფლებების დარღვევისათვის სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებას.
111. აღნიშნულის საფუძველზე და განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებად სფეროში ამ სახის საჩივრის განხილვა სასამართლოს პირველად უწევს, მნიშვნელოვანია, წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების ფონზე განისაზღვროს სასამართლოს განხილვის ფარგლები.
112. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად (იხ. 31-ე პარაგრაფი, უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების § 14), “ინტერნეტ პორტალზე ახალი ამბებისა და კომენტარების გამოქვეყნება ჟურნალისტურ საქმიანობას განეკუთვნება. ამავდროულად, ონლაინ მედია-საშუალებების ბუნების გათვალისწინებით, პორტალის ოპერატორზე კომენტარების გამოქვეყნებამდე რედაქტირების ვალდებულების დაკისრება, ისევე როგორც ეს ბეჭდურ მედიაში ხდება, არ იქნება გონივრული.რედაქტირების გამო [ბეჭდური მედია-საშუალების] გამომცემელი კომენტარების გამოქვეყნების ინიციატორია, ხოლო ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნების ინიციატორი თავად კომენტარის ავტორია, რომელიც კომენტარს პორტალის მეშვეობით ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ხდის.შესაბამისად, პორტალის ოპერატორი ინფორმაციის განმთავსებლის სამიზნეს არ წარმოადგენს. კომენტარების გამოქვეყნებაში [მათი] კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, როგორც ბეჭდური მედიის გამომცემელი, ისე ინტერნეტ-პორტალის ოპერატორი, კომერციულითვალსაზრისით არის გამომცემელი/გამომქვეყნებელი.”
113. სასამართლოს ზემოაღნიშნულ განმარტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც, უზენაესი სასამართლოს მოსაზრების ამოსავალი წერტილი - პორტალის ოპერატორსა და ტრადიციულ გამომცემელს შორის არსებული განსხვავებების აღიარება შესაბამისობაშია ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში არსებულ საერთაშორისო ინსტრუმენტებთან, რომლებიც ერთის მხრივ, ტრადიციული ბეჭდური მედიისა და აუდიო-ვიზუალური მედიის, ხოლო მეორეს მხრივ ინტერნეტ-სივრცეში მედია საშუალებების საქმიანობის მარეგულირებელ გარკვეულ განსხვავებულ სამართლებრივ პრინციპებს აწესებენ. მედიის ახალ ცნებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლოდროინდელი რეკომენდაციის თანახმად, აღნიშნულს ეწოდება “დიფერენცირებული და გრადაციული” მიდგომა, [რომლის] თანახმადაც, ყველა ის აქტორი, რომლის სერვისებიც მედია, საშუამავლო ან დამხმარე საქმიანობის სფეროს განეკუთვნება, ექვემდებარება დაცვის შესაბამის ფორმას (დიფერენცირებული მიდგომა) და შესაბამის დონეს (გრადაციული მიდგომა) და ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლისა და ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სხვა სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულ პასუხისმგებლობას” (იხ. 46-ე პარაგრაფი - CM/Rec(2011)7 რეკომენდაციის დანართი, § 7). შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ინტერნეტის განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე, ინტერნეტ-სივრცეში მომუშავე საინფორმაციო პორტალის უფლება-მოვალეობები მესამე მხარის კონტენტთან დაკავშირებით, კონვენციის მე-10 მუხლის მიზნების შესაბამისად, შესაძლოა გარკვეულწილად განსხვავდებოდეს ტრადიციული გამომცემლის უფლება-მოვალეობებისაგან.
114. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ესტონეთის უზენაესი სასამართლოს თანახმად, „სასამართლოების მიერ ოცი შეურაცხმყოფელი კომენტარის სამართლებრივი შეფასება იყო დასაბუთებული.სასამართლოების შეფასება კომენტარების ცილისმწამებლურ ბუნებასთან დაკავშირებით იყო სწორი, ვინაიდან კომენტარები იყო ვულგარული, ადამიანის ღირსების შემლახველი და მუქარის შემცველი“ (იხ. 31-ე პარაგრაფი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, § 15).ამასთან, თავის გადაწყვეტილებაში (§ 16) უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომენტარები იყო “ადამიანის ღირსების” შემლახავი და “აშკარად უკანონო”.ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ კომენტარების უმრავლესობა ლ.-სადმი სიძულვილისა და ძალადობის წაქეზების მოწოდებებს შეიცავდა, რასაც აშკარად ეფუძნება კიდეც კომენტარების უკანონობის ზემოაღნიშნული შეფასება და ანალიზი (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 18).
115. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე შეეხება ინტერნეტ-სივრცეში მომუშავე საინფორმაციო პორტალების “უფლებებსა და მოვალეობებს”, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როდესაც ისინი კომერციული მიზნებისთვის ქმნიან პლატფორმას მანამდე გამოქვეყნებულ კონტენტზე მომხმარებელთა კომენტარების განსათავსებლად, ხოლო ზოგიერთი მომხმარებლის (მათ შორის, ანონიმური მომხმარებლის) აშკარად უკანონო კომენტარები არღვევს სხვათა პიროვნულ უფლებებს და წარმოადგენს მათ წინააღმდეგ სიძულვილის ენას და ძალადობის წაქეზებას. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმე უკავშირდება ინტერნეტ-სივრცეში მომუშავე მსხვილკომერციულ საინფორმაციო პორტალს, რომელიც იმართება პროფესიონალთა მიერ, აქვეყნებს საკუთარ საინფორმაციო სტატიებს და მკითხველებს ამ სტატიებზე კომენტარის განთავსების შესაძლებლობას სთავაზობს.
116. შესაბამისად, საქმე არ შეეხება ინტერნეტ-სივრცეში მოქმედ სხვა ფორუმებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მესამე მხარის კომენტარების გავრცელება - მაგალითად ინტერნეტის სადისკუსიო ფორუმები ან ბულეტინ-ბორდები, სადაც მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებას თავისუფლად გამოხატავენ ნებისმიერ თემაზე, ხოლო ფორუმის მენეჯერს მომხმარებელთა დისკუსიაში არანაირი წვლილი არ შეაქვს; ან სოციალური მედიის პლატფორმას, სადაც კონტენტის შეთავაზება ხდება არა პლატფორმის პროვაიდერების არამედ კერძო პირის მიერ, რომელიც ჰობის სახით მართავს საკუთარ ვებ-გვერდს ან ბლოგს.
117. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი კომპანიის საინფორმაციო პორტალი ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ-გამოცემაა; მას მკითხველთა ფართო აუდიტორია ჰყავს და ის საკამათოკომენტარები,რომლებიც აღნიშნულმა გამოცემამ გამოიწვია, საზოგადოების შეშფოთების საგანი გახდა (იხ.ზემოთ, პარაგრაფი 15).ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს შეფასების თანახმად, მოცემულ საქმეში არსებული კომენტარებისუმრავლესობა შეიცავს სიძულვილის ენას და ძალადობის წამაქეზებელ გამონათქვამებს.შესაბამისად, კომენტარების უკანონობის დადგენა არ საჭიროებდა რაიმე ლინგვისტურ ან სამართლებრივ ანალიზს, ვინაიდან კომენტარების აშკარა უკანონობა ერთი შეხედვითაც ცხადია.სასამართლო მომჩივანი კომპანიის საჩივრის განხილვას გააგრძელებს აღნიშნული დასკვნების ფონზე.გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის არსებობა
118. მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებმა გამოიწვია მომჩივანი კომპანიის წინააღმდეგ კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.აღნიშნულს სასამართლოც ეთანხმება.
119. მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა “კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული”, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და “დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობას” უნდა წარმოადგენდეს.კანონიერება
120. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მეათე მუხლის მე-2 პუნქტში არსებული დათქმა “კანონით გათვალისწინებული” მოითხოვს, რომ სადაო შეზღუდვა ეროვნული კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს და ამავდროულად, მოცემული კანონის ხარისხზეც მიუთითებს - კერძოდ, კანონი ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ პირისათვის, რომლის უფლებაც იზღუდება, რათა მან შეძლოს კონკრეტული ქმედებით გამოწვეული შედეგების განჭვრეტა(იხ. მაგ. VgT Verein gegen Tierfabriken v. Switzerland, no. 24699/94, § 52, ECHR 2001 VI; Rotaru v. Romania [GC], no. 28341/95, § 52, ECHR 2000-V; Gawęda v. Poland, no. 26229/95, § 39, ECHR 2002-II; და Maestri v. Italy [GC], no. 39748/98, § 30, ECHR 2004-I). მიუხედავად აღნიშნულისა, ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაცია და გამოყენება ძირითადად ეროვნული ხელისუფლების - კერძოდ, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება (იხ. Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy [GC], no. 38433/09, § 140, ECHR 2012; Kruslin v. France, 1990წ. 24 აპრილი, § 29, Series A no. 176-A; and Kopp v. Switzerland, 1998წ.25 მარტი, § 59, Reports of Judgments and Decisions 1998-II).
121. დათქმა “კანონით გათვალისწინებული” მოითხოვს, რომ კანონი იყოს განჭვრეტადი. შესაბამისად, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში ნორმა არ შეიძლება ჩაითვალოს “კანონად”, თუ იგი არ არის ფორმულირებული საკმარისი სიცხადით, რაც მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს შეუსაბამოს მას თავისი მოქმედება: ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საჭიროებისამებრ, შესაბამისი დახმარებით, შექმნილი გარემოებებისათვის გონივრულ ფარგლებში, განჭვრიტოს ის შედეგები, რომლებიც ასეთ მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს. არ არის საჭირო, რომ მოქმედების შედეგები განიჭვრიტოს აბსოლუტური სიცხადით.მაშინ, როდესაც სიზუსტე ერთობ სასურველია, მან შესაძლოა გამოიწვიოს მომეტებული სიხისტე, მაშინ როდესაც კანონი უნდა ინარჩუნებდეს უნარს, მოერგოს ცვალებად გარემოებებს. შესაბამისად, ბევრი კანონი ფორმულირდება, მეტ-ნაკლებად, ბუნდოვანი ტერმინებით და მათი განმარტება და გამოყენება პრაქტიკის საკითხია (მაგ. იხ. Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 და 36448/02, § 41, ECHR 2007 IV, და ზემოთ მითითებული Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano,§ 141).
112. ეროვნული კანონმდებლობის სიზუსტის მასშტაბი - რომელიც რთულია მოერგოს ყოველ შემთხვევას, დამოკიდებულია დიდწილად განსახილველი კანონის შინაარსზე, იმ სფეროზე რომელზეც იგი უნდა გავრცელდეს და ადრესატთა რაოდენობასა და სტატუსზე (იხ. Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano, § 142).სასამართლომ დაადგინა, რომ პირი,რომელიც ახორციელებს თავის პროფესიულ საქმიანობას და აღნიშნულ პროცესშიმიჩვეულიაგანსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას,მისგან მოსალოდნელია საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასებაზე განსაკუთრებული ზრუნვა (იხ. Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 41, აგრეთვე იხ. Cantoni v. France, 15 November 1996, § 35, Reports 1996 V, და Chauvy and Others v. France, no. 64915/01, §§ 43-45, ECHR 2004 VI).
123. წინამდებარე საქმეში მხარეები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რამდენად “გათვალისწინებული იყო კანონით” მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ არ არსებობს ეროვნული კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც შუამავალი მესამე მხარის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული კომენტარების პროფესიონალი გამომცემელია, მიუხედავად იმისა, ცნობილია თუ არა მისთვის აღნიშნული კომენტარების შინაარსი.დამატებით, მომჩივანი ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელ ეროვნულ და ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ სერვისის პროვაიდერებზე მესამე მხარის მიერ შექმნილი კონტენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ცალსახად აკრძალულია.
124. მთავრობა სამოქალაქო სამართლის შესაბამის ნორმებსა და ეროვნულ პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მედია გამომცემლებს, ისე ინფორმაციის ავტორებს.დამატებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ არ არსებობს ისეთი პრეცედენტული სამართალი, რომელზე დაყრდნობითაც მომჩივანი კომპანია ჩათვლიდა, რომ საინფორმაციო პორტალის, ე.ი.ახალი მედია-გამოცემის მეპატრონეს, პასუხისმგებლობა არ ეკისრება პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებთან დაკავშირებით განთავსებულ კომენტარებზე.თავის მსჯელობაში სასამართლო უნდა დაეყრდნოს ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტებსა და მათ მიერ გამოყენებულ და განმარტებულ კანონმდებლობას, და არ უნდა გაითვალისწინოს მომჩივანი კომპანიის მიერ მითითებული ევროკავშირის კანონმდებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანი კომპანიის მიერ მითითებული ევროკავშირის კანონმდებლობა ეროვნული სასამართლოების ინტერპრეტაციასა და დასკვნებს ამყარებს.
125. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს გააჩნიათ განსხვავებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანონმდებლობის გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე საქმეში.აღნიშნული მომდინარეობს მომჩივანი კომპანიის კლასიფიცირების თაობაზე არსებული განსხვავებული მოსაზრებებიდან.მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, მესამე მხარის კომენტარებთან დაკავშირებით მისი კლასიფიცირება უნდა მოხდეს შუამავლად, ხოლო მთავრობის მტკიცებით მომჩივანი კომპანია მედია გამომცემლად უნდა იქნას განხილული, მათ შორის ხსენებულ კომენტარებთან დაკავშირებით.
126. სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო (იხ. ზემოთ პარაგრაფები 112 და 113) აღიარებს ერთის მხრივ ბეჭდური მედიის გამომცემლის, ხოლო მეორეს მხრივ ინტერნეტ პორტალის იმ ოპერატორის როლებში არსებულ განსხვავებას, რომელიც მედია გამომცემლობის სფეროში კომერციული მიზნით საქმიანობს.მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ “კომენტარების გამოქვეყნებაში [მათი] კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, როგორც ბეჭდური მედიის გამომცემელი, ისე ინტერნეტ-პორტალის ოპერატორი არის გამომქვეყნებელი/გამჟღავნებელი” ვალდებულებითი კანონის1047-ე მუხლის მიზნებისთვის (იხ. ზემოთ პარაგრაფი 31, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მე-14 პუნქტი).
127. სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებითად მომჩივანი დავობს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვალდებულებითი კანონის ზოგადი ნორმები შეცდომით გამოიყენეს წინამდებარე საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ უნდა ეხელმძღვანელათ ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელთა შესახებ ეროვნული და ევროპული კანონმდებლობით.პალატის მსგავსად, დიდი პალატა მოცემულ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მის მოვალეობაში არ შედის ეროვნული სასამართლოების ჩანაცვლება. კანონმდებლობის ინტერპრეტაცია და გამოყენება ძირითადად ეროვნული ხელისუფლების - კერძოდ, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება (იხ. მაგ. Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano, § 140, და Rekvényi v. Hungary [GC], no. 25390/94, § 35, ECHR 1999 III). სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მის მოვალეობაში არ შედის მოპასუხე სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მოცემული სფეროს დასარეგულირებლად არჩეული მეთოდების შესაბამისობის შესახებ მოსაზრების გამოხატვა. არამედ, სასამართლოს მოვალეობა შემოიფარგლება გამოყენებული მეთოდებისა და შედეგების კონვენციასთან შესაბამისობის დადგენით (იხ. Gorzelik and Others v. Poland [GC], no. 44158/98, § 67, ECHR 2004 I).აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეში სასამართლო განიხილავს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ “ვალდებულებითიკანონის” ზოგადი დებულებების გამოყენების განჭვრეტადობის საკითხს, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნების შესაბამისად.
128. კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის(ზოგადი პრინციპები) და ვალდებულებითი კანონის (იხ.ზემოთ, პარაგრაფები 33-38) რელევანტური დებულებების თანახმად, ეროვნული სასამართლოების მიერ მათი ინტერპრეტაციისა და გამოყენების შესაბამისად, მომჩივანი კომპანია მიჩნეულ იქნა გამომცემლად და დაეკისრა ვალდებულება აშკარად უკანონო კომენტარების გამოქვეყნებისთვის. ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვიტეს აღნიშნული ნორმების გამოყენება ვინაიდან მათ დაადგინეს, რომ საზოგადოების საინფორმაციო მომსახურების კანონის სპეციალური მარეგულირებელი ნორმები, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის შესახებ დირექტივის ესტონურ კანონმდებლობაში ასახვას უზრუნველყოფს, წინამდებარე საქმეს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან აღნიშნული ნორმები არეგულირებს ტექნიკურ, ავტომატურ და პასიურ საქმიანობას, ხოლო მომჩივანი კომპანიის საქმიანობა და მისი საქმიანობის მიზნები მხოლოდ და მხოლოდ საშუამავლო სერვისის მიწოდებით არ შემოიფარგლება (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მე-13 პარაგრაფი, რომელიც მოყვანილია წინამდებარე გადაწყვეტილების 31-ე პარაგრაფში). აღნიშნულ კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს რომ განსახილველი თემის მნიშვნელობიდან და კომპლექსურობიდან, მათ შორის ფუნდამენტურ უფლებებსა და სხვა ინტერესებს შორის სათანადო ბალანსის დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ქვეყანა წინამდებარე საქმის მსგავსი შემთხვევების დასარეგულირებლად სპეციალური ნორმების მიღების საჭიროებაზე მიუთითებს (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 58).სპეციალური ნორმების მიღება შეესაბამება ევროპის საბჭოს რეკომენდაციას საკანონმდებლო დონეზე ახალ მედიასთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად “დიფერენცირებულ და გრადაციულ მიდგომის” გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 46) და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან თანხვედრაშია (იხ. mutatis mutandis, Editorial Board of Pravoye Delo and Shtekel v. Ukraine, no. 33014/05, §§ 63-64, ECHR 2011).მართლაც, ახალი მედიის განსხვავებული მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელია კანონმდებლობაში სხვადასხვა მიდგომების შემოღება, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი (ზოგადი პრინციპების) და “ვალდებულებითი კანონი” შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან ერთად იძლეოდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის განჭვრეტის შესაძლებლობას; კერძოდ, არსებითად შესაძლებელია, რომ ინტერნეტ სივრცეში მოქმედი კომერციული საინფორმაციო პორტალის მფლობელ მედია გამომცემელს პასუხისმგებლობა დაეკისროს პორტალზე ისეთი აშკარად უკანონო კომენტარების ატვირთვისთვის, როგორიც წინამდებარე საქმეშია წარმოდგენილი.
129. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი კომპანია, როგორ პროფესიონალი გამომცემელი, უნდა გაცნობოდა შესაბამის კანონმდებლობასა და პრეცედენტულ სამართალს; მას აგრეთვე შეეძლო მიემართა იურიდიული კონსულტაციისთვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ კონტექსტში “დელფის” საინფორმაციო პორტალი ესტონეთში მოქმედ ერთ-ერთ უმსხვილეს პორტალს წარმოადგენს, ხოლო აღნიშნულ პორტალზე გამოქვეყნებული კომენტარები წარსულშიც ყოფილა საზოგადოებრივი შეშფოთების საგანი, რის თაობაზეც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელ კომენტარებთან დაკავშირებით დაზარალებულებს შეეძლოთ საჩივრის შეტანა “დელფის” წინააღმდეგ და კომპენსაციის მოთხოვნა (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 15ი). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივან კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა შეეფასებინა მის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და გონივრულობის ფარგლებში წინასწარ განეჭვრიტა თანმდევი შედეგები. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოცემულ შემთხვევაში “კანონით იყო გათვალისწინებული, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობის შესაბამისად.ლეგიტიმური მიზანი
130. დიდი პალატის წინაშე მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სხვების რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზანი ედო საფუძვლად.სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება.აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(ა) ზოგადი პრინციპები
131. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ნათლად არის ჩამოყალიბებული გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობის ფუნდამენტური პრინციპები (იხ. მათ შორის Hertel v. Switzerland, 1998წ. 25 აგვისტო, § 46, Reports 1998 VI; Steelდა Morris v. the United Kingdom, no. 68416/01, § 87, ECHR 2005 II; Mouvement raëlien suisse v. Switzerland [GC], no.16354/06, § 48, ECHR 2012; და Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013); კერძოდ:
“(i) გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთერთ უმთავრეს საყრდენს და მისი პროგრესის და ასევე თითოეული ადამიანის თვითრეალიზაციის მთავარ პირობას წარმოადგენს. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ვრცელდება არა მხოლოდ ‘ინფორმაციაზე’ ან ‘იდეებზე’ რომელიც სათანადოდ გავრცელდა ან მიჩნეულია არაშეურაცხმყოფელად ან ფაქტიურად ინდეფერენტულია, არამედ ასევე მათზე, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელი ან შემაწუხებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის ან ფართოდ აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს ‘დემოკრატიული საზოგადოება’. როგორც მე-10 მუხლშია მითითებული, ეს თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც ... ამავდროულად უნდა განისაზღვროს მკაცრად და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება უნდა დადგინდეს დამაჯერებლად...
(ii) ზედსართავი სახელი ‘აუცილებელი’ 10 § 2 მუხლის მნიშვნელობისთვის თავის თავში მოიცავს ‘მწვავე სოციალურ საჭიროებას’. ამ საჭიროების არსებობის შეფასებისას ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების გარკვეული ფარგლებით, მაგრამ ეს განუყრელია ევროპულ ზედამხედველობასთან, რაც მოიცავს როგორც კანონმდებლობას ისე მისი შეფარდებისას მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებს.შესაბამისად სასამართლოა უფლებამოსილი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს ‘შეზღუდვის’ მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისობის თაობაზე.
(iii) სასამართლოს ამოცანა არ არის თავისი საზედამხედველო იურისდიქციის გავრცელებისას ჩაანაცვლოს კომპეტენტური ეროვნული ორგანოები, არამედ მე-10 მუხლის ჭრილში განიხილოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მათი თავისუფალი შეფასების ფარგლებშია მიღებული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ზედამხედველობა იზღუდება იმის დადასტურებით, სახელმწიფომ თავისი დისკრეცია განახორციელა თუ არა გონივრულად, ყურადღებით და კეთილსინდისიერად; სასამართლომ უნდა განიხილოს გასაჩივრებული ჩარევა საქმის გარემოებების გათვალისწინებით და დაადგინოს, იყო თუ არა ის ‘დასახული მიზნის პროპორციული’ და სახელმწიფო ორგანოების მიერ გასამართლებლად დასახელებული მიზეზები ‘შესატყვისი და საკმარისი’... ამ დროს სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნული ორგანოები დაეყრდნენ მე-10 მუხლში ასახული პრინციპების შესაბამის სტანდარტებს და უფრო მეტიც, დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას...“
132. ამასთან, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა პრესის მნიშვნელოვანი ფუნქციები დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ პრესა ვალდებულია, სხვების უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად და კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად დაემორჩილოს გარკვეულ საზღვრებს, მის მოვალეობად რჩება საზოგადოებრივი ინტერესების საკითხების შესახებ ინფორმაციისა და იდეების გავრცელება, პრესის უფლება-მოვალეობების შესაბამისად (იხ. Jersild v. Denmark, 1994წ. 23 სექტემბერი, § 31, Series A no. 298; De Haes and Gijsels v. Belgium, 1997 24 თებერვალი, § 37, Reports 1997 I; და Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 58, ECHR 1999 III). ჟურნალისტური თავისუფლება მოიცავს გაზვიადებისა და პროვოკაციის გარკვეული ხარისხით გამოყენებასაც (იხ. Prager and Oberschlick v. Austria, 1995 წ. 26 აპრილი, § 38, Series A no. 313, and Bladet Tromsø and Stensaas, § 59).პრესის დასაშვები კრიტიკის ზღვარი პოლიტიკოსებთან და მთავრობებთან მიმართებით უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან მიმართებით (იხ. მაგ. Castells v. Spain, 1992 წ. 23 აპრილი, § 46, Series A no. 236; Incal v. Turkey, 1998წ. 9 ივნისი, § 54, Reports 1998 IV; აგრეთვე, Tammer v. Estonia, no. 41205/98, § 62, ECHR 2001 I).
133. ამასთან, სასამართლომ წარსულში დაადგინა, რომ “ინტერნეტის შესაძლებლობის გათვალისწინებით, განათავსოს და გაავრცელოს დიდი რაოდენობით ინფორმაცია, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალ ამბებზე საზოგადოების წვდომის უზრუნველყოფაში და ზოგადად, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში (იხ. Ahmet Yıldırım, § 48, და Times Newspapers Ltd, § 27).ამავდროულად, ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული კონტენტიდან და კომუნიკაციებიდან მომდინარე საფრთხე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების განხორციელების მიმართ და განსაკუთრებით, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების მიმართ, არის უფრო მაღალი ვიდრე პრესიდან მომდინარე საფრთხე (იხ. Editorial Board of Pravoye Delo and Shtekel, § 63).
134. ჟურნალისტის “უფლება-მოვალეობების” გათვალისწინებით, მედია-საშუალების პოტენციური გავლენა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ზოგადად აღიარებულია, რომ აუდიო-ვიზუალურ მედიას ბეჭდურ მედიაზე უფრო მეტად პირდაპირი და ძლიერი გავლენა აქვს (იხ. Purcell and Others v. Ireland, no. 15404/89, კომისიის 1991წ.16 აპრილის გადაწყვეტილება, Decisions and Reports 70, გვ. 262). ობიექტური და დაბალანსებული ჟურნალისტური საქმიანობის მეთოდები მრავალფეროვანია და სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია მოცემული მედია-საშუალების სახეობაზეც (იხ. Jersild, § 31).
135. სასამართლომ წარსულში დაადგინა, რომ “ინტერვიუში სხვა პირის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო ჟურნალისტის დასჯა ხელს შეუშლის პრესას საჯარო ინტერესის მქონე დისკუსიების გამართვაში. ჟურნალისტი უნდა დაისაჯოს მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზების არსებობისას (იხ. Jersild, § 35; Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, § 62, ECHR 2001 III; და mutatis mutandis, Verlagsgruppe News GmbH v. Austria, no. 76918/01, § 31, 2006წ. 14 დეკემბერი, და Print Zeitungsverlag GmbH v. Austria, no. 26547/07, § 39, 2013წ.10 ოქტომბერი).
136. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-17 მუხლის საფუძველზე, მე-10 მუხლი არ იცავს კონვენციის მიერ გაცხადებული და გარანტირებული ფასეულობების შეუსაბამო გამონათქვამებს. სასამართლოს მიერ წარსულში განხილული ასეთი გამონათქვამების მაგალითებია ჰოლოკოსტის უარმყოფელი განცხადებები, პრო-ნაცისტური პოლიტიკის გამამართლებელი განცხადებები, განცხადებები, რომელიც ყველა მუსლიმანს მძიმე ტერორისტულ აქტებს უკავშირებს ან ებრაელებს რუსეთში სიბოროტის წყაროდ მოიხსენიებს (იხ. Lehideux and Isorni v. France, 1998წ. 23 სექტემბერი, §§ 47 და 53, Reports 1998 VII; Garaudy v. France (dec.), no. 65831/01, ECHR 2003 IX; Norwood v. the United Kingdom (dec.), no. 23131/03, ECHR 2004 XI; Witzsch v. Germany (dec.), no. 7485/03, 2005წ. 13 დეკემბერი; და Pavel Ivanov v. Russia (dec.), no. 35222/04, 2007წ.20 თებერვალი).
137. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ რეპუტაციის დაცვის უფლებას კონვენციის მე-8 მუხლი იცავს, პირადი ცხოვრების დაცვის უფლების ფარგლებში (იხ. Chauvy and Others, § 70; Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 2007წ.15 ნოემბერი; და Polanco Torres and Movilla Polanco v. Spain, no. 34147/06, § 40, 2010წ.21 სექტემბერი).ამავდროულად, კონვენციის მე-8 მუხლი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პიროვნების რეპუტაციაზე თავდასხმა აღწევს სიმძიმის გარკვეულ დონეს და პიროვნების მიერ პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას აყენებს ზიანს (იხ. A. v. Norway, no. 28070/06, § 64, 2009წ. 9 აპრილი, და Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 83, 2012წ.7 თებერვალი).
138. “სხვების რეპუტაციისა და უფლებების დასაცავად” დემოკრატიულ საზოგადოებაში პიროვნების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საჭიროების შეფასებისას სასამართლოს შესაძლოა მოეთხოვოს იმის დადგენა, თუ რამდენად შეძლეს ადგილობრივმა სახელისუფლებო ორგანოებმა სამართლიანი ბალანსის მიღწევა კონვენცით გარანტირებული ორი განსხვავებული და ზოგ შემთხვევაში, ურთიერთსაწინააღმდეგო ფასეულობების დაცვის პროცესში; კერძოდ, აღნიშნული ფასეულობებია კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება და კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება (იხ. Hachette Filipacchi Associés v. France, no. 71111/01, § 43, 2007წ. 14 ივნისი; MGN Limited v. the United Kingdom, no. 39401/04, § 142, 2011წ. 18 იანვარი; და Axel Springer AG, § 84).
139. სასამართლო თვლის, რომ მე-10 და მე-8 მუხლების ქვეშ გარანტირებული უფლებები თანაბარ პატივისცემას იმსახურებს და თეორიულად საჩივრის შედეგები არ უნდა განსხვადებოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი მუხლის საფუძველზე მოხდა მისი წარდგენა - კერძოდ, შეურაცხმყოფელი სტატიის გამომცემლის მიერ კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე, თუ აღნიშნული სტატიის სუბიექტი პიროვნების მიერ მე-8 მუხლით დაცულ უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სახელმწიფოსათვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლები ორივე შემთხვევაში თეორიულ დონეზე ერთი და იგივე უნდა იყოს (იხ. Axel Springer AG, § 87, და Von Hannover v. Germany (no. 2) [GC], nos. 40660/08 და 60641/08, § 106, ECHR 2012; დამატებით, იხ.Hachette Filipacchi Associés, § 41; Timciuc v. Romania (dec.), no. 28999/03, § 144, 2010წ. 12 ოქტომბერი; და Mosley v. the United Kingdom, no. 48009/08, § 111, 2011წ.10 მაისი).იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების მიერ ხსენებულ ორ უფლებას შორის ბალანსის მიღწევა განხორციელდა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სასამართლოს ძლიერი არგუმენტები დასჭირდება ეროვნული სასამართლოების პოზიციის ჩასანაცვლებლად (იხ. Axel Springer AG, § 88, და Von Hannover (no. 2), § 107; დამატებით, იხ.MGN Limited, §§ 150 და 155, ასევე, Palomo Sánchez and Others v. Spain [GC], nos. 28955/06, 28957/06, 28959/06 და 28964/06, § 57, 2011წ. 12 სექტემბერი).სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებს ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოეთხოვება კონკურენტულ კერძო ინტერესებსა თუ კონვენციით დაცულ უფლებებს შორის ბალანსის მიღწევა (იხ. Evans v. the United Kingdom [GC], no. 6339/05, § 77, ECHR 2007 I; Chassagnou and Others v. France [GC], nos. 25088/94, 28331/95 და 28443/95, § 113, ECHR 1999 III; და Ashby Donald and Others v. France, no. 36769/08, § 40, 2013წ. 10 იანვარი).
(ბ) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(i) პროპორციულობის შეფასების ელემენტები
140. სადაო არ არის ის ფაქტი, რომ მკითხველთა მიერ განთავსებული კომენტარები პორტალზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო სტატიასთან დაკავშირებით იმ სახით, რა სახითაც იყო წარმოდგენილი პორტალის კომენტარების ველში, აშკარად უკანონო იყო.მართლაც, მომჩივანმა კომპანიამ დაზარალებული მხარისაგან შეტყობინების მიღებისთანავე წაშალა კომენტარები და პალატის წინაშე აღნიშნული კომენტარები “სამართალდარღვევად” და “უკანონოდ” მოიხსენია (იხ. პალატის გადაწყვეტილება, პარაგრაფი 84). ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით კომენტარების უმრავლესობა სიძულვილის ენას ან ძალადობის წახალისებას უტოლდებოდა, რის გამოც აღნიშნულ კომენტარებს კონვენციის მე-10 მუხლი არ იცავს (იხ. ზემოთ პარაგრაფი 136).შესაბამისად, კომენტარების ავტორთა გამოხატვის თავისუფლება წინამდებარე საქმეში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს.სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხია ის, თუ რამდენად დაარღვიეს ეროვნულმა სასამართლოებმა კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება, მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებთან დაკავშირებით მომჩივან კომპანიაზე პასუხისმგებლობის დაკისრებით.
141. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა კომპანიამ ვებ-გვერდიდან დაუყოვნებლივ წაშალა კომენტარები, ლ.-ს ადვოკატებისგან შეტყობინების მიღებისთანავე (იხ. ზემოთ, პარაგრაფები 18 და 19), უზენაესმა სასამართლომ მომჩივან კომპანიას პასუხისმგებლობა დააკისრა “ვალდებულებითი კანონის” საფუძველზე, ვინაიდან კომპანიას არ უნდა დაეშვა აშკარად უკანონო შინაარსის მქონე კომენტარების გამოქვეყნება. სასამართლომ მიუთითა “ვალდებულებითი კანონის” 1047(3) მუხლზე, რომლის თანახმადაც ინფორმაციის გამჟღავნება არ წარმოადგენს სამართალდარღვევას იმ შემთხვევაში, თუ პირს, რომელიც ამჟღავნებს ან პირს, რომელსაც მიეწოდება გამჟღავნებული ინფორმაცია გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი ინფორმაციის გამჟღავნებისა, და პირმა, რომელიც ამჟღავნებს ინფორმაციას, “პოტენციური დარღვევის სიმძიმის” შესაბამისი საფუძვლიანობით გადაამოწმა გასამჟღავნებელი ინფორმაცია.შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამჟღავნების შემდეგ მომჩივანმა კომპანიამ კომენტარები - ე.ი.არალეგალური კონტენტი, რომლის შესახებაც მას უნდა სცოდნოდა - ვებ-გვერდიდან საკუთარი ინიციატივით არ წაშალა.შესაბამისად, მომჩივანი კომპანიის უმოქმედობა ჩაითვალა კანონის დარღვევად, ვინაიდან მან ვერ მოახდინა “ბრალეულობის არ არსებობის დამტკიცება”, “ვალდებულებითი კანონის” 1050(1) მუხლის შესაბამისად (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, § 16, რომელიც მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის 31-ე პუნქტში).
142. უზენაესი სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ საკუთარი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად უნდა გამოარკვიოს ის, თუ რამდენად ეყრდნობოდა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება მომჩივანი კომპანიის ბრალეულობასთან დაკავშირებით შესაბამის და საკმარის საფუძველს, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 131). იმის დასადგენად, დაირღვა თუ არა მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლება ეროვნული სასამრთლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შედეგად, რომელთა თანახმადაც მომჩივან კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა მესამე მხარეთა მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებთან დაკავშირებით, პალატამ უნდა განიხილოს შემდეგი ასპექტები: კომენტარების კონტექსტი, მომჩივანი კომპანიის მიერ განხორციელებული ზომები ცილისმწამებლური კომენტარების ასარიდებლად ან წასაშლელად, კომენტარების ავტორთა პასუხისმგებლობა - როგორც მომჩივანი კომპანიის პასუხისმგებლობის ალტერნატივა და ეროვნულ სასამართლოებში წარმოებული საქმის შედეგები მომჩივანი კომპანიისთვის (იხ. პალატის გადაწყვეტილება, პარაგრაფები 85-86).
143. სასამართლო ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ხსენებული ასპექტები მნიშვნელოვანია ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად, სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმის განხილვის მასშტაბების ფარგლებში (იხ. ზემოთ, პარაგრაფები 112-117).
(ii) კომენტარების კონტექსტი
144. რაც შეეხება კომენტარების კონტექსტს, სასამართლო ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ “დელფის” საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული სტატია გადამზიდავი კომპანიის შესახებ იყო დაბალანსებული, არ შეიცავდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს, ხოლო ეროვნულ დონეზე სამართალწარმოების დროს სტატიის უკანონო შინაარსთან დაკავშირებით არგუმენტები არ გამოთქმულა.სასამართლო აცნობიერებს, რომ ინტერნეტ-სივრცეში მწვავე დისკუსიები შესაძლოა გამოიწვიოს ასეთმა დაბალანსებულმა სტატიამაც კი, რომელიც ერთი შეხედვით ნეიტრალურ თემაზე დაიწერა.ამასთან, სასამართლო მოცემულ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს “დელფის” საინფორმაციო პორტალის თავისებურებებს - კერძოდ, “დელფი” ინტერნეტ-სივრცეში პროფესიონალური თვალსაზრისით ადმინისტრირებას უწევდა კომერციულ საინფორმაციო პორტალს, რომელიც პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებზე მრავლობითი კომენტარების მოზიდვას ისახავდა მიზნად.უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ მომჩივანმა კომპანიამ თავის საინფორმაციო პორტალში მოახდინა კომენტარების ველის ინტეგრირება და ვებ-გვერდის ვიზიტორებს სთავაზობდა თავიანთი დასკვნებისა და მოსაზრების (კომენტარების) გამოხატვას პორტალზე გამოქვეყნებულ ახალ ამბებთან დაკავშირებით.უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომენტარებისათვის განკუთვნილ სივრცეში მომჩივანი მომხმარებლებს აქტიურად მოუწოდებდა, განეთავსებინათ კომენტარი პორტალზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო სტატიებთან დაკავშირებით, ხოლო პორტალზე განთავსებული რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი ვიზიტორთა რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს დასკვნის თანახმად, მომჩივან კომპანიას კომენტარების გამოქვეყნებაში კომერციული ინტერესი ჰქონდა.უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მომჩივანი კომპანია კომენტარების ავტორი არ იყო, არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიას კომენტარებისათვის განკუთვნილი სივრცის გაკონტროლება არ შეეძლო (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მე-13 პარაგრაფი, რომელიც მოცემულია წინამდებარე გადაწყვეტილების 31-ე პარაგრაფში).
145. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ “დელფის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წესების თანახმად, მომჩივან კომპანიას ეკრძალებოდა უშინაარსო და/ან თემის შეუსაბამო კომენტარების გამოქვეყნება; აგრეთვე, ისეთი კომენტარების გამოქვეყნება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა კარგ პრაქტიკას, შეიცავდა მუქარას, შეურაცხყოფას, ვულგარულ ან უხამს გამონათქვამს, აქეზებდა მტრობას, ძალადობას ან უკანონო ქმედებას.ასეთი კომენტარები ექვემდებარებოდა წაშლას, ხოლო მათ ავტორს შესაძლოა შეზღუდვოდა კომენტარების გამოქვეყნების შესაძლებლობა.ამასთან, კომენტარების ავტორებს არ შეეძლოთ მომჩივანი კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული კომენტარების შეცვლა ან წაშლა - შესაბამის ტექნიკურ საშუალებებზე ხელი მხოლოდ კომპანიას მიუწვდებოდა. აღნიშნულისა და უზენაესი სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება პალატის მოსაზრებას იმის თაოაბზე, რომ მომჩივან კომპანიას გააჩნდა თავის პორტალზე განთავსებული კომენტარების გაკონტროლების საკმაო შესაძლებლობა.
146. საბოლოო ჯამში, სასამართლო ეთანხმება უზენაესი სასამართლოს დადგენილებას იმის თაობაზე, რომ მომჩივანი კომპანიის მონაწილეობა პორტალზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო სტატიებთან დაკავშირებით განთავსებული კომენტარების გასაჯაროებაში პასიური, ჭეშმარიტად ტექნიკური სერვისის მიმწოდებლის როლს სცდება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დააფუძნა კონვენციის მე-10 მუხლის მიზნების შესაბამის საფუძვლებს.
(iii) კომენტარების ავტორთა პასუხისმგებლობა
147. რაც შეეხება საინფორმაციო პორტალის ნაცვლად პასუხისმგებლობის კომენტარების ავტორებზე დაკისრების ალტერნატივას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა ინტერესში შედის ვინაობის დამალვა. ანონიმურობა რეპრესალიებისა და არასასურველი ყურადღების თავიდან აცილების საშუალებაა და როგორც ასეთი, იგი იდეებისა და ინფორმაციის თავისუფალ მოძრაობას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში.ამავდროულად, სასამართლოს არ ავიწყდება ინტერნეტ-სივრცეში ინფორმაციის გავრცელების სიმარტივე, მასშტაბები და სიჩქარე და ის ფაქტი, რომ ერთხელ გამჟღავნებული ინფორმაცია მუდმივად იარსებებს ინტერნეტ სივრცეში, რის გამოც ტრადიციული მედია-საშუალებებისაგან განსხვავებით, ინტერნეტ-სივრცეში უკანონო გამონათქვამების გამოქვეყნებამ შესაძლოა უფრო მძიმე შედეგები გამოიწვიოს.ამ მხრივ, სასამართლო აგრეთვე მიუთითებს Google ესპანეთისა და Google -ის საქმეში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულ საქმეში, რომელსაც წინამდებარე საქმისგან განსხვავებული კონტექსტი ჰქონდა, სასამართლომ განიხილა ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის შედეგად პიროვნების პირადი ცხოვრების უფლების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მძიმედ დარღვევის შემთხვევა და დაადგინა, რომ პიროვნების ფუნდამენტური უფლებები, როგორც წესი, საძიებო სისტემის ოპერატორისა და ინტერნეტის სხვა მომხმარებელთა კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 56).
148. სასამართლო აღნიშნავს, რომ ინტერნეტ-სივრცეში მოქმედებს ანონიმურობის სხვადასხვა დონე. ინტერნეტ-მომხმარებელი შესაძლოა ანონიმურად დარჩეს ფართო საზოგადოებისათვის, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მომსახურების მიმწოდებელმა შეძლოს პირადი ანგარიშის ან საკონტაქტო მონაცემების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება ან არ ექვემდებარება გადამოწმებას, მათ შორის ლიმიტირებულ გადამოწმებას (მაგ. პირადი ანგარიშის ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის საშუალებით აქტივაცია) ან ავტორიზაციას სახელმწიფო ელექტრონული ბარათისა თუ ინტერნეტ ბანკის საიდენტიფიკაციო მონაცემების საშუალებით, რაც მომხმარებელთა უფრო უსაფრთხო ავტორიზაციის საშუალებას იძლევა. მომსახურების მიმწოდებელი შესაძლოა თავის მომხმარებლებს შედარებით ფართო ანონიმურობის საშუალებას აძლევდეს, რა შემთხვევაშიც მომხმარებლებს ვინაობის გამჟღავნება საერთოდ არ მოეთხოვებათ და მათი კვალის მოძებნა გარკვეულწილად მხოლოდ ინტერნეტ-პროვაიდერთა ბაზაში არსებული მონაცემების საშუალებით არის შესაძლებელი.ამ მონაცემების გაცემა, როგორც წესი ხდება საგამოძიებო ან სასამართლო ორგანოების ორდერის საფუძველზე და გარკვეულ შემზღუდავ პირობებს ექვემდებარება.ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავეთა დადგენა და დასჯა სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ხდება.
149. შესაბამისად, საქმეში “კ.უ. ფინეთის წინააღმდეგ”, რომელიც მცირეწლოვანის“ბოროტი განზრახვით შეცდომაში შეყვანას” შეეხებოდა, სასამართლომ დაადგინა: “მართალია, გამოხატვის თავისუფლება და კომუნიკაციების კონფიდენციალურობა მთავარი არგუმენტები გახლდათ, ხოლო ტელეკომუნიკაციებისა და ინტერნეტის სერვისების მომხმარებლები უნდა სარგებლობდნენ საკუთარი პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის გარანტიით, ამგვარი გარანტია ვერ იქნება აბსოლუტური ხასიათის და ზოგ შემთხვევაში სხვა ლეგიტიმურ მიზნებს უნდა დაემორჩილოს - მაგალითად, არეულობისა თუ დანაშაულის პრევენცია და სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა” (იხ. K.U. v. Finland, no. 2872/02, § 49, ECHR 2008წ.).აღნიშნულ საქმეში სასამართლომ უარყო არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანს ჰქონდა საშუალება მიეღო ზიანის ანაზღაურება სერვისის მიმწოდებლისგან, ვინაიდან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ აღნიშნული არ იყო საკმარისი.სასამართლომ განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს სამართლებრივი დაცვის ისეთი საშუალება, რომელიც რეალური დამნაშავის ვინაობის დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა.ამავდროულად, იმ დროისათვის მოპასუხე სახელმწიფოში არ არსებობდა შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ-სერვისის მიმწოდებელს აღნიშნული მიზნისათვის საჭირო ინფორმაციის გამჟღავნებას დაავალდებულებდა (ibid §§ 47 და 49).მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმე შეეხებოდა ადგილობრივი კანონმდებლობით კრიმინალურ დანაშაულად დაკვალიფიცირებულ ქმედებას და დაზარალებულის პირადი ცხოვრების დარღვევის გაცილებით მძიმე შემთხვევას შეეხებოდა, სასამართლოს მსჯელობის თანახმად აშკარაა, რომ საჭიროა ინტერნეტ-სივრცეში ანონიმურობას (რომელიც მართალია მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს) და სხვა უფლებებსა და ინტერესებს შორის ბალანსის მიღწევა.
150. რაც შეეხება კომენტარების ავტორთა ვინაობის დადგენას სამოქალაქო პროცედურების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა პოზიციები განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალურია აღნიშნული. მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა წინასწარი უზრუნველყოფის პროცედურის შესაბამისად ეროვნული სასამართლოები გასცემენ ორდერს ონლაინ საგაზეთო გამოცემების თუ საინფორმაციო პორტალების მიერ იმ მომხმარებელთა IP მისამართების გასამჟღავნებლად, რომელთაც განათავსეს სავარაუდოდ ცილისმწამებლური კომენტარები; აგრეთვე, ინტერნეტ-პროვაიდერთა მიერ წარმოდგენილი IP მისამართების საფუძველზე შესაბამისი მოხმარებლების სახელებისა და მისამართების გასამჟღავნებლად. მთავრობის მიერ წარმოდგენილი მაგალითების თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია იმ კომპიუტერის დადგენა, საიდანაც განთავსდა კომენტარები; ზოგ შემთხვევაში კი აღნიშნული შეუძლებელია გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო.
151. წინამდებარე საქმეში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებულ პირს უფლება აქვს თავად აირჩიოს, ვის წინააღმდეგ შეიტანოს საჩივარი - კომპანიის თუ კომენტარების ავტორების წინააღმდეგ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კომენტარების ავტორთა ვინაობის გასამჟღავნებელი ღონისძიებების არასაიმედო ეფექტურობა, აგრეთვე, ინტერნეტ-პორტალზე მომხმარებელთა ვინაობის დასადგენი იმ მექანიზმების არარსებობა, რომელიც სიძულვილის ენის სავარაუდო დაზარალებულს კომენტარების ავტორების წინააღმდეგ საჩივრის აღძვრის შესაძლებლობას მისცემდა, ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამის და საკმარის საფუძველს ეყრდნობოდა. სასამართლო აღნიშნულ კონტექსტში მიუთითებს კრონ ვერლაგის (#4) საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ცილისწამებით მიყენებული ზიანის შესაძლო კომპენსაციის ტვირთის მედია კომპანიაზე დაკისრება, რომელიც, როგორც წესი, ცილისმწამებელ პირზე უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ასეთი, მედია კომპანიის გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას არ წარმოადგენს (იხ. Krone Verlags GmbH & Co. KG v. Austria (no. 4), no. 72331/01, § 32, 2006წ. 9 ნოემბერი).
(iv)მომჩივანი კომპანიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები
152. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი კომპანია აღრიცხავდა თითეული სტატიის ქვეშ განთავსებული კომენტარების რაოდენობას და შესაბამისად, საინფორმაციო პორტალის რედაქტორებს ადვილად შეეძლოთ გამოევლინათ ის სტატიები, რომლებთან დაკავშირებითაც მომხმარებლები ყველაზე მეტად აქტიურობდნენ. საქმეში განსახილველ სტატიის ქვეშ 185 კომენტარი გამოქვეყნდა, რაც საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია. მომჩივანმა კომპანიამ კომენტარები დაზარალებული პირის ინტერესების დამცველი იურისტებისგან შეტყობინების მიღებისთანავე წაშალა, რა დროსაც კომენტარების გამოქვეყნებიდან დაახლოებით ექვსი კვირა იყო გასული (იხ.ზემოთ, პარაგრაფები 17-19).
153. სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “ზიანის მიყენების თავიდან აცილების სამართლებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, [მომჩივან კომპანიას] უნდა მოეხდინა აშკარად უკანონო შინაარსის მქონე კომენტარების გამოქვეყნების თავიდან აცილება.” ამასთან, სასამართლომ აგრეთვე განაცხადა, რომ “გამჟღავნების შემდგომ, [მომჩივანმა კომპანიამ] კომენტარები - ე.ი. არალეგალური კონტენტი, რომლის შესახებაც მას უნდა სცოდნოდა - ვებ-გვერდიდან საკუთარი ინიციატივით არ წაშალა” (იხ. გადაწყვეტილების მე-16 პარაგრაფი, რომელიც წინამდებარე გადაწყვეტილების 31-ე პარაგრაფშია მოცემული).შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს მკაფიოდ არ განუსაზღვრავს, თუ რა კონკრეტული ვალდებულება ეკისრებოდა მომჩივან კომპანიას ეროვნული კანონმდებლობით - ვებ-გვერდზე კომენტარების ატვირთვის პრევენცია, თუ უკვე გამოქვეყნებული კომენტარების დაუყოვნებლივ წაშლა, რათა თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა “ვალდებულებითი კანონის” საფუძველზე.სასამართლო აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მომჩივანი კომპანიის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში ჩარევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას ნათელია, რომ ეროვნულ სასამართლოს მომჩივნის უფლებები არ შეუზღუდავს იმაზე მეტად, ვიდრე ამას კონკრეტული მიზნის მიღწევა საჭიროებდა. აღნიშნულის საფუძველზე და კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული ინფორმაციის გავრცელების უფლების გათვალისწინებით, სასამართლო საქმის განხილვას აგრძელებს იმ ვარაუდით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობის თანახმად, მომჩივან კომპანიის მიერ კომენტარების დაუყოვნებლივ წაშლა, მათი გამოქვეყნების შემდეგ, საკმარისი იქნებოდა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 145), ვინაიდან მომჩივან კომპანიას ჰქონდა პორტალზე გამოქვეყნებული კომენტარების გაკონტროლების რეალური შესაძლებლობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივან კომპანიაზე იმ კომენტარების გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ წაშლის ვალდებულების დაკისრება, რომლებიც შეიცავდა სიძულვილის ენას და ძალადობის წამაქეზებელ გამონათქვამებს და შესაბამისად, აშკარად უკანონო იყო, არსებითად, გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას არ წარმოადგენდა.
154. წინამდებარე საქმეში განსახილველ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენად ეყრდნობოდა შესაბამის და საკმარის საფუძველს ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივან კომპანიაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა გამართლებული იყო რადგან მან კომენტარები გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ არ წაშალა. შესაბამისად, პირველ რიგში სასამართლომ უნდა განიხილოს საინფორმაციო პორტალზე იმ მექანიზმების არსებობის საკითხი, რომლებიც სიძულვილის ენის შემცველი თუ ძალადობის წამაქეზებელი კომენტარების გაფილტვრის შესაძლებლობას იძლევა.
155. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა კომპანიამ ამ კუთხით გარკვეული ღონისძიებები განახორციელა.კერძოდ, “დელფის” საინფორმაციო პორტალზე განთავსებული გაფრთხილების შესაბამისად, კომენტარებზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომენტარების ავტორებს, და არა კომპანიას; აკრძალულია კარგი პრაქტიკის საწინააღმდეგო ან მუქარის, შეურაცხყოფის, უხამსი და ვულგარული გამონათქვამების, მტრობის, ძალადობის ან უკანონო საქმიანობის წამაქეზებელი გამონათქვამების შემცველი კომენტარების განთავსება.ამასთან, პორტალზე მოქმედი სისტემა ახდენდა კომენტარების ავტომატურად წაშლას, გარკვეული ვულგარული სიტყვების ამოცნობის შედეგად; პორტალზე აგრეთვე მოქმედებდა “შეტყობინება-წაშლის” სისტემა - კერძოდ, შესაბამის ღილაკზე დაჭერით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პორტალის ადმინისტრატორს შეუფერებელი კომენტარის თაობაზე შეატყობინოს.დამატებით, ზოგ შემთხვევაში შეუფერებელ კომენტარებს თავად ადმინისტრატორები შლიდნენ, საკუთარი ინიციატივით.
156. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, არ შეიძლება ითქვას, რომ მომჩივანი კომპანია მესამე მხარისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების შესახებ ვალდებულების სრულ უგულებელყოფას ახდენდა. აღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე მთავარია, საინფორმაციო პორტალზე მოქმედმა ავტომატურმა ფილტრმა არ მოახდინა მკითხველთა მიერ სიძულვილი ენისა და ძალადობის წამაქეზებელი გამონათქვამების შემცველი კომენტარების წაშლა, რითაც შეზღუდა კომპანიის მიერ შეურაცხმყოფელი კომენტარების დაუყოვნებლივ წაშლის შესაძლებლობა. სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიტყვები და გამონათქვამები წინამდებარე საქმეში განსახილველი კომენტარებიდან არ შეიცავდა რთულ მეტაფორებს, ფარულ მნიშვნელობას ან შეუმჩნეველ საფრთხეს. არამედ, ისინი აშკარად გამოხატავდნენ სიძულვილს და შეიცავდნენ პირდაპირ მუქარას ლ.-ს ფიზიკური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ. შესაბამისად, მექანიკურ ფილტრს ზოგიერთ შემთხვევაში რომც ემოქმედა, წინამდებარე საქმის მასალებზე დაყრდნობით აშკარაა, რომ ფილტრმა ვერ შეძლო ყველა იმ კომენტარის იდენტიფიცირება, რომელზეც კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დაცვა არ ვრცელდება (იხ. პარაგრაფი 136).სასამართლო აღნიშნავს, რომ ფილტრის მექანიზმის არაეფექტურობის გამო აშკარად უკანონო კომენტარები ინტერნეტში ექვსი კვირის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული (იხ. პარაგრაფი 18 ).
157. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგ შემთხვევაში პორტალის ადმინისტრატორები ახდენდნენ შეუფერებელი კომენტარების საკუთარი ინიციატივით წაშლას და რომ წინამდებარე საქმეში განვითარებული მოვლენების შემდეგ მომჩივანმა კომპანიამ შექმნა მოდერატორთა სპეციალური გუნდი. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერ ადამიანს ინტერნეტ-სივრცეში საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საკმაო შესაძლებლობა აქვს, სასამართლოს მიაჩნია, რომ წამყვანი საინფორმაციო პორტალის ვალდებულება, განახორციელოს ეფექტური ზომები სიძულვილის ენისა და ძალადობის წამაქეზებელი გამონათქვამების შემცველი მოწოდებების გავრცელების შეზღუდვის მიზნით - რაც წინამდებარე საქმეში განსახილველ საკითხს წარმოადგენს - არავითარ შემთხვევაში არ უტოლდება “კერძო ცენზურას”. სასამართლო აღიარებს ინტერნეტის “მნიშვნელოვან როლს” “ახალ ამბებზე საზოგადოების წვდომის უზრუნველყოფაში და ზოგადად, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში” (იხ. Ahmet Yıldırım, §48, და Times Newspapers Ltd, § 27) და ამასთან, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იგი ითვალისწინებს ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული კონტენტიდან და კომუნიკაციებიდან მომდინარე საფრთხეს (იხ. Editorial Board of Pravoye Delo and Shtekel, § 63; აგრეთვე, იხ.Mosley, § 130).
158. ამასთან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა არ არსებობდეს კონკრეტული დაზარალებული პიროვნება - მაგალითად ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიძულვილის ენა მიმართულია ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ ან ისეთი პირდაპირი ძალადობის წამაქეზებელი გამონათქვამები, როგორიც ეს წინამდებარე საქმეში განსახილველ რამოდენიმე კომენტარში აღინიშნა. ისეთ შემთხვევებში, სადაც დაზარალებული კონკრეტული პიროვნება არსებობს, მას შესაძლოა არ ჰქონდეს საშუალება ინტერნეტ-სერვისის მიმწოდებელს შეატყობინოს მისი უფლების სავარაუდო დარღვევის შემთხვევების შესახებ. სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პოტენციური დაზარალებულის მიერ ინტერნეტ-სივრცის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მსხვილი კომერციული საინფორმაციო ვებ-პორტალის შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ წაშალოს სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები.
159. და ბოლოს, მომჩივანი კომპანია ითხოვს (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 78), რომ სასამართლომ სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს ვებ-პორტალზე მოქმედი“შეტყობინება-წაშლის” სისტემას. სასამართლოს აზრით, სწრაფი რეაგირების ეფექტური პროცედურების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული სისტემა შესაფერისი მექანიზმი იქნებოდა მხარეთა უფლებებისა და ინტერესების დასაბალანსებლად. თუმცა, წინამდებარე საქმის მსგავს შემთხვევებში, სადაც მესამე მხარის (მომხმარებლის) მიერ განთავსებული კომენტარები სიძულვილის ენასა და პირდაპირ მუქარას შეიცავს პიროვნების ფიზიკური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით (იხ. ზემოთ, 136-ე პარაგრაფი) სასამართლოს მიაჩნია (იხ. ზემოთ, 153-ე პარაგრაფი), რომ სხვებისა და ზოგადად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები ხელისმომწერ სახელმწიფოებს ანიჭებს უფლებამოსილებას, ინტერნეტ სივრცეში მოქმედ საინფორმაციო პორტალს პასუხისმგებლობა დააკისროს და ამით არ დაარღვიოს კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ პორტალი არ განახორციელებს ღონისძიებებს აშკარად უკანონო კომენტარების დაუყოვნებლივ წასაშლელად, სავარაუდო დაზარალებულის ან მესამე მხარისაგან შეტყობინების მიღების გარეშეც.
(v) შედეგები მომჩივანი კომპანიისათვის
160. და ბოლოს, რაც შეეხება შიდასამართალწარმოების შედეგებს მომჩივანი კომპანიისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპანიას დაეკისრა დაზარალებული პირისათვის არა-მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 320 ევროს გადახდის ვალდებულება. ვინაიდან მომჩივანი კომპანია ესტონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო პორტალის ოპერატორია, სასამართლო ეთანხმება პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული თანხა ვერ იქნება ადგილობრივი სასამართლოების მიერ დადგენილი დარღვევის არაპროპორციული (იხ. პალატის გადაწყვეტილება, 93-ე პარაგრაფი). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა “დელფის” საქმის შემდგომ შექმნილი პრეცედენტული სამართალი საინფორმაციო ვებ-პორტალების პასუხისმგებლობის შესახებ (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 43).სასამართლომ შეამჩნია შემდეგი ტენდენცია „დელფის“ საქმის შემდგომ განხილულ საქმეებში. კერძოდ, ქვედა ინსტანციის ეროვნული სასამართლოები ეყრდნობოდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას “დელფის” საქმეში, თუმცა არ აკუთვნებდნენ კომპენსაციას მომჩივნებს მიყენებული არა-მატერიალური ზიანისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “დელფის” საქმის შემდგომ შექმნილ პრეცედენტულ სამართალში სასამართლოები ოპერატორის მიერ შეურაცხმყოფელი კომენტარების წაშლით დაკმაყოფილდნენ და მათ არა-მატერიალური ზიანის ანაზღაურება არ დააკისრეს.
161. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით, მომჩივან კომპანიას შიდასამართალწარმოების შედეგად ბიზნესის მოდელის შეცვლა არ დასჭირვებია. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, “დელფის” საინფორმაციო პორტალი კვლავ ესტონეთის ერთ-ერთ წამყვან ინტერნეტ-გამოცემად რჩება და თუ ვიმსჯელებთ მომხმარებელთა კომენტარების რაოდენობით, რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება, იგი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-პორტალია. პორტალზე კომენტარების განთავსების შესაძლებლობა როგორც ანონიმურ, ისე რეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.კვლავ ჭარბობს ანონიმური კომენტარები, რომელთაც მკითხველი პირველ რიგში ხედავს, ხოლო მომჩივანმა კომპანიამ შექმნა მოდერატორების ჯგუფი, პორტალზე განთავსებული კომენტარების შემდგომი მოდერაციის მიზნით (იხ. 32-ე და 83-ე პუნქტები).აღნიშნულ ვითარებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არც ამ მხრივ ყოფილა არაპროპორციული.
(vi) დასკვნა
162. ზემოაღნიშნული ასპექტების კონკრეტულ შეფასებაზე დაყრდნობით, წინამდებარე საქმეში უზენაესი სასამართლოს მსჯელობისა და განსახილველი კომენტარების უაღრესად ნეგატიური ბუნების გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გამო, რომ კომენტარების გამოქვეყნება მოხდა მომჩივანი კომპანიის მიერ ადმინისტრირებულ კომერციულ საინფორმაციო პორტალზე, კომპანიამ არ მიიღო საკმარისი ღონისძიებები სიძულვილის ენისა და ძალადობის წამაქეზებელი მოწოდებების შემცველი კომენტარების გამოქვეყნების შემდგომ დაუყოვნებლივ წასაშლელად და კომენტარების ავტორებზე პასუხისმგებლობის დაკისრების რეალური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ხოლო მომჩივან კომპანიას დაეკისრა ზომიერი სანქცია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივან კომპანიას პასუხისმგებლობა დააკისრეს შესაბამის და საკმარის საფუძვლებზე დაყრდნობით, გამოხატვის არაპროპორციული შეზღუდვის გარეშე.
შესაბამისად, წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-10 მუხლი არ დარღვეულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
ადგენს, 15 ხმით ორის წინააღმდეგ, რომ წინამდებარე საქმეში ადგილი არ აქვს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
გადაწყვეტილება შესრულდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოცხადდა ადამიანის უფლებათა სასახლეში გამართულ საჯარო მოსმენაზე სტრასბურგში, 2015 წლის 16 ივნისს.
იოჰან კალავეარტი დინ შპილმანი
გამწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45§2 და სასამართლოს რეგლამენტის 74§2 მუხლების შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის:
(ა) მოსამართლეების რაიმონდის, კარაკასის, დე გაეტანოსა და კიოლბროს ერთობლივი თანხვედრი აზრი
(ბ) მოსამართლე ზუპანჩიჩის თანმხვედრი აზრი
(გ) მოსამართლეების შაიოსა და წოწორიას ერთობლივი განსხვავებული აზრი
დ.შ.
ი.კ.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1] გამომდინარეობს ესტონური გამონათქვამიდან „ყველა ცხვარს თავისი მიქაელმასი ჰყავს“, რაც ისტორიულად უკავშირდება დაკოდილი ცხვრების დაკვლას შემოდგომაზე მიქაელმასის დღეს (29 სექტემბერს), თუმცა თანამედროვეობაში ნიშნავს, რომ არავის შეუძლია ბედს გაექცეს.
[2] ესტონურად სიტყვები avaldama/avaldaja ნიშნავს ორივეს გამოქვეყნება/გამომქვეყნებელი და ინფორმაციის გაცემა/ ინფორმაციის გამცემი.
Full & Egal Universal Law Academy