© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N. 186
ივნისი 2015
დელფი ას ესტონეთის წინააღმდეგ [GC] - 64569/09
გადაწყვეტილება 16.6.2015 [GC]
მუხლი 10
მუხლი 10-1
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
სასამართლომ დაადგინა, რომ საინფორმაციო ვებ-პორტალისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება ანონიმური მესამე მხარის მიერ პორტალზე შეურაცხმყოფელი კომენტარების განთავსების გამო არ წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.
ფაქტები- მომჩივანი კომპანია ესტონეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო ვებ-პორტალის მფლობელი იყო. 2006 წელს, მომჩივნის კუთვნილ პორტალზე გადამზიდავი კომპანიის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა გადამზიდავი კომპანიის მფლობელის წინააღმდეგ მიმართული მუქარისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შემცველი კომენტარების განთავსება სტატიის ქვეშ. მომჩივანი კომპანიის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ცილისწამების ბრალდებით. შედეგად, კომპანიას მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 320 ევროს გადახდის ვალდებულება.
2013 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში (იხ. საინფორმაციო ბროშურა #167 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ), სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქმეში არ დარღვეულა კონვენციის მე-10 მუხლი.
2014 წლის 17 თებერვალს, მომჩივანი კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეგზავნა.
სამართალი - მე-10 მუხლი: სასამართლომ პირველად განიხილა საჩივარი, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში მომხმარებელთა გამომხატველობით საქმიანობას შეეხებოდა. აღიარა რა ინტერნეტის მნიშვნელოვანი და სასარგებლო როლი გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში, სასამართლომ დაადასტურა, რომ ცილისმწამებლური და სხვა უკანონო გამონათქვამების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრება პრინციპულად უნდა იყოს გათვალისწინებული და წარმოადგენდეს პიროვნული უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებას. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადაო კომენტარები შეიცავდა სიძულვილის ენასა და ძალადობის პირდაპირ მოწოდებებს, ხოლო მომჩივანი კომპანიის კუთვნილი საინფორმაციო პორტალი ქვეყნის უმსხვილეს მედია-საშუალებას წარმოადგენდა და ის საკამათო კომენტარები, რომელიც საინფორმაციო პორტალზე განთავსდა, საზოგადოების შეშფოთების საგანი იყო. შესაბამისად, წინამდებარე საქმის განხილვაში სასამართლო შემოიფარგლა საინფორმაციო ვებ-პორტალების “უფლება-მოვალეობების” შეფასებით, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როდესაც ისინი კომერციული მიზნებისთვის ქმნიან პლატფორმას მანამდე გამოქვეყნებულ კონტენტზე მომხმარებელთა კომენტარების განსანთავსებლად და ზოგიერთი მომხმარებელი აშკარად უკანონო გამონათქვამებს მიმართავს.
პირველ რიგში, სასამართლომ კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ დონეზე არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტები იძლეოდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის განჭვრეტის შესაძლებლობას - კერძოდ, პრინციპულად შესაძლებელია, რომ ინტერნეტ სივრცეში მოქმედი კომერციული საინფორმაციო პორტალის მფლობელ მედია-გამომცემელს პასუხისმგებლობა დაეკისროს პორტალზე აშკარად უკანონო კომენტარების ატვირთვისთვის. მომჩივან კომპანიას, როგორც პროფესიონალ გამომცემელს, შესაძლებლობა ჰქონდა შეეფასებინა მის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და გონივრულობის ფარგლებში წინასწარ განეჭვრიტა თანმდევი შედეგები. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოცემულ შემთხვევაში “კანონით იყო გათვალისწინებული, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობის შესაბამისად.
რაც შეეხება მომჩივანი კომპანიის მიერ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებაში ჩარევის საჭიროებას, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მომჩივნის საინფორმაციო ვებ-პორტალის პროფესიულ და კომერციულ ბუნებას, და აგრეთვე იმ ფაქტს, რომ მომჩივანს კომენტარების გამოქვეყნებისას კომერციული ინტერესები ამოძრავებდა. ამასთან, მხოლოდ მომჩივან კომპანიას ჰქონდა საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული კომენტარების შესწორებისა თუ წაშლის შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი კომპანიის მონაწილეობა პორტალზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო სტატიებთან დაკავშირებით განთავსებული კომენტარების გასაჯაროებაში პასიური, ჭეშმარიტად ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლის როლს სცდება.
რაც შეეხება საინფორმაციო პორტალის ნაცვლად პასუხისმგებლობის კომენტარების ავტორებზე დაკისრების ალტერნატივას, სასამართლო ეთანხმება იმ აზრს, რომ საჭიროა ინტერნეტ-სივრცეში ანონიმურობას (რომელიც მართალია მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს) და სხვა უფლებებსა და ინტერესებს შორის ბალანსის მიღწევა. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ გაითვალისწინა ინტერნეტ-მომხმარებელთა ინტერესი, დაცული იყოს მათი ანონიმურობა და ამავდროულად მიუთითა ზოგ შემთხვევაში ინტერნეტში ინფორმაციის შეუზღუდავი გავრცელების უაღრესად უარყოფითი შედეგებზე. ამ თვალსაზრისით სასამართლომ მიუთითა ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ პიროვნების ფუნდამენტური უფლებები, როგორც წესი, საძიებო სისტემის ოპერატორისა და ინტერნეტის სხვა მომხმარებელთა კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას. ამასთან, ინტერნეტ-სივრცეში მოქმედებს ანონიმურობის სხვადასხვა დონე და ზოგ შემთხვევაში იმ ინტერნეტ-მომხმარებელთა ვინაობის დადგენა, რომელთაც საზოგადოებისათვის ანონიმურად დარჩენა სურთ, მხოლოდ ინტერნეტ-პროვაიდერებს შეუძლიათ. განსახილველ საქმეში, კომენტარების ავტორთა ვინაობის დამდგენი ღონისძიებების გაურკვეველი ეფექტურობა, აგრეთვე, ინტერნეტ-პორტალზე მომხმარებელთა ვინაობის დასადგენი იმ მექანიზმების არარსებობა, რომელიც სიძულვილის ენის სავარაუდო მსხვერპლს კომენტარების ავტორების წინააღმდეგ საჩივრის აღძვრის შესაძლებლობას მისცემდა, ამყარებს ეროვნული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს თუ ვის წინააღმდეგ შეიტანოს საჩივარი - მომჩივანი კომპანიის, თუ კომენტარების ავტორების წინააღმდეგ.
რაც შეეხება მომჩივანი კომპანიის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს უკანონო კომენტარების გამოქვეყნების თავიდან ასაცილებლად, წამყვანი საინფორმაციო პორტალის ვალდებულება განახორციელოს ეფექტური ზომები სიძულვილის ენისა და ძალადობის წამქეზებელი გამონათქვამების შემცველი მოწოდებების გავრცელების შეზღუდვის მიზნით არავითარ შემთხვევაში არ უტოლდება “კერძო ცენზურას”. უფრო მეტიც, პოტენციური დაზარალებულის მიერ ინტერნეტ-სივრცის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მსხვილი კომერციული საინფორმაციო ვებ-პორტალის შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ წაშალოს სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი კომპანიის ვებ-გვერდზე მოქმედებდა გარკვეული მექანიზმები სიძულვილის ენის ან ძალადობის წამქეზებელი გამონათქვამების შემცველი კომენტარების გასაკონტროლებლად, რაც ხშირ შემთხვევაში მონაწილე პირთა უფლებებსა და ინტერესებს შორის ბალანსის მისაღწევად შესაბამის ინსტრუმენტს წარმოადგენს, წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული მექანიზმები არასაკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან უკანონო კომენტარები ვებ-გვერდზე ექვსი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული.
და ბოლოს, მომჩივან კომპანიაზე 320 ევროს გადახდის ვალდებულების დაკისრება არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი დარღვევის არაპროპორციული. სასამართლოს დაკვირვებით, სამართალწარმოების შედეგად მომჩივან კომპანიას ბიზნესის მოდელის შეცვლა არ დასჭირვებია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივან კომპანიას პასუხისმგებლობა დააკისრეს შესაბამის და საკმარის საფუძვლებზე დაყრდნობით და აღნიშნული არ წარმოადგენდა მისი გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვას.
დასკვნა: დარევას ადგილი არ ჰქონია (15 ხმით ორის წინააღმდეგ).
(აგრეთვე იხ. Krone Verlag GmbH & Co. KG v. Austria (no. 4), 72331/01, 2006წ.9 ნოემბერი; K.U. v. Finland, 2872/02, 2008წ.2 დეკემბერი, საინფორმაციო 114; Ahmet Yıldırım v. Turkey, 3111/10, 2012წ.18 დეკემბერი, საინფორმაციო ბროშურა 158; დამატებით, იხ. “ინფორმაცია სიძულვილის ენის შესახებ”)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@ .
Full & Egal Universal Law Academy