© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე დემირი და ბაიკარა თურქეთის წინააღმდეგ
(საჩივარი N. 34503/97)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
12 ნოემბერი 2008
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა
შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე დემირი და ბაიკარა თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ხრისტოს როზაკის, პრეზიდენტი
ნიკოლას ბრატცა,
ფრანსუაზ ტულკენს,
ჯოზეფ კასადევალ,
ჯოვანი ბონელო,
რიზა ტურმენ,
ქრიშტაქ ტრაია,
ბოშტიან მ. ზუპანჩიჩ,
ვლადიმირო ზაგრებელსკი,
სტანისლავ პავლოვსკი,
ლეხ გარლიკი,
ალვინა გიულუმიან,
ლილიანა მიიოვიჩ,
დინ სპილმან,
იან შიკუტა,
მარკ ვილიგერ,
პააივი ჰირველა, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოილი, სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
2008 წლის 16 იანვარს და 2008 წლის 15 ოქტომბერს განმარტოებით ითათბირა,
გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 34503/97) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 1996 წლის 8 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 25-ე მუხლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში შეიტანა თურქეთის ორმა მოქალაქემ ბატონმა ქემალ დემირმა და ქალბატონმა ვიკდან ბაიკარამ ("მომჩივნები") "თუმ ბელ სენ"-ის პროფკავშირის პრეზიდენტის სახელით.
2.მომჩივნები წარმოადგინა ბ-ნმა ს. კარადუმანმა, ადვოკატი, რომლიც პრაქტიკას ანკარაში ეწევა. თურქეთის მთავრობა ("მთავრობა") წარმოადგინა მისმა თანა-აგენტმა, ქ-ნმა დენიზ აკჩაიმ.
3.მომჩივნები ჩიოდნენ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას დამოუკიდებლად ან მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, მიუთითებდნენ რა ეროვნული სასამართლოების უარზე, პირველ რიგში, ჩამოეყალიბებინათ პროფესიული კავშირები და, მეორეს მხრივ, ეწარმოებინათ კოლექტიური მოლაპარაკებები და დაედოთ კოლექტიური შეთანხმებანი.
4.საჩივარი გადაეცა სასამართლოს 1998 წლის 1 ნოემბერს, კონვენციის მე-11 ოქმის ძალაში შესვლასთან ერთად (მუხლი 5, პარაგრაფი 2, ოქმი 11).
5.საჩივარი გადაეცა სასამართლოს მესამე სექციას წარმოებაში მისაღებად ( მუხლი 52, პარაგრაფი 1, სასამართლოს რეგლამენტი). სასამართლოს რეგლამენტის 1 პუნქტის 26-ე მუხლის თანახმად ამ სექციაში შეიქმნა მოცემული საქმის განმხილველი პალატა (კონვენციის 27-ე მუხლის 1 ნაწილი).
6.2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით პალატამ საჩივარი ნაწილობრივ მისაღებად და ნაწილობრივ მიუღებლად ჩათვალა.
7.2004 წლის 1 ნოემბერს სასამართლომ შეცვალა მისი სექციის შემადგენლობა ( მუხლი 25, პარაგრაფი 1). საქმე გადაეცა ახალი შემადგენლობის მეორე სექციას ( მუხლი 52, პარაგრაფი 1).
8.2006 წლის 21 ნოემბერს პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ჟ.-პ. კოსტა, პრეზიდენტი, ი. კაბრალ ბარეტო, რ. ტურმენ, მ. უგრეხელიძე, ა. მულარონი, ე. ფურა-სანდსტრომ, დ. პოპოვიჩ, მოსამართლეები და ს. დოლე, სექციის გამწესრიგებელი გამოიტანეს გადაწყვეტილება. მათ ერთხმად დაადგინეს, , რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას იმდენად, რამდენადაც ეროვნულმა სასამართლოებმა უარი განაცხადეს ეღიარებინათ "თუმ ბელ სენ"-ის პროფკავშირი, როგორც იურიდიული პირი და ბათილად მიიჩნიეს მოცემულ პროფკავშირსა და გაზიანტეპის მუნიციპალურ საბჭოს შორის დადებული კოლექტიური შეთანხმება. სასამართლომ ამასთანავე დაასკვნა, რომ საჭირო არ იყო მე-14 მუხლის საფუზველზე ჩამოყალიბებული ცალკეული საჩივრის განხილვა. განაჩენს თან ახლდა ბ-ნი ტურმენის, ქ-ნი ფურა-სანდსტრომისა და ბ-ნი პოპოვიჩის თანმხვედრი მოსაზრებანი.
9.2007 წლი 21 თებერვალს მთავრობამ მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლისა და რეგლამენტის 73-ე მუხლის მიხედვით.
10.დიდი პალატის კოლეგიამ დააკმაყოფილა მოთხოვნა 2007 წლის 23 მაისს.
11.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფებისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით.
12.მომჩივნებმა, ისევე როგორც მთავრობამ. წარმოადგინეს წერილობითი სარჩელები.
13.მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 16 იანვარს (მუხლი 59, პარაგრაფი 3).
სასამართოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის მხარეს
ქ-ნი დ. აკჩაი,თანა-წარმომადგენელი
ქ-ნი ე. დემირ,
ქ-ნი ზ.გ. აკარ,
ქ-ნი ი. ალტინტაშ,
ქ-ნი ე. ესინ,
ქ-ნი ო. გაზიალემ,
ბ-ნი კ. აფშინ,
ბ-ნი ლ. სავრანმრჩევლები;
(ბ)მომჩივნების მხარეს
ქ-ნი ვ. ბაიკარა, მომჩივანი და პროფესიული კავშირის "თუმ ბელ სენ"-ის პრეზიდენტი
ქ-ნი ს. კარადუმან, ანკარას ადვოკატთა ასოციაციიდან
სასამართლომ მოუსმინა ქ-ნი ს. კარადუმანის, ქ-ნი ვ. ბაიკარასა და ქ-ნი დ. აკჩაის გამოსვლებს.
ფაქტები
14.მომჩივნები, ქემალ დემირი და ვიკდან ბაიკარა დაიბადნენ 1951 და 1958 წლებში და ცხოვრობენ გაზიანტეპსა და სტამბულში. პირველი მომჩივანი გახლავთ პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ის წევრი, მეორე კი მისი პრეზიდენტი.
I. საქმის გარემოებანი
15.პროფკავშირი "თუმ ბელ სენ"-ი დაფუძნდა 1990 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მომუშავე სახელმწიფო მოსამსახურის მიერ, რომელთა შრომითი ურთიერთობაც რეგულირდებოდა სახელმწიფო მოსამსახურის აქტის (კანონი 657) საფუძველზე. პროფკავშირის წესდების მე-2 მუხლის მიხედვით, მისი მიზანი გახლდათ დემოკრატიული პროფესიული კავშირის პრინციპის ხელშეწყობა და შედეგად მათი წევრების მისწრაფებებისა და მოთხოვნების განხორციელებისადმი დახმარება. მისი სათაო ოფისი მდებარეობდა სტამბულში.
16.1993 წლის 27 თებერვალს "თუმ ბელ სენ"-მა გააფორმა კოლექტიური შეთანხმება გაზიატეპის მუნიციპალურ საბჭოსთან ორი წლის ვადით. შეთანხმება ძალაში შევიდა 1993 წლის 1 იანვარს. შეთანხმება ეხებოდა გატიანტების მუნიციპალიტეტის საბჭოს თანამშრომელთა სამუშაო პირობების ყველა ასპექტს, მათ შორის ხელფასებს, დანამატებს და სხვა სოციალურ სერვისებს.
17.იმის გამო, რომ გაზიანტეპის მუნიციპალიტეტის საბჭომ ვერ შეასრულა შეთანხმებიდან გამომდინარე რიგი მისი ვალდებულებებისა, კერძოდ კი ფინანსური ვალდებულებანი, მეორე მომჩივანმა როგორც პროფკავშირის პრეზიდენტმა გაზიანტეპის საოლქო სასამართლოში (საოლქო სასამართლო) შეიტანა სამოქალაქო სარჩელი 1993 წლის 18 ივნისს.
18.1994 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა "თუმ ბელ სენ"-ის სარჩელი. გაზიანტეპის მუნიციპალურმა საბჭომ გაასაჩივრა გადაწყვეტილება სამართლებრივ საკითხებში.
19.1994 წლის 13 დეკემბერს საკასაციო სასამართლომ ( მეოთხე სამოქალაქო დანაყოფი) შეცვალა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეს აუკრძალავდა პროფესიული კავშირის შექმნას, ნებისმიერ ამგვარად შექმნილ კავშირს არ გააჩნდა უფლებამოსილება დაედო კოლექტიური შეთანხმება კანონის არსებული ფორმულირების მიხედვით.
20.მოცემულ დასკვნამდე მისვლისას, საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო ადმინისტრაციას შორის არსებული დასაქმების სპეციფიკური ურთიერთობა, სამუშაოს ბუნება და მასშტაბი, ისევე როგორც სტატუსის შედეგად მიღებული პრივილეგიები და გარანტიები. მან მიიჩნია, რომ მოცემული ურთიერთობა განსხვავდებოდა დამქირავებელსა და ჩვეულებრივ საკონტრაქტო პერსონალს შორის არსებული ურთიერთობისაგან (ანუ, დაქირავებული პირები კერძო სექტორში, ისევე როგორც ტექნიკური მუშახელი საჯარო ადმინისტრაციაში). შედეგად, კანონი 2322, რომელიც აწესრიგებს კოლექტიურ შეთანხმებებს და აწესებს გაფიცვის, ისევე როგორ გათავისუფლების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას, ვერ გავრცელდება სახელმწიფო მოხელეთა და საჯარო ადმინისტრაციას შორის ურთიერთობებზე. ნებისმიერი "კოლექტიური" ხასიათის შეთანხმება სახელმწიფო მოხელეთა კავშირსა და საჯარო ადმინისტრაციას შორის უნდა აისახოს სპეციალურ კანონმდებლობაში.
21.1995 წლის 28 მარტის განაჩენში გაზიანტეპის საოლქო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო როგორც პირველ საქმეში დაეყრდნო რა შემდეგ არგუმენტაციას: მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს აშკარა საკანონმდებლო დებულება, რომელიც აღიარებს სახელმწიფო მოხელეთა მიერ შექმნილი პროფკავშირების უფლებას დადონ კოლექტიური შეთანხმებანი, მოცემული სიცარიელე უნდა შეივსოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მაგალითად საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციებით, რომელიც რატიფიცირებულია თურქეთის მიერ და რომელიც, კონსტიტუციიდან გამომდინარე, პირდაპირ გამოიყენება ეროვნულ სამართალში.
22.სხვა საკითხებთან ერთად საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, èპირველ რიგში, "თუმ ბელ სენ"-ის პროფკავშირი იყო იურიდიულად დაფუძნებული ერთეული, რომელმაც საკუთარი წესდება წარადგინა პროვინციის მმართველის სამსახურში დიდი ხნის წინ და მას შემდეგ, საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი ხელისუფლების მცირეოდენი ჩარევის გარეშე. სასამართლომ დასძინა, რომ ამ საკითხზე მის განაჩენსა და მეოთხე სამოქალაქო დივიზიის საკასაციო სასამართლოს განაჩენს შორის შეუსაბამობა არ არსებობდა.
23.რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეთა უფლებას დადონ კოლექტიური შეთანხმებები, სასამართლომ მიიჩნია, რომ თურქეთის კანონმდებლობა ამ საკითხს რომც არ არეგულირებდეს, სასამართლო, რომელსაც გადაეცა მოცემული დავა, ვალდებული იყო სამოქალაქო კოდექსის 1 მუხლის საფუძველზე აღმოეფხვრა მოცემული სიცარიელე და განეხილა საქმე. სასამართლოს აზრით იგივე ვალდებულება გამომდინარეობდა კონსტიტუციის 36-ე მუხლიდან, რომლის მიხედვითაც ყველას ენიჭება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. ამ კონტექსტში უნდა მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თურქეთის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო შრომითი კონვენციის შესაბამისი დებულებების გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ეროვნული კანონები ჯერ არ იყო ამოქმედებული კანონმდებლის მიერ. თურქეთის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ინსტრუმენტების შესაბამისი დებულებების პირდაპირ გამოყენებისას, სასამართლომ განიხილა, რომ მომჩივან პროფკავშირს გააჩნდა უფლება დაედო კოლექტიური შეთანხმებები.
24.რაც შეეხება შეკითხვას მასზედ, თუ რამდენად იმოქმედა კოლექტიური შეთანხმების ნამდვილობაზე იმ ფაქტმა, რომ მის შესახებ არაფერს ადგენდა კანონდებლობა მისი გაფორმების დროს, სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან იგი ეხებოდა დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობას შეთანხმება კერძო’სამართლებრივი ხასიათისა იყო. ვალდებულებითი კოდექსის მე-19 და მე-20 მუხლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, კერძოდ კი კანონმდებლობის დებულებათა, ჩვეულებითი სამართლის, მორალისა და საჯარო წესრიგის ვალდებულებათა შესრულების გათვალისწინებით, მხარეებს თავისუფლად შეეძლოთ განესაზღვრათ მოცემული კოლექტიური შეთანხმების შინაარსი. მოცემული კოლექტიური შეთანხმების ტექსტის ანალიზმა ვერ გამოავლინა მოცემულ მოთხოვნებთან არსებული შეუსაბამობა. შედეგად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მომჩივან კავშირსა და გაზიანტეპის მუნიციპალურ საბჭოს შორის დადებული კოლექტიური შეთანხმება მხარეთათვის სავალდებულო Yძალის მქონე, ნამდვილი სამართლებრივი ინსტრუმენტი იყო.
25.სასამართლომ ბატონ ქემალ დემირს მიაკუთვნა განხილული კოლექტიური შეთანხმებით დადგენილი გაზრდილი სახელფასო ანაზღაურებისა და დამატებითი დანარიცხის ექვივალენტი თანხა.
26.1995 წლის 6 დეკემბრის განაჩენში საკასაციო სასამართლომ (გაერთიანებული სამოქალაქო განყოფილებები) შეცვალა საოლქო სასამართლოს 1995 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება. მან დაადგინა, რომ კონსტიტუციით დადგენილი რიგი უფლებები და თავისუფლებები პირდაპირ ვრცელდებოდა მხარეებზე, ხოლო რიგი უფლებებისა კი არა. პრინციპში, კონსტიტუციამ აღნიშნა რა, რომ "მოცემული უფლების განხორციელება დარეგულირდება კანონმდებლობით" აშკარად მიუთითა, რომ უფლებები და თავისუფლებები გამოყენებისათვის საჭიროებდა კონკრეტული კანონმდებლობის ამოქმედებას. ამგვარი კანონმდებლობის არ ქონის გამო, მოცემული უფლებები და თავისუფლებები, რომელიც მოიცავდა პროფკავშირებში გაერთიანებისა და კოლექტიური შეთანხმების დადების უფლებას, ვერ გახორციელდებოდა.
27.საკასაციო სასამართლომ შემდეგ დაადგინა, რომ ინდივიდის თავისუფალი ნების უფლება არ იყო აბსოლუტური იურიდიული პირების დაფუძნებასთან მიმართებაში. მათ შეეძლოთ იურიდიული პირის სტატუსის მიღება, განსხვავებით მათი დამფუძნებელი პირების სამართალსუბიექტობისაგან, მხოლოდ ფორმალური პირობების და კანონის მიერ მოცემული მიზნისათვის ჩამოყალიბებული პროცედურის დაცვის შემთხვევაში. იურიდიული პირის შექმნა იყო მისი დამფუძნებლების მიერ ნების გამოხატვის სამართლებრივი შედეგი.
28.საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასოციაციების, კავშირების და პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების თავისუფლება, კონსტიტუციაში მითითების შემთხვევაშიც კი, ვერ განხორციელდება ინდივიდების მიერ მხოლოდ თავისუფალი ნების გამოხატვით. იმის გამო, რომ მოცემულ თემაზე არ არსებობს კონკრეტული კანონი, ვერ მოხდება მოცემული იურიდიული პირის არსებობის ცნობა. საკასაციო სასამართლოს მიხედვით მოცემული დასკვნა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ნახსენებ "კანონის უზენაესობის" და "დემოკრატიის" პრინციპებს, რადგანაც იურიდიული პირების ზედამხედველობა სახელმწიფოს მიერ, მათი საჯარო სარგებლიანობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახლდათ ნებისმიერი დემოკრატიული სისტემისათვის.
29.საკასაციო სასამართლომ შემდეგ აღნიშნა, რომ პროფკავშირის დაფუძნების დროს ძალაში მყოფი კანონმდებლობა არ ანიჭებდა სახელმწიფო მოხელეებს პროფკავშირის შექმნის უფლებას. მან დასძინა, რომ კონსტიტუციაში შემდგომ გათვალისწინებული ცვლილებები, რომელიც აღიარებდა სახელმწიო მოხელეთა უფლებას დაეფუძნებინათ პროფკავშირი და ეწარმოებინათ კოლექტიური მოლაპარაკებანი, ვერ გააბათილებდა იმ დასკვნას, რომ "თუმ ბელ სენ"-ს არ შეუძენია იურიდიული პირის სტატუსი და, შესაბამისად, საქმის განხილვაში არ შეეძლო მონაწილეობის მიღება არც მოსარჩელისა და არც მოპასუხის სტატუსით.
30.პროფკავშირის წარმომადგენლების საჩივარი გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა საკასაციო სასამართლოს მიერ 1996 წლის 10 აპრილს.
31.სააუდიტო სასამართლოს მიერ გაზიანტეპის მუნიციპალიტეტის საბჭოს ანგარიშების აუდიტის შემდეგ, კავშირ "თუმ ბელ სენ"-ის წევრებს მოუწიათ იმ დამატებითი შემოსავლის ანაზღაურება, რომელიც მათ მიიღეს ბათილი კოლექტიური შეთანხმების შედეგად. სააუდიტო სასამართლომ, რამდენიმე გადაწყვეტილებაში, რომელიც მან გამოიტანა პროფკავშირების მიერ კოლექტიური შეთანხმებების შესახებ უკანასკნელი ინსტანციის სასამართლოს სტატუსით, აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეების მიმართ გამოყენებადი წესები, მათ შორის ის ხელფასები და დანამატები, რომელიც მათ ერიცხებოდათ, გათვალისწინებული იყო კანონით. მან შემდგომ განიხილა, რომ კონსტიტუციის 53-ე მუხლის 1995 წლის 23 ივლისის ცვლილებების და 2001 წლის 25 ივნისს სახელმწიფო მოხელეთა პროფკავშირების 4688 კანონის ამოქმედების შემდეგ, მოცემულ კავშირებს ეძლეოდათ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება წარმომადგენლობის გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, თუმცა არ იყვნენ უფლებამოსილნი დაედოთ ვალიდური კოლექტიური შეთანხმებები პირდაპირ უშუალო ორგანოებთან, განსხვავებით ჩვეულებრივ საკონტრაქტო დაქირავებულთა პროფკავშირისა, რომელსაც შეეძლო ამგვარი შეთანხმებების დადება მათ დამქირავებლებთან. თუკი შეთანხმება იდებოდა დამქირავებელ ორგანობა და კონკრეტულ კავშირთან, იგი სავალადებულო ძალას იღებდა მხოლოდ მინისტრთა საბჭოს მიერ დამოწმების შედეგად. სააუდიტო სასამართლომ, დაადგინა რა, რომ მომჩივანი კავშირის მიერ დადებული კოლექტიური შეთანხმება არ აკმაყოფილებდა მოცემულ პირობებს, გადაწყვიტა, რომ ბუღალტრები, რომლებმა მოახდინეს კანონთან შედარებით გაზრდილი თანხების გადახდის ავტორიზება, ვალდებულნი იყვნენ აენაზღაურებინათ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაკლებული თანხები.
32.სააუდიტო სასამართლომ უარი განაცხადა გამოეყენებინა 4688 კანონის მე-4 ნაწილი, რომელიც ითხოვდა ნებისმიერი ადმინისტრაციული, ფინანსური თუ სამართლებრივი წარმოების შეწყვეტას იმ ბუღალტრების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მოცემულ გადახდებზე. მან მიიჩნია, რომ მოცემული დებულება არ ადასტურებდა კოლექტიური შეთანხმებების ნამდვილობას და არ ხსნიდა პასუხისმგებელ ბუღალტერებს ვალდებულებას სახელმწიფოსათვის აენაზღაურებინათ მათ მიერ გამოწვეული, მოცემული შეთახმებებიდან გამომდინარე გადახდების შედეგად მიყენებული ნებისმიერი დანაკარგი.
33.ბუღალტრებმა, თავის მხრივ, შეიტანეს სარჩელი პროფკავშირის წევრი იმ სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებმაც ისარგებლეს ბათილი კოლექტიური შეთანხმების შედეგად მიღებული დამატებითი ანაზღაურებით.
II. შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა
ა. ეროვნული კანონმდებლობა
34.თურქეთის კონსტიტუციის შესაბამისი დებულებები აღნიშნავენ შემდეგს
მუხლი 51
(იმ დროისათვის მოქმედი ვერსია)
"ჩვეულებრივ საკონტრაქტო დამქირავებლებსა და დაქირავებულებს უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები და კავშირთა ფედერაციები წინასწარი ნებართვის გარეშე, რათა დაიცვან და განავითარონ საკუთარი ეკონომიკური და სოციალური უფლებები და ინტერესები მათი შრომითი ურთიერთობების კონტექსტში.
კავშირის ან კავშირთა ფედერაციის შესაქმნელად საკმარისია კანონით დადგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა კანონის მიერ განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოსათვის. თუკი ეს უკანასკნელი დაასკვნის, რომ მოცემული ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის კანონთან შესაბამისობაში, შესაბამისი ორგანო მიმართავს სასამართლოს კავშირის ან კავშირთა ფედერაციის საქმიანობის შეწყვეტის ან მისი დაშლის მოთხოვნით.
ნებისმიერი პირი უფლებამოსილია შეურთდეს ან დატოვოს პროფესიული კავშირი.
დაუშვებელია პირის იძულება გახდეს, დარჩეს ან გადადგეს პროფესიული კავშირის წევრობიდან.
ჩვეულებრვი საკონტრაქტო დამქირავებლები და დაქირავებული პირები ერთდროულად ვერ გაწევრიანდებიან ერთზე მეტ პროფესიულ კავშირში.
ცალკეულ სამუშაო ადგილას დასაქმება არ უნდა განიხილებოდეს ჩვეულებრივ საკონტრაქტო დასაქმებულთა პროფესიული კავშირის წევრობის ან მასზე უარის თქმის პირობად.
ჩვეულებრივ საკონტრაქტო დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ან კავშირთა ფედერაციის აღმასრულებელი პოზიციის დასაკავებლად, აუცილებელია ბოლო ათი წლის განმავლობაში დასაქმებულად მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული კავშირების და კავშირთა ფედერაციის წესდება, ადმინისტრირება და ფუნქციონირება უნდა შეესაბამებოდეს რესპუბლიკის მახასიათებლებს ან კონსტიტუციაში გაწერილ დემოკრატიულ პრინციპებს."
მუხლი 51
(შესწორებული 2001 წლის 3 ოქტომბერს კანონით 4709)
"დამქირავებლებსა და დაქირავებულებს უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები და კავშირთა ფედერაციები წინასწარი ნებართვის გარეშე, რათა დაიცვან და განავითარონ საკუთარი ეკონომიკური და სოციალური უფლებები და ინტერესები საკუთარი შრომითი ურთიერთობების კონტექსტში, გაწევრიანდნენ და დასტოვონ ორგანიზაციები საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე. დაუშებელია პირის იძულება შეუერთდეს ან გადადგეს პროფესიული კავშირიდან.
კავშირის შექმნის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონის საფუძველზე ეროვნული უსაფრთხოების ან საჯარო წესრიგის ინტერესების გამო დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მორალის დაცვისა და სხვათ უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
პროფესიული კავშირის შესაქმნელად დადგენილი ფორმალური მოთხოვნები, პირობები და პროცედურა განისაზღვრება კანონით.
ერთიდაიგივე საქმიანობის სექტორში მოქმედ, ერთზე მეტ პროფესიულ კავშირში წევრობა დაუშვებელია.
ჩეულებრივი საკონტრაქტო დასაქმებულების სტატუსის მქონე პირთა გარდა, საჯარო მოხელეთა უფლებების მასშტაბი მოცემულ სფეროში, ისევე როგორც მათ მიმართ დაწესებული გამონაკლისები და შეზღუდვები, მათ მიერ შეთავაზებული სერვისის შესაბამისად, განისაზღვება კანონით.
პროფესიული კავშირების და კავშირთა ფედერაციის წესდება, ადმინისტრირება და ფუნქციონირება უნდა შეესაბამებოდეს რესპუბლიკის მახასიათებლებს ან დემოკრატიულ პრინციპებს."
მუხლი 53
(იმ დროისათვის მოქმედი ვერსია)
"ჩვეულებრივი საკონტრაქტო დამქირავებლები და დაქირავებულები უფლებამოსილნი არიან ... გააფორმონ კოლექტიური შეთანხმებები საკუთარი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების დასარეგულირებლად.
კოლექტიური შეთანხმებები დაიდება კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
დაუშვებელია ერთზე მეტი კოლექტიური შეთანხმების დადება ან გამოყენება ერთ სამუშაო ადგილზე ნებისმიერ დროს."
მუხლი 53
(შესწორებული 1995 წლის 23 ივლის კანონით 4121)
"ჩვეულებრივი საკონტრაქტო დამქირავებლები და დაქირავებულები უფლებამოსილნი არიან ... გააფორმონ კოლექტიური შეთანხმებები საკუთარი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების დასარეგულირებლად.
კოლექტიური შეთანხმებები დაიდება კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
პროფესიული კავშირები და კავშირთა ფედერაციები, რომელთა ჩამოყალიბების უფლებაც, 128-ე მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით გააჩნიათ საჯარო მოხელეებს და რომელიც არ ხვდება წინამდებარე მუხლის პირველი და მეორე პარაგრაფის ქვეშ და რომელზეც არ ვრცელდება 54-ე მუხლი, უფლებამოსილნი არიან აწარმოონ და თავი დაიცვან სასამართლოში საქმის განხილვისას და დადონ კოლექტიური შეთანხმებანი საჯარო ადმინისტრაციასთან მათი მიზნების შესაბამისად და საკუთარი წევრების სახელით. თუკი კოლექტიური მოლაპარაკების შედეგად მიიღწევა შეთანხმება, შეთანხმების ტექსტს ხელი უნდა მოაწერონ მხარეებმა. ტექსტი გადაეცემა მინისტრთა საბჭოს მისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად. თუკი არ მოხდება ამგვარი შეთანხმების მიღწევა კოლექტიური მოლაპარაკების შედეგად, უნდა შედგეს ჩანაწერი შეთანხმებულ და შეუთანხმებელ საკითხებზე და ხელი უნდა მოეწეროს შესაბამისი მხარეების მიერ, რის შემდეგად სავალდებულოა მისი მინისტრთა კომიტეტისათვის განსახილველად გადაგზავნა. წინამდებარე პარაგრაფით გაწერილი საიმპლემენტაციო პროცედურა უნდა გაიწეროს კანონით.
დაუშვებელია ერთზე მეტი კოლექტიური შეთანხმების დადება ან გამოყენება ერთ სამუშაო ადგილზე ნებისმიერ დროს."
მუხლი 90
"ჯეროვნად ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებები პირდაპირ აღსრულებადია ეროვნულ კანონმდებლობაში. დაუშვებელია მათი კონსტიტუციურობის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში.
ჯეროვნად ძალაში მყოფი საერთაშორისო შეთანხებასა და ეროვნულ კანონს შორის, ფუნდამენტური უფლებებისა თავისუფლების შესახებ კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესი ძალა საერთაშორისო შეთანხმების დებულებებს ენიჭება. (მეორე ქვე-პუნქტი დამატებული 2004 წლის 7 მაისს კანონით 5170).
მუხლი 128
სახელმწიფოს საჯარო სამსახურების, სახელმწიფო ეკონომიკური და სხვა საჯარო-სამართლებრივი ერთეულების მიერ განსახორციელებელი ძირითადი და მუდმივი ვალდებულებები, საჯარო ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების შესაბამისად, განხორციელდება სახელმწიფო და სხვა საჯარო მოხელეების მიერ.
სახელმწიფო და სხვა საჯარო მოხელეთა კვალიფიკაცია, დანიშვნა, ვალდებულებები და უფლებამოსილებანი, უფლებანი და პასუხისმგებლობანი, ისევე როგორც ხელფასები და დანამატები, მსგავსად მათ სტატუსთან დაკავშირებული სხვა საკითხებისა, განისაზღვრება კანონით.
ზემდგომი სამოქალაქო მოსამსახურეების ტრენინგებთან დაკავშირებული პროცედურა და პრინციპები განისაზღვრება სპეციალურად კანონით."
35. სახელმწიფო სამსახურის აქტის 22-ე მუხლი (კანონი № 657, 1965 წლის 14 ივლისი) მიუთითებდა, რომ სახელმწიფო მოსამსახურეები უფლებამოსილნი იყვნენ ჩამოეყალიბებინათ და გაწევრიანებულიყვნენ პროფესიულ კავშირებში და პროფესიულ ორგანიზაციებში სპეციალური კანონმდებლობის დებულებათა შესაბამისად. მოცემული მუხლის მეორე ქვეპუნქტი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული პროფესიული ორგანიზაციები უფლებამოსილნი იყვნენ დაეცვათ საკუთარი წევრების ინტერესები შესაბამისი ორგანოების წინაშე.
22-ე მუხლს ძალა დაეკარგა 1972 წლის 23 დეკემბრის საკანონმდებლო დეკრეტის მე-5 მუხლით. იგი აღდგა № 4275 კანონის 1 მუხლით 1997 წლის 12 ივნისს. ახლანდელი ფორმულირება მიუთითებს შემდეგს:
"კონსტიტუციისა და სპეციალური კანონმდებლობის დებულებათა შესაბამისად, სახელმწიფო მოსამსახურეები უფლებამოსილნი არიან შექმნან და გაწევრიანდნენ პროფესიულ კავშირებში და მათ ფედერაციებში."
36.სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული კავშირის აქტი (კანონი № 4688 - მიღებული 2001 წლის 25 ივნისს და ძალაში შევიდა 2001 წლის 12 ივლისს), მე-2 მუხლის მიხედვით, ვრცელდება იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვეულებრივი საკონტრაქტო დაქირავებული პირის სტატუსი, მუშაობენ სახელმწიფო სააგენტოზე და სხვა საჯარო-სამართლებრივ ერთეულებზე, რომლებიც საზოგადოებას სთავაზობენ სახელმწიფო სერვისს, ორგანიზაციები, რომელიც ზოგადად, დამატებით ან სპეციალურ საბიუჯეტო არღიცხვაზე იმყოფებიან; რომლებიც მუშაობენ საჯარო ადმინისტრაციებში და პროვინციის მუნიციპალურ ორგანოებში და ახორციელებენ მასთან დაკავშირებულ სერვისებს; ასევე მუშაობენ სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში არსებულ საწარმოებში, ბანკებში და სხვა კერძო-სამართლებრივ ორგანოებში და მასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებაში.
აქტის 30-ე მუხლი მიუთითებს შემდეგს:
"პროფკავშირი, რომელიც ფლობს წევრთა უდიდეს ოდენობას სახელმწიფო ამა თუ იმ სფეროში და ფედერაციები რომელთა შემადგენლობაშიც შედიან მოცემული პროფკავშირები უფლებამოსილნი არიან აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებანი. ყველაზე წარმომადგენლობითი პროფკავშირის დელეგატი უხელმძღვანელებს მოლაპარაკებებს."
განსაზღვრება, თუ სახელმწიფო მოსამსასახურეთა რომელი პროფკავშირი და ფედერაცია არის უფლებამოსილი აწარმოოს კოლექიური მოლაპარაკებანი, მოცემულია შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრის მიერ იმ სიების საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია და წარმოდგენილია სახელმწიფო ადმინისტრაციებისა და პროფკავშირების მიერ (მუხლი 20, კანონი № 4688).
მოლაპარაკებების კოლექტიური წარმოებისას, დამქირავებელი წარმოდგენილია საჯარო დამქირავებელთა კომიტეტის მიერ. სახელმწიფო მოსამსახურეები და სხვა საჯარო მოხელეები წარმოდგენილნი არიან იმ პროფკავშირის მიერ, რომელიც აღიარებულია კომპეტენტურად და იმ ფედერაციის მიერ, რომელსაც იგი ეკუთვნის.
საჯარო დამქირავებელთა კომიტეტი და შესაბამისი პროფკავშირები და ფედერაციები ვალდებულნი არიან შეხვდნენ ურთიერთს ყოველი წლის 15 აგვისტოს. მხარეები წარმოადგენენ შეთავაზებებს, რომელიც წარმოადგენს კოლექტიური მოლაპარაკებების საწყის წერტილსა და განრიგს. მოლაპარაკებების მმართველი პრინციპები განისაზღვრება მხარეების მიერ (მუხლი 32, კანონი № 4688).
კოლექტიური მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს თხუთმეტი დღის ვადაში. თუკი ამ ვადაში მოხდება შეთანხმების მიღწევა, მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი კოლექტიურ შეთანხმებას, რომელიც ეგზავნება მინისტრთა საბჭოს საიმპლემენტაციოდ საჭირო სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურის განსახორციელებლად. მინისტრთა საბჭო მიიღებს შესაბამის ზომებს სამი თვის ვადაში და თურქეთის უზენაესი ეროვნული ასამბლეის წინაშე წარადგენს კანონპროექტს (მუხლი 34, კანონი № 4688).
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას დადგენილ ვადაში, ყოველი მათგანი უფლებამოსილია საქმე გადასცეს საარბიტრაჟო საბჭოს, რომელიც შედგება მეცნიერთაგნ, რომლებიც არ წარმოადგენენ არცერთ პოლიტიკურ პარტიას. თუკი მხარეები დაეთანხმებიან საარბიტრაჟო საბჭოს გადაწვეტილებას, მოხდება შეთანხმების ხელმოწერა და გაგზავნა მინისტრთა საბჭოში. ხოლო თუკი მაინც ვერ მოხდება შეთანხმების მიღწევა, მხარეები ხელს მოაწერენ ჩანაწერს, სადაც აღინიშნება თემები, რომელზეც შეთანხმდნენ და რომელზეც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. მოცემული ჩანაწერი ეგზავნება მინისტრთა საბჭოსაც (მუხლი 35, კანონი № 4688).
ბ. საერთაშორისო სამართალი
1. უნივერსალური ინსტრუმენტები
(ა) ორგანიზების უფლება და სახელმწიფო მოსამსახურეები
37.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 87-ე კონვენცია ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ (მიღებული 1948 წელს და თურქეთის მიერ რატიფიცირებული 1993 წლის 12 ივლისს), მე-2 მუხლში აღნიშნავს შემდეგს:
"მშრომელებსა და დამქირავებლებს, განურჩევლად, უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე, საკუთარი არჩევანით, შექმნან ორგანიზაცია და გაწევრიანდნენ ასეთ ორგანიზაციებში იმ პირობით, რომ დაემორჩილებიან ამ უკანასკნელის წესდებას."
38.ინდივიდუალურ დასკვნაში 87-ე კონვენციასთან მიმართებაში თურქეთის მთავრობის მიმართ, 2005 წელს კონვენციის გამოყენებისა და რეკომენდაციების ექსპერტთა კომიტეტმა აღნიშნა შემდეგი:
"კომიტეტი ხაზს უსვამს, კონვენციის მე-2 მუხლი მიუთითებს, რომ მშრომელებს, განურჩევლად, ენიჭებათ უფლება ჩამოაყალიბონ და გაწევრიანდნენ მათ მიერ არჩეულ ორგანიზაციაში და რომ ერთადერთი ნებადართული გამონაკლისი კონვენციის მიხედვით გახლავთ შეიარაღებული ძალები და პოლიცია. ..."
39.შსო-ს კომიტეტმა გაერთიანების თავისუფლების შესახებ მუნიცილაპურ სახელმწიფო მოსამსახურეებთან დაკავშირებით აღნიშნა შემდეგი (იხ. გადაწყვეტილებათა დიგესტები 1996, პარაგრაფი 217):
"ადგილობრივი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ ეფექტურად დააფუძნენ მათდა სასურველი ორგანიზაციები და აღნიშნული ორგანიზაციები სრულად უნდა სარგებლობდნენ უფლებით წარმოადგინონ და დაიცვან იმ მოსამსახურეთა ინტერესები, რომლებსაც წარმოადგენენ."
40.სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის თავისუფლების უფლება, მათ შორის უფლება შექმნას პროფკავშირები და შევიდეს პროფკავშირებში საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს და რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის, რომ ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვები შემოიღონ შეიარაღებული ძალების და პოლიციის შემადგენლობის მიმართ."
41.ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-8 მუხლის მიხედვით:
"1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ:
ა). თითოეული ადამიანის უფლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გასავითარებლად და დასაცავად, შექმნან პროფესიული კავშირები და გაწევრიანდნენ ასეთ კავშირებში საკუთარი არჩევანით, ორგანიზაციის შესაბამისი წესების თანახმად. აღნიშნული უფლების გამოყენება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გავალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;
...
გ) პროფესიული კავშირების უფლებაა იმოქმედონ თავისუფლად, რაიმე შეზღუდვის გარეშე, იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;
...
2. მოცემული მუხლი არ ეწინააღმდეგება კანონის შესაბამისად ამ უფლების გამოყენების შეზღუდვას იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის შემადგენლობაში.
(ბ) კანონი კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ და სახელმწიფო მოსამსახურეები
42.შსო 98-ე კონვენცია პროფკავშირებში გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების პრინციპთა გამოყენების შესახებ (მიღებული 1949 წელს და თურქეთის მიერ რატიფიცირებული 1952 წლის 3 იანვარს), აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 4
საჭიროების შემთხვევაში მიიღება ქვეყნის პირობებისადმი შესაბამისი ზომები, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს მოლაპარაკებათა წარმოების პროცედურის სრულ განვითარებასა და გამოყენებას ნებაყოფლობით საფუძველზე ერთის მხრივ დამსაქმებელთა და მათ ორგანიზაციებსა და, მეორეს მხრივ, დაქირავებულთა ორგანიზაციებს შორის, რათა დარეგულირდეს შრომის პირობები კოლექტიურ ხელშეკრულებათა დადების გზით.
მუხლი 5
1. ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრება, რა ზომით იქნება გამოყენებული წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული გარანტიები შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის მიმართ.
2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტში გადმოცემული პრინციპების შესაბამისად, წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის მიერ არ განიხილება როგორც არსებული კანონების, სასამართლო გადაწყვეტილებების, ჩვეულებების ან შეთანხმებების ხელყოფა, რომლებიც ანიჭებენ შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის პირად შემადგენლობას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ნებისმიერ უფლებებს.
მუხლი 6
წინამდებარე კონვენციის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე და იგი არავითარ შემთხვევაში არ განიმარტება მათი უფლებების ან მდგომარეობისადმი ზიანის მომტანად.
43.შსო ექსპერტთა კომიტეტმა მოცემული დებულება განმარტა, როგორც კონვენციის მოქმედების სფეროდან მხოლოდ იმ მოსამსახურეთა გამომრიცხველი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაქირავებლნი სახელმწიფოს ადმინისტრაციის მიერ. მოცემული გამონაკლისის გათვალისწინებით, მთავრობის, სახელმწიფო დაწესებულების თუ ავტონომიური საჯარო ინსტიტუტების მიერ დაქირავებული ყველა სხვა პირი უნდა სარგებლობდეს, კომიტეტის მიხედვით, 98-ე კონვენციაში გაწერილი გარანტიებით სწორედ ისე, როგორც სხვა დაქირავებულნი პირები და, შესაბამისად, უნდა შეეძლოთ კოლექტიურ მოლაპარაკებებში ჩართვა მათი დასაქმების პირობებთან, მათ შორის ხელფასებთან დაკავშირებით (ზოგადი გამოკითხვა 1994, გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებანი, 87-ე და 98-ე კონვენციები, [ILO, 1994ა], § 200).
44.შსო 151-ე კონვენცია სახელმწიფო სამსახურში დასაქმების პირობების განსაზღვრის პროცედურების და ორგანიზების უფლებების დაცვის შესახებ (მიღებული 1978 წელს და თურქეთის მიერ რატიფიცირებული 1993 წლის 12 ივლისს) შესაბამის დებულებებში აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 1
"1. მოცემული კონვენცია გამოიყენება ყველა პირის მიმართ, რომელსაც დაიქირავებენ სახელმწიფო ორგანოები, თუ მათ მიმართ არ გამოიყენება სხვა საერთაშორისო შრომითი კონვენციების უფრო ხელშემწყობი დებულებები.
2. ეროვნული კანონმდებლობა ან წესები ადგენენ, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული მოცემული კონვენციით გათვალისწინებუი გარანტიები მაღალ პოსტებზე მომუშავე მოსამსახურეებისადმი, რომელთა ფუნქციები ჩვეულებრივ განიხილება, როგორც პოლიტიკის განსაზღვრასთან ან მართვასთან დაკავშირებული, ან მოსამსახურეებისადმი, რომელთა მოვალეობა ატარებს მკაცრად კონფიდენციალურ ხასიათს.
3. ეროვნული კანონმდებლობა ან წესები განსაზღვრავენ თუ როგორ გამოიყენება მოცემული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიები შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციისადმი.
მუხლი 7
აუცილებლობის შემთხვევაში, ხორციელდება ქვეყნის პირობების შესაბამისი ღონისძიებანი იმ მიზნით, რომ წაახალისონ და ხელი შეუწყონ დასაქმების პირობების შესახებ ხელისუფლების დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო მოსამსახურეთა ორგანიზაციების მოლაპარაკების წარმოების პროცედურის სრულ განვითარებასა და გამოყენებას, ანდა ისეთ სხვა მეთოდებს, რომლებიც სახელმწიფო მოსამსახურეებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ამ პირობების განსაზღვრაში."
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ზოგად კონფერენციაზე, 151-ე კონვენციის პრეამბულაში აღინიშნა, რომ "1948 წლის სახელმწიფო სამსახურში დასაქმების პირობების განსაზღვრის პროცედურების და ორგანიზების უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის (და) 1949 წლის ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების შესახებ კონვენციის პირობები" და გათვალისწინებულ იქნა შემდეგი:
"მხედველობაში მიიღო განსაკუთრებული პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა ბევრ ქვეყანაში კერძო და სახელმწიფო სექტორებში დასაქმებას შორის არსებულ განსხვავებათა გამო ნებისმიერი საერთაშორისო აქტის გამოყენებისა და განსაზღვის სფეროს მიმართ, აგრეთვე ითვალისწინებს კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების და ორგანიზების უფლების შესახებ 1949 წლის კონვენციის შესაბამისი დებულებების სახელმწიფო მოსამსახურეების მიმართ გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განმარტების სირთულეს და მხედველობაში იღებს რა შენიშვნებს, რომლებიც არაერთგზის ჩამოუყალიბებიათ, შრომის საერთშორისო ორგანიზაციების მაკოტროლებელ ორგანოებს იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი მთავრობა ამ დებულებებს იყენებს იმგვარად, რომ მოცემული კონვენციის გამოყენების სფეროდან გამოირიცხება სახელმწიფო მომსახურეთა დიდი ჯგუფები."
2. ევროპული ინსტრუმენტები
(ა) ორგანიზების უფლება და სახელმწიფო მოსამსახურეები
45.ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული), რომელიც ჯერ არ გახლავთ თურქეთის მიერ რატიფიცირებული, აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 5 - ორგანიზების უფლება
"საკუთარი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად მუშაკთა და დამსაქმებელთა მიერ ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო ორგანიზაციების შემქნის და ამ ორგანიზაციებში გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ისინი საკუთარ ქვეყნებში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობაში არ შეიტანენ ისეთ ნორმებს, და ასევე არ გამოიყენებენ საკანონმდებლო ნორმებს ისეთი ფორმით, რომელიც შეზღუდავს ზემოაღნიშნული თავისუფლებით სარგებლობას. საპოლიციო სტრუქტურების მიმართ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული გარანტიების გამოყენების ფარგლები განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით. შეიარაღებული ძალების წევრთა მიმართ ამ გარანტიების გამოყენების წესი და მასშტაბები ასევე განისაზღვრება ეროვნული კანონებით ან კანონქვემებრე აქტებით."
46. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მე-8 პრინციპის რეკომენდაცია Nო. ღ (2000) 6 ევროპაში სახელმწიფო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ მიუთითებს შემდეგს:
"სახელმწიფო მოსამსახურეებს შეუძლიათ, პრინციპში, ისარგებლონ ყველა მოქალაქის მსგავსი უფლებებით. თუმცა, მოცემული უფლებების გამოყენება შესაძლებელია რეგულირებოდეს კანონით ან კოლექტიური შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი შესაბამისობა სახელმწიფო ვალდებულებებთან. მათი უფლებები, კერძოდ კი პოლიტიკური და პროფკავშირის უფლებები, შესაძლებელია კანონიერად შეიზღუდოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათ მიერ სახელმწიფო ფუნქიების ჯეროვანი განხორციელებისათვის."
47. ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის მე-12 მუხლის 1 პარაგრაფი აღნიშნავს შემდეგს:
"ყველას აქვს მშვიდობიანი გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება ნებისმიერ დონეზე, კერძოდ კი პოლიტიკურ, პროკავშირის და სამოქალაქო თემების ირგვლივ, რომელიც გულისხმობს ყველას უფლებას შექმნას და გაწევრიანდეს პროფესიულ კავშირებში საკუთარი ინტერესების დასაცავად."
48.რაც შეეხება ევროპულ პრაქტიკას, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლება, გაწევრიანდნენ პროფკავშირებში ახლა უკვე აღიარებულია ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. მოცემული უფლება ვრცელდება როგორც შტატში აყვანილი, ისე საკონტრაქტო სახელმწიფო მოსამსახურეებზე, ისევე როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ინდუსტრიული და კომერციული, როგორც ეროვნული ისე მუნიციპალური დონის თანამშრომლების მიმართ. სახელმწიფო მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა მუშაობენ ისინი ცენტრალურ თუ ადგილობივ მთავრობაზე, ზოგადად უფლებამოსილნი არიან გაწევრიანდნენ მათ მიერ არჩეულ პროფკავშირში. პროფკავშირის წევრობა, როგორც წესი, უფრო მაღალია საჯარო სექტორში ვიდრე კერძოში, რაც ადასტურებს წევრ სახელმწიფოებში სასურველი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული გარემოს არსებობას. წევრ სახელმწიფოთა უმეტესობაში დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ძირითადად ვრცელდება სასამართლო სისტემაში შემავალ პირებზე, პოლიციაზე, სახანძრო სამსახურებზე, ხოლო ყველაზე მკაცრი შეზღუდვები კი, რომელიც კულმინაციას აღწევს კავშირის წევრობის შეზღუდვით, ვრცელდება შეიარაღებული ძალების წევრებზე.
(ბ) კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება და სახელმწიფო მოსამსახურეები
49.ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მე-6 მუხლი, რომელიც ჯერ არ გახლავთ თურქეთის მიერ რატიფიცირებული, შეიცავს შემდეგ დებულებას კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების შესახებ:
"კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას კისრულობენ:
1. ხელი შეუწყონ დაქირავებულებსა და დამქირავებლებს შორის ერთობლივი კონსულტაციების ჩატარებას;
2. აუცილებლობის და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ხელი შეუწყონ დამქირავებელთა ან დაქირავებულთა ორგანიზაციებს შორის ნებაყოფლობითი კონსულტაციების ჩატარების მექანიზმის ამოქმედებას, კოლექტიური ხელშეკრულებების დადების გზით, დასაქმების ვადებისა და პირობების განსაზღვრის მიზნითé
3. ხელი შეუწყონ მორიგებისა და ნებაყოფლობითი საარბიტრაჟო მექანიზმის გამოყენებას შრომითი დავების გადაწყვეტისას.
და აღიარებენ:
4. დაქირავებულთა და დამქირავებელთა უფლებას მიიღონ კოლექტიური ზომები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, გაფიცვის უფლების ჩათვლით, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ადრე დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებიდან."
50.წესდების დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტის (ამჟამად სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი - სუეკ) მიერ, წესდების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისათვის მიკუთვნებული მნიშვნელობის მიხედვით, რომელიც რეალურად სრულად ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, სახელმწიფოები, რომლებიც აწესებენ შეზღუდვებს კოლექტიურ მოლაპარაკების წარმოებაზე საჯარო სექტორში ვალდებულნი არიან, მოცემული დებულების დასაცავად, უზრუნველყონ პერსონალის წარმომდგენლების ჩართულობა შესაბამისი შრომითი რეგულაციების შემუშავებაში (იხ. მაგალითად, გერმანიის შემთხვევა, დასკვნები III, გვ.34-35).
51.ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა წესდების 28-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებისა და მოქმედების უფლება
"დაქირავებულებსა და დამქირავებლებს, ან მათ ორგანიზაციებს, კავშირის კანონმდებლობისა და ეროვნული კანონებისა და პრაქტიკის მიხედვით, გააჩნიათ უფლება აწარმოონ მოლაპარაკებები და დადონ კოლექტიური შეთანხმებები შესაბამის დონეებზე და, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში მიმართონ კოლექტიურ ზომებს საკუთარი ინტერესების, მათ შორის გაფიცვის გზით, დასაცავად."
52.ევროპის სახელმწიფოთა პრაქტიკის მიხედვით შეინიშნება, რომ მათ უდიდეს უმრავლესობაში სახელმწიფო მოსამსახურთა უფლება კოლექტიურად აწარმოონ მოლაპარაკება ხელისუფლებასთან აღიარებულია და ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს გარკვეულ სფეროებში (დისციპლინური პროცედურები, პენსიები, სამედიცინო დაზღვევა, ზემდგომი სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურება) ან სხვა კატეგორიის სამოქალაქო მოსამსახურეთა მიმართებაში, რომლებიც ფლობენ სახელმწიფოს ექსკლუზიურ ძალაუფლებას (შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის წევრები, მოსამართლეები, დიპლომატები, შტატში მყოფი სახელმწიფო მოსამსახურეები ფედერალურ დონეზე). ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლება, რომლებიც არ ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ელემენტებს, აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები საკუთარი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების დასადგენად აღიარებულია ხელმომწერ სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობაში. დანარჩენი გამონაკლისები შესაძლებელია განისაზღროს კონკრეტული გარემოებების მიხედვით.
სამართალი
I. მთავრობის პირველადი პრეტენზიები
53.დიდი პალატის წინაშე საქმის მისაღებობასთან დაკავშირებით მთავრობამ ორი პრეტენზია გამოხატა: პირველი გახლთად ის, რომ დაუშვებელი იყო დაყრდნობა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე, გარდა კონვენციისა, განსაკუთრებით კი იმაზე, რომელიც თურქეთის მიერ არ ყოფილა რატიფიცირებული; მეორე კი ეხებოდა კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც არ ვრცელდებოდა მომჩივნებზე რადგანაც ეს უკანასკნელნი სახელმწიფო მოსამსახურენი გახლდნენ და არა ჩვეულებრივი საკონტრაქტო დაქირავებულნი.
54.პირველ პრეტენზიასთან დაკავშირებით მთავრობა ამტკიცებდა, რომ კონვენციის განმარტების შედეგად, ხელშემკვრელ სახელმწიფოთათვის არ შეიძლება შექმნილიყო ახალი ვალდებულებები, რომლებიც კონვენციაში არ იყო მოცემული. კერძოდ კი ითვალისწინებდა რა, რომ პალატამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროპულ სოციალურ ქარტიას (რომლის მე-5 და მე-6 მუხლებიც არ არის თურქეთის მიერ რატიფიცირებული) ისევე როგორც მისი საზედამხედველო ორგანოს სასამართლო პრაქტიკას, მთავრობა სთხოვდა დიდ პალატას საქმე მიუღებლად ეცნო კონვენციის ratione materiae პრინციპის საფუძველზე, რადგანაც შეუძლებელი იყო მთავრობის წინააღმდეგ იმ საერთაშორისო ინსტრუმენტთა მოხმობა, რომლის რატიფიკაციაც არ მოუხდენია თურქეთს.
55.რაც შეეხება მეორე პრეტენზიას, მთავრობა უპირატესად ეყრდნობოდა კონვენციის მე-11 მუხლის ბოლო წინადადებით დადგენილ შეზღუდვას მოცემული დებულების "სახელმწიფო ადმინისტრაციის... წევრების მიმართ" გამოყენების შესახებ, აცხადებდა რა, რომ თურქეთის სახელმწიფო მოსამსახურეებზე, მათ შორის მუნიციპალურ სახელმწიფო მოსამსახურეებზე, ვრცელდებოდა სახელმწიფო სამსახურის შესახებ აქტით (კანონი 657) დადგენილი კონკრეტული და ერთობ დეტალური წესები, რის შედეგადაც ისინი განსხვავდებოდნენ სხვა დაქირავებულებისაგან. მთავრობამ მოითხოვა სასამართლოს არ განეხილა საჩივარი, როგორც კონვენციის მე-11 მუხლთან ratione materiae შეუსაბამო.
56.მომჩივნებმა გაასაჩივრეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიები.
57.სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის პრეტენზიები სასამართლოს მიერ ევროპული სოციალური ქარტიის განხლვასთან დაკავშირებით ვერ ჩაითვლება წინასწარ პრეტენზიად. იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ მთავრობის პრეტენზია ჯეროვად დასაბუთებულია, საჩივარი არ შეიძლება ჩაითვალოს მიუღებლდ მხოლოდ იმ ინსტრუმენტის გამო, რომლის საფუძველზეც სასამართლომ არსებითად განიხილა საქმე. რეალურად, მთავრობის მოცემული პრეტენზია ეხება საქმის უფრო არსობრივ განხილვას და შესაბამისად განიხილება ამავე კონტექსტში.
58.რაც შეეხება კონვენციის ratione materiae დაკავშირებულ საჩივარს, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მთავრობა უფლებამოსილია გამოთქვას მსგავსი პრეტენზია, რადგანაც მისაღებობის საკითხის განხილვის წინ, იგი სასამართლოს პალატის ყურადღებას ანალოგიურ არგუმენტზე მიმართავდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობას რომც არ ჰქონოდა მოცემული პრეტენზიის გამოთქმის საშუალება, იგი მაინც ვერ აირიდებდა მოცემული საკითხის განხილვას, რომელიც ეხება მის იურისდიქციას, და განისაზღვრება თავად კონვენციის მიერ, კერძოდ კი მისი 32-ე მუხლით და არა მხარეების მიერ კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი არგუმენტებით (იხ,mutatis mutandis, Blečić v. Croatia [GC], no. 59532/00, §§ 63-69, ECHR 2006‑...).
მიუხედავად აღნიშნულისა, მთავრობის მოცემული პრეტენზია საჭიროებს სასამართლოს მიერ მე-11 მუხლის ბოლო წინადადებაში ხსენებული " სახელმწიფო ადმინისტრაციის... წევრების" ცნების განხილვას. შესაბამისად, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მის არსებით მხარეებთან ერთად განხილვას.
II. კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა
59.მომჩივნები ასაჩივრებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მათ ჩამოართვეს პროფკავშირების ჩამოყალიბებისა და კოლექტიური შეანხმებების დადების უფლება. ამ მხრივ ისინი ეყრდნობიან კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
"1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც დადგენილია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ."
ა. კონვენციის ინტერპრეტაცია სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების გათვალისწინებით
60.სასამართლომ გადაწყვიტა საქმის არსებითი განხილვისას განეხილა მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ საქმის განხილვა დაუშვებელი იყო კონვენციის გარდა სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდობით, განსაკუთრებით კი იმ დოკუმენტების მოხმობით, რომელთა რატიფიკაციაც არ მოუხდენია თურქეთს. რადგანაც საქმე გვაქვს კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მეთოდოლოგიის შემუშავებასთან, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოცემულ არგუმენტზე პასუხის გაცემას მანამდე, სანამ განიხილავს სხვა საკითხებს.
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მთავრობა
61. მთავრობა დავობდა, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ინტერპრეტაციის გზით დაეწესებინა ახალი ვალდებულებები, რომლებიც არ იყო მოცემული კონვენციაში. მათ აღნიშნეს სხვა არგუმენტებთან ერთად, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელზეც მოცემული მხარე არ არის მიერთებული, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ. მართალია მთავრობა იაზრებდა სასამართლოს უფლებას გაითვალისწინოს საჭიროების შემთხვევაში "საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი შესაბამისი წესები, რომელიც მიესადაგება მხარეთა შორის ურთიერთობებს" (იხ.Al‑Adsani v. the United Kingdom [GC], no. 35763/97, § 55, ECHR 2001‑XI), იგი მიიჩნევდა, რომ მოცემული მიდგომა გამოიყენებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი შესაბამისობაში გახლდათ ვენის სახელშეკრულებო სამართლის კონვენციის 31-ე მუხლის მე-3 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან, კერძოდ კი ხდებოდა მხოლოდ იმ ინსტრუმენტთა გათვალისწინება, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ჰქონდა სახელმწიფოსათვის.
62.თურქეთი არ გახლავთ 1989 წელს მის მიერ რატიფიცირებული ევროპული სოციალური ქარტიის მე-5 (ორგანიზების უფლება) და მე-6 (კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება) მუხლების ხელშემკრვრელი მხარე. ინტერპრეტაცია, რომელიც მოცემულ დებულებებს არაპირდაპირ სავალდებულოდ ქმნის, კიდევ უფრო პრობლემატურია, როდესაც, მსგავსად მოცემული შემთხვევისა, კონვენციაში კოლექტიური შეთანხმებების დადების უფლების აშკარა გარანტორი დებულების არარსებობა ბალანსდება იმ სხვა ინსტრუმენტებით, რომლის წევრიც არ გახლავთ მოცემული სახელმწიფო.
(ბ) მომჩივნები
63.მომჩივნები ასაჩივრებდნენ იმ ფორმას, რა ფორმითაც მთავრობამ წამოაყენა კონვენციის ინტერპრეტაციის საკითხი. ისინი აღნიშნავდნენ, რომ პალატას არ გამოუყენებია სოციალური ქარტიის ხსენებული დებულებები მოცემულ საქმეში, მაგრამ დასჭირდა მათი გათვალისწინება კონვენციის მე-11 მუხლის ინტერპრეტაციისათვის, გამოიყენა რა დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტის მოსაზრება ორგანიზების უფლებასა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლებასთან დაკავშირებით.
2. პალატა
64.პალატას არ გააჩნდა მიზეზი გამოეთქვა პოზიცია მოცემული საკითხის ირგვლივ. სოციალური ქარტიის დემოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტის მოსაზრება მან გამოიყენა დამატებით არგუმენტად როდესაც უთითებდა ბუნებრივ კავშირზე გაერთიანების თავისუფლებასა და კოლექტიურად მოლაპარაკებების წარმოების თავისუფლებას შორის (პალატის გადაწყვეტილება, § 35). საკუთარ განაჩენში, პალატა შეეხო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) კონვენციებს, შეაფასა რა თუ რამდენად აუცილებელი გახლდათ გასაჩივრებული ზომები დემოკრატიულ საზოგადოებაში, კერძოდ კი რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა "თუმ ბელ სენ"-ის პროფკავშირი როდესაც გადაწყვიტა კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება საკუთარ წევრთა ინტერესების დასაცავად (ibid., § 46).
3. კონვენციის დებულებების ინტერპრეტაციის პრაქტიკა სხვა საერთაშორისო ტექსტებისა და ინსტრუმენტების გათვალისწინებით
(ა) საფუძველი
65.კონვენციაში არსებული ტერმინებისა და ფრაზების მნიშვნელობის განსასაზღვრად სასამართლო ეფუძნება სახელშეკრულებო სამართლოს ვენის კონვენციის 31-33 მუხლებს (იხ. მაგალითად Golder v. the United Kingdom, 21 Tebervali 1975, § 29, Series A no. 18; Johnston and Others v. Ireland, 18 dekemberi 1986, §§ 51 et seq., Series A no. 112; Lithgow and Others v. the United Kingdom, 8 ivlisi 1986, §§ 114 da 117, Series A no. 102; and Witold Litwa v. Poland, no. 26629/95, §§ 57-59, ECHR 2000‑III).ვენის კონვენციის შესაბამისად, სასამართლო ველდებულია დაადგინოს სიტყვებისათვის მინიჭებული ჩვეულებრივი მნიშნელობა მათ კონტექსტში და იმ ობიექტისა და მიზნის გათვალისწინებით, რისთვისაც მოხდა მათი შექმნა (იხ. Golder ციტირებული ზემოთ, § 29; Johnston and Others ციტირებული ზემოთ, § 51; და ვენის კონვენციის 31-ე მუხლის 1 პარაგრაფი). შესაძლებელია მოხდეს განმარტების დამატებითი საშუალებების გამოყენებაც, რომელიც მიზნად ისახავს ან ზემოთხსენებული ნაბიჯების შედეგად დადგენილი მნიშვნელობის დადასტურებას, ან მის დადგენას, როდესაც სხვაგვარად მისი მნიშვნელობა ბუნდოვანია, ორაზროვანი ან აშკარად აბსურდული და არაგონივრული ( ვენის კონვენციის მუხლი 32, იხ. Saadi v. the United Kingdom [GC], no. 13229/03, § 62, ECHR 2008‑....).
66.იმის გათვალისწინებით, რომ კონვენცია პირველ რიგში წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის სისტემას, სასამართლომ იგი იმგვარად უნდა განმარტოს და გამოიყენოს, რომ უზრუნველყოს უფლებებით პრაქტიკული და ეფექტური და არა თეორიული და ილუზორული სარგებლობა. კონვენცია წაკითხულ უნდა იქნას მთლიანობაში და მისი განმარტება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს კონვენციისშიდა შესაბამისობას და ჰარმონიას მის სხვადასხვა დებულებებს შორის (იხ. სხვა მრავალს შორის, Stec and Others v. the United Kingdom (dec.) [GC], nos. 65731/01 and 65900/01, §§ 47-48, ECHR 2005‑X).
67.ამასთანავე, სასამართლოს არასდროს მიუჩნევია კონვენციის დებულებები მასში ასახული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებისათვის ერთადერთ საშუალებად. პირუკუ, მან უნდა გაითვალისწინოს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობაზე გავლენის მქონე საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი სხვა შესაბამისი წესი და პრინციპი (იხ.Saadi ციტირებული ზემოთ, § 62; Al-Adsani, citirebuli zemoT, § 55; da Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi v. Ireland [GC], no. 45036/98, § 150, ECHR 2005‑VI;ასევე ვენის კონვენციის 31-ე მუხლის მე-3 პარაგრაფის (გ) პუნქტი).
68.სასამართლო ამასთანავე მიუთითებს, რომ იგი მუდმივად აღნიშნავდა კონვენციის "ცოცხალ" ხასიას, რის გამოც ეს უკანასკნელი უნდა განიმარტოს არსებული გარემოებების მიხედვით და კონვენციის დებულებების განმარტებისას იგი ითვალისწინებს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის აღმოცენებად ნორმებს (იხ.Soering v. the United Kingdom, 7 ivlisi 1989, § 102, Series A no. 161; Vo v. France [GC], no. 53924/00, § 82, ECHR 2004‑VIII; da Mamatkulov and Askarov v. Turkey [GC], nos. 46827/99 da 46951/99, § 121, ECHR 2005‑I).
(ბ) კონვენციის განმარტებისას გამოყენებული საერთაშორისო ტექსტებისა და ინსტრუმენტების მრავალფეროვნება
(i) ზოგადი საერთაშორისო სამართალი
69.კონვენციის მიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოებზე დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებები შესაძლებელია განმარტებულ იქნას, პირველ რიგში, შესაბამის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით (მაგალითად, კონვენციის მე-8 მუხლი სასამართლომ განმარტა გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვთა კონვენციისა და 1967 წლის 24 აპრილის ბავშვის შვილად აყვანის ევროპული კონვენციის დახმარებით - იხ. Pini and Others v. Romania, nos. 78028/01 dდა 78030/01, §§ 139 და 144, ECHR 2004‑V; და Emonet and Others v. Switzerland, no. 39051/03, §§ 65-66, ECHR 2007‑...).
70.სხვა საქმეში, როდესაც მითითება გაკეთდა კონვენციის გარდა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, სასამართლომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დასადგენად "საშინაო მონობის აკრძალვასთან" დაკავშირებით გაითვალისწინა უნივერსალური საერთაშორისო კონვენციების დებულებები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იძლებითი შრომის კონვენცია, მონობის, მონებით ვაჭრობის გაუქმებისა და მონობის მსგავსი პრაქტიკის ამკრძალავი დამატებითი კონვენცია, და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენცია - იხ. Siliadin v. France, no. 73316/01, §§ 85-87, ECHR 2005‑VII). მოცემული საერთაშორისო ინსტრუმენტების შესაბამისი დებულებების მოხმობის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კონვენციის მე-4 მუხლთან შესაბამისობის საკითხის დაყვანა უშუალოდ სახელმწიფო ორგანოების ქმედებებამდე შეუსაბამო იქნებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებების იმ მოთხოვნებთან, რომელიც უშუალოდ ეხება მოცემულ საკითხს და შედეგად გამოიწვევდა მათ არაეფექტურობას (ibid. § 89).
71.როგორც სასამართლომ აღნიშნა Golder საქმეში (ციტირებული ზემოთ, § 35), მხარეებს შორის გამოყენებადი საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესები ასევე მოიცავს "ცივილიზებული ერების მიერ აღიარებულ სამართლის ზოგად პრინციპებსაც" (იხ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების 38-ე მუხლის 1(გ) პარაგრაფი), ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის იურიდულმა კომიტეტმა 1950 წლის აგვისტოში წინასწარ აღნიშნა, რომ "კომისია და სასამართლო აუცილებლად გამოიყენებდნენ ამგვარ პრინციპებს" მათი ვალდებულებების შესრულებისას და შედეგად "არასაჭიროდ" მიიჩნია კონვენციაში მოცემულ საკითზე კონკრეტული დებულების ჩაწერა (საკონსულტაციო ასამბლეის დოკუმენტები, სამუშაო დოკუმენტები 1950 წლის სესია, თავი III, ნომერი 93, გვერდი 982, პარაგრაფი 5).
72.Soering განაჩენში (ციტირებული ზემოთ) კონვენციის მე-3 მუხლის განვითარებადი სასამართლო პრაქტიკის დადგენისას სასამართლომ გაითვალისწინა უნივერსალური დოკუმენტები მესამე ქვეყნებში ექტრადიციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მან განიხილა1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი და 1969 წლის ადამიანის უფლებების ამერიკული კონვენცია იმის დასადგენად, რომ კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობა საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტი გახდა. მეორეს მხრივ მან განიხილა ის ფაქტი, რომ გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ამკრძალავი კონვენციის მიერ პირთა ექსტრადიციას სხვა სახელმწიფოში აკრძალვა, სადაც ეს უსკანასკნელი შეიძლება წამებას დაქვემდებარებულიყო, არ გულისხმობდა, რომ არსობრივად მსგავსი ვალდებულება არ იყო უკვე გათვალისწინებული ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ზოგად პირობებში.
73.მეტიც, Al-Adsani განაჩენში სასამართლომ უნივერსალურ ინსტრუმენტებზე (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 5, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, მუხლი 7, წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გაეროს კონვენციის მე-2 და მე-4 მუხლები) მითითებით და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ მათი ინტერპრეტაციის შედეგად (ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილება საქმეში Furundzija, 10 დეკემებრი 1998) ისევე როგორც ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით (ლორდთა პალატის გადაწყვეტილება საქმეში ex parte Pinochet (Nო. 3)) დაადგინა, რომ წამების აკრძალვამ მიაღწია საერთაშორისო სამართლის უზენაესი ნორმის იგივე Jus Cogens სტატუს, რაც აისახა კიდეც მოცემული საკითხის ირგვლივ არსებულ სასამართლო პრაქტიკაში (Al-Adsani, ციტირებული ზემოთ, § 60).
(ii) ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები
74.კონვენციის განმარტების მიზნით სასამართლომ მის განაჩენებში გამოიყენა ევროპის საბჭოს ორგანოების არასავალდებულო ინსტრუმენტები, განსაკუთრებით კი რეკომენდაციები და მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები (იხ. სხვა მრავალს შორის Ö Öneryıldız v. Turkey [GC], no. 48939/99, §§ 59, 71, 90 და 93, ECHR 2004‑XII).
75. ინტერპრეტაციის მოცემული მეთოდების გამოყენებით სასამართლომ გაამყარა მისი არგუმენტაცია ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებიდან გამომდინარე ნორმებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ორგანოებს არ ეკისრებათ კონვენციის არც ხელშემკვრელ სახელმწიფოთა წარმომადგენლობის ფუნქცია და არც ზედამხედველობისა თუ საექსპერტო ორგანოთა ვალდებულებები. კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების ზუსტი მასშტაბის განსამარტად, სასამართომ, მაგალითად, გამოიყენა სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად ევროპული კომისიის, ცნობილი როგორც ვენეციის კომისიის შრომა (იხ. სხვათა შორის, Russian Conservative Party of Entrepreneurs and Others v. Russia, nos. 55066/00 and 55638/00, §§ 70-73, ECHR 2007‑...; Basque Nationalist Party – Iparralde Regional Organisation v. France, no. 71251/01, §§ 45-52, ECHR 2007‑...; და Çiloğlu and Others v. Turkey, no. 73333/01, § 17, 6 მარტი 2007), ისევე როგორც რასიზმისა და არატოლერანტობის ევროპული კომისიის დასკვნები (იხ. მაგალითად, Bekos and Koutropoulos v. Greece, no. 15250/02, §§ 33‑36, ECHR 2005‑... ; Ivanova v. Bulgaria, no. 52435/99, §§ 65-66, ECHR 2007‑...; Cobzaru v. Romania, no. 48254/99, §§ 49-50, 26 ივლისი 2007; and D.H. and Others v. the Czech Republic [GC], no. 57325/00, §§ 59-65, 184, 192, 200 და 205, ECHR 2007 .. ) და წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშები (იხ. მაგალითად Aerts v. Belgium, 30 July 1998, § 42, Reports of Judgments and Decisions 1998‑V; Slimani v. France, no. 57671/00, §§ 22 et seq., ECHR 2004‑IX; Nazarenko v. Ukraine, no. 39483/98, §§ 94-102, 29 აპრილი 2003; Kalashnikov v. Russia, no. 47095/99, § 97, ECHR 2002‑VI; და Kadiķis v. Latvia (no. 2), no. 62393/00, § 52,, 4 მაისი 2006).
(iii) სასამართლოს მიერ შეფასება
76.სასამართლომ ახლახანს დაადასტურა Saadi v. the United Kingdom განაჩენში (ციტირებული ზემოთ, § 63), რომ როდესაც იგი განიხილავს კონვენციის დებულებათა ობიექტსა და მიზანს, იგი ამასთანავე ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალს მოცემული საკითხის ირგვლივ. უმეტეს სახელმწიფოთა მიერ აღიარებული წესებითა და პრინციპებით შემდგარი, ევროპულ სახელმწიფოთათვის ჩვეული საერთაშორისო თუ ეროვნული სამართლებრივი სტანდარტები ასახავს იმ რეალობას, რომელსაც სასამართლო გვერდს ვერ აუვლის მაშინ, როდესაც ევალება კონვენციის დებულებათა მასშტაბის განსაზღვრა იმ პირობებში, სადაც ინტერპრეტაციის სხვა კონვენციური ზომები საკმარისი არ გახლდათ სარწმუნოობის საკმარისი მასშტაბით დასადგენად.
77.მაგალითისათვის, დაადგინა რა, რომ ორგანიზების უფლებას გააჩნდა ნეგატიური ასპექტი, რომელიც არ უშვებდა შეთანხმებებს სამსახურში მხოლოდ გარკვეული პროფკავშირის წევრთა მიღებაზე, სასამართლო დიდწილად დაეყრდნო ევროპულ სოციალურ ქარტიას და მასზე ზედამხედველობის გამახორციელებელ ორგანოთა პრაქტიკას, ისევე როგორც სხვა ევროპული თუ უნივერსალური ინსტრუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საერთაშორისო დონეზე ამ საკითხზე გამოითქმებოდა სულ უფრო მეტი თანხმობა (იხ.Sigurður A. Sigurjónsson v. Iceland, 30 ivnisi 1993, § 35, Series A no. 264; da Sørensen and Rasmussen v. Denmark [GC], nos. 52562/99 da 52620/99, §§ 72-75, ECHR 2006.. ).
78.ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალთან საერთო საფუძვლების ძიებისას იგი არასდროს ანსხვავებდა კანონის წყაროებს იმის მიხდვით, თუ რამდენად იყო იგი ხელმოწერილი ან რატიფიცირებული მოპასუხე სახელმწიფოს მიერ.
79.შესაბამისად, Marckx v. Belgium საქმეში, რომელიც ეხებოდა ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების იურიდიულ სტატუსს, სასამართლომ მისი განმარტება 1962 და 1975 წლის ორ კონვენციას დააფუძნა, რომელიც ბელგიის, ისევე როგორც კონვენციის წევრი ხვა სახელმწიფოების მიერ, ჯერ არ იყო რატიფიცირებული ( Marckx v. Belgium, 13 ივნისი 1979, §§ 20 და 41, Series A no. 31). სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ ინსტრუმენტთა რატიფიკაციის მცირე რაოდენობა ვერ განიხილებოდა წევრ-სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობის ეროვნულ კანონმდებლობაში, ისევე როგორც შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებში, "mater semper certa est" პრინციპის სრული აღიარების კონტრარგუმენტად.
80.მეტიც, საქმეებში Christine Goodwin v. the United Kingdom ([GC], no. 28957/95, ECHR 2002‑VI), Vilho Eskelinen and Others v. Finland ([GC], no. 63235/00, ECHR 2007‑...) და Sørensen and Rasmussen v. Denmark (ციტირებული ზემოთ), სასამართლომ იხელმძღვანელა ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების წესდებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დოკუმენტი არ იყო სავალდებულო. საქმეებში McElhinney v. Ireland ([GC], no. 31253/96, ECHR 2001‑XI), Al-Adsani v. the United Kingdom (ციტირებული ზემოთ) და Fogarty v. the United Kingdom ([GC], no. 37112/97, ECHR 2001‑XI)სასამართლომ გაითვალისწინა სახელმწიფო იმუნიტეტის შესახებ ევროპული კონვენცია, რომელიც მოცემული დროისათვის მხოლოდ რვა წევრი სახელმწიფოს მიერ იყო რატიფიცირებული.
81.ამასთანავე, Glass v. the United Kingdom განაჩენში კონვენციის მე-8 მუხლის განმარტებისას სასამართლომ გაითვალისწინა 1997 წლის 4 აპრილის ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის ოვიედოს კონვენციის სტანდარტები მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ინსტრუმენტი არ გახლდათ რატიფიცირებული კონვენციის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ (იხ. Glass v. the United Kingdom, no. 61827/00, § 75, ECHR 2004‑II).
82.კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით სახიფათო საქმიანობებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსასაზღვრად Öneryıldız v. Turkey საქმეში, სასამართლო, სხვა დოკუმენტებთან ერთად შეეხო გარემოსათვის სახიფათო საქმიანობების შედეგად მიყენებული ზიანისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის კონვენციას (ETS 150 - ლუგანო, 21 ივნისი 1993) და სისხლის სამართლის დახმარებით გარემოს დაცვის კონვენციას (ETS 172 - სტრასბურგი, 4 ნოემბერი 1998). წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობას, მათ შორის თურქეთსაც, მოცემულ ორ კონვენციაზე არც ხელი ჰქონდათ მოწერილი და არც რატიფიცირებული ჰქონდათ (იხ.Öneryıldız, ციტირებული ზემოთ, § 59).
83.Taşkın and Others v. Turkey საქმეში მე-8 მუხლის ირგვლივ გარემოს დაცვის საკითხებზე სასამართლომ მისი სასამართლო პრაქტიკა (ასპექტი, რომელიც ინდივიდის პირადი ცხოვრების ნაწილად ითვლება) დიდწილად დააფუძნა გარემოსთან დაკავშირებულ თემებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და სამართლის ხელმისაწვდომობის შესახებ არჰუსის კონვენციაში გაწერილ პრინციპებზე (ECE/CEP/43) (იხ. Taşkın and Others v. Turkey, no. 49517/99, §§ 99 და 119, 4 დეკემბერი 2003. თურქეთს ხელი არ ჰქონდა მოწერილი არჰუსის კონვენციაზე.
84.სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ შემდეგ მოიხმო რიგი წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის არარსებობა ადამიანის უფლებების კომიტეტის მიერ კონვენციის სისტემაში ცალკეული ეკონომიკური და სოციალური უფლებების გასავრცობად დამატებითი ოქმის შექმნისას განხორციელებული სამუშაოების დროს. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოთა მოცემული დამოკიდებულებას თან ახლდა, რაც აღნიშნულ იქნა კიდეც მთავრობის მიერ, სურვილი გაძლიერებულიყო სოციალური ქარტიის მექანიზმი. აღნიშნულს სასამართლო მიიჩნევს ეკონომიკური და სოციალური უფლებების ხელშეწყობისათვის ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსესუსის მხარდამჭერ არგუმენტად. სასამართლო თავისუფალია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მოცემული ზოგადი სურვილი გაითვალისწინოს კონვენციის დებულებების განმარტებისას.
85.სასამართლოს, კონვენციის ტერმინთა მნიშვნელობისა და არსის განმარტებისას, შეუძლია და ვალდებულია გაითვალისწინოს კონვენციის მიღმა არსებული საერთაშორისო სამართლის ელემენტები, მოცემულ ელემენტთა ინტერპრეტაცია კომპეტენტური ორგანოების მიერ და საერთო ღირებულებების ამსახველი ევროპულ სახელმწიფოთა პრაქტიკა. სპეციალიზებული საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა პრაქტიკიდან გამომდინარე კონსესუსი შესაძლებელია წარმოადგენდეს სასამართლოსათვის საინტერესო ხედვას კონვენციის კონკრეტულ შემთხვევებში განმარტების დროს.
86. მოცემულ კონტექსტში არ არის აუცილებელი მოპასუხე სახელმწიფოს რატიფიცირებული ჰქონდეს იმ ინსტრუმენტთა სრული კოლექცია, რომელიც ვრელდება მოცემული საქმის საგანზე. სასამართლოსათვის საკმარისი იქნება მოცემული ინსტრუმენტები ეხებოდეს საერთაშორისო სამართალში ან ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა ეროვნულ სამართალში მოქმედ და მუდმივად განვითარებად ნორმებსა და პრინციპებს და აშკარად ადასტურებდეს, რომ თანამედროვე საზოგადოებები იზიარებენ საერთო საფუძვლებს (იხ.mutatis mutandis, Marckx,ციტირებული ზემოთ, § 41).
ბ. მუნიციპალურ სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლება შექმნან პროფკავშირები
1. პალატის გადაწყვეტილება
87.პალატამ მიიჩნია, რომ მის წინაშე არ დადასტურებულა, რომ სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ პროფკავშირების შექმნის სრული აკრძალვა თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ეს გამოყენებულ იქნა კიდეც, გამოწვეული იყო "მწველი სოციალური საჭიროებით". მან დაადგინა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ "კანონმდებლობა არ აყალიბებდა ამგვარ შესაძლებლობას" არ იყო საკმარისი ისეთი რადიკალური ზომის განსახორციელებლად, როგორიც გახლავთ პროფკავშირის დაშლა.
88.Tüm Haber Sen and Çınar v. Turkey (no. 28602/95, §§ 36-39, ECHR 2006‑...)განაჩენზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ "თუმ ბელ სენ"-ის პროფკავშირის საქმიანობის საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსათვის საფრთხის არსებობის კონკრეტული მტკიცებულების გარეშე, მოპასუხე სახელმწიფომ, მომჩვანთა კავშირის იურიდიული სუბიექტობის აღიარებაზე უარის თქმით დაარღვია კონვენციის მე-11 მუხლში განმტკიცებული უფლებით სარგებლობის გარანტირების ვალდებულება. შესაბამისად, დაასკვნა, რომ ამ მხრივ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.
2. მხარეთა არგუმენტები
(ა) მთავრობა
89.დიდი პალატის წინაშე მთავრობამ წამოაყენა შუამდგომლობა კონვენციის დებულებებთან ratione materiae შეუსაბამობის დადგენის მოთხოვნით: კონვენციის მე-11 მუხლი არ ვრცელდება "სახელმწიფოს ადმინისტრაციის... წევრებზე", შედეგად იგი ვერ გავრცელდებოდა წინამდებარე საქმის განმცხაებლებზეც, რადგანაც ისინი მოსამსახურეთა კატეგორიას მიეკუთვებოდნენ. სასამართლომ გადაწყვიტა მოცემული გასაჩივრება განეხილა არსებით მხარესთან ერთად (იხ. პარაგრაფი 56, ზემოთ).
90.საკუთარი არგუმენტის მხარდასაჭერად, მთავრობამ აღნიშნა, რომ თურქეთის ყველა საჯარო მოხელეზე ვრცელდებოდა კონკრეტული წესები. მუნიციპალური სახელმწიფო მოხელეებიც არ განსხვავდებოდნენ სხვა სახელმწიფო მოხელეებისაგან, რადგანაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ცალსახად წარმოადგენდნენ საჯარო ვალდებულებების განმახორციელებელი ხელისუფლების ნაწილს.
91.მთავრობა იზიარებდა მოსაზრებას, რომ ინტერპრეტაციის ან სასამართლო პრაქტიკის გამოყენებით შეუძლებელი იყო მე-11 მუხლის in fine ეფექტურობის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებს უფლება ენიჭებათ საკუთარი შეიარაღებული ძალების, პოლიციისა თუ სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრებს დაუწესონ შეზღუდვები და არა ისეთი, რომელიც უნდა შემოწმდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში მათ აუცილებლობაზე.
92.დიდი პალატის წინაშე მთავრობა ასევე დავობდა, რომ 1995 წლის 6 დეკემბრის საკასაციო განაჩენს არ ჰქონდა ნეგატიური გავლენა პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ის საქმიანობაზე, რადგანაც მან გამოამჟღავნა აშკარა ორგანიზაციული ეფექტურობა და შეძლო ასობით კოლექტიური შეთანხმების გაფორმება, რის შედეგადაც ახლა დაახლოებით ათი ათასი მუნიციპალური მოხელე იცავს საკუთარ ინტერესებს.
(ბ) მომჩივნები
93.სახელმწიფო მოსამსახურეთათვის პროფკავშირების ჩამოყალიბების აკრძალვასთან დაკავშირებით მომჩივნები დაეთანხმნენ პალატის პოზიციას, თუმცა აღნიშნეს, რომ მათი მთავარი წუხილი ეხებოდა კოლექტიური შეთანხმების გაუქმებას. მათ აღნიშნეს, რომ წინამდებარე საქმეში დაწესებული აკრძალვდა არ ითვალისწინებდა იმ აქტს, რომ რიგი სახელმწიფო მოსამსახურეებისა ახორციელებდა კერძო სექტორში მომუშავეთა იდენტურ ფუნქციებს.
94.რაც შეეხება 1995 წლის 6 დეკემბრის საკასაციო გადაწყვეტილების შედეგებს პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ის საქმიანობაზე, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის და სამოქალაქო სარჩელები, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით იმ მერების წინააღმდეგ, რომლებმაც კოლექტიური შეთანხმება გააფორმეს პროფკავშირებთან. მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს საქმისწარმოება შეჩერდა, მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებმა, ხელახალი საქმის შიშით, შეწყვიტეს კოლექტიური შეთანხმებების გაფორმება პროფკავშირებთან. შედეგად, "თუმ ბელ სენ"-ის პროფკავშირის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
95.ამ მხრივ მომჩივნები ასევე აცხადებდნენ, რომ აუდიტის სასამართლომ 1995 წლის 6 დეკემბრის საკასაციო გადაწყვეტილების შედეგად გააბათილა პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ის კოლექტიური შეთანხმებანი და კავშირში გაერთიანებულ სახელმწიფო მოსამსახურეებს მოუწიათ გაბათილებული შეთანხმებების შედეგად მიღებული დამატებითი ხელფასებისა თუ გადახდების ანაზღაურება. მოცემული ფაქტი, რომელიც თავისთავად წარმოადგენდა ჩარევას პროკავშირის საქმიანობაში, ამასთანავე ხელს უშლიდა ამ უკანასკნელს დაერწმუნებინა სხვა მუნიციპალური ხელისუფლებანი გაეფორმებინათ ახალი კოლექტიური შეთანხმებანი.
3. სასამართლოს შეფასება
(ა) შეუძლიათ თუ არა მომჩივნებს, როგორც მუნიციპალურ სახელმწიფო მოსამსახურეებს, ისარგებლონ კონვენციის მე-11 მუხლით დადგენილი გარანტიებით?
96.სასამართლომ ამჯერად უნდა განიხილოს მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ საჩივარი არის ratione materiae შეუსაბამო კონვენციასთან რადგანაც კონვენციის მე-11 მუხლი არ ვრცელდება "სახელმწიფო ადმინისტრაციის ... წევრებზე".
მართალია, აღნიშნული დებულების მე-2 პარაგრაფი in fine აშკარად მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მის მიერ დაქირავებულ პირთა გაერთიანების თავისუფლებას, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს მუხლის გამოყენებაზე დაწესებულ კანონიერ შეზღუდვებს შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ორგანოების ადგმინისტრციის წევრთა მიმართ (იხ.Swedish Engine Drivers’ Union v. Sweden, § 37, Series A no. 20).
97.ამ მხრივ სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-11 მუხლში ხსენებული სამი ჯგუფისადმი დაწესებული შეზღუდვები ვიწროდ უნდა იქნას განხილული და არ უნდა მოხდეს მათი "სარგებლობიდან" გადახვევა. მოცემულმა შეზღუდვებმა არ უნდა დააკნინონ ორგანიზების უფლების არსი. ამ მხრივ სასამართლო არ იზიარებს კომისიის ხედვას მასზედ, რომ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებაში ნახსენები ტერმინი "კანონიერი" საჭიროებს შეზღუდვის მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვას და საკმარისია მისი თვითნებურობის თავიდან აცილება და რომ იგი შედეგად არ საჭიროებს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვას (იხ.Council of Civil Service Unions and Others v. the United Kingdom, no. 11603/85, კომისიის გადაწყვეტილება 20 იანვარი 1987, Decisions and Reports 50, გვ. 241). მეტიც, სასამართლოს აზრით სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაადასტუროს ამგვარ პირთა წინააღმდეგ ორგანიზების უფლებაზე დაკისრებულ შეზღუდვათა ლეგიტიმურობა. სასამართლო ამასთანავე მიიჩნევს, რომ მუნიციპალური სახელმწიფო მოსამსახურეები, რომელიც, როგორც ასეთი, არ არიან ჩართულნი სახელმწიფოს ადმინისტრირებაში, არ უნდა იქნან განხილულნი "სახელმწიფოს ადმინისტრაციის წევრებად", შედეგად, არ უნდა დაექვემდებარონ მათ მიმართ ორგანიზებისა და პროფესიული კავშირების შექმნის შეზღუდვას (იხ.mutatis mutandis, Tüm Haber Sen and Çınar, ციტირებული ზემოთ, §§ 35-40 და 50).
98.სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ხედვა გაზიარებულია შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტთა უმრავლესობითა და ევროპულ სახელმწიფოთა პრაქტიკით.
99.მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფი, რომელიც იგივე თემას ეხება, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრებზე შესაძლებელია გავრცელდეს შეზღუდვები, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლი, რომლის შინაარსიც კონვენციის მე-11 მუხლის მსგავსია, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია გაერთიანეის თავისუფლებაზე დააწესოს შეზღუდვა მხოლოდ შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის წევრებზე. ეს უკანასკნელი არ ახსენებს სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრებს.
100.სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო დონეზე ახდენს საჯარო მოხელეთა მიერ პროფკავშირების შექმნის უფლების გარანტირებას, გახლავთ შსო კონვენცია 87 გაერთიანების თავისუფლების შესახებ. მოცემული კონვენციის მე-2 მუხლი აღნიშნვს, რომ ყველა მოსამსახურე, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, სარგებლობს უფლებით შექმნას და გაწევრიანდეს საკუთარი სურვილით არჩეულ ორგანიზაციაში (იხ. პარაგრაფი 37, ზემოთ).
101.სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეთა უფლება გაწევრიანდნენ პროფკავშირებში დადასტურებულია მრავალგზის კონვენციიებისა და რეკომენდაციების გამოყენების ექსპერტთა კომიტეტის მიერ. მოცემული კომიტეტი, და მისი ინდივიდუალური დასკვნა თურქეთის მთავრობის მიმართ 87-ე კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ მოცემული ინსტრუმენტით დადგენილი უფლებიდან ერთადერთი გამონაკლისი ვრცელდებოდა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაზე (იხ. პარაგრაფი 38, ზემოთ).
102.სასამართლო ამასთანავე აღნიშნავს, რომ შსო-ს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა გაიზიარა იგივე ხედვა მუნიციპალურ სახელმწიფო მოსამსახურეებთან დაკავშირებით. კომიტეტის აზრით, ადგილობრივი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ ეფეტურად დააფუძნონ მათთვის სასურველი ორგანიზაციები და აღნიშნულმა უნდა ისარგებლონ სრული უფლებით განავითარონ და დაიცვან იმ მოამსახურეთა ინტერესები, რომლებსაც წარმოადგენენ (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ).
103.ევროპული ორგანიზაციების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებები ადასტურებენ, რომ პრინციპი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოსამსახურეები სარგებლობენ გაერთიანების ფუნდამენტური უფლებით, ფართოდ არის აღიარებული წევრ სახელმწიფოებში. მაგალითად, ევროპული სოციალური ქარტიის მე-5 მუხლი აწესებს მომსახურეთა და დაქირავებულთა თავისუფლებას ჩამოაყალიბონ ადგილობრივი, ეროვნული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად და გაერთიანდნენ მოცემულ ორგანიზაციებში. ეროვნულმა კანონმდებლობამ შესაძლებელია დააწესოს ნაწილობრივი შეზღუდვები პოლიციის მიმართ და სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვები შეიარაღებული ძალების წევრთა მიმართ, თუმცა არ უშვებს საშუალებას დაწესდეს შეზღუდვა სახელმწიფო ადმინიტსრაციის სხვა წევრთა მისამართით.
104.სახელმწიფო მოსამსახურეთა გაერთიანების უფლება აღიარებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში რ(2000) 6 , რომელიც ეხება ევროპაში საჯარო მოხელეთა სტატუსს. მოცემული რეკომენდაციის მე-8 პრინციპი აცხადებს, რომ საჯარო მოხელეები, პრინციპში, სარგებლობენ სხვა მოქალაქეთა მსგავსი უფლებებით და რომ პროფკავშირთან დაკავშირებული მათი უფლებები შესაძლებელია კანონიერად შეიზღუდოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია საჯარო ფუნქციათა ჯეროვანი გახორციელებისათვის (იხ. პარაგრაფი 46, ზემოთ).
105.კიდევ ერთი ევროპული ინსტრუმენტი გახლავთ ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა წესდება. მას ორგანიზების უფლებისადმი ღია მიდგომა აქვს, აცხადებს რა, რომ 12(1) მუხლი, სხვა ყველაფერთან ერთად, საკუთარი ინტერესების დასაცავად "ყველას" ანიჭებს პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაწევრიანების უფლებას (იხ. პარაგრაფი 47 ზემოთ).
106.რაც შეეხება ევროპულ პრაქტიკას, სასამართლო იმეორებს, რომ საჯარო მოხელეთა უფლება გაწევრიანდნენ პროფკავშირებში ახლა უკვე აღიარებულია ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ (იხ. პარაგრაფი 48 ზემოთ). მოცემული უფლება ვრცელდება როგორც საშტატო ისე საკონტრაქტო საჯარო მოხელეებზე და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ინდუსტრიულ თუ კომერციულ საწარმოებზე, როგორც ეროვნულ ისე მუნიციპალურ დონეზე. სახელმწიფო მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა თუ სად მუშაობენ, ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში, ზოგადად უფლებამოსილნი არიან გაწევრიანდნენ საკუთარი სურვილით შერჩეულ პროფკავშირში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პროფკავშირს, როგორც წესი, უფრო მეტი წევრი ჰყავს საჯარო სექტორში, ვიდრე კერძოში, რაც წარმოადგენს აშკარა ნიშანს წევრ სახელმწიფოთა მიერ შექმნილი ხელსაყრელი სამართლებრივი და ადმინისტრაციული გარემოს შესახებ. წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაში დაწესებულია მცირე შეზღუდვები, რომელიც ძირითადად ვრცელდება მხოლოდ სასამართლო ორგანოებზე, პოლიციაზე, სახანძროსა და, ყველაზე მკაცრად, აისახება რა კავშირის წევრობის აკრძალვით, შეიარაღებული ძალების წევრებზე.
107.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ "სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრები" არ შეიძლება გამოირიცხოს კონვენციის მე-11 მუხლის მოქმედების სფეროდან. მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ეროვნულ ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს "კანონიერი შეზღუდვები" აღნიშნულ წევრებზე. თუმცა, წინამდებარე საქმეში მთავრობამ ვერ დაადასტურა, თუ რატომ საჭიროებდა მომჩივანთა როგორც მუნიციპალურ სახელმწიფო მოსამსახურეთა, საქმიანობის მიჩნევა "სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრად" განხილვას და მოცემულ შეზღუდვათა დაწესებას. შესაბამისად, მომჩივნებს კანონიერი უფლება აქვთ დაეფუძნონ კონვენციის მე-11 მუხლს და ნებისმიერმა ჩარევამ მათ მიერ მოცემული უფლების განხორციელებისას უნდა დააკმაყოფილოს მოხლის მე-2 ნაწილში დადგენილი პირობები.
108.შესაბამისად, მომჩივნებს შეუძლიათ კანონიერად დაეფუძნონ კონვენციის მე-11 მუხლს და ამ საკითხზე მთავრობის პრეტენზია არ უნდა დაკმაყოფილდეს.
(ბ) ზოგადი პრინციპები
109.სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მე-11 მუხლის 1 ნაწილი ასახავს პროფკავშირის თავისუფლებას როგორც გაერთიანების თავისუფლების ერთ ფორმას ან განსაკუთრებულ ასპექტს (იხ. National Union of Belgian Police v. Belgium, 27 ოქტომბერი 1975, § 38, Series A no 19; და Swedish Engine Drivers’ Union, ციტირებული ზემოთ, § 39). კონვენცია არ ანსხვავებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს, როგორც საჯარო ძალაუფლების მქონესა და მის, როგორც დამქირავებლის ვალდებულებებს შორის. არც მე-11 მუხლი წარმოადგენს გამონაკლისს მოცემული წესიდან. პირიქით, მოცემული დებულების მე-2 პარაგრაფი ინ ფინე აშკარად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას და შესაძლებელია დაადგინოს "კანონიერი შეზღუდვები" შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და ადმინისტრაციის წევრების მიმართ (იხ. Tüm Haber Sen and Çınar,ციტირებული ზემოთ, § 29). მე-11 მუხლი, შესაბამისად სავალდებულოა "სახელმწიფოს, როგორც დამქირავებლის" მიმართ მიუხედავად იმისა, საჯარო თუ კერძო სამართალი არეგულირებს მის ურთიერთობას საკუთარ თანამშრომლებთან (იხ.Swedish Engine Drivers’ Union, ციტირებული ზემოთ, § 37).
110.სასამართლო შემდგომ იმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 მუხლის მთავარი მიზანია ინდივიდების დაცვა დაცული უფლებების განხორციელებისას საჯარო ხელისუფლების თვითნებური ჩარევისაგან, სახელმწიფოსათვის ამასთანავე შესაძლებელია არსებობდეს პოზიტიური ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნას აღნიშნული უფლებებით ეფექტური სარგებლობა. მოცემული საქმის ამ კონკრეტულ კონტექსტში დადგება თურქეთის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ მომჩივნების მიერ გასაჩივრებული ფაქტები - ანუ სახელმწიფოს მიერ მათი კავშირის მოცემულ დროს აღიარებაზე უარის თქმა - აისახება მომჩივანთა მიერ კონვენიის მე-11 მუხლით დაცული უფლებების ეროვნულ დონეზე სარგებლობის შეზღუდვაში (იხ.Wilson, National Union of Journalists and Others v. the United Kingdom, nos. 30668/96, 30671/96 და30678/96, § 41, ECHR 2002-V; დაGustafsson v. Sweden, 25 აპრილი 1996, § 45, Reports 1996-II).
111.თუმცა, როგორც სასამართლომ აღნიშნა კონვენციის მე-8 მუხლის კონტექსტში, მიუხედავად იმისა თუ როგორ მოხდება საქმის გაანალიზება - სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების საფუძველზე მიმართოს გონივრულ და შესაბამის ზომებს მომჩივნის მოცემული მუხლით დადგენილი უფლებების დასაცავად თუ საჯარო ხელისუფლების ჩარევის გამართლებით მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - გამოყენებადი პრინციპები დიდწილად მაინც მსგავსი იქნება (იხ.Hatton and Others v. the United Kingdom [GC], no. 36022/97, § 98, ECHR 2003‑VIII).
(გ) სახელმწიფოს მოქმედებისა თუ უმოქმედობის შედეგები "თუმ ბელ სენ"- ის საქმიანობებზე
112.სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს, თუ რამდენად დასტურდება საქმის ფაქტებით მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ 1995 წლის 6 დეკემბრის საკასაციო განაჩენს გავლენა არ ჰქონია "თუმ ბელ სენ"-ის საქმიანობაზე.
113.იგი ამ მხრივ აღნიშნავს, რომ მოცემული გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ მომჩივან პროფკავშირს არ მიუღია სამართლის სუბიექტობა შექმნის დროს და, შედეგად, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ჰქონდა ორი შედეგი კავშირის საქმიანობაზე, ერთი რეტროსპექტიული, მეორე კი პერსპექტიული.
114.მოცემულ განაჩენს ჰქონდა უკუძალა იმდენად. რამდენადაც სასამართლომ "თუმ ბელ სენ"-ის მიერ გაზიანტეპის მუნიციპალურ საბჭოსთან მის წევრთა ინტერესების დაცვის მიზნით, მათ შორის წინამდებარე საქმეში არსებულ კოლექტიურ შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა და ქმედება ab initio 1991 წლიდან 1993 წლამდე ბათილად სცნო. მოცემული შედეგი კიდევ უფრო დამძიმდა აუდიტის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელმაც მოითხოვა პროფკავშირის წევრების მიერ დამქირავებელ ორგანოსთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად მიღებული დამატებითი გადახდების ანაზღაურება.
115.რაც შეეხება საკასაციო გადაწყვეტილების პერსპექტიულ ეფექტს, სასამართლო მომჩივანთა არგუმენტს მასზედ, რომ პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ის საქმიანობები მნიშვნელოვნად შეიზღუდა ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურთა პასიურობით ეწარმოებინათ მასთან მოლაპარაკებები, სარწმუნოდ მიიჩნევს. საქმიდან ჩანს, რომ პირვლ რიგში მუნიციპალური ხელისუფლებების ხელმძღვანელები, რომლებიც დასთანხმდნენ კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო მოხელეთათვის სარგებლის გაცემას, დაექვემდებარნენ ადმინისტრაციულ, ფინანსურ და სამართლებრივ დევნას 2001 წლის 4688 კანონის ძალაში შესვლამდე. მეორეს მხრივ კი, მოცემული კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც კი, ისინი ვალდებულნი შეიქმნენ სახელმწიფოსათვის აენაზღაურებინათ ნებისმიერი დამატებით გადახდილი თანხა და შემდეგ კი მოუწიათ იმ სახელმწიფო მოსამსახურეთა წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა, რომლებმაც მიიღეს მოცემული სარგებელი.
116.როგორც ზემოთ აღინიშნა (პარაგრაფი 88), პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა არა მარტო გაუმართლებელ ჩარევას მომჩივნის მე-11 მუხლით დაცულ უფლებებში, არამედ მომჩივანთა კავშირის სამართალსუბიექტობის აღირებაზე უარის გაცხადების შედეგად სახეზე გახლდათ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევაც, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ მუხლში გაწერილი უფლებებით სარგებლობა. პალატის მსგავსად, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმე შეიძლება შეფასდეს როგორ მე-11 მუხლში ჩარევა ან როგორც სახელმწიფოს მიერ, მომჩვანთა მიერ უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფის პოზიტიური ვალდებულების დარღვევა. მოცემული საქმის განსაკუთრებულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე მიდგომა შესაძლებელია მის წინაშე არსებული სახელმწიფო ხელისუფლების ქმედებისა და უმოქმედობის ნაზავის გამო. შესაბამისად, საქმის მოცემული ნაწილი უნდა გაანალიზდეს იმ მხრივ, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი მომჩივანთა უფლებებში ჩრევას, ისევე როგორც გასათვალისწინებელია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები.
(დ) მე-11 მუხლთან შესაბამისობა
117.მოცემული ჩარევა მე-11 მუხლის დარღვევას წარმოადგენს, თუ იგი არ არის "კანონით დადგენილი", მიზნად არ ისახავს ერთ ან მეტ კანონიერ მიზანს და არ არის "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში" მოცემულ მიზანთა მისაღწევად.
118.სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს გაერთიანებული სამოქალაქო განყოფილებების მიხედვით გასაჩივრებული ჩარევა შესაბამისობაში გახლდათ ეროვნულ კანონმდებლობასთან. მეტიც, სადავო არ გახლავთ, რომ განხილული გადაწყვეტილება, იმდენად რამდენადაც იგი მიზნად ისახავდა კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის შეუსაბამობის აღმოფხვრას, მიმართული იყო უწესრიგობის თავიდან აცილებისაკენ (იხ.Tüm Haber Sen and Çınar, ციტირებული ზემოთ, §§ 33-34).
(ii) აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
119.დემოკრატიულ საზოგადოებაში ამგვარი ჩარევის აუცილებლობის შესახებ სასამართლო იმეორებს, რომ კანონიერი შეზღუდვები შესაძლებელია დაწესდეს შეიარაღებული ძალების, პოლიციისა თუ სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრების პროფკავშირთან დაკავშირებულ უფლებებზე. თუმცა, ამასთანავე უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ მე-11 მუხლში ჩამოყალიბებული გამონაკლისები ვიწროდ უნდა იქნას განხილული.é მხოლოდ სარწმუნო და აუცილებელმა მიზნებმა შეიძლება გაამართლოს მოცემულ მხარეებს მიმართ გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი "აუცლებლობის" - და შესაბამისად "მწველი სოციალური საჭიროების" არსებობის განსასაზღვრად სახელმწიფოებს გააჩნიათ შეფასების მცირე ზღვარი, რომელიც ევროპულ ზედამხედველობასთან მჭიდრო კავშირშია და მოიცავს როგორც კანონებს, ისე მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოების მიერ გამოტანილსაც (იხ. მაგალითად Sidiropoulos and Others v. Greece, 10 ივლისი 1998, § 40, Reports 1998‑IV). სასამართლომ გასაჩივრებული ჩარევა ერთიანობაში უნდა განიხილოს და განსაზღვროს, იყო თუ არა ეს უკანასკნელი "კანონიერი მიზნის პროპორციული" და თუ რამდენად იყო ეროვნული ხელისუფლების მიერ მის გასამართლებლად გამოყენებული არგუმენტები "შესაფერისი და საკმარისი". ამის განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიყენა კონვენციის შესაბამის დებულებაში გაწერილი პრინციპების შესაბამისი სტანდარტები და, რომ მათი გადაწყვეტილებები ეფუძნება შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას (იხ. მაგალითად, Yazar and Others v. Turkey, nos. 22723/93, 22724/93 და 22725/93, § 51, ECHR 2002‑II).
120.იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო განმცხდებელთა კავშირის აღიარებაზე უარი გამართლებული "მწველი საზოგადოებრივი საჭიროებით", დიდი პალატა იზიარებს პალატის შემდეგ შეფასებას:
"აქამდე არ დადასტურებულა, რომ მაშინ მოქმედი თურქეთის სამართლის საფუძველზე სახელმწიფო მოსამსახურების მიერ პროფკავშირების ჩამოყალიბებაზე სრული აკრძალვა აკმაყოფილებდა "მწველი საზოგადოებრივი საჭიროების" არსებობის მოთხოვნას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ "კანონმდებლობა არ აწესებდა ამის საშუალებას" არ არის საკმარისი გაამართლოს ისეთი რადიკალური ზომა, როგორიც გახლავთ პროფკავშირის დაშლა".
121.სასამართლო ამასთანავე აღნიშნავს, რომ მოცემულ დროს არსებობდა რამდენიმე დამატებითი არგუმენტი მასზედ, რომ მომჩივანთა, როგორც მუნიციპალურ სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ პროფკავშირის ჩამოყალიბების უფლების აღიარებაზე უარი ვერ გამართლდებოდა "აუცილებლობით".
122.პირველ რიგში სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლება შექმნან და გაწევრიანდნენ პროფკავშირებში აღირებული გახლდათ საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებით, როგორც უნივერსალურ (იხ. პარაგრაფები 98-102, ზემოთ), ისე რეგიონლურ (იხ. პარაგრაფები 103-105 ზემოთ) დონეზე. ამასთნავე, ევროპული პრაქტიკის ანალიზი ადასტურებს, რომ საჯარო მოხელეთა გაერთიანების თავისუფლება ზოგადად აღირებული ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ (იხ. პრაგრაფი 106, ზემოთ).
123.მეორეს მხრივ, მოცემულ დროს, თურქეთს უკვე რატიფიცირებული ჰქონდა (1993 წლის 12 ივლისს დეპონირებული ინსტრუმენტით) შსო კონვენცია 87, ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ ახდენს საჯარო მოხელეთა მიერ პროფკავშირების შექმნის უფლების დაცვას. მოცემული დოკუმენტი, თურქეთის კონსტიტუციის გათვალისწინებით, თვითაღსრულებადი ხასიათისაა და პირდპირ გამოიყენება ეროვნულ სამართალში (იხ. პარაგრაფი 34, ზემოთ).
124.და ბოლოს, 1995 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და 1990იანი წლებიდან მოყოლებული სასამართლო ორგანოების პრაქტიკით თურქეთმა დადასტურა საკუთრი მზადყოფნა აღიაროს სახელმწიფო მოსამსახურეთა ორგანიზების უფლება - სურვილი გამოხატული 1993 წელს შსო 87-ე კონვენციის რატიფიკაციით. ეს უკანასკნელი პრაქტიკა აისახა საოლქო სასამართლოსა და საკასაციო სასამართლოს ოთხი სამოქალაქო განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. მეტიც, 2000 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა გაეროს ორ ინსტრუმენტს, რომელიც აღირებს მოცემულ უფლებას (იხ. პარაგრაფები 40 და 41, ზემოთ).
125.სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად საერთაშორისო სამართალში მომხდარი განვითარებისა, თურქეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო მომჩივანთათვის პროფკავშირის ჩამოყალიბების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა ძირითადად ორი მიზეზის გამო. პირველი, თურქეთის კანონმდებლობაში 1993 წელს შსო 87-ე კონვენციის რატიფიცირების შემდეგ არაფერი მომხდარა 2001 წლამდე, ანუ იმ თარიღამდე, როდესც ძალაში შევიდა სახელმწიფო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის აქტი (კანონი 4688), რომელმაც დაარეგულირა მოცემული უფლების პრქტიკული გამოყენება. მეორე, აღნიშნული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, საკასაციო სასამართლოს გაერთიანებულმა ოთხმა განყოფილებამ უარი განაცხადა მიჰყოლოდა გაზიანტეპის საოლქო სასამართლოს მიერ შემოთავაზებულ გამოსავალს - იურიდიული პირების ჩამოყალიბების ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაცია მოეხდინა შეზღუდულად და ფორმალურად. მოცემულმა განმარტებამ გაერთიანებულ სამოქალაქო განყოფილებებს ხელი შეუშალა შეეფასებინათ საქმის კონკრეტული გარემოებანი და დაედგინათ, თუ რამდენად იყო დაცული სამართლიანი ბალანსი მომჩივნებისა და დამქირავებელი ორგანოს, გაზიანტეპის მუნიციპალური საბჭოს ინტერესებს შორის (იხ.mutatis mutandis, Sørensen and Rasmussen, ციტირებული ზემოთ, § 58).
126.სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ვიწრო ინტერპრეტაცია და 1993-2001 წლებში კანონმდებლის უმოქმედობა, რომლის შედეგადაც სახელმწიფოს არ მიეცა საშუალება უზრუნველეყო მომჩივნების მიერ პროფკავშირთან დაკავშირებული უფლებებით სარგებლობა, ვერ გამართლდება როგორც "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში" კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
127.შესაბამისად, მომჩივანთა, როგორც მუნიციპალურ სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ პროფკავშირის შექმნის უფლების არ აღიარების გამო ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.
გ. პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ისა და ხელისუფლებას შორის დადებული იმ კოლექტიური შეთანხმების ბათილობა, რომელიც გამოიყენებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში
1. პალატის გადაწყვეტილება
128.პალატამ მოცემული საკითხი საკასაციო სასამართლოს სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ პროფკავშირის ჩამოყალიბების უფლების აღარებაზე უარის თქმის საკითხისაგან განცალკევებით განიხილა.
129.იმის დადგენისას, თუ რამდენად დაირღვა მომჩივანთა პროფკავშირთან დაკავშირებული უფლებები, პალატამ აღნიშნა, სასამართლოს პრაქტიკა არ გამორიცხავდა, რომ კოლექტიური შეთანხმებების დადება, საქმის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია წარმოადგენდეს ერთ-ერთ მთავარ - შესაძლებელია უპირველეს საშუალებასც კი - პროფკავშირის წევრთათვის დაიცვან საკუთარი ინტერესები. მან ხაზი გაუსვა ორგანულ კავშირს გაერთიანების თავისუფლებასა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების თავისუფლებას შორის, როგორც უკვე აღინიშნა კიდეც სოციალური ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტის მიერ.
130.პალტამ, მას შემდეგ რაც მიუთითა, რომ წინამდებრე საქმეში პროფკავშირი "თუმ ბელ სენი" დარწმუნებულ იქნა ხელისუფლების მიერ რათა ეწარმოებინა კოლექტიური მოლაპარაკებები და დაედო კოლექტიური შეთანხმება, და რადგანაც მოცემული შეთნხმებ ორი წლის განმავლობაში არეგულირებდა ყველა სამუშაო ურთიერთობას მუნიციპალიტეტ-საბჭოს თანამშრომლებსა და მათ დამქირავებსლ შორის, მიიჩნია, რომ მოცემული კოლექტიური შეთანხმება პროფკავშირისათვის წარმოადგენდ მთავარ, თუ არა ერთადერთ საშუალებას რათა ხელი შეეწყო და დაეცვა მისი წევრების ინტერესები ( იხ. პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 30-40).
131.პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოცემული ჩარევა განსაზღვრული იყო კანონით და რომ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება მიჩნეულიყო არსებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის შეუსაბამობის პრევენცია (იხ. § 42, პალატის გადაწყვეტილება). რაც შეეხება ჩარევის გამართლებას, პალატამ მიიჩნია, რომ მთავრობამ მოცემულ შემთხვევაში ვერ შეძლო მწველი სოციალური საჭიროების დადასტურება. მან ასევე მიიჩნია, რომ თურქეთმა ვერ დააკმაყოფილ მე-11 მუხლით დადგენილი პოზიტიური ვალდებულება დახმარებოდა მომჩივანთა კავშირს მისი წევრების ინტერესთა დაცვაში.
2. მხარეთა არგუმენტები
132.მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიდ პალატას მომჩივანთა მიერ პროფკავშირების ჩამოყალიბების უფლებასთან დაკავშირებული საჩივრისაგან განალკეებით უნდა განეხილა კოლექტიური შეთანხმების გაბათილების შესახებ საჩივარი.
(ა) მთავრობა
133.მთავრობა დავობდა, რომ კოლექტიური შეთანხმების გაბათილებასთან დაკავშირებული საჩივარი უნდა განხილული ცალკე, რადგანაც, მათი აზრით, იგი ეხებოდა მომჩივანთა მიერ პროფკავშირის შექმნის უფლებისაგან განსხვავებულ სამართლებრივ საკითხებს.
134.მთავრობის აზრით, მიუღებელი გახლდათ 1970იან წლებში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლა, რომლის მიხედვითაც მე-11 მუხლი არ ახდენდა კოლექტიური შეთანხმებების დადების უფლების გარანტირებას. National Union of Belgian Police v. Belgium an Swedish Engine Drivers’ Union v. Sweden ადრეული კლასიკური საქმეების შემდეგ, მოცემული სასამართლო პრაქტიკა უახლოეს წარსულში მოხმობილ იქნა საქმის მიუღებლად აღიარების გადაწყვეტილებებში (იხ. Francesco Schettini and Others v. Italy (dec), no. 29529/95, 9 ნოემბერი 2000; and UNISON v. the United Kingdom (dec.), no. 53574/99, ECHR 2002‑I).
135.ამ მხრივ მთავრობამ აღნიშნა, რომ პროფკავშირთან დაკავშირებული უფლებები შეიძლება რელიზებულიყო სხვადასხვა ფორმით და რომ სახელმწიფოები თავისუფალნი იყვნენ განესაზღვრათ ის ფორმები, რომლითაც სარგებლობა შეეძლოთ პროფკავშირებს. მთავრობა მიიჩნევდა, რომ მე-11 მუხლის მიზნებისათვის, სასამართლოს ფუნქციებში არ შედიოდა ხელშემკვრელ სახემწიფოებზე რომელიმე ფორმის თავს მოხვევა.
136.მთავრობამ მიუთითა, რომ შეუძლებელი იყო ერთიანი ევროპული პრაქტიკის დაწესება სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ კოლექტიური შეთანხმებების დადების უფლების ირგვლივ. რიგ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში მხოლოდ საკონტრაქტო თანამშრომლებს (განსხვავებით საშტატო თანამშრომლებისა) გააჩნდათ ამგვარი უფლება, მაშინ როდესაც სხვა სახელმწიფო მოსამსახურეები, რომლებსაც მაღალი პოზიცია ეკავათ, ვერ ისარგებლებდნენ მოცემული უფლებით.
137.დაბოლოს, მთავრობა მიიჩნევდა, რომ თურქეთის მიერ რატიფიცირებული შსო კონვენციები არ მოისაზრებოდნენ კონვენციის მე-11 მუხლის ქვეშ. იგი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს არ უნდა მოეხდინა მათი გამოყენება კონვენციის ახალი უფლების შესაქმნელად.
(ბ) მომჩივნები
138.მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მათი მთავარი საჩივარი ეხებოდა გაზიანტეპის მუნიციპალურ საბჭოსთან დადებული კოლექტიური შეთანმხების გაბათილებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეთანხმებოდნენ პალატის მიერ საკითხის ანალიზს და მიუთითეს, რომ საკასაციო სასამართლოს პოზიცია სრულად უგულვებელყოფდა მათ უფლებებს ამ მხრივ.
139.ისინი ამასთანავე დაეთანხმნენ პალატის სამი მოსამართლის თანმხვედრ მოსაზრებას, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება დღეისათვის უნდა განიხილოს პროფკავშირების ჩამოყალიბების შემადგენელ ერთ-ერთ ძირითად ნაწილად კონვენციის მე-11 მუხლის მიხედვით.
3. ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას
(ა) გაერთიანების უფლების არსის ზოგადი პრინციპები
(i) სასამართლო პრაქტიკის განვითარება
140.გაერთიანების უფლების შემადგენელ ელემენტთა შესახებ სასამართლოს პრაქტიკის განვითარება შესაძლებელია შემდეგგვარად შეფასდეს: სასამართლო ყოველთვის მიიჩნევდა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი იცავს პროფკავშირის წევრთა თავისუფლებას კოლექტიურად დაიცვან კავშირის წევრთა სამსახურეობრივი ინტერესი, რომლის განხორციელებასა და განვითარებაზეც ნებართვა უნდა გასცეს და შესაძლებელი გახადოს ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა (იხ.National Union of Belgian Police, ციტირებული ზემოთ, § 39; Swedish Engine Drivers’ Union, ციტირებული ზემოთ, § 40; ა Schmidt and Dahlström v. Sweden, 6 თებერვალი 1976, § 36, Series A no. 21).
141.რაც შეეხება კონვენციის მე-11 მუხლში გაწერილ გაერთიანების უფლების არსს, სასამართლო თვლის, რომ მოცემული მუხლის 1 ნაწილი პროფკავშირის წევრებს ანიჭებს უფლებას, საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათი პროფკავშირის ხმა გაგონილ იქნას, თუმცა ამასთანავე ყოველ სახელმწიფოს უტოვებს თავისუფალ არჩევანს მოცემული მიზნის მისაღწევი ფორმის ასარჩევად. სასამართლოს აზრით კონვენცია საჭიროებს რომ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით პროფკავშირებს შეეძლოთ, მე-11 მუხლის პირობების შესაბამისად, იღვაწონ საკუთარი წევრების ინტერესების დასაცავად (იხ.National Union of Belgian Police, ციტირებული ზემოთ, § 39; Swedish Engine Drivers’ Union, ციტირებული ზემოთ,, § 40; and Schmidt and Dahlström, ციტირებული ზემოთ, § 36).
142.რაც შეეხება კოლექტიური შეთახმებების დადების უფლებას, სასამართლო თავდაპირველად მიიჩნევდა, რომ მე-11 მუხლი არ უზრუნველყოფდა პროფკავშირების რომელიმე ცალკეული უფლებას, მაგალითად კოლექტიური შეთანხმებების დადების უფლებას (Swedish Engine Drivers’ Union, ციტირებული ზემოთ, § 39). მან შემდგომ აღნიშნა, რომ მოცემული უფლება არავითარ შემთხვევში არ წარმოადგენდა კონვენციის მიერ გარანტირებული უფლების უცილებელ ელემენტს (იხ.Schmidt and Dahlström,, ციტირებული ზემოთ, § 34).
143.შემდეგ, Wilson, National Union of Journalists and Others საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება შეიძლება არ გახლდათ პროფკავშირების თავისუფლების ეფექტური სარგებლობის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ეს უკანასკნელი შეიძლება განხილულიყო ერთ-ერთ ფორმად, რომლის მიხედვითაც პროფკავშირს საშუალება ეძლეოდა დაეცვა საკუთარ წევრთა ინტერესი. კავშირი უნდა ყოფილიყო თავისუფალი რათა შესძლებოდა დამქირავებელთა დარწმუნება მოესმინა მისთვის საუბრობდა რა ეს უკანასკნელი მისი წევრების სხელით (Wilson, National Union of Journalists and Others, ციტირებული ზემოთ, § 44).
144.აღნიშნულის გათვალისწინებით, მე-11 მუხლში მოცემული გაერთიანების უფლებასთან დაკავშირებული სასამრთლო პრაქტიკის განვითარება ხასიათდება ორი სახელმძღვანელო პრინციპით: პირველი, სასამართლო ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომათა ერთობლიობას, რათა უზრუნველყოს პროფკავშირის თავისუფლება და ამასთანავე აღნიშნულ პროცესს იგი საკუთარი შეფასების ზღვარის მიხედვით აკეთებს; მეორე, სასამართლო არ იზიარებს იმ შეზღუდვებს, რომელიც გავლენას ახდენს პროფკავშირის თავისუფლების ძირითად ელემენტებზე, რომლის გარეშეც ხსენებული თავისუფლება აზრს დაკარგავდა. მოცემული ორი პრინციპი არის ურთიერთშემავსებელი და არა ურთიერთსაწინააღმდეგო. ხსენებული შევსება გულისხმობს, რომ კონკრეტული ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელიც პრინციპში თავისუფალია დაადგინოს. თუ რა ზომების მიღება სურს, რათა უზრუნველყოს მე-11 მუხლთან შესაბამისობა, ვალდებულია გაითვალისწინოს თუ რა ელემენტები მიიჩნია სასამართლომ პრაქტიკაში აუცილებლად.
145.სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შესაძლებელია განისაზღვროს გაერთიანების უფლების შემდეგი მთავარი ელემენტები: პროფესიული კავშIრების შექმნისა და მათში გაწევრიანების უფლება (იხ. ბოლოდროინდელი საქმე, Tüm Haber Sen and Çınar, ციტირებული ზემოთ), მხოლოდ გარკვეულ პროფკავშირთა წევრების სამსახურში მიღების აკრძალვა (იხ. მაგალითად, Sørensen and Rasmussen, ციტირებული ზემოთ) და პროფკავშირის უფლება ეცადოს დაარწმუნოს დამქირავებელი მოუსმინოს, თუ რას იტყვის ეს უკანასკნელი მისი წევრების სახელით Wilson, National Union of Journalists and Others, ციტირებული ზემოთ, § 44).
146.მოცემული სია არ არის ამომწურავი ხასიათის. პირუკუ, იგი დამოკიდებულია შრომითი ურთიერთობების გარკვეულ განვითარებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კონვენცია ცოცხალი ინსტრუმენტია, რომლის განმარტებაც უნდა მოხდეს არსებული რეალობის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის განვითრების გათვალისწინებით, იმგვარად, რომ მან ასახოს ადამიანის უფლებების სფეროში აუცილებელი მაღალი სტანდარტი და შედეგად საჭიროებს სიმძლავრეს დემოკრატიულ საზოგადოებებში ფუნდამენტური ღირებულებების შეფასებისას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფლებების შეზღუდვები ვიწროდ უნდა იქნას განხილული, იმგვარად რომ უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების პრაქტიკული და ეფექტური დაცვა (იხ.mutatis mutandis, Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey [GC], nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 da 41344/98, § 100, ECHR 2003‑II; da Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 101, ECHR 1999‑V).
(ii) კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება
147.სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში კოლექტიურად მოლაპარაკებების წარმოების უფლება დაცულია შსო 98-ე კონვენციით ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების შესახბ. მიღებული 1949 წელს, მოცემული დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო შრომის სტანდარტების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, თურქეთის მიერ რატიფიცირებულ იქნა 1952 წელს. მე-6 მუხლში კონვენცია აღნიშნავს, რომ იგი არ ვრცელდება "სახელმწიფო ადმინისტრაციაში ჩართული სახელმწიფო მოსამსახურეების" პოზიციაზე. თუმცა, შსო-ს ექსპერტთა კომიტეტმა მოცემული დებულების განმარტებისას აღნიშნა, რომ იგი არ ვრცელდებოდა მხოლოდ იმ მოხელეებზე, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებული გახლდათ სახელმწიფოსათვის. ამ გამონაკლისის გათვალისწინებით, კომიტეტის მიხედვით, ყველა სხვა პირი, რომელიც სახელმწიფოს მიერ საჯარო თუ ავტონომიურ საჯარო დაწესებულებებში არის დაქირავებული, ისარგებლებს 98-ე კონვენციის დებულებებით დადგენილი გარანტიებით ისევე, როგორც სხვა დასაქმებული პირები და, შედეგად შეეძლება ჩაერთოს კოლექტიურ მოლაპარაკებებში საკუთარი დასაქმების პირობების, მათ შორის ანაზღაურების, პირობების შესახებ (იხ. პარაგრაფი 43, ზემოთ).
148.სასამართლო ამასთანავე აღნიშნავს, რომ შსო კონვენცია 151 სახელმწიფო სამსახურში შრომითი ურთიერთობების შესახებ (მიღებული 1978 წელს, ძალაში შევიდა 1981 წელს დ თურქეთის მიერ რატიფიცირებულია) "სახელმწიფო სამსახურში დასაქმების პირობების განსაზღვრის პროცედურების და ორგანიზების უფლებების დაცვის შესახებ" სახელმწიფოებს უტოვებს არჩევანს აირჩიონ ისარგებლონ თუ არ შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის წევრებმა უფლებით მიიღონ მონაწილეობა საკუთარი სამუშაო პირობების განსაზღვრაში. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ მოცემული უფლება სახელმწიფო სამსახურში სხვა ყველგან ვრცელდება, საჭიროების შემთხვევაში სპეციალური პირობებითაც. ამასთანავე, 151 კონვენციის დებულებები, 1 მუხლის 1 პარაგრაფის მიხედვით ვერ იქნება გამოყენებული 98-ე კონვენციაში დადგენილი გარანტიების მასშტაბის შესამცირებლად (იხ. პარაგრაფი 44, ზემოთ).
149.რაც შეეხება ევროპულ ინსტრუმენტებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ევროპული სოციალური ქარტია, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილში (რომლის რატიფიცირებაც თურქეთს არ მოუხდენია), ყველა მომსახურესა და ყველა კავშირს ანიჭებს უფლებას აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები, შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებს აკისრებს საპასუხო ვალდებლებას ხელი შეუწყოს ეკონომიკაში დიალოგისა და მოლაპარაკების კულტურის განვითრებას, რათა უზრუნველყოს კოლექტიური შეთანხმებების ფართო სპექტრის არსებობა. თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ვალდებულება ხელისუფლებას არ ავალდებულებს დადონ კოლექტიური შეთანხმებანი. ევროპის სოციალური უფლებების კომიტეტის მიერ წესდების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისათვის მინიჭებული მნიშვნელობის მიხედვით, რომელიც რეალურად სრულად ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, სახელმწიფოებს, რომლებიც შეზღუდვებს აწესებენ საჯარო სექტორში კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებაზე, ეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ პერსონალის წარმომადგენელთა ჩართვა შესბამისი სამუშაო რეგულაციების შედგენაში.
150.რაც შეეხება ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების წესდებას, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უახლესი ევროპული ინსტრუმენტი, მისი 28-ე მუხლი მიუთითებს, რომ დასაქმებულები და დამსაქმებლები ან მათი შესაბამისი ორგანიზაციები, კავშირისა და ეროვნული კანონებისა და პრაქტიკის მიხედვით სარგებლობენ უფლებით აწარმოონ მოლაპარაკებანი და დადონ კოლექტიური შეთანხმებანი შესაბამის დონეებზე.
151.რაც შეესება ევროპულ სახელმწიფოთა პრაქტიკას, სასამართლო იმეორებს, რომ უდიდეს უმრავლესობაში, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლება აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან აღიარებულია, თუმცა ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, მაგალითად, მოქმედებიდან გარკვეული სენსიტიური სფეროს ან სახელმწიფო მოსამსახურეთა გარკვეული კატეგორიის, რომელიც სახელმწიფოში ფლობს ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, ამოღებას. სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლება, რომლებიც დაქირავებულნი არიან ადგილობრივი ხელსულების მიერ და არ იკავებენ სახელმწიფოს მაღალ პოზიციებს, სარგებლობდნენ უფლებით ჩაერთონ კოლექტიურ მოლაპარაკებებში, რათა განსაზღვრონ საკუთარი ანაზღაურება და სამუშაო პირობები, აღიარებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ. დანარჩენი გამონაკლისები შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ ცალკეული გარემოებებით (იხ. პარაგრაფი 52, ზემოთ).
152.ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას მოვლენათა განვითარებანი, რომელსაც ადგილი ჰქონდა თურქეთში საჩივრის შემოტანის შემდეგ. გაერთიანების თავისუფლებისა და ორგანიზების უფლების დაცვის 87-ე კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, თურქეთმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციის 53-ე მუხლში 1995 წელს, დაამატა რა პარაგრაფი, რომელიც აწესებდა სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ შექმნილი კავშირების უფლებას მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო განხილვაში და ხელისუფლებასთან ეწარმოებინათ კოლექტიური მოლპარაკებები. მოგვიანებით 2001 წლის 25 ივნისის კანონმა 4688 ჩამოაყალიბა პირობები, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლებას.
153.აღნიშნულ განვითარებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებისა და კოლექტიური შეთანმებების დადების უფლება არ წარმოადგენს მე-11 მუხლის განუყოფელ ნაწილს (Swedish Engine Drivers’ Union, ციტირებული ზემოთ, § 39, და Schmidt and Dahlström, ციტირებული ზემოთ, § 34) უნდა გადაიხედოს, რათა გაზიარებულ იქნას სფეროში მიმდინარე ევოლუცია, როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ეროვნული სამართლებრივი სისტემების გათვალისწინებით. სამართლებრივი სიზუსტის, წინასწარგანჭვრეტადობისა და კანონის წინაშე თანასწორობის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ჯეროვანი მიზეზის არსებობის გარეშე სასამართლომ არ უნდა გადაუხვიოს წინარე საქმეებით დადგენილ პრეცედენტებს. თუმცა, სასამართლოს მიერ დინამიური და განითარებაზე ორიენტირებული მიდგომის გარეშე მოქმედება შესაძლებელია წარმოგვიდგეს რეფორმებისა თუ გაუმჯობესების წინაშე დაბრკოლების საფრთხედ (იხ.Vilho Eskelinen and Others,ციტირებული ზემოთ, § 56).
154.შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით კანონმდებლობაში არსებული განვითარების გათვალისწინებით, როგორც საერთაშორისო ისე ეროვნულ დონეზე, და მოცემულ საკითხებში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა პრაქტიკის გათვალისწინებით, დამქირავებელთან კოლექტიური მოლაპრაკებების წარმოების უფლება, პრინციპში, უკვე წარმოადგენს კონვენციის მე-11 მუხლით დადგენილი "საკუთარი ინტერესების დასაცავად პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაწევრიანების" უფლები ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო დამოუკიდებელია საკუთარი სისტემის არჩევისას იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს წარმომადგენლობით პროფესიულ კავშირებს. მსგავსად სხვა მომსახურეთა, სახელმწიფო მოსამსახურეები, გარდა უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევებისა, უნდა სარგებლობდნენ ასეთი უფლებებით, თუმცა "კანონიერ შეზღუდვებზე", რომელიც შესაძლებელია დაკისრებულ იქნას "სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრთა მიმართ" მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობით, ნეგატიური გავლენის ქონის გარეშე - კატეგორია, რომელსაც არ მიეკუთვნებიან წინამდებარე საქმის მომჩივნები (იხ. პარაგრაფი 108, ზემოთ).
(ბ) წინამდებარე საქმისადმი ზემოთხსენებულ პრინციპთა გამოყენება
155.აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ "თუმ ბელ სენ"-ის პროფკავშირი, მაშინდელი დროისათვის სარგებლობდა დამქირავებელ ხელისუფლებასთნ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლებით, რაც არ გასაჩივრებულა მთავრობის მიერ. მოცემული უფლება წარმოადგენდა პროფესიული კავშირების საქმიანობაში ჩართვის უფლების ერთ-ერთ განუყოფელ ელემენტს, რაც დადგენილი გახლდათ კონვენციის მე-11 მუხლის მიხედვითაც.
156.რაც შეეხება კოლექტიური მოლაპარაკების შემდეგ დადგენილ გასაჩივრებულ კოლექტიურ შეთანხმებას, დიდი პალატა, პალატის მსგავსად, ითვალისწინებს შემდეგ ფაქტებს:
"პირველ რიგში, პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-მა დაარწმუნა დამქირავებელი გაზიანტეპის მუნიციპალური საბჭო ჩართულიყო კოლექტიურ მოლაპრაკებებში იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც მას საკუთარი წევრების ინტერესებისათვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა და მიაღწია შეთანხმებას განესაზღვრათ ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით.
მოცემული მოლაპარაკებების შედეგად, დამქირავებელსა და "თუმ ბელ სენ" პროფკავშირს შორის დაიდო კოლექტიური შეთანხმება. მის წევრთა ყველა უფლება და მოვალეობა გაწერილი და დაცული გახლდათ მოცემული შეთანხმებით.
მეტიც, ხდებოდა კოლექტიური შეთანხმების იმპლემენტაცია. ორი წლის განმავლობაში, გარკვეული ფინანსური დებულებების გამოკლებით, რომელიც სადვაოდ იყო მიჩნეული მხარეებს შორის, კოლექტიური შეთანხმება არეგულირებდა დამირავებელ-დაქირავებულს შორის არსებულ ყველა ურთიერთობას გაზიანტების მუნიციპალურ საბჭოში."
157.შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში არსებული კოლექტიური მოლაპარაკება და შედეგად გაფორმებული კოლექტიური შეთანმება წარმოადგენდა მოცემული პროფკავშირისათვის უმნიშნველოვანეს საშუალებას საკუთარი წევრების ინტერესების დასაცავად და ხელშესაწყობად. თურქეთის მიერ უკვე რატიფიცირებული საერთაშორისო შრომითი კონვენციების ეროვნულ დონეზე ამამოქმედებელი კანონმდებლობის არარსებობამ, და მის შედეგად გამოტანილმა საკასაციო სასამართლოს 1995 წლის 6 დეკემბრის განაჩენმა გამოიწვია განხილული კოლექტიური შეთანხმების de faqto ანულირება ex tunc, რაც წარმოადგენდა კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ მომჩივანთა პროფკავშირულ თავისუფლებაში ჩარევას.
158.რაც შეეხება მომჩივანთა არგუმენტებს სახელმწიფო მოსამსახურეთა პროფკავშირთან დაკვშირებული უფლებების დამცველი ახალი კანონმდებლობის არასაკმარისობის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივრის მიზანი არ ვრცელდება იმ ფაქტზე, რომ თურქეთის ახალი კანონმდებლობა არ უწესებს ხელისუფლებას ვალდებულებას დადონ კოლექტიური შეთანხმებანი სახელმწიფო მოხელეთა პროფესიულ კავშირებთან და არც იმ ფაქტს პასუხობს, რომ მოცემულ კავშირებს არ გააჩნიათ გაფიცვის უფლება იმ შემთხვევაში, თუკი მათი კოლექტიური მოლაპარაკებანი უშედეგო აღმოჩნდებოდა.
4. გამართლებული გახლდათ თუ არა ჩარევა
159.სასამართლო მიიჩნევს, რომ განხილული ჩარევა, კერძოდ კი "თუმ ბელ სენ"-ის კოლექტიური შეთანხმების ex tunc გაუქმება, რომელიც მან გააფორმა კოლექტიური მოლაპარაკების შედეგად იმ ორგანოსთან, რომელიც გახლდათ მის წევრთა დამქირვებელი, უნდა ჩაითვალოს მე-11 მუხლის დარღვევად თუ არ დამტკიცდება, რომ იგი "განსაზღვრული გახლდათ კანონით", რომ იგი ისახავდა ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს მე-2 ნაწილის მიხედვით და რომ იგი გახლდათ "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში".
(ა) კანონით განსაზღვრული
160.მთავრობა და მომჩივნები დაეთანხმნენ პალატის დასკვნას მასზედ, რომ მოცემული ჩარევა კანონით იყო განსაზღვრული. წინამდებარე საქმის მიზნებისათვის, დიდი პალატა იზირებს, რომ ჩარევა განსაზღვრული გახლდათ კანონით, როგორც ეს განმარტა საკასაციო სასამართლოს გაერთიანებულმა სამოქალაქო განყოფილებებმა, ანუ უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოუტანია.
(ბ) კანონიერი მიზანი
161.სასამართლო, მსგავსად პალატისა და მხარეებისა, იზიარებს იმ პოზიციას, რომ განხილული ჩარევა, იმდენად რამდენადაც მიზნად ისახავდა კანონსა და პრაქტიკას შორის შეუსაბამობის პრევენციას, ემსახურებოდა კანონიერ მიზანს: არეულობის თავიდან აცილებას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოცემული შეუსაბამობა გახლდათ შედეგი იმ დროისა, რომელიც კანონმდებელს დასჭირდა თურქეთის კანონმდებლობის საერთაშორისო შრომითი სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი შეფასება უნდა პასუხობდეს შეკითხვას, თუ რამდენად იყო მოცემული ზომა აუცილებელი დემოკრტიულ საზოგადოებაში.
(გ) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
162.ამ ასპექტთან დაკავშირებით, სასამართლო იხსენებს მის სასამართლო პრაქტიკას მე-11 მუხლით მთავრობებზე დაკისრებული ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების შესახებ (იხ. პრაგრაფი 119 და 110, ზემოთ).
163.წინამდებარე საქმეში მოცემული პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ დაადასტურა, რომ გასაჩივრებული შეზღუდვა აუცილებელი გახლდათ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან მისი გადაწყვეტილების მიხედვით მომჩივნები, იყვნენ რა სახელმწიფო მოსამსახურეები, არ სარგებლობდნენ უფლებით ეწარმოებინათ კოლექტიური მოლაპარაკებები და დაედოთ კოლექტიური შეთანხმებანი.
164.სიტუაციის საკუთარი ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, იმ დროს, როდესაც წარმოიშვა დავა, რამდენიმე ელემენტი ადასტურებდა, რომ უარი აღიარებული ყოფილიყო მომჩივანთა, როგორც სახელმწიმფო მოსამსახურეთა უფლება განეხორციელებინათ კოლექტიური მოლაპარაკებანი და შედეგად დაერწმუნებინათ ხელისუფლება დაედო კოლექტიური შეთანხმება არ იყო განპირობებული "მწველი სოციალური საჭიროებით".
165.პირველ რიგში სახელმწიფო მოხელეთა უფლება, აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებანი აღიარებულია საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებით, როგორც უნივერსალურ (იხ. პარაგრაფები 147-148 ზემოთ) ისე რეგიონალურ (იხ. პარაგრაფები 149-150 ზემოთ) დონეზე. მეტიც, ევროპული პრაქტიკის ანალიზი ადასტურებს, რომ მოცემული უფლება აღიარებულია წევრ სახელმწიფოთა უმეტესობის მიერ (იხ. პარაგრაფები 52 და 151, ზემოთ).
166.მეორე, თურქეთმა 1952 წელს მოახდინა რატიფიცირება შსო 98-ე კონვენციის - მთავარი საერთაშორისო ინსტრუმენტი მომსახურეთა მიერ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებისა და კოლექტიური შეთანხმებების დადების უფლების შესახებ (იხ. პარაგრაფები 42-44 და 151, ზემოთ). საქმის მასალების მიხედვით არ არსებობს მტკიცებულება, რომ მომჩივანთა კავშირი წარმოადგენდა "სახელმწიფო მოსამსახურეებს, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფოს ადმინისტრაციაში", ანუ, შსო ექსპერტთა განმარტების მიხედვით, ისინი არ გახლდნენ ოფიციალური პირები, რომელთა საქმიანობასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელმწიფოს ადმინისტრაციაში და რომლებიც ხვდებიან შსო 98-ე კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ გამონაკლისში.
167.მოცემულ პირობებში, დიდი პალატა იზიარებს პალატის შემდეგ მოსაზრებას:
"სასამართლო ვერ დაეთანხმება, რომ დასკვნა, რომელიც ეფუძნება კანონმდებლის სიზანტით გამოწვეულ კანონის მიერ საკითხის დაურეგულირებლობას, საკმარისია იმ კოლექტიური შეთანხმების ბათილობის დასადგენად, რომელიც გამოიყენებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის რომელიმე პირობას მაინც."
168.მეტიც, დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა რომელიმე სპეციალური გარემოების დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლის შედეგადაც გამართლებადი იქნებოდა მომჩვანთა, როგორც მუნიციპალურ სახელმწიფო მოსამსახურეთათვის, პროფკავშირის თავისუფლების ძირეული თავისუფლების - განხილული შეთანხმების დასადებად კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების _ უფლების შეზღუდვა. განმარტება მასზედ, რომ სახელმწიფო მოსამსახურეები, განსხვავების გარეშე, სარგებლობენ პრივილეგირებული პოზიციით სხვა მომსახურეებთან შედარებით, არ წარმოადგენს გამამართლებელ საფუძველს მოცემულ კონტექსტში.
169.სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ჩარევა, კერძოდ კი მომჩივანთა კავშირის მიერ ხელისუფლებასთან ნაწარმოები კოლექტიური მოლაპარაკების შედეგად დადებული შეთანხმების ex tunc ბათილობა არ იყო "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში" კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობის მიხედვით.
170.შედეგად, ორივე მომჩივნის პროფესიული კავშირისა და თავად მომჩივანთა მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას ამ საკითხზე.
III. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა
171.მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ მათ მიერ პროფკავშირის ჩამოყალიბებისა და კოლექტიური შეთანხმებების დადების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა დისკრიმინაციული გახლდათ კონვენციის მე-14 მუხლის მე-11 მუხლთან ერთობლიობაში.
172.თუმცა, მე-11 მუხლთან დაკავშირებით მიღებული დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო, პალატის მსგავსად, საჭიროდ არ მიიჩნევს მოცემული საჩივრის განცალკევებით განხილვას.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
173.კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა. მატერიალური ზიანი
174.პალატის წინაშე ბატონმა ქემალ დემირმა განაცხადა, რომ მან განიცადა მატერიალური ზიანი 551 ევროს ოდენობით იმ დამატებითი ანაზღაურების სახით, რომელსაც იგი მიიღებდა ცამეტი წლის განმავლობაში რომ არ გაუქმებულიყო კოლექტიური შეთანხმება. მან ასევე მოითხოვა 14,480 ევრო არამატერიალური ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა საკუთარი უფლებებით სარგებლობის მოთხოვნის საშუალების ჩამორთმევის შედეგად მიღებული იმედგაცრუების შედეგად.
175.ქ-ნი ვიკდან ბაიკარამ, იმ პროფკავშირისა და მისი წევრების სახელით, რომელსაც იგი წარმოდგენდა, მოითხოვა არამატერიალური ზიანის ანაზღაურება 148,819 ევროს ოდენობით.
176.პალატამ ქ-ნ ვიკდან ბაიკარას, როგორც პროფესიული კავშირის "თუმ ბელ სენ"-ის წარმომადგენელს, არამატერიალური ზიანისათვის მიაკუთვნა 20,000 ევრო, რომელიც უნდა განაწილებულიყო კავშირის წევრებს შორის, მათ შორის 500 ევრო ბ-ნი ქემალ დემირისათვის, წამოყენებული ყველა ზიანის მოთხოვნის ასანაზღაურებლად.
177.მომჩივნებმა დიდ პალატას ისევ იგივე თანხის ანაზღაურება მოსთხოვეს.
178.მთავრობამ გაასაჩივრა მოცემული მოთხოვნები. მან აღნიშნა, რომ ორი მომჩივნის მიერ მოთხოვნილ მატერიალურ ზიანსა და საკასაციო განაჩენს შორის, რომელიც ეხებოდა პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ის სამათლებრივ სუბიექტუნარიანობას, არ არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მეტიც, მათ აღნიშნეს, რომ არ არსებობდა ამ მხრივ წარმოდგენილ მოთხოვნათა გამამყარებელი დოკუმენტური მტკიცებულებანი. საბოლოოდ, მთავრობამ აღნიშნა, რომ ქ-ნი ვიკდან ბაიარა, პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ის პრეზიდენტიც უფლებამოსილების ფარგლებში, უბრალოდ ახორციელებდა მის, როგორც წარმომადგენლის ვალდებულებას და ამის გამო, ვერ მიიღებდა კომპენსაციას არამატერიალური ზიანისათვის.
179.რაც შეეხება ბატონი ქემალ დემირის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას მატერიალურ ზიანზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თანხა რომელიც მომჩივანს უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოსათვის შესაბამისი კოლექტიური შეთანხმების გაუქმების გამო, მას უნდა აუნაზღაურდეს. თუმცა, მოცემული მოთხოვნა მართლაც არ დასტურდება სრულად წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებებით. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გამოთვლების სიმარტივე შესაძლებელს ხდის მათ შემოწმებას. სამართლიანობის საწყისზე განხორციელებული შეფასების შედეგად, სასამართლო ბატონ ქემალ დემირს მიაკუთვნებს 500 ევროს მისი ყველა მოთხოვნისათვის.
180.რაც შეეხება ქ-ნი ვიკდან ბაიკარას, როგორც პროფკავშირის წარმომადგენლის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას არამატერიალური ზიანისათვის, სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო პრაქტიკას, რომელიც ეხება იმედგაცრუებას ან წინაღობებს, რომელიც განიცადეს ან რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ დაშლილი ორგანიზაციის წევრები საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას (იხ. მაგალითად, Dicle for the Democratic Party (DEP) of Turkey v. Turkey, no. 25141/94, § 78, 10 დეკემბერი2002; და Presidential Party of Mordovia v. Russia, no. 65659/01,§ 37, 5 ოქტომბერი 2004). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დროს პროფკავშირი "თუმ ბელ სენი" გახლდათ მუნიციპალური საბჭოს თანამშრომელთა მთავარი კავშირი. მისმა დაშლამ და გაზიანტეპის მუნიციპალურ საბჭოსთან დადებული შეთანხმების გაუქმებამ წევრებს შორის სავარაუდოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, რადგანაც მათ ჩამოერთვათ საკუთარი სამსახურეობრივი ინტერესების დაცვის ძირითადი საშუალება.
181.სამართლიან საფუძველზე საკითხის განხილვის შედეგად, სასამართლო არამატერიალური ზიანისათვის პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ს მიაკუთვნებს 20,000 ევროს. მოცემული თანხა უნდა გადახდილ იქნას ქ-ნი ვიკდან ბაიკარასათვის, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოცემული თანხის იმ პროფკავშირისათვის მიწოდებაზე, რომელსაც იგი წარმოადგენს.
ბ. ხარჯები
182.დიდი პალატის, ისევე როგორც პალატის წინაშე მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურებაზე. სასამართლო, შესაბამისად, ამ მხრივ არ მიაკუთვნებს მათ თანხებს.
გ. საურავი
183.სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.აერთიანებს მთავრობის პირველად პრეტენზიებს სასარჩელო მოთხოვნათა არსებით მხარესთან და არ აკმაყოფილებს მათ;
2.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას მომჩივნების, მუნიციპალური სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ პროფესიული კავშირის შექმნის უფლებაში ჩარევის გამო;
3.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას პროფკავშირ "თუმ ბელ სენ"-ის მიერ დამქირავებელ ხელისუფლებასთან ნაწარმოები კოლექტიური მოლაპარაკების შედეგად დადებული კოლექტიური შეთანხმების ეხ ტუნც გაუქმების გამო;
4.ადგენს, რომ არ არის საჭირო კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრების ცალკე განხილვა;
5.ადგენს:
(ა)რომ მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის განმავლობაში, უნდა გადაიხადოს შემდეგი თანხა, კონვერტირებული თურქულ ლირებში გადახდის დღეს არსებული კურსის მიხედვითö
(i) ქ-ნ ვიკდან ბაიკარას, პროფესიული კავშირის "თუმ ბელ სენ"-ის წარმომადგენელს 20,000 (ოცი ათასი) ევრო მორალური ზიანისათვის, რომელიც უნდა გადანაწილდეს ხსენებულ პროფკავშირზე;
(ii) ბ-ნ ქემალ დემირს 500 (ხუთასი) ყველა ზიანისათვის ერთობლივად;
(iii) ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ერიცხება ზემოთხსენებულ თანხებს;
(ბ)ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
6.უარყოფს მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში 2008 წლის 12 ნოემბერს.
მაიკლ ო’ბოილიქრისტოს როზაკისისასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy