© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #102
ნოემბერი, 2007
დ.ჰ. (D.H.) და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 57325/00
გადაწყვეტილება 13.11.2007 [დპ]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
ბოშა ბავშვების განთავსება „სპეციალურ“ სკოლაში : დარღვევა
35-ე მუხლი
უმაღლესმა ეროვნულმა სასამართლომ განმცხადებლებს არ მოსთხოვა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა, რაზეც სახელმწიფო მიუთითებდა, რომ უნდა ამოეწურათ: პირველადი პრეტენზია მიუღებლობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა
46-ე მუხლი
მუხლი 46.2
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ღონისძიებები
გასაჩივრებული კანონმდებლობის გაუქმების ჭრილში დაუფიქსირებელი ზოგადი ღონისძიებების და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების საჭიროება: მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
ფაქტები: განმცხადებელები არიან ბოშური წარმომავლობის ჩეხეთის მოქალაქეები. საქმე ეხება მათ განთავსებას სპეციალურ სკოლაში, როგორც ისინი აცხადებენ იმ მიზეზით, რომ ისინი ბოშური წარმომავლობის არიან. 1996 წლიდან 1999 წლამდე პერიოდში ჯერ კიდევ მცირეწლოვანი განმცხადებლები განთავსებული იყვნენ სპეციალურ სკოლაში გონებრივი შეზღუდულობის მქონე ბავშვთათვის, რომლებსაც არ შეეძლოთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლა. სკოლებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის სპეციალურ სკოლაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა სკოლის დირექტორი საგანმანათლებლო ფსიქოლოგიურ ცენტრში ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების დასადგენად ჩატარებული ტესტის შედეგებზე დაყრდნობით. ამ გადაწყვეტილებას უნდა დასთანხმებოდა ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განმცხადებლების მშობლებმა თანხმობა განაცხადეს და ზოგიერთ შემთხვევაში აშკარადაც მოითხოვდნენ ბავშვების სპეციალურ სკოლაში განთავსებას. ამის შემდგომ ბავშვების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სპეციალური სკოლის დირექტორმა რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც იმ საგანმანათლებლო ფსიქოლოგიურმა ცენტრმა წარუდგინა, სადაც განმცხადებლებმა ფსიქოლოგიური შემოწმება გაიარეს. განთავსების შესახებ წერილობითი გადაწყვეტილება გაეგზავნათ ბავშვის მშობლებს. გადაწყვეტილება შეიცავდა განმარტებას გასაჩივრების უფლებაზე, რომელიც არცერთ განმცხადებელს არ გამოუყენებია.
სადავო გახადეს რა შემოწმების სანდოობა და ის, რომ მშობლებს ადეკვატური ინფორმაცია არ მიეწოდათ მათი სპეციალურ სკოლაში განთავსების შედეგების შესახებ, განმცხადებელთაგან თოთხმეტმა პირმა საგანმანათლებლო ორგანოს ფორმალური გასაჩივრების პროცედურების გარეშე სთხოვა გადაეხედა ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, მათი განთავსების თაობაზე. საგანმანათლებლო ორგანომ სადაოდ გამხდარი გადაწყვეტილებები კანონთან შესაბამისად მიიჩნია.
იმავდროულად კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებზე და 1-ელი დამატებით ოქმის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, სხვა დებულებებთან ერთად, განმცხადებელთაგან თორმეტმა საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, რომელშიც ისინი მიუთითებდნენ de facto დისკრიმინაციაზე ზოგადად სპეციალური განათლების სისტემის ფუნქციონირებაში და იმაზე, რომ არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებული სპეციალურ სკოლაში მათი განთავსების შედეგების შესახებ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სპეციალურ სკოლებში მათი განთავსება ზოგად პრაქტიკას წარმოადგენდა და იწვევდა სეგრეგაციას და რასობრივ დისკრიმინაციას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ პარალელურად არსებობდა ორი დამოუკიდებულად ორგანიზებული საგანმანათლებლო სისტემა: სპეციალური სკოლები ბოშებისთვის და „ჩვეულებრივი“ საშუალო სკოლები მოსახლეობის უმრავლესობისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, ნაწილობრივ იმ საფუძვლით, რომ მას არ ქონდა განმცხადებლების მოსმენის იურისდიქცია და ნაწილობრივ, აშკარა დაუსაბუთებლობის გამო.
კანონმდებლობა: პირველადი პრეტენზია შიდა საშუალებების ამოუწურავობაზე არ დაკმაყოფილდა - სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ განმცხადებლებმა არ ამოწურეს ეროვნული საშუალებები. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა არ გაითვალისწინებია ეს უმოქმედობა. შეუსაბამოდ ფორმალისტური მიდგომა იქნებოდა განმცხადებლებისთვის მოეთხოვათ იმ ეროვნული საშუალების გამოყენება, რომელიც თვით ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია არასავალდებულოდ.
არსებითი მხარე - პალატამ ექვსი ხმით ერთის წინააღდეგ დაადგინა, რომ ადგილი არ ქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში. პალატის აზრით ჩეხეთმა წარმატებით დაამტკიცა, რომ სპეციალური სკოლის სისტემა არ იყო შექმნილი მხოლოდ ბოშა ბავშვებისთვის. ამ სკოლებში მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენდნენ გარკვეული კატეგორიის ბავშვებისთვის საბაზისო განათლების მისაცემად. პალატამ დაადგინა, რომ ბავშვების სპეციალურ სკოლაში განთავსების მარეგულირებელი ნორმები არ მიუთითებდა მოსწავლეების ეთნიკურ წარმომავლობაზე, არამედ ემსახურებოდა საგანმანათლებლო სისტემის ბავშვების საჭიროებებზე, გონებრივ შესაძლებლობებზე და შეზღუდულ შესაძლებლობებზე მორგების ლეგიტიმურ მიზანს.
დიდმა პალატამ პირველ ყოვლისა აღნიშნა, რომ ბოშების მშფოთვარე ისტორიამ და მუდმივმა მოხეტიალე ცხოვრებამ ისინი განსაკუთრებული ტიპის არაპრივილეგირებულ და მოწყვლად უმცირესობად აქცია და შესაბამისად, ისინი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ, მათ შორის განათლების სფეროში.
არაპირდაპირი დისკრიმინაციის პრეზუმპცია: განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ობიექტური და გონივრული დასაბუთების გარეშე სპეციალურ სკოლაში განთავსების შედეგად მათ მიმართ მოპყრობა სხვა არა-ბოშა ბავშვების მიმართ მოპყრობასთან შედარებით არასახარბიელო იყო და ეს უტოლდებოდა „არაპირდაპირ“ დისკრიმინაციას. მათ წარმოადგინეს სტატისტიკური მტკიცებულებები დირექტორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც ადასტურებდა, რომ ადგილობრივ სპეციალურ სკოლებში განთავსებული ბავშვების ნახევარზე მეტი ბოშები იყვნენ, მაშინ როცა ბოშა ბავშვები ქალაქის საშუალო სკოლებში მოსწავლეების მხოლოდ 2.26% შეადგენდნენ.
დიდმა პალატამ გაიზიარა ის არგუმენტი, რომ მოსწავლეთა ეთნიკური წარმომავლობის შესახებ ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის არ არსებობის პირობებში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა არ ყოფილიყო სანდო. ამავდროულად მან მიიჩნია, რომ ეს მაჩვენებლები ძირითად ტენდენციაზე მიუთითებდა, რასაც მოპასუხე სახელმწიფოც და დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოებიც ადასტურებდა. ევროსაბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის 25.1 მუხლის თანახმად, წარდგენილ ანგარიშებში ჩეხეთის სახელმწიფო უწყებები ადასტურებდა, რომ 1999 წელს ზოგიერთ სპეციალურ სკოლებში განთავსებული მოსწავლეების 80-90%-ს ბოშა ბავშვები წარმოადგენდნენ და 2004 წელს „დიდი რაოდენობით“ ბოშა ბავშვები კვლევა სპეციალურ სკოლებში თავსდებოდნენ. ECRI-ის (რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ ევროპული კომისია) 2000 წლის ანგარიშის თანახმად ბოშა ბავშვები „უმრავლესად ჭარბად წარმოდგენილები“ იყვნენ სპეციალურ სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვისას სპეციალურ სკოლებში ბოშა ბავშვების ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი კვლავ რთულად დასადგენი იყო, მათი რაოდენობა არაპროპორციულად მაღალი იყო და ბოშა ბავშვები სპეციალური სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობას ქმნიდნენ. მიუხედავად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებისა, შესაბამისი კანონმდებლობის ნორმებს de facto მნიშვნელოვნად მეტი გავლენა ქონდა ბოშა ბავშვებზე ვიდრე არა-ბოშა ბავშვებზე.
ამ გარემოებებში, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება საკმარისად სარწმუნოდ და მნიშვნელოვნად ჩაითვალოს არაპირდაპირი დისკრიმინაციის ძლიერი პრეზუმპციის დასადგენად, იმ სფეროში სადაც არ იყო აუცილებელი რაიმე დისკრიმინაციული განზრახვის დამტკიცება შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან. მოპასუხე სახელმწიფოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, წარმოეჩინა, რომ კანონმდებლობის მოქმედების განსხვავებულობა ეთნიკურ წარმომავლობასთან დაუკავშირებელი ობიექტური ფაქტორების შედეგი იყო.
ობიექტური და გონივრული დასაბუთება: სასამართლომ გაიზიარა არგუმენტი იმის შესახებ, რომ ჩეხეთის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილების, შეენარჩუნებინათ სპეციალური სკოლის სისტემა, საფუძველი იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებით გადაჭრის გზების არსებობა. თუმცა სასამართლომ გაიზიარა ევროსაბჭოს სხვა ინსტიტუციების შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ამ სკოლებში იყო ბევრად საბაზისო პროგრამა და არსებობდა სეგრეგაცია, რომელსაც ეს სისტემა იწვევდა.
რაც შეეხება ტესტებს, რომლებიც ბავშვების გონებრივი შესაძლებლობის შესაფასებლად გამოიყენებოდა, ყველა ბავშვისთვის გამოიყენებოდა ერთი და იგივე ტესტი მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ჩეხეთის სახელმწიფო ორგანოებმა 1999 წელს აღიარეს, რომ „ბოშა ბავშვები საშუალო ან საშუალოზე მაღალი გონებრივი შესაძლებლობებით“ ხშირად თავსდებოდნენ ასეთ სკოლებში ფსიქოლოგიური შემოწმების საფუძველზე და რომ ეს შემოწმება უტარდებოდა მოსახლეობის უმრავლესობას და არ ითვალისწინებდა ბოშათა სპეციფიკას. ამასთან, ევროსაბჭოს სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანო (ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტი, რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) და ადამიანის უფლებათა კომისარი) გამოთქვამდა ეჭვს ამ ფსიქოლოგიური ტესტის მართებულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა იმის საფრთხე, რომ ტესტი იყო მიკერძოებული და ტესტის შედეგები არ განიხილებოდა შემოწმებული ბოშა ბავშვების განსხვავებულობისა და სპეციალური მახასიათებლების ჭრილში. ამ პირობებში განსახილველი ტესტი ვერ გამოდგება სადავო განსხვავებული მოპყრობის გამართლებად.
რაც შეეხება მშობლის თანხმობას, რაც სახელმწიფოს განცხადებით გადამწყვეტი ფაქტორი იყო, სასამართლო არ დაკმაყოფილდა იმ არგუმენტით, რომ ბოშა ბავშვების მშობლებს, რომლებიც იყვნენ არაპრივილეგირებული თემის წევრები, ხშირად მწირი განათლებით, შეეძლოთ გაეაზრებინათ შექმნილი მდგომარეობის ყველა ასპექტი და ბავშვის სპეციალურ სკოლაში განთავსების შედეგები. რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ჭრილში დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლებოდა რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლების დათმობის პირობები დაკმაყოფილებული იყო, არცერთი დათმობა უფლებისა, არ იყოს დისკრიმინირებული, იქნება მისაღები.
დასკვნისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკა არ იყო მარტო ბოშა ბავშვებისთვის სასკოლო განათლების უზრუნველყოფის პრობლემებში, სხვა ევროპულ ქვეყნებსაც ქონდათ მსგავსი სირთულეები. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ჩეხეთის რესპუბლიკამ მოისურვა ამ პრობლემის გადაჭრა. თუმცა ბოშა ბავშვებისთვის შექმნილ სასკოლო სისტემას არ ქონდა ის დამცავი ელემენტები, რაც უზრუნველყოფდა, რომ განათლების სფეროში თავისუფალი შეფასების ფარგლებში მოქმედებისას სახელმწიფო გაითვალისწინებდა არაპრივილეგირებული კლასის წარმომადგენლების საჭიროებებს. უფრო მეტიც, ამ პირობების შედეგად განმცხადებლები განთავსებული იყვნენ გონებრივი შეზღუდულობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ სკოლაში, სადაც უფრო მარტივი სასკოლო პროგრამა იყო ვიდრე ჩვეულებრივ სკოლებში და ისინი ფართო საზოგადოების მოსწავლეთაგან იზოლირებულები იყვნენ. შედეგად მათ მიიღეს განათლება, რომელმაც განაპირობა მათი პრობლემები და შეაფერხა მათი პიროვნული განვითარება, ნაცვლად იმისა, რომ მათ პრობლემებზე მორგებული ყოფილიყო ან დახმარებოდა მოგვიანებით ჩვეულებრივ სკოლაში ინტეგრირებასა და ისეთი უნარების განვითარებაში, რაც გაუადვილებდათ ცხოვრებას საზოგადოებაში.
ამ გარემოებებში და იმის აღიარებით, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ ბოშა ბავშვებისთვის სასკოლო განათლების უზრუნველსაყოფად გარკვეული ღონისძიებები გაატარა და მათაც შეექმნათ წინაღობები, სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ბოშა ბავშვებისა და არა-ბოშა ბავშვების მიმართ განსხვავებული მოპყრობა იყო ობიექტურად და გონივრულად გამართლებული და გამოყენებულ საშუალებებსა და მიღწეულ მიზანს შორის დაცული იყო გონივრული პროპორციულობა. ვინაიდან დადგინდა რომ იმ დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას ჰქონდა ბოშათა თემზე არაპროპორციულად საზიანო მოქმედება, განმცხადებლები, როგორც ამ თემის წევრები დაექვემდებარნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
დადგენილება: დარღვევა (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი - 4000 ევრო თითოეულ განმცხადებელს არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ეროვნულ დონეზე ზოგადი ღონისძიებების გატარება, რაც მოხსნიდა მათი უფლებების განხორციელების რაიმე საფრთხეს. ამასთან, სადავო კანონმდებლობა გაუქმდა და მინისტრთა კომიტეტმა უახლოეს წარსულში წევრ ქვეყნებს მიმართ რეკომენდაციებით ევროპაში ბოშა ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy