© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
Aადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე
დ. ჰ. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ
(საჩივარი no. 57325/00)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
13 ნოემბერი 2007
საქმეში დ. ჰ. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) დიდი პალატა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:
ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი,
ბოსჩიან ზუპანჩიჩი,
რიზა ტიურმენი,
კარელ იუნგვერტი
ჯოზეფ კასადევალი,
მარგარიტა ცაცა-ნიკოლოვსკა,
კრისტაკ ტრაია,
ვლადიმირო ზაგრებელსკი,
ელიზაბეტ შტაინერი
ხავიერ ბორეგო ბორეგო,
ალვინა გულუმიანი,
ჰალნარ ჰაჯიევი,
დინ შპილმანი,
შვერ ერიკ იებენსი,
იან სიკუტა,
ინეტა ზიმელე,
მარკ ფილიგერი , მოსამართლები
და მაიკლ ო’ ბოილი, გამწესრიგებლის მოადგილე,
საიდუმლო თათბირის შედეგად, 2007 წლის 17 იანვარსა და 19 სექტემბერს,
აცხადებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ბოლოს მოხსენიებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (no. 57325/00) ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც შემოტანილ იქნა სასამართლოში 2000 წლის 18 აპრილს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე 18 ჩეხი მოქალაქის (“მომჩივნები”) მიერ. საჩივრის დეტალები გადმოცემულია განჩინებაზე თანდართულ მასალებში.
2. მოსარჩელეთა წარმომადგენლები სასამართლოში იყვნენ ბოშათა უფლებების ევროპული ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია ბუდაპეშტში, ლორდი ლესტერი ჰერნ ჰილიდან, დედოფლის მრჩეველი, ბ-ნი ჯ. გოლდსტონი ნიუ-იორკის ადვოკატურიდან და ბ-ნი დ. სტრიუპეკი, ადვოკატი, რომელიც მოღვაწეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლობა გასწია მისმა აგენტმა ბ-ნმა ვ.ა.შორმა .
3.მოსარჩელეებს ნაგულვები აქვთ, მათ შორის, ის, რომ მათ განიცადეს დისკრიმინაციული მოპყრობა რასობრივ ან ეთნიკურ საფუძველზე განათლების უფლებით სარგებლობის საკითხში.
4.საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს მეორე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 52 § 1). ამ სექციის ფარგლებში, პალატა, რომელსაც დაევალა საქმის განხილვა (კონვენციის 27-ე მუხლი, §1), შექმნილია სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად (მუხლი 26 § 1).
5. საჩივრის მისაღებობისა და არსებითი განხილვის შესახებ (რეგლამენტის მუხლი 54 § 3) ჩატარებული მოსმენის კვალობაზე 2005 წლის 1 მარტს მიღებული განჩინებით პალატამ საჩივარი გამოაცხადა ნაწილობრივ მისაღებად.
6. 2006 წლის 7 თებერვალს ზემოაღნიშნული სექციის პალატამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჟან-პოლ კოსტა, პრეზიდენტი, ანდრაშ ბაკა, ირინეუ კაბრალ ბარეტო, კარელ იუნგვერტი, ვლადიმერ ბუტკევიჩი, ანტონელა მულარონი და დანუტა ჯოსიენე, მოსამართლეები, და სელი დოლი, სექციის გამწესრიგებელი, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მან 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ არსებობდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა პირველი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში.
7. 2006 წლის 5 მაისს მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათი საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად. 2006 წლის 3 ივლისს დიდი პალატის კოლეგიამ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა.
8. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად. დასკვნითი თათბირის დროს კრისტაკ ტრაიამ და ჯოზეფ კასადევალმა, სათადარიგო მოსამართლეებმა, შეცვალეს კრისტოს როზაკისი და პერ ლორენზენი, რომელთაც არ შეეძლოთ შემდგომი მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში (რეგლამენტის მუხლი 24 § 3).
9. მოსარჩელეებმა და მთავრობამ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები არსებით საკითხებზე. Gგარდა ამისა, დამატებით, მიღებული იქნა მესამე მხარეთა კომენტარი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. მათ შორის იყვნენ: საერთაშორისო ასოციაცია ნაბიჯ-ნაბიჯ, ბოშათა განათლების ფონდი, ბავშვთა ადრეული განათლების კვლევითი ასოციაციია, “ინტერრაითსი”, “ჰუმან რაითს უოთჩი”, უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი, ევროპული ქსელი რასიზმის წინააღმდეგ, ბოშათა ევროპული საინფორმაციო ოფისი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (Fédération internationale des ligues des droits de l’Homme – FIDH). პრეზიდენტის გადაწყვეტილებით თითოეული მათგანი ჩართული იქნა წერილობით პროცედურებში (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და რეგლამენტის მუხლი 44 § 2). მთავრობამ პასუხი გასცა თითოეულ კომენტარს (რეგლამენტის მუხლი 44 § 5).
10. საქმის ღია მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2007 წლის 17 იანვარს (რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:
მთავრობის მხრიდან:
ბ-ნი ვ.ა. შორმი, აგენტი,
ქ-ნი მ. კოფსოვა,
ქ-ნი ზ. Kკაპროვა,
ქ-ნი ჯ. ზაპლეტალოვა,
ბ-ნი რ. ბარინკა,
ბ-ნი პ. კონუპკა, მრჩეველი;
(a) მოსარჩელეთა მხრიდან:
ლორდი ლესტერი ჰერნი ჰილიდან, დედოფლის მრჩეველი,
ბ-ნი ჯ. გოლდსტონი, .
ბ-ნი დ. სტრიუპეკი, მრჩეველი;
სასამართლომ მოისმინა ლორდი ლესტერის, ბატონების გოლდსტონის, სტრიუპეკისა და შორმის მიმართვები.
ფაქტები:
I. საქმის გარემოებები
11. მოსარჩელეთა ვინაობა და მათი საცხოვრებელი ადგილი მითითებულია დანართში.
A. საქმის წინაისტორია
12. ბოშათა და მოხეტიალე ცხოვრების წესის მქონე პირთა შესახებ ევროპის საბჭოს განყოფილების ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, ბოშები წარმოშობით არიან რეგიონიდან, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთსა და ირანის ზეგანს შორის. პირველი წერილობითი წყაროები ბოშების ევროპაში ჩამოსვლის შესახებ მე-14 საუკუნეს უკავშირდება. დღეს დაახლოებით 8-დან 10 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს ევროპაში. ისინი ევროპის საბჭოს თითქმის ყველა ყველა წევრ ქვეყანაში სახლობენ, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მათი ხვედრითი წილი მოსახლეობის 5%-ზე მეტს შეადგენს. უმრავლესობა მეტყველებს ბოშურ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ინდო-ევროპულ ენას და რომელიც ესმის ევროპელ ბოშათა ძალიან დიდ რაოდენობას, მიუხედავად ამ ენის მრავალი ვარიაციისა. ძირითადად, ბოშებმა ასევე იციან იმ რეგიონის დომინანტური ენაც, სადაც ცხოვრობენ, ხოლო ზოგჯერ სხვა არაერთი ენაც.
13. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ევროპაში მე-14 საუკუნიდან მოყოლებული ცხოვრობენ, საზოგადოების უმრავლესობის მიერ ბოშები მაინც არ არიან აღიარებულნი, როგორც სრულად ინტეგრირებული ევროპელი ხალხი; თავიანთი ისტორიის განმავლობაში ისინი უარყოფილი იყვნენ და განიცდიდნენ დევნას. ამის კულმინაციური გამოხატულება იყო მათი ამოჟლეტა ნაცისტების მიერ, რომლებიც მათ განიხილავდნენ დაბალ რასად. საუკუნეების განმავლობაში უარყოფის შედეგად, ბოშათა არაერთი თემი დღეს ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს. ძალზე ხშირად ისინი შეადგენენ იმ ქვეყანათა საზოგადოების განაპირა ნაწილს, სადაც ისინი სახლობენ და მათი მონაწილეობა საჯარო ცხოვრებაში უკიდურესად არის შეზრუდული.
14.ჩეხეთის რესპუბლიკაში ბოშებს აქვთ ეროვნული უმცირესობის სტატუსი და, შესაბამისად, სარგებლობენ ამ სტატუსიდან გამომდინარე უფლებებით. ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის ეროვნულ უმცირესობათა კომისია, რომელიც წარმოადგენს მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს და არ გააჩნია აღმასრულებელი უფლებამოსილება, პასუხისმგებელია ეროვნული უმცირესობების, მათ შორის ბოშების, ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება ჩეხეთის რესპუბლიკაში ამჟამად მცხოვრებ ბოშათა რაოდენობას, არსებობს შეუსაბამობა ოფიციალურ სტატისტიკურ და შეფასებით მონაცემებს შორის. ამ უკანასკნელის მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომია ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის ეროვნულ უმცირესობათა კომისიის ვებგვერდზე, ბოშათა თემი დღეს 150,000-დან 300,000-მდე ადამიანს ითვლის.
15. ჩეხეთის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეხეთში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაფუძნებული იქნა სპეციალური სკოლები (zvláštní školy) სპეციფიკური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის, მათ შორის გონებრივად და სოციალურად უნარშეზღუდულებისათვის. ასეთ სკოლებში გამწესებულ ბავშვთა ოდენობა მზარდია (23,000 მოსწავლიდან 1960 წელს _ 59,301 მოსწავლემდე 1988 წელს). დაწყებით სკოლებში (základní školy) გამწესებისათვის აუცილებელი მოთხოვნებისა და შესარჩევი პროცესის შედეგად, 1989 წლამდე ბოშა ბავშვების უმეტესობის გამწესება სწორედ ამ სკოლებში ხდებოდა.
16. skolis kanonis (kanoni no. 29/1984) – ამ საქმეზე გამოსაყენებელი კანონმდებლობის _ დებულებათა მიხედვით, სპეციალური სკოლები მიეკუთვნებოდა სპეციალიზებული (speciální školy) სკოლების კატეგორიას და განკუთვნილი იყო გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვებისათვის, რომლებსაც არ შეეძლოთ “ჩვეულებრივ” ან სხვა სპეციალიზირებულ დაწყებით სკოლებში სწავლა. ზემოაღნიშნული აქტის საფუძველზე, გადაწყვეტილებას სპეციალურ სკოლაში ბავშვის გამწესების შესახებ იღებდა სკოლის დირექტორი ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების შემოწმების (ტესტირების) შედეგების საფუძველზე, რომელსაც ატარებდა განათლების ფსიქოლოგიური ცენტრი და რომელიც საჭიროებდა ბავშვის კანონიერი მეურვის თანხმობას.
17. 1990 წლიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, სპეციალური სკოლების სიტემაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ამ ცვლილებებმა გავლენა მოახდინა ბოშა მოსწავლეების განათლებაზეც. 1995 წელს განათლების სამინისტრომ გამოსცა დირექტივა დამატებითი გაკვეთილების შესახებ იმ მოწაფეებისათვის, ვისაც სავალდებულო განათლება მიღებული ჰქონდა სპეციალურ სკოლებში. 1996/97 სასწავლო წლიდან არასახარბიელო სოციალური წარსულის მქონე ბავშვებისათვის გაიხსნა მოსამზადებელი კლასები საბავშვო ბაღებში, დაწყებით სკოლებსა და სპეციალურ სკოლებში. 1998 წელს განათლების სამინისტრომ დაადგინა ალტერნატიული განათლების კურიკულა (სასწავლო პროგრამები) ბოშური წარმოშობის ბავშვებისათვის, რომლებიც განთავსებულნი იქნენ სპეციალურ სკოლებში. ამ სკოლებში გამწესებული იქნენ აგრეთვე ბოშური წარმოშობის ასისტენტები მასწავლებლების დახმარებისა და ოჯახებთან კომუნიკაციის გაადვილების მიზნით. სკოლის კანონში განხორციელებული no. 19/2000 დამატების წყალობით, რომელიც ძალაში შევიდა 2000 წლის 18 თებერვალს, მოწაფეები, რომელთაც დამთავრებული ჰქონდათ სავალდებულო დაწყებითი განათლების კურსი, დაშვებულნი იქნენ საშუალო განათლების მისაღებად, თუკი ისინი დააკმაყოფილებდნენ მათ მიერ შერჩეული კურსისათვის დადგენილ შესასვლელ მოთხოვნებს.
18.მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რომელიც მოპოვებული იქნა ქ. ოსტრავაში არსებულ 8 სპეციალური სკოლისა და 69 დაწყებითი სკოლის დირექტორებისადმი 1999 წელს გაგზავნილი კითხვარის მეშვეობით, ამ ქალაქში სპეციალურ სკოლებში გამწესებულ მოწაფეთა საერთო ოდენობა შეადგენდა 1,360-ს, რომლიდანაც 762 მათგანს (56%) წარმოადგენდნენ ბოშა ბავშვები. ამასთან, ბოშები წარმოადგენდნენ მხოლოდ 2.26%-ს ქ. ოსტრავის დაწყებით სკოლის 33,372 მოწაფეთა საერთო რაოდენობისა. უფრო მეტიც: არაბოშური წარმოშობის მოწაფეთა მხოლოდ 1,8 % იქნა სპეციალურ სკოლებში გამწესებული ქ. ოსტრავაში, მაშინ როდესაც ასეთ სკოლებში განთავსებულ ბოშა მოწაფეთა ხვედრითი წილი შეადგენდა 50.3 %-ს. შესაბამისად, ბოშა ბავშვი ქ. ოსტრავაში 27-ჯერ ხშირად ხვდებოდა სპეციალურ სკოლაში არაბოშა ბავშვთან შედარებით. რასიზმისა და ქსენოფობიის ევროპული მონიტორინგის ცენტრის (ამჟამად –ძირითად უფლებათა ევროპის კავშირის სააგენტო) მონაცემების მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ბოშა ბავშვების ნახევარზე მეტი სპეციალურ სკოლებშია ჩარიცხული. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის 2005 წლის 26 ოქტომბრის მოხსენების მიხედვით, არაოფიციალური მონაცემების შესაბამისად, ბოშები წარმოადგენენ სპეციალურ სკოლებში ჩარიცხულ მოწაფეთა 70 %-ზე მეტს.
და ბოლოს, 15 ქვეყნის (ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ჩათვლით) იმ მონაცემთა შედარების საფუძველზე, რომელიც მოპოვებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ 1999 წელს და ციტირებულია საერთაშორისო ასოციაცია “ნაბიჯ-ნაბიჯ”-ის, ბოშათა განათლების ფონდისა და ბავშვთა პირველადი განათლების ევროპული კვლევითი ასოციაციის სადამკვირვებლო დოკუმენტებში, ჩეხეთის რესპუბლიკა მეორე ადგილზეა ფიზიოლოგიური ნაკლის მქონე ბავშთა სპეციალურ სკოლებში მოთავსების თვალსაზრისით და მესამე ადგილზე იმ ქვეყანათა შორის, სადაც ათვისების სირთულის მქონე ბავშვებს ასეთ სკოლებში ამწესებენ. Gგარდა ამისა, 8 ქვეყნიდან, რომლებმაც წარმოადგინეს იმ ბავშვთა სკოლებში გამწესების შესახებ მონაცემები, რომელთა სირთულეებიც სოციალური ფაქტორებით არის განპირობებული, ჩეხეთის რესპუბლიკა იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასეთი ბავშვებისათვის სპეციალურ სკოლებს იყენებდა. ყველა დანარჩენ ქვეყანაში ასეთი ბავშვები განათლებას, თითქმის ექსკლუზიურად, ჩვეულებრივ სკოლებში იღებდნენ.
C. ფაქტები წინამდებარე საქმეზე
19. 1996 წლიდან 1999 წლამდე პერიოდში ქ. ოსტრავაში მომჩივნების სპეციალურ სკოლებში გამწესება მოხდა ან პირდაპირ, ანდა ჩვეულებრივი დაწყებითი სკოლებიდან გარიცხვის შემდეგ.
20. სასამართლოს წინაშე არსებული მასალები მოწმობს, რომ მოსარჩელეთა მშობლები დაეთანხმნენ და რამდენიმე შემთხვევაში მოითხოვეს კიდევაც, რომ მათი შვილები გამწესებული ყოფილიყვნენ სპეციალურ სკოლებში. თანხმობის დადასტურება ხდებოდა წინასწარ შევსებული ფორმის ხელმოწერით. Mმე-12 და მე-16 მოსარჩელის შემთხვევებში, ამ ფორმებზე არსებული ხელმოწერის თარიღი არის უფრო გვიანდელი, ვიდრე თარიღი გადაწყვეტილებისა მათი შვილების სპეციალურ სკოლებში გამწესების შესახებ. ორივე შემთხვევაში თარიღი შესწორებული იყო ხელით, ხოლო ერთ-ერთ მათგანს თან ახლდა მასწავლებლის წერილობითი განმარტება იმის შესახებ, რომ თარიღში შეცდომა დაშვებული იყო ბეჭდვის დროს.
გადაწყვეტილები მიღებული იქნა სპეციალური სკოლების დირექტორების მიერ მას შემდეგ, რაც შესაბამისი რეკომენდაციები მიღებული იქნა განათლების ფსიქოლოგიური ცენტრიდან, სადაც მოსარჩელეებმა გაიარეს ფსიქოლოგიური შემოწმება. სკოლებში, მოსარჩელეთა საქმეებში ინახება შესაბამისი საგამოცდო შედეგების მონაცემები გამომცდელის კომენტართან ერთად, ბავშვთა მიერ შესრულებულ ნახატები და, რიგ შემთხვევებში, სპეციალურ კითხვარი მშობლებისათვის. წერილობითი გადაწყვეტილება სკოლაში განთავსების შესახებ გაეგზავნათ მოსარჩელეთა მშობლებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების, ანუ აპელაციის უფლება. ეს უფლება არცერთ მოსარჩელეს არ გამოუყენებია.
21. 1999 წლის 29 ივნისს მოსარჩელეებმა მიიღეს წერილი სკოლის ხელმძღვანელობისაგან, რომლითაც მათ ეცნობათ შესაძლებლობის შესახებ, სპეციალური სკოლებიდან გადასულიყვნენ დაწყებით სკოლებში. ოთხმა მოსარჩელემ (მე-5, მე-6, მე-11 და მე-16 მოსარჩელეები) წარმატებით გაიარა ტესტირება და ჩაირიცხა ჩვეულებრივ სკოლაში.
22. გადასინჯვისა და გადამოწმების ქვემოაღწერილი პროცედურის დროს მოსარჩელეთა ინტერესები წარმოადგინა ადვოკატმა, რომელიც მოქმედებდა მათი მშობლების მიერ ხელმოწერილი წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
1. მოთხოვნა ფორმალური (ოფიციალური) სააპელაციო პროცედურის გარეშე საქმის გადასინჯვის შესახებ
23. 1999 წლის 15 ივნისს ყველა მოსარჩელემ (გარდა 1-ლი, მე-2 მე-10 და მე-12 მოსარჩელეებისა) ოსტრავას განათლების სახელისუფლო უწყებას მოსთხოვა, რომ მას ფორმალური პროცედურის გარეშე გადაესინჯა (přezkoumání mimo odvolací řízení) ადმინისტრაციული გადაწყვეტილება სპეციალურ სკოლებში მათი განთავსების შეასხებ. მათი მტკიცებით, მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ყოფილა შესატყვისად შემოწმებული, ხოლო მათი წარმომადგენლები კი _ ადეკვატურად ინფორმირებული სპეციალურ სკოლებში მათ განთავსებასთან დაკავშირებული შედეგების შესახებ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათთან მიმართებაში არსებულ გადაწყვეტილებათა გაუქმება, რომლებიც, მათი მტკიცებით, არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს და არღვევდა მათ უფლებას, მიეღოთ განათლება დისკრიმინაციის გარეშე.
24. 1996 წლის 10 სექტემბერს განათლების უწყებამ მოსარჩელეებს აცნობა, რომ რამდენადაც სადაოდ ქცეული გადაწყვეტილებები მიღებული იყო კანონიერი პროცედურების შესაბამისად, იგი არ აკმაყოფილებდა პირობებს იმისა, რომ მათ გადასასინჯად არ ყოფილიყო გამოყენებული აპელაციის შესაბამისი ფორმალური პროცედურა.
2. კონსტიტუციური გასაჩივრება
25. 1999 წლის 15 ივნისს პირველმა 12-მა მოსარჩელემ (იხ. დანართი) შეიტანა კონსტიტუციური საჩივარი (აპელაცია), რომელშიც, მათ შორის მიუთითა, რომ სპეციალური განათლების სისტემის ფუნქციონირება წარმოადგენდა მათ de facto დისკრიმინაციას. ისინი დაეყრდნენ, მათ შორის, კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებსა და პირველი ოქმის მე-2 მუხლს. სპეციალურ სკოლებში მათი განთავსების შესახებ გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობა მათ ახსნეს შესაბამისი შედეგების თაობაზე მათთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდებით და მიუთითეს (გასაჩივრების საშუალებების ამოწურვასთან მიმართებაში), რომ მათი საქმე შეეხებოდა განგრძობად დარღვევას და იმავდროულად, ისეთ საკითხს, რომელიც შორს სცილდებოდა მათ პირად ინტერესებს. აპელაციის საფუძვლებში მოსარჩელეებმა ახსნეს, რომ სპეციალურ სკოლებში ისინი გამწებულნი იქნენ იმ პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც დამკვიდრებული იყო კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. ამგვარი პრაქტიკა იწვევდა de facto რასობრივ სეგრეგაციასა და დისკრიმინაციას და ასახული იყო სხვადასხვა რასობრივი ჯგუფების წევრებთან მიმართებაში განათლების ორი განცალკევებულად ორგანიზებული სისტემის არსებობით, კერძოდ : სპეციალური სკოლები _ ბოშებისათვის, ხოლო ჩვეულებრივი დაწყებითი სკოლები _ მოსახლეობის უმრავლესობისათვის. Aამგვარი განსხვავებული მოპყრობა არ ემყარებოდა ობიექტურ და გონივრულ გამართლებას, წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას და მათ აღუკვეთავდა განათლების უფლებას (რამდენადაც სპეციალურ სკოლებში დადგენილი კურიკულუმი (სასწავლო პროგრამა) თავისი დონით ჩამოუვარდებოდა ჩვეულებრივ სკოლებში არსებულს, რის გამოც სპეციალური სკოლის მოწაფეებს არ შეეძლოთ დაწყებით სკოლებში დაბრუნება ანდა საშუალო განათლების მიღება სხვაგან, გარდა პროფესიული მომზადების ცენტრისა. მოსარჩელეთა მტკიცებით, მათ მიიღეს არაადეკვატური განათლება, რაც აკნინებდა მათ ღირსებას. მოსარჩელეებმა მოთხოვეს საკონსტიტუციო სასამართლოს (Ústavní soud), ეღიარებინა მათი უფლებების დარღვევა, გაეუქმებინა გადაწყვეტილება სპეციალურ სკოლებში მათი განთავსების შესახებ, მოპასუხეებისათვის (ოსტრავას განათლების სახელისუფლო უწყება და განათლების სამინისტრო) დაევალებინა, თავი შეეკავებინათ მათი უფლებების შემდგომი დარღვევისაგან და აღედგინა status quo მათთვის საკომპენსაციო გაკვეთილების შეთავაზებით.
26. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგენილ თავიანთ წერილობით განმარტებებში შესაბამისმა სპეციალურმა სკოლებმა მიუთითეს, რომ ყველა მოსარჩელესთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებული იყო განათლების ფსიქოლოგიური ცენტრის რეკომენდაციისა და მათი წარმომადგენლების თანხმობის საფუძველზე. უფრო მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს ეცნობა შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ, არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია გადაწყვეტილება გასაჩივრების შესახებ. იმავე განმარტებების მიხედვით, მოსარჩელეთა წარმომადგენლები ინფორმირებულები იყვნენ იმ განსხვავების თაობაზეც, რაც არსებობდა სპეციალურ სკოლებში დადგენილ კურიკულუმსა და დაწყებითი სკოლის კურიკულუმს შორის. გარდა ამისა, რეგულარულად ხდებოდა მასწავლებლების მხრიდან მოწაფეთა შეფასება დაწყებით სკოლებში მათი შესაძლო გადაყვანის თვალსაზრისით. ზოგიერთ მათგანს, კერძოდ, მე-5-დან მე-12 მოსარჩელის ჩათვლით, ურჩიეს კიდევაც ამის თაობაზე და განუმარტეს დაწყებით სკოლაში მათი გადასვლის შესაძლებლობა.
O
ოსტრავას განათლების უწყებამ თავის წერილობით განმარტებებში მიუთითა, რომ სპეციალურ სკოლებს ჰყავდათ თავიანთი იურისტები; რომ სადავო გადაწყვეტილებები მოიცავდა განმარტებას მათი გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ და რომ მოსარჩელეებმა არცერთ ეტაპზე არ მიმართეს სკოლის ინსპექტორატს აღნიშნულ საკითხებზე.
განათლების სამინისტრომ უარყო რაიმე დისკრიმინაციის არსებობა და მიუთითა იმ ტენდენციის არსებობაზე, რომ მოსარჩელეთა მშობლები, პირიქით, საკმაოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას უნერგავდნენ თავიანთ შვილებს სასკოლო მუშაობის მიმართ. სამინისტრომ დაადასტურა, რომ სპეციალურ სკოლებში განთავსების შესახებ თითოეულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობების შემოწმება, ხოლო მშობლის თანხმობა კი გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა გადწყვეტილების მიღებისას. მან ისიც მიუთითა, რომ ბოშური წარმოშობის 18 ასისტენტი მუშაობდა ოსტრავას სკოლებში მასწავლებელთა დასახმარებლად.
27. თავიანთ დასკვნით წერილობით მოსაზრებებში მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ (i) სკოლებში არსებული მათი პირადი საქმეების მასალებიდან არაფერი ამტკიცებდა იმ გარემოებას, რომ მათი პროგრესი რეგულარული მონიტორინგის საგანი იყო დაწყებით სკოლებში მათი გადაყვანის შესაძლებლობის შესაფასებლად; (ii) რომ საგანმანათლებლო ფსიქოლოგიური ცენტრის ანგარიშები არ შეიცავდა ინფორმაციას გამოყენებული ტესტების თაობაზე და (iii) რომ მათი რეკომენდაცია სპეციალურ სკოლებში მათი განთავსების შესახებ ემყარებოდა ჩეხური ენის არასაკმარისად ფლობას, მშობელთა მეტისმეტად ტოლერანტულ დამოკიდებულებას, ცუდად ადაპტირებულ სოციალურ გარემოსა და სხვა გარემოებებს. მათ ასევე მიუთითეს, რომ განათლებაში არსებულმა ხარვეზებმა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ბოშა ბავშვების გადაყვანა დაწყებით სკოლებში და რომ სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს არ შეეძლო გაემართლებინა ნავარაუდევი განსხვავებული მოპყრობა.
28. 1999 წლის 20 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეთა საჩივარს, ნაწილობრივ – მისი აშკარა უსაფუძვლობის მოტივით, ნაწილობრივ კი _ იმ არგუმენტით, რომ მას არ გააჩნდა მათი საჩივრის განხილვის იურისდიქცია. თუმცაღა, სასამართლომ მოიწვია და მოუსმინა ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს მომჩივანთა შეთავაზებების გულისხმიერი და კონსტრუქციული განხილვისათვის.
(a) სპეციალურ სკოლებში განთავსების გამო მოსარჩელეთა უფლებების დარღვევასთან მიმართებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც მხოლოდ 5 გადაწყვეტილება იყო გასაჩივრებული, მას არ გააჩნდა უფლებამოსილება გადაეწყვიტა იმ მოსარჩელეთა საქმეები, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაბამისი გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული.
დანარჩენ 5 მოსარჩელესთან მიმართებაში (1-ლი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-9 მოსარჩელეები) საკონსტიტუციო სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ არ ყოფილა წარდგენილი კანონის შესაბამისი ჩვეულებრივი საკონსტიტუციო საჩივრები, დაეთანხმა მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ მათი საკონსტიტუციო საჩივრების ფარგლები მართლაც სცილდებოდა მათ პერსონალურ ინტერესებს. თუმცაღა დაასკვნა, რომ საქმის მასალებში არაფერი მოიპოვებოდა იმის მაჩვენებელი, რომ შესაბამისი საკანონმდებლო დებულებები განმარტებული ან გამოყენებული იყო კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, რამდენადაც გადაწყვეტილებები მიღებული იყო დირექტორების მიერ, რომელთაც გადაცემული ჰქონდათ კანონიერი უფებამოსილება, მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილებები ფსიქოლოგიური ცენტრის რეკომენდაციებისა და მოსარჩელეთა მშობლების თანხმობის საფუძველზე.
(b) სწავლაში მოსარჩელეთა პროგრესის არასაკმარისი მონიტორინგისა და რასობრივი დისკრიმინაციის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მის როლს არ შეადგენდა სოციალური კონტექსტის გავლენების შეფასება და მიუთითა, რომ მოსარჩელეებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებანი თავიანთი სამდურავის დასადასტურებლად. Mმან აღნიშნა ისიც, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ სპეციალურ სკოლებში განთავსების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება, რომელიც მათ მიერ არ ყოფილა გამოყენებული. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელეებს არასაკმარისი ინფორმაცია გააჩნდათ სპეციალური სკოლების შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლებს გააჩნდათ ყოველგვარი შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია მოეპოვებინათ სკოლასთან დაკონტაქტების გზით და რომ არაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ მათ რაიმე ინტერესი გამოიჩინეს დაწყებით სკოლებში ბავშვების გადაყვანის საკითხზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი საჩივარი ამ ნაწილში აშკარად უსაფუძვლოდ ცნო.
II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
A. 1984 წლის სკოლის კანონი no. 29/1984 – გაუქმებულია no.561/2004 კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვარს).
29. 2000 წლის 18 თებერვლამდე სკოლის კანონის მე-19 (I) ნაწილის მიხედვით, საშუალო განათლების მისაღებად აუცილებელი იყო, რომ მოწაფეებს წარმატებით დაესრულებინათ დაწყებითი განათლების მიღება. ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელდა no. 19/2000 დამატება, რომელიც ძალაში შევიდა 2000 წლის 18 თებარვალს. მე-19(I) ნაწილში განხორციელებული დამატების მიხედვით, საშუალო განათლების მიღების აუცილებელ პირობებად დაწესდა სავალდებულო (დაწყებითი) განათლების დასრულება და სკოლაში მისაღები პროცედურების დროს იმ აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება, რომლებიც დადგენილი იყო არჩეულ სასწავლო კურსთან მიმართებაში.
30.კანონის 31(1)-ე ნაწილის მიხედვით, სპეციალური სკოლები გამიზნული იყო გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვებისათვის, რაც მათ არ აძლევდა შესაძლებლობას, მიჰყოლოდნენ ჩვეულებრივ დაწყებით სკოლებში არსებულ კურიკულას (სასწავლო პროგრამას), ხოლო სპეციალიზირებული სკოლები კი გამიზნული იყო ავადმყოფი, უუნარო და ნერვიული დაავადების მქონე ბავშვებისათვის.
B. 2004 წლის სკოლის კანონი (no.561/2004)
31. ეს ახალი კანონი სასკოლო განათლების შესახებ აღარ ითვალისწინებს დებულებებს სპეციალური სკოლების შესახებ იმ ფორმით, რაც მანამდე არსებობდა. დაწყებითი განათლება დღეს ხორციელდება დაწყებით სკოლებსა და სპეციალიზირებულ დაწყებით სკოლებში. ეს უკანასკნელი გამიზნულია სერიოზული გონებრივი ნაკლის მქონე, მრავალგვარად უუნარო და აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის.
32. მე-16 ნაწილი მოიცავს დებულებებს, რომლებიც არეგულირებს იმ ბავშვთა და მოწაფეთა განათლებას, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებანი. ასეთებად მიჩნეული არიან უუნარშეზღუდული, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და სოციალურად დაჩაგრული ბავშვები. Mმე-16(4) ნაწილი მიუთითებს, რომ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ბავშვი სოციალურად დაჩაგრულად მიიჩნევა, თუკი ეს მომდინარეობს, მათ შორის, დაბალი სოციალურ-კულტურული სტატუსის მქონე ოჯახური გარემოდან ანდა იმ რისკებიდან, რომლებიც უკავშირდება სოციალურ-პათოლოგიურ ფენომენს. მე-5 ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების არსებობა შეფასებული უნდა იქნეს განათლების მართვის ცენტრის მიერ.
33. კანონი ასევე მოიცავს დებულებებს, მათ შორის, განათლების დარგში ასისტენტების, ინდივიდუალური განათლების პროექტების შესახებ; სოციალურად დაჩაგრული ბავშვებისათვის მოსამზადებელი კლასების თაობაზე სავალდებულო სასკოლო განათლების მიღებამდე ; დამატებითი გაკვეთილების მიცემის შესახებ იმ ბავშვებისათვის, ვინც ვერ მიიღო საბაზისო განათლება და სხვ.
C. დეკრეტი no. 127/1997 სპეციალიზირებული სკოლების შესახებ (გაუქმებულია no. 73/2005 დეკრეტით, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წლის 17 თებერვალს)
34. დეკრეტის 2 § 4-ე მუხლით, შემდეგი სკოლებია ხელმისწვდომი გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისათვის: სპეციალზირებული საბავშვო ბაღები (speciální mateřské školy), სპეციალური სკოლები, დამხმარე სკოლები (pomocné školy), პროფესიული სკოლები (odborná učiliště) და პრაქტიკული წრთვნის სკოლები (praktické školy).
35. დეკრეტის 6§2 მუხლის მიხედვით, თუ მოსწავლის სასკოლო კარიერის განმავლობაში მოხდება რაიმე ცვლილებანი მისი უუნარობის დონის თვალსაზრისით, ანდა თუ სპეციალიზირებული სკოლა რაიმე სხვა მიზეზით აღარ შეესატყვისება მოწაფის უუნარობის ხარისხს, შესაბამისი სკოლის დირექტორს მოეთხოვება, მოწაფის წარმომადგენელს, მასთან გასაუბრების შემდეგ, რეკომენდაცია მისცეს, სხვა სპეციალიზირებულ სკოლაში ანდა ჩვეულებრივ სკოლაში ბავშვის გადაყვანის შესახებ.
36. დეკრეტის 7 § 1 მუხლით, გადაწყვეტილებას მოწაფის სკოლაში ჩარიცხვის ანდა სხვა, მათ შორის, სპეციალურ სკოლაში გადაყვანის შესახებ, იღებს დირექტორი მოწაფის კანონიერი მეურვის თანხმობით. 7 § 2 მუხლის მიხედვით, წინადადება მოწაფის სკოლაში ჩარიცხვისა თუ სხვა, მათ შორის სპეციალიზირებულ სკოლაში გადაყვანის შესახებ შეიძლება წამოაყენოს ასევე მოწაფის კანონიერმა მეურვემ, განათლების ფსიქოლოგიურმა ცენტრმა, საავადმყოფომ ან კლინიკამ, სახელისუფლო ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ოჯახისა და ბავშვის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობის ცენტრმა, და სხვ.
იმ შემთხვევაში, თუ მოწაფემ ვერ მიიღო ადგილი სპეციალურ სკოლაში, დირექტორს, 7 § 3 მუხლით მოეთხოვება, აცნობოს ამის შესახებ მოწაფის კანონიერ მეურვეს, შესაბამისი სკოლის ხელმძღვანელობას ანდა იმ მუნიციპალიტეტს, სადაც მუდმივად ცხოვრობს ეს მოწაფე. ასეთ შემთხვევებში განათლების სახელისუფლო უწყებას მოეთხოვება მუნიციპალიტეტთან კონსულტაციების შემდეგ სკოლას, სადაც მოწაფე იყო განთავსებული, შესთავაზოს სხვა სკოლა, სადაც იგი მიიღებს სავალდებულო (დაწყებით) განათლებას. 7 § 4 მუხლით, განათლების ფსიქოლოგიურ ცენტრს მოეთხოვება შეაგროვოს გადაწყვეტილებისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი და რეკომენდაცია მისცეს დირექტორს იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სკოლაშია მიზანშეწონილი ბავშვის ჩარიცხვა.
D. dekreti no. 73/2005 specifiuri ganaTlebis saWiroebis mqone da gansakuTrebuli niWiT dajildoebuli bavSvebis, mowafeebisa da studentebis ganaTlebis Sesaxeb
37. დეკრეტის 1-ლი მუხლის მიხედვით, სპეციფიკური განათლების საჭიროების მქონე ბავშვების, მოწაფეებისა და სტუდენტების განათლება უნდა განხორციელდეს დახმარებისა და მხარდაჭერის იმგვარი ღონისძიებებით, რომლებიც სცილდება ან განსხვავდება ჩვეულებრივ სკოლებში დადგენილი ინდივიდუალური თუ ორგანიზაციული ღონისძიებებისაგან.
38. მე-2 მუხლი უზრუნველყოფს, რომ ბავშვები, ვისი სპეციფიკური განათლების საჭიროებანიც დადგინდა განათლების მართვის ცენტრის მიერ განხორციელებული ცოდნის დონის ან ფსიქოლოგიური შემოწმების შედეგად, ჩაირიცხებიან სპეციალიზირებულ სკოლებში, თუკი დადასტურდა აშკარა საჭიროება ასეთ სკოლებში მათი ჩარიცხვისა.
იმდროინდელი Pპრაქტიკა
1. ფსიქოლოგიური შემოწმება
39. განათლების ფსიქოლოგიურ ცენტრში ბავშვის გონებრივი უნარიანობის შემოწმება მისი კანონიერი მეურვის თანხმობით, არც სავალდებული იყო და არც ავტომატური. შემოწმების რეკომენდაციას იძლეოდა ან მასწავლებელი ბავშვის სკოლაში შესვლისას, ანდა პედიატრი _ ჩვეულებრივ დაწყებით სკოლაში სწავლის დროს გამოვლენილი სირთულეების შემთხვევებში.
40. მოსარჩელეთა განმარტებების მიხედვით, რომლებშიც ციტირებული იყო ამ სფეროს ექსპერტთა მოსაზრებები, ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული ტესტები, წარმოადგენდნენ ბავშვებისათვის ვექსლერის ინტელექტუალური სკალისა (PDW და WISC-III) და სტენფორდ-ბინეტის ინეტელექტუარი ტესტის ვარიაციებს. სხვადასხვა, მათ შორის მასწავლებლების, ფსიქოლოგებისა და ჩეხეთის განათლების სამინისტოს სპეციალური სკოლების დეპარტამენტის თავმჯდომარის შეხედულებების ციტირებით, 1999 წელს, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ გამოყენებული ტესტები არც ობიექტური იყო და არც მიზანშეწონილი, რამდენადაც ისინი შემუშავებული იყო მხოლოდ ჩეხი ბავშვებისათვის და არ იყო ბოლო ხანებში სტანდარტიზირებული და მოწონებული ბოშა ბავშვების მიმართ მათი გამოყენებისათვის. Uუფრო მეტიც: არავითარი ღონისძიებები არ იყო გატარებული, რომლებიც ბოშა ბავშვებს დაეხმარებოდა, დაეძლიათ კულტურული თუ ენობრივი პრობლემები ტესტირების დროს. Aარც რაიმე ისეთი ინსტრუქციები ყოფილა შემუშავებული, რომლებიც ჩარჩოებში მოაქცევდა ტესტირების განხორციელებასა და შედეგების ინტერპრეტაციას. მოსარჩელეებმა ყურადღება გაამახვილეს 2002 წლის ანგარიშზეც, სადაც ჩეხეთის სკოლების ინსპექტორატმა მიუთითა, რომ ბავშვები, რომლებსაც აღარ აღენიშნებოდათ სერიოზული გონებრივი ჩამორჩენა, კვლავ სპეციალურ სკოლებში იყვნენ განთავსებულნი.
41. ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ 1999 წლის 1 აპრილს წარდგენილ პროექტში, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის 25§1 მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული იყო, რომ “ “ფსიქოლოგიური ტესტები” ჩაფიქრებული იყო მოსახლეობის უმრავლესობისათვის და მხედველობაში არ იღებდა ბოშათა სპეციფიკას. ”
ჩეხეთის რესპუბლიკაზე თავის პირველ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2002 წლის 25 იანვარს, ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სკოლები შექმნილი იყო გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვებისათვის, არაერთი ბოშა ბავშვი, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ გონებრივი ჩამორჩენა, გამწესებულნი იყვნენ ასეთ სკოლებში თავიანთი, მათთვის გასაგები ენისა და ბოშებსა და უმრავლესობას შორის არსებული ენობრივი და კულტურული განსხვავებულობის გამო. Kკომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარ სკოლებში ბავშვების განთავსება უნდა მომხდარიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს იყო აბსოლუტურად აუცილებელი და, ამასთან, მხოლოდ საგულდაგულო, ობიექტური და ყოვლისმომცველი შემოწმების საფუძველზე.
ჩეხეთის რესპუბლიკაზე თავის მეორე ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2005 წლის 26 ოქტომბერს, ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმა აღნიშნა: “ სკოლებში გასამწესებლად ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების შეფასების დროს გამოყენებული ტესტები და მეთოდები უკვე შემუშავებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ არ მომხდარიყო მათი გამოყენება ბოშა ბავშვებისათვის
საზიანოდ.” თუმცა, მან წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ “ამ ტესტების მიხედვით, ბოშები წარმოადგენდნენ სპეციალური სკოლების მოსწავლეთა 70%-ს, და ეს გარემოება, მოსახლეობაში ბოშათა პროცენტული ხვედრითი წილის მხედველობაში მიღებით, აღძრავდა ეჭვებს ამ ტესტებისა და პრაქტიკაში გამოყენებული მეთოდოლოგიის შესატყვისობის თაობაზე”.
42. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) ჩეხეთის რესპუბლიკაზე თავის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2000 წლის 21 მარტს, აღნიშნა, რომ ბოშა ბავშვების სპეციალურ სკოლებში განთავსება ხშირად იყო კვაზი-ავტომატური. Kკომისიის შეხედულებით, წინა სასკოლო ტესტირების დროს ამ ბავშვთა ცუდი შედეგები აიხსნებოდა იმ გარემოებით, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ბოშა ბავშვებს, ჩვეულებრივ არ გააჩნდათ განათლება, რომლებიც საბავშვო ბაღში უნდა მიეღოთ. Kკომისიამ მიიჩნია, რომ იმ ბოშა ბავშვების სპეციალურ სკოლებში გამწესების პრაქტიკა, რომლებსაც გააჩნდათ გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად უნდა ყოფილიყო შესწავლილი იმაში დასარწმუნებლად, რომ ნებისმიერი ჩატარებული ტესტირება იყო სამართლიანი და რომ თითოეული ბავშვის რეალური შესაძლებლობები სწორად იყო შეფასებული.
ჩეხეთის რესპუბლიკაზე მომდევნო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2004 წლის ივნისში, კომისიამ მიუთითა, რომ ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების შესაფასებლად ჩეხეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტესტები, არ იყო სავალდებულო და წარმოადგენდა ერთ-ერთ საშუალებასა და მეთოდს, რომლებიც რეკომენდებული იყო განათლების მართვის ცენტრის მიერ.
43.2006 წლის 15 თებერვლის თავის საბოლოო ანგარიშში, რომელიც შეეხებოდა ევროპაში ბოშების, სინტების და მოხეტიალე ცხოვრების წესის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მდგომარეობას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მიუთითა, რომ “ ბოშა ბავშვები, ადეკვატური ფსიქოლოგიური თუ პედაგოგიური შეფასებების გარეშე, ძალზე ხშირად იყვნენ გამწესებული ისეთ კლასებში, რომლებიც განკუთვნილი იყო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის; რეალური კრიტერიუმი აშკარად იყო მათი ეთნიკური წარმომავლობა.”
44. საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, საერთაშორისო ასოციაცია “ნაბიჯ-ნაბიჯ”-ის, ბოშათა განათლების ფონდისა და პირველადი განათლების ევროპული კვლევითი ასოციაციის დაკვირვებებით, ცენტრალურ აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში აშკარად შეინიშნებოდა “უუნარობის” ოფიციალური დეფინიციის არარსებობა მოწაფეთა სპეციალურ სკოლებში განთავსების საკითხთან მიმართებაში; გამოყენებულ დეფინიციებში უუნარობის ზოგიერთი ფორმა დაკავშირებული იყო ბავშვის ცხოვრების სოციალურ-კულტურულ ასპექტებთან, რაც ღია კარს ტოვებდა დისკრიმინაციული პრატიკის გამოყენებისათვის. Mმონაცემები ბავშვთა უუნარობის შესახებ ძირითადად ეყრდნობოდა ადმინისტრაციული წყაროებს და იშვიათად ეფუძნებოდა ბავშვის უნარ-თვისებების რეალურ შესაწავლასა და დახასიათებას. ამგვარი პრაქტიკა და ერთჯერადი შემოწმება ჩვეულებრივი მოვლენა იყო 1990-იან წლებში.
ამ დაკვირვებებში გამოთქმული იყო აზრი, რომ შეფასება, რომელიც გამოიყენებოდა ოსტრავას რეგიონში ბოშა ბავშვების სპეციალურ სკოლებში განთავსების საკითხის გადასაწყვეტად, არ შეესაბამებოდა შეფასების იმ ეფექტიან ინდიკატორებს, რომლებიც 1990-იან წლებში უკვე კარგად იყო ცნობილი. მაგალითად, მათ, რომლებიც გამოქვეყნებული იყო 1987 წელს მცირეწლოვან ბავშვთა განათლების ეროვნული ასოციაციის მიერ (აშშ). აღნიშნული ინდიკატორები ამჟამად დაკავშირებულია ახალგაზრადა თაობის განათლების გლობალურ ალიანსთან, რომელიც მოიცავს წევრ-ორგანიზაციებს ევროპაში, და რაც აღსანიშნავია, ჩეხეთის რესპუბლიკასაც. შესაბამისი ინდიკატორები მოიცავენ: ეთიკურ პრინციპებს შეფასების პრაქტიკის სამართავად; შეფასებითი ინსტრუმენტების გამოყენებას მათთვის განზრახული მიზნებისათვის და პროფესიონალიზმის კრიტერიუმის დაცვით; შეფასებებს, რომლებიც შეესატყვისება ბავშვთა ასაკსა და მათ სხვა მახასიათებლებს; შეფასების საგნის მზარდი და საგანმანათლებლო მნიშვნელობის აღიარებას; შეფასების შედეგების გამოყენებას სწავლის გასაუმჯობესებლად; შეფასების შედეგების შეგროვებას რეალისტური მიდგომების შესამუშავებლად და ყოველგვარი სიტუაციებისათვის, რომლებიც აისახება ბავშვთა ქცევაზე; სხვადსხვა დროს და მრავალჯერადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციების გამოყენებას; კავშირის არსებობას შემოწმებასა და შემდგომ ნაბიჯებს შორის; ინდივიდუალი ადმინისტრირების შეზღუდვას, ტესტების გამოყენებას შესაბამისი ნორმების მითითებით და იმ მუშაკებისა და ოჯახების ადეკვატურ ინფორმირებულობას, რომლებიც ჩართულნი არიან შეფასების პროცესში.
ამგვარად, ოსტრავას რეგიონში ბავშვთა შეფასების დროს მხედველობაში არ მიიღებოდა ბავშვთა ენა და კულტურა, ან სწავლის სხვა საწყისი გამოცდილება, აგრეთვე ის გარემოება, რომ ისინი არ იყვნენ გაცნობილნი იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ტესტირების პროცესთან. Gგამოიყენებოდა მტკიცებულებების ერთი და არა მრავალი წყარო; ტესტირება ხორციელდებოდა ერთჯერადი შემოწმებით, და არა ეტაპობრივად; შემოწმება არ ხდებოდა რეალისტურ და ავთენურ გარემოში, სადაც ბავშვებს შეეძლებოდათ თავიანთი უნარის ჩვენება; უმეტესწილად გამოიყენებოდა ინდივიდუალური ადმინისტრირება, სტანდარტიზირებული წესები, რომლებიც შექმნილი იყო სხვა მოსახლეობისათვის.
ამავე დოკუმენტში ციტირებული ნაშრომების მიხედვით (UNICEF Innocenti Insight (2005); გადავარჩინოთ ბავშვები (2001); უარი მომავალს? ბოშა და მოხეტიალე ცხოვრების წესის მქონე ბავშვების განათლების უფლება; დ.ჯ. ლოსენი და გ. ორფილდი (2002), წინასიტყვაობა: რასობრივი უთანასწორობა სპეციალურ განათლებაში, კემბრიჯი, ჰარვარდის განათლების პრესა), სპეციალური განათლების სიტემაში სტუდენტთა გარკვეული ჯგუფების არაპროპორციულმა განაწილებამ გამოიწვია მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის გაუცნობიერებელი რასობრივი მიკერძოება სკოლის ხელმძღვანელობის ერთი ნაწილის მხრიდან, რესურსების სფეროში სერიოზული უთანასწორობა, შეფასების სხვადასხვა საშუალებებზე გაუმართლებელი დაყრდნობა, პედაგოგთა არასაკმარისი მომზადება, გადაეწყვიტათ ტესტირების დროს მაღალსაპასუხისმგებლო საკითხები და ის განსხვავებულობა, რაც არსებობდა სკოლის ადმინისტრაციასა და უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებს შორის. ასე რომ, ფსიქოლოგიური ტესტირების მეშვეობით ბავშვთა სკოლებში განაწილება ხშირად ასახავდა შესაბამისი საზოგადოების მხრიდან რასობრივ მიკერძოებას.
45. მთავრობამ მიუთითა, რომ იმ ევროპული ნორმების უნიფიცირება, რომლებსაც ფსიქოლოგები იყენებდნენ, უკვე მიმდინარეობდა, და რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უკვე გადადგეს ყველა აუცილებელი ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფსიქოლოგიური შემოწმება განხორციელებულიყო უნივერსიტეტის დიპლომის მქონე კვალიფიციური ექსპერტების მხრიდან უახლესი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით იმ სფეროებში, რომლებშიც სპეციალიზირებულები იყვნენ. დამატებით, 1997 წელს, განათლების სამინისტროს დავალებით, ჩეხი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევითი საქმიანობის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოშა ბავშვებმა გონებრივი შესაძლებლობების სტანდარტული ტესტის (WISC-III) მიხედვით აჩვენეს შედეგი, რომელიც უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა სხვა ჩეხი ბავშვების შედეგებს (ერთქულიანი განსხვავება IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) სკალის მიხედვით).
2. სპეციალურ სკოლაში განთავსებაზე თანხმობა
46. სპეციალური სკოლების შესახებ no. 127/1997 დეკრეტის მე-7 მუხლის მიხედვით, კანონიერი მეურვის თანხმობა იყო sine qua non (აუცილებელი) პირობა ბავშვის სპეციალურ სკოლაში განსათავსებლად. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ჩეხეთის კანონმდებლობა არ მოითხოვდა, რომ თანხმობა ყოფილიყო წერილობითი. გარდა ამისა, არ იყო სავალდებულო, რომ წინასწარ ყოფილიყო მომზადებული მათთვის ინფორმაცია სპეციალურ სკოლებში შესაბამისი განათლების ანდა ამ სკოლებში განთავსების შედეგების თაობაზე.
47. ჩეხეთის რესპუბლიკის შესახებ თავის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2000 წლის მარტში, რასობრივი დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) მიუთითა, რომ ხშირად, ბოშა მშობლები უპირატესობას ანიჭებდნენ სპეციალურ სკოლებს. Nნაწილობრივ, ეს ხდებოდა იმ მოტივით, რომ თავიდან აეცილებინათ ჩვეულებრივ სკოლებში არაბოშა ბავშვების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და ბავშვის იზოლაცია სხვა მეზობელი ბოშა ბავშვებისაგან; ნაწილობრივ კი, ასეთი არჩევანი განპირობებული იყო განათლებისადმი მათი შედარებით დაბალი ინტერესით.
იმავე კომისიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის შესახებ თავის მომდევნო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2004 წლის ივნისში, მიუთითა, რომ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ბოშა ბავშვების მშობლები კვლავ განიცდიდნენ ინფორმაციის ნაკლებობას იმ შორეული უარყოფითი შედეგების თაობაზე, რაც დაკავშირებული იყო ბავშვების სპეციალურ სკოლებში გაგზვავნასთან. ასეთი ინფორმაცია ხშირად მიწოდებული იყო იმგვარად, რომ ეს წარმოადგენდა შესაძლებლობას მათი ბავშვებისათვის, ყოფილიყვნენ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და იმავდროულად, სხვა ბოშა ბავშვებთან ერთად.
48. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკაში ბევრი სკოლა არ იყო მაინცდამაინც მონდომებული, მიეღოთ ბოშა ბავშვები. ასეთი დამოკიდებულება აიხსნებოდა არაბოშა მშობლების რეაქციით. იყო მრავალი ისეთი შემთხვევა, როცდესაც მშობლებმა თავიანთი შვილები გადაიყვანეს ისეთი სკოლებიდან, სადაც ბევრი ბოშა ბავშვი იყო ინტეგრირებული, იმ შიშით, რომ სწავლის საერთო დონე დაეცემოდა სკოლებში ბოშა ბავშვების მიღების გამო. ანდა, მარტივად, იმ წინასწარი განწყობების გამო, რაც ბოშების მიმართ არსებობდა. სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ ბოშა ბავშვები მათი შესაძლებლობების შესაფასებლად ექვემდებარებოდნენ ჩვეულებრივ სკოლებში მისაღებად შემუშავებულ ტესტირებას, რასაც შედეგად მოსდევდა ბოშა ბავშვების მშობელთა წახალისება, ბავშვები განეთავსებინათ სპეციალურ სკოლებში. Aამგვარად, ბოშა მშობლების არჩევანი შეესაბამებოდა სკოლის ადმინისტრაციის სურვილს, არ მიეღოთ ბევრი ბოშა ბავშვი, რამდენადაც მათ შემოსვლას შეიძლებოდა გამოეწვია არა-ბოშა ბავშვების მშობელთა მიერ ამ სკოლებიდან თავიანთი შვილების გადაყვანა სხვა სკოლებში.
3. შედეგები
49. სპეციალური სკოლის მოწაფეები მიჰყვებოდნენ იმ სასწავლო პროგრამას, რაც ადაპტირებული იყო მათ გონებრივ შესაძლებლობებთან. ასეთ სკოლებში სავალდებულო დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ, მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ სწავლა სხვადასხვა პროფესიული წრთვნის ცენტრებში, ან, 2000 წლის 18 თებერვლის შემდეგ, აერჩიათ საშუალო განათლების რომელიმე სხვა ფორმა (იმ პირობით, თუ დააკმაყოფილებდნენ შესასვლელ მოთხოვნებს არჩეული კურსის შესაბამისად). გარდა ამისა, no. 127/1997 დეკრეტის 6§2 მუხლი ითვალისწინებდა, რომ თუ სასკოლო კარიერის განმავლობაში მოხდებოდა არსებითი ცვლილებები ბავშვის უუნარობის ხასიათში, ანდა, თუ სპეციალიზირებული სკოლა აღარ შეესაბამებოდა მისი უუნარობის დონეს, დირექტორს მოეთხოვებოდა, მოწაფის მეურვესათვის, მასთან გასაუბრების შემდეგ, მიეცა რეკომენდაცია სხვა სპეციალურ ან ჩვეულებრივ სკოლაში მოწაფის გადაყვანის თაობაზე.
.
50. ბოშების, სინტების და მოხეტიალე ცხოვრების წესის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ თავის საბოლოო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 თებერვალს, ადამიანის უფლებათა კომისარმა მიუთითა: “ სპეციალურ სკოლებში ან კლასებში განთავსება ხშირად იმას გულისხმობს, რომ ბავშვები მიჰყვებიან უფრო დაბალ კურიკულას (სასწავლო პროგრამებს), რაც ამცირებს მათ შესაძლებლობას, მიიღონ შემდგომი განათლება და იშოვონ სამსახური. ბოშა ბავშვების განთავსება სკოლებში სპეციფიკური საჭიროებების მქონე ბავშვებთან ერთად, სავარაუდოდ, ხელს უწყობს იმ სტიგმის გაძლიერებას, რომ ბოშა ბავშვები არიან ნაკლებად გონიერი და უნარიანი. იმავდროულად, განათლების სისტემაში სეგრეგაცია, როგორც ბოშა, ისე არაბოშა ბავშვებს უკარგავს შანსს, იცნობდნენ ერთმანეთს, ისწავლონ და იცხოვრონ როგორც თანასწორმა მოქალაქეებმა. Eყოველივე ეს გულისხმობს საზოგადოების ძირითადი ნაწილიდან ბოშა ბავშვების განდევნას მათი ცხოვრების დასაწისშივე და ზრდის რისკს იმისა, რომ მოხვდნენ სხვადასხვა მარგინალურ ჯგუფებში”.
51. ჩეხეთის რესპუბლიკაზე თავის მეორე ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2005 წლის 26 ოქტომბერს, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმა მიუთითა, რომ სპეციალურ სკოლებში გამწესება ”ბოშა ბავშვებს ურთულებს შესაძლებლობას, გააჩნდეთ განათლების სხვა დონის ხელმისაწვდომობა, და, ამდენად, ამცირებს საზოგადოებაში ინტეგრაციის მათ შანსს. Mმიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა აღარ ქმნის დაბრკოლებებს სპეციალური სკოლებიდან ორდინარულ სკოლებში გადასვლისათვის, განათლების დონე, რომელიც შეთავაზებულია სპეციალურ სკოლებში, ჩვეულებრივ, არ იძლევა იმის შეასაძლებლობას, რომ ბავშვებმა დააკმაყოფილონ საშუალო სკოლის მოთხოვნები, რაც იწვევს ამ სისტემიდან მათ განდევნას”.
52. საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, საერთაშორისო ასოციაცია “ნაბიჯ-ნაბიჯ”-ის, ბოშათა განათლების ფონდისა და ბავშვთა პირველადი განათლების ევროპული კვლევითი ასოციაციის დაკვირვებებით, ბავშვთა გამწესება სპეციალურ სკოლებში და მათი სეგრეგაცია წარმოადგენდა მაგალითს მოწაფეთა შესაძლებლობების მეტისმეტად ადრეულ შეფასებისა, მოცემულ შემთხვევაში კი _ ბავშვების მიჩნევას “ დაბალუნარიანად ” ან “ დაბალი შესაძლებლობების მქონედ ” მცირე ასაკიდანვე. ასეთი პრაქტიკა ზრდიდა განათლების დარგში უთანასწორობას, რამდენადაც მას გააჩნდა განსაკუთრებით ნეგატიური შედეგი (იხ. მათ შორის, ევროპული განათლებისა და წრთვნის სისტემების სფეროში ეფექტიანობისა და თანაწორობის შესახებ ევროპული თემების კომისიის კომუნიკაცია ევროპის საბჭოსა და ევროპული პარლამენტის მიმართ (COM/2006/0481, 8 სექტემბერი, 2006)). გრძელვადიანი შედეგები, რომლებსაც იწვევდა განათლებისა და წრთვნის ნაკლებად პრესტიჟულ ფორმებისადმი მათი დაქვემდებარება, გულისხმობდა ბავშვების ნაადრევად განდევნას სკოლებიდან, ხელს უწყობდა წარუმატებლობის სოციალური კონსრუქციის შექმნას.
53.სასამართლოსათვის წარდგენილ თავიანთ მოსაზრებებში, უმცირესობათა საერთაშორისო ქსელმა და ევროპელი ბოშების ინფორმაციის ოფისმა მიუთითეს, რომ ბავშვები სპეციალურ სკოლებში მიჰყვებოდნენ გამარტივებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მიჩნეული იყო მათი განვითარების დაბალი დონისათვის შესატყვისად. Aამგვარად, ჩეხეთის რესპუბლიკაში ბოშა ბავშვებისაგან არ მოითხოვენ სცოდნოდათ ანბანი და თვლა 10-ზე ზემოთ მესამე ან მეოთხე სასწავლო წლამდე, მაშინ როდესაც მათ თანატოლებს ორდინარულ სკოლებში ასეთი ცოდნა უკვე მიღებული ჰქოდათ სწავლის პირველსავე წელს.
მინისტრთა კომიტეტი
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No. R (2000)4 წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპაში ბოშა ბავშვების განათლების შესახებ (მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 2000 წლის 3 თებერვალს მინისტრების მოადგილეთა 66-ე შეხვედრაზე)
54. რეკომენდაცია ითვალისწინებს შემდეგს:
“მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს სტატუტის 15. b მუხლის შესაბამისად,
ითვალისწინებს, რომ ევროპის საბჭოს მიზანია დიდი ერთიანობის მიღწევა მის წევრ ქვეყნებს შორის, და რომ ამ მიზნისკენ სწრაფვა შესაძლებელია, კერძოდ, საერთო ნაბიჯების გადადგმით განათლების სფეროში ;
აღიარებს, რომ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა შეიქმნას განათლების სამომავლო სტრატეგიის ახალი საფუძვლები ევროპაში მცხოვრებ ბოშათათვის, განსაკუთრებით, მათ შორის, სრული ან ნაწილობრივი უწიგნურობის, სკოლის გარეთ დარჩენის მაღალი ხარისხის, დაწყებითი განათლების მქონე მოწაფეთა ოდენობის დაბალი პროცენტული მაჩვენებლისა და სკოლაში დასწრების დაბალი დონის გათვალისწინებით ;
მიუთითებს, რომ ბოშების წინაშე არსებული პრობლემები სკოლებში სწავლის დროს დიდწილად გამოწვეულია განათლების შესაბამისი პოლიტიკის ხანგრძლივად არსებობით წარსულში, რომელმაც მიგვიყვანა ან ბოშა ბავშვების ასიმილაციამდე ანდა სკოლებში მათ სეგრეგაციამდე ‘სოციალურად ან კულტურულად ჩამორჩენილობის ” საფუძვლებით ;
ითვალისწინებს, რომ ევროპულ საზოგადოებაში ბოშათა მდგომარეობის დაჩაგრულობა შეუძლებელია დაძლეულ იქნეს სხვაგვარად, გარდა განათლების სფეროში ბოშა ბავშვებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით ;
ითვალისწინებს, რომ ბოშა ბავშვების განათლება უნდა გახდეს ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტი ბოშების სასარგებლოდ ;
მხედველობაში იღებს, რომ პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების დარგში ბოშების წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევას, უნდა იყოს ყოვლისმომცველი; დაფუძნებული იმის გააზრებაზე, რომ ბოშა ბავშვების სკოლებში გამწესების საკითხი დაკავშირებულია უამრავ სხვა ფაქტორთან და წინაპირობასთან, სახელდობრ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ასპექტებთან და რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან ;
მხედველობაში იღებს, რომ ბოშა ბავშვების სასარგებლო განათლების პოლიტიკა უნდა განხორციელდეს უფროსების აქტიური განათლებითა და პროფესიული საგანმანათლებლო პოლიტიკით ;
...
რეკომენდაციას იძლევა, რომ განათლების პოლიტიკის განხორციელებისას წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა:
_ იხელმძღვანელონ ამ რეკომენდაციებში მითითებული პრინციპებით;
_ აღნიშნული რეკომენდაცია გახადონ თავიანთ ქვეყნებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ყურადღების საგანი ყველა შესაბამისი სახელმწიფოებრივი არხების გამოყენებით.
55. No. R (2000) 4 რეკომენდაციის დანართის შესაბამის დებულებებში მითითებულია :
“ევროპაში ბოშა ბავშვების განათლების პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები”
I. სტრუქტურა
1. ევროპაში ბოშა ბავშვების განათლების პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს ადეკვატური რესურსებისა და მოქნილი სტრუქტურების არსებობას, რომელიც მხედველობაში მიიღებს ევროპაში ბოშა მოსახლეობის მრავალგვარობას, მათ შორის იმ ჯგუფებს, რომლებიც ეწევიან მოხეტიელე ან ნახევრად მოხეტიალე ცხოვრებას. ამ მიმართებაში შეიძლება აუცილებელი გახდეს დისტანციური სწავლებისათვის აუცილებელი იმ რესურსების უზრუნველყოფა, რომლებიც ეფუძნებიან ახალ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
2. აქცენტი უნდა გაკეთდეს კოორდინაციის გაუმჯობესებაზე საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეზე იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალისხმევის უშედეგობა და, რაც შეიძლება უკეთ განხორციელდეს სინერგიის ხელშეწყობა.
3. ამ მიზნით, წევრმა სახემწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ განათლების სამინისტროები გამორჩეული სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდებოდნენ ბოშა ბავშვების განათლების საკითხს.
4.იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბოშა ბავშვების განათლებისადმი ხელმისაწვდომობა, სკოლამდელი განათლების სქემა ფართოდ უნდა იქნეს განვითარებული და გახდეს მათთვის ხელმისაწვდომი;
5. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მშობლებთან უკეთესი კონმუნიკაციის უზრუნველყოფის საჭიროებას; აუცილებლობის შემთხვევაში შუამავლების გამოყენებას ბოშა მოსახლეობის ჯგუფებთან, რომლებიც მათ აუხსნიან კარიერის სპეციფიკურ შესაძლებლობებს; სპეციალური ინფორმაცია და რჩევები უნდა გადაეცეთ მშობლებს განათლების აუცილებლობის შესახებ და იმ ყველა იმ ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე, რომელთა შეთავაზებაც მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ მათთვის. Uუნდა არსებობდეს ორმხრივი გაგება მშობლებსა და სკოლას შორის. მშობელთა შორის ცოდნისა და განათლების ნაკლებობა, (ზოგჯერ თვით წერა-კითხვის უცოდინარობა) განსაკუთრებით აბრკოლებს ბავშვებს, ისარგებლონ განათლების სისტემით;
6. უნდა შეიქმნას მხარდაჭერის განმახორციელებელი შესატყვისი სტრუქტურები, რომლებიც საშუალებას მისცემს ბოშა ბავშვებს მიიღონ სარგებლობა, განსაკუთრებით - პოზიტიურ ღონისძიებათა მეშვეობით, სკოლაში თანაბარი შესაძლებლობების არსებობით.
7. წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, უზრუნველყონ აუცილებელი საშუალებები ზემოაღნიშნული პოლიტიკის ცხოვრებაში გასატარებლად, რათა აღმოიფხვრას ის ნაპრალი, რაც ბოშა და უმრავლესობის წარმომადგენელ მოწაფეებს შორის არსებობს.
II. კურიკულუმი და სასწავლო მასალა
8. ბოშა ბავშვების სასარგებლო განათლების პოლიტიკა უნდა განხორციელდეს ფართო ინტერკულტურული პოლიტიკის ჩარჩოებში, რომელიც გაითვალისწინებს ბოშური კულტურის თავისებურებებს და ბოშების არასახარბიელო მდგომარეობას წევრ-სახელმწიფოებში.
9. კურიკულუმი, მთლიანობაში, ისევე როგორც სასწავლო მასალა, უნდა შემუშავებულ იქნეს ბოშა ბავშვების კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით. ბოშების ისტორია და კულტურა ჩართული უნდა იქნას სასწავლო პროგრამაში, რათა მასში ასახული იყოს ბოშა ბავშვების კულტურული იდენტურობა. მხარდაჭერილი უნდა იქნეს ბოშების წარმომადგენელთა მონაწილეობა ბოშების ისტორიის, კულტურისა და ენის შესახებ სასწავლო მასალის მომზადებაში.
10. იმავდროულად, საახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არ უნდა განხორციელდეს ცალკე სასწავლო პროგრამების შემუშავებით, რაც ცალკე კლასების შექმნას გამოიწვევს.
11. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ პოზიტიურ პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო მასალის შექმნას, რათა მასწავლებლებს გაუადვილდეთ ბოშა ბავშვებთან მათი ყოველდღიური საქმიანობა.
12. ყველა ქვეყანაში, სადაც ბოშურ ენაზე მეტყველებენ, ბოშა ბავშვებს უნდა გააჩნდეთ შესაძლებლობა სკოლებში შეისწავლონ თავიანთი მშობლიური ენა.
III. მასწავლებელთა სამსახურში აყვანა და მომზადება.
13. მნიშვნელოვანია მომავალი მასწავლებელების აღჭურვა ცოდნით და მათი მომზადება, რათა მათ გაუადვილდეთ ბოშა მოწაფეების გაგება. იმავდროულად, ბოშა მოწაფეთა განათლება უნდა იყოს განათლების საერთო სისტემის განუყოფელი ნაწილი.
14.ბოშების წარმომადგენლები ჩართულნი უნდა იყვნენ სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და მომავალი მასწავლებლებისათვის ინფორმაციის გადაცემაში.
15. ასევე მხარდაჭერილი უნდა იქნეს ბოშების წარმომადგენლების მომზადება და მასწავლებლებად მათი აყვანა.
...”
B.საპარლამენტო ასამბლეა
1. Recommendation No. 1203 (1993) ბოშების შესახებ ევროპაში
56. საპარლამენტო ასამბლეამ შეიმუშავა, მათ შორის, შემდეგი დასკვნები :
“1. ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მიზანია ევროპული კულტურული თვითმყოფადობის უნიკალურობის დაცვა. Eვროპაში თავმოყრილია მრავალი განსხვავებული კულტურა. თითოეული მათგანი, მათ შორის, უმცირესობათა კულტურა, ამდიდრებს ევროპის კულტურულ მრავალფეროვნებას და თავისი წვლილი შეაქვს მის შექმნაში.
2. უმცირესობათა შორის ბოშებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ბოშები, რომლებიც განსახლებულნი არიან მთელს ევროპაში და იმავდროულად, არ გააჩნიათ თავიანთი საკუთარი ქვეყანა, არიან ნამდვილი ეროვნული უმცირესობა. Mმაგრამ ისინი, ხშირად არ შეესაბამებიან ეროვნული თუ ლინგვისტური უმცირესობების თობაზე არსებულ დეფინიციებს.
3. როგორც ტერიტორიის არმქონე უმცირესობამ, ბოშებმა დიდი წვლილი შეიტანეს ევროპის სხვადასხვა ნაწილში კულტურული მრავალფეროვნების შექმნაში. მათ განსხვავებულად შეაქვთ თავიანთი წვლილი – თავიანთი ენით, მუსიკით, ვაჭრობითა თუ ხელოსნობით’’.
4. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, ბოშა მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
5. ბოშების მიმართ შეუწყნარებლობა უწინდელი დროიდან არსებობს. რასობრივი და სოციალური სიძულვილის გამოვლინებანი უფრო და უფრო რეგულარულია, საზოგადოებებს შორის არსებულმა ურთიერთობებმა ხელი შეუწყო იმ სავალალო ვითარებას, რომლებშიც დღეს ცხოვრობენ ბოშები.
6. ბოშათა უფლებების _ ინდივიდური, ძირითადი, ადამიანის უფლებებისა, და მათი, როგორც უმცირესობის უფლებების დაცვა, არსებითია მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
7. თანაბარი უფლებების, თანაბარი შესაძლებლობების, თანაბარი მოპყრობისა და ღონისძიებების უზრუნველყოფა მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაძლებელს გახდის ბოშური ენისა და კულტურის გაცოცხლებას, და მასთან ერთად, ევროპული კულტურული მრავალფეროვნების გამდიდრებას;
8. ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით დადგენილი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია ბოშებისათვის, რამდენადაც ის შესაძლებლობას აძლევთ მათ შეინარჩუნონ თავიანთი რეალური უფლებები.
...”
57. რამდენადაც განათლებას ეხება, რეკომენდაცია მიუთითებს, რომ :
“...
vi. ბოშათა მასწავლებელების მოსამზადებლად არსებული ევროპული პროგრამები უნდა გაფართოვდეს;
vii. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოდ ქალების, და მათ შორის დედების განათლებას თავიანთ შვილებთან ურთიერთობაში ;
viii. ნიჭიერი ახალგაზრდა ბოშები ყოველმხრივ უნდა იქნენ წახალისებული ისწავლონ და შეასრულონ შუამავლის როლი სხვა ბოშებთან.
...”
2. რეკომენდაცია No. 1557 (2002) ევროპაში ბოშების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
58. რეკომენდაცია ადგენს, მათ შორის, შემდეგს:
“...
3. დღეს ბოშები კვლავინდებურად განიცდიან დისკრიმინაციულ მოპყრობას, მარგინალიზაციასა და სეგრეგაციას; დისკრიმინაცია ფართოდ არის გავრცელებული საჯარო თუ პირადი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, საჯარო ადგილებისადმი ხელმისაწვდომობის, განათლების, სამსახურში მოწყობის, ჯანმრთელობის დაცვის, საცხოვრებლის, აგრეთვე საზღვრების გადაკვეთისა და თავშესაფრის პროცედურებისადმი ხელმისაწვდომობის სფეროებში. ბოშებისM მარგინალიზაცია და სოციალური სეგრეგაცია გადაზრდილია ეთნიკურ დისკრიმინაციაში, რომელიც დიდი ზიანს აყენებს ყველაზე უფრო სუსტ სოციალურ ჯგუფებს.
4. ბოშები წარმოადგენენ უმცირესობის განსაკუთრებულ ჯგუფს ; მათ გააჩნიათ ორმაგი უმცირესობის სტატუსი; ისინი არიან ეთნიკური თემი და მათი უმეტესობა მიეკუთვნება საზოგადოების სოციალურად დაჩაგრულ ჯგუფებს;
...
15. ევროპის საბჭოს შეუძლია და უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ბოშების სამართლებრივი სტატუსის, თანასწორუფლებიანობის ხარისხისა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეასრულონ 6 ძირითადი პირობა, რომლებიც აუცილებელია ევროპაში ბოშების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
...
c. იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბოშების უმცირესობის, როგორც ეთნიკური და ეროვნული უმცირესობის მიმართ თანაბარი მოპყრობა განათლების, სამსახურში მოწყობის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვისა და საჯარო სამსახურის სფეროებში, წევრმა სახელმწიფოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ:
i.ბოშათა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას შრომის ბაზარზე;
ii. ბოშა სტუდენტებისათვის შესაძლებლობის მიცემას, მიიღონ განათლება ყველა დონეზე –საბავშვო ბაღიდან დაწყებული უნივერსიტეტამდე;
iii. პოზიტიურ ღონისსძიებათა შემუშავებას ბოშების ასაყვანად საჯარო სამსახურის იმ რგოლებში, რომელებსაც პირდაპირი შემხებლობა აქვთ ბოშურ მოსახლეობასთან, როგორიცაა დაწყებითი და საშუალო სკოლები, სოციალური უზრუნველყოფის ცენტრები, პირველადი დახმარების ადგილობრივი ცენტრები და ადგილობრივი ადმინისტრაცია.
iv. სკოლებში ბოშა ბავშვების სეგრეგაციის პრაქტიკის აღმოფხვრას, განსაკუთრებით – ბოშა ბავშვების გამწესების საკითხს გონებრივად ჩამორჩენილთათვის განკუთვნილ სკოლებსა თუ კლასებში.
d. შეიმუშაონ და განახორციელონ პოზიტიური ღონისძიებანი და უპირატესი მოპყრობა სოციალურად დაჩაგრული ჯგუფების მიმართ, მათ შორის, ბოშების განათლების, სამსახურში აყვანისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროებში;
...
e. გაატარონ განსაკუთრებული ღონისძიებები და შექმნან სპეციალური ინსტიტუტები ბოშური ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.
...
ii. ხელი შეუწყონ ბოშა მშობლებს, გააგზავნონ თავიანთი შვილები დაწყებით, საშუალო, და უმაღლესი განათლების მისაღებად, მათ შორის, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, და მისცენ მათ შესაბამისი ინფორმაცია განათლების აუცილებლობის თაობაზე.
...
v. სამსახურში აიყვანონ ბოშები, განსაკუთრებით, ბოშებით ფართოდ დასახლებულ რეგიონებში;
f. შეებრძოლონ რასიზმს, ქსენოფობიას, შეუწყნარებლობას და უზრუნველყონ ბოშათა დისკრიმინაციის აღმოფხვრა ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
...
ყურადღება მიაქციონ ბოშების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფენომენს, განსაკუთრებით, განათლებისა და სამსახურში მოწყობის სფეროებში.
...”
C.ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI)
1. ECRI-ის ძირითადი პოლიტიკის რეკომენდაცია Nო. 3: ბოშების მიმართ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე (მიღებულია 1998 წლის 6 მარტს)
59. რეკომენდაციის შესაბამის ნაწილებში მითითებულია:
“ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ:
...
შეახსენებს, რომ რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გაძლიერების განუყოფელ ნაწილს, რომ ეს უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და რომ ყოველ ადამიანს, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა, გააჩნია ეს უფლებები.
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა უმთავრესი და უპირველესი საკითხია საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილის უფლებების დაცვის საქმეში.
დარწმუნებულია, რომ რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისას, ნებისმიერი ნაბიჯის დროს, აქცენტი უნდა გაკეთდეს მსხვერპლზე და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
აღნიშნავს, რომ ბოშების მიმართ მთელს ევროპაში არსებობს წინასწარი განწყობები; ისინი არიან რასიზმის მსხვერპლი, რომელიც ღრმად არის საზოგადოებაში ფესვგადგმული; წარმოადგენენ რასისმისა და შეუწყნარებლობის მქადაგებელი, ზოგჯერ ძალადობრივი, დემონსტრაციების სამიზნეს და, მათი ძირითადი უფლებები რეგულარულად ირღვევა ან საფრთხის ქვეშაა;
აღნიშნავს, რომ ბოშების წინააღმდეგ ნეგატიური განწყობების არსებობას მივყავართ მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციისაკენ სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და, რომ ასეთი დისკრიმინაცია უმთავრესი ფაქტორია სოციუმიდან განდევნისა, რომელსაც ბოშები განიცდიან.
დარწმუნებულია, რომ შემწყნარებლობის პრინციპის ხელშეწყობა წარმოადგენს გარანტიას ღია და ფლურალისტული საზოგადოების შენარჩუნებისა, რომელიც აუცილებელია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის.
წევრ სახელმწიფოებს აძლევს რეკომენდაციას:
...
–უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ დისკრიმინაციის, როგორც ასეთისა, და დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელდეს ადეკვატური კანონმდებლობის მეშვეობით; ამ მიზნით ინიცირებულ უნდა იქნეს შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი დებულებები, განსაკუთრებით, სამსახურში მოწყობის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და განათლების დარგში;
...
– უნდა აღმოიფხვრას ბოშა ბავშვების სეგრეგაცია სკოლებში და უზრუნველყოფილი იქნეს განათლების უფლებით თანაბარი სარგებლობა და ხელმისაწვდომობა
...”
2. ECRI-ის ძირითადი პოლიტიკის რეკომენდაცია No. 7: ბოშების მიმართ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ (მიღებულია 2002 წლის წლის 13 დეკემბერს)
60.რეკომენდაციის მიზნებისათვის შემუშავებული იქნა შემდეგი განსაზღვრებები:
a) ”რასიზმი” არის რწმენა, რომ ისეთი საფუძვლები, როგორიცაა რასა, ფერი, ენა, რელიგია, მოქალაქეობა, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობა წაარმოადგენს პირის ან პირთა ჯჯუფის შეურაცხყოფის გამართლებას, ანდა წარმოდგენა (რწმენა) რომელიმე პირის ან პირთა ჯგუფის უპირატესობის შესახებ.
(b) ”პირდაპირი რასობრივი დისკრიმინაცია” გულისხმობს განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც დაფუძნებულია ისეთ საფუძვლებზე, როგორიცაა რასა, ფერი, ენა, რელიგია, მოქალაქეობა, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობა, რასაც არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. Gგანსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, თუ ის არ ისახავს ლეგიტიმურ მიზანს, ან თუ არ არსებობს გონივრული კავშირი და თანაზომიერება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის.
(c) ”არაპირდაპირი რასობრივი დისკრიმინაცია” გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც აშკარად ნეიტრალური ფაქტორი, როგორიც არის დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა შემუშავებულია პირთა გარკვეული ჯგუფებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი რასის, ფერის, ენის, რელიგიის, მოქალაქეობის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობით, თუკი შესაბამის ფაქტორს არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. ეს უკანასკნელი იქნება შემთხვევა, როდესაც სახეზეა ლეგიტიმური მიზანი და არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი პროპორციულობისა გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის.
61. ამ რეკომენდაციის განმარტებით ბარათში (მე-8 პუნქტი) მითითებულია, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის განსაზღვრებები, რომლებიც გადმოცემულია რეკომენდაციის 1 (b) და (c) პუნქტებში, შთაგონებულია იმ პრინციპებით, რომლებსაც შეიცავს საბჭოს დირექტივა 2000/43/EC , რომელიც ადგენს თანაბარი მოპყრობის პრინციპს ადამიანთა მიმართ, მიუხედავად მათი რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობისა; აგრეთვე, საბჭოს დირექტივა 2000/78/EC , რომელიც აფუძნებს ძირითად პრინციპებს თანაბარი მოპყრობისა სამსახურში მოწყობის სფეროში, და აგრეთვე, რომლებიც გადმოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
3. ანგარიში ჩეხეთის რესპუბლიკაზე, გამოქვეყნებული 1997 წლის სექტემბერში
62. ანგარიშის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც შეეხება განათლებისა და მომზადების საკითხში პოლიტიკის ასპექტებს, ECRI-მ მიუთითა, რომ საზოგადოებრივი აზრი ბოშების მიმართ, რიგ შემთხვევებში, უფრო ნეგატიურია, და საჭიროდ მიიჩნია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების ცოდნის ასამაღლებლად რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე და შემწყნარებლობის ატმოსფეროს ხელშეწყობა საზოგადოების ყველა ჯგუფების მიმართ. მანვე დასძინა, რომ სპეციალური ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული უმცირესობის ჯგუფების, განსაკუთრებით კი ბოშების, განათლებისა და მომზადებისათვის.
4. ანგარიში ჩეხეთის რესპუბლიკაზე, გამოქვეყნებული 2000 წლის მარტში
63. თავის ანგარიშში, ECRI-მ მიუთითა, რომ ის სერიოზული დისკრიმინაცია, რომელსაც განიცდიან ბოშათა თემის წარმომადგენლები განათლების სფეროში, ფართოდ იყო გამოვლენილი სპეციალურ სკოლებში მათი განთავსებით და, რომ ეს ხშირად ხდებოდა კვაზი-ავტომატურად. ბოშა მშობლები ხშირად ანიჭებდნენ უპირატესობას სპეციალურ სკოლებს. Nნაწილობრივ, ეს ხდებოდა იმ მიზნით, რომ ბავშვები დაეცვათ ჩვეულებრივ სკოლებში სხვა მოწაფეთა მხრიდან ცუდი განწყობებისა თუ არასათანადო მოპყრობისაგან და თავიდან აეცდინათ ბავშვის იზოლაცია მეზობელი ბოშა ბავშვებისაგან; ნაწილობრივ კი, ეს განპირობებული იყო განათლებისადმი მათი შედარებით დაბალი ხარისხის ინტერესით; შედეგად, ბოშა ბავშვების დიდი ნაწილი გამწესებულები იყვნენ განათლების ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც განკუთვნილი იყო სხვა მიზნებისათვის და გააჩნდათ შეზღუდული შესაძლებლობანი განათლების მიღების, მომზადებისა და ჩვევების ჩამოყალიბებისათვის, და ამიტომ – მცირე შესაძლებლობა შემდგომი სწავლისა და დასაქმების საკითხში. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, ბოშების წარმომადგენლების შემდგომი მონაწილეობა განათლების მიღებაში, უაღრესად იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა.
64. ECRI-მ შესაბამისად მიიჩნია, რომ სპეციალურ სკოლებში ბავშვების განთავსების პრაქტიკა მათი გონებრივი ჩამორჩენილობის საფუძვლით, მთლიანად უნდა გადასინჯულიყო; ნებისმიერი ტესტირება უნდა ყოფილიყო სამართლიანი და თითოეული ბავშვის უნარი შემოწმებულიყო სწორად. .ECRI-მ უმთავრესად მიიჩნია ბოშა მშობლებისათვის იმის კარგად გაცნობიერება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნორმალურ განათლებას მათი შვილებისათვის. ECRI-მ მიუთითა საჭიროებაზე, რომ ბოშების წარმომადგენლები ფართოდ ყოფილიყვნენ ჩაბმულნი განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში. დასაწყისში, ხელისუფლებას ევალებოდა მოეხდინა ბოშა მშობლების სრული ინფორმირება გატარებული ღონისძიებების შესახებ და წაეხალისებინა ისინი, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ გადაწყვეტილებების მიღებაში მათი შვილების განათლების საკითხებზე.
5. ანგარიში ჩეხეთის რესპუბლიკაზე, გამოქვეყნებული 2004 წლის ივნისში
65. ბოშა ბავშვების განათლებისადმი ხელმისაწვდომობის საკითხში ECRI-მ მიუთითა, რომ ჯერ კიდევ გრძელდებოდა ბოშა ბავშვების სპეციალურ სკოლებში გაგზავნა, რომელიც, გარდა იმისა, რომ გულისხმობდა საზოგადოების ძირითადი ნაწილისაგან მათ სეგრეგაციას, არასახარბიელო მდგომარეობაში ამყოფებდა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. განათლების მინისტრის მიერ ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების შესაფასებლად შემუშავებული სტანდარტიზირებული ტესტები არ იყო სავალდებულო და წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ საშუალებასა თუ მეთოდს, რომელიც რეკომენდებული იყო ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის მიერ. რაც შეეხება მეორე ელემენტს – კანონიერი მეურვის თანხმობას, ECRI-მ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გრძელდებოდა ვითარება, როდესაც მშობლებს, გადაწყვეტილების მიღებისას არ გააჩნდათ საკმარისი ინფორმაცია იმ ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების თაობაზე, რაც თან ახლდა ბავშვის სპეციალურ სკოლებში გაგზავნას. ასეთი გადაწყვეტილება ხშირად შეთავაზებული იყო, როგორც შესაძლებლობა ბავშვისათვის, მიეღო სპეციალური დახმარება და დარჩენილიყო სხვა ბოშა ბავშვებთან ერთად. ECRI-მ ისიც მიუთითა, რომ მიღებული ჰქონდა ინფორმაცია ბოშა მშობლებისაგან, რომლებიც უარით გამოისტუმრეს ჩვეულებრივი სკოლებიდან.
ECRI-მ ასევე მიუთითა, რომ სკოლის კანონი, რომელიც შესული იყო ძალაში 2000 წლის იანვარში, უზრუნველყოფდა სპეციალური სკოლების მოწაფეებისათვის შესაძლებლობას, მიემართათ საშუალო განათლების მისაღებად. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ასეთი შესაძლებლობა, ფაქტობრივად მხოლოდ თეორიული იყო, რამდენადაც სპეციალური სკოლები არ უზრუნველყოფდა ბავშვებისათვის ისეთი განათლების მიცემას, რაც აუცილებელი იყო საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. Aარ არსებობდა ადგილზე საკმარისი ღონისძიებები დამატებითი განათლების მისაღებად, რათა მათ მიეღწიათ სასაურველი დონისათვის და ადეკვატურად ყოფილიყვნენ მომზადებულნი საშუალო სკოლისათვის.
ECRI-მ მიიღო ძალზე პოზიტიური მონაცემები ჩვეულებრივი სკოლების დაწყებით (ნულ) კლასში ბოშა ბავშვების სწავლის შედეგების შესახებ. თუმცა, მან გამოთქვა წუხილიც ახალი ტენდენციის გამო, შენარჩუნებულიყო განათლების სფეროში სეგრეგაციული სისტემა ახალი ფორმით _ ეს იყო სპეციალური კლასები ჩვეულებრივ სკოლებში. Aმასთან მიმართებაში ბოშები გამოხატავდნენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ახალი სკოლის კანონი ქმნიდა შესაძლებლობას ბოშათა შემდგომი სეგრეგაციისა, “სოციალურად დაჩაგრულებისათვის” ახალი კატეგორიის სპეციალური პროგრამების შეთავაზებით.
D
დაბოლოს, ECRI-მ მიუთითა, რომ მიუხედავად განათლების სამინისტროს ინიციატივებისა (საკლასო ასისტენტები, მასწავლებელთა წრთვნის პროგრამები, დაწყებითი სკოლების კურიკულუმის გადასინჯვა), პრობლემა საშუალო და უმაღლეს განათლებაში ბოშათა მცირე მონაწილეობისა, რაც აღწერილი იყო ECRI-ს მეორე ანგარიშში, ჯერ კიდევ რჩებოდა.
D. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო -კონვენცია
1. ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ 1999 წლის 1 აპრილს წარდგენილი ანგარიში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო –კონვენციის 25 § 1 მუხლის შესაბამისად
66. ანგარიში მიუთითებს, რომ მთავრობებმა გაატარეს ღონისძიებები განათლების სფეროში, რომელიც ფოკუსირებული იყო იმ ბავშვებისათვის შესაბამისი პირობების შექმნაზე, რომლებიც იყვენ კულტურულად და სოციალურად არასახარბიელო გარემოდან. Gგახსნილი იყო მოსამზადებელი კლასები დაწყებით და სპეციალურ სკოლებში. მითითებული იყო, რომ “ საშუალო და საშუალოზე მაღალი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვები გამწესებულები იქნენ ასეთ სკოლებში ფსიქოლოგიური ტესტის საფუძველზე (რაც ხდებოდა მშობლის თანხმობით). ეს ტესტები შემუშავებული იყო მოსახლეობის უმრავლესობისათვის და მხედველობაში არ იღებდა ბოშათა სპეციფიკას. ზოგიერთ სპეციალურ სკოლებში ბოშები წარმოადგენდნენ სკოლის მოწაფეთა საერთო ოდენობის 80% და 90%-ს.
2. ჩეხეთის რესპუბლიკის ანგარიში, წარდგენილი 2004 წლის 2 ივლისს
67. ჩეხეთის რესპუბლიკამ აღიარა, რომ ბოშები განიცდიდნენ დისკრიმინაციასა და სოციალურ იზოლაციას და განაცხადა, რომ იგი ამზადებდა ყოვლისმომცველ ანტიდისკრიმინაციულ პროგრამას თანაბარი მოპყრობის შესახებ საბჭოს დირექტივის გათვალისწინებით. ახალი კანონმდებლობა უნდა მიღებული ყოფილიყო 2004 წელსვე (კანონი no. 561/2004, შეტანილი იქნა 2004 წლის 24 სექტემბერს და ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვარს).
ბოშების განათლების სფეროსთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფომ გაატარა პოზიტიური დისკრიმინაციის RonisZiebebi (affirmative actions), რათა რადიკალურად შეეცვალა ბოშა ბავშვების მდგომარეობა. სახელმწიფოს მხრიდან ბოშა ბავშვების სპეციალურ სკოლებში გაგზავნის პრაქტიკა შეფასებული იქნა, როგორც გამოუსადეგარი. Pპოზიტიური დისკრიმინაციის საჭიროება შეესაბამებოდა არა მხოლოდ სოციალურად და კულტურულად დაჩაგრულ ბოშა ბავშვებს, არამედ განათლების მთელ სისტემასა და მის უუნარობას, აესახა კულტურული განსხვავებანი. შემოთავაზებულ ახალ სკოლის კანონს შემოჰქონდა ცვლილებები სპეციალური განათლების სისტემაში “სპეციალური სკოლების” “სპეციალურ დაწყებით სკოლებად” ტრანსფორმაციის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფდა მოწაფეების ქმედით დახმარებას სოციალური და კულტურული ჩამორჩენილობის დასაძლევად. Eეს მოიცავდა მოსამზადებელ კლასებს, ბავშვებისათვის ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამებს, ღონისძიებებს სკოლამდელი განათლებისათვის, ბოშა ასისტენტების როლის მნიშვნელოვნად გაზრდას, და მასწავლებელთა წრთვნის პროგრამებს. რამდენადაც ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დასახელებული იყო ბოშა ბავშვების მხრიდან ჩეხური ენის ცუდი ცოდნა, განათლების სამინისტროს აზრით, ყველაზე უკეთესი გამოსავალი (და ერთადერთი რეალისტური) იყო მოსამზადებელი კლასების შექმნა სოციალურად და კულტურულად დაჩაგრული ბავშვებისათვის.
.
ანგარიშში მითითებული იყო მთელი რიგი სხვა პროექტები და პროგრამები, რომლებიც განხორციელდა ეროვნული მასშტაბით (ბოშების ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, ბოშათა მულტიკულტურული განათლების პროგრამა, სპეციალური სკოლების ბოშა მოწაფეთა რეინტეგრაცია დაწყებით სკლებში).
3. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის აზრი ჩეხეთის რესპუბლიკაზე, გამოქვეყნებული 2002 წლის 25 იანვარს
68. საკონსულტაციო კომიტეტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური სკოლები განსაზღვრული იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისათვის, არაერთი ბოშა ბავშვი, რომელიც არ იყო გონებრივად ჩამორჩენილი, იგზავნებოდა ასეთ სკოლებში მათი ენის, და საერთოდ, ბოშებსა და უმრავლესობას შორის არსებული კულტურული განსხავებების გამო. ასეთი პრაქტიკა არ შეესაბამებოდა ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს. Aამგვარ სკოლებში მოწაფეთა გაგზავნა უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის არსებობისას და, ამასთანავე, მხოლოდ საფუძვლიანი, ობიექტური და ყოვლისმომცველი შემოწმების (ტესტირების) შედეგად.
69. სპეციალურმა სკოლებმა გამოიწვია ბოშა ბავშვების სხვებისაგან განცალკევების ძალიან დიდი ხარისხი, და იმავდროულად, მათი განათლების დაბალი დონე. ეს აღიარებული იქნა ჩეხეთის ხელისუფლების მიერ. ხელისუფლებამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც გაიზიარა აზრი ძირეული რეფორმის საჭიროების შესახებ. თუმცაღა, არსებობდა აზრთა სხვადასხაობა რეფორმის ხასიათის, რესურსების ოდენობისა და რეფორმის განხორციელების სისწრაფის საკითხებში. საკონსულტაციო კომიტეტის აზრით, ჩეხეთის მთავრობას უნდა განეხორციელებინა რეფორმა იმ პირებთან კონსულტაციების გზით, ვისაც ის უშუალოდ შეეხებოდა, რათა უზრუნველეყო ბოშა ბავშვებისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება განათლებაზე, თანაბარი უფლება ორდინარული განათლების მიღებაზე იმ პრინციპების შესაბამისად, რომლებიც გადმოცემული იყო ევროპაში ბოშა ბავშვების შესახებ მინისტრთა კომიტეტის No. R (2000) 4 რეკომენდაციაში.
70. საკონსულტაციო კომიტეტმა მოიწონა ინიციატივა სკოლებში ე.წ. ნულოვანი კლასების გახსნის თაობაზე, რომლიც საშუალებას იძლეოდა ბოშა ბავშვების მომზადებას საბაზისო სასკოლო განათლების მისაღებად ; მათ შორის ჩეხური ენის გათავისებისა და სრულყოფის საკითხში და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველეყო, რომ ამგვარი შესაძლებლობა რაც შეიძლებოდა ფართოდ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. კომიტეტმა ასევე მიიჩნია, რომ სკოლებში პედაგოგთა ბოშა ასისტენტის პოსტის დაწესება, რაც საამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა იყო, წარმოადგენდა ყველაზე ურო პოზიტიურ ნაბიჯს. კომიტეტმა შეაქო მთავრობის ძალისხმევა, გაეზარდა და განევითარებინა რეფორმა ამგვარი პოსტების შემოღების საკითხში ; შემდგომ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა, რომ გაცილებით მეტ ბოშა ბავშვს ჰქონოდა საშუალო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მისი წარმატებით დასრულების შესაძლებლობა.
4. საკონსულტაციო კომიტეტის აზრი ჩეხეთის რესპუბლიკაზე, გამოქვეყნებული 2005 წლის 26 ოქტომბერს
71. საკონსულტაციო კომიტეტმა მიუთითა, რომ ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ბოშა ბავშვების განათლების ვითარების გაუმჯობესების მიზნით და ცდილობდა სხვადასხვა გზით განეხორციელებინა ეს მიზანი პრაქტიკაში. ამასთან მიმართებაში მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო იმის შეფასება, შეცვლიდა თუ არა არსებითად ახალი სკოლის კანონით წარმოდგენილი განათლების სისტემა არსებულ ვითარებას, მათ შორის, ბოშა ბავშვების გადაჭარბებულ რაოდენობას სპეციალურ სკოლებსა თუ სპეციალურ კლასებში.
72. საკონსულდაციო კომიტეტმა მიუთითა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევდა ბოშა ბავშვების გაუმართლებელ გამწესებას სპეციალურ სკოლებში. ბავშვის ინტელექტუალური მონაცემების შესაფასებლად გამოყენებული ტესტები და მეთოდები გადაისინჯა იმ თვალსაზრისით, რომ აღმოფხვრილიყო მათი არასათანადოდ და ბოშა ბავშვების საზიანოდ გამოყენება. შემოღებული იქნა სპეციალური განათლების პროგრამები ბოშა ბავშვებისათვის მათი პრობლემების დასაძლევად. Mმათ შორის იყო დიფერენცირებული შესატანის მეთოდი; დაწყებითი სკოლების კლასებში მოწაფეთა რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა, ინდივიდუალურ განათლებაზე აქცენტის გაკეთება, განათლების ასისტენტების (ძირითადად ბოშა ეროვნების წარმომადგენელთა) დანიშვნა, და აგრეთვე პროდუქტიული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების მომზადება მასწავლებლებისათვის ბოშა ბავშვებთან სამუშაოდ. ასევე შემოღებულ იქნა მოსამზადებელი კლასები ბოშა ბავშვებისათვის, რომელმაც დადებითი შედეგი გამოიღო, მიუხედავად აშკარად შეზღუდული ფორმით მისი განხორციელებისა. იმისათვის, რათა ეს ღონისძიება შეჰხებოდა ყველა ბავშვს, იგი უნდა გამოყენებულიყო უფრო ფართოდ. საკონსულტაციო კომიტეტმა ასევე აღნიშნა ბოშებისათვის სპეციალური დამხმარე პროგრამების თაობაზე, რომელიც გამიზნული იყო იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ ბოშებს ჰქონოდათ საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა; აღნიშნა იმ მცდელობათა შესახებაც, რომელიც მიზნად ისახავდა კვალიფიციური მასწავლებლებისა და განათლების ასისტენტების ქსელის შექმნას.
73.საკონსულტაციო კომიტეტმა ამასთანავე ისიც მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი მორიტორინგი და სკოლებში ბოშა ბავშვების მდგომარეობის შეფასება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ჩეხეთის რესპუბლიკაზე წარმოდგენილი შესაბამის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა და მიღებული შედეგი საკმარისი არ იყო და რომ ფაქტობრივად, იგი მხოლოდ ბოშა ბავშვების მცირე რაოდენობას შეეხო. გამოთქმული იყო წუხილი იმის თაობაზე რომ გატარებულმა ღონისძიებებმა გამოიწვია მხოლოდ მცირედი გაუმჯობესება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სისტემატიურად არ ახორციელებდა სკოლების სამთავრობო დახმარების სქემას და არ გააჩნდა საკმარისი მოტივაცია, რომელიც აუცილებელი იყო ამ სფეროში ეფექტიანი მოქმედებისათვის.
74. საკონსულტაციო კომიტეტმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ არასამთავრობო წყაროების შესაბამისად, ბოშა ბავშვების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ადრეული ასაკიდანვე, კვლავ სპეციალურ სკოლებში იყო გამწესებული, და რომ ფსიქოლოგიური ტესტების რევიზიამ ამ კონტექსტში ვერ გამოიღო სერიოზული შედეგი. არაფორმალური შეფასებების თანახმად, ბოშები კვლავ წარმოადგენდნენ ასეთ სკოლებში მოწაფეთა 70%-ს, ხოლო ეს გარემოება კი, ბოშა მოსახლეობის საერთო ხვედრითი წილის გათვალისწინებით, იწვევდა სერიოზულ ეჭვს ამ ტესტებისა და შესაბამისი მეთოლდოლოგიის სისწორის თაობაზე. Aამ ვითარებას კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდიდა ის ფაქტი, რომ ბოშა ბავშვებს კიდევ უფრო მეტად გაუუარესდათ განათლების სხვადასხვა დონისადმი ხელმისაწვდომობა და შესაბამისად შეუმცირდათ საზოგადოებაში ინტეგრაციის შანსი. მართალია, კანონმდებლობა აღარ ზღუდავდა სპეციალური სკოლებიდან ჩვეულებრივ სკოლებში გადასვლის შესაძლებლობას, მაგრამ სპეციალურ სკოლებში მიღებული განათლება, ძირითადად, არ იძლეოდა რეალურ შესაძლებლობას, რომ ბავშვებს დაეკმაყოფილებინათ საშუალო სკოლაში შესასვლელად დაწესებული მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის გარეთ დარჩენლ ბოშა ბავშვთა რაოდენობა ცვალებადი იყო, ძალიან იშვიათი იყო შემთხვევა, რომ ბოშა ბავშვი დაწყებით სკოლას გასცდენოდა.
75. საკონსულტაციო კომიტეტმა დამატებით მიუთითა, რომ მიუხედავად განათლების მინისტრის მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ ყველასათვის ინფორმირებულობისა, ბოშა ბავშვები ჩვეულებრივ სკოლებში კვლავ იზოლირებულები იყვნენ სხვა ბავშვებისაგან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში _ სკოლის პერსონალის მიერ განთავსებულები სხვა კლასებში. Gგარდა ამისა, აღიარებულ იქნა, რომ ზოგიერთ სკოლაში ბოშა ბავშვები წარმოადგენდნენ მოწაფეთა უმეტესობას მხოლოდ იმის გამო, რომ შესაბამისი სკოლები მდებარეობდა ბოშებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში. სხვა წყაროების მიხედვით, ზოგიერთ ასეთ სკოლაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური პირობები სავალალო იყო, ხოლო ბოშა ბავშვებისათვის გადაცემული ცოდნა და სწავლების მეთოდი კი არ იყო ადაპტირებული მათ ვითარებასთან. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნულ სკოლებს უზრუნველეყო ბავშვებისათვის კვალიფიციური განათლების მიცემა.
76. საკონსულტაციო კომიტეტის შეხედულებით, პრიორიტეტული იყო ბოშა ბავშვების ჩვეულებრივ სკოლებში სწავლა.Dდაწყებითი კლასების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო დახმარების განხორციელება, განსაკუთრებით პრიორიტეტული იყო. Aასევე გაზრდილი ყურადღება უნდა დათმობოდა ბოშა მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სამსახურში აყვანასა და მათ სათანადო მომზადებას. Bბოშა მშობლების აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ახალი სასკოლო აქტის ამოქმედებასთან მიმართებაში, ასევე უაღრესად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა და შეფასებულ იქნა როგორც აუცილებელი - sine qua non პირობა ბოშების განათლების ძირფესვიანი გაუმჯობესების საკითხში. დაბოლოს, კომიტეტის აზრით, უფრო კონკრეტული და ეფექტიანი მოქმედებები უნდა განხორციელებულიყო ბოშა ბავშვების იზოლაციის დასაძლევად როგორც სპეციალურ, ისე ჩვეულებრივ სკოლებში. Uუნდა გამოყენებულიყო უფრო გამოკვეთილი მიდგომები შესაბამის ინსტრუქციებთან ერთად და დაუყოვნებლივი ღონისძიებები ყველა დონეზე, რათა ბოლოს და ბოლოს აღკვეთილიყო ბავშვების გამწესება სპეციალურ სკოლებში, რომლებიც გამიზნული იყო მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისათვის. ეფექტიანი მონიტორინგის ღონისძიებების გატარება, განსაკუთრებით მათი, რომლებიც გამიზნული იყო ასეთ სკოლებში ბავშვების უსაფუძვლო განთავსების აღსაკვეთად, უნდა გამხდარიყო ხელისუფლების ერთ-ერთი მუდმივი პრიორიტეტი.
E. ადამიანის უფლებათა კომისარი
ბ-ნი ალვარო Hჟილ-რობლესის საბოლოო ანგარიში ბოშების, სინტებისა და მოხეტიალე ცხოვრების წესის მქონე პირთა მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
77. ანგარიშის მესამე ნაწილში, რომელიც შეეხება განათლების სფეროში დისკრიმინაციას, ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გამოთქმული შეხედულებით, ფაქტი, რომ ბოშა ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნდა განათლებისადმი ხელმისაწვდომობა იმ მსგავსი სტანდარტით, რითაც სარგებლობდნენ სხვა ბავშვები, წარმოადგენდა დისკრიმინაციული პრატიკისა და მათ მიმართ არსებული განწყობების შედეგს. ამასთან მიმართებაში კომისარმა აღნიშნა, რომ განათლების დარგში სეგრეგაცია ევროპის საბჭოს არაერთი ქვეყნისათვის იყო დამახასიათებელი. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობდა განცაკლვებული სკოლები განცაკლკებულ დასახლებებში. სხვაგან – ჩვეულებრივ სკოლებში სპეციალური კლასები ბოშა ბავშვებისათვის, ანდა აშკარად გადაჭარებული რაოდენობა ბოშა ბავშვებისა კლასებში, რომლებიც განკუთვნილი იყო სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. ასეთ კლასებში ბოშა ბავშვების განთავსება ხდებოდა ადეკვატური ფსიქოლოგიური და პედაგოგიური შეფასების გარეშე. Nნამდვილი კრიტერიუმს აშკარად წარმოადგენდა მათი ეთნიკური წარმომავლობა. სპეციალურ სკოლებში ან კლასებში მათი გამწესება იმავდროულად იმას გულისხმობდა, რომ ეს ბავშვები მიჰყვებოდნენ ჩვეულებრივ კლასებთან შედარებით უფრო დაბალ, გამარტივებულ კურიკულუმს, რაც ამცირებდა მათი შემდგომი განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობას. ბოშა ბავშვების ავტომატური განაწილება სპეციალური საჭიროებების მქონე კლასებში, სავრაუდოდ აძლიერებდა იმ სტიგმას, რომ ბოშა ბავშვები იყვნენ ნაკლებად გონიერი და ნაკლებად უნარიანი. იმავდროულად, სეგრაგაციული განათლება როგორც ბოშა, ისე სხვა ეთნიკური წარმოშობის ბავშვებს, აღუკვეთავდა შესაძლებლობას, კარგად გასცნობოდნენ ერთმანეთს და ესწავლათ ერთად ცხოვრება, როგორც თანასწორ მოქალაქეებს. გარდა ამისა, ეს გულისხმობდა ბოშების საზოგადოებისაგან გარიყვას თავიანთი ცხოვრების დასაწყისშივე და ზრდიდა რისკს იმისა, რომ ისინი მოხვედრილიყვნენ სხვადასხვა მარგინალური ჯგუფების წრეში.
78. კომისრისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბოშა მოსახლეობის ახალგაზრდა თაობა მეტისმეტად ჭარბად იყო წარმოდგენილი სპეციალურ სკოლებში ან კლასებში, რომლებიც განკუთვნილი იყო გონებრივად მცირედ ჩამორჩენილი ბავშვებისათვის. Mმანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გაატარა ღონისძიებები ჩვეულებრივ კლასებში ბოშა ასისტენტების დანიშვნის მიზნით და გახსნა მოსამზადებელი კლასები, და რომ ამ ღონისძიებებს, მიუხედავად შესაბამისი რესურსების ნაკლებობისა, მართლაც მოჰყვა პოზიტიური შედეგი. სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის მოსამზადებელი კლასების ამოქმედება ცენტრალური საკითხი იყო სპეციალურ სკოლებში ბოშა ბავშვების დიდი ხვედრითი წილის შესამცირებლად. ჩეხეთის ხელისუფლების აზრით, მოსამზადებელი კლასების შემოღება საბავშვო ბაღების სისტემაში, განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩვეულებრივ სკოლებში ბოშა ბავშვების ინტეგრაციის გაადვილების კუთხით. 2004 წელს ჩეხეთს ყავდა 332 სასწავლო ასისტენტი სკოლებში ბოშა ბავშვების სპეციფიური საჭიროებების გასათვალისწინებლად.
79. ასევე აღინიშნა, რომ სპეციალური კლასები და სპეციალური კურიკულა ბოშა ბავშვებისათვის მომზადებული იყო კეთილი განზრახვით, ენობრივი ბარიერისა და სკოლამდელი განათლების არქონასთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად. Aაშკარა იყო, რომ ამგვარი გამოწვევებისადმი პასუხის გაცემა, მართლაც აუცილებელი იყო; მაგრამ სეგრეგაცია და ბოშა ბავშვების სიტემატიური გამწესება კლასებში, რომლებიც მიჰყვებოდნენ გამარტივებულ, ანდა სპეციალურ ბოშურ-ენოვან კურიკულუმს, რომელსაც იმავდროულად თან ახლდა ბოშა ბავშვების სხვებისაგან იზოლაცია, აშკარად არაადეკვატურ ნაბიჯს წარმოადგენდა და დამანგრეველ შედეგებს იწვევდა. სეგრეგაციის მაგივრად, აქცენტი გაკეთებული უნდა ყოფილიყო როგორც სკოლამდელ პერიოდში, ისე სკოლაში სწავლის დროს საგანმანათლებლო და და ლინგვისტურ დახმარებაზე; ასევე, ბოშა ასისტენტების დახმარების ეფექტიან გამოყენებაზე, რომლებიც იმუშავებდნენ მასწავლებლებთან პარალელურად. ბოშათა ზოგიერთ თემში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოშა მშობლებს შორის, რომელთაც შესაძლოა არც ჰქონდათ თავის დროზე სკოლაში სწავლის შესაძლებლობა, გაცნობიერებულობის დონის ამაღლება განათლების მნიშვნელობისა და მისი სარგებლობის საკითხებში.
80. დასკვნის სახით, კომისარმა წარმოადგინა არაერთი რეკომენდაცია განათლებასთან დაკავშირებით. იქ, სადაც სეგრეგაცია ჯერ კიდევ არსებობდა ამა თუ იმ ფორმით, იგი უნდა ჩანაცვლებულიყო ორდინარული, ინტეგრირებული განათლებით, ხოლო შესაბამის შემთხვევებში _ იგი უნდა აკრძალულიყო კანონმდებლობით. Uუზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო Aადეკვატური რესურსები სკოლამდელი განათლებისათვის. აგრეთვე, Eბავშვების ენობრივი მომზადება, ისევე როგორც, სასწავლო პროცესში მონაწილე ასისტენეტებისა დესეგრეგაციის პროცესის წარმატებისათვის. Gგარდა ამისა, სპეციალურ კლასებში განთავსება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ადეკვატური შეფასების შედეგად, იმაში დასარწმუნებლად, რომ სპეციალურ სკოლებში განთავსების ერთადერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა ობიექტური საჭიროება და არა ბავშვის ეთნიკური წარმომავლობა.
IV. თანამეგობრობის შესაბამისი სამართალი და პრაქტიკა
81.დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი მოითხოვს, რომ თანაბარი მოპყრობა კარგად იყოს დამკვიდრებული თანამეგობრობის სამართლის ინსტრუმენტებში იმ ხელშკრულების მე-13 მუხლის საფუძველზე, რომლითაც დაფუძნდა ევროპული თანამეგობრობა. Eეს დებულება, საბჭოს, შესაძლებლობას აძლევს, თავისი არაერთი გადაწყვეტილების მეშვეობით, რომლებიც ეყრდნობა კომისიის რეკომენდაციებსა და ევროპული პარლამენტის კონსულტაციებს, გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც ემყარება ადამიანის სქესობრივ, რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ კუთვნილებას, მის რწმენას, უუნარობას, ასაკსა თუ სექსუალურ ორიენტაციას.
82. სქესზე დაფუძნებული დისკრიმინაციის საქმეებში მტკიცების ტვირთის შესახებ საბჭოს 1997 წლის 15 დეკემბრის 97/80/EC დირექტივის 2§2 მუხლის შესაბამისად, “ არაპირდაპირ დისკრიმინაციას წაარმოადგენს ვითარება, როდესაც აშკარად ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა წამგებიან მდგომარეობაში აყენებს რომელიმე ერთი სქესის წარმომადგენელთა არსებითად დიდ ნაწილს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა მიზანშეწონილია და შეიძლება გამართლებულ იქნეს ობიექტური ფაქტორებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული სქესთან. ” 4 § 1 მუხლში, რომელიც შეეხება მტკიცების ტვირთს, მითითებულია : “ წევრმა ქვეყნებმა, მართლმსაჯულების თავიანთი სიტემის შესაბამისად, უნდა განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირის მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი მის მიმართ არ იყო დაცული, სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ხელისუფლების წინაშე ფაქტების წარდგენისას, რომლებიდანაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაციის ვარაუდი, მოპასუხე სახელმწიფოს დაეკისროს ვალდებულება, ამტკიცოს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი დარღვეული არ ყოფილა ”.
83. ამის მსგავსად, მიზნებს საბჭოს 2000 წლის 29 ივნისის 2000/43/EC დირექტივისა, რომელიც აფუძნებს თანაბარი მოპყრობის პრინციპს რასობრივი თუ ეთნიკური წარმომომავლობის მიუხედავად, და აგრეთვე 2000 წლის 27 ნოემბრის 2000/78/EC დირექტივისა, რომელიც ადგენს თანაბარი მოპყრობის პრინციპებს სამსახურში მიღებისა და დასაქმების სფეროში, წარმოადგენს შესაბამის სფეროებში ყოველგვარი ფორმის პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალავა, რომლებიც ემყარება პირის სქესობრივ, რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ კუთვნილებას, მის რწმენას, უუნარობას, ასაკსა თუ სექსუალურ ორიენტაციას. ზემოაღნიშნული დირექტივების პრეამბულებში მითითებულია: “იმ ფაქტების გააზრება, რომლებიდანაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია, წარმოადგენს ეროვნული სასამართლოებისა და სხვა კომპეტენტური ორგანოების საქმეს, რაც უნდა ხორციელდებოდეს ეროვნული სამართლითა და პრაქტიკით დადგენილი წესების შესაბამისად. Aამ წესებმა, განსაკუთრებით არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან მიმართებაში, შეიძლება გაითვალისწინოს, რომ მისი მტკიცება მოხდეს სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების მეშვეობით; რომ მტკიცების ტვირთის დაკისრების წესები ადაპტირებული უნდა იქნეს იმგვარ ვითარებასთანაც, როდესაც საქმე gvaqvs prima facie დისკრიმინაციის საქმესთან ; რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი გამოყენებული უნდა იქნეს ეფექტიანად და რომ მტკიცების ტვირთი უნდა გადავიდეს მოპასუხეზე, როცა კი ამგვარი დისკრიმინაციის მტკიცებულებები უხვად არის წარმოდგენილი”
84. უფრო კონკრეტულად, საბჭოს დირექტივა 2000/43/EC ითვალისწინებს შემდეგს:
M
მუხლი 2
Dდისკრიმინაციის ცნება
“1. Dდირექტივის მიზნებიდან გამომდინარე, თანაბარი მოპყრობის პრინციპი იმას გულისხმობს, რომ არ არსებობს პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაცია, დამყარებული რასობრივ ან ეთნიკურ წარმოშობაზე.
2. პირველი ნაწილის მიზნებისათვის:
(a) პირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც პირს ეპყრობიან, მოეპყრნენ ან შეიძლება მოეპყრან უფრო ნაკლებად კეთილმოსურნედ, ვიდრე სხვას მსგავს ვითარებაში, მისი რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე.
(b) არაპირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც აშკარად ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა რასობრივი ან ეთნიკური წარმომომავობის პირს, სხვასთან შედარებით აყენებს განსაკუთრებულად წამგებიან მდგომარეობაში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად გამართლებულია კანონიერი მიზნით, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები კი, შესაბამისია და აუცილებელი
მუხლი 8
Mმტკიცების ტვირთი
“1. წევრმა სახელმწიფოებმა, მართლმსაჯლების თავიანთი სიტემის შესაბამისად, უნდა განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირის მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი მის მიმართ არ იყო დააცული, სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ხელისუფლების წინაშე ფაქტების წარდგენისას, რომლებიდანაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაციის ვარაუდი, მოპასუხე სახელმწიფოს დაეკისროს ვალდებულება, ამტკიცოს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი დარღვეული არ ყოფილა ”.
2. პირველი პუნქტი არ აბრკოლებს წევრ სახელმწიფოებს, იქონიოს მტკიცების ისეთი წესები, რომლებიც უფრო ხელსაყრელია მოსარჩელისათვის.
3. პირველი პუნქტი არ გამოიყენება სისხლისსამართლებრივი პროცედურებისადმი.
...
5. წევრ სახელმწიფოებს არ ევალებათ გამოიყენონ პირველი პუნქტი პროცედურების მიმართ, რომლებშიც სასამართლოს ან კომპეტენტურ ორგანოს ევალება გამოიძიოს საქმის ფაქტები.
85. ევროპული თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEC) პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დისკრიმინაცია, რომელიც გულისხმობს მსგავს ვითარებებში განსხვავებული წესების გამოყენებას, ანდა ერთი და იგივე წესის გამოყენებას სხვადასხვაგვარ ვითარებაში, შეიძლება იყოს ღია ან ფარული, პირდაპირი ან არაპირდაპირი.
86. მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEC) თავის 1974 წლის 12 თებერვლის განჩინებაში საქმეზე Giovanni Maria Sotgiu v. Deutsche Bundespost (საქმე 152-73, პუნქტი 11), მიუთითა:
“თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებული წესები ... კრძალავს არა მარტო ღია დისკრიმინაციას ეროვნული ნიშნით, არამედ დისკრიმინაციის ყველა ფარულ ფორმას, რომელსაც დიფერენციაციის სხვა კრიტერიუმების გამოყენებით, ფაქტობრივად იმავე შედეგებამდე მივყავართ.
...”
87. მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEC) თავის 1986 წლის 13 მაისის განჩინებაში საქმეზე Bilka-Kaufhaus GmbH v. Karin Weber von Hartz (საქმე 170/84, პუნქტი 31), მიუთითა:
“...EEC ხელშეკრულების 119-ე მუხლი ირღვევა სასაწყობო კომპანიის დეპარტამენტის მხრიდან, რომელიც რიცხავს არასრული განაკვეთის თანამშრომლებს თავისი საპენსიო სქემიდან, მაშინ როდესაც ასეთი გამორიცხვა ზიანს აყენებს გაცილებით დიდი რაოდენობის ქალებს, ვიდრე მამაკაცებს, გარდა იმ შემთხევისა, თუ ასეთი გამორიცხვა ეფუძნება ობიექტურად გამართლებულ ფაქტორებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული სქესის საფუძველთან.
88. მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEC) თავის 1999 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Regina v. Secretary of State for Employment, ex parte Nicole Seymour-Smith and Laura Perez (საქმე C‑167/97, პუნქტები 51, 57, 62, 65 და 77), მიუთითა:
“... ეროვნულმა სასამართლომ უნდა მოახდინოს სამართლებრივი შეფასება იმის დასადგენად, გამოიწვია თუ არა წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა უთანასწორო შედეგი ქალებსა და მამაკაცებს შორის იმხელა ხარისხით, რომელიც წარმოადგენს არაპირდაპირ დისკრიმინაციას,
... კომისია სთავაზობს “სტატისტიკურად მნიშვნელოვან” ტესტს, რამდენადაც სტატისტიკამ უნდა ჩამოაყალიბოს შედარების შესაბამისი საფუძველი, ხოლო ეროვნულმა სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ ის არ იქნეს დამახიჯებული საქმისათვის სპეციფიკური ფაქტორებით. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების არსებობა საკმარისია დისპროპორციული ზიანის დასადგენად და ნაგულვები დისკრიმინაციული ღონისძიების ავტორისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
...
ეროვნული სასამართლოების საქმეა იმის შეფასება, არის თუ არა ნამდვილი და უნდა იქნეს თუ არა მხედველობაში მიღებული . . . ის სტატისტიკა, რომელიც შეეხება ვითარებას .. სხვაგვარად, შეეხება თუ არა ის საკმარის პირებს, ხანმოკლე ფენომენია თუ შემთხვევითი, და არის თუ არა ის საზოგადოდ მნიშვნელოვანი. . . (საქმე C-127/92 Enderby [1993] ECR I-5535, პუნქტი 17) . ..
...
შესაბამისად . . იმ მიზნით, რომ შეფასდეს, იქონია თუ არა სახელმწიფოს მიერ გამოყენებულმა ღონისძიებამ უთანასწორო შედეგი ქალებისა და მამაკაცების მიმართ იმ ხარისხით, რომელიც წარმოადგენს დისკრიმინაციას ხელშეკრულების 119-ე მუხლის გაგებით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მიუთითებს თუ არა არსებული სტატისტიკა იმას, რომ მამაკაცებთან შედარებით ქალების გაცილებით მცირე პროცენტს შეუძლია დააკმაყოფილოს გამოყენებული ღონისძიების მოთხოვნები. თუ საქმე სწორედ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს, სახეზეა სქესის საფუძველზე დისკრიმინაცია, გარდა ისეთი შემთვევებისა, როდესაც ეს ღონისძიება გამართლებულია ობიექტური ფაქტორებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული სქესის საფუძველზე დისკრიმინაციასთან.
...
თუ მამაკაცებთან შედარებით ქალების გაცილებით მცირე პროცენტს შეუძლია დააკმაყოფილოს გამოყენებული ღონისძიების სადავო წესში მითითებული მოთხოვნები.. სახელმწიფოს, როგორც სავარაუდოდ დისკრიმინაციული წესის ავტორს, ევალება, დაამტკიცოს, რომ აღნიშნული წესი ასახავს მისი სოციალური პოლიტიკის კანონიერ მიზანს, რომ ეს მიზანი დაკავშირებული არ არის სქესის საფუძველზე დისკრიმინაციასთან და რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ შერჩეულ ღონისძიებას ძალუძს დასახული მიზნის მიღწევა.
89. მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEC) საქმეებზე Hilde Schönheit v. Stadt Frankfurt am Main (საქმე C-4/02) და Silvia Becker v. Land Hessen ( საქმე C-5/02) 2003 წლის 23 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების 67-69-ე და71-ე პუნქტებში მიუთითა შემდეგი:
“... მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ხელშეკრულების 119-ე მუხლი და EC-ს 141(1) და (2) მუხლები აფუძნებენ პრინციპს, რომ ქალები და მამაკაცები უნდა იღებდნენ თანაბარ გასამრჯელოს თანაბარი შრომისათვის. Eეს პრინციპი გამორიცხავს არა მარტო ისეთი დებულებების გამოყენებას, რომლებსაც მივყავართ არაპირდაპირი სქესობრივ დისკრიმინაციამდე, არამედ ისეთი დებულებების გამოყენებასაც, რომლებიც ინარჩუნებენ სამსახურში ქალებისა და მამაკაცების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას რაიმე კრიტერიუმის გამოყენებით, რომელიც არ ემყარება სქესს, ისეთ პირობებში, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არ უკავშირდება ობიექტურ ფაქტორებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული სქესობრივ დისკრიმინაციასთან.
საერთო არგუმენტია ის გარემოება, რომ BeamtVG-ის დებულებები არ გულისხმობს დისკრიმინაციას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სქესს. Aამიტომ, აუცილებელი ხდება იმის შეფასება, გულისმობს თუ არა ისინი არაპირდაპირ დისკრიმინაციას..
იმის დასადგენად, სახეზეა თუ არა არაპირდაპირი დისკრიმინაცია, უნდა შეფასდეს, არის თუ არა შესაბამისი დებულებები უფრო მეტად საზიანო ქალებისათვის, ვიდრე მამაკაცებისათვის ..
...
შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, მიუთითებს თუ არა არსებული სტატისტიკა იმას, რომ მამაკაცებთან შედარებით, ქალების გაცილებით მეტი პროცენტი დაზარალდა BeamtVG-ის დებულებებით, რომლებიც გულისხმობდნენ იმ საჯარო მოსამსახურეებისათვის პენსიის შემცირებას, რომლებიც მუშაობდნენ არასრულ განაკვეთზე თავიანთი კარიერის ნახევარი დროის მანძილზე მაინც. ასეთი ვითარება იქნება მტკიცებულება აშკარა დისკრიმინაციისა სქესის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი დებულებანი გამართლებული იყო ობიექტური ფაქტორებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული დისკრიმინაცისთან სქესის საფუძველზე.”
90. საქმეში Debra Allonby v. Accrington & Rossendale College, Education Lecturing Services ... and Secretary of State for Education and Employment (2004 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე C-256/01), მართლმსაჯულების სასამართლომ მიუთითა (პუნქტი 81):
“... უნდა მივიჩნიოთ, რომ ქალს შეუძლია დაეყრდნოს სტატისტიკას იმის საჩვენებლად, რომ რაიმე მუხლი სახელმწიფოს კანონმდებლობაში ეწინააღმდეგება EC-ს 141-ე მუხლს, რამდენადაც ის დისკრიმინაციულია ქალი მუშაკების მიმართ . .”
91. და ბოლოს, საქმეში Commission of the European Communities v. Republic of Austria (2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე C-147/03), მართლმსაჯულების სასამართლომ მიუთითა (პუნქტები 41 და 46-48):
“დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, თანაბარი მოპყრობის პრინციპი კრძალავს არა მარტო ღია დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით, არამედ დისკრიმინაციის ყველა ფარულ ფორმას, რომლებსაც სხვა, განმასხვავებელი კრიტერიუმების გამოყენებით ფაქტობრივად იმავე შედეგებამდე მივყავართ (იხ. კერძოდ, საქმე 152/73 Sotgiu [1974] ECR 153, პუნქტი 11; საქმე C-65/03 Commission v. Belgium, ზემომითითებული, პუნქტი 28; და saqme C-209/03 Bidar [2005] ECR [I-02119], პუნქტი 51).
...
... კანონმდებლობა, საშუალო განათლების იმ დიპლომების მფლობელებს, რომლებიც მინიჭებულია ავსტრიის გარდა სხვა წევრ-სახელმწიფოებში, აყენებს წამგებიან მდგომარეობაში, რამდენადაც მათ არ გააჩნიათ ავსტრიაში, იმავე პირობებში, უმაღლესი განათლების მიღების ისეთივე ხელმისაწვდომობა, როგორიც ავსტრიული ეკვივალენტური დიპლომების მფლობელებს.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ პუნქტი . . გამოიყენება ყველა სტუდენტის მიმართ რაიმე განსხვავების გარეშე, იგი უფრო დიდ ზიანს აყენებს სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ვიდრე ავსტრიის მოქალაქეებს. ამიტომ, შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობა იწვევს არაპირდაპირ დისკრიმინაციას.
საბოლოო ჯამში, განსხვავებული მოპყრობა, შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დაფუძნებულია ობიექტურ გარემოებებზე, რაც არ არის დაკავშირებული იმ პირთა მოქალაქეობასთან, რომლებსაც საქმე შეეხება და იმავდროულად პროპორციულია ეროვნული კანონით გათვალისწინებულ კანონიერ მიზანთან მიმართებაში (საქმე C-274/96 Bickel and Franz [1998] ECR I-7637, პუნქტი 27, da D’Hoop, ზემოთ მითითებული, პუნქტი 36).”
V. გაერთიანებული ერების შესაბამისი მასალა
A. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ
92. პაქტის 26-ე მუხლის მიხედვით:
“ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და სარგებლობს კანონის საფუძველზე თანაბარი დაცვის უფლებით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. Aამის დასაცავად, კანონმა უნდა აკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და უზრუნველყოს ყველა პირის თანაბარი და ქმედითი დაცვა დისკრიმინაციისაგან ისეთ საფუძვლებზე, როგორიც არის რასა, ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვაგავრი შეხედულება, ეროვნული ან სოციალური წარმოშობა, საკუთრება, დაბადება ან სხვა სტატუსი ” .
B. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომიტეტი
93. არადისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ თავის 1989 წლის 10 ნოემბრის No. 18 ძირითადი კომენტარის მე-7 და მე-12 პუნქტებში კომიტეტმა გამოთქვა შემდეგი მოსაზრება:
“... კომიტეტს სწამს, რომ ტერმინი “დისკრიმინაცია”, როგორადაც იგი არის გამოყენებული პაქტში, უნდა გაგებული იქნეს, როგორც რაიმე განსხვავების, გამონაკლისის, შეზღუდვისა თუ უპირატესობის დაწესება ნებისმიერ საფუძველზე, როგორიც არის რასა, ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვაგავრი შეხედულება, ეროვნული ან სოციალური წარმოშობა, საკუთრება, დაბადება ან სხვა სტატუსი და, რომელიც მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს, ან არარად აქციოს, ან დააკნინოს ყველა დამიანის მხრიდან თანასწორ საწყისებზე ყველა უფლებისა და თავისუფლების აღიარება, სარგებლობა და გამოყენება.
...
... როდესაც კანონმდებლობა მიღებულია სახელმწიფოს მიერ, იგი უნდა აკმაყოფილებდეს 26-ე მუხლის მოთხოვნას, რომ მისი შინაარსი არ იყოს დისკრიმინაციული .”.
94. ჩეხეთის რესპუბლიკაზე 1995 წლის 31 მარტით დათარიღებული კომუნიკაცის 11.7 პუნქტში გამოთქმულ თავის მოსაზრებასთან დაკავშირებით კომიტეტმა მიუთითა:
“...კომიტეტს ასეთი აზრი გააჩნია, თუმცა, კანონმდებლობის განზრახვა არ არის მხოლოდ დისპოზიციური იმ საკითხის შეფასებისას, დაირღვა თუ არა პაქტის 26-ე მუხლი. პოლიტიკურად მოტივირებული განსხვავებანი შეუძლებელია 26-ე მუხლთან შეთავსებადად მივიჩნიოთ. Mმაგრამ, ქმედება, რომელიც არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაინც შეიძლება წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს 26-ე მუხლთან, თუკი მისი შედეგები დისკრიმინაციულია”.
C. საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
95. ამ კონვენციის 1-ლ მუხლში აღნიშნულია:
“...ტერმინი “დისკრიმინაცია გულისხმობს რაიმე განსხვავების, გამონაკლისის, შეზღუდვისა თუ უპირატესობის დაწესებას ნებისმიერ საფუძველზე, როგორიც არის რასა, ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვაგავრი შეხედულება, ეროვნული ან სოციალური წარმოშობა, საკუთრება, დაბადება ან სხვა სტატუსი და, რომელიც მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს, არარად აქციოს ან დააკნინოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების აღიარება, სარგებლობა და გამოყენება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში”.
D. რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
96. დისკრიმინაციის განსაზღვრების შესახებ თავის 1993 წლის 22 მარტის Nო. 14 ძირითად რეკომენდაციაში კომიტეტმა აღნიშნა, მათ შორის, შემდეგი:
“1. ... განსხვავება ეწინააღმდეგება კონვენციას, თუ იგი მიზნად ისახავს კონკრეტული უფლებისა და თავისუფლების დაკნინებას ან იწვევს ასეთ შედეგს. აღნიშნული დადასტურებულია ვალდებულებით, რომელიც მხარე სახელმწიფოებს გააჩნიათ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ბათილად გამოაცხადონ ნებისმიერი კანონი ან პრაქტიკა, რომელიც იწვევს რასობრივი დისკრიმინაციის გაჩენასა თუ დამკვიდრებას.
2. ...იმის გამოკვლევისას, გამოიწვია თუ არა ქმედებამ კონვენციის საწინააღმდეგო შედეგი (კომიტეტი) შეაფასებს, გამოიწვია თუ არა ქმედებამ გაუმართლებლად უთანასწორო ზიანი ადამიანთა ჯუფის მიმართ, რომელიც განსხვავდებოდა რასის, ფერის, წარმოშობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით..
97. რასობრივი სეგრეგაციისა და აპარტეიდის შესახებ თავის 1995 წლის 18 აგვისტოს No. 19 ძირითად რეკომენდაციაში კომიტეტმა აღნიშნა:
“3. ...სრული ან ნაწილობრივი რასობრივი სეგრეგაციის პირობების წარმოშობა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება იყოს მთავრობის პოლიტიკის შედეგი; თუმცა, ნაწილობრივი სეგრეგაცია შეიძლება წარმოიშვას აგრეთვე, როგორც კერძო პირთა ქმედების არაგანზრახული შედეგი. Bმრავალ ქალაქში მოსახლეობა განიცდის შემოსული სხვადასხვა ჯგუფის ზეგავლენას, რომლებიც განსხვავდებიან თავიანთი რასით, ფერით, წარმომავლობით, ეროვნული თუ ეთნიკური კუთვნილებით. ამას შეიძლება თან მოჰყვეს გარკვეული სტიგმების წარმოქმნა, რა დროსაც ადამიანები განიცდიან რასობრივი დისკრიმინაციას ერთგვარი ფორმით, რა დროსაც რასობრივი საფუძველი შერწყმულია სხვა საფუძვლებთან.
4. ამიტომ კომიტეტი ადასტურებს, რომ რასობრივი სეგრეგაციის პირობები ასევე შეიძლება წარმოიშვას სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან რაიმე ინიციატივისა თუ მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშეც”.
98. ბოშების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის თაობაზე თავის 2000 წლის 16 აგვისტოს ძირითად რეკომენდაციაში, კომიტეტმა, მათ შორის, მიუთითა შემდეგი რეკომენდაცია განათლების სფეროსთან დაკავშირებით:
“17. Yყოველმხრივ უნდა შეეწყოს ხელი ყველა ბოშა ბავშვის ჩართვას სასკოლო სისტემაში და მათი, განსაკუთრებით გოგონების, მხრიდან სკოლის მიტოვების შემთხვევების შემცირებას. ამ მიზნით აუცილებელია თანამშრომლობის გააქტიურება ბოშა მშობლებთან, ასოციაციებთან და ადგილობრივ თემობასთან.
18. რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ბოშა მოწაფეების სეგრეგაცია; იმავდროულად შენარჩუნებული უნდა იქნეს ორენოვანი ან მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა; ამ მიზნის მისაღწევად, უნდა ამაღლდეს სწავლის ხარისხი ყველა სკოლაში და უმცირესობის მხრიდან სწავლაში მიღწეული შედეგების დონე; სკოლის პერსონალი უნდა შეირჩეს ბოშათა უმცირესობიდან და ხელი შეეწყოს ინტერკულტურულ განათლებას.
19. შემუშავებულ იქნას განათლების სფეროში ბოშა ბავშვების სასარგებლოდ გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა მათ მშობლებთან თანამშრომლობით”
99. 1998 წლის 30 მარტის თავის საბოლოო შეფასებებში, რომელიც მოჰყვა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ წარდგენილი ანგარიშის განხილვას, კომიტეტმა მიუთითა, მათ შორის შემდეგი:
“13. შეშფოთებით აღვნიშნავთ ბოშური თემობის წარმომადგენელთა მარგინალიზაციას განათლების სფეროში. Dდადასტურებულია ბოშა ბავშვების არაპროპორციულად დიდი რაოდენობის განთავსება სპეციალურ სკოლებში, რასაც მივყავართ de facto რასობრივ სეგრეგაციამდე. იმავდროულად, ის გარემოება, რომ ძალიან მცირეა საშუალო და უმაღლეს განათლებაში მათი მონაწილეობის ხარისხი, წარმოშობს ეჭვებს იმის თაობაზე, ხორციელდება თუ არა სრულად კონვენციის მე-5 მუხლი.
E. ბავშვთა უფლებების კონვენცია
100. კონვენციის 28-ე და 30-ე მუხლები მიუთითებს:
Mმუხლი 28
“1. მხარე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას განათლების მიღებაზე და, თანაბარი შესაძლებლობების საწყისებზე ამ უფლების წარმატებით განხორციელებისათვის, ისინი :
(a) დაწყებით განათლებას გახდიან სავალდებულოს და ყველასათვის თავისუფლად ხელმისაწვდომს:
(b) ხელს შეუწყობენ საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმების განვითარებას, მათ შორის საერთო და პროფესიულ განათლებას; გახდიან მათ ყოველი ბავშვისათვის შესაძლებელსა და ხელმისაწვდომს; და განახორციელებენ შესატყვის ღონისძიებებს, როგორიცაა თავისუფალი განათლების უზრუნველყოფა და ფინანსური დახმარების შეთავაზება საჭიროების შემთხვევაში;
(c) ყველასათვის, მათი უნარიანობის საფუძველზე, ხელმისაწვდომს გახდიან უმაღლეს განათლებას ყველა აუცილებელი საშუალების გამოყენებით;
(d) ყველა საგანმანათლებლო და პროფესიულ ინფორმაციას, ისევე როგორც გზამკვლევებს გახდიან ყველასათვის ხელმისაწვდომს;
(e) გაატარებენ ღონისძიებებს სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშესაწყობად და გაცდენების დონის შესამცირებლად;
2. მხარე სახელმწიფოები გაატარებენ ყველა შესატყვის ღონისძიებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სასკოლო დისციპლინა ხორციელდებოდეს ბავშვის ადამიანური ღირსების დაცვით და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.
3.მხარე სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ საერთაშორისო თანამშრომლობას განათლების საკითხებში, განსაკუთრებით, მთელს მსოფლიოში უწიგნურობისა და წერა-კითხვის უცადინარობის, განათლების იგნორირების აღმოფხვრის სფეროში. გააადვილებენ სამეცნიერო და ტექნიკურ ცოდნისა და თანამედროვე სახელმძღვანელო მეთოდების ხელმისაწვდომობას; განსაკუთრებით იქნება მხედველობაში მიღებული განვითარებადი ქვეყნების საჭიროებანი.
მუხლი 30
“ იმ ქვენყნებში, სადაც ეთნიკური, რელიგიური, ან ლინგვისტური უმცირესობა, ანდა ადგილობრივი (მკვიდრი) წარმოშობის პირები ცხოვრობენ, ბავშვს, რომელიც მიეკუთვნება უმცირესობას ანდა მკვიდრ მოსახლეობას, არ უნდა ეთქვას უარი, საზოგადოებაში, თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ისარგებლოს თავისი კულტურით, განახორციელოს თავისი რელიგიის აღმსარებლობა და პრაქტიკა, ან გამოიყენოს თავისი მშობლიური ენა ”.
F. იუნესკო
101. განათლების დარგში დისკრიმინაციის წინააღმდეგ 1960 წლის 14 დეკემბრის კონვენციის 1-3 მუხლები მიუთითებს :
Mმუხლი 1
“1. კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი “დისკრიმინაცია” მოიცავს ნებისმიერი განსხვავების, გამონაკლისის, შეზღუდვის ან უპირატესობის დაწესებას, რომელიც ეფუძნება რასას, ფერს, სქესს, ენას, რელიგიას, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებას, ეროვნულ ან სოციალურ წარმოშობას, ეკონომიკურ პირობებს ან დაბადებას და მიზნად ისახავს არარად აქციოს ან დააკნინოს თანაბარი მოპყრობა განათლების სფეროში. კერძოდ :
(a) პირის ან პირთა ჯგუფისათვის ნებისმიერი სახის განათლებაზე ხელმისაწვდომობის აღკვეთას ნებისმიერ დონეზე ;
(b) პირის, ან პირთა ჯგუფის დაქვემდებარებას დაბალი სტანდარტის განათლების მიღებისადმი;
(c) პირის ან პირთა ჯგუფისათვის განათლების ცალკე სისტემის შექმნასა და შენარჩუნებას და მათ დაქვემდებარებას კონვენციის მეორე მუხლისადმი. Aან,
(d) ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის ისეთ პირობებში ჩაყენებას, რომელიც შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან.
მუხლი 2
“როდესაც სახელმწიფოში ეს დაშვებულია, შემდეგი ვითარებანი აღარ უნდა იქნას მიჩნეული დისკრიმინაციად კონვენციის პირველი მუხლის გაგებით.”
(a) ორი სქესის მოწაფეთათვის ცალკე განათლების სისტემისა და ინსტიტუციების დაფუძნება და შენარჩუნება, თუკი ეს სისტემები და ინსტიტუციები უზრუნველყოფენ განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას და სასკოლო პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას იმავე სტანდარტით, ისევე როგორც, იმავე ხარისხის სასკოლო აღჭურვილობას და, იმავდროულად უზრუნველყოფენ იმავე და ეკვივალენტური სასწავლო კურსის გავლის შესაძლებლობას.
(b) რელიგიურ ან ლინგვისტურ მიზეზთა გამო ცალკე საგანმანათლებლო სისტემისა და ინსტიტუციების დაფუძნება ან შენარჩუნება, რომელიც იძლევა განათლების შესაძლებლობას მოწაფეთა მშობლების ან კანონიერი მეურვეების სურვილის შესაბამისად, თუკი, ასეთ სისტემებში მონაწილეობა და ამგვარ ინსტიტუციებში დასწრება ნებაყოფლობითია და, ამავდროულად, ამ ინსტიტუცებში მიღებული განათლება შეესაბამება კომპეტენტური ხელისუფლების მიერ დადგენილ ან მოწონებულ სტადარტებს, მათ შორის, განათლების შესაბამის დონესთან მიმართებაში.
(c) კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუციების დაფუძნება ან შენარჩუნება, თუკი ამ ინსტიტუციების მიზანს რომელიმე ჯგუფის გამორიცხვა კი არ წამოადგენს, არამედ განათლების უფრო მეტი, დამატებითი საშუალებების უზრუნველყოფა იმასთან შედარებით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ არის უზრუნველყოფილი. ამასთან, იმ პირობით, თუ ეს ინსტიტუციები მოქმედებენ თავიანთი მიზნის შესაბამისად, ხოლო მათ მიერ უზრუნველყოფილი განათლება შეესაბამება კომპეტენტური ხელისუფლების მიერ დადგენილ ან მოწონებულ სტადარტებს, მათ შორის, განათლების შესაბამის დონესთან მიმართებაში.
Mმუხლი 3
“იმისათვის, რათა აღმოიფხვრას და თავიდან იქნეს აცილებული დისკრიმინაცია, ამ კონვენციის გაგებით, მხარე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას:
(a) გააუქმონ კანონის ნებისმიერი დებულება თუ ნებისმიერი ადმინისტრაციული ინსტრუქცია და შეწყვიტონ ნებისმიერი ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომლებიც გულისხმობს დისკრიმინაციას განათლებაში;
(b) უზრუნველყონ, თუ საჭიროა კანონმდებლობით, ვითარება, როდესაც არ არსებობს დისკრიმინაცია განათლების დაწესებულებებში მოწაფეთა დაშვებისას.
102. დეკლარაცია რასებისა და რასობრივი ცრურწმენების შესახებ, რომელიც მიღებულია იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ 1978 წლის 27 ნოემბერს, აცხადებს შემდეგს:
მუხლი 1
“1 თითოეული ადამიანი უნიკალურია და წარმოადგენს საერთო მემკვიდრეობის ჩამომავალს; ყოველი ადამიანი დაბადებით თანასწორია თავის ღირსებასა და უფლებებში; და ყველა ერთად წარმოადგენს კაცობრიობის განუყოფელ ნაწილს.
2. ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება იყოს განსხვავებული, განიხილოს თავი განსხვავებულად და ასეთად იყოს აღქმული სხვათა მიერ. თუმცა, ცხოვრების წესის მრავალგვარობა და ადამიანის უფლება, იყოს განსხვავებული, არ შეიძლება არავითარ გარემოებებში ემსახურებოდეს რასობრივი ცრურწმენების წინაპირობების ჩამოყალიბებას. ისინი ვერასოდეს გაამართლებენ კანონისმიერ ან ფაქტობრივ დისკრიმინაციას, ვერ შექმნიან საფუძვლებს აპარტეიდის პოლიტიკისათვის, რომელიც წარმოადგენს რასიზმის უკიდურეს ფორმას.
Mმუხლი 2
“...
2.რასიზმი მოიცავს რასისტურ იდეოლოგიას, ცრურწმენებს, განწყობებს, დამოკიდებულებებს, დისკრიმინაციულ ქცევას, სტრუქტურების შექმნასა და ინსტიტუციურ პრაქტიკას, რომლებიც ვლინდება რასობრივ უთანასწორობაში, ისევე როგორც მცდარ წარმოდგენაში იმის თაობაზე, რომ დისკრიმინაციული ურიერთობა ჯგუფებს შორის მორალურია და მეცნიერულად გამართლებული. ეს ასახულია კანონმდებლობის დისკრიმინაციულ დებულებებში, რეგულაციებსა და დისკრიმინაციულ პრაქტიკაში, ისევე როგორც ანტისოციალურ შეხედულებებსა და მოქმედებებში. ყოველივე ეს ხელს უშლის დისკრიმინაციის მსხვერპლის განვითარებას, რყვნის მათ, ვინც დისკრიმინაციულ პრაქტიკას ეწევა, მთლიანად ჰყოფს ერს, აბრკოლებს საერთაშორისო თანამშრომლობას და ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას ხალხებს შორის ; ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამეტურ პრინციპებს და, საბოლოო ჯამში, სერიოზულ ზიანს აყენებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
3. რასობრივ ცრურწმენებს, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებულია უფლებრივ უთანასწორობასთან და გაძლიერებულია ცალკეულ ინდივიდებისა და ჯგუფების ეკონომიკური და სოციალური უთანაბრობით და რომელიც ჯერ კიდევ ეძიებს თავის დასაყრდენს, არ გააჩნია არანაირი გამართლება.”
Mმუხლი 3
“ ნებისმიერი განსხვავების, გამონაკლისის, შეზღუდვის, ან უპირატესობის დაწესება რასის, ფერის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, ან რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე, რომელიც მოტივირებულია რასისტული შეხედულებებით, რომელიც ანგრევს და სახელს უტეხს სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობასა და ხალხის თვითგანსაზღვრის უფლებას, ან რომელიც ზღუდავს თვითნებური ან დისკრიმინაციული ფორმით ყოველი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ყოველმხრივი განვითარების უფლებას, შეუთავსებელია საერთაშორისო წესრიგის მოთხოვნებთან, რაც ადამიანის უფლებათა სამართლიანი დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ყოველმხრივი განვითარების უფლება მოიცავს ინდივიდუალური და ერთობლივი წინსვლის საშუალებებისადმი თანაბრ ხელმისაწვდომობასა და განხორციელებას საკაცობრიო ღირებულებების პატივისცემის ატმოსფეროში, როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიო დონეზე.”
Mმუხლი 5
“1. კულტურა, როგორც ყველა ადამიანისა და კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის პროდუქტი, და განათლება, მისი ფართო გაგებით, უბოძებს ქალებსა და მამაკაცებს ადაპტაციის მზარდ ქმედით საშუალებებს, რომლებიც მათში ამკვიდრებს არა მარტო იმ განცდას, რომ ყოველი ადამიანი დაბადებულია თანასწორად თავის ღირსებებსა და უფლებებში, არამედ იმ ვალდებულების შეგრძნებასაც, რომ მათ პატივი უნდა სცენ ყველა ჯგუფის უფლებებს, მათ კულტურულ თვითმყოფადობას, მათი კულტურული ცხოვრების განვითარებას ეროვნულ თუ საერთაშორისო კონტექსტში. ყველა ჯგუფს აქვს სრული თავისუფლება, შეინარჩუნოს თავისი კულტურა და თუ ეს შესატყვისია, მოახდინოს მისი ადაპტაცია და გამდიდრება ღირებულებებით, რომლებსაც იგი თავისი თვითმყოფადობისათვის აუცილებლად მიიჩნევს.
2. სახელმწიფოებს, თავიანთი კონსტიტუციური პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად, ისევე როგორც სხვა კომპეტენტურ ხელისფულებას და საკუთრივ პედაგოგიურ პროფესიას, გააჩნიათ პასუხისმგებლობა, ითვალისწინებდნენ, რომ ყველა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსი უნდა გამოიყენებოდეს რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, შემდეგი საშუალებებით : იმის უზრუნველყოფით, რომ კურიკულა და სახელმძღვანელოები მოიცავდეს სამეცნიერო და ეთიკურ მსჯელობებს, რომლებიც შეეხება ადამიანის უნიკალურობასა და მრავალმხრივობას, და რომ არ არსებობს არავითარი განსხვავება ცალკეულ ხალხებთან მიმართებაში ; მასწავლებელთა მომზადებით ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად ; საგანმანათლებლო სისტემისა და მისი რესურსების ყოველი ჯგუფისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით რასობრივი შეზღუდვებისა თუ დისკრიმინაციის გარეშე ; და შესაბამისი ღონისძიებების გატარებით იმ დამაბრკოლებელი ვითარების გამოსასწორებლად, რომლითაც გარკვეული რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფები დაზარალდნენ თავიანთი განათლებისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით, მათ შორის _ ამგვარი დაბრკოლებებისაგან ბავშვების დასაცავად. ”
Mმუხლი 6
“1.სახელმწიფოს ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ადამიანის უფლლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა ყველა ინდივიდისა და ადამიანთა ყველა ჯგუფის ღირსებისა და უფლებების თანასწორობის საწყისებზე.
2. რამდენადაც მისი კომპეტენცია ვრცელდება, სახელმწიფოებმა, მისი კონსტიტუციური პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად, უნდა გადადგან შესატყვისი ნაბიჯები, მათ შორის, კანონმდებლობის მეშვეობით, განსაკუთრებით კი განათლების, კულტურისა და კომუნიკაციის სფეროებში, რასიზმის, რასისტული პროპაგანდის, რასობრივი სეგრეგაციისა და აპარტეიდის თავიდან ასაცილებლად, ასაკრძალად და ამოსაძირკვად; რასობრივი ცრურწმენებისა და დამოკიდებულებების მიზეზთა შესახებ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სფეროებში დაგროვილი ცოდნისა და ჩატარებულ კვლევების შედეგად გაკეთებული დასკვნების გასავრცელებლად იმ პრინციპების სრული დაცვით, რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით არის გაცხადებული.
3. რამდენადაც რასობრივი დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონები თავისთავად არ არის საკმარისი, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაეხმარონ მას ადმინისტრაციული მანქანის გამოყენებით რასობრივი დისკრიმინაციის საქმეების სისტემატიური გამოძიებსათვის; სამართლებრივი დაცვის საშუალებების ყოვლისმომცველი სისტემის შექმნით რასობრივი დისკრიმინაციის ქმედებათა წინააღმდეგ; ღრმად საფუძვლიანი განათლებისა და კვლევითი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც შემუშავებულია რასობრივი ცრურწმენებისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმეგ საბრძოლველად, და პოზიტიური პოლიტიკური, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების საშუალებით, რომლებიც გათვლილია ჯგუფებს შორის ჭეშმარიტად ორმხრივი პატივისცემის ხელშეწყობაზე. როდესაც გარემოებები საფუძველს იძლევა, უნდა განხორციელდეს სპეციალური პროგრამები დაჩაგრული ჯგუფების წინსვლის ხელშესაწყობად, ხოლო მოქალაქეებთან მიმართებაში კი – დამატებით იმის უზრუნველყოფით, რომ ისინი ქმედითი მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში”.
Mმუხლი 9
“1. ღირსებასა და უფლებებში ყველა ადამიანისა და ხალხის თანასწორობის პრინციპი მიუხედავად რასის, ფერისა და წარმომავლობისა, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ გაზიარებულ და აღიარებულ პრინციპს. შესაბამისად, ნებისმიერი ფორმის რასობრივი დისკრიმინაცია, რომლის პრაქტიკასაც ეწევა სახელმწიფო, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და წარმოქმნის საერთაშორისო პასუხისმგებლობას.
2. როდესაც ეს აუცილებელია, ინდივიდებისა თუ ჯგუფებისათვის სპეციალური ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული ღირსებასა და უფლებებში მათი თანასწორობის მისაღწევად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი არ გამოიყურებოდნენ რასობრივად დისკრიმინირებულად. ამ მიმართებაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურად თუ ეკონომიკურად დაჩაგრულ რასობრივ თუ ეთნიკურ ჯგუფებს, და უზრუნველყოფილ იქნეს თანაწორობის საწყისებზე მათი კანონისმიერი დაცვა დისკრიმინაციისა თუ შეზღუდვების გარეშე და არსებული სოციალური ღონისძიებებით სარგებლობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით, მათი საცხოვრებლის, სამუშაოსა და ჯანმრთელობის საკითხებში; პატივი უნდა მიეგოს მათი კულტურის ავთენტურობასა და ღირებულებებს; გააადვილდეს მათი სოციალური და სამსახურეობრივი წინსვლა, განსაკუთრებით, განათლების მეშვეობით.
...”
VI. სხვა წყაროები
A. რასიზმისა და ქსენოფობიის შესახებ ევროპული მონიტორინგის ცენტრი (ამჟამად _ ძირითად უფლებათა ევროპის კავშირის სააგენტო)
103. ევროპული მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში განათლების შესახებ მოიცავს შემდეგს:
“ჩეხეთის რესპუბლიკაში არ არსებობს რასიზმისა და დისკრიმინაციის შესახებ მისაწვდომი ოფიციალური ან არაოფიციალური მონაცემები.
ჩეხური განათლების სისტემაში ჯერ კიდევ ყველაზე სერიოზული პრობლემაა მძიმე სოციალური ფონის მქონე ბავშვების (ძალიან ხშირად ბოშების) სეგრეგაციული გამწესება სპეციალურ სკოლებში. ბოშა ბავშვების ნახევარზე მეტი ასეთ სკოლებში სწავლობს. ჩეხეთის განათლების სისტემში, განსაკუთრებით კი დაწყებით სკოლებში, არსებული ამგავრი ტენდენციის არსებობდა დადასტურებულია ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი გამოკვლევების შედეგად. ბოშა ახალგაზრდების რაოდენობის ძალიან მცირე პროცენტი აგრძელებს სწავლას საშუალო სკოლაში.”
104. “ბოშებისა და მოხეტიალე ცხოვრების წესის მქონე პირთა საჯარო განათლების შესახებ ” მონიტორინგის ცენტრის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2006 წლის მაისში და შეესატყვისება პერიოდს, როდესაც ევროპის კავშირში 25 წევრი სახელმწიფო იყო, მითითებულია, მათ შორის, შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ბოშა ბავშვების სისტემატიური სეგრეგაცია, როგორც განათლების პოლიტიკა, აღარ არსებობდა, სეგრეგაცია მაინც ხორციელდებოდა სკოლებისა და განათლების ორგანოების მხრიდან სხვადასხვა, უმეტესად, არაპირდაპირი გზებით; ხანდახან სეგრეგაცია წარმოადგენდა პოლიტიკისა და პრაქტიკის არაგანზრახულ შედეგს. ხან კი იგი გამოწვეული იყო ბოშათა დასახლებების სეგრეგაციით. სკოლასა და განათლების ორგანოებს შეეძლოთ განაცალკევებინათ მოწაფეები იმგვარი აღქმის საფუძველზე, რომ მათ “გააჩნდათ განსხვავებული საჭიროებანი”; ზოგჯერ ეს წარმოადგენდა ერთგვარ პასუხს მათი ქცევასა და სწავლაში არსებულ სირთულეებზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ხშირად იწვევდა ბოშა ბავშვების გამწესებას სპეციალურ სკლებში, რომელიც განკუთვნილი იყო გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვებისათვის, რაც ჯერ კიდევ წარმოადგენდა შემაშფოთებელ ფენომენს ევროპის კავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიც იყვნენ უნგრეთი, სლოვაკია, და ჩეხეთის რესპუბლიკა. თუმცა, გადადგმული იქნა ნაბიჯები ბავშვების ტესტირებისა და სკოლებში გამწესების პროცედურების გადასასინჯად ბოშა ბავშვების სოციალური და კულტურული ნორმებისა და ქცევითი თავისებურებების გათვალისწინებით.
B. ლორდთა პალატა
105. 2004 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Regina v. Immigration Officer at Prague Airport and another ex parte European Roma Rights Centre and others, ლორდთა პალატამ ერთხმად მიიჩნია, რომ პრაღის აეროპორტში მომუშავე ბრიტანეთის იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლები დისკრიმინაციულად მოეპყრნენ ამ აეროპორტიდან გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრების მსურველ ბოშებს, რამდენადაც მათდამი ნაკლებად კეთილმოსურნე მოპყრობა სხვა ადამიანებთან შედარებით, რომლებიც იმავე მიმართულებით მგზავრობდნენ, უკავშირდებოდა მათ რასობრივ საფუძველს.
106. რიჩმონდის ბარონესა ჰეილმა (Baroness Hale of Richmond ) მიუთითა, მათ შორის, შემდეგი:
“73. ... რასისა და სქესის საფუძვლებით დისკრიმინიაციის საკითხებზე სამართლის ძირითადი კონცეპტი ისაა, რომ ორივე სქესისა და ყველა რასის წარმომადგენლებს უნდა ეპყრობოდნენ თანაბრად. შესაბამისად, დისკრიმინაციას წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც მამაკაცებს ეპყრობიან უფრო ნაკლებად კეთილმოსურნედ, ვიდრე ქალებს, ან როდესაც ქალებს ეპყრობიან უფრო ნაკლებად კეთილმოსურნედ, ვიდრე მამაკაცებს. ასევე დისკრიმინაციას წარმოადგენს ვითარება, როდესაც თეთრკანიანებს ეპყრობიან უფრო ნაკლებად კეთილმოსურნედ, ვიდრე შავკანიანებს, და პირიქით: როდესაც შავკანიანებს ეპყრობიან უფრო ნაკლებად კეთილმოსურნედ, ვიდრე თეთრკანიანებს. Dდისკრიმინაციის ინგრედიენტები (შემადგენელი ნაწილები) არის შემდეგი: (i) ორი სხვადასხვა პირისადმი, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა სქესს ან სხვადასხვა რასობრივ ჯგუფს, განსხვავებული მოპყრობა (რელური ან ჰიპოთეტიური); (ii) ერთ-ერთი მათგანის მიმართ მოპყრობა ნაკლებად კეთილმოსურნეა; (iii) შესაბამისი გარემოებები ერთი და იგივეა, ანდა არ არის არსებითად განსხვავებული; (iv) განსხვავებული მოპყრობა დაფუძნებულია სქესობრივ ან რასობრივ კუთვნილებაზე. თუმცა, იმის გამო, რომ ადამიანები იშვიათად ამჟღავნებენ თავიანთ ცრურწმენებსა და განწყობებს, ხოლო ზოჯერ კი არც კი იციან მათ შესახებ, დისკრიმინაცია, ჩვეულებრივ, უნდა დადგინდეს შეფასების და არა პირდაპირი მტკიცებულების მეშვეობით. თუკი ნაკლებად კეთილმოსურნე მოპყრობა ((i), (ii) და (iii) ინგრედიენტები) სახეზეა, სასამართლომ უნდა მოუსმინოს დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენის ახსნა-განმარტებას. Eეს განმარტება, ცხადია, არ უნდა იყოს დაკავშირებული მომჩივნის სქესობრივ ან რასობრივ კუთვნილებასთან; ხოლო თუკი დაკავშირებულია, ანდა განმარტება არ არის დამაკმაყოფილებელი, სავსებით ლეგიტიმურია დასკვნა, რომ ნაკლებად კეთილმოსურნე მოპყრობა ეფუძნებოდა რასობრივ საფუძველს . . .
74. თუ ამ სახის პირდაპირი დისკრიმინაცია გამოვლენილია, საქმე ნამდვილად გვაქვს პირდაპირ დისკრიმინაციასთან. ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, არ არსებობს მისი ობიექტური გამართლება. სამართლის ძირითადი არსი იმის მოთხოვნაა, რომ თითოეულ პირს ეპყრობოდნენ როგორც ინდივიდს, და არა როგორც რომელიმე ჯგუფის წევრს. დაუშვებელია იმის ვარაუდი, რომ კონკრეტული პირი მატარებელია იმ თვისებებისა, რომლებიც სხვა პირის თვალში ადამიანთა შესაბამის ჯგუფთან ასოცირდება. იმის მიუხედავად, მართლაც გააჩნია თუ არა ამ ჯგუფის წევრთა დიდ ნაწილს შესაბამისი თვისებები სინამდვილეში, პროცესი ხშირად დაკავშირებულია სტერეოტიპების შექმნასთან ...
75.საჩივარი მოცემულ საქმეზე შეეხება ბოშების წინააღმდეგ პირდაპირ დისკრიმინაციას. არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც დამქირავებელი ან მიმწოდებელი ყველას ერთგვაროვნად ეპყრობა, მაგრამ გამოიყენებს მათ მიმართ იმგვარ მოთხოვნებსა თუ პირობებს, რომლებსაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე სქესის ან რასობრივ ჰგუფის წარმომადგენლები ისევე აკმაყოფილებდნენ, როგორც სხვა ჯგუფის წევრები. მაგალითად, სიმძიმის აწევის ტესტს, დიდი ალბათობით, მამაკაცები უფრო ჩააბარებენ, ვიდრე ქალები. საქმე უკვე გვაქვს უკანონობასთან, თუკი გამოიყენება ისეთი მოთხოვნა, რომელიც შეუძლებელია დამოუკიდებლად შეფასდეს, როგორც გამართლებული რომელიმე სქესთან, რასასთან ან მათ წარმომადგენლებთან მიმართებაში. Mმაგრამ თუ მოთხოვნა ან პირობა გამართლებულია, მაშინ იგი ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციულად. Aამასთან, გამართლებულობა არ უნდა ავურიოთ იმის ვარაუდთან, რომ შესაძლოა არსებობდეს რაიმე ობიექტური გამართლება დისკრიმინაციული მოპყრობისა, რომელიც ყველა სხვა შემთხვევაში მოექცეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის ფარგლებში.
...
90. ნამდვილად ღირს იმის გახსენება, რომ თანაბარი შესაძლებლობების კარგი პრაქტიკა არ ყალიბდება ბუნებრივად. არაერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს იმ საღი აზრის საწინააღმდეგოდ, რომ ადამიანებს უნდა ეპყრობოდნენ თანაბარი შემწყნარებლობით იმის მიუხედავად, რომ მართლაც შეიძლება არსებობდეს საკმარისი მიზეზები, მეტი ეჭვები აღგვეძრას ერთის, ვიდრე მეორის მიმართ. მაგრამ სწორედ ეს არის, რასაც სამართალი მოითხოვს – ადამიანი არ შეიძლება დაიჩაგროს იმ საერთო თვისებების გამო, რაც იმ გარკვეული ჯგუფის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, რომელსაც იგი ეკუთვნის. 2001 წელსკანონმდებლობა რასობრივი ურთიერთობების შესახებ გავრცელდა საიმიგრაციო სამსახურის მოქმედებებზე. ოდნავადაც არის გასაკვირი, რომ ოფიცრებისათვის, რომლებიც იმ დროის სერიოზული წნეხის ქვეშ მოქმედებდნენ, რთული აღმოჩნდა ემოქმედათ პროცედურების სრული დაცვითა და იმ მოლოდინების შესაბამისად, რომლებისთვისაც დამქირავებლები საუკუნის მეოთხედზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ.
91.სწორედ ამ პრეისტორიას ეწინააღმდეგება ის ვითარება, რას გვაქვს, რაც პრაღის აეროპორტში მოხდა და რაც უნდა იქნეს შეფასებული. Oოფიცრებს არ განუხორციელებით მათ მიერ გამოკითხული პირების რასობრივი კუთვნლების დაზუსტება და რეგისტრაცია. ამიტომ მოპასუხეებს არ შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ თითოეული ჯგუფიდან რამდენი ადამიანი იქნა გამოკითხული, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ის და რა შედეგით დამთავრდა. მათი აზრით, საკუთრივ ეს გარემოება ნათელს ხდის, რომ ოფიცრები არ მოქმედებდნენ სანქციის საფუძველზე. Aასე რომ ყოფილიყო, მაშინ მათ უნდა მიეთითებინათ მგზავრთა ეთნიკურობის თაობაზეც. მათი აზრით, ზემოაღნიშნული საკმარისი საფუძველი იყო იმისათვის, რათა გამგზარებაზე უარი გამართლებულად მიჩნეულიყო. Mმაგრამ, ასევე ცხადია, რომ არავითარი ფორმალური ნაბიჯები არ ყოფილა გადადგმული იმ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ ეს მაღალრისკიანი ოპერაცია არ ყოფილა ჩატარებული დისკრიმინაციული ფორმით. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია, მოწოდებულია მომჩივნებისა და ERRC-ს მიერ, რომელიც შეეცადა ამ ოპერაციის მონიტორინგის განხორციელებას. Mმოპასუხეებს, ცხადია, უფლება აქვთ, საეჭვო გახადონ ამ ინფორმაციის სანდოობა, მაგრამ მათ ვერ შესძლეს ამ ინფორმაციის უარყოფა ანდა უფრო სარწმუნო ინფორმაციის წარმოდგენა.. ...”
C. შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო
107. უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება saqmeze Griggs v. Duke Power Co., 401 US 424 (1971), რომელშიც მან დაადგინა Uუთანასწორო ზიანის ტესტი. საქმე შეეხებოდა ელექტროსადგურის შავკანიანი თანამშრომლების მიერ პროცესის აღძვრას მათი დამქირავებლის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან მოსთხოვა მათ უმაღლესი განათლების დიპლომი ანდა უნარ-ჩვევების ტესტის გავლა, მათ შორის, ყველაზე უფრო მცირედ ანაზღაურაბადი სამუშაოსთვისაც კი. მომჩივნების აზრით, ასეთი მოთხოვნა დისკრიმინაციული იყო. მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო დიპლომის აღება ან სტანდარტიზირებული ტესტირების გავლა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა:
“(სამოქალაქო უფლებათა) აქტი (1964) მოითხოვს სამსახურში მოწყობის სფეროში ხელოვნური, თვითნებური და არააუცილებელი დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომლებიც მოქმედებენ აღმაშფოთებლად დისკრიმინაციულად რასობრივ საფუძველზე. თუ ვერ იქნა ნაჩვენები, როგორც მოცემულ შემთხვევაში, რომ სამსახურში აყვანის პრაქტიკა, რომელიც იწვევდა ზანგების გამორიცხვას, დაკავშირებული იყო სამუშაოს შესრულებასთან, ეს აკრძალულია იმის მიუხედავად, არსებობდა თუ არა დისკრიმინაციული განზრახვა დამქირავებლის მხრიდან.... . .
აქტი არ კრძალავს ტესტირების ან გაზომვითი პროცესების გამოყენებას, მაგრამ იგი არ გულისხმობს მაკონტროლებელი ძალის მინიჭებას გარდა . . შემთხვევებისა, როდესაც საქმე შეეხება სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებულ აშკარად გონივრულ ღონისძიებას..
Aაქტი კრძალავს არა მარტო აშკარა დისკრიმინაციას, არამედ იმგვარ პრაქტიკასაც, რომელიც თავისი ფორმით სამათლიანია, მაგრამ დისკრიმინაციულია მოქმედებაში.. ქვაკუთხედია სამუშაოს განხორციელების აუცილებლობა. თუ სამსახურში მოწყობის პრაქტიკა, რომელიც თავის მოქმედებაში იწვევს ზანგების გარიცხვას, ისეთ პირობებში, როდესაც ვერ იქნა ნაჩვენები მისი კავშირი სამუშაოს შესრულებასთან, აკრძალულია.
K. . .კონგრესმა დამქირავებელს დააკისრა ტვირთი, აჩვენოს, რომ მის მიერ დაყენებული მოთხოვნა აშკარად უკავშირდება სამსახურს კონკრეტულად.”
სამართალი
I. დიდი პალატის იურისდიქციის ფარგლები
108. დიდი პალატისათვის 2006 წლის 26 სექტემბერს წარდგენილ თავიანთ დასკვნით მოსაზრებებში, მოსარჩელეებმა გაიმეორეს თავიანთი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონვენციის მე-3 და მე-6 § 1 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები დარღვეული იყო.
109. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დიდი პალატისათვის გადაცემული “საქმე ”, არის საჩივარი, რომელიც მისაღებად არის გამოცხადებული (იხ. მათ შორის Leyla Şahin v. Turkey [GC], no. 44774/98, § 128, ECHR 2005-XI, and Üner v.the Netherlands [GC], no. 46410/99, § 41, ECHR 2006‑XII). დიდი პალატა მიუთითებს, რომ თავის 2005 წლის 1 მარტის ნაწილობრივი განჩინებით მან მიუღებლად ცნო მოსარჩელეთა იმგვარი საჩივრები, რომლებიც არ მიუთითებდნენ კონვენციის მე-14 მუხლზე პირველი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში; მათ შორის ის საჩივრებიც, რომლებიც შეეხებოდა კონვენციის მე-3 და მე-6 § 1 მუხლებს. შესაბამისად, ბოლო საჩივრები, რომლებშიც კვლავ დადასტურებულია მოსარჩელეთა სურვილი, დაეყრდნონ ამ მუხლებს, არ თავსდება დიდი პალატის მიერ განსახილველ საქმეთა ფარგლებში.
II. მთავრობის წინასწარი შეპასუხება
110. საჩივრის მისაღებობის საკითხზე თავის განჩინებაში გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობამ, 2004 წლის 15 მარტის განმარტებებში, შიდა საშუალებების ამოუწურავობის თაობაზე თავისი წინასწარი შეპასუხება დაუკავშირა საჩივრის არსებით საკითხებს კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე პირველი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში. 2006 წლის 7 თებერვლის განჩინებაში პალატამ მიუთითა (§31), რომ მხარეთა მოსაზრებებმა შიდა საშუალებების ამოწურვის შესახებ წარმოშვა საკითხები, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული საჩივრის არსებით საკითხებთან. Pპალატა დაეთანხმა ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ საჩივარი აღძრავდა უმნიშვნელოვანეს საკითხებს და რომ სასიცოცხლო ინტერესები იდგა საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, ვინაიდან პალატის დასკვნით, არსებით საკითხებთან მიმართებაში არსებული საფუძვლებით კონვენციის დარღვევა არ დასტურდებოდა, მან აღარ მიიჩნია საჭიროდ განეხილა, დააკმაყოფილეს თუ არა მოსარჩელეებმა შიდა საშუალებების ამოწურვის მოთხოვნა წინამდებარე საქმეში.
111. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ როდესაც საქმე გადაეცემა დიდ პალატას, მას შეუძლია განიხილოს მისაღებობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ისიც, თუ რამდენად იყო ისინი არსებით საკითხებთან დაკავშირებული ან სხაგვარად რელევანტური არსებითი განხილვის სტადიასთან (იხ. K. and T. v. Finland [GC], no. 25702/94, § 141, ECHR 2001-VII).
112. ამ გარემოებებში, დიდ პალატს აუცილებლად მიიჩნია განიხილოს, შეასრულეს თუ არა მოსარჩელეებმა შიდა საშუალებების ამოწურვის მოთხოვნა წინამდებარე საქმეზე.
113. მთავრობის აზრით, მოსარჩელეებმა არ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება. არცერთ მათგანს არ ჰქონდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სპეციალურ სკოლებში მათი განთავსების შესახებ. 6 მათგანს არ ჰქონდა შეტანილი საკონსტიტუციო საჩივარი, ხოლო იმათ შორის, ვინც ასეთი საჩივარი შეიტანა, ფაქტობრივად, მხოლოდ 5 მათგანს ჰქონდა გაპროტესტებული სპეციალურ სკოლებში მათი განთავსების გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მოსარჩელეთა მხრიდან არავითარი მცდელობა არ იყო განხორციელებული იმისათვის, რათა დაეცვათ თავიანთი ღირსება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სარჩელის შეტანით გზით თავიანთი ინდივიდური უფლებების დასაცავად, ხოლო მათი მშობლებს კი ასევე არასდროს მიუმართავთ განათლების სამინისტროს სკოლის ინსპექტორატისათვის.
114. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი გახდებოდა განათლების სფეროში დისკრიმინაციის საკითხების ეფექტიანი და ადეკვატური განხილვა. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვაც, მათი აზრით, აღმოჩნდა არაეფექტიანი, რასაც ადასტურებდა საკუთრივ ის დასაბუთება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენა თავის გადაწყვეტილებაში; აგრეთვე, თავისთავად ის ფაქტიც, რომ მან უარი თქვა საჯარო ინტერესის მნიშვნელობა მიენიჭებინა ჩეხეთში დამკვიდრებული საერთო პრაკტიკისათვის, რაზედაც მოსარჩელეები მიუთითებდნენ. შესაბამისად, მათი აზრით, არავითარი კრიტიკას არ იმსახურებდნენ ის მოსარჩელეები, რომლებსაც არ ჰქონდათ გამოყენებული საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ შეიტანეს მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივარი, მოსარჩელეთა განმარტებით, ამისი მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მათმა მშობლებმა შესაბამისი ინფორმაცია მიიღეს მხოლოდ იმ დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ასეთი საჩივრი შეტანის ვადა უკვე ამოწურული იყო; საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კი ეს გადაცდომაც უგულვებელყოფილი იქნა; გარდა ამისა, ინდივიდურ უფლებათა დასაცავად წარდგენილი სარჩელი, ისედაც არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული პრაქტიკის გაპროტესტების საშუალებას. ამდენად, მოსარჩელეთა აზრით, მთავრობამ ვერ დაამტკიცა დაცვის ამ საშუალების ქმედითობა. კიდევაც რომ ყოფილიყო დადასტურებულად მიჩნეული დაცვის ქმედითი საშუალებების არსებობა, იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის, კერძოდ _ ჩეხეთის რესპუბლიკაში სპეციალური სკოლების სისტემის მიმართ, რომელიც უშვებდა ან ხელს უწყობდა რასიზმს. მოსარჩელეებმა ასევე მიაპყრეს სასამართლოს ყურადღება ჩეხეთის რესპუბლიკაში ბოშების მიმართ არსებული რასობრივ სიძულვილისა და ძალადობის არაერთ ფაქტზე, ისევე როგორც, იმ სასაჯელების არასაკმარისობაზე, რომლებიც გამოყენებული იყო რასისტული და ქსენოფობიური სისხლისსამართლებრივი დარღვევების ჩამდენთა მიმართ.
115. სასამართლო იმეორებს, რომ შიდა საშუალებების ამოწურვის წესი, რომელზედაც მიუთითებს კონვენციის 35§1 მუხლი, დამყარებულია იმის პრეზუმფციაზე, რომ შიდა სისტემა უზრუნველყოფს სავარაუდო დარღვევის მიმართ დაცვის ქმედით საშუალებებს. მთავრობას ევალება შიდა საშუალებების ამოუწურავობის მტკიცება და სასამართლოს იმაში დარწმუნება, რომ ქმედითი დაცვის საშუალება არსებობდა თეორიულად, პრაქტიკულად და შესაბამის დროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმის დამტკიცება, რომ დაცვის საშუალება იყო ხელმისაწვდომი და გააჩნდა მოსარჩელეთა საჩივარში დაყენებული საკითხების გადაწყვეტისა და გამოსწორების უნარი, და ამასთანავე, გულისხმობდა გონივრულ პერსპექტივას წარმატების მისაღწევად. (იხ. V.v.the United Kingdom [GC], no. 24888/94, § 57, ECHR 1999-IX).
116. შიდა საშუალებების ამოწურვის წესის გამოყენება იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით უნდა ხორციელდებოდეს, რომ მისი გამოყენება ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის სწორედ იმ მექანიზმების კონტექსტში, რომელთა დამკვიდრებაზეც მხარე სახელმწიფოებმა თანხმობა გამოთქვეს. ამის შესაბამისად, სასამართლოს აღიარებული აქვს, რომ 35 § 1 მუხლის გამოყენება უნდა ხდებოდეს მოქნილობის გარკვეული ხარისხითა და ექსცესიური ფორმალიზმის გარეშე. სასამართლოს ასევე აღიარებული აქვს, რომ ამოწურვის წესი არც აბსულუტურია და არც ავტომატური. იმ მიზნით, რომ შემოწმდეს, დაცული იქნა თუ არა ამოწურვის წესი, არსებითია კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინება. სასამართლომ რეალისტურად უნდა შეხედოს არა მარტო შესაბამის სახელმწიფოში სამართლებრივ სისტემებით გათვალისწინებულ გასაჩივრების საშუალებების ფორმალურ არსებობას, არამედ საერთო კონტექსტსაც, რომელშიც ისინი მოქმედებს, ისევე როგორც, უშუალოდ მოსარჩელესთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასდეს, გააკეთა თუ არა მოსარჩელემ ყველაფერი, საქმის ყველა გარემოების ერთობლივად მხედველობაში მიღებით, რაც მისგან გონივრულად იყო მოსალოდნელი, შიდა საშუალებების ამოსაწურად (იხ. İlhan v. Turkey [GC], no. 22277/93, § 59, ECHR 2000‑VII).
117. წინამდებარე საქმეზე, მთავრობამ მიუთითა, რომ არცერთ მოსარჩელეს არ ჰქონდა გასაჩივრებული სპეციალურ სკოლებში მათი განთავსების გადაწყვეტილება და არ ჰქონდა შეტანილი სარჩელი თავისი პირადი უფლებების დასაცავად.
118. ამასთან მიმართებაში, სასამართლო, მოსარჩელეთა მსგავსად, აღნიშნავს, რომ ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მათი საქმე განიხილა ამ უმოქმედობის მიუხედავად. (იხ. 28-ე პუნქტი). ზემოაღნიშნულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შუსაბამოდ ფორმალისტური იქნებოდა მოსარჩელეებისათვის მოგვეთხოვა იმ შიდა საშუალების ამოწურვა, რომლის გამოყენება თავად ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ არ მიიჩნია სავალდებულოდ.
119. მთავრობამ მიუთითა, რომ 12 მოსარჩელიდან, ვინც საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, ფაქტობრივად, მხოლოდ ხუთმა მათგანმა გაასაჩივრა სპეციალურ სკოლებში მათი განთავსების გადაწყვეტილება და რომ სწორედ ამ გარემოებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მათი საქმე განეხილა.
120. სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ იმ გარემოების ძალით, რომ ხუთმა მოსარჩელემ შესატყვისი ფორმით შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი, შესაძლებლობა მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა ყველა ის სამდურავი, რომლითაც შემდგომ მოსარჩელეებმა (ევროპულ) სასამართლოს მიმართეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასევე იყო გამოტანილი დასკვნა, რომ მოსარჩელეთა საჩივრის ფარგლები სცილდებოდა მოსარჩელეთა პირად ინტერესებს და ამ გაგებით, მის გადაწყვეტილებას უფრო საერთო გამოყენების მნიშვნელობა გააჩნდა.
121. საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება მომწმობდა, რომ მან შეიზღუდა თავი, შეემოწმებინა კომპეტენტური ხელისუფლების მხრიდან კანონის შესაბამისი დებულებების ინტერპრეტაცია და გამოყენება და, ამ კონტექსტში, არ მიიღო მხედველობაში ის ზიანი, რომლებიც მოსარჩელეებს დისკრიმინაციულად მიაჩნდათ. რაც შეეხებოდა ვარაუდს რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ, სასამართლომ მიუთითა, რომ მის როლს არ წარმოადგენდა საერთო სოციალური კონტექსტის შეფასება.
122. ზემოაღნიშნულ გარემოებებში, არაფერი ამტკიცებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, ყველა მოსარჩელეს რომ შეეტანა საკონსტიტუციო სარჩელი და ყველა მათგანს რომ გაეპროტესტებინა სარჩელში დირექტორების გადაწყვეტილება და მოეთხოვა მისი შეცვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს აზრს, რომ გასაჩივრების ეს საშუალებები მოსარჩელეებს რეალურად აძლევდა მათი სამდურავის განხილვისა და გადაწყვეტის შესაძლებლობას და უზრუნველყოფდა გონივრულ პერეპექტივას წარმატების მისაღწევად.
123. შესაბამისად, მთავრობის წინასწარი შეკამათება უარყოფილი უნდა იქნეს.
III. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა პირველი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში
124. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მოხდა მათი დისკრიმინაცია რასობრივ და ეთნიკურ საფუძველზე, რამდენადაც მათ, მსგავს ვითარებაში, მოეპყრნენ ნაკლებად კეთილმოსურნედ, ვიდრე სხვა ბავშვებს, რასაც არ გააჩნდა ობიექტური და გონივრული გამართლება. ისინი შესაბამისად დაეყრდნენ კონვენციის მე-14 მუხლს პირველი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში.
Kკონვენციის მე-14 მუხლი
“ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.’’
1-ლი ოქმის მე-2 მუხლი
“არავის შეიძლება აღეკვეთოს განათლების უფლება. განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებული მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, სახელმწიფო პატივს სცემს მშობლების უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.”
A. პალატის გადაწყვეტილება
125. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა პირველი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში. მისი აზრით, მთავრობამ წარმატებით დაამტკიცა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში სპეციალური სკოლების სისტემა არ ყოფილა შემოღებული მხოლოდ ბოშა ბავშვებისათვის და რომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გამოჩენილი ამ სკოლებში გარკვეული კატეგორიის მოწაფეებისათვის საბაზო განათლების მიღების მიზნით. სკოლებში გამწესების წესები არ იყო დაკავშირებული მოწაფეთა ეთნიკურ წარმომავლობასთან და ისახავდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, განათლების სისტემის ადაპტაციას ბავშვების საჭიროებებთან, მათ უნარიანობასთან თუ უუნარობასთან.
126. პალატამ მიუთითა იმის თაობაზეც, რომ მოსარჩელეებმა ვერ შესძლეს ექსპერტთა იმ დასკვნების გაბათილება, რომ სასწავლო მასალის ათვისების სფეროში მათ იმგვარი სირთულეები გააჩნდათ, რაც მათ არ აძლევდა ჩვეულებრივი დაწყებითი სკოლების კურიკულუმისათვის მიდევნების შესაძლებლობას. შემდგომ აღნიშნულ იქნა ისიც, რომ მოსარჩელეთა მშობლებმა გამოიჩინეს სრული უმოქმედობა ანდა, ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვეს კიდევაც, რომ მათი შვილები გაემწესებინათ Aან დაეტოვებინათ სპეციალურ სკოლებში.
127.პალატამ თავის გადაწყვეტილებაში გაიზიარა მოსაზრება, რომ ადვილი არ იყო განათლების სისტემის შექმნა, რომელიც ჯეროვნად გაითვალისწინებდა ყველა კონკურენტულ ინტერესს და რომ, როგორც ჩანს, არც არსებობდა საკითხის იდეალური გადაწყვეტა. თუმცა, პალატამ ისიც გაიზიარა, რომ სტატისტიკური მტკიცებულებები შემაშფოთებელი იყო და რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ბოშა ბავშვების განათლების საკითხი არ იყო სრულყოფილად მოწესრიგებული. შესაბამისად, დაასკვნა, რომ მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, არ რთავდა ნებას, დამტკიცებულად მიეჩნია, რომ მოსარჩელეთა გამწესება ან დატოვება სპეციალურ სკოლებში წარმოადგენდა რასობრივი ცრურწმენებისა და განწყობების შედეგს.
B. მხარეთა მიერ წარდგენილი მოსაზრებები
1. მოსარჩელეები
128. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ დისკრიმინაციის ცნების შეზღუდული განმარტება, რაც პალატამ განახორციელა, არ შეესაბამებოდა კონვენციის მიზანს, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და სხვა იურისდიქციებს ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ.
129. პირველ რიგში, მათ მოითხოვეს, რომ დიდ პალატას გაესწორებინა პალატის აბსურდული და წინააღმდეგობრივი განმარტება, რაც მან გამოიყენა იმის გადასაწყვეტად, იყო თუ არა დისკრიმინაცია. მათ მიუთითეს, რომ პალატამ, ერთი მხრივ, აღიარა დადგენილი პრინციპი იმის თაობაზე, რომ თუ პოლიტიკა ან ძირითადი ღონისძიება იწვევდა არაპროპორციულად დამაზიანებელ შედეგს პირთა ჯგუფის მიმართ, შესაძლებლობა, იგი მიჩნეული ყოფილიყო დისკრიმინაციულად, არ შეიძლებოდა გამორიცხულიყო მაშინაც კი, როდესაც იგი კონკრეტულად არ იყო გამიზნული ამ ჯგუფზე. მაგრამ, მეორე მხრივ, პალატამ მაინც გადაუხვია სასამართლოს წინანდელ პრეცედენტებს (იხ.Thlimmenos v. Greece [GC], no. 34369/97, § 44, ECHR 2000-IV; Hoogendijk v.the Netherlands (dec.), no.58641/00, 6 იანვარი 2005; და Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 da 43579/98, § 157,ECHR 2005-VII) და უსწოროდ მოითხოვა მოსარჩელეებისაგან, დაემტკიცებინათ ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციული განზრახვის არსებობა. ასეთი მოთხოვნა არაეალისტური და ალოგიკური იყო. საკითხი, იყო თუ არა სპეციალური სკოლების მიზანი ეთნიკური ჯგუფების სეგრეგაცია, არარელევანტური იყო, რამდენადაც პრაქტიკაში მან სწორედ ასეთი შედეგი გამოიწვია. რეალობა სწორედ ის ის იყო, რომ ასეთი განზრახვის მქონე აქტორები ხშირად იყვნენ ჩართულები დისკრიმინაციულ პრაქტიკაში თავიანთი დაუდევრობით, იგნორირებითა თუ ინერციით.
130. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ როდესაც სასამართლომ საქმეში Nachova and Others (ზემოთ ციტირებული, § 157) დაასაბუთა, თუ რატომ თქვა უარი მტკიცების ტვირთის გადანაცვლებაზე, მან ფრთხილად გაავლო ზღვარი რასობრივად მოტივირებული ძალადობრივ დანაშაულსა და რასობრივ დისკრიმინაციას შორის, მაგალითად სამსახურში მოწყობის ან მომსახურების სფეროში. მათი შეხედულებით, რასობრივი დისკრიმინაცია განათლებისადმი ხელმისაწვდომობის სფეროში ხვდებოდა სწორედ დისკრიმინაციული აქტების ამ უკანასკნელ კატეგორიაში, რომელიც შეიძლება დადასტურებულად მიჩნეულიყო განზრახვის არარსებობის შემთხვევაშიც. უკანასკნელ პერიოდში სასამართლოს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება (Zarb Adami v. Malta (no. 17209/02, §§ 75‑76, ECHR 2006-VIII), სადაც დაადგინა, რომ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვეულად აღიარებისათვის არ იყო აუცილებელი, განსხვავებული მოპყრობა საკანონმდებლო ტექსტით ყოფილიყო დადგენილი, და რომ “ კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა ” ან “de facto ვითარება ” ასევე შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა დისკრიმინაციის აღიარებას. მოსარჩელეების აზრით, მათ წარმატებულად დაამტკიცეს არაპროპორციულად დამაზიანებელი შედეგების არსებობა; მტკიცების ტვირთი უნდა გადანაცვლებულიყო მთავრობაზე. მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ეთნიკურ წარმოშობას გავლენა არ ჰქონდა მოხდენილი სადავო გადაწყვეტილებებზე და რომ მათ გაატარეს საკმარისი ღონისძიებები დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
131. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ECRI-მ, საერთო პოლიტიკის შესახებ No. 7 რეკომენდაციაში სახელმწიფოებს მოუწოდა როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცის აკრძალვისაკენ დისკრიმინაციული განზრახვის დამტკიცების მოთხოვნის გარეშე. Eევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას ეროვნული კანონმდებლობით უკვე აკრძალული ჰქონდა დისკრიმინაცია განზრახვის დამტკიცების მოუთხოვნელად და ეს ასახული იყო ამ ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაში. ამ კონტექსტში მოსარჩელეებმა მიუთითეს, აგრეთვე, ლორდთა პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე Regina v. Immigration Officer at Prague Airport and another ex parte European Roma Rights Centre and others (იხ. paragraph 105) და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისპრუდენციაზე (იხ. 105-ე პარაგრაფი). Dდაბოლოს, მათ მიუთითეს, რომ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ასევე აკრძალული იყო საერთაშორისო სამართლით, მათ შორის, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით და კონვენციით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.
132. კონვენციის მე-14 მუხლით უზრუნველყოფილი დაცვისა და მისი ეფექტურობის სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, მოსარჩელეებმა ძალზე სასარგებლოდ მიიჩნიეს, სასამართლოს სინათლე შეეტანა იმ წესებში, რომელიც გამოიყენა ამგვარ ვითარებაში, მათ შორის იმის უზრუნველსაყოფად, რომ დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი განმარტებული და გამოყენებული ყოფილიყო ორი ევროპული სასამართლოს მიერ ერთგვაროვნად. Aამ მიზნით, მომჩივნებმა სთხოვეს დიდ პალატას, ცხადად ეთქვა, რომ განზრახვის არსებობა არ იყო აუცილებელი დისკრიმინაციის დასამტკიცებლად კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც საქმე შეეხებოდა რასობრივად მოტივირებულ ძალადობას – რამდენადაც ის თავისთავად წარმოადგენდა დანაშაულის აუცილებელ ელემენტს.
133. წინამდებარე საქმეზე მოსარჩელეები არ ცდილან იმის დამტკიცებას, რომ ხელისუფლება მოქმედებდა აშკარა რასისიტული დამოკიდებულებებით ბოშების წინააღმდეგ, ან რომ მათ მიზანს წარმოადგენდა ბოშების დისკრიმინაცია, ან რომ არ გადაუდგამთ პოზიტიური ღონისძიებები. მოსარჩელეებს მოეთხოვებოდათ დაემტკიცებინათ (და წარდგენილ მოსაზრებებში კიდევაც დაამტკიცეს), რომ ისინი ხელისუფლებამ დაუქვემდებარა განსხვავებულ მოპყრობას მსგავს ვითარებაში არსებულ არაბოშებთან შედარებით, ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. საერთო ევროპული სტანდარტის საკითხი, რომელიც მთავრობამ დააყენა, მოსარჩელეთა შეხედულებით, უფრო პოლიტიკური საკითხი იყო და მოცემულ კონტექსტში შეუსაბამოც, რამდენადაც თანასწორობის პრინციპი წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის სავალდებულო წესს.
134. მოსარჩელეებმა ასევე სთხოვეს სასამართლოს, მიეცა სახელმძღვანელო განმარტება მტკიცების ტვირთის შესახებ, მათ შორის სტატისტიკური და სხვა მტკიცებულებების თაობაზე, რომლებზე დაყრდნობითაც რელევანტური იქნებოდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევის მტკიცება. მათ აღნიშნეს, რომ პალატამ დააკნინა მათ მიერ წარდგენილი მრავლისმეტყველ სტატისტიკურ მტკიცებულებათა მნიშვნელობა იმის შემოწმების გარეშე, შეესაბამებოდა თუ არა ისინი სინამდვილეს და იმის მიუხედავადაც, რომ ეს მტკიცებულებანი მოპოვებული იყო დამოუკიდებელი სპეციალიზირებული მთავრობათაშორისო ორგანოების (ECRI, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის) მიერ და, ამასთან, საკუთრივ მთავრობის ნებართვით (იხ. 42-1 და 66-ე პარაგრაფები). Aამ მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოშები წარმოადგენდნენ დაწყებითი სკოლების მოწაფეთა მხოლოდ 5%-ს, საჩივრის სასამართლოში შეტანის დროისათვის, ისინი შეადგენდნენ სპეციალური სკოლების მოსწავლეთა 50%-ზე მეტს. Aასევე: მაშინ როდესაც, ოსტრავაში არა-ბოშა ბავშვების 2%-ზე ნაკლები იყო გამწესებული სპეციალურ სკოლებში, იქ გაგზავნილი ბოშა ბავშვების ხვედრითი წილი 50%-ს აღემატებოდა. ამგვარად, ბოშა ბავშვი 25-ჯერ ხშირად იგზავნებოდა სპეციალურ სკოლაში მსგავს ვითარებაში არსებულ არაბოშა ბავშვთან შედარებით.
135. მოსარჩელეთა შეხედულებით, აღნიშნული აშკარად მიუთითებდა, რომ შეგნებული განწყობებისა თუ გასაკიცხი დაუდევრობის შედეგად, რასობრივმა და ეთნიკურმა კუთვნილებამ სკოლებში გამწესების პროცესზე იმოქმედა არსებითი, და იქნებ, განმსაზღვრელი ხარისხითაც.Pპრეზუმფცია, რომ ისინი, სხვა ბოშა ბავშვების მსგავსად ოსტრავაში, გახდნენ ეთნიკური საფუძვლით დისკრიმინაციის მსხვერპლი, არასდროს ყოფილა უარყოფილი. არავინ დავობდა იმაზე, რომ სპეციალურ სკოლებში გამწესების შედეგად მათ მიიღეს გაცილებით უფრო დაბალი განათლება არაბოშა ბავშვებთან შედარებით, რამაც ძირფესვიანად აღუკვეთა მათ შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ საშუალო განათლების მიღება სხვაგან, გარდა პროფესიული წრთვნის ცენტრებში.
136. ამ კონტექსტში მათ მიუთითეს, რომ როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სტატისტიკური მონაცემები ხშირად გამოიყენებოდა საქმეებში, რომლებიც შეეხებოდა დისკრიმინაციულ შედეგს, რამდენადაც ზოგჯერ იგი წარმოადგენდა დისკრიმინაციის დამტკიცების ერთადერთ საშუალებას. სტატისტიკური მონაცემები დისკრიმინაციის მტკიცების საშუალებად აღიარებული იყო იმ ორგანოების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ გაერთიანებული ერების ხელშეკრულებების ზედამხედველობაზე, აგრეთვე ევროპული თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ. საბჭოს დირექტივა 2000/43/E ცხადად ითვალისწინებდა, რომ არაპირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება დადგენილიყო ნებისმიერი საშუალებით, და “ მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ”.
137. კონვენციის ინსტიტუციებთან მიმართებაში, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ კომისიამ, რასობრივი დისკრიმინაციის აღიარებისას, საქმეში East African Asians v.the United Kingdom (nos. 4403/70-4530/70, კომისიის 1973 წლის 14 დეკემბრის მოხსენება , გადაწყვეტილებები და მოხსენებები 78-A, გვ. 5), მხედველობაში მიიღო თანმხლები გარემოებები სტატისტიკური მონაცემების ჩათვლით იმ დისპროპორციული შედეგების შეფასებისას, რაც კანონმდებლობამ გამოიწვია აზიური წარმოშობის ბრიტანელი მოქალაქეების მიმართ. ახლახან სასამართლომ Hoogendijk (ზემომითითებული) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მართალია, სტატისტიკა, ცალკე აღებული, საკმარისი არ იყო დისკრიმინაციის დასამტკიცებლად, მაგრამ იგი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იგი სადავო არ იყო, წარმოადგენდა prima facie მტკიცებულებას, რომლის არსებობაც ხელისუფლებისაგან მოითხოვდა ობიექტური ახსნა-განმარტების წარმოდგენას განსხვავებული მოპყრობის თაობაზე. ამის გარდა, Zarb Adami-ის საქმეზე (ზემოთ მითითებული) მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მითითებული ჰქონდა მათ შორის, დისპროპორციული შედეგის სტატისტიკური მტკიცებულების შესახებ.
138. მოსარჩელეებმა დასძინეს, რომ ძალიან სასარგებლო იქნებოდა, დიდ პალატას სიცხადე შეეტანა თავის პრეცედენტულ სამართალში იმის განსაზღვრით, არსებობდა თუ არა წინამდებარე საქმეზე განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება კონვენციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის და მოეხდინა სპეციფიკაცია იმ დასკვნებისა, რომელიც უნდა გაკეთებულიყო დამაკმაყოფილებელი განმარტებების არარსებობისას. მიუთითეს რა საქმეებზე Timishev v. Russia (nos. 55762/00 da 55974/00, § 56, ECHR 2005‑XII) da Moldovan and Others v. Romania (no. 2) (nos. 41138/98 და 64320/01, §140, 12 ივლისი 2005), მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ იმის შემდეგ, რაც მოსარჩელე დაამტკიცებდა განსხვავებულ მოპყრობას, პასუხისმგებლობის ტვირთი, დაემტკიცებინა მისი გამართლებულობა, გადადიოდა მოპასუხე სახელმწიფოს მხარეზე. რასობრივად ნეიტრალური განმარტების არარსებობისას, სავსებით ლეგიტიმური იყო დასკვნა იმის თაობაზე, რომ განსხვავებული მოპყრობა ემყარებოდა რასობრივ საფუძველს. მოსარჩელეთა აზრით, არაფერი _ არც ჩეხური ენის არასაკმარისი ფლობა, არც სიღარიბე და არც განსხვავებული სოციალური სტატუსი ვერ შექმნიდა ობიექტურ და გონივრულ გამართლებას მოცემულ საქმეში. მათ უარყვეს, რომ სპეციალურ სკოლებში ბოშა ბავშვების არაპროპორციულად დიდი ოდენობა შეიძლებოდა ახსნილიყო ყოფილიყო გონებრივი შესაძლებლობების შემოწმების შედეგებით ანდა გამართლებული _ მშობელთა თანხმობით (იხ. აგრეთვე ქვემოთ მითითებული 141-142-ე პარაგრაფები).
139. რასობრივი და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის თვალსაზრისით, რასაც მუდმივად ადასტურებდნენ სტრასბურგის ინსტიტუციები, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ დიდ პალატას ცხადად უნდა ეთქვა, რომ სახელმწიფოთა “შეფასების თავისუფლება” ვერ მოემსახურებოდა სეგრეგაციული განათლების გამართლებას. Pპალატის მიერ გამოყენებული მიდგომა, რომელმაც ჩეხეთის სახელმწიფოს შეფასების თავისუფლების განუსაზღვრელი ფარგლები მიანიჭა, მოცემულ საქმეში გაუმართლებელი იყო რასობრივი და ეთნიკური დისკრიმინაციის შესახებ სერიოზული ბრალდებების არსებობისას და, იმავდროულად _ შეუთავსებელი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. მოცემული საქმე სასამართლოსაგან იმსახურებდა გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას, რამდენადაც იგი შეეხებოდა ყველაზე უფო მნიშვნელოვან ძირეულ უფლებას, სახელდობრ, განათლების უფლებას.
140. მოსარჩელეებმა შემდეგ აღნიშნეს, რომ პალატამ არასწორად შეაფასა უმთავრესი მტკიცებულება და გააკეთა არასწორი დასკვნები ორ გადამწყვეტ საკითხზე, კერძოდ, მშობლების თანხმობასა და ფსიქოლოგიური შემოწმების თაობაზე.
141. იმ დროისათვის არ არსებობდა განათლების ფსიქოლოგიური ცენტრების მიერ ტესტირების განხორცელებისა და მათი შედეგების ინტერპრეტაციის ერთიანი სახელმძღვანელო წესი. ასე რომ, მიხედულობის (საკუთარი შეხედულებით მოქმედების) ძალიან დიდი თავისუფლება ჰქონდა გადაცემული ფსიქოლოგებს და, შესაბამისად, არსებობდა მნიშვნელოვანი სივრცე რასობრივი ცრურწმენებისა და კულტურული მიუღებლობის ზეგავლენებისათვის. გარდა ამისა, ტესტირება, რომელთა გავლაც მოსარჩელეებსა და სხვა ბოშა ბავშვებს აიძულეს, მეცნიერული თვალსაზრისით – საეჭვო, ხოლო პედაგოგიურად _ არაჯანსაღი იყო. დოკუმენტური მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეთა ნაწილი სპეციალურ სკოლებში ჩარიცხეს სხვა მიზეზებით (როგორიც იყო გაცდენები, ცუდი ქცევა, და თვით მშობელთა ცუდი საქციელიც კი) და არა მათი დაბალი გონებრივი შესაძლებლობები. ჩეხეთის მთავრობას თავად ჰქონდა აღიარებული ტესტირების დისკრიმინაციული შედეგი (იხ. 66-ე პარაგრაფი). თავიანთ მოსაზრებებში ხელისუფლებას ისიც კი ჰქონდა მითითებული, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე სპეციალურ სკოლაში გამწესებულ იქნა იმის მიუხედავად, რომ მას ზეპირი კომუნიკაციის შესანიშნავი ჩვევები გააჩნდა.
142. მოსარჩელეთა შეხედულებით, დისკრიმინაციული მოპყრობა, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ, ვერ იქნებოდა გამართლებული ვერც სპეციალურ სკოლებში გაგზავნის საკითხზე მათი მშობლების თანხმობით. სახელმწიფოს გააჩნდა ძლიერი კანონიერი ვალდებულება, დაეცვა ბავშვის უმთავრესი ინტერესი და კერძოდ, განათლების მიღებაზე მისი თანბარი უფლება. მშობლის არც თანხმობასა და არც არჩევანს არ შეეძლო აღეკვეთა მათი ეს უფლება. გარდა ამისა, მოსარჩელეთა მშობლების მიერ სავარაუდოდ მიცემული “ თანხმობის ” სანდოობა საეჭვო იყო სასკოლო აღრიცხვის მასალებთან მათი შეუსაბამობის გამო და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იმას, მართლაც იყვნენ თუ არა ისინი თანახმა. ყველა შემთხვევაში, თუნდაც ყველა მშობელს მართლაც მიეცა ასეთი თანხმობა, მას არ გააჩნდა სამართლებრივი ღირებულება, ვინაიდან ისინი არასოდეს ყოფილან სწორად ინფორმირებული მათი უფლების შესახებ, უკან წაეღოთ თავიანთი თანხმობა. ისინი არ ყოფილან სათანადოდ ინფორმირებულნი არც სპეციალური სკოლების ალტერნატივის თაობაზე, ანდა იმ რისკებისა და შედეგების შესახებ, რაც დაკავშირებული იყო სპეციალურ სკოლაში ბავშვის განთავსებასთან. პროცედურა თითქმის მთლიანად ფორმალური იყო. მშობლებს ეძლეოდათ წინასწარ შევსებული ფორმა და ფსიქოლოგიური შემოწმების შედეგები. მათ სჯეროდათ, რომ არ გააჩნდათ გაპროტესტების უფლება. რას შეეხება სავარაუდო უფლებას, თითქოს მათ გააჩნდათ შესაძლებლობა, შემდგომში მოეთხოვათ ორდინარულ სკოლაში გადასვლა, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სწავლის პირველსავე წელს მათ მიიღეს არსებითად დაბალი დონის განათლება, რაც შეუძლებელს ხდიდა, რომ მათ დაეკმაყოფილებინათ ჩვეულებრივ სკოლაში გადასვლის მოთხოვნები.
უფრო მეტიც, თანხმობის საკითხის განხილვა განათლების სფეროში ბოშათა სეგრეგაციის ისტორიის, ისევე როგორც, არჩევანის შესახებ ბოშა მშობლებისათვის ინფორმაციის გადაუცემლობის მხედველობაში მიუღებლად, არარეალისტური იყო. მომჩივნებმა მიუთითეს სასამართლოს მიერ გამოთქმული შეხედულება (იხ. Håkansson and Sturesson v. Sweden, 21 თებერვალი 1990, § 66, სერია A no. 171-A), რომლის მიხედვით, უფლებაზე უარის თქმა შეიძლება კანონიერი იყოს ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა უფლებასთან მიმართებაში და რომ თუნდაც ძალზე მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი ყოველთვის ვერ გაამართლებდა უფლებებზე უარის თქმას. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ შეუძლებელი იყო ბავშვის იმ უფლების უარყოფა, დაცული ყოფილიყო დისკრიმინაციისაგან განათლების სფეროში.
143.წინამდებარე საქმემ აღძრა “საერთო მნიშვნელობის სერიოზული საკითხი”, კერძოდ, საკითხი იმის თაობაზე, შესწევდათ თუ არა უნარი ევროპული ქვეყნების ხელისუფლებას, გამკლავებოდნენ მზარდ რასობრივ და ეთნიკურ სიმრავლეს და დაეცვათ ადვილად მოწყვლადი უმცირესობები. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა განათლების დარგში შესაძლებლობათა თანაბრობა, რამდენადაც ამ სფეროში ბოშების წინააღმდეგ დისკრიმინაცია ევროპის საბჭოს ყველა სახელმწიფოში ჯიუტად განაგრძობდა არსებობას. სკოლებში ბოშათა დისკრიმინაციის საბოლოოდ აღკვეთა შესაძლებლობას მისცემდა მათ, ესარგებლათ თანაბარი მოპყრობით საზოგადოდ.
144. ბოშა ბავშვების რასობრივი სეგრეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში არ ყოფილა არსებითად შეცვლილი იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც მათ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი. მოსარჩელეთა შემდგომმა ცხოვრებამ და პერსპექტივების ნაკლებობამ გამოავლინა ის ზიანი, რომელიც მათ მიიღეს სპეციალურ სკოლებში მათი დისკრიმინაციული გამწესების შედეგად. 2006 წელს, 8 მოსარჩელე ისევ აგრძელებდა განათლების მიღებას სპეციალურ სკოლებში ; ხოლო 6 მოსარჩელე, რომლებთაც უკვე დამთავრებული ჰქონდათ სპეციალური სკოლა, უმუშევრად იყვნენ დარჩენილები. იმ 4 მოსარჩელიდან კი, რომელთაც ნება დაერთოთ სწავლა გაეგრძელებინათ ჩვეულებრივ დაწყებით სკოლაში, უნარიანობის ტესტის გავლის შემდეგ, ორი მათგანი დატოვებული იქნა ისევ სკოლაში, ერთ-ერთი უმუშევარი იყო, ხოლო მეოთხე კი გაგზავნილ იქნა პროფესიულ საშუალო სკოლაში. მოსარჩელეთა აზრით, უკვე სავსებით ცხადი იყო ის გარემოება, რომ ვერცერთი მათგანი ვერ შესძლებდა საშუალო განათლების მიღებას, ხოლო საუნივერსიტეტო განათლების მიღების შანსი კიდევ უფრო მცირე იყო.
145. და ბოლოს, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ახალმა სასკოლო კანონმა, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წლის ბოლოს, დაადგინა სპეციალური სკოლების სისტემის დასრულება ჩეხეთში. ახალმა კანონმდებლობამ დაადასტურა, რომ “ სპეციალური ” სკოლების არსებობა თავისთავად გულისხმობდა დაბალ ხარისხობრივ მაჩვენებელს მათთვის, ვინც ამ სკოლებში იგზავნებოდა. თუმცა, სინამდვილეში, ახალ კანონს არ გამოუწვევია რეალური ცვლილებები პრაქტიკაში, რამდენადაც მან მხოლოდ შეცვალა ის კრიტერიუმები, რასაც განათლების პროგრამები ემყარებოდა. Eევროპელი ბოშების უფლებათა ცენტრის მიერ 2005 წელს ჩატარებულმა საფუძვლიანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ სკოლებს მხოლოდ შეეცვალათ სახელი და დაერქვათ “ გამაჯანსაღებელი სკოლები ” ან “ პრაქტიკული სკოლები ” და არ იყო განხორციელებული არსებითი ცვლილებები პედაგოგიური პერსონალის შედგენისა თუ კურიკულუმის შინაარსში.
2. მთავრობა
146. მთავრობამ აღნიშნა, რომ საქმე აღძრავდა კომპლექსურ საკითხებს, რომლებიც შეეხებოდა ბოშების მდგომარეობის სოციალურ პრობლემებს თანამედროვე საზოგადოებაში. Mმუხედავად იმისა, რომ ბოშები უდავოდ სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, რითაც სხვა მოქალაქეები, რეალობაში მათი პერსპექტივები შეზღუდული იყო როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ ფაქტორთა გამო. შეუძლებელი იყო მათი მდგომარეობის რეალური გაუმჯობესება ბოშათა თემის ყველა წევრის აქტიური ჩართულობისა და საქმიანობის გარეშე. როდესაც ხელისუფლება ცდილობდა შეემცირებინა მათი უთანასწორობა, წევრი სახელმწიფოები აწყდებოდნენ მრავალ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, და ტექნიკურ პრობლემას, რომლებიც შეუძლებელია შემოფარგლულიყო ძირითად უფლებათა დაცვის საკითხებით. სწორედ ამის გამო, სასამართლოებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩათვლით, უნდა ემოქმედათ თვითშეზღუდვის გარკვეული ხარისხით ამ სფეროში გატარებული ღონისძიებების განხილვისას და შეეზღუდათ თავი იმის გადაწყვეტისას, გადააბიჯა თუ არა კომპეტენტურმა ხელისუფლებამ თავისუფალი შეფასების ზღვარს.
147. თავიანთ წინარე წერილობით თუ ზეპირ მოსაზრებებზე მითითებით, მთავრობამ გაიმეორა, რომ რასას, ფერსა თუ ეროვნულ უმცირესობისადმი კუთვნილებას არ შეუსრულებია განმსაზღვრელი როლი მოსარჩელეთა განათლებაში. არ არსებობდა რაიმე სპეციფიკური მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ამ საფუძვლებს ეფუძნებოდა. მოსარჩელეთა სასკოლო ფაილები უტყუარად მოწმობდა, რომ სპეციალურ სკოლებში გამწესება ეფუძნებოდა არა მათ ეთნიკურ წარმომავლობას, არამედ ფსიქოლოგიური შემოწმების შედეგებს, რომელიც ჩატარებული იყო განათლების ფსიქოლოგიური ცენტრის მიერ. მოსარჩელეები განთავსებული იყვნენ სპეციალურ სკოლებში სპეციალური განათლების საჭიროებების გამო, რომელიც უმთავრესად სწორედ მათი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარეობდა. საკუთრივ კრიტერიუმები, ისევე როგორც პროცესი, რომელშიც ამ კრიტერიუმების გამოყენება ხდებოდა, რასობრივად ნეიტრალური იყო. სწორედ ამ მიზეზთა გამო მიიჩნია პალატამ, რომ შეუძლებელი იყო პირდაპირ თუ არაპირდაპირ დისკრიმინაციაზე საუბარი.
148. მთავრობა შემდეგ შეეხო მოსარჩელეთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ წინამდებარე საქმე წარმოადგენდა არაპირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითს, რაც, ზოგიერთ შემთხვევვებში, შეიძლება დადგენილად მიჩნეულიყო მხოლოდ სტატისტიკის დახმარებით. მათ მიუთითეს, რომ Zarb Adami –ს ზემომითითებული საქმე, რომელშიც სასამართლო ძირითადად სწორედ მხარეთა მიერ წარდგენილ სტატისტიკურ მტკიცებულებას დაეყრდნო, არ იყო წინამდებარე საქმის მსგავსი. ჯერ ერთი, Zarb Adami –ს საქმე იყო ნაკლებად კომპლექსური.Mმეორე, სტატისტიკური უთანასწორობა იმ ქალებსა და მამაკაცებს შორის, რომლებიც გამოძახებული იყვნენ მსაჯულის ფუნქციის შესასრულებლად, იყო სახელმწიფოს გადაწყვეტილების შედეგი, მაშინ როდესაც, წინამდებარე საქმეზე სტატისტიკა უწინარესად და უმთავრესად ასახავდა მშობელთა სურვილს, რომ მათ შვილებს ევლოთ სპეციალურ სკოლებში, და არა სახელმწიფოს მხრიდან გადაცდომასა თუ დაუდევარ ქმედებას. მშობლებს რომ არ გამოეთქვათ თავიანთი შვილების სპეციალურ სკოლებში გაგზავნი სურვილი (თავიანთი თანხმობის გამოხატვით) ისინი არ იქნებოდნენ იქ გამწესებულები.
მოსარჩელეთა მიერ წინამდებარე საქმეზე წარდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია არ იყო საკმარისად დამაჯერებელი, რამდენადაც დირექტორის მიერ გადაწყვეტილებაზე დასმული თარიღი ასახავდა მხოლოდ მის სუბიექტურ აზრს. დოკუმენტები არ შეიცავდა ინფორმაციას მოწაფეთა ეთნიკური წარმოშობის შესახებ. მთავრობამ მიიჩნია, რომ სტატისტიკას არ გააჩნდა არავითარი ინფორმაციული ღირებულება ბოშების სოციალურ-კულტურული ფონის, ოჯახური ვითარებისა და განათლების მიმართ მათი დამოკიდებულებების გაუთვალისწინებლად. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ Oოსტრავა წარმოადგენდა ბოშებით ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს ჩეხეთის რესპუბლიკაში. რაც შეეხება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ შედარებით ნაშრომებს, რომლებიც ციტირებული იყო მესამე მხარეთა მიერ წარდგენილ დასკვნებში, მავრობამ არ მიიჩნია, რომ არსებობდა გონივრული კავშირი შესაბამის სტატიკასა და საქმის არსებით საკითხებს შორის. გარდა ამისა, ამ შრომებში დადასტურებული იყო ის გარემოება, რომ ბოშა ბავშვების ინტერესებზე გათვლილი ოპტიმალური განათლების სისტემის შექმნა, უკიდურესად რთულ ამოცანას წარმოადგენდა.
149. ამის მიუხედავად, კიდევაც რომ დაეშვათ, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მონაცემები სარწმუნო იყო და რომ სახელწიფო შეიძლებოდა არსებული ვითარების გამო პასუხისმგებლად მიეჩნიათ, მთავრობის აზრით, ეს მაინც არ წარმოადგენდა არაპირდაპირ დისკრიმინაციას, რომელიც შეუთავსებელი იყო კონვენციასთან. სადავო ღონისძიება შეთავსებადი იყო დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპთან, რამდენადაც იგი ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, განათლების პროცესის ადაპტაციას იმ ბავშვთა უნარიანობის ხარისხთან, რომლებსაც გააჩნდათ განათლების სპეციფიკური საჭიროებანი. ეს კი, აგრეთვე იყო ობიექტურად და გონივრულად გამართლებული.
150. მთავრობამ გააპროტესტა მოსარჩელეთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება დიდი რაოდენობით ბოშა ბავშვების სპეციალურ სკოლებში განთავსებასთან დაკავშირებით. მთავრობამ, მართალია აღიარა, რომ ბოშა ბავშვების მდგომარეობა განათლების სფეროში იდეალური არ იყო, მაგრამ მიიჩნია, რომ მათ საკმარისად დაამტკიცეს, რომ სპეციალური სკოლები არ იყო ბოშა ბავშვებისათვის შექმნილი და რომ ეთნიკური წარმომავლობა არ წარმოადგენდა კრიტერიუმს სპეციალურ სკოლებში ბავშვთა გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მთავრობამ გაიმეორა, რომ სპეციალურ სკოლებში გაგზავნას წინ უძღოდა ინდივიდუალური პედაგოგიური და ფსიქოლოგიური შემოწმება. შემოწმების პროცესი წარმოადგენდა მხოლოდ ტექნიკურ საშუალებას, რომელიც იყო მუდმივი მეცნიერული კვლევის საგანი. ამის გამო, მისი განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის მიერ. ევროპულ სასამართლოს არ გააჩნდა აუცილებელი კვალიფიკაცია ამ სფეროში. ამიტომ, შეფასების დროს, მას უნდა შეეზღუდა თავი გარკვეული ხარისხით. რაც შეეხებოდა პროფესიულ სტანდარტს, რის შესახებაც მითითებული იყო “ საერთაშორისო ორგანიზაცია ნაბიჯ-ნაბიჯ ”-ისა და სხვათა მიერ, მთავრობის აზრით, ეს არ წარმოადგენდა სამართლებრივ ნორმას, რომელსაც კანონის ძალა გააჩნდა. ისინი წარმოადგენდა რეკომენდაციებს, ან სპეციალისტთა მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულო არ იყო. მათი შეუსრულებლობის გამო სახელმწიფოს ვერ დაეკისრებოდა საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
151. თითოეული მოსარჩელის საქმე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ტესტირების მეთოდისა და მისი შედეგების შესახებ. ისინი არასდროს ყოფილა გაპროტესტებული მოსარჩელეთა მიერ. მოსარჩელეთა მტკიცება, რომ ფსიქოლოგები იყენებდნენ სუბიექტურ და მიკერძოებულ მიდგომებს, არ ეფუძნებოდა არავითარ მტკიცებულებას.
152. მთავრობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შესაძლოა ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში, სპეციალურ სკოლებში განთავსების მიზეზები ემიჯნებოდა შესწავლის სირთულეებსა და სოციალურად თუ კულტურულად არახელსაყრელ გარემოს შორის არსებულ ზღვარს. 18 საქმეს შორის, ასეთი რამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო მომხდარი. სხვა დანარჩენ შემთხვევებში, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკასა და განათლების ფსიქოლოგიურ ცენტრს დადასტურებული ჰქონდათ ათვისების უნარის სირთულეები.
153. განათლების ფსიქოლოგიურმა ცენტრმა, რომელმაც ტესტირება განახორციელა, ფაქტობრივად, მხოლოდ რეკომენდაციები გასწია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სკოლაში უნდა განთავსებულიყო ბავშვი. არსებით, გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა მშობელთა სურვილი. Mმოცემულ საქმეში მშობლები ინფორმირებულები იყვნენ, რომ სპეციალურ სკოლებში მათი შვილის გაგზავნა მხოლოდ მათ სურვილზე იყო დამოკიდებული. მათ ასევე განემარტათ Aამ გადაწყვეტილების შედეგები. თუკი სპეციალურ სკოლაში განთავსების შედეგები სრულად გასაგები არ იყო მათთვის, მათ შეეძლოთ გაესაჩივრებინათ ეს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ მოეთხოვათ თავიანთი ბავშვის გადაყვანა სხვა ტიპის სკოლაში. თუკი მათი თანხმობა, მათივე თქმით, არ იყო საკმარისი ინფორმაციის საფუძველზე მიცემული, მათ შეეძლოთ მოეძიათ ეს ინფორმაცია ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებში. მთავრობამ აღნიშნა, რომ პირველი ოქმის მე-2 მუხლი გამოჰყოფდა მშობლების უპირველეს როლსა და მათ პასუხისმგებლობას თავიანთი შვილების განათლების საქმეში. სახელმწიფო ვერც ჩაერეოდა, თუკი მშობელთა ქცევაში არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ისინი უუნარონი იყვნენ, ანდა არ სურდათ თავად გადაეწყვიტათ, თუ რა იყო მათი შვილების განათლების ყველაზე უფრო მისაღები ფორმა; ამგვარი ჩარევა იქნებოდა იმ პრინციპის საწინააღმდეგო, რომ სახელმწიფომ პატივი უნდა მიაგოს მშობელთა სურვილს მათი შვილების განათლებისა და სწავლების საქმეში.
წინამდებარე საქმეზე, მთავრობამ მიუთითა, რომ გარდა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისა და ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის შეტანისა, მოსარჩელეთა მშობლებმა არაფერი იღონეს ნაგულვები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავიანთი შვილების დასაცავად და ასრულებდნენ პასიურ როლს მათ განათლებაში.
154. მთავრობამ უარყო მოსარჩელეთა არგუმენტი, რომ თითქოს სპეციალურ სკოლებში განთავსებამ მათ აღუკვეთა საშუალო და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. იმის მიუხედავად, თუ როდის ჰქონდათ მოსარჩელეებს დასრულებული სავალდებული განათლება _ ახალი სკოლის კანონის (ნო. 561/2004) ძალაში შესვლამდე თუ მის შემდეგ, მათთვის ყოველთვის ღია იყო კარი, გაეგრძელებინათ საშუალო განათლების მიღება, აეღოთ დამატებითი გაკვეთილები შესატყვისი დონის მისაღწევად, ანდა მიეღოთ რჩევები თავიანთი კარიერის განვითარებისათვის. ვერცერთმა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ამ მიმართებით რაიმე ძალისხმევა განახორციელა (თუნდაც წარუმატებლად) ანდა ის, რომ მათი (სავარაუდო) სირთულეები წარმოდგებოდა სწორედ მათი დაბალი განათლებიდან, რაც თავის მხრივ, სპეციალურ სკოლებში მათი გამწესებით იყო განპირობებული. პირიქით. რამდენიმე მოსარჩელემ გადაწყვიტა, არ გაეგრძელებინა სწავლა ან მიატოვა კიდევაც ის. მთავრობა ღრმად იყო იმაში დარწმუნებული, რომ მოსარჩელეებმა თავად აღუკვეთეს საკუთარ თავს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სწავლისადმი მათი ინტერესის ნაკლებობით. მათი მდგომარეობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მართლაც არ იყო სახარბიელო, წარმოდგებოდა სწავლისადმი მათი ინტერესის ნაკლებობიდან და არ წარმოადგენდა ისეთ რამეს, რისთვისაც სახელმწიფოს შეიძლებოდა პასუხი ეგო.
155. მთავრობა დაეთანხმა იმ აზრს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა არ წარმოშვას არაპროპორციული შედეგები, ხოლო როდესაც ეს შესძლებელი არ არის, შეამციროს ასეთი შედეგები და მოახდინოს მისი კომპენსაცია. თუმცა, არც კონვენცია და არც რაიმე სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი არ შეიცავდა ზოგადი ხასიათის დეფინიციებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების თაობაზე ბოშა ბავშვების ანდა საზოგადოდ ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ბავშვთა განათლებასთან მიმართებაში. მთავრობამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებათა განსაზღვრისას, სასამართლო ხშირად ეხებოდა ხელშემკვრელ მხარეებში კანონმდებლობის განვითარების საკითხს. თუმცა, იმჟამად არ არსებობდა ევროპული სტანდარტი ან კონსენსუსი კრიტერიუმების თაობაზე, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო იმ საკითხების გადასაწყვეტად, უნდა გაგზავნილიყვნენ თუ არა ბავშვები სპეციალურ სკოლებში, ანდა როგორ უნდა მომხდარიყო შეთვისების სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის განათლების მიცემა. მთავრობის აზრთ, სპეციალური სკოლები წარმოადგენდნენ პრობლემის ერთ-ერთ შესაძლებელ და მისაღებ გადაწყვეტას.
156. უფრო მეტიც: კონვენციის მე-14 მუხლიდან არ გამომდინარეობდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, განეხორციელებინა პოზიტიური დისკრიმინაციის ღონისძიებები კომპენსაციის უზრუნველსაყოფად. ეს სახელმწიფოს არჩევანი იყო. მე-14 მუხლი არ წარმოშობდა სახელმწიფოს საერთო ვალდებულებას, განეხორციელებინა კომპენსაცია ყველა ტიპის უნარშეზღუდულობისათვის, რაც მოსახლების სხვადასხვა ჯგუფს აწუხებდა.
157. ნებისმიერ შემთხვევაში, სპეციალური სკოლები უნდა განხილული ყოფილიყო, როგორც განათლების ალტერნატიული, და არა როგორც დაბალი ფორმა. მთავრობამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში მათ განახორციელეს გონივრული ღონისძიებები იმ მოსარჩელეთა უნარშეზღუდულობის საკომპენსაციოდ, რომლებმაც მოითხოვეს სპეციალური განათლება მათი ინდივიდუალური მდგომარეობის გამო და რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა გადალახული თავისუფალი შეფასების ფარგლები, რომელიც კონვენციით ჰქონდათ გადაცემული განათლების სფეროში. მთავრობამ მიუთითა იმაზეც, რომ სახელმწიფომ ორჯერ გაანაწილა შესაბამისი რესურსები როგორც სპეციალურ, ისე ორდინარულ სკოლებში და რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ სერიოზული ძალისხმევა გამოიჩინა ისეთი კომპლექსური საკითხის გადასაწყვეტად, როგორიც იყო ბოშა ბავშვების განათლება.
158. მთავრობა შეეცადა მოეპოვებინა ინფორმაცია მოსარჩელეთა დღევანდელი მდგომარეობის შესახებ მათი სკოლის ფაილებიდან და ოსტრავას შრომის ცენტრიდან, სადაც მოსარჩელეები აღრიცხულები იყვნენ, როგორც უმუშევრები. მთავრობამ აღნიშნა, რომ ოსტრავას რეგიონი უმუშევრობის ძალზე მაღალი დონით გამოირჩეოდა და საზოგადოდ, ყველა ის ახალგაზრდა, ვისაც მხოლოდ დაწყებითი სკოლა ჰქონდა დამთავრებული, სამსახურის ძებნისას სირთულეებს აწყდებოდა. არსებობდა კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერის განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან რჩევების მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ამ საქმეში სამსხურის მაძიებლის აქტიურობა არსებითი იყო.
უფრო კონკრეტულად, ორი მოსარჩელე იმჟამად ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა. 7 მოსარჩელეს, 2006 წელს, დაწყებული ჰქონდა საწავლა პროფესიულ საშუალო სკოლაში. 4-მა მოსარჩელემ დაიწყო, მაგრამ შემდეგ მიატოვა საშუალო სკოლა. ამასთან, მოსარჩელეთა უმრავლესობამ სწავლისადმი ინტერესის არარსებობის გამო, რეგისტრაცია გაიარა შრომის ცენტრში, როგორც სამუშაოს მძებნელმა. 5 მოსარჩელეს კი თავიდანვე არ განუზრახავს საშუალო სკოლაში სწავლის გაგრძელება და ისე გაიარა რეგისტრაცია შრომის ცენტრში. ის მოსარჩელეები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ შრომის ცენტრში, ფაქტობრივად არ თანამშრომლობდნენ მასთან და არ ამჟღავნებდნენ ინტერესს იმ სამუშაოსა თუ პროფესიული მომზადებისადმი, რაც მათ შესთავაზეს. ამის გამო ზოგიერთი მათგანი ამორიცხეს კიდევაც სამსახურის მაძიებელთა რეგისტრაციიდან.
დაბოლოს, მთავრობამ უარყო მოსარჩელეთა არგუმენტი, თითქოს ახალი სკოლის კანონის მიღების შემდეგ (კანონი no. 561/2004) არაფერი იყო შეცვლილი. კანონმა მოახდინა ყველა ტიპის დაწყებითი სკოლის უნიფიკაცია და განთლების პროგრამების სტანდარტიზაცია. Aაქტი აღარ ითვალისწინებდა სპეციალიზირებული სკოლების ცალკე, დამოუკიდებელ სისტემას, გარდა სკოლებისა, რომლებიც განკუთვნილი იყო აუტიზმით დაავადებული, სერიოზული ფსიქიკური პრობლემების ან ერთდროულად ფიზიკური და გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვებისათვის. უნარშეზღუდული ბავშვები, შესაძლებლობისა და სურვილების მიხედვით, ინტეგრირებულები იყვნენ პირობით სკოლებში. თუმცა, სკოლები უფლებამოსილი იყვნენ, დაეარსებინათ ცალკე კლასები განთლების შესატყვისი მეთოდოლოგიითა და მოწაფეთა საჭიროებების გათვალისწინებით. Yყოფილ “სპეციალურ სკოლებს”, როგორც ცალკე დაწესებულებებს, შეეძლოთ გაეგრძელებინათ თავიანთი ფუნქციონირება, მაგრამ ისინი ამჯერად წარმოადგენდნენ “დაწყებით სკოლებს”, რომლებიც უზრუნველყოფდნენ განათლებას დაწყებითი სკოლის მოდიფიცირებული განათლების პროგრამით. სკოლები, სადაც სწავლობდნენ სოციალურად დაჩაგრული ბავშვები, ხშირად იყენებდნენ უფლებას, დაეწესებინათ მასწავლებლის ასისტენტის პოსტი მოსამზადებელ კლასებში მოწაფეთა საკომუნიკაციო ჩვევებისა გაუმჯობესებისა და ჩეხური ენის უკეთ დაუფლების მიზნით. Mმასწავლებლის ასისტენტები ბოშათა თემიდან ხშირად ასრულებდნენ დამაკავშირებლის როლს სკოლასა და ოჯახს, ზოგჯერ კი, სხვა ექსპერტებს შორის, და ეხმარებოდნენ ბავშვებს, მოეხდინათ განათლების სისტემაში მათი სრული ინტეგრაცია. რეგიონმა, სადაც მოსარჩელეები ცხოვრობდნენ, უპირატესობა მიანიჭა ბოშა ბავშვების ინტეგრაციას ისეთ კლასებში, სადაც მოწაფეთა დიდი ნაწილი მოსახლეობის უმრავლესობას განეკუთვნებოდა.
160. თავიანთ დასკვნით მოსაზრებებში, მთავრობამ სთხოვა სასამართლოს, ყურადღებით შეესწავლა მოსარჩელეთა განათლებისადმი ხელმისაწვდომობის საკითხი თითოეულ მათგანთან მიმართებაში ცალ-ცალკე, ეს საკითხი შეეფასებინა ფართო კონტექსტში და არ ეცნო კონვენციის დარღვევა.
3. მესამე მხარის ჩართვა
(a) Interights და Human Rights Watch
161. Interights-მა და Human Rights Watch-მა აღნიშნეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, კონვენციის მე-14 მუხლს განეხორციელებინა ეფექტიანი დაცვა არაპირდაპირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. Aარაპირდაპირი დისკრიმინაცია იყო ცნება, რომლის განხილვის შემთხვევები აქამდე ძალიან ცოტა იყო. მათ მიუთითეს, რომ პალატის გადაწყვეტილების დასაბუთების სხვადასხვა ასპექტი ჩამორჩებოდა ამ სფეროში ბოლოდროინდელ მიდგომებს, რომლებიც დადგენილი იყო საქმეებში: Timishev (ზემომითითებული), Zarb Adami (ზემომითითებული), Hოოგენდიჯკ (ზემომითითებული). დიდ პალატას უნდა მოეხდინა მე-14 მუხლის შემაჯამებელი ინტერპრეტაცია მისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე და არაპირდაპირი დისკრიმინაციის სფეროში სასამართლოს იურისპრუდენცია მოეყვანა არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.
162. Interights-მა და Human Rights Watch-მა აღნიშნეს, რომ Zarb Adami-ის საქმეში სასამართლოს თავად ჰქონდა დადასტურებული, რომ დისკრიმინაცია არ იყო მხოლოდ პირდაპირი და ნათლად გამოვლენილი და რომ პოლიტიკასა და საერთო ღონისძიებას შეეძლო გამოეწვია არაპირდაპირი დისკრიმინაცია. მას ასევე აღიარებული ჰქონდა, რომ განზრახვის არსებობა არ იყო აუცილებელი მოთხოვნა არაპირდაპირი დისკრიმინაციის საქმეებში (იხ: Hugh Jordan v.the United Kingdom, no. 24746/94, § 154, 4 მაისი 2001). არაპირდაპირი დისკრიმინაციის საქმეებში საკმარისად იყო მიჩნეული იმის დამტკიცება, რომ პოლიტიკამ ან პრაქტიკამ გამოიწვია დისპროპორციულად მავნე შედეგი გარკვეული ჯგუფისათვის.
163. რაც შეეხება არაპირდაპირი დისკრიმინაციის მტკიცებას: როგორც ევროპაში, ისე უფრო საერთაშორისო მასშტაბითაც, და თვით ევროპული სასამართლოს მიერ (იხ. Timishev, ზემოთ მითითებული, §57, და Hoogendijk, ზემოთ მითითებული) ფართოდ იყო აღიარებული, რომ მტკიცების ტვირთი უნდა გადანაცვლებულიყო მოპასუხეზე, თუკი prima facie დისკრიმინაციის საქმე დადგენილი იყო. თუ მოსარჩელემ შეძლო იმის ჩვენება, რომ რაიმე პრაქტიკის ან პოლიტიკის შედეგად გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მნიშვნელოვანი ჯგუფი ჩაყენებული იქნა ნაკლებად ხელსაყრელ, წამგებიან მდგომარეობაში, წარმოიშობოდა დისკრიმინაციის პრეზუმფცია. Mმტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს სახელმწიფოზე; მან ან უნდა uaryos prima facie დისკრიმინაციის საქმის საფუძვლები, ანდა დაამტკიცოს მათი გამართლებულობა.
164. ამიტომ, სასამართლო ფრთხილად უნდა მოკიდებოდა იმგვარი მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც შეეძლო მტკიცების ტვირთის გადანაცვლების საფუძველი წარმოეშვა. Interights-მა და Human Rights Watch-მა მიუთითეს, რომ სასამართლოს პოზიცია სტატისტიკურ მტკიცებულებებთან მიმართებაში, წარმოადგენდა უთანხმოების საგანს საერთაშორისო და შედარებითი პრაქტიკაში. საბჭოს დირექტივისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით, სტატისტიკა წარმოადგენდა ერთგვარ გასაღებს, უმთავრეს მეთოდს არაპირდაპირი დისკრიმინაციის მტკიცების საქმეში. როდესაც ღონისძიებები გარეგნულად ნეიტრალური იყო, სტატისტიკა წარმოადგენდა ეფექტიან საშუალებას იმ განსხვავებული შედეგების იდენტიფიკაციისათვის, რაც ამ ღონისძიებების გამოყენებას მოჰყვა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის მიმართ. სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების სარწმუნობა, სიძლიერე და შესატყვისობა; აგრეთვე, მათი კონკრეტული კავშირი მოსარჩელეთა სამდურავთან. ამასთან, თუკი სასამართლო დარჩებოდა იმ აზრზე, რომ მხოლოდ სტატისტიკა საკმარისი არ იყო დისკრიმინაციული პრატიკის მხილებისათვის, მას აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა საერთო სოციალური კონტექსტი, რამდენადაც მისი საშუალებით შესანიშნავად შეიძლებოდა იმის ღრმად განჭვრეტა, თუ რა ზომით, რა ხარისხით იყო დისპროპორციული ის შედეგი, რაც შესაბამისი ღონისძიების გამოყენებას მოჰყვა მოსარჩელეთა მიმართ.
(ბ) უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი, რასიზმის წინააღმდეგ ევროპული ქსელი და ბოშათა ევროპული საინფორმაციო ოფისი
165. უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფის, რასიზმის წინააღმდეგ ევროპული ქსელისა და ბოშათა ევროპული საინფორმაციო ოფისის აზრით, ბოშა ბავშვების უსამართლო გამწესება გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისათვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლებში, წარმოადგენდა ბოშათა დისკრიმინაციის აშკარა და ოდიოზურ ფორმას. ამგვარ სპეციალურ სკოლებში ბავშვები მიჰყვებოდნენ გამარტივებულ კურიკულუმს, რომელიც შეესაბამებოდა ინტელექტუალური განვითარების უნარის დაბალ დონეს. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სპეციალური სკოლის მოსწავლეებს, მესამე ან მეოთხე კლასამდე, არ მოეთხოვებოდათ სცოდნოდათ ჩეხური ენის ანბანი და თვლა 10-ზე ზემოთ, მაშინ როდესაც მათი თანატოლები ჩვეულებრივ სკოლებში ასეთ ცოდნას ღებულობდნენ სწავლის პირველივე წელს.
166. ამგვარმა პრაქტიკამ დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც ევროპულ დონეზე, ისე გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა ორგანოების მხრიდან, რომლებმაც გამოხატეს შეშფოთება სპეციალურ სკოლებში ბოშა ბავშვების მეტისმეტი სიჭარბის, გამოყენებული ტესტირების ადეკვატურობისა და მშობელთა ნაგულვები თანხმობის უხარისხობის გამო. ყველა ამ ორგანომ მიიჩნია, რომ ვერავითარი ობიექტური და გონივრული გამართლება ვერ მოიძებნებოდა განათლების სფეროში ბოშა ბავშვების დაჩაგვრის ლეგიტიმაციისათვის. ამ ინსტიტუციებსა და კვაზი-სასამართლო ორგანოებს შორის შეთანხმებულობის ხარისხი დამაჯერებლად ადასტურებდა ბოშა ბავშვების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაციიის არსებობას.
167. მესამე მხარედ ჩართულებმა დასძინეს, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო თანდაყოლილი გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვების ცალკე განათლების სისტემის დამსახურება საზოგადოდ, გადაწყვეტილებანი ბოშა ბავშვების სპეციალურ სკოლებში განთავსების შესახებ, უმრავლეს შემთხვევებში, ეფუძნებოდა არა მათ რეალურ გონებრივ ჩამორჩენილობას, არამედ ენობრივ სირთულეებსა და კულტურულ განსხვავებულობას, რაც მხედველობაში არ იყო მიღებული ტესტირების (შემოწმების) დროს. იმისათვის, რათა შეესრულებინა თავისი მოვალეობა _ უზრუნველეყო თანაბარი მოპყრობა ბოშების მიმართ მათი მხრიდან განათლების უფლების განხორციელებისას, სახელმწიფოს, პირველ რიგში, მოეთხოვებოდა, გაეუმჯობესებინა ტესტირების პროცესი იმგვარად, რომ გამოერიცხა ბოშების წინააღმდეგ რასობრივი გამწყობების გამოყენება და გაეტარებინა პოზიტიური ღონისძიებები ენობრივი წრთვნისა და სოციალური ჩვევების ჩამოყალიბების მიზნებით.
(c) საერთაშორისო ასოციაცია ნაბიჯ-ნაბიჯ, ბოშათა განათლების ფონდი და ბავშვთა პირველადი განათლების ევროპული კვლევითი ასოციაცია
168. საერთაშორისო ასოციაციამ ნაბიჯ-ნაბიჯ, ბოშათა განათლების ფონდმა და ბავშვთა პირველადი განათლების ევროპულმა კვლევითმა ასოციაციამ მიიჩნიეს, რომ ოსტრავას რეგიონში ბოშა ბავშვების სპეციალურ სკოლებში გამწესების დროს გამოყენებული შეფასება უგულვებელყოფდა არაერთ ეფექტიან და შესაბამის ინდიკატორს, რომლებიც კარგად იყო ცნობილი შუა 1990-იანი წლებიდან. (იხ. 44-ე პარაგრაფი). შეფასების დროს მხედველობაში არ მიიღებოდა ბავშვთა ენა და კულტურა, სწავლის მანამდე არსებული გამოცდილება. ბავშვების შემოწმება ხდებოდა მათთვის უცხო საგამოცდო ვითარებაში, როდესაც მათთვის ცნობილი არ იყო შესაბამისი მოთხოვნების შესახებ; მტკიცებულებათა ერთი, და არა მრავალი წყარო იყო გამოყენებული; შემოწმება იყო ერთჯერადი და არ გულისხმობდა დროში ხანგრძლივ დაკვირვებას ბავშვზე; მტკიცებულებები არ იყო მოპოვებული რეალისტურ და ავთენტურ ვითარებაში, სადაც ბავშვს შეეძლებოდა ეჩვენებინა თავისი ცოდნა. შეუსაბამოდ დიდი დოზით გამოიყენებოდა ინდივიდუალური ადმინისტრირება და სხვა მოსახლეობისათვის განკუთვნილი სტანდარტიზირებული ტესტები.
169. დაეყრდნენ რა კიდევ ერთხელ სხვადასხვა შრომებს (იხ. 44-ე პარაგრაფი), მესამე მხარედ ჩართულებმა აღნიშნეს, რომ იმ ბავშვთა ხვედრითი წილი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ უმცირესობას, ანდა იყვნენ ადვილად მოწყვლადი ოჯახებიდან, მეტისმედად ჭარბი იყო სპეციალური განათლების სისტემაში მთელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. Eეს გამოწვეული იყო მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის, სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან გაუცნობიერებელი რასობრივი მიკერძოებით, რესურსების დიდი უთანაბრობით, ინტელექტის კოეფიციენტსა (IQ) და სხვა შეფასებით საშუალებებზე გაუმართლებელი დაყრდნობით, პედაგოგთა არასაკმარისი მომზადებით, გადაეწყვიტათ ტესტირების დროს მაღალსაპასუხისმგებლო საკითხები და იმ განსხვავებით, რაც არსებობდა სკოლის ადმინისტრაციასა და უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებს შორის. ასე რომ, სკოლებში განაწილება ფსიქოლოგიური ტესტირების მეშვეობით ხშირად ასახავდა შესაბამისი საზოგადოების მხრიდან რასობრივ მიკერძოებას.
170. ჩეხეთის რესპუბლიკა გამოირჩეოდა “სოციალური დაჩაგრულობის” გამო ბავშვების სეგრეგაციით. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ 1999 წელს შეგროვებული 15 ქვეყნის შედარებითი მონცემების საფუძველზე, ჩეხეთის რესპუბლიკას ეკავა მესამე ადგილი სპეციალურ სკოლებში ათვისების სირთულის მქონე ბავშვების განთავსების მიხედვით. ხოლო იმ 8 ქვეყნიდან კი, რომლებმაც წარმოადგინეს მონაცემები სოციალური ფაქტორების მიხედვით ბავშვების სკოლებში გადანაწილების შესახებ, ჩეხეთის რესპუბლიკა იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასეთ ბავშვებს სპეციალურ სკოლებში გზავნიდა. დანარჩენი ქვეყნები, ბავშვების განათლებისათვის თითქმის ექსკლუზიურად, ჩვეულებრივ სკოლებს იყენებდენ.
171. გარდა ამისა, დაბალუნარიანად ცნობილი ბავშვების სპეციალურ სკოლებში ადრეულ ასაკშივე გაგზავნის პრაქტიკას, ხშირად მიჰყავდა საქმე განზრახ თუ არაგანზრახ რასობრივ სეგრეგაციამდე. ეს პრატიკა განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენდა დაჩაგრული ბავშვების განათლების დონეზე, იწვევდა შორეულ მავნე შედეგებს როგორც უშუალოდ მათთვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის. ადრეულ ასაკშივე ბავშვის გარიცხვა განათლების სისტემიდან მნიშვნელოვნად განაპირობებდა მომავალში სამსახურში მოწყობის შესაძლებლობის დაკარგვას.
(d) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (Fédération internationale des ligues des droits de l’Homme – FIDH)
172. FIDH-მა მიიჩნია, რომ პალატამ თავის გადაწყვეტილებაში გაუმართლებლად მიანიჭა წონადი მნიშვნელობა მოსარჩელეთა მშობლების თანხმობას, რომელიც სავარაუდოდ მიცემული იქნა იმგვარ ვითარებაში, რამაც მოსარჩელეთა სამდურავის საფუძველი შექმნა. Mმან აღნიშნა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, არსებობდა იმგვარი ვითარებანი, სადაც უფლებზე უარის თქმას არ შეეძლო გამოერიცხა სახელმწიფოს ვალდებულება, თავისი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველეყო ყველა პირის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებანი. Eეს, კერძოდ, გამოიყენებოდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც უფლებაზე უარის თქმა კონფლიქტში იყო მნიშვნელოვან საჯარო ინტერესთან, ანდა როდესაც უარი არ იყო ზუსტი ან ცხადი. იმისათვის, რათა გამართლებულად ჩათვლილიყო ინდივიდის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, ამ გარანტიაზე უარის თქმა უნდა მომხდარიყო იმგვარ გარემოებებში, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა დასკვნის გამოტანა, რომ პირისათვის ცნობილი იყო ყველა მოსალოდნელი, მათ შორის სამართლებრივი შედეგი, და რომ გადაწყვეტილება მის რეალურ არჩევანს წარმოადგენდა. საქმეში R. v. Borden ([1994] 3 RCS 145, გვ. 162), კანადის უზენაესმა სასამართლომ ჩამოაყალიბა შემდეგი პრინციპი ასეთი სიზუსტით : “ იმისათვის, რათა უფლებაზე უარი ... იყოს ქმედითი, Pპირი ვინც დაეთანხმა უფლებაზე უარის თქმას, უნდა ფლობდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია შექმნას უფლების ნამდვილი გადაბარების საფუძველი. არჩევანის უფლება მოითხოვს არა მარტო პირის ნება-სურვილის არსებობას, უპირატესობა მიანიჭოს ერთ არჩევანს მეორესთან შედარებით, არამედ საკმარისად ხელმისაწვდომ ინფორმაციასაც, რომელიც უპირატესობის მინიჭებას გააზრებულს გახდის “.
173. ამიტომ, საკითხი დგება ასე _ თანაბარი მოპყრობის პრინციპის ბუნების, აგრეთვე რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვასა და ადამიანის ღირსებას შორის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, უფლებაზე უარის თქმა, არ უნდა იწვევდეს საბოლოო ჯამში, დისკრიმინაციისისაგან დაცვის გარეშე პირის დატოვებას. მოცემულ საქმეში, მომჩივანთა მშობლებისაგან მოპოვებული თანხმობა სავალდებულო ხდებოდა არა მარტო საკუთრივ მოსარჩელეებისათვის, არამედ ბოშათა თემის ყველა ბავშვისათვის. რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ყველა ბოშა მშობელს უპირატესობა მიენიჭებინა მათი შვილების მყარი განათლებისათვის. მაგრამ მათ, რომლებსაც არ გააჩნდათ ზუსტი წარმოდგენა, თუ რა არჩევანს აკეთებდნენ სხვა ბოშა მშობლები ამ ვითარებაში, ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ უფრო “უსაფრთხო” გარემოს მათი შვილებისათვის, რაც სპეციალური განათლებით იყო მათთვის შეთავაზებული და რომელსაც ბოშა ბავშვების დიდი უმრავლესობა მიჰყვებოდა. ბოშათა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ისტორიისათვის დამახასიათებელ კონტექსტში, ბოშა მშობლებს, რეალურად გააჩნდათ შემდეგი არჩევანი: ა) განეთავსებინათ თავიანთი შვილები სკოლებში, სადაც სკოლის ხელმძღვანელობა თავს იკავებდა მათი დაშვებისაგან და სადაც მათ გააჩნდათ შიში იმისა, რომ იქ მათი შვილებს ელოდებოდათ სხვადასხვაგვარი შეურაცხყოფა თუ სიძულვილის გამოვლინება მათი თანაკლასელებისა თუ მასწავლებელთა მხრიდან, ან ბ) განეთავსებინათ ბავშვები სპეციალურ სკოლაში, სადაც ბოშა ბავშვები წარმოადგენდნენ უმრავლესობას, და სადაც არ ექნებოდათ ასეთი განწყობების გამოვლენის შიში. სინამდვილეში, ბოშა მშობლები არჩევდნენ იმას, რაც ესახებოდათ ნაკლებ ბოროტებად, მიუხედავად იმ რეალური შესაძლებლობის არარსებობისა, მიეღოთ მყარი განათლება, რომელიც გზას გაუსნიდა ბოშებს.
174. ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, FIDH –მა მიიჩნია, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოსარცელეთა მშობლების მიერ უფლებაზე უარის თქმა, მათ შვილებს განათლება მიეღოთ ჩვეულებრივ სკოლებში, ვერ გაამართლებდა ჩეხეთის რესპუბლიკის გათავისუფლებას იმ ვალდებულებისაგან, რომლებიც მას კონვენციის საფუძველზე ეკისრებოდა.
C. სასამართლოს შეფასება:
1. ძირითადი პრინციპების შეჯამება
175. თავისი პრეცედენტული სამართლით სასამართლომ დაადგინა, რომ დისკრიმინაცია გულისხმობს დაახლოებით მსგავს ვითარებაში ადამიანთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე (იხ. Willis v.the United Kingdom, no. 36042/97, § 48, ECHR 2002‑IV, და Okpisz v. Germany, no. 59140/00, § 33, 25 ოქტომბერი, 2005). თუმცა, მე-14 მუხლი არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს ადამიანთა ჯგუფს მოპყრობოდა განსხვავებულად იმისათვის, რათა აღმოეფხვრა “ფაქტობრივი უთანასწორობა” მათ შორის. მართლაც, განსაზღვრულ გარემოებებში, სახელმწიფოს უმოქმედობა, განსხვავებული მოპყრობის გზით აღმოეფხვრა უთანაბრობა, შეიძლება თავად გამხდარიყო ამ მუხლის დარღვევის საფუძველი (იხ. საქმეები: Case “relating to certain aspects of the laws on the use of languages in education in Belgium” v. Belgium (საქმე, “რომელიც შეეხება განათლების სფეროში ენების გამოყენების შესახებ კანონების ზოგიერთ ასპექტს ბელგიაში” ბელგიის წინააღმდეგ), 23 ივლისი, 1968, გვ. 34, § 10, სერია A no. 6; Thlimmenos v. Greece [GC], no. 34369/97, § 44, ECHR 2000-IV; და Stec and Others v.the United Kingdom [GC], no. 65731/01, § 51, ECHR 2006‑VI)). სასამართლომ ასევე გაიზიარა აზრი, რომ საერთო პოლიტიკა ან ღონისძიება, რომელმაც გამოიწვია არაპროპორციულად მავნე შედეგი ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიმართ, შეიძლება ასევე ჩათვლილიყო დისკრიმინაციულად, იმის მიუხედავად, რომ იგი არ ისახავდა ასეთ მიზანს და არ იყო უშუალოდ ამ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული (იხ. Hugh Jordan, ზემოთ მითითებული და Hoogendijk, ზემოთ მითითებული) და რომ კონვენციის პოტენციურად საწინააღმდეგო დისკრიმინაცია, შეიძლება წარმოიშვას de facto ვითარებიდან გამომდინარე (იხ. Zarb Adami, ზემოთ მითითებული).
176. დისკრიმინაცია, მათ შორის, პირის ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე, წარმოადგენს რასობრივი დისკრიმინაციის ფორმას. რასობრივი დისკრიმინაცია განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი სახეა დისკრიმინაციისა, და მისი საშიში შედეგების გათვალისწინებით, მოითხოვს განსაკუთრებულ სიფხიზლესა და მკვეთრ, ენერგიულ რეაქციას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, საზოგადოებაში დემოკრატიული ხედვის გასაძლიერებლად, სადაც განსხვავებულობა აღქმული იქნება, არა როგორც საფრთხე, არამედ, როგორც გამდიდრების წყარო (იხ. Nachova, ზემოთ მითითებული, და Timishev, ზემოთ მითითებული). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება მხოლოდდამხოლოდ ანდა მნიშვნელოვანწილად პირის ეთნიკურ წარმომავლობას, შეუძლებელია ობიექტურად გამართლებულად მიჩნეულიყო თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ემყარებოდა პლურალიზმისა და განსხვავებული კულტურების პატივისცემის პრინციპებს (იხ. Timishev, ზემოთ მითითებული, § 58).
177. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს ამ სფეროში, სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც მოსარჩელე შეძლებს განსხვავებული მოპყრობის დამტკიცებას, სახელმწიფოზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომ ასეთი განსხვავებული მოპყრობა გამართლებული იყო (იხ. მათ შორის, Chassagnou and Others v. France [GC], nos. 25088/94, 28331/95 და 28443/95, §§ 91-92, ECHR 1999‑III, და Timishev, ზემოთ მითითებული, § 57).
178. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც წარმოშობს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადანაცვლების საფუძველს, სასამართლომ, საქმეში Nachova and Others (ზემოთ მითითებული, § 147) დაადგინა, რომ მის წინაშე არ არსებობს რაიმე პროცედურული ბარიერი მტკიცებულების დასაშვებობის საკითხში ანდა წინასწარ განსაზღვრული რაიმე ფორმულა მათ შესაფასებლად. სასამართლო ასკვნის, რომ მისი შეხედულებით, ყველა მტკიცებულება თავისუფალი შეფასების საგანია, მათ შორის, ის დასკვნებიც, რომელიც გამომდინარეობს ფაქტებიდან და მხარეთა მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. Dდადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მტკიცება შეიძლება ეყრდნობოდეს საკმარისად ძლიერი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების ერთობლიობას ანდა ფაქტების მარტივ და უდავო პრეზუმფციას. უფრო მეტიც, კონკრეტული დასკვნის გასაკეთებლად აუცილებელი სარწმუნოობის ხარისხი, და მასთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის განაწილება, შინაგანად დაკავშირებულია ფაქტების სპეციფიკასთან, ბრალდების ბუნებასთან და კონვენციის იმ უფლებასთან, რომელიც საფრთხის ქვეშ დგას.
179. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციით დადგენილი პროცედურა ყველა საქმეში როდი გულისხმობს პრინციპის _ affirmanti incumbit probatio (ვინც ბრალს სდებს, მანვე უნდა დაამტკიცოს ბრალდება) მკაცრ და ზედმიწევნით გამოყენებას (იხ. Aktaş v. Turkey, no. 24351/94, § 272, ECHR 2003‑V). განსაზღვრულ გარემოებებში, როდესაც პრობლემასთან დაკავშირებული მოვლენები მთლიანად ან დიდი წილით ემყარება ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნას, მტკიცების ტვირთი, რომელიც დატოვებულია სახელმწიფოსათვის, მოითხოვს, რომ მან წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი, სარწმუნო და დამაჯერებელი განმარტება (იხ. Salman v.Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII, და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002‑IV). საქმეში Nachova and Others (ზემომითითებული, §157). სასამართლოს არ გამოურიცხავს მოპასუხე მთვარობისათვის წაყენებული მოთხოვნა, უერყო დისკრიმინაციის შესახებ დასაბუთებული ბრალდება განსაზღვრულ საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება მან ძალზე რთულად მიიჩნია იმ კონკრეტულ საქმეში, სადაც ბრალდება სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ძალადობის აქტი მოტივირებული იყო რასობრივი განწყობებით. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ რომ მრავალი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში პოლიტიკის, გადაწყვეტილებისა თუ პრაქტიკის დისკრიმინაციული შედეგი ბრალდების ავტორს ათავისუფლებს სავარაუდო დისკრიმინაციის განზრახვის დამტკიცების საჭიროებისაგან სამსახურში აყვანის სფეროში ანდა მომსახურების შესახებ დებულებებთან მიმართებაში.
180. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა სტატისტიკა წარმოადგენდეს მტკიცებულებას, სასამართლოს წარსულში დადგენილი ჰქონდა, რომ სტატისტიკას, თავისთავად, არ შეეძლო დაასაბუთებინა ამა თუ იმ პრაქტიკის დისკრიმინაციულად მიჩნევა. თუმცა, დიკრიმინაციის ბოლოდროინდელ საქმეებში, სადაც მოსარჩელეები აპროტესტებდნენ საერთო ღონისძიების განსხვავებულ შედეგებს ან de facto ვითარებას (იხ. Hoogendijk, ზემოთ მითითებული, და Zarb Adami, ზემოთ მითითებული, §§ 77-78), სასამართლო ფართოდ დაეყრდნო სტატისტიკას, რომელიც წარმოდგენილი იქნა მხარეების მიერ ორი ჯგუფის (ქალები და მამაკაცები) მიმართ მსგავს ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის დასამტკიცებლად.
კერძოდ, Hoogendijk –ის საქმეში სასამართლომ მიუთითა: “როდესაც მოსარჩელემ შეძლო უდავო ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე eCvenebina prima facie მაუწყებელი იმისა, რომ წესი, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ნეიტრალური ფორმით - ფაქტობრივად ზიანს აყენებდა აშკარად უფო მეტ პროცენტს ქალებისას, ვიდრე მამაკაცებს, სახელმწიფოს ევალებოდა დაემტკიცებინა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ისეთი ობიექტური ფაქტორის შედეგს, რომელიც არ იყო დაკავშირებული სქესის საფუძველზე დისკრიმინაციასთან. თუ იმის დამტკიცების პასუხისმგებლობა, რომ ქალებისა და მამაკაცების მიმართ შედეგების განსხვავებულობა პრაქტიკაში არ წარმოადგენდა დისკრიმინაციულს, არ გადაინაცვლებდა სახელმწიფოზე, მოსარჩელეებს უკიდურესად გაურთულდებოდათ არაპირდაპირი დისკრიმინაციის პრაქტიკულად დამტკიცება.”
181. და ბოლოს, ადრინდელ საქმეებში სასამართლოს მითითებული ჰქონდა, რომ ბოშების ადვილად მოწყვლადი და სენსიტიური მდგომარეობა იმას გულისხმობდა, რომ განსაკუთრებულად უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული მათი საჭიროებანი და ცხოვრების განსხვავებული წესი როგორც შესაბამისი რეგულაციებთან, ისე კონკრეტულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში (იხ. Chapman v.the United Kingdom [GC], no. 27238/95, § 96, ECHR 2001‑I, და Connors v.the United Kingdom, no. 66746/01, § 84, 27 მაისი, 2004).
Chapman-ის საქმეში (ზემოთ მითითებული, §§ 93-94), სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, შეიძლებოდა თქმულიყო, რომ ევროპის საბჭოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის გამოვლენილი იყო საერთაშორისო კონსენსუსი უმცირესობათა სპეციალური საჭიროებების, მათი უსაფრთხოების, თვითმყოფადობისა და ცხოვრების სტილის დაცვის სფეროში ვალდებულებების აღიარების საკითხში; ამასთან, არა მარტო საკუთრივ ამ უმცირესობათა დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, არამედ საზოგადოდ კულტურული მრავალფეროვნების, როგორც მთელი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ღირებულების დაცვის მიზნითაც.
2.ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის მიმართ
182.სასამართლო აღნიშნავს, რომ თავიანთი დაუდეგარი და მშფოთვარე ისტორიისა და მუდმივი ხეტიალის გამო, ბოშები ჩამოყალიბდნენ, როგორც დაჩაგრული და ადვილად მოწყვლადი უმცირესობის სპეციფიკური ტიპი (იხ. აგრეთვე ბოშების შესახებ საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია No. 1203 (1993), მითითებული 56-ე პარაგრაფში, და ევროპაში ბოშათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ასამბლეის no.1557 (2002) რეკომენდაციის მე-4 პუნქტი, მითითებული 58-ე პარაგრაფში). როგორც სასამართლომ აღნიშნა წინა საქმეებში, ეს გარემოებები აძლიერებს მათი განსაკუთრებული დაცვის მოთხოვნას (იხ. 182-ე პარაგრაფი). მრავალი ევროპული თუ საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა თუ ევროპის საბჭოს ორგანოთა რეკომენდაციები მოწმობს (იხ. 54-64 პარაგრაფები), რომ ეს დაცვა ვრცელდება განათლების სფეროზეც. მოცემული საქმე იმსახურებს გამორჩეულ ყურადღებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროისათვის, ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, ვისთვისაც განათლების უფლებას უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნდა.
183.წინამდებარე საქმეში მოსარჩელეთა ბრალდება არ გულისხმობს იმას, რომ ისინი იყვნენ არაბოშა ბავშვებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში, რომელიც წარმოადგენდა განსხვავებულ მოპყრობას, ანდა იმას, რომ სახელმწიფომ არ განახორციელა ღონისძიებები ფაქტობრივი უთანასწორობისა თუ მათ შორის არსებული განსხვავების აღმოსაფხვრელად (იხ. Thlimmenos,ზემოთ მითითებული, § 44, და Stec and Others, ზემოთ მითითებული, §51). მათ მიერ წარდგენილი მოსაზრებების მიხედვით, საქმეში უნდა დადგინდეს შემდეგი: რომ მათ, მსგავს ვითარებაში, ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე, მოეპყრნენ ნაკლებად კეთილმოსურნედ, ვიდრე არაბოშა ბავშვებს, რაც წარმოადგენდა არაპირდაპირ დისკრიმინაციას.
184.წინა საქმეებში, სასამართლოს უკვე აღიარებული ჰქონდა, რომ განსხვავებულ მოპყრობას შეიძლებოდა მიეღო დისპროპორციულად მავნე შედეგის ფორმა, რომელიც წარმოშობილი იყო ისეთი საერთო პოლიტიკის ან ღონისძიების შედეგად, რომლებიც, მართალია, ჩამოყალიბებული იყო ნეიტრალური ფორმით, მაგრამ მოქმედებდა დისკრიმინაციულად რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ (იხ. Hugh Jordan, ზემოთ მითითებული, §154, და Hoogendijk, ზემოთ მითითებული).საბჭოს 97/80/EC და 2000/43/EC დირექტივების (იხ. 82-84-ე პარაგრაფები), აგრეთვე ECRI-ის მიერ შემუშავებული დეფინიციების (იხ. მე-60-ე პარაგრაფი) თანახმად, ამგვარი ვითარება შეიძლება მიჩნეულ იქნეს “არაპირდაპირ დისკრიმინაციად”, რომელიც არ მოითხოვს აუცილებლობით დისკრიმინაციული განზრახვის არსებობას.
(a) წარმოიშობა თუ არა მოცემულ საქმეში არაპირდაპირი დისკრიმინაციის პრეზუმფციის საკითხი
185. მოცემულ საქმეში სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ განსხვავებული მოპყრობა უშუალოდ არ წარმოდგებოდა სპეციალურ სკოლებში განთავსების შესახებ იმ დროისათვის ძალაში მყოფი საკანონმდებლო დებულებათა ფორმულირებიდან. შესაბამისად, გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, გამოიწვია თუ არა ფორმამ, რომლითაც კანონმდებლობა პრაქტიკაში იქნა გამოყენებული, იმგვარი ვითარება, რომ დისპროპორციულად დიდი რაოდენობა ბოშა ბავშვებისა, მათ შორის მოსარჩელეები, შესაბამისი გამამრთლებელი საფუძვლის გარეშე გამწესებულ იქნენ სპეციალურ სკოლებში და, ამ გზით _ ჩაყენებული არასახრბიელო, წამგებიან მდგომარეობაში.
186. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ წინა საქმეებში მიუთითა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის დამტკიცება მოსარჩელეებისათვის იოლი არ არის. (Nachova and Others, ზემოთ მითითებული, §§ 147 და 157). იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი უფლებების ქმედითი დაცვა, სავარაუდო არაპირდაპირი დისკრიმინაციის საქმეებში მტკიცების ნაკლებად მკაცრი წესები უნდა იქნეს გამოყენებულიყო.
187.ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საბჭოს 97/80/EC და 2000/43/EC დირექტივების მიხედვით, პირს, რომელიც თავს მიიჩნევს დაზარალებულად იმის გამო, რომ მის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპი არ იქნა დაცული, შეუძლია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის სტატისტიკური მონაცემების მეშვეობით, შიდა ხელისუფლების წინაშე დააყენოს ფაქტები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს პრეზუმფცია მისი დისკრიმინაციის შესახებ (იხ. 82-83-ე პარაგრაფები). ევროპული თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოს ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკა (იხ. 88-89-ე პარაგრაფები) მოწმობს, რომ ის ნებას რთავს მოსარჩელეს, დაეყრდნოს სტატისტიკურ მტკიცებულებას, ხოლო ეროვნულ სასამართლოს კი – აკისრებს ვალდებულებას, მხედველობაში მიიღოს ეს მტკიცებულება, თუკი იგი ნამდვილია და მნიშვნელოვანი. დიდი პალატა ასევე მიუთითებს მესამე მხარედ ჩართული პირების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მრავალი ქვეყნის სასამართლო, ისევე როგორც, გაერთიანებული ერების ხელშეკრულებათა უმაღლესი ორგანოები, ჩვეულებრივ, იღებენ ხოლმე სტატისტიკას, როგორც არაპირდაპირი დისკრიმინაციის მტკიცებულებას, იმისათვის, რათა გააადვილონ “მსხვერპლის” ამოცანა, warmoadginos prima facie მტკიცებულება. სასამართლომ ასევე აღიარა ოფიციალური სტატისტიკის მნიშვნელობა Hoogendijk-ისა და Zarb Adami –ის ზემოაღნიშნულ საქმეებში და აჩვენა, რომ მზად იყო მიეღო და გაეთვალისწინებინა სხვადასხვა ტიპის მტკიცებულებები (იხ. Nachova and Others, ზემოთ მითითებული, § 147).
188.ზემოაღნიშნულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდის, ან ჯგუფის მიმართ პრაქტიკით ან ღონისძიებით მიყენებული შედეგების შეფასებისას, სტატისტიკა, რომელიც კრიტიკული განხილვის შედეგად მიჩნეული იქნა სარწმუნოდ და მნიშვნელოვნად, ჩაითვლება prima facie მტკიცებულებად, რომელიც მოსარჩელეს მოეთხოვება რომ წარმოადგინოს. Aამასთან, ზემოაღნიშნული როდი გულისხმობს, რომ არაპირდაპირი დისკრიმინაცია არ შეიძლება დადგინდეს სტატისტიკური მონაცემების გარეშე.
189. როდესაც მოსარჩელე, რომელსაც ნაგულვები აქვს არაპირდაპირი დისსკრიმინაცია, აფუძნებს გაბათილებად პრეზუმფციას, რომ პრაქტიკით ან ღონისძიებით გამოწვეული შედეგი დისკრიმინაციულია, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს სახელმწიფოზე, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ განსხვავებული მოპყრობა არ იყო დისკრიმინაციული (იხ. mutatis mutandis, Nachova and Others, ზემოთ მითითებული, §157). მხედველობაში მიღებული იქნება, კერძოდ, ფაქტების სპეციფიკა და ბრალდების ბუნება, რაც ამ ტიპის საქმეებისათვის არის დამახასიათებელი (§147); მტკიცების ტვირთის ასეთი გადანაცვლების გარეშე მოსარჩელეებისათვის უკიდურესად რთული იქნება, დაამტკიცონ არაპირდაპირი დისკრიმინაცია.
190. წინამდებარე საქმეში, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მონაცემები მოპოვებული იყო კითხვარებიდან, რომლებიც ოსტრავას სპეციალური და დაწყებითი სკოლებისდირექტორებს გაეგზავნათ 1999 წელს. მათი მიხედვით, იმ დროისათვის ოსტრავას სპეციალურ სკოლებში განთავსებული ბავშვების 56%-ს შეადგენდნენ ბოშები. მაშინ როდესაც, ბოშა მოსწავლეები წარმოადგენდნენ ოსტრავას დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2,26%-ს. გარდა ამისა, სპეციალურ სკოლებში არაბოშა ბავშვების მხოლოს 1,8% იყო გამწესებული. ბოშა ბავშვების ხვედრითი წილი ოსტრავას სპეციალურ სკოლებში შეადგენდა 50,3%-ს. მთავრობის განმარტებით, ეს მონაცემები არ იყო საკმარისად სარწმუნო და დაბეჯითებითი, ვინაიდან ისინი ასახავდა სკოლის დირექტორთა სუბიექტურ აზრს. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა ოფიციალური ინფორმაცია მოსწავლეთა ეთნიკური წარმოშობის შესახებ და რომ Oოსტრავა წარმოადგენდა ბოშებით ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფართოდ დასახლებულ რეგიონს.
191. დიდი პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მონაცემები არ არის უარყოფილი მთავრობის მიერ და რომ მათ არ წარმოუდგენიათ რაიმე ალტერნატიული სტატისტიკური ინფორმაცია. მთავრობის იმ კომენტართან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა ოფიციალური ინფორმაცია მოწაფეთა ეთნიკური წარმომავლობის შესახებ, სასამართლო იზიარებს აზრს, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, შესაძლოა მართლაც არ იყო სრულად სარწმუნო. Aამის მიუხედავად, იგი მიიჩნევს, რომ ამ მონაცემებმა გამოავლინა ძირითადი ტენდენცია, რაც დადასტურებული იყო როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ისე დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოების მიერ, რომლებმაც აღნიშნული საკითხი გამოიკვლიეს.
192. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის 25§1-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ მოხსენებაში, ჩეხეთის რესპუბლიკამ აღიარა, რომ 1999 წელს ზოგიერთ სპეციალურ სკოლაში ბოშა ბავშვები შეადგენდნენ მოწაფეთა საერთო რაოდენობის 80%-დან 90%-მდე ოდენობას (იხ. 66-ე პარაგრაფი) და რომ 2004 წელს ბოშა ბავშვების დიდი რაოდენობა კვლავ სპეციალურ სკოლებში იყო განთავსებული (იხ.67-ე პარაგრაფი). ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმა თავის 2005 წლის 26 ოქტომბრის მოხსენებაში მიუთითა, რომ არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოშები წარმოადგენდნენ სპეციალურ სკოლებში გამწესებული ბავშვების 70%-ზე მეტს. ECRI-ს მიერ 2000 წელს გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, სპეციალურ სკოლებში კვლავ შეინიშნებოდა ბოშა ბავშვების “ძალიან დიდი სიჭარბე”. რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 1998 წლის 30 მარტის თავის დასკვნით მოსაზრებებში მიუთითა სპეციალურ სკოლებში გამწესებულ ბოშათა დისპროპორციულად დიდ რაოდენობაზე. (იხ. 99-ე პარაგრაფი). Dდა ბოლოს, რასიზმისა და ქსენოფობიის შესახებ ევროპული მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბოშა ბავშვების ნახევარზე მეტი სპეციალურ სკოლაში იყო ჩარიცხული.
193. სასამართლოს შეხედულებით, ეს უკანასკნელი მონაცემები, რამდენადაც შეეხებოდა არა მარტო ოსტრავას რეგიონს და, შესაბამისად, იძლევა უფრო ფართო სურათს, აჩვენებს, რომ იმ შემთხვევეშიც კი, თუ იმ დროისათვის სპეციალურ სკოლებში განთავსებული ბოშა ბავშვების ოდენობის ზუსტი პროცენტის დადაგენა რთული საქმე იყო, მათი რაოდენობა, ყველა შემთხვევაში, მაინც ძალიან დიდი იყო. Mმიუხედავად შესაბამისი სტატუტორული დებულებების ნეიტრალური ხასიათისა, პრაქტიკაში, მათ, სხვებთან შედარებით, გაცილებით უფრო სერიოზული შედეგები გამოიწვიეს ბოშა ბავშვების მიმართ, რაც გამოიხტა მათი არაპროპორციულად დიდი რაოდენობის განთავსებით სპეციალურ სკოლებში.
194. როდესაც ნაჩვენებია, რომ კანონმდებლობა იწვევს ასეთ დისკრიმინაციულ შედეგს, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ, განათლების სფეროსთან დაკავშირებულ საქმეებში, ისევე როგორც სამსახურში მოწყობისა და მომსახურების სფეროსთან დაკავშირებულ დებულებებთან მიმართებაში (იხ. mutatis mutandis, Nachova and Others, ზემოთ მითითებული, §157), არ არის აუცილებელი იმის დამტკიცება, რომ შესაბამისი ხელისუფლება დისკრიმინაციული განზრახვით მოქმედებდა. (იხ.184-ე პარაგრაფი).
195. ზემოაღნიშნულ გარემოებებში, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად სარწმუნოდ და მნიშვნელოვნად იმისათვის, რათა აღიარებულ იქნას არაპირდაპირი დისკრიმინაციის პრეზუმფცია. მტკიცების ტვირთი შესაბამისად გადადის მთავრობაზე, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ კანონმდებლობით გამოწვეული განსხვავებული შედეგი წარმოდგებოდა ობიექტური ფაქტორებიდან, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ეთნიკურ წარმომავლობასთან.
(b) ობიექტური და გონივრული გამართლება
196.სასამართლო იმეორებს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ “მას არ გააჩნია ობიექტური და და გონივრული გამართლება”, მაშასადამე, თუ იგი არ ემსახურება “ლეგიტიმურ მიზანს” ანდა, თუ არ არსებობს “პროპორციულობის გონივრული ურთიერთკავშირი” გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის იხ. Larkos v. Cyprus [GC], no. 29515/95 § 29,ECHR 1999-I და Stec and Others, ზემოთ მითითებული, § 51). როდესაც განსხვავებული მოპყრობა ემყარება რასას, ფერს ან ეთნიკურ წარმომავლობას, ობიექტური და გონივრული გამართლების ცნება რაც შეიძლება ვიწროდ უნდა იქნეს განმარტებული.
197.მოცემულ საქმეში, მთავრობა შეეცადა ბოშებსა და არა-ბოშებს შორის განსხვავებული მოპყრობა აეხსნა სპეციფიკური საჭიროებების მქონე ბავშვების უნარიანობასთან განათლების სისტემის ადაპტირების საჭიროებით. მთავრობის განმარტებების მიხედვით, მოსარჩელეები განთავსებული იქნენ სპეციალურ სკოლებში მათი განათლების სპეციფიკური საჭიროებების გამო, რაც ძირითადად, განპირობებული იყო მათი დაბალი გონებრივი შესაძლებლობებით, რისი გაზომვაც განხორციელდა განათლების ფსიქოლოგიურ ცენტრებში ფსიქოლოგიური შემოწმების მეშვეობით. Mმას შემდეგ, რაც ცენტრების მიერ მომზადებული იქნა რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სკოლაში უნდა გაეგზავნათ მოსარჩელეები, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს მოსარჩელეთა მშობლებმა და დაეთანხმნენ შეთავაზებას. შესაბამისად, მთავრობის განცხადებით, მოსარჩელეთა არგუმენტი, თითქოს ისინი სპეციალურ სკოლებში განთავსებულნი იქნენ მათი ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, უსაფუძვლო იყო და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. თავიანთი მხრიდან, მოსარჩელეებმა შეუპოვრად გააკრიტიკეს მოსაზრება, რომ სპეციალურ სკოლებში ბოშა ბავშვების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა შეიძლებოდა ახსნილიყო გონებრივი შესაძლებლობების შემოწმების შედეგებით, ანდა გამართლებულიყო მშობელთა თანხმობის გამო.
198.სასამართლო იზიარებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, შემოეღო სპეციალური სკოლების სისტემა, მოტივირებული იყო სურვილით, ეპოვათ გამოსავალი იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც განათლების სპეციფიკური საჭიროებანი გააჩნდათ. თუმცა, ის იმავდროულად იზიარებს ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციების შეშფოთებას იმის გამო, რომ ასეთი სკოლები მიჰყვებოდნენ უფრო საბაზისო განათლების შესაბამის კურიკულუმს და განსაკუთრებით, შეშფოთებას სისტემის სეგრეგაციის გამო.
199. დიდი პალატა მიიჩნევს აგრეთვე, რომ ბავშვების ათვისების უნარისა თუ სირთულეების შესაფასებელად გამოყენებული ტესტები გახდა კამათის საფუძველი და ისინი კვლავაც რჩება მეცნიერული დებატებისა და კვლევის საგნად. მართალია, სასამართლოს როლს არ შეადგენს ამ ტესტების ვარგისიანობის შეფასება, მაგრამ არაერთ ფაქტორს მოცემულ საქმეში დიდი პალატა მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ იმ დროს განხორციელებული ტესტირების შედეგებს არ შეეძლო შეექმნა ობიექტური და გონივრული გამართლება კონვენციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის.
200. არავის მიერ ყოფილა უარყოფილი ის გარემოება, რომ ყველა ბავშვმა გაიარა ერთი და იგივე ტესტირება მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას 1999 წელს თავად ჰქონდა აღიარებული, რომ “საშუალო, ან საშუალოზე მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ბოშა ბავშვები” ხშირად იყვნენ გამწესებულნი ასეთ სკოლებში ფსიქოლოგიური ტესტირების შედეგების საფუძველზე; რომ ეს ტესტები გათვლილი იყო მოსახლეობის უმრავლესობაზე და მხედველობაში არ იღებდა ბოშათა სპეციფიკას (იხ. 66-ე პარაგრაფი). შედეგად, მათ გადაამუშავეს ეს ტესტები და მეთოდები იმის უზრუნველსაყოფად, რომ “არ მომხდარიყო ტესტების უსწოროდ და ბოშა ბავშვების საზიანოდ გამოყენება” (იხ. 72-ე პარაგრაფი). დამატებით, არაერთ დამოუკიდებელ ორგანოს აქვს გამოხატული ეჭვები ტესტების ადეკვატურობასთან დაკავშირებით. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის აზრით, ბავშვები, რომლებიც არ იყვნენ გონებრივად უნარშეზღუდული, ხშირად იყვნენ განთავსებული ასეთ სკოლებში “მათი ნამდვილი, გასაგები ენისა და ბოშებსა და უმრავლესობას შორის არსებული კულტურული განსხვავებულობის გამო”. მან ასევე ხაზი გაუსვა იმის საჭიროებას, რომ ტესტები ყოფილიყო “საფუძვლიანი, ობიექტური და ყოვლისმომცველი” (იხ.68-ე პარაგრაფი). ECRI-მ მიუთითა, რომ ბოშა ბავშვების განთავსება გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისათვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლებში, ხშირად ხდებოდა “კვაზი-ავტომატურად” და საჭიროებდა გულდასმით შესწავლას იმაში დასარწმუნებლად, რომ ტესტირების პროცესი იყო “სამართლიანი”, ხოლო თითოეული ბავშვის რეალური შესაძლებლობები “სწორად შეფასებული” (იხ. 63-64-ე პარაგრაფები). ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღნიშნა, რომ ბოშა ბავშვები ხშირად იგზავნებოდნენ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილ კლასებში “ადეკვატური ფსიქოლოგიური თუ პედაგოგიური შეფასებების გარეშე, ნამდვილ კრიტერიუმს აშკარად წარმოადგენდა მათი ეთნიკური წარმომავლობა” (იხ.77-ე პარაგრაფი). Dდა ბოლოს, საქმეში მესამე მხარედ ჩაბმულთა მოსაზრებით, ფსიქოლოგიური ტესტირების საფუძველზე სკოლებში განთავსება ასახავდა შესაბამისი საზოგადოების რასობრივ განწყობებს.
201.სასამართლო მიიჩნევს, რომ, სულ მცირე, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ტესტირება მიკერძოებულად ტარდებოდა, ხოლო მისი შედეგების გაანალიზება კი არ ხდებოდა ბოშა ბავშვების თავისებურებებისა და ხასიათის თვისებების გათვალისწინების ჭრილში. ასეთ გარემოებებში, ტესტები ვერ მოემსახურებოდა განსხვავებული მოპყრობის გამართლებას.
202.რაც შეეხება მშობელთა თანხმობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის განარტებით, ეს წარმოადგენდა გადამწყვეტ ფაქტორს, ურომლისოდაც მოსარჩელეები თითქოს ვერ გამწესდებოდნენ სპეციალურ სკოლებში. იმ ფაქტიდან, რომ განსხვავებული მიპყრობა მოცემულ საქმეში დადგენილი იქნა, გამომდინარეობს, რომ ნებისმიერი თანხმობა ასეთ დროს უნდა გულისხმობდეს განსხვავებულ, მათ შორის დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დათანხმებას; სხვა სიტყვებით _ პირის მიერ იმ უფლებაზე უარის თქმას, არ იქნას დისკრიმინირებული. მაგრამ, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმა, რამდენადაც ასეთი უარი დასაშვებია, გამოხატული უნდა იქნეს ცხადად და ცალსახად, ეყრდნობოდეს ფაქტების სრულ ცოდნას, ანუ, ხორციელდებოდეს ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (იხ. Pfeifer and Plankl v. Austria, 25 თებერვალი, 1992, §§ 37-38, სერია A no. 227) და ყოველგვარი იძულების გარეშე (იხ. Deweer v. Belgium, 27 თებერვალი, 1980, § 51, სერია A, no. 35).
203. მოცემული საქმის გარემოებების გამო, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ბოშა ბავშვების მშობლები, რომლებიც წარმოადგენდნენ დაჩაგრული საზოგადოების წევრებს, და ხშირ შემთხვევაში, გააჩნდათ მცირე განათლება, შეეძლოთ აეწონათ ვითარებისა და მათი თანხმობის თანმდევი შედეგების ყველა ასპექტი. მთავრობამ თავად აღიარა, რომ თანხმობის მიღება ხდებოდა იმ წინასწარ შევსებულ ფორმულარზე ხელმოწერით, რომელიც არ შეიცავდა ინფორმაციას შესაძლებელი ალტერნატივებისა და ჩვეულებრივი და სპეციალური სკოლების სასწავლო პროგრამებს შორის არსებული განსხვავების შესახებ. შიდა ხელისუფლების მიერ არ იყო გატარებული სხვა დამატებითი ღონისძიებები იმისათვის, რომ ბოშა მშობლებისათვის გადაეცათ სრული ინფორმაცია, რაც მათ ესაჭიროებოდათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად და იმ შედეგებზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად, რასაც მათი თანხმობა მოუტანდა მათი შვილების მომავალს. ასევე უდავო იყო ის გარემოება, რომ ბოშა მშობლები იდგნენ ერთგვარი დილემის წინაშე: გაეკეთებინათ არჩევანი ჩვეულებრივი სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ცუდად იყო აღჭურვილი საიმისოდ, რომ მორგებოდა მათი შვილების სოციალურ-კულტურულ განსხვავებულობას და სადაც მათ ემუქრებოდათ უმრავლესობისაგან იზოლაცია; ანდა აერჩიათ სპეციალური სკოლა, სადაც მოსწავლეების უმრავლესობას ბოშები შეადგენდნენ.
204. რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვის ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე (იხ. Nachova and Others, ზემოთ მითითებული, § 145, და Timishev, ზემოთ მითითებული, § 56), დიდი პალატა მიიჩნევს: კიდევაც რომ დავუშვათ, რომ 202-ე პარაგრაფში მითითებული პირობები დაცული იყო, ვერ იქნება გაზიარებული ადამიანის მიერ იმ უფლებაზე უარის თქმა _ არ დაექვემდებაროს რასობრივ დისკრიმინაციას, რამდენადაც იგი ზიანს მიაყენებდა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს (იხ. mutatis mutandis, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, § 73, ECHR 2006‑XII).
(c) დასკვნა
205. როგორც ECRI-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშიდან ირკვევა, ჩეხეთის რესპუბლიკა არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვისაც სხვადასხვაგვარი მოულოდნელი სირთულეები შეექმნა ბოშა ბავშვების სასკოლო სისტემაში ჩართვის საკითხში. სხვა ევროპულ ქვეყნებსაც მსგავსი სირთულეები აქვთ. სასამართლო კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩეხეთის რესპუბლიკა ცდილობს პრობლემის გადაჭრას და გააზრებული აქვს, რომ ისეთი დაჩაგრული ჯგუფების სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცის მიღწევის მცდელობისას, როგორებიც არიან ბოშები, იგი უნდა შეებრძოლოს უამრავ სირთულეს, რომელიც წარმოდგება, მათ შორის, როგორც ამ უმცირესობის კულტურული თავისებურებებიდან, ისე არაბოშა ბავშვების მშობელთა მხრიდან მათდამი სიძულვილის გარკვეული ხარისხიდანაც. როგორც პალატამ მოცემულ საქმის მისაღებობის შესახებ თავის განჩინებაში მიუთითა, არჩევანის გაკეთება ყველასათვის ერთნაირ სკოლას, ზედმიწევნით სპეციალიზებულ სტრუქტურებსა და ერთგვაროვან სტრუქტურებს შორის, რომელთაც სპეციალიზებული სექციები გააჩნდათ, იოლი არ იყო. ეს მოითხოვდა სერიოზულ განხილვასა და კონკურენტული ინტერესების დაბალანსებას. რაც შეეხება სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და დაგეგმვას, ეს უმთავრესად დაკავშირებული იყო მიზანშეწონილობის საკითხებთან, რომელთა შესახებ სასამართლო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. (ix. Valsamis v. Greece, 18 დეკემბერი 1996, § 28, განჩინებათა და გადაწყვეტილებათა ანგარიში, 1996-VI).
206. ამის მიუხედავად, თუ რა მიხედულება გააჩნია ეროვნულ ხელისუფლებას, რომელიც მას ნებას რთავს ჩაერიოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში, ინდივიდთა ხელთ არსებული პროცედურული გარანტიები არსებითია იმის განსაზღვრისას, მოქმედებდა თუ არა მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალი შეფასების მისთვის განკუთვნილ საზღვრებში რეგულაციის შესაბამისი სისტემის დადგენისას (იხ. Buckley v.the United Kingdom, 25 სექტემბერი, 1996, § 76, ანგარიში, 1996‑IV, და Connors, ზემოთ მითითებული, § 83).
207. მოცემულ საქმეში არსებული ფაქტები აჩვენებს, რომ ბოშა ბავშვების სკოლებში გამწესება არ იყო ისეთი გარანტიებით აღჭურვილი (იხ. 28-ე პარაგრაფი), რომელიც უზრუნველყოფდა, რომ განათლების სფეროში შეფასების თავისუფლების განხორციელებისას, სახელმწიფოს მხედველობაში მიეღო დაჩაგრულ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებანი (იხ. mutatis mutandis, Buckley, ზემოთ მითითებული, §76, და Connors, ზემოთ მითითებული, § 84). მოსარჩელეების გამწესება ხდებოდა გონებრივად უნარშეზრუდული ბავშვებისათვის განკუთვნილ სკოლებში, სადაც მოსწავლეები მიჰყვებოდნენ უფრო საბაზისო კურიკულუმს, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლებში ; მოსწავლეები იზოლირებულები იყვნენ ფართო მოსახლეობის წარმომადგენელი მოსწავლეებისაგან. შედეგად, მათ მიიღეს განათლება, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა მათი სირთულეები და შეაფერხა მათი შემდგომი პიროვნული განვითარება, ნაცვლად იმისა, რომ მოეგვარებინა მათი რეალური პრობლემები, დახმარებოდა ჩვეულებრივ სკოლებში ინტეგრაციაში, განევითარებინა მათი ჩვევები, რომელიც მათ გაუადვილებდა მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად ცხოვრებას. მართლაც, ხელისუფლებამ, შეფარვით დაუშვა, რომ სამსახურის შოვნის შესაძლებლობა სპეციალური სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უფრო შეზღუდული ჰქონდათ.
208. ზემოაღნიშნულ გარემოებებში და იმის აღიარებით, რომ ჩეხეთის რსპუბლიკამ განახორციელა ძალისხმევა ბოშა ბავშვების სასაკოლო განათლების საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი ვერ დარწმუნდა, რომ განსხვავებული მოპყრობა ბოშა და არაბოშა ბავშვების მიმართ იყო ობიექტურად და გონივრულად გამართლებული და რომ არსებობდა პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ინტერესით აღნიშნავს, რომ ახალმა კანონმდებლობამ გააუქმა სპეციალური სკოლები და განათლების სპეციფიკური საჭიროებების მქონე, მათ შორის სოციალურად დაჩაგრული ბავშვებისათვის უზრუნველყო უფლება, ესწავლათ ჩვეულებრივ სკოლებში.
209. და ბოლოს, რამდენადაც დადგენილია, რომ შესაბამის დროს მოქმედმა კანონმდებლობამ, როგორადაც იგი იქნა გამოყენებული პრაქტიკაში, გამოიწვია არაპროპორციულად მავნე შედეგი ბოშათა თემისათვის, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა, როგორც ამ თემის წევრებმა, ნამდვილად განიცადეს დისკრიმინაციული მოპყრობა. შესაბამისად, სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია მათი ინდივიდუალური საქმეების განხილვა.
210. შესაბამისად, მოცემულ საქმეში დარღვეულია კონვენციის მე-14 მუხლი No. 1 ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში, თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებაში.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
211. კონვენციის 41-ე მუხლი მიუთითებს:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
212. მოსარჩელეები არ ამტკიცებენ მატერიალური ზიანის არსებობას.
213. ისინი მოითხოვენ, თითოეული - 22, 000 ევროს (EUR), ( ერთობლივად _ EUR 396,000) მორალური ზიანისათვის, მათ შორის, განათლების, ფსიქოლოგიური და ემოციური ზიანისათვის, რომელიც განიცადეს, და მოითხოვენ კომპენსაციას იმ წუხილის, ფრუსტრაციისა და დამცირებისათვის, რომელიც შედეგად მოჰყვა სპეციალურ სკოლებში მათ გამწესებას. მათ ხაზი გაუსვეს ამ დარღვევის შედეგების სერიოზულობას და განგრძობადობას, რომელმაც დააზიანა მათი ცხოვრების ყველა სფერო.
214. მიუთითეს რა შემდეგ გადაწყვეტილებებზე - Broniowski v. Poland ([GC], no. 31443/96, § 189, ECHR 2004‑V) da Hutten-Czapska v. Poland ([GC], no. 35014/97, §§ 235-37, ECHR 2006‑VIII), მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათი უფლებების დარღვევა “არ იყო არც იზოლირებული ინციდენტით გამოწვეული და არც მოვლენათა უჩვეულო თანხვედრის შედეგი. იგი წარმოადგენდა მოქალაქეთა იდენტიფიცირებადი კლასის მიმართ ხელისუფლების ადმინისტრაციული და რეგულარული ქმედების შედეგს”. მათი მოსაზრებების შესაბამისად, გატარებული უნდა ყოფილიყო საერთო ღონისძიებები ეროვნულ დონეზე, ან იმ უამრავ პირთა უფლებების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოსაფხვრელად, ვინც ვითარების შედეგად დაზარალდა, ანდა, შესატყვისი დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
215. მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფსიქოლოგიური ან განათლების მიღების დარგში მიღებული ზიანის თაობაზე მოსარჩელეებს მითითებული ჰქონადათ კონვენციის მე-3 მუხლისა და პირველი ოქმის მე-2 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივრებში ინდივიდუალურად, რომლებიც მიუღებლად ცნო სასამართლომ 2005 წლის 1 მარტის განჩინებით. მათი შეხედულებით, ამის გამო, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი კონვენციის დარღვევასა და ნაგულვებ მორალურ ზიანს შორის. მათივე მითითებით, მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი თანხა ექსცესიური იყო და მხოლოდ კონვენციის დარღვევის აღიარება საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებად უნდა მიჩნეულიყო მოსარჩელეებისათვის.
216. სასამართლო იმეორებს, უწინარესად, რომ კონვენციის 46-ე მუხლის ძალით, კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ემორჩილებიან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომელშიც მხარეს წარმოადგენენ; აღსრულებას კი ზედამხედველობას უწევს მინისტრთა კომიტეტი. Aაქედან გამომდინარებს, მათ შორის, ის, რომ გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლო აღიარებს დარღვევას, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი ვალდებულება, არა მარტო გადაუხადოს მოსარჩელეებს სამართლიანი დაკმაყოფილების გზით მიკუთვნებული თანხა, არამედ შეარჩიოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას დაქვემდებარებული გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა; კერძოდ, შიდა სამართლებრივ სისტემაში მისაღები საერთო ან/და, შესაბამის შემთხვევებში, ინდივიდუალური ღონისძიებები, იმისათვის, რათა აღმოფხვრას სასამართლოს მიერ აღმოჩენილი დარღვევები და, რამდენადაც შესაძლებელია, გამოასწოროს ზიანი. ამასთან, მოპასუხე სახელმწიფოები თავისუფალნი არიან, შეერჩიონ სასუალებები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეასრულებენ სამართლებრივ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვთ კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე, და რომელიც მოითხოვს, რომ ეს საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ დასკვნებს (იხ. Broniowski, ზემოთ მითითებული, §192, და Čonka v. Belgium, no. 51564/99, § 89, ECHR 2002‑I). სასამართლო, ამასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ კანონმდებლობა, რომელიც სადავოდ იყო გამხდარი მოცემულ საქმეში, შეცვლილი იქნა, ხოლო მინისტრთა კომიტეტმა კი ახლახან გამოსცა წევრი სახელმწიფოების მიმართ რეკომენდაციები ევროპაში ბოშა ბავშვების განათლების საკითხებზე (იხ. 54-55-ე პარაგრაფები). შესაბამისად, მას აღარ მიაჩნია მიზანშეწონილად, ამ საკითხზე შემდგომი ყურადღების გამახვილება.
217. სასამართლო ვერ ივარაუდებს, თუ რა შეგეგებს გამოიწვევს მოსარჩელეებისათვის ვითარება, რომლებიც მათ გააპროტესტეს, კერძოდ, სპეციალურ სკოლებში მათი განთავსება. თუმცა, აშკარაა, რომ მათ განიცადეს მორალური ზიანი – კერძოდ, დამცირება და იმედგაცრუება, რაც შედეგად მოჰყვა მათ არაპირდაპირ დისკრიმინაციას, რისი მსხვერპლიც ისინი გახდნენ და რომლისთვისაც მხოლოდ კონვენციის დარღვევის აღიარება არ წარმოადგენს საკმარის მისაგებელს. თუმცა, მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი თანხა ექსცესიურია. ეფუძნება რა სამართლიანობის საწყისებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მორალური ზიანი შეადგენს 4 000 ევროს (EUR 4,000) თოთოეული მოსარჩელისათვის.
B. ხარჯები
218. მოსარჩელეებს არ შეუცვლიათ თავიანთი თავდაპირველი მოთხოვნა, რაც პალატას წარუდგინეს. შესაბამისად, მოთხოვნილი თანხა არ მოიცავს იმ ხარჯებს, რომელიც მათ დიდი პალატის წინაშე პროცედურების გამო გასწიეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნაში მითითებული მთელი თანხა, რომელიც ხელმოწერილია მოსარჩელეთა წარმომადგენლების მხრიდან,შეადგენს 10,737 ევროს (EUR 10,737), რომელიც მოიცავს ჰენრი ჰილიდან ლორდი ლესტერის ჰონორარს _ 2,550 ევროს (EUR 2,550) (1,750 გირვანქა სტერლინგი (GBP)) და ბ-ნი დ. სტრიუპეკის მიერ გაწეულ ხარჯს როგორც შიდა, ისე დიდი პალატის წინაშე პროცედურებში - 8,187 ევროს (EUR 8,187). თუმცა, ლორდი ლესტერის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილია სამართლიანი დაკმაყოფილების შესაბამის თანხის მხედველობაში მიღებით, რაც მის ჰონორარს ზრდის 11,750 გირვანქა სტერლინგამდე (დაახლოებით 17,000 ევრო), დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით 1,750 გირვანქა სტერლინგის ოდენობით 45 საათის პროფესიული საქმიანობისათვის. მოსარჩელეთა სხვა წარმომადგენლები, ბ-ნი ჯ. გოლდსტონი და ბოშათა უფლებების შესახებ ევროპული ცენტრი არ მოითხოვენ თავიანთი ხარჯების ანაზღაურებას.
219. მთავრობამ მიუთითა, რომ გარდა იმ სამართლებრივი დახმარების დეტალური ჩამონათვალისა, რაც ბ-ნმა სტრიუპეკმა გასწია, მას არ ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე ინვოისი, რომლითაც დაამტკიცებდა, რომ მის მიერ სავარაუდოდო გაღებული ხარჯებისა და გაწეული დანახარჯების შესაბამისი თანხა მას ნამდვილად გადაუხადეს მოსარჩელეებმა. მოსარჩელეებს არ გაუკეთებიათ კომენტარი იმ სხვაობის გამო, რაც არსებობდა მათ მიერ მოთხოვნილ სამართლიან დაკმაყოფილებასა და ლორდი ლესტერის მიერ მითითებულ ჰონორარის შესატყვის თანხას შორის. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილი იქნა მისაღებად გამოცხადებული და შესაბამისად, მხოლოს ეს ნაწილი გახდა სასამართლოს განხილვის საგანი. ამიტომ, მათი აზრით, მოსარჩელეებს არ უნდა გადასცემოდათ ხარჯების დასაფარად მთლიანად მოთხოვნილი თანხის გონივრულად თანაზომიერ ნაწილზე, კერძოდ 3000 ევროზე მეტი.
220. სასამართლო იმეორებს, რომ სამართლებრივი ხარჯები მხოლოდ იმ ხარისხით ექვემდებარება ანაზღაურებას, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული აღიარებულ დარღვევასთან (იხ. Beyeler v. Italy (სამართლიანი დაკმაყოფილება ) [GC], no. 33202/96, § 27, 28 მაისი 2002). მოცემულ საქმეში აღიარებულ იქნა მხოლოდ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა პირველი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლორდმა ლესტერმა წარმოადგინა თავისი პროფესიული ჰონორარის დეტალები, რომლებიც ჩაერიცხა ბოშათა უფლებების ევროპულ ცენტრს. ბ-ნმა სტრიუპეკმა წარმოადგინა 172 საათიანი ანგარიში სამართლებრივი მომსახურებისა, რომელიც გასწია, 40 ევროს საათობრივი ნიხრით, რომელსაც უნდა დამატებოდა დამატებითი ღირებულების გადასახადი (VAT) 19%-ის ოდენობით;
ითვალისწინებს რა შესატყვის ფაქტორებსა და სასამართლოს რეგლამენტის 60§2-ე მუხლს, სასამართლო მოსარჩელეებს ერთობლივად ანიჭებს 10 000 ევროს გაწეული ხარჯებისათვის.
C. საურავი (საჯარიმო საპროცენტო სარგებელი)
221. სასამართლო მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის ზღვრული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.
ამ მიზეზთა გამო სასამართლო
1. უარყოფს მთავრობის წინასწარ შეპასუხებას;
2. მიიჩნევს ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ, რომ დარღვეულია კონვენციის მე-14 მუხლი No. 1 ოქმი მე-2 მუხლთან ერთობლიობაში;
3. მიიჩნევს ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ:
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის ვადაში, უნდა გადაუხადოს მოსარჩელეებს შემდეგი თანხები იმ გადასახადთან ერთად, რაც შეიძლება დაექვემდებაროს დაბეგვრას:
(i) თითოეულ მოსარჩელეს 4,000 ევრო (EUR 4,000)(ოთხი ათასი ევრო) მორალური ზიანისათვის, კონვერტირებული ჩეხურ კრონში (Czech korunas) ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით.
(ii) ერთობლივად, ყველა მოსარჩელეს 10,000 ევრო (EUR 10,000) (ათი ათასი ევრო) ხარჯებისათვის, კონვერტირებული ჩეხურ კრონში (Czech korunas), ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით.
(b) რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორებამდე ზემოხსენებულ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება პროცენტები ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის ზღვრული საპროცენტო განაკვეთის ტოლი განაკვეთით, რასაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.
4. უარყოფს ერთხმივად მოსარჩელეთა დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად, და გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2007 წლის 13 ნოემბერს.
მაიკლ ო’ ბოილი ნიკოლას ბრატცა
გამწესრიგებლის მოადგილე პრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის შესაბამისად, შემდეგი განცალკევებული აზრები ერთვის ამ განჩინებას:
(a) მოსამართლე ზუპანჩიჩის გამიჯნული აზრი;
(b) მოსამართლე იუნგვერტის გამიჯნული აზრი;
(c) მოსამართლე ბორეგო ბორეგოს გამიჯნული აზრი;
(d) მოსამართლე სიკუტას გამიჯნული აზრი.
n.b.
m.o’b. .
განცალკევებული აზრები არ არის გადათარგმნილი, მაგრამ არსებობს ინგლისურად გადაწყვეტილების ოფიციალურ ენაზე, რომელიც ხელმისაწვდომია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy