Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N173
2014 წლის აპრილი
დაბი იტალიის წინააღმდეგ (Dhahbi v. Italy)
(საჩივარი- 17120/09)
გადაწყვეტილება, 8 აპრილი, 2014 [მე-2 სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების მინიჭებაზე უარი: დარღვევა
ფაქტები – საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, აპლიკანტი ტუნისელი იყო (შემდეგ მან მიიღო იტალიის მოქალაქეობა). იგი ლეგალურად მუშაობდა იტალიაში და იხდიდა სოციალური უზრუნველყოფის გადასახადს. მომჩივანმა განაცხადი წარადგინა სოციალური დახმარების მიღების შესახებ, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან იგი არ იყო იტალიის მოქალაქე. აპლიკანტმა გაასაჩივრა აღნიშნული უარი, დაეყრდნო რა ევროკავშირსა და ტუნისს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც იტალიის მიერ იყო რატიფიცირებული. სააპელაციო სასამართლოში, მომჩივანი ითხოვდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) წინასწარ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, იძლეოდა თუ არა ხელშეკრულების 65-ე მუხლი ტუნისელი მუშაკისთვის, რომელიც კანონიერად იმყოფებოდა იტალიის ტერიტორიაზე, საოჯახო დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 65-ე მუხლი არ ვრცელდებოდა საოჯახო დახმარებაზე და მხოლოდ იტალიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ ასეთი შეღავათების მოთხოვნა. აპლიკანტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში, კვლავ მოითხოვდა რა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) წინასწარ გადაწყვეტილებას ასოცირების ხელშეკრულების განმარტებისთვის. საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 65-ე მუხლი არ ფარავდა ისეთი ხასიათის სოციალური დახმარების შეღავათებს, როგორიცაა მომჩივნის მიერ მოთხოვნილი საოჯახო დახმარების მიღების უფლება. აქედან გამომდინარე, ტუნისელ მოქალაქეებს არ ჰქონდათ აღნიშნული უფლებამოსილება.
სამართალი – სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა, აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ უთითებდა აპლიკანტის მოთხოვნას წინასწარი გადაწყვეტილების თაობაზე. ევროსასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებაში მითითება არ ყოფილა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) პრეცედენტულ სამართალზე. სტრასბურგის სასამართლომ გაიმეორა ამ სფეროში დადგენილი მიდგომის პრინციპები, რომლის მიხედვით, ეროვნულმა სასამართლოებმა ევროკავშირის სასამართლოს კითხვით უნდა მიმართონ, თუ ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ არ არსებობს შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები; ასევე, ეროვნული სასამართლოები ვალდებულნი არიან, განმარტონ ევროკავშირის სამართლის ინტერპრეტაციის მიზნით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის (CJEU) წინასწარი კითხვით მიმართვაზე უარის თქმის მიზეზები, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული გამონაკლისი წესებიდან გამომდინარე.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 10, 000 ევრო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით; 9,416,05 ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy