დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცენდეტზე No. 165
ივლისი 2013
დინჩი და ჩაკირი თურქეთის წინააღმდეგ - 66066/09
გადაწყვეტილება 9.7.2013 [სექცია II]
მუხლი 5
მუხლი 5-1
კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება
წინასწარი დაკავების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში არასრულწლოვნის უკანონო დაკითხვა პოლიციის იზოლატორში არ წარმოადგენს სერიოზულ და აშკარა უთანასწორობას:
დაუშვებელი ფაქტები– 2009 წელს პოლიციას ანონიმური ზარის მეშვეობით შეატყობინეს, რომ 5 პირი - მომჩივნების ჩათვლით, რომლებიც იმ დროს იყვნენ არასრულწლოვნები - აკეთებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს. იმავე დღეს მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს ერთ-ერთ მაღაზიასა და მანქანაში. ოთხი ადამიანი - მომჩივნების ჩათვლით - დააკავეს და გადაიყვანეს იზოლატორში. დაკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციას, რომელსაც სურდა, მოეხდინა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, არ შეეძლო ჩვენებების აღება მომჩივნებისგან, რადგან ისინი იყვნენ არასრულწლოვნები. თუმცა, ერთ-ერთი მომჩივნისა და სხვა ეჭვმიტანილისგან, ფ.გ.-სგან აიღეს ჩვენება, „გასაუბრებების’’ განმავლობაში. ფ.გ.-მ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალიდან იცნო ერთ-ერთი მომჩივანი და პროკურორისთვის მიცემულ ჩვენებებში დაადანაშაულა მომჩივნები, რომლებიც იყვნენ დაკავებულნი და ელოდნენ სასამართლო პროცესის დასრულებას. 2010 წლის აპრილში ისინი დამნაშავედ ცნეს მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში და თითოეულს მიუსაჯეს 7 წელი, 4 თვე და 20 დღე თავისუფლების აღკვეთა. წინასწარ პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით, ისინი გაათავისუფლეს. მათი წინასწარი პატიმრობის დროს - დაახლოებით ერთი წელი და ორი თვე - მათი დაკავება ავტომატურად გადაიხედებოდა ხოლმე რეგულარული ინტერვალებით.
სამართალი –მუხლი 5 § 1: მომჩივნები დააკავეს მოლოტოვის კოქტეილის სროლის ეჭვის საფუძველზე. საგამოძიებო სტრუქტურებს ჰქონდათ მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მატერიალური სამხილი. მას შემდეგ, რაც მომჩივნები გადაიყვანეს პოლიციის იზოლატორში, განათავსეს წინასწარი დაპატიმრების საკანში, შემდეგ დაიწყო მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა და ცნობილ იქნენ დამნაშავედ მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში. შესაბამისად, შეიძლება მიჩნეულიყო, რომ მომჩივნებიდააკავეს გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ მათ ჩაიდინიეს სისხლისსამართლებრივი დანაშაული კონვენციის მე-5(1) მუხლის მნიშვნელობით.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მომჩივანი დაიკითხა მაშინ, როცა იმყოფებოდა პოლიციის იზოლატორში, რომელიც მკაცრად რომ ვთქვათ, არ იყო გათვალისწინებული თურქული სამართლის მიხედვით, არ არსებობდა სამხილი, რომელიც დაადასტურებდა რომ პოლიცია მოქმედებდა პროკურორის მითითებებით. მაგრამ პოლიციამ ჩაიდინა პროცედურული დარღვევები. ვინაიდან ეს მოხდა პირველი მომჩივანის დაკავების შემდეგ, ეს დარღვევა არ ქმნის ეჭვს სავარაუდო მიზეზების არსებობაზე, რომელთა გამოც დააკავეს მომჩივანი და დატოვეს იზოლატორში. ეს კვლავ უნდა განვიხილოთ იმ კუთხით, მიადგა თუ არა ჩრდილი ბრძანების კანონიერებას, რომლითაც აპლიკანტები მოთავსდნენ წინასწარ პატიმრობაში მათი დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში. იმისათვის რომ განისაზღვროს, იყო თუ არა დაკავების ბრძანება ხარვეზიანი „სერიოზული და აშკარა დარღვევით’’, რომელსაც შეეძლო ბათილად ეცნო ის ex facie, და სწორედ ამით გაეხადა შედეგობრივი დაკავება უკანონო, საქმის ყველა გარემოება უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული. უპირველესად უნდა აღნიშნოს, რომ ეს საქმე განსხვავდება სხვა საქმეებისაგან, რომელიც ეხება დარღვევას, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, შეუფარდონ რომელიმე ადამიანს წინასწარი პატიმრობა. წინამდებარე საქმეში, მოსამართლემ, რომელმაც ბრძანა მომჩივნების დაკავება, ჰქონდა კიდეც ამისი უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც მოუსმინეს მომჩივნებს, რომელთაც დახმარებას უწევდა იურისტი, მოსამართლემ გადაწყვიტა, შეეფარდებინა მათთვის წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით და დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. თავის განკარგულებაში, რომელიც ეფუძნებოდა ფაქტებს, მან მიიჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის საბაზისო საფუძვლები შესრულდებოდა - კერძოდ, დამაჯერებელი მიზეზების არსებობა, რომელიც ბადებს ეჭვს, რომ მომჩივნებმა ისროლეს მოლოტოვის კოქტეილი - შესრულებული იყო. სამხილის სიძლიერისათვის, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ბრძანა წინასწარი პატიმრობა, პირველი მომჩივნის გასაუბრების ჩანაწერს შეიცავდა გამოძიების ფაილი. როდესაც მას კითხვადნენ, მოსამართლემ ჰკითხა მას ოქმის შემადგენლობის შესახებ. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივნეს მიესაჯათ წინასწარი პატიმრობა, შეიძლება დაფუძნებოდა გასაუბრებას, რომელიც განხორციელდა პოლიციის იზოლატორში.
მოსამართლეს ასევე ჰქონდა სხვა სამხილი, რომელიც აძლევდა მას საკმარის საფუძველს, დაეჯერებინა, რომ მომჩივნებმა ჩაიდინეს დანაშაული, რომელსაც მათ აბრალებდნენ. გარდა ამისა, ისინი არ დაობდნენ, რომ გასაუბრების ოქმი იყო გადამწყვეტი, რათა მიეღოთ წინასწარი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბრძანება, რომ დაეკავებინათ ისინი, არ იყო სერიოზულად და აშკარად ხარვეზიანი და შესაბამისად ბათილი და ძალადაკარგული. საბოლოოდ, მომჩივნების დაკავება არ იყო თვითნებური. ყველა პროცედურული ნორმები, რომელიც დაკავშირებულია მათ დაკავებასთან და პატიმრობასთან, გარდა პოლიციაში გასაუბრებისა, იყო დაცული. პოლიცია მოქმედებდა პროკურორის ბრძანების მიხედვით, როცა მათ ჩაატარეს ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკა, დააკავეს ისინი და მოათავსეს იზოლატორში. შედგა მათი დაკავებისა და იზოლატორში მოთავსების ოფიციალური ოქმები, შემდეგ შეატყობინეს მათ წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ და ასევე მათი, როგორც ეჭვმიტანილების უფლებების შესახებ, და ასევე ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება. როდესაც დასრულდა მათი პოლიციის იზოლატორში ყოფნა - მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ - მომჩივნები წაიყვანეს პროკურატურაში, ხოლო შემდეგ წარადგინეს მოსამართლის წინაშე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ისინი უნდა დაქვემდებარებოდნენ წინასწარ პატიმრობას. მან ასევე დაადგინა, რომ საჩივრის ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელი იყო.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
სასამართლომ დაადგინა მე-5(3) მუხლის დარღვევა.
მუხლი 41: 1,200 ევრო თითოეულ მომჩივანს, როგორც არამატერიალური ზიანი; მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით საჩივარი უარყოფილ იქნა.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy