© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
გადაწყვეტილება საქმეზე დვორსკი ხორვატიის წინააღმდეგ
(საჩივარი no. 25703/11)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
20 ოქტომბერი 2015
ეს გადაწყვეტილება იქცევა საბოლოოდ და ის შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე დვორკსი ხორვატიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი,,
ჯოზეფ კასადევალი,,
გუიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
ბოჟან მ ზუპანჩიჩი,,
იან შიკუტა ,
პაივი ჰირველა,
ლუის ლოპეზ გუერა,
ზდრავკა კალაჯიევა,
პაოლო პინტო დე ალბაკურკი,
ჰელენ კელერი,,
პოლ მაჰონი,
იოანეს სილვისი,
ვალერიო გრიჩო,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
ქსენია ტურკოვიჩი,
ჯონ ფრედერიკ ქობრო, მოსამართლეები,
და ლოურენს ერლი, იურისკონსლუტი ,
განმარტოებით ითათბირა, 21 იანვარს და 26 აგვისტოს 2015,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (no. 25703/11) ხორვატიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა ხორვატიის მოქალაქის ბ-ნი ივან დვორსკის მიერ („მომჩივანი“) 2011 წლის 16 აპრილს.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი ს. მაროშევაკ ჩაპკო, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებდა რიჯეკაში. ხორვატიის სახელმწიფო („სახელწმიფო“) წარმოდგენილი იყო მისი წარმომადგენლის ქ-ნი ს. სტაზნიკის მიერ.
3. მომჩივანი აცხადებდა, რომ მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ვინაიდან მას არ მიეცა საშუალება წარმოდგენილი ყოფილიყო საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატით პოლიციის დაკითხვის ეტაპზე და მამხილებელი განცხადებები, რომელიც მან გააკეთა გამოყენებული იყო მის მიმართ ბრალის წასაყენებლად.
4. საჩივარი გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 52 § 1). 2011 წლის 18 ივნისს პირველი სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოსთვის საჩივრის მიღების თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა 2011 წლის 28 ივნისს. 2013 წლის 5 ნოემბერს ამ სექციის პალატამ, რომელიც შედგებოდა იზაბელა ბეროსგან, პრეზიდენტი, მირჯანა ლაზაროვკა-ტრაიკოვსკა, ჯულია ლაფრანკი, ლინის-ალექსანდრე სიციალონო, ერიკ მოსე, ქსენია ტურკოვიჩი და დიმიტრი დედოვისგან, მოსამართლეები და შორენ ნილსონი, სხდომის გამწესრიგებელი, მიიღეს გადაწყვეტილება. მათ ერთხმად გადაწყვიტეს რომ საჩივარი დასაშვები იყო კონვენციის მე-6-ე მუხლით და საჩივრის დანარჩენი ნაწილი დაუშვებლად სცნეს. მათ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ კონვენციის მე-6-ე მუხლის §1 არ დარღვეულა და ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება მოსამართლეების ბერო და ლაფრანკი თან ერთვოდა გადაწყვეტილებას.
5. 2014 წლის 21 თებერვალს მომჩივანმა მოითხოვა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად. დიდმა პალატამ დააკმაყოფილა მოთხოვნა 2014 წლის 14 აპრილს.
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26- ე მუხლის §§ 4 და 5-ის შესაბამისად და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
7. მოსამართლე იშილ კარაკაშს აეკრძალა საქმის განხილვაში მონაწილეობა და იგი ჩაანაცვლა მოსამართლე ჟან შიკუტამ (მუხლი 28).
8. მომჩივანმა და სახელმწიფომ წარმოადგინეს წერილობითი პოზიციები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 59 § 1).
9. საქმის განხილვა იყო საჯარო ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2015 წლის 21 იანვარი (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ :
(a) სახელმწიფოს სახელით
ქ-ნიშ. სტაჟნიკი,წარმომადგენელი,
ქ-ნინ. კატიჩ,
ქ-ნიმ. ბრიშკი,
ქ-ნის. რაგუზი,
ბ-ნიზ. ბუდიმირი,მრჩევლები,
(b) მომჩივანის სახელით
ქ-ნის. მაროშევაკ-ჩაპიკო ,ადვოკატი.
სასამართლომ მოისმინა ქ-ნი მაროშევაკ-ჩაპიკოს და ქ-ნი სტაჟნიკის მიმართვები, ასევე მათი პასუხები შეკითხვებზე რომელიც დასვეს მოსამართლეებმა გრიტკომ, ლოპეზ გუერა, ვეჰაბოვიჩმა, ჰირველამ, პინტო დე ალაკურკმა, ზუპანჩი კალაჯიევმა და შიკუტამ.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
10. მომჩივანი დაიბადა 1986 წელს და ცხოვრობს რიჯეკაში.
A. საქმის მიმოხილვა
11. 2007 წლის 13 მარტს დაახლოებით ღამის 2 საათიდან 3:30-მდე სამი მკვლელობა, შეიარაღებული ყაჩაღობა და ცეცხლის წაკიდება განხორციელდა ვეზიჩაში, რომელიც არის ქალაქ რიჯეკას ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი.
12. მოგვიანებით იმავე დღეს, რამდენიმე ადამიანი ვეზიჩადან დაკითხვისთვის მიიყვანეს რიჯეკას პრიმორსკო-გორანსკას პოლიციის მესამე განყოფილებაში (Policijska uprava Primorsko-goranska, Treća policijska postaja Rijeka; შემდეგში “რიჯეკას პოლიციის განყოფილება”).
13. დაახლოებით პირველ საათზე იმავე დღეს, მომჩივანი მიიყვანეს რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისთვის. დნმ ანალიზისთვის მას აუღეს სისხლის ნიმუში და პოლიციამ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი ბინა და მობილური ტელეფონი და ამოიღო მისი პირადი ნივთების გარკვეული ნაწილი.
14. მომჩივანის ფორმალურად დაკავებამდე, 2007 წლის 14 მარტს, 9 საათსა და 50 წუთზე გადაიყვანეს რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში ზემოთ ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
B. მომჩივანის დაკითხვა პოლიციის მიერ 2007 წლის 14 მარტს
1. მომჩივანის ვერსია მომხდარ მოვლენებზე
15. მომჩივანი აცხადებდა, რომ 2007 წლის 14 მარტს დაახლოებით დილის 10:40 საათზე მისი დედა რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიაში დაუკავშირდა ადვოკატს გ.მ-ს და სთხოვა მომჩივანის ინტერსების დაცვა. გ.მ. გამოცხადდა რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში დილის 10:45 საათზე, მაგრამ პოლიციის ოფიცრებმა მას არ მისცეს საშუალება შეხვედროდა მომჩივანს. გ.მ დარჩა რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში შუადღემდე. მას სურდა სისხლის სამართლის სარჩელი შეეტანა უცნობი პირის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და ჩვენების ძალით მიცემის ფაქტზე, მაგრამ პოლიციის ოფიცრებმა უარი განაცხადეს მისი საჩივრის დარეგისტრირებაზე რადგან მას არ ჰქონდა მინდობილობა და გააძევეს პოლიციის დეპარტამენტიდან. გ.მ-მ დაუყოვნებლივ აცნობა ინციდენტის შესახებ რიჯეკას ოლქის პროკურორის მოადგილეებს დ.კ და ი.ბ და მათ ამის შესახებ ჩანაწერი გააკეთეს საქმის მასალებში. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ასეცე მიეწოდა რიჯეკას სასამართლოს.
16. დაახლოებით შუადღის 1:30 საათზე მომჩივანის მამამ ხელი მოაწერა მინდობილობას გ.მ-ს სასარგებლოდ და მიანიჭა მას უფლება დაეცვა მისი შვილის ინტერსები. შემდეგ სტაჟიორმა ბ.პ-მ სცადა პოლიციისთვის მინდობილობის ჩაბარება, მაგრამ იგი უარით გაისტუმრეს.
17. იმავე დღეს დაახლოებით შუადღის 3-3:30 საათზე გ.მ-მ ისევ სცადა მომჩივანთან დაკავშირება რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში რაზეც უარი მიიღო.
18. დაახლოებით 3:30 საათზე გ.მ-მ ზემოთ ხსენებული მოვლენების შესახებ შეატყობინა პრიმორსკო-გორანსკას პოლიციის განყოფილებაში ბ-ნ ვ-ს, რომელმაც ჩაინიშნა მათი საუბრის თაობაზე.
19. პოლიციას მომჩივანისთვის არცერთხელ არ შეუტყობინებია რომ გ.მ. დაიქირავა მისმა ოჯახმა და რომ იგი რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში მოვიდა.
20. მომჩივანი აცხადებდა, რომ მან პოლიციის ოფიცრებს რამდენჯერმე სთხოვა რომ დაეძახათ გ.მ-თვის მაგრამ პასუხი ამაზე იყო რომ, მათ სცადეს მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ გ.მ-ს.
2. სახელმწიფოს ვერსია მომხდარ მოვლენებზე
21. სახელმწიფოს აზრით 2007 წლის 14 მარტს საღამოს 6 საათზე მომჩივანმა განაცხადა თანხმობა მისი ინტერსები დაეცვა ადვოკატ მ.რ-ს, რომელიც პრიმორსკო-გორანსკას პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი იყო. იგი გამოცხადდა რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით საღამოს 7:45 საათზე. სახელმწიფო აცხადებს, რომ მომჩივანმა ადვოკატი აირჩია რიჯეკას ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა რეესტრიდან, რომელიც მას წარუდგინა პოლიციამ და დაკითხვა დაიწყო საღამოს 8 საათსა და 10 წუთზე. მომჩივანის დაკითხვის ოქმის შესაბამისად, პოლიციამ მას გააცნო უფლებები - არ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და რომ მას ჰქონდა დუმილის უფლება და მან ნათლად დაადასტურა რომ მისი ადვოკატი იყო მ.რ.
3. ამონარიდი მომჩივანის დაკითხვის ოქმიდან
22. შესაბამისი ამონარიდი მომჩივანის პოლიციის მიერ დაკითხვის ოქმიდან, რომელსაც ახორციელებდნენ ოფიცრები თ.კ და ზ.ნ 2007 წლის 14 მარტს, რომელიც დაიწყო საღამოს 8:10 საათზე და დასრულდა საღამოს 11 საათზე:
“მე შემატყობინეს დაკავების მიზეზები, სისხლის სამართლის დანაშაული რომლის ჩადენაც მედება ბრალად, გამაცნეს ჩემი უფლებები, უფლება არ გავცე პასუხი დასმულ შეკითხვებს, უფლება მყავდეს კანონიერი წარმომადგენელი და ასევე უფლება ჩემი დაკავების შესახებ ინფორმირებული იყოს ჩემი ოჯახის წევრი. მე ავირჩიე და მივეცი მინდობილობა ადვოკატ მ.რ-ს იყოს ჩემი დამცველი და წარმოადგინოს ჩემი ინტერესები ამ პროცედურების დროს, და მე მას პირადად გავესაუბრე. ადვოკატთან [მ.რ] კონსულტაციის შემდეგ მე გადავწყვიტე წარმოვადგინო ჩემი მტკიცებულება...”
შემდეგ ჩანაწერების მიხედვით მომჩივანი დეტალურად აღწერს შესაბამის მოვლენებს, რომელიც მის მიმართ წაყენებულ ბრალს ეხება: მან აღიარა, რომ 2007 წლის 13 მარტის ღამეს ლ.ო-თან და რ.ლ-თან ერთად იგი მივიდა დ.ვ-ს ბინაში ვეჟიჩაში, სადაც მან გარკვეული თანხა აიღო დ.ვ-გან და შემდეგ ესროლა და მოკლა იგი, მისი მეგობარი გოგონა და მისი მამა. შემდეგ ბინას წაუკიდა ცეცხლი იმისათვის, რომ გაენადგურებინა მისი ბინაში ყოფნის ნებისმიერი მტკიცებულება. მან ასევე განცხადა რომ იგი დაპირდა ლ.ო-ს და რ.ლ-ს რომ ის საკუთარ თავზე აიღებდა დანაშაულს დაპატიმრების შემთხვევაში.
ჩვენების ბოლოს ნათქვამია:
“მე არ მაქვს არანაირი აბსტინენტური სინდრომი ან სხვა სახის რაიმე კრიზისი. მე ნებაყოფლობით გავეცი ჩემზე მტკიცებულება ჩემი ადვოკატის და ოლქის პროკურორის თანდასწრებით. მე წავიკითხე სრულად ჩემი ჩვენება და ვადასტურებ მას ხელმოწერით.”
ჩვენების ყველა გვერდზე არის მომჩივანის ხელმოწერა.
C. დაკითხვა გამომძიებელი მოსამართლის მიერ 2007 წლის 15 მარტს 1:15 საათზე
23. მომჩივანის დაკითხვის წერილობითი ოქმის შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ:
“სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალებში არის მომჩივანის დაკითხვის ოქმი ადვოკატ მ.რ-ს თანდასწრებით და ასევე მინდობილობა გაცემული მშობლების მიერ ადვოკატ გ.მ-ს სახელზე, რაზეც მომჩივანმა უპასუხა:
‘მე მოვაწერ ხელს რიჯეკადან ადვოკატის გ.მ-ს მინდობილობას, რითაც მე გავაუქმებ მ.რ-თვის მიცემულ მინდობილობას“
...
დამცველის შეკითხვაზე, მან დაიქირავა თუ არა ადვოკატი [მ.რ]; ეჭვმიტანილი პასუხობს:
‘არა, მე არ დამიქირავებია იგი. მე კონკრეტულად ვთხოვე პოლიციის ოფიცერს რომ სურვილი მქონდა, ჩემი ინტერსები დაეცვა გ.მ-ს“
მე არ ვიცი არაფერი გ.მ-ს პოლიციის განყოფილებაში მოსვლის შესახებ.’
...
დამცველის დამატებით შეკითხვაზე იმყოფებოდა თუ არა იგი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ეჭვმიტანილმა გასცა შემდეგი პასუხი:
‘მე ვიყავი ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის ქვეშ.’
...”
24. 2007 წლის 16 მარტს გ.მ-მ მიმართა გამომძიებელ მოსამართლეს და მოითხოვა რიჯეკას ოლქის პროკურორის და მისი ყველა მოადგილის საქმიდან ჩამოცილება. გამომძიებელმა მოსამართლემ მოთხოვნა გააგზავნა რიჯეკას ოლქის პროკურატურაში, მოთხოვნის შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ:
“დაახლოებით ნახევარი საათის წინ, დამცველმა შეიტყო რომ რიჯეკას ოლქის პროკურორი დ.ჰ ესწრებოდა ივან დვორსკის ეჭვმიტანილად დაკითხვას პოლიციის ოფიცრების მიერ რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში 2007 წლის 14 მარტს დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ადვოკატ მ.რ-ს თანდასწრებით.
იმავე დღეს დაახლოებით დილის 10:40 საათზე ივან დვორსკის დედა ლ.დ-მ, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში, დაუკავშირდა [გ.მ]-ს და სთხოვა მისი შვილის ივანის ინტერესების დაცვა, რომელსაც ბრალად ედებოდა მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. დაახლოებით დილის 10:45 საათზე [გ.მ] მივიდა რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ პოლიციის ოფიცრებმა მას უარი უთხრეს ივან დვორსკისთან შეხვედრის მოთხოვნაზე და არც ივან დვორსკის შეატყობინეს, რომ მისმა დედამ დაიქირავა ადვოკატი. [გ.მ] რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში დარჩა შუადღის 12 საათამდე. მას სურდა მისთვის უცნობი ადამიანის წინააღმდეგ შეეტანა საჩივარი თანამდებობის ბოროტად გამოყენების და ჩვენების უკანონოდ მიღების საფუძვლით, მაგრამ პოლიციის ოფიცრებმა უარი განაცხადეს მისი საჩივრის მიღებაზე, ვინაიდან მას არ ჰქონდა მინდობილობა და იგი გააძევეს პოლიციის განყოფილებიდან. [გ.მ]-მ დაუყოვნებლივ შეატყობინა რიჯეკას პროკურორის მოადგილეებს დ.კ-ს და ი.ბ-ს ინციდენტის თაობაზე და მათ შესაბამისი ჩანაწერი გააკეთეს ინციდენტის თაობაზე საქმის მასალებში.
დაახლოებით შუადღის 12:30 საათზე რიჯეკას პროკურორმა უკვე იცოდა, რომ [გ.მ] დაიქირავა [ივან დვორსკის] დედამ და მას არ შეეძლო საკუთარ კლიენტთან დაკავშირება.
რიჯეკას საოლქო სასამართლო ასევე ინფორმირებული იყო დაუყოვნებლივ.
დაახლოებით 1:30 საათზე ივან დვორსკის მამამ ხელი მოაწერა მისი შვილის დამცველის მინდობილობას. სტაჟიორმა ბ.პ-მ სცადა მინდობილობის პოლიციის განყოფილებაში ჩაბარება მაგრამ მას უთხრეს „გაეთრიე მინდობილობასთან ერთდ“ და შესაბამისად მან ვერ შეძლო მინდობილობის ჩაბარება.
დაახლოებით 3-დან 3:30 საათამდე დამცველმა გ.მ-მ კიდევ ერთხელ სცადა საკუთარ კლიენტთან დაკავშირება რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში მაგრამ უშედეგოდ. ბრალდებულისთვის კი არცერთ ეტაპზე არ უთქვამთ, რომ მისმა ოჯახმა აუყვანა დამცველი, რომელიც რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში იყო მოსული.
დაახლოებით 3:30 საათზე [გ.მ]-მ შეატყობინა პრიმორსკო-გორანსკას პოლიციის განყოფილების უფროსს ბ-ნ ვ-ს, რომელმაც ოფიციალური ჩანაწერი გააკეთა მათი საუბრის თაობაზე. განსასჯელი არ ყოფილა ინფორმირებული, რომ მას აუყვანეს დამცველი და არც ის უკითხავთ სურდა თუ არა რომ მისი წარმომადგენელი ყოფილიყო ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი.
ამის გარდა, მას შემდეგ რაც იგი მიიყვანეს რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში [ივან დვორსკიმ] რამდენჯერმე იკითხა და ითხოვა გ.მ-თან შეხვედრა, მაგრამ პოლიციის ოფიცრებმა მას უპასუხეს, რომ ისინი ცდილობენ მასთან დაკავშირებას მაგრამ უშედეგოდ. როდესაც იგი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს განსასჯელისგან აიღეს სისხლის ნიმუშები. ანალიზის შედეგად დამტკიცდა რომ მის სისხლში მაღალი ოდენობით იყო ნარკოტიკი და ალკოჰოლი.
2007 წლის 13 მარტს 1 საათიდან 2007 წლის 14 მარტის დაახლოებით 7 საათამდე (დროის ეს ინტერვალი მხოლოდ გ.მ-თვის არის ცნობილი არაფორმალური წყაროებით, ვინაიდან მისთვის რიჯეკას ოლქის პროკურატურის საქმის მასალები არ იყო ხელმისაწვდომი) განსასჯელს არ აჭამეს საჭმელი.
ნათელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ფაქტი ცნობილი იყო რიჯეკას პროკურორისთვის დ.ჰ, იგი არ დაეთანხმა მათ და დაესწრო რა დაკითხვის პროცესს დართო ნება დაკითხვის იმ ადვოკატის თანდასწრებით [რომელიც არც განსასჯელის მოთხოვნით] და არც მისი ოჯახის წევრების მიერ იყო არჩეული. ეს კი ნიშნავს აღიარების უკანონო მიღებას, რაც არღვევს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 § 8 განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რიჯეკას პროკურორმა 2007 წლის 14 მარტს 12:30 საათიდან უკვე იცოდა თუ ვინ იყო [მომჩივანის მიერ არჩეული] დამცველი.
იმავე დღეს [გ.მ] გააგზავნა მინდობილობა პრიმორსკო-გორანსკას პოლიციის დეპარტამენტში და ასევე წერილობითი საჩივარი წარადგინა ხორვატიის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, ხორვატიის რესპუბლიკის მთავარ პროკურორთან, რიჯეკას ოლქის პროკურატურაში, ხორვატიის ადვოკატთა ასოციაციაში, იუსტიციის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრიმორსკო-გორანსკას პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან და რიჯეკას საოლქო სასამართლოში. ...”
D. გამოძიება
25. 2007 წლის 16 მარტს დაიწყო გამოძიება მომჩივანთან, ლ.ო და რ.ლ-თან დაკავშირებით ეჭვით რომ მათ ჩაიდინეს სამი მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში და გააჩინეს ხანძარი ვეჟიჩაში 2007 წლის 13 მარტს.
26.2007 წლის 23 მარტს ხორვატიის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა (Glavni državni odvjetnik Republike Hrvatske) არ დააკმაყოფილა გ.მ-ს მოთხოვნა საქმიდან ჩამოცილებული ყოფილიყო რიჯეკას ოლქის პროკურორი იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა მისი საქმიდან დისკვალიფიკაციის საფუძვლები. შესაბამის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
“... რიჯეკას ოლქის პროკურორის დ.ჰ-ს განცხადება იქნა მოპოვებული.
რიჯეკას ოლქის პროკურორი მის განცხადებაში ამბობს, რომ 2007 წლის 14 მარტს, დაახლოებით დილის 10 საათზე იგი იმყოფებოდა რიჯეკას პოლიციის მესამე განყოფილების ტერიტორიაზე მის კოლეგებთან ი.ბ-თან ერთად, სადაც მათ შეიტყვეს ამ გზით მოპოვებული მტკიცებულების თაობაზე და ყველა სხვა მტკიცებულებაზე, რომელიც უნდა მოეპოვებინათ ამ საქმესთან დაკავშირებით. იგი საოლქო პროკურატურაში დაბრუნდა დაახლოებით შუადღის 1 საათზე, როდესაც მოადგილეებმა დ.კ-მ და ი.ბ-მ მას შეატყობინეს, რომ ადვოკატი გ.მ მოსული იყო საოლქო პროკურატურის შენობაში და საჩივარი შემოიტანა რიჯეკას პოლიციის მესამე განყოფილების პოლიციის ოფიცრების ქმედებასთან დაკავშირებით, რომლითაც მათ შეუზღუდეს მას საკუთარ კლიენტთან ივან დვორსკისთან შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მას ივან დვორსკის დედისგან ჰქონდა ზეპირი უფლებამოსილება [დედამ დაურეკა იტალიიდან] მინიჭებული წარმოედგინა მისი შვილის ინტერსები. ადვოკატს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება მისი საქმეში ადვოკატის ჩართვის თაობაზე ოჯახის მხრიდან და არც ივან დვორკსის დედასთან სატელეფონო საუბრის მტკიცებულება. მან ვერ შეძლო ეჭვმიტანილის მამასთან დაკავშირება ვინაიდან მას ფიქსირებული მისამართი არ ჰქონდა.
დაახლოებით საღამოს 5 საათზე [დ.ჰ] დაბრუნდა რიჯეკას პოლიციის მესამე განყოფილებაში ამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც პრიმორკო-გორანსკას პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა უთხრა მას, რომ ეჭვმიტანილ ივან დვორსკის ჰქონდა სურვილი მიეცა ჩვენება საკუთარი ადვოკატის მ.რ-ს თანდასწრებით და შეთანხმებული იყო, რომ დაკითხვა დაიწყებოდა საღამოს 7 საათზე. მ.რ პოლიციის მესამე განყოფილებაში გამოცხადდა საღამოს 6:40 საათზე და ისინი ერთად შევიდნენ ოთახში, სადაც ეჭვმიტანილი ივან დვორსკი იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს ეჭვმიტანილმა მინდობილობა წარმომადგენლობაზე გასცა და ხელი მოაწერა [მ.რ] სასარგებლოდ და დასთანხმდა, რომ [მ.რ] დაესწრებოდა მის დაკითხვას პოლიციის განყოფილებაში. ამის შემდეგ მ.რ-ს მოთხოვნის საფუძველზე ეჭვმიტანილს ჰქონდა საშუალება პირადად გასაუბრებოდა საკუთარ ადვოკატს. ათი წუთის შემდეგ ყველანი ცალკე ოთახში გადავიდნენ, სადაც ეჭვმიტანილმა საკუთარი ადვოკატის თანდასწრებით, ოლქის პროკურორის, პოლიციის ორი ინსპექტორის და მბეჭდავის თანდასწრებით საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, რომელიც წერილობით ჩაიწერა და ეს ყველაფერი დაახლოებით სამ საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ მათ ყველამ მოაწერეს ხელი [დაკითხვის] წერილობით ოქმს და მან ოთახი დატოვა ადვოკატ მ.რ-თან ერთად.
...”
27. 2007 წლის 6 მარტს რიჯეკას ოლქის პროკურორმა არ დააკმაყოფილა მისი მოადგილეების საქმიდან ჩამოცილების თაობაზე მოთხოვნა იმავე საფუძვლით.
“რიჯეკას ოლქის პროკურორის მოადგილე ი.ბ, ამბობს, რომ მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ივან დვორსკის პოლიციის მიერ დაკითხვის პროცესში, და რომ მისთვის არც კი იყო ცნობილი სამართალწარმოების ამ ეტაპის შესახებ და მან არ იცოდა ივან დვორსკის წარმომადგენლობის შესახებ არაფერი, არც ის ადვოკატი პოლიციაში დაკითხვის ეტაპზე არჩეული იყო მის მიერ პირადად თუ არა. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ 2007 წლის 14 მარტს ადვოკატი გ.მ მოვიდა რიჯეკას საოლქო პროკურატურაში, სადაც იგი მას შეხვდა. მან პრეტენზია გამოთქვა ადვოკატის არჩევაზე ივან დვორსკის საქმესთან დაკავშირებით. მან თქვა რომ ის იყო ივან დვორსკის ადვოკატი, მას წარმომადგენლის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა დვორსკის დედის მიერ სატელეფონო საუბრის შედეგად, რაც მისი [ი.ბ-ს] აზრით შესაძლოა არ წარმოადგენდეს კანონიერ მინდობილობას. ...
რიჯეკას საოლქო პროკურორის მოადგილეების დ.კ და ი.ბ-ს განცხადებები ამტკიცებს, რომ ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მათ ჰქონდათ პოლიციის ოფიცრების ქცევასთან დაკავშირებით მოდიოდა ადვოკატი გ.მ-დან. . ., რომელსაც სურდა საჩივრის შეტანა პოლიციის ოფიცრების ქცევასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მისცეს საშუალება ივან დვორსკის საკუთარი სურვილით აერჩია ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავდა. ... დ.კ-მ შეადგინა ოფიციალური შეტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებით და წარუდგინა ის გ.მ-ს. რიჯეკას ოლქის პროკურორის მოადგილეების დ.კ და ი.ბ-ს განცხადებაში ჩანს, რომ [გ.მ] ახსენებს მინდობილობას, რომელიც მას მიანიჭა ივან დვორსკის დედამ, რომელიც იტალიაში ცხოვრობდა და ვისთანაც გ.მ-მ ისაუბრა ტელეფონზე. მოადგილეებმა მას უთხრეს, რომ ტელეფონით გაცემული მინდობილობა არ იქნებოდა მიჩნეული სანდოდ. მათთვის არ იყო ცნობილი ადვოკატის სხვა მოქმედებების შესახებ, არც ის რომ მან ივან დვორსკის მამისგან მიიღო მინდობილობა ...”
28. 2007 წლის 28 მარტს გ.მ.-მ შეატყობინა რიჯეკას საოლქო სასამართლოს, რომ ის აღარ წარმოადგენდა მომჩივანს და 2007 წლის 30 მარტს რიჯეკას საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ დანიშნა იურიდიული დახმარების ადვოკატი , ს. მაროშევაჩ-კაპკო, მომჩივანის ინტერესების წარმომადგენლად.
29. გამოძიების პროცესში მტკიცებულება მიღებული იყო სხვადასხვა მოწმეებიდან, ასევე შეიქმნა დანაშაულის ადგილის დათვალიერების ოქმი და განხორციელდა ამოღება და ჩხრეკა, ასევე სამედიცინო, ხანძრის და ბალისტიკური ექსპერტული დასკვნები იქნა მოპოვებული გამომძიებელი მოსამართლის მიერ.
E. საბრალდებო პროცედურები
30. 2007 წლის 12 ივლისს რიჯეკას საოლქო პროკურატურამ ბრალი წაუყენა მომჩივანს, ლ.ო-ს და რ.ლ-ს რიჯეკას საოლქო სასამართლოში მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენისთვის და ხანძრის გაჩენისთვის 2007 წლის 13 მარტს ვეჟიჩაში.
31. მომჩივანმა, რომელსაც წარმოადგენდა იურიდიული დახმარების ადვოკატი ს.მ.ც. რიჯეკას საოლქო სასამართლოში გამოთქვა პრეტენზია ბრალდებასთან დაკავშირებით 2007 წლის 24 ივლისს იმ საფუძვლით, რომ მასში იყო ბევრი არსებითი და საპროცესო დარღვევები. იგი ასევე აცხადებდა, რომ მან მისცა პოლიციას ჩვენება ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია წარმომადგენლობასთან დაკავშირებით პოლიციის ეტაპზე დაკითხვისას.
32. მომჩივანის პრეტენზია ბრალდებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა 2007 წლის 28 აგვისტოს რიჯეკას საოლქო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი პალატის მიერ როგორც დაუსაბუთებელი.
33. 2007 წლის 9 ოქტომბერს, სასამართლო პროცესის პირველ დღეს, მომჩივანმა და სხვა განსასჯელებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ არცერთ ბრალდებასთან მიმართებით და სასამართლო პროცესზე მოსმენილ იქნა შვიდი მოწმის ჩვენება. .
34. სასამართლო პროცესი ასევე ჩატარდა 2007 წლის 11 ოქტომბერს, რომელზეც სასამართლომ გამოიკვლია დანაშაულის ადგილის დათვალიერების და მსხვერპლების აუტოფსიის ვიდეო ჩანაწერები .
35. შემდგომი მოსმენები ჩატარდა 2007 წლის 12 ნოემბერს და 2008 წლის 11 იანვარს, რომელზეც სასამართლომ ცხრა მოწმის ჩვენება მოისმინა.
36. 2008 წლის 14 იანვარს სასამართლო პროცესზე ორმა ექსპერტმა ტოქსიკოლოგმა, თითის ანაბეჭდის ექსპერტმა, ბალისტიკის ექსპერტმა და დნმ-ის ექსპერტმა მისცეს ჩვენება. იმავე სასამართლო პროცესზე ოთხმა სხვა მოწმემაც მისცა ჩვენება.
37. 2008 წლის 15 იანვრის სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი ექსპერტ ტოქსიკოლოგის და კლინიკური პათოლოგიის ექსპერტის და ასევე დამატებით ცამეტი მოწმის ჩვენება იქნა მოისმენილი. დაცვის მხარეს არ ჰქონია პრეტენზია ექსპერტ მოწმეების მიერ მიცემულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლოს მოსთხოვა ფსიქიატრიული დასკვნის მომზადება მომჩივანთან დაკავშირებით.
38. იმავე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წერილობითი დასკვნის წარმოდგენა მოითხოვა ექსპერტისგან მომჩივანის ხელმოწერასთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვოდა მის 2007 წლის 14 მარტს პოლიციაში მიცემულ ჩვენებას. იგი აცხადებდა, რომ მომჩივანს არ მოუწერია ხელი არანაირი ოქმისთვის პოლიციაში დაკითხვისას.
39. სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ მოცემული მომენტისთვის ფსიქიატრიული დასკვნის მომზადება და შესაბამისად არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ მან დააკმაყოფილა ხელნაწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევის მოთხოვნა მომჩივანის მიერ პოლიციის განყოფილებაში მიცემულ ჩვენებაზე მის მიერ გაკეთებულ ხელმოწერასთან დაკავშირებით.
40. 2008 წლის 23 იანვარს ხელნაწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევის ექსპერტმა წარმოადგინა მისი ანგარიში. მან დაადგინა, რომ მომჩივანმა თავად მოაწერა ხელი მის ჩვენებას 2007 წლის 14 მარტს.
41. შემდეგი მოსმენა გაიმართა 2008 წლის 12 მარტს, რომელზეც სამედიცინო ექსპერტი, ხანძრის ექსპერტი მოწმე და კიდევე ერთმა მოწმემ მისცეს ჩვენებები. ხელნაწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევის ექსპერტმა ასევე მისცა ზეპირი ჩვენება და დაადასტურა მის მიერ გამოვლენილი გარემოებები. მომჩივანის ადვოკატმა ეჭვის ქვეშ დააყენა ამ მტკიცებულებების უტყუარობა და მოითხოვა ახალი დასკვნა, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. იმავე სასამართლო პროცესზე სასამართლომ მოითხოვა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, როგორც მომჩივანის ასევე ორი დანარჩენი განსასჯელის მიმართ.
42. 2008 წლის 2 აპრილს მომჩივანმა რიჯეკას საოლქო სასამართლოს სთხოვა დაკავშირებოდა ადვოკატს გ.მ-ს, როგორც მისგან პოლიციის მიერ უკანონო აღიარებითი ჩვენების მიღების მოწმეს. მან აღნიშნა, რომ გ.მ-ს არ მიეცა საშუალება მასთან შეხვედრის იმ დროს როდესაც ის პოლიციის მიერ იყო დაკავებული და რომ იგი აიძულეს პოლიციელებმა და ისე მიიღეს მისგან ჩვენება.
43. 2008 წლის 24 აპრილს ორმა ექსპერტმა ფსიქიატრმა რიჯეკას საოლქო სასამართლოს წარუდგინეს საკუთარი დასკვნა. მათი დასკვნის მიხედვით მომჩივანს აწუხებდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა და იგი დამოკიდებული იყო ჰეროინზე და ალკოჰოლზე. მაგრამ მათ არ გამოუვლენიათ განსაკუთრებული ფსიქიკური აშლილობა ან დაავადება. მათ დაასკვნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ როდესაც ჩაიდინა მკვლელობები მისი ფსიქიკური მდგომარეობა ისეთი იყო რომ, მას შეეძლო აღექვა საკუთარი მოქმედებები, მიუხედავად იმისა რომ აღქმის უნარი გარკვეულწილად შეზღუდული იყო. რაც შეეხება ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით მის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში მომჩივანი აღიქვამდა საკუთარ ქცევებს და შეეძლო საკუთარი ქმედებების კონტროლი.
44. 2008 წლის 26 ივნისს ექსპერტმა ფსიქიატრებმა დაამტკიცეს საკუთარი დასკვნები და მხარეებს არ გაუპროტესტებიათ ეს მტკიცებულება. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა ადვოკატ გ.მ-ს მოწმედ დაკითხვასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით რომ ყველა შესაბამისი გარემოება უკვე დადგენილი იყო.
45. ამავე დროს ერთ-ერთმა განსასჯელმა რ.ლ-მ დაადასტურა მოვლენების თანმიმდევრობა, იმ თანმიმდევრობით როგორც ეს მომჩივანის მიერ იყო აღწერილი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში 2007 წლის 14 მარტს. რ.ლ აცხადებდა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია მკვლელობებში, ვინაიდან ის პანიკაში ჩავარდა და დატოვა ბინა როდესაც ჩხუბის ხმა შემოესმა.
46. მას შემდეგ რაც რ.ლ-მ მისცა ჩვენება, საოლქო პროკურორის მოადგილემ ცვლილება შეიტანა ბრალდებაში და მომჩივანს ბრალად წაუყენა სამი მკვლელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში, შეიარაღებული ყაჩაღობა და ხანძრის გაჩენა და ლ.ო-ს და რ. ლ-ს ბრალი დასდეს შეიარაღებულ ყაჩაღობაში და დამნაშავისთვის ხელისშეწყობა და დანაშაულის ჩადენაზე წაქეზება. მომჩივანმა და სხვა ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს ცვლილება შეტანილ ბრალში.
47. 2008 წლის 27 ივნისს ლ.ო-მ მისცა ზეპირი ჩვენება და დაადასტურა მოვლენების თანმიმდევრობა ისე როგორც ეს აღწერილი ჰქონდა რ.ლ-ს. მან განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მომჩივანმა დაიწყო ჩხუბი დ.ვ-თან მან გაიგონა გასროლის ხმა რის შემდეგაც პანიკაში ჩავარდა და დატოვა ბინა.
48. იმავე სასამართლო პროცესზე მხარეებმა წარმოადგინეს დასკვნითი სიტყვები. მომჩივანის ადვოკატი აცხადებდა, რომ არ დასტურდებოდა, რომ ის დანაშაულები რის ჩადენაც ბრალად ედებოდა მომჩივანს არ იყო მისი ჩადენილი. მან მიუთითა, რომ თუ სასამართლო სხვა კუთხით მიუდგებოდა სასამართლო განხილვას, მაშინ მომჩივანის აღიარებითი ჩვენება პოლიციის განყოფილებაში და მისი გულწრფელი სინანული უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრისას.
49. 2008 წლის 30 ივნისს რიჯეკას საოლქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო სამი მკვლელობის ჩადენაში დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე შეირაღებულ ყაჩაღობაში და ხანძრის გაჩენაში რისთვისაც მას მიუსაჯა ორმოცი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ მომჩივანის მიერ მიცემული ჩვენება გადაამოწმა სხვა ბრალდებულების ჩვენებებთან მიმართებით და დაადგინა, რომ ყველა ეს ჩვენება თანმიმდევრულად აღწერს მოვლენების განვითარებას და შესაბამისობაშია სხვა მტკიცებულებებთან. სცნო რა მომჩივანი დამნაშავედ სასამართლომ ასევე შეაფასა მისი აღიარება საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებით.
50. სასამართლო ძირითადად დაეყრდნო ჩხრეკისა და ამოღების ოქმებს და ბრალდებული ლ.ო-ს ამსახველ ფოტომასალას, რომელშიც მას ხელში უჭირავს იმავე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გამოყენებული იყო მკვლელობისთვის. მოწმეების ჩვენების და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ მომჩივანი და დანაშაულში მონაწილე სხვა პირები აღნიშნულ დღეს მივიდნენ დ.ვ-ს საცხოვრებელ ბინაში. ბალისტიკური კვლევა და დანაშაულის ადგილის დათვალიერების ოქმი ცხადყოფს, რომ მომჩივანის და სხვა ბრალდებულების მიერ მოყოლილი დეტალები სწორია და მოვლენების თანმიმდევრობის დადგენა შესაძლებელი გახდა ხანძრის, ბალისტიკური და ტოქსიკოლოგიური და დნმ ექსპერტიზების საფუძველზე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმით განხორციელდა მკვლელობა დასტურდება გვამის გაკვეთით, ექსპერტ პათოლოგის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, დანაშაულის ადგილის დათვალიერებით და ექსპერტის ჩვენებით სროლის ხმასთან დაკავშირებით, რომელიც დ.ვ-ს ბინიდან ისმოდა. ასევე ხანძართან დაკავშირებით სასამართლომ გამოიკვლია დანაშაულის ადგილიდან აღებული მასალები და ხანძრის საკითხებზე ექსპერტის დასკვნები, ასევე სამედიცინო და ზიანის შესახებ ოქმები, რომელიც წარმოდგენილი იყო მსხვერპლების მიერ და იმ საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებელთა ჩვენებები სადაც ხანძარი გაჩნდა.
51. რაც შეეხება მომჩივანის დაკითხვას პოლიციის მიერ და დაცვის მხარის მოთხოვნას მოესმინათ ადვოკატი გ.მ-თვის (იხილეთ პუნქტი 41 და 43 ზემოთ), რიჯეკას საოლქო სასამართლომ აღნიშნა:
“ბრალდებულმა ივან დვორსკიმ აღიარა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, როგორიცაა ყაჩაღობა, დ.ვ-ს, მ.ს.-ს და ბ.ვ-ს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. . . ისე როგორც ეს განმარტებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, პოლიციის წინაშე ადვოკატის თანდასწრებით. მოგვიანებით მან სცადა სადაოდ გაეხადა ეს ჩვენება იმ საფუძვლით რომ ადვოკატი მ.რ არ იყო მის მიერ დაქირავებული და რომ მას სურვილი ჰქონდა რომ მისი ინტერსები წარმოედგინა ადვოკატ გ.მ-ს და როდესაც ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს ის იმყოფებოდა ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მაგრამ სასამართლოსთვის დაცვის ეს სტრატეგია მიუღებელია. დაკავების წერილობითი ჩანაწერი ცხადყოფს, რომ ივან დვორსკი დააკავეს 2007 წლის 14 მარტს დილის 9:50 საათზე რიჯეკას პოლიციის მესამე განყოფილებამ და ადვოკატი მ.რ, რომლის სასარგებლოთაც ივან დვორსკიმ გასცა მინდობილობა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა 2007 წლის 14 მარტს საღამოს 7:45 საათზე. იმ მომენტისთვის ეჭვმიტანილი დვორსკის წერილობითი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბ-ნი მ.რ. ინფორმირებული იყო საღამოს 6:15 საათზე და დაკითხვა დაიწყო საღამოს 8:10საათზე. გარდა რიჯეკას პოლიციის ოფიცრებისა დაკითხვას ასევე ესწრებოდნენ მბეჭდავი და იმ დროისათვის ეჭვმიტანილი ივან დვორკსის არსებული ადვოკატი და ასევე ოლქის პროკურორი. წერილობითი ოქმის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ იმ დროისთვის ეჭვმიტანილი ივან დვორსკი ნათლად ამბობს, რომ მან აირჩია და მისცა მინდობილობა მ.რ-ს იყოს მისი დამცველი და გაიარა მასთან კონსულტაცია, რომლის შემდეგაც გადაწყვიტა ჩვენების მიცემა. წერილობით ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე პირი. პირველად ეჭვმიტანილმა ივან დვორსკიმ წაიკითხა წერილობითი ჩვენება სანამ მას ხელს მოაწერდა. ზემოთ ხსენებული ამტკიცებს, რომ ივან დვორსკის განზრახვა, რომ თითქოს მ.რ. არ იყო მის მიერ დაქირავებული ადვოკატი არ შეესაბამება სიმართლეს და უსაფუძვლოა. სასამართლო პროცესის დროს, ივან დვორსკის ადვოკატის მოთხოვნით ხელნაწერის კრიმინოლოგიური გამოკვლევის ექსპერტმა მოამზადა დასკვნა ივან დვორსკის ხელმოწერასთან დაკავშირებით მის მიერ პოლიციის დაკითხვის ოქმზე. გონივრულ ეჭვს მიღმა ექსპერტმა დაამტკიცა რომ სადაო ხელმოწერა ეკუთვნოდა ივან დვორსკის. სასამართლო პალატამ სრულად გაიზარა ეს დასკვნა; დამატებით ექსპერტის დასკვნის განმარტება მოხდა თავად ექსპერტ ლ.ზ-ს მიერ სასამართლო პროცესზე. . მისი დასკვნა იყო ობიექტური, მიუკერძოებელი და პროფესიული. შესაბამისად, ეჭვმიტანილი ივან დვორსკის დაკითხვა პოლიციის მიერ განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებების სრული დაცვით. ...
[ივან დვროსკი] ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა გამოძახებული ყოფილიყო სასამართლოზე ადვოკატი გ.მ მოწმედ. . . არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან დოკუმენტები საქმის მასალიდან არ ამტკიცებს, რომ პოლიციამ იძულების წესით მიიღო ჩვენება, ერთადერთი [ჩანაწერი] არის დრო, როდესაც ადვოკატი [მ.რ] გამოცხადდა [პოლიციის განყოფილებაში], როდესაც მოხდა [ივან დვორსკის] დაკითხვა იმ ადვოკატის მონაწილეობით რომელზეც მან გასცა მინდობილობა ... არავის, მათ შორის არც [ივან დვორსკის] ადვოკატს, რომელიც ესწრებოდა პოლიციის განყოფილებაში მის დაკითხვას- [მ.რ]- არ დაობდა ჩვენების უკანანო გზით მირებაზე და ამაზე მითითებაც კი არა რის საქმის მასალებში და ივან დვორსკის ჩვენებაშიც იმ ეტაპზე როდესაც ის ჯერ კიდევ მხოლოდ ეჭვმიტანილი იყო.”
52. მომჩივანმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში (Vrhovni sud Republike Hrvatske) 2008 წლის 6 ნოემბერს. იგი დაობდა, inter alia, რომ ბრალდება ეფუძნებოდა მის მიერ პოლიციაში მიცემულ აღიარებით ჩვენებას, რომელიც არ იყო გაკეთებული მის მიერ საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატის თანდასწრებით, კონკრეტულად კი გ.მ-ს თანდასწრებით, არამედ ადვოკატი მ.რ-ს თანდასწრებით, რომელიც მას პოლიციამ შესთავაზა. მომჩივანი ასევე ყურადღებას ამახვილებდა მოთხოვნაზე საქმიდან ჩამოცილებულიყო რიჯეკას პროკურორი და მისი ყველა ადვოკატი, რომელიც ადვოკატმა გ.მ-მ დააყენა 2007 წლის 16 მარტს და ასევე მისთვის საკვების არ მიცემა პოლიციაში პატიმრობის პერიოდში. მომჩივანის სააპელაციო სარჩელის შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ:
“ეჭვმიტანილის მიერ პოლიციისთვის პირველად მიცემული ჩვენება უკანონო გზით იყო მოპოვებული შემდეგი მიზეზების გამო: როდესაც ეჭვმიტანილი პირველად მიიყვანეს რიჯეკას პოლიციის მესამე განყოფილებაში მისი დაცვის უფლება სერიოზულად დაირღვა. სასამართლო პროცესის დროს კი ამ დარღვევაზე ყურადღება არ გამახვილებულა და იგი იგნორირებული იყო. 2007 წლის 14 მარტს პირველად ბრალდებულის დედამ და შემდეგ უკვე მისმა აწ გარდაცვლილმა მამამ დაიქირავეს ადვოკატი გ.მ, როგორც მისი ინტერესების დამცველი მას შემდეგ რაც იგი პოლიციამ დააკავა. მაგრამ გ.მ-ს არ მიეცა ბრალდებულთან შეხვედრის უფლება და შესაბამისად მან აცნობა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს, რომლებმაც ამ საკითხის იგნორირება მოახდინეს. გ.მ-მ შესაბამისად მიმართა რიჯეკას მუნიციპალურ სასამართლოს უკანონო ქმედებისთვის და ასევე რიჯეკას საოლქო პროკურორის და მისი მოადგილეების საქმიდან ჩამოცილების თაობაზე. ამ მოთხოვნაში იგი დაობდა, რომ ბრალდებულს არ მისცეს საკვები პოლიციაში 2007 წლის 13 მარტის შუადღის 1 საათამდე მას შემდეგ რაც ის მიიყვანეს რიჯეკას პოლიციის მესამე განყოფილებაში, იქამდე სანამ არ დათანხმდა რომ მისი წარმომადგენელი ყოფილიყო ადვოკატი მ.რ 14 მარტის საღამოს 7 საათამდე, იმისათვის რომ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, რაც არღვევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 225 § 8. ამ მიზეზების გამო დაცვის მხარე ითხოვდა ადვოკატი გ.მ-ს დაკითხვას [სასამართლო პროცესზე] ვინაიდან მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ბრალდებულის დაკითხვის თაობაზე პოლიციის განყოფილებაში..”
53. 2009 წლის 8 აპრილს უზენასმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა როგორც დაუსაბუთებელი. მის საჩივართან დაკავშირებით პოლიციაში მიცემულ ჩვენებაზე, სასამართლო აღნიშნავს:
“... [პოლიციაში მიცემული ჩვენების] კანონიერება არ გამხდარა სადაო მომჩივანის მიერ სარჩელში სადაც ის დაობდა, რომ მისი ადვოკატი არ იყო მ.რ არამედ გ.მ., რომელიც მისმა დედამ და მამამ აიყვანეს ერთსა და იმავე დღეს; ან მომჩივანის საჩივრით იმის თაობაზე რომ მას არ ჰქონდა საკვები 2007 წლის 13 მარტის შუადღის 1 საათიდან 2007 წლის 14 მარტის საღამოს 7 საათამდე, იქამდე სანამ იგი არ დათანხმდა მ.რ-ს ადვოკატად აყვანას, დაკავების შესახებ ოქმის მიხედვით მომჩივანი დააკავეს 2007 წლის 14 მარტს დილის 9:50 საათზე და ადვოკატი მ.რ გამოცხადდა [პოლიციის განყოფილებაში] იმავე დღეს საღამოს 6:45 საათზე.”
54. მომჩივანმა ასევე შეიტანა სააპელაციო სარჩელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში 2009 წლის 14 სექტემბერს და ისევ გაიმეორა წინა არგუმენტები; სააპელაციო სარჩელის შესაბამის ამონარიდებში ვკითხულობთ:
“პირველ რიგში ბრალდებულმა კომენტარი უნდა გააკეთოს სააპელაციო სასამართლოს დასკვნაზე, რომ ბრალდების მხარემ მას შეუზღუდა საკვების მიღების უფლება 2007 წლის 13 მარტის შუადღის 1 საათიდან 2007 წლის 14 მარტის საღამოს 7 საათამდე არანაირ გავლენას არ ახდენს მტკიცებულების კანონიერებაზე [მისი დაკითხვის ოქმის], ვინაიდან მისი დაკავების წერილობითი ოქმის მიხედვით ის დააკავეს 2007 წლის 14 მარტს დილის 9:50 საათზე და ადვოკატი მ.რ პოლიციის განყოფილებაში მივიდა იმავე დღეს საღამოს 6:45 საათზე. დასწრების ამონაწერი F/949, რომელიც ერთვის საქმის მასალებს და ასახავს, რომ ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში მოიყვანეს 2007 წლის 13 მარტს შუადღის 2 საათზე. იგი დააკავეს მეორე დღეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად არ არის სწორი, რომ ადვოკატი მ.რ. პოლიციის განყოფილებაში მოვიდა საღამოს 6:45 საათზე; იგი გამოცხადდა საღამოს 7:45 საათზე, რაც ამტკიცებს იმას რომ ბრალდებულის ბრალდებები მართალია. ეს ფაქტი შეიძლება ასევე დადასტურდეს ადვოკატი გ.მ-ს მტკიცებულებით, რომელიც წარმოადგენდა ბრალდებულს გამოძიების დროს ...”
55. 2009 წლის 17 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ, როგორც აპელაციის ბოლო ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის სააპელაციო სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანის ჩვენების ოქმით ირკვევა, რომ მან აირჩია საკუთარი ინტერსების დამცველად მ.რ პოლიციაში დაკითხვის ეტაპზე და რომ მ.რ-მ მას გაუწია ადექვატური იურიდიული კონსულტაცია. უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არაფერი იყო მითითებული იმის თაობაზე რომ მომჩივანს ცუდად ეპყრობოდნენ ან აიძულეს ჩვენების მიცემა. სასამართლო განჩინების შესაბამის ამონარიდში ვკითხულობთ:
“მომჩივანი დაობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მნიშვნელოვნად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 367 § 2-ის საწინააღმდეგოდ დააფუძნა რა საკუთარი გადაწყვეტილება ბრალდების შესახებ ჩვენებაზე, რომელიც მან მისცა პოლიციას დამცველის თანდასწრებით, რომელიც [მომჩივანის აზრით] წარმოადგენს უკანონდ მოპოვებულ მტკიცებულებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 9 § 2-ის მიხედვით, და რომ მისი როგორც ეჭვმიტანილის დაკითხვის ოქმი არ უნდა იყოს საქმის მასალებში. შესაბამისად, მომჩივანი დაობს ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებაზე ვინაიდან მტკიცებულების კანონიერებაზე გავლენა არ ჰქონია მომჩივანის არგუმენტებს რომ დაკავების და დაპატიმრების დროს მას არ მისცეს საკვები იქამდე სანამ არ დათანხმდა ადვოკატ მ.რ-ს წარმომადგენლობას. მომჩივანის ეს არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ იმ საფუძვლით, რომ ყველა ინფორმაცია მითითებული 2007 წლის 14 მარტს მომჩივანის პოლიციაში ადვოკატის თანდასწრებით დაკითხვის ოქმში იყო მითითებული დაზუსტებული და დადგენილი იყო.
მესამე ინსტანციის სასამართლო აღნიშნავს, რომ [საჩივარი] ადვოკატის ყოფნის თაობაზე [დაკითხვის პროცესში], როგორც სამართლებრივი მოთხოვნა მტკიცებულების კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც მოპოვებულია ამ გზით პოლიციის დაკითხვის ეტაპზე ორი პრეტენზიის საფუძველს ქმნის. პირველი პრეტენზია ეხება საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას და მეორე პრეტენზია არის საკვების აკრძალვით ეჭვმიტანილზე ზემოქმედება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 225 § 8), რომელიც, აპელაციის მიხედვით, იყო მისი იძულება დათანხმებულიყო მასზე თავსმოხვეული ადვოკატის მ.რ-ს იურიდიულ წარმომადგენლობაზე. . . მიუხედავად იმისა, რომ მისმა მშობლებმა დაიქირავეს ადვოკატი გ.მ 2007 წლის 14 მარტის დილას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოლიციაში განხორციელებული სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობისას, რამდენიმე ნარკოდამოკიდებული პირი, რომელსაც წარსულში კავშირი ჰქონდა მსხვერპლ დ.ვ-თან ასევე იყვნენ დაკავებულნი, განსაკუთრებით კი გომჯა ვეჟიჩას უბნიდან, და სწორედ ამ დროს მოხდა ივან დვორსკის დაკავებაც. მხოლოდ მას შემდეგ რაც სავარაუდო მიზეზი დადგინდა, რომ ბრალდებული შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულის ჩამდენი მოხდა მისი დაპატიმრება 2007 წლის 14 მარტის დილის 9:50 საათზე.
ამავე დროს ბრალდებულის მამა, რომელიც იყო ხორვატიაში, მაშინ როდესაც მომჩივანის დედა იმყოფებოდა იტალიაში, ინფორმირებული იყო პოლიციის [დაკავების] შესახებ 2:10 საათზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მას დასჭირდებოდა გარკვეული დრო ადვოკატის საქმეში ჩართვისთვის მას შემდეგ რაც დედა მას ტელეფონით დაუკავშირდებოდა. ასეთ გარემოებებში, მესამე ინსტანციის სასამართლო ადგენს, რომ ბრალდებულის მშობლები ვერ მოასწრებდნენ მინდობილობის გაცემას ადვოკატის წარმომადგენლობაზე დაკითხვის დღის 1:30 საათზე.
მომჩივანის დაკავების და პოლიციის განყოფილებაში მისი დაკითხვის ოქმიდან ასევე დგინდება, რომ 2007 წლის 14 მარტს, მომჩივანი რიჯეკას პოლიციის მესამე განყოფილებაში მოიყვანეს იგივე მტკიცდება ივან დვორსკის პოლიციის მიერ დაკითხვის ოქმიდან; ადვოკატი მ.რ ინფორმირებული იყო საღამოს 6:15 საათზე და პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა საღამოს 7:45 საათზე. დაკითხვა თავად დაიწყო საღამოს 8:10 საათზე და დასრულდა 11 საათზე, შუაში ხანმოკლე შესვენებით 10:35-10:38.
ხაზი უნდა გავუსვათ ასევე იმას, რომ დაკითხვის ოქმის შესავალში ეჭვმიტანილი ივან დვორსკი აშკარად აღნიშნავს, რომ მან არჩევანი შეაჩერა ადვოკატ მ.რ-ზე და აირჩია იგი საკუთარი უფლებების დამცველად და მოაწერა ხელი მინდობილობას მის სასარგებლოდ და დაკითხვის ოქმიდან ნათელია, რომ დამცველს ჰქონდა დაახლოებით ნახევარი საათი ეჭვმიტანილთან კონსულტაციისთვის დაკითხვის დაწყებამდე და ამ დროში მან შეძლო უფლებებზე რჩევის მიცემა.
შესაბამისი ფაქტი, რომელიც გამომდინარეობს ფორმალური საპროცესო მოქმედებიდან, რომელიც აღწერილია ეჭვმიტანილის დაკითხვის ოქმში ადგენს რომ არჩეული ადვოკატი მასთან მივიდა დაკითხვის დაწყებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე, კონსულტაციისას კი მან შესძლო [ეჭვმიტანილისთვის] ჭეშმარიტი იურიდიული რჩევის მიცემა, როგორც მისმა პირადმა ადვოკატმა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეჭვმიტანილის უფლება ჰყავდეს მის მიერ არჩეული ადვოკატი პოლიციაში დაკითხვისას გამომდინარეობს მისი უფლებების სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობიდან, სწორედ ამიტომ მისი [საპროცესო] მოქმედების დასაწყისი და ბოლო სრულად არის ასახული [დაკითხვის] ოქმში.
სწორედ ამიტომ ყველა საწინააღმდეგო არგუმენტი, როგორც ეს ჩამოყალიბებულია მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივარში და კონკრეტულად ის საკითხები, რომელიც ეხება ადვოკატი გ.მ-ს დაკითხვას, როგორ ეჭვმიტანილის მიერ საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატის არ არის მხარდაჭერილი ეჭვმიტანილის პოლიციაში დაკითხვის ფორმალური ოქმებით, რომელიც 2007 წლის 14 მარტს შედგა, ვინაიდან ოქმში აღნიშნულია ფორმალურად რეგისტრირებული ინფორმაცია შერჩეულ ადვოკატთან დაკავშირებით, დრო როდესაც არჩეული ადვოკატი გამოცხადდა რიჯეკას პოლიციის მესამე განყოფილებაში, დრო როდესაც დაიწყო ეჭვმიტანილის დაკითხვა, ვადა როდესაც მოკლე შესვენება მოხდა და საპროცესო მოქმედების დასრულების დრო და ეს ყველაფერი დადასტურებულია ეჭვმიტანილის და მის მიერ არჩეული ადვოკატის ხელმოწერით ყოველგვარი შენიშვნის გარეშე.
მაგრამ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეჭვმიტანილის დამცველი პოლიციაში დაკითხვის კონტექსტში ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის, კერძოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 177 § 5 მოთხოვნებს, ზოგადი ნდობა ადვოკატის მიმართ, ასევე დაცვის შინაარსი და კონკრეტული მოქედებები, ასევე აღიარებითი ჩენება, ნებაყოფლობით იყო განხორციელებული ეჭვმიტანილის მიერ და მის მიერ არჩეული ადვოკატი ვერ იქონიებდა ვერანაირ გავლენას ამაზე, შესაბამისად გამოირიცხება ფსიქოლოგიური ზეწოლის რაიმე ფორმა ეჭვმიტანილზე ასევე მისი ბოლო არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ადვოკატი მოახვიეს მას თავზე პოლიციაში დაკითხვის ეტაპზე. პირიქით ეჭვმიტანილის დაცვის უფლება სრულად დაცული იყო, ისე როგორც ეს კონსტიტუციით და სისხილის სამართლის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული.
შესაბამისად ადგილი არ აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 367 § 2 მუხლი 9 § 2–თან მიმართებით დარღვევას. მოთხოვნა საქმის მასალებში მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოშლილიყო ეჭვმიტანილის მიერ მიცემული ჩვენება პოლიციაში გამოძიების ეტაპზე ადვოკატის თანდასწრებით იმ საფუძვლით, რომ ის მოპოვებული იყო უკანონოდ არ წარმოადგენს დაცვის უფლების შეზღუდვას, ვინაიდან ეჭვმიტანილის პოლიციაში დაკითხვის ოქმი ნათლად ასახავს და არ იწვევს ეჭვს, რომ ადვოკატის, რომელიც ესწრებოდა საპროცესო მოქმედებას [დაკითხვას] იყო ეჭვმიტანილის მიერ არჩეული ადვოკატი და ეს ასევე მტკიცდება ადვოკატის სასარგებლოდ გაცემული მინდობილობით, რომელიც იცავდა ეჭვმიტანილის უფლებებს დაკითხვისას. შესაბამისად დაცვის მოთხოვნაზე უარი ვერ იქონიებს გავლენას განჩინების კანონიერებასა და სისწორეზე. ამავე დროს არ იყო საჭირო ახლად არჩეული ადვოკატის დაკითხვა მოწმედ და ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო საქმეში არსებული ფაქტები არ იყო არაადექვატურად ან არასწორად დადგენილი, ისე როგორც ეს განსასჯელის მეორე ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივარში იყო წარმოდგენილი.”
56. მომჩივანმა შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში (Ustavni sud Republike Hrvatske) 2010 წლის 10 მარტს. იგი დაობდა, inter alia, რომ მას ცუდათ ეპყრობოდნენ პოლიციაში პატიმრობის ეტაპზე და ის იძულებული იყო მიეცა აღიარებითი ჩენება. იგი ასევე დაობდა, რომ მას უარი ეთქვა და არ მიეცა საშუალება თვად აერჩია, საკუთარი სურვილით ადვოკატი და მისი უფლებების დამცველი. მისი არგუმენტები ემყარებოდა მის ძველ სააპელაციო სარჩელებს:
“მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ უზენაეს სასამართლოში, როგორც მესამე ინსტანციის სასამართლოს სხდომისას, რომელიც 2009 წლის 17 დეკემბერს, დაცვის მხარემ განმარტა, რომ მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს 2007 წლის 13 მარტის შუადღის 2 საათზე, და ეს ფაქტი დადასტურდა დასწრების ოქმი F/949, რომელიც საქმის მასალების ნაწილი იყო. დაცვამ სასამართლო შემადგენლობას ჰქითხა [უზენაესი სასამართლოს] ჩანაწერის განხილვა. საქმის მასალების მოკლე გადასინჯვის შემდეგ დადგენილ იქნა, რომ სადაო დოკუმენტი არ იძებნებოდა და რომ მას მოგვიანებით მონახავდნენ. მაგრამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოქმედებდა, როგორც მესამე ინსტანციის სასამართლო ცხადყოფს, რომ სადაო დოკუმენტი არ ყოფილა მოძიებული ...”
57. 2010 წლის 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკამაყოფილა მომჩივანის საკონსტიტუციო სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას და განაცხადა რომ პროცედურები ზოგადად იყო სამართლიანი და რომ არ იყო მტკიცებულება საქმის მასალებში იმის მამტკიცებელი რომ მომჩივანს ცუდათ ექცეოდნენ პოლიციის განყოფილებაში.
II. შესაბამისი კანონმდებლობა
A. ეროვნული კანონმდებლობა
58. ხორვატიის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისი მიხლები (Ustav Republike Hrvatske, Official Gazette no. 56/1990, 135/1997, 113/2000, 28/2001, 76/2010) ადგენს შემდეგს:
მუხლი 23
“არავინ შეიძლება დაექვემდებაროს ცუდ მოპყრობას...”
მუხლი 29
“პირის უფლებების და მოვალეობების და მის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლებრივი ბრალდებების განსაზღვრისას, ყველას აქვს საქმის გონივრულ ვადაში, სამართლიანი განხილვის უფლება კანონით შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სისხლის სამართლის ბრალდების წაყენებისას ან სისხლის სამართლის დანაშაულში მონწილეობისას, ეჭვმიტანილს, განსასჯელს ან ბრალდებულს აქვს უფლება:
...
- თავად ან მის მიერ არჩეული ადვოკატის საშუალებით დაიცვას საკუთარი უფლებები, და იმ შემთხვევაში თუ მას არ აქვს საკმარისი საშუალება გადაიხადოს ამ იურიდიული მომსახურების საფასური უნდა მიიღოს ეს უფასოდ კანონით დადგენილი პირობებით ,
...”
59. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები (Kazneni zakon, Official Gazette nos. 110/1997, 27/1998, 129/2000, 51/2001, 105/2004, 84/2005, 71/2006) ადგენს:
მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში
მუხლი 91
“ათ წელზე და უფრო მეტი ვადით პატიმრობა, როგორც სასჯელი უნდა დაეკისროს ნებსიმიერ პირს:
...
6.იდენს მკვლელობას იმ მიზნით რომ ჩაიდინოს ან დამალოს სხვა სისხლის სამართლებრივი დანაშაული,
...”
ყაჩაღობა
მუხლი 218
“(1) ნებისმიერი პირი, რომელიც ძალის ან მუქარის გამოყენებით პირდაპირ თავდასხმას ახორციელებს სხვა პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეზე, ხელყოფს მოძრავ ქონებას იმ განზრახვით რომ მიისაკუთროს იგი, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან 10 წლამდე ვადით.
(2) თუ დამნაშავე ჩაიდენს ყაჩაღობას, როგორც ჯგუფის ან კრიმინალური ორგანიზაციის წევრი ან თუ ყაჩაღობის დროს იყენებს იარაღს ან სხვა საშიშ ინსტრუმენტს დამნაშავე ისჯება სამიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.”
საშიში ქმედებით ან საშუალებით სხვების სიცოცხლის ან ქონებისთვის საფრთხის შექმნა
მუხლი 263
“(1) ნებისმიერი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის, ან მისი ოჯახის წევრის სიცოხლეს ასევე მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ქონებას ხანძრის [გაჩენით] . . . ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ვადით.
...
(3) იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის 1 და 2 პუნქტებით დადგენილი სისხლის სამართლის დანაშაული არის ჩადენილი ადგილას, სადაც ხალხის გარკვეული რაოდენობაა შეკრებილი. . . დამნაშავე ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან რვა წლამდე ვადით.
...”
საზოგადოებრივი უსაფრთხოების წანააღმდეგ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაული
მუხლი 271
“(1) თუ სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად, რომელიც მითითებულია ამ კოდექსის მუხლი 263 პუნქტი 1. . . , სხეულის მძიმე დაზიანება ან სერიოზული მატერიალური ზიანი მიადგა პირს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ერთიდან რვა წლამდე..”
60. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი (Zakon o kaznenom postupku, Official Gazette nos. 110/1997, 27/1998, 58/1999, 112/1999, 58/2002, 143/2002 and 62/2003) მუხლები ადგენს შემდეგს:
მუხლი 62
“(1) განსასჯელს შეიძლება წარმოადგენდეს ადვოკატი ნებისმიერ საპროცესო ეტაპზე, ასევე საპროცესო მოქმედებების აღსრულების დაწყებამდე როდესაც ეს არის კანონით დადგენილი. ...
(4) განსასჯელის კანონიერი მეურვე, მეუღლე ან პარტნიორი, სისხლის ნათესავი, მშვილებელი ან შვილად აყვანილი, და–ძმა ან შვილად ამყვანი მშობელი უფლებამოსილია დაიქირაოს ადვოკატი განსასჯელისთვის, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც განსასჯელი ამაზე აშკარა უარს ამბობს.
...
(6) დამცველი ვალდებულია წარმოადგინოს მის სახელზე გაცემული მინდობილობა იმ უწყებებში, რომელიც საპროცესო მოქმედებებს ახორციელებენ. განსასჯელს შეუძლია მინდობილობა გასცეს ადვოკატზე ზეპირად საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი უწყების წინაშე. ამ შემთხვევაში სპეციალური ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ოქმში..”
მუხლი 177
“ ...
(5) გამოძიების მიმდინარეობისას პოლიცია ვალდებულია ეჭვმიტანილი იყოს ინფორმირებული კოდექსის მუხლი 225 პუნქტი 2–ის შესაბამისად. ეჭვმიტანილის მოთხოვნით, პოლიციის უწყებები ვალდებულნი არიან მისცენ მას უფლება აიყვანოს ადვოკატი და მათ უნდა შეწყვიტონ ეჭვმიტანილის დაკითხვა იქმადე სანამ მისი ადვოკატი არ გამოცხადდება ან სამი საათით იმ მომენტიდან საიდანაც ეჭვმიტანილმა ითხოვა ადვოკატის დანიშნვა ... თუ გარემოებებით ნათელია, რომ არჩეული ადვოკატი ვერ შეძლებს გამოცხადდეს დათქმულ ვადაში, პოლიციის უწყებები ვალდებულნი არინა მისცენ უფლება ეჭვმიტანილს აირჩიოს ადვოკატი ადვოკატთ რეესტრიდან რომელიც პოლიციის დეპარტამენტში არის გადაცემული ხორვატიის ადვოკატთ ასოციაციის კომპეტენტური ორგანოს. მიერ. იმ შემთხვევაში თუ ეჭვმიტანილი არ აიყვანს ადვოკატს ან იმ შემთხვევაში თუ არჩეული ადვოკატი არ გამოცხადდება დათქმულ ვადაში, მაშინ პოლიცია უფლებამოსილია განაახლოს ეჭვმიტანილის დაკითხვა ... პროკურორი უფლებამოსილია ესწრებოდეს დაკითხვას. პოლიციასთან ადვოკატის თანდასწრებით განსასჯელის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლის სამართლებრივ მოქმედებებში.
...”
მუხლი 225
“...
(2) ბრალდებული უნდა იყოს ინფორმირებული ბრალის და მის მიმართა რსებული ეჭვის შესახებ, ასევე მის უფლებაზე გამოიყენოს დუმილის უფლება .
...”
61. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2011 წლის ცვლილებები, ადგენს:
მუხლი 502
“...
(2) სისხლის სამართლის პროცედურების განახლება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნის საფუძველზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც დგინდება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვნეციით დადგენილი უფლებების და თავისუფლებების დარღვევა.
(3) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე პროცედურების განახლების მოთხოვნა შეიძლება დადგეს 30 დღის ვადაში იმ თარიღიდან როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს გადაწყვეტილება შევა ძალაში.”
მუხლი 574
“...
(2) კოდექსის ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი მისაგებელი ხელმისაწვდომია კანონის დებულების შესაბამისად პროცედურებთან დაკავშირებით [რომლითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული], ... ამ კანონმდებლობის დებულებები უნდა შეესაბამებოდეს მისაგებლის პროცედურებს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კოდექსით.
(3) კოდექსის მუხლები 497-508 უნდა შეესაბამებოდეს სისხლის სამართლებრივი საპროცესო მოქმედებების განახლების მოთხოვნას, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის დადგენილი (Official Gazette nos. 110/1997, 27/1998, 58/1999, 112/1999, 58/2002, 143/2002, 62/2003, and 115/2006).”
B. საერთაშორისო სამართლის შესაბამისი კანონმდებლობა
პოლიციაში დაკავების ეტაპზე საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატისადმი ხელმისაწვდომობა
(a) ევროპის საბჭო
(i) მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული წესები:
62. ვროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის № R(73)5 რეკომენდაცია ევროპის საბჭოს სტანდარტები პატიმართა მოპყრობის მინიმალური წესების შესახებ, მუხლი 93 ადგენს:
“წინასწარ პატიმრობაში მყოფ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს მიიღოს თავისი ადვოკატი დაცვის მომზადებისა და მისთვის კონფიდენციალური ინსტრუქციების მიცემის მიზნით. ამისათვის, მისი სურვილის შემთხვევაში, მას უნდა მიეწოდოს საწერი მასალები. ადვოკატსა და პატიმარს შორის საუბარი უნდა იმართებოდეს პოლიციელის ან ციხის თანამშრომლის ზედამხედველობით, მაგრამ ამ უკანასკნელთ არ უნდა ესმოდეთ მათი საუბარი..”
63. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2006)2 წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპულ ციხის წესებთან დაკვშირებით (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 11 იანვარს მინისტრთა მოადგილეების 952-ე შეხვედრაზე):
“იურიდიული კონსულტაცია
23.1 ყოველ პატიმარს აქვს იურიდიული კონსულტაციის მიღების უფლება და ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სათანადო ფართი ასეთი დახმარების ხელმისაწვდომობისათვის.
23.2 პატიმრებს საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ იურიდიულ საკითხზე შეუძლიათ მიმართონ მათ მიერვე შერჩეულ იურისტ-კონსულტანტს საკუთარი ხარჯებით..
...
23.5 სასამართლო ხელისუფლებას შეუძლია გამონაკლის შემთხვევებში შეზღუდვები დააწესოს ასეთ კონფიდენციალობაზე სერიოზული დანაშაულის ან ციხის უსაფრთხოებისა და უშიშროების დარღვევის თავიდან ასაცილებლად..”
(ii) წამების და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის (CPT) ევროპული კომიტეტის ხორვატიაში 2007 წლის 4–14 მაისს ვიზიტის ანგარიში ხორვატიის მთავრობისთვის
64. ამ ანგარიშის შესაბამის ამონარიდში ვკითხულობთ:
“18. 2007 წლის განმავლობაში დელეგაციის მიერ გამოკითხულ პირთა უმეტესობა აცხადებდა რომ ისინი ინფორმირებული იყვნენ მათი ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ დაკავებიდან მოკლე ვადაში. წინა ვიზიტის დროს გამოვლინდა, რომ პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა უმეტესობას ჰქონდა საშუალება გამოეყენებინა ეს უფლება დაკავებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კონკრეტულად კი მას შემდეგ რაც ჩვენება კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ იქნა მოპოვებული მათგან.
ის ფაქტი, რომ პოლიციაში „საინფორმაციო საუბრისთვის“ დაბარებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება დაუკავშირდნენ ადვოკატს წარმოადგენს მუდმივი მღელვარების საკითხს კომიტეტისთვის. დელეგაციის მიერ პოლიციის ოფიცრების გამოკითხვაში აღნიშნულია, რომ მსგავსი „საუბრებისას“, ადვოკატისადმი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია მხოლოდ პირის ეჭვმიტანილად ცნობის შემდეგ.
ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, CPT კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხორვატიის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადადგას ეფექტური ნაბიჯები ადვოკატისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ( მათ შორის ადვოკატის ყოლა პოლიციაში დაკითხვის ეტაპზე) პოლიციის მიერ დაკავებული ყველა პირის მიერ, თავისუფლების აღკვეთის პირველივე მომენტიდან. ეს უფლება უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის არამედ ნებისმიერი პირის რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს ან დარჩეს პოლიციის დაწესებულებაში. საჭიროების შემთხვევაში კანონშიც უნდა შევიდეს ცვლილებები. ბუნებრივად, ის ფაქტი, რომ დაკავებული პირის სურვილი დაუკავშირდეს ადვოკატს ვერ შეაფერხებს პოლიციას ადვოკატის მოსვლამდე დაიწყოს მისი დაკითხვა/ინტერვიუ გადაუდებელ საკითხებზე. ასევე შესაძლებელია კანონში იყოს დებულება ადვოკატის შეცვლის შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც ადვოკატი ხელს უშლის დაკითხვის სწორ წარმართვას იმ პირობით, რომ ეს უნდა მოხდეს დაცვის სპეციალური მექანიზმების დაცვით.
19. 2007 წლის ვიზიტისას CPT გამოხატავს აღშფოთებას, რომ ხორვატიის იურიდიული დახმარების სისტემას იგივე პრობლემები აქვს რაც 2003 წლის ვიზიტისას გამოვლინდა. ბევრ შემთხვევაში, ex officio ადვოკატს არ ჰქონია კომუნიკაცია დაკავებულ პირთა სასამართლოშ პირველ გამოცხადებამდე. ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში, დაკავებული პირები გამოხატავდნენ სკეპტისიზმს ex officio ადვოკატის პოლიციისგან დამოუკიდებლობასთნ დაკავშირებით. CPT იმეორებს მის რეკომენდაციას იმის თობაზე, რომ დაკავებული პირის იურიდიული დახმარების სისტემა გადაიხედოს, იმისათის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მისი ეფექტურობა პოლიციაში პატიმრობის პირველივე ეტაპიდან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ex officio ადვოკატის პოლიციისგან დამოუკიდებლობასთან.
(iii) CPT –ის მიერ 2012 წლის 19–27 სექტემბერს პერიოდში ხორვატიაში ჩატარებული ვიზიტის შესახებ ანგარიში ხორვატიის მთავრობისთვის
65. ამ ანგარიშის შესაბამის ამონარიდში ვკითხულობთ:
“19. CPT–ის დელეგაციამ ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ დაკავებული პირებისთვის არ იყო უზრუნველყოფილი მათ მიერ დასახელებულ ადვოკატთან კომუნიკაცია, ვინაიდან პოლიციის ოფიცრები საკუთარ ერთადერთ ფუნქციად მიიჩნევდნენ სტანდარტული სიიდან ex officio ადვოკატთან ვიდრე კონკრეტულ ადვოკატთნ პირდაპირ კომუნიკაციას.
CPT იძლევა რეკომენდაციას, რომ პოლიციის ოფიცრებს ახსოვდეთ, რომ პოლიციის მიერ თავისუფლება შეზღუდულ პირთა უფლება იქონიონ კომუნიკაცია საკუთარი სურვილით არჩეულ ადვოკატთან; თუ დაკავებული პირი მოითხოვს კონკრეტულ ადვოკატთნ დაკავშირებას მაშინ ეს კომუნიკაცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი; სტანდარტული სიიდან ex officio ადვოკატთან დაკავშირება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირველად დასახელებულ ადვოკატთან დაკავშირება ვერ ხერხდება ან იგი არ ცხადდება.”
(b) გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
66. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მუხლი 14 § 3 (b) ადგენს, რომ თითოეულ პირს უფლება აქვს მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმი, სრული თანასწორობის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გარანტიები: „b) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს;”.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-6-ე მუხლის §§ 1 და 3 (გ) ქვეპუნქტის ნაგულვები დარღვევა
67. მომჩივანი აცხადებდა, რომ მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან მას შეეზღუდა უფლება მისი ინტერსების დამცველი პოლიციაში დაკითხვის ეტაპზე ყოფილიყო ადვოკატი გ.მ. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე–6–ე მუხლის §§ 1 და 3 (გ), რომელიც ადგენს შემდეგს:
„1. წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს საქმის სამართლიანი და . . . განხილვის უფლება . . . სასამართლოს მიერ. . .
3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
. . .
(c) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით, როდესაც ამას მოითხოვს მართლმასჯულების ინტერესები;
...”
A. პალატის დასკვნა
68. პალატის შეფასება მთავარ აქცვენტს აკეთებს მომჩივანის უფლებაზე ჰყოლოდა საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატი და ამ უფლების შეზღუდვის შედეგად მოხდა თუ არა მასზე ზეწოლის განხორციელება და იყო თუ არა იგი იძულებული საკუთარი თავის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება ეფექტური იურიდიული რჩევის არ ქონის გამო. იგი ადგენს, რომ მომჩივანს არ გამოუთქვამს არცერთ ეტაპზე უკმაყოფილება ადვოკატი მ.რ–ს მიერ გაწეულ იურიდიულ მომსახურებაზე, სასამართლომ მოახდინა რეაგირება მომჩივანის უკმაყოფილებაზე პოლიციაში დაკითხვისას წარმომადგენლობაზე; მომჩივანის აღიარებითი ჩვენება არ იყო მთავარი მტკიცებულება ბრალდების მხარისთვის; არ არსებობდა მტკიცებულება მომჩივანზე ზეწოლისა მიეცა აღიარებითი ჩვენება. პროცედურების სამართლიანობასთან მიმართებით პალატა ადგენს რომ მომჩივანის დაცვის უფლება არ ყოფილა გამოუსწორებლად დაზიანებული და არც მისი კონვენციის მე–6–ე მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება შელახულა. შესაბამისად პალატამ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე–6–ე მუხლის დარღვევას.
B. მხარეთა პოზიციები დიდ პალატაში
1. მომჩივანი
69. მომჩივანი დაობდა, რომ პოლიციის დაკითხვის ეტაპზე მას სურდა ადვოკატ გ.მ–ს წარმოედგინა მისი ინტერსები ვინაიდან გ.მ იყო მისი ადვოკატი სხვა საქმეზე და იგი მას ენდობოდა. ამასთანავე მისმა მშობლებმა დაიქირავეს ადვოკატი გ.მ მისი ინტერესების დამცველად, მაგრამ გ.მ–ს პოლიციამ არ მისცა საშუალება მასთან შეხვედრის.
70. პოლიციამ არ წარუდგინა მას ადვოკატთა რეესტრი, საიდანაც იგი შეძლებდა მისთვის სასურველი ადვოკატის არჩევას. სხვა ადვოკატი მ.რ გამოძახებულ იქნა პოლიციის მიერ და მას მხოლოდ 25 წუთი მომჩივანთან გასაუბრებისთვის, რაც აშკარად არ არის საკმარისი, თუ გავითვალისწინებთ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს და სერიოზულობას. მ.რ–მ პოლიციას სთხოვა რაც შეიძლება მალე დაეწყო დაკითხვა ვინაიდან უკვე გვიანი იყო.
2. სახელმწიფო
71. სახელმწიფო აცხადებდა, რომ მომჩივანისთვის 2007 წლის 13 მარტის შუადღის 2 საათზე უკვე ცნობილი იყო, რომ პოლიციას სურდა მისი დაკითხვა სამ მკვლელობასთან, ყაჩაღობასთან და ხანძრის გაჩენასთან მიმართებით და მას არც კი უცდია დაკავშირებოდა ადვოკატ გ.მ–ს დაკითხვის დაწყებამდე.
72. 2007 წლის 14 მარტს დილის 9:50 საათზე დაკავებისას მომჩივანმა უარი განაცხადა ადვოკატის უფლების გამოყენებაზე. დაახლოებით 8 საათის შემდეგ მან შეიცვალა აზრი და მოითხოვა ადვოკატი. ამის შემდეგ პოლიციამ მას გადასცა პრიმორსკო–გორანსკას ოლქში რეგისტრირებულ სისხლის სამართლის ადვოკატთა სია, საიდანაც მან საკუთარი სურვილით აირჩია ადვოკატი მ.რ. მ.რ–ს პოლიციაში გამოცხადების შემდეგ მან ხელი მოაწერა მინდობილობას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. შესაბამისად მ.რ არის მომჩივანის მიერ საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატი. სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ ეს არის ფაქტები და ყველა დანარჩენი ბარლდება წარდგენილი მომჩივანის მიერ ადვოკატ გ.მ–თან მიმართებით წარმოადგენს მხოლოდ სპეკულაციებს.
73. სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ადვოკატ გ.მ–ს 2007 წლის 14 მარტს ჰქონდა მინდობილობა ხელმოწერილი რომელიმე მშობლის მიერ, ის არ იყო მომჩივანის მიერ არჩეული ადვოკატი ვინაიდან მან აირჩია ადვოკატი მ.რ მისი უფლებების დასაცავად.
74. მომჩივანი პოლიციაში დაიკითხა წარსულში არსებულ სხვადასხვა საქმეებზე (ის წარსულში 22–ჯერ იყო დაკავებული), შესაბამისად მისთვის სიტუაცია ნაცნობი იყო. თითოეულ ამ შემთხვევაში მის ინტერსებს იცავდნენ სხვადასხვა ადვოკატები. თუ მას სურვილი ექნებოდა რომ მისი ინტერესბი დაეცვა ადვოკატ გ.მ–ს ის ამას განაცხადებდა. მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია.
75. მომჩივანს ეროვნულ სასამართლოებთან არასდროს დაუჩივლია ადვოკატ მ.რ–ს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ. სახელმწიფო აცხადებდა რომ ეროვნულმა სასამართლოებმა წარმოადგინეს ადექვატური დასაბუთება მომჩივანის მიერ წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, რომ მას არ წარმოადგენდა მისი სურვილით არჩეული ადვოკატი პოლიციაში დაკითხვის ეტაპზე. ის ფაქტი, რომ მომჩივანმა მისცა აღიარებითი ჩვენება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე არ არის უცნაური, ვინაიდან წარსულში მომჩივანს მიუცია აღიარებითი ჩვენება სხვა სისხლის სამართლებრივ ბრალდებებთან მიმართებით, მათ შორის ერთხელ მაშინ როდესაც მის ინტერსებს იცავდა ადვოკატი გ.მ.
C. დიდი პალატის შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
76. სასამართლო იმეორებს, რომ მიუხედავად იმისა რომ კონვენციის მე–6–ე მუხლის პირველადი მიზანი სისხლის სამართლის პროცედურებთან მიმართებით არის „ნებისმიერი სისხლის სამართლის ბრალდებაზე“ კომპეტენტური „ტრიბუნალის“ მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა, არ ნიშნავს რომ ეს მუხლი არ ვცრელდება წინა სასამართლო ეტაპზე. ამიტომ მე–6–ე მუხლი – განსაკუთრებით კი მისი მე–3–ე პუქნტი – შესაძლოა იყოს შესაბამისი იმ ეტაპზე სანამ საქმე გაეგზავნება სასამართლოს ვინაიდან სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა შეიძლება დაზიანდეს საწყის ეტაპზე დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო. როგორც სასამართლომ მის წინა გადაწყვეტილებებში დაადგინა კონვენციის მე–6–ე მუხლის § 3 (გ) უზრუნველყოფილი უფლება არის მე–6–ე მუხლის §1 დადგენილი სისხლის სამართლებრივ პროცედურებში უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთი შემადგენელი ელემენტი, სხვებს შორის (იხილეთ იმზრიოზა შვეიცარიის წინააღმდეგ (Imbrioscia v. Switzerland), 24 ნოემბერი 1993, §§ 36 და 37, Series A no. 275, და სალდუზი თურქეთის წინააღმდეგ (Salduz v. Turkey [GC], no. 36391/02, § 50, ECHR 2008).
77. სასამართლომ დაადგინა, რომ იმისათვის, რომ დაცვის უფლება იყოს ეფექტურად უზრუნველყოფილი ამისათვის როგორც წესი საჭიროა რომ ბრალდებულს მიეცეს საშუალება მაქსიმალურად ეფექტურად ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით სისხლის სამართლებრივი პროცედურების საწყისავე ეტაპზე, ვინაიდან ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება შედეგი დაუკავშიროს ბრალდებულის დამოკიდებულებას პოლიციის დაკითხვის საწყის ეტაპს რაც გადამწყვეტია დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლებრივ საქმეში. (იხილეთ სალდუზი (Salduz), ზემოთ ციტირებული, § 52). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებული ხშირად მოწყვლად მდგომარეობაშია სამართლებრივი პროცედურების განხორციელებისას და ამის სწორად კომპენსირება მხოლოდ შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის დახმარებით, რომლის ფუნქცია სხვა ფუნქციებს შორის არის საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის უფლების დაცვა (იგივე., § 54; ასევე იხილეთ პავლენკო რუსეთის წინაღმდეგ (Pavlenko v. Russia), no. 42371/02, § 101, 1 აპრილი 2010).
78. ესეთ შემთხვევაში, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს რომ სამართალწარმოების საწყისავე ეტაპიდან პირი, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად და რომელსაც არ სურს საკუთარი თავი თავად დაიცვას უნდა ჰქონდეს საშუალება თვითონ აირჩიოს მისი ინტერესების დამცველი და მიიღოს იურიდიული დახმარება (მეტი დეტალებისათვის შეგიძლიათ იხილოთ დეტალური დასაბუთება საქმეზე მარტინი ესტონეთის წინააღმდეგ (Martin v. Estonia, no. 35985/09, §§ 90 და 93, 30 May 2013). ეს კი გამომდინარეობს კონვენციის მე–6–ე მუხლის § 3 (გ)–დან, რომელიც ადგენს “ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ... დაიცვას თავი პირადად. . . მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, . . .; და ზოგადად ეს საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია, როგორც ბრალდებულის ეფექტური დაცვის მექანიზმი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების სამართლიანობა მოითხოვს, რომ ბრალდებულს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს სხვადასხვა სახის მომსახურება, რომელიც კონკრეტულად დაკავშირებულია იურიდიულ დახმარებასთან (იხილეთ დაიანი თურქეთის წინააღმდეგ (Dayanan v. Turkey), no. 7377/03, § 32, 13 ოქტომბერი 2009, და პუნქტი 110 ქვემოთ).
79. მიუხედავად ადვოკატსა და მის კლიენტს შორის რწმენაზე დამყარებული ურთიერთობის მნიშვნელობისა ეს უფლება არ არის აბსოლუტური. ის ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს, როდესაც უფასო იურიდიული დახმარება ჩნდება და როდესაც სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვს რომ ბრალდებული წარმოდგენილი იყოს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული დამცველით (იხილეთ კრუასანი გერმანიის წინააღმდეგ (Croissant v. Germany), 25 სექტემბერი 1992, § 29, სერიები A no. 237-B). სასამართლო მუდამ ადგენს, რომ სახელმწიფო უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ ბრალდებულის სურვილები აირჩიოს საკუთარი იურიდიული მრჩეველი, მაგრამ შეიძლება უგულებელყონ ეს სურვილები როდესაც არსებობს შესაბამისი და არსებითი საფუძვლები მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე (იგივე., § 29; ასევე იხილეთ მეფტაფი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Meftah and Others v. France) [GC], nos. 32911/96, 35237/97 და 34595/97, § 45, ECHR 2002‑VII; მაიზითი რუსეთის წინააღმდეგ (Mayzit v. Russia), no. 63378/00, § 66, 20 იანვარი 2005; კლიმენტიევი რუსეთის წინააღმდეგ (Klimentyev v. Russia), no. 46503/99, § 116, 16 ნოემბერი 2006; ვაიტანი რუმინეთის წინააღმდეგ (Vitan v. Romania), no. 42084/02, § 59, 25 მარტი 2008; პავლენკო (Pavlenko), ზემოთ ციტირებული, § 98; Zagorodniy v. Ukraine, no. 27004/06, § 52, 24 ნოემბერი 2011; და მარტინი ( Martin), ზემოთ ციტირებული, § 90). როდესაც მსგავსი საფუძვლები არ არსებობს დამცველის საკუთარი სურვილით არჩევის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს კონვენციის მე–6–ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას და მე–3–ე პუნქტის (გ) ქვეპუნქტთან ერთად თუ ამ უფლების შეზღუდვა გავლენას ახდენს მომჩივანის დაცვაზე, საჭიროა სამართალწარმოების ერთიანობაში განხილვა (იგივე., § 31; ასევე იხილეთ მეფტაჰი და სხვები (Meftah and Others), ზემოთ ციტირებული, §§ 46-47; ვიტანი (Vitan), ზემოთ ციტირებული, §§ 58-64; ზაგოროდნი (Zagorodniy), ზემოთ ციტირებული, §§ 53-55; და მარტინი (Martin), ზემოთ ციტირებული, §§ 90-97).
80. ამავე დროს ზემოთ ხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, როგორც სასამართლომ დაადგინა სალდუზის საქმეზე იმისათვის რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“, კონვენციის მე–6–ე მუხლის § 1 მოითხოვს რომ ადვოკატი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბრალდებულისთვის პოლიციის მიერ ეჭვმიტანილად დაკითხვის პირველივე მომენტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გარკვეული გარემოებები რის გამოც შეიძლება ამ უფლების შეზღუდვა მოხდეს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც უდავო არგუმენტმა შესაძლოა გაამართლოს ადვოკატისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ესეთი შეზღუდვა – რა გამამართლებელი მიზეზითაც არ უნდა იყოს ის – არ უნდა ლახავდეს კონვენციის მე–6–ე მუხლით დადგენილ უფლებას. დაცვის უფლება ჩაითვლება დარღვეულად, როდესაც პოლიციის დაკითხვის ეტაპზე საკუთარი თავის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება ადვოკატის გარეშე გამოყენებული იქნება ბრალდებისთვის. (იხილეთ სალდუზი (Salduz), ზემოთ ციტირებული, § 55-57 და ასევე იხილეთ პანოვითსი კვიპროსის წინააღმდეგ ( Panovits v. Cyprus), no. 4268/04, § 66, 11 დეკემბერი 2008).
81. სალდუზისგან განსხვავებით, როდესაც ბრალდებული იყო პატიმრობაში და უარი ეთქვა ადვოკატთან დაკავშირებაზე პოლიციის დაკითხვისას, მოცემული საქმე ეხება სიტუაციას, როდესაც მომჩივანისთვის ადვოკატის მომსახურება იყო ხელმისაწვდომი პირველი დაკითხვის მომენტიდან, მაგრამ მისი პრეტენზიის მიხედვით ეს ადვოკატი არ იყო მისი სურვილით არჩეული. ადვოკატისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ საქმეებისგან განსხვავებით, შედარებით უფრო მსუბუქი მოთხოვნა „სათანადო და შესაბამისი“ მიზეზების იყო გამოყენებული სიტუაციებში, რომელიც ნაკლებად სერიოზულ პრობლემას წამოჭრის „არჩევანის უფლების შეზღუდვასთან“ მიმართებით. მსგავს შემთხვევებში სასამართლოს ამოცანა იქნება შეაფასოს მთელი სამართალწარმოების პროცესში დაცვის უფლება „შეილახა“ ისეთი ხარისხით, რომ მთლიანი პროცესის სამართლიანობა დააყენა ეჭვის ქვეშ. (იხილეთ, მაგალითად, კრუასანი (Croissant), ზემოთ ციტირებული, § 31; კლიმენტიევი (Klimentyev), ზემოთ ციტირებული, §§ 117-118; და მარტინი (Martin), ზემოთ ციტირებული, §§ 96-97).
82. ეს უკანასკნელი ტესტი უნდა იყოს გამოყენებული მოცემულ საქმეში. ზემოთ ხსენებული გარემოებების საპირისპიროდ, სასამართლო მიიჩნევს რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს იმის შეფასება თითოეულ საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მოხდა თუ არა იმის დემონსტრირება რომ არსებობდა სათანადო და შესაბამისი საფუძვლები იმისათვის, რომ ბრალდებულის უფლება საკუთარი სურვილით აერჩია დამცველი არ შესრულებულიყო ან უგულებელყოფილი ყოფილიყო. მსგავსი მიზეზის არ არსებობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს მთლიანი სამართალწარმოების სამართლიანობა. შეფასებისას სასამართლომ სხვადასხვა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის სამართალწარმოების ბუნება და კონკრეტული პროფესიული მოთხოვნების გამოყენება, (იხილეთ მეფთაჰი და სხვები (Meftah and Others), ზემოთ ციტირებული, §§ 45-48, და მარტინი (Martin), ზემოთ ციტირებული, § 90); ადვოკატის გამოყოფასთან დაკავშირებული გარემოებები და ამ პროცედურის გასაჩივრების შესაძლებლობები (იგივე., §§ 90-97); ადვოკატის დახმარების ეფექტურობა (იხილეთ კრუასანი (Croissant), ზემოთ ციტირებული § 31, და ვიტანი (Vitan), ზემოთ ციტირებული §§ 58-64); დაცული იყო თუ არა ბრალდებულის უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ (იხილეთ მარტინი (Martin), ზემოთ ციტირებული, § 90); ბრალდებულის ასაკი (იგივე., § 92); და მოცემულ დროში ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლოს მიერ გამოყენება (იხილეთ, მაგალითად, კრუასანი (Croissant), ზემოთ ციტირებული, § 31, კლიმენტიევი (Klimentyev), ზემოთ ციტირებული, §§ 117-118; და მარტინი (Martin), ზემოთ ციტირებული, §§ 94-95). ასევე გასათვალისწინებელია, რომ კონვენციის მიზანია დაიცვას პრაქტიკული და ეფექტური უფლებები და არა თეორიული და ილუზორული (იხილეთ, სხვებთან ერთდ ეირი ირლანდიის წინააღმდეგ, (Airey v. Ireland), 9 October 1979, § 24, Series A no. 32; იმბრიოზა (Imbrioscia), ზემოთ ციტირებული, § 38; გოდი იტალიის წინააღმდეგ (Goddi v. Italy), 9 აპრილი 1984, § 30, Series A no. 76; და სალდუზი (Salduz), ზემოთ ციტირებული, § 55) და კონვენციის უფლებების განსაზღვრისას საჭიროა მუდამ სიტუაციის რეალურ მხარეზე კონცენტირება და ყურადღების გამახვილება (იხილეთ, inter alia, დელკოუტი ბელგიის წინააღმდეგ (Delcourt v. Belgium), 17 იანვარი 1970, § 31, Series A no. 11; დე იონგი, ბალიეტი და ვან დენ ბრინკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (De Jong, Baljet and Van den Brink v. the Netherlands), 22 მაისი 1984, § 48, Series A no. 77; პავლენკო (Pavlenko), ზემოთ ციტირებული, § 112; და ერკაპიჩი ხორვატიის წინააღმდეგ ( Erkapić v. Croatia), no. 51198/08, §§ 80-82, 25 აპრილი 2013). იმ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულს არ ჰყავდა ადვოკატი, სასამართლო ასევე ითვალისწინებდა იმ შესაძლებლობას, რომელიც ბრალდებულს ეძლეოდა მტკიცებულების ავთენთურობის გასაჩივრებასთან დაკაშირებით (იხილეთ პანოვიცი (Panovits), ზემოთ ციტირებული, § 82), იმყოფება თუ არა ბრალდებული პატიმრობაში (სალდუზი (Salduz), ზემოთ ციტირებული, § 60); ესეთი ჩვენება წარმოადგენს თუ არა მნიშვნელოვან ელემენტს ბრალდების მხარის ბარლდებისთვის და სხვა მტკიცებულების გამყარებისთვის (სალდუზი (Salduz), ზემოთ ციტირებული, § 57; და პანოვიცი (Panovits) ზემოთ ციტირებული, §§ 76 და 82).
2. ამ პრინიცპიების მოცემულ საქმესთან შესაბამისობა
(a) წარმოადგენდა თუ არა მომჩივანს მის მიერ ინფორმირებული არჩევანის შედეგად არჩეული ადვოკატი?
83. 2007 წლის 14 მარტს, დაახლოებით საღამოს 8:10 - 11 საათზე, მომჩივანი პოლიციამ დაკითხა როგორც ეჭვმიტანილი ადვოკატი მ.რ-ს თანდასწრებით (იხილეთ პუნქტები 20 და 21 ზემოთ). მომჩივანის მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენება გამოყენებული იყო როგორც მტკიცებულება სისხლის სამართალწარმოებაში მის წინააღმდეგ (იხილეთ, განსხვავებით, ბანდალეტოვი უკრაინის წინააღმდეგ (Bandaletov v. Ukraine), no. 23180/06, §§ 60 და 68, 31 ოქტომბერი 2013).
84. სახელმწიფო აცხადებს, რომ ერთადერთი კონკრეტული ფაქტი მომჩივანის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით პოლიციაში დაკითხვის ეტაპზე არის ის რომ მან თავად აირჩია ადვოკატი მ.რ საკუთარი ინტერესების დამცველად და ნებისმიერი ბრალდება იმის თაობაზე რომ მომჩივანს სურდა რომ მისი ადვოკატი ყოფილიყო გ.მ. უბრალოდ სპეკულაციებია და მეტი არაფერი (იხილეთ პუნქტები 68-70 ზემოთ).
85. მომჩივანის ბარლდება იძულებასთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული პალატის მიერ (იხილეთ 2013 წლის 28 ნოემბრის პალატის გაადწყვეტილება § 73). სასამართლო ასევე მიუთითებს ეროვნული სასამართლოების მიერ ხელნაწერის ექსპერტის დახმარებით გამოვლენილ ფაქტზე რომ მომჩივანმა რეალურად მოაწერა ხელი მინდობილობას ადვოკატი მ.რ-ს სასარგებლოდ (sიხილეთ პუნქტი 39 ზემოთ).
86. მაგრამ, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2007 წლსი 14 მარტს დილით ადვოკატმა გ.მ-მ შეატყობინა რიჯეკას პროკურორის მოადგილეებს დ.კ-ს და ი.ბ-ს მისი წარუმატებელი მცდელობის შესახებ დაკავშირებოდა მომჩივანს, რომელიც იმყოფებოდა რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში. ასევე ინფორმირებული იყო რიჯეკას საოლქო სასამართლო (იხილეთ პუნქტი 14 ზემოთ). პრიმორსკო-გორანსკას პოლიციის დეპარტამენტში 2007 წლის 14 მარტს შეტანილ საჩივარში გ.მ აცხადებდა, რომ მან კიდევ სცადა მომჩივანის მონახულება 3-3:30 საათზე მაგრამ პოოლიციამ მას ისევ მოუწოდა დაეტოვებინა განყოფილება.
87. პოლიციის მიერ მომჩივანის დაკითხვის მომდევნო დღეს, მაშინ როდესცა მომჩივანი წარსდგა გამომძიებელი მოსამართლის წინაშე და მას ჰკითხეს თუ ვინ იყო მისი ადვოკატი, მან განაცხადა რომ მას არ დაუქირავებია ადვოკატი მ.რ და რომ მან პოლიციაში დაკითხვისას გამოხატა სურვილი მისი ადვოკატი ყოფილიყო გ.მ. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციას არ შეუტყობინებია მისთვის რომ გ.მ ცდილობდა მასთან დაკავშირებას. ამ ეტაპზე, გამომძიებელი მოსამართლის მიერ დაკითხვისას მომჩივანის ინტერსებს უკვე აღარ იცავდა მ.რ არამედ მისი წარმომადგენელი იყო გ.მ (იხილეთ პუნქტი 22 ზემოთ).
88. გამომძიებელი მოსამართლის დამატებითი მოთხოვნისას 2007 წლის 16 მარტს გ.მ.-მ დეტალურად აღწერა პოლიციის ქმედებები და გაახმოვანა საკუთარი პროტესტი ამასთნ დაკავშირებით (იხილეთ პუნქტი 23 ზემოთ).
89. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მომჩივანმა ასევე აღნიშნა და გამოთქვა უკმაყოფილება რომ მას პოლიციამ უარი უთხრა და არ მისცა საშუალება დაკავშირებოდა ადვოკატ გ.მ-ს 2007 წლის 14 მარტს და სთხოვა სასამართლოს ამის მტკიცებულება მოესმინათ ადვოკატი გ.მ-გან, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შეუასაბამობის გამო (იხილეთ პუნქტი 44 ზემოთ).
90. ყველა ამ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გ.მ დაიქირავეს მომჩივანის მშობლებმა მომჩივანის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას მისი ინტერესების დასაცავად და პოლიციამ გ.მ-ს არ მისცა საშუალება შეხვედროდა მომჩივანს მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში იქამდე სანამ დაკითხვა დაიწყებოდა და სანამ ადვოკატი მ.რ მივიდოდა პოლიციის განყოფილებაში. ასევე აღნიშნული იყო რომ 2007 წლის 14 მარტს დილით გ.მ-ს ჰქონდა მხოლოდ ზეპირი მინდობილობა მომჩივანის დედისგან, მაგრამ უკვე შუადღისას მისმა სტაჟიორმა წარმოადგინა მინდობილობა გაცემული გ.მ-ს სახელზე მომჩივანის მამის მიერ (იხილეთ პუნქტი 16 ზემოთ).
91. მომჩივანმა მისი მოქმედებებით და ასევე მისი ადვოკატის ქმედებებით აშკარად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებებზე, რომელშიც გ.მ ცდილობდა მასთან დაკავშირებას პოლიციის დაკითხვამდე.
92. ამ გარემოებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ.მ დაქირავებული იყო მომჩივანის ერთი და შემდეგ ორივე მშობლის მიერ, და რომ ის რამდენჯერმე ეცადა 2007 წლის 14 მარტს შეხვედროდა მომჩივანს რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში და რომ პოლიციის ოფიცრებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და ამის შესახებ არც კი შეატყობინეს მომჩივანს. სასამართლოსთვის ნათელია, რომ გ.მ-ს ვიზიტი და მოთხოვნა შეხვედროდა მომჩივანს პოლიციის განყოფილებაში მოხდა პოლიციის მიერ მომჩივანის დაკითხვამდე.
93. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა ფორმალურად აირჩია საკუთარი ინტერესების დამცველად პოლიციაში დაკითხვისას ადვოკატი მ.რ ეს არჩევანი არ იყო ინფორმირებული გადაწყვეტილება ვინაიდან მომჩივანმა არ იცოდა რომ სხვა ადვოკატი, დაქირავებული მისი მშობლების მიერ გამოცხდაადა პოლიციაში მასთან შესახვედრად სავარაუდოდ იმ მიზნით რომ მისი წარმომადგენელი ყოფილიყო.
(b) მართლმსაჯულების ინტერსებიდან გამომდინარე არსებობდა თუ არა სათანადო და შესაბამისი საფუძვლები იმისათვის რომ მომჩივანის კონტაქტი ადვოკატ გ.მ-თან შეზღუდულიყო?
94. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთადერთი მიზეზი მითითებული სახელმწიფოს მიერ, რომლის საფუძველზეც მათ არ დაუშვეს გ.მ მომჩივანთან მდგომარეობდა იმ ფაქტში, რომ სახელმწიფოს აზრით გ.მ-ს არ ჰქონდა სწორი მინდობილობა. ამავე დროს სახელმწიფო არ დაობდა იმაზე, რომ მომჩივანი არ იყო ინფორმირებული შესაბამის დროს იმის შესახებ რომ გ.მ ცდილობდა მასთან დაკავშირებას პოლიციის განყოფილებაში.
95. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ.მ ეროვნულ უწყებებთან დაობდა, რომ მას ჰქონდა წერილობითი მინდობილობა გაცემული მომჩივანის მშობლების მიერ 2007 წლის 14 მარტს. ნათელია რომ ეს ბრალდებები არ ყოფილა გაბათილებული ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებისას. ამასთნავე წერილობითი მინდობილობა საქმის მასალებში იდო რომელიც გამომძიებელმა მოსამართლემ 2007 წლის 15 მარტს მოამზადა, მაშინ როდესაც მომჩივანი მის წინაშე წარსდგა.
96. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა ნათელია იმ ფაქტთან მიმართებით, რომ დამცველი შეიძლება დაქირავებული იყოს თავად ეჭვმიტანილის ან მისი ნათესავების, მათ შორის მშობლების მიერ (იხილეთ მუხლი 62 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, პუნქტი 59 ზემოთ). მუხლი 62, პუნქტი 6-ის მიხედვით, ეჭვმიტანილმა შეიძლება ზეპირად მისცეს ნება ადვოკატს იმოქმედოს მისი სახელით სამართალწარმოების პროცესში. სისლხის სამართლის საპროცესო კოდექსის, მუხლი 62, პუნქტი 4-ის მიზანი რომელიც ადგენს რომ დამცველი შეიძლება დაიქირაოს ოჯახის ახლო ნათესავმა, მაგრამ ბრალდებულს შეუძლია მასზე თქვას უარი, ვერ იქნება მიღწეული თუ ბრალდებული არ იქნება ინფორმირებული იმის თაობაზე რომ ახლო ნათესავმა მას დაუქირავა ადვოკატი. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ავალდებულებს პოლიციას მოეხდინა მომჩივანის ინფორმირება გ.მ-ს პოლიციის განყოფილებაში მისვლის შესახებ და ასევე იმაზე რომ იგი ბრალდებულის მშობლების მიერ იყო უფლებამოსილი და დაქირავებული. მაგრამ პოლიციამ ვერ განახორციელა ეს ვალდებულება და არ შეატყობინა მომჩივანს ამის თაობაზე და ასევე არ მისცა გ.მ-ს მასთან დაკავშირების უფლება.
97. ეს უმოქმედობა და უარი ძალიან ძნელი ასახსნელია იმ ფაქტით, რომ მომჩივანმა მოგვიანებით ხელი მოაწერა მინდობილობას ადვოკატი მ.რ-ს სასარგებლოდ, რათა ის დასწრებოდა მის პოლიციაში დაკითხვას. როგორც უკვე ვთქვით მან ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე რომ არც კი იცოდა ადვოკატი გ.მ-ს მისი დახმარების მცდელობების შესახებ მას შემდეგ რაც იგი ბრალდებულის მშობლებმა დაიქირავეს.
98. არც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა რაიმე მტკიცებულება, რომელიც გაამართლებს პოლიციის უმოქმედობას რომლის შედეგადაც მან ვერ ისარგებლა მისთვის სასურველი ადვოკატი გ.მ-ს მომსახურებით პოლიციაში დაკითხვისას. უფრო მეტიც, მომჩივანის მიერ გამომძიებელი მოსამართლისათვის 2007 წლის 15 მარტს ზეპირად მიცემული მტკიცებულების წერილობითი ოქმი ასახავს, რომ მისი დაკავების მომდევნო დღეს მომჩივანი აცხადებს, რომ მის მიერ არჩეული ადვოკატი არის გ.მ. იგი ასევე ამბობს, რომ მას საკუთარი სურვილით არ აურჩევია მ.რ ადვოკატად (იხილეთ პუნქტი 22 ზემოთ).
99. ამ გარემოებებში სასამართლო ვერ დარწმუნდება, რომ პოლიციის ქმედებით გამოწვეული შეზღუდვა, რის შედეგადაც მომჩივანს არ ჰქონოდა საშუალება საკუთარი ინტერესების დამცველად აერჩია გ.მ და წარმოედგინა იგი პოლიციის დაკითხვის ეტაპზე, გამყარებული იყო სათანადო და შესაბამისი საფუძვლებით (მაგალითისთვის იხილეთ, მეფთაჰი და სხვები (Meftah and Others), ზემოთ ციტირებული, § 45; მაიზითი (Mayzit), ზემოთ ციტირებული, § 68; პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia), no. 26853/04, § 173, 13 ივლისი 2006; და ასევე ზაგოროდნიევი (Zagorodniy), ზემოთ ციტირებული, § 53, წარმომადგენლის კვალიფიკაციის ნაკლებობის შესახებ იხილეთ; ვიტანი (Vitan), ზემოთ ციტირებული, §§ 59-63, როდესაც ბრალდებულის მიერ არჩეული ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, პატივსადები მიზეზის გარეშე; კრუასანი (Croissant), ზემოთ ციტირებული, § 30, დამატებითი ადვოკატის ჩართვის შესახებ სამართალწარმოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; პრეჰნი გერმანიის წინააღმდეგ (Prehn v. Germany) (dec.), no. 40451/06, 24 აგვისტო 2010, ადვოკატის შეცვლის შესახებ, რომელიც კონკრეტულ სასამართლოში არ მოღვაწეობდა და იმყოფებოდა შორს, რის გამოც ხელი ეშლებოდა ეფექტურ სამართალწარმოებას; კლიმენტიევი (Klimentyev), ზემოთ ციტირებული, § 118, როდესაც ბრალდებული წარმოდგენილი იყო რამდენიმე ადვოკატით და როდესაც ყველას არ შეეძლო სამართალწარმოებაში მონწილეობის მიღება).
(c) დათმო თუ არა მომჩივანმა საკუთარი უფლება წარმოდგენილი ყოფილიყო მის მიერ არჩეული ადვოკატით
100. სასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-6-ე მუხლის არც შინაარსი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს სიტყვიერად თუ გახმოვანების გარეშე უარი თქვას მის თავისუფალ ნებაზე გარანტირებული ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. მაგრამ უფლების დათმობა იმ შემთხვევაში თუ ეს კონვენციით დადგენილი უფლების ეფექტურ გამოყენებას ემსახურება უნდა მოხდეს გამჭვრივალედ; ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს (იხილეთ სედოვიჩი იტალიის წინააღმდეგ (Sejdovic v. Italy) [GC], no. 56581/00, § 86, ECHR 2006-II), და ის უნდა უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიებით რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს (იხილეთ პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ (Poitrimol v. France), 23 ნოემბერი 1993, § 31, Series A no. 277-A).
101. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება გავიმეოროთ, რომ ადვოკატის უფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას სხვა უფლებებს შორის, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელია და უზრუნველყოფს კონვენციის მე-6-ე მუხლით დადგენილ გარანტიებს, არის უმნიშვნელოვანესი მაგალითი იმ უფლებების, რომელიც საჭიროებს „უფლების გათვითცნობიერებული და ინფორმირებული დათმობის“ სტანდარტს, რაც სასამართლოს პრაქტიკით არის დადგენილი (იხილეთ პიშჩალნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Pishchalnikov v. Russia), no. 7025/04, § 77-79, 24 სექტემბერი 2009). სასამართლოს აზრით ეს სტანდარტი უნდა იყოს გამოყენებული მომჩივანის მიერ ადვოკატის არჩევის უფლებასთან მიმართებით მოცემულ საქმეში.
102. როგორც უკვე სასამართლომ აღნიშნა, მომჩივანისთვის არ იყო ცნობილი, რომ მისი მშობლების მიერ დაქირავებული ადვოკატი გ.მ, მივიდა პოლიციის განყოფილებაში მის სანახავად. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მომჩივანი დაობდა იმ ფაქტზე რომ ადვოკატი მ.რ–ს მომსახურება პოლიციაში დაკითხვისას მას თავს მოახვიეს და მან ეს განაცხადა პირველად გამომძიებელ მოსამართლესთან შეხვედრისას და შემდეგ სამართალწარმოების მიმდინარეობის პროცესში გააკეთა. ამ გარემოებებში ვერ იქნება მიჩნეული დადგენილად, რომ მინდობილობის ხელმოწერით და პოლიციისთვის ჩვენების მიცემით, მომჩივანმა აშკარად დათმო, სიტყვიერად თუ უსიტყვოდ, ნებისმიერი უფლება რომელიც მას კონვენციის მე–6–ე მუხლით აქვს დადგენილი რომელიც მას ანიჭებს უფლებას იყოს წარმოდგენილი მის მიერ ინფორმირებული არჩევანის შედეგად არჩეული ადვოკატით.
(d) მთლიანად დადგა თუ არა ეჭვის ქვეშ სამართალწარმოების პროცესის სამართლიანობა
103. შემდეგი საკითხი რაც უნდა დადგინდეს არის ის, რომ მომჩივანისთვის უფლების შეზღუდვა ინფორმირებული არჩევანი გაეკთებინა ადვოკატთან მიმართებით მოახდენდა თუ არა უარყოფით გავლენას სამართალწარმოების პროცესზე მთლიანად, მაშინ როდესაც სასამართლო მიუთითებს თავიდანვე, რომ მომჩივანის მიერ პოლიციაში მიცემული ჩვენება გამოყენებული იყო მისი ბრალდებისთვის, მიუხედავად იმისა რომ ის არ წარმოადგენდა ბრალდების მხარის ძირითად დასაყრდენ მტკიცებულებას (იხილეთ, მაგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Magee v. the United Kingdom), no. 28135/95, § 45, ECHR 2000‑VI). ასევე სიმართლეა ის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მისი ჩვენება განიხილა კომპლექსურ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში (შედარებისთვის, ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Bykov v. Russia) [GC], no. 4378/02, § 103, 10 მარტი 2009). კონკრეტულად კი მომჩივანის ბრალდებისთვის საქმის განმხილველი სასამართლო დაეყრდნო რამოდენიმე მოწმის ჩვენებას, სასამართლო პროცესისას განხორციელებულ ჯვარედინ დაკითხვას, ექსპერტების დასკვნებს, დანაშაულის ადგილის საგამოძიებო ოქმს, ამოღების და ჩხრეკის ოქმებს, ასევე შესაბამის ფოტომასალას და სხვა ფიზიკურ მტკიცებულებას. ამასთანავე, სასამართლოს ასევე ჰქონდა დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების აღიარებითი ჩვენებები და არც მომჩივანი და არც მასთან ერთად დანაშაულში მონაწილე სხვა პირები არ დაობდნე, რომ მათი უფლებების შელახვის შესახებ ამ ჩვენებების მიცემისას.
104. სისხლის სამართალწარმოების პროცესში მომჩივანს არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ ადვოკატი მ.რ–მ ვერ გაუწია მას ადექვატური იურიდიული მომსახურება. უფრო მეტიც, მის შემაჯამებელ სიტყვაში სასამართლო პროცესზე, მომჩივანის წარმომადგენელმა ჰკითხა სასამართლოს რომ სასჯელის განსაზღვრისას გაეთვალისწინებინათ მომჩივანის აღიარება და მისი გულწრფელი სინანული. (იხილეთ პუნქტი 47 ზემოთ).
105. რაც შეეხება ადვოკატ მ.რ–ს არჩევას მომჩივანის წარმომადგენლად, სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 177 §5-ზე, რომელიც მოითხოვს რომ ბრალდებულს მიეცეს საშუალება თავისი სურვილით აირჩიოს ადვოკატი (იხილეთ პუნქტი 60 ზემოთ). მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეჭვმიტანილის მიერ თავდაპირველად არჩეულ ადვოკატს არ შეუძლია დაესწროს პოლიციაში დაკითხვას დროის გარკვეულ მონაკვეთში მაშინ შემცვლელი ადვოკატის არჩევა შეიძლება მოხდეს მორიგე ადვოკატების რეესტრიდან, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გადაგზავნილია ხორვატიის ადვოკატთა ასოციაციის საოლქო ფილიალის მიერ. შესაბამისად სასამართლოში წარდგენილ საქმის მასალებში არ არის დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს პროცედურები დაცული იყო მომჩივანის შემთხვევაში. სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს რომ განხორციელებული პროცედურები და მიღებული გადაწყვეტილებები არ ყოფილა სწორად დოკუმენტირებული რაც ხელს შეუწყობდა არასასურველი ეჭვების გაქრობას ადვოკატის არჩევასთან მიმართებით. (იხილეთ, mutatis mutandis, მარტინი (Martin), ზემოთ ციტირებული, § 90, და ჰორვატიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Horvatić v. Croatia), no. 36044/09, §§ 80-82, 17 ოქტომბერი 2013).
106. სასამართლო მიუთითებს, რომ პოლიციის მიერ მომჩივანის დაკითხვის ოქმი ცხადყოფს რომ მ.რ პოლიციის განყოფილებაში მივიდა დაახლოებით საღამოს 7:45 საათზე 2007 წლის 14 მარტს და მომჩივანის დაკითხვა კი დაიწყო საღამოს 8:10 საათზე (იხილეთ პუნქტი 21 ზემოთ). საქმის მასალებში არ არის ზუსტი მითითება, იმის თაობაზე თუ რომელ საათზე დაიწყეს საუბარი მომჩივანმა და ადვოკატმა მ.რ–მ, დაკითხვის ოქმში არც იმაზეა საუბარი თუ რატომ არ მიუთითეს ადვოკატი მ.რ–ს მიერ კონსულტაციის გაცემის დრო. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ რიჯეკას საოლქო პროკურორის დ.ჰ–ს განცხადება მიუთითებს, რომ მ.რ პირადად გაესაუბრა მომჩივანს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში (იხილეთ პუქნტი 25 ზემოთ). რიჯეკას საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მ.რ პოლიციის განყოფილებაში მივიდა საღამოს 7:45 საათზე და რომ დაკითხვა დაიწყო საღამოს 8:10 საათზე (იხილეთ პუნქტი 50 ზემოთ). ეს ასევე დადასტურდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხილეთ პუნქტი 54 ზემოთ). სასამართლოს აზრით, ადვოკატი მ.რ–ს მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ეფექტურობაზე სპეკულირების გარეშე საჭიროა აღინიშნოს რომ ეს პერიოდი ძალიან ხანმოკლეა თუ გავითვალისწინებთ ბრალდების სერიოზულობას და სირთულეს, რაც მოიცავს სამ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, შეიარაღებულ ყაჩაღობას და ცეცხლის წაკიდებას. ამასთან ერთად აუცილებელია გავითვალისწინოთ კონვენციის მე–6–ე მუხლის § 3 (ბ)–ს მოთხოვნები, რომ ბრალდებულს უნდა მიეცეს ადექვატური დრო და საშუალებები საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.
107. გ.მ –ს უკვე დილითვე შეეძლო მომჩივანის დახმარება, ბევრად უფრო ადრე დაკითხვის დაწყებამდე და იგი ის ადვოკატი იყო ვისაც მომჩივანი ადრინდელი საქმეებიდან იცნობდა. მომჩივანისთვის ცნობილი, რომ ყოფილიყო რომ გ.მ მივიდა მისი ინტერესების დასაცავად მომჩივანს ბევრად მეტი დრო ექნებოდა იმისათვის, რომ საკუთარი დაცვა მოემზადებინა.
108. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გამოძიების ეტაპის მნიშვნელობას სისხლის სამართალწარმოების მოსამზადებლად, ვინაიდან ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულება განსაზღვრავს იმ ჩარჩოს, რომელშიც დანაშაული იქნება განხილული სასამართლო პროცესზე (იხილეთ სალდუზი (Salduz) ზემოთ ციტირებული, § 54), და ხაზს უსვამს ასევე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდბეულ პირს ამ ეტაპზე უკვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს მისი ინტერესების დამცველი (იხილეთ მარტინი (Martin), ზემოთ ციტირებული, § 90). სამართალწარმოების სამართლიანობა მოითხოვს, რომ ბრალდებულმა ისარგებლოს მთელი რიგი მომსახურებით, რომელიც იურიდიულ დახმარებასთან არის კავშირში. ამასთან დაკავშირებით, ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება უზრუნველყოს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე პირის დაცვის ფუნდამენტური ასპექტები: საქმის განხილვა, დაცვის ორგანიზება, ბრალდებულისათვის სასარგებლო მტკიცებულების მოგორვება, დაკითხვისთვის მომზადება, ბრალდებულის მორალური მხარდაჭერა და პატიმრობის პირობების შემოწმება. (იხილეთ დაიანი (Dayanan), ზემოტ ციტირებული, § 32).
109. ისე როგორც ეს ამ საქმეში მოხდა და ნაგულვებია, რომ ეჭვმიტანილის მიერ საკუთარი ინტერესების დამცველად ადვოკატის არჩევამ ან დანიშვნამ გავლენა იქონია ან გამოიწვია საკუთარი თვის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ეჭვმიტანილის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის გამოძიების საწყისავე ეტაპზე საჭიროებს ეროვნული ორგანოების, სასამართლოების მიერ ფრთხილ შესწავლას. მოცემულ საქმეში ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენებული მოტივაცია დაკავშირებული სამართლებრივ პრეტენზიასთან და ამავე დროს ფორმა რომლითაც მომჩივანისგან პოლიციამ აღიარებითი ჩვენება მიიღო არ იყო სრულყოფილი. არც საქმის განმხილველი სასამართლო და არც გამომძებელი მოსამართლე და არც სხვა რომელიმე ეროვნულმა სასამართლომ არ განახორციელა არანაირი მოქმედება გ.მ–გან ან საქმეში მონაწილე პოლიციის ოფიცრებისგან მტკიცებულების მოპოვების მიზნით იმისათვის რომ დაედგინათ შესაბამისი გარემოებები დაკავშირებული გ.მ–ს ვიზიტთან რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში 2007 წლის 14 მარტს პოლიციაში მომჩივანის დაკითხვასთან მიმართებით. კონკრეტულად კი, ეროვნულმა სასამართლოებმა არც კი ეცადეს რეალურად იმ მიზეზების დასადგენად, რომელიც გაამყარებდა ან გაამართლებდა მათ გადაწყვეტილებას სამართლიანი სასამართლო პროცესის ღირებულებებთან მიმართებით ისე როგორც ეს კონვენციის მე–6–ე მუხლით არის დადგენილი.
110. ამ გარემოებებში, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მდგომარეობს პრაქტიკული და ეფექტური უფლებების დაცვაში (იხილეთ ლისიცა ხორვატიის წინააღმდეგ (Lisica v. Croatia), no. 20100/06, § 60, 25 თებერვალი 2010), სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მომჩივანს მიეცა ეფექტური შესაძლებლობა გაესაჩივრებინა გარემოებები რომელშიც მ.რ იქნა არჩეული პოლიციაში დაკითხვის ეტაპზე მისი ინტერესების დამცველად.
111. იმის განსაზღვრისას მომჩივანმა ისარგებლა თუ არა კონვენციის მე–6–ე მუხლის §1 მიზნებისთვის „სამართლიანი სასამართლოს“ უფლებით სასამართლო ვალდებულია აღნიშნოს პოლიციის მოქმედებები, რომლითაც ის გამოძიების საწყის ეტაპზე ეფექტურად ახდენდა მომჩივანის უფლების შეზღუდვას ჰქონოდა კავშირი მისი ოჯახის მიერ არჩეულ ადვოკატთან და გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი ადვოკატთან მიმართებით, რომელმაც მთელს სამართალწარმოებაზე იქონია გავლენა. ზოგადად, თუ ეჭვმიტანილი მიიღებს კვალიფიციური ადვოკატის მომსახურებას, რომელსაც ბოჭავს პროფესიული ეთიკა თუ სხვა ადვოკატს მიმართავს დახმარებისთვის რომელიც მან საკუთარი სურვილით აირჩია ვერ იქნება საკმარისი იმის სამტკიცებლად რომ მთელი პროცესი არ იყო სამართლიანი – განსჯის საგანი არ არის არაკომპეტენტურობის ან მიკერძოების აშკარა მტკიცებულება (იხილეთ არტიკო იტალიის წინააღმდეგ (Artico v. Italy), 13 მაისი 1980, § 33, Series A no. 37). მოცემულ საქმეში, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიციის ქმედების შედეგად იმის მაგივრად რომ გამოეყენებინა დუმილის უფლება, რისი უფლებაც მომჩივანს ჰქონდა მან აღიარებითი ჩვენება მისცა, რომელიც მის წინააღმდეგ მტკიცებულად იქნა ჩადებული საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების დროს და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მომჩივანი არ დაეყრდნო მის აღიარებით ჩვენებას და გამოიყენა პირველივე შესაძლებლობა გამომძებელი მოსამართლის წინაშე გაესაჩივრებინა პოლიციის მიერ აღიარების მოპოვების ფორმა. (იხილეთ პუნქტი 23 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებებიც იყო სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ მნიშვნელობას რომელიც მისმა აღიარებითმა ჩვენებამ იქონია სისხლის სამართალწარმოების განვითარებაზე მის წინააღმდეგ. შეჯამებისათვის, სასამართლოს აზრით პოლიციის ქმედების, შეეზღუდა ოჯახის სურვილით არჩეული ადვოკატისთვის მომჩივანთან დაკავშირება, ობიექტური შედეგი არის ის რომ მთელი სისხლისამართლებრივი პროცესის სამართლიანობა შეილახა ვინაიდან საკუთარი თავის წინააღმდეგ მიცემული მომჩივანის ჩვენება დაშვებულ მტკიცებულად იქნა მიჩნეული.
(e) დასკვნა
112. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ არ შეატყობინა მომჩივანს არც ადვოკატი გ.მ–ს ხელმისაწვდომობა მიეცა მისთვის რჩევა და არც ადვოკატ გ.მ–ს ფიზიკურად რიჯეკას პოლიციის განყოფილებაში ყოფნის ფაქტი; მომჩივანმა პოლიციაში დაკითხვისას აღიარა იმ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც მას ბრალი ედებოდა და ეს აღიარებითი ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად საქმეში; ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაამახვილეს სათანადო ყურადღება ამ საკითხზე და ვერ განახორციელეს ადექვატური მოქმედებები სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ეს ფაქტორები, განხილული კუმულაციურად, უდაოდ ეჭვის ქვეშ აყენებს მომჩივანის დაცვის უფლებას და ლახავს მთლიანად სამართალწარმოების პროცესის სამართლიანობას.
113. შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ საქმის არსებულ გარემოებებში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–6–ე მუხლის §§ 1 და 3 (გ) დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
114. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფიელბას მიაკუთვნებს.
.”
A. ზიანი
115. მომჩივანი ითხოვდა 1,795,200 ხორვატულ კუნას (HRK) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და დამატებით 400 ხორვატულ კუნას (HRK) თითოეული დღისთვის დაწყებული 2011 წლის 26 დეკემბრიდან მისი ციხიდან გათავისუფლებამდე, იმ ტანჯვის კომპენსირებისთვის რომელიც მას მაიდგა სისხლის სამართლებრივი პროდეურების და პატიმრობის შედეგად.
116. სახელმწიფოს არ წარმოუდგენია პოზიცია ამ საკითხზე.
117. სასამართლო ვერ იმსჯელებს მომჩვანის მიმართ სისხლის სამართლებრივი პროცედურების შედეგებზე. კონვენციის მე–6–ე მუხლის §§ 1 და 3 (გ) დარღვევის დადგენა მოცემულ საქმეში არ ნიშნავს, რომ მომჩვანს არასწორად დაედო მსჯავრი. სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვევის დადგენა წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას. იგი აღნიშნავს რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 502 იძლევა საქმის გადასინჯვის საშუალებას (იხილეთ პუნქტი 61 ზემოთ). შესაბამისად სასამაღთლო უარს ეუბნება მომჩვანს მოთხოვნაზე (იხილეთ მოსერი ავსტრიის წინააღმდეგ (Moser v. Austria), no. 12643/02, § 108, 21 სექტემბერი 2006; მარესტი ხორვატიის წინააღმდეგ (Maresti v. Croatia), no. 55759/07, § 75, 25 ივნისი 2009; ბალოგა უკრაინის წინააღმდეგ (Baloga v. Ukraine), no. 620/05, § 38, 16 სექტემბერი 2010; ჰანიფი და ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hanif and Khan v. the United Kingdom), nos. 52999/08 და 61779/08, § 155, 20 დეკემბერი 2011; გურკანი თურქეთის წინააღმდეგ (Gürkan v. Turkey), no. 10987/10, § 26, 3 ივლისი 2012; დენკი ავსტრიის წინააღმდეგ (Denk v. Austria), no. 23396/09, § 24, 5 დეკემბერი 2013; დაარასი თურქეთის წინააღმდეგ (Aras v. Turkey) (no. 2), no. 15065/07, § 62, 18 ნოემბერი 2014).
B. ხარჯები
118. მომჩივანმა საკონსტიტუციო სარჩელის შეტანისთვის პალატისგან მოითხოვა 5,000 ხორვატული კუნა. მან შემდეგ დამატებით მოითხოვა 15,683 ხორვატული კუნა სასამართლო ხარჯებისათვის.
119. სახელმწიფომ პროტესტი გამოთქვა ეროვნულ დონეზე სამართლწარმოების ხარჯები.
120. 2014 წლის 31 ივლისს და 2015 წლის 21 იანვარს მომჩივანმა დამატებითი საჩივარი შეიტანა ხარჯების მოთხოვნის საფუძვლით იმაზე დამატებით რაც მას უკვე მოთხოვნილი ჰქონდა პალატისგან. დამატებითი მოთხოვნა ეხებოდა სარჩელის მომზადებას და წარმომადგენლობას 2015 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე. დამატებითი ხარჯები მთლიანად შეადგენდა 29,279.60 ხორვატული კუნა.
121. სასამართლო პრაქტიკით მომჩივანი უფლებამოსილია მიიღოს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ ოდენობით რაც რეალურად იყო საჭირო და გონივრულობის ფარგლებში. მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი სისხლის სამართლის საქმესთნ მიმართებით მიზნად ისახავდა იმ დარღევის გამოსწორებას, რაც სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე–6–ე მუხლის §§ 1 და 3 (გ) ფარგლებში. სასამართლო მის ხელთ არსებული დოკუმენტების და პრაქტიკის გათვალსიწინებით 6500 ევროს მიიჩნევს გონივრულ თანხად და ანიჭებს მას მომჩივანს ნებისმიერ გადასახადთთან ერთდ რაც შეიძლერბა მას დაეკისროს ამ თანხაზე.
C. საურავი
122. სასამართლომ მიიჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ამ მიზეზის გამო, სასამართლო
1. ადგენს, თექსვმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–6–ე მუხლის §§ 1 და 3 (გ) დარღვევას;
2. ადგენს, თექსვმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დარღვევის დადგენა თავად წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მომჩივანისთვის;
3. ადგენს, თექსვმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ,
(a) მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს, სამი თვის განმავლობაში 6500 ევრო (ექვსი ათას ხუთასი ევრო), ასევე ნებისმიერი გადასახადი რაც შეიძლება მომჩივანს ამ თანხაზე დაეკისროს ხარჯებისთვის, რომელიც კონვერტირებული იქნება მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში მორიგების დღის კურსით;
(b) ზემოთ ხსენებული სამ თვიანი ვადის გასვლიდან მორიგებამდე მცირე პროცენტი შეიძლება დაწესდეს ამ თანხაზე ევროპული ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით რასაც დაემატება სამი პროცენტი;
4. უარს ამბობს ერთხმად მომჩივანის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნაზე სამართლიან დაკმაყოფილებასთან მიმართებით
შექმნილია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოცხადებული საჯარო განხილვაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, 2015 წლის 20 ოქტომბერს სტრასბურგში.
ლოურენს ერლიდინ სპილემანი
მრჩეველითამჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:
(a) მოსამართლე ზუპანიჩის თანმხვედრი მოსაზრება;
(b) მოსამართლე კალაჯიევას, პინტო დე ალბუკურკის და ტურკოვიჩის ერთობლივი თანმხვედრი მოსაზრება;
(c) მოსამართლე სილვისის და მოსამართლე სპილემანის ერთობლივი თანმხვედრი მოსაზრება;
(d) მოსამართლე ვეჰაბოვიჩის განსხვავებული მოსაზრება.
D.S.
T.L.E.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy