© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე 189
2015 წლის ოქტომბერი
დვორსკი ხორვატიის წინააღმდეგ [GC] - 25703/11
გადაწყვეტილება 20.10.2015 [GC]
მუხლი 6
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6-1
საქმის სამართლიანი მოსმენა
შესაბამისი და საკმარისი საფუძვლის გარეშე ეჭვმიტანილისთვის მის მიერ არჩეული ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე უარი პოლიციაში დაკითხვისას: დარღვევა
მუხლი 6-3-გ
მის მიერ არჩეული დამცველი
ეჭვმიტანილისთვის ინფორმაციის ვერ უზრუნველყოფა იმის თაობაზე, რომ მისმა ოჯახმა აიყვანა ადვოკატი პოლიციაში დაკითხვაზე მონაწილეობისთვის: დარღვევა
ფაქტები –2007 წელს მომჩივანი დააკავეს სხვადასხვა დანაშაულეს ჩადენის გამო და დაკითხეს, როგორც ეჭვმიტანილი პოლიციაში. დაკითხვისას მომჩივანმა აღიარებითი ჩვენება მისცა და მას წაუყენეს ბრალი და მისი აღიარებითი ჩვენება მტკიცებულებად იქნა გამოყენებული სასამართლო პროცესზე. 2008 წელს მომჩივანი დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში, შეიარაღებულ ყაჩაღობასა და ცეცხლის წაკიდებისთვის და მას სასჯელის სახით განესაზღვრა ორმოცი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციამ მას შეუზღუდა მშობლების მიერ დაქირავებულ ადვოკატთან (გ.მ) ხელმისაწვდომობის უფლება და ამიტომ იგი იძულებული გახდა გამოეყენებინა იმ ადვოკატის მომსახურება, რომელიც მას პოლიციამ დაუნიშნა (მ.რ) და რომ ის იძულებული გახდა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიეცა ჩენება ვინაიდან არ მიეცა საშუალება თავად აერჩია დამცველი. 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს პალატამ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ გადაწვიტა რომ კონვენციის მე-6-ე მუხლის §§ 1 და 3 (გ) არ დარღვეულა. 2014 წლის 14 აპრილს მომჩივანის მოთხოვნის საფუძველზე საქმე განსახილველად გადაეგზავნა დიდ პალატას (იხილეთ საინფორმაციო ჩანაწერი 173) Information Note 173).
კანონი – მუხლი 6 §§ 1 და 3 (გ): სალდუზი თურქეთის წინააღმდეგ (Salduz v. Turkey) საქმისგან განსხვავებით, სადაც მომჩივანს პოლიციის დაკითხვის ეტაპზე უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურებაზე, მოცემული საქმე ეხებოდა სიტუაციას, როდესაც მომჩივანმა დამცველის მომსახურებით ისარგებლა პირველივე დაკითხვისას, მაგრამ არა იმ ადვოკატის მომსახურებით რომელიც თავად აირჩია. ადვოკატისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საქმეებისგან განსხვავებით, როდესაც აუცილებელია „დამაჯერებელი არგუმენტი“ ეჭვმიტანილის ადვოკატის გარეშე დაკითხვისთვის, შედარებით უფრო მსუბუქი მოთხოვნა არსებობს ისეთი სიტუაციებთან მიმართებით, როდესაც საკითხი ნაკლებად სერიოზულია და ეხება „არჩევანის უფლების შეზღუდვას“ რაც გულისხმობს მიზეზების „შესაბამისობას და საკმარისობას“. ეროვნული უწყებები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ეჭვმიტანილის სურვილი იურიდიული დახმარების არჩევისას, მაგრამ მათ შეუძლიათ უგულებელყონ ეს სურვილი თუ არსებობს შესაბამისი და საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ეს არის საჭირო მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები არ არსებობს, მაშინ დამცველის თავისუფალი არჩევანის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს კონვენციის მე-6-ე მუხლის § 1 და § 3 (გ)-ის დარღვევას, იმ შემთხვევაში თუ ამან უარყოფითი გავლენა იქონია დაცვაზე და მთლიანად სამართალწარმოებაზე.
(a) იყო თუ არა მომჩივანი წარმოდგენილი მის მიერ ინფორმირებული არჩევანის შედეგად შერჩეული ადვოკატით - სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.მ ეცადა პოლიციაში მომჩივანთან შეხვედრას დაკითხვის დაწყებამდე, მაგრამ მას უთხრეს რომ დაეტოვებინა პოლიციის განყოფილება ისე რომ მომჩივანს არც კი შეატყობინეს მისი პოლიციაში ყოფნის თაობაზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა ფორმალურად აირჩია მ.რ საკუთარი ინტერესების დამცველად პოლიციაში დაკითხვისას, მისი ეს არჩევანი არ იყო ინფორმირებული, რადგან მან არ იცოდა რომ მშობლებმა მას დაუქირავეს გ.მ.
(b) არსებობდა თუ არა შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები შეზღუდულიყო მომჩივანისთვის მისი სურვილით არჩეული ადვოკატისადმი ხელმისაწვდომობა - ერთადერთი მიზეზი, რომელიც სახელმწიფომ მიუთითა იმისათვის, რომ არ დაუშვა გ.მ მომჩივანთან იყო ის რომ მას არ ჰქონდა სწორი მინდობილობა მომჩივანის წარმომადგენლობისთვის. მაგრამ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულების მიხედვით გ.მ-ს მინიჭებული ჰქონდა წერილობითი მინდობილობა მომჩივანის მშობლების მიერ, რაც დაშვებულია ეროვნული კანონმდებლობით. შესაბამისად პოლიცია ვალდებული იყო მინიმუმ მომჩივანისთვის შეეტყობინებინა რომ გ.მ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, რაც მათ არ შეასრულეს. ამ შემთხვევაში, სასამართლოსთვის არ არის დამაჯერებელი რომ მომჩივანის უუნარობა გამოწვეული პოლიციის ქმედებით გ.მ მიეჩნიათ მის წარმომადგენლად გამყარებული იყო შესაბამისი და საკმარის საფუძვლებით.
(c) პროცესის სამართლიანობა მთლიანად იყო თუ არა მიკერძოებული - მოცემულ საქმეში ნაგულვები იყო რომ ადვოკატის დანიშვნა ან არჩევა იწვევდა ან გავლენას ახდენდა ეჭვმიტანილის მიერ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების საწყის ეტაპზე, რაც საჭიროებდა სახელმწიფო უწყებების და განსაკუთრებით კი ეროვნული სასამართლოების მიერ საკითხის ყურადღებით შესწავლას. მაგრამ ეროვნული უწყებების დასაბუთება მომჩივანის მიერ წამოყენებულ სამართლებრივ ბრალდებასთან დაკავშირებით იმაზე თუ როგორ იქნა მიღებული ჩვენება პოლიციის მიერ არ იყოი არსებითი. არც-ერთ ეროვნულ უწყებას არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი შესაბამისი გარემოებების დასადგენად გ.მ-ს პოლიციაში ვიზიტთან დაკავშირებით მომჩივანის პოლიციაში დაკვითხვასთან მიმართებით. კონკრეტულად კი, ეროვნულმა სასამართლოებმა არც კი განახორციელეს რეალური მცდელობა იმისა, რომ გაემყარებინათ და გაემართლებინათ საკუთარი გადაწყვეტილება კონვენციის მე-6-ე მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში. შესაბამისად სასამართლოსთვის არ არის დამაჯერებელი, რომ მომჩივანს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა გაესაჩივრებინა გარემოებები, რომლის ფარგლებშიც მ.რ არჩეულ იქნა მისი ინტერესების დამცველად.
მოცემულ საქმეში, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ პოლიციის ქმედების შედეგად, იმის ნაცვლად რომ დუმილის უფლება გამოეყენებინა მომჩივანს პოლიციაში პირველადი დაკითხვისას, რისი უფლებაც მას ჰქონდა, მომჩივანმა მისცა აღიარებითი ჩვენება, რომელიც მოგვაინებით დაშვებულ იქნა მტკიცებულებად და გამოყენებული იყო მის წინააღმდეგ. საბოლოოდ მან გაასაჩივრა პოლიციის მიერ მისგან ჩვენების მიღების ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სხვა მტკიცებულებაც არსებობდა პირველად მიცემული აღიარებითი ჩვენების გავლენა სისხლის სამართლებრივ პროცესის საბოლოო შედეგზე ვერ იქნება უგულებელყოფილი. ამ გარემოებებში, პოლიციის ქცევის შედეგად არ დაეშვა მომჩიავნის მიერ არჩეული ადვოკატი მომჩივანთან დაკითხვისას, ეჭვის ქვეშ დადგა სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობა მთლიანად.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 41: დარღვევის დადგენა წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მორალური ზიანის ფარგლებში.
(იხილეთ სალდუზი თურქეთის წინააღმდეგ (Salduz v. Turkey) [GC], 36391/02, 27 ნოემბერი 2008, საინფორმაციო ჩანაწერი 113; ასევე იხილეთ ფაქტების ფურცელი პოლიციის დაკავების და ადვოკატის დახმარების შესახებ (Police arrest and assistance of a lawyer)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy