© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #141
მაისი, 2011
პრავოე დელოს და შტეკელის სარედაქციო საბჭო (Editorial Board of Pravoye Delo and Shtekel) უკრაინის წინააღმდეგ - 33014/05
გადაწყვეტილება 5.5.2011 [V სექცია]
მე-10 მუხლი
მუხლი 10.1
გამოხატვის თავისუფლება
ინტერნეტში მოპოვებული მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის გარანტიების არ არსებობა ეროვნულ კანონმდებლობაში: დარღვევა
ფაქტები - პირველი განმცხადებელი იყო სარედაქციო საბჭო, ხოლო მეორე განმცხადებელი - გაზეთის მთავარი რედაქტორი. 2003 წელს გაზეთმა გამოაქვეყნა სიახლეების ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთული ანონიმური წერილი, რომლის ავტორიც სავარაუდოდ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელი იყო. წერილი შეიცავდა იმის მტკიცებებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები ჩაბმული იყვნენ უკანონო და კორუფციულ საქმიანობაში და კავშირი ქონდათ ორგანიზებულ დანაშაულთან. ამის შემდეგ პირმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ წერილში მოცემული ინფორმაცია მის მიმართ ცილისმწამებლური იყო, საჩივარი შეიტანა განმცხადებლების წინააღმდეგ. განმცხადებლებს ერთობლივად დაეკისრათ პასუხისმგებლობა და დაევალათ ზიანის ანაზღაურება. პირველ განმცხადებელს დაევალა უარყოფის გამოქვეყნება, ხოლო მეორე განმცხადებელს - ბოდიშის მოხდა.
კანონმდებლობა - მე-10 მუხლი
(ა) ბოდიშის მოხდის მავალდებულებელი ბრძანება: ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა ცილისწამების საქმეთა მხარეებისთვის უფლებას, მოეთხოვათ ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და ზიანის ანაზღაურება, თუმცა მეორე განმცხადებლისთვის დაკისრებული ოფიციალური ბოდიშის მოხდის მავალდებულებელი ბრძანება არ იყო გათვალისწინებული. არც იმის მტკიცებულება არსებობდა, რომ უკრაინული სასამართლოები ხასიათდებოდნენ განსახილველი კანონმდებლობის ამგვარი ფართო ინტერპრეტაციით. არც ეროვნულ სასამართლოებს და არც მოპასუხე მთავრობას წარმოუდგენია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისგან ასეთი აშკარა გადახრის განმარტება. უფრო მეტიც, განსახილველი მოვლენების შემდეგ ეროვნული სასამართლო პრაქტიკა მიუთითებდა, რომ ცილისწამების საქმეებზე ბოდიშის მოხდის დავალდებულება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიების საწინააღმდეგო იქნებოდა. შესაბამისად, მეორე განმცხადებლის მიერ ბოდიშის მოხდის მავალდებელი ბრძანება არ იყო გათვალისწინებული კანონით.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
(ბ) ინტერნეტში მოპოვებული მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის გარანტიების არ არსებობა ეროვნულ კანონმდებლობაში: უკრაინის კანონმდებლობა ჟურნალისტებს პრესაში გამოქვეყნებული მასალის სიტყვასიტყვით რეპროდუცირების შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან მიმართებით იმუნიტეტს ანიჭებს. ეს ზოგადად შეესაბამებოდა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიდგომას ჟურნალისტების მიერ სხვათა განცხადებების გავრცელების თავისუფლებასთან მიმართებით. თუმცა ასეთი იმუნიტეტი არ არსებობდა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად დაურეგისტრირებელი ინტერნეტ წყაროებიდან მოპოვებული მასალების რეპროდუცირებას ახდენდნენ. უფრო მეტიც, არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებდა ინტერნეტ-მედიის სახელმწიფო რეგისტაციას, ზოგადად ინტერნეტ-მედიის სტატუსს ან ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებას. სასამართლომ გაიზიარა, რომ ინტერნეტი ბეჭდური მედიისთვის გამორჩეული საინფორმაციო საშუალება იყო და რომ ინტერნეტში არსებული ინფორმაციითა და კომუნიკაციით ზიანის რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე პრესისგან მომდინარე რისკი. შესაბამისად, ბეჭდური მედიიდან და ინტერნეტიდან მასალის რეპროდუქციის მარეგულირებელი პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს. მიუხედავად ამისა, პროფესიული მედიის საქმიანობაში ინტერნეტის როლის და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მისი მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი კანონმდებლობის არ არსებობამ, რომელიც ეროვნულ დონეზე საშუალებას მისცემს ჟურნალისტებს გამოიყენონ ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია სანქციების დაკისრების შიშის გარეშე, შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას პრესის როგორც „საზოგადო მოდარაჯის“ სასიცოცხლო ფუნქციის შესრულებას და თავის მხრივ გახდეს პრესის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფუძველი. ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციით მოსარგებლე ჟურნალისტებითვის ეროვნულ კანონმდებლობაში ადეკვატური გარანტიების არ არსებობის გათვალისწინებით, განმცხადებლებს არ შეეძლოთ სათანადო ხარისხით განეჭვრიტათ სადავო პუბლიკაციით გამოწვეული შესაძლო შედეგები.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 6 000 ევრო მეორე განმცხადებლისთვის არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy