© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სექტემბერი 2012
ეგიტიმ ვე ბილიმ ემეკცილერი სენდიკასი თურქეთის წინააღმდეგ - 20641/05
გადაწყვეტილება 25.9.2012 [II სექცია]
მუხლი 11
გაერთიანების თავისუფლება
საჩივარი პროფესიული კავშირის დაშლისათვის, რომელიც მხარს უჭერს ეროვნული ენისგან განსხვავებულ მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას: დარღვევა.
ფაქტები – მის წესდებაში მომჩივანი გაერთიანება – განათლების და მეცნიერების ხელფასიან მუშაკთა გაერთიანება – იცავდა “საზოგადოებაში ყველა ინდივიდის უფლებას, თანასწორობაში და თავისუფლებაში, რათა მიეღოთ დემოკრატიული, სეკულარული, სამეცნიერო სწავლება უფასოდ, მათ მშობლიურ ენაზე”. 2002 წლის თებერვალში მოცემული ტერიტორიის მართველმა სთხოვა გაერთიანებას წაეშა წესდებიდან ტერმინი “მშობლიური ენა” რადგან ეს შეუსაბამო იყო კონსტიტუციასთან. შემდეგში, 2002 წლის მარტში მართველმა სთხოვა საჯარო პროკურორს დაეწყო პროცედურები გაერთიანების დასაშლელად, რადგან მას ჯერ არ შეუცვლია მისი წესდება, როგორც მას მოთხოვნეს. 2002 წლის ივლისში მომჩივანმა გაერთიანებამ შეცვალა შეურაცხმყოფელი პარაგრაფი შემდეგნაირად: “საზოგადოებაში ყველა ინდივიდის უფლება მიიღოს განათლება მათ მშობლიურ ენაზე”. საჯარო პროკურორმა შეწყვიტა დაშლის პროცესი, კერძოდ აღნიშნა რა რომ ადგილი ქონდა აქტიურ დეპატებს აღნიშნულ საკითხზე და საკითხი უნდა ჩადებულიყო საპარლამენტო სესიის დღის წესრიგში და ეს არ იყო სწორი დრო, რომ მომხდარიყო გაერთიანების დაშლა. 2003 წლის ოქტომბერში, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოთხოვნით, მართველმა სთხოვა მომჩივან გაერთიანებას, რომ წაეშალა შეურაცხმყოფელი სიტყვები მისი წესდებიდან. მან, შემდგომში, კვლავ მიმართა საჯარო პროკურორს მოთხოვით რომ დაეშალა გაერთიანება და 2004 წლის ივლისში საჯარო პროკურორმა მიმართა გაერთიანების დაშლის მოთხოვნით. შრომის სასამართლომ უარყო დაშლის პროცედურები, განმარტა რა, რომ წესდებაში მოცემული სიტყვები არ უქმნიდნენ საფრთხეს ნაციისა ან სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან თურქეთის რესპუბლიკის არსებულ საზღვრებს. საჯარო პროკურორმა შეიტანა საჩივარი. საკასაციო სასამართლომ გააუქმა შრომის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ შრომის სასამართლომ, მის მეორე გადაწყვეტილებაში, კვლავ გაიმეორა მისი პირველადი დასკვნა. 2005 წლის ივლისში გაერთიანებამ წაშალა სიტყვები “მშობლიური ენა” მისი წესდებიდან.
კანონი – მუხლი 11: პროცედურები, რომლებიც განხორციელდა მომჩივანი გაერთიანების წინააღმდეგ წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევას გაერთიანების მიერ მისი გაერთიანების თავისუფლების უფლების განხორციელებაში, უკრძალავდა რა მას კოლექტიურად ან ინდივიდუალურად ემოქმედა მის წესდებაში მითითებული მიზნების მისაღწევად. ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც მდგომარეობდა უწესრიგობის პრევენციაში და ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. უნდა შემოწმებულ ყოფილიყო რამდენად იყო ჩარევა “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში” დასახული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
ორი წყება პროცედურები იქნა ინიცირებული მომჩივანი გაერთიანების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ სწავლებას “მშობლიურ ენაზე”. პირველი პროცედურა შეწყვეტილ იქნა. მეორე, რადგან საკასაციო სასამართლომ დაადგინა წესდება შეუსაბამო იყო კონსტიტუციასთან და უნიტარული სახელმწიფოს პრინციპთან, გაერთიანებას დაეკისრა ვალდებულება წაეშალა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რათა თავიდან აცილებულიყო მისი დაშლა. თუმცა, შეურაცხმყოფელი ნაწილი არ მოიცავდა რაიმე მოწოდებას ძალადობისაკენ ან რაიმე სხვა უკანონო ღონისძიებებისაკენ რათა მიღწეულიყო დასახული მიზნები. პრინციპი, რომელსაც მომჩივანი გაერთიანება იცავდა არ იყო წინააღმდეგობაში დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან. მეტიც, შეურაცხმყოფელი სიტყვები უნდა იქნეს შეფასებული განსახილველ პერიოდში არსებული დებატების ჭრილში მშობლიურ ენაზე სწავლების თემაზე. მოცემულ შემოთავაზება შეიძლება ყოფილიყო შეურაცხმყოფელი გარკვეული რწმენების მქონე მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუმცა, დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირება მოითხოვს საჯარო დებატებს, რათა მოძიებულ იქნას გამოსავლები ზოგადად პოლიტიკის ან საჯარო ინტერესების საკითხებზე. აგრეთვე, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის (ECRI) უკანასკნელი ანგარიში თურქეთთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ქვეყანაში იყვნენ თურქი ბავშვები, ვისი მშობლიური ენა გახლდათ არა თურქული, არამედ ადიღიური, აფხაზური ან ქურთული. ამასთან დაკავშირებით, 2002 წლის 3 აგვისტოს კანონმა შემოიღო დებულება კერძო სესიების შემოღების შესახებ თურქულისგან განსხვავებით ენების და დიალექტების სწავლების მიზნით. აღნიშნული საკანონმდებლო მიდგომა განსხვავდებოდა იმ მიდგომისაგან, რომელიც აირჩიეს ეროვნულმა სასამართლოებმა იმის განხილვის დროს თუ რამდენად იყო გაერთიანების წესდება იყო არაკონსტიტუციური. მიზანი, დაუფარავად მოცემული წედებაში, არ ემუქრებოდა ეროვნულ უსაფრთხოებას ან საჯარო წესრიგს. მიზეზები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა საკასაციო სასამართლოს მიერ არ იყო რელევანტური და საკმარისი ან პროპორციული დასახულ მიზანთან. პროცედურები მომჩივანი გაერთიანების დაშლის შესახებ, რომლებმაც დააკისრეს ვალდებულება, რომ გაერთიანებას შეეცვალა წესდების შეურაცხმყოფელი დებულებები, კერძოდ, წაეშალა სიტყვები “მიიღონ სწავლება მათ მშობლიურ ენაზე”, გონივრულობის ფარგლებში, არ უნდა იქნეს ჩათვლილი, როგორც მაღალი საზოგადოებრივ საჭიროების გამომხატველი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 10: მოცემული მუხლი მოიცავს ინფორმაციის და იდეების მიღებისა და გადაცემის თავისუფლებას ნებისმიერ ენაზე, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა იქნეს მიღებული საზოგადოებაში ყველა სახის, კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ინფორმაციის და იდეების გაცვლაში. მომჩივანი გაერთიანების დაშლის პროცედურების მეორე წყება გულისხმობდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევას გაერთიანების გამოხატვის თავისუფლებაში. მოცემული ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა არეულობის თავიდან აცილების და ეროვნული უსაფრთხოების და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს.
შეურაცხმყოფელი დებულებები, მომჩივანის წესდებიდან, იცავდნენ იდეას “მშობლიურ ენაზე” სწავლების. თურქულ კონტექსტში და მოცემული სიტყვების რეალური გაგებით, აღნიშნული დებულება შეიძლება წაკითხულ ყოფილიყო, თურქულად, როგორც მშობლიურ ენაზე სწავლების დაცვის გამომხატველად. ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის ისტორიულ და სოციალურ მახასიათებლებს, თუმცა, მშობლიური ენა შეიძლება იყო სხვა ენა. აღნიშნული საქმის განხილვის დროს კანონი იქნა შეცვლილი, რათა დაშვებულიყო კერძო სწავლება თურქეთის მოქალაქეებისთვის სხვა მშობლიურ ენაზე, გარდა თურქულისა. ამასთან ერთად, გაერთიანების წესდების შეურაცხმყოფელი დებულებები არ მოუწოდებდნენ ძალადობის გამოყენებას ან სამხედრო წინააღმდეგობას ან აჯანყებას, არც აქეზებდნენ სიძულვილს ან ემუქრებოდნენ სახელმწიფოს ტერიტორიულ უსაფრთხოებას. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ გაერთიანების წინააღმდეგ არსებული დაშლის პროცედურები, რომლებიც აიძულებდნენ მას წაეშალა შეურაცხმყოფელი სიტყვები მისი წესდებიდან, გახლდათ არაპროპორციული დასახულ მიზნებთან მიმართებაში და შესაბამისად, არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 7,500 ევრო მორალური ზიანისთვის; მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით უარყოფილ იქნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy