© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ელ-მასრი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 39630/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
13 დეკემბერი 2012
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
შინაარსი
პროცედურა.........................................1
ფაქტები............................................3
I. საქმის გარემოებები .....................3
ა. განმცხადებლის ვერსია ..................3
1. იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში მგზავრობა 3
2. ინკომუნიკადო პატიმრობა სასტუმროში .4
3. სკოპიეს აეროპორტში გადაყვანა...............4
4. CIA “რენდიციის” გუნდზე ჩაბარება სკოპიეს აეროპორტში 4
5. ფრენა სკოპიედან ავღანეთამდე ..........5
6. დაკავება და დაკითხვა ავღანეთში.......5
7. შენიღბული “უკან გადაცემა“ ალბანეთში.6
8. გერმანიაში ჩასვლა ........................7
ბ. იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიის მთავრობის პოზიცია განმცხადებლის ბრალედებებთან დაკავშირებით 8
1. მოპასუხე სახელმწიფოს პოზიცია საერთაშორისო მოკვლევის შემდეგ მომზადებული ანგარიშების მიხედვით 8
(ა) სავარაუდო საიდუმლო პატიმრობა და დაკავებულის უკანონო რენდიცია სახელმწიფოებს შორის მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების; დოკ. 10957, 2006 წლის 12 ივნისი („მარტის 2006 წლის ანგარიში“) 8
(ბ) ევროპის საბჭო, გენერალური მდივნის ანგარიში მომზადებული დაკავებული პირის, რომელიც ეჭვმიტანილია ტერორიზმის ჩადენაში, საიდუმლო პატიმრობა და გადაცემის შესახებ კონვენციის 52-ე მუხლის მიხედვით (SG/Inf (2006) 5, 28 თებერვალი 2006) 10
2. მოპასუხე სახელმწიფოს ვერსია მოვლენების თაობაზე წარდგენილი სასამართლოს წინაშე 11
გ. საერთაშორისო მოკვლევა განმცხადებლის საქმეზე 12
1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - „მარტის მოკვლევა“ 12
(ა) მარტის 2006 წლის ანგარიში .....................12
(ბ) პატიმრების საიდუმლო პატიმრობა და უკანონო რენდიცია ევროპის საბჭოს წევრი სახელწმიფოების მონაწილეობით: მეორე ანგარიში, დოკ. 11302 rev., 11 ივნისი 2007 (“მარტის 2007 წლის ანგარიში“) 14
2. ევროპის პარლამენტი: ფავას მოკვლევა 15
3. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი მიმოხილვა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ, 2008 წელი 3 აპრილი, გაერო დოკ. ССРR/С/МKD/СO/2 16
4. განმცხადებლის პეტიცია ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ინტერ ამერიკული კომისიისადმი 17
დ. შესაბამისი პროცედურები ეროვნული უწყებების მიმართ მოპასუხე სახელმწიფოს გარდა 17
1. გერმანია....................................17
(ა) გერმანიის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება 17
(ბ) გერმანიის პარლამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევა 17
2. სამართლებრივი მოქმედებები ამერიკის შეერთებულ შტატებში 18
ე. იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში განხორციელებული პროცედურები განმცხადებლის ნაგულვებ დაკავებასთან, პატიმრობასთან და ცუდათ მოპყრობასთან დაკავშირებით 19
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლისა და პროფესიული სტანდარტების დეპარტამენტის წინაშე წარმოებული პროცედურები 19
2. უცნობი სამართალდამცველების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა 19
3. ზიანის ასანაზღაურებლად წარმოებული სამოქალაქო სამართალწარმოება 21
ვ. სასამართლოში წარდგენილი სხვა მტკიცებულებები 21
1. 2010 წლის 4 მარტს მოწმის მიერ ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება 21
2. ბ-ნი ჯ.გ.ს მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა განმცხადებლის საქმეზე . 23
3. კონსტიტუციური და ადამიანის უფლებების ევროპული ცენტრის განცხადებები (ECCHR) 24
4. ვიკილიკსის კონფიდენციალური მასალები ...24
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა..........24
ა. 1991 წლის კონსტიტუცია (Устав)........................24
ბ. სისხლის სამართლის კოდექსი (Кривичен законик) 24
1. სისხლის სამართლებრივი დევნის ვადები 24
2. ვადის ათვლა და შეწყვეტა ................24
3. თავისუფლების უკანონო აღკვეთა .......25
4. წამება ......................................25
5. ცუდათ მოპყრობა ოფიციალური ვალდებულებების შესრულებისას 25
გ. 1997 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (Закон за кривичната постапка), მოცემული დროის რედაქციით 25
დ. კოდექსი ვალდებულებების შესახებ (Закон за облигационите односи) 27
III. შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობა და სხვა საჯარო მასალები 27
ა. საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები 27
1. ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ, მომზადებულია ვენაში, 24 აპრილი 1963 წელი და ძალაში შევიდა 1967 წლის 19 მარტს 27
მუხლი 36...........................................27
წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობა და
კონტაქტები.......................................27
2. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR) 27
მუხლი 4............................................28
მუხლი 7............................................28
მუხლი 9............................................28
3. ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია (“the CED”) 28
მუხლი 1............................................28
მუხლი 2............................................29
მუხლი 3............................................29
მუხლი 4............................................29
4. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ეფექტური გამოძიების და დოკუმენტაციის სახელმძღვანელო, 2001 29
5. საერთაშორისო სამართლის კომისია, საერთაშორისო დონეზე აღიარებული არამართლზომიერ მოქმედებებზე სახელწმიფოს პასუხისგემბლობის შესახებ მუხლები, 2001 29
მუხლი 7............................................29
უფლებამოსილების გადაჭარბება ან ინსტრუქციების დარღვევა 29
მუხლი 14...........................................30
საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის დროში გაჭიანურება 30
მუხლი 15...........................................30
შერეული ქმედებისგან შემდგარი დარღვევა .......30
მუხლი 16...........................................30
საერთაშორისო დონეზე აღიარებული უკანონო ქმედების განხორციელბაში ხელისშეწყობა 30
6. გაეროს გენერალური ასამბლეა, ადამიანის უფლებათა კომისიის სპეციალური მომხსენებლის ანაგარიში წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხთან დაკავშირებით, 2002 წლის 2 ივლისი (A/57/173) 30
7. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუცია 1433 ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გუანტანამოს ციხეში პატიმრობის კანონიერების შესახებ, მიღებული 2005 წლის 26 აპრილს 31
8. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუცია 1463 იძულებით გაუჩინარებაზე, მიღებული 2005 წლის 3 ოქტომბერს 31
9. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 60/148 წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, მიღებული 21 თებერვალი 2006 31
10. ევროპის კომისია დემოკრატიისთვის კანონის გზით (ვენეციის კომისია), მოსაზრება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების სამართლებრივ ვალდებულებებზე პატიმრობის საიდუმლო ადგილების და პატიმრების სახელწმიფოთაშორის გადაყვანის შესახებ (no. 363/2005, 17 მარტი 2006) 32
11. გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ A/HRC/10/3, 4 თებერვალი 2009 32
12. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რეზოლუცია 9/11 და 12/12: სიმართლის უფლება , 2008 წლის 24 სექტემბერი და 2009 წლის 12 ოქტომბერი 33
13. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გაიდლაინები ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრის შესახებ 2011 წლის 30 მარტი 33
ბ. საერთაშორისო ორგანოების და უცხო ქვეყნების შესაბამისი პრეცედენტული სამართალი 34
1. ინგლისისა და უელსის სააპეალაციო სასამართლო (სამოქალაქო განყოფილება), საქმე აბასი და სხვა საგარეო და თანამეგობრობის ურთიერთობების სახელწმიფო მდივნის და საშინაო დეპარატმენტის სახელმწიფო მდივნის წიააღმდეგ, No: C/2002/0617A; 0617B, 6 ნოემბერი 2002 34
2. ამერიკის შეერთებული შტატების მეცხრე ოლქის სააპეალციო სასამართლო, ფალენ გერები ჯორჯ ვოლკერ ბუშის, დონალდ რამსფელდის წინააღმდეგ, D.C. No. CV-03-01267-AHM, 18 დეკემბერი 2003 34
3. გაეროს კომიტეტი წამების წინააღმდეგ, აგიზა შვედეთის წინააღმდეგ, კომუნიკაცია No 233/2003, გაეროს დოკ. CAT/C/34/D/233/2003 (2005), და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ალზერი შვედეთის წინააღმდეგ, გაერო დოკ. CCPR/C/88/D/1416/2005 (2006) 35
გ. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ს საპატიმროებში ადამიანის უფლებათა შესაძლო შელახვის თაობაზე საზოგადოებრივ წყაროებში არსებული ინფორმაცია 36
1. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ინფორმაცია 36
(ა) გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადება თალიბანისა და ალ-ქაიდას წარმომადგენელთა პატიმრობის თაობაზე აშშ-ს გუანტანამოს ციხეში, კუბა, 2002 წლის 16 იანვარი 36
(ბ) Amnesty International, მემორანდუმი აშშ-ს მთავრობასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ავღანეთსა და გუანტანამოში აშშ-ს საპატიმროებში, 2002 წლის აპრილი 36
(გ) Human Rights Watch, “ამერიკის შეერთებული შტატები, ბრალის პრეზუმცია: 11 სექტემბრის შემდგომი პატიმრების ადამიანის უფლებათა შელახვა“, Vol. 14, No. 4 (G), აგვისტო 2002 36
(დ) Human Rights Watch, “ამერიკის შეერთებული შტატები: ანგარიშები“ ალ-ქაიდას ეჭვმიტანილების წამების შესახებ 26 დეკემბერი 2002 37
(ე) International Helsinki Federation for Human Rights, “ანტი-ტერორისტული ღონისძიებები, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები: მოვლენების განვითარება 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, ანგარიში, 2003 წლის აპრილი 37
(ვ) Amnesty International-ის 2003 წლის ანგარიში – ამერიკის შეერთებული შტატები, 2003 წლის 28 მაისი 37
(ზ) Amnesty International, “გუანტანამოში ბოსნია-ჰერცოგოვინადან 6 მამაკაცის უკანონო პატიმრობა“ 2003 წლის 29 მაისი 37
(თ) Amnesty International, “ამერიკის შეერთებული შტატები, ცუდი მაგალითის საფრთხე: საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფა მაშინ როდესაც „ტერორთან ომის“ პატიმრობები გრძელდება, 2003 წლის 18 მაისი 38
(ი) Amnesty International, “ინკომუნიკადო დაკავება/ცუდი მოპყრობის საფრთხე“, 2003 წლის 20 აგვისტო 38
(კ) International Committee of the Red Cross, ამერიკის შეერთებული შტატები: ICRC-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს დაკავების საკითხზე პროგრესს, პრეს რელიზი 04/03, 16 იანვარი 2004 38
(ლ) გაეროს სამუშაო ჯგუფი თვითნებური პატიმრობის შესახებ, მოსაზრება No. 29/2006, ბატონი იბან ალ-შაიხ ალ-ლიბი და 25 სხვა პირი აშშ-ს წინააღმდეგ , გაერო დოკ.. A/HRC/4/40/Add.1 at 103 (2006) 38
2. სხვა საჯარო დოკუმენტები ...............39
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, „მემორანდუმი იუსტიციის დეპარტამენტისადმი ცენტრალური სადაზვევრვო სააგენტოს მიერ გამოყენებული დაკითხვის ტექნიკის თაობაზე“, 2004 წლის 30 დეკემბერი 39
3. მედია სტატიები ...........................39
კანონი............................................41
I. სახელმწიფოს პირველადი პრეტენზია 6 თვიანი წესის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე 41
ა. მხარეთა არგუმენტები...................41
1. მოპასუხე სახელმწიფო....................41
2. განმცხადებელი............................42
ბ. სასამართლოს შეფასება..................43
1. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები 43
2. მოცემულ საქმეში ზემოთ ნახსენები პრინციპების გამოყენება 43
(ა) წარმოადგენს თუ არა სისხლის სამართლებრივი სარჩელი განმცხადებლისთვის სამართლებრივი დაცვის საშუალებას 44
(ბ) ექვს თვიანი ვადის საწყისი ეტაპი...45
(გ) დასკვნა..............................46
II. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება და ფაქტების დადგენა 46
ა. მხარეთა არგუმენტები ...................46
ბ. სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასება 47
1. ზოგადი პრინციპები.......................47
2. ფაქტების დადგენა მოცემულ საქმეში...48
III. კონვენციის მე-3-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა 52
ა. მხარეთა არგუმენტები...................52
1. განმცხადებელი............................52
2. მოპასუხე სახელმწიფო ....................53
ბ. მესამე მხარედ ჩართვა ..................53
1. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი (UNHCHR) 53
2. Interights........................................54
3. Redress.........................................54
4. ერთობლივი მოსაზრება Amnesty International (AI) და International Commission of Jurists (ICJ) 55
გ. სასამართლოს შეფასება..................56
1. მისაღებობა.................................56
2. არსებითი მხარე............................56
(a) მე-3-ე მუხლის პროცესუალური ასპექტები: ეფექტური გამოძიების ნაკლებობა 56
(i) ზოგადი პრინციპები...................56
(ii) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება 57
(b) კონვენციის მე-3-ე მუხლის არსებითი ასპექტები 60
(i) ცუდათ მოპყრობა სასტუმროსა და სკოპიეს აეროპორტში 60
(α) ზოგადი პრინციპები...................60
(β) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება 61
მოპყრობა სასტუმროში ............................61
მოპყრობა სკოპიეს აეროპორტში....................62
(ii) განმცხადებლის გადაყვანა............64
(α) ზოგადი პრინციპები...................64
(β) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება 65
iii) დასკვნები......................................66
IV. კონვენციის მე-5-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა 66
ა. მხარეთა არგუმენტები...................67
ბ. მესამე მხარედ ჩართვა...................68
გ. სასამართლოს შეფასება..................69
1. მისაღებობა.................................69
2. არსებითი მხარე............................69
(ა) სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები 69
(ბ) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება 70
(i) განმცხადებლის პატიმრობა სკოპიეში.70
(ii) განმცხადებლის შემდგომი პატიმრობა .71
(iii) დასკვნა..............................72
(iv) მე-5-ემუხლის პროცესუალური ასპექტები: ეფექტური გამოძიების ნაკლებობა 72
V. კონვენციის მე-8-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა 73
ა. მხარეთა არგუმენტები...................73
ბ. სასამართლოს შეფასება..................73
1. მისაღებობა.................................73
2. არსებითი მხარე............................73
VI. კონვენციის მე-13-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა 74
ა. მხარეთა არგუმენტები................................74
ბ. სასამართლოს შეფასება..................75
1. მისაღებობა.................................75
2. არსებითი მხარე............................75
(ა) სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები 75
(ბ) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება 76
VII. კონვენციის სხვა ნაგულვები დარღვევები77
VIII. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება .....78
ა. ზიანი.......................................78
ბ. ხარჯები ....................................79
გ. საურავი....................................79
სასამართლო ერთხმად..............................79
მოსამართლე ტულკენის, სპილმანის, სილიანოს და კელერის ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება 82
(თარგმანი).........................................82
მოსამართლე კასადევალის და ლოპეზ გუერერას ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება 85
წინამდებარე საქმეზე ელ-მასრი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ (დიდი პალატა) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკოლას ბრატცა,პრეზიდენტი
ფრანსუაზ ტულკენს,
ჯოზეფ კასადევალ,
დინ სპიელმან,
ნინა ვაჯიჩ,
პერ ლორენსენ,
კარელ ჯუნგვიერთ,
ისაბელ ბერო-ლეფევრი,
ჰანლარ ჰაიევ,
ლუის ლოპეს გუერა,
ლედი ბიანკუ,
იშილ კარაკაშ,
ვინსენტ ა დე გაეტანო,
ჯულია ლაფრანკ,
ლინოს-ალექსანდრე სიცილოანოს,
ერიკ მოსე,
ჰელენ კელერ, მოსამართლეები
და მაიკლ ო’ბოილი, სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
2012 წლის 16 მაისს და 24 ოქტომბერს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა:
საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 39630/09) იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 20 ივლისს სასამართლოში შეიტანა გერმანიის მოქალაქემ, ბ-მა ხალედ ელ-მასრიმ ("მომჩივანი").მომჩივანს, წარმოადგენდა ბ-ნი ჯ. ა. გოლდსტონი, ბ-ნი დ. პავლი და ბ-ნი რ. სკილბეკი ღია საზოგადოება მართლმსაჯულების ინციატივიდან (“OSJI”) და ბ-ნი ფ. მედარსკი, მაკედონიელი ადვოკატი. მაკედონიის მთავრობა ("მთავრობა") წარმოდგენილი გახლდათ მისი აგენტის ბ-ნი ბოგდანობის მიერ.მოჩივანი აცხადებდა რომ ის გახდა რენდიციის საიდუმლო ოპერაციის ობიექტი, კონკრეტულად კი მოპასუხე სახელმწიფოს აგენტებმა დააკავეს იგი, ჰყავდათ იგი ინკომუნიკადო პატიმრობაში, დაკითხეს და ცუდათ მოეყრენ მას და სკოპიეს აეროპორტში გადასცეს CIA აგენტებს რომლებმაც გადაიყვანეს სპეციალური CIA-ის მიერ ოპერირებადი ავიაგადმზადით დაკავების საიდუმლო ადგილას ავღანეთში, სადაც მის მიმართ განხორციელდა ცუდი მოპყრობა რომელიც ოთხი თვის მანძილზე გრძლედებოდა, 2003 წლის 31 დეკემბრიდან 2004 წლის 29 მაისამდე, როდესაც ის გერმანიაში დაბრუნდა.საჩივარი პირველად გადაეცა სასამართლოს მეხუთე სექციას (მუხლი 52, ნაწილი 1 სასამართლოს რეგლამენტი). 2011 წლის 1 თებერვალს სასამართლომ შეცვალა სექციის შემადგენლობა (მუხლი 25, ნაწილი 1) და ეს საქმე გადაეცა ახალად შექმნილ პირველ სექციას. (მუხლი 52, ნაწილი 1).2010 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფოს გაეცნო განმცხადებლის საჩივარი კონვენციის მე-3-ე, მე-5-ე, მე-8-ე და მე-13-ე მუხლების დარღვევის თაობაზე.გერმანიის მთავრობამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო მათი უფლება ჩართულიყვნენ სამართალწარმოებაში კონვენციის 36-ე მუხლის ნაწილი1-ის შესაბამისად, არ გამოხატა ამის სურვილი. მირჯანა ლაზაროვა ტრაჯკოვსკამ, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის სახელით არჩეულმა მოსამართლემ, აცილება მისცა საკუთარ თავს საქმეზე (მუხლი 28). მოპასუხე სახელმწიფომ მისი ჩანაცვლების მიზნით შესაბამისად აირჩია პერ ლორენსენი, დანიის სახელით არჩეული მოსამართლე. (კონვენციის მუხლი 26 ნაწილი 4 და მუხლი 29 ნაწილი 1);2011 წლის 24 იანვარს პირველი სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნინა ვაჯიჩ, პერ ლორენსენ, ელიზაბეტ სტეინერი, ჰანლარ ჰაიევ, ჯულია ლაფრანკ, ლინოს-ალექსანდრე სიცილოანოს და ერიკ მოსე, დათმო იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ, რაც საქმის არცერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია (კონვენციის 30-ე მუხლი და რეგლამენტის მუხლი 72).დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით.როგორც მომჩივანმა, ისე მთავრობამ წარმოადგინა წერილობითი მოსაზრებები. ამასთანავე, მიღებულ იქნა მესამე მხარის - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, Interights, Redress, იურისტების საერთაშორისო კომისიის და Amnesty International - კომენტარები, რომელთა წერილობით პროცედურაში ჩართვაზეც ნებართვა გასცა პრეზიდენტმა (კონვენციის 36 § 2 მუხლი და სასამართლო რეგლამენტის 44 § 2 მუხლი).განმცხადებლის მიერ შემოთავაზებული მოწმის ბ-ნი ჰ.კ-ს ზეპირ ჩვენებაზე სასამართლომ უარი თქვა.
12. მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2012 წლის 16 მაისს (რეგლამენტის მუხლი 59, ნაწილი 3).
13. სასამართოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის მხარე
ბ-ნი ბაგდანოვი,აგენტი,
ქ-ნი ჯონოვა, იუსტიციის სამინისტრო
ქ-ნი სტანოჯევსკა, იუსტიციის სამინისტრო
ქ-ნი იოსიფოვა, იუსტიციის სამინისტრო, მრჩეველი;
(ბ)მომჩივნის მხარეს
ბ-ნი გოლდსტონი, აღმასრულებელი დირექტორი, ღია საზოგადოება მართლმსაჯულების ინციატივა
ბ-ნი დ. პავლი,ადვოკატი,
ბ-ნი რ. სკილბეკ,,
ბ-ნი ფ. მედარსკი, მრჩეველი.
14. სასამართლომ მოუსმინა ბ-ნ ბოგდანოვს, ბ-ნ გოლდსტონს და ბ-ნ პავლის, ისევე როგორც მათ პასუხებს შეკითხვებზე.
ფაქტები
საქმის გარემოებები
15. განმცხადებელი დაბადებულია 1963 წელს და ცხოვრობს სანდენში, გერმანია.
ა. განმცხადებლის ვერსია
16. საჩივარში, განმცხადებელი ეხება მის მიერ 2006 წლის 6 აპრილს გაკეთებულ განცხადებას აშშ-ს აღმოსავლეთ ვირჯინიის საოლქო სასამართლოს სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ პუნქტები 62 და 63 ქვემოთ)
1. იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში მგზავრობა
17. 2003 წლის 31 დეკემბერს განმცხადებელი ჩაჯდა ავტობუსში ულმში, გერმანია იმ მიზნით რომ სკოპიეში გამგზავრებულიყო ვინაიდან მან გადაწყვიტა „მოკლე შვებულების აღება და სახლში არსებული სტრესული გარემოს ცოტა ხნით გაცლა“. დაახლოებით შუადღის 3 საათისთვის ის მაიდგა სერბეთი/მაკედონიის საზღვარს ტაბანოვჩესი. ეჭვი გაჩნდა მის ახლად გაცემულ გერმანულ პასპორტთან დაკავშირებით. მესაზღვრემ შეამოწმა მისი პასპორტი და ჰკითხა მისი ვიზიტის მიზნის, ხანგრძლივობის და სავარაუდო ადგილმდებარეობის თაობაზე. მაკედონიაში შესვლის თარიღი, დათარიღებული 2003 წლის 31 დეკემბრით აღინიშნა პასპორტში. ამ მომენტისთვის მისი პირადი ნივთების ჩხრეკა განხორციელდა და მას დაუსვეს შეკითხვები მის შესაძლო კავშირზე რამოდენიმე ისლამურ ორგანიზაციასთან და ჯგუფებთან. დაკითხვა დასრულდა საღამოს 10 საათზე. იგი გადაიყვანეს სასტუმროში, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირებთან ერთად, რომლებიც იყვნენ შეიარაღებულნი. მოგვიანებით დადგინდა რომ ეს სასტუმრო იყო Skopski Merak, სასტუმრო სკოპიეში („სასტუმრო“). გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, განმცხადებელმა ამოიცნო სასტუმროს ვებგვერდზე არსებული ფოტოსურათების საშუალებით სასტუმროს ოთახი სადაც ის ჰყავდათ და ერთ-ერთი მიმტანი რომელიც მას ემსახურებოდა მისი სასტუმროში ყოფნისას.
2. ინკომუნიკადო პატიმრობა სასტუმროში
18. განმცხადებელი აიყვანეს სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებულ ოთახში. სასტუმროში მისი პატიმრობისას მას ზედამხედველობდა ცხრა მამაკაცისგან შემდგარი გუნდი, რომელთა მორიგეობის ვადა 6 საათს შეადგენდა. სამი მათგანი მუდამ მასთან ერთად იყო მაშინაც კი როცა მას ეძინა. პატიმრობისას ის რამოდენიმეჯერ დაკითხეს. მის დაკითხვას აწარმოებდნენ ინგლისურ ენაზე მიუხედავად იმისა რომ მან ინგლისური ენა კარგად არ იცის. მისი მოთხოვნა დაკონტაქტებოდა გერმანიის საელჩოს უარყოფილ იქნა. ერთ დღეს როდესაც მან განაცხადა რომ ის წასვლას აპირებდა მას თავზე იარაღი მიადეს და სიკვდილით დაემუქრნენ. პატიმრობის შვიდი დღის შემდეგ მასთან მივიდა ოფიციალური პირი და მას გარიგება შესთავაზა იმ პირობით რომ მას უკან გააგზავნიდნენ გერმანიაში თუ ის აღიარებდა რომ ალ-ქაიდას წევრი იყო.
19. პატიმრობის მეცამეტე დღეს, განმცხადებელმა დაიწყო შიმშილობა მისი უკანონო პატიმრობის გაპროტესეტბის მიზნით. მას საკვები არ მიუღია იმ დარჩენილი ათი დღის განმავლობაში რაც მან გაატარა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედოინიაში. შიმშილობის დაწყებიდან ერთ კვირაში მას უთხრეს რომ მალე თვითმფრინავით გადაიყვანდენ გერმანიაში.
3. სკოპიეს აეროპორტში გადაყვანა
20. 2004 წლის 23 იანვარს დაახლოებით საღამოს 8 საათზე განმცხადებელი გადაიღეს ვიდეო კამერაზე და მას მიუთითეს რომ ეთქვა რომ მას კარგად ეპყრობოდნენ, მისთვის არ მიუყენებიათ არანაირი ზიანი და რომ მას მალე გერმანიაში დააბრუნებენ. ხელებზე ბორკილდადებული და თვალებახვეული იგი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სკოპიეს აეროპორტში. .
4. CIA „რენდიციის“ გუნდზე ჩაბარება სკოპიეს აეროპორტში
21. ჩამოსვლისას, ჯერ კიდევ ხელბორკილებით და თვალებახვეული იგი თავდაპირველად დასვეს სკამზე, რომელშიც ის საათნახევარი იჯდა. იგი გააფრთტხილეს რომ მას გერმანიაში გადაყვანამდე გაიყვანდნენ ოთახში სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად. შემდეგ ორმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ხელები მოქაჩეს მას. სწორედ ამ დროს დაიწყეს მისი სასტიკი ცემა ყველა მხრიდან. მას ტანსაცმელი მაკრატლით ან დანით შემოაჭრეს, და საცვლები ძალის გამოყენებით გახადეს. ის დააგდეს იატაკზე ხელები უკან ჰქონდა შეკრული და მას ზურგზე ფეხი დაადეს. ამის შემდეგ მან იგრძნო მყარი საგანი უკანატანში. როგორც განმცხადებელის ადვოკატმა აღნიშნა საჯარო განხილვაზე 2012 წლის 16 მაისს განმცხადებლის მიმართ განხორციელებული ყველა ძალადობრივი ქმედებებიდან ეს ქმედება იყო ყველაზე დამამცირებელი და შეურაცმყოფელი. განმცხადებლმა აღნიშნა რომ სწორედ ამ დროს მას გაუკეთეს სანთელი ძალის გამოყენებით. შემდეგ იატაკიდან ააყენეს და ოთახის კუთხეში დააყენეს და ფეხები შეუკრეს. თვალების სახვევი მოხსნეს. სინათლის შუქმა დროებით დააკარგინა მას მხედველობა. როდესაც მას თვალებში შუქი დაუბრუნდა მან ოთახში დაინახა შვიდი თუ რვა მამაკაცი, რომლებიც შავებში იყვნენ ჩაცმულები და სახეზე შავი მასკები ეკეთათ. ერთერთმა მამაკაცმა მას გაუკეთა საფენი. შემდეგ მას ჩააცვას მუქი ლურჯი, მოკლე სახელოებიანი სპორტული ტანსაცმელი. თავზე ჩამოაცვეს ჩანთა და გაუკეთეს ქამარი ჯაჭვებით რომლითაც მაჯები და კოჭები შეუკრეს. მამაკაცმა მას ყურებზე და თვალებზე გაუკეთა დამცავები და დაუხშო ამით ყურთასმენა და მხედველობა. იგი წელში მოხარეს და აიძულეს თავის დახრა და სწრაფად წაიყვანეს საჰაერო ხომალდთან, ბორკილებით კოჭებზე. საჰაერო ხომალდი გარშემოტყმული იყო მაკედონიელი უსაფრთხოების დაცვით. მას უჭირდა სუნთქვა ვინაიდან თავზე ჩანთა ჰქონდა ჩამოცმული. თვითმფრინავში ის დააგდეს იატაკზე პირით ქვემოთ და ხელები და ფეხები გაუშალეს ხომალდის კუთხეებისკენ. ფრენის დროს მას ორჯერ გაუკეთეს ნემსი. ასევე მას ცხვირზე ჩამოაცვეს საანესთეზიო საშუალება. ძირითადად ფრენისას ის უგონოდ იყო. განმცხადებლის პასპორტში მითითებული იყო მაკედონიიდან გასვლის თარიღად 2004 წლის 23 იანვარი.
22. განმცხადებლის აზრით გაფრენამდე სკოპიეს აეროპორტში მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა, „სპეციალური CIA (ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახური) რენდიციის გუნდის მხრიდან ზუსტად იმის შესაბამისი იყო რაც აღწერილია CIA–ის დოკუმენტებში ეგრეთ წოდებული „დაჭერის შოკის“ მოპყრობის პროტოკოლი (იხილეთ პარაგრაფი 124).
5. ფრენა სკოპიედან ავღანეთამდე
23. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ განმცხადებელი ჩამოსვეს. გარეთ უფრო თბილოდა ვიდრე იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში რაც მისთვის საკმარისი იყო იმის დასადგენად რომ მიმხვდარიყო რომ ის გერმანიაში არ ჩაიყვანეს. შემდეგ ის მივიდა იმ დასკვნამდე რომ ის იყო ავღანეთში და რომ იქ მოხვდა ბაღდათის გავლით.
6. დაკავება და დაკითხვა ავღანეთში
24. ავღანეთში ჩასვლის შემდეგ განმცხადებელი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მანქანით მიჰყავდათ, შემდეგ გადმოათრიეს მანქანიდან, შეიყვანეს ოთახში, ახეთქებდნენ კედლებზე, დააგდეს იატაკზე, ურტყამდნენ და სცემდნენ. განსაკუთრებულ სამიზნეს მისი თავი და კისერი წარმოადგენდა, რომელზეც ფეხით აბიჯებდნენ. ის დატოვეს ჭუჭყიან, პატარა, ბნელ ბეტონის კედლებიან საკანში. როდესაც ის შეეგუა შუქს მან დაინახა რომ კედლებზე იყო ხელნაწერები არაბულ, სპარსულ და ურდუ ენებზე. საკანში არ იყო ლოგინი. მიუხედავად იმისა რომ იქ ციოდა მას მისცეს ერთი, ჭუჭყიანი სამხედრო სტილის საბანი და ძველი, დახეული ტანსაცმელი რომელიც ერთად იყო გადახვეული და ბალიშად გამოიყენებოდა. ფანჯარაში მან დაინახა გაწითლებული, ჩამავალი მზე. მოგვიანებით მან შეიტყო რომ ის გადაყვანილი იყო CIA–ის დაწესებულებაში რომელსაც მედია ანგარიშებში უწოდებდნენ „მარილის ორმოს“. ეს იყო აგურის ქარხანა ქაბულის ბიზნეს ცენტრის ჩრდილოეთით რომელიც გამოიყენებოდა CIA –ის მიერ მაღალი რანგის ეჭვმიტანილი ტერორისტების პატიმრობისა და დაკითხვისთვის.
25. პატიმრობისას იგი სამჯერ ან ოთხჯერ დაკითხეს. ყველა შემთხვევაში დაკითხვას აწარმოებდა ერთი და იგივე მამაკაცი, რომელიც საუბრობდა არაბულად სამხრეთ ლიბანური აქცენტით. დაკითხვა ყოველთვის ტარდებოდა ღამით. მის დაკითხვას თან სდევდა მუქარა, შეურაცყოფა, ყვირილი და ფიზიკური შეხება. მისი არაერთგზის მოთხოვნა შეხვედროდა გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს იგნორირებულ იქნა.
26. 2004 წლის მარტში განმცხადებელმა სხვა თანასაკნელებთან ერთად ვისთანაც მან კომუნიკაცია დაამყარა საკნის კედლებს მიღმა დაიწყო შიმშილობა და აპროტესტებდნენ მათ პატიმრობას ბრალის წაყენების გარეშე. პატიმრობისა და შიმშილობის გამო განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. მას არ მიუღია არანაირი სამედიცინო შემოწმება მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე მოითხოვა სამედიცინო დახმარება.
27. 2004 წლის 10 აპრილს, შიმშილობიდან 37–ე დღეს, კაპიშონიანი მამაკაცი შევიდა მის საკანში, წამოაყენა იგი საწოლიდან და შეუკრა ხელები და ფეხები. ის დაკითხვების ოთახში გაათრიეს, დასვეს სკამზე და მიაბეს ამ სკამზე. ცხვირში ჩაუდგეს საკვები მილი და ამ მილის საშუალებით ჩაასხეს რაღაც სითხე. ამ პროცედურის შემდეგ მას მისცეს გარკვეული კონსერვის საკვები და წიგნები წასაკითხად.
28. იძულებითი კვების შემდეგ განმცხადებელი გახდა ძალინ ცუდათ და განიცადა საშინელი ტკივილი. ექიმი მის კამერაში შევიდა შუაღამისას და გარკვეული წამლები მისცა მას მაგრამ ის ლოგინიდან ვერ დგებოდა რამოდენიმე დღის განმავლობაში. სწორედ ამ დღეების განმავლობაში მან იგრძნო პატარა მიწისძვრა. სწორედ ამიტომ განმცხადებელმა წარმოადგინა „2004 წელს მომხდარი სეროზული მიწისძვრების ჩამონათვალი“ რომელიც გამოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევების მიერ (USGS) 2005 წლის 6 ოქტომბერს. ამ დოკუმენტების მიხედვით 2004 წლის 5 აპრილს იყო მიწისძვრა ავღანეთში ჰინდუ–კუშის რეგიონში.
29. 2004 წლის 16 მაისს განმცხადებელი მოინახულა გერმანულ ენაზე მოლაპრაკე პირმა რომელმაც საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა როგორც „სემი“. მან განმცხადებელი კიდევ სამჯერ მოინახულა მის განთავისუფლებამდე.
30. 2004 წლის 21 მაისს განმცხადებელმა დაიწყო მისი მეორე შიმშილობა.
7. შენიღბული “უკან რენდიცია“ ალბანეთში
31. 2004 წლის 28 მაისს განმცხადებელი თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიყვანეს საკნიდან და მისი აზრით ის მოათავსეს სატვირთო კონტეინერში და შემდეგ მან გაიგონა თვითმფრინავის ხმა. სწორედ ამ დროს მას დაუბრუნეს ჩემოდანი რომელიც მას ჩამოართვეს სკოპიეში. მას უთხრეს რომ გამოეცვალა ტანსაცმელი და ჩაეცვა ის რითიც ის მაკედონიაში ჩამოვიდა და ასევე მისცეს ორი ახალი მაისური და ერთ–ერთი მან ჩაიცვა. შემდეგ ის მიიყვანეს საჰაერო ხომლადის მოსაცდელთან ისევ ტვალებახვეული და ყურებდახშული და მიაბეს სკამზე. მას თვითმფრინავში აჰყვა მამაკაცი რომელიც მას გაეცნო. მან უთხრა რომ თვითმფრინავი დაჯდებოდა ევროპის რომელიმე ქვეყანაში გარდა გერმანიისა მაგრამ განმცხადებელი გზას გააგრძელებდა გერმანიისკენ.
32. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ისევ თვალებახვეული განმცხადებელი დასვეს მანქანის უკანა სკამზე. მას არ უტხრეს თუ სად იმყოფებოდა. ის მანქანით ატარეს მთებში, ასფალტიან და უასფალტო გზებზე. განმცხადებელი ხვდებოდა რომ მანქანიდან გადადიოდნენ და მანქანაში ჯდებოდნენ ადამინები. ყველა მამაკაცი საუბრობდა სლავური აქცენტით მაგრამ თითქმის არ საუბრობდნენ. მანქანა გაჩერდა, ის გადმოიყვანეს მანქანიდან, მოხსნეს თვალებზე სახვევი. მისმა დამკავებლებმა გადასცეს მას მისი ნივთები და პასპორტი, მოხსნეს ხელბორკილები და უბრძანეს გაყოლოდა გზას ისე რომ არ მოეხედა უკან. სიბნელე იყო და გზა უდაბნოს წააგავდა. იგი დარწმუნებული იყო რომ მას ზურგში ესროდნენ და მოკლავდნენ. მოსახვევში მას სამი შეირაღებული მამაკაცი შეხვდა, მათ დაუყოვნებლივ მოთხოვეს მას პასპორტი, მათ ნახეს რომ მასგერმანულ პასპორტში არ ჰქონდა ვიზა და ჰკითხეს მას თუ რატომ იმყოფებოდა ალბანეთის ტერიტორიაზე არალეგალურად, ვიზის გარეშე. მან უპასუხა რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა თუ სად იმყოფებოდა. მას უთხრეს რომ ის იმყოფებოდა ალბანეთის იუგოსლავიის ყოფილი რექპუბლიკა მაკედონიის და სერბეთის საზღვართან. მამაკაცებმა ის მიიყვანეს პატარა შენობაში, რომელზეც იყო ალბანეთის დროშა და უფროს ოფიცერს შეატყობინეს მის შესახებ. ოფიცერმა შეამოწმაგანმცხადებლის გრძელი თმა და წვერი და უთხრა რომ ის ტერორისტს გავდა. ამის შემდეგ ის წაიყვანეს დედა ტერეზას აეროპორტში, ქალაქ ტირანაში. მას გაატარეს საბაჟო და საემიგრაციო კონტროლი ინსპექტირების გარეშე და ჩასვეს ფრაკფურტისკენ მიმავალ თვითმფრინავში.ალბანეთის დატოვების ბეჭედი დასვეს პასპორტზე.
8. გერმანიაში ჩასვლა
33. 2004 წლის 29 მაისს დილის 8:40 საათზე განმცხადებელი ჩაფრინდა ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტში. ის თვრამეტი კილოთი ნაკლები იყო ვიდრე გერმანიიდან გამგზავრებისას, მას ჰქონდა გრძელი დაუვარცხნელი თმა, მას წვერი არ გაუპასარვას იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში ჩასვლის შემდეგ. გერმანიაში ჩასვლისთანავე განმცხადებელი შეხვდა ადვოკატს ბ–ნ გნჯიდიჩს, პრაქტიკოსი ადვოკატი ულმიდან.
34. მის მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებში განმცხადებელი მიუთითებს რომ მას არ გაუვლია არანაირი სამედიცინო შემოწმება გარდა თმის ფოლიკულების იზოტოპური ანალიზისა (იხილეთ პუნქტები 56 და 57). საჯარო განხილვაზე განმცხადებლის ადვოკატმა მიუთითა რომ განმცხადებლის გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგები გერმანიის პროკურატურამ წარადგინა ევროპარლამენტის ფავა მოკვლევაში (იხილეთ პუნქტები 47–51 ქვემოთ). ეს შედეგები არ არის წარდგენილი სასამართლოში ვინაიდან ეს დასკვნები არ ასახავს სრულყოფილად ფიზიკურ ზიანს რომელიც განმცხადებელს მიადგა ვინაიდან სკოპიეს აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შემდგე საკმაოდ დიდი დროა გასული. ამასთანავე განმცხადებელმა აღნიშნა რომ მისი დაკითხვა ხორციელდებოდა დაკითხვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით რომელიც სპეციალურად იმისათვის არის შექმნილი რომ არ დატოვოს არანაირი კვალი ადამიანის სხეულზე.
35. მარტის 2007 წლის ანგარიში (იხილეთ პუნქტი 46 ქვემოთ) მიუთითებს რომ განმცხადებელმა მოითხოვა მკურნალობა წამების მსხვერპლთა სამკურნალო დაწესებულებაში ნეუ–ულმში გერმანიში დაბრუნებიდან მალე 2004 წელს. მაგრამ მისმა ადვოკატმა ბატონმა გნჯიდიჩმა 2006 წლამდე ვერ მოიპოვა საჭირო ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება იმისათვის რომ დაეწყო მკურნალობის შეზღუდული კურსი (70 საათიანი) ცენტრში, რომელიც ჩაითვალა არასაკმარისად როგორც ადვოკატის ასევე თერაპევტის მიერ (იხილეთ პუნქტი 296 2007 წლის მარტის ანგარიში).
36. განმცხადებელმა ასევე წარადგინა წერილობითი განცხადება 2009 წლის 5 იანვარს რომელიც მომზადებულია კატრინ პორტეფილდის, უფროსი ფსიქოლგის მიერ Bellevue/NYU წამების მსხვერპლთა პროგრამაში, სადაც მან დაადასტურა რომ განმცხადებელს მიადგა პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია რომელიც „შესაძლოა გამოწვეული იყო მისი დაკავებით და ცუდათ მოპყრობით და შეურაცყოფით“. ექიმი პორტერფილდის მოსაზრება ემყარებოდა რამოდენიმე სატელეფონო ზარს და ორჯერ შეხვედრას განმცხადებელთან. მან ასევე მისცა რჩევა განმცხადებელს რომ მისულიყო ექიმთან შესაბამისი გამოცდილებით საკუთარ ქალაქში. განმცხადებელმა არ იმოქმედა ამ რჩევის შესაბამისად.
ბ. იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის მთავრობის პოზიცია განმცხადებლის ბრალედებებთან დაკავშირებით
1. მოპასუხე სახელმწიფოს პოზიცია საერთაშორისო მოკვლევის შემდეგ მომზადებული ანგარიშების მიხედვით
(ა) სავარაუდო საიდუმლო პატიმრობა და დაკავებულის უკანონო რენდიცია სახელმწიფოებს შორის მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების; დოკ. 10957, 2006 წლის 12 ივნისი („მარტის 2006 წლის ანგარიში“)
37. 2005 წლის 13 დეკემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სთხოვა ასამბლეის იურიდიული საქმეების და ადამიანის უფლებების კომიტეტს გამოეკვლია ევროპაში უკანონო რენდიციის საკითხები. შვეიცარიის სენატორი დიკ მარტი დაინიშნა სპეციალურ მომხსენებლად. 2006 წლის 12 ივნისს ასამბლეამ გამოაქვეყნა მარტის 2006 წლის ანგარიში. მაკედონიის წარმომადგენელთა პოზიცია განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებით გაზიარებულ იქნა 2006 წლის 27-29 აპრილის შეხვედრებზე და მდგომარეობს შემდეგში, inter alia:
“3.1.3.1. სახელმწიფოს წარმომადგენელთა პოზიცია
106. მაკედონიის მთავრობის „ოფიციალური პოზიცია“ პირველად ასახული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის წერილში [სახელი], ევროპის კომისიის ელჩის მიმართ [მისი სახელი] დათარიღებული 2005 წლის 27 დეკემბრით. მასში ოთხი სახის ინფორმაციაა ასახული „პოლიციის ანგარიშების მიხედვით“: პირველი, ბ-ნი ელ-მასრი მაკედონიის საზღვარზე ტაბანოვეცში ჩამოვიდა ავტობუსით 2003 წლის 31 დეკემბერს დღის 4 საათზე; მეორე „ყალბი სამგზავრო დოკუმენტაცია“; მესამე, დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ ბ-ნ ელ-მასრის მაკედონიაში „შესვლის უფლება მიეცა“ თავისუფლად და მეოთხე, 2004 წლის 23 იანვარს მან დატოვა მაკედონია და გავიდა კოსოვოში ბელიცეს სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით. . . .
108. რესპუბლიკის პრეზიდენტმა [სახელი] მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა ევროპის საპარლამენტო დელეგაციასთან და ამით აშკარად შეაკავა ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე რომელსაც ექნებოდა სურვილი გამოეხატა დამოუკიდებელი პოზიცია: „ამ მომენტამდე მინდა დაგარწმუნოთ რომ ჩემთვის უცნობია რაიმე მიზეზი თუ რატომ არ უნდა დავუჯერო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას. ჩემთვის უცნობია დამატებითი ფაქტები ან კომენტარები, ორივე მხრიდან, რომელიც დამარწმუნებდა იმის საწინააღმდეგოში რაც ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშში არის ასახული“.
109. პარასკევს, 28 აპრილს შეხვედრაზე UBK-ის, მაკედონიის მთავარი სადაზვერვო სამსახური, ხელმძღვანელთან ოფიციალური პოზიცია უფრო დეტალური ფორმით იქნა წარმოდგენილი ელ-მასრის საქმესთან დაკავშირებით. [მან] აღნიშნა რომ UBK-ს კონტროლისა და პროფესიული სტანდარტების დეპარტამენტმა ჩაატარა გამოძიება და მოიკვლია ბ-ნი ელ-მასრის კონტაქტები მაკედონიის მთავრობაში. დეტალები წარმოდგენილი UBK-ს ხელმძღვანელის მიერ მდგომარეობს შემდეგში:
ბ-ნი ელ მასრი მაკედონიის საზღვარს 2003 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს, მოადგა. შინაგან სამქეთა სამინისტროს გაძლიერებული ჰქონდა უსაფრთხოების ზომები წინასაახალწლო პერიოდის გამო და მოქმედებდა უსაფრთხოების უმაღლესი ზომებით შესაძლო სისხლის სამართლებრივი ქმედებების აღმოფხვრის მიზნით. სწორედ ამიტომ ავტობუსის მგზავრები დაექვემდებარენ დეტალურ უსაფრთხოების შემოწმებას მათ შორის მათი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შემოწმებას..
ბ-მი ელ-მასრის დოკუმენტების შემოწმებისას მაკედონიის სასაზღვრო დაცვას გაუჩნდა გარკვეული ეჭვები და გადაწყვიტა „მისი დაკვება“. იმისათვის რომ სხვა მგზავრებს არ ეცადათ საზღვარზე ავტობუსს დართეს ნება გაეგრძელებინა გზა.
ბ-ნი ელ-მასრის დაკავების მიზანი იყო მასთან გასაუბრება რომელიც განხორციელდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში (UBK-ის ხელმძღვანელის აზრით). UBK-ის წევრები, უშიშროების და დაზვერვის წარმომადგენლები დგანან მაკედონიის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუქნტზე „ინტეგრირებული სასაზღვრო მართვის და უსაფრთხოების“ სისტემის გამო. ბ-ნი ელ-მასრის დაკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ UBK-ს თანამშრომლები. მას ჰკითხეს მაკედონიაში მგზავრობის მიზეზთან დაკავშირებით, სად აპირებდა ის დარჩენას და ჰქონდა თუ არა მას საკმარისი თანხა. [UBK -ის ხელმძღვანელმა] განმარტა: „მე ვფიქრობ რომ ეს ყველა შეკითხვა სტანდარტული შეკითხვებია რომელსაც ასეთი რუტინული პროცედურის დროს სვამენ - მემგონი კიდევ უფრო დეტალებზე საუბრის საჭიროება არ არსებობს“.
ამავე დროს, მაკედონიის წარმომადგენლებმა პირველადი ვიზუალური დათვალიერება მოახდინეს ელ-მასრის სამგზავრო დოკუმენტაციის. მათ ეჭვი შეეპარათ რომ პასპორტი შესაძლოა ყოფილიყო ყალბი ან გაყალბებული - კონკრეტულად კი ის რომ ბ-ნი ელ-მასრი დაბადებული იყო ქუვეიტში და მას ჰქონდა გერმანული პასპორტი.
დამატებითი გადამოწმება საპასპორტო მონაცემების განხორციელდა ინტერპოლის მონაცემთა ბაზის მიხედვით. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ტაბანოვცეში არ არის დაკავშირებული ინტერპოლის ქსელთან ამიტომ ინფორმაცია უნდა გადაგზავნილიყო სკოპიეში საიდანაც ელექტონული მოთხოვნა მონაცემთა გადამოწმების თაობაზე გაიგზავნა ინტერპოლის ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში ლიონში. მოხელემ ანალიტიკური დეპარტამენტიდან განახორციელა ეს მოთხოვნა ელექტროონული კოდის გამოყენებით ასე რომ მაკედონიის სახელწმიფო ორგანოებს არ შეუძლიათ ამ ჩანაწერის ამოღება. ბ-ნი ელ-მასრი იძულებული იყო დაეცადა საზღვარზე სანამ მისი მონაცემების გადამოწმება ხდებოდა ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში.
მას შემდეგ რაც დადგინდა რომ არ არსებობდა ელ-მასრის წინააღმდეგ ინტერპოლში ინფორმაცია და არ არსებობდა მისი დაკავების საფუძვლები ის გაათავისუფლეს. მან დატოვა სასაზღვრო გამშვები პუნქტი ტაბანოვეცში მაგრამ მაკედონიის სახელმწიფოს წარმომადგენლები ვერ აღწერდნენ თუ როგორ დატოვა მან ეს პუნქტი. დამოუკიდებელ შეხვედრაზე პირდაპირი შეკითხვისას სასაზღვრო გამშვები პუნქტი ტაბანოვეცის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა [სახელი] აღნიშნა: „ჩვენ არ შეგვიძლია გითხრათ ზუსტად რა მოხდა მას შემდეგ რაც ის განთავისუფლდა ვინაიდან ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის; მას შემდეგ რაც პირი ტოვებს საზღვარს ჩვენთვის უცნობია თუ როგორ აგრძელებს ის გზას“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა. . . . რომ ბატონი ელ-მასრი იყო სასტუმროში სკოპიეში სახელად ‘Skopski Merak’. ბ-ნი ელ-მასრი სასტუმროში დარეგისტრირდა 2003 წლის 31 დეკემბერს სტუმრების სარეგისტრაციო ჟურნალში. ის იქ იმყოფებოდა 23 ღამე, და ყოველდღე საუზმობდა და სასტუმროდან გავიდა 2004 წლის 23 იანვარს.
ამის შემდეგ სამინისტრომ გადაამოწმა ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი და დააგინდა რომ იმავე დღეს 2004 წლის 23 იანვარს, საღამოს ბ-მა ელ-მასრიმ დატოვა მაკედონიის ტერიტორია ბლეიცი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან და შევიდა კოსოვოს ტერიტორიაზე. შეკითხვაზე ელ-მასრის პასპორტში აღნიშნეს თუ არა ბეჭდით მის მიერ საზღვრის დატოვების ადგილი და დრო, პასუხი იყო შემდეგი: „როგორც წესი პასპორტში უნდა იყოს ბეჭედი როდესაც თქვენ საზღვარს კვეთ და ტოვებთ მაკედონიას, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული. UNMIK [გაეროს ადმინისტრაციის მისია კოსოვოში ასევე წარმოდგენილია კოსოვოს საზღვარზე და პასუხისმეგებლია პროტოკოლზე მეორე მხარეს. . . ჩემმა კოლეგამ UBK-დან ამ წამს შემატყობინა რომ მან ორჯერ გადაკვეთა საზღვარი ბლეიციდან და არცერთხელ არ ჩაურტეს პასპორტში ამის აღმნიშვნელი ბეჭედი“.
...
116. ოფიციალურ ვერსიაში არ არის აღნიშნული რომ მაკედონიის UBK მუდამ გადის კონსულტაციებს CIA-თან მსგავს საკითხებზე (რაც გარკვეულ დონეზე გასაგები და ლოგიკურია). კონფიდენციალური ინფორმაციის მიხედვით რომელიც ჩვენ მივიღეთ (რომლის წყაროც ჩვენთვის ცნობილია), ელ-მასრის სრული აღწერილობა გადაეგზავნა CIA-ის სკოპიეში ბიუროს ხელმძღვანელის მიერ ანალიზისვის. . . საეჭვო პირს აქვს თუ არა კავშირი ტერორისტულ მოძრაობასთან, კონკრეტულად კი ალ-ქაიდასთან? ჰალედ ელ-მასრის შესახებ სადაზვერვო მასალების მიხედვით, რომლის შინაარსიც ჩვენთვის არ არის ცნობილი, CIA-მ დადებითი პასუხი გასცა. UBK-ს როგორც ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაცია ეთხოვა დახმარება ბ-ნი ელ-მასრის დაპატიმრებაში, სანამ მას გადასცემდნენ CIA-ის.
(ბ) ევროპის საბჭო, გენერალური მდივნის ანგარიში მომზადებული დაკავებული პირის, რომელიც ეჭვმიტანილია ტერორიზმის ჩადენაში, საიდუმლო პატიმრობა და გადაცემის შესახებ კონვენციის 52-ე მუხლის მიხედვით (SG/Inf (2006) 5, 28 თებერვალი 2006)
. 2005 წლის 21 ნოემბერს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა კონვენციის 52-ე მუხლის პროცედურის შესაბამისად მოითხოვა ევროპის შეთანხმება რენდიციის საიდუმლო გადაფრენებთან დაკავშირებით. წევრ სახელწმიფოებს მოეთხოვათ ანგარიშის წარმოდგენა მათი შიდა კანონმდებლობით დადგენილი მაკონტროლებელი სისტემების შესახებ ისეთ საკითხებთან მიმართებით როგორიცაა უცხოელი აგენტების მიერ მათი იურისდიქციის შიგნით განხორციელებული ქმედებები, სამართლებრივი დაცვის მექანიზმები თავისუფლების უკანონო არ აღიარებული აღკვეთის თაობაზე, სამართლებრივი და საგამოძიებო მოქმედებები კონვენციით განსაზღვრული უფლებების შელახვისას და განხორციელდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები საჯარო მოხელეების მიმრთ რომლებიც ქმედებით ან უმოქმედობით ჩართულნი იყვნენ თავისუფლების აღკვეთის მსგავს შემთხვევებში.
39. 2006 წლის 17 თებერვალს მოპასუხე სახელმწიფომ უპასუხა ამ მოთხოვნას. წერილობით არგუმენტაციაში მოპასუხე სახელწმიფომ ისაუბრა საკუთარ პოზიციაზე განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებით. მათ აღნიშნეს, inter alia:
“... რაც შეეხება ბ-ნი ჰალედ ელ-მასრის საქმეს ჩვენ გვინდა შეგატყობინოთ რომ ეს სამე გამოკვლეულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ამის შესახებ ინფორმაცია გაიგზავნა ევროკომიიის წარმომადგენლებთან მაკედონიაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დირერქტორთან ევროკომისიის გაფართოების საკითხებში და ევროპარლამენტის წევრებთან 2005 წლის ივნისში. . . მაკედონიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის ჩანაწერების საფუძველზე ბატონი ელ-მასრის მიერ მაკედონიის საზღვრის გადმოკვეთის და დატოვების თაობაზე ვიგებთ რომ ბატონმა ჰალედ ელ-მასრიმ საზღვარი გადმოკვეთა ავტობუსით, ტაბანოვეცის გამშვებ პუნქტთან სერბეთისა და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირის მხრიდან 2003 წლის 31 დეკემბერს შუადღის 4 საათზე გერმანული პასპორტით. სასაზღვრო პუნქტზე ეჭვი შეიტანეს პასპორტის ნამდვილობაში და ბატონ ჰალედ ელ-მასრის გაესაუბრენ გამოცდილი პოლიციელები და შეამოწმეს მისი დოკუმენტები. ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მოხდა საპასპორტო მონაცემების გადამოწმება რომელმაც აჩვენა რომ საერთაშორისო ძებნა და დაკავების მოთხოვნა ბატონ ელ-მასრისთან დაკავშირებით არ ყოფილა გაცემული. ბატონ ელ-მასრის მიეცა უფლება შესულიყო მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საღამოს 8საათსა და 57 წუთზე. პოლიციის ჩანაწერების მიხედვით ბატონმა ჰალედ ელ-მასრიმ დატოვა მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორია 2004 წლის 23 იანვარს სერბეთისა და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირის ბლეიცის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან (კოსოვოს მხარეს)“.
2. მოპასუხე სახელმწიფოს ვერსია მოვლენების თაობაზე წარდგენილი სასამართლოს წინაშე
40. სახელმწიფომ დაადასტურა მოვლენების განვითარების მათი ვერსია ისე როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი (იხილეთ პუნქტები 37 და 39 ზემოთ). მათ უარყვეს რომ განმცხადებელი იყო დაკავებული და რომ მის მიმართ განხორციელდა ცუდი მოპყრობა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან სასტუმროში, ის რომ ის გადასცეს CIA–ის აგენტებს და რომ ეს უკანასკნელნი მას ცუდათ მოეპყრენ სკოპიეს აეროპორტში და რომ გადაიყვანეს იგი CIA–ის ციხეში ავღანეთში. მათი არგუმენტების მიხედვით განმცხადებელი თავისუფლად შევიდა, დარჩა და დატოვა მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორია. ერთადერთი კონტაქტი სახელწმიფოს წარმომადგენელბთან მოხდა 2003 წლის 31 დეკემბერს, მის მიერ სახელმწიფოში შესვლის მომენტში როდესაც გარკვეული მოკვლევა განხორციელდა მისი პასპორტის სანდოობის დადგენის მიზნით. სახელმწიფოს წარმომადგენლებთან მას სხვა კონტაქტი არ ჰქონია ქვეყანაში ყოფნის განმავლობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევის საფუძველზე დგინდება რომ განმცხადებელი მოპასუხე სახელმწიფოში დარჩა საკუთარი სურვილით და ნებით 2003 წლის 31 დეკემრიდან 2004 წლის 23 იანვრამდე როდესაც მან თავისუფლად დატოვა ქვეყანა ბლეიცის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან.
41. მათი არგუმენტის მხარდასაჭერად სახელმწიფომ წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტების ასლები: ტაბანოვცეს და ბლეიცის სასაზღვრო გამშვები პუნქტების ოფიციალური ჩანაწერების ამონარიდები, სასტუმროს სტუმრების რეგისტრაციის ჟურნალიდან ამონაწერი სადაც განმცხადებელი რეგისტრირებულია როგორც სტუმარი განთავსებული ოთახი #11–ში 2003 წლის 3 დეკემბრიდან 2004 წლის 22 იანვრამდე და ორი წერილი დათარიღებული 2006 წლის თებერვლით სადაც სასტუმროს მენეჯერი პირველად ატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ექვსი პირის ვინაობას რომლებიც მორიგეობდნენ სასტუმროში მოცემულ დროს და მეორე სადაც ისინი უარყოფენ სასტუმროში ვინმეს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ყოფნას. ამასთანავე დამატებით განმარტებულია რომ პირი რომლის სურათიც განთავსებულია სასტუმროს ვებგვერზე (იხილეთ პუნქტი 7 ზემოთ) არის ბატონი ზ.გ რომლის ნახვაც სასტუმროშია შესაძლებელი. მათ ასევე წარმოადგინეს 2006 წლის 3 თებერვლით დათარიღებული წერილი სადაც მითითებულია რომ მაკედონიის ტრანსპორტის/სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ რომლის მიხედვითაც 2004 წლის 23 იანვარს ბოინგი 737 რომელიც მოფრინავდა პალმადან, სარეგისტრაციო ნომრით N313P მიეცა ნებართვა დამჯდარიყო სკოპიეს აეროპორტში და რომ იმავე საჰაერო ხომალდმა მიიღო აფრენის ნებართვა (10.30 საათზე) ქაბულის მიმართულებით და რომ 2004 წლის 24 იანვარს ღამის 2 საათსა და 25 წუთზე ამავე საჰაერო ხომალდს მიეცა ნებართვა ბაღდათში გაფრენის. ამასთანავე, სახელწმიფომ წარმოადგინა განმცხადებლის სასტუმროში ცხოვრების ანგარიში რომლის მიხედვითაც მას სასტუმროს საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ჰქონდა გადახდილი. და ბოლოს მათ წარმოადგინეს პოლიციის ანგარიშის ასლი განმცხადებლის დაკავების თაობაზე 2003 წლის 3 დეკემბერს. როგორც ჩანაწერშია მითითებული განმცხადებელი დაკავებული იყო 4:30 საათიდან საღამოს 9:30 საათამდე. ჩანაწერში არ არის მითითებული მისი დაკავების მიზეზი. მაგრამ იქ მითითებულია ხელნაწერით რომ ის დაკავებული იყო „2003 წლის 8 დეკემბერის tel. no. 9106„ საფუძველზე.
გ. საერთაშორისო მოკვლევა განმცხადებლის საქმეზე
42. ევროპაში „უკანონო რენდიციის“ და მასში ევროპის სახელმწიფოების ჩართულობის ბრალდების თაობაზე რამოდენიმე საერთაშორისო მოკვლევაა ჩატარებული. ეს ანგარიშებიც ეხება განმცხადებლის საქმეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - „მარტის მოკვლევა“
(ა) მარტის 2006 წლის ანგარიში
43. მარტის 2006 წლის ანგარიში (იხილეთ პუნქტი 37 ზემოთ) ადგენს, inter alia:
“A. რეზოლუციის პროექტი
...
7. ამ დროისათვის შეგროვებული ფაქტები და ინფორმაცია და პროცესში არსებული ბუნდოვანი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს რომ ამ „ობობის ქსელის“ მთავარი ელემენტებია: საიდუმლო დაკავების მსოფლიო ქსელი CIA–ის „ბნელ ადგილებში“ სამხედრო ან საზღვაო ადგილებში, CIA–ის „რენდიციის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გადაფრენა ხდება სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით, სამართლებრივი დაცვის მექანიზმების უგულებელყოფით, და მათ ისეთი სახელმწიფოსათვის გადაცემა რომელიც როგორც წესი იყენებს დამამცირებელ მოპყრობას და წამებას. სამხედრო აერობუსების და საჰაერო ხომალდების გამოყენებით დაკავებულებების როგორც ადამიანური კარგოს გადაზიდვა კუბაში გუანტანამოს ციხეში ან დაკავების სხვა ადგილებში . . .
11. ამ უკანონო ოპერაციების რეალური არსის და გავრცელების ხარისხის დადგენის ყველა მცდელობა წინააღმდეგობას ხვდებოდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ისე მისი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა უარყოფს მათ მონაწილეობას მსგავს შემთხვევებში ყოველგვარი სერიოზული გამოძიების თუ მოკვლევის გარეშე ...
გ. განმარტებითი მემორანდუმი
...
2.7.1. CIA–ის მეთოდოლოგია – როგორ ეპყრობიან დაკავებულ პირს რენდიციის დროს
... შეჯამების სახით რომ ითქვას, ანგარიშში წარმოდგენილი შემთხვევები მიუთითებს რენდიციის კარგად ორგანიზებული modus operandi არსებობაზე, რომელიც შექმნილია ელიტური, მაღალკვალიფიციური და დისციპლინირებული CIA –ის აგნეტების ჯგუფის მიერ ...
11. დასკვნა
287. სანამ მყარი მტკიცებულება, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, არ არსებობს, რამოდენიმე დაკავშირებული და გადამკვეთი ელემენტები ხაზს უსვამს რომ საიდუმლო დაკავების ადგილები არსებობს და რომ უკანონო გადაყვანა სახელმწიფოებს შორის ევროპაში განხორციელებულა . . . „
44. სკოპიეს აეროპორტი 2006 წლის მარტის ნაგარიშის მიხედვით წარმოდგენილია როგორც „აყვანის ადგილი“, რომელიც არის წერტილი საიდანაც ერთი დაკავებულის ან დაკავებულთა ჯგუფის აყვანა მოხდა რენდიციის ან უკანონო გადაყვანისთვის, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.
45. რაც შეეხება განცხადებლის საქმეს მარტის 2006 წლის ანგარიშში მითითებულია, inter alia:
“3. დოკუმენტირებული რენდიციის კონკრეტული მაგალითები
3.1. ჰალედ ელ–მასრი
92. ჩვენ დიდხანს ვესაუბრეთ ჰალედ ელ–მასრის, რომელმაც საჯაროდ მისცა ჩვენება ევროპის პარლამენტის დროებით კომიტეტს და ჩვენთვის მისი ხუთ თვეიანი დაკავება მაკედონიასა და ავღანეთში დამაჯერებელია
...
3.1.2. თანამშრომლობის ელემენტები ბატონი ელ–მასრის საქმეზე
102. ბ–ნი ელ მასრის საქმე შედგება სხვადასხვა მტკიცებულებებისგან , რომელთაგან ზოგიერთი ვერ იქნება საჯაროდ განხილული ვინაიდან ისინი საიდუმლოდ არის მიჩნეული ან ვინაიდან მათზე ვრცელდება კონფიდენციალობა მიუნხენის პროკურატურაში ელ–მასრის გატაცების შესახებ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების გამო.
103. საჯარო საკითხები წარმოდგენილია მემორანდუმში რომელიც წარდგენილია ვირჯინიის სასამართლოში სადაც ელ–მასრიმ შეიტანა სარჩელი.:
• პასპორტში ჩარტყმული ბეჭდები რომლებიც ამტკიცებს ბ–ნი ელ–მასრის მიერ მაკედონიაში შესვლას და მის დატოვებას, ასევე ალბანეთიდან გასვლას, სადაო თარიღებში;
• ბ–ნი ელ მასრის თმის ფოლეკულების სამეცნიერო გამოკვლევა, რომელიც განხორციელდა გერმანიის სისხლის სამართლებრივი გამოძიების შესაბამისად და რომელიც შეესაბამება ბ–ნი ელ–მასრის განმარტებას რომ მან გაატარა გარკვეული დრო სამხრეთ აზიის ქვეყანაში და რომ მას დიდი დროის განმავლობაშ არ მიეწოდებოდა საკვები;
• სხვა ფიზიკური მტკიცებულებები, მათ შორის ელ–მასრის პასპორტი, ორი მაისური რომელიც მას გადასცა მისმა ამერიკელმა დამკავებლებმა ავღანეთიდან გამომგზავრებისას, ტირანიდან ფრანკფურტისკენ მიმავალი თვითმფრინავის ჩასხდომის ბარათი და სხვა მტკიცებულებები რომელიც ელ–მასრის მფლობელობაში იყო მისი დაკავების დროს და რომელიც მან გადასცა გერმანიის პროკურატურას;
• საავიაციო ჩანაწერები რომელიც ამტკიცებს რომ ბოინგის ბიზნეს თვითმფრინავი რომელიც ამ საქმეში განსასჯელებს (ამერიკული კორპორაცია, Premier Executive Transportation Services, Inc და მართული სხვა ამერიკული კორპორაციის მიერ Aero Contractors Limited) ეკუთვნოდა და მათ მიერ იყო მართული და რეგისტრირებული (აშშ–ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მიერ) ნომრით N313P აფრინდა პალმა, მაიორკა, ესპანეთიდან 2004 წლის 23 იანვარს და დაჯდა სკოპიეს აეროპორტში საღამოს 8საათსა და 51 წუთზე. დატოვა სკოპიე სამი საათის შემდეგ და გაფრინდა ბაღდათში და შემდეგ ქაბულში. ავღანეთის დედაქალაქში (საჰაერო ხომალდის მოძრაობის მონაცემები, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი თან ერთვოდა მარტის 2006 წლის ანგარიშს];
•მოწმეების განმარტებები გერმანიიდან მაკედონიისკენ მიმავალი ავტობუსის სხვა მგზავრების მხრიდან, რომლებიც ადასტურებენ ელ–მასრის ვერსიას მისი საზღვარზე დაკავების თაობაზე;
•სკოპიეში სასტუმროს ფოტოსურათები სადაც ბ–ნი ელ–მასრი დაკავებული იყო 23 დღის განმავლობაში და რომელშიც ელ–მასრიმ ამოიცნო ის ოთახი სადაც ის იყო დაკავებული და ასევე მომსახურე პერსონალი რომელსაც მისთვის საკვები მიჰქონდა;
• გეოლოგიური ჩანაწერი რომელიც ადასტურებს ელ–მასრის მიერ პატარა მიწისძვრის შემთხვევას მისი ავღანეთში დაკავებისას;
• „სემის“ იდენტიფიცირების მტკიცებულება, რომელიც ელ–მასრიმ ამოიცნო ფოტოსურათებიდან და ასევე პოლიციის მიერ ჩატარებული ამოცნობის შედეგად და რომელიც წარმოადგენს გერმანიის სადაზვერვო სამსახურს რომელსაც კავშირები აქვს უცხოეთის სადაზვერვო სამსახურებთან;
• ელ–მასრის მიერ ავღანეთის ციხეში გაკეთებული ნახატები, რომელიც ამოცნობილ იქნა რენდიციის სხვა მსხვერპლის მიერ რომელიც დაკავებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში;
•ელ–მასრის გერმანიაში დაბრუნებისთანავე გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც შესაბამისია მისი გარეგნული აღწრილობის, დაკლებული წონის და დაუვარცხნელი თმების;
...
113. ოფიციალურ ვერსიაში გადმოცემული მოვლენები აშკარად შეუსაბამოა. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს რომ „სასტუმროს მფლობელს უნდა ჰქონდეს ელ–მასრის მიერ გადახდილი თანხის ჩეკი“, მაშინ როდესაც სასტუმროს მფლობელი პასუხობს როგორც ტელეფონით ისე პირადად საუბრისას რომ ჩანაწერები გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
...
125. ყველა ეს ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს რომ CIA–იმ განახორციელა ჰალედ ელ მასრის „რენდიცია“. საეჭვო თვითმფრინავმა დაასრულა სხვა დაკავებული პირის გადაყვანა ორი დღით ადრე და თვითმფრინავი იმყოფებოდა „რენდიციის ციკლზე“. თვითმფრინავმა და მისმა ეკიპაჟმა ეს მოკლე პერიოდი გაატარეს პალმა დე მაიორკაში, CIA–ის პოპულარულ ნაწილში. ფიზიკური და მორალური დეგრადაცია რომლის ობიექტიც გახდა ბატონი ელ–მასრი სანამ ის თვითმფრინავში ავიდოდა მაკედონიაში შესაბამისობაშია CIA–ის სისტემური „რენდიციის მეთოდოლოგიასთან“ რომელიც ამ ანგარიშშია ასახული. რეისის მიმართულება რომლითაც ელ–მასრი გადაჰყავდათ ავღანეთის მიმართულებით წარმოადგენს CIA–ის საიდუმლო დაკავების ჰაბს ჩვენი „ობობის ქსელის“ გრაფიკულ წარმოდგენაში.
...
127. მნიშვნელოვანია გავიმეოროთ რომ ყველა ფაქტის ანალიზი ამ საქმესთან დაკავშირებით მიუთითებს ელ–მასრის სანდოობაზე. ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ ელ–მასრი იყო გატაცების მსხვერპლი, რომლის მიმართაც განხორციელდა ცუდათ მოპყრობა რომელიც წარმოადგენდა წამებას იმ ტერმინის ფარგლებში რომელიც დადგენილია გაეროს წამების საწინააღმდეგო კომისიის პრეცედენტული სამართლით. . . „
ბ) პატიმრების საიდუმლო პატიმრობა და უკანონო რენდიცია ევროპის საბჭოს წევრი სახელწმიფოების მონაწილეობით: მეორე ანგარიში, დოკ. 11302 rev., 11 ივნისი 2007 (“მარტის 2007 წლის ანგარიში“)
46. 2007 წლის 11 ივნისის ანგარიშში სენატორმა მარტიმ აღნიშნა, inter alia:
“5.ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ ხელი შეუშალა სიმართლის ძიებას და აგრძელებენ ესე მოქმედებას „სახელმწიფო საიდუმლოების“ საფუძვლით. საიდუმლოების მიზეზით ხდება საპარლამენტო ორგანოებისთვის განმარტებების მიცემისგან თავის არიდება ან მართლმსაჯულების პრევენცია დაადგინონ ფაქტები და დაისაჯონ დამნაშავეები . . . იმავე მიდგომამ გამოიწვია „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის“ წარმომადგენელთა მხრიდან სიმართლის დაფარვა და აშკრადა ტყუილი განმარტებების გაკეთება მათი სახელწმიფო ორგანოების მხრიდან განხორციელებული მოქმედებების თაობაზე და CIA–ის მიერ ჰალედ ელ–მასრის საიდუმლო დაკავების და რენდიციის განხორციელების შესახებ.
...
273. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენ ზუსტად აღვადგინეთ ბ–ნი ელ–მასრის ოდისეა და ნათელი მოვფინეთ მის ევროპაში დაბრუნებას: თუ ჩვენ, ძალაუფლების და რესურსების გარეშე, შევძელით ამის გაკეთება რატომ ვერ შეძლეს კომპეტენტურმა ორგნოებმა ამის დადგენა? ამის მხოლოდ ერთადერთი განმარტება არსებობს: მათ არ აინტერსებთ სიმართლის გამოაშკარავება...
275. ... ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა CIA –ის მონაწილეობა ელ–მასრის ავღანეთში გადაყვანის საქმეში იმ თვითმფრინავის, რომლითაც ის გადაიყვანეს, საჰაერო ხომალდ N313P–თან დაკავშირება, რომელიც სკოპიედან (მაკედონიის რესპუბლიკა) ბაღდათში (ერაყი) და იქიდან ქაბულში გაფრინდა 2004 წლის 24 იანვარს – სხვა ცნობილ CIA–ის დაკავებულის გადაყვანის ადგილას იმავე თვითმფრინავზე ორი დღით ადრე და ამით გამოვლინდა რენდიციის პირველი ციკლი. ...
276. ელ–მასრის ავღანეთში ჩასვლის შემდეგ ის გადაიყვანეს CIA–ის საიდუმლო დაკავების ადგილას ქაბულთან ახლოს და შეიყვანეს „პატარა, დაბინძურებულ, ბეტონის კედლებიან საკანში, სადაც მან დაახლოებით 4 თვე გაატარა“. ამ პერიოდის განმავლობაში CIA–იმ აღმოაჩინა რომ მას ბრალდებას ვერ წარუდგენდნენ და რომ მისი პასპორტი არ იყო ყალბი, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო ბ–ნი ელ–მასრი დაკავებული ჰყქვდათ ბინძურ, ერთადგილიან საკანში რამოდენიმე კვირის განმავლობაში....
279. დღეს მე შემიძლია აღვადგინო ბ–ნი ელ–მასრის ავღანეთიდან დაბრუნების მოვლენები: ის ქაბულიდან გამოაფრინეს 2004 წლის 28 მაისს CIA–ის ჩარტერული რეისით რომლის ნომერია N982RK ალბანეთში სამხედო საჰაერო ბაზაზე სახელად ბეზატ–კუჩოვა აეროდრომი.
...
314. ოფიციალური ვერსია ბ–ნი ელ–მასრის იძულებითი ყოფნისა მაკედონიის რესპუბლიკაში აშკარად სუსტია და არ გამოდგება . . .“
2. ევროპის პარლამენტი: ფავას მოკვლევა
47. 2006 წლის 18 იანვარს ევროპის პარლამენტმა შექმნა დროებითი კომისია უკანონო რენდიციის თაობაზე და დანიშნა ბ-ნი კლაუდი ფავა მომხსენებლად და მას მისცა მანდატი გამოეძიებინა CIA-ის ციხეების სავარაუდო არსებობა ევროპაში. ფავას მოკვლევის შედეგად ჩატარდა 130 შეხვედრა და გაიგზავნა დელეგაციები იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, რუმინეთში, პოლონეთსა და პორტუგალიაში.
48. ამ შეფასების შედეგად მოხდა დაახლოებით 1245 საჰაერო ფრენის გამოვლენა რომელიც ოპერირებული იყო CIA-ის მიერ ევროპის საჰაერო სივრცეში 2001 წლის ბოლოდან 2005 წლამდე. იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში ვიზიტისას მოკვლევის გუნდი შეხვდა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს.
49. 2006 წლის 6 ივლისს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროპის ქვეყნების სავარაუდო გამოყენების თაობაზე CIA-ის მიერ უკანონოდ დაკავებული პატიმრების ტრანსპორტირების მიზნით (2006/2027(INI)), P6_TA (2006)0316), სადაც აღნიშნულია, inter alia:
“19. [ევროპის პარლამენტი] კიცხავს CIA-ის გერმანიის მოქალაქე ჰალედ ეს-მასრის გატაცებასა და ავღანეთში 2004 წლის იანვრიდან მაისამდე მისი უკანონო პატიმრობისთვის, სადაც მის მიმართ განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა; ამავე დროს არსებობს ეჭვი რომ ჰალედ ელ-მასრი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა ამ თარიღამდეც, 2003 წლის 31 დეკემბრიდან 2004 წლის 23 მაისამდე იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში და რომ მისი ტრანსპორტირება მოხდა ავღანეთში 2004 წლის 23-24 იანვარს და მიიჩნევს რომ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული მოქმედებები საქმის გამოძიების კუთხით არ არის ადექვატური.
...
42. კიცხავს ფაქტს იმისა რომ გერმანიის მოქალაქე, ჰალედ ელ-მასრი, უკანონო პატირმობაში იმყოფებოდა ავღანეთში 2004 წელს ოთხ თვეზე მეტი ხნის ვადით; დასანანია რომ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის ხელისუფლებამ არ გამოავლინა მზაობა რომ დაემტკიცებინა რომ ელ-მასრი იმყოფებოდა სკოპიეში და რომ იყო იქ დაკავებული მისი CIA -ის აგენტების მიერ ავღანეთში გადაყვანამდე. ...”
50. 2007 წლის 30 იანვარს საბოლოო ანგარიშში CIA-ის მიერ უკანონოდ დაკავებული პატიმრების ტრანსპორტირებისთვის ევროპული ქვეყნების სავარაუდო გამოყენების თაობაზე (2006/2200 (INI)), doc. A6-0020/2007) გამოქვეყნდა. მოპასუხე სახელმწიფოს უუნარობის თაობაზე ეფექტურად გამოეძიებინა საქმე, ანგარიში მიუთითებს, inter alia:
“136. [ევროპის პარლამენტი] კიცხავს გერმანიის მოქალაქის ჰალედ ელ-მასრის უკანონო რენდიციას, რომელიც გატაცებულ იქნა ტაბანოვცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში 2003 წლის 31 დეკემბერს, იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში 2003 წლის 31 დეკემბერიდან 2004 წლის 23 იანვარმდე სკოპიეში და შემდეგ გადაყვანილ იქნა ავღანეთში 2004 წლის 23-24 იანვარს სადაც ის ჰყავდათ დაკავებული 2004 წლის მაისამდე და სადაც მის მიმართ განხორციელდა არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა;
...
138. სრულად ეთანხმება მიუნხენის საჯარო პროკურატურის მარტინ ჰოფმანის დასკვნას რომლის მიხედვითაც არ არსებობს მტკიცებულება რომლის საფუძველზეც მოხდება ჰალედ ელ-მასრის მიერ გადმოცემული მოვლენების გაქარწყლება;”
51. ანგარიშში ასევე აღნიშნულია „დაკავების საიდუმლო დაწესებულების“ კონცეფცია მოიცავს არა მარტო ციხეს, არამედ ადგილებს სადაც პირი ინკომუნიკადო პატიმრობაში იმყოფება, მაგალითად როგორიცაა კერძო ბინები, პოლიციის განყოფილებები ან სასტუმროს ოთახი, როგორც ეს ჰალედ ელ-მასრის შემთხვევაში მოხდა სკოპიეში“.
3. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი მიმოხილვა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ, 2008 წელი 3 აპრილი, გაერო დოკ. ССРR/С/МKD/СO/2
52. მოპასუხე სახელმწიფოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის პერიოდული შემოწმებისას, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განახორციელა 2008 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში აღნიშნა „სახელწმიფოს მიერ ჩატარებული გამოძიება და მათ მიერ იმის უარყოფა რომ მათ არ მიუღიათ მონაწილეობა განმცხადებლის უკანონო რენდიციაში მიუხედავად დეტალური ბრალდებებისა და ასევე პრობლემებისა რომელიც ასახულია მარტის და ფავას მოკვლევებში“. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაცია:
“14. ... წევრმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ახალი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება ჰალედ ელ-მასრის ბრალდებებთან დაკავშირებით. გამოძიებამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება და უნდა ითანამშრომლოს თავად ელ-მასრისთან...”
53. ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მის მიერ 2008 წლის 11 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში (ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ტომას ჰამერბერგი, „ანგარიში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში ვიზიტის თაობაზე 2008 წლის 25-29 თებერვალი“);
4. განმცხადებლის პეტიცია ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ინტერ ამერიკული კომისიისადმი
54. 2008 წლის 9 აპრილს განმცხადებელმა შეიტანა პეტიცია ადამიანის უფლებათა ინტერ- ამერიკულ კომისიაში. 2009 წლის 23 აგვისტოს კომისიამ გადასცა პეტიცია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას კომენტარებისთის. დამატებითი ინფორმაცია ამ პროცედურებთან დაკავშირებით არ ყოფილა უზრუნველყოფილი.
დ. შესაბამისი პროცედურები ეროვნული უწყებების მიმართ მოპასუხე სახელმწიფოს გარდა
1. გერმანია
(ა) გერმანიის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება
55. 2004 წლის დაუდგენელ დღეს საჯარო პროკურატურის ოფისმა დაიწყო გამოძიება განმცხადებლის ბრალდებების საფუძველზე რომ ის იყო უკანონოდ გატაცებული, დაკავებული, მასზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცყოფა და დაიკითხა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში და ავღანეთში. განმცხადებლის მიხედვით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა მათ შორის თვითმხილველთა გამოკვლევა რომლებიც ადასტურებენ რომ განმცხადებელმა იმგზავრა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში ავტობუსით 2003 წლის ბოლოს და რომ ის დააკავეს ქვეყანაში შესვლიდან მალე.
56. განმცხადებლის თმის რადიოაქტიური იზოტოპური გამოკვლევა მოხდა და ექპსერტის 2005 წლის 17 იანვრის დასკვნაში აღნიშნულია, inter alia:
“...სავსებით შესაძლებელია რომ ცვლილებები რომელიც ვლინდება [განმცხადებლის თმის] იზოტოპიური კვლევის შედეგად შესაბამისობაშია განმცხადებლის ვერსიასთან მოვლენების აღწერის....”
57. გერმანიის ბუნდესტაგის მოკვლევის პირველი კომიტეტის დასკვნის მიხედვით (იხილეთ ქვემოთ) რადიოიზოტოპური ანალიზი ამტკიცებს რომ განმცხადებელმა ორჯერ იშიმშილა.
58. 2007 წლის 31 იანვარს მიუნხენის საჯარო პროკურატურამ გასცა დაკავების ორდერი CIA-ის ცამეტი აგენტის მიმართ რომლებიც ჩართულნი იყვნენ განმცხადებლის სავარაუდო უკანონო რენდიციაში. ამ პირების სახელები და ვინაობა არ გამჟღავნებულა. CIA-ის აგენტების ვინაობა გერმანიის პროკურატურას სავარაუდოდ გადასცა ესპანეთის სახელმწიფო უწყებამ რომელმაც გამოავლინა ისინი მათ მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში ესპანური აეროპორტების CIA-ის მიერ გამოყენების თაობაზე.
(ბ) გერმანიის პარლამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევა
59. 2006 წლის 7 აპრილს გერმანიის ბუნდესტაგმა (ფედერალური პარლამენტი) დანიშნა თექვსმეტი საკანონმდებლო პერიოდის მოკვლევის პირველი კომიტეტი („მოკვლევის კომიტეტი“) იმისათის რომ მომხდარიყო საიდუმლო სამსახურის საქმიანობის გამოვლენა. სამწლიანი გამოძიების განმავლობაში, მოკვლევის კომიტეტმა ჩაატარა ჯამში 124 სხდომა, გამოძიება შვიდ სფეროს შეეხო და 141 მოწმე დაიკითხა, მათ შორის განმცხადებელი. 2009 წლის 18 ივნისს მოკვლევის კომიტეტის დასკვნები გამოქვეყნდა.
60. მოკვლევის კომიტეტის ანგარიშში, რომელიც სრულად 1430 გვერდს მოიცავს, აღნიშნულია, inter alia:
“... ჰალედ ელ–მასრის ანგარიში მისი პატიმრობის თაობაზე მაკედონიასა და ავღანეთში სანდოა მისი მაკედონიაში პატიმრობის და ავღანეთში გადაყვანის ფაქტებთან მიმართებით, ასევე ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მიერ პატიმრობის თაობაზე. გარკვეული ეჭვები რჩება კონკრეტულ ასპექტებთან მიმართებით.
შვაბიის სამართალდამცავი ორგანიების მიერ ჩატარებული პოლიციის გამოძიება, რომელიც გამყარებულია გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის გამოძიებით (BKA (Bundeskriminalamt), ადასტურებს ბ–ნი ელ–მასრის ვერსიას. 2003 წლის 31 დეკემბერს მისი მგზავრობა მაკედონიაში დადასტურებულია მოწმეების ჩვენებით. ელ–მასრის მონათხრობი მისი მაკედონიიდან ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ძალებით გადაყვანის თაობაზე შეესაბამება სხვა მსხვერპლების ჩვენებებს რომლებიც მოცემულ დროს ამერიკის შეერთებული შტატების „ტერორიზმთან ბრძოლის“ კანონის დარღვევის მსხვერპლნი იყბვნენ. CIA–ის სავარაუდი საჰაერო ხომალდი „აერო კონტრაქტორი“ ამერიკული ბოინგის 737 დადგენილი მარშრუტი და გადაადგილება რომელიც გამოფრინდა მალიორკადან სკოპიეში 2004 წლის 23 იანვარს და გზა გააგრძელა ქაბულისკენ, შეესაბამება ელ–მასრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მისი მაკედინიის სასტუმროში განთავსების თაობაზე. ...
ყველაფერი ეს ამყარებს კომიტეტის ღრმა ეჭვს მაკედონიის ხელისუფლების მოვლენათა განვითარების ვერიის მიმართ. . . მაკედონიის მთავრობა უარყოფს ელ–მასრის პატიმორობას სასტუმროში და მის ავღანეთში გადაყვანას და ამას უწოდებს შეურაცმყოფელ მედია კამპანიას. მაკედონიის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი მოვლენების ოფიციალური ვერსია აშკარად მცდარია. უფრო მეტიც დადგენილია რომ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება ელ–მასრის მიერ მოთხრობილი მოვლენების განვითარებისა მისი დაკავების და ქვეყნის გარეთ გაყვანის თაობაზე ...” (გვ. 353)
61. ანგარიშების მიხედვით, ეჭვი რჩება განმცხადებლის სკოპიეში გამგზავრების რელაური მიზნის თაობაზე და მნიშვნელოვანი შეუსაბამობები გამოვლინდა მის ჩვენებებში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში და ავღანეთში დაკითხვის თაობაზე, კონკრეტულად კი მისი ეჭვების თაობაზე „სემის“ გერმანული წარმოშობის შესახებ.
2. სამართლებრივი მოქმედებები ამერიკის შეერთებულ შტატებში
62. 2005 წლის 6 დეკემბერს სამოქალაქო თავისუფლების კავშირმა (ACLU) შეიტანა სარჩელი განმცხადებლის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის აღმოასავლეთ ოლქის საოლქო სასამართლოში რამოდენიმე განსასჯელის წინააღმდეგ მათ შორის CIA–ის დირექტორის ჯორჯ ტენეტის და რამოდენიმე უცნობი CIA–ის აგენტის წინააღმდეგ. სარჩელში აღნიშნულია რომ განმცხადებლის თავისუფლება შიეზღუდა ვინაიდან არ არსებობდა სამართლებრივი პროცესი და ასევე სარჩელში წარმოდგენილი იყო მოთხოვნა უცხოელების მიერ სამოქალაქო სამართალდარღვევის კანონის (ATS) შესაბამისად საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევისთვის რომლითაც აკრძალულია გაჭიანურებული თვითნებური პატიმრობა და უხეში, არადაამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
63. 2006 წლის მაისში საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის სარჩელი დაადგინა რა რომ ამერიკის მთავრობა მართებულად მოიქცა როდესაც უპირატესობა სახელწმიფოს საიდუმლოს მიანიჭა. საოქლქო სასამართლომ დაადგინა რომ სახელწმიფოს ინტერესმა გადაწონა განმცხადებლის ინდივიდუალური ინტერესი მართლმსაჯულებაში. გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე ოლქის სააპელაციო სასამართლოს მიერ. 2007 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე.
ე. იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში განხორციელებული პროცედურები განმცხადებლის ნაგულვებ დაკავებასთან, პატიმრობასთან და ცუდათ მოპყრობასთან დაკავშირებით
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლისა და პროფესიული სტანდარტების დეპარტამენტის (DCPS) წინაშე წარმოებული პროცედურები
64. 2005 წელს შიდა მოკვლევა ჩატარდა განმცხადებლის სარჩელთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლისა და პროფესიული სტანდარტების დეპარტმანეტის მიერ (DCPS). განმცხადებელი არ ყოფილა მოწვეული მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით და არც ინფორმირებული ყოფილა ამ მოკვლევის შედგების თაობაზე. მოკვლევის შედეგებს განმცხადებელი არ გაცნობია. მოკვლევის შედეგები გააცნეს მოპასუხე სახელმწიფოში ევროკავშირის წარმომადგენლებს (იხილეთ ზემოთ პუნქტი 39).
65. მიმდინარე საქმის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, სახელმწიფომ წარმოადგინა DCPS–ის ორი ანგარიშის ასლი დათარიღებული 2006 წლის 20 მარტით და 2008 წლის 10 აპრილით. ორივე ანგარიში მომზადებული იყო სახელმწიფო პროკურატურის ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც იმოქმედა იურიდიული დახმარების თაობაზე ორი დამოუკიდებელი მოთხოვნის ფარგლებში, რომლებიც დათარიღებულია 2005 წლის 9 მაისით და 2007 წლის 3 ნოემბრით და წარმოდგენილია მიუნხენის სახელმწიფო პროკურატურის მიერ რომელიც იძიებს განმცხადებლის სისხლის სამართლებრივ სარჩელს გერმანიაში. ეს ანგარიშები ასახავს სახელმწიფოს ვერსიას მოვლენების განვითარების ისევე როგორც ეს ზემოთ არის ასახული. ანგარიშებით დადგენილია რომ განმცხადებელი მას შემდეგ რაც ის ჩამოვიდა ტაბანოვცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 2003 წლის 31 დეკემბერს დაკავებულ იქნა ოფიციალურ სასაზღვრო ზოლზე საღამოს 4:30 საათიდან 9:30 საათამდე და დაიკითხა მაკედონიის პოლიციის მიერ სავარაუდო ყალბი პასპორტის ფლობის თაობაზე. მას შემდეგ რაც ის განთავისუფლდა ის ცხოვრობდა სასტუმროში და დაქირავებული ჰქონდა სასტუმროს ნომერი. მან გადაიხადა სასტუმროს ჩეკი და დატოვა მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორია როგორც ფეხით მოსიარულემ 2004 წლის 23 იანვარს საღამოს 6 საათსა და 20 წუთზე ბლეიცის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან. შემდეგ დაკონკრეტდა რომ UBK–ს ხელმძღვანელმა, რომელიც მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არასდროს ყოფილა წახალისებული არცერთი უცხოური სააგენტოს, მათ შორის CIA–ის მიერ. დასკვნის სახით ნათქვამი იყო რომ არავინ მათ შორის არც განმცხადებელი არ ყოფილა დაკავებული სასტუმროში და არ ყოფილა დაკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტების მიერ.
66. ამ მოკვლევების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაკედონიის სახელმწიფო პროკურატურას წარუდგინა ზემოთ თქმულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (იხილეთ პუნქტი 4 ზემოთ).
2. სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოებული უცნობი სამართალდამცველების მიმართ
67. 2008 წლის 6 ოქტომბერს განმცხადებელმა მისი იურიდიული წარმომადგენლის ბ–ნი მედარსკის მეშვეობით შეიტანა სისხლის სამართლებრივი სარჩელი სკოპიეს პროკურატურაში უცნობი სამართალდამცველების მიმართ მისი უკანონო პატიმრობის და გატაცების გამო, იმ დანაშაულებებისთვის რომელიც ისჯება სისლხის სამართლის კოდექსის 140–ე მუხლის მიხედვით. სარჩელი ასევე ეხებოდა წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტებს, რომელიც დასჯადი ქმედებებია სისლხის სამართლის კოდექსის 142–ე და 143–ე მუხლებით. საკუთარი სარჩელის მხარდასაჭერად განმცხადებელმა წარმოადგინა მისი წერილობითი აფიდავიტი მომზადებული ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალწარმოების მიზნით და ასევე შემდეგი მტკიცებულებები: მისი პასპორტის ასლი, მარტის და ფავას 2006 და 2007 წლის მოკვლევის ანგარიშებიდან შესაბამისი ამონარიდები; საავიაციო ჩანაწერების ასლი, 2008 წლის 18 ივნისს სკოპიეს აეროპორტის მიერ გაცემული წერილი (განმცახდებლის წერილზე ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე აეროპორტის პასუხი), რომელიც ადასტურებს რომ 2004 წლის 23 იანვარს ბოინგი 737 სარეგისტრაციო ნომრით N313P რეგისტრირებული FAA–ის მიერ დაჯდა სკოპიეს აეროპორტში მგზავრების გარეშე და რომ ის გაფრინდა 2004 წლის 24 იანვარს მხოლოდ ერთი მგზავრით ბორტზე; ექსპერტის ანგარიშის თარგმნილი ვერსია განმცხადებლის თმებთან დაკავშირებით, სასტუმროს ოთახის ჩანახატი სადაც სავარაუდოდ განმცხადებელი ჰყავდათ პატიმრობაში. ოფიციანტის ფოტოსურათი, რომელიც სავარაუდოიდ ემსახურებოდა განმცხადებელს არ იყო წარმოდგენილი განმცხადებლის მიერ ვინაიდან „განმცხადებელმა დროულად ვერ ამოიღო ფოტოსურათი სასტუმროს ვებგვერდიდან და ეს სურათი აღარ იყო ხელმისაწვდომი“. განმცხადებელმა ასევე განაცხადა რომ მისი ტაბანოვცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებისას და სკოპიეში სასტუმრო Merak–ში პატიმრობისას, მას უარი უთხრეს ესარგებლა ოჯახთან, მის მიერ არჩეულ ადვოკატთან ან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებთან დაკავშირების უფლებით.
68. 2008 წლის 13 ოქტომბერს პროკურატურამ მოსთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეძიებინა განმცხადებლის ბრალდებები და მოეპოვებინა კონკრეტული ინფორმაცია ტაბანოვცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სასტუმროში და სკოპიეს აეროპორტში მომხდარი მოვლენების თაობაზე იმისათვის რომ დადგნილიყო სიმართლე.
69. 2008 წლის 7 ნოემბერს DCPS–მა დაადასტურა მისი ადრინდელი დასკვნები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ ყველა დოკუმენტი უკვე წარდგენილ იქნა პროკურატურაში (იხილეთ პუნქტები 4 და 65 ზემოთ).
70. 2008 წლის 18 დეკემბერს პროკურატურამ უარი თქვა განმცხადებლის სისხლის სამართლის სარჩელის განხილვაზე მისი უსაფუძვლობის გამო. დაეყრდნო რა ინფორმაციას რომელიც მოწოდებული იყო DCPS–ის მიერ პროკურატურამ ვერ მოიპოვა მტკიცებულება სადაც არაიდენტიფიცირებულმა მოხელეებმა ჩაიდინეს ნაგულვები დანაშაული. განმცხადებელს ამ გადაწყვეტილების თაობაზე შეატყობინეს 2010 წლის 22 ნოემბერს.
71. მთავრობამ დაადასტურა რომ გამოძიების პროცესში პროკურატურამ არ მოისმინა ზეპირი ჩვენება განმცხადებლისგან და სასტუმროში მოცემულ დროს მომუშავე პერსონალისგან. ამასთანავე, არ ყოფილა არანაირი ნაბიჯები გადადგმული იმის დასადგენად რომ გამოვლენილიყო სკოპიეს აეროპორტის მიერ 2008 წლის 18 ივნისს გაცემულ წერილში, რომელიც თან ერთვოდა განმცხადებლის სისხლის სამართლის სარჩელს (იხილეთ პუქნტი 67 ზემოთ) საჰაერო ხომალდის აეროპორტში დაშვების მიზანი. სახელწმიფოს მოსაზრებით, ეს მოხდა ესე ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ გააქარწყლა განმცხადებლის არარსებული ბრალდებები. ამასთანავე, 2006 წელს ჩატარებული მოკვლევისას სამინისტრომ უკვე გამოკითხა იმ დროისთვის სასტუმროში მომუშავე პერსონალი (იხილეთ პუნქტები 41 და 65 ზემოთ). მათ წარმოადგინეს თანმიმდევრული მტკიცებულებები, მაგრამ იქ მსგავსი ინტერვიუების ჩანაწერები არ ყოფილა.
3. ზიანის ასანაზღაურებლად წარმოებული სამოქალაქო სამართალწარმოება
72. 2009 წლის 24 იანვარს ბ–ნი ფ. მედარსკიმ. განმცხადებლის სახელით, სახელმწიფოს და შიანგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა სამოქალქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების მიზნით მისი კლიენტის უკანონო გატაცებასა და ცუდათ მოპყრობის გამო. სარჩელი ეფუძნებოდა ვალდებულების შესახებ კანონის მუხლებს 141 და 157 (იხილეთ პუნქტების 91 და 92 ქვემოთ). განმცხადებელმა მოითხოვა 3 მილიონი მაკედონიური დინარი (დაახლოებით 49 000 ევროს ექვივალენტი) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად რაც გამოწვეული იყო მისი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის და პატიმრობისას სიკვდილის შიშით. მან ასევე ხაზი გასუვა სარჩელში რომ მას აკრძალული ჰქონდა და უარი ეთქვა უფლებაზე დაემყარებინა კონტაქტი გარე სამყაროსთან. ფაქტი იმისა რომ მისი ოჯახისათვის არ იყო ცნობილი მის ბედი და ადგილსამყოფელი კიდევ უფრო ართულებდა მის ფსიქიკურ მდგომარეობას. რამაც ცალკე გამოიწვია კონვენციის მე–8–ე მუხლით დადგენილი ოჯახური ცხოვრების ხელყოფა. დამატებით იგი დაობდა რომ სახელმწიფოს ესეთმა ქმედებამ გამოიწვია კონვენციის მე–3–ე, მე–5–ე და მე–8–ე მუხლებით განსაზღვრული უფლებების შელახვა. სისხლის სამართლებრივ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (იხილეთ პუნქტი 67 ზემოთ), განმცხადებელმა მოითხოვა რომ სამოქალაქო სასამართლოებმა მოისმინონ ზეპირი მტკიცებულება და რომ მას ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური გამოკვლევა.
73. სახელმწიფომ სასამრთლოს აცნობა რომ მოცემული მომენტისთვის თექსვმეტი მოსმენა იყო დანიშნული სკოპიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში. სასამართლო პროცესის გადადება ხშირად ხდებოდა განმცხადებლის არ გამოცხადების მიზეზით ვინაიდან ის გერმანიაში იყო დაკავებული სხვა დანაშაულის გამო. საქმე ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის ეტაპზეა.
ვ. სასამართლოში წარდგენილი სხვა მტკიცებულებები
1. 2010 წლის 4 მარტს მოწმის მიერ ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება
74. ბ–ნი ჰ.კ, რომელიც იყო მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრი 2002 წლის ნოემბრიდან 2004 წლის მაისამდე და პრემიერ მინისტრი 2004 წლის ივნისი–ნოემბერი, იძლევა წერილობით განცხადებას, რომელიც ნოტარიუსის მიერ არის დამტკიცებული 2010 წლის 4 მარტს, სადაც ის ამბობს, inter alia:
“ ...
5. მე შემიძლია დავადასტურო ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის იანვარში, მაკედონიის UBK –ის აგენტები, რომლებიც ჩემს დაქვემდებარებაში და იმ დროინდელი UBK–ის ხელმძღვანელის პირდაპირ ზედამხედველობაში იმყოფებოდნენ, მონაწილეობას იღებდნენ პირის დაკავებაში რომელიც მგზავრობდა გერმანული პასპორტით ჰალედ ელ–მასრის სახელით.
6. ბ–ნი ელ–მასრი ცდილობდა მაკედონიაში შემოსვლას ავტობუსით 2003 წლის 31 დეკემბერს. მაკედონიის პოლიციის ოფიცრებმა გააჩერეს ის ტანავოეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სერბეთის საზღვართან. ის ჩამოიყვანეს ავტობუსიდან და ჰყავდათ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვინაიდან პოლიციას ეჭვი შეეპარა მისი პასპორტის ნამდვილობაში.
7. ჩვენი UBK–ს წარმომადგენლებმა შეატყობინეს აშშ–ს დაზვერვის პარტნიორებს ბატონი ელ–მასრის ჩამოსვლის თაობაზე და მათგან მიიღეს ინფორმაცია რომ ეს მამაკაცი ეჭვმიტანილი იყო ისლამურ ტერორიზმში. მაკედონიამ მიიღო ვალიდური საერთაშორისო ორდერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სადაც ბ–ნი ელ–მასრის სახელი და მისი დაკავების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა იყო მითითებული.
8. აშშ–ს მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედეს რა, მაკედონიის მთავრობა დათანხმდა დაეკავებინა ბ–ნი ელ–მასრი მისი აშშ–ს წარმომადგენელზე გადაცემამდე დამატებითი დაკითხვის მიზნით. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი მე ინფორმირებული ვიყავი UBK–ის მოქმედებების შესახებ და ვხელმძღვანელობდი მათ თავიდანვე. მაგრამ მე არ ვყოფილვარ ჩართული ოპერაციის ნაწილში. მე ასევე მაკედონიის მთავრობას წარმოვადგენდი ამერიკის შეერთებული შტატების კოლეგებთან ურთიერთობისას.
9. ბ–ნი ელ–მასრი დაკავებული იყო გარკვეული ვადით სკოპიეში საიდუმლო ადგილას UBK–ის აგენტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
10. ბ–ნი ელ–მასრი არ მიიჩნეოდა მაკედონიის მთავრობისთვის საფრთხედ და მაკედონიის მიზნებიდან გამომდინარე არ წარმოადგენდა დაზვერვის ობიექტს. თუ გადაწყვეტილება იქნებოდა დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ჩვენ მას გავათავისუფლებდით. მაგრამ ჩვენ ვიმოქმედეთ გულწრფელად ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მოთხოვნის საფუძველზე, რომლებმაც განმარტეს რომ ისინი გამოაგზავნიდნენ საჰაერო ხომალდს და CIA–ის აგენტების გუნდს მაკედონიაში ბ–ნი ელ–მასრის დაკავების და ქვეყნიდან გაყვანის მიზნით. რაც დრო გადიოდა მე განვუმარტე ამერიკის შეერთებული შტატების კოლეგებს რომ მაკედონიას უნდა გაეთავისუფლებინა ელ–მასრი თუ მისი რენდიცია სწრაფად ვერ მოხდებოდა.
11. ბოლოს, 2004 წლის 23 იანვარს გარკვეულ დროს ბ–ნი ელ–მასრი გადასცეს CIA–ის „რენდიციის გუნდს“ სკოპიეს აეროპორტში და გააფრინეს მაკედონიიდან CIA–ის კუთვნის საჰაერო ხომლადზე.
12. მთელი ოპერაცია დეტალურად იყო დოკუმენტირებული მაკედონიის მხარის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს UBK–ის პერსონალის მიერ. ეს დოკუმენტი უსაფრთხოდ იქნა შენახული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამინისტროს დოკუმენტებში. მე ზუსტად არ შემიძლია გადმოგცეთ ის რაც ამ დოკუმენტებშია აღნიშნული მაგრამ მე ვიცი რომ შესაბამისი მასალები არ განადგურებულა ჩემი მინისტრად მუშაობის პერიოდში.
13. რამოდენიმე დღის შემდეგ რაც ბ–ნი ელ–მასრი გააფრინეს ქვეყნიდან მე მივიღე ბოლო ანგარიში ოპერაციის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ანგარიშვალდებული ორგანოდან. თუ სწორად მახსოვს ბოლო ანგარიშში აღნიშნული იყო რომ მაკედონიამ ზუსტად დაიცვა ელ–მასრის შესახებ გაცემული საერთაშორისო დაკავების ორდერის პირობები. მაკედონიამ იმოქმედა მისი ეროვნული კანონმდებლობის და პროცედურების მიხედვით რომელიც არეგულირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.
14. მაკედონიის სტატუსი როგორც სანდო პარტნიორისა ტერორიზმთან ბრძოლის გლობალურ სისტემაში გაძლიერდა ჩვენ მიერ ჩატარებული ოპერაციის გამო. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გამოხატეს მადლიერება მაკედონიის მიერ საკითხის მოგვარების თაობაზე.
15. ჩემთვის ცნობილია რომ ამერიკის მთავრობამ საბოლოოდ გაათავისუფლა ბ–ნი ელ–მასრი ბრალდების გარეშე პატიმრობის რამოდენიმე თვის შემდეგ. მე მესმის რომ ელ–მასრის მდგომარეობის მიზეზი შეცდომაა. მე მინდა დაგარწმუნოდ რომ თუ რაიმე სახის შეცდომა იყო დაშვებული ელ–მასრის საქმეში ეს არ იყო გამოწვეული მაკედონიის მიერ და მე არ მჯერა რომ რაიმე საერთაშორისო შეცდომა იქნა დაშვებული მაკედონიის მხარის მიერ.
16. ჩემთვის ცნობილია რომ ბ–ნმა ელ–მასრიმ საქმე განსახილველად სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადასცა. ჩემი განცხადება კონკრეტულად და ზუსტად ამ სასამართლოს მიერ ელ–მასრის საქმის განხილვის მიზნებს ემსახურება და არ უნდა იქნას გამოყენებული რომელიმე პირის მიმართ გამოძიების წარმოების მიზნით.
...
18. ვფიცავ რომ ჩემ მიერ ამ განცხადებაში წარმოდგენილი მტკიცებულება არის სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.
2. ბ-ნი ჯ.გ.ს მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა განმცხადებლის საქმეზე
75. ბ-ნი ჯ.გ.ს არის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე. ის მუშაობს როგორც ადვოკატი და გამომძიებელი. ის დანიშნული იყო მრჩევლად სენატორი დიკ მარტისთვის ამ უკანასკნელის მიერ მარტის მოკვლევის ფარგლებში და ასევე იყო ფავას მოკვლევის გუნდის წევრი, მან მონაწილეობა მიიღო ფაქტების დამდგენ მისიაში მოპასუხე სახელმწიფოში, დაესწრო მაღალი დონის შეხვედრებს და დაუკავშირდა მთავრობის და დაზვერვის სამსახურთან დაახლოებულ წყაროებს. მან განმცხადებლის საქმე განიხილა სხვა შესაბამის შიდა და უცხოურ სახელწმიფო მოხელეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მან 2006 წელს რამოდენიმეჯერ ინტერვიუ ჩაატარა განმცხადებელთან და სხვა მოწმეებთან. OSJI–ის მოთხოვნის საფუძველზე 2011 წლის 28 მარტს მან წარმოადგინა 62 გვერდიანი საექსპერტო დასკვნა სადაც მან დეტალურად ისაუბრა მის მიერ განმცხადებლის საქმის გამოძიების ფაქტობრივ გარემოებებზე. ანგარიში ემყარებოდა „საკმაო რაოდენობით წარმოდგენილ ჩვენებებს, დოკუმენტურ და სხვა ფიზიკურ მტკიცებულებას რომელიც განმცხადებლის საქმესთან იყო დაკავშირებული“, რომელთა უმეტესობა მოპოვებული იყო იმ ხალხისგან რომლებმაც მოითხოვეს ანონიმურობის დაცვა საკითხის კონფიდენციალობის და სენსიტიურობიდან გამომდინარე. ექსპერტის აზრით, „სახელმწიფომ „უმაღლესი საიდუმლოს“ კოდი მიანიჭა ყველა დოკუმენტაციას მის მასალებში რომლებმაც შეიძლება რაიმე ფორმით ნათელი მოჰფინოს საქმეს“ (იხილეთ პუნქტი 21 ანგარიშიდან). იგი რამოდენიმეჯერ მივიდა ტაბანოვცის სასაზღვრო გამშვებ პუნტზე, სასტუმროსა და სკოპიეს აეროპორტში და გამოკითხა „მოწმეები და სხვა წყაროები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ან რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს მსგავსი მოვლენები.“ ანგარიშში, ექსპერტმა აღწერა დეტალურად: განმცხადებლის ჩასვლა მოპასუხე სახელმწიფოში, მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ტაბანოვცის სასაზღვრო გამშვებ პურნქტზე და მაკედონიის სასაზღვრო დაცვის მიერ განხორციელებული მოქმედებები განმცხადებლის მიმართ, UBK–ის მოსვლა ტაბანოვცში, განმცხადებლის ადგილზე დაკითხვა, UBK–ს ურთიერთობა CIA–თან, CIA–ის მიერ მართული საჰაერო ხომალდის დაჯდომა, გზა და დრო რომლითაც განმცხადებელი იქნა გადაყვანილი სკოპიეს აეროპორტიდან. როგორც ანაგრიშშია აღნიშნული UBK–ს თანამშრომლების ტაბანოვცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჩამოსვლის შემდეგ, „მაკედონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განახორციელეს ზუსტი და ფართო მასშტაბიანი ღონისძიებები. . . დაემალათ ნებისმიერი რამ რაც განსხვავებულად გამოიყურებოდა – მათ შორის მაკედონიის კანონმდებლობიდან და პროცედურიდან გადახვევა – რომელიც შესაძლოა მომხდარიყო ელ–მასრისთან მიმართებით მის მაკედონიაში პატიმრობისას. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დეტალებზე ყურადღების გამახვილებამ მაკედონიის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი დაემალათ და ჩარეულიყვნენ სიმართლის დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.“ (იხილეთ პუნქტი 141 ანაგარიშიდან).
3. კონსტიტუციური და ადამიანის უფლებების ევროპული ცენტრის განცხადებები (ECCHR)
76. განმცხადებელმა წარმოადგინა ორი ანგარიში სადაც გადმოცემული იყო კონსტიტუციური და ადამიანის უფლებების ევროპული ცენტრის (ECCHR) დაკვირვებები გერმანიის ბუნდესტაგის მოკვლევის პირველი კომიტეტის ანგარიშზე (იხილეთ პუნქტები 59–61 ზემოთ), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაგზავნილი კონფიდენციალური მასალები (იხილეთ პუნქტი 77 ზემოთ) და დაკავების ორდერი გაცემული მიუნხენის პორკურატურის მიერ (იხილეთ პუნქტი 58 ზემოთ).
4. ვიკილიკსის კონფიდენციალური მასალები
77. განმცხადებელმა წარმოადგინა რამოდენიმე დიპლომატიური კონფიდენციალური ინფორმაცია სადაც ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიები მოპასუხე სახელმწიფოში, გერმანიასა და ესპანეთში ანგარიშს აბარებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს განმცხადებლის საქმესთან და/ან CIA–ის საჰაერო ხომალდთან და გერმანიაში და ესპანეთში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით (cable 06SKOPJE105, გაცემული 2 თებერვალი 2006; cable 06SKOPJE118, გაცემული 6 თებერვალი 2006; cable 07BERLIN242, გაცემული 6 თებერვალი 2006; cable 06MADRID1490, გაცემული 9 ივნისი 2006; და cable 06MADRID3104, გაცემული 28 დეკემბერი 2006). ეს კონფიდენციალური ინფორმაცია გაცემულია WikiLeaks–ის მიერ (აღწერილი BBC–ს მიერ 7 დეკემბერი 2010 როგორც „განგაშის ამტეხი საიტი“ ) 2010 წელს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. 1991 წლის კონსტიტუცია (Устав)
78. კონსტიტუციის მე–12–ე მუხლის პუნქტები 1, 2 და მე–4–ე მუხლით დადგენილია რომ თავისუფლების უფლება შეულახავია. არავის შეიძლება ჩამოერთვას საკუთარი თავისუფლება გარდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იმ შემთხვევაში და იმ პროცედურით რომელიც კანონით არის დადგენილი. ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, დაკავებიდან არაუგვიანეს ოცდაოთხი საათისა უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე რომელმაც უნდა გადაწყვიტოს დაკავების კანონიერება ყოვეგვარი გაჭინურების გარეშე.
ბ. სისხლის სამართლის კოდექსი (Кривичен законик)
1. სისხლის სამართლებრივი დევნის ვადები
79. სისხლის სამართლის კოდექსის 107–ე მუხლის პირველი პუნქტის მეოთხე ქვეპუნქტის შესაბამისად სისხლის სამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისთვის რომლისთვისაც გათვალისწინებულია პატიმრობა სამ წლამდე ვადით აკრძალულია კანონით თუ დანაშაულის ჩადენიდან გასულია ხუთი წელი.
2. ვადის ათვლა და შეწყვეტა
80. მუხლი 108 პუნქტი 3 ადგენს რომ ნებისმიერი საპროცესო ნაბიჯი გადადგმული დამნაშავის სისლხის სამართლებრივი დევნის მიზნით ხელს უშლის ვადის ათვლას.
3. თავისუფლების უკანონო აღკვეთა
81. სისხლის სამართლის კოდექსის მე–40–ე მუხლი ადგენს რომ პირი რომელიც უკანონოდ დააპატიმრებს, ეყოლება პატიმრობაში ან სხვა ფორმით შეუზღუდავს სხვას გადაადგილების თავისუფლებას დაისჯება ჯარიმის გადახდით ან პატიმრობით ერთი წლის ვადით. მოხელე რომელიც უკანონოდ შეზღუდავს სხვის თავისუფლებას ისჯება პატიმრობით ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ვადით.
4. წამება
82. სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლით ისჯება წამების აქტი და ამ ქმედებისთვის დადგენილია პატიმრობა სამი თვიდან ხუთ წლამდე.
5. ცუდათ მოპყრობა ოფიციალური ვალდებულებების შესრულებისას
83. სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლი ადგენს რომ პირი რომელიც მისი ოფიციალური ვალდებულებების შესრულებისას არ ეპყრობა სწორად, აშინებს, შეურაცყოფას აყენებს ან ზოგადად მსგავს მოპყრობას ახორციელებს სხვაზე ისეთი ფორმით რომელიც შეურაცმყოფელია მისი ღირსების ან პიროვნებისთვის ისჯება პატიმრობით ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ვადით.
გ. 1997 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (Закон за кривичната постапка), მოცემული დროის რედაქციით
84. კანონის მე–3–ე მუხლი ადგენს რომ ნებისმიერი პირი გამოძახებული სასამართლოში, დაკავებული ან დაპატიმრებული უნდა იყოს ინფორმირებული დაუყოვნებლივ მისთვის გასაგებ ენაზე სასამართლოში გამოცხადების, დაკავების ან დაპატიმრების მიზეზების თაობაზე და მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებების შესახებ. არ შეიძლება მისი იძულება მისცეს ჩვენება. ეჭვმიტანილი, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა უნდა იყოს ნათლად ინფორმირებული მისი უფლების თაობაზე შეინარჩუნოს დუმილი, მიიღოს რჩევა ადვოკატისგან, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ადვოკატი რომელიც დაესწრება მისი დაკითხვის პროცესს და შეატყობინოს მესამე მხარეს მისი დაკავების თაობაზე. დაკავებული დაუყოვნებლივ, დაკავებიდან არაუგვიანეს ოცდაოთხი საათისა უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების კანონიერების თაობაზე.
85. კანონის მე–16–ე ნაწილი ადგენს რომ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს უფლებამოსილი პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე. დანაშაული რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ინიციატივით ან მსხვერპლის მოთხოვნის საფუძველზე სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტს, უფლებამოსილი პროკურორი იქნება საჯარო პროკურორი, მაშინ როდესაც კერძო ბრალდების შემთხვევებში უფლებამოსილ პროკურორს წარმოადგენს კერძო პროკურორი. თუ საჯარო პროკურორი ვერ მოიძიებს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ან გაგრძელების საფუძველს, ეს ფუნქცია შესაძლოა მსხვერპლმა აიღოს საკუთარ თავზე, რომელიც მოქმედებს როგორც დამხმარე პროკურორი კანონით განსაზღვრული პირობების ფარგლებში.
86. ნაწილი 56 (1), (2) და (4) ადგენს, inter alia, როდესაც საჯარო პროკურორი ადგენს რომ არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი, ის ვალდებულია შეატყობინოს მსხვერპლს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე რვა დღის განმავლობაში. საჯარო პროკურორს ასევე აქვს ვალდებულება ინფორმაცია მიაწოდოს მსხვერპლს რომ ამ უკანასკნელს აქვს უფლება სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების. მსხვერპლს შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოება რვა დღის განმავლობაში პროკურორისგან შეტყობინების მიღების შემდეგ. მსხვერპლი რომელიც არ ყოფილა ინფორმირებული საჯარო პროკურორის გადაწყვეტილების თაობაზე უფლებამოსილია წერილობით მიმართოს შესაბამის სასამართლოს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მოთხოვნით სამი თვის ვადაში მას შემდეგ რაც ბრალდების მხარე უარს იტყვის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
87. ნაწილი 144, საჯარო პროკურორს უფლება აქვს უარი თქვას სისხლის სამართლებრივ საჩივარზე, inter alia, თუ არ არსებობს საფუძველი იმისა რომ დანაშაული ჩადენილია. საჯარო პროკურორმა უნდა შეატყობინოს მსხვერპლს უარის თაობაზე და უარის მიზეზის თაობაზე რვა დღის განმავლობაში (ნაწილი 56). ამ დებულების ცვლილება, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წელს, აკონკრეტებს რომ საჯარო პროკურორმა სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის თაობაზე უარის გადაწყვეტილების ასლი უნდა გადასცეს მსხვერპლს სადაც მსხვერპლს გაეწევა რეკომენდაცია რომ ის უფლებამოსილია სისხლის სამართლებრივი დევნა თავად განახორციელოს რვა დღის ვადაში. როდესაც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ან სარჩელი შეტანილია უცნობი დამნაშავის წინააღმდეგ, საჯარო პროკურორი ინფორმაციის მიღებას ეცდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საჯარო პროკურორი ასევე უფლებამოსილია ინფორმაცია მოიძიოს მოსარჩელისგან ნებისმიერ სხვა პირზე რომელიც გარკვეულ წვლილს შეიტანს ფაქტების დადგენის პროცესში.
88. ნაწილი 184 ადგენს წინასწარი პატიმრობის პირობებს.
89. ნაწილი 185–ის მიხედვით, წინასწარი პატიმრობა პირს შეეფარდება საგამოძიებო მოსამართლის მიერ. დაკავებულმა პირმა შეიძლება ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ოცდაოთხი საათის განმავლობაში სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის წინაშე, რომელიც ვალდებულია განიხილოს სააპელაციო სარჩელი ორმოცდარვა საათის განმავლობაში.
90. ნაწილი 182 (2) ადგენს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეებს შეუძლიათ დააკავონ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ნებისმიერი პირი რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნა აღიძვრება კანონის ფარგლებში ავტომატურად. დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს საგამოძიებო მოსამართლის წინაშე. ნაწილი 188 (3)-ის მიხედვით და როგორც ზოგადი წესიდან გამონაკლისი სამინისტროს მოხელეებს უფლება აქვთ დააკავონ პირი თუ საჭიროა მისი ვინაობის დადგენა, მისი ალიბის ვერიფიკაცია ან თუ არსებობს სხვა რაიმე საფუძველი ინფორმაციის მოგროვების იმ მიზნით რომ მესამე მხარის მიმართ სამართალწარმოების განხორციელება დაიწყოს. ქვეპუნქტი (4) მოითხოვს რომ დაკავებულ პირს მიეწოდოს ინფორმაცია რომელიც კანონის მე-3-ე ნაწილშია. ნაწილი 188 (6) ადგენს რომ პატიმრობა ნაწილი 188 (3)-ის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს. სამინისტროს მოხელე ვალდებულია ან გაათავისუფლოს დაკავებული პირი ან იმოქმედოს ნაწილი 188 (2)-ის მიხედვით.
დ. კოდექსი ვალდებულებების შესახებ (Закон за облигационите односи)
91. კოდექსი ვალდებულების შესახებ ნაწილი 141 განსაზღვრავს სამოქალაქო გზით კომპენსაციის მიღების სხვადასხვა საფუძვლებს.
92. ნაწილი 157, დამსაქმებელი პასუხისმგებელია დასაქმებულის მიერ საკუთარი უფლებამოვალეობების განხორციელების პროცესში გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. მსხვერპლს შეუძლია კომპენსაცია მოითხოვოს პირდაპირ დასაქმებულისგან თუ ზიანი განზრახ იქნა მიყენებული. დამსაქმებელს შეუძლია მსხვერპლისთვის გადახდილი კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვოს დასაქმებულისგან თუ ამ უკანსკნელმა ზიანი გამოიჭვია განზრახ ან დაუდევრობით.
III. შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობა და სხვა საჯარო მასალები
ა. საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები
1. ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ, მომზადებულია ვენაში, 24 აპრილი 1963 წელი და ძალაში შევიდა 1967 წლის 19 მარტს
93. ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ მუხლი 36 ადგენს:
მუხლი 36
წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობა და
კონტაქტები
“1. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობაში საკონსულო ფუნქციების შესრულების გასაადვილებლად:
. . . .
ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყონებლივ აცნობონ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, რომ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დააპატიმრეს, სატუსაღოში მოათავსეს ან დააკავეს სასამართლო გარჩევის მოლოდინში ამ ქვეყნის მოქალაქე, თუ იგი ამას თხოულობს. ყველა შეტყობინება, რომელსაც ამ საკონსულო დაწესებულებას უთვლის დაპატიმრებული, სატუსაღოში მოთავსებული ან დაკავებული პირი, ამ ორგანოებმა ასევე დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულმა ორგანოებმა მაშინვე უნდა გააცნონ ამ პირს უფლებები, როლებიც მას აქვს ამ ქვეპუნქტის მიხედვით;. . . .“
2. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR)
94. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR) საერთაშორისო პაქტის შესაბამისი დებულებები, რომელიც მიღებულია 1966 წლის 16 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს, ადგენს შემდეგს:
მუხლი 4
“...
2. ეს დებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რამე გადახვევებს 6,7,8 (1 და 2 პუნქტები), 11,15,16 და 18 მუხლებიდან.”
მუხლი 7
“არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამაცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელს, კერძოდ, არც ერთ პირზე, თუ არ იქნა მისი თავისუფალი თანხმობა, არ შეიძლება სამედიცინო ან სამეცნიერო ცდების ჩატარება.”
მუხლი 9
„1. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ არ შეილება თვითნებურად დააპატიმრონ ან პატიმრობაში აიყვანონ. არავის არ შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, თუ არა ისეთ საფუძველზე და ისეთი პროცედურის შესაბამისად, რომლებიც კანონით არის დაწესებული.
2. თითოეულ დაპატიმრებულს დაპატიმრების დროს ეუბნებიან მისი დაპატიმრების მიზეზს და სასწრაფო წესით ატყობინებენ თუ რა ბრალდებას უყენებენ.
3. სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებული თუ დაკავებული ყოველი პირი სასწრაფო წესით უნდა მიიყვანონ მოსამართლესთან ან სხვა თანამდებობის პირთან, რომელსაც კანონით უფლება აქვს აღასრულოს სასამართლო ხელისუფლება და დაპატიმრებულ ან დაკავებულ პირს გონივრული ვადის მანძილზე აქვს სასამართლო გარჩევისა, თუ განთავისუფლების უფლება. სასამართლო გარჩევის მოლოდინში პირის დაკავება საერთო წესი არ უნდა გახდეს, მაგრამ მათი განთავისუფლება შეიძლება დამოკიდებული იყოს სასამართლოში გამოცხადების, სასამართლო გარჩევის ყველა სტადიაში გამოცხადების და საჭიროების შემთხვევაში, განაჩენის აღსასრულებლად გამოცხადების გარანტიების წარდგენაზე.
4. თითოეულს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთა დაპატიმრებისა თუ პატიმრობაში აყვანის შედეგად, აქვს უფლება, რომ მისი საქმე გაარჩიოს სასამართლომ, რათა ამ სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს დადგენილება, კანონიერია მისი დაკავება თუ არა, და გასცეს მისი განთავისუფლების განკარგულება, თუ უკანონოდ იყო დაკავებული.
5.თითოეულს, ვინც უკანონოდ დაპატიმრებისა თუ პატიმრობაში აყვანის მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის უფლება, რომელსაც სარჩელის ძალა ენიჭება.”
3. ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია (“the CED”)
95. ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისი დებულებები რომელიც მიღებულია 2006 წლის 20 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2010 წლის 23 დეკემბერს და როემლზეც ხელი მოაწერა მაგრამ რატიფიცირება არ მოუხდენია მოპასუხე სახელწმიფოს, ადგენს:
მუხლი 1
“1. არავინ შეიძლება დაექვემდებაროს იძულებით გაუჩინარებას.
2. არანაირი გამონაკლისი არ მოქმედებს, იქნება ეს საომარი მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერი სხვა გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გამამართლებელი საფუძველი იძულებითი გაუჩინარებისთვის“.
მუხლი 2
“ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე „იძულებითი გაუჩინარება“ ნიშნავს დაკავებას, პატიმრობას, გატაცებას ან ნებისმიერი სხვა ფორმით თავისუფლების შეზღუდვას სახელმწიფოს წარმომადგენლების, პირების, პირთა ჯგუფის მიერ რომელიც მოქმედებს სახელმწიფოს უფლებამოსილების, დახმარების ან დაქვემდებარების ქვეშ, რომელსაც თან სდევს თავისუფლების აღკვეთის აღიარებაზე უარი ან გატაცებული პირის ბედის და მისი ადგილსამყოფელის დამალვა რაც ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირს კანონის დამცავი მექანიზმების მიღმა ტოვებს.”
მუხლი 3
“თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გამოიძიოს მე-2-ე მუხლით დადგენილი ქმედებები რომელიც ჩადენილია პირის ან პირთა ჯგუფის მიერ რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფოს უფლებამოსილებით, მხარდაჭერით ან სახელმწიფოსადმი და ეს პირები მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს.”
მუხლი 4
“თითოეული ხელმშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები იმისათის რომ იძულებითი გაუჩინარება იქცეს დასჯად ქმედებათ ქვეყნის შიდა სისხლის სამართლის კანონმდებლობით.“
4. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ეფექტური გამოძიების და დოკუმენტაციის სახელმძღვანელო, 2001
96. ამ ანგარიშის შესაბამის გვერდებში ვკითხულობთ შემდეგს:
“80. წამების ან ცუდი მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლები და მათი კანონიერი წარმოამდგენლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, და მათთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი განხილვა და ნებისმიერი სახის ინფორმაცია რომელიც გამოძიებას ეხება და უნდა იყვნენ უფლებამოსილნი წარმოადგინონ სხვა მტკიცებულება.“
5. საერთაშორისო სამართლის კომისია, საერთაშორისო დონეზე აღიარებული არამართლზომიერ მოქმედებებზე სახელწმიფოს პასუხისგემბლობის შესახებ მუხლები, 2001
97. მუხლების შესაბამისი ნაწილები, მიღებული 2001 წლის 3 აგვისტოს (საერთაშორისო სამართლის კომისიის ყოველწლიური გამოცემა, 2001, , vol. II), ადგენს შემდეგს:
მუხლი 7
უფლებამოსილების გადაჭარბება ან ინსტრუქციების დარღვევა
“სახელმწიფო ორგანოს ან პირის ან უწყების, რომელიც სახელმწიფო უფლებამოსილებით არის აღჭურვილი, მოქმედება საერთაშორისო სამართლით უნდა მიჩნეულ იქნას სახელმწიფოს მოქმედებად თუ ორგანო, პირი ან უწყება მოქმედებს ამ უფლებამოსილების ფარგლებში იმ შემთხვევაშიც კი თუ ის აჭარბებს ამ უფლებამოსილებას ან ეწინააღმდეგება ინსტრუქციებს.
...”
მუხლი 14
საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის დროში გაჭიანურება
“1. საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა სახელმწიფოს მოქმედებით, რომელსაც არ აქვს განგრძობადი ხასიათი ხდება მოქმედების განხორციელების მომენტში, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი გალენა გრძელდება.
2. საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა სახელმწიფოს მოქმედებით, რომელსაც განგრძობადი ხასიათი აქვს გრძელდება სრულად იმ პერიოდზე რომლის განმავლობაშიც ეს მოქმედება გრძლედება და არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო ვალდებულებასთან.
3.საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა რომელიც სახელმწიფოს ავლდებულებს მოცემული მოქმედების აღმოფხვრას ხდება მაშინ როდესაც ხდება მოქმედება და გრძელდება მთელს პერიოდზე როდესაც ეს მოქმედება გრძელდება და არ არის შესაბამისობაში ამ ვალდებულებასთან“.
მუხლი 15
შერეული ქმედებისგან შემდგარი დარღვევა
“1. საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა სახელმწიფოს მიერ მოქმედებების და უმოქმედობის ერთობლიობით ხდება მაშინ როდესაც მოქმედებას ან უმოქმედობას აქვს ადგილი და სხვა მოქმედებასთან ან უმოქმედობასთან ერთობლიობაში წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას.
2. ესეთ შემთხვევაში, დარღვევა ვრცელდება მთელს პერიოდზე რომელიც იწყება ქმედების ან უმოქმედობის გამოვლენის პირველი შემთხვევიდან და გრძელდება იქამდე სანამ ეს მოქმედება ან უმოქმედობა ვლინდება რომელიც არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო ვალდებულებასთან.
მუხლი 16
საერთაშორისო დონეზე აღიარებული უკანონო ქმედების განხორციელბაში ხელისშეწყობა
“სახელმწიფო რომელიც დახმარებას უწევს მეორე სახელმწიფოს ამ უკანასკნელის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული არამართლზომიერი ქმედების ჩადენაში საერთაშორისო დონეზე არის პასუხისმგებელი ამ ქმედებისთვის:
(ა) ეს სახელმწიფო მოქმედებს ესე მაშინ როდესაც მისთვის ცნობილია საერთაშორისო დონეზე არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გარემოებები; და
(ბ) საერთაშორისო დონეზე ჩადენილ არამართლზომიერ ქმედებად ჩაითვლება ქმედება ჩადენილი ამ სახელწმიფოს მიერ;
6. გაეროს გენერალური ასამბლეა, ადამიანის უფლებათა კომისიის სპეციალური მომხსენებლის ანაგარიში წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხთან დაკავშირებით, 2002 წლის 2 ივლისი (A/57/173)
98. ამ ანგარიშის შესაბამის დებულებაში ვკითხულობთ:
“35. და ბოლოს, სპეციალურ მომხსენებელს სურს მიმართოს ყველა სახელმწიფოს, რომ სახელმწიფოებ ტერორიზმის ან სხვა ბრალდების საფუძველზე პირის ექსტრადიციის შემთხვევაში დარწმუნდნენ რომ ყველა შესაბამის გარემოებაში არ მოხდება პირის გადაცემა მიმღები სახელმწიფოსთვის სანამ მიმღები სახელმწიფოს მთავრობა არ გასცემს უტყუარ გარანტიებს ექსტრადიციის განმახორციელებელი ორგანოებისთვის რომ ექსტრადირებული პირები არ გახდებიან წამების ან სხვა სახის ცუდათ მოპყრობის ობიექტები ქვეყანაში დაბრუნებისას და რომ არსებობს ამ პირების მონიტორინგის სისტემა რომელიც უზრუნველყოფს ამ პირის მათი ღირსების შესაბამისად მოპყრობას....”
7. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუცია 1433 ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გუანტანამოს ციხეში პატიმრობის კანონიერების შესახებ, მიღებული 2005 წლის 26 აპრილს
99. რეზოლუციის შესაბამის ნაწილებში ვკითხულობთ:
“7. ამ და სხვა სანდო წყაროების სამართლებრივი და ფაქტობრივი მასალების გამოკვლევის საფუძველზე ასამბლეა ადგენს რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გუანტანამოშ პატიმრობის გარემოებები არ არის შესაბამისობაში კანონის უზენაესობასთან, შემდეგი საფუძვლებით:
...
vii. ამერიკის შეერთებული შტატები „რენდიციის“ (პირების სხვა ქვეყნებში გადაყვანა, სასამართლო ზედამხედველობის გარეშე ისეთი მიზნებისთვის როგორიცაა დაკითხვა ან პატიმრობა) გამოყენებით უშვებს პატიმრობაში მყოფი პირების წამებას და უხეშ, არადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებლ ქვეყანაზე არ გადაცემის აკრძალვის დარღვევით.“
8. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუცია 1463 იძულებით გაუჩინარებაზე, მიღებული 2005 წლის 3 ოქტომბერს
100. ამ რეზოლუციის შესაბამისი ნაწილები ადგენს შემდეგს:
“1. ‘იძულებითი გაუჩინარება’ წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთას, თავისუფლების აღკვეთის აღიარებაზე უარს, ან გაუჩინარებული პირის ბედის და მისი ადგილსამყოფელის დამალვას რაც ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირს კანონის დამცავი მექანიზმების მიღმა ტოვებს.“
2. საპარლამენტო ასამბლეა ნათლად გმობს იძულებით გაუჩინარებას როგორც ადამიანის უფლებათა სერიოზულ შელახვას და ათანაბრებს მას წამებასთან და მკვლელობასთან და იგი გამოხატავს წუხილს რომ ეს მახინჯი პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობს და არ აღმოფხვრილა, ევროპაშიც კი. . . .“
9. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 60/148 წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, მიღებული 21 თებერვალი 2006
101. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 60/148 ადგენს შემდეგს:
“გენერალური ასამბლეა
...
11. შეახსენებს ყველა სახელწმიფოს რომ გაჭიანურებული ინკომუნიკადო პატიმრობა ან პატიმრობა საიდუმლო ადგილას ხელს უწყობს წამებას და სხვა უხეშ, არადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას და თავის ტავში შეიზლება შეიცავდეს ასეთი ფორმის მოპყრობას და მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს პატივი სცეს ისეთ ღირებულებებს როგორიცაა თავისუფლება, უსაფრთხოება და ადამიანის ღირსება.”
10. ევროპის კომისია დემოკრატიისთვის კანონის გზით (ვენეციის კომისია), მოსაზრება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების სამართლებრივ ვალდებულებებზე პატიმრობის საიდუმლო ადგილების და პატიმრების სახელწმიფოთაშორის გადაყვანის შესახებ (no. 363/2005, 17 მარტი 2006)
102. ვენეციის კომისიის მოსაზრების შესაბამისი პუნქტები ადგენს:
“30. პირის დაუშვებელ გადაყვანასთან ან პატიმრობასთან დაკავშირებით ტერმინოლოგიის გამოყენებაზე, ვენეციის კომისა აღნიშნავს რომ საჯარო დისკუსიებში ხშირად გამოიყენება ტერმინი „რენდიცია“. ეს არ არის საერთაშორისო სამართლით დადგენილი ტერმინი. ეს ტერმინი არის ერთი სახელმწიფოს მიერ პირის პატიმრობაში აყვანა რომელიც ეჭვმიტანილია სერიოზული დანაშაულის ჩადენაში (მაგ. ტერორიზმი) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და/ან ასეთი პირის გადაცემა პირველი სახელმწიფოს პატიმრობაში ან საკითხის მისი იურისდიქციისთვის ან მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემა. „რენდიცია“ არის ზოგადი ტერმინი რომელიც უფრო მეტად ეხება შედეგს -ეჭვმიტანილ პირზე მეურვეობის მოპოვება - ვიდრე საშუალებას. კონკრეტული „რენდიცია“ არის თუ არა კანონიერი ეყრდნობა იმ ქვეყნის კანონებს რომელსაც ეს ეხება და საერთაშორისო სამართლის შესაბამის წესებს, კონკრეტულად კი ადამიანის უფლებათა სამართალს. იმ შემთხვევაშიც კი თუ „რენდიცია“ შესაბამისობაშია ერთერთი მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობასთან (რომელიც შესაძლოა არ კრძალავდეს არამედ არეგულირებდეს კიდეც სახელმწიფო ორგანოების ექსტრატერიტორიულ აქტივობებს) ის შეიძლება უკანონოდ ითვლებოდეს სხვა სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით. უფრო მეტიც „რენდიცია“ შეიძლება წინააღმდეგობში იყოს ჩვეულებრივ საერთაშორისო კანონებთან ან ხელშეკრულების ან ჩვეულბრივ ვალდებულებებთან რომელიც მონაწილე სახელმწიფოს აქვს აღებული ადამიანის უფლებათა კანონმდებლობით ან საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით.
31. ტერმინი „უკანონო რენდიცია“ გამოიყენება მაშინ როდესაც არსებობს მცირე ეჭვი ან ეჭვი გაქარწყლებულია იმის თაობაზე რომ პირზე მეურვეობის მოპოვება არ არის შესაბამისობაში იმ სახელმწიფოში მოქმედ საკანონმდებლო პროცედურებთან სადაც ეს პირი იყო განთავსებული მოცემულ დროს.
...
159. რაც შეეხება პატიმრების სახელმწიფოებს შორის გადაყვანას
...
ვ) ევროპის საბჭოს ქვეყნებისთვის პატიმრების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის მხოლოდ ოთხი სამართლებრივი გზა მოქმედებს: დეპორტაცია, ექსტრადიცია, ტრანზიტი და მისჯილი პირის ტრანსფერი იმ მიზნით რომ მან სასჯელი მოიხადოს სხვა ქვეყანაში. ექსტრადიცია და დეპორტაცია უნდა იყოს განსაზღვრული შესაბამისი კანონმდებლობით და პატიმრები უნდა სარგებლობდნენ შესაბამისი სამართლებრივი გარანტიებით და მათთვის კომპეტენტური ორგანოები ხელმისაწვდომი უნდა იყოს. იმ ქვეყანაში ექსტრადიციის ან დეპორტაციის აკრძალვა სადაც არსებობს წამების ან ცუდათ მოპყრობის რისკი უნდა იქნას დაცული.”
11. გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ A/HRC/10/3, 4 თებერვალი 2009
103. ამ ანგარიშში სპეციალური მომხსენებელი მიუთითებს შემდეგზე:
“38. ... სპეციალური მომხსენებელი ამახვილებს ყურადღებას იმ მდგომარეობაზე როდესაც პირები დაკავებულნი არიან დიდი ხნის ვადით მხოლოდ იმ მიზნით რომ მოხდეს მათზე სადაზვერვო ინფორმაციის მოძიება ან უფრო ფართო მიზეზებით როგორიცაა პრევენცია. ეს მდგომარეობა წარმოადგენს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას. პატიმრობის გახანგრძლივების საფუძვლები უნდა იყოს განსაზღვრული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ასეთი პირების განგრძობადი პატიმრობა ადგენს პასუხისმგებელი ორგანოების ვალდებულებას დაადგინონ სისხლის სამართლებრივი ეჭვები და თუ ეს დამტკიცდება წაუყენონ ბრალდება ეჭვმიტანილს და წარადგინონ ის სასამართლოს წინაშე ...
51. სპეციალური მომხსენებელი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა უკანონო რენდიციის, გაჭიანურებული და საიდუმლო პატიმრობის და ისეთი პრაქტიკის ყოვლისმომცველი სისტემა რომელიც კრძალავს წამებას და ცუდათ მოპყრობის სხვა ფორმებს. ეს სისტემა მოითხოვდა საერთაშორისო ქსელის არსებობას ინფორმაციის გასაცვლელად და შექმნა კორუფციული საინფორმაციო ორგანო რომლის გაზიარებაც მუდმივად ხდება პარტნიორებთან ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში სადაზვერვო თანამშრომლობის გზით რითაც ხდებოდა მიმღები ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ინსტიტუციური კულტურის კორუმპირება...
60. სახელმწიფოს ვალდებულება ადამიანის უფლებების, კონკრეტულად კი სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უზრუნველყოფის ვალდებულება მოითხოვს რომ ესეთმა სამართლებრივმა დებულებებმა არ გამოიწვიოს გამოძიების წინასწარი შეჩერება, ან ხელი შეუშალოს არამართლზომიერი ქმედების გამოვლენას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს საერთაშორისო დანაშაულის ან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ მონაცემები. სახელმწიფო საიდუმლოს პრივილეგიის ბლანკეტური შეთავაზება ისეთი საფუძვლით როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო დაკავება, დაკითხვა და რენდიციის პროგრამა ან მესამე მხარის დაზვერვა („წარმომვლობის კონტროლის“ პოლიტიკის ფარგლებში) ხელს უშლის ეფექტურ გამოძიებას და სამართლებრივი დაცვის წარმოსახვით საშუალებას იძლევა. ეს არ არის შესაბამისობაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე–2–ე მუხლთან. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სახელმწმიფოს ვალდებულების ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის სერიოზული შელახვის გამოსაძიებად სასამართლო დახმარების უზრუნველყოფის დარღვევა“.
12. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რეზოლუცია 9/11 და 12/12: სიმართლის უფლება , 2008 წლის 24 სექტემბერი და 2009 წლის 12 ოქტომბერი
104. ზემოთ ხსენებული რეზოლუციის შესაბამისი ნაწილი იკითხება შემდეგნაირად:
“... ადამიანის უფლებათა უხეში შელახვის მსხვერპლთა და მათი ნათესავების სიმართლის დადგენის უფლების აღიარება იმ ფაქტებთან დაკავშირებით რომელსაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის ფაქტების დამნაშავეთა იდენტიფიცირება რომელიც წარმოშობს ასეთ დარღვევას. . . „
13. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გაიდლაინები ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრის შესახებ 2011 წლის 30 მარტი
105. გაიდლაინები ეხება დაუსჯელობის პრობლემას იმ მოქმედებებთან ან უმოქმედობასთან დაკავშირებით რომელიც იწვევს ადამიანის უფლებათა უხეშ შელახვას. ის ვრცელდება სახელმწიფოს ვალდებულებაზე კონვენციის ფარგლებში განახორციელონ პოზიტიური მოქმედებები არა მარტო მათი აგენტების, არამედ არასახელმწიფო მოთამაშეების მიმართაც. გაიდლაინების მიხედვით „დაუსჯელობა გამოწვეულია ან მას ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებზე სახელმწიფო ინსტიტუტების ან სახელმწიფო აგნეტების მხრიდან გულმოდგინე რეაგირების ნაკლებობა. სახელმწიფოები უნდა ებრძოდნენ დაუსჯელობას მსხვერპლის მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც შემაკავებელი მექანიზმი მომავალში ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტების აღმოფხვრისთვის და კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი ნდობის დასაცავად“. ისინი უზურნველყოფენ inter alia ზოგად ზომებს რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს იმისათვის რომ მოახდინოს დაუსჯელობის პრევენცია, გამოძიების ვალდებულება, ასევე ადექვატური გარანტიები იმ პირებისთის რომელთა თავისუფლებაც შეზღუდულია.
ბ. საერთაშორისო ორგანოების და უცხო ქვეყნების შესაბამისი პრეცედენტული სამართალი
1. ინგლისისა და უელსის სააპეალაციო სასამართლო (სამოქალაქო განყოფილება), საქმე აბასი და სხვა საგარეო და თანამეგობრობის ურთიერთობების სახელწმიფო მდივნის და საშინაო დეპარატმენტის სახელმწიფო მდივნის წიააღმდეგ, No: C/2002/0617A; 0617B, 6 ნოემბერი 2002
106. ეს საქმე ეხება ბ–ნ ფეროზ ალი აბასის, ბრიტანეთის მოქალაქე რომელიც დააკავეს ამერიკულმა ძალებმა ავღანეთში და 2002 წლის იანვარში გადაიყვანეს გუანტანამოში, კუბა. ის პატიმრობაში იმყოფებოდა ისე რომ მისთვის არ იყო ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება, სასამართლო ან სხვა სახის რაიმე ტრიბუნალი ან ადვოკატის მომსახურება. იგი დაობდა იმაზე რომ თვითნებური დაკავების აკრძალვის უფლება შეილახა მასთან მიმართებით. სასამართლომ დაადგინა რომ ბ–ნი აბასის დაკავება გუანტანამოში, რომელსაც იხსენიებენ როგორც „კანონიერ შავ ხვრელს“, იყო თვითნებური, „აშკარად ეწინააღმდეგებოდა ფუნდამენტურ პრინციპებს რომელიც აღიარებულია ორივე (ინგლისური და ამერიკული) იურისდიქციის მიერ და ასევე საერთაშორისო სამართლით“
2. ამერიკის შეერთებული შტატების მეცხრე ოლქის სააპეალციო სასამართლო, ფალენ გერები ჯორჯ ვოლკერ ბუშის, დონალდ რამსფელდის წინააღმდეგ, D.C. No. CV-03-01267-AHM, 18 დეკემბერი 2003
107. 2003 წლის 8 დეკემბერს, საქმეში რომელშიც მონაწილეობდა ლიბიელი მამაკაცი(ბ–ნი გერები) დაკავებული როგორც „მტრის მებრძოლი“ გუანტანამოს ციხეში,ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ აღწერა რაც ამერიკის მთავრობამ წარმოადგინა მის წინაშე:
“სახელმწიფო თეორიის მიხედვი, ბ–ნი გარების დაპატიმრება შესაძლებელია სხვა ქვეყნების ასობით მოქალაქესთან ერთად, რომლებიც ერთმანეთს შორის მეგობრობენ, კანონის უზენაესობის უგულებელყობით, ადვოკატისგან რჩევის მიღების გარეშე, საქმის სასამართლოში განხილვის უფლების გამოყენების გარეშე. მართლაც, ზეპირი განხილვისას, სახელმწიფომ განაცხადა რომ მისი პოზიცია იქნებოდა იგივე იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი მოთხოვნით ის ჩაერთვებოდა წამებაში ან პატიმრებისთვის გამოიტანდა დაუყოვნებლივი სიკვდილის განაჩენს. ჩვენი ინფორმაციით, გუანტანამოში ამ პატიმრების განთავსებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ესეთი მკაცრი და გასაოცარი პოზიცია არასდროს დაუკავებია. შესაბამისად ჩვენ განვიხილავთ გუანტანამოს როგორც უნიკალურს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზასთან მიმართებით ტერიტორიული დამოკიდებულების გამო არამედ იმიტომ რომ ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც სახელმწიფომ ესეთი განსაკუთრებული პრინციპების ჩამონათვალი წარმოადგინა – ესეთი უკიდურესი პოზიცია რომელიც წარმოშობს უმძიმეს საფრთხეს როგორც ამერიკული ისე საერთაშორისო კანონმდებლობით.“
3. გაეროს კომიტეტი წამების წინააღმდეგ, აგიზა შვედეთის წინააღმდეგ, კომუნიკაცია No 233/2003, გაეროს დოკ. CAT/C/34/D/233/2003 (2005), და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ალზერი შვედეთის წინააღმდეგ, გაერო დოკ. CCPR/C/88/D/1416/2005 (2006)
108. ეს ორივე საქმე განხილული იყო 2006 წლის მარტის (იხილეთ ანგარიშის პუნქტი 150–161), რომლის შესაბამის ნაწილებში ნათქვამია შემდეგი:
“153. მოკლედ, ფაქტები შემდეგნაირად განვითარდა: 2001 წლის 18 დეკემბერს, ბ–ნი აგიზა და ბ–ნი ალზერი არიან ეგვიპტის მოქალაქეები რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ შვედეთში. მათ უარი ეთქვათ თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და უსაფრთხოების საფუძველზე გადაწყდა მათი დეპორტაცია, სამინისტროს დონეზე სპეციალური პროცედურის გათვალისწინებით. იმისათვის რომ დარწმუნებულიყვნენ რომ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდებოდა იმავე დღეს, შვედეთის სახელმწიფო უწყებებმა მიიღეს ამერიკული შემოთავაზება გადაეცათ მათთვის საჰაერო ხომალდი რომელსაც ჰქონდა ფრენის სპეციალური ავტორიზაცია. შვედეთის პოლიციის მიერ მათი დაკავების შემდეგ ორი მამაკაცი წაიყვანეს ბრომას აეროპორტში სადაც მათ შვედეთის თანხმობით ამერიკის აგენტებმა, რომელთაც სახე დაფარული ჰქონდათ გაატარეს „უსაფრთხოების შემოწმება“.
154. ეს „შემოწმება“ არის ყველაზე საინტერესო მომენტი, ვინაიდან ის ზუსტ შესაბამისობაშია იმ მონათხრობთან რასაც „რენდიციის“ სხვა მსხვერპლები ყვებიან, მათ შორის ბ–ნი ელ–მასრი. ამერიკული გუნდის მიერ განხორციელებული პროცედურა, ამ შემთხვევაში აღწერილი შვედეთის პოლიციის ოფიცრების მიერ რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ აშკარად კარგად ორგანიზებული და გავარჯიშებული იყო: აგენტები ერთმანეთში ჟესტებით კონტაკტობდნენ და არ საუბრობდნენ. მოქმედებდნენ ძალიან სწრაფად, აგენტებმა აგიზას და ალზერის ტანზე შემოახიეს ტანსაცმელი მაკრატელის გამოყენებით, ჩააცვეს მათ სპორტული ტანსაცმელი, შეუმოწმეს სხეულის ყველა ნაწილი და თმა, დაადეს ხელებზე და ფეხებზე ბორკილები და ფეხშიშველები წაიყვანეს თვითმფრინავისკენ.
...
157. ორივე მამაკაცის დეპორტაციამდე ეგვიპტეში, შვედეთმა მოითხოვა და მიიღო დიპლომატიური რწმუნება რომ ისინი არ იქცეოდნენ წამების საწინააღმდეგო კონვენციის მოპყრობის ობიექტები, მათი საქმე განხილული იქნებოდა სამართლიანი სასამართლოს მიერ და მათ არ მიესჯებოდათ სასიკვდილო განაჩენი. რწმუნება ასევე გამყარებული იყო მონიტორინგის მექანიზმით რომლის მიხედვითაც შვედეთის ელჩი მუდმივად მოინახულებდა მათ ციხეში და შვედეთის წარმომადგენელი დაესწრებოდა სასამართლო პროცესს.”
109. გაეროს შესაბამისი კომიტეტის დადგენილებით შვედეთი პასუხისმგებელია ICCPR–ის მე–7–ე მუხლის მიხედვით, დაადგინა რა რომ ბ–ნი ალზერის მიმართ განხორციელებული მოპყრობა ბრომას აეროპორტში ეკისრება მხარე სახელმწიფოს და იწვევს პაქტის მე–7–ე მუხლის დარღვევას; შვედეთმა დაარღვია მისი ვალდებულება განეხორციელებინა სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება იმისა რაც მოხდა ბრომას აეროპორტში. და ამ მუხლში დადგენილი აკრძალვები დაირღვა ბ–ნი აგიზას და ალზერის მიმართ.
110. USA Today აღნიშნავს რომ შვედეთის მთავრობამ გადაუხადა 450 000 ამერიკული დოლარი ბ–ნ ალზერის მისი დეპორტაციის გამო. იგივე თანხის გადახდა ბ–ნი აგიზასთვის შეთანხმებულია (“შვედეთი გასცემს კომპენსაციას ეგვიპტელ პირზე რომელიც ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი“; USA Today, 19 სექტემბერი 2008).
გ. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ს საპატიმროებში ადამიანის უფლებათა შესაძლო შელახვის თაობაზე საზოგადოებრივ წყაროებში არსებული ინფორმაცია
111. განმცხადებელმა და მონაწილე მესამე მხარემ წარმოადგინეს საერთაშორისო, უცხოური და ეროვნული ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მიერ გამოცემული მნიშვნელოვანი რაოდენობის სტატიები, ანგარიშები რომლებიც სერიოზულ კითხვებს ბადებს უკანონო საიდუმლო პატიმრობის და ცუდათ მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროებში გუანტანამოსა და ავღანეთში. ყველაზე შესაბამისი წყაროებიდან ამონარიდები ქვემოთ არის მოცემული.
1. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ინფორმაცია
(ა) გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადება თალიბანისა და ალ-ქაიდას წარმომადგენელთა პატიმრობის თაობაზე აშშ-ს გუანტანამოს ციხეში, კუბა, 2002 წლის 16 იანვარი
112. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა შემდეგი:
“ამ საფუძვლით დაკავებული ყველა პირი უფლებამოსილია იყოს დაცული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ჰუმანიტარული სამართლით, კონკრეტულად კი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (ICCPR) და 1949 წლის ჟენევის კონვენციით. პატიმრების სამართლებრივი სტატუსი და მათი უფლებამოსილება მიენიჭოთ ომის პატიმრის (POW) სტატუსი დავის შემთხვევაში უნდა იქნას განხილული კომპეტენტური სასამართლოს მიერ ჟენევის კონვენციის მე–5–ე მუხლის დებულებების შესაბამისად. ყველა პატიმარს ნებისმიერ დროს ჰუმანურად უნდა ექცეოდნენ, რომელიც იქნება შესაბამისი ICCPR–ის და ჟენევის მესამე კონვენციის“.
(ბ) Amnesty International, მემორანდუმი აშშ-ს მთავრობასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ავღანეთსა და გუანტანამოში აშშ-ს საპატიმროებში, 2002 წლის აპრილი
113. მემორანდუმში, Amnesty International–მა გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე რომ ამერიკის მთავრობა ახორციელებს პატიმრების გადაყვანას და მათ განთავსებას ისეთ პირობებში რომელიც შესაძლოა იწვევდეს უხეშ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და რომელიც არღვევს სხვა მინიმალურ სტანდარტს რომელიც დაკავშირებულია პატიმრობასთან და რომელიც არ აძლევს უფლებას დაპატიმრებულ პირებს ისარგებლონ ადვოკატის მომსახურებით ან საქმის სასამართლო განხილვით და დაამტკიცონ მათი პატიმრობის კანონიერება.
(გ) Human Rights Watch, “ამერიკის შეერთებული შტატები, ბრალის პრეზუმცია: 11 სექტემბრის შემდგომი პატიმრების ადამიანის უფლებათა შელახვა“, Vol. 14, No. 4 (G), აგვისტო 2002
114. ეს ანაგრიშ შეიცავს შემდეგ პასაჟს:
“... ტერორიზმთან ბრძოლა რომელიც წამოიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 11 სექტემბრის შემდეგ არ მოიცავს ამ თავისუფლებების დაცვას. პირიქით, სახელწმიფო გახდა მოწმე ძირითადი უფლებების მუდმივი, განზრახი და ფუჭი შელახვის . . . ისინი ვინც პირდაპირ განიცადეს მსგავსი დამოკიდებულება არ იყვნენ ამერიკის მოქალაქეები. . . იუსტიციის დეპარტამენტმა მათზე განახორციელა თვითნებური დაკავება, შელახა სამართლიანი პროცესი მათ მიმართ წარმოებულ პროცედურებში და დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია“.
(დ) Human Rights Watch, “ამერიკის შეერთებული შტატები: ანგარიშები“ ალ-ქაიდას ეჭვმიტანილების წამების შესახებ 26 დეკემბერი 2002
115. ეს ანგარიშ ეხება Washington Posტ–ში გამოქვეყნებულ სტატიას: “ამერიკის შეერთებული შტატები კიცხავს ძალადობას მაგრამ იცავს დაკითხვას“ რომელშიც აღწერილია „როგორ კითხვაენ პირებს რომლებიც იმყოფებიან CIA–ის ცენტრში ბაგრამში, ავღანეთის საფაერო ბაზა, სადაც ეს პირები გახდნენ „სტრესული და ძალდატანებითი“ ტექნიკის გამოყენების ობიექტები, მათ შორის ისეთი თექნიკის როგორიცაა „საათების განმავლობაში ფეხზე დგომა ან დაჩოქილი ყოფნა“ ან „მტკივნეულ, უხერხულ პოზიციაში ყოფნა“.
116. იქ დამატებით აღწერილია:
“წამების საწინააღმდეგო კონვენცია, რომელიც მიღებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, კონკრეტულად კრძალავს წამებას და ცუდათ მოპყრობას და ასევე პატიმრების ისეთ ქვეყნებში გაგზავნას სადაც მსგავსი პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა მაღალია.“
(ე) International Helsinki Federation for Human Rights, “ანტი-ტერორისტული ღონისძიებები, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები: მოვლენების განვითარება 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, ანგარიში, 2003 წლის აპრილი
117. ამ ანგარიშის შესაბამის პასაჟში ვკითხულობთ:
“ბევრი პატიმარი, რომელიც წარმოადგენს „სპეციალურ ინტერესს“ განთავსებულია ერთკაციან კამერაში ან სხვა ბრალდებულ პირებთან ერთად მაგრამ მათ შეზღუდული აქვთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ადვოკატთან კომუნიკაციის უფლება და მათთვის სავარჯიშო ან რელიგიური რიტუალების შესრულების შესაძლებლობა შეზღუდულია, მათ შორის დიეტური ან სპეციალური კვებითი მოთხოვნების დაცვა. ზოგიერთ პირს შეეზღუდა მედიკამენტებით სარგებლობის უფლება და განხორციელდა მათი ცემა პატიმრების ან სხვა პატიმრების მიერ.”
(ვ) Amnesty International-ის 2003 წლის ანგარიში – ამერიკის შეერთებული შტატები, 2003 წლის 28 მაისი
118. ეს ანგარიში ეხება პატიმრების გუანტანამოში გადაყვანას 2002 წელს, მათი გადაყვანის პირობებს (პატიმრებს ედოთ ხელბორკილები, ბორკილდადებულნი, ხელთათმანებით, ქირურგიული მასკებით და ყურის საცობებით, თვალები ჰქონდათ ახილული სათხილამურო სათვალეზე გადაკრული მასალით“) და პატიმრობის პირობებს („მათ არ ჰქონიათ ბრალი წაყენებული, არ ყოფილა მათი საქმე სასამართლოს მიერ განხილული და მათთვის სასამართლო, ადვოკატი ან ნათესავთან ურთიერთობა არ ყოფილა ხელმისაწვდომი“). დამატებით ასევე აღნიშნულია:
“ალ–ქაედას ეჭვმიტანილების საკმაო რაოდენობა დაკავებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. ამერიკის მთავრობამ ვერ წარმოადგინა განმარტება მათი ადგილსამყოფელის და დაკავებული პირების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, და ასევე ვერ უზრუნველყო ისინი საერთაშორისო სამართლით დადგენილი კანონიერი უფლებებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის მათი ადგილმდებარეობის შეტყობინების უფლებით და ასევე წარმომადგენლის ყოლის უფლებით. ამერიკის საპატიმროებში მყოფი უცნობი რაოდენობის პატიმრების გადაყვანა მესამე ქვეყნებში არის სიტუაცია რომელიც იწევევს შეშფოთებას და ამ ეჭვმიტანილი პირების მიმართ შეიძლება განხორციელდეს წამება დაკითხვის პროცესში.”
(ზ) Amnesty International, “გუანტანამოში ბოსნია-ჰერცოგოვინადან 6 მამაკაცის უკანონო პატიმრობა“ 2003 წლის 29 მაისი
119. Amnesty International–მა მოამზადა ანგარიში ექვსი ალჟირელი მამაკაცის ტრასნფერის თაობაზე ბოსნიის ფედერალური პოლიციის მიერ სარაევოს ციხიდან ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ კემპში X-Ray რომელიც განათავსებულია კუბაში გუანტანამოში. ორგანიზაციამ გამოხატა შეშფოთება რომ მათი დაკავება იყო თითნებური და დაირღვა მათი უფლებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფარგლებში. ის ასევე შეეხო ბოსნია ჰერცოგოვინის ადამიანის უფლებათა პალატის გადაწყვეტილებას სადაც მან დაადგინა რომ ტრანსფერით დაირღვა კონვენციის მე–5–ე მუხლი, ოქმი #7–ის მუხლი 1 და ოქმი #6–ის მუხლი 1.
(თ) Amnesty International, “ამერიკის შეერთებული შტატები, ცუდი მაგალითის საფრთხე: საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფა მაშინ როდესაც „ტერორთან ომის“ პატიმრობები გრძელდება, 2003 წლის 18 მაისი
120. ამ ანგარიშის შესაბამის პასაჟში ვკითხულობთ შემდეგს:
“პატიმარი იმყოფებოდა ინკომუნიკადო პატიმრობაში ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზაზე. ცუდათ მოპყრობის ბრალდებები არსებობს. სხვები იმყოფებოდნენ ინკომუნიკადო პატიმრობაში ამერიკის შეერთებული შტატების მეთვალყურეობის ქვეშ დაუდგენელ ადგილებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამერიკის მთავრობაც მონაწილეობდა თავად „უკანონონო რენდიციაში“, ამერიკისთვის რაც ნიშნავს პატიმრების არაფორმალურ ტრანსფერს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის რომელიც ხდება ექსტრადიციის ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა მექანიზმების გვერდის ავლით“.
(ი) Amnesty International, “ინკომუნიკადო დაკავება/ცუდი მოპყრობის საფრთხე“, 2003 წლის 20
121. ამ ანგარიშის შესაბამის პასაჟში ვკითხულობთ:
“Amnesty International გამოთქვამს შეშფოთებას რომ ეჭვმიტანილების დაუდგენელ ადგილებში დაკავება ადვოკატის მომსახურების ან ოჯახის წევრების ხელმისაწვდომობის გარეშე და ეჭვმიტანილების „რენდიცია“ ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებათა ფორმალური მოთხოვნების დაცვის გარეშე არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მათთვის ცუდათ მოპყრობის რისკს ზრდის და ლახავს კანონის უზენაესობას.”
(კ) International Committee of the Red Cross, ამერიკის შეერთებული შტატები: ICRC-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს დაკავების საკითხზე პროგრესს, პრეს რელიზი 04/03, 16 იანვარი 2004
122. ICRC –იმ გამოხატა საკუთარი პოზიცია შემდეგნაირად:
“გუანტანამოს გარდა, ICRC–ი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, უცნობი რაოდენობის ადამიანების ბედთან დაკავშირებით რომლებიც დაკავებულნი არიან ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ომის ფარგლებში და იმყოფებიან ფარულ საპატიმროებში. ბ–მა კელენბერგერმა გაახმოვანა ადრინდელი ოფიციალური მოთხოვნა ICRC–დან ამ პატიმრების თაობაზე ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით და საბოლოოდ მათი მონახულების თაობაზე როგორც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრიორიტეტი და როგორც ლოგიკური გაგრძელება ორგანიზაციის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოსი გუანტანამოსა და ავღანეთში.”
(ლ) გაეროს სამუშაო ჯგუფი თვითნებური პატიმრობის შესახებ, მოსაზრება No. 29/2006, ბატონი იბან ალ-შაიხ ალ-ლიბი და 25 სხვა პირი აშშ-ს წინააღმდეგ , გაერო დოკ.. A/HRC/4/40/Add.1 at 103 (2006)
123. გაეროს სამუშაო ჯგუფმა დაადგინა რომ პირების პატიმრობა ხორციელდება იმ შენობებში რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს ეკუთვნის და ტრანსფერი ხშირად ხორციელდება საიდუმლო საჰაერო ხომალდების მიერ პატიმრობის ადგილებში იმ ქვეყნებში ვისთანაც ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, რომელიც არ ჯდება არც ეროვნული და არც საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმების ფარგლებში რომლითაც აკრძალულია თვითნებური პატიმრობა. ამასთანავე, მან დაადგინა რომ ის გასაიდუმლოებული დამოკიდებულება რომელიც არსებობს ეჭვმიტანილი ტერორისტების მსგავს დაკავებებთან და სახელმწიფოთა შორის გადაყვანასთან მიმართებით შესაძლოა გახდეს საფუძველი წამების, იძულებით გაუჩინარების და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე პირის მოკვლის.
2. სხვა საჯარო დოკუმენტები
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, „მემორანდუმი იუსტიციის დეპარტამენტისადმი ცენტრალური სადაზვევრვო სააგენტოს მიერ გამოყენებული დაკითხვის ტექნიკის თაობაზე“, 2004 წლის 30 დეკემბერი
124. განმცხადებელმა სასამართლოს წარუდგინა ზემოთ ნახსენები CIA–ის მემორანდუმი, რომლეთა ნაწილები აღარ არის კლასიფიცირებული საიდუმლოდ. დოკუმენტი „ეხება დაკითხვის კომბინირებულ ტექნიკას, (რომლის მიზანია) დაარწმუნოს მაღალი ღირებულების პატიმრები გასცენ საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ტერორიზმის დაზვერვასთან დაკავშირებული ინფორმაცია დროულად. . . ეფექტური დაკითხვა ემყარება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდების ერთობლივად გამოყენებას სისტემური, ერთობლივი და სრულყოფილი ფორმით იმისათვის რომ მოახდინოს HVD ქცევაზე გავლენა და დაძლიოს პატიმრის წინააღმდეგობა. დაკითხვის მიზანია შექმნას უსუსურობის და დამოკიდებულების განცდა ... დაკითხვის პროცესი შეიძლება დაიყოს სამ ფაზად: საწყისი მდგომარეობა, გადასვლა დაკითხვაზე და დაკითხვა”. როგორც მემორანდუმშია აღწერილი „საწყისი მდგომარეობის“ ფაზა ეხება „დაკავების შოკს“, „რენდიციას“ და „მიღებას შავ ადგილას“. იქ ვკითხულობთ, inter alia:
“დაკავება ... ხელს უწყობს HVD ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაკითხვის დაწყებამდე ...
1) რენდიცია
... სამედიცინო შემოწმება რომელიც ტარდება გაფრენამდე. ფრენის დროს პატიმარი ბორკილდადებულია და მას დახშული აქვს მხედველობა და სმენა თვალის სახვევით, ყურთასმენის სახშობით და თავზე ჩამოსაცმელით...”
125. „დაკითხვის“ ფაზა მოიცავს „დაკითხვის პროცესის აღწერას“, „პირობით ტექნიკას“ და „მაკორეკქტირებელ ტექნიკას“.
3. მედია სტატიები
126. განმცხადებელმა დამატებით წარმოადგინა ასლები სხვადასხვა სტატიების რომელიც დაიბეჭდა მაკედონიის გაზეთებში. ყველაზე შესაბამისი ქვემოთ არის მოცემული:
(1) “თალიბანის შიმშილობა გუანტანამოში“, 4 მარტი 2002; “საიდუმლო შეთანხმება სერიოზული პრობლემებით”, 5 ივნისი 2003; “ოთხი ფრანგი გუანტანამოში წამების მსხვერპლია”, 16 ოქტომბერი 2003; “გუანტანამოში ხორციელდება წამება”, 27 ნოემბერი 2003; და “ბრალდების და უფლების არმქონე პატიმრები”, 12 იანვარი 2004 (ყველა სტატია გამოქვეყნებულია გაზეთში Utrinski Vesnik); და
(2) “CIA აწამებს დაკავებულ ისლამისტებს ავღანეთში”, 27 დეკემბერი 2002; “აშშ ივიწყებს ადამიანის უფლებებს ანტი ტერორისტული კამპანიის ფარგლებში”, 16 იანვარი 2003; “გუანტანამოს 140 პატიმრის მივიწყება”, 2 დეკემბერი 2003 (ყველა სტატია გამოქვეყნდა გაზეთში Dnevnik).
127. მან ასევე წარმოადგინა ამერიკის შეერთებული შტატების გაზეთებში გამოქვეყნებული სტატების ასლები, სადაც აღნიშნულია „სტრესის და ზეწოლის“ ტექნიკა რომელიც გამოიყენება ამერიკის მიერ პატიმრების დაკითხვისას ამერიკის საჰაერო ბაზაზე ბაგრამში ავღანეთში (“ჯარი იკვლევს ორი ავღალენლი პატიმრის სიკვდილს“, Washington Post, 5 მარტი 2003 and “ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ბნელ და სურეალურ გარემოში დაკითხვა“, New York Times, 9 მარტი 2003). სხვა სტატიები ამერიკული და ბრიტანული გაზეთებიდან ასევე ეხება რენდიციას ამერიკის პატიმრობაში გადაცემის მიზნით იმ პირების ვინც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი 2004 წლამდე (“CIA-ის გუნდმა გამოიყენა ბრუტალური მეთოდები ტერორისტული ქსელის დასაშლელად“, Wall Street Journal, 20 ნოემბერი 2001; “ტერორზმში ეჭვმიტანილების საიდუმლო გადაცემის უკან ამერიკის შეერთენბული შტატები დგას“, Washington Post, 11 მარტი 2002; “ჩრეტიენი აპროტესტებს კანადელის დეპორტაციას: პრემიერ მინისტრი უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტეორირზმში ეჭვმიტანილი პირების მოპყრობას „ყოვლად დაუშვებელს“, Washington Post, 6 ნოემბერი 2003; “უხილავი”, The Independent, 26 ივნისი 2003; და “დაკარგული ითვლება დამნაშავედ: სად ჰყავთ ტერორიზმში ეჭვმიტანილები”, The Independent, 26 ივნისი, 2003.
128. განმცხადებელმა წარმოადგინა სტატიები სადაც ჟურნალისტები ამბობედნენ რომ ამერიკის ელჩმა გერმანიაში აცნობა გერმანიის სახელწმიფო მოხელეებს 2004 წლის მაისში რომ CIA–იმ არასწორად დააპატიმრა განმცხადებელი. ამის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლისა რაისმა მასთან პირადად საუბრისას აღიარა რომ ამერიკამ შეცდომით დააკავა და დააპატიმრა განმცხადებელი. ამ სტატიების მიხედვით ამერიკის წარმომადგენლებმა უარი თქვეს რაიმე დეტალების განხილვაზე ჟურნალისტებთან ამ საქმესთან დაკავშირებით (“არასწორი პატიმრობა: CIA–ის შეცდომის ანატომია ”, The Washington Post, 4 დეკემბერი 2005; “გერმანელი მამაკაცი უჩივის CIA წამების ბრალდებით, ელ–მასრი ითხოვს ზინაის ანაზღაურებას მას შემდეგ რაც მოხდა მისი შეცდომით „რენდიცია“, NBC News, 6 დეკემბერი 2005; “მერკელის მთავრობა გვერდში უდგას მასრის შეცდომების კომენტირებისას“, Washington Post, 7 დეკემბერი 2005; და “გერმანია ფიქრობს მას რომ მიეღო მონაწილეობა ამერიკის მიერ განხორციელებულ ამოღებაში“, The New York Times, 21 თებერვალი 2006). ამ უკანასკნელ სტატიაში მითითებულია ინტერვიუ ბატონ ჰ.კ–თან სადაც ის აღნიშნავს:
“სამინისტროს არაფერი არალეგალური არ გაუკეთებია. მამაკაცი ცოცხალია და დაბრუნდა საკუთარ ოჯახთან. ვიღაცას შეეშალა. ეს ვიღაც კი მაკედონია არ არის.”
129. ბოლოს 2007 წელს კანადის სამაუწყებლო კორპორაციამ (CBC) განაცხადა რომ კანადის პრემიერ მინისტრმა უნდა გამოაცხადოს 10 000 000 ამერიკული დოლარის შეთანზმების და ოფიციალური ბოდიშის თაობაზე ბატონი არარისთვის, კანადის მოქალაქე სირიული წარმოშობის, რომელიც დაკავებული იყო 2002 წელს ნიუ ორკის JFK აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რომელიც სირიაში იყო დეპორტირებული. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა რომ ბ–ნი არარი გახდა „გასაოცარი უსამართლობის“ ობიექტი (CBC, “ოტავამ მიაღწია $10მილიონიან შეთანხმებას არართან”, 25 იანავრი 2007). 2010 წელს The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია გაერთიანებული სამეფოს სავარაუდო როლის შესახებ ეჭვმიტანილების რენდიციის საკითხში სადაც აღნიშნული იყო რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალქეები რომლებიც ადრე პატიმრობაში იყვნენ გუანტანამოში შესაძლოა მიიღონ ძალიან დიდი კომპენსაცია გაერთიანებული სამეფოსგან, ზოგიერთ შემთხვევაში ერთი მილიონი ფუნტი სტრელინგი (The Guardian, “წამება და ტერორიზმი: მაღალი ფასის გადახდა”, 17 ნოემბერი 2010).
კანონი
I. სახელმწიფოს პირველადი პრეტენზია 6 თვიანი წესის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მოპასუხე სახელმწიფო
130. სახელმწიფომ გააპროტესტა ის რომ განმცხადებელმა ვერ დააკმაყოფილა ექვს თვიანი წესი. მათ იდავეს რომ განმცხადებელმა მიმართა ეროვნული პროკურატურის ორგანოებს სადაო ფაქტების მოხდენიდან ოთხ წელიწად ნახევრის შემდეგ (სახელმწიფომ მიუთითა შემდეგი საქმეები ბაირმანი და ილდირიმი თურქეთის წინააღმდეგ (dec.), # 38587/97, ECHR 2002‑III; არტიმოვი რუსეთის წინააღმდეგ # 14146/02, §§ 113‑118, 27 მაისი 2010; და ნასირხაევა რუსეთის წინააღმდეგ (dec.), # 1721/07, 31 მაისი 2011). 2004 წლის მაისიდან 2008 წლის ოქტომბრამდე განმცხადებელი აბსოლუტურად პასიური იყო და არ გამოუხატავს არანაირი ინციატივა ეცნობებინა მაკედონიის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მომხდარი მოვლენების თაობაზე. პირიქით, იგი ცდილობდა სამართლებრივი დაცვის საშუალების მოძებნას სხვა იურისდიქციებში. უფრო მეტიც, მან შესაძლოა იცოდა რომ 2008 წლის ოქტომბრამდე სისხლის სამართლებრივი გამოძიების მოთხოვნა მოპასუხე სახელმწიფოში არ იქნებოდა ეფექტური. ამასთან დაკავშირებით მათ მიუთითეს განმცხადებელსა და მოპასუხე სახელმწიფოს სამართალდამცველ ორგანოებს შორის კავშირის არ არსებობაზე, ასევე სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის არ განხორციელებაზე მაშინ როდესაც სახელმწიფომ მიიღო შეტყობინება მათი გერმანელი კოლეგებისგან ინფორმაცია. ბოლო მოკვლევა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე რომელიც დასრულდა 2007 წლის იანვარში, ბევრად უფრო ადრე ვიდრე განმცხადებელმა საკუთარი სისხლის სამართლებრივი სარჩელი წარადგინა 2008 წლის ოქტომბერში, არანაირი შედეგით არ დასრულდა და ვერ გამოავლინა ვერანაირი ფაქტი რომელიც საქმის შესაბამისი იქნებოდა. მისი სისლხის სამართლის სარჩელი არ შეიცავდა არანაირ ახალ მტკიცებულებას რომელიც მისი ბრალდების გამოძიების სახელმწიფოს ვალდებულების საფუძველი გახდებოდა.
131. ბოლოს, მათ იდავეს რომ განმცხადებელმა გულდასმით არ მისდია სამართლებრივი დაცვის ეროვნულ მექანიზმებს. მისი გულმოდგინეობის ნაკლებობა აშკარაა ვინაიდან მას არ გამოუჩენია ინიციატივა ყოფილიყო ინფორმირებული გამოძიებაში მიმდინარე პროგრესით (სახელწმიფომ მიუთითა საქმე ბულითი თურქეთის წინააღმდეგ (dec.), # 73065/01, 28 მაისი 2002). მეტიც, მან ვერ მოახერხა ბ–ნი ჰ.კ–ს განცხადების ეროვნული ორგანოებისთვის გადაცემა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ინიცირება საჯარო პროკურორის მიერ. იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მოითხოვდა იდენტიფიცირებული დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრას, მას მიენიჭებოდა უფლებამოსილება თავის თავზე აეღო სისხლის სამართლებრივი დევნა დამატებითი მომჩივანის სახით თუ საჯარო პროკურორი არ დააკმაყოფილებდა მის სარჩელს და უარს იტყოდა დევნაზე. მას ამის შესაძლებლობა მოცემულ საქმეზე არ ქონია, იმის გათვალისწინებით რომ მისი 2008 წლის ოქტომბრის სისხლის სამართლებრივი სარჩელი არაიდენტიფიცირებული დამნაშავის წინააღმდეგ იყო მიმართული. უფრო მეტიც, განმცხადებელს არ შეეძლო მისი სარჩელი დაუკმაყოფილებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გასაჩივრება.
2. განმცხადებელი
132. საპასუხოდ განმცხადებელმა განაცხადა რომ მოპასუხე სახელმწიფოს ჰქონდა კონვენციით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულება ჩაეტარებინა გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული შიდა გამოძიება (იხილეთ პუნქტები 64–66 ზემოთ) არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურად და დამოუკიდებლად კონვენციის მე–3 და მე–13–ე მუხლების მიზნებისთვის. უფრო მეტიც მას არ ჰქონდა საშუალება სცოდნოდა ამ მოკვლევის თაობაზე ვინაიდან სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა არ შეატყობინეს მას ამის თაობაზე და მათი მოკვლევა არ ყოფილა საჯარო. იმ მომენტიდან როდესაც ის გერმანიაში დაბრუნდა 2004 წლის მაისში ის აქტიურად ცდილობდა მოეპოვებინა შესაბამისი მტკიცებულება იმისათვის რომ შეექმნა „სადაო საქმე“ იმისათვის რომ წარედგინა ეროვნული სისხლისამართლებრივი დევნის ორგანოებისთვის. ოთხ წელიწად ნახევარი რომელიც გავიდა მისი გათავისუფლებიდან და სისხლის სამართლის სარჩელის წარდგენამდე 2008 წლის ოქტომბერში არ არის დიდი დრო. პირიქით ეს დრო აბსოლუტურად გამართლებულია იმის გათვალისწინებით რომ ეს იყო გაუჩინარების კომპლექსური საქმე, რომელშიც საერთაშორისო სადაზვერვო თანამშრომლობა მონაწილეობდა, სადაც ამერიკის და მაკედონიის მთავრობები შეთანხმდნენ დაემალათ საიდუმლო, მრავალეროვნული დანაშაულებრივი დაჯგუფების არსებობა. შესაბამისად, ის მოქმედებდა ბეჯითად და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად. ის ცდილობდა დროულად წამოეწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება, მაგრამ სახელმწიფო მოხელეები არ რეაგირებდნენ დროულად და საიდუმლოდ უარს ამბობდნენ მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ის დამოუკიდებლად ცდილობდა საჯარო პროკურორისგან ინფორმაციის მიღებას გამოძიების პროგრესთან დაკავშირებით. საჯარო პროკურორმა არ შეატყობინა მას მისი გადაწყვეტილების თობაზე უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე 2010 წლის 22 ნოემბრამდე, მხოლოდ 14 თის შემდეგ რაც მისი სარჩელი შევიდა სასამართლოში. ვინაიდან სისხლის სამართლებრივი საჩივარი წარდგენილი იყო არაიდენტიფიცირებული დამნაშავის მიმართ მას შეზღუდული ჰქონდა უფლება კერძო ბრალდების დაწყების.
133. დასკვნის სახით განმცხადებელმა წარადგინა რომ მისი მოქმედება შესაბამისი იყო ექვსთვიანი ვადის, რომლის ათვლა დაიწყო 2009 წლის 23 იანვარს თარიღი როდესაც ნაგულვები დანაშაულის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო მისი ინფორმაციით.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები
134. სასამართლო ადგენს რომ კონვენცია ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტია და ამიტომ უმნიშვნელოვანესია რომ მისი ინტერპრეტაცია და გამოყენება პრაქტიკაში ისე მოხდეს რომ ეს უფლებები იყოს პრაქტიკაში განხორციელებული და ეფექტური და არ იყოს თეორიული და წარმოსახვითი. ეს ეხება არა მხოლოდ კონვენციის არსებითი დებულებების ინტერპრეტაციას არამედ საპროცესო დებულებებს; ის გავლენას ახდენს მოპასუხე სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებუელბაზე და ასევე აქვს გავლენა განმცხადებლის პოზიციაზე. საქმეზე საკითხების გადაწყვეტისას როდესაც დროს დიდი მინშვნელობა აქვს ტვირთი აწვება განმცხადებელს რომ მისი სარჩელი წარდგენილი იყოს სასამართლოს წინაშე სწორი გზით იმისთვის რომ ის სწორად და სამართლიანად იყოს გადაწყვეტილი (იხილეთ ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 and 16073/90, § 160, ECHR 2009...).
135. 35–ე მუხლის პუნქტი 1–ით დადგენილი ექვს თვიანი შეზღუდვა გამოიყენება სამართლებრივი სიცხადის პრინციპის მხარდასაჭერად იმის უზრუნველყოფით რომ საქმეები რომელსაც საფუძვლად კონვენციის მუხლების დარღვევა აქვს განიხილება გონივრულ ვადაში და წარსული გადაწყვეტილებები მუდმივად ღია არ არის დავისთვის. ეს გამორიცხავს დროებით შეზღუდვებს ზედამხედველობაზე რომელსაც ახორციელებს კონვენციის ორგანოები და აფრთხილებს როგორც ინდივიდუალურ პირებს ისე სახელწმიფო უწყებებს იმ ვადაზე რომლის გაცდენის შემდეგაც მსგავსი ზედამხედველობა აღარ არის ხელმისაწვდომი. (იხილეთ საბრი გუნეში თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 27396/06, §§ 39 და 40, 29 ივნისი 2012, და ვოლკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.), no. 34979/97, ECHR 2000-I).
136. როგორც წესი, ექვს თვიანი ვადის ათვლა იწყება ეროვნული სასამართლო ორგანოების მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან, როდესაც ყველა შიდა სამართლებირვი მისაგებელი ამოწურულია. როდესაც თავიდანვე ნათელია რომ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება არ არის ხელმისაწვდომი განმცხადებლისთვის ვადის ათვლა იწყება იმ თარიღიდან როდესაც ადგილი ჰქონდა გასაჩივრებულ ქმედებას ან ღონისძიებას, ან ასეთი მოქმედების თაობაზე ინფორმაციის არსებობის ან მათი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის ქონის მომენტიდან რომელიც განმცხადებლისთვის უსამართლოა (იხილეთ დენისი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.), no. 76573/01, 2 ივლის 2002). როდესაც განმცხადებელი სარგებლობს სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებით და მხოლოდ გვიან ხდება მისთვის ცნობილი ის გარემოებები თუ რატომაც არ აღმოჩნდა სამართლებრივი დაცვის საშუალება ეფექტური 35–ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ ექვს თვიანი ვადის ათვლა დაიწყოს იმ მომენტიდან როდესაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ამ გარემოებების თაობაზე (იხილეთ პოლ და ოდრი ედვარდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.), no. 46477/99, 4 ივნისი 2001).
2. მოცემულ საქმეში ზემოთ ნახსენები პრინციპების გამოყენება
137. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელწმიფოს პირველადი პრეტენზია რომ განმცხადებელმა გაუშვა ვადა ორმხრივია: პირველი, განმცხადებლის სისლხის სამართლის სარჩელი ეროვნულ ორგანოებში წარდგენილია ძალიან დაგვიანებით და მეორე სარჩელის წარდგენა იყო სამართლებრივი დაცვის არაეფექტური საშუალება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო სთავაზობს რომ ექვს თვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან როდესაც განმცხადებლისთვის პირველად გახდა ცნობილი რომ ხელმისაწვდომი ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებები არ არის ეფექტური.
138. იმისათვის რომ სახელმწიფოს მისაღებობის პროტესტს გაეცეს პასუხი სასამართლომ უნდა შეაფასოს მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში სისხლის სამართლის სარჩელი იყო თუ არა განმცხადებლისთვის სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება იმისათვის რომ მას აღედგინა კონვენციით დადგენილი შელახული უფლებები. პასუხი ამ შეკითხვაზე იქნება განმსაზღვრელი ექვს თვიანი ვადის გამოსათვლელად.
(ა) წარმოადგენს თუ არა სისხლის სამართლებრივი სარჩელი განმცხადებლისთვის სამართლებრივი დაცვის საშუალებას
139. სასამართლო იმეორებს რომ იმის განსაზღვრა განმცხადებელი მოცემულ საქმეში მისაღებობის კრიტერიუმის შესაბამისად მოქმედებსდა თუ არა დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე და სხვა ფაქტორებზე, როგორიცაა გულმოდგინეობა, განმცხადებლის მიერ გამოხატული ინტერესი, ასევე ეროვნული გამოძიების ადექვატურობა (იხილეთ აბუევა და სხვები რუსეთის წიანაღმდეგ, no. 27065/05, § 174, 2 დეკემბერი 2010).
140. სასამართლო აღნიშნავს რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ წარმოებულ საქმეებზე მას უკვე დადგენილი აქვს რომ სისხლის სამართლის საჩივარი არის სამართლებირივი დაცვის ეფექტური საშუალება რომელიც უნდა იქნას გამოყენებული, კონკრეტულად კი კონვენციის მე–3–ე მუხლის შესაძლო დარღვევების შემთხვევებში (იხილეთ იასარი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, no. 69908/01, 15 თებერვალი 2007; ტრაიკოვსკი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, no. 13191/02, 7 თებერვალი 2008; ძელადინოვი და სხვები იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, no. 13252/02, 10 აპრილი 2008; და სულეიმანოვი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, no. 69875/01, 24 აპრილი 2008). სასამართლო ვერ ხედავს ამ პრინციპიდან გადახვევის საფუძველს მაგრამ მოცემული საქმის გარემოებებში სადაც ბრალდების საფუძველია არაადამიანური მოპყრობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს საიდუმლო ოპერაციის შედეგს რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არის ჩატარებული. თუ ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფო აგენტების მოქმედება იყო უკანონო და თვითნებური მაშინ დევნის ორგანოები მოპასუხე სახელმწიფოსი ვალდებულნი არიან გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავეები. მსხვერპლის მხრიდან საჯარო პროკურატურის ინფორმირება ამ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა იქნას მიჩნეული აბსოლუტურად ლოგიკურ ნაბიჯად მსვერპლის მხრიდან.
141. სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის სარჩელის წარდგენის მომენტში 2008 წლის ოქტომბერში შეუძლებელი იყო მსხვერპლს ევარაუდა რომ ეს ქმედება არ იქნებოდა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება. გარკვეული ეჭვები ამ ქმედების ეფექტურობასთან დაკავშირებით არსებობდა და განმცხადებელი კონვენციის 35–ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში ვალდებული იყო გამოეყენებინა ეს საშულება სასამართლოსთვის მიმართვამდე. უსაფუძვლო იქნება იმის მოლოდინი რომ განმცხადებელი მომართავდა სასამართლოს იქამდე სანამ მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი ეროვნული ორგანოების მიერ იმ პრინციპიდან გამომდინარე რომ საქმის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უმჯობესია საქმის ფაქტების გამოძიება და საკითხების გადაწყვეტა მოხდეს ეროვნულ დონეზე. განმცხადებლის ინტერესებშია და კონვენციის სისტემის ეფექტურობას განსაზღვრავს ეროვნული უწყებების მოქმედება კონვენციის ნებისმიერი დარღვევის გამოსწორების კუთხით, ვინაიდან ამთ ამისთვის საუკეთესო პოზიცია აქვთ (იხილეთ ვარნავა და სხვები, ზემოთ მითითებული, § 164).
142. მართალია მნიშვნელოვანი დრო გავიდა 2004 წლის 29 მაისიდან, განმცხადებელის გერმანიაში დაბრუნების თარიღი, სისხლის სამართლის სარჩელის 2008 წლის 6 ოქტომბერს შეტანამდე. ამ თარიღამდე სამართლებრივი მოქმედება არ განუხორციელებია განმცხადებელს მოპასუხე სახელმწიფოში. ამ დაგვიანების მიზეზად განმცხადებელი იძლევა განმარტებას რომელიც არ შეიძლება თავის მხრივ ჩაითვალოს უსაფუძვლოდ. მისი საქმე ეხებოდა „უკანონო რენდიციას“, რომელიც მოიცავს გატაცების ბარლდებას, ინკომუნიკადო პატიმრობას და ცუდათ მოპყრობას. 2006 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა უარყოფს ბრალდებებს მათი რენდიციაში მონაწილეობის თაობაზე (იხილეთ პუნქტი 43 ზემოთ). ესეთი ობსტრუქციული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2007 წლის მარტის ანგარიშით ( იხილეთ პუნქტი 46 ზემოთ). საკითხის მგრძნობელობიდან გამომდინარე და ასევე ზემოთ აღნიშნული დაფარვის გამო განმცხადებელს ჰქონდა საფუძველი დალოდებოდა მოვლენების განვითარებას რომელიც გადაწყვეტდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებს. მართლაც, 2008 წლის ოქტომბრამდე ჩატარებული მოკვლევები ცხადყოფს შესაბამისი გარემოებების არსებობას რომელიც უფრო მეტ ნათელს ჰფენს განმცხადებლის ბრალდებებს და მისი სისხლის სამართლის ბრალდებისთვის უფრო კარგ საფუძველს იძლევა. საქმის კომპლექსურობის გათვალისწინებით და ადამიანის უფლებათა ნაგულვები შელახვის ბუნებიდან გამომდინარე გასაგებია თუ რატომ გადაწყვიტა განმცხადებელმა სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებებისთვის მიემართა მხოლოდ მას შემდეგ რაც მისთვის უფრო მეტი დამამტკიცებელი მასალები იქნებოდა ხელმისაწვდომი.
143. ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის სამართლის სარჩელი წარდგენილ იქნა პროკურატურაში ნაგულვები ბარლდებების თაობაზე რომელთა ხანდაზმულობის ვადა დაიწყო (see paragraph 79 above). ის უარყოფილ იქნა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო და არა მისაღებობის კრიტერიუმის საფუძველზე. როგორც ჩანს საჩივრის დაგვიანებით შეტანამ არ გამოიწვია მისი დაუშვებლობა, არაეფექტურობა ან სხვა ფორმით უუნარობა საჩივარში წარმოდგენილი სიტუაციის გამოსწორების კუთხით. პირიქით, განმცხადებელმა მაკედონიის სასამართლო ხელისუფლებას მიაწოდა უფრო მყარი მიზეზები დეტალურად შეესწავლათ მისი ბრალდებები როდესაც სარჩელი წარადგინა მაშინ როდესაც ხელმისაწვდომი გახდა გარკვეული სახის დამამტკიცებელი მტკიცებუელბა საერთაშორისო დონეზე.
144. ზემოთ თქმულიდან ვასკვნით, რომ სისხლის სამართლის სარჩელი იყო სამართლებრივი დაცვის საშუალება რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო განმცხადებლის მიერ არსებულ გარემოებებში.
(ბ) ექვს თვიანი ვადის საწყისი ეტაპი
145. დასადგენია ის თუ როდის გახდა ცნობილი განმცხადებლისთვის საბოლოო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საჩივარზე. სწორედ ეს თარიღი იქნება საწყისი თარიღი ექვს თვიანი ვადის ათვლისთვის.
146. სასამართლო ადგენს რომ ორ თვეზე ცოტა უფრო მეტი დრო გავიდა სისხლის სამართლის სარჩელის წარდგენიდან მის უარყოფაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს დრო სასამართლოს აზრით არ შეიძლება გათვალისწინებული იყოს საქმის გარემოებებში და მოეთხოვოს განმცხადებელს მოიკვლიოს ის ნაბიჯები რაც ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა გაატარეს ამ პერიოდში. განმცხადებლის მიერ დამატებითი განაცხადით მიმართვა მისთვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მის სარჩელთან დაკავშირებით არსებული პროგრესის შესახებ არანაირი სარგებლის მომტანი არ ყოფილა. (იხილეთ პუნქტი 132 ზემოთ).
147. საჯარო პროკურორმა უარი თქვა განმცხადებლის სისხლის სამართლის სარჩელის განხილვაზე 2008 წლის 18 დეკემბერს. განმცხადებლის მიხედვით მისთვის ამ გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი არ გამხდარა 2010 წლის 22 ნოემბრამდე მიუხედავად იმისა რომ შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებს პროკურატურის ორგანოებს შეატყობინონ მსხვერპლებს მათი გადაწყვეტილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან რვა დღის ვადაში (იხილეთ პუნქტების 86 და 87 ზემოთ). სახელმწიფოს არ უმტკიცებია რომ მათ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს. შესაბამისად ექვს თვიანი ვადის ათვლის საწყის თარიღად ვერ იქნება მიჩნეული 2008 წლის 18 დეკემბერი, თარიღი როდესაც საჯარო პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ თარიღი როდესაც ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა განმცხადებლისთვის. მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე არ არის საჭირო დადგინდეს განმცხადებლის განცხადების სისწორე ვინაიდან სახელმწიფომ ვერ აჩვენა რომ განმცხადებელს გადაეცა ოფიციალური შეტყობინება გადაწყვეტილების თაობაზე ან მან სხვა რაიმე ფორმით შეიტყო ამის თაობაზე 2009 წლის 20 იანვრამდე, ანუ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ექვსი თვით ადრე.
(გ) დასკვნა
148. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე სასამართლო ადგენს რომ განმცხადებელმა დააკმაყოფილა კონვენციის 35–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ექვს თვიანი ვადა და სახელმწიფოს პირველადი პრეტენზია რომ განმცხადებელმა გაუშვა სასამართლოსადმი მიმართვის ვადა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება და ფაქტების დადგენა
ა. მხარეთა არგუმენტები
149. განმცხადებელმა განაცხადა რომ ის გახდა უკანონო რენდიციის მსხვერპლი რომელიც განახორციელეს CIA–ის აგენტების დახმარებით მოპასუხე სახელმწიფოს აგენტების მეშვეობით. საერთაშორისო მოკვლევა, უცხოური გამოძიება და განმცხადებლის დამატებითი მცდელობა გამოეკვლია საკუთარი საქმე უზრუნველყოფს საკმაო რაოდენობის დამაჯერებელ მტკიცებულებებს მისი ბრალდების მხარდასაჭერად და სახელმწიფოს განმარტებების უგუველსაყოფად როგორც აბსოლუტურად სუსტი. მეორეს მხრივ ადგილი არ ჰქონია „სანდო მტკიცებულების მცირე ნაწილსაც კი რომელიც მხარს დაუჭერს სახელწმიფოს ვერსიას მოვლენათა განვითარების“.
150. სახელმწიფომ უარყო განმცხადებლის ბრალდებები როგორც უსაფუძვლო და ამ არგუმენტის მხარდასაჭერად წარადგინა სხვადასხვა მასალები (იხილეთ პუნქტი 41 და 65). სახელმწიფომ დამატებით უარყო რაიმე სახის დოკუმენტაციის არსებობა ჰ.კ–ს სახელით მოხსენიებული (იხილეთ პუნქტები 74 ზემოთ და განცხადების პუნქტი 12)
ბ. სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
151. იმ შემთხვევებში როდესაც არსებობს მოვლენების დაპირისპირებული ვერსიები, ფაქტების დადგენისას სასამართლო აუცილებლად დგება იმავე პრობლემების წინაშე და იგივე სირთულით რაც პირველი ინსტანციის სასამართლო. ის იმეორებს, რომ მტკიცებულების შეფასებისას მას დადგენილი აქვს მტკიცების სტანდარტი „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით. სასამართლოს მიზანი არასდროს ყოფილა ესარგებლა ეროვნული სამართლებრივი სისტემის მიდგომით, რომელიც იყენებს იმავე სტანდარტს. მისი როლი არ მდგომარეობს იმაში რომ გადაწყვეტილება მიიღოს სისხლის სამართლის დამნაშავეობასა ან სამოქალაქო უფლებაზე არამედ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კონვენციით განსაზღვრულ ვალდებულებაზე. ამ ამოცანის სპეციფიურობა დადგენილია კონვენციის მე–19–ე მუხლით – კონვენციითა და მისი ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესრულების უზრუნველყოფა – რაც წარმოადგენს მტკიცებულებასთან და მტკიცებასთან მის დამოკიდებულებას. სასმართლოს წინაშე არსებული პროცედურებიდან გამომდინარე მტკიცებულების დასაშვებობის საპორცესო ბარიერები ან მისი შეფასების წინასწარი ფორმულა არ არსებობს. ის იღებს დასკვნებს რომელიც მისი აზრით გამყარებულია მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის იმ შემოთავაზებებით რომელიც გამომდინარეობს მხარეების მიერ წარმოდგენილი ფატქებიდან და არგუმენტებიდან. მისი დადგენილი პრეცედენტული სამართლით მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმაოდ ძლიერი, აშკარა და ჰარმონიული ჩარევისგან ან მსგავსი არასადაო ფაქტების პრეზუმციიდან. დამაჯერებლობის დონე რომელიც საჭიროა კონკრეტული დასკვნის გასაკეთებლად და ამასთან ერთად მტკიცების ტვირთის განაწილება დაკავშირებულია ფაქტების სპეციფიკაციასთან, ბრალდების ბუნებასთან და კონვენციით დადგენილი შელახულ უფლებებთან. სასამართლო ასევე ყურადღებას აქცევს გადაწყვეტილების სერიოზულობას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ფუნდამენტური უფლების დარღვევის შესახებ (იხილეთ გრეანგა რუმინეთის წინააღმდეგ [GC], no. 29226/03, § 88, 23 თებერვალი 2012, და იქვე მიმითითებული საქმეები).
152. უფრო მეტიც, საჭიროა გვახსოვდეს რომ კონვენციის პროცედურები ყველა შემთხვევაში ვერ მიდის affirmanti incumbit probatio პრინციპის მკაცრ გამოყენებამდე. სასამართლო მიუთითებს კონვენციის მე–2–ე და მე–3–ე მუხლებით დადგენილ იმ პრეცედენტულ სამართალზე როდესაც სადაო მოვლენები სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილია იქიდან გამომდინარე რომპირი პატიმრობსი იყო და ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა მყარი ვარაუდი იმ ზიანთან და სიკვდილთან მიმართებით რომელიც ამ პატიმრობის პერიოდში მოხდება. მტკიცების ტვირთი ესეთ შემთხვევებში აწევს სახელმწიფო ორგანოებს რომლებიც ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტებები (იხილეთ გაკიცი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 23657/94, § 85, ECHR 1999-IV; სალმანი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და რუპა რუმინეთის წინააღმდეგ (no. 1), no. 58478/00, § 97, 16 დეკემბერი 2008). ესეთი განმარტების არ არსებობის შემთხვევაში სასამართლოს შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება რომელიც არ იქნება დამაკმაყოფილებელი მოპასუხე სახელმწიფოსთვის (იხილეთ ორჰანი თურქეთის წინააღმდეგ no. 25656/94, § 274, 18 ივნისი 2002).
153. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მსგავსი მიდგომა გამოიყენება გაუჩინარებასთან მიმართებითაც კონვენციის მე–5–ე მუხლით დადგენილი უფლებების შელახვისას, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც პირის პატიმრობაში აყვანა განხორციელდა თუ არა სახელწმიფოს მიერ არ დამტკიცებულა, მაგრამ ამის დადგენა შესაძლებელია მისი ოფიციალურ ორგანოებში გამოძახების, მის მიერ სახელწმიფოს კონტროლირებად შენობაში შესვლის მტკიცებით და მისი შემდგომი გაუჩინარებით. ესეთ გარემოებებში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გონივრული და დამაკმაყოფილებელი განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა მათ მიერ კონტროლირებად ადგილას და იმის საჩვენებლად რომ პირი არ ყოფილა დაკავებული სახელმწიფო ორგანოების მიერ და რომ მან დატოვა შენობა ისე რომ მისი თავისუფლება არ ყოფილა შეზღუდული (იხილეთ ტანიში და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, no. 65899/01, § 160, ECHR 2005–VIII; უსუპოვა და ზაურბეკოვი რუსეთის წინააღმდეგ no. 22057/02, § 52, 9 ოქტომბერი 2008, და მატაევა და დადაევა რუსეთის წინააღმდეგ, no. 49076/06, § 85, 19 აპრილი 2011). მეტიც, სასამართლო იმეორებს რომ კონვენციის მე–5–ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში ის ითხოვს მტკიცებას შეთანხმებული დასკვნის სახით სანამ მტკიცების ტვირთი არ გადავა მოპასუხე სახელმწიფოზე (იხილეთ ოკალანი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 46221/99, § 90, ECHR 2005‑IV, და გრეანგა, ზემოთ მოყვანილი, § 89).
2. ფაქტების დადგენა მოცემულ საქმეში
154. სასამართლო აღნიშნავს რომ განმცხადებლის ყველა ბრალდება სახელმწიფომ გახადა სადაო. სასამართლო მიიჩნევს რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ურთიერთდაპირისპირებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოპასუხე სახელწმიფოს მტკიცე უარყოფა სახელმწიფო აგენტების რაიმე ფორმით მონაწილეობის თაობაზე სადაო მოქმედებებში და განმცხადებლის სისლხის სამართლის სარჩელის უარყოფა, წარმოიშობს საკითხს მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი მტკიცების ტვირთი უნდა გადავიდეს თუ არა განმცხადებლიდან მოპასუხე სახელმწიფოზე.
155. ამასთან დაკავშიერებით სასამართლო მიუთითებს რომ სასამართლოს როლიდან გამომდინარე ეს საკითხი მგრძნობიარეა და მიიჩნევს რომ ის სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პირველი ინსტანციის ტრიბუნალის ფუნქციების შესრულებას მაშინ როდესაც ეს გარდაუვალია კონკრეტული საქმის გარემოებებით (იხილეთ მაკკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.), no. 28883/95, 4 აპრილი 2000). კონვენციის მე–3–ე მუხლით დადგენილი უფლების შელახვის ბრალდების შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიყენოს „განსაკუთრებით დეტალური შემოწმება“ (იხილეთ,mutatis mutandis რიბიტში ავსტრიის წინააღმდეგ, 4 დეკემბერი 1995, § 32, სერია A no. 336, და გეორგი ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ, no. 24271/03, § 51, 14 ოქტომბერი 2010) იმ შემთხვევებშიც კი თუ ეროვნული პროცედურები და გამოძიება უკვე განხორციელებულია (იხილეთ კობზარუ რუმინეთის წინააღმდეგ, no. 48254/99, § 65, 26 ივლისი 2007). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ესეთ სიტუაციაში სასამართლო მზად არის იყოს უფრო კრიტიკული ეროვნული სასამართლოების დასკვნების მიმართ. მათი გამოკვლევისას სასამართლომ შეიძლება გაითვალსიწინოს ეროვნული სამართალწარმოების ხარისხი და ნებისმიერი გადახვევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხილეთ დენისენკო და ბოგდანჩიკოვი რუსეთის წინააღმდეგ no. 3811/02, § 83, 12 თებერვალი 2009).
156. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განმცხადებლის მიერ გარემოებების აღწერაზე და იმაზე თუ რამდენად დეტალური, კონკრეტული და თანმიმდევრულია ის მთელი პერიოდის განმავლობში გერმანიაში დაბრუნებამდე. მისი ვერსია არის თანმიმდევრული საერთაშორისო და სხვა უცხოური მოკვლევების და ეროვნული პროცედურების და შეიცავს თანმიმდევრულ ინფორმაცია მისი პატიმრობის ადგილის, დროის და ხანგრძლივობის შესახებ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში და CIA–ის საპატიმრო დაწესებულებებში, ასევე ის მოპყრობა რომლის ობიექტიც ის გახდა სასტუმროში ყოფნისას, მისი გადაყვანისას და CIA–ის აგენტებზე გადაცემისას სკოპიეს აეროპორტში და „მარილის ორმოში“ ავღანეთში. ამასთნავე, საქმის სხვა ასპექტები კიდევ უფრო ამყარებს განმცხადებლის სანდოობას.
157. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს რომ განმცხადებლის მონათხრობს ადასტურებს დიდი რაოდენობის ირიბი მტკიცებულება რომელიც მიღებულია საერთაშორისო მოკვლევის შედეგად და ასევე გერმანიის მთავრობის მიერ ჩატარებული მოკვლევით. ამასთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს შემდეგ მტკიცებულებაზე:
(ა) საავიაციო ჩანაწერები რომელიც ადასტურებს რომ ბოინგის ტიპის ბიზნეს ჯეტი (იმ დროს რეგისტრირებული აშშ–ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის სახელზე (FAA)) გაფრინდა პალმა დე მაიორკადან (ესპანეთი) 2004 წლის 23 იანვარს დაჯდა სკოპიეს აეროპორტში საღამოს 8საათსა და 51 წუთზე და სკოპიედან გაფრინდა სამი საათის შემდეგ ბაღდათში და შემდეგ ქაბულში;
(ბ) საავიაციო ჩანაწერი რომელიც ადასტურებს რომ CIA–ის ჩარტერული რეისი გალფსტრიმი კუდის ნომრით N982RK აფრინდა ქაბულიდან 2004 წლსი 28 მაისს და დაჯდა სამხედრო ბაზაზე ალბანეთში სახელად ბაზეტ კუჩოვას აეროდრომი.
(გ) განმცხადებლის თმის ფოლეკულების სამეცნიერო ტესტი, ჩატარებული გერმანიის სისხლის სამართლის გამოძიების შესაბამისად, რომელიც ამტკიცებს რომ მან გაატარა დრო სამხრეთ აზიაში და მას დიდი დროით არ მიეწოდებოდა საკვები;
(დ) გეოლოგიური ჩანაწერი რომელიც ამტკიცებს განმცხადებლის მეხსიერებაში არსებულ მცირე მიწისძვრის შესახებ ინფომრაციას მისი ავღნეთში პატიმრობის პერიოდში;
(ე) ავღანეთის ციხის კედლებზე განმცხადებლის მიერ გაკეთებული ჩანახატები რომელიც დაუყოვნებლივ ამოიცნო რენდიციის სხვა მსხვერპლმა რომელიც ასევე ამერიკელი აგენტების მიერ იყო დაკავებული ავღანეთში.
158. ამ მტკიცებულების საფუძველზე მარტის მოკვლევით დადგინდა რომ განმცხადებლის საქმე იყო „დოკუმენტირებული რენდიციის შემთხვევა“ (იხილეთ პუნქტი 45 ზემოთ) და რომ სახელმწიფოს ვერსია მოვლენების იყო „სრულად უსაფუძვლო“ (იხილეთ პუნქტი 46 ზემოთ). ფავას მოკვლევის საბოლოო ანგარიში „გმობს გერმანიის მოქალაქის ელ–მასრის უკანონო რენდიციას“ (იხილეთ პუნქტი 49 ზემოთ). უფრო მეტიც, გერმანიის ბუნდესტაგი აღნიშნავს რომ განმცხადებლის ისტორია „იყო სანდო მისი მაკედონიში პატიმრობის ფაქტებთან და მისი ავღანეთში გადაყვანასთან მიმართებით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მიერ მისი პატიმრობის შესახებ” (იხილეთ პუნქტი 60 ზემოთ).
159. მეორე, განმცხადებლის მოკვლევამ მოპასუხე სახელმწიფოში გამოავლინა სხვა შესაბამისი ელემენტები რომელიც ამყარებს მის ვერსიას. აქედან გამომდინარე სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სკოპიეს აეროპორტის ხელმძღვანელობის წერილს რომელიც გაცემულია 2008 წლის 18 ივნისს (იხილეთ პუნქტი 67 ზემოთ) რომელიც ადასტურებს მარტის მოკვლევის შედეგად გამოვლენილ გარემოებებს ბოინგი 737–ის კუდის ნომრით N313P გზის შესახებ. დოკუმენტმა პირველად დაადასტურა, რომ თვითმფრინავი დაჯდა სკოპიეს აეროპორტში მგზავრების გარეშე და გაფრენისას მის ბორტზე იმყოფებოდა მხოლოდ ერთი მგზავრი. განმცხადებლის მხარდამჭერი სხვა მტკიცებულება არის ექპერტის ანგარიში გაცემული ბ–ნი ჯ.გ.ს–ს მიერ, გამომძიებელი რომელიც ჩართული იყო მარტის და ფავას ანგარიშებში, რომელშიც დეტალური ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა როგორიცაა განმცხადებლის მიერ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედიონიაში შესვლის და მისი CIA –ის აგენტებისთვის გადაცემის ფაქტები.
160. მესამე, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შესაბამის მასალებს (იხილეთ პუნქტი 98, 103, 106–127 ზემოთ), რომელიც უკვე საჯაროა და რომელიც გაცემულია სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ და სადაც აღწერილია შესაბამისი ინფორმაცია „უკანონო რენდიციის“ პროგრამის შესახებ რომელსაც ახორციელებს ამერიკის უწყებები. მიუხედავად იმისა რომ ეს მასალები კონკრეტულად არ ეხება განმცხადებლის საქმეს ის ნათელს ჰფენს იმ მეთოდებს რომელიც გამოიყენება „რენდიციის“ მსგავს შემთხვევბში როგორც ამას აღწერს განმცხადებელი.
161. ბოლოს, სასამართლო მიუთითებს ბ–ნი ჰ.კ–ს წერილობით განცხადებაზე, რომელიც მოცემულ დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მოპასუხე სახელმწიფოში და მალე გახდა პრემიერ მინისტრი. ამ განცხადებაში, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირ მტკიცებუელბას იმ მოვლენებთან დაკავშირებით რაზეც სასამართლოში სარჩელია წარდგენილი, მოწმე ადასტურებს რომ მაკედონიის სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ამერიკის სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საერთაშორისო დაკავების კანონიერი მოთხოვნის ფარგლებში, დააკავეს განმცხადებელი, ჰყავდათ იგი ინკომუნიკადო პატიმრობაში და UBK–ის (სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახური) მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ სკოპიეში. მოგვიანებით ის გადასცეს CIA –ის „რენდიციის გუნდს“ სკოპიეს აეროპორტში და გაიყვანეს საჰაერო გზით მოპასუხე სახელმწიფოდან CIA–ის მიერ მართვადი თვითმფრინავით. მისი განცხადება არის ფაქტების დადასტურება რომელიც გამოვლინდა სხვა გამოძიების ფარგლებში და ასევე განმცხადებლის მიერ მოვლენების თანმიმდევრული და სრულყოფილი აღწერით.
162. მართალია რომ ეროვნულ უწყებებს არ მიეცათ საშუალება გადაემოწმებინათ ბ–ნი ჰ.კ–ს მტკიცებულება; არც სასამართლოს მისცემია საშუალება შეემოწმებინა მისი ჩვენების დეტალები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ აკნინებს ამ მტკიცებულების ღირებულებას, არც ის ფაქტი რომ ეს გამოვლინდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ეროვნული საგამოძიებო ორგანოებმა უარი თქვეს განმცხადებლის სისხლის სამართლებრივ სარჩელზე რაც სასამართლომ ვერ გაითვალისწინა (იხილეთ,mutatis mutandis საადი იტალიის წინააღმდეგ, [GC], no. 37201/06, § 133, ECHR 2008).
163. სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში სიფრთხილით მოეკიდება მინისტრების ან სხვა მაღალი რანგის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ვინაიდან ეს განცხადებები როგორც წესი იმ სახელწმიფოს მხარდამჭერია რომელსაც ისინი წარმოადგენენ ან წარმოადგენდნენ წარსულში. მაგრამ, სასამართლოს ასევე მიაჩნია რომ მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებები, მათ შორის ყოფილი მინისტრების და სხვა პირების, რომლებმაც ითამაშეს ცენტრალური როლი სადაო საკითხში, სარგებლობენ განსაკუთრებული მტკიცებულებითი ღირებულებით როდესაც ისინი აღიარებენ ფაქტებს ან ქცევას რომელიც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს არასახარბიელო პოზიციაში აყენებს. ეს შეიძლება აღიარების გარკვეულ ფორმას წარმოადგენდეს (იხილეთ ამ საკითხთან მიმართებით, mutatis mutandis, სამხედრო და პარასამხედო მოქმედებები ნიკარაგაუაში და მის წინააღმდეგ (ნიკარაგუა ამერიკის შეერთებუი შტატების წინააღმდეგ) საქმის არსებითი მხარე, გადაწყვეტილება; ICJ–ის ანაგარიში; 1986, p.14, § 64).
164. სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს რომ ამ მოწმეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება შეიძლება გათვალისწინებულ იქნას. ამასთან დაკავშირებით ის მიუთითებს რომ სახელმწიფოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მიზეზი რომ ამ მტკიცებულების სანდოობაში ეჭვი შეეტანა.
165. ზემოთ ხსენებულის მიხედვით, სასამართლო კმაყოფილია რომ არსებობს prima facie მტკიცებულება განმცხადებლის ვერსიის სასარგებლო და რომ მტკიცების ტვირთი უნდა გადავიდეს მოპასუხე სახელწმიფოზე.
166. სახელმწიფომ ვერ შეძლო იმის დემონსტრირება თუ რატომ არ შეიძლება ზემოთ ხსენებული მტკიცებულება გამოყენებულ იქნას განმცხადებლის ბრალდებების მხარდასაჭერად. მათ ვერ მიაწოდეს სასამართლოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება იმისა თუ როგორ მოხდა მოვლენების განვითარება. მათ ასევე ვერ მიაწოდეს სასამართლოს გონივრული განმარტება იმის თაობაზე თუ რა დაემართა განმცხადებელს მას შემდეგ რაც სახელმწიფო უწყებამ აიღო კონტროლი მასზე მისი ტაბანოვცის სასაზღვრო გამშვებ პუქნტზე 2003 წლის 31 დეკემბერს დაკავებისას. სახელმწიფოს არ მიუცია სასამართლოსთვის სანდო და არსებითი განმარტება მათი ორგანოების პასუხისმგებლობის პრეზუმციის გასაქარწყლებლად განმცხადებლის 2003 წლის 31 დეკემბერს დაკავების შემდეგ. სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (იხილეთ პუნქტი 41 და 65 ზემოთ) არ არის საკმარისი ამ საკითხთან მიმართებით. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ მიუცია განმარტება იმის თობაზე თუ რატომ არ იყო ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უფრო ადრე (იხილეთ პუნქტი 45 ზემოთ 2006 წლის მარტის ანგარიშის პუნქტი 113). უფრო მეტიც, სახელმწიფოს არ გაუკეთებია კომენტარები არც პრეტენზია არ წარმოუდგენია საექსპერტო დასკვნაზე რომელიც წარმოადგინა ჯ.გ.ს–მ. სახელმწიფომ ასევე ვერ წარმოადგინა დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებით რომელზეც ბ–ნი ჰ.კ საუბრობდა მის განცხადებაში (იხილეთ პუნქტი 74 ზემოთ). სასამართლოში ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი წერილობითი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი. ბოლოს, გამოძიება რომელიც განმცხადებლის საჩივარზე უარით დასრულდა არ იყო სრულყოფილი და სასამართლო ვერ ისარგებლებს ამით.
167. ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს რომ მას შეუძლია დასკვნების გაკეთება მისთვის ხელმისაწვდომი მასალებიდან და სახელმწიფო უწყების ქცევიდან გამომდინარე (იხილეთ კადიროვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ no. 5432/07, §§ 87 და 88, 27 მარტი 2012) და მიიჩნევს განმცხადებლის ბრალდებებს საკმარისად დამაჯერებელს და გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად.
III. კონვენციის მე-3-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
168. განმცხადებელი დაობს რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია ცუდათ მოპყრობაზე რომელიც მან განიცადა როდესაც ის პატიმრობაში იყო სასტუმროს ნომერში და ასევე სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე რომ იგი გახდა „დაკავების შოკის“ ობიექტი როდესაც ის გადაიყვანეს სკოპიეს აეროპორტში და გადასცეს CIA–ის რენდიციის გუნდს და სახელმწიფომ ვერ მოახერხა ამის პრევენცია. ის დამატებით აცხადებს რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია მის მიმართ ცუდათ მოპყრობაზე ავღანეთში „მარილის ორმოში“ პატიმრობისას ვინაიდან მათ იცოდნენ რომ მას გადასცემდნენ ამერიკის შეერთებული შტატების აგენტებს მაშინაც კი როდესაც არსებობდა საფუძველი იმის ვარაუდისა რომ არსებობდა რეალური რისკი მსგავსი მოპყრობის. მან იდავა რომ პატიმრობის პირობები, ფიზიკური შეურაცყოფა, არაადექვატური საკვები და წყალი, ძილის შეზღუდვა, იძულებითი კვება და სამედიცინო დახმარების არ ქონა პატიმრობის პერიოდში „მარილის ორმოში“ წარმოადგენს მოპყრობას რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე–3–ე მუხლს. და ბოლოს, მან აღნიშნა რომ მაკედონიის სახელმწიფო უწყების მიერ წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ეფექტური ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.
კონვენციის მე–3–ე მუხლი ადგენს შემდეგს:
“ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა დაუშვებელია“
ა. მხარეთა არგუმენტები
1. განმცხადებელი
169. განმცხადებელმა განაცხადა რომ მისი უკანონო ინკომუნუკადო განმარტოებით პატიმრობა და დაკითხვა სასტუმროში ოცდასამი დღის განმავლობაში, რომელსაც თან სდევდა მუქარა და გაჭიანურებული გაუგებრობა მისი ბედის შესახებ არღვევს მის უფლებას დადგენილს კონვენციის მე–3–ე მუხლით. პირდაპირი ფიზიკური თავდასხმის, გამოუთქმელი ტანჯვის მზარდი და მკვეთრი ფსიქოლოგიური ეფექტი და სტრესი გამიზნულად იქნა გამოყენებული მისი ფსიქოლოგიური გატეხვისთვის დაკითხვის მიზნებიდან გამომდინარე და საკმარისი იყო იმისათვის რომ გამოეწვია მასში პროტესტის გრძნობა და ამ მიზნით ათ დღიანი შიმშლობის დაწყება.
170. დამატებით ის დაობს რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია მოპყრობაზე რომლის ობიექტიც ის გახდა CIA–ის პატიმრობაში გადაცემისას სკოპიეს აეროპორტში ვინაიდან მისმა აგენტებმა აქტიურად მოახდინეს ამ ოპერაციის ფასილიტაცია. ამ შემთვევაში ის გახდა ბრუტალური და სახიფათო მოპყრობის ობიექტი რომელიც გამიზნულად იყო ორგანიზებუკლი რომ გამოეწვია „დაკავების შოკი“ და გაეტეხა მისი ნება სამომავლო დაკითხვებისთვის. ძალადობა გამოყენებული მისი CIA–ის თვითმფრინავზე გადაყვანისას გასცდა ყველანაირ საზღვრებს მუქარისას რომლის ობიექტიც ის იყო და ამის მიზანს წარმოადგენდა მისი სულიერი გატეხვა და დამცირება. მის მიმართ სასტუმროში და სკოპიეს აეროპორტში განხორციელებული მოპყრობა წარმაოდგენს წამებას.
171. დამატებით მან წარმოადგინა რომ მაკედონიის სახელმწიფო ორგანოები იყვნენ ვალდებულნი მისი CIA –ისთვის გადაცემისას შეეფასებინათ მის მიმართ ავღანეთში ცუდათ მოპყრობის რისკები და მიეღოთ შესაბამისი დიპლომატიური რწმუნება. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამის გაკეთბა მიუხედავად იმ ფაქტისა რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მრავალი მტკიცებულება არსებობდა მსგავს შემთხვევებში განხორციელებული ცუდათ მოპყრობის. მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია კონვენციის მე–3–ე მუხლის შესაბამისად.
172. ბოლოს, განმცხადებელმა განაცხადა რომ ეროვნულმა უწყებებმა ჩაატარეს მოკლე და არაადექვატური გამოძიება მის არგუმენტირებულ ბრალდებაზე. მიუხედავად საერთაშორისო ორგანოების და მისი საჩივრებისა მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეძლო ჩაეტარებინა სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება, როგორც ამას ეს მუხლი მოითხოვს.
2. მოპასუხე სახელმწიფო
173. სახელმწიფომ გაიმეორა საკუთარი პოზიცია და სრულად უარყო განმცხადებლის ბრალდებები მის მიმართ განხორციელებული ცუდათ მოპყრობის თაობაზე. მათ ასევე გააპროტესტეს ექსპერტის მიერ 2009 წლის 5 იანვარს მომზადებული დასკვნა, რომლიც მათი აზრით არ არის სრულყოფილი განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით (იხილეთ პუნქტი 36 ზემოთ). ამ მიზეზით ისინი მოითხოვენ რომ სასამართლომ ეს გაითვალისწინოს მხოლოდ „უკიდურესი საჭიროებისას.“ 174. მათ ასევე მიუთითეს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება არ იყო ეფექტური რაც გამოწვეული იყო განმცხადებლის მიერ სისხლის სამართლის სარჩელის დაგვიანებით წარმოდგენით და ასევე იმ ფაქტით რომ სარჩელი არაიდენტიფიცირებული დამნაშავის წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი.
ბ. მესამე მხარედ ჩართვა
1. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი (UNHCHR)
175. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა (UNHCHR) წარმოადგინა რომ სიმართლის უფლება იყო ავტონომიური უფლება გამოწვეული უხეში დარღვევით, როგორც იძულებითი გაუჩინარების საქმეში. ეს უფლება ასევე დაცულია კონვენციის მე–2–ე; მე–3–ე და მე–5–ე მუხლებით. იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებში, სიმართლის უფლება განსაკუთრებით ძლიერი ნორმაა, მსხვერპლის ბედის და ადგილსამყოფელის გარშემო არსებული გაუგებრობების გათვალისწინებით, მიუხედავად მსხვერპლის დაბრუნებისა. ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების და ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული შელახვის შესახებ სიმართლის ცოდნა აძლევს მსხვერპლს, მის ნათესავს და ახლო მეგობარს დაკმაყოფილების საშუალებას. სიმართლის დადგენის უფლება გამოიყენება უფლებაშელახული მსხვერპლის, ასევე მათი ნათესავების და ზოგადად საზოგადოების სასარგებლოდ. უფლების მქონენი უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე, კონკრეტულად კი დამნაშავის ვინაობა, მიმდინარე გამოძიების პროგრესი და შედეგი და დანაშაულის ჩადენის გარემოებები და მიზეზები. მეორეს მხრივ, სიმართლის უფლება დიდ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს და მოიცავს ვალდებულებას: (1) განახორციელოს ეფექტური გამოძიება; (2) საგამოძიებო პროცესის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მსვერპლისა და მათი ნათესავებისთვის; (3) მსხვერპლისთვსი და ზოგადად საზოგადოებისათვის ინფორმაციის სრულად გაზიარება და (4) მსხვერპლის და მოწმის დაცვა შურისძიების და მუქარისგან. ბოლოს, UNHCHR–მა დაადგინა რომ სიმართლის უფლება აღიარებულია საერთაშორისო სამართლით (ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ კონვეცია) და ინტერ ამერიკული სასამართლოს იურისდიქციის მიერ და ადმიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული კომიიის მიერ.
2. Interights
176. Interights–მა განაცხადა რომ მოცემული საქმე წარმოადგენს სასამართლოსთვის საშუალებას დაუშვებლად სცნოს დარღვევათა სისტემა რომელიც ცნობილი გახდა “უკანონო რენდიციის“ სახელით და განსაზღვროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის ფარგლებში. რენდიცირებული პირის მოპყრობა რენდიციისთვის მომზადების ან რენდიციის პროცესში (მათ შორის ეგრეთ წოდებული “დაკავების შოკი”) და იძულებითი დაკითხვის მეთოდების გამოყენება შესაძლოა იწვევდეს წამებას და/ან ცუდათ მოპყრობას. უკანონო რენდიციის პრაქტიკა გულისხმობს პირის ერთი სახელმწიფოდან სხვა სახელმწიფოში გადაყვანას სადაც არსებობს რეალური რისკი წამების ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის. ესეთი გადაყვანა აკრძალულია უკან დაბრუნების აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც აღიარებულია სასამართლოს პრეცედენტული სამართლით (Interights–ი მიუთითებს საქმეზე სოერინგი გაერთაინებული სამეფოს წინააღმდეგ, 7 ივლისი 1989, სერიები A no. 161, და საადი იტალიის წინააღმდეგ, ზემოთ ნახსენები). უკან დაბრუნების აკრძალვის პრინციპების მიხედვით, მონაწილეობის, ჩართულობის ან სხვა ფორმის თანამშრომლობის პასუხისმგებლობა „უკანონო რენდიციისას“ წარმოიშობა როდესაც სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილია ან უნდა იყოს ცნობილი რომ რენდიციის დროს დარღვევებს ჰქონდა ადგილი. „დანაშაულში თანამშრომლობის პასუხისმგებლობის“ პარალელურად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფოს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა როდესაც ის სხვა სახელმწიფოს გაუწვეს დახმარებას საერთაშორისო დონეზე აღაირებული არამართლზომიერი ქმედების ჩადენაში. (“თანამონაწილის პასუხისმგებლობა“). ასეთი დარღვევის აღკვეთის ვერ მოხერხება ნათელი იყო მაშინ როდესაც სახელმწიფომ თანხმობა განაცხადა უცხო ქვეყნის აგენტების მოქმედებაზე შეელახათ უფლება. უფრო მეტიც, უცხო ქვეყნის აგენტების მოქმედებებზე დათანხმება ან მონაწილეობა შესაძლოა იწვევდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლბას. მას შემდეგ რაც განხორციელდება რენდიცია სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება საიდუმლო პატიმრობის ბრალდების შესახებ და უზრუნველყოს გამოსწორების საშუალება, მათ შორის კომპენსაცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად რაც უფლების შელახვით იქნა გამოწვეული.
3. Redress
177. Redress–მა აღნიშნა რომ უკანონო რენდიციის ბრალდების გამოძიება უნდა იყოს სწრაფი, დამოუკიდებელი, დეტალური და უნდა იძლეოდეს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების და მათ მიმართ სისლხის სამართლებრივი დევნის განხორციელების საშუალებას, უნდა იძლეოდეს საზოგადოებრივი ზედამხედველობის და მსვერპლის მონაწილეობის საშუალებას და მსვერპლისთვის ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმისათვის რომ მათ დაიკმაყოფილონ სიმართლის უფლება. გამოძიების ვალდებულება ჩადებულია კონვენციის მე–3–ე და მე–5–ე მუხლებში. ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ვერ იმოქმედებს ისე რომ აუკრძალოს მსხვერპლს მსგავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უპირატესობა მიენიჭება მსხვერპლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებებთან მიმართებით მე–3 მუხლის აბსოლუტური და გადახვევის ამკრძალავი ბუნება და აუღიარებელი პატიმრობის აკრძალვა შეილახება და დადგება ეჭვის ქვეშ. ამ საკითხთან მიმართებით მან მოიხსენია ევროპის საბჭოს გაიდლაინები მიღებული 2011 წლის 30 მარტს რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრას (იხილეთ პუნქტი 105 ზემოთ), რომლის მიხედვითაც „დაუსჯელობა იმ ადამიანების ვინც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებისთვის რომელიც იწვევს ადამიანის უფლებათა სერიოზულ შელახვას იწვევს მსხვერპლების დამატებით ტანჯვას“. გამოსწორების ან უფლების აღდგენის ადექვატური საშუალება უნდა მოიცავდეს კონვენციის მე–3–ე და მე–5–ე მუხლების მსხვერპლების აღიარებას და პატივისცემას ისე რომ ისინი, მათი ოჯახის წევრები და საზოგადოება მთლიანად იყოს ინფორმირებული ჩადენილი დარღვევების შესახებ და შეიტყონ მათ სიმართლე. დამატებით კომპენსაცია და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები რომელიც უფლების აღდგენის გრძელვადიან მიზნებს ემსახურება ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის დაკმაყოფილება (დარღვევის აღიარება, სინანულის გამოხატვა ან ოფიციალური ბოდიში) და რეაბილიტაციის გარანტიები. ამ უკანასკნელთან მიმართებით Redress–მა წარმოადგინა საექსპერტო დასკვნა დათარიღებული 2011 წლის 28 მარტით, სადაც რობერტსონი, კლინიკური ფსიქოლოგი, განმარტავს სიმართლის საჯაროდ გაცხადების ფსიქოლოგიურ ბენეფიტებს მსხვერპლისთვის. მისი აზრით, საზოგადოების მიერ სიმართლის ცოდნა და ამის სწორად აღიარება გამოსწორების გარკვეული საშუალებით შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს გადარჩენილის რეაბილიტაციის პროცესში. პირიქით, მაშინ როდესაც სიმართლე რჩება დამალული და დამნაშავე თავისუფლებაზეა იწვევს გადარჩენილისთვის უსუსურობის შეგრძნებას და ცდილობს და იბრძვის მიიღოს აღიარება.
4. Amnesty International (AI) და International Commission of Jurists (ICJ) ერთობლივი მოსაზრება
178. AI და ICJ განაცხადეს რომ მოცემული საქმე ეხება „აშშ–ს „საიდუმლო საპატიმროს და რენდიციის სისტემას“, ფართო მასშტაბიან, ორგანიზებულ სახელმწიფოთა შორის მოქმედ სისტემას, რომელიც არსებობს ეროვნული კანონმდებლობის და ასევე საერთაშორისო სამართლის ვალდებულების საპირისპიროდ, სადაც არ მოქმედებს არანაირი სასამართლო ან ადმინისტრირების სისტემა რომელიც დამოკიდებული იქნებოდა ბევრი სახელმწიფოს აქტიურ და პასიურ თანამშრომლობაზე. ამ სისტემის დამახასიათებელი იყო პირების იძულებითი გაუჩინარება, რომელიც წარმოადგენს წამების და არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისგან და სასჯელისგან დაცვის უფლების დარღვევას. კონვენციის მე–3–ე მუხლი ადგენს უკან დაბრუნების აკრძალვის ვალდებულებას რომლითაც ხელშემკვრელი სახელმწიფოები უნდა მოქმედებდნენ – და/ან არ მოქმედებდნენ – ისე რომელიც იწვევს ნებისმიერი პირის მისი იურიდიქციიდან გაყვანას როდესაც ხელშემკვრელმა სახელმწიფომ იცის ან უნდა სცოდნოდა რომ მათი გაყვანით შესაძლოა მათ მიმართ განხორციელდეს ცუდათ მოპყრობა.
179. ბოლოს, ეფექტური გამოძიების უფლება, inter alia, მე–3–ე და მე–5 მუხლების მე–13–ე მუხლთან ერთობლიობაში განხილვა, ადგენს სიმართლის უფლებას კონვენციით განსაზღვრული უფლებების შელახვის შემთხვევაში რომელიც ჩადენილია „საიდუმლო პატიმრობის და რენდიციის სისტემასთან მიმართებით“. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა შელახვის მასშტაბებით და სიმძიმით არამედ ამ პრაქტიკასთან მიმართებით არსებული იმუნიტეტით და ამ საკითხის თაობაზე ინფორმაციის დაფარვით რომელსაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა იურისდიქციებში.
გ. სასამართლოს შეფასება
1. მისაღებობა
180. ხელმისაწვდომი მასალების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ განმცხადებლის სარჩელი ამ მუხლის ფარგლებში წარმოშობს სერიოზულ საკითხებს ფაქტებთან და კანონთან მიმართებით კონვენციის ფარგლებში, რომლის განსაზღვრაც საჭიროებს საქმის არსებით გამოკვლევას და ამიტომ სასამართლო ასკვნის რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35–ე მუხლის მესამე ნაწილის ფარგლებში. სხვა საფუძველი რომლითაც საჩივარი დაუშვბელად იქნებოდა ცნობილი არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისად ის დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი.
2. არსებითი მხარე
181. პირველ რიგში სასამართლო გამოიკვლევს განმცხადებლის საჩივარს იმის თაობაზე რომ ეფექტური გამოძიება მის სარჩელზე მის მიმართ განხორციელევული ცუდათ მოპყრობის შესახებ არ განხორციელებულა.
(ა) მე-3-ე მუხლის პროცესუალური ასპექტები: ეფექტური გამოძიების ნაკლებობ
(i) ზოგადი პრინციპები
182. სასამართლო იმეორებს რომ როდესაც პირი დაობს იმის თაობაზე რომ მან განიცადა მოპყრობა რომელიც ლახავს კონვენციის მე–3–ე მუხლით დადგენილ უფლებებს პოლიციის ან სხვა მსგავსი სახელმწიფო უწყების მხრიდან, განხილული სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან ერთად რომელიც კონვენციის პირველი მუხლით არის დადგენილი „საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყონ კონვენციით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“, მოითხოვს ეფექტური ოფიციალური გამოძიების ჩატარებას. ამ გამოძიების შედეგად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს პასუხისმგებელი პირები. სხვა შემთხვევაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის ზოგადი სამართლებრივი აკრძალვა მიუხედავად მისი მნიშვნელობისა არ იქნება ეფექტური პრაქტიკაში და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან იმ პირთა უფლებების შელახვა ვინც იმყოფებიანი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ (იხილეთ ასენოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ, 28 ოქტომბერი 1998, § 102, გადაწყვეტილებების და განჩინებების შესახებ ანგარიში 1998‑VIII; კორსაკოვი მოლდოვას წინააღმდეგ no. 18944/02, § 68, 4 აპრილი 2006; და გეორგი ბუკოვი, ზემოთ მოყვანილი, § 60).
183. ცუდათ მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდების გამოძიება უნდა იყოს სწრაფი და დეტალური. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო ორგანოები ყოველთვის უნდა მოეკიდონ სერიოზულობით და გამოიკვლიონ რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნონ ნაჩქარევ და დაუსაბუთებელ დასკვნებს გამოძიების შეწყვეტის მიზნით ან გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის (იხილეთ ასენოვი და სხვები, ზემოთ ხსენებული,§ 103 და ბატი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, nos. 33097/96 და 57834/00, § 136, ECHR 2004‑IV (ამონარიდები)). მათ უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი რომელიც მათთვის ხელმისაწვდომია, რომ მოიპოვენ ინციდიენტთან დაკავშირებული მტკიცებულება, მათ შორის, inter alia, თვითმხილველის ჩვენება და სასამართლო მტკიცებულება (იხილეთ ტანრიკული თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 23763/94, § 104, ECHR 1999‑IV, და გული თურქეთის წინააღმდეგ no. 22676/93, § 89, 14 დეკემბერი 2000). ნებისმიერი გადაცდომა გამოძიების პროცესში რომელიც ხელს უშლის მის შესაძლებლობას დაადგინოს ზიანის მიზეზი ან პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინოს იწვევს სტანდარტის დარღვევის რისკს (იხილეთ ბოიცენკო მოლდოვას წინააღმდეგ, no. 41088/05, § 123, 11 ივლისი 2006).
184. უფრო მეტიც, გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან (იხილეთ ოგური თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 21594/93, §§ 91-92, ECHR 1999-III, და მეჰმეტ ემინ იუკსელი თურქეთის წინააღმდეგ no. 40154/98, § 37, 20 ივლისი 2004). გამოძიების დამოუკიდებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იერარქიულ ან ინსტიტუციურ კავშირს, არამედ დამოუკიდებლობას პრაქტიკული მნიშვნელობით (იხილეთ ერგი თურქეთის წინააღმდეგ, 28 ივლისი 1998, §§ 83-84, ანგარიშები 1998-IV).
185. ბოლოს, მსხვერპლს უნდა მიეცეს გამოძიებაში ეფექტურად ჩართულობის საშუალება გარკვეული ფორმით (იხილეთ, mutatis mutandis, ოგური, ზემოთ ნახსენები, § 92; ოგნიანოვა და ჩობანი ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 46317/99, § 107, 23 თებერვალი 2006; ხაჯიალიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, no. 3013/04, § 106, 6 ნოემბერი 2008; დენის ვასილიევი რუსეთის წინააღმდეგ, no. 32704/04, § 157, 17 დეკემბერი 2009; და დედოვსკი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, no. 7178/03, § 92, ECHR 2008).
(ii) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება
186. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სისხლის სამართლის სარჩელის შეტანით 2008 წლის ოქტომბერში ეცადა საჯარო პროკურორის ყურადღება მიექცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მის მიმართ განხორციელებული ცუდათ მოპყრობის ფაქტებზე და მათ აქტიურ მონაწილეობაზე მის საბოლოო რენდიციაში CIA–ის აგენტების მიერ. მისი საჩივარი გამყარებული იყო მტკიცებულებით რომელიც ცნობილი გახდა საერთაშორისო და სხვა უცხოური მოკვლევის შედეგად. სასამართლოს აზრით განმცხადებლის მიერ მოვლენების აღწერა და ხელმისაწვდომი მასალები საკმარისი იყო იმისთვის მაინც რომ დასაბუთებული ვარაუდი გაეჩინა იმის თაობაზე რომ კონვენციით დადგენილი უფლებების შელახვა შესაძლოა მომხდარიყო სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ისე როგორც ამას განმცხადებელი აღწერს. ამით მან საფუძველი ჩაუყარა prima facie მოპასუხე სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების მხრიდან არამართლზომიერი ქცევის საქმეს რომლითაც გამართლებულია გამოძიება სახელმწიფო უწყებების მხრიდან როგორც ეს კონვენციის მე–3–ე მუხლით არის დადგენილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი იმისა, რომ განმცხადებელმა წარადგინა ოფიციალური სისხლის სამართლებრივი სარჩელი არ იყო გადამწყვეტი ვინაიდან სახელმწიფო უწყებებისათვის მიწოდებული ინფორმაცია მესამე მუხლის უხეში დარღვევის თაობაზე მოცემულ დროს იწვევს ipso facto ვალდებულებას ამ მუხლის ფარგლებში რომ სახელმწიფომ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება (see, mutatis mutandis, გორგიევი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ no. 26984/05, § 64, 19 აპრილი 2012).
187. განმცხადებლის სარჩელის საფუძველზე, საჯარო პროკურორი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების მიზნით. სამინისტრომ საპასუხოდ წარადგინა ანგარიში რომელიც შეჯამებული სახით წარმოადგენდა ინფორმაციას რომელიც მის ადრინდელ ანგარიშში იყო გადმოცემული და რომელიც მომზადებული იყო მიუნხენის მიერ წარმოებული სისხლის სამართლებირვი გამოძიების მიზნებისთვის. 2008 წლის დეკემბერში, თითქმის ორთვე ნახევრის შემდეგ, სკოპიეს საჯარო პროკურორმა უარი თქვა სარჩელის განხილვაზე მტკიცებულების ნაკლებობის საფუძვლით. სამინისტროდან ინფორმაციის მოძიების გარდა მას არ გაუტარებია არანაირი საგამოძიებო მოქმედება განმცხადებლის ბრალდებების გადასამოწმებლად. სახელმწიფომ დაადასტურა რომ საჯარო პროკურორი არ შეხვედრია არც განმცხადებელს და არც სასტუმროს პერსონალს და არ უსაუბრია მათთან.
188. ბოლოს, არ არის სადაო ის რომ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა იმისათვის რომ დადგენილიყო საჰაერო ხომალდის N313P აეროპორტში დაჯდომის მიზანი, რომელზეც არსებობდა ეჭვი რომ გამოიყენებოდა განმცხადებლის გადასაყვანად მოპასუხე სახელმწიფოდან ავღანეთში. მარტის ანგარიშის მიხედვით, ეს საჰაერო ხომალდი გამოყენებული იყო განმცხადებლის საქმეში და მოქმედებდა „რენდიცის ციკლზე“ სხვა პატიმრების გადაყვანის მიზნით იმავე პირობებში (იხილეთ პუნქტი 45 ზემოთ). განმცხადებელმა საკუთარი საჩივრის გასამყარებლად წარმოადგინა ოფიციალური წერილი სადაც სკოპიეს აეროპორტი ადასტურებს რომ საჰაერო ხომალდი დაჯდა სკოპიეს აეროპორტში 2004 წლის 23 იანვარს მგზავრების გარეშე და აფრინდა მეორე დილით ბორტზე მხოლოდ ერთი მგზავრით (იხილეთ პუნქტი 67 ზემოთ). განმცხადებლის ბარლდება მისი ავღანეთში გადაყვანის თაობაზე როგორც დროში ისე განხორციელების ფორმით მკაცრად თანხვედრაში იყო საჰაერო ხომალდის კურსისა. მიუხედავად ამისა საგამოძიებო ორგანოები იყვნენ პასიურნი და გადაწყვიტეს არ ემოქმედათ ამ საკითხთან მიმართებით. გასაოცარია რომ მათ არ მოახდინეს რეაგირება ამ საკითხთან მიმართებით და ვერ შეძლეს იმ მგზავრის ვინაობის დადგენა რომელიც თვითმფრინავში ჩაჯდა იმ ღამეს. საჰაერო ხომალდის და მგზავრის თაობაზე გარემოებების მოკვლევა გამოამჟღავნებდა შესაბამის ინფორმაციას რომელიც ან დაადასტურებდა ან უგულებელყოფდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მოვლენათა განვითარებას.
189. საჯარო პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. მან არ ჩათვალა საჭიროდ უფრო კარგად მოეკვლია ინფორმაცია და გაცდენოდა სამინისტროს მტკიცებას. განმცხადებლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარისას საჯარო პროკურორი დაეყრდნო ექსკლუზიურად მხოლოდ სამინისტროს ინფორმაციას და განმარტებას მაშინ როდესაც ამ სამინისტროს აგენტები ეჭვმიტანილად იყვნენ მიჩნეულნი განმცხადებლის მიერ მის საქმეში და განმცხადებლის მიმართ განხორციელებულ მოპყრობასთან მიმართებით. სახელმწიფომ განაცხადა რომ საჯარო პროკურორმა მიიჩნია რომ ნებისმიერი მტკიცებულების არ არსებობის შემთხვევაში რომლეც ეწინააღმდეგება სამინისტროს დასკვნას სხვა საგამოძიებო ღონისძიებების გატარება აღარ იყო საჭირო (იხილეთ პუნქტი 71 ზემოთ). განმცხადებლის მიერ საჩივრის წარდგენისას ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი, მინიმუმ ირიბი მტკიცებულებებით მსგავსი დასკვნის გაკეთება არ არის შესაბამისობაში დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულ ეფექტურ გამოძიებასთან. საქმის კომპლექსურობა, ნაგულვები დანაშაულის სერიოზულობა და ხელმისაწვდომი მასალები საჭიროებენ დამოუკიდებელ და ადექვატურ პასუხს პროკურატურის მხრიდან.
190. სახელმწიფომ ასევე დაადასტურა რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება არ იყო ეფექტური (იხილეთ პუნქტი 174 ზემოთ) .
191. მხარეების არგუმენტების და განსაკუთრებით მესამე მხარედ ჩართულთა არგუმენტების გათვალისწინებით სასამართლოს ასევე სურს მოცემულ საქმეში მიუთითოს გამოძიების არაადექვატურობის სხვა ასპექტზე, კონკრეტულად კი მისი გავლენა სიმართლის უფლებაზე საქმის შესაბამის გარემოებებთან მიმართებით. ამასთან დაკავშირებით ის ხაზს უსვამს ამ საქმის უდიდეს მნიშვნელობას არა მხოლოდ განმცხადებლისთვის არამედ მსგავსი დანაშაულის სხვა მსხვერპლებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, რომელსაც აქვს უფლება იცოდეს რა მოხდა. „უკანონო რენდიციამ“ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო და გამოიწვია ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების მიერ მოკვლევის ჩატარება, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანოების, ევროპის საბჭოს და ევროპის პარლამენტის მიერ. ამ უკანასკნელმა კი გამოავლინა რომ ზოგიერთი სახელმწიფო რომელსაც ეს საკითხი ეხებოდა არ უყო დაინტერესებული დადგენილიყო სიმართლე. „სახელმწიფო საიდუმლოს“ კონცენფიცა ხშირად იყო გამოყენებული სიმართლის ძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით (იხილეთ პუნქტი 46 და 103 ზემოთ). სახელმწიფო საიდუმლოს პრივილეგია ასევე გამოყენებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განმცხადებლის საქმესთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე (იხილეთ პუნქტი 63 ზემოთ). მარტის მოკვლევამ დაადგინა „იგივე მიდგომამ გამოიწვია იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის მთავრობის მიერ სიმართლის დამალვა“ (იხილეთ პუნქტი 46 ზემოთ).
192. სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხე სახელმწიფოს პროკურატურის ორგანოებს მას შემდეგ რაც მიიღეს ინფორმაცია განმცხადებლის ბრალდებების შესახებ უნდა ჩეტარებინათ ადექვატური გამოძიება იმისათვის რომ მომხდარიყო დაუსჯელობის ყოველგვარი გამოვლენის პრევენცია გარკვეულ მოქმედებებთან მიმართებით. სასამართლო არ აკნინებს მოცემული საქმის გარშემო არსებული გარემოებების კომპლექსურობას. მაშინ როდესაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული წინააღმდეგობა ან სირთულეები რომელიც ახდენს პროგრესის პრევენციას კონკრეტული სიტუაციის გამოძიების პროცესში ადექვატური პასუხი უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ესეთი სერიოზული დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ზოგადად განხილულ იქნას როგორც არსებითი კანონის უზენაესობის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების მიზნით. ამავე მიზეზებიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი კონტროლის ელემენტი გამოძიების პროცესში ან მისი შედეგების იმისათვის რომ მოხდეს ანგარიშვალდებულების როგორც თეორიაში ისე პრაქტიკაში შენარჩუნება. (იხილეთ ანგუელოვა ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 38361/97, § 140, ECHR 2002‑IV; ალ–სკეინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 55721/07, § 167, ECHR 2011; და შეკრება 21 დეკემბერი 1989 და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, nos. 33810/07 და 18817/08, § 135, 24 მაისი 2011). როგორც ევროპის საბჭომ საკუთარ გაიდლაინებში 2011 წლის 30 მარტს აღნიშნა ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრა (იხილეთ პუნქტი 105 ზემოთ), „დაუსჯელობასთან საჭიროა ბრძოლა იმისათის რომ მოხდეს როგორც მართლმსაჯულების აღდგენა მსხვერპლებისთვის, ასევე ახალი დანაშაულის პრევენციის და კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით“. არაადექვატური გამოძიება განხორციელებული მოცემულ საქმეში გახდა მიზეზი იმისა რომ განმცხადებელმა ვერ განახორციელა უფლება ყოფილიყო ინფორმირებული იმის თაობაზე თუ რა მოხდა, რა სახის ტანჯვა მიადგა მას და ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ტანჯვაზე.
193. ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს რომ გამოძიება რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა ვერ ჩაითვლება ეფექტურად რომლის საშუალებითაც დადგინდებოდა სიმართლე და დაისჯებოდნენ ნაგულვები დანაშაულის ჩამდენი პირები.
194. არსებული გარემოებების ფარგლებში სასამართლო ადგენს რომ ადგილი აქვს კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევას საპროცესო კუთხით.
(ბ) კონვენციის მე-3-ე მუხლის არსებითი ასპექტები
(i) ცუდათ მოპყრობა სასტუმროსა და სკოპიეს აეროპორტში
(α) ზოგადი პრინციპები
195. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე–3–ე მუხლი ითვალისწინებს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ღირებულებას დემოკრატიული საზოგადოებისთვის. კონვენციის სხვა არსებითი მუხლებისგან განსხვავებით მე–3–ე მუხლი არ უშვებს გამონაკლისს და მე–15–ე მუხლის მე–2–ე ნაწილის მიხედვით არ შეიძლება ამ მუხლიდან გადახვევა საზოგადოებისთვის საგანგებო სიტუაციაშიც კი როდესაც საფრთხე ექმნება ერის სიცოცხლეს (იხილეთ სელმოუნი საფრანგეთის წინააღმდეგ [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999‑V, და ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000‑IV). სასამართლომ დაადასტურა განსაკუთრებით რთულ სიტუაციებშიც კი როგორიცაა ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, კონვენცია კრძალავს წამებას და არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად პირის ქცევისა (იხილეთ ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 15 ნოემბერი 1996, § 79, ანგარიშები 1996-V, და ლაბიტა, ზემოთ ნახსენები, § 119).
196. იმისათვის რომ ცუდათ მოპყრობა მე–3–ე მუხლის ფარგლებში იყოს განხილული საჭიროა ის წარმოდგენილი იყოს მინიმალური სიმწვავით. ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური თუ გონებრივი ეფექტი და ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხილეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 18 იანვარი 1978, § 162, სერიები A no. 25, და ჯალოჰი გერმანიის წინააღმდეგ [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006‑IX). სხვა ფაქტორებია ასევე მიზანი რისთვისაც განხორციელდა მსგავსი მოპყრობა განზრახვასთან და მოტივთან ერთად (შეადარეთ, inter alia, აკსოი თურქეთის წინააღმდეგ, 18 დეკემბერი 1996, § 64, ანგარიშები 1996-VI; ეგმეზი კვიპროსის წინააღმდეგ, no. 30873/96, § 78, ECHR 2000-XII; და კრასტანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 50222/99, § 53, 30 სექტემბერი 2004).
197. იმისათვის რომ განისაზღვროს კონკრეტული ფორმის ცუდათ მოპყრობა შეიძლება იყოს თუ არა კლასიფიცირებული წამებად სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს განსხვავება რომელიც მე–3–ე მუხლშია ასახული ამ დებულებას და არადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას შორის. ეს განსხვავება ასახულია კონვენციაში და „წამების“ სპეციალური სტიგმა დაკავშირებულია განზრახ არაადამიანურ მოპყრობასთან რომელიც იწვევს ძალიან სერიოზულ და უხეშ წამებას (იხილეთ აკსოი, ზემოთ ნახსენები, § 62). ამასთანავე მოპყრობის სიმკაცრესთან ერთად, ასევე არსებობს მიზნის ელემენტი როგორც ეს აღნიშნულია გაეროს კონვენციაში წამების და სხვა უხეში, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში შევიდა 1987 წლის 26 ივნისს და რომელიც წამებას განმარტავს როგორც განზრახ სასტიკი ტკივილით ტანჯვა ან ტანჯვა გარკვეული მიზნით, inter alia, ინფორმაციის მოპოვების, დასჯის ან დაშინების (გაეროს კონვენციის მუხლი 1) (იხილეთ ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 22277/93, § 85, ECHR 2000‑VII).
198. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვალდებულება დადგენილი კონვენციის პირველი მუხლით დაიცვან მათი იურისდიქციის ფარგლებში ყველას უფლებები და თავისუფლებები, განხილული კონვენციის მე–3–ე მუხლთან ერთად მოითხოვს სახელმწიფოსგან გაატაროს ღონისძიებები რომელიც გამიზნული იქნება მათი იურისდიქციის ფარგლებში პირების წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა, მათ შორის როდესაც ესეთი ცუდათ მოპყრობა კერძო პირების მიერ ხორციელდება. (იხილეთ ზ და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 29392/95, § 73, ECHR 2001‑V). სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოიშობა მაშინ როდესაც სახელმწიფო ორგანოები ვერ ახერხებენ გადადგან გონივრული ნაბიჯები იმისათვის რომ თავიდან აირიდონ ცუდათ მოპყრობის რისკი რომელიც მათ იცოდნენ ან უნდა ყოფილიყო მათთვის ცნობილი (იხილეთ მაჰმუტ კაია თურქეთის წინააღმდეგ, no. 22535/93, § 115, ECHR 2000‑III).
(β) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება
199. სახელმწიფოზე მტკიცების ტვირთის გადატანის თაობაზე გადაწყვეტილების გათვალისწინებით (იხილეთ პუნქტები 165 და 167 ზემოთ), სასამართლომ დაადგინა რომ განმცხადებლის ვერსია საკმარისად დამაჯერებელია და რომ მისი ბრალდებები ამ მუხლის ფარგლებში დადგენილია „გონივრულ ეჭვს მიღმა“. დარჩენილია იმის დადგენა ის მოპყრობა რომელიც განხორციელდა განმცხადებლის მიმართ ჯდება თუ არა ამ მუხლის ფარგლებში და შეიძლება თუ არა ის შეერაცხოს მოპასუხე სახელმწიფოს.
მოპყრობა სასტუმროში
200. რაც შეეხება განმცხადებლის მიმართ სასტუმროში განხორციელებულ მოპყრობას სასამართლო მიიჩნევს რომ ის იმყოფებოდა მაკედონიის უსაფრთხოების აგენტების მუდმივი კონტორილის ქვეშ, ის დაკითხეს უცხო ენაზე რომელიც მან შეზღუდულად იცოდა, მასზე განხოციელდა მუქარა იარაღით და მას კავშირი ჰქონდა მხოლოდ იმ პირებთან ვინც მის დაკითხვას აწარმოებდა და სხვა არავისთან. ესეთმა მოპყრობამ აიძულა განმცხადებელი პროტესტის ნიშნად დაეწყო შიმშილობა.
201. მოპასუხე სახელმწიფომ არანაირ გამამართლებელი არგუმენტები ასეთი მოპყრობის თაობაზე არ წარმოადგინა.
202. მართალია რომ სასტუმროში ყოფნისას მასზე ფიზიკური ძალის გამოყენებას არ ჰქონია ადგილი. მიუხედავად ამისა სასამართლო აღნიშნავს რომ კონვენციის მე–3–ე მუხლი არ ეხება მხოლოდ ექსკლუზიურად ფიზიკური ტკივილით ტანჯვას არამედ ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც რომელიც გამოწვეულია სტრესული გარემოს შექმნით სხვდასხვა საშუალებით გარდა ფიზიკური ზეწოლისა (იხილეთ ილიანა და სარულიენა ლიტვის წინააღმდეგ, no. 32293/05, § 47, 15 მარტი 2011). არ არის სადაო რომ განმცხადებლის განმარტოებით პატიმრობა სასტუმროს ოთახში წარმოადგენდა ზეწოლის ფორმას რომელიც მას აფრთხობდა და კიდევ უფრო ძაბავდა მის მომავალთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მოსვლოდა მას მომავალში რაც იწვევდა მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს. განმცხადებლის გაჭიანურებულმა პატიმრობა სასტუმროში გამოიწვია მისი აბსოლუტური მოწყვლადობა. ის მუდმივი აღგზნების მდგომარეობაში იმყოფებოდა ვინაიდან მისი ბედი დაკითხვის პროცესში ბუნდოვანი იყო. სასამართლო აღნიშნავს რომ ესეთი მოპყრობა განზრახ განხორციელდა განმცხადებელზე იმ მიზნით რომ მისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენება ან ინფორმაცია მისი შესაძლო კავშირების შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციებთან (იხილეთ დიკმე თურქეთის წინააღმდეგ, no. 20869/92, §§ 82 და 95, ECHR 2000‑VIII). ამასთანავე, მუქარა რომ მას მოკლავდნენ თუ ის შეეცდებოდა სასტუმროს დატოვებას იყო რეალური და იმწუთიერი რომელიც თავისი არსით შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონვენციის მე–3–ე მუხლს (იხილეთ, mutatis mutandis, კემპბელი და კოსანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 25 თებერვალი 1982, § 26, სერიები A no. 48, და გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ [GC], no. 22978/05, § 91, ECHR 2010).
203. ბოლოს, განმცხადებლის ტანჯვა კიდევ უფრო გაიზარდა ოპერაციის საიდუმლო ხასიათის და იმ ფაქტის გამო რომ ის ჰყავდათ ინკომუნიკადო პატიმრობაში ოცდასამი დღის განმავლობაში სასტუმროში, პატიმრობის უცნაური ადგილი და ის იმყოფებოდა ყოველგვარი სამართლებრივი სისტემის გარეთ (ასევე იხილეთ პუნქტი 101 ზემოთ და პუნქტი 236 ქვემოთ).
204. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს რომ მოპყრობა რომელიც განხორციელდა განმცხადებლის მიმართ სასტუმროში წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას რომელიც არღვევს კონვენციის მე–3–ე მუხლს.
მოპყრობა სკოპიეს აეროპორტში
205. სასამართლო ადგენს რომ 2004 წლის 23 იანვარს განმცხადებელი ხელებშეკრული და თვალებახვეული წაიყვანეს სასტუმროდან სკოპიეს აეროპორტში. ის შეიყვანეს ოთახში სადაც იგი სასტიკად ცემა რამოდენიმე შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა. ის გააშიშვლეს და საგნით გააუპატიურეს. მას გაუკეთეს საფენი და ჩააცვას ლურჯი სპორტული ფორმა. მას თავზე ჩამოაცვეს რაღაც და ფეხებზე და ხელებზე გაუკეთეს ბორკილები, დაუხშეს შეგრძნებები და იძულებით აიყვანეს CIA–ის თვითმფრინავზე (ბოინგი 737 კუდის ნომრით N313P), რომელიც გარშემოტყმული იყო მაკედონიის უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებით რომლებმაც გააკეთეს კორდონი თვითმფრინავის გარშემო. თვითმფრინავში ის დააგდეს იატაკზე, მიაბეს და იძულებით გაუკეთეს ტრანკვილიზატორი. ამ მდგომარეობაში განმცხადებელი გადაიყვანეს ქაბულში, ავღანეთში ბაღდათის გავლით. მსგავსი მოქმედება გამოყენებული მსგავს შემთხვევში უკვე დადგენილია რომ არღვევს ICCPR–ის მე–7–ე მუხლს. (იხილეთ პუნქტები 108 და 109 ზემოთ)
206. პირველ რიგში სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპყრობა რომელიც განხორციელდა განმცხადებლის მიმართ სკოპიეს აეროპორტში CIA–ის რენდიციის გუნდის მიერ შეიძლება თუ არა შერაცხულ იქნას მოპასუხე სახელმწიფოზე. ამასთან დაკავშირებით ის ადგენს რომ სადაო მოქმედებები განხორციელდა მოპასუხე სახელმწიფოს ოფიციალური პირების თანდასწრებით და მისი იურისდიქციის ფარგლებში. შესაბამისად მოპასუხე სახელმწიფო უნდა იყოს მიჩნეული პასუხისმგებლად კონვენციის მიხედვით იმ მოქმედებებისთვის რომელიც განხორციელდა უცხო ქვეყნის მოხელეების მიერ მის ტერიტორიაზე მისი წარმომადგენლების თანხმობით ან ჩართულობით (იხილეთ ილაშუ და სხვები მოლდოვას და რუსეთის წინააღმდეგ [GC], no. 48787/99, § 318, ECHR 2004‑VII).
207. რაც შეეხება ინდივიდუალურ ღონისძიებებს რომელიც განხორციელდა განმცხადებლის მიმართ სასამართლო ადგენს რომ ფიზიკური ძალის ნებისმიერი ალტერნატივა განხორციელებული განმცხადებლის მიმართ რომლის საჭიროებაც არ მომდინარეობდა განმცხადებლის ქცევით ლახავს ადამიანის ღირსებას და არღვევს კონვენციის მე–3–ე მუხლით დადგენილ უფლებას (იხილეთ რიბიტში, ზემოთ ნახსენები, § 38). მოცემულ საქმეში ის მიუთითებს, რომ განმცხადებლის CIA აგენტებისთვის გადაცემის მთელი ოპერაცია იყო კარგად დადგმული და განმცხადებელი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს დამკავებლებისთვის რომლებიც ბევრად უფრო მეტნი იყვნენ. მოპასუხე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი რომელიც გაამართლებდა სკოპიეს აეროპორტში განმცხადებლის მიმართ გამოყენებულ ძალას და გამოყენებული ძალის ხარისხს. შესაბამისად, ფიზიკური ძალა გამოყენებული განმცხადებლის წინააღმდეგ იყო გადაჭარბებული და გაუმართლებელი ამ გარემოებებში.
208. დამატებით, სასამართლომ მიუთითა რომ იძულებით ტანსაცმლის გახდა პოლიციის მიერ თავისი არსით წარმოადგენს უფლების შემლახავ და პოტენციურად დამამცირებელ ღონისძიებას რომელიც არ შეიძლება იქნას გამოყენებული თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს (იხილეთ ვეისერი ავსტრიის წინააღმდეგ, no. 2293/03, § 40, 22 თებერვალი 2007). არგუმენტი რომელიც გაამართლებდა განმცხადებლის მიმართ გამოყენებული ღონისძიების აუცილებლობას განსაკუთრებით ესეთ უსუსურ მდგომარეობაში არ იყო წარმოდგენილი.
209. განმცხადებელზე ფიზიკური ზემოქმედების საშუალებების გამოყენების საჭიროების განმარტებებიც არ ყოფილა წარმოდგენილი. იგივე ეხება თავზე რაღაცის ჩამოცმას რომელიც უკვე დადგენილია რომ იწვევს ძლიერ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას იმ პირისა ვის მიმართაც მსგავსი მოქმედება ხორციელდება. (იხილეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ზემოთ ნახსენები, §§ 96 და 167).
210. სუპოზიტორის იძულებით გაკეთება ყოველგვარი განმარტების გარეშე მაშინ როდესაც განმცხადებელი იატაკზე იწვა და რომელიც არ იყო გამოწვეული არანაირი სამედიცინო მიზნებით. ფორმამ რომლითაც განმცხადებელზე განხორციელდა ეს პროცედურა გამოიწვია სერიოზული ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა (იხილეთ ზონტული საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 12294/07, § 89, 17 იანვარი 2012, დაიალოჰი, ზემოთ ნახსენები, §§ 69 და 72).
211. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ ნახსენები ღონისძიებები გამოყენებული იყო ერთობლივად და განზრახვით, რომლის მიზანიც იყო ტკივილის ან ტანჯვის მიყენება ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დასჯა ან განმცხადებლის დაშინება (იხილეთ პუნქტი 124 ზემოთ). სასამართლოს აზრით ესეთი მოპყრობა იწვევს ტანჯვას რომელიც არღვევს კონვენციის მე–3–ე მუხლს. მოპასუხე სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი განმცხადებლის უფლებების შელახვაზე ვინაიდან მისი აგენტები აქტიურად მონაწილეობდნენ მოქმედებებში და შემდეგ ვერ შეძლეს ვერანაირი ღონისძიების გატარება იმისათვის რომ თავიდან აერიდებინათ მსგავსი ქმედება (იხილეთ ზ და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ზემოთ ნახსენები, მ.ც ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 39272/98, § 149, ECHR 2003-XII; და გლდანის იეღოვას მოწმეთა მრევლის წევრები (97) საქართელოს წინააღმდეგno. 71156/01, §§ 124 and 125, 3 May 2007).
(ii) განმცხადებლის გადაყვანა
(α) ზოგადი პრინციპები
212. სასამართლოს დადგენლი პრაქტიკის მიხედვით ხელშემკვრელი სახელმწიფოს გადაწყვეტილება მოიშოროს ლტოლვილი – რეალურად მოიცილოს – წარმოშობს კოვენციის მე–3–ე მუხლის ფარგლებში პრობლემას და იწვევს ამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის ფარგლებში როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის დასაჯერებლად რომ პირის ექსტრადიციის შემთხვევაში ის შეიძლება აღმოჩნდეს მიმღებ ქვეყანაში ცუდათ მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე რომელიც მე–3–ე მუხლით არის აკრძალული. ასეთი პასუხისმგებლობის დადგენა გარდაუვლად აყენებს მიმღებ ქვეყანაში პირობების შეფასების საჭიროებას კონვენციის მე–3–ე მუხლის მოთხოვნების მიხედვით. არ არის სადაო რომ მიმღები ქვეყნის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხიც დგება იქნება ეს საერთაშორისო სამართლის, კონვენციის მიხედვით თუ სხვა რაიმე ფორმით. გამგზავნი ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გარდაუვალია ვინაიდან გაგზავნით ანუ მოქმედების განხორციელებით გამოიწვია პირდაპირი შედეგი პირის ცუდათ მოპყრობის ობიექტად ქცევა (იხილეთ სოერინგი,ზემოთ ნახსენები, §§ 125 და 126; კრუზ ვარასი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ, 20 მარტი 1991, §§ 69-70, სერიები A no. 201; და მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ [GC], nos. 46827/99 და 46951/99, § 67, ECHR 2005-I).
213. იმის დადგენისას თუ რამდენად შესაძლებელი იყო კონვენციის მე–3–ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შელახვის რეალური რისკის წინასწარ განსაზღვრ სასამართლო შეაფასებს საკითხს მის წინაშე არსებული ყველა მასალების ფარგლებში და თუ საჭირო იქნება იმ მასალებითაც რომელიც მან მოიპოვა proprio motu (იხილეთ ჰილალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, no. 45276/99, § 60, ECHR 2001-II, და საადი იტალიის წინააღმდეგ, ზემოთ ნახსენები § 128). მან უნდა შეაფასოს განმცხადებლის მიმღებ ქვეყანაში გაგზავნის ხილული შედეგები, იქ არსებული ზოგადი სიტუაციის და მისი პირადი მდგომარეობის გათვალისწინებით. (იხილეთ ვილვარაჯაჰ და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 30 ოქტომბერი 1991, § 108, სერიები A no. 215).
214. რისკის არსებობა უნდა შეფასდეს იმ ფაქტებთან ერთად რომელიც იყო ცნობილი ან უნდა ყოფილიყო ცნობილი ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის პირის გაყვანისას; სასამართლოს არ ეკრძალება გაითალისწინოს ის ინფორმაცია რომელიც ცნობილი ხდება გადაყვანის შემდეგ. ამას აქვს თავისი მნიშვნელობა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გამოხატული აღქმის დასადასტურებლად ან უარყოფისთვის ან განმცხადებლის შიშის კარგად დასასაბუთებლად (იხილეთ კრუზ ვარასი და სხვები, ზემოთ ნახსენები, § 76, და ვილვარაჯაჰ და სხვები, ზემოთ ნახსენები§ 107).
(β) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება
215. მტკიცების საჭირო სტანდარტის შესაბამისად უკვე დადგენილი ფაქტების საფუძველზე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს შეიძლება თუ არა მოპასუხე სახელწმიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა განმცხადებლის ამერიკის შეერთებული შტატებისთის გადაცემისთვის.
216. პირველ რიგში, სასამართლო მიუთითებს რომ არ არსებობს მტკიცებულება რომლის მიხედვითაც დადგინდება რომ განმცხადებლის გადაცემა CIA–ის აგენტებისთვის გამოწვეული იყო მისი ექსტრადიციის შესახებ კანონიერი მოთხოვნით ან სხვა რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურით რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით პატიმრების უცხო ქვეყნის აგენტებისთვის გადაცემის თაობაზე (იხილეთ პუნქტი 102 ზემოთ). უფრო მეტიც, დაპატიმრების ორდერი არ ყოფილა წარმოდგენილი რომელიც იარსებებდა მაშინ როდესაც განმცხადებელი გადაეცა აშშ–ს აგენტებს (ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 46221/99, § 92, ECHR 2005‑IV).
217. მეორე, მტკიცებულება ცხადყოფს რომ მაკედონიის ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მიმართულება განმცხადებლის თვითმფრინავის რომელიც სკოპიეს აეროპორტიდან გაფრინდა. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტაცია (იხილეთ პუნქტი 41 ზემოთ) ადასტურებს რომ საჰაერო ხომალდს N313P მიეცა ნებართვა დაჯდომის 2004 წლის 23 იანვარს სკოპიეს აეროპორტში. 2004 წლის 23 იანვარს საღამოს 10 საათსა და 30 წუთზე ხომალდს მიეცა ნებართვა გაფრენილიყო ქაბულში. 2004 წლის 24 იანვარს ღამის 2 საათსა და 25 წუთზე საჰაერო ხომლადი გაფრინდა ბაღდათის მიმართულებით.
218. მესამე, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხო ქვეყნების მიერ მომზადებულ ანგარიშებს და მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე ასევე მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს ამ საქმესთან დაკავშირებით (იხილეთ პუნქტები 99, 106-122, 126 და 127 ზემოთ), რომელიც წარმოადგენს დამაჯერებელ წყაროს ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოების მოქმედების შესახებ რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის პრინციპებს. ზოგიერთი ეს ანგარიში სასამართლოსთვის წარმოადგენს „შემაშფოთებელს“ და გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოების მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკითხვისთვის გამოყენებული მეთოდების თაობაზე რომლებიც განთავსებულნი არიან გუანტანამოში საზღვაო ბაზაზე და ბაგრამში (ავღანეთი) (იხილეთ ალ–მოიადი გერმანიის წინააღმდეგ (dec.), no. 35865/03, § 66, 20 იანვარი 2007). ეს მასალები იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი განმცხადებლის ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოებისთვის გადაცემამდე. ამით შესაძლებელია დამტკიცდეს რომ არსებობდა სერიოზული საფუძველი იმის დაჯერების რომ თუ განმცხადებლის გადაცემა მოხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „რენდიციის“ პროგრამის ფარგლებში ის აღმოჩნდებოდა რეალური რისკის წინაშე რომ მის მიმართ განხორციელდებოდა მოპყრობა რომელიც წინააღმდეგობაშია კონვენციის მე–3–ე მუხლთან. შესაბამისად, უნდა დადგინდეს რომ მაკედონიის ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მოცემულ მომენტში რომ არსებობდა რეალური რისკი რომ განმცხადებელი იქცეოდა კონვენციის მე–3–ე მუხლის შელახვის ობიექტად. მოპასუხე სახელმწიფომ ვერ გააქარწყლა ეჭვები ამ საკითხთან მიმართებით (იხილეთ საადი იტალისს წინააღმდეგ, ზემოთ ნახსენები, § 129). მასალები რომელიც ცხადყოფს განმცხადებლის გადაყვანის შემდგომ პროცესს ადასტურებს ამ რისკის არსებობას (იხილეთ პუნქტები 103, 108-110, 123, 124, 128 და 129 ზემოთ).
219. მეოთხე, მოპასუხე სახელმწიფოს არ უცდია მიეღო რწმუნება ამერიკის შეერთებული შტატებისგან განმცხადებლის მიმართ ცუდათ მოპყრობის რისკის აღმოფხვრის თაობაზე (იხილეთ, შედარებისთვის, მამტკულოვი და ასკაროვი, ზემოთ ნახსენები, §§ 71-78; ალ–მოიადი, ზემოთ ნახსენები; და ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.), nos. 24027/07, 11949/08 და 36742/08, § 113, 6 ივლისი 2010).
220. ესეთ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს რომ განმცხადებლის გადაცემით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მაკედონიის მთავრობამ განზრახ დააყენა ის ცუდათ მოპყრობის და კონვენციის მე–3–ე მუხლის საპირისპიროდ დადგენილი პატიმრობის პირობების რეალური რისკის წინაშე.
221. იმ ფორმის გათვალისწინებით რა ფორმითაც განმცხადებელი გადასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სასამართლო მიიჩნევს რომ მის მიმართ განხორციელდა „უკანონო რენდიცია“ რომელიც არის სასამართლო პროცედურებს მიღმა გადაყვანა პირის ერთი იურისდიქციიდან ან სახელმწიფოდან მეორეში, ნორმალური სამართლებრივი სისტემის გარეთ პატიმრობის ან დაკითხვის მიზნით სადაც არსებობს რეალური რისკი წამების, უხეში, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ (იხილეთ ბაბრ აჰმადი და სხვები, ზემოთ ნახსენები, § 113).
222. შესაბამისად მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე–3–ე მუხლი ამ შემთხვევაში;
iii) დასკვნები
223. ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე რომელიც მიადგა განმცხადებელს მისი სასტუმროში ყოფნისას, აეროპორტში წამებისას და ამერიკისთვის გადაცემის პროცესში, რითაც ის იქცა კონვენციის მე–3–ე მუხლის შელახვის ობიექტად.
IV. კონვენციის მე-5-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
224. განმცხადებელმა განაცხადა კონვენციის მე–5–ე მუხლის ფარგლებში რომ ის იყო უკანონოდ დაპატიმრებული და იმყოფებოდა ინკომუნიკადო პატიმრობაში, დაკავების ორდერის გარეშე, არასდროს ყოფილა წარდგენილი მოსამართლის წინაშე. ის დაობს რომ მოპასუხე სახელმწიფო პირდაპირ პასუხისმგებელია მისი პატიმრობის სრულ ვადაზე 2003 წლის 31 დეკემბრიდან მისი ალბანეთში დაბრუნებამდე 2004 წლის 28 მაისს. ბოლოს მან აღნიშნა რომ სწრაფი და ეფექტური გამოძიების ვერ განხორციელება მაკედონიის ხელისუფლების მიერ მისი სანდო ბრალდებების თაობაზე არღვევს კონვენციის მე–5–ე მუხლს. კონვენციის მე–5–ე მუხლით განსაზღვრულია შემდეგი:
“1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის თანახმად, ესენია:
ა)უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;
ბ)პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
გ)პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
დ)არასრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;
ე)პირების კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება;
ვ)პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.
2.ყველა დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.
3.ამ მუხლის 1-ლი (ც) პუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.
4.ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და ბრძანებს გათავისუფლებას, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.
5.ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
ა. მხარეთა არგუმენტები
225. განმცხადებელი დაობდა, რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია მისი ამ მუხლით განსაზღვრული უფლებების დარღვევაზე მისი აგენტების და/ან უცხო ქვეყნის აგენტების მიერ რომლებიც მოქმედებდნენ მის ტერიტორიაზე და მათი იურისდიქციის ქვეშ. იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში პატიმრობის დროს ბრალდების ან სასამართლო ზედამხედველობის გარეშე არღვევს კონვენციის მე–5–ე მუხლს. მისი გაჭიანურებული გაუჩინარება მისი ავღანეთში პატიმრობისას წარმოადგენს მე–5–ე მუხლის დარღვევას, რომელზეც მაკედონიის მთავრობაა პასუხისმგებელი. დაამტებით, მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე–5–ე მუხლი როდესაც არ განახორციელა ეფექტური გამოიძიება მისი საფუძვლიანი ბრალდებების იმის თაობაზე რომ ის გაუჩინარებული იყო დიდი დროით მაკედონიის და ამერიკის შეერთებული შტატებoს ერთობლივად განხორციელებული ოპერაციის შედეგად.
226. სახელმწიფო არ დაეთანხმა განმცხადებლის არგუმენტებს.
ბ. მესამე მხარედ ჩართვა
227. Interights–მა წარმოადგინა რომ გატაცება, რენდიცია და პირის საიდუმლო პატიმრობა ამ პირის ოჯახის წევრებისთვის შეტყობინების გარეშე იწვევს იძულებით გაუჩინარებას. ესეთი მოქმედებები წარმოადგენს საიდუმლო პატიმრობის ფორმას, როდესაც პირს არ აქვს არანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან (“ინკომუნიკადო პატიმრობა”), და როდესაც სახელმწიფო ორგანოები მალავენ და არ ამჟღავნებენ პატიმრობის ადგილს ან ინფორმაციას პატიმრის მდგომარეობის შესახებ (“არ აღიარებული პატიმრობა”). ამ სიტუაციაში უკან დაბრუნების აკრძალვა შეიცავდა რეალურ რისკს ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის თვითნებური პატიმრობა და სამართლიან სასამართლოზე უარი.
228. AI და ICJ აღნიშნავენ რომ თავისუფლების აღკვეთა მისი ბუნებიდან და სიმკაცრიდან გამომდინარე რომელიც განხორციელდა „საიდუმლო პატიმრობის და რენდიციის სისტემის“ ფარგლებში იწვევდა კონვენციის მე–5–ე მუხლის უხეშ დარღვევას. ესეთ პირობებში ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უკან დაბრუნების აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე რომელიც კონვენციის მე–5–ე მუხლშიც არის ჩადებული არ გადაიყვანონ პირები იურისდიქციიდან როდესაც ხელშემკვრელი მხარეებისთვის ცნობილია ან უნდა იყოს ცნობილი რომ მათი გადაყვანა გამოიწვევს მათი უფლებების, თავისუფლებების და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას. მათ ასევე აღნიშნეს რომ 2004 წლის იანვარში უკვე არსებობდა სანდო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის შესახებ თვითნებურ, ინკომუნიკადო და საიდუმლო პატიმრობაში, ასევე იმ პატიმრის საიდუმლო გადაყვანაში რომელიც მათ მიერ მიჩნეული იყო როგორც საერთაშორისო ტერორისტული მოქმედებების მონაწილე. უკან დაბრუნების აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე სახელმწიფოები არ თვისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან „ყველა და ნებისმიერი განჭვრეტადი შედეგების“ თაობაზე რომელიც განიცადა პირმა მათი იურისდიქციიდან გაყვანის შემდეგ. AI და ICJ მიუთითებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც მისი იურისდიქციის ფარგლებში მოხდა აქვს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი რენდიციასთან რომელიც მოიცავდა კონვენციით დადგენილი უფლებების დარღვევას როემლსაც ადგილი ჰქონდა ნაწილობრივ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ნაწილობრივ კი სხვაგან და რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფოს კონვენციით დადგენილი პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები. ესეთ შემთხვევებში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო ნებისმიერი მოქმედებიდან თავის შეკავება რომელიც ხელს შეუწყობდა რენდიციის ოპერაციას და პრევენციული, საგამოძიებო და გამოსასწორებელი მოქმედებების განხორციელება რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მისი იურისდიქციის ფარგლებში რომლითაც მოხდებოდა კონვენციით დადგენილი უფლებების განგრძობადი შელახვის პრევენცია, გამოძიება ან გამსწორება.
გ. სასამართლოს შეფასება
1. მისაღებობა
229. სასამართლო აღნიშნავს რომ ამ მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი საჩივრები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35–ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით და სხვა ნებისმიერი საფუძვლით მისი დაუშველად ცნობა არ შეიძლება. ამიტომ ის ითვლება მისაღებად.
2. არსებითი მხარე
(ა) სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები
230. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე–5–ე მუხლით დადგენილი გარანტიების ფუნდამენტური მნიშვნელობა რაც გულისხმობს პირის უფლებების დაცვას დემოკრატიულ სახელმწიფოში თვითნებური პატიმრობისგან სახელმწიფო უწყების ხელშია. სწორედ ამიტომ სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა მის პრაქტიკაში რომ თავისუფლების ნებისმიერი ფორმით აღკვეთა უნდა იყოს განხორციელებული არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის არსებითი და საპროცესო წესების შესაბამისად არამედ ამასთანავე უნდა იყოს ზედმიწევნით დაცული კონვენციის მე–5–ე მუხლით დადგენილი გარანტიები და უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მიზნებს, კონკრეტულად კი დაიცვას პირი თითნებობისგან (იხილეთ ჩაპელი, ზემოთ ნახსენები, § 118). ეს დაჟინებული მოთხოვნა პირის დაცვისა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან გამომდინარეობს იმ ფაქტიდან რომ მე–5–ე მუხლის პირველი ნაწილი ეხება იმ სიტუაციებს როდესაც შეიძლება რომ პირის თავისუფლება შეიზღუდოს კანონიერად და ხაზს უსვამს რომ ეს გარემოებები უფრო ვიწროდ უნდა იყოს განხილული იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ისინი წარმოადგენს გამონაკლისებს პირის თავისუფლების ძირითადი გარანტიისგან (იხილეთ ქუინი საფრანგეთის წინააღმდეგ, 22 მარტი 1995, § 42, სერიები A no. 311).
231. მნიშვლეოვანია აღინიშნოს რომ კონვენციის ავტორებმა განამტკიცეს პირის დაცვა თავისუფლების თვითნებური აღკვეთისგან კონვენციაში არსებითი უფლებების ჩადებით რომლებმაც უნდა შეამცირონ თვითნებობის რისკი. თავისუფლების აღკვეთის მოქმედება უნდა იყოს განხილული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და სახელმწიფო უწყებები უნდა იყვნენ მასზე პასუხისმგებელნი. მე–5–ე მუხლის §§ 3 და 4 ეხება სისწრაფეს და სასამართლო ზედამხედველობას რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ კონტქსტში. სასამართლოს სწრაფმა ჩარევამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღონისძიებების ან ცუდათ მოპყრობის, ან სხვა მოქმედების რომელიც არღვევს კონვენციის მე–2–ე და მე–3–ე მუხლებით დადგენილ ფუნდამენტურ უფლებებს, გამოვლენა და მათი პრევენცია მოახდინოს. (იხილეთ აკსოი, ზემოთ ნახსენები, § 76). საფრთხის ქვეშ დგება პირის ფიზიკური თავისუფლების დაცვა ასევე მათი პირადი უსაფრთხოება რომელიც დამცავი მექანიზმების არ არსბობის შემთხვევაში შეიძლება იქცეს კანონის უზენაესობის შელახვად და შესაძლოა მოაქციოს პატიმარი პირი სამართლებრივი დაცვის ელემენტარული მექანიზმების მიღმა.
232. ტერორისტული დანაშაულის გამოძიება უდაოდ წარმოადგენს სპეციალურ პრობლემას სახელმწიფოს უწყებებისთვის, ეს არ ნიშნავს რომ მათ აქვთ კარტბლანში მე–5–ე მუხლის ფარგლებში დააკავონ ეჭვმიტანილები და ჰყავდეთ ისინი პატიმრობაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ეროვნული სასამართლოების ეფექტური კონტროლის გარეშე და ბოლო ინსტანციაში კონვენციის საზედამხედველო უწყების მიერ, როდესაც ისინი მიიჩნევენ რომ ადგილი ჰქონდა ტერორისტულ დანაშაულს (იხილეთ დიკმე, ზემოთ ნახსენები, § 64).
233. სასამართლო ხაზს უსვამს ამ საკითხთან დაკავშირებით რომ პირის არ აღიარებული პატიმრობა წარმოადგენს ამ გარანტიების სრულ უგულებელყოფას რაც წარმოადგენს მე––5–ე მუხლის ყველაზე მძიმე დარღვევას. პირზე კონტროლის აღებით სახელმწიფო ორგანოებს აქვთ ვალდებულება დააკონკრეტონ მისი ადგილსამყოფელი. ამიტომ, მე–5–ე მუხლი განხილული უნდა იყოს როგორც ვალდებულება სახელმწიფო უწყების გაატარონ ეფექტური ღონისძიებები და დაიცვან პირი გაუჩინარების რისკისგან და ჩაატარონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება სადაო საჩივარზე იმის თაობაზე რომ პირი იყო დაკავებული და ამის შემდეგ ის არავის უნახავს (იხილეთ კურტი, ზემოთ ნახსენები, §§ 123-124).
(ბ) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება
234. არცერთი მხარე არ დაობს იმის თაობაზე რომ განმცხადებელი 2003 წლის 31 დეკემბერს ჩამოიყვანეს ავტობუსიდან, როდესაც ის შედიოდა მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მაკედონიის პოლიციის ოფიცრებმა დაკითხეს იგი. ამის შემდეგ იგი გაუჩინარდა და არავის უნახავს 2004 წლის 29 მაისამდე. სასამართლომ უკვე დაადგინა საკმარისი მტკიცების სტანდარტით რომ განმცხადებელი იმყოფებოდა სასტუმროში მაკედონიის უსაფრთხოების სამსახურის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ 2003 წლის 31 დეკემბრიდან 2004 წლის 23 იანვრამდე როდესაც ის გადასცეს სკოპიეს აეროპორტში ამერიკის შეერთებულ შტატებს. მოგვიანებით იმავე დღეს ის გადააფრინეს CIA-ის მიერ ოპერირებადი თვითმფრინავით ქაბულში (ავღანეთში), სადაც ის ჰყავდათ პატიმორბაში მის გერმანიაში დაბრუნებამდე.
235. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს განმცხადებლის პატიმრობა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში იყო თუ არა კონევნციის მე–5–ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და განმცხადებლის შემდგომი პატიმრობა ქაბულში შეიძლება თუ არა შერაცხულ იქნას მოპასუხე სახელმწიფოზე. ის დამატებით გამოიკვლევს განხორციელდა თუ არა ეფექტური გამოძიება განმცხადებლის ბარლდებების უკანონო და თვითნებური პატიმრობის შესახებ.
(i) განმცხადებლის პატიმრობა სკოპიეში
236. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს რომ სასამართლოს ბრძანება განმცხადებლის დაპატიმრებასთან დაკავშირებით არ არსებობდა როგორც ეს საჭიროა ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით (იხილეთ პუნქტი 89 ზემოთ). მისი პატიმრობა სასტუმროში არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი. მოპასუხე სახელმწიფოში განმცხადებლის პატიმრობა არ ყოფილა გამყარებული რამე ფორმის პატიმრობის შესახებ დოკუმენტაციით, ან მსგავსი დოკუმენტი არ ყოფილა სასამართლოსთვის წარმოდგენილი. სასამართლოს აზრით ასეთი შემთხვევბის შესახებ ჩანაწერების წარმოება და შენახვა, როგორიცაა პატიმრობის თარიღი, დრო, ადგილი, პატიმრის ვინაობა ასევე პატიმრობის მიზეზი მიიჩნევა კონვენციის მე–5–ე მუხლის მიზნის დარღვევად (იხილეთ კურტი, ზემოთ ნახსენები, § 125). მოპასუხე სახელმწიფოში მისი პატიმრობისას განმცხადებლისთვის არ ყოფილა ხელმისაწვდომი ადვოკატის მომსახურება, მას ასევე არ ქონია უფლება დაკავშირებოდა საკუთარ ოჯახს ან გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს მოპასუხე სახელმწიფოში, როგორც ამას საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 36–ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს (იხილეთ პუნქტი 93 ზემოთ). მას ჩამორთმეული ჰქონდა უფლება სასამართლოს წინაშე წარდგენის იმისათვის რომ მისი პატიმრობის კანონიერება შეემოწმებინა (იხილეთ პუნქტები 84 და 90 ზემოთ). მისი არ აღიარებული და ინკომუნიკადო პატიმრობა ნიშნავს რომ ის მისი დამკავებლების ანაბარა იყო დატოვებული (იხილეთ აკსოი, ზემოთ ნახსენები, § 83). ბოლოს, სასამართლო აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს რომ სახელმწიფოში სადაც კანონის უზენაესობა მოქმედებს პირს შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება პატიმრობის განსაკუთრებულ ადგილას რომელიც სცდება მართლმსაჯულების სისტემას როგორც ეს იყო სასტუმროს შემთხვევაში მოცემულ საქმეში. მას მიაჩნია რომ ეს პატიმრობა ასეთ უცნაურ ადგილას კიდევ უფრო მეტად თვითნებურს ხდის თავისუფლების შეზღუდვას (იხილეთ, mutatis mutandis, ბიტიევა და X რუსეთის წინააღმდეგ, nos. 57953/00 და 37392/03, § 118, 21 ივნისი 2007).
237. ზემოთ გამოვლენილი გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ წარმოადგინა განმარტებები განმცხადებლის პატიმორბასთან დაკავშირებით 2003 წლის 31 დეკემბრიდან 2004 წლის 23 იანვრამდე ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომელიც გაამართლებდა ამ პატიმრობას, სასამართლო ადგენს რომ ამ პერიოდში განმცხადებელი იმყოფებოდა არ აღიარებულ პატიმრობაში რომლითაც სრულად დაირღვა კონვენციის მე–5–ე მუხლით დადგენილი გარანტიები და ეს წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დარღვევას მისი თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების რომელიც კონვენციის მე–5–ე მუხლით არის გარანტირებული (იხილეთ გისაევი რუსეთის წინააღმდეგ, no. 14811/04, §§ 152-153, 20 იანვარი 2011; კადიროვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, no. 5432/07, §§ 127-130, 27 მარტი 2012; და ჩიტაევი და ჩიტაევი რუსეთის წინააღმდეგ no. 59334/00, § 173, 18 იანვარი 2007).
(ii) განმცხადებლის შემდგომი პატიმრობა
238. საჭირო მტკიცების სტანდარტით დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით (იხილეთ პუნქტები 165 და 167 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს რომ 2004 წლის 23 იანვრიდან მაკედონიის უსაფრთხოების ძალებმა გადასცეს განმცხადებელი სკოპიეს აეროპორტში CIA–ის აგენტებს, რომლებმაც ის გადაიყვანეს ავღანეთში CIA –ის სპეციალური საჰაერო ხომლადით, მარტის მოკვლევაში აღწერილია როგორც „კარგად ცნობილი რენდიციის თვითმფრინავი N313P” (იხილეთ პუნქტი 64 მარტის 2006 წლის ანგარიში). ის იქ დარჩა 2004 წლის 28 მაისამდე, იქამდე სანამ მისი ტრანსპორტირება არ მოხდა უკან გერმანიაში, ალბანეთის გავლით.
239. სასამართლო ადგენს რომ ხელშემკვრელი სახელმწიფო დაარღვევდა კონვენციის მე–5–ე მუხლს იმ შემთხვევაში თუ ის განმცხადებელს გადაიყვანდა სახელმწიფოში სადაც ის იქნებოდა მუხლის აშკარა დარღვევის რეალური რისკის წინაშე. (იხილეთ ოტმანი (აბუ კატადა) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, no. 8139/09, § 233, 17 იანვარი 2012). მოცემულ საქმეში, სასამართლომ უკვე დაადგინა მტკიცების საჭირო სტანდარტით რომ განმცხადებლის მიმართ განხორციელდა „უკანონო რენდიცია“ (იხილეთ პუნქტი 221 ზემოთ), რომელიც წარმოადგენს პატიმორბას ...“ნორმალური სამართლებრივი სისტემის მიღმა” და რომელიც „არის ანათემა კანონის უზენაესობისთვის და კონვენციით განმტკიცებული ღირებულებებისთვის“ (იხილეთ ბაბრ აჰმადი და სხვები, ზემოთ ნახსენები, §§ 113-114). მეტიც, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების პატიმრობა „რენდიციის“ პროგრამის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს აშშ–ს უწყებები უკვე დადგენილია სხვა მსგავსი შემთხვევების მაგალითებზე რომ არის თვითნებური. (იხილეთ პუნქტები 103, 106, 113, 119 და 123 ზემოთ). ესეთ შემთხვევებში სასამართლო მიიჩნევს რომ მაკედონიის მთავრობისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის გადაცემით განმცხადებელი აღმოჩნდებოდა კონვენციის მე–5–ე მუხლით დადგენილი უფლებების შელახვის რეალური რისკის წინაშე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს რომ კონვენციის მე–5–ე მუხლი ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არა მარტო თავი შეიკავოს უფლების შელახვისგან არამედ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები იმისათვის რომ საკუთრი იურისდიქციის ფარგლებში ყველასთვის უზრუნველყოს დაცვის მექანიზმები უფლების უკანონოდ შელახვის წინააღმდეგ (იხილეთ სტორკი გერმანიის წინააღმდეგ, no. 61603/00, §§ 100-101, ECHR 2005‑V, და მედოვა რუსეთის წინააღმდეგ, no. 25385/04, § 123, 15 იანვარი 2009). მაკედონიის ხელისუფლებამ არა მარტო ვერ შეძლო შეესრულებინა მისი პოზიტიური ვალდებულება დაეცვა განმცხადებელი კონვენციის მე–5–ე მუხლის საწინააღმდეგო პატიმრობისგან არამედ მათ აქტიურად შეუწყვეს ხელი მის შემდგომ პატიმრობას ავღანეთში გადასცეს რა ის CIA–ის აგენტებს, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ მათ უნდა სცოდნოდათ ან სავარაუდოდ იცოდნენ ამ გადაცემის რისკის შესახებ. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ასევე დგება განმცხადებლის პატიმრობისას 2004 წლის 23 იანვრიდან 28 მაისამდე პერიოდისთვის (იხილეთ, mutatis mutandis, რანცევი კვიპროსის წინააღმდეგ, no. 25965/04, § 207, ECHR 2010).
(iii) დასკვნა
240. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ განმცხადებლის გატაცება და პატიმრობა იწვევს „იძულებით გაუჩინარებას“ როგორც ეს საერთაშორისო სამართლით არის დადგენილი (იხილეთ პუნქტები 95 და 100 ზემოთ). განმცხადებლის „იძულებითი გაუჩინარება“, იმ შემთხვევაშიც კი რომ ის იყო დროებითი, ხასიათდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაუგებრობით რომელიც გაგრძელდა მისი პატიმრობის სრულ ვადაზე (იხილეთ ვარნავა და სხვები, ზემოთ ნახსენები, § 148). ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს არასწორი მოქმედებების და უმოქმედობის შემთხვევებზე, დარღვევა ვრცელდება სრულ პერიოდზე რომელიც იწყება პირველი მოქმედებით და გრძლედება მოქმედებების და უმოქმედობის სრულ პერიოდზე ისე როგორც ეს საერთაშორისო ვალდებულებით არის დადგენილი (იხილეთ ილაშუ და სხვები, ზემოთ ნახსენები, § 321, და ასევე იხილეთ პუნქტი 97 ზემოთ ).
241. ამის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია განმცხადებლის უფლებების შელახვაზე კონვენციის მე–5–ე მუხლის ფარგლებში მისი პატიმრობის სრულ პერიოდზე.
(iv) მე-5-ემუხლის პროცესუალური ასპექტები: ეფექტური გამოძიების ნაკლებობა
242. სასამართლომ უკვე დაადგინა რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ ჩაატარა ეფექტური გამოძიება განმცხადებლის მიმართ განხორციელებული ცუდათ მოპყრობის ბრალდებებზე (იხილეთ პუნქტები 186-194 ზემოთ). იმავე მიზეზით, ის ადგენს რომ შინაარსობრივი გამოძიება არ ჩატარებულა განმცხადებლის სანდო ბრალდებებთან მიმართებით რომ ის იმყოფებოდა თვითნებურ პატიმრობაში (იხილეთ კურტი, ზემოთ ნახსენები, § 128).
243. შესაბამისად ის ადგენს რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე–5–ე მუხლი საპროცესო კუთხით.
V. კონვენციის მე-8-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
244. განმცხადებელმა დამატებით განაცხადა რომ მისი საიდუმლო და სასამართლოს მიღმა გატაცება და თვითნებური პატიმრობა არღვევს მის უფლებებს დადგენილს კონვენციის მე–8–ე მუხლით, რომელიც ამბობს:
“ 1.ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2.დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ა. მხარეთა არგუმენტები
245. განმცხადებელმა წარმოადგინა რომ მისი ტანჯვა იყო აბსოლუტურად თვითნებური, წარმოადგენდა ამ მუხლით დადგენილი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სერიოზულ დარღვევას. ოთხი თვის ვადით ის იმყოფებოდა პატიმრობაში ერთკაციან საპატიმროში, ხედავდა მხოლოდ დაცვას და პირებს ვინც მის დაკითხვას აწარმოებდნენ და მოწყვეტილი იყო საკუთარ ოჯახს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა მის ადგილსამყოფელზე. ამ სიტუაციას ჰქონდა სერიოზული გავლენა მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
246. სახელმწიფო არ დაეთანხმა ამ არგუმენტებს.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. მისაღებობა
247. სასამართლო აღნიშნავს რომ ეს საჩივარი არ არის დაუსაბუთებელი კონვენციის 35–ე მუხლის § 3 ფარგლებში. ის დამატებით მიუთითებს რომ ის სხვა ნებისმიერი საფუძვლით არ არის დაუშვებელი და ამიტომ უნდა ჩაითვალოს მისაღებად.
2. არსებითი მხარე
248. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით „პირადი ცხოვრება“ ფართოა და მისი ამომწურვალი განმარტება არ არსებობს, ის შეიძლება იყოს დამოკიდებული გარემოებებზე და პიროვნების მორალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. სასამართლო დამატებით ადგენს რომ ეს საკითხი ასევე ვრცელდება თავისუფლების აღკვეთაზე. (იხილეთ რანინენი ფინეთის წინააღმდეგ, 16 დეკემბერი 1997, § 63, ანგარიშები 1997‑VIII). მე–8–ე მუხლი ასევე იცავს პირადი განვითარების უფლებას, უფლებას დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან. პირს არ უნდა მოექცენ ისე რომ მისი ღირსება შეილახოს ვინაიდან მთავარი არსი კონვენციის არის „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა“ (იხილეთ პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, no. 2346/02, §§ 61 და 65, ECHR 2002‑III). ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტური ელემენტია ოჯახის წევრების თანაცხოვრება (იხილეთ, mutatis mutandis, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (no. 1), 24 მარტი 1988, § 59, სერიები A no. 130). სასამართლო ადგენს რომ მე–8–ე მუხლის არსებითი ელემენტი არის პირის დაცვა თვითნებური ჩარევისგან სახელმწიფო უწყებების მხრიდან (იხილეთ კრონი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ, 27 ოქტომბერი 1994, § 31, სერიები A no. 297‑C).
249. მოპასუხე სახელმწიფოს მე–3–ე და მე–5–ე მუხლებთან მიმართებით დადგენილ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნების გათვალსიწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ სახელმწიფოს მოქმედებები და უმოქმედობა ასევე იწვევს მის პასუხისმგებლობას კონვენციის მე–8–ე მუხლის მიხედვით. დადგენილი მტკიცებულებით სასამართლო მიიჩნევს რომ განმცხადებლის უფლებაში პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას ჩარევა არ იყო „კანონის შესაბამისი“.
250. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე–8–ე მუხლით გარანტირებული უფლებები.
VI. კონვენციის მე-13-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
251. განმცხადებელმა ასევე განაცხადა რომ მან ვერ მიიღო ეფექტური სამართლებრივი საშუალება კონვენციის მე–13–ე მუხლით დადგენილი მისი კონვენციის მე–3–ე, მე–5– და მე–8–ე მუხლებით დადგენილ უფლებებთან მიმართებით. ის დაეყრდნო კონვენციის მე–13–ე მუხლს რომელიც ადგენს შემდეგს:
“ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
ა. მხარეთა არგუმენტები
252. განმცხადებელმა განაცხადა რომ არ განხორციელებულა ეფექტური გამოძიება რომელიც შეძლებდა მისი დაკავების და მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის ფაქტების დადგენას, რომელიც იქნებოდა კონვენციის მე–3–ე მუხლით დადგენილი საგამოძიებო ელემენტის დამხმარე. მეტიც, არ არსებობდა ეროვნული სამართლებრივი საშუალება რომლითაც ის გაასაჩივრებდა მისი პატიმრობის კანონიერებას იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში და მის გადაცემას CIA–ისთვის, მისი მე–5–ე მუხლით გარანტირებული უფლების დამხმარე. იგივე ვრცელდება კონვენციის მე–8–ე მუხლთან მიმართებით.
253. სახელმწიფო დაეთანხმა რომ ბ–ნი ჰ.კ–ს განცხადებამდე განმცხადებლისთვის არ ყოფილა ხელმისაწვდომი ეფექტური ეროვნული სამართლებირვი საშუალება როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის მე–13–ე მუხლით მისი კონვენციის მე–3–ე და მე–5–ე მუხლების ფარგლებში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე. დამატებით მათ აღიარეს რომ სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით დასკვნების არ არსებობის პირობებში სამოქალაქო სამართლებრივი გამოსწორების მექანიზმი ვერ ჩიათვლებოდა ეფექტურად კონვენციის მე–8–ე მუხლით დადგენილი უფლებების შელახვისას.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. მისაღებობა
254. სასამართლო აღნიშნავს რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35–ე მუხლი § 3 ფარგლებში. ის დამატებით მიუთითებს რომ ეს არ არის დაშვებელი სხვა ნებისმიერი საფუძვლით და სწორედ ამიტომ უნდა იქნას მიჩნეული მისაღებად.
2. არსებითი მხარე
(ა) სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები
255. სასამართლო აღნიშნავს რომ მუხლი 13 ადგენს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების ხელმისაწვდომობას. ამ მუხლის არსი მდგომარეობს იმაში რომ არსებობდეს ეროვნული მექანიზმი რომელიც გავრცელდება როგორც კონვენციის არსის დაცვაზე ასევე შესაბამისი შემამსუბუქებელი საშუალების გაცემაზე, მაგრამ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული დისკრეცია იმასთან მიმართებით თუ როგორ იმოქმედებენ ამ მუხლით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად. მე–13–ე მუხლის ვალდებულების გავრცელება დამოკიდებულია განმცხადებლის კონვენციის ფარგლებში წარდგენილი საჩივრის ბუნებაზე. მიუხედავად ყველაფრისა მე–13–ე მუხლით შეთავაზებული სამართლებრივი საშუალება უნდა იყოს „ეფექტიანი“ როგორც პრაქტიკაში ისე კანონში კონკრეტულად კი რომ ამ საშუალების გამოყენება არ უნდა იყოს გაუმართლებლად გაჭიანურებული მოპასუხე სახელმწიფოს უწყებების მოქმედებებით ან უმოქმედობით. როდესაც პირს აქვს სადაო საჩივარი რომ მის მიმართ განხორციელდა ცუდათ მოპყრობა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან, „ეფქტიანი საშულების“ ტერმინი გულისხმობს კომპენსაციის გადახდასთან ერთად სადაც ეს შესაბამისა, დეტალურ და ეფექტურ გამოძიებას რომლითაც შესაძლებელი იქნება პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დასჯა და მომჩივანისთვის საგამოძიებო ორგანოებისადმი და პროცედურებისადმი ეფექტიანი ხელმისაწვდომობა (იხილეთ ანგუელოვა, ზემოთ ნახსენები, §§ 161-162; ასენოვი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, ზემოთ ნახსენები §§ 114 et seq.; სუჰეილა აიდინი თურქეთის წინააღმდეგ, no. 25660/94, § 208, 24 მაისი 2005; და აკსოი, ზემოთ ნახსენები, §§ 95 და 98).
256. სასამართლო დამატებით აღნიშნავს რომ მე–13–ე მუხლის მოთხოვნები უფრო ფართოა ვიდრე ხელშემკვრელი სახელწმიფოს ვალდებულება დადგენილი მე–3–ე და მე–5–ე მუხლებით ჩაატაროს ეფქტიანი გამოძიება პირის გაუჩინარებასთან მიმართებით რომელიც დადგინდა რომ იმყოფებოდა მათი კონტროლის ქვეშ და რომლის კეთიდლღეობაზეც ისინი შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან (იხილეთ, mutatis mutandis, ორჰანი, ზემოთ ნახსენები, § 384; ხაშიევი და აკაიევა რუსეთსი წინააღმდეგ, nos. 57942/00 და 57945/00, § 183, 24 თებერვალი 2005; და კურტი, ზემოთ ნახსენები, § 140).
257. ზიანის გამოუსწორებელი ბუნების გათვალისწინებით რომელიც შესაძლოა მოხდეს თუ ცუდათ მოპყრობის რისკი მატერიალიზირებულ იქნა და ის მნიშვნელობა რომელსაც სასამართლო ანიჭებს მე–3–ე მუხლს, გამოსწორების ეფექტიანი საშუალება მე–13–ე მუხლით დადგენილი მოითხოვს საჩივრის დამოუკიდებელ და დეტალურ გამოკვლევას რომ არსებობს საკმარისი საფუძველი მე–3–ე მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რისკისა (იხილეთ ჯაბარი თურქეთის წინააღმდეგ, no. 40035/98, § 50, ECHR 2000‑VIII). ეს შემოწმება უნდა განხორციელდეს იმის მიუხედავად თუ რა ჩაიდინა პირმა ან ნებისმიერი აშკარა საფრთხე გამძევებელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისადმი (იხილეთ ჩაჰალი, ზემოთ ნახსენები, § 151).
(ბ) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება
258. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელმა საჯარო პორკურატურაში შეიტანა განცხადება მის მიმართ განხორციელებული ქმედებების თაობაზე კონვენციის მე–3–ე, მე–5–ე და მე–8–ე მუხლების ფარგლებში. ეს საჩივარი არასდროს ყოფილა სერიოზულად გამოძიებული და შეწყდა სწრაფად იმ საფუძვლით რომ მის მიმართ საჩივარში აღწერილი მოპყრობა არ განხორციელებულა. სასამართლომ უკვე დაადგინა რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია განმცხადებლის უფლების შელახვაზე კონვენციის მე–3–ე, მე–5–ე და მე–8–ე მუხლების ფარგლებში. ეს საჩივარი ამ მუხლების ფარგლებში არის „სადაო“ მე–13–ე მუხლთან მიმართებით (იხილეთ ბოილე და რაისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 27 აპრილი 1988, § 52, სერიები A no. 131).
259. განმცხადებელს უნდა ჰქონოდა საშუალება მიეღო ეფექტური და პრაქტიკული სამართლებრივი მისაგებელი რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დასჯა და ასევე კომპენსაციის მიღება მე–13–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო (იხილეთ პუნქტები 186–194 და 242 ზემოთ), ვერ იქნება მიჩნეული რომ ჩატარდა მე–13–ე მუხლის შესაბამისი ეფექტური სისხლის სამართლებრივი გამოძიება განმცხადებლის მიერ კონვენციის მე–3–ე და მე–5–ე მუხლებით დადგენილი საჩივრების თაობაზე. საჯარო პროკურორის პოზიცია არ არის შესაბამისობაში განმცხადებლის მიერ წარდგენილი ცუდათ მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებების გამოძიების ვალდებულებასთან. სახელმწიფომ ასევე დაადასტურა ეფექტური სამართლებრივი საშუალების არ არსებობა შესაბამის დროს (იხილეთ პუნქტი 253 ზემოთ).
260. ამავე დროს, არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულება იმისათვის რომ განმცხადებლის CIA–თვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება განხილული იყო მის მიმართ ცუდათ მოპყრობის, მისი თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების შელახვის რისკის გათვალისწინებით, არც სასამართლო და არც ნებისმიერი სხვა უწყების მიერ რომელიც იძლევა საკმარის გარანტიებს რომ მის წინაშე წარმოებული საქმე იქნება ეფექტიანი (იხილეთ ჩაჰალი, ზემოთ ნახსენები, § 152).
261. როგორც სახელმწიფომ მიუთითა საკუთარ არგუმენტებში სისხლის სამართლის გამოძიების არაეფექტურობამ შელახა ნებისმიერი სხვა სამართლებრივი საშულების ეფექტურობა, მათ შორის სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების კუთხით. სასამართლომ მსგავს საქმეში ერთხელ უკვე დაადგინა რომ კომპენსაციის შესახებ სარჩელი თეორიული და წარმოსახვითია და არ წარმოადგენს ქმედით სამართლებრივ მისაგებელს განმცხადებლისთვის (იხილეთ, mutatis mutandis, კობზარუ, ზემოთ აღნიშნული, § 83; ესტამიროვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, no. 60272/00, §§ 77 და 120, 12 ოქტომბერი 2006; და მუსაევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, nos. 57941/00, 58699/00 და 60403/00, § 175, 26 ივლისი 2007).
262. შესაბამისად, სასამართლო ადგენს რომ განმცხადებელს უარი ეთქვა ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლებაზე რომელიც დადგენილია კონვენციის მე–13–ე მუხლით, განხილული კონვენციის მე–3–ე, მე–5–ე და მე–8–ე მუხლებით.
VII. კონვენციის სხვა ნაგულვები დარღვევები
263. ბოლოს, განმცხადებელმა მიუთითა კონვენციის მე–10–ე მუხლზე, იმ საფუძვლით რომ მას ჰქონდა უფლება ყოფილიყო ინფორმირებული სიმართლის თაობაზე იმ გარემოებების შესახებ რამაც გამოიწვია ნაგულვები დარღვევები კონვენციით გარანტირებული უფლებების. მე–10–ე მუხლი ადგენს:
“1.ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.”
264. სასამართლო მიიჩნევს რომ მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი საკითხი გადაფარავს განმცხადებლის სარჩელის არსებით მხარეს მე–3–ე მუხლის ფარგლებში და უკვე განხილულ იქნა იმ საკითხთან მიმართებით (იხილეთ პუნქტი 192 ზემოთ). მოცემული საქმე არ წარმოშობს რაიმე კონკრეტულ საკითხს რომელიც განხილული უნდა იყოს ცალკე მე–10–ე მუხლის ფარგლებში და რომელიც არ ეხება საჩივარში წარმოდგენილ ფაქტებს. შესაბამისად განმცხადებლის უფლება და თავისუფლება დადგენილი ამ მუხლით არ დარღვეულა.
265. შესაბამისად ეს საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და უნდა იქნას უარყოფილი კონვენციის 35–ე მუხლის §§ 3 (ა) და 4–ის საფუძველზე.
VIII. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
266. კონვენციის 41– ემუხლი ადგენს შემდეგს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ა. ზიანი
267. განმცხადებელი ითხოვს 300 000 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ცუდათ მოპყრობის, პატიმრობის, მისი ბედის გაურკვევლობის, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ სიმართლის აღიარებაზე უარით და მისი რეპუტაციის აღდგენის შეუძლებლობის შედეგად გამოწვეული ტანჯვის და ფსიქოლოგიური პრობლემებისთვის. ამ უკანასკნელთან მიმართებით მან განაცხადა რომ ის გახდა „შეურაცმყოფელი კამპანიის“ ობიექტი, რომელსაც აქვს ნეგატიური გავლენა მის სამსახურებრივ მომავალთან. მისი საჩივრის მხარდასაჭერად, მან მიუთითა მსგავს საქმეზე სადაც შვედეთის, კანადის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობები (იხილეთ პუქნტები 110 და 129 ზემოთ) ვალდებულნი აღმოჩნდნენ გადაეხადათ კომპენსაცია 450 000 აშშ დოლარიდან 10 000 000 აშშ დოლარამდე. მან დამატებით მოითხოვა სასამართლოსგან დაავალდებულოს მოპასუხე სახელმწიფო ჩაატაროს ეფექტური და დეტალური გამოძიება საქმის ფაქტებთან დაკავშირებით. განმცხადებელმა არ მოითხოვა არანაირი ანაზღაურება ფინანსური ზიანისთვის.
268. სახელმწიფო არ დაეთანხმა განმცხადებლის საჩივარს ამ არგუმენტებით. მათ განაცხადეს რომ ის არ გამხდარა „უკანონო რენდიციის“ ობიექტი და უარი თქვეს მის ბრალდებაზე დაუსაბუთებლობის საფუძვლით. ბოლოს, მათ განაცხადეს რომ ნებისმიერი ზიანის შეფასება უნდა იყოს ინდივიდუალური და მისი გამოთვლა არ უნდა ხდებოდეს სხვების შემთხვევებთან შედარების გზით.
269. სასამართლო იმეორებს რომ კონვენციის 41–ე მუხლი ანიჭებს მას უფლებას დაზარალებულ მხარეს შესთავაზოს შესაბამისი კომპენსაცია. ამასთნ მიმართებით ის მიიჩნევს რომ მან გამოავლინა სერიოზული დარღვევები კონვენციის დებულებების მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან. მან დაადგინა, რომ განმცხადებელი აწამეს და მას ცუდათ ეპყრობოდნენ, მოპასუხე სახელმწიფო მონაწილეობას იღებდა განმცხადებლის CIA–ის აგენტებისთვსი შეგნებულად გადაცემის პროცესში მიუხედავად იმისა რომ არსებობდა სერიოზული მიზეზი იმისათვის რომ განმცხადებელი შესაძლოა გამხდარიყო ცუდათ მოპყრობის ობიექტი რაც წარმოადგენს კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევას. სასამართლომ ასევე დაადგინა რომ განმცხადებელი იმყოფებოდა თვითნებურ პატიმრობაში, რაც წინააღმდეგობაშია კონვენციის მე–5–ე მუხლთან. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე ვერ განახორციელა ეფექტური გამოძიება როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე–3–ე და მე–5–ე მუხლები. სასამართლომ დამატებით დაადგინა კონვენციის მე–8–ე მუხლით დადგენილი უფლებების შელახვა განმცხადებლის მიმართ. და ბოლოს, მან დააკისრა მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის ვერ უზრუნველყოფისთვის კონვენციის მე–13–ე მუხლის ფარგლებში იმ ზიანისათვის რომელიც განმცხადებელს მიადგა კონვენციის მე–3–ე, მე–5–ე და მე–8–ე მუხლებით დადგენილი უფლებების შელახვისთვის. სასამართლო მიიჩნევს რომ დარღვევების ფარგლებში განმცხადებელს აშკარად, უდაოდ მიადგა მორალური ზიანი რომელიც არ შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ დარღვევის გამოვლენით.
270. შესაბამისად, კონვენციის განსაკუთრებით უხეში დარღვევების გათვალსიწინებით, რომლის მსხვერპლიც იყო განმცხადებელი, როგორც ამას კონვენციის 41–ე მუხლი მოითხოვს, ადგენს კომპენსაციას 60 000 ევროს ოდენობით და დამატებვით ნებისმიერი გადასახადი რაც შეიზლება ამ თანხას ზემოდან დაეკისროს. (იხილეთ ილაჩუ და სხვები, ზემოთ ნახსენები, § 489).
ბ. ხარჯები
271. განმცხადებელს არ მოუთხოვია ხარჯების ანაზღაურება რომელიც ეროვნულ სასამართლოებში და ევროპულ საამართლოში საქმის წარმოებისთვის იყო საჭირო.
272. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ ამ საკთხზე მას არ მიენიჭება არანაირი თანხა.
გ. საურავი
273. სასამართლომ მიიჩნია რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვითმ რასაც დაემატება სამი პროცენტი.
სასამართლო ერთხმად
1. უარს ეუბნება სახელმწიფოს პირველადი პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე ექვს თვიანი წესი დარღვევასთან მიმართებით;
2. ცნობს საჩივარს დასაშვებად კონვენციის მე–3–ე, მე–5–ე, მე–8–ე და მე–13–ე მუხლების ფარგლებში და საჩივრის დანარჩენ ნაწილს დაუშვებლად ცნობს;
3. ადგენს რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევას მისი საპროცესო კუთხით იმის გამო რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ განახორციელა ეფექტური გამოძიება განმცხადებლის ბრალდებებზე ცუდათ მოპყრობის თაობაზე.
4. ადგენს კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევას მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თაობაზე რაც განიცადფა განმცხადებელმა სკოპიეში სასტუმროში ყოფნის დროს;
5. ადგენს რომ მოპასუხე სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ცუდათ მოპყრობაზე რომელიც განმცხადებელმა განიცადა სკოპიეს აეროპორტში და რომ ეს მოპყრობა მიჩნეულ უნდა იქნას წამებად კონვენციის მე–3–ე მუხლის მიზნებისათვის.
6. ადგენს მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას განმცხადებლის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემაში მიუხედავად იმ რისკისა რომ ის გახდებოდა ობიექტი ისეთი მოპყრობის ორმელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე–3–ე მუხლს;
7. ადგენს რომ განმცხადებლის პატიმრობა სასტუმროში ოცდასამი დღის განმავლობაში არის თვითნებური და არღვევს კონვენციის მე–5–ე მუხლს;
8. ადგენს მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის მე–5–ე მუხლის ფარგლებში განმცხადებლის ავღანეთში პატიმრობისთვის;
9. ადგენს რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ განახორციელა ეფექტური გამოძიება განმცხადებლის ბრალდების თაობაზე თვითნებური პატიმრობის შესახებ, როგორც ეს კონვენციის მე–5–ე მუხლით არის დადგენილი;
10. ადგენს კონვენციის მე–8–ე მუხლის დარღვევას;
11. ადგენს კონვენციის მე–13–ე მუხლის დარღვევას ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის არ არსებობის გამო კონვენციის მე–3–ე; მე–5–ე და მე–8–ე მუხლების დარღვევებისთის;
12. ადგენს
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სამი თვის ვადაში 60 000 ევრო (სამოცი ათასი ევრო), დამატებითი ნებისმიერი გადასახადი რომელიც ამ თანხას დაემატება;
(ბ) ზემოთ ხსენებული სამ თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტი, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
13. უარს ამობობს განმცხადებლის სხვა სასარჩელო მოთხოვნის განხილვაზე სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე;
მომზადებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, წარდგენილია საჯარო განხილვაზე ადამიანის უფლებათა შენობაშ, სტრასბურგი, 2012 წლის 13 დეკემბერი;
მიშელ ო ბოილენიკოლას ბრატზა
გამწესრიგებლის მოადგილე პრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე ტულკენსის, სპიელმანის, სიცილიანოს და კელერის ერთობლივი თანმხვედრი აზრი;
(ბ) მოსამართლე კასადევალის და ლოპეზ გუერას ერთობლივი თანმხვედრი აზრი;
N.B.
M.O’B.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy