© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე ელბერტი ლატვიის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 61243/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
13 იანვარი 2015
საბოლოო
13/04/2015
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის 44 $ 2 პარაგრაფის შესაბამისად.
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას.
წინამდებარე საქმეში ელბერტი ლატვიის წინააღდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) შემდგომი შემადგენლობით:
პაივი ჰირველა, პრეზიდენტი,
ინეტა ზიმელე,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ნონა წოწორია,
ზდრავკა კალაიჯიევა,
კრისტოფ ვოიჩეკი,
ფარის ვეჰაბოვიჩ, მოსამართლეები
და ფატოშ არაჩი, სასამართლო განმწესრიგებლის მოადგილე.
განიხილა რა საქმე დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 4 ნოემბერსა და 2 დეკემბერს,
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 61243/08) ლატვიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 5 დეკემბერს სასამართლოში წარმოადგინა ლატვიის მოქალაქემ, ქ-ნმა ძინტრა ელბერტმა („მომჩივანი“).მომჩივანს რიგაში მომუშავე ადვოკატი ქ-ნი ი. ნიკულჩევა წარმოადგენდა, ლატვიის მთავრობას („მთავრობა“) კი - თავდაპირველად ქ-ნი ი. რეინე, შემდეგ კი ქ-ნი კ. ლიჩე.მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი გარდაცვლილი ქმრისაგან ქსოვილის აღება მისი ნებართვისა და ცოდნის გარეშე მოხდა და რომ იგი ფეხებშეკრული დაკრძალეს.2010 წლის 27 აპრილს, კონვენციის მე-3 და მ-8 მუხლებზე წარმოდგენილი საჩივრის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მთავრობას. 2013 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქმის დასაშვებობა და მისი არსებითი მხარე ერთად განხილულიყო (კონვენციის 20 $ 1 მუხლი).
ფაქტებისაქმის გარემოებანი
მომჩვანი დაიბადა 1969 წელს და ცხოვრობს სიგულდაში. იგი გახლდათ ბ-ნი ეგილს ელბერტის ცოლი (მომჩივნის ქმარი), ლატვიის მოქალაქისა, რომელიც დაიბადა 1961 წელს და გარდაიცვალა 2001 წლის 19 მაისს.
ა. მოვლენები რომელთა შედეგადაც მომჩვანმა შეიტყო ქსოვილის აღების შესახებ2001 წლის 19 მაისს მომჩვნის ქმარი მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში ალლაზის ოლქში. სასწრაფო დახმარებამ იგი გადაიყვანა სიგულდას საავადმყოფოში, თუმცა მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი გზაშივე გარდაიცვალა. იგი განათავსეს სიგულდას საავადმყოფოს მორგში. მომჩივნის დედამთილი, რომელიც მუშაობდა სიგულდას საავადმყოფოში და შესაბამისად უმალვე შეიტყო შვილის გარდაცვალების შესახებ, მის სხეულთან ერთად იყო სიგულდას საავადმყოფოში მანამდე, სანამ არ მოხდა მისი გადასვენება სასამართლო ექსპერტიზის სახელმწიფოს ცენტრში(Valsts tiesu medicīnas expertīžu centrs) („ექსპერტიზის ცენტრი“) რიგაში.2001 წლის 20 მაისის გამთენიის 5 საათზე სხეული გადაიტანეს ექსპერტიზის ცენტრში გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. 13.00-15.00 პერიოდში მას ჩაუტარდა კვეთა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მრავალი დაზიანება თავისა და მკერდის არეში, მათ შორის რამდენიმე გატეხილი ნეკნი და დაზიანებული ხერხემალი. სისხლჩაქცევები იყო მარჯვენა მხარზე, ბარძაყსა და მუხლზეც. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტმა ნ.ს.-მ დაზიანებანი დააკვალიფიცირა როგორც სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში და დაადასტურა კავშირი მათსა და გარდაცვალებას შორის.მთავრობის მიხედვით, კვეთის შემდეგ, ნ.ს.-მ დაადასტურა, რომ ბ-ნი ელბერტის პასპორტში არ იყო ბეჭედი, რომელიც ასახავდა მის უარს მისი სხეულის ქსოვილით სარგებლობაზე და შესაბამისად, ამოკვეთა მას 10x10 სანტიმეტრიანი ქსოვილი თავის ქალიდან (dura mater). მომჩივნის მიხედვით, ნ.ს. ვერ შეამოწმებდა პასპორტში ბეჭდის არსებობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პასპორტი გარდაცვლილს შინ, სიგულდაში ჰქონდა. ამასთანავე, მომჩივანმა აღნიშნა, რომ აღებული ქსოვილის ზომა აღემატებოდა 10x10 სანტიმეტრს და ცდებოდა dura mater ზონას.2001 წლის 21 მაისს პროკურატურამ გასცა ნებართვა სხეულის დაკრძალვაზე. მომჩივნის მიხედვით, 2001 წლის 21 ან 22 მაისს მისი და მივიდა ესქპერტიზის ცენტრში რათა მიეღო ცნობა გარდაცვალების მიზეზების შესახებ, რის გამოც მან მოაწერა ხელი რეგისტრაციის წიგნში. 2001 წლის 22 მაისს დამ ხსენებული დოკუმენტი, ბ-ნი ელბერტის პასპორტთან ერთად წარუდგინა სიგულდას შესაბამის ორგანოს გარდაცვალების მოწმობის ასაღებად.მთავრობის მიხედვით, 2001 წლის 25 მაისს ბ-ნი ელბერტის სხეული გადასცეს მის ნათესავს. მომჩივნის მიხედვით კი სხეული გადაეცა სულ სხვა პირს, რომელიც უბრალოდ ეხმარებოდა მას დაკრძალვის წინა ტრანსპორტირებაში.2001 წლის 26 მაისს სიგუდაში შედგა დაკრძალვა. მომჩვანმა გარდაცვლილი ქმარი პირველად ნახა მაშინ, როდესაც მისი სხეული გადმოასვენეს ექსპერტიზის ცენტრიდან დასაკრძალად. მან ნახა, რომ მისი ფეხები შეკრული იყო. იგი ამ ფორმით დაკრძალეს. ამ დროს მომჩივანი ფეხმძიმედ იყო მეორე ბავშვზე.მომჩივანმა არ იცოდა მისი მეუღლის სხეულიდან ქსოვილის აღების შესახებ და ეს მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყო მაშინ, როდესაც უშიშროების პოლიციამ ამცნო მას სხეულის ორგანოებისა და ქსოვილების უკანონო აღების საფუძველზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ბ. სისხლისსამართლებრივი კვლევა სხეულის ორგანოებისა და ქსოვილების უკანონო ამოღების საქმეზე2003 წლის 3 მარტს უშიშროების პოლიციამ (Drošības Policija) დაიწყო გამოძიება 1994-2003 წლებში, გერმანიაში ბაზირებული ფარმაცევტული კომპანიებისათვის გადაცემის მიზნით, სხეულის ორგანოებისა და ქსოვილების უკანონო ამოღების ფაქტებზე. გამოძიებამ დაადგინა მოვლენათა შემდგომი განვითარება.1994 წლის იანვარში ექსპერტიზის ცენტრის წინამორბედმა ინსტიტუტმა გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან სამეცნიერო კვლევაში თანამშრომლობის შესახებ. მოცემული შეთანხმების თანახმად, გარდაცვალებულ პირთაგან ხორციელდებოდა ქსოვილების სხვადასხვა ტიპების ამოღება - რომელთაც ექსპერტიზის ცენტრი არჩევდა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად - და იგზავნებოდა კომპანიაში დასამუშავებლად. კომპანია მიღებული ქსოვილებს გადააქცევდა ბიო იმპლანტებად და აგზავნიდა უკან ლატვიაში ტრანსპლანტაციის მიზნებისათვის. ჯანდაცვის სამინისტრო დაეთანხმა შეთანხმების პირობებს, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში გადახედა მის პირობებს. პროკურატურამ წარმოადგინა ორი მოსაზრება შეთანხმების შესაბამისობაზე ეროვნულ კანონმდებლობასთან, კერძოდ კი, გარდაცვლილ პირთა სხეულების დაცვის შესახებ კანონთან და ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების გამოყენების შესახებ კანონთან („კანონი“).ექსპერტიზის ცენტრის ნებისმიერი კვალიფიცირებული პერსონალი („ექსპერტი“) უფლებამოსილი გახლდათ განეხორციელებინა ქსოვილის ამოღება საკუთარი ინიციატივის საფუძველზე. ექსპერტიზის ცენტრის თანატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი გახლდათ მათ წვრთნასა და მათი საქმიანობის ზედამხედველობაზე. იგი ამასთანავე პასუხისმგებელი გახლდათ ქსოვილების გერმანიაში გაგზავნაზეც. ექსპერტები გაწეული საქმიანობისათვის იღებდნენ ანაზღაურებას. თავდაპირველად ქსოვლიების ამოღება ხდებოდა ცენტრის ვენტსპილის, სალდუსის, კულდათას, დოგავპილსისა და რეზეკნეს განყოფილებებში. 1996 წლის შემდეგ კი ქსოვილების ამოღება ხორციელდებოდა მხოლოდ რიგის ესქპერტიზის ცენტრსადა და რეზეკნეს ესქპერტიზის განყოფილებაში.შეთანხმების მიხედვით, ექსპერტებს შეეძლოთ ქსოვილის ამოღება იმ გარდაცვლილთაგან, რომლებიც გადაყვანილ იქნენ ექსპერტიზის ცენტრში სასამართლო ექსპერტიზისათვის. ყოველი ექსპერტი ვალდებული იყო დაედგინა თუ რამდენად განაცხადა უარი პოტენციურმა დონორმა სიცოცხლეში მისი ორგანოებისა თუ ქსოვილის ამოღებაზე, რაც ხორციელდებოდა პასპორტის შემოწმებით, სადაც ამის შესახებ ბეჭედი უნდა ყოფილიყო დასმული. თუკი ნათესავები წინააღმდეგნი იქნებოდნენ, უნდა მომხდარიყო მათი სურვილის პატივისცემა, მაგრამ ექსპერტები თავად არ ცდილობდნენ ნათესავებთან დაკავშირებასა თუ მათი სურვილების გარკვევას. ქსოვილის ამოღება უნდა მოხდეს პირის ბიოლოგიური გარდაცვალებიდან ოცდაოთხ საათში.ექსპერტები ვალადებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ ადგილობრივ კანონმდებლობას, თუმცა, მათივე ჩვენების თანახმად, ყველა მათგანს არ ჰქონდა კანონი წაკითხული. მიუხედავად ამისა, ისინი აცხადებდნენ, რომ კანონის შინაარსი მათ იცოდნენ ექსპერტიზის ცენტრის თანატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელისაგან, რომელმაც მათ აუხსნა, რომ ამოღება ნებადართული გახლდათ მხოლოდ მაშინ, თუკი პირის პასპორტში არ იყო ბეჭედი, რომელიც მიუთითებდა, მის უარზე ესარგებლათ მისი ორგანოებითა თუ ქსოვილით და თუკი ნათესავები უარს არ აცხადებდნენ ამოღებაზე.კვლევის ფარგლებში, გამომძიებლებმა დაკითხეს სისხლის სამართლისა და სხეულის ორგანოებისა და ქსოვილების ამოღების სპეციალისტები. დასკვნაში აღინიშნა, რომ ორგანოებისა და ქსოვილების ამოღების საკითხზე არსებობს ორი სამართლებრივი სისტემა - „ინფორმირებული თანხმობა“ და „ნაგულისხმევი თანხმობა“. ესქპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა, თანატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ექსპერტიზის ცენტრის თანამრშომლებმა აღნიშნეს, რომ იმ დროისათვის (ანი, 1993 წლის 1 იანვარს კანონის ძალში შესვლის შემდეგ), ლატვიაში მოქმედებდა „ნაგულისხმევი თნხმობის“ სისტემა. მოცემული პირები მიიჩნევდნენ, რომ ნაგულისხმები თანხმობის სისტემა გულისხმობს, რომ „ყველაფერი რაც არ არის კანონით აკრძალული, ნებადართულია“. თუმცა, გამომძიებლები თვლიდნენ, რომ კანონის მე-2 მუხლი ნათლად მიუთითებდა, რომ ლატვიის სამართლებრივი სისტემა ეფუძნებოდა „ინფორმირებული თანხმობის“ არსს და, შესაბამისად, ამოღება ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი (აშკარად) არის ნებადართული, ანუ, როდესაც თანხმობა მიღებული დონორისაგან მისი სიცოცხლის დროს, ან მისი ნათესავებისაგან.კერძოდ, მომჩვნის მეუღლის სხეულიადნ ქსოვილის ამოღების საქმეზე 2003 წლის 12 მაისს დაიკითხა ექსპერტი ნ.ს. შემდეგ, 2003 წლის 9 ოქტომბერს მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი (cietušais) და დაიკითხა იმავე დღეს.2005 წლის 30 ნოემბერს ექპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, ექსპერტიზის ცენტრის თანატოლოგიის დეპარტამენრის ხელმძღვანელის და რეზეკნეს სასამართლო ექსპერტიზის განყოფილების ხელმძღვანელის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება ქსოვლიების ამოღების საქმეზე. ზემოთგანხილული მოსაზრებანი ჩაიწერა გადაწყვეტილებაში (lēmums par kriminālprocesa izbeigšanu), ხოლო ეროვნული კანონმდებლობის განმარტების სხვადასხვაობანი კი ბრალდებულთა სასარგებლოდ განიმარტა. ამასთანავე, 2004 წელს ცვილებები შევიდა კანონში, სადაც აღინიშნა, რომ „ნაგულისხმევი თანხმობა“ წარმოადგენდა ლატვიაში განმარტების საყრდენ პრინციპს. ასევე, აღინიშნა, რომ კანონის 2-4 და 11 მუხლები არ დარღვეულა და რომ არ დადგინდა სისხლის სამართლის კანონის 139-ე მუხლის ელემენტების არსებობა.2005 წლის 20 დეკემბერსა და 2006 წლის 6 იანვარს პროკურორებმა არ დააკმაყოფილეს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივრები და დაადგინეს, რომ გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ კანონიერი და გამართლებული იყო.2006 წლის 24 თებერვალს გენერალური პროკურატურის ზემდგომმა პროკურორმა განიხილა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ გამოძიება არ უნდა შეწყვეტილიყო. მან დაადგინა, რომ ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტებმა დაარღვიეს კანონი და რომ ქსოვილის ამოღება უკანონო გახლდათ. გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა უშიშროების პოლიციას.2007 წლის 3 აგვისტოს სისხლისსამართებრივი გამოძიება მომჩივნის გარდაცვლილი მეუღლის სხეულიდან ქსოვილის ამოღების ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულების ვადით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის გასვლის გამო. თუმცა, სამართლებრივი საფუძველი, თუ რატომ მოხდა გამოძიების შეწყვეტა გახლდათ დანაშაულის ელემენტების არარსებობა. 2007 წლის 13 აგვისტოს მომჩვანმა შეიტყო ხსენებული გადაწყვეტილების შესახებ. 2007 წლის 19 სექტემბერსა და 8 ოქტომბერს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივრების პასუხად, პროკურორებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება კანონიერი და გამართლებული გახლდათ.2007 წლის 3 დეკემბერს გენერალური პროკურატურის კიდევ ერთმა ზემდგომმა პროკურორმა განიხილა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ გამოძიება არ უნდა შეწყვეტილიყო. პროკურორმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტებმა დაარღვიეს კანონის დებულებანი და რომ ქსოვილის ამოღება უკანონო გახლდათ. გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთხელ შეიცვალა და საქმე ისევ გადაეგზავნა უშიშროების პოლიციას.2008 წლის 4 მარტს მიღებულ იქნა კიდევ ერთი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომელიც იურიდიულად დაეფუძნა ხანდაზმულობის ვადის გასვლას. 2008 წლის 27 მარტს, მომჩივნის საჩივრის პასუხად, პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაუქმა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ.დაიწყო ახალი გამოძიება. მოცემული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 1999 წელს ქსოვილი ამოღებულ იქნა 152 ადამიანისაგან; 2000 წელს 151 ადამიანისაგან; 2001 წელს 127 ადამიანისაგან; და 2002 წელს 65 ადამიანისაგან. კომპანიისადმი ქსოვილების მიწოდების სანაცვლოდ, ექსპერტიზის ცენტრმა შეიძინა სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკა, ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები და კომპიუტერები ლატვიაში სამედიცინო ინსტიტუტებისათვის, ყველა ეს ხარჯი აანაზღაურა კომპანიამ. მოცემული შეთანხმების ფარგლებში, კომპანიის მიერ შეძენილი ტექნიკის ღირებულება აღემატებოდა კომპანიისადმი გაგზავნილი ქსოვილების ღირებულებას. 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით (იხ. ქვემოთ), აღინიშნა, რომ ქსოვილი არ იყო ამოღებული ტრანსპლანტაციის მიზნებისათვის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, არამედ მოხდა მისი გამოყენება სხვა პროდუქტებში, რომელიც გამოყენებულ იქნებოდა პაციენტების მიერ არა მხოლოდ ლატვიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.2008 წლის 14 აპრილს, სისხლისსამართლებრივი გამოძიება შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მაგალითად, როდესაც ექსპერტი რეზეკნეს სასამართლო ექსპერტიზის განყოფილებიდან ესაუბრებოდა ნათესავებს სხეულის ორგანოს ან ქსოვილის პოტენციური ამოღების შესახებ, იგი არასდროს ატყობინებდა მათ ამგვარი პოტენციური ამოღების შესახებ და არც მათ თანხმობას იღებდა. ყველა ნათესავის ჩვენებების მიხედვით, ისინი არ დათანხმდებოდნენ ორგანოს ან ქსოვილების ამოღებაზე, რომ სცოდნოდათ ამის შესახებ და მათი სურვილი რომ გაეთვალისწინებინათ. ექსპერტების ჩვენებების მიხედვით, ისინი ხანდახან ამოწმებდნენ პასპორტებში არსებულ ბეჭედს და არც ნათესავებისაგან ეძიებდნენ თანხმობას, რადგან არც კი უკავშირდებოდნენ მათ. ასევე აღინიშნა, რომ 2002 წლის 1 იანვრიდან ინფორმაცია ექვემდებარებოდა სავალდებულო მიღებას მოსახლეობის აღრიცხვის ფონდიდან, რასაც ექსპერტები არ აკეთებდნენ. შესაბამისად, აღინიშნა, რომ ექსპერტები, მათ შორის ნ.ს.-იც, ეწინააღმდეგებოდნენ კანონს და არღვევდნენ ნათესავთა უფლებებს. თუმცა, ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (რომლის ათვლაც დაიწყო 2003 წლის 3 მარტს) სისხლისამართლებრივი გამოძიება შეწყდა და 2008 წლის 9 მაისსა და 2 ივნისს პროკურორებმა უცვლელად დატოვეს შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიუხედავად მომჩივნის საჩივრებისა. რის შემდეგც მომჩივანმა კიდევ ერთი საჩივარი წარმოადგინა.ამასობაში, ექსპერტებმა, მათ შორის ნ.ს.-მაც, გაასაჩივრეს სისხლისსამართლებრივი გამოძიების შეწყვეტის საფუძველი (kriminālprocesa izbeigšanas pamatojums). ისინი ასაჩივრებდნენ მათ სტატუსს, რომლის მიხედვითაც ისინი წარმოადგენდნენ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც მიმდნარეობდა გამოძიება ქსოვილების უკანონო ამოღებაზე, რადგან მათთვის არცერთ ეტაპზე არ შეუტყობინებიან მოცემული გამოძიების შესახებ და, შესაბამისად, აცხადებდნენ, რომ ვერ ისარგებლეს დაცვის უფლებებით. 2008 წლის 26 ივნისს ქალაქ რიგის ვიდზემეს ოლქის სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რითიც დააკმაყოფილა მათი აპელაცია (საქმე N. 1840000303), გააუქმა 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე გამოსაძიებლად უკან გადაუგზავნა უშიშროების პოლიციას. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
“მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ტრანსპლანტის გარკვეული ნაწილი არ იქნა გამოყენებული ლატვიელი პაციენტებისათვის, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი გამოყენებულ იქნა სხვა პროდუქტის დასამუშავებლად, სამეცნიერო ან საგანმანათლებლო მიზნებისათვის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება მასზედ, რომ ამოღებული ქსოვილები ტრანსპლანტაციის გარდა სხვა მიზნებისთვის იქნა გამოყენებული ...
საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ტრანსპლანტაციისათვის ქსოვილის ამოღება განხორციელდა გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში გამოთქმული უარის უგულველყოფით და ჩაიწერა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ან უახლოესი ნათესავების მიერ გამოთქმული უარის უგულვებელყოფით.
იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ინსტრუმენტები იმ ექსპერტებს, რომლებიც ახორციელებენ ქსოვლისა და ორგანოების ამოღებას გარდაცვლილი პირისაგან, არ აკისრებენ ვალდებულებას შეატყობინონ პირებს მათი უფლების შესახებ განაცხადონ უარი ქსოვილის ან ორგანოს ამოღებაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტებს არ ეკისრებოდათ ამგვარი ვალდებულება; გარდაცვლილი პირის ნათესავებისათვის ქსოვილის ამოღების განზრახვის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობით, ექსპერტებს არ დაურღვევიათ 1994 წლიდან 2003 წლის მარტამდე მოქმედი [კანონის] დებულებანი. [კანონის] მე-4 მუხლი ადგენს უახლოესი ნათესავების უფლებას უარი განაცხადონ გარდაცვლილი პირის ორგანოების ან/და ქსოვილების ამოღებაზე, თუმცა ექსპერტს არ აკისრებს ვალდებულებას განუმარტოს უფლებები ნათესავებს. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომელიც ექსპერტებს დააკისრებდათ ვალდებულებას შეეტყობინებინათ ნათესავებისათვის ქსოვილის ან/და ორგანოს ამოღების შესახებ განზრახვა და განემარტათ ნათესავებისათვის მათი უფლება უარი განეცხადებინათ თანხმობის მიცემაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პირთა დასჯა იმ ვალდებულებების დაუცველობის გამო, რომელიც არ იყო ნათლად განსაზღვრული მაშინ მოქმედი კანონმდებლობით. შესაბმისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტებმა, რომლებმაც გარდაცვლილისაგან ამოიღეს ქსოვილი და ორგანო, არ დაურღვევიათ... [კანონი].
... სასამართლო ასაევე მიიჩნევს, რომ ექსპერტთა ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით გაწერილი დანაშაულის ელემენტებს; შესაბამისად, შესაძლებელია შეწყდეს სისხლისსამართლებრივი გამოძიება გამამართლებელი მიზეზით - კერძოდ კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 377(2) მუხლის საფუძველზე - დანაშაულის ელემენტების არარსებობის გამო.“2008 წლის 2 ივლისს ზემდგომმა პროკურორმა უპასუხა მომჩივნის საჩივარს. მან აღიარა, რომ გამოძიებას დასჭირდა დიდი ხანი გადაწყვეტილების მრავალჯერადი გასაჩივრების გამო. თუმცა, არ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მის არაჯეროვან გაჭიანურებას. ამასთანავე, მან აცნობა მომჩივანს, რომ სასამართლომ გააუქმა 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება ექსპერტთა აპელაციის საფუძველზე. ასევე მიუთითა, რომ ახალი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებულ იქნა 2008 წლის 27 ივნისს და რომ ამის შესახებ მომჩივანი შეიტყობს სათანადო ვადებში.მართლაც, 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება მომჩივანმა რამდენიმე დღეში მიიღო. მასში კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ ექსპერტებს არ ეკისრებოდათ ვალდებულება შეეტყობინებინათ ნებისმიერი პირისათვის მათი უფლება დათანხმებოდნენ ან უარი ეთქვათ ორგანოს ან ქსოვილის ამოღებაზე. კანონის მე-4 მუხლი ადგენს უახლოესი ნათესავების უფლებას უარი განაცხადონ გარდაცვლილის ორგანოს ან ქსოვილის ამოღებაზე, მაგრამ ამასთანავე ექსპერტებს არ აკისრებს ვალდებულებას განუმარტონ მოცემული უფლებები ნათესავებს. დაუშვებელია პირის დასჯა იმ ვალდებულების დაუცველობის გამო, რომელიც არ იყო ნათლად გაწერილი სამართლებრივ ნორმაში; ექსპერტებს არ დაურღევიათ კანონი. მომჩივანმა კიდევ ერთხელ გაასაჩივრა ხსენებული გადაწყვეტილება.2008 წლის 15 აგვისტოს პროკურორმა მას უპასუხა, inter alia, და მიუთითა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის სხეულის შებღალვას. ამასთანავე, მან განმარტა, რომ ექსპერტებმა განახორციელეს რიგი ქმედებები სამედიცინო მიზნებისათვის ქსოვილების უკანონო ამოღებასთან მიმართებაში. ქსოვილის ამოღების შემდეგ, როგორც წესი, ხდება სხვა მასალის გამოყენება/დამატება გარდაცვლილის ვიზულური ერთიანობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი გამოძიება ხორციელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე და არა 228-ე მუხლით, სადაც ეს უკანასკნელი ეხება გარდაცვლილის სხეულის შებღალვას.2008 წლის 10 სექტემბერს ზემდგომმა პროკურორმა უპასუხა მომჩივანს, რომ არ არსებობდა საფუძველი შესწავლილიყო სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის საფუძველზე ქსოვლის აღება როგორც გარდცვლილის სხეულის შებღალვა. ექსპერტებმა იმოქმედეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად, ჩასვეს რა სხვა მასალა ამოღებული ქსოვილის ადგილას. ინსტრუქციის მიხედვით, ქსოვილი იმგვარად უნდა იყოს ამოღებული, რომ არ დასახიჩრდეს სხეული და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს მისი აღდგენა.2008 წლის 23 ოქტომბერს სხვა ზემდგომმა პროკურორმა უპასუხა მომჩივანს და შეატყობინა საბოლოო ნეგატიური გადაწყვეტილება.
შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები და ეროვნული კანონმდებლობა
ა. ევროპის საბჭოს დოკუმენტები1978 წლის 11 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია (78) ადამიანური ნივთიერებების ამოღების, გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის შესახებ 29 წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით. მოცემული რეკომენდაცია უთითებდა წევრ სახელმწიფოების მთავრობებს უზრუნველეყოთ მათი კანონმდებლობის შესაბამისობა რეზოლუციის ტექსტზე თანდართულ წესებთან ან ახალი კანონმდებლობის ფარგლებში მიეღოთ დებულებანი, რომელიც შეესაბამებოდა ხსენებულ წესებს.
რეზოლუციის მე-10 მუხლი მიუთითებს შემდეგს:
„1. ამოღებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი თუკი არსებობს ცხადი ან ნაგულისხმევი უარი გარდაცვლილის მხრიდან, კერძოდ კი, გათვალისწინებულ უნდა იქნას მისი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსი.
2. გარდაცვლილის აშკარა ან ნაგულისმევი სურვილის არარსებობის შემთხვევაში დასაშვებია ამოღება. თუმცა, სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამოღებაზე თუკი: გარდაცვლილის ოჯახის წევრების შესაძლებლობის ფარგლებში გამოკვლეულია მოსაზრება და მისი სამართალმემკვიდრეების მხრიდან იკვეთება აშკარა უარი ამოღებაზე; თუკი გარდაცვლილი პირი უნარშეზღუდული გახლდათ, შესაძლოა სავალდებულო შეიქნას მისი წარმომაგენლის ნებართვა.“ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენებისას ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის შესახებ კონვენცია (ევროპის საბჭოს სახელშეკრულებო სერიები, N. 164) წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებას ბიოეთკის სფეროში („ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის კონვენცია“). მარატიფიცირებელი სახელმწიფოებისათვის იგი ძალაში შევიდა 1999 წლის 1 დეკემბერს. ლატვიამ ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის კონვენციას ხელი მოაწერა 1997 წლის 4 აპრილს და მისთვის ძალაში შევიდა 2010 წლის 1 ივნისს. ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის კონვენცია არ ვრცელდება გარდაცვლილ პირთაგან ორგანოებისა და ქსოვილების ამოღებაზე. იგი ეხება ტრანსპლანტაციის მიზნით ცოცხალი დონორებისაგან ორგანოებისა და ქსოვილების ამოღებას (მუხლები 19,20).გარდაცვლილ პირთაგან ორგანოებისა და ქსოვილების ამოღებას არეგულირებს „ადამიანური წარმოშობის ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შესახებ დამატებითი ოქმი“ (ევროპის საბჭოს სახელშეკრულებო სერიები N. 186), რომელიც მოიხმო მთავრობამ. მარატიფიცირებელი სახელმწიფოებისათვის იგი ძალაში შევიდა 2006 წლის 1 მაისს. ლატვიას მოცემულ ხელშეკრულებაზე არც ხელი აქვს მოწერილი და არც რატიფიცირება მოუხდენია მისი.დამატებითი ოქმის შესაბამისი მუხლები აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 1 - ამოცანა
„წინამდებარე ოქმის ხელმომწერი მხარეები უზრუნველყოფენ ყოველი ადამიანის ღირსებისა და ინდივიდუალობის დაცვასა და ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის სფეროში თითოეული პირის ხელშეუხებლობას, სხვა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.“
მუხლი 16 - გარდაცვალების მოწმობა
„დაუშვებელია გარდაცვლილი პირისაგან ორგანოს ან ქსოვილის აღება კანონით განსაზღვრული წესით გარდაცვალების ცნობის გაცემამდე.
ექიმები, რომლებიც გასცემენ გარდაცვალების ცნობას არ უნდა მონაწილეობდნენ გარდაცვლილი პირის ორგანოს ან ქსოვილის ამოღების ან გადანერგვის პროცესში. მათ ასევე არ უნდა ევალებოდეთ ორგანოს ან ქსოვილის პოტენციური მიმღების მოვლა.“
მუხლი 17 - თანხმობა და ნებართვა
„გარდაცვლილი პირის ორგანოს ან ქსოვილის ამოღება დაუშვებელია კანონით გათვალისწინებული თანხმობის ან ნებართვის მიღებამდე.
ორგანოს ან ქსოვილის ამოღება დაუშვებელია თუ გარდაცვლილი ამის წინააღმდეგი იყო.“
მუხლი 18 - ადამიანის სხეულის პატივისცემა
„ორგანოს ამოღებისას ადამიანის სხეულს უნდა მოეპყრონ პატივისცემით და უნდა მოხდეს ყველა შესაძლო ზომის მიღება გვამის გარეგნული სახის აღსადგენად.“
დამატებით ოქმზე თანდართული განმარტებითი ანგარიში აღნიშნავს შემდეგს:
შესავალი
„2. ოქმის მიზანია განისაზღვროს და დაიცვას ორგანოსა და ქსოვილთა, ცოცხალი თუ გარდაცვლილი დონორების უფლებები, ისევე როგორც იმ პირთა უფლებები, რომლებიც იღებენ ორგანოების იმპლანტებსა და ადამიანური წარმოშეობის ქსოვილებს.“
ოქმის შემუშავება
„7. წინამდებარე ოქმი ვრცელდება ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის კონვენციის დებულებებზე ორგანოთა, ქსოვილთა და ადამიანური წარმოშობის უჯრედთა გადანერგვის სფეროში. კონვენციის დებულებები ვრცელდება ოქმზც. გამოყენების გასამარტივებლად ოქმი იმგვარად შემუშავდა, რომ არ იყოს აუცილებელი კონვენციაზე გადამისამართება მისი დებულებების მოცულობის გასაგებად. თუმცა, კონვენცია მოიცავს პრინციპებს, რომელთა განვითარებასაც ისახავს მიზნად ოქმი. შესაბამისად, ორივე ტექსტის სისტემატიური გადახედვა სასარგებლო და ხანდახან აუცილებელი გახლავთ.“
კომენტარები ოქმის პრეამბულის დებულებების შესახებ
„13. პრეამბულა ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენცია იცავს ყველა ადამიანის ღირსებასა და ინდივიდუალობას და უზრუნველყოფს მათი ხელშეუვალობის პატივისცემას და აყალიბებს შესაბამის საფუძველს, რომელზეც უნდა მოხდეს ორგანოებისა და ქსოვილების დონორების, პოტენციური დონორების და მიმღებების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის დამატებითი სტანდარტების განსაზღვრა.“
მუხლი 1 - ამოცანა
„16. მოცემული მუხლი განსაზღვრავს, რომ ოქმის ამოცანა გახლავთ ყოველი ადამიანის ღირსებისა და ინდივიდუალობის დაცვა და ორგანოებისა და ადამიანური წარმოშობის ქსოვილების გადანერგვის სფეროში თითოეული პირის ხელშეუხებლობისა და სხვა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
17. პირველ მუხლში გამოყენებულია ტერმინი „ყოველი ადამიანი“, რადგან მიჩნეულია რომ იგი ყველაზე მეტად შეესაბამება ემბრიონისა თუ ნაყოფის ორგანოებისა და ქსოვილების ამოღებას ოქმის მოქმედების სფეროდან, როგორც ეს აღინიშნა კიდევაც მე-2 მუხლში (იხ. პარაგრაფი 24 ქვემოთ). ოქმი ეხება მხოლოდ დაბადებული პირის, ცოცხალისა თუ გარდაცვლილის, ორგანოებისა და ქსოვილების ამოღებასა და ორგანოებისა და ადამიანური წარმოშობის ქსოვილების გადანერგვას ასევე დაბადებულ ადამიანზე.“
მუხლი 16 - გარდაცვალების მოწმობა
„94. პირველი პარაგრაფის მიხედვით პირის გარდაცვალება უნდა დადგინდეს „კანონის შესაბამისად“ მანამდე, სანამ მოხდება მისი ორგანოებისა თუ ქსოვილების ამოღება. პირის გარდაცვალების დამოწმების პროცედურის სამართლებრივად განსაზღვრა, მაშინ როდესაც მისი მთავარი ფუნქციები ჯერ ისევ ხელოვნურად ნარჩუნდება, წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს ქვეყნებში კანონი ეფუძნება თავის ტვინის გარდაცვალების დადგომასა და პირობებს.
95. ექიმების მიერ პირის გარდაცვალება დგინდება შეთანხმებული პროცედურის შედეგად და მხოლოდ ასეთი გარდაცვალების მოწმობა წარმოადგენს გადანერგვის ნებართვის საფუძველს. მანამდე, სანამ დაიწყება ამოღების ოპერაცია, ამომღები გუნდი უნდა დარწმუნდეს, რომ სავალდებულო პროცედურა დაცულია. რიგ ქვეყნებში გარდაცვალების მოწმობის ამგვარი პროცედურა განსხვავდება გარდაცვალების მოწმობის ოფიციალური გაცემისაგან.
96. მე-16 მუხლის მეორე პარაგრაფი წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას გარდაცვლილი პირისათვის, ეხება რა გარდაცვალების დამოწმების მიუკერძოებლობას, როდესაც განსაზღვრავს, რომ ის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ადგენს გარდაცვალებას, არ უნდა მონაწილეობდეს გადანერგვის პროცესის არცერთ ეტაპზე. მნიშნველოვანია, რომ გარდაცვლილი პირის ინტერესები და შემდეგ გარდაცვალების დამოწმება ხორციელდებოდეს და ჩანდეს, რომ განხორციელდა იმ სამედიცინო ჯგუფის მიერ, რომელის სრულად განსხვავდება გადანერგვის პროცესში მონაწილე გუნდისაგან. ამ ორი ფუნქციის გაუმიჯნაობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს გადანერგვის სისტემისადმი საზოგადოების ნდობაზე და უარყოფითად აისახება დონორობაზე.
97. წინამდებარე ოქმის მიზნებისათვის, ახალშობილები, მათ შორის ანენცეფალური ახალშობილები, ექვემდებარებიან ისეთივე დაცვას როგორც ნებისმიერი ადამიანი და მათი გარდაცვალების დამოწმებაზეც იგივე წესები ვრცელდება.“
მუხლი 17 - თანხმობა და ნებართვა
„98. მე-17 მუხლი კრძალავს ნებისმიერი ორგანოსა თუ ქსოვილის ამოღებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ორგანოს ან ქსოვილის ამოღების შემთავაზებული პირის მიერ თანხმობისა და ნებართვის მიღების გარეშე. მოცემული დებულება წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს შეიმუშავონ სამართლებრივი სისტემა, რომელიც აყალიბებს იმ პირობებს, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება ორგანოებისა თუ ქსოვილების ამოღებისათვის ნებართვის გასაცემად. ამასთანავე, მე-8 მუხლის მიხედვით მხარეებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები რათა შეატყობინონ საზოგადოებას თანხმობისა და ნებართვის საკითხები გარდაცვლილ პირთაგან ამოღების შემთხვევებში (იხ. პარაგრაფი 58 ზემოთ).
99. თუკი პირმა გამოხატა სურვილი ან უარი განაცხადა სიცოცხლეში, უნდა მოხდეს მისი სურვილის პატივისცემა გარდაცვალების შემდეგ. თუკი არსებობს ოფიციალური პლატფორმა, სადაც შესაძლებელია აისახოს ხსენებული სურვილი და თუკი პირს რეგისტრირებული აქვს თანხმობა დონორობაზე, მაშინ უპირატესობა ენიჭება მის თანხმობას: ამოღება უნდა მოხდეს თუკი ეს შესაძლებელია. იმავე ლოგიკით, დაუშვებელია ამოღება, თუკი ცნობილია, რომ პირმა უარი განაცხადა. უკანასკნელი სურვილების ოფიციალური რეესტრის შემოწმება სავალდებულოა მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებმაც მოახდინეს სურვილის რეგისტრირება. იგი არ წარმოადგენს გარდაცვლილი პირის სურვილების დადგენის ერთადერთ გზას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეესტრი სავალდებულოა.
100. სხეულის ორგანოებისა და ქსოვილების ამოღება გარდაცვილი ადამიანიდან დასაშვებია, თუკი გარდაცვლილს სიცოცხლის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა თანხმობა მაგრამ კანონით დადგენილი ყველა ნებართვა მიღებულია. ნებართვის მიღება ასევე შესაძლებელია სავალდებულო შეიქნას გარდაცვლილი პირისაგან ამოსაღებად, თუკი სიცოცხლის დროს მას შეეძლო თანხმობის გაცემა, მაგრამ არ გაუჟღერებია მისი სურვილი გარდაცვალების შემდეგ ორგანოებისა და ქსოვილების ამოღებაზე.
101. სახელმწიფოს მიერ მომავალი სისტემის დანერგვამდე, მუხლი ადგენს, რომ თუკი გარდაცვლილი პირის სურვილი საეჭვოა, შესაძლებელი უნდა იყოს ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობა, შესაბამისი პროცედურის თანახმად. რიგი სახელმწიფოების კანონმდებლობა უშვებს, რომ თუკი არსებობს დონაციაზე არაპირდაპირი ან ნაგულისხმები უარი, ამოღება მაინც შესაძლოა ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში, კანონი ადგენს სურვილის გამოხატვის საშუალებას, მაგალითად, პრეტენზიების რეესტრს. სხვა ქვეყნებში, კანონი არ უშვებს ვარაუდებს კონკრეტულ პირთა სურვილებთან დაკავშირებით და აწესებს ვალდებულებას გაირკვეს ნათესავებსა და მეგობრებს შორის თუ რამდენად სურდა გარდაცვლილს ორგანოების გაცემა.
102. სისტემისდა მიუხედავად, თუკი სათანადოდ არ არის დადგენილი გარდაცვლილის სურვილი, ორგანოების ამოღებაზე პასუხისმგებელი გუნდი უნდა დაუკავშირდეს გარდაცვლილის ნათესავებს მათი პოზიციის შესატყობად. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა სხვაგვარად ადგენს, ამგვარი ნებართვა არ უნდა იყოს დამოკიდებული ორგანოებისა და ქსოვილების გაცემის შესახებ გარდაცვლილის უახლოესი ნათესავების მოსაზრებაზე. ახლო ნათესავების მოსაზრება მნიშვნელოვანია გარდაცვლილი პირის გამოთქმული ან ნაგულვები სურვილების გასათვალისწინებლად. პოტენციური დონორის მიერ გამოხატულ მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ორგანოებისა თუ ქსოვილის ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მხარეებმა ნათლად უნდა განსაზღვრონ შესაძლოა თუ არა ორგანოებისა თუ ქსოვილების ამოღება თუკი არ არის ცნობილი გარდაცვლილი პირის მოსაზრება და თუკი რთულია მისი დადგენა ნათესავების ან მეგობრების დახმარებითაც.
103. როდესაც პირი გარდაიცვლება ქვეყანაში, სადაც იგი ჩვეულებრივ არ ცხოვრობს, ამოღების განმახორციელებელმა ჯგუფმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები რათა დაადგინოს გარდაცვლილის სურვილები. ეჭვის შემთხვევაში, ამოღების განმახორციელებელმა გუნდმა პატივი უნდა სცეს იმ ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს გარდაცვლილი, ან დეფოლტად , იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც გახლავთ გარდაცვლილი პირი.“
მუხლი 18 - ადამიანის სხეულის პატივისცემა
„104. გარდაცვლილის სხეული იურიდიულად არ მიიჩნავა პირად, მაგრამ მიუხედავად ამისა იმსახურებს პატივისცემით მოპყრობას. მოცემული მუხლი, შესაბამისად ადგენს, რომ ამოღების დროს სხეულს უნდა მოექცნენ პატივისცემით და ამოღების შემდეგ უნდა აღდგეს მისი პირვანდელი ვიზუალური მხარე.“2002 წლის მაისში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა კითხვარი გადაუგზავნა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამართლისა და პრაქტიკის საკითხებზე. ლატვიის მთავრობამ უპასუხა შეკითხვას თუ რამდენად შეესაბამება ცოცხალი დონორიდან ამოღება ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის მე-19 და მე-20 მუხლებს და აღნიშნა, რომ ნებართვა სავალდებულო იყო გარდაცვლილი პირის სხეულის დაცვისა და ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მიხედვით. მათ აღნიშნეს, რომ სავალდებულო იყო წერილობითი ნებართვა. შეკითხვაზე თუ „რა ტიპის ურთიერთობა უნდა არსებობდეს ორგანოს ცოცხალ დონორსა და მიმღებს შორის“ მთავრობამ მოიხმო ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის კონვენციის მე-19 და მე-20 მუხლები. პასუხად შეკითხვაზე თუ „რა სანქციები არის დაწესებული ორგანოების ტრეფიკინგში ჩართულ პირებზე, კერძოდ კი შუამავლებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე?“ ლატვიის მთავრობამ მოიხმო სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი (იხ. პარაგრაფი 53 ქვემოთ).
ბ. ევროპის საბჭოს დოკუმენტები
1998 წლის 21 ივლისს, ევროპის კომისიის მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების ეთიკის ევროპულმა ჯგუფმა გამოსცა მოსაზრება N.11 „ადამიანის უჯრედების შენახვის ეთიკური ასპექტების შესახებ“. მისი შესაბამისი ნაწილი მიუთითბს შემდეგს:
„2.3 ინფორმაცია და ნებართვა
ადამიანის უჯრედების შეძენა საჭიროებს წინასწარ, ინფორმირებულ და თავისუფალ თანხმობას გამღები პირისაგან. მოცემული არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ქსოვილის შეძენა ხდება მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართლებრივი, კერძოდ კი, სისხლისსამართებრივი სამართალწარმოების ფარგლებში.
მაშინ როდესაც თანხმობა წარმოადგენს ევროპაში მოქმედ ფუნდამენტურ ეთიკურ პრინციპს, მისი მიღების პროცედურები და ფორმები (ზეპირი ან წერილობითი, მოწმის თანდასწრებით ან მის გარეშე, აშკარა ან ნაგულისხმევი, ა.შ.) წარმოადგენს ეროვნული კანონმდებლობის კომპეტენციას, რომელიც ეფუძნება ყოველი ქვეყნის სამართლებრივ ტრადიციებს.
...
გარდაცვლილი დონორები
გარდაცვალების შემდეგ დონორისაგან ქსოვილების ამოღების შესახებ თანხმობას შესაძლოა მრავალგვარი ფორმა ჰქონდეს და დამოკიდებულია ეროვნულ სისტემაზე („აშკარა“ ან „ნაგულისხმები“ თანხმობა). თუმცა, ქსოვილების ამოღება ვერ განხორციელდება გარდა აშკარა სასამართლო გადაწყვეტილებისა, თუკი მხარე უარს აცხადებს დონაციაზე სიცოცხლის განმავლობაში. თუკი ნება არ გამოხატულა და თუკი შესაბამისი სისტემა ეფუძნება „ნაგულისხმევ“ თანხმობას, ექიმები მაქსიმალურად უნდა ეცადონ მისცენ ნათესავებს ან მემკვიდრეებს საშუალება გამოხატონ გარდაცვლილის სურვილი და ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ იგი.“ევროპის პარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2004/23/EC მიღებული 2004 წლის 31 მარტს ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, შეძენის, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს:
მუხლი 13 - თანხმობა
„1. ადამიანის ქსოვილებისა თუ უჯრედების შეძენა დაშვებულია მხოლოდ მას შემდეგ რაც მიღებული იქნება წევრ სახელმწიფოში მოქმედი ყველა სავალდებულო თანხმობა თუ ნებართვა.
2. წევრი სახელმწიფოები, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა საჭირო ზომა რათა უზრუნველყონ დონორების, მათი ნათესავების ან დონორის სახელით ნებართვის გამცემი პირების მიერ დანართში მითითებული სათანადო ინფორმაციის მიღება.“
დანართი - უჯრედებისა და/ან ქსოვილების დონაციისას გასაცემი ინფორმაცია
ბ. გარდაცვლილი დონორები
„1. ყველა ინფორმაციის გაცემა და სავალდებულო ყველა ნებართვისა და თანხმობის მიღება უნდა განხორციელდეს წევრ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დონორის შეფასების შედეგები უნდა ეუწყოს და ნათლად განემარტოს მის ნათესავებს წევრ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.“
გ. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის („მჯო“) დოკუმენტები
„მჯო“ სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანის უჯრედის, ქსოვილის და ორგანოს გადანერგვის შესახებ (მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის სამოცდამესამე ასამბლეის მიერ 2010 წლის 21 მაისს, რეზოლუცია WHA63.22) ადგენს შემდეგს:
სახელმძღვანელო პრინციპი 1
„გადანერგვის მიზნით გარდაცვლილი პირიდან უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ამოღება დასაშვებია თუ:
(ა) მიღებულია კანონით დადგენილი თანხმობა, და
(ბ) არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი უარს განაცხადებდა ამოღებაზე.“
სახელმძღვანელო პრინციპი N.1 კომენტარი
თანხმობა წარმოადგენს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის ეთიკურ საფუძველს. ეროვნული ხელისუფლება ვალდებულია განსაზღვროს უჯრედის, ქსოვილის და ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული თანხმობის მიღებისა და აღნუსხვის პროცესი საერთაშორისო ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით, იმ წესების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია ორგანოს მოპოვების ქვეყანაში და გაითვალისწინოს თანხმობის პრაქტიკული როლი ბოროტად გამოყენებისა და უსაფრთხოების დარღვევებისაგან თავის დასაცავად.
ის, თუ როგორი უნდა იყოს გარდაცვლილი პირისაგან ორგანოებისა თუ ქსოვილების ამოღების შესახებ თანხმობა - „აშკარა“ თუ „ნაგულისხმევი“ დამოკიდებულია ყოველი ქვეყნის სოციალურ, სამედიცინო და კულტურულ ტრადიციებზე, მათ შორის ფორმაზე თუ როგორ ხდება ოჯახების ჩართვა ზოგადად ჯანდაცვაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე. ორივე სისტემის მიხედვით, გარდაცვლილი პირების უარის აღნუსხვა გარდაცვალების შემდგომ მათი უჯრედების, ქსოვილებისა თუ ორგანოების ამოღებაზე წარმოადგენს ამოღებაზე უარის საფუძველს.
აშკარა თანხმობის რეჟიმში - ხშირად წოდებული როგორც „არჩევანი“ - უჯრედები, ქსოვილები ან ორგანოები შეიძლება ამოღებულ იქნას გარდაცვლილი პირისაგან, თუკი მან აშკარად გამოხატა თანხმობა ამოღებაზე სიცოცხლის დროს; ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, თანხმობა შესაძლოა გაიცეს ზეპირად ან წერილობით და აღირიცხოს დონორის ბარათზე, მართვის მოწმობაზე, პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე, ჩაიწეროს სამედიცინო ბარათში ან დონორთა რეესტრში. როდესაც გარდაცვლილს არ აქვს გამოხატული თანხმობა და არც აშკარად დაუფიქსირებია უარი ორგანოების ამოღებაზე, ნებართვის მიღება უნდა მოხდეს იურიდიულად დადგენილი სუროგატის, ხშირად ოჯახის წევრისაგან.
ალტერნატიული, ნაგულისხმევი თანხმობის სისტემა - ცნობილი როგორც „უარი“ - იძლევა ორგანოს ამოღების უფლებას გარდაცვლილი პირისაგან გადანერგვის, და რიგ ქვეყნებში, ანატომიური კვლევის მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა გარდაცვალებამდე გამოთქვა უარი, რაც დაადასტურა უარის რეგისტრირებით შესაბამის სამსახურში, ან ინფორმირებული მხარის ანგარიშებში ცალსახად გამოხატა უარი დონაციაზე. თანხმობის ეთიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამგვარი სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ადამიანებმა კარგად იცოდენ თუ რომელი სისტემა მოქმედებს და მიეცეთ საშუალება მარტივად თქვან უარი.
მართალია, აშკარა თანხმობა არ არის სავალდებულო უარის სისტემაში გარდაცვლილისაგან უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ამოღებამდე, რომელსაც სიცოცხლეში უარი არ განუცხადებია, შემძენი სისტემა შესაძლოა არ იყოს დაინტერესებული განაგრძოს ამოღება თუკი ნათესავები პირადად აცხადებენ უარს დონაციაზე; ასევე, არჩევანის სისტემაში პროგრამები, როგორც წესი, ეძიებენ ნებართვას ოჯახის წევრებიდან მაშინაც კი, როდესაც გარდაცვლილმა სიცოცხლეში თანხმობა გასცა. პროგრამები უპირატესად ეყრდნობიან გარდაცვლილის აშკარა ან ნაგულვებ თანხმობას ოჯახის წევრებისაგან თანხმობის მიღების მცდელობის გარეშე მაშინ, როდესაც საზოგადოების მიერ უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების დონციის გაგება და მისაღებობა ღრმადა არის გამჯდარი და არაბუნდოვანია. მაშინაც კი როდესაც არ ხდება ნებართვის ძიება ნათესავებისაგან, დონორობის პროგრამები ვალდებულნი არიან განიხილონ გარდაცვლილის სამედიცინო და ბიჰეივიორული ისტორია ოჯახის იმ წევრებთან, რომლებიც მას კარგად იცნობდნენ, რადგან დონორის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ზრდის გადანერგვის უსაფრთხოებას.
ქსოვილების დონაციისას, რომელსაც თან ახლავს უფრო მჭიდრო ვადებში მოქმედების საჭიროება, რეკომენდირებულია მემკვიდრისაგან თანხმობის მიღების მცდელობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ქსოვილების ამოღების შემდეგ გარდაცვლილის სხეულს დაუბრუნდება პირვანდელი სახე.
დ. ეროვნული კანონმდებლობა
კანონი გარდაცვლილი პირის სხეულის დაცვისა და ადამიანური ორგანოებისა და ქსოვილების გამოყენების შესახებ
იმ დროს მოქმედი კანონი გარდაცვლილი პირის სხეულის დაცვისა და ადამიანური ორგანოებისა და ქსოვილების გამოყენების შესახებ (likums “Par miruša cilvēka ķermeņa aizsardzību un cilvēka audu un orgānu izmantošanu medicīnā” – “კანონი”), (1995 წლის 1 ნოემბერსა და 2001 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით), მე-2 მუხლში ადგენს, რომ ყოველი ცოცხალი ქმედუნარიანი პირი უფლებამოსილი თანხმობა ან უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით, გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის გამოყენებაზე. მის მიერ გამოხატული სურვილი სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი ეწინააღმეგება კანონს.მე-3 მუხლი აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმ თანხმობას ან უარს აქვს იურიდიული ძალა, რომელიც ხელმოწერილია ქმედუნარიანი პირის მიერ, ჩაწერილია მის სამედიცინო წიგნაკში და აღნიშნულია სპეციალური ბეჭდით პასპორტში. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი გახლავთ პასუხისმგებელი პირის სამედიცინო წიგნაკში უარის ან თანხმობის ჩაწერის პროცედურის დადგენაზე (შეადარე ვითარებას, რომელიც მოყვა 2002 წლის 1 იანვარს განხორციელებულ ცვლილებებს Petrova v. Latvia, no. 4605/05, § 35, 24 ივნისი 2014).მე-4 მუხლის მიხედვით, რომელიც დასათაურებულია „უახლოესი ნათესავების უფლებები“, გარდაცვლილი პირის ორგანოები და ქსოვილების ამოღება დაუშვებელია მისი სურვილის წინააღმდეგ, რომელიც მან სიცოცხლეშივე გააჟღერა. იმ შემთხვევაში, თუკი არ არსებობს აშკარა სურვილი, ამოღება შესაძლოა განხორციელდეს მაშინ, როდესაც არცერთი ახლო ნათესავი (შვილები, მშობლები, და-ძმა ან მეუღლე) უარს არ აცხადებს ამოღებაზე. გადანერგვა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ პოტენციური დონორის ბიოლოგიური ან ტვინის გარდაცვალების შემდეგ (მუხლი 10).უფრო კონკრეტულად, კანონის მე-11 მუხლი ადგენს, რომ გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოებისა და ქსოვილების ამოღება გადანერგვის მიზნით დასაშვებია, თუკი პირი უარს არ აცხადებდა ამოღებაზე სიცოცხლეში და თუკი მისი უახლოესი ნათესავები არ არიან უარზე.კანონის გარდამავალი დებულების მიხედვით, 2001 წლის 31 დეკემბრის შემდეგ დამატებული ბეჭედი პირის პასპორტში ასახავს მის თანხმობას მოხდეს სხეულის გამოყენება სიკვდილის სამართლებრივად დადგომის შემდეგ. მოცემული თანხმობა მოქმედებს მანამდე, სანამ არ მოხდება ახალი პასპორტის აღება ან არ პირი არ შეიტანს განცხადებას მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა სამსახურში.კანონის მე-17 მუხლის მიხედვით სახელმწიფო პასუხისმგებელია გარდაცვლილი პირის სხეულის დაცვაზე და მისი ორგანოებისა და ქსოვილების სამედიცინო მიზნებისათვის გამოყენებაზე. იმ დროისათვის მოცემული ფუნქცია მიკუთვნებული ჰქონდა კეთილდღეობის სამინისტროს ჯანმრთელობის დეპარტამენტს (2002 წლის 1 იანვრიდან - კეთილდღეობის სამინისტრო, ხოლო 2004 წლის 30 ივნისიდან - ჯანდაცვის სამინისტრო). არცერთ ორგანიზაციასა თუ ხელისუფლების ორგანოს არ აქვს უფლება მოახდინოს ორგანოებისა და ქსოვილების ამოღება და გამოიყენოს იგი ჯანმრთელობის დეპარტამენტის ნებართვის გარეშე (2002 წლის 1 იანვრიდან - კეთილდღეობის სამინისტრო, ხოლო 2004 წლის 30 ივნისიდან - ჯანდაცვის სამინისტრო).კანონის მე-18 მუხლი კრძალავს ამოღებული ორგანოებისა და ქსოვილების შერჩევას, ტრანსპორტირებასა და გამოყენებას კომერციული მიზნებისათვის. იგი ასევე ადგენს, რომ ორგანოებისა და ქსოვილების ამოღება ცოცხალი ან გარდაცვლილი პირისაგან დასაშვებია მხოლოდ მოცემული პირის გამოხატული ნების - თანხმობა ან უარი - განუხრელი პატივისცემით.21-ე მუხლის მიხედვით პროკურატურა ვალდებულია განახორციელოს მოცემული კანონის შესრულებაზე კონტროლი (მუხლი 1). კეთილდღეობის სამინისტროს ჯანმრთელობის დეპარტამენტი და სხვა შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან გააკონტროლონ ადამიანური ქსოვილებისა და ორგანოების გამოყენების კანონიერება (მუხლი 2). 2002 წლის 1 იანვარს ძალაში შესული ცვლილებებით გაუქმდა პირველი პარაგრაფი თუმცა, დარჩენილი პარაგრაფი ადგენს, რომ კეთილდღეობის სამინისტროს ეკისრება ვალდებულება შეამოწმოს ადამიანური ქსოვილებისა და ორგანოების გამოყენების შესაბამისობა კანონთან და სხვა საკანონმდებლო ინსტრუმენტებთან. 2004 წლის 30 ივნისს მოცემული ვალდებულება დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტროს. დაბოლოს, 2012 წლის 27 აგვისტოს ხსენებული პარაგრაფი სრულად გაუქმდა.2004 წლის 2 ივნისს ცვლილებები შევიდა კანონის მე-4 და მე-11 მუხლებში, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ძალაში შევიდა 2004 წლის 30 ივნისს. მოცემული თარიღიდან მოყოლებული, მე-4 მუხლი აღნიშნავს, რომ თუკი მოსახლეობის რეესტრში არ არის ინფორმაცია მოცემული პირის სურვილზე ან უარზე მოხდეს მისი სხეულით, ორგანოებით ან უჯრედებით სარგებლობა მისი გარდაცვალების შემდეგ, უახლოეს ნათესავებს ენიჭებათ უფლება წერილობით შეატყობინონ სამედიცინო დაწესებულებას გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გამოთქმული ნება. მე-11 მუხლი ადგენს, რომ გარდაცვლილი პირის ორგანოებისა და ქსოვილების ამოღება გადანერგვის მიზნით დასაშვებია თუკი მოსახლეობის რეესტრში არ არის მოცემული პირის უარი ან თანხმობა მისი ორგანოებისა თუ სხეულის ქსოვილების გამოყენებაზე გარდაცვალების შემდეგ და თუკი გარდაცვლილის უახლოესი ნათესავებს, გადანერგვის დაწყებამდე, არ შეუტყობინებიათ წერილობით სამედიცინო დაწესებულებისათვის გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გამოთქმული უარი ორგანოებისა და ქსოვილების გარდაცვლების შემდგომ გამოყენებაზე. აკრძალულია გარდაცვლილი ბავშვისაგან ორგანოებისა და ქსოვილების ამოღება გადანერგვის მიზნით თუკი ამაზე წერილობით თანხმობას არ განაცხადებენ მშობლები ან მეურვე.
მინისტრთა კაბინეტის დადგენილება N. 431 (1996)ხსენებული დადგენილების მიხედვით (Noteikumi par miruša cilvēka audu un orgānu uzkrāšanas un izmantošanas kārtību medicīnā) ორგანოებისა და ქსოვილების ამოღება დასაშვებია მხოლოდ ბიოლოგიური ან ტვინის გარდაცვალების შემდეგ თუკი მოცემული პირის პასპორტსა და სამედიცინო ბარათში ჩარტყმულია ბეჭედი, რომელიც აღნიშნავს ამოღებაზე თანხმობას (მუხლი 3). ამგვარი ბეჭდის არარსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს კანონით დადგენილი დებულებების დაცვა (იხ. ზემოთ).
„მადეკი“-ს სამრთლებრივი რეგულაციალატვიის კანონმდებლობაში მოქმედი სამედიცინო მომსახურებისა და მზრუნველობის შესძლებლობების ხარისხის კონტროლის ინსპექციის („მადეკი“) სამართლებრივი რეგულაციები შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში L.H. v. Latvia (no. 52019/07, §§ 24-27, 29 April 2014). წინამდებარე საქმის მიზნებისათვის საკმარისია აღინიშნოს, რომ მოცემული ორგანოს რეგულაციები - დამოწმებული მინისტრთა კაბინეტის მიერ (დადგენილება N. 391 (1999), ძალაში ყოფნის პერიოდი 1999 წლის 26 ნოემბერი - 2004 წლის 30 ივნისი) - ადგენს, inter alia, „მადეკის“ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლდათ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მომსახურების პროფესიული ხარისხის კონტროლი.
სისხლის სამართლის დებულებანისისხლის სამართლის კოდექსის (Krimināllikums) 139-ე ნაწილი ადგენს, რომ სამედიცინო პრაქტიკოსების გარდა, სხვა პირთა მიერ ორგანოებისა თუ ქსოვილების უკანონო ამოღება ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანისაგან მათი სამედიცინო მიზნებისათვის გამოსაყენებლად წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს.სისხლისსამართლებრივ წარმოებაში სამოქალაქო მხარეთა უფლებების განმსაზღვრელი დებულებანი, მოცემული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (Latvijas Kriminālprocesa kodekss) (ძალაში იყო 2005 წლის 1 ოქტომბრამდე) აღწერილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში Liģeres v. Latvia (no. 17/02, §§ 39-41, 28 ივნისი 2011) და Pundurs v. Latvia ((dec.), no. 43372/02, §§ 12-17, 20 სექტემბერი 2011).ამასთანავე, იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (Kriminālprocesa likums) (ძალაში 2005 წლის 1 ოქტომბრიდან) ფარგლებში სამოქალაქო მხარეთა უფლებების განმსაზღვრელი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 22 - ზიანის ანაზღაურების უფლება
„პირს, რომელსაც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შედეგად მიადგა ფსიქოლოგიური ზიანი, ფიზიკური ზიანი ან მატერიალური ზარალი, გარანტირებული აქვს პროცედურული უფლება მოითხოვოს და მიიღოს მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.“
მუხლი 351 - კომპენსაციის მოთხოვნა
„(1) დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია იმ ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის გამოძიების ეტაპამდე სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების რომელიმე ეტაპმა. მოთხოვნას თან უნდა ახლდეს მოთხოვნილი თანხის ოდენობის განმარტება.
(2) მოთხოვნის წარმოდგენა შეიძლება წერილობით ან ზეპირად. ზეპირი მოთხოვნა უნდა აღირიცხოს სამართალმწარმოებელი პირის მიერ.
(3) წინასწარი სამართალწარმოების ფარგლებში, მისი დასრულების შესახებ დოკუმენტში პროკურორმა უნდა აღნიშნოს მოთხოვნის წარმოდგენა და მიუთითოს მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა, ისევე როგორც მისი მოსაზრება აღნიშნულის შესახებ.“
(4) პირის სისხლისსამართლებრივი ბრალეულობის დაუდგენლობა არ განიხილება წინაღობად კომპენსაციის მოთხოვნის წარმოდგენისას.
(5) დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს უკან გამოიხმოს კომპენსაციის შესახებ მოთხოვნა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მებისმიერ ეტაპზე მანამდე, სანამ სასამართლო გავა სათათბიროდ და გამოიტანს გადაწყვეტილებას. მსხვერპლისათვის კომპენსაციის გაცემაზე უარი შესაძლოა არ წარმოადგენდეს საფუძველს ბრალდების მოსახსნელად, შესაცვლელად ან გასამართლებლად.“
5. კომპენსაციის მიღების უფლებაკონსტიტუციის 92-ე მუხლის (Satversme) მიხედვით, inter alia, „ნებისმიერ პირს, რომლის უფლებებიც გაუმართლებლად დაირღვა, აქვს საპირწონე კომპენსაციის უფლება“.მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი ეროვნული დებულებანი (Civillikums) (2006 წლის 1 მარტის ცვლილებებამდე და მას შემდეგ), სრულად არის განხილული საქმეში Zavoloka v. Latvia (no. 58447/00, §§ 17-19, 7 ივლისი 2009). ხოლო მუხლები 1635 და 1779 კი განხილულია საქმეშიHolodenko v. Latvia (no. 17215/07, § 45, 2 ივლისი 2013).ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის (Administratīvā procesa likums), მიხედვით, რომელიც ძალაშია 2004 წლის 1 თებერვლის შემდეგ, ყველას აქვს უფლება მიიღოს საპირწონე კომპენსაცია ადმინისტრაციული აქტის ან საჯარო ხელისუფლების ქმედებით გამოწვეული მატერიალური და არამატერიალური ზიანისათვის. იმავე კანონის 93-ე მუხლის მიხედვით, კომპენსაციის შესახებ მოთხოვნის წარმოდგენა შესაძლებელია ადმინისტრაციული სასამართლოებისადმი ადმინისტრაციული აქტის ან საჯარო დაწესებულების ქმედების უკანონოდ გამოცხადების შესახებ მოთხოვნასთან ერთად ან შესაძლებელია წარედგინოს იმ საჯარო დაწესებულებას, რომელიც პასუხისმგებელია სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მიყოლაზე. 188-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე საჩივარი ადმინისტრაციული აქტის ან საჯარო დაწესებულების ქმედების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ თვეში ან ერთ წელში, გარემოებების შესაბამისად. საჯარო დაწესებულების ქმედებასთან მიმართებაში, ერთწლიანი ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მომჩივანი შეიტყობს ქმედების შესახებ. დაბოლოს, კანონის 191(1) მუხლის მიხედვით, საჩივარი არ დაკმაყოფილდება თუკი სამ წელზე მეტი ვადა გავა მას შემდეგ, რაც იგი შეიტყობს ან როდესაც მას უნდა შეეტყო ქმედების შესახებ. მოცემული ხანდაზმულობის ვადა არ ექვემდებარება გაგრძელებას (atjaunots).უკანონო ადმინისტრაციული აქტის ან უკანონო ქმედების შედეგად კომპენსაციის მოთხოვნის ოდენობა და შესაბამისი პროცედურა განისაზღვრება საჯარო დაწესებულებების მიერ გამოწველი ზიანის ანაზღაურების შესახებ კანონით (Valsts pārvaldes iestāžu nodarīto zaudējumu atlīdzināšanas likums), რომელიც მოქმედებს 2005 წლის 1 ივლისიდან. კანონის მე-3 თავი ადგენს საჯარო დაწესებულების მისამართით ზიანის ანაზღაურების ინდივიდუალური მოთხოვნის წარდგენის პროცედურას. მე-15 მუხლის მიხედვით, პირი უფლებამოსილია პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ შეიტანოს საჩივარი. ხოლო მე-18 მუხლის მიხედვით ამგვარი საჩივარი წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს ერთი წლისა მას შემდეგ, რაც პირმა შეიტყო ზიანის შესახებ, და ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ხუთი წლისა მას შემდეგ, რაც მოხდა უკანონო ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ან საჯარო დაწესებულების ქმედება.
სამართალიკონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევამომჩივანი აცხადებდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას პირველ რიგში მისი მეუღლის გვამიდან ქსოვილის ამოღების გამო, რადგან მოცემული მოქმედება განხორციელდა მეუღლის წინასწარი და მისი თანხმობის გარეშე. მეორე, იგი აცხადებდა, რომ ამგვარი თანხმობის არარსებობისას, მისი მეუღლის ღირსება, პიროვნება და შეუვალობა დაირღვა და რომ მის სხეულს უპატივცემულოდ მოეპყრნენ.კონვენციის მე-8 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“მთავრობამ უარყო ხსენებული მუხლის დარღვევა.
ა. პირველადი საკითხებისასამართლომ პირველ რიგში უნდა განიხილოს აქვს თუ არა იურისდიქცია ratione personae განიხილოს მომჩივნის საჩივარი; მოცემული საკითხი საჭიროებს სასამართლოს მხრიდან საქმის ex officio (იხ. Sejdić and Finci v. Bosnia and Herzegovina [GC], nos. 27996/06 and 34836/06, § 27, ECHR 2009).სასამართლოს მიდგომა პირდაპირი და ირიბი მსხვერპლის საკითხისადმი ამ ბოლო დროს შეჯამდა საქმეში Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania ([GC], no. 47848/08, §§ 96-100, 17 ივლისი 2014), რომლის შესაბამის ნაწილშიც აღნიშნულია შემდეგი (ციტატები ამოღებულია):
(i) პირდაპირი მსხვერპლი/დაზარალებული
96. 34-ე მუხლის საფუძველზე განაცხადის წარსადგენად პირმა უნდა შეძლოს იმის ჩვენება, რომ გასაჩივრებულ ღონისძიებას მასზე “პირდაპირი ზეგავლენა” ქონდა ...). ეს კონვენციით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმის ასამოქმედებლად გარდაუვალი წინაპირობაა, თუმცა ამ კრიტერიუმის შეფარდება ვერ მოხდება ხისტი, მექანიკური და მოუქნელი გზით (...).
უფრო მეტიც, სასამართლოს პრაქტიკისა და კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად, საჩივარი შესაძლოა წარდგენილ იქნას მხოლოდ ცოცხალი პირების მიერ ან მათი სახელით (...). შესაბამისად, მთელ რიგ საქმეებზე, სადაც უშუალო მსხვერპლი გარდაიცვალა განაცხადის წარდგენამდე, სასამართლომ არ გაიზიარა, რომ პირდაპირ დაზარალებულს, წარმომადგენლის მეშვეობითაც კი, ქონდა პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება, როგორც განმცხადებელს კონვენციის 34-ე მუხლის მიზნებისთვის (იხილეთ აიზპურუა ორტიზი და სხვები ესპანეთის წიანაღმდეგ (...).
(ii) არაპირდაპირი დაზარალებულები/მსხვერპლი
97. ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის საქმეები უნდა გაიმიჯნოს საქმეებისგან, რომლებზეც განმცხადებლის მემკვიდრეებს უფლება მიეცათ ეწარმოებიათ საქმე უკვე წარდგენილ განაცხადებზე. ამ საკითხზე წყაროს წარმოადგენს საქმე ფეირფილდი და სხვები (Fairfield and Others) (...), რომელზეც ქალიშვილმა წარადგინა განაცხადი მამის გარდაცვალების შემდეგ, ამტკიცებდა რა მისი აზრის, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე უფლების დარღვევას (კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლები). მართალია ეროვნულმა სასამართლოებმა ქალბატონ ფეირფილდს დართეს ნება ეწარმოებია საქმე მამის გარდაცვალების შემდეგ, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ არ გაიზიარა ქალიშვილის დაზარალებულის სტატუსი და გამიჯნა ეს შემთხვევა საქმისგან დალბანი რუმინეთის წინააღმდეგ (Dalban v. Romania) (...), რომელშიც განაცხადი თავად განმცხადებელმა წარადგინა, ხოლო მისმა ქვრივმა განაგრძო საქმის წარმოება მისი გარდაცვალების შემდგომ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ასხვავებს განაცხადებს, რომელზეც პირდაპირი დაზარალებული გარდაიცვალა განაცხადის სასამართლოსთვის წარდგენის შემდგომ და განაცხადებს, რომლებზეც განმცხადებლები წარდგენამდე გარდაიცვალნენ.
თუკი განმცხადებელი განაცხადის წარდგენის შემდეგ გარდაიცვალა, სასამართლო იზიარებს, რომ დაახლოებული პირი ან მემკვიდრე უფლებამოსილია განაგრძოს საქმის წარმოება, იმ პირობით, რომ მას აქვს საკმარისი ინტერესი საქმის წარმოებისთვის (...).
98. თუმცა, მდგომარეობა იცვლება, თუკი პირდაპირი დაზარალებული გარდაიცვალა განაცხადის სასამართლოში წარდგენამდე. ამ შემთხვევაში სასამართლო “დაზარალებულის” კონცეფციის ავტონომიურ განმარტებაზე მითითებით მზად არის აღიაროს დაახლოებული პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა თუკი საჩივრები ეხება საერთო ინტერესს “ადამიანის უფლებათა დაცვასთან” დაკავშირებით (კონვენციის 37.1 მუხლი in fine ) და განმცხადებლებს, როგორც მემკვიდრეებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი, აწარმოონ საქმე განაცხადდთან დაკავშირებით, ან თუკი სახეზეა განმცხადებლის უფლებებზე პირდაპირი ზეგავლენა (იხილეთ მიკალიოფი მალტის წინააღმდეგ (...). უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი საქმეები სასამართლოს წარედგინა ეროვნულ დონეზე საქმისწარმოების შემდგომ ან მასთან დაკავშირებით, რომელშიც პირდაპირი დაზარალებული სიცოცხლეში პირადად მონაწილეობდა.
შესაბამისად, სასამართლო აღიარებს დაზარალებულთან დაახლოვებული პირის საპროცესო უფლებაუნარიანობას, წარადგინოს განაცხადი, როდესაც დაზარალებული გარდაიცვალა ან გაუჩნარდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში (იხილეთ ცაკიცი თურქეთის წინააღმდეგ (...).
99. საქმეზე ვარნავა და სხვები (Varnava and Others) (...) განმცხადებლებმა განაცხადები წარადგინეს როგორც საკუთარი სახელით, ისე გაუჩინარებული ნათესავების სახელით. სასამართლო არ მიიჩნევს აუცილებლად გადაწყვეტილების მიღებას საკითხზე, გაუჩნარებულ პირებს უნდა მიენიჭოთ თუ არა განმცხადებლების სტატუსი, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში გაუჩინარებულთა ახლო ნათესავები უფლებამოსილი არიან საჩივრები წარადგინონ გაუჩინარებასთან დაკავშირებით (...). სასამართლომ შეისწავლა საქმე იმის საფუძველზე, რომ გაუჩინარებულ პირთა ნათესავები განმცხადებლები იყვნენ კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე.
100. საქმეებზე, სადაც კონვენციის სავარაუდო დარღვევა პირდაპირ არ უკავშირდებოდა გაუჩინარებას ან გარდაცვალებას, რაც თავის მხრივ წარმოშობს საკითხებს მე-2 მუხლთან მიმართებით, სასამართლოს მიდგომა უფრო მკაცრი იყო, როგორც საქმეზე სანლეს სანლესი ესპანეთის წინააღმდეგ (Sanles Sanles v. Spain) (...), რომელიც ეხებოდა თვითმკვლელობაში დახმარების აკრძალვას. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე დადგენილი უფლებები განეკუთვნებოდა არაგადაცემად უფლებებს და შესაბამისად დაასკვნა, რომ განმცხადებელს, რომელიც გარდაცვლილის რძალი და კანონისმიერი მემკვიდრე იყო, ვერ ექნებოდა პრეტენზია დაზარალებულობაზე მისი გარდაცვლილი მაზლის მიმართ განხორციელებულ დარღვევასთან დაკავშირებით. იგივე დასკვნა იქნა მიღებული სავარაუდო დაზარალებულის ქალიშვილის მიერ მე-9 და მე-10 მუხლებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე ( ...).
მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ახლო ნათესავებს, ნება დართო რა განაცხადი წარედგინათ, თუკი აჩვენებდნენ მორალურ ინტერესს გარდაცვლილი დაზარალებულისთვის დადგენილი ბრალის გაქარწყლებასთან მიმართებით (იხილეთ ნოლკენბოკჰოფი გერმანიის წინააღმდეგ (...) ან საკუთარი ან მათი ოჯახის რეპუტაციის დაცვის ინტერესს (...), ან როდესაც ისინი აჩვენებენ მატერიალურ ინტერესს მათ ქონებრივ უფლბებზე პირდაპირი ზეგავლენის გზით (...).
განმცხადებლის მონაწილეობა ეროვნულ დონეზე მიმდინარე საქმისწარმოებაში მიჩნეულ იქნა ერთერთ განმსაზღვრელ კრიტერიუმად (...).პირველ საჩივართან მიმართებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა სათანადოდ აჩვენა, რომ მასზე პირდაპირი გავლენა იქონია გარდაცვლილი მეუღლის სხეულიდან ქსოვილის ამოღებამ მისგან ნებართვის გარეშე (იხ. აგრეთვე Petrova, ციტირებული ზემოთ, § 56). სასამართლო, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მომჩივანი შესაძლოა მიჩნეულ იქნას „პირდაპირ მსხვერპლად/უშუალოდ დაზარალებულ მხარედ“ (იხ. პარა 60 ზემოთ). თუმცა, იმდენად რამდენადაც მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ეხება გარდაცვლილი ქმრის თანხმობის არარსებობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არის დაუშვებელი ratione personae კონვენციის 35 $ 3 (ა) მუხლის თანახმად და რომ შესაბამისად იგი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი კონვენციის 35 $ 4 მუხლის საფუძველზე.რაც შეეხება საჩივრის მეორე ნაწილს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა მიუთითა, რომ იგი ეხება მისი გარდაცვლილი ქმრის უფლებებს. შესაბამისად, იგიც დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეულ ratione personae კონვენციის 35 $ 3 (ა) და 4 მუხლის საფუძველზე.დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, საჩივრის მეორე ნაწილი გადაფარულია მომჩივნის მიერ კონვენციის მე-3 მუხლით წარმოდგენილ საჩივართან და რომ შესაბამისად, იგი განხილულ იქნება ქვემოთ იმდენად, რამდენადაც შეეხება მომჩივნის უფლებებს.
ბ. დასაშვებობამხარეთა არგუმენტებიმთავრობამ აღნიშნა, რომ საჩივარი ხვდებოდა კონვენციის მე-8 მუხლის „პირადი ცხოვრების“ ფარგლებში და არ აღიარეს, რომ იგი ეხებოდა „ოჯახურ ცხოვრებას“.პირველ რიგში, სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Grišankova and Grišankovs v. Latvia ((dec.), no. 36117/02, ECHR-2003 II (ამონარიდები)), დაყრდნობით, მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები. მთავრობა მიიჩნევდა, რომ მომჩივანს საჩივარი უნდა შეეტანა საკონსტიტუტციო სასამართლოში, რადგან მეუღლის სხეულიდან ქსოვილის ამოღება განხორციელდა კანონის მე-4 და მე-11 მუხლებით გაწერილი პროცედურის თანახმად. მას უნდა დაეყენებინა ხსენებული სამართლებრივი დებულებების შესაბამისობის საკითხი ლატვიის კონსტიტუციასთან.მეორე, მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს საჩივარი არ წარუდგენია MADEKKI-სათვის და აღნიშნა, რომ იმ დროისათვის სწორედ MADEKKI წარმოადგენდა ორგანოს, რომელიც უფლებამოსილი იყო განეხილა მომჩივნის საჩივრები, რადგან მისი ფუნქცია გახლდათ სამედიცინო ინსტიტუტებში ჯანდაცვის პროფესიული ხარისხის კონტროლი. მთავრობის მიხედვით, MADEKKI-ს მიერ ქსოვილის ამოღების პროცედურის შესაბამისობის განსაზღვრა ეროვნულ კანონმდებლობასთან წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების წინაპირობას. ამ მხრივ მათ დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ.მესამე, მთავრობა მიუთითებდა, რომ მომჩივანს შეეძლო დაყრდნობიდა სამოქალაქო კოდექსის 1637 მუხლს (ძალაში 2006 წლის 1 მარტიდან) და მოეთხოვა კომპენსაცია მატერიალური და არამატერიალური ზიანისათვის სამოქალაქო სასამართლოების წინაშე. მთავრობამ წარმოადგინა რიგი მაგალითები ეროვნული კანონმდებლობიდან, რომელიც ეხებოდა 1635 მუხლის გამოყენებას პრაქტიკაში. მათ მოიხმეს სამართალწარმოება საქმეში PAC-714 (დაწყებული 2005 წლის 7 თებერვალს), სადაც მომჩივანი ითხოვდა კომპენსაციას მორალური ზიანისათვის იმ საავადმყოფოსაგან, სადაც მან იმშობიარა და სადაც მისი ნებართვის გარეშე მას გაუკეთეს მილების ლიგაცია (ქირურგიული კონტრაცეფცია) (იხ L.H. v. Latvia, ციტირებული ზემოთ, § 8). 2006 წლის 1 დეკემბერს მოცემული საჩივარი დაკმაყოფილდა და მომჩივანმა, არანებაყოფლობითი სტერილიზაციის გამო, სამოქალაქო კოდქსის 2349 მუხლის საფუძველზე მიიღო კომპენსაცია ფიზიკური ზიანისა და ფსიქოლოგიური ტკივილისათვის 10,000 ლატვიური ლატის (LVL) ოდენობით. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 10 თებერვალს. მომჩივანმა ასევე მოიხმო „ტალსის ტრაგედიის“ შემთხვევებიდან ერთ-ერთი (დაწყებული 2006 წლის 15 სექტემბერს), სადაც 2010 წლის 16 მარტს სააპელაციო სასამართლომ 1997 წლის 28 ივნისს, ტალსის ინციდენტის გამო, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად გარდაიცვალა მომჩივნის გოგონაც, მას მიაკუთვნა სახელმწიფოს მიერ გადასახდელი კომპენსაცია 20,000 LVL ოდენობით. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011 წლის 28 სექტემბერს. მთავრობას არ წარმოუდგენია მოცემული საქმის გადაწყვეტილებების ასლები,მომჩივანი არ დაეთანხმა მთავრობას. მან მიიჩნია, რომ მისი საჩივარი ხვდებოდა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ფარგლებში.მთავრობის მიერ მოხმობილი სამართლებრივი დაცვის პირველ მექანიზმთან მიმართებაში - საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა - მომჩივანმა აღნიშნა, რომ სასამართლოს კომპეტენცია იფარგლებოდა კონსტიტუციასთან კანონებისა და სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისობის განხილვით. მომჩივანი აცხადებდა, რომ ქსოვილის ამოღება არ შეესაბამებოდა კანონის მე-4 და მე-11 მუხლებს; იგი არ მიიჩნევდა, რომ მოცემული დებულებანი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. Grišankovs and Grišankova საქმე ეხებოდა განათლების შესახებ კანონის ფორმულირებას. მაშინ როდესაც წინამდებარე საქმე ეხებოდა ინდივიდუალურ მოქმედებას - მისი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღებას. ამასთანავე, მომჩივანი აცხადებდა, რომ თუკი კანონის დებულებანი მართლაც შეუსაბამო იყო კონსტიტუციასთან, მაშინ სისხლის სამართლის სასამრთლოს, გენერალურ პროკურატურასა თუ მინისტრთა კაბინეტს, თავად შეეძლოთ წარედგინათ განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოში.მთავრობის მიერ მოხმობილი დაცვის მეორე საშუალებასთან მიმართებაში, კერძოდ კი MADEKKI-სათვის მიმართვაზე, მომჩივანი აცხადებდა, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოდგენდა კომპეტენტურ ორგანოს. ქსოვილის ამოღება არ წარმოადგენდა ჯანდაცვას. მომჩივანმა მოიხმო კანონის 21-ე მუხლი და განმარტა, რომ იმ დროისათვის ზედამხედველობის ვალდებულება ეკისრებოდა პროკურატურას (იხ. პარაგრაფი 49, ზემოთ).მთავრობის მიერ მოხმობილ მესამე საშუალებასთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებდა, რომ ექსპერტიზის ცენტრი წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც ექვემდებარებოდა ჯანმრთელობის სამინისტროს ზედამხედველობას. 2004 წლის 1 თებერვალს ადმინისტრაციული საპროცესო კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ადმინსიტრაციული აქტები და საჯარო დაწესებულებების ქმედებანი ექვემდებარებოდა სასამართლო ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებდნენ ადმინისტრაციული სასამრთლოები. შესაბამისად, საჯარო ორგანოს ქმედების გასაჩივრება - კერძოდ კი მომჩივნის ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღება - შესაძლოა წარდგენილი ყოფილიყო მხოლოდ ადმინსიტრაციულ სასამართლოებში. ექსპერტიზის ცენტრის რეგულაციების მოხმობით, მოჩივანმა აღინშნა, რომ მისი თანამშრომლების ქმედებანი შესაძლოა გასაჩვრებულიყო ხელმძღვანელის წინაშე, რომელის გადაწყვეტილებანი თუ ქმედებანიც შემდეგ გასაჩივრდებოდა ადმინსიტრაციულ სასამართლოში. თუმცა, მომჩივნის შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კანონის მიხედვით წარმოდგენილი საჩივარი ხანდაზმული იქნებოდა იმ დროისათვის, როდესაც სისხლისსამართლებრივი პროცედურის ფარგლებში დასრულდებოდა განხილვა და შესაბამისი ორგანო მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. მომჩივანმა დაასკვნა, რომ ექსპერტის ქმედებანი ვერ დაექვემდებარებოდა სამოქალაქო სასამართლოების მიერ განხილვას.მომჩივანმა ასევე მიუთითა კომპენსაციის ოდენობასა და საჯარო დაწესებულებისაგან უკანონო ადმინისტრაციული აქტისა თუ საჯარო დაწესებულების უკანონო მოქმედების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პროცედურა, გაწერილი გახლდათ საჯარო დაწესებულებების მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ კანონით და არა სამოქალაქო კოდექსით. თუმცა, ამ უკანასკნელის წინაშე საჩივარიც ხანდაზმული იქნებოდა.დაბოლოს, მომჩივანს რომც წარედგნა სამოქალაქო სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 1635 მუხლის საფუძველზე და ეჩივლა იმ ექსპერტისათვის, რომელმაც მოახდინა მისი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღება, როგორც ამას მთავრობა ითხოვდა, სარჩელი წარუმატებელი იქნებოდა, რადგან სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში დადგინდა, რომ ისინი არ იყვნენ დამნაშავენი. მომჩივანმა ასევე მოიხმო მთავრობის მიერ ხსენებული ეროვნული საქმეები და აღნიშნა, რომ ეს ორი შემთხვევა არ იყო ერთგვარი. პირველ შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოება დაიწყო კერძო საავადმყოფოს და არა სახელმწიფო დაწესებულების წინააღმდეგ. ხოლო მეორე შემთხვევა კი ეხებოდა 1997 წლამდე მომხდარ მოვლენებს, ანუ დიდი ხნის ადრე ვიდრე ადმინისტრაციული საპროცესო კანონი და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ კანონი შევიდოდა ძალაში. ამასთანავე, იმ დროისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეიცავდა თავს, რომელიც ეხებოდა სამართალწარმოებას, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული ურთიერთობებიდან, რომელიც ჩანაცვლდა ადმინისტრაციული საპროცესო კანონის მიღებით.
სასამართლოს შეფასება
(ა) სამართლებრივი დაცვის ეროვნული მექანიზმების ამოწურვამთავრობამ მოიცმო კონსტიტუციური საჩივარი როგორც სამართლებრივი დაცვის რელევანტური საშუალება მომჩივნის გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართო მიიჩნევს, რომ ამგვარი საჩივარი ვერ ჩაითვლება კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მომჩივნის უფლებების დასაცავად შემდეგი მიზეზების გამო.სასამართლომ უკვე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხი ლატვიის წინააღმდეგ რიგ საქმეებში (იხ. Grišankova and Grišankovs, ციტირებულიზ ემოთ; Liepājnieks v. Latvia (dec.), no. 37586/06, §§ 73-76, 2 ნოემბერი 2010; Savičs v. Latvia, no. 17892/03, §§ 113-117, 27 ნოემბერი 2012; Mihailovs v. Latvia, no. 35939/10, §§ 157-158, 22 იანვარი 2013; Nagla v. Latvia, no. 73469/10, § 48, 16 ივლისი 2013; და Latvijas jauno zemnieku apvienība v. Latvia (dec.), no. 14610/05, §§ 44-45, 17 დეკემბერი 2013).სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული აქვს, inter alia, ინდივიდუალური საჩივრები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ სამართლებრივი დებულებების კონსტიტუციურობას ან მათ შესაბამისობას ზემდგომი ძალის მქონე სამართლებრივ აქტთან. ინდივიდუალური საკონსტიტუციო საჩივარი შესაძლოა წარდგენილ იქნას სამართლბრივი დებულების წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მიიჩნევს, რომ დაირღვა კონსტიტუციით დაცული რომელიმე ფუნდამენტური უფლება. ინდივიდუალური საკონსტიტუციო საჩივრის პროცედურა, შესაბამისად, ვერ მიიჩნევა დაცვის ეფექტიან საშუალებად, თუკი დარღვევა გამოწვეულია სამართლებრივი დებულების შეცდომითი გამოყენებით ან განმარტებით, რომელიც, თავისთავად არაკონსტიტუციური არ არის (იხ.Latvijas jauno zemnieku apvienība, cited above, §§ 44-45).წინამდებარე საქმეში ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარი, რომელიც ეხებოდა ქსოვილის ამოღებას, არ არის კავშირში ერთი სამართლებრივი დებულების შესაბამისობასობასთან მეორე, უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ დებულებასთან. მთავრობა აცხადებდა, რომ ქსოვილის ამოღება განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. მომჩივანი კი, თავისმხრივ არ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ ხსენებულ პროცედურას. არამედ აცხადებდა, რომ მისი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღება წარმოადგენდა ინდივიდუალურ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კანონის მე-4 და მე-11 მუხლებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარი ეხება ეროვნული კანონის გამოყენებასა და განმარტებას, რაც განსაკუთრებით, შესაბამისი ადმისნტირაციული რეგულაციის არარსებობის ჟამს, რთულია მივიჩნიოთ შესაბამისობის შესახებ სადაო საკითხად. ამგვარ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ ეკისრებოდა სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებების ამოწურვის ვალდებულება.სასამართლო იაზრებს მთავრობის არგუმენტს MADEKKI-ს მიერ, როგორც მთავარი სამოქალქო მისაგებლის განხილავასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 70 ზემოთ), მოცემულ საკითხს სასამართლო მოგვიანებით განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით არ არის ნათელი განახორციელა თუ არა MADEKKI-მა წინამდებარე საქმის სისხლისამართლებრივი გამოძიების ფარგლებში წამოჭრილი საკითხების განხილვა (განსხვავება იხილეთ საქმეში Petrova, ციტირებული ზემოთ, $ 15). ნებისმიერ შემთხვევეში, არ იკვეთება, რომ MADEKKI-ს მიერ განხილვა აუცილებელი იყოს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დასაწყებად. როგორც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ მომჩივანს არ შეუტანია ცალკე საჩივარი MADEKKI-ში, იმდენად რამდენადაც მან გაასაჩივრა საგამოძიებო და ბრალმდებელი ორგანოების ყველა გადაწყვეტილება, ორგანოებისა, რომელთა ფუნქციაც, როგორც წესი, არის დანაშაულის არსებობის დადგენა (ibid., § 71).რაც შეეხება სამოქალაქო საჩივარს ზიანის ანაზღაურების მისაღებად, საქმეში Calvelli and Ciglio v. Italy ([GC], no. 32967/96, § 51, ECHR 2002‑I),, სასამართომ დაადგინა შემდეგი:
„სამედიცინო დაუდევრობის კონკრეტულ სფეროში, ვალდებულება შესაძლოა დაკმაყოფილდეს, თუკი, მაგალითად, სამართებრივი სისტემა დაზარალებულებს სამოქალაქო სამართლის ფარგლებში უზრუნველყოფს სამართლებრივი დაცვით ცალკე, ან სისხლისსამართლებრივ სასამართლოში დაცვასთან ერთად, მათ შორის დამნაშავე ექიმის ვინაობის დადგენითა და შესაბამისი სამოქალაქო მისაგებლის უზრუნველყოფით, როგორიც შესაძლოა იყოს ზიანის ანაზღაურება და გადაწყვეტილების გამოქვეყნება. შესაძლოა დისციპლინური ზომების მიღებაც.“სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ მოცემული პრინციპი მოქმედებს მაშინაც, როდესაც სიცოცხლისა თუ ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა არ დამდგარა განხრახი ქმედების შედეგად (იხ.Vo v. France [GC], no. 53924/00, § 90, ECHR 2004‑VIII, და Öneryıldız v. Turkey [GC], no. 48939/99, § 92, ECHR 2004‑XII).თუმცა, სასამართლოს პრაქტიკა ასევე იცნობს შემთხვევას, როდესაც დაადგინა, რომ მაშინ, როდესაც არსებობს რიგი ეროვნული დაცვის საშუალებანი, რომლის გამოყენებაც შეუძლია ინდივიდს, პირს უფლება აქვს აირჩიოს დაცვის ის საშუალება, რომელიც ეხება მის მთავარ პრობლემას (იხ. Jasinskis v. Latvia, no. 45744/08, § 50, 21 დეკემბერი 2010). სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა თავიდან არც კი იცოდა, რომ მის ქმარს ამოუღეს ქსოვილი; მან ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, როდესაც უშიშროების პოლიციამ დაიწყო გამოძიება. შესაბამისად, მან მიმართა სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებას - იგი აღიარეს დაზარალებულ მხარედ და იგი მიჰყვა მოცემულ სამართალწარმოებას რიგი საჩივრების წარდგენით საგამოძიებო და ბრალმდებელ ორგანოებში. შესაძლო გახლდათ, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებას შედეგად დაედგინა, რომ მისი ქმრისაგან ქსოვილის ამოღება განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით და რომ მისი, როგორც უახლოესი ნათესავის უფლებები დაირღვა. ამას შესაძლოა მოჰყოლოდა კომპენსაციის მინიჭება, რადგან ლატვიის სამართლებრივი სისტემა იცნობს დაზარალებული პირის უფლებას წარმოადგინოს სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმეში და მოითხოვოს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ. პარაგრაფები 54 და 55 ზემოთ). ასეთ შემთხვევებში, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მომჩივანი კანონიერად იმედოვნებდა, რომ მის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება იქნებოდა ეფექტიანი.ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ ევალებოდა სამოქალაქო სამართლებრივი საჩივრის ცალკე წარდგენა და დამატებით კომპენსაციის მოთხოვნა, რომელიც გამოიწვევდა მისი ქმრის ქსოვილის ეროვნული პროცედურის დარღვევით ამოღების დადგენას და რომ დადგინდებოდა მისი, როგორც უახლოესი ნათესავის უფლებების დარღვევა (იხ. აგრეთვე საქმეები Sergiyenko v. Ukraine, no. 47690/07, §§ 40-43, 19 April 2012; Arskaya v. Ukraine, no. 45076/05, §§ 75-81, 5 December 2013; and Valeriy Fuklev v. Ukraine, no. 6318/03, §§ 77-83, 16 January 2014, სადაც მომჩივნებს არ ევალებოდათ ცალკე სამოქალაქო საჩივრის წარდგენა სავარაუდო სამედიცინო გადაცდომისათვის). ადამიანის უფლებათა სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანმა ამოწურა მისთვის ხელმისაწვდომი, სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებანი როდესაც ჩაერთო სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში.ზემორეს გათვალისწინებით, სასამართო არ მიიჩნევს საჭიროდ განიხილოს მთავრობის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც MADEKKI-ის მიერ საქმის განხილვა აუცილებელი იყო სამოქალაქო სამართალწარმოების დასაწყებად. ამასთანავე, სასამართლო ასევე არ მიიჩნევს საჭიროდ შეეხოს მომჩივნის არგუმენტს მასზედ, რომ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლითა და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ კანონით საფუძველზე წარმოდგენილი საჩივარი ხანდაზმული იყო ან რომ მისი სამოქალაქო სამართლებრივი საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა.
(ბ) გამოყენებასასამართლო აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც მთავრობამ არ გაიზიარა მომჩივნის სარჩელი „ოჯახური ცხოვრების“ კუთხით, მათ არ უდავიათ იმ ფაქტზე, რომ იგი ხვდებოდა „პირად ცხოვრებაში“ კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით.სასამართლო იმეორებს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების ცნება არ ექვემდებრება ამომწურავ განმარტებას (იხ. Hadri-Vionnet v. Switzerland, no. 55525/00, § 51, 14 თებერვალი 2008). საქმეში Pannullo and Forte v. France (no. 37794/97, § 36, ECHR 2001-X), სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გარდაცვლილი ბავშვის სხეულის გაკვეთის შემდეგ დაბრუნების გაჭანურება წარმოადგენდა მომჩივნების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას. მან ასევე დაადგინა, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ გარდაცვლილი პირების ნათესავებისათვის დაბრუნებაზე უარი წარმოადგენს ჩარევას მომჩივნების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში (იხ.Sabanchiyeva and Others v. Russia, no. 38450/05, § 123, ECHR 2013 (ამონარიდები) და Maskhadova and Others v. Russia, no. 18071/05, § 212, 6 ივნისი 2013). თუმცა, მოცემული საკითხი არ წარმოიშვება წინამდებარე საქმეში და მსგავს საჩივარს ადგილი არ ჰქონია. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მომჩივანს გააჩნია უფლება - ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით- გამოხატოს ნებართვა ან უარი განაცხადოს მისი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღებაზე და რომ მოცემული საკითხი ხვდება კონვენციის მე-8 მუხლში, იმდენად რამდენადაც საქმე ეხება პირად ცხოვრებას. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში გამოიყენება კონვენციის მე-8 მუხლი.
(გ) დასკვნაადამიანის უფლებათა ევროპული სასამართო აღნიშნვს, რომ მომჩივნის საჩივარი - იმდენად რამდენადაც ეხება მისი გარდაცვლილი ქმრისაგან ქსოვილის ამოღებას მისი ნებართვის გარეშე - არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის თანახმად. იგი ასევე მიუთითებს, რომ საჩივარი არ არის დაუშვებელი რომელიმე სხვა მიზეზით. შესაბამისად, იგი მას დასაშვებად მიიჩნევს.
გ. არსებითი მხარემხარეთა არგუმენტებიმომჩივანი მიიჩნევს, რომ მისი ქმრის სხეულიდან ნებართვის გარეშე ქსოვილის ამოღება წარმოადგენს ჩარევას მის პირად ცხოვრებაში. იგი აცხადებდა, რომ მას არ მიეცა საშუალება გამოეხატა საკუთარი სურვილი გარდაცვლილი მეუღლისაგან ქსოვილის ამოღების საკითხზე. მეტიც, იგი ინფორმირებულიც კი არ ყოფილა ამ ჩარევის შესახებ. მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ ექსპერტები ვერ დაადგენდნენ მისი ქმრის პასპორტში ბეჭდის არსებობას, რადგან იგი შინ, სიგულდაში ინახებოდა და, შესაბამისად, მასზე ექსპერტებს ხელი არ მიუწვდებოდათ.პირველ რიგში, დაეფუძნა რა საქმეს Hokkanen v. Finland (23 სექტემბერი 1994, § 55, Series A no. 299‑A), მომჩივანი აცხადებდა, რომ ჩარევა არ იყო კანონის შესაბამისი და რომ არ ისახავდა კანონიერ მიზანს. მომჩივანმა მოიხმო კანონის მე-4 და მე-11 მუხლები და განაცხადა, რომ 2001 წელს ლატვიაში მოქმედებდა „აშკარა თანხმობის“ სისტემა. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ექსპერტებს უნდა გაერკვით თანახმა იყო თუ წინააღმდეგი გარდაცვლილის უახლოესი ნათესავები ქსოვილის ამოღებაზე და ზემოთმოხმობილი დებულების თანახმად, მათ ეკისრებოდათ ამის დადგენის ვალდებულება. იგი აცხადებდა, რომ კანონის მიზანი გახლდათ გარდაცვლილი პირის სხეულის დაცვა და რომ მოცემული მიზნის მიხედვით ინტერპრეტაციის დროს აუცილებელი იყო ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინება. ამ მხრივ მან ასევე მოიხმო საერთაშორისო მასალა (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). დაბოლოს, კანონში 2004 წელს შეტანილი ცვლილებები ადასტურებდნენ, რომ აქამდე მოქმედი „აშკარა თანხმობის“ სისტემის დაცვა საჭირო გახლდათ. ლატვიაში „აშკარა“ და „ნაგულისხმევი“ თანხმობის სისტემების განხილვა დაიწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც წინამდებარე საქმეზე გაიხსნა სისხლისსამართლებრივი საქმე. შედეგად, მნიშნველოვანი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა პარლამენტში 2004 წელს (იხ. პარაგრაფი 50 ზემოტ). მომჩივანი აცხადებდა, რომ მოცემული ცვლილებების შემდეგად კი, შესაბამისი სამართებრივი დებულებანი არ იყვნენ საკმარისად ცხადად ფორმულირებულნი, თუმცა, მათი ფორმულირება ისე შეიცვალა, რომ დადგინდა „ნაგულისხმევი თანხმობის“ სისტემა.მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ იყო განჭვრეტადი გამოყენებისას, რადგან ნათესავებს არ აძლევდა ქსოვილის ამოღებაზე უარის გამოთქმის საშუალებას. მან მოიხმო ეროვნული ორგანოების არაერთი დასკვნა, რომელთა მიხედვითაც სამართლებრივი დებულებანი არ იყვნენ ნათელნი (იხ. მაგალითად, პარაგრაფი 28 ზემოთ) და მიუთითა, რომ რამდენიმე პროკურორმა მიიჩნია, რომ კანონის დარღვევას მართლაც ჰქონდა ადგილი (იხ. მაგალითად, პარაგრაფები 22, 24 და 27 ზემოთ). მომჩივანმა მიიჩნია, რომ ექსპერტები კანონის ბუნდოვანებას საკუთარი ინტერესებისათვს იყენებდნენ და შედეგად იღებდნენ ფინანსურ სარგებელს. მომჩივანმა დაასკვნა, რომ მისი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღება არ განხორციელდა კანონის შესაბამისად.მეორეც, მომჩივანი მიიჩნევდა, რომ „სხვათა სიცოცხლის გადარჩენა“ არ უნდა მიჩნეულიყო ლეგიტიმურ მიზნად პირისაგან ნებართვის გარეშე ქსოვილის ამოღებისას. და მესამე, იგი აცხადებდა, რომ საკმარისად არ დადასტურებულა, რომ ადგილი ჰქონდა აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.მთავრობა აღნიშნავდა, რომ მომჩივნის პირად ცხოვრებაში ჩარევა მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულიდან ქსოვილის ამოღების გზით, მისი ან მომჩივნის წინასწარი თანხმობის გარეშე ესადაგებოდა 8 § 2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს.პირველი - მთავრობა აცხადებდა, რომ ქსოვილის ამოღება განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მათ პირდაპირ მიუთითეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - თუკი იგი არ გაითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის აუცილებლობას სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებების ამოწურვის ფარგლებში - ვალდებული იყო ევარაუდა, რომ ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში იყო კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ სტანდარტთან.მათ მოიხმეს რეზოლუცია N. 431 (1996) მე-3 პარაგრაფი და კანონის მე-4 და მე-11 მუხლები და აცადებდნენ, რომ ქსოვილის ამოღება განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად. საჭირო არ გახლდათ წინასწარი თანხმობა, და არც გარდაცვლილი პირის უახლოესი ნათესავებისაგან თანხმობის მიღება არ წარმოადგენს აუცილებლობას. მთავრობა აცხადებდა, რომ კანონის მე-4 და მე-11 ნაწილების მიხედვით სავალდებულო არ გახლათ „გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში უარის განცხადება ან აშკარა პრეტენზიის გამოხატვა ‘[უახლოესი ნათესავების მიერ] ქსოვილის ამოღებამდე. შესაბამისად, მთავრობა აცხადება, რომ იმ დროს ლატვიაში მოქმედებდა „ნაგულისხმევი თანხმობის“ სისტემა. მათ აღნიშნეს, რომ „ნაგულისხმევი თანხმობის“ სისტემა არ წარმოადგენდა სიახლეს და რომ ლატვია არ იყო ერთადერთი ქვეყანა რომელიც ამ სისტემას იყენებდა; მსგავსი წესი მოქმედებდა თერთმეტ სხვა სახელმწიფოშიც.მთავრობის მიხედვით, ექსპერტმა დააზუსტა - ქსოვილის ამოღებამდე- რომ ბ-ნი ელბერტის პასპორტში არ იყო ბეჭედი, რომელიც მიუთითებდა მის უარზე ესარგებლათ მისი სხეულის ქსოვილით და რომ მოცემული, სავარაუდოდ, აღნიშნა კიდევაც შესაბამისი აბრევიატურით (“zīm. nav”) სარეგისტრაციო ჟურნალში. თუმცა, სასამართლოსათვის წარმოდგენილი სარეგისტრაციო ჟურნალის ასლში წასაკითხად გარჩეულად შეტანილ ამგვარ აბრევიატურა არ ჩანს.ამავდროულად, მთავრობამ აღიარა, რომ ეროვნული კანონები ექიმს არ უწესებდნენ ვალდებულებას ეწარმოებინა კონკრეტული ძიება და დაედგინა არსებობდნენ თუ არა უახლოესი ნათესავები და შეეტყობინებინა მათთვის ქსოვილის სავარაუდო ამოღების შესახებ. ამ მხივ მათ მოიხმეს სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). მეორეც - მთავრობა მიიჩნევდა, რომ ქსოვილის ამოღება განხორციელდა „სხვათა სიცოცხლის გადასაარჩენად ან/და გასაუმჯობესებლად“. მათ მოიხმეს სასამართოს გადაწყვეტილება სისხლი სამართლის საქმეზე (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ქსოვილის ამოღება განხორციელდა კაცობრიების სახელით სხვათა ჯანმრთელობის გასაუმჯებესებლად და ცხოვრების გასახანგრძლივებლად“. მათ მოიხმეს სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ქსოვილების ამოღება მოხდა კაცობრიობის სასარგებლოდ, სხვათა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მათი ცხოვრების გასახანგრძლივებლად“. მთავრობამ ასევე მოიხმო პრეამბულა ადამიანური წარმოშობის ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის შესახებ დამატებითი ოქმიდან, რომელიც მიუთითებს, რომ გადანერგვის მიზნით ქსოვილის დონაცია და ქსოვილის ამოღება „ ხელს უწყობს სხვათა სიცოცხლის გადარჩენას და დიდწილად აუმჯობესებს მათ სიცოცხლეს“ და რომ „ქსოვილების გადანერგვა წარმოადგენს მოსახლეობისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დადგენილ პრაქტიკას“. მთავრობამ დაასკვნა, რომ ქსოვილის ამოღებას გააჩნია კანონიერი მიზანი - კერძოდ კი სხვათა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა. მესამე -, მთავრობამ გაიმეორა, რომ სახელმწიფოებს ენიჭებათ შეფასების ზღვარი იმის დადგენისას, თუ რა ზომების მიღებაა დასაშვები მწველი სოციალური საჭიროებისას სხვათა ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად. მთავრობა დაეფუძნა Dudgeon საქმეს და ამტკივებდა, რომ ეროვნული ხელისუფლების უფლება გახლდათ ყოველ კონკრეტულ საქმეში განეხორციელებინათ სოციალური მწველი საჭიროების პირველადი შეფასება და რომ მოცემული შეფასების ზღვარი მათ მიერ განისაზღვრებოდა (Dudgeon v. the United Kingdom, 22 ოქტომბერი 1981, § 52, Series A no. 45). ქსოვილების ამოღება და გადანერგვა ხელს უწყობს სიცოცხლეების გადარჩენას და დიდწილად აუმჯობესებს მათ ხარისხს. შესაბამისად, არსებობდა „მწველი სოციალური საჭიროება“ ქსოვილის დონაციაზე, რადგან ქსოვილის გადანერგვა წარმოადგენს დადგენილ პრაქტიკას მოსახლეობისადმი ჯანდაცვის მომსახურების გაწევისას. მათ გაიმეორეს, რომ ბ-ნი ელბერტის ქსოვილის ამოღება მოხდა გადასანერგად ბიო მასალის შესაგროვებლად, რაც პოტენციურად გამოიწვევს სხვათა სიცოცხლის გაუმჯობესებას და/ან გადარჩენას. გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას წარმოადგენდა სამედიცინო პერსონალის დროული გაფრთხილება მასზედ, რომ გარდაცვლილი პირი უარს აცხადებდა ქსოვილის ამოღებაზე. იმ დროს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა არ უშლიდა ხელს არც ბ-ნ ელბერტსა და არც მომჩივანს, როგორც მის უახლოეს ნათესავს, გამოეხატათ სურვილი ქსოვილის ამოღებასთან დაკავშირებით. მათ შეეძლოთ უარი ეთქვათ ქსოვილის დონაციაზე. თუმცა, ეს არცერთ მათგანს არ გაუკეთებია მანამდე, სანამ არ მოხდა ქსოვილის ამოღება კანონის სრული დაცვით. მთავრობამ დაასკვნა, რომ სამართლიანი ბალანსი დაცული იყო „კონვენციით დაცული მომჩივნის პირადი ცხოვრების უფლებას - როგორც ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული უახლოესი ნათესავის უფლება უარი ეთქვათ გარდაცვლილი პირისაგან ქსოვილის ამოღებაზე მანამდე, სანამ მოხდებოდა ამოღება (რასაც ადგილი არ ჰქონია არც ბ-ნი ელბერტის და არც მომჩივნის მხრიდან) - და და მწველ სოციალურ საჭიროებას შორის, მომხდარიყო ბიო იმპლანტების შეგროვება ქსოვილის გადანერგვის მიზნით, რაც წარმოადგენდა მოსახლეობისათვის მიწოდებული სერვისების ნაწილს.“
სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები კონვენციის მე-8 მუხლის მთავარი მიზანი გახლავთ ინდივიდების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან. მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფით დადგენილი ნებისმიერი ჩარევა გამართლებული უნდა იყოს იმავე მუხლის მერე პარაგრაფით, კერძოდ, უნდა იყოს „კანონის შესაბამისი“ და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ იქვე მითითებული ერთი ან რამდენიმე მიზეზის გამო. აუცილებლობის არსი მოიცავს თანაფარდობას მწველ სოციალურ საჭიროებასა და ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ კანონიერ მიზანს შორის პროპორციულობას (იხ. A, B and C v. Ireland [GC], no. 25579/05, §§ 218-241, 16 დეკემბერი 2010). სასამართლო მოიხმობს პრაქტიკაში მის მიერ ფრაზის „კანონის შესაბამისად“ განმარტებას (შეჯამებული საქმეში S. and Marper v. the United Kingdom [GC], nos. 30562/04 and 30566/04, §§ 95-96, ECHR 2008). წინამდებარე საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გასაჩივრებულ ზომას, რომელიც ეფუძნება ეროვნულ კანონმდებლობას და რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო კანონის უზენაესობასთან, რომელიც, თავისთავად გულისხმობს, რომ ეროვნული კანონმდებლობა ჩამოყალიბებული უნდა იყოს საკმარისი სიზუსტით და უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო სამართლებრივ დაცვას თვითნებობისაგან. შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობა, სათანადო სიცხადით უნდა მიუთითებდეს შესაბამისი ორგანოებისათვის მინიჭებული დისკრეციის მასშტაბსა და მოქმედების სფეროს (იხ. ბოლოდროინდელი საქმე L.H. v. Latvia, ციტირებული ზემოთ, § 47).
(ბ) პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში რაც შეეხება სავარაუდო ჩარევას, მოიხმობს რა საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მომჩივნის ქმარს მიადგა სასიცოცხლოდ საშიში დაზიანებანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა საავადმყოფოსაკენ მიმავალ გზაზე. მეორე დღეს, მისი სხეული გადაიტანეს ექსპერტიზის ცენტრში, სადაც ჩაუტარდა გაკვეთა. შედეგად, მისი სხეულიდან მოხდა ქსოვილის ამოღება და შემდეგ გაგზავნა გერმანიაში არსებულ კომპანიაში, რათა მომხდარიყო მისი გარდაქმნა ბიო იმპლანტებად; იგეგმებოდა მისი უკან გადმოგზავნა ლატვიაში გადასანერგად. მომჩივანი, რომელიც წარმოადგენს გარდაცვლილის ერთ-ერთ უახლოეს ნათესავს, არ იყო ინფორმირებული ამის შესახებ და ვერ ისარგებლა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი რიგი უფლებებით - კერძოდ კი ვერ გამოხატა თანხმობა ან უარი მისი მეუღლისაგან ქსოვილის ამოღებაზე. მან ქსოვილის ამოღების შესახებ შეიტყო ორი წლის შემდეგ, როდესაც უშიშროების პოლიციამ დაიწყო სისხლისამართლებრივი გამოძიება 1994-2003 წლებში ორგანოებისა და ქსოვილების უკანონოდ ამოღების საქმეზე და აღნიშნულის ფარგლებში დაუკავშირდა მას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ესქპერტიზის ცენტრი წარმოადგენა საჯარო დაწესებულებას და რომ მისი სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექსპერტების, მოქმედებანი თუ უმოქმედობა, იწვევს მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის მიხედვით (იხ.Glass v. the United Kingdom, no. 61827/00, § 71, ECHR 2004‑II). სასამართო მიიჩნევს, რომ ზემორე მოხმობილი გარემოებანი საკმარისია იმის დასადგენად, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყო ჩარევა „კანონის შესაბამისი“, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროს მოქმედი ლატვიის კანონმდებლობა აშკარად ადგენდა არამარტო დონორის, არამედ მისი უახლოესი ნათესავების, მათ შორის მეუღლეების, უფლებას გამოეხატათ საკუთარი სურვილი პირის გარდაცვალების შემდგომ ქსოვილის ამოღების საკითხზე (იხ. ზემოთ პარაგრაფები 44 და 45). მხარეებს მოცემული ფაქტი არ გაუსაჩივრებიათ. თუმცა, მათი შეხედულება განსხვავდებოდა უფლებით სარგებლობისას. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ ექსპერტები ვალდებულნი იყვნენ დაედგინათ უახლოესი ნათესავების სურვილი. ხოლო მთავრობა კი აცხადებდა, რომ უარის არარსებობა საკმარისი იყო ქსოვილის ამოსაღებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საკითხები ეხება ეროვნული კანონმდებლობის ხარისხს, კერძოდ კი იმას, თუ რამდენად იყო ეროვნული კანონმდებლობა ჩამოყალიბებული საკმარისი სიზუსტით და თუ რამდენად ახდენდა იგი ადექვატურ სამართლებრივ დაცვას თვითნებობისაგან შესაბამისი ადმინსიტრაციული რეგულირების არარსებობის ფარგლებში. მოცემულ კონტექსტში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის მთავარი განსხვავება ეხება საკითხს თუ რამდენად იყო კანონი - რომელიც პრინციპში ანიჭებდა უახლოეს ნათესავებს უფლებას გამოეხატათ თანხმობა ან ეთქვათ უარი ქსოვილის ამოღებაზე - საკმარისად ნათელი და განჭვრეტადი უფლებით სარგებლობისას. მომჩივანი აცხადებდა, რომ მას, როგორც უახლოეს ნათესავს არ ჰქონდა საშუალება უარი განეცხადებინა ქსოვილის ამოღებაზე, ხოლო მთავრობა კი მიიჩნევდა, რომ მას მაინც შეეძლო მოცემული უფლებით ესარგებლა, რადგან მას არაფერი უშლიდა ხელს გამოეხატა საკუთარი თანხმობა ან უარი. სასამართო იმეორებს, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ კანონმდებლობას, სასამართოს ფუნქცია არ არის შესაბამისი კანონმდებლობის ნაწილის განხილვა. არამედ, სასამართო ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად, განიხილოს საქმეში წამოჭრილი საკითხები (იხ.Taxquet c. Belgique [GC], no. 926/05, § 83 in fine, ECHR 2010). სასამართო აღნიშნავს, რომ მხარეები გარკვეულწილად დაობდნენ თუ რამდენად მოქმედებდა იმ დროს ლატვიაში „აშკარა თანხმობის“ ან „ნაგულისხმები თანხმობის“ სისტემა (იხ. ექსპერტთა და გამომძიებელთა განსხვავებული პოზიცია ზემორე პარაგრაფში 18). თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლოს წინაშე წინამდებარე საკითხი არ ეხება ზოგად შეკითხვას თუ რამდენად უნდა დაეწესებინა მოპასუხე სახელმწიფოს ცალკეული თანხმობის სისტემა. არამედ, ამ შემთხვევაში განსახილველია მომჩივნის უფლება გამოეხატა სურვილი მისი გარდაცვლილი მეუღლისაგან ქსოვილის ამოღებაზე და რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყო შესაბამისი სამართლებრივი და პრაქტიკული პირობები, რომელთა ფარგლებშიც იგი მოახერხებდა ხსენებული უფლებით სარგებლობას. სასამართოს მიერ განხილვა უნდა დაიწყოს იმ ფაქტით, რომ მომჩივანს არ შეატყობინეს მისი ქმრისაგან ქსოვილის ამოღების ფაქტი. ეროვნული კანონმდებლობა ადგენდა, რომ იმ დროს ზოგადი პრაქტიკის მიხედვით, ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტები, რომლებიც ახორციელებდნენ ამოღებას, არ ცდილობდნენ გარდაცვლილის ნათესავებთან დაკავშირებას (იხ. პარა. 16 ზემოთ); ასევე აშკარა იყო, რომ მაშინაც კი როდესაც ექსპერტები უკავშირდებოდნენ ნათესავებს, ისინი არ აცნობებდნენ მათ ქსოვილის სამომავლო ამოღების შესახებ და არ ითხოვდნენ მათგან თანხმობას (პარა. 27 ზემოთ). რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეროვნული კანონმდებლობა ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში მოცემული ვალდებულებების მასშტაბების აღქმა ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს თავადაც განსხვავებული ჰქონდათ . ერთის მხრივ, მაშინ როდესაც უშიშროების პოლიცია მიიჩნევდა, რომ ქსოვილის ამოღება ნებადართული იყო მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში და რომ მისი არარსებობა ამოღებას უკანონოს ხდიდა, ისინი ასევე აღნიშნავდნენ - ეფუძნებოდნენ რა ექსპერტთა მოსაზრებებს - რომ შესაძლებელი იყო ეროვნული კანონმდებლობის განსხვავებული განმარტება, რაც, შესაბამისად შეუძლებელს ხდიდა მსჯავრდებას (პარაგრაფები 18 და 20 ზემოთ). მეორეს მხრივ, სხვადასხვა ზედამხედველი პროკურორების დასკვნის მიხედვით, წინასწარი აშკარა თანხმობის გარეშე ქსოვილის ამოღებით, ექსპერტი არღვევდა კანონს, რის საფუძველზეც უნდა დამდგარიყო მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (იხ. ზემოთ, პარა 22, 24 და 25). მოგვიანებით, უშიშროების პოლიციამ გაიზიარა ეროვნული კანონმდებლობის პროკურატურისეული განმარტება და დაადგინა, რომ უახლოესი ნათესავების უფლებები, მათ შორის, მომჩივნისაც, დარღვეულ იქნა. თმცა, ამ დროისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე ხანდაზმული იყო (იხ. პარაგრაფი 27 ზემოთ). დაბოლოს, ეროვნულმა სასამართომ, გაიზიარა რა, რომ უახლოეს ნათესავებს ჰქონდათ უფლება გამოეხატათ თანხმობა ან უარი განეცხადებინათ ქსოვილის ამოღებაზე, გააუქმა პროკურატურის მიერ მირებული პოზიცია და დაასკვნა, რომ ეროვნული კანონმდებლობა ექსპერტებს არ აკისრებდათ ვალდებულებას შეეტყობინებინათ უახლოესი ნათესავებისათვის და განემარტათ მათთვის უფლებები. შედეგად, არ მომხდარა ექსპერტების მსჯავრდება იმ ვალდებულების დარღვევისათვის, რომელიც არ იყო კანონით ნათლად დადგენილი (პარაგრაფი 28 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის გამოყენებაზე ამგვარი უთანხმოება უშუალოდ მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან თავისთავად მიუთითებს არასაკმარის სიცხადეზე. ამ მხრივ, სასამართო მოიხმობს ეროვნული სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მართალია კანონის მე-3 მუხლი უახლოეს ნათესავებს ანიჭებდა უფლებას უარი განეცხაებინათ გარდაცვლილი პირისაგან ორგანოების ან/და ქსოვილის ამოღებაზე, იგი ექსპერტს არ აკისრებდა ვალდებულებას განემარტა მოცემული უფლებანი ნათესავებისათვის (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). მთავრობამ ასევე მოიხმო მოცემული დებულება რათა ემტკიცებინა, რომ ქსოვილის ამოღება არ განხორციელებულა უკანონოდ (იხ. პარაგრაფები 97 და 99 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მართალია ლატვიის კანონმდებლობა აწესებდა სამართლებრივ რეგულირებას, რომელიც უახლოეს ნათესავებს აძლევდა საშუალებას გამოეხატათ პოზიცია - დათანხმებოდნენ ან უარი ეთქვათ ქსოვილის ამოღებაზე, მაგრამ იგი ნათლად არ განმარტავდა შესაბამისი ვალდებულებების მასშტაბებსა თუ იმ დისკრეციის ზღვარს, რომელიც ენიჭებოდა ექსპერტებს ან სხვა შესაბამის ორგანოებს. სასამართლო აღნიშნავს, ამ მხრივ, რომ შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო დოკუმენტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ ფაქტს, რომ ნათესავების პოზიციის დადგენა უნდა მოხდეს გონივრული მცდელობის შედეგად (იხ. პარა 34 და სხვა ზემოთ). უფრო კონკრეტულად კი, როგორც ეს აღნიშნულია დამატებითი ოქმის განმარტებით ანგარიშში, მიუხედავად იმისა თუ რომელ სისტემას აირჩევს სახელმწიფო - იქნება ეს „აშკარა თანხმობისა“ თუ „ნაგულისხმევი თანხმობის“ - აუცილებელია შესაბამისი პროცედურის განსაზღვრა და რეესტრის წარმოება. თუკი გარდაცვლილის სურვილი საკმარისად ნათლად არ არის დადგენილი, უნდა მოხდეს ნათესავებთან დაკავშირება და მათგან ქსოვილის ამოღების საკითხზე პოზიციის შეტყობა (იხ, კერძოდ კომ ენტარები დამატებითი ოქმის მე-17 მუხლზე, ზემოთ პარაგრაფი 37). ამასთანავე, სასამართლო იმეორებს, რომ სამართლიანობის პრინციპი სახელმწიფოებისაგან ითხოვს მათ მიერ ამოქმედებული კანონების არა მხოლოდ წინასწარ განჭვრეტად და თანმიმდევრულ პატივისცემასა და გამოყენებას, არამედ აუცილებლად მიიჩნევს მათი იმპლემენტაციისათვის სამართლიანი და პრაქტიკული პირობების უზრუნველყოფასაც (იხ.mutatis mutandis Broniowski v. Poland [GC], no. 31443/96, §§ 147 და 184, ECHR 2004‑V). 2001 წლის 19 მაისს მომჩივნის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტიზის ცენტრი უფლებამოსილი იყო მისი სხეულიდან ამოეღო ქსოვილი პასპორტის შემოწმებისა და იმის დადგენიდან 24 საათში, რომ პასპორტში არ არსებობდა ბეჭედი, რომელიც ქსოვილის ამოღებაზე უარს აღნიშნავდა (პარაგრაფი 16 ზემოთ). თუმცა, როგორც ირკვევა, იმ დროს არ არსებობდა ბეჭდის ერთიანი რეესტრი, რომელშიც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია გარდაცვლილის პასპორტში იყო თუ არა დატანილი ბეჭედი (ამჟამად, 2002 წლის 1 იანვრის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ვითარება შეიცვალა და ხსენებული ინფორმაციის შეტანა მოსახლეობის რეესტრში სავალდებულოა, რაც განხილულია საქმეში Petrova, ციტირებული ზემოთ, § 35). ამასთანავე, იკვეთება, რომ არ არსებობდა პროცედურა, რომლის დაცვაც ევალებოდათ სახელმწიფო დაწესებულებებსა და ექსპერტებს მოცემული ინფორმაციის მოსათხოვად და მისაღებად. მთავრობა აცხადებდა, რომ ექპერტმა ფიზიკურად შეამოწმა ბ-ნი ელბერტის პასპორტი ქსოვილის ამოღებამდე, ხოლო მომჩივანი კი აცხადებდა, რომ მისი მეუღლის პასპორტი შინ იყო. შესაბამისად, უცნობია თუ რა პროცედურით იხელმძღვანელა ექსპერტმა. მიუხედავად იმისა, შეამოწმა თუ არა ექსპერტმა ბ-ნი ელბერტის პასპორტი, უცნობია თუ როგორ მოქმედებდა ლატვიის მაშინდელი კანონით დადგენილი თანხმობის მიღების პროცედურა პრაქტიკაში სწორედ ისეთ ვითარებაში, როგორშიც აღმოჩნდა მომჩიავანი, სადაც მას, როგორც უახლოეს ნათესავს ჰქონდა რიგი უფლებები, მაგრამ არ იცოდა თუ როგორ და როდის უნდა ესარგებლა ამ უფლებებით, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე განამრტებაზე. ასევე, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ახორციელებდა ეროვნული კანონმდებლობა თვითნებობისაგან ადექვატურ სამართლებრივ დაცვას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქსოვილის ამოღება წინამდებარე საქმეში არ წარმოადგენდა ერთეულ შემთხვევას, მსგავსად Petrova საქმისა, არამედ ხორციელდებოდა უცხო ქვეყნის ფარმაცევტულ კომპანიასთან სახელმწიფოს მიერ დამოწმებული შეთანხმების საფუძველზე; ქსოვილის ამოღება მოხდა მრავალი ადამიანისაგან (იხ. პარაგრაფები 13, 14 და 26 ზემოთ). ასეთ შემთხვევებში, უფრო მნიშნველოვანი ხდება სათანადო მექანიზმების ამოქმედება, რათა დაბალანსდეს საკუთარი ინიციადივით მოქმედი ექსპერტებისადმი მინიჭებული ფართო დისკრეციია ქსოვილების ამოღების დროს (პარაგრაფი 15), თუმცა აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია (იხ. აგრეთვე საერთაშორისო მასალები, ციტირებული ზემოთ პარაგრაფში 34 და შემდეგ). მთავრობის არგუმენტის პასუხად, სადაც ისინი აცხადებდნენ,, რომ მომჩივანს ჰქონდა საშუალება გამოეხატა საკუთარი მოსაზრება ქსოვილის ამოღების საკითხზე, სასამართო აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მხრივ არ არსებობდა სათანადო ადმინისტრაციული ან სამართებრივი რეგულაციები. შესაბამისად, მომჩივანმა ვერ განჭვრიტა თუ რას მოელოდნენ მისგან თუკი მას სურდა ესარგებლა საკუთარი უფლებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართო ვერ მიიჩნევს, რომ ლატვიის შესაბამისი კანონი ფორმულირებული იყო სათანადო სიზუსტით ან რომ უზრუნველყოფდა სათანადო სამართლებრივ დაცვას თვითნებობისაგან. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის უფლებაში ჩარევა - პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას - არ იყო კონვენციის 8.2 მუხლის შეინაარსის შესაბამისი. შედეგად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. მოცემული დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს აუცილებლად განიხილოს მოცემულ საქმეში 8.2 მუხლით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვას ჰქონდა თუ არა ადგილი (იხ. მაგალითად, Kopp v. Switzerland, 25 მარტი 1998, § 76, Reports of Judgments and Decisions 1998‑II, და Heino v. Finland, no. 56720/09, § 49, 15 თებერვალი 2011).
კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი დამატებით აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღევას იმის გამო, რომ მისი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღება განხორციელდა მისი წინასწარი თანხმობის ან ცოდნის გარეშე და რომ იგი აიძულეს დაეკრძალა საკუთარი მეუღლე შეკრული ფეხებით. კონვენციის მე-3 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.“ მთავრობამ არ გაიზიარა ხსენებული პოზიცია.
ა. დასაშვებობა მთავრობამ წამოაყენა იგივე პირველადი პრეტენზიები სამარლებრივი დაცვის ეროვნული მექანიზმების ამოწურვის შესახებ რაც ზემოთგანხილულ შემთხვევაში, მომჩივანი არ დაეთანხმა (იხ. პარაგრაფები 69-77). ამ მხრივ სასამართლო მოიხმობს მის ზემორე შეფასებას (იხ. პარა 78-87) და დასაშვებად მიიჩნევს მას. მთავრობამ მოიხმო იუსტიციის სამინისტროს ინსტრუქცია (ძალაში იყო 2002 წლის 1 იანვრამდე), რომელიც ეხებოდა გარდაცვლილის სასამართლო ექსპერტიზის პროცედურას და კანონი სახელმწიფოსა და მუნიციპალური დაწესებულებების მიერ საჩივრების, პროტესტებისა და წინადადებების განხილვის წესის შესახებ (ძალაში იყო 2008 წლის 1 იანვრამდე). ისინი აცხადებდნენ, რომ მომჩივანს შეეძლო ეჩივლა მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულის მდგომარეობის შესახებ. მომჩივანი არ დაეთანხმა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობას არ დაუკონკრეტებია თუ რომელი მისაგებელი დააკმაყოფილებდა მომჩივნის მოთხოვნას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკმარისია მისი არგუმენტი, რომელიც გამოითქვა სისხლისსამართლებრივი მისაგებლის ჯეროვანებაზე (იხ. პარაგრაფი 85 ზემოთ). სასამართლო აქვე დასძენს, რომ მომჩივანი, სქოვილის უკანონოდ ამოღების შესახებ სისხლისსამართლის საქმის ფარგლებში, ამასთანავე დავობდა მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულის დასახიჩრებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქსოვილის ამოღების შედეგად. პროკურორებმა ორ ინსტანციში განიხილეს მისი საჩივრები და არ დააკმაყოფილეს, დაადგინეს რა, რომ არ არსებობდა დასახიჩრების მტკიცებულება (იხ. პარაგრაფები 31-32 ზემოთ). შესაბამისად, მთავრობის პრეტენზიას სასამართლო არ იზიარებს. მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანმა არ დაიცვა სასამართლოსადმი მიმართვის ექვსთვიანი ვადა, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივამა მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულის მდგომარეობის შესახებ შეიტყო 2001 წლის 26 მაისს, მისი დაკრძალვის დღეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დღეს მომჩივანმა ჯერ კიდევ არ იცოდა მისი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღების შესახებ; მან ამის შესახებ მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყო, როდესაც დაიწყო გამოძიება. რის შემდეგაც მას მიენიჭა გამოძიების მხარის სტატუსი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლთო, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარზე ეროვნულ დონეზე ბოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 23 ოქტომბერს, როდესაც საბოლოოდ შეწყდა გამოძიება შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამიტომაც, იგი არ იზიარებს მთავრობის პრეტენზიას. მთავრობა დაეფუძნა საქმეს Çakıcı v. Turkey ([GC], no. 23657/94, § 98, ECHR 1999‑IV) და აღნიშნა, რომ მომჩივანი არ უნდა მიჩნეულიყო კონვენციის მე-3 მუხლით მსხვერპლის სტატუსის მქონედ, რადგან არც მას და არც მის ქმარს არასდროს გამოუთქვამთ პრეტენზია ქსოვილის ამოღებაზე. ისინი ამასთანავე აცხადებდნენ, რომ იმის გამო, რომ მომჩივანს არასდროს უჩივლია ეროვნულ დონეზე იმის გამო, რომ მან ქმარი დაკრძალა შეკრული ფეხებით, იგი არ უნდა მიჩნეულიყო ახლა მსხვერპლად სასამართოს მიერ. მომჩივანმა აღნიშნა, რომ Çakıcı ეხებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგვას, მაშინ როდესაც მან თავად ნახა საკუთარი ქმრის სხეული დაკრძალვამდე, სადაც მას შეკრული ჰქონდა ფეხები. იგი დაიზაფრა, მაგრამ იმ მომენტისათვის არ იცოდა ამოღებული ქსოვილის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს,რომ წინამდებარე საქმეში, საკითხი თუ რამდენად უნდა იქნას მომჩივანი მიჩნეული მსხვერპლად, მჭიდრო კავშირშია საქმის არსებით განხილვასთან. შესაბამისად, აერთიანებს მათ. დაბოლოს, მთავრობა მიიჩნევდა, რომ მომჩივნის საჩივარი იყო დაუშვებელი ratione materiae კონვენციასთან. მთავრობა აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა მენინგის (dura mater) მხოლოდ გარე ნაწილის ამოღებას. მართალია მთავრობა იზიარებდა ხედვას, რომ გარდაცვლილი პირისაგან ქსოვილის ამოღება მისი უახლოესი ნათესავების მიერ ამის ცოდნისა და ნებართვის გარეშე შესაძლოა წარმოადგენდეს ღელვის ინდივიდუალურ და სუბიექტურ საფუძველს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო კონვენციის მე-3 მუხლით დარღვევის დასადგენად. მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი არ აწესებდა ზოგად ვალდებულებას მიეღოთ ნებართვა ან შეეტყობინებინათ უახლოესი ნათესავებისათვის ქსოვილის ამოღების შესახებ. მთავრობა მიიჩნევდა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი მხოლოდ კონვენციის მე-8 მუხლში ხვდებოდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში იმის დადგენა, თუ რამდენად ხვდებოდა მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ ფარგლებში, მჭიდრო კავშირშია საქმის არსებით განხილვასთან, შესაბამსიად უნდა მოხდეს მათ გაერთიანება. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მიხედვით. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ იგი დასაშვებია, რადგან არ ხვდება დაუშვებლობის რომელიმე სხვა საფუძველში, და, შესაბამისად, აერთიანებს მოცემულ საკითხებს საქმის არსებით განხილვასთან. შესაბამისად, იგი დასაშვებად უნდა იქნას მიჩნეული.
ბ. საქმის არსებითი განხილვამხარეთა არგუმენტები მომჩივანმა აღნიშნა, რომ კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი სისასტიკის მინიმალური ზღვარი წინამდებარე საქმეში დაკმაყოფილებული გახლდათ. მან საკუთარი თვალით იხილა მეუღლის სხეული - დაბმული ფეხებით - ქსოვილის ამოღების შემდეგ. იმ დროს იგი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ ქსოვილის უკანონოდ ამოღება უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რასაც კრძალავდა კონვენციის მე-3 მუხლი - შედეგად მომჩივანი დაიზაფრა და იტანჯებოდა. ამის დასტურად მან წარმოადგინა მისი დის ჩვენება, სადაც მითითებული იყო, რომ ნახა ბ-ნი ელბერტის სხეული სიგულდაში, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში დაკრძალვამდე, და რომ მისი ფეხები შავი თასმით იყო შეკრული; მან იფიქრა, რომ მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. ამასთანავე, მომჩივანმა ხაზი გაუსვა, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში მას უარი ეთქვა გაეგო თუ სხეულიდან რა ორგანოები ამოაცალეს მისი ქმრის სხეულს. თავდაპირველად, მან იფიქრა, რომ ფეხები იმის გამო იყო დაბმული, რომ თავიდან აეცილებინათ ავარიის შედეგები. მოგვიანებით მიიჩნია, რომ ფეხები დაბმული იყო ქსოვილების ამოღებისა და ჩამანაცვლებელი მასალის გამოყენების გამო. მომჩივანმა საბოლოოდ გაარკვია თუ სხეულის რა ქსოვილი ამოუღეს მის მეუღლეს მას შემდეგ, რაც მიიღო მთავრობის დასკვნები წინამდებარე საქმის ფარგლებში. მომჩივანმა მოიხმო რა საქმე Labita v. Italy ([GC], no. 26772/95, § 131, ECHR 2000‑IV), განაცხადა, რომ ადგილი არ ჰქონია ეფექტიან გამოძიებას. ძიება გრძელდებოდა ხუთი წელი და შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დადგომის გამო. მომჩვანმა მიუთითა, რომ მან დაახლოებით 13 საჩივარი წარმოადგინა და რომ 4 გადაწყვეტილება გაუქმდა მოცემული ძიების ფარგლებში. იგი მიიჩნევდა, რომ ძიება არ დასრულდა გონივრულ ვადაში და რომ იგი არაჯეროვნად გაიწელა. მომჩივანი, სხვა დაზარალებულებთან ერთად, დარჩა მისაგებლის გარეშე და ექსპერტები არანაირ სასჯელს არ დაექვემდებარნენ. მთავრობა აცხადებდა, რომ ქსოვილის ამოღება განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულიდან ქსოვილის ამოღება უტოლდებოდა არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მოიხმეს რა საქმე Selçuk and Asker v. Turkey (24 April 1998, § 78, Reports 1998‑II), მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა „დიდი ტკივილისა და ტანჯვის“ არსებობა მისი ნებართვის გარეშე ქსოვილის ამოღების გამო. ამასთანავე, საქმის Ireland v. the United Kingdom (18 January 1978, § 167, Series A no. 25) მოხმობით, მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ მან ვერ დაადასტურა რომ მას გააჩნდა „შიშის, დიდი ტკივილისა და არასრულფასოვნების იმგვარი გრძნობა, რომელიც მას დაამცირებდა და დააკნინებდა“. მთავრობამ გაიმეორა, რომ მოხდა მხოლოდ dura mater ამოღება სხეულიდან. მომჩივანს, მისი ნებართვისა თუ ცოდნის მიუხედავად ქსოვილის ამოღების გამო, რომც განეცადა ემოციური ტანჯვა და მწუხარება, რომელსაც თან სდევდა განუყოფელი ტანჯვა და დიდი ტკივილი ოჯახის წევრის დაკარგვის გამო, იგი მაინც არ აღწევდა სისასტიკის იმ მინიმალურ ზღვარს, რომელსაც ითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი. მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ კვეთის დროს, მომჩივნის მეუღლის სხეულიდან მოხდა გულის ამოღებაც და რომ dura mater ამოღება ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად დაზიანდა თავის ქალა. ამასაც შეეძლო გამოეწვია ემოციური ტანჯვა, მაგრამ მე-3 მუხლით დადგენილ მინიმალურ ზღვარს, რომელსაც მოქმედებაში მოყავს ეს უკანასკნელი, იგი ვერ აღწევდა. მთავრობამ მიუთითა, რომ მომჩივანი იმყოფებოდა სიგულდას საავადმყოფოში და რომ უახლოესი ნათესავების ვალდებულება გახლდათ შეეტყობინებინათ სამედიცინო პერსონალისათვის მისი ადგილსამყოფელი და დაკავშირებოდა მათ, თუკი სურდათ ქსოვილის ამოღებაზე უარის თქმა. მათ შემდეგ ხაზი გაუსვეს, რომ ამოღება განხორციელდა კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე, რომ ქსოვილები გაიგზავნა კომპანიაში ბიო იმპლანტებად გარდასაქმნელად და შემდეგ დაბრუნდა უკან ლატვიაში ტრანსპლანტაციის მიზნით, და რომ ამ ყოველივეს მიზანი გახლდათ სხვათა სიცოცხლის გაუმჯობესება და გადარჩენა. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ ქსოვილის ამოღება განხორციელდა „ძალიან სწრაფად“ და რომ ასეთ შემთხვევაში უკიდურესაც მცირე დაყოვნებაც კი ნიშნავს ძვირფასი დროის დაკარგვას, რის შედეგადაც ქსოვლის ამოღება შეუძლებელი ხდება. მთავრობა, დაეფუძნა რა იმ ფაქტს, რომ სიცოცხლეში მომჩივნის მეუღლეს არ გაუპროტესტებია ქსოვილის ამოღება ან რომ უარი არც მომჩივნისათვის უთქვამს, მომჩივანი ვერ იდავებდა, რომ მან იმოქმედა გარდაცვლილი მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ. მთავრობამ შემდეგ მიუთითა, რომ მომჩივნის პრეტენზია მასზედ, რომ მის გარდაცვლილ მეუღლეს ფეხები ჰქონდა შეკრული არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან არ იყო გამყარებული არანაირი სანდო სამხილით. მთავრობის მიხედვით, ექსპერტიზის ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სხეული გაიწმინდა, გასუფთავდა და დაიბანა კვეთამდე. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარდაცვლილის სხეულის მდომარეობის შესახებ საჩივარი არ ყოფილა წარმოდგენილი. კვეთის ანგარიშის მიხედვით, მისი ფეხები ავარიის შედეგად არ დაზიანებულა. წინამდებარე საქმეში მტკიცების სტანდარტი „გონივრულ ეჭვს მიღმა“ არ არის დაკმაყოფილებული მომჩივნის მიერ, როდესაც იგი ბრალდებებს აყენებს მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულის მდგომარეობაზე, რასაც ვერ ადასტურებს მტკიცებულებებით.
სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები საქმეში Svinarenko and Slyadnev v. Russia ([GC], nos. 32541/08 და 43441/08, §§ 113-118, 17 ივლისი 2014), სასამართლომ ახლახან შეაჯამა გამოყენებადი პრინციპები:
„113. სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ კონვენციის მე–3 მუხლი შეიცავს დემოკრატიული საზოგადოების ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებებს. ამ მუხლით აბსოლუტურად არის აკრძალული წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა, არსებული გარემოებებისა და მხვერპლის საქციელის მიუხედავად (იხილეთ, სხვა მრავალ წყაროთა შორის, Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000-IV).
114. არასათანადო მოპყრობა უნდა აღწევდეს სისასტიკის მინიმალურ დონეს იმისათვის, რომ მე–3 მუხლის მოქმედების ქვეშ მოექცეს. აღნიშნული მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეგავლენა და რიგ შემთხვევებში, სქესი, ასაკი და მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხილეთ, მაგალითად, Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006‑IX). მართალია, საკითხი ასეთი მოპყრობის მიზანი იყო თუ არა მსხვერპლის დამცირება და მისთვის შეურაცხყოფის მეყენება არის ის ფაქტორი, რომელიც მხედველობაში მიიღება, თუმცა ასეთი მიზანის არ არსებობა არ გამორიცხავს მე–3 მუხლის დარღვევის დადგენას (იხილეთ სხვა მრავალ წყაროთა შორის, V. v. the United Kingdom [GC], no. 24888/94, § 71, ECHR 1999-IX).
115. მოპყრობა არის „დამამცირებელი“ მე–3 მუხლის გაგებით, როდესაც ის ინდივიდს ამცირებს ან შეურაცხყოფს, არის უპატივცემულობის გამოხატულება ან აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას, იწვევს შიშის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების შეგრძნებებს, რაც ინდივიდის სულიერ და ფიზიკურ წინააღმდეგობას სპობს (იხილეთM.S.S. v. Belgium and Greece [GC], no. 30696/09, § 220, ECHR 2011, and El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, § 202, ECHR 2012). მოპყრობის საჯარო ხასიათი შესაძლებელია იყოს მნიშვნელოვანი, თუკი იგი წარმოადგენს დამამძიმებელ ფაქტორს მე–3 მუხლის გაგებით მოპრობის „დამამცირებლად“ შეფასებისას (იხილეთ, inter alia, Tyrer v. the United Kingdom, 25 აპრილი 1978, § 32, Series A no. 26; Erdoğan Yağız v. Turkey, no. 27473/02, § 37, 6 March 2007; და Kummer v. the Czech Republic, no. 32133/11, § 64, 25 ივლისი 2013).
116. იმისათვის, რომ მოპყრობა იყოს „დამამცირებელი“, მისი თანმხლები ტანჯვა თუ დამცირება უნდა აღემატებოდეს იმ ტანჯვასა თუ დამცირებას, რომელიც თან სდევს ლეგიტიმური მოპყრობის ამა თუ იმ ფორმას (იხილეთ, ზემოთ მითითებული, V. v. the United Kingdom § 71)....
118. ადამიანის ღირსების პატივისცემა კონვენციის ერთ–ერთი არსებითი პირობაა (იხილეთ Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 65, ECHR 2002 III). კონვენციის, როგორც ინდივიდების დაცვის ინსტრუმენტის, ობიექტისა და მიზნის თანახმად, მისი დებულებები ექვემდებარება იმდაგვარ ინტერპრეტაციასა და გამოყენებას, რაც მასში არსებულ გარანტიებს პრაქტიკულსა და ეფექტიანს გახდის. კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი ინტერპრეტაცია შესაბამისობაში უნდა იყოს კონვენციის ზოგად სულისკვეთებასთან, ინსტრუმენტთან, რომლის მიზანია შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებს (იხილეთ, Soering v. the United Kingdom, 7 ივლისი 1989, § 87, Series A no. 161).“ სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-3 მუხლით წარმოდგენილი დარღვევის შესახებ საჩივრის მტკიცებულების შეფასებისას, იგი ეფუძნება „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების ტვირთს. ამგვარი მტკიცებულებანი, უნდა გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმდევი დასკვნებისაგან ან სხვა მსგავსი გაუბათილებელი ფაქტობრივი ვარაუდებიდან (იხ. Farbtuhs v. Latvia, no. 4672/02, § 54, 2 დეკემბერი 2004, და Bazjaks v. Latvia, no. 71572/01, § 74, 19 ოქტომბერი 2010).
(ბ) გამოყენება წინამდებარე საქმეში წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი აცხადებდა ემოციური ტანჯვის შესახებ, რომელიც გამოიწვია მისი გარდაცვლილი მეუღლისაგან ქსოვილების ამოღებამ ეროვნული კანონმდებლობის დარღვევითა და მისი წინასწარი ნებართვისა თუ ცოდნის გარეშე და რომ იგი იძულებული იყო დაეკრძალა მეუღლე შეკრული ფეხებით; მთავრობა აცხადებდა, რომ პირველ ნაწილში ჩამოთვლილი არ აღწევდა კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა მოქმედებაში მოსულიყო ხსენებული მუხლი, ხოლო მეორესთან მიმართებაში კი არ არსებობდა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებანი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანა ქსოვილის ამოღების შესახებ შეიტყო მეუღლის დაკრძალვიდან ორი წლის შემდეგ და დაახლოებით ხუთი წელი გაავიდა მოცემულ საქმეზე შესაძლო სისხლისსამართლებრივი ქმედებების შესახებ დასკვნის მიღებამდე. მომჩივანი აცხადებდა და მთავრობა არ უარყოფდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მომჩივანმა არ იცოდა, თუ რა ორგანოები ან ქსოვილები იქნა ამოღებული მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულიდან; მან ამის შესახებ შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ რაც წინამდებარე საქმის ფარგლებში მთავრობამ წარმოადგინა დასკვნები. ასევე, მომჩივანს ჰქონდა ვარაუდები თუ რატომ იყო მისი მეუღლის ფეხები შეკრული და მისი მოსაზრებანი გაზიარბულ იქნა ოჯახის წევრის წერილობითი ჩვენებით. მოცემული ფაქტების გათვალისწინებით, მომჩივანი, როგორც მისი ქმრის უახლოესი ნათესავი, შესაძლოა დაქვემდებარებოდა ემოციურ ტანჯვას. სასამართლო ვალდებულია დაასკვნას, საქმის სპეციფიური გარემოებების გათვალისწინებით, თუ რამდენად იყო ხსენებული ტანჯვა იმ მასშტაბის, რომ მოხვდეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. სასამართლო პრაქტიკის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ის მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა, რასაც მსხვერპლის ოჯახის წევრები განიცდიან ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების დროს. თუმცა, იმისათვის რომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდეს მსხვერპლის ნათესავებთან მიმართებაში, უნდა არსებობდეს სპეციალური გარემოებანი, რომელიც მათ ტანჯვას იმ მასშტაბსა და ხასიათს მიანიჭებს, რომ განასხვავოს იგი იმ ემოციური მწუხარებისაგან, რომელიც აუცილებლად გამომდინარეობს თავად ხსენებული დარღვევისაგან (იხ.Salakhov and Islyamova v. Ukraine, no. 28005/08, § 199, 14 მარტი 2013). შესაბამისი ელემენტები გახლავთ ოჯახური კავშირის სიმჭიდროვე და ის, თუ როგორ ეპასუხებოდა სახელმწიფოს ორგანოები ნათესავების შეკითხვებს (იხ. მაგალითად, Çakıcı საქმე, ციტირებული ზემოთ, პარა. 98, სადაც მოცემული პრინციპი გამოყენებული იყო იძულებით გაუჩინარების კონტექსტში; Mubilanzila Mayeka and Kaniki Mitunga v. Belgium, no. 13178/03, § 61, 12 October 2006, სადაც სასამართლო დაეფუძნა მოცემულ პრინციპს როდესაც იხილავდა დედის საჩივარს მისი ხუთი წლის გოგონას სხვა ქვეყანაში დაკავების შედეგად მიყენებული ტანჯვის გამო; და M.P. and Others v. Bulgaria, no. 22457/08, §§ 122-124, 15 ნოემბერი 2011,, როდესაც საქმე ეხებოდა ბავშვზე ძალადობის შედეგად ნათესავების ტანჯვას). ციტირებულ საქმეებში სასამართლომ მნიშვნელობა მიანიჭა მშობლებისა და შვილის კავშირს. მან არსობრივად დაადგინა, რომ დარღვევა გამომდინარეობდა ხელისუფლების ორგანოების რეაქციებისა და დამოკიდებულებიდან მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს ვითარების შესახებ (იხ.Salakhov and Islyamova, ციტირებული ზემოთ, § 200). მსგავსი მოსაზრებანი შესაძლოა გამოყენებულ იქნას წინამდებარე საქმეში მომჩივნისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის მისამართით. წინამდებარე საქმეს სასამართლო განასხვავებს სასამართლოს წინაშე „გაუჩინარების“ და უშიშროების ძალების მიერ თვითნებური მკვლელობების საქმეებში ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სხვა შემთხვევებისაგან (იხ. მაგალითად, Luluyev and Others v. Russia, no. 69480/01, §§ 116-118, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები)) და იმ სხვა საქმეებისაგან, სადაც ხალხი მოკლეს ხელისუფლების ორგანოების კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით მოქმედების შედეგად (იხ. მაგალითად, Esmukhambetov and Others v. Russia, no. 23445/03, §§ 138-151 და 190, 29 მარტი 2011). ამ შემთხვევაში არ არის საუბარი სხეულის დასახიჩრებაზე (იხ. Akkum and Others v. Turkey, no. 21894/93, §§ 258-259, ECHR 2005‑II (ამონარიდები), და Akpınar and Altun v. Turkey, no. 56760/00, §§ 84-87, 27 February 2007) ან გვამის დანაწევრებაზე ან თავის მოკვეთაზე (იხ. Khadzhialiyev and Others v. Russia, no. 3013/04, §§ 120-122, 6 ნოემბერი 2008). მართალია ვერ ვიტყვით, რომ მომჩივანი იტანჯებოდა მისი ქმრის ბედის ხანგრძლივად არცოდნით, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი ხანგრძლივად განიცდიდა გაურკევლობას, დარდსა და მწუხარებას თუ რა ორგანოები ან ქსოვილი ამოიღეს მისი ქმრის სხეულიდან და თუ როგორ და რა მიზნით განხორციელდა აღნიშნული. ამ მხრივ, მთავრობის არგუმენტი, რომ მოხდა მხოლოდ dura mater ამოღება არ არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მომჩივანმა მხოლოდ ამ სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას შეიტყო. მოვლენების განვითრების დროს, მომჩივანს არ ჰქონდა საფუძველი ეჭვქვეშ დაეყენებინა ექსპერტიზის ცენტრის საქმიანობანი, რადგან მისი ქმრის სხეული ცენტრში მიიტანეს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. შესაბამსიად, გამოძიება დაიწყო ექსპერტიზის ცენტრში ქსოვილის ამოღების კანონიერების დასადგენად და გაირკვა, რომ ქსოვილი ამოღებულ იქნა არა მხოლოდ მისი მეუღლის სხეულიდან, არამედ სხვა ასობით პირისგანაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ( მათ შორის დაახლოებით 500 ადამიანი მხოლოდ 3 წლის განმავლობაში) (იხ. პარაგრაფები 13-33 ზემოთ). ასევე დადგინდა, რომ ამოღება განხორციელდა უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან სახელმწიფოს მიერ დამოწმებული შეთანხმების საფუძველზე. მოცემული სქემა განხორციელდა სახელმწიფო მოხელეების - სასამართლე ესქპერ ტების მიერ - რომლებმაც სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ჩვეულ ვალდებულებასთან ერთად განახორციელეს ამოღება საკუთარი ინიციატივით (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ). მოცემული წარმოადგენს იმ სპეციფიკურ გარემოებებს, რომლებმაც მომჩივანს მიაყენა დამატებითი ტანჯვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ტანჯვა, მასშტაბითა და ხასიათის მიხედვით იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამას გამოიწვევდა ოჯახის ახლო წევრის გარდაცვალება. სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ მომჩივანს, როგორც უახლოეს ნათესავს, ჰქონდა უფლება გამოეხატა თანხმობა ან განეცხადებინა უარი ქსოვილის ამოღებაზე, მაგრამ ლატვიის კანონმდებლობა ნათლად არ განსაზღვრავდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების შესაბამის ვალდებულებას ან შეფასების ზღვარს და რომ ამ მხრივ არ არსებობდა ადმინისტრაციული ან სამართლებრივი რეგულირება (იხ. პარაგრაფები 109-116 ზემოთ). მართალია ორგანოს ან ქსოვილის ამოღების მასშტაბისა და მოცულობის მხრივ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება წინამდებარე საქმესა და ზემოთმოხმობილ Petrova საქმეს შორის, სასამართლო მაინც მიუთითებს ორივე საქმეში არსებულ გარკვეულ სტრუქტურულ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს ლატვიაში ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის სფეროში. მოცემული ფაქტორები გათვალისწინებულ უნდა იქნას ლატვიის კონტექსტში კონვენციის მე-3 მუხლის განხილვისას. ამასთანავე, მომჩივნის როგორც უახლოესი ნათესავის უფლებები არა მხოლოდ არ იყო პატივცემული, არამედ იგი აღმოჩნდა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების წინაშე ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ ეროვნულ კანონმდებლობაში გაწერილი ვალდებულებების მასშტაბის განხილვისას. მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების პოლიცია და სხვადასხვა პროკურორები ვერ თანხმდებოდნენ თუ რამდენად ნათლად არეგულირებდა ეროვნული კანონმდებლობა იმას, უნდა მომხდარიყო თუ არა პირის მსჯავრდება ხსენებული საფუძვლით, მათ მაინც აღიარეს, რომ ქსოვილის ნებართვის გარეშე ამოღება უკანონო გახლდათ (იხ. პარაგრაფები 18, 20, 22, 24-25 ზემოთ). თუმცა იმ დროისათვის, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ ერთიან ხედვაზე, დევნა შეწყდა ხანდაზმულობის გამო (იხ. პარაგრაფი 27 ზემოთ). მოცემული ფაქტები ასახავენ თუ როგორ მიუდგა ეროვნული ხელისუფლება წარმოდგენილ საჩივრებს და თუ როგორ უგულვებელყვეს მოცემულ ქმედებათა შედეგად დაზარალებული პირები და მათი ახლო ნათესავები, მათ შორის მომჩივანიც. აღნიშნული გარემოებანი ხელს უწყობდა მომჩივნის უმწეობის გრძნობის განვითარებას მისი იმ პირადი უფლებების დარღვევის ფონზე, რომლებიც ეხებოდა მისი პირადი ცხოვრების ძალზედ მგრძნობიარე ასპექტს, კერძოდ კი თანხმობას ან უარის გაცხადებას ქსოვილის ამოღებაზე, რასაც ემატება სამართლებრივი დაცვის შეუძლებლობა. მომჩივნის ტანჯვა კიდევ უფრო გაართულა იმ ფაქტმა, რომ მან არ იცოდა თუ რა ქმედებანი განახორციელა ექსპერტიზის ცენტრმა. მან არ იცოდა ქსოვილის ამოღების შესახებ, და აღმოაჩინა რა, რომ მისი მეუღლის ფეხები შეკრული იყო დაკრძალვის დღეს, ივარაუდა, რომ ეს გამოწვეული გახლდათ ავტოსაგზაო შემთხვევით. ორი წლის შემდეგ მას ამცნეს მიმდინარე ძიებისა და მისი გარდაცვლილი ქმრის სხეულის მისამართით სავარაუდო უკანონო ქმედებების შესახებ. ცალსახაა, რომ ამ მომენტისათვის მომჩივანი იგრძნობდა განსაკუთრებულ ტკივილს და იფიქრებდა, რომ შესაძლოა მისი ქმრის დაკრძალვა შეკრული ფეხებით გამოწვეული იყო ექსპერტიზის ცენტრის მიერ მისი სხეულის მიმართ განხორციელებული ქმედებებით. მთავრობის არგუმენტი, რომ მოცემული ეჭვი არ აკმაყოფილებდა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს უადგილოა, რადგან მომჩივანის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ეხება იმ ტკივილს, რომელიც გამომდინარეობდა სწორედ იმ ბუნდოვანებით, რომელიც ეფუძნება ექსპერტიზის ცენტრში მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს. ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის სპეციალიზირებულ სფეროში აღიარებულია, რომ ადამიანის სხეულს უნდა მოეპყრან პატივისცემით მისი გარდაცვალების შემდეგაც კი. მართლაც, საერთაშორისო ხელშეკრულებანი, მათ შორის ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენებისას ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის შესახებ კონვენცია და მისი დამატებითი ოქმი, რაც მოგვიანებით აღნიშნულია განმარტებით ანგარიშში, შეიქმნა იმისათვის, რომ მომხდარიყო ორგანოებისა და ქსოვილების დონორების უფლებების დაცვა, როგორც მათ სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგად. მოცემული ხელშეკრულებების მიზანი გახლავთ „ყველა“ დაბადებული პირის, მიუხედავად იმისა, ცოცხალია თუ არა იგი ღირსების, იდენტობისა და ხელშეუვალობის დაცვა (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). როგორც აღინიშნა კიდეც ზემორე 133-ე პარაგრაფში, ადამიანის ღირსების პატივისცემა წარმოადგენს კონვენციის არსს; მოპყრობა მიიჩნევა „დამამცირებლად“ კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით, როდესაც ადგილი აქვს inter alia ინდივიდის დამცირებას, ადამიანური ღირსების პატივისცემის ნაკლებობას. მომჩივნის ტანჯვა გამოწვეული იყო არა მხოლოდ მისი, როგორც უახლოესი ნათესავის უფლებების დარღვევით და იმ ბუნდოვანებით, რომელიც თან ახლდა არცოდნას თუ რა ქმედებები განახორციელა ექსპერტიზის ცენტრმა, არამედ ასევე ეფუძნებოდა იმ ჩარევით ქმედებებს, რომელიც განხორციელდა გარდაცვლილი მეუღლის სხეულზე, რამაც გამოიწვია მომჩივნის, როგორც უახლოესი ნათესავის, ტანჯვა. მოცეულ სპეციფიურ გარემოებებში, მთავრობის პრეტენზია მასზედ, რომ მომჩივნის საჩივარი არ ხვდება კონვენციის მე-3 მუხლში და რომ იგი არ უნდა იქნას მსხვერპლად მიჩნეული, უარყოფილია. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივნის ტანჯვა უტოლდება დამამცირებელ მოპყრობას და არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის ხსენებული დებულების დარღვევას.
კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევანი დაბოლოს, მომჩივანი დაეფუძნა კონვენციის მე-13 მუხლს იმის გამო, რომ არსებობდა ეროვნული კანონის რამდენიმე შესაძლო განმარტება. მთავრობამ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი კავშირშია კონვენციის მე-8 მუხლით ზემოთგანხილულ საჩივართან და, შესაბამისად, მასაც დასაშვებად აცხადებს. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან, კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში უკვე განიხილა ეროვნული კანონის ბუნდოვანების საკითხი. შესაბამისად, საჭიროდ არ მიიჩნევს ცალკე განიხილოს კონვენციის მე-13 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს“.
ა. ზიანი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მომჩივანი ითხოვდა 40,000 ევროს. მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს სათანადოდ არ დაუდასტურებია, რომ მიადგა მოთხოვნილის ტოლფასი მორალური ზიანი და მიიჩნია, რომ მოცემული თანხა გადამეტებული და გაბერილი იყო. მოიხმო რა საქმე Shannon v. Latvia (no. 32214/03, § 84, 24 ნოემბერი 2009), მთავრობამ განაცხადა, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად ადექვატური და საკმარისი კომპენსაცია გახლდათ. ითვალისწინებს რა წინამდებარე საქმეში არსებული დარღვევის ბუნებასა და იღებს რა გადაწყეტილებას სამართლიანობის საწყისებზე, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 16,000 ევროს მორალური ზიანისათვის.
ბ. ხარჯები მომჩივანმა მოითხოვა სასამართოს წინაშე გაწეული ხარჯის - 500 ევროს ანაზღაურება. მთავრობას არ გაუპროტესტებია მომჩივნის მოთხოვნა ამ კუთხით და მიიჩნია იგი არგუმენტირებულად და გონივრულად. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია აუნაზღაურდეს ის ხარჯები, რომლის გაწევის დასტურიც წარმოდგენილია და რომელიც რეალურად იქნა გაღებული და აუცილებელი და გონივრული იყო. წინამდებარე საქმეში, ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემორე კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მიაკუთვნოს მომჩივანს 500 ევრო გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.
გ. საურავი სასამართლო გონივრულად მიიჩნევს საურავი განსაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის მარგინალური სასესხო განაკვეთის ოდენობას დამატებული სამი პროცენტით.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ერთხმად,აერთიანებს საქმის არსებით განხილვასთან მთავრობის პრეტენზიას მომჩივნის მიერ მე-3 მუხლით წარმოდგენილი საჩივრისratione materiae და ratione personae შეუსაბამობაზე კონვენციის დებულებებთან და არ აკმაყოფილებს მას;აცხადებს დასაშვებად, მომჩივნის საჩივარს მე-8 მუხლით, იმდენად რამდენადაც იგი ეხება გარდაცვლილი ქმრის ქსოვილის ამოღებას მისი თანხმობის გარეშე და საჩივარს კონვენციის მე-13 მუხლით, საჩივრის დანარჩენი ნაწილი, კონვენციის მე-8 მუხლით დაუშვებლად იქნა მიჩნეული;აცხადებს, მე-3 მუხლით წარმოდგენილ საჩივარს დასაშვებად;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;ადგენს, რომ არ არსებობს საჭიროება ცალკე იქნას განხილული კონვენციის მე-13 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი.ადგენს
(ა) მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44.2 მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამ თვეში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი თანხა:
(i) მორალური ზიანისათვის 16,000 (თექვსმეტი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ თანხას;
(ii) გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 500 (ხუთასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ თანხას;
(ბ) ზემოთხსენებული სამთვიან ვადის გასვლიდან თანხის სრულად გადახდამდე, ხსენებულ თანხას დაეკისრება სარგებელი ევროპის ცენტრალური ბანკის მარგინალური სასესხო განაკვეთის ოდენობას დამატებული სამი პროცენტის ოდენობით.არ აკმაყოფილებს მომჩივნის მოთხოვნას საჩივრის დანარჩენი ნაწილის სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურად და გაცხადებულია წერილობით 2015 წლის 13 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლის შესაბამისად.
ფატოშ არაჩიპაივი ჰირველა
განმწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 74 § 2 მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე ვოიჩეკის განცალკევებული მოსაზრება.
პ.ჰ.
ფ.ა.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy