© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბროშურა №181
იანვარი 2015
ელბერტი ლატვიის წინააღმდეგ - 61243/08
გადაწყვეტილება 13.1.2015
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
ემოციური ტანჯვა, გამოწვეული მომჩივნის გარდაცვლილი მეუღლის სხეულიდან ქსოვილის ამოღებით, რომელიც გახორციელდა მისი ცოდნისა თუ ნებართვის გარეშე: დარღვევა
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ეროვნული კანონმდებლობის ბუნდოვანება გარდაცვლილის სხეულიდან ქსოვილის ამოღებაზე ახლო ნათესავის თანხმობის შესახებ: დარღვევა
ფაქტები - საავტომობილო ავარიის შედეგად მომჩივნის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში კვეთის დროს, მისი სხეულიდან ამოიღეს ქსოვილი და გაუგზავნეს იგი გერმანიაში არსებულ ფარმაცევტულ კომპანიას ბიო-იმპლანტების დასამზადებლად, რაც განხორციელდა სახელმწიფოს მიერ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კვეთის შემდეგ დაბრუნებულ სხეულს შეკრული ჰქონდა ფეხები. მომჩივანმა ქსოვილის ამოღების შესახებ შეიტყო მხოლოდ ორი წლის შემდეგ, იმ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა ფართომასშტაბიან, უკანონო ქმედებას, რომლის შედეგადაც ხდებოდა ორგანოებისა და ქსოვილების ამოღება გვამებიდან. თუმცა, სამართლებრივი დევნა არ შედგა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სამართალი - მუხლი 8: ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო იმგვარი სამართლებრივი და პრაქტიკული პირობები, რომელიც მომჩივანს მისცემდა საშუალებას გამოეხატა საკუთარი პოზიცია მისი გარდაცვლილი მეუღლიდან ქსოვილების ამოღებაზე, რაც წარმოადგენს ჩარევას მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში.
ჩარევის კანონიერების განხილვისას, მნიშვნელოვანი გახლდათ იმის დადგენა, თუ რამდენად იყო ეროვნული კანონმდებლობა ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით და თუ რამდენად უზრუნველყოფდა სამართლებრივ დაცვას თვითნებობისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული რეგულირების არარსებობის ფონზე.
პირველ ასპექტთან მიმართებაში, ეროვნული ხელისუფლების ორგანოები ვერ თანხმდბოდნენ ეროვნული კანონმდებლობის მოცულობაზე - ექსპეტრიზის ცენტრი და უშიშროების პოლიცია მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში არსებობდა „ნაგულისხმევი თანხმობის“ სისტემა, მაშინ როდესაც გამომძიებლები თვლიდნენ, რომ ლატვიის სამართლებრივი სისტემა ეფუძნებოდა „ინფორმირებული თანხმობის“ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც ამოღება დასაშვებია მხოლოდ დონორის (მისი სიცოცხლისას) ან ნათესავის თანხმობის საფუძველზე. იმ დროს, როდესაც უშიშროების პოლიციამ გაიზირა პროკურორთა ინტერპრეტაცია და გადაწყვიტა, რომ მომჩივნის თანხმობა სავალდებულო იყო, ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო სისხლისამართლებრივი დევნის დასაწყებად. უწყებებს შორის ამგვარი შეუთანხმებლობა ცალსახად მიუთითებდა საკმარისი სიზუსტის არარსებობაზე. მართლაც, მართალია ლატვიის კანონმდებლობა აწესებდა სამართლებრივ ჩარჩოებს რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო თანხმობის ან უარის გაცხადება, იგი ნათლად არ განსაზღვრავდა საპირწონე ვალდებულების მოცულობასა და იმ დისკრეციას, რომელიც ამ მხრივ გააჩნდათ ექსპერტებსა თუ სხვა სახელისუფლებლო ორგანოებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ თემაზე შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო მასალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ნათესავების შეხედულების დადგენას გონივრული მოკვლევის საფუძველზე. სამართლიანობის პრინციპიც, სახელმწიფოსაგან ითხოვს უზრუნველყოფილ იქნას სამართლებრივი და პრაქტიკული პირობები კანონების იმპლემენტაციის გზაზე. თუმცა, მომჩივანისათვის არავის უთქვამს ან განუმარტავს თუ როგორ და როდის შეეძლო მას ესარგებლა როგორც ახლო ნათესავს შესაბამისი უფლებებით.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უზრუნველყოფდა ეროვნული კანონმდებლობა სათანადო დაცვას თვითნებობის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი გახლდათ (იმ მრავალი გარდაცვლილი ადამიანის გათვალისწინებით, რომელთაც ამოუღეს ქსოვილი), რომ არსებობდეს ადექვატური მექანიზმები რათა დაბალანსდეს ერთის მხრივ ნათესავების უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრება და მეორეს მხრივ დარეგულირდეს ექსპერტებისადმი მინიჭებული ფართო დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელონ ამოღება საკუთარი ინიციტიატივით, თუმცა, ამგვარი ბალანსი ვერ იქნა დაცული. საკითხის ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეგულირების არარსებობის ფონზე, მომჩივანმა ვერ განჭვრიტა თუ როგორ ესარგებლა საკუთარი უფლებით გამოეთქვა სურვილი მისი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღების საკითხზე.
შესაბამისად, ჩარევა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში არ შეესაბამებოდა კანონს კონვენციის 8 § 2 მუხლის მნიშვნელობით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 3 (არსებითი ნაწილი): მომჩივანის ტანჯვა აღემატება იმ ტკივილს, რომელიც გამოწვეული გახლდათ ოჯახის ახლო წევრის გარდაცვალებით. მომჩივანი აღმოჩნდა ხანგრძლივ გაურკვევლობაში, შიშში და მწუხარებაში - არ იცოდა რომელი ორგანოები ან ქსოვილები ამოუღეს მის ქმარს, რა მიზნითა და ფორმით განხორციელდა ამოღება. ზოგადი სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების შემდეგ, მომჩივანი საკმაო დროის განმავლობაში იტანჯებოდა იმაზე ფიქრით თუ რატომ ჰქონდა მის მეუღლეს ფეხები შეკრული იმ დროს, როდესაც მისი სხეული მოიტანეს დასაკრძალად. მართლაც, მან მხოლოდ ევროპული სასამართლოს წინაშე მიმდინარე განხილვისას შეიტყო თუ რომელი ქსოვილი იქნა ამოღებული.
მარეგულირებელი კანონმდებლობის ბუნდოვანება მისი თანხმობის ვალდებულებასთან, სავარაუდოდ უფრო ამძიმებდა მის წუხილს, რაც გასაგებია იმ ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც გამხორციელდა მისი ქმრის სხეულის მიმართ და რომლის საპასუხოდაც, გამოძიების ფარგლებში ხელისუფლების ორგანოები ვერ შეთანხმდნენ კანონიერად განხორციელდა თუ არა ქსოვილისა და ორგანოების ამოღება გვამიდან.
დაბოლოს, საქმის ფარგლებში არ დაწყებულა დევნა იმის დასადგენად უნდა მიჩნეულიყო თუ არა ხელისუფლების ქმედებები უკანონოდ. მომჩივანს, შესაბამისად არ მიეცა საშუალება სამართლებრივად გამოესწორებინა ვითარება და მიეღო მისაგებელი მისი პირადი უფლებების დარღვევის გამო, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ეხებოდა მისი პირადი ცხოვრების უკიდურესად მგრძნობიარე ასპექტს, კეროდ კი უფლებას დათანხმებულიყო ან უარი განეცხადებინა გარდაცვლილი ქმრის სხეულიდან ქსოვილის ამოღებაზე.
ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის სპეციალიზირებულ სფეროში აღიარებულია, რომ ადამიანის სხეულს უნდა მოეპყრან პატივისცემით მისი გარდაცვალების შემდეგაც კი. მართლაც, საერთაშორისო ხელშეკრულებანი, მათ შორის ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენებისას ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის შესახებ კონვენცია და მისი დამატებითი ოქმი, რაც მოგვიანებით აღნიშნულია განმარტებით ანგარიშში, შეიქმნა იმისათვის, რომ მომხდარიყო ორგანოებისა და ქსოვილების დონორების უფლებების დაცვა, როგორც მათ სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგად. მეტიც, ადამიანური ღირსების პატივისცემა წარმოადგენს ევროპული კონვენციის ერთ-ერთ საფუძველს. შესაბამისად, მომჩივანისადმი მიყენებული ტანჯვა უდავოდ წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 16,000 ევრო მორალური ზიანისათვის.
(იხ. აგრეთვე Petrova v. Latvia, 4605/05, 24 ივნისი 2014, საინფორმაციო ბროშურა N 175; Svinarenko and Slyadnev v. Russia [GC], 32541/08 და 43441/08, 17 ივლისი 2014, საინფორმაციო ბროშურა N 176; Salakhov and Islyamova v. Ukraine, 28005/08, 14 მარტი 2013, საინფორმაციო ბროშურა N 161; და ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy