© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #111
აგვისტო-სექტემბერი, 2008
ემინე არაკი (Emine Araç) თურქეთის წინააღმდეგ - 9907/02
გადაწყვეტილება 23.9.2008 [II სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6.1
სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები
უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების სამოქალაქო ბუნება: დარღვევა
ფაქტები: თურქეთის კონსტიტუცია იცავს განათლების და ინსტრუქტაჟის მიღების უფლებას, რომლის შინაარსი განისაზღვრება და რეგულირდება კანონით. განმცხადებლის განცხადება თეოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხვის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, რადგანაც მან თავის განცხადებას არ დაურთო ფოტო, რომელშიც არ ეხურა თავსაბურავი, როგორც ამას მოითხოვდა იმ დროისთვის მოქმედი უმაღლესი განათლების საბჭოს წესები. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციულმა სასამართლომ და შემდეგ უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილ საჩივარში ის უთითებდა უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში საქმისწარმოების უსამართლობაზე, კერძოდ იმის საფუძველზე, რომ უმაღლესმა სახელმწიფო პროკურორმა წარადგინა მოსაზრება მისი სააპელაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე.
კანონმდებლობა - დასაშვებობა: არ დაეთანხმა რა ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე სადავოდ გამხდარი უფლებებისა და ვალდებულებების სამოქალაქო ბუნებას, მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ 6.1 მუხლის მოქმედება არ უნდა გავრცელებულიყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ თურქეთის კონსტიტუციის გათვალისწინებით, განმცხადებელს სავარაუდოდ შეეძლო ემტკიცებინა, რომ თურქული კანონმდებლობა აღიარებდა მის უფლებას, ჩარიცხულიყო თეოლოგიის ფაკულტეტზე თუკი შეასრულებდა კანონით დადგენილ აუცილებელ პირობებს. თუმცა მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა არა იმიტომ რომ მან არ შეასრულა ეს პირობები, არამედ იმ საფუძვლით, რომ მან არ დაიცვა უმაღლესი განათლების საბჭოს წესებით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა. სასამართლო თვლის, მიუხედავად იმ დაშვებისა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის უფლებამოსილება საჯარო სამართლის სფეროა, ეს არ კმარა განსახილველი უფლების 6.1 მუხლის მნიშვნელობისთვის სამოქალაქო უფლებათა კატეგორიიდან გამოსარიცხად. განმცხადებლის მტკიცებით, მნიშვნელოვანი იყო არა მისი ურთიერთობა საჯარო ორგანოებთან და მათი დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ მისი, როგორც საჯარო მომსახურების მიმღების პირადი ცხოვრება. შესაბამისად, ის ასაჩივრებდა მოქმედ წესებს, რომლებიც მისი აზრით აზიანებდა მის უფლებას, ჩარიცხულიყო უმაღლეს სასწავლებელში. თავის პრეცედენტულ სამართალში სასამართლო ყოველთვის განიხილავდა უმაღლესი განათლების შესახებ წესების შესაბამისობას 6.1 მუხლის მოთხოვნებთან. ამის გათვალისწინებით და უმაღლესი განათლების მიღებაზე განმცხადებლის უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე სასამართლო სადაოდ არ ხდის, რომ წესებით დადგენილმა შეზღუდვებმა გავლენა იქონია განმცხადებლის პირად უფლებებზე და შესაბამისად ისინი სამოქალაქო ბუნების მატარებელია. შესაბამისად, 6.1 მუხლის მოქმედება ვრცელდება.
საქმის არსებითი მხარე: სასამართლომ უკვე დაადგინა 6.1 მუხლის დარღვევა მსგავს საქმეზე უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით პროცესის წარმართვის უფლების დარღვევისთვის, უფროსი საჯარო პროკურორის განაცხადის ბუნებისა და იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს ფაქტიურად არ შეეძლო თავისი შეპასუხების წერილობით წარდგენა. მოპასუხე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი რომელიც ამ საქმეს სხვა შედეგით დაასრულებდა.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა თავისთავად უტოლდება სამართლიან დაკმაყოფილებას არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy