© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #122
2009 წლის აგვისტო-სეტემბერი
ენეა იტალიის წინააღმდეგ – 74912/01
გადაწყვეტილება 2009 წლის 17 სექტემბერი
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
საქმის სამართლიანი მოსმენა
ციხის მაღალი უსაფრთხოების ნაწილში მოთავსებული პატიმრის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება სამოქალაქო ხასიათის უფლებების დასაცავად: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანს მისჯილი აქვს ოცდაათ წლიანი პატიმრობა სხვა დანაშაულებთან ერთად მაფიის მსგავსი კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისთვის. 1994 წლის აგვისტოში, მომჩივანის მიერ გამოწვეული საფრთხის გამო, იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება მისი ერთი წლის ვადით სპეციალური რეჟიმის ციხეში გადაყვანის თაობაზე ციხის ადმინისტრაციული აქტის 41-ე ნაწილის მეორე პუნქტის შესაბამისად, რომელიც გამოყენებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების მიზნისთვის. ბრძანება სხვადასხვა სახის შეზღუდვებს აწესებდა ციხეში პაემნებთან, აქტივობებთან და მომჩივანის მიმოწერის მონიტრორინგთან დაკავშირებით. სპეციალური რეჟიმის ციხეში პატიმროს ყოფნა გაგრძელდა 2005 წლამდე გამოცემული ცხრამეტი ბრძანების საფუძველზე, რომელთა ხანგრძლივობაც მოკლე ვადიანი იყო. მომჩივანმა სასამართლოში, რომელიც სასჯელის აღსრულებაზე იყო პასუხუსმგებელი, რამდენიმე საჩივარი წარადგინა და სამ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა მომჩივანზე მოქმედი რეჟიმის პირობების შემსუბუქების აუცილებლობა. ერთ-ერთი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ იმ საფუძვლით რომ ბრძანების მოქმედების ვადა ამოწურული იყო და არანაირი საჭიროება მომჩივანის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის აღარ იდგა. საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვიტა სპეციალური რეჟიმის გამოყენების შეწყვეტა და 2005 წლის მარტში მომჩივანი გადაიყვანეს მაღალი ზედამხედველობის ნაწილში სადაც ყველაზე საშიში პატიმრები არიან განთავსებულნი სხვა პატიმრებისგან განცალკევებით. გადაწყვეტილება პატიმრის მაღალი ზედამხედველობის განყოფილებაში განთავსების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
მომჩივანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და იძულებული იყო გამოეყენებინა ინვალიდის ეტლი. 2000 წლის ივნისიდან 2005 წლის თებერვლამდე იგი განთავსებული იყო ციხის საავდმყოფოს იმ ნაწილში სადაც ის პატიმრები იყვნენ რომელზეც სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა. 2008 წლის ოქტომბერში სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელმა სასამართლომ გამოსცა განჩინება სასჯელის აღსრულების შეჩერების შესახებ მომჩივანის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის შემდეგ მომჩივანი იმყოფება შინა პატიმრობაში.
კანონი – მუხლი 3: სპეციალური რეჟიმის ციხეში გამოყენებული შეზღუდვები საჭირო იყო იმისათვის რომ მომხდარიყო მომჩივანის, რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს საზოგადოებისთვის, იმ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კონტაქტის შეზღუდვა რომლის წევრიც თავად იყო. სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელმა სასამართლომ ამ შეზღუდვების ნაწილი გააუქმა ან შეამსუბუქა. ამასთანავე ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა შეასრულეს მათი ფუნქცია დაეცვათ მომჩივანის ფიზიკური კეთილდღეობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის გზით, მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების სერიოზული გამოკვლევით, მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევით და საჭიროების შემთხვევაში მისი საავადმყოფოში განთავსებით. შესაბამისად, მოპყრობა რომლის ობიექტადაც მომჩივანი იქცა ციხეში არ შეიძლება იქნას მიჩნეული გადაჭარბებულად.
დასკვნა: არ არის დარღვევა (თხუთმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ)
მე-6-ე მუხლი, ნაწილი 1: (ა) სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა სპეციალური რეჟიმის ციხეში ყოფნისას– პატიმრები, რომლებიც სპეციალური რეჟიმის ციხეში იმყოფებიან სარგებლობენ ათ დღიანი გასაჩივრების ვადით იმ დღიდან როდესაც სამინისტროს მიერ იქნება გამოცემული ბრძანება. აპელაციას შემაკავებელი ძალა არ აქვს და აპელაცია უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე. სასამართლო თავის მხრივ ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება ათი დღის ვადაში; დროის ეს შეზღუდვა გავრცელდა პატიმრის უფლებაზე სპეციალური რეჟიმის სერიოზულ ზეგავლენაზე და ფაქტზე რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში მხოლოდ ხანმოკლე ვადით. სასამართლომ არ მიიღო მომჩივანის ერთ-ერთი აპელაცია მისი წარდგენიდან ოთხ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ იმ საფუძვლით რომ გასაჩივრებული ბრძანების მოქმედების ვადა ამოწურული იყო. არსებით მხარზე გადაწყვეტილების არ არსებობის პირობებში, ეჭვქვეშ დაყენებული ბრძანების სასამართლო განხილვა არსს იყო მოკლებული.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
(ბ) მაღალი ზედამხედველობის განყოფილებაში ყოფნისას სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა
(I) დასაშვებობა: მე-6-ე მუხლის, ნაწილი 1 არ იყო შესაბამისიმისი სისხლისსამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან ციხის სისტემასთან დაკავშირებული წარმოება არ არის შემხებლობაში “სისხლის სამართლებრივი ბრალდების” განსაზღვრასთან. მეორეს მხრივ, სასამართლოს ხელმისაწვდომობა მაღალი ზედამხედველობის ნაწილში განთავსების თაობაზე და მასზე თან დართული შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჯდება მე-6-ე მუხლის ნაწილი 1-ის სამოქალაქო ფარგლებში. შეზღუდვების უმეტესობა რომელიც მომჩივანზე გავრცელდა ეხება პატიმართა უფლებებს რომელიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს მიერ ევროპის პენიტენციურ წესებში, რომელიც მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებშია ასახული. მიუხედავად იმისა რომ ეს რეკომენდაცია არ არის სამართლებრივად სავალდებულო წევრი სახელმწიფოსთვის, მათი უმეტესობა აღიარებს რომ პატიმრები სარგებლობენ იმ უფლებების უმეტესობით რომელიც ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული და ასევე ეძლევათ გასაჩივრების საშუალებას ამ უფლებების შელახვის შემთხვევაში. შესაბამისად “დავა” “უფლების” თაობაზე შესაძლოა არსებობდა მოცემულ შემთხვევაში. ამასთანავე შეზღუდვები გასაჩივრებული მომჩივანის მიერ, როგორიცაა მისი კონტაქტის შეზღუდვა ოჯახის წევრებთან და ისინი რომელმაც გავლენა იქონია მის ფინანსურ უფლებებზე აშკარად ჯდება პირადი უფლებების ფარგლებში და თავისი ბუნებით სამოქალაქო ხასიათისაა. მნიშვნელოვანი იყო სახელწმიფოსთვის შეენარჩუნებინა ფართო დისკრეცია უსაფრთხოების და წესრიგის დამყარების საშუალებებზე ციხის რთულ პირობებში. მიუხედავად ამის, უნდა არსებობდეს შესაძლებლობა ნებისმიერი შეზღუდვა რომელიც ეხება პატიმრების სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას გასაჩივრდეს სასამართლოში შეზღუდვის არსის და მისი შედეგის საფუძველზე. ამ საშუალებებით შესაძლებელი იქნებოდა სამართლიანი ბალანსის მიღწევა სახელმწიფოს წინაშე არსებულ ციხეებთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და მეორეს მხრივ პატიმართა უფლებებს შორის. შესაბამისად, ეს სარჩელი კონვენციასთან შესაბამისია ვინაიდან ის ეხება მე-6-ე მუხლს სამოქალაქო კუთხით.
დასკვნა: შესაბამისი (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ)
(იი) არსებითი მხარე: ვინაიდან ის მართალია რომ პატიმარს არ ჰქონდა საშუალება გაესაჩივრებინა მისი მაღალი ზედამხედველობის ნაწილში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების არსებითი მხარე, აპელაცია იგზავნებოდა სასამართლოში რომელიც პასუხისმგებელი იყო სამოქალაქო უფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვაზე დაწესებული სასჯელის აღსრულებაზე (ისეთი უფლებების მაგალითად როგორიცაა პატიმრის ოჯახის წევრებთან შეხვედრა, ან პატიმრის მიმოწერა). მოცემულ შემთხვევაში კი მომჩივანის განთავსებას ნაწილში არ გამოუწვევია მსგავსი შეზღუდვები.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 8: (ა) 1994 წლის აგვისტოდან 2004 წლის ივლისამდე ადგილი ჰქონდა საჯარო უწყების ჩარევას მომჩივანის უფლებებში მიმოწერასთან დაკავშირებით. მომჩივანის მიმოწერის მონიტორინგი 1994 წლის აგვისტოდან 2004 წლის ივლისამდე არ შეესაბამებოდა კანონს ვინდაინ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული კანონი არ არეგულირებდა ღონისძიების ხანგრძლივობას ან მათი დასაბუთების მიზეზებს, და საკმარისად აშკარად არ განსაზღვრავდა შესაბამისი ორგანოების მიერ გამოყენებული დისკრეციის ფარგლებს და ფორმას. სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ საკუთარი პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტიდან გადახვევა რომლის მხიედვითაც ყველა პატიმარს აქვს უფლება ისარგებლოს დაცვის მინიმალური ხარისხით რითიც უზრუნველყოფილნი არიან მოქალაქეები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
(ბ) მომდევნო პერიოდი – რაც შეეხება 2004 წლის ივლისის შემდგომ პერიოდს მომჩივანის სასჯელის აღსრულების შეჩერებამდე სასამართლომ მარტივად განსაზღვრა რომ არ არსებობდა დოკუმენტები საქმეში რომელიც დაამტკიცებდა მომჩივანის წარმომადგენლების მტკიცებას.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: დარღვევის გამოვლენა წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მორალური ზიანის კომპენსაციასთან მიმართებით;
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy