© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ივლისი 2012
ერ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ - 23016/04
გადაწყვეტილება 31.7.2012 [II სექცია]
მუხლი 35
მუხლი 35 § 1
ექვს თვიანი პერიოდი
მათი ნათესავის გაუჩინარებიდან ცხრა წლის შემდეგ მომჩივანებმა შეიტანეს საჩივარი, როდესაც გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა: წინასწარი შენიშვნა უარყოფილია.
ფაქტები – 1995 წელს, სამხედრო შეტაკების შემდეგ, ცხრა მომჩივანის ახლო ნათესავი, სავარაუდოდ, წაყვანილ იქნა მისი სოფლიდან, სამხედროების მიერ და მას მერე მისგან არაფერი არ სმენიათ. მისი გაუჩინარების დღეს მომჩივანებმა აუწყეს პროკურორს, რომელმაც მოახდინა გამოძიების ინიცირება, რაც შემდგომში გაგრძელდა სამხედრო პროკურორის მიერ. მომჩივანების ნათესავის ბედი არ ყოფილა გარკვეული და 2004 წლის მაისში მომჩივანებმა შეიტანეს საჩივარი ევროპის სასამართლოში. მთავრობამ წარადგინა შენიშვნა, ინტერ ალია, იმის შესახებ რომ მომჩივანებმა არ დაიცვეს ექვს თვიანი დროის ლიმიტი, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კანონი – მუხლი 35 § 1: ვარნავა და სხვები[1] საქმეში არსებული მიდგომის კვლავ გამოყენებით, სასამართლომ აღნიშნა რომ გაუჩინარების საქმეებში უფრო მეტად ვიდრე ისეთ საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია მკვლელობებთან, რთული იყო დაკარგულის ნათესავებისთვის რომ დაედგინათ რა ხდებოდა ან რა შეიძლება მომხდარიყო. მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული გაურკვევლობა და გაუგებრობა რომელსაც ხშირად ქონდა ადგილი გაუჩინარების შემდეგ. მეტიც, გაუჩინარების ხასიათის სერიოზულობა გახლდათ ისეთი, რომ მოსალოდნელი მოქმედების სტანდარტი ნათესავების მხრიდან არ შიძლება განხილულიყო ძალიან მკაცრად. საბოლოოდ, საუკეთესო იქნებოდა რომ საქმის ფაქტები გამოძიებულიყო და საკითხები გადაწყვეტილიყო იმ ფარგლებში, როგორც ეს შესაძლებელი იქნებოდა ადგილობრივ დონეზე. ყველა ეს მიზეზები ასაბუთებს ნაკლებად ხისტ მიდგომას, როდესაც ხდება გაუჩინარების საქმეებში ექვს თვიანი დროის ლიმიტთან შესაბამისობის საკითხის განხილვა. თუმცა, მოცემული საქმე, რომელიც განსხვავებულია ვარნავა და სხვების საქმისგან, არ ეხება საერთაშორისო კონფლიქტის სიტუაციას, უნდა დადგინდეს რამდენად დააკმაყოფილეს მომჩივანებმა მკაცრი მოლოდინები მათ პირდაპირ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებთან. მათ მოახდინეს პროკურორის დაუყოვნებლივ ინფორმირება, მათი ნათესავის სამხედროების მიერ დაკავებასთან დაკავშირებით. მათ ითანამშრომლეს მასთან და სამხედრო პროკურორთან და მიაწოდეს თვითმხილველთა მტკიცებულება. ადვოკატი, რომელიც მათ დანიშნეს, დაუკავშირდა სამხედრო პროკურორებს და მოსთხოვა მათ ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოძიება, თუმცა სპორადული, ხორციელდებოდა განსახილველ პერიოდში და მომჩივანები აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეიძლება ყოფილიყო მოსალოდნელი მათი მხრიდან რათა დახმარებოდნენ ხელისუფლების ორგანოებს. მეტიც, 2003 წლის სამოქალაქო პროკურორის გადაწყვეტილება რომ მტკიცებულება გაუჩინარებაში სამხედრო მონაწილეობასთან დაკავშირებით იყო სანდო და შემდგომი გამოძიება დაიწყო სამხედრო პროკურორმა, უნდა ჩათვლილიყო, როგორც მომჩივანების მხრიდან მოვლენების ოპტიმისტური განვითარება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანებს არ გაჭირვებიათ იმის ჩვენება, რომ ისინი მოიქცნენ აუცილებელი სიფრთხილით, როდესაც დაელოდნენ გამოძიების შედეგებს.
დასკვნა: წინასწარი შენიშვნა უარყოფილია (ერთხმად).
სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 (არსებითი და პროცედურული ასპექტები), მე-3 (არსებითი ასპექტი), მე-5 და მე-13 მუხლების დარღვევა.
მუხლი 41: თანხა ჯამში 65,000 ევრო მორალური ზიანისთვის და 60,000 ევრო მატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
[1] Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90 et al., 18 September 2009, Information Note no. 122.
Full & Egal Universal Law Academy