© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #96
აპრილი, 2007
ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Evans v. the United Kingdom) [დიდი პალატა] - 6339/05
გადაწყვეტილება 10.4.2007 [დპ]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
მამის თანხმობის აუცილებლობა განაყოფიერებული კვერცხუჯრედების შენახვის გაგრძელებისათვის და იმპლანტაციისთვის: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: 2000 წლის ივლისში განმცხადებელმა და მისმა პარტნიორმა J-მ დაიწყეს შვილოსნობის მკურნალობა. 2000 წლის ოქტომბერში კლინიკაში მკურნალობისას განმცხადებელს დაუდგინდა საკვერცხეების სიმსივნის-წინა მდგომარეობა და მას შესთავაზეს in vitro განაყოფიერების (IVF) მკურნალობის ერთი კურსი საკვერცხეების ამოკვეთამდე. კონსულტაციის დროს მას და J-ს განემარტათ, რომ თითოეულ მათგანს წერილობით თანხმობა უნდა განეცხადებინათ მკურნალობაზე და 1990 წლის ადამიანის განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის კანონის („1990 წლის კანონი“) ნორმათა თანახმად, თითოეულ მათგანს უფლება ჰქონდა ემბრიონის განმცხადებლის საშვილოსნოში იმპლანტაციამდე ნებისმიერ დროს უკან გამოეთხოვა საკუთარი თანხმობა. განმცხადებელმა მოიკითხა, უნდა გამოერკვია თუ დარჩენილი კვერცხუჯრედების განაყოფიერების სხვა საშუალებები, J-სთან ურთიერთობის შესაძლო დასრულებისგან თავის დასაზღვევად. J-იმ დაარწმუნა, რომ ასეთ რამ არ მოხდებოდა. 2001 წლის ნოემბერში წყვილმა მკურნალობა ჩაიტარა კლინიკაში, რის შედეგადაც ექვსი ემბრიონის შენახვა მოხდა. ორი კვირის შემდეგ განმცხადებელმა ჩაიტარა ოპერაცია, რის შედეგადაც მას ამოაჭრეს საკვერცხეები. მას განუმარტეს, რომ ორი წელი უნდა მოეცადა, სანამ შესაძლებელი გახდებოდა ემბრიონების იმპლანტაცია მის საშვილოსნოში. 2002 წლის მაისში განმცხადებლისა და J-ის ურთიერთობა შეწყდა და 1990 წლის კანონის შესაბამისად J-იმ შეატყობინა კლინიკას, რომ ის აღარ იყო თანახმა, რომ განმცხადებელს ემბრიონებით მარტოს ესარგებლა ან მათი შენახვა გაგრძელებულიყო. განმცხადებელმა მიმართა უმაღლეს სასამართლოს და სხვა მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა ბრძანება J-ის მიმართ, რომ მას თანხმობა განეცხადებინა. მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა 2003 წლის ოქტომბერში, დადგინდა რომ J მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რადგანაც ის დასთანხმდა მკურნალობას მხოლოდ იმ პირობით, რომ განმცხადებელთან მისი ურთიერთობა გაგრძელდებოდა. 2004 წლის ოქტომბერში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
განმცხადებელმა გაასაჩივრა ეროვნული კანონი, რადგანაც ის უფლებამოსილს ხდიდა მის ყოფილ პარტნიორს გამოეხმო საკუთარი თანხმობა ემბრიონის შენახვაზე და გამოყენებაზე და ამით მას სამუდამოდ ართმევდა გენეტიკური შვილის ყოლის შესაძლებლობას.
კანონმდებლობა: მე-2 მუხლი - პალატის მიერ 2006 წლის 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მიზეზთა გამო, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იმის განსაზღვრა, თუ როდის იწყება სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებს განეკუთვნება (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება #84), განმცხადებლისა და J-ის მიერ შექმნილ ემბრიონებს არ გააჩნდათ სიცოცხლის უფლება.
დადგენილება: დარღვევას ადგილი არ ქონდა (ერთხმად).
მე-8 მუხლი - უფლებათა ბუნება: „პირადი ცხოვრება“ მოიცავს როგორც გადაწყვეტილებას, გახდე მშობელი, ისევე გადაწყვეტილებას - არ გახდე მშობელი. თუმცა განმცხადებელი სადავოს არ ხდიდა, რომ მას საერთოდ შეეზღუდა დედობა სოციალური, სამართლებრივი ან თუნდაც ფიზიკური მნიშნვნელობით, ვინაიდან არ არსებობდა ეროვნული კანონმდებლობა ან პრაქტიკა, რაც მას შეუზღუდავდა შვილებას, ან თუნდაც ბავშვის გაჩენას, რომელიც დონორების სასქესო უჯრედების in vitro განაყოფიერების შედეგად ჩაისახებოდა. ის ამტკიცებდა, რომ თანხმობის შესახებ 1990 წლის კანონის ნორმებით, მისთვის შეუძლებელი გახდა მისი და J-ის მიერ შექმნილი ემბრიონით სარგებლობა და, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, მასთან გენეტიკურად დაკავშირებული ბავშვის გაჩენა. ეს უფრო ვიწრო საკითხი, რომელიც ეხება უფლებას გადაწყვეტილების პატივისცემაზე, გახდე გენეტიკური მშობელი, ექცევა მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში. საქმის დილემა მდგომარეობდა ორი კერძო პირის, განმცხადებლისა და J-ის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების კონფლიქტში. უფრო მეტიც, მათი ინტერესები სრულიად არათავსებადი იყო, ვინაიდან, თუ განმცხადებელს მიეცემოდა უფლება, ესარგებლა ემბრიონით, ამით დადგებოდა J-ის იძულებითი მამობა, და პირიქით, თუ ძალაში დარჩებოდა J-ის უარი ან თანხმობის გამოთხოვა, განმცხადებელი მიიღებდა უარს შესაძლებლობაზე, გამხდარიყო გენეტიკური მშობელი. საქმის რთული გარემოებებიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოს ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს, ეს გამოიწვევდა ერთერთი მხარის ინტერესების სრულ შელახვას. კანონმდებლობა ასევე ემსახურება მთელ რიგ ფართო საჯარო ინტერესებს, როგორიცაა თანხმობის უპირატესობის პრინციპი და კანონმდებლობის გარკვეულობისა და სიზუსტის ხელშეწყობა.
პოზიტიური ვალდებულება ან ჩარევა: საჭირო იყო საქმის ანალიზი პოზიტიური ვალდებულების ჭრილში. გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა საკითხს, შეფარდებული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა საქმეში არსებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსს. ამასთან მიმართებით, ეროვნული სასამართლოების დადგენილება იმის თაობაზე, რომ J-ის არასდროს მიუცია განმცხადებლისთვის თანხმობა, მარტოს ესარგებლა საერთო ემბრიონებით, გაზიარებულ იქნა.
თავისუფალი შეფასების ფარგლები: საქმეში არსებული სადავო საკითხები უდავოდ მორალურად და ეთიკურად დელიკატური ბუნების მქონეა. ამასთან, ერთიანი ევროპული მიდგომა ამ სფეროში არ არსებობდა. სახელმწიფოთა ნაწილში არსებობს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმები, რომლებიც აწესრიგებს IVF-ს, მაგრამ დანარჩენ ქვეყნებში ეს სამედიცინო პრაქტიკითა და სახელმძღვანელოებით რეგულირდება. მართალია, გაერთიანებული სამეფო არ არის ერთადერთი, სადაც დაიშვება ემბრიონების შენახვა და სადაც სასქესო უჯრედების დონორები უფლებამოსილნი არიან თავისუფლად და ეფექტიანად გამოითხოვონ თავიანთი თანხმობა ემბრიონის იმპლანტაციამდე, თუმცა სხვა ევროპულ ქვეყნებში განსხვავებული წესები და პრაქტიკა მოქმედებს. არ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს რაიმე კონსესუსი იმასთან მიმართებით, IVF-ისას თუ როდიდან ხდება სასქესო უჯრედების დონორთა თანხმობა არა-გამოთხოვადი. განმცხადებლის მტკიცება, რომ IVF-ისას მისი აღმატებული ფიზიკური და ემოციური დანაკარგები და შედეგად მისი უნაყოფობა განაპირობებს მე-8 მუხლით დაცული მისი უფლების უპირატესობას J-ის იმავე უფლებაზე, არ ხდიდა აშკარას, რომ ამ საკითხზე არსებობდა რაიმე კონკრეტული კონსესუსი. შესაბამისად, რადგანაც IVF-მა წამოჭრა სენსიტიური მორალური და ეთიკური საკითხები სწრაფად განვითარებად სამედიცინო და სამეცნიერო გარემოში, და რადგანაც საქმეში წამოჭრილ საკითხებზე წევრ ქვეყნებში არ არსებობს კონკრეტული ერთიანი მიდგომა, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ თავისუფალი შეფასების ფარგლები უნდა იყოს ფართო და ვრცელდებოდეს როგორც სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე, ჰქონდეს IVF-ის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ჩარევის შემთხვევაში, მის მიერ დადგენილი დეტალური წესებით უნდა განისაზღვროს წესრიგი, რომელიც მიაღწევს კონკურენტულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსს.
შესაბამისობა: გადასაწყვეტი დარჩა შემდეგი საკითხი, საქმის სპეციფიურ გარემოებებში კანონის მოქმედებამ, რომლითაც J-ის მიეცა საშუალება ეფექტურად გამოეთხოვა ან რომლითაც გამოითხოვა თანხმობა, ერთობლივად შექმნილი ემბრიონების განმცხადებლის საშვილოსნოში იმპლანტაციაზე, საფრთხე შეუქმნა თუ არა კონკურენტულ ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას. იმ ფაქტმა, რომ შესაძლებელი გახდა ადამიანის ემბრიონის გაყინვით შენახვა, წარმოშვა არსებით განსხვავება IVF-სა და სქესობრივი აქტის შედეგად განაყოფიერებას შორის. კერძოდ კი დროის შუალედის არსებობა, რომელიც შესაძლოა იყოს არსებითად ხანგრძლივი იმისთვის, რომ მოხდეს ჩარევა ემბრიონის შექმნასა და საშვილოსნოში მის იმპლანტაციამდე შუალედში. შესაბამისად, ლეგიტიმური და სასურველი იყო სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სამართლებრივი სქემის შექმნა, რომელიც ამ დროით შუალედს გაითვალისწინებდა. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა პრინციპები და პოლიტიკა უნდა გატარდეს ამ სენსიტიურ სფეროში, თითოეული სახელმწიფოს მისაღებია. 1990 წლის კანონი ადამიანის განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის დარგში განვითარებათა სოციალური, ეთიკური და სამართლებრივი ფაქტორების განსაკუთრებულად დეტალური შესწავლის კულმინაციას და განხილვის, კონსულტაციებისა და დებატების ნაყოფს წარმოადგენდა. ეს კანონი IVF-ის განმახორციელებელ ნებისმიერ კლინიკას კანონისმიერ ვალდებულებას აკისრებდა, ადამიანებისთვის, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ, განემარტათ თანხმობასთან დაკავშირებული ნორმები და მათი თანხმობა წერილობით გაეფორმებინათ. ასე იყო განმცხადებლის საქმეშიც და მან და J-მაც ხელი მოაწერეს თანხმობას, რომელსაც კანონი ითვალისწინებდა. თუმცა, კანონი უშვებდა სასქესო უჯრედის დონორის მიერ თანხმობის გამოთხოვას ემბრიონის საშვილოსნოში იმპლანტაციამდე ნებისმიერ დროს. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას მოუხდა სწრაფად და უკიდურესი სტრესის ქვეშ მიეღო გადაწყვეტილება, მან იცოდა, რომ დასთანხმდა ყველა კვერცხუჯრედის განაყოფიერებას J-ის სპერმით და ის რომ ეს იყო მისი უკანასკნელი კვერცხუჯრედები, ასევე ისიც, რომ გარკვეული დრო უნდა გასულიყო სანამ სიმსივნის მკურნალობა დასრულდებოდა და შესაძლებელი იქნებოდა ემბრიონების იმპლანტაცია და ისიც, რომ კანონის თანახმად, ამ პერიოდში J უფლებამოსილი იყო იმპლანტაციაზე საკუთარი თანხმობა ნებისმიერ მომენტში გამოეთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი აკრიტიკებდა ეროვნული კანონმდებლობას იმის გამო, რომ მისი ნორმები არ შეიძლებოდა არ გავრცელებულიყო რაიმე კონკრეტულ ვითარებაში, უნდა ითქვას, რომ კანონის აბსოლუტური ბუნება თავისთავად არ შეიძლება ჩაითვალოს მე-8 მუხლთან შეუსაბამოდ. ადამიანის ღირსებისა და თავისუფალი ნების პატივისცემას, ასევე IVF-ის მხარეთა ბალანსის შენარჩუნების სურვილს ეფუძნება კანონმდებლის გადაწყვეტილება, აამოქმედოს ნორმები, რომლებიც არ უშვებს გამონაკლისს იმის უზრუნველყოფისას, რომ IVF-ის მიზნებისთვის სასქესო უჯრედების დონაციისას დონორი დარწმუნებულია, რომ მის გენეტიკურ მასალას არავინ გამოიყენებს მისი თანხმობის გარეშე. ამასთან განსახილველ პრინციპთა მიმართებით, ამ წესის აბსოლუტური ბუნება ემსახურება კანონმდებლობის გარკვეულობის შენარჩუნებას და ინდივიდუალურ საქმეთა შეფასებისას თანმდევი თვითნებობის და არათანმიმდევრულობის პრობლემის თავიდან აცილებას, რაც ეროვნულმა სასამართლოებმა აღწერეს, როგორც „სრულიად არათავსებადი“ ინტერესები. ეს ზოგადი ინტერესები იყო ლეგიტიმური და მე-8 მუხლთან შესაბამისი. ამ არგუმენტაციის გათვალისწინებით, მათ შორის ამ საკითხზე ევროპული კონსესუსის არ არსებობის პირობებში, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ მისი უფლება გადაწყვეტილების პატივისცემაზე, გამხდარიყო გენეტიკური მშობელი უპირატესია J-ის უფლებაზე გადაწყვეტილების პატივისცემაზე არ ყოლოდა გენეტიკური შვილი განმცხადებელთან.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
მე-14 მუხლი - არ იყო აუცილებელი იმის გადაწყვეტა, განმცხადებელს შეეძლო თუ არა ანალოგიურ ვითარებაში მყოფი ქალისგან განსხვავებით განსხვავებული მოპყრობის სათანადოდ გასაჩივრება, ვინაიდან საფუძვლები, რომლებზე დაყრდნობითაც დადგინდა რომ ადგილი არ ქონდა მე-8 მუხლის დარღვევას, საშუალებას იძლევა მოხდეს გონივრული და ობიექტური დასაბუთება მე-14 მუხლთან მიმართებით.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy