© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი N.159
იანვარი 2013
______________________________________________________________________________
ევეიდა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 48420/10, 36516/10, 51671/10 et al.
გადაწყვეტილება 15.1.2013 [სექცია IV]
მუხლი 9
მუხლი 9-1
რელიგიისა თუ რწმენის გაცხადება
თანამშრომელთა წინააღმდეგ დისციპლინური ზომების განხორციელება სამსახურში რელიგიური სიმბოლოების (ჯვარი) ტარების ან რელიგიურ მრწამსთან შეუსაბამოდ მიჩნეული ვალდებულების განუხორციელების გამო: დარღვევა; დარღვევას ადგილი არ ჰქონია
მუხლი 14
დისკრიმინაცია
თანამშრომელთა წინააღმდეგ დისციპლინური ზომების განხორციელება სამსახურში რელიგიური სიმბოლოების (ჯვარი) ტარების ან რელიგიურ მრწამსთან შეუსაბამოდ მიჩნეული ვალდებულების განუხორციელების გამო: დარღვევა; დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ფაქტები - ოთხივე მომჩვანი იყო მორწმუნე ქრისტიანი, რომლებმაც იჩვლეს იმის გამო, რომ ეროვნულმა კანონმდებლობამ ვერ მოახერხა მათი რელიგიური მრწამსის გაცხადების უფლების დაცვა. პირველი მომჩივანი, ქ-ნი ევეიდა, "ბრიტანეთის ავიახაზების" თანამშრომელი და მეორე მომჩივანი, ქ-ნი ჩაპლინი, ხანდაზმულთა მედდა, ჩიოდნენ სამსახურში დამქირავებლის მიერ ქრისტიანული ჯვრის ყელზე თვალსაჩნოდ ტარების შეზღუდვის გამო. მესამე მომჩვანი, ქ-ნი ლსფრლრ, დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების რეგისტრატორი და მეოთხე მომჩივანი, ბ-ნი მაქფერლეინი, სექსისა და ურთიერთობების კონფიდენციალური კონსულტანტი, ჩიოდნენ რომ ისინი გათავისუფლებულ იქნენ რიგი იმ ვალდებულებების განუხორციელებლობის გამო, რომელთაც მიიჩნევდნენ ჰომოსექსუალიზმის ხელშეწყობად, ქმედებისა რომელიც მათი აზრით შეუსაბამო იყო მათ რელიგიურ მრწამსთან.
სამართალი - მე-9 მუხლი დამოუკიდებლად ან მე-14 მუხლთან ერთობლიობაში: სასამართლოსა და კომისიის არსებული პრაქტიკა მიუთითeბს, რომ თუკი პირს შეუძლია მიიღოს ზომები, რომლითაც თავიდან აიცილებს მისი რელიგიისა თუ მრწამსის გაცხადების თავისუფლების შეზღუდვას, მაშინ ადგილი არ აქვს კონვენციის 9.1 მუხლში ჩარევას და რომ შეზღუდვა აღარ საჭიროებს 9.2 მუხლით გამართლებას. თუმცა, დემოკრატიულ საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ინდივიდი ჩივის სამსახურში რელიგიის თავისუფლების შეზღდვაზე, სამსახურის შეცვლით ჩარევის გამორიცხვის ნაცვლად, უკეთესი მიდგომა იქნებოდა ზოგადი ბალანსის არსებობის შეფასება იმის განხილვისას თუ რამდენად პროპორციული იყო შეზღუდვა.
მაშინ როდესაც პირველი და მეოთხე მომჩივნების შემთხვევაში გასაჩივრებული მოქმედებანი განხორციელებულ იქნა კერძო კომპანიების მიერ და შესაბამისად პირდაპირ არ მიეკუთვებოდა მოპასუხე სახელმწიფოს, სასამართლოს საკითხი უნდა განეხილა სახელმწიფოს მიმართ არსებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ორგანოებს ევალებათ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში მე-9 მუხლით განსაზღვრული უფლებების დაცვა.
კონვენციის მე-14 მუხლით დადგენილი პრინციპებით საკითხის წარმოსაშობად უნდა არსებობდეს ანალოგიურ ან შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე ან არ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვნად განსხვავებულ ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. ამგვარი მოქმედებანი დისკრიმინაციულად მიიჩნევა თუ არ არსებობს მათი ობიექტური და გონივრული გამართლება; ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ თუკი მიზნად არ ისახავს კანონიერ მიზანს ან თუ არ არსებობს გონივრულად პროპორციული კავშირი დასახულ მიზანსა და მის მისაღწევად გამოყენებულ ზომებს შორის.
(ა) პირველი მომჩივანი - სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მომჩივნის დაჟინებული მოთხოვნა სამსახურში თვალსაჩინოდ ჯვრის ტარების შესახებ წარმოადგენდა მისი რელიგიური მრწამსის გაცხადებას და რომ "ბრიტანეთის ავიახაზების" მიერ 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის თებერვლამდე უარი მიეცა მისთვის უფლება დარჩენილიყო არსებულ პოზიციაზე და თვალსაჩნოდ ეტარებინა ჯვარი, წარმოადგენდა რელიგიის გაცხადების უფლებაში ჩარევას. იმის გამო რომ ჩარევა პირდაპირ არ მიეკუთვნებოდა სახელმწიფოს, სასამართლომ განიხილა თუ რამდენად დაემორჩილა სახელმწიფო მასზე მე-9 მუხლით დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას.
სასამართლოს არ მიუჩნევია რომ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სამსახურში რელიგიური ტანისამოსისა და სიმბოლოების ტარების შესახებ აშკარა დაცვის არარსებობა თავისთავად წარმოადგენდა რელიგიური მრწამსის გაცხადების უფლების დარღვევას, რადგან საკითხი შეიძლება ყოფილიყო და იყო კიდეც განხილული ეროვნული სასამართოების მიერ მომჩინვნების მიერ წარმოდგენილი დისკრიმინაციის სარჩელების საფუძველზე.
"ბრიტანეთის ავიახაზების" უნიფორმის ტარების წესების მიზანი, კერძოდ კი კომპანიის გარკვეული იმიჯის დამკვიდრება და მისი ბრენდისა და პერსონალის ცნობადობის ხელშეწყობა, კანონიერი გახლდათ. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა მოცემულ მიზანს მომეტებული მნიშვნელობა მიანიჭეს. პირველი მომჩვნის ჯვარი მოკრძალებული გახლდათ და ვერ მოახდენდა მის პროფესიულ შესახედაობაზე ნეგატიურ გავლენას. არ არსებობდა მტკიცებულება რომ სხვა, აქამდე ნებადართული რელიგიური ტანისამოსის მაგალითად ჩალმისა და ჰიჯაბის ტარება სხვა თანამშრომლების მიერ რაიმე ნეგატიურ გავლენას ახდენდა "ბრიტანეთის ავიახაზების" ბრენდსა თუ იმიჯზე.
ამასთანავე, ის ფაქტი რომ კომპანიამ მოგვიანებით შეცვალა უნიფორმის ტარების წესები და დაუშვა რელიგიური სიმბოლოების მქონე სამკაულების თვალსაჩინოდ ტარება, ადასტურებდა რომ მანამდე არსებული აკრძალვა არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.
შესაბამისად, იმის გამო რომ არ იკვეთებოდა სხვათა ინტერესების დარღვევა, ეროვნულმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს პირველი მომჩივნის რელიგიის გაცხადების უფლების სათანადო დაცვა, რითაც დაარღვიეს მე-9 მუხლით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება. სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია მომჩივნის მე-14 მუხლის მე-9 მუხლთან ერთობლიობაში საჩივრის ცალკე განხილვა.
დასკვნა: ადგილი ჰქონდა დარღვევას პირველ მომჩივანთან მიმართებაში (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ).
(ბ) მეორე მომივანი - სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე მომჩვნის სურვილი სამსახურში ეტარებინა ჯვარი წარმოადგენდა მისი რელიგიური მრწამსის გაცხადებას და რომ ჯანდაცვის ორგანოს მიერ ჯვრის ტარებით მედდის პოზიციაზე დარჩენაზე უარი წარმოადგენდა მისი რელიგიის გაცხადების თავისუფლებაში ჩარევას.
განხილული შეზღუდვა კანონიერად ისახავდა მიზნად მედდათა და პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. მეორე მომჩივნის მენეჯერები მიიჩნევდნენ, რომ არსებობდა საფრთხე მშფოთვარე პაციენტს დაეჭირა და მოექაჩა ძეწკვი რასაც თან ახლდა დაზიანების საფრთხე, ან რომ ჯვარს შესაძლო იყო ემოძრავა და შესაძლო იყო, მაგალითად, კონტაქტში მოსულიყო ღია ჭრილობასთან. შესაბამისად, ამ ვითარებაში დაწესებული შეზღუდვის არსი, თავისთავად, უფრო დიდი მიზნის მატარებელი იყო ვიდრე პირველი მომჩივნის შემთხვევაში. ასევე ცნობილი იყო რომ სხვა ქრიტიან მედდასაც მოსთხოვეს ჯვრისა და ძეწკვის მოხსნა, ასევე ორ სიქხ მედპერსონალს სამაჯურისა და კირპანის ტარება შეუზღუდეს, ისევე როგორც დაუშვებლად იქნა ცნობილი თავისუფლად გაშვებული ჰიჯაბის ტარება. მეორე მომჩივანს შესთავაზეს ჯვრის ტარება უნიფორმაზე მიმაგრებით ან მაღალყელიანი ზედის შიგნით ტუნიკის მიღმა დაკიდებით, მაგრამ მან მიიჩნია რომ ამგვარი ფორმა საკმარისი არ იყო რელიგიური მრწამსის დასაცავად.
მოცემული საკითხი განეკუთვნება სფეროს სადაც ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს ენიჭებათ შეფასების ფართო ზღვარი. ჰოსპიტალის მენეჯერებმა სასამართლოზე უკეთ იცოდნენ და შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება, განსაკუთრებით საერთაშორისო სასამართლოსთან შედარებით, რომელსაც ამ საკითხზე მტკიცებულებებიც არ გააჩნდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ დაასკვნიდა რომ განხილული ზომები არაპროპორციული გახლდათ და რომ მეორე მომჩივნის რელიგიის გაცხადების თავისუფლებაში ჩარევა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად სასამართლომ დაადგინა რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას არც დამოუკიდებლად და არც მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია მეორე მომჩივანთან მიმართებაში (ერთხმად).
(გ) მესამე მომჩივანი - ნათელი იყო რომ მესამე მომჩივნის უარი მიეღო მონაწილეობა ერთიდაიგივე სქესის მქონე პირთა მიერ სამოქალაქო პარტნიორობის დადგენაში პირდაპირ იყო განპირობებული მისი რელიგიური მრწამსით. შესაბამისად განხილული მოვლენები ხვდებოდა კონვენციის მე-9 და მე-14 მუხლის ფარგლებში. ამ საქმეში შესადარებელი ობიექტი იქნებოდა რეგისტრატორი, რომელსაც არ გააჩნდა რელიგიური წინააღმდეგობა ერთიდაიგივე სქესის მქონე პირთა კავშირების მიმართ. სასამართლომ გაიზიარა ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნა მასზედ, რომ დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების ყველა რეგისტრატორისადმი მოთხოვნა დაერეგისტრირებინათ სამოქალაქო პარტნიორობაც, მომჩივანზე ნეგატიური გავლენის მქონე იყო მისი რელიგიური მრწამსის გამო. მოთხოვნას გააჩნდა კანონიერი მიზანი დაეცვა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა თანასწორი შესაძლებლობანი. ზომის პროპორციულობის განხილვისას, აღსანიშნავი იყო რომ მესამე მომჩივნისათვის შედეგები საკმაოდ სერიოზული იყო: მან მიიჩნია რომ მას არ ჰქონდა სხვა არჩევანი თუ არა დისციპლინურ ზომებზე დაქვემდებარება, იმის გამო რომ არ სურდა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრატორობა, რამაც შედეგად გამოიწვია სამსახურის დაკარგვა. ამასთანავე აღსანიშნავი იყო რომ სამუშაო კონტრაქტის დადებისას მას არ უთქვამს უარი რელიგიური მრწამსის გაცხადების უფლებაზე სამოქალაქო პარტნიორობის შექმნაში მონაწილეობაზე უარით, რადგან ეს მოთხოვნა დამსაქმებელმა მოგვიანებით წარმოადგინა.
მეორეს მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა მიზნად ისახავდა იმ პირთა უფლებების დაცვას, რომლებიც ასევე ხვდებოდნენ კონვენციის დაცვის ქვეშ და იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა კონვენციის უფლებებს შორის ბალანსის დადგენას, სასამართლო სახელმწიფოებს შეფასების ფართო ზღვარს ანიჭებს ხოლმე. ყველა გარემოების გათვალისწინების შედეგად სასამართლომ არ მიიჩნია რომ ადგილობრივმა ხელისუფალმა-დამქირავებელმა, რომელმაც დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება ან ეროვნულმა სასამართლოებმა, რომლებმაც არ დააკმაყოფილეს მესამე მომჩივნის საჩივარი დისკრიმინაციის შესახებ, გადააჭარბეს მათდამი მინიჭებულ შეფასების ზღვარს. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-9 მუხლთან ერთობლიობაში.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია მესამე მომჩივანთან მიმართებაში (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ)
(დ) მეოთხე მომჩივანი - მეოთხე მომჩივანი დასაქმებული გახლდათ კერძო კომპანიაში, რომელსაც ჰქონდა თანასწორი მომსახურების გაწევის პოლიტიკა როგორც ჰეტეროსექსუალი, ისე ჰომოსექსუალი წყვილებისათვის. მეოთხე მომჩივანმა უარი განახადა ფსიქო-სექსუალური კონსულტაციის გაწევაზე ერთიდაიგივე სქესის წყვილებისათვის. შედეგად მის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება.
სასამართლომ გაიზიარა, რომ მეოთხე მომჩივნის უარი პირდაპირ იყო მოტივირებული ქორწინებისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ მისი ორთოდოქსული ქრისტიანული მრწამსით და დაადგინა, რომ უარი განეხორციელებინა ჰომოსექსუალი წყვილების კონსულტირება იყო მისი რელიგიისა და მრწამსის გაცხადების ფორმა. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრებოდა პოზიტიური ვალდებულება მე-9 მუხლით დაეცვა მისი უფლებები.
იმის დადგენისას თუ რამდენად დაკმაყოფილდა პოზიტიური ვალდებულება სადავო ინტერესებს შორის სათანადო ბალანსის დაცვით, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მეოთხე მომჩივნისათვის სამსახურის დაკარგვა წარმოდგენდა მკაცრ სანქციას მძიმე შედეგებით. მეორეს მხრივ, იგი ნებაყოფლობით გაწევრიანდა დამსაქმებლის სატრენინგო პროგრამაში ფსიქო-სექსუალური კონსულტირების საკითხებზე, იცოდა რა, რომ დამსაქმებელი წარმოადგენდა თანასწორი შესაძლებლობის მატარებელ ორგანიზაციას და რომ კლიენტების ფილტრაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე შეუძლებელი იქნებოდა.
მე-9 მუხლით დაცული უფლებებში ჩარევის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება ინდივიდის გადაწყვეტილებას დადოს დასაქმების ხელშეკრულება და იკისროს ვალდებულებანი, რომელიც წინასწარვე ნათელია რომ გავლენას იქონიებს პირის მიერ რელიგიის გაცხადების თავისუფლებაზე. მოცემული საკითხი უნდა შეფასდეს სამართლიანი ბალანსის დაცვის არსებობის ჭრილში.
მოცემულ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება გახლდათ ის, რომ დამსაქმებლის მოქმედება მიზნად ისახავდა დისკრიმინაციის გარეშე მომსახურების პოლიტიკის განხორციელებას. სახელმწიფო ორგანოებს, შესაბამისად შეფასების ფართო ზღვარი გააჩნდათ იმის დადგენისას დაცული იყო თუ არა სამართლიანი ბალანსი მეოთხე მომჩივნის რელიგიური მრწამსის გაცხადების უფლებასა და დამსაქმებლის სხვათა ინტერესების დაცვის უფლებას შორის. ყველა გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ არ მიიჩნია რომ მოცემული ზღვარი დარღვეული იყო. შესაბამისად, დაასკვნა რომ ადგილი არ ჰქონია მე-9 მუხლის დარღვევას არც დამოუკიდებლად და არც მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია მეოთზე მომჩივანთან მიმართებაში (ერთხმად)
მუხლი 41: პირველ მომჩივანს მორალური ზიანისათვის მიეკუთვნა 2,000 ევრო.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy