© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013.
წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013.
This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013.
La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ფურცელი №160 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
თებერვალი, 2013
ფაბრისი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 16574/08
გადაწყვეტილება 7.2.2013 [დიდი პალატა]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
კანონიერი და უკანონო შვილებისადმი განსხვავებული მოპყრობა მემკვიდრეობის მიზნებისთვის: დადგინდა დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი 1943 წელს დაიბადა მამამისისა და იმ ქალის კავშირის შედეგად, ვინც სხვა პირზე იყო დაქორწინებული და იმ ქორწინებაში უკვე ორი შვილი ჰყავდა. 1970 წელს ბ-ნმა და ქ-ნმა მ.-ებმა (მომჩივნის დედა და მისი ქმარი) თავიანი ქონება ორ კანონიერ შვილს inter vivos (donation-partage) გაუყვეს და, ამავე დროს, გარდაცვალებამდე ქონებაზე უფლება შეინარჩუნეს. ბ-ნი მ. 1981 წელს გარდაიცვალა, ხოლო ქ-ნი მ. – 1994 წელს. 1983 წელს tribunal de grande instance-მა მომჩივანი ქ-ნი მ.-ის „უკანონო“ შვილად გამოაცხადა. 1998 წელს მომჩივნმა ორი კანონიერი შვილის წინააღმდეგ საქმე შეიტანა tribunal de grande instance-ში, ითხოვდა რა inter vivos გაყოფის ანულირებას, რომ დედის ქონებიდან თავისი წილის მოთხოვნა შეძლებოდა. იმ პერიოდში 1972 წლის 3 იანვრის კანონი ითვალისწინებდა, რომ ადიულტერის შედეგად დაბადებულ შვილებს შეეძლოთ მამის ან დედის ქონებიდან მოეთხოვათ იმ წილის ნახევრის ტოლფასი წილი, რასაც კანონიერი შვილი მიიღებდა. მას შემდეგ, რაც 2000 წელს სასამართლომ საფრანგეთის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე მაზურეკი საფრანგეთის წინააღმდეგ, საფრანგეთმა 2001 წლის 3 დეკემბრის კანონი მიიღო, რითაც ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში და ადიულტერის შედეგად დაბადებულ ბავშვებს მიენიჭათ იმავენაირი სამემკვიდრეო უფლებები, რაც კანონიერ შვილებს ჰქონდათ. 2004 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებით tribunal de grande instance-მა მომჩივნის საჩივარი დასაშვებად გამოაცხადა და არსებით მხარეზე მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. კანონიერი შვილების მიერ სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. მომჩივანმა საკასაციო სასამართლოს მიმართა, მაგრამ მას საჩივარზე უარი ეთქვა.
2011 წლის 21 ივლისის გადაწყვტილებით, სასამართლოს პალატამ, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ კონვენციის მე-14 მუხლი, 1-ლი ოქმის 1-ლ მუხლთან მიმართებაში, არ დარღვეულა, იმის საფუძვლზე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა 1972 წლის და 2000 წლის კანონების გარდამავალი დებულებების გამოყენებისას ბ-ნი და ქ-ნი მ.-ების კანონიერი შვილების დიდი ხნით ადრე დადგენილ უფლებებსა და მომჩივნის მატერიალურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსი დაიცვეს.
სამართალი – კონვენციის მე-14 მუხლი 1-ლი ოქმის 1-ლ მუხლთან მიმართებაში
(ა) მე-14 მუხლის გამოყენებადობა – მომჩივანს დედამისის მიერ ხელმოწერილი inter vivos გაყოფის ანულირების მოთხოვნის უფლებაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმის გამო, რომ მას „ადიულტერის შედეგად დაბადებული“ შვილის სტატუსი ჰქონდა. თუმცა ამ დისკრიმინაციული საფუძვლის გამო, განსახილველ აქტივზე მას ექნებოდა უფლება, რომელიც აღსრულებადი იქნებოდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ inter vivos საჩუქრებს მემკვიდრეობის უფლების გადაცემის მყისიერი ეფექტი აქვს, მჩუქებლის გარდაცვალებამდე (წინამდებარე საქმეში: 1994 წელს) იგი ვერ ჩაითვლებოდა გაყოფად მემკვიდრეობის მიზნებისთვის. ამ დროისთვის მომჩივნის ფილიაცია დადგენილი იყო. აქედან გამომდინარე, მომჩივნის მატერიალური ინტერესები 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლისა და მისით გარანტირებული საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების მოქმედების სფეროში თავსდებოდა. ეს საკმარისი იყო, რომ კონვენციის მე-14 მუხლი გამოყენებადად ჩათვლილიყო.
(ბ) არსებითი მხარე – მომჩივანს მისი კუთვნილი წილი ჩამოერთვა და კანონიერ შვილებთან შედარებით, საბოლოოდ, განსხვავებულ სიატუაციაში აღმოჩნდა დედის ქონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ასეთი განსხვავებული მოპყრობა მომდინარეობს 2001 წლის კანონიდან, რომელიც კრძალავს „ადიულტერის შედეგად დაბადებული“ ბავშვების ახალი სამემკვიდრეო უფლებების გამოყენებას იმ სამკვიდროების მიმართ, რომლებიც 2001 წლის 4 დეკემბრამდე გახსნილი იყო და რომელთა გაყოფა ამ თარიღამდე არ მომხადარა. განსახილველი გარდამავალი დებულების ინტერპრეტაციისას, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მემკვიდრეობის მიღების მიზნებისთვის ქონების გაყოფა 1994 წელს მოხდა, როცა მომჩივნის დედა გარდაიცვალა, რაც შეესაბამება სასამართლო ორგანოს ხანგრძლივ პრეცედენტულ სამართალს იმაში, რომ inter vivos გაყოფასთან დაკავშირებით მჩუქებლის გარდაცვალება იწვევს სამკვიდროს გახსნას და გაყოფას. კანონიერ შვილს, ვინც უგულებელყოფილი იყო inter vivos გაყოფისას ან ჯერ ჩასახული არ იყო შეთანხმების ხელმოწერის დროს, ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მიღებაში დაბრკოლება არ შეექმნებოდა. ამგვარად, უდავოა, რომ მომჩივნის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ერთადერთი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ იგი ქორწინების გარეშე დაიბადა.
მაზურეკის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საფრანგეთის სახელმწიფომ მემკვიდრეობის შესახებ სამართალში ცვლილებები შეიტანა და „ადიულტერის შედეგად დაბადებულ“ ბავშვებთან დაკავშირებული ყველა დისკრიმინაციული დებულება გააუქმა. თუმცა, მთავრობის თანახმად, მესამე მხარის მიერ – ამ შემთხვევაში, სხვა მემკვიდრეების მიერ – მოპოვებული უფლებების დარღვევა შეუძლებელი იყო და ეს ამართლებდა 2001 წლის კანონის უკუქმედების ძალის შეზღუდვას იმ სამკვიდროების მიმართ, რომლებიც ამ კანონის გამოქვეყნების დღეს უკვე გახსნილი იყო და ამ თარიღამდე მათი გაყოფა არ მომხდარა. შესაბამისად, გარდამავალი დებულებები მიღებული იქნა მშვიდობიანი ოჯახური ურთიერთობების უზრუნველსაყოფად ბენეფიციარების მიერ მოპოვებული უფლებების დაცვის გზით, იქ, სადაც ქონება უკვე გაყოფილი იყო.
ანულირების მოთხოვნით სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი უფლების გათვალისწინებით, მომჩივნის ნახევარძმამ და ნახევარდამ საკუთრების უფლებები მოიპოვეს 1970 წლის inter vivos გაყოფის საფუძველზე, რის გამოც მათ გადაეცათ დედის ქონება 1994 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმე განსხვავდებოდა მაზურეკის საქმისგან, სადაც ქონება ბენეფიციარებისთვის ჯერ არ იყო გადაცემული. თუმცა „გარდაცვლილების და მათი ოჯახების ‘კანონიერი მოლოდინის’ დაცვა ქორწინებაში და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვებისადმი თანაბარი მოპყრობის იმპერატივს უნდა ექვემდებარებოდეს“. ამასთან დაკავშირებით მომჩივნის ნახევარძმამ და ნახევარდამ იცოდნენ – ან უნდა სცოდნოდათ – რომ მათი უფლებები შეიძლებოდა ეჭვქვეშ დამდგარიყო. 1994 წელს, მათი დედის გარდაცვალებისას, inter vivos გაყოფის ანულირების მოთხოვნით სარჩელის შეტანისთვის არსებობდა კანონით დადგენილი ხუთწლიანი პერიოდი. მათ ნახევარძმას ქონებიდან თავისი წილი 1999 წლამდე უნდა მოეთხოვა და ამგვარ ქმედებას შეეძლო კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა არა გაყოფა, როგორც ასეთი, არამედ – თითოეული შთამომავლის უფლებების ფარგლები. გარდა ამისა, ანულირების მოთხოვნით სარჩელი, რომელიც მომჩივანმა, საბოლოოდ, 1998 წელს შეიტანა, ეროვნულ სასამართლოებში განიხილებოდა, როცა მაზურეკის საქმეზე გადაწყვეტილება გამოვიდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სამემკვიდრეო უფლებების დაბადების ნიშნით უთანასწორობა კონვენციასთან შეუსაბამო იყო, და როცა გამოქვეყნდა 2001 წლის კანონი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება აღასრულა მასში დადგენილი პრინციპების ფრანგულ კანონმდებლობაში შეტანით. და ბოლოს, მომჩივანი არ იყო შთამომავალი, ვისი არსებობაც მათ არ იცოდნენ, რადგან იგი, 1983 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მათი დედის „უკანონო“ შვილად იყო აღიარებული. ეს საკმარისი იყო დასაბუთებული ეჭვების აღსაძრავად იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ქონების ფაქტობრივი გადაცემა. ამასთან დაკავშირებით, წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სადაც ევროპის პრეცედენტული სამართალი და ეროვნული საკანონმდებლო რეფორმები ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების სამემკვიდრეო უფლებებთან დაკავშირებით ყველანაირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის ცხად ტენდენციას აჩვენებდნენ, მომჩივნის მიერ ეროვნულ სასამართლოებში 1998 წელს შეტანილი სარჩელი, რომელიც 2007 წელს უარყოფილი იქნა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო განსხვავებული მოპყრობის პროპორციულობის განხილვისას. იმ ფაქტს, რომ სარჩელი ჯერ კიდევ განიხილებოდა 2001 წელს, შეიძლებოდა მხოლოდ ფარდობითი გაეხადა ქ-ნი მ.-ს სხვა მემკვიდრეების მოლოდინი, რომ ისინი მის ქონებაზე უდავო უფლებებს მოიპოვებდნენ. შესაბამისად, მომჩივნის ნახევარძმისა და ნახევარდის სამემკვიდრეო უფლებების დაცვის მართლზომიერი მიზანი არ იყო საკმარისად მნიშვნელოვანი, რომ გადაეწონა მომჩივნის მიერ დედამისის ქონებიდან წილის მოთხოვნა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ეროვნული ხელისუფლების თვალშიც კი, იმ მემკვიდრეების მოლოდინები, ვინც inter vivos გაყოფის ბენეფიციარები იყვნენ, ყველა გარემოებაში არ უნდა ყოფილიყო დაცული. მართლაც, იმავე დროს, inter vivos გაყოფის ანულირების მოთხოვნით ისეთივე სარჩელი რომ შეეტანა სხვა კანონიერ შვილს, ვინც მოგვიანებით დაიბადა ან გაყოფისას განზრახ გამორიცხეს, იგი დაუშვებლად არ გამოცხადდებოდა.
შესაბამისად, გამოყენებულ საშუალებებსა და განსახორციელებელ მიზანს შორის პროპორციულობის გონივრული მიმართება არ იყო. ამდენად, არ არსებობდა მომჩივნის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება.
ეს დასკვნა ეჭვქვეშ არ აყენებდა სახელმწიფოების უფლებას, შემოეღოთ გარდამავალი დებულებები, როცა საკანონმდებლო რეფორმას გაატარებდნენ მათი ვალდებულებების შესრულების მიზნით, კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არსებითად დეკლარაციული ხასიათის გადაწყვეტილებები სახელმწიფოს შესაძლებლობას უტოვებდა, თავად აერჩია დარღვევის შედეგების აღმოფხვრის ზომები, ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადი ზომების გატარება ნიშნავდა, რომ განსახილველ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში დადგენილის მსგავსი შემდგომი დარღვევები სათანადო გულმოდგინებით თავიდან უნდა აეცილებინა. ეს ეროვნულ სასამართლოებს აკისრებდა ვალდებულებას, მათი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად და სამართლებრივი სარწმუნოობის პრინციპის გათვალისწინებით, უზრუნველეყოთ კონვენციის სტანდარტების სრულად შესრულება, როგორც ამას სასამართლო განმარტავდა. თუმცა, წინამდებარე საქმეში ეს არ გაკეთებულა.
დასკვნა: დადგინდა დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: დადგინდა ამ საკითხის გადადება.
(იხილეთ მაზურეკი საფრანგეთის წინააღმდეგ, № 34406/97, 2000 წლის 1 თებერვალი, საინფორმაციო ფურცელი №15)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy