© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე ფერნანდეს მარტინესი ესპანეთის წინააღმდეგ
(საჩივარი no. 56030/07)
გადაწყვეტილება
[ამონარიდი]
სტრასბურგი
12 ივნისი 2014
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის მუხლი 44 § 2-ის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე ფერნანდეს მარტინესი ესპანეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი,
გუიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
ისაბელ ბერო-ლეფევრი,
იან შიკუტა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ანდრას საჯო,
ან პაუერ-ფორდე,
იშილ კარაკაში,
ამჯელიკა ნუსბერგერი,
ანდრე პოტოცკი,
პოლ ლემენსი,
ჰელენა ჯადერბლომი,
ვალერიო გრიტკო,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები,
ალეჰანდრო საიზ არნაზი, ad hoc მოსამართლე,
და იოფან კალევარტი, დიდი პალატის გამწესრიგებლის მოადგილე,
30 იანვარს 2013 წლის და 2014 წლის 2 აპრილს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს
პროცედურა:
საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (#.56030/07) ესპანეთის სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა, ესპანეთის მოქალაქის ბ-ნი ხოსე ანტონიო ფენრანდეს მარტინესის („მომჩივანის“) მიერ 2006 წლის 11 დეკემბერს. მომჩივანს წარმოადგენდა იურიდიული დახმარების ადვოკატი ბ-ნი მაზონ კოსტა, ადვოკატი, რომელიც იურიდილ პრაქტიკას ახორციელებს მურიცაში. ესპანეთის მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი იყო მისი აგენტების, ბ-ნი ბლასკო ლოზანოს, ბ-ნი ირურზუნ მონტოროს და ბ-ნი სანზ განდასეგის, სახელმწიფოს აგენტების მიერ.
3. მე-8-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განხილული იქნება მე-14-ე მუხლთან ერთობლივად ან მისგან დამოუკიდებლად, მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი როგორც საშუალო სკოლის კათოლიკური რელიგიის და ეთიკის მასწავლებლის საქმიანობის კონტრაქტის განუახლებლობა წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების უფლებაში უკანონო ჩარევას. იგი დაობდა, რომ მისი ოჯახის და პირადი, როგორც დაოჯახებული მღვდლის მდგომარეობა იყო კონტრაქტის არ განახლების მიზეზი და არ იყო შესაბამისობაში მისი აზრის და გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან რომელიც დადგენილია კონვეცნიის მე-9-ე და მე-10-ე მუხლებით.
4. 2009 წლის 13 ოქტომბერს მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება საჩივრის შესახებ.
5. ლუის ლოპეზ გუერამ, ესპანეთის სახელით არჩეულმა მოსამართლემ აცილება განაცხადა საქმეზე. შესაბამისად მთავრობამ დანიშნა ალეჰანდრო საიზ არნაზი, როგორც ad hoc მოსამართლე (კონვენციის მუხლი 27 § 2, როგორც მაშინ იყო მოქმედი, და სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 29 § 1).
6. საქმის საჯარო მოსმენა ჩატარდა ადამიანის უფლებათა სასახლეში, სტრასბურგში, 2011 წლის 22 ნოემბერს (მუხლი 59 § 3)
7. 2012 წლის 15 მაისს, მესამე სექციის პალატამ, შემდეგი შემადგენლობით ჯოზეფ კასადევალი, პრეზიდენტი, კორნელიუ ბირსანი, ალვინა გულუმიანი, ეგბერტ მაიერი, ინეტა ზიემელი, მიჰაი პოალელუნგი, მოსამართლეები და ლეჰანდრო საიზ არნაიზი, ad hoc მოსამართლე, და სანტიაგო კუესადა, სექციის გამწესრიგებელი, გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომელშიც ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინეს რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8-ე მუხლის § 1 -ის დარღვევას.
8. კონვენციის 43-ე მუხლის და რეგლამენტის 73-ე მუხლის მიხედვით 2012 წლის 18 ივლისს მომჩივანმა მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. იგი დაობდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე მუხლის § 1-ის დარღვევას. 2012 წლის 24 სექტემბერს დიდმა პალატამ დააკმაყოფილა მოთხოვნა და მიიღო საქმე განსახილველად.
9. დიდი პალატის შემადგენლობა განსაზღვრული იყო კონვენციის 26-ე მუხლის § 4 და § 5-ით და რეგლამენტის მუხლი 24-ის შესაბამისად.
10. მომჩივანმა და მთავრობამ დიდი პალატის წინაშე წარადგინეს წერილობით საკუთარი პოზიციები. ამასთანავე, მესამე მხარის კომენატერბიც იქნა მიღებული, როგორიცაა ესპანური საეპისკოპოსო კონფერენციის, კანონის და მართლმსაჯულების ევროპული ცენტრის (ECLJ), და ლიოვენის კათოლიკური ეკლესიის კანონის და რელიგიის ფაკულტეტის დეკანის და ამერიკის რელიგიის თავისუფლების პროგრამის ეთიკის და საჯარო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის, რომელსაც პრეზიდენტმა მისცა შვებულება წერილობით პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად (კონვენციის მუხლი 36 §2 და რეგლამენტის მუხლი 44 § 3).
11. განხილვა იყო საჯარო და გაიმართა 2013 წლის 30 იანვარს ადამიანის უფლებათა სასახლეში (მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე გამოვიდნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი სანზ განდასეგუი, აგენტი
(ბ) მომჩივანის სახელით
ბ-ნი მაზონ კოსტა,
ქ-ნი მარტინეს სეგადო,ადვოკატი.
მომჩივანი ესწრებოდა განხილვას.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნ მაზონ კოსტას და ქ-ნ მარტინეს სეგადსო მიმართვები, ასევე ბ-ნი სანზ განდასეგუის მიმართვა და მათი პასუხები მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
ა. მომჩივანის მდგომარეობა, მისი საქმიანობა და მისი კონტრაქტის განუახლებლობა
12. მომჩივანი დაბადებულია 1937 წელს და ცხოვრობს ციეზაში. ის დაქორწინებულია და ჰყავს ხუთი შვილი.
13. იგი მღვდლად იკურთხა 1961 წელს. მან 1984 წელს მიმართა ვატიკანს დაუქორწინებლობის აღთქმისგან განთავისუფლების მოთხოვნით. ამ ეტაპზე მან არანაირი პასუხი არ მიიღო. მომდევნო წელს მან სამოქალაქო ქორწინება გააფორმა. მას შეეძინა ხუთი შვილი მეუღლესთან ვისთანაც ქორწინებაში იმყოფება. მხარეებს არ წარუდგენიათ დეტალები მისი, როგორც მღვდლის სტატუსის შესახებ რადგან იგი არ იყო განთავისუფლებული აღქთქმისაგან.
14. 1991 წლიდან მომჩივანი კათოლიკური რელიგიის და ეთიკის მასწავლებლად მუშაობდა საჯარო საშუალო სკოლაში მურციაში, წელიწადში ერთხელ განახლებადი კონტრაქტის საფძველზე. 1979 წელს ესპანეთსა და წმინდა ეპარქიას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე „რელიგიური განათლება უნდა ისწავლებოდეს პირის მიერ, რომელიც ყოველ სასკოლო წელს ინიშნება ადმინისტრაციის მიერ ეპარქიის შემოთავაზებული კანდიდატებიდან ” ... მინისტრის 1982 წლის ბრძანების მიხედვით, „დანიშვნა უნდა განხორციელდეს წლიურად და მისი განახლება უნდა მოხდეს ავტომატურად, თუ საწინააღმდეგო მოსაზრება არ იქნება გაზიარებული სასკოლო წლის დაწყების წინ ეპარქიის მიერ, ან საჯარო უწყება, სერიოზული აკადემიური ან დისციპლინური მიზეზით, საჭიროდ ჩათვლის დანიშვნის გაგრძელების შეწყვეტას, რა შემთხვევაშიც ეკლესიის პოზიცია გაზიარებულ უნდა იქნას...” (იხილეთ პუნქტი 51, ქვემო). ამასთანავე, შეთანხმების მუხლი VII ადგენს, რომ „განათლების ყველა დონეზე, კათოლიკური რელიგიის მასწავლებლის ანაზღაურება არ განეკუთვნება სახელმწიფო მასწავლებლებისას და უნდა გადაწყდეს ცენტრალურ ადმინისტრაციას და ესპანეთის ანგლიკანურ კონფერენციასთან შეთანხმებით, რომელიც ძალაში შევა მოცემული შეთანხმების ამოქმედებისთანავე“. . .
15. 1996 წლის ნოემბერში მურციის გაზეთში La Verdad დაიბეჭდა სტატია მღვდლების „მოძრაობა ფაკულტატური დაუქორწიონებლობის აღთქმისთვის“, სადაც ვკითხულობთ შემდეგს:
“ლა ლუზის მონასტერი უკრძალავს დაოჯახებულ მღვდლებს გამოიყენონ მათი სივრცე მესის ჩასატარებლად
ეპარქიის წარმოამდგენელმა განმარტა რომ შეკრების პროტესტის შემცველმა ბუნებამ შესაძლოა დაარღვიოს მონასტრის სიმყუდროვე
m. de la vieja – მურცია
მამა ფრანცისკო ტომასმა, ლა ლუზის ძმათა თემის წინამძღვარმა უარი განაცხადა და არ დაუშვა მონასტერში დაახლოებით ასამდე დაოჯახებული მღვდელი, რომელთაც სურდათ მესაზე დასწრება და მთელი დღე გაატარეს იქ თავიანთ შვილებთან და მეუღლეებთან ერთად. ფრანცისკო ტომასმა განაცხადა რომ მონასტერი იყო ღვთისმსახურების ადგილი და რომ მღვდლებს არ მიუმართავთ მოთხოვნით რომ მიეღოთ საჭირო უფლებამოსილება. მან დამატებით აღნიშნა, რომ ძმა მანუელის დიდი ასაკის (80 წელი) გამო, ერთადერთი ბერი რომელიც ლა ლუზში ცხოვრობდა, მას გაუმართლებლად მიაჩნდა ისეთი შეკრების ჩატარება რომლითაც შეილახებოდა მონასტრის სიმშვიდე, რაც გამოწვეული იქნებოდა ღონისძიების საჯაროობით და „მოძრაობა ფაკულტატური დაუქორწინებლობის აღთქმისთვის“ წევრების პროტესტზე ორიენტირებული განზრახვებით.
გუშინ, ეპარქიის კულტურული მემკვიდრეობის დელეგატმა, ფრანცისკო ტომასმა, უარი უთხრა „მოძრაობა ფაკულტატური დაუქორწიონებლობის აღთქმისთვის“ წევრებს ელ ვალეში, ლა ლუზის მონასტრის შიგნით მესის ჩატარებაზე. მამა ტომასმა განმარტა რომ დაოჯახებულ მღვდლებს არ ჰქონდათ მონასტრის ეკლესიის გამოყენების ნებართვა. ამასთანავე, მოძრაობა გეგმავდა მაქსიმალურად გამოეყენებინა დღე და ჩაეტარებინა საინფორმაციო შეხვედრა დაოჯახებული მღვდლების მეოთხე საერთაშორისო კონგრესის შესახებ, რომელიც გასულ წელს ჩატარდა ბრასილიაში თემაზე „მესამე ათასწლეულის მღვდელთმსახურნი“ მამა ტომასმ ასევე განმარტა, რომ დაოჯახებულმა მღვდლებმა ვერ მოიპოვეს ნებართვა მონასტრის ეკლესიის გამოყენების თაობაზე.
ფრანცისკო ტომასმა ასევე განმარტა, რომ მონასტერში ცხოვრობდა ერთი, 80 წლის ბერი და არი იყო სასურველი მისი შეწუხება საპროტესტო აქციით, რომელიც მიიპყრობდა მედიის ყურადღებას ღვთისმსახურების ადგილის მიმართ.
Moceop –ის რეგიონალურმა კოორდინატორმა, პედრო სანჩეზ გონზალესმა, განაცხადა რომ შესაბამისი ნებართვის მოთხოვნა იქნა წარდგენილი მაგრამ მოძრაობას არ მიუღია პასუხი და მას არ მიაჩნია რომ ესეთი ნებართვა აუცილებელი იყო მესის აღსანიშნავად.
ღონოსძიების მიმართ პრესაში გამოწვეულმა საჯაროობამ მოძრაობის ბევრი წევრს გადაათქმევინა ლა ლუზში შეკრებაზე დასწრება. სხვებმა კი რომლებმაც დაინახეს დაკეტილი მონასტრის კარი არც კი გადმოვიდნენ მანქანებიდან ისე დაუქნიეს ხელი კოლეგებს, მოატრიალეს მანქანები და უკან გაბრუნდნენ. მხოლოდ დაახლოებით ათი სეკულირებული მღვდელი, საკუთარ ოჯახებთან ერთად დარჩნენ იმისათვის, რომ მედიისთვის და დამსწრეთათვის აეხსნათ სიტუაცია. ზოგიერთი მათგანის შვილებს კი ეჭირათ ხელში ბანერები. საბოლოოდ ისინი გაბრუნდნენ, სადილად და მესის ერთად აღსანიშნავად.
ლორენცო ვიცენტე, პედრო ჰერნანდეზ კანო, კრისანტო ჰერნანდესი და ხოსე ანტონიო ფერნანდესი – სემინარიის ყოფილი დირექტორი – არიან დაოჯახებული მღვდლები, რომლებიც შეიკრიბნენ ლა ლუზში გუშინ რათა მხარი დაეჭირათ ფაკულტატური დაუოჯახებლობის აღთქმისთის და უფრო დემოკრატიული და არა თეოკრატიული ეკლესიისთვის, სადაც ჩვეულებრივი ადამიანი მიიღებდა მონაწიელობას საკუთარი მრევლის მღვდლის და ეპისკოპოსის არჩევაში. დაუქორწინებლობის აღთქმის წესი ეკლესიის მოგონილია და არ არის ღვთაებრივად შთაგონებული. მათ ასევე გამოხატეს მათი უკმაყოფილება გარკვეული ეკონომიკური საკითხების მიმართ: „ჩვენ, ვინც ვიხდით შემოწირულობას სამღვდელოებისათვის საერთო სადაზღვევო ფონდში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სოციალური უსაფრთხოების სისტემის ნაწილს, დავკარგეთ ყველა ჩვენი უფლება, როდესაც გავხდით სეკულირებულნი. უფრო მეტიც, მონაზვნები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან ვიდრე მღვდლები ვინაიდან ისინი საკუთარ ქონებას წირავენ საზოგადოებას და კარგავენ ყველაფერს რის „დეკლარირებასაც“ ახდენენ.
სტატიაში ასევე იყო ცალკე ნაწილი, სხვა სათაურით:
“თვით პაპსაც არ სჯერა, რომ ჩვენ ჯოჯოხეთში გავიხრწნებით სექსის გამო
ისეთ საკითხებზე როგორიცაა აბორტი, შობადობის კონტროლი, განქორწინება ან სექსი, პედრო ჰერნანდეს კანო და მისი მეგობრები Moceop–დან აღნიშნავენ რომ ისინი მხარს უჭერენ პასუხისმგებლიან მამობას.
ისინი დამატებით ამბობენ, რომ აბორტი არის „პერსონალური პრობლემა, რომელიც არ შეიძლება რომ კანონით აიკრძალოს, არამედ უნდა შეიქმნას სოციალური სტრუქტურა, რომელიც მხარს დაუჭერს დედობის წინაშე მდგარ ქალებს. ქალის როგორც ცოდვილის დასჯა, იმ შემთხვევაში თუ ის ქორწინების გარეშე დაფეხმძიმდება წაახალისებს აბორტს. დაოჯახებული მღვდლები აღნიშნავენ, რომ შობადობის კონტროლი აშკარად საჭირო იყო და „შედეგად, ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში აირჩიონ საშუალება, რომელიც მათ ყველაზე სწორად მიაჩნიათ“.
‘სექსი ღმერთის საჩუქარია და არა წყევლა, და თვით პაპსაც არ სჯერა რომ ის იწვევს გმობას. ეს რომ ასე ყოფილიყო იგი არ შეაჩერებდა ამჟამად 6000 მოთხოვნას სეკულარიზაციაზე.“ – განაცხადეს მათ ბოლოს.
16. 1997 წლის 20 აგვისტოს პაპის ბრძანების საფუძველზე დაუქორწინებლობის აღთქმისგან განთავისუფლების ნებართვა გაიცა იმ პირზე, რომელმაც თხოვნით მას ცამეტი წლის წინ მიმართა იმ საფუძვლით რომ მომჩივანი განთავისუფლებული იყო დაუქორწინებლობის აღთქმით და მან დაკარგა მისი სამღვდელო „სტატუსი“. მან დაკარგა ამ „სტატუსთან“ დაკავშირებული უფლება, ასევე საეკლესიო პატივი და ფუნქციები(dignitates et officia ecclesiastica ლათინურად). მას აღარ ეკისრებოდა საეკლესიო „სტატუსთან“ დაკავშირებული ვალდებულებები. ჩანაწერში ასევე აღნიშნული იყო, რომ მომჩივანს ეკრძალებოიდა კათოლიკური რელიგიის სწავლება საჯარო ინსტიტუტში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ადგილობრივი ეპისკოპოსი სხვანაირად გადაწყვეტდა საკითხს, უფრო დაბალი ინსტანციის სკოლებთან მიმართებით. (in institutis autem studiorum gradus inferioris), “მისი საკუთარი წინდახედული განსჯით [prudenti iudicio] და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი არ ჰქონია სკანდალს [remoto scandalo]”. მომჩივანს აცნობეს ამ ბრძანების თაობაზე 1997 წლის 15 სექტემბერს.
17. 1997 წლის 29 სექტემბერს კართაგენას ეპარქიამ აცნობა განათლების სამინისტროს წერილობით მემორანდუმში მომჩივანის, როგორც სკოლის მასწავლებლის, სადაც იგი მუშაობდა მომსახურების შეწყვეტის თაობაზე
18. მინისტრმა მომჩივანს შეატყობინა 1997 წლის 9 ოქტომბერს, რომ მისი საქმიანობა შეწყვეტილია და რომ ეს ძალაში შევა 1997 წლის 29 სექტემბრიდან.
19. 1997 წლის 11 ნოემბრის ოფიციალურ შეტყობინებაში ეპარქიამ მიუთითა შემდეგი:
“[მომჩივანი], სეკულირებული მღვდელი, ასწავლიდა კურსებს კათოლიკურ რელიგიაში და ეთიკაში . . . ეპისკოპოსის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე ...
ეს უფლებამოსილება ... შეიძლება გამოყენებული იქნას კათოლიკურ რელიგიასთან დაკავშირებული საგნების სწავლებისას, იმის გათვალისწინებით რომ „სკანდალის რისკი“ არ არსებობს’.
როდესაც[მომჩივანის] სიტუაცია გახდა საჯარო განხილვის საგანი, შეუძლებელი გხდა რომ ეპარქიის ეპისკოპოსს გამოეყენებინა ბრძანებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილება. შესაბამისად, დოკუმენტი რომელიც მომჩივანს ანიჭებდა უფლებამოსილებას ესწავლებინა კათოლიკური რელიგია და ეთიკა აღარ იქნა განახლებული ახალი აკადემიური წლიდან. მომჩივანის პირადი და სამსახურებრივი მდგომარეობა, ასევე იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან ის უფლებამოსლია მიიღოს უმუშევრის შემწეობა მინიმუმ წელიწად ნახევრის განმავლობაში.
კართაგენას ეპარქია გამოთქვამს წუხილს ამ სიტუაციის გამო და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ასევე ბევრი მშობლის საკითხისიდამი სენსიტიური დამოკიდებულების გამო, რომლებიც განაწყენდებიან [მომჩივანის] სიტუაციის გამო, რომელიც ასწავლიდა კათოლიკურ რელიგიას და ეთიკას საგანმანთლებლო ცენტრში.
და ბოლოს, ეპარქიას სწამს, რომ ქრისტიანი ხალხი და ზოგადად საზოგადოება გაგებით მოეიკიდება საკითხს და გაითვალისწინებს, რომ ამ ფაქტის გარემოებებიდან გამომდინარე სიტუაციის შეფასება არ შეიძლება მხოლოდ დასაქმების და პროფესიონალური კუთხით. კათოლიკური ეკლესიისთვის ბერ–მონაზვნების ანაზღაურება ისეთი ბუნებისაა, რომელიც სცდება დასაქმების ან პროფესიული კონტექსტის ფარგლებს“
20. საშუალო საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა, სადაც მომჩივანი ასწავლიდა გააგზავნა შეტყობინება მურიციას ეპისკოპოსთან, რომელშიც ცენტრის მასწავლებელთა საბჭო გამოხატავდა მხარდაჭერას მომჩივანის მიმართ და აღნიშნავდნენ რომ ის გაკვეთილებს ატარებდა 1996–1997 სასკოლო წლებში და როგორც მასწავლებლები, ისე მოწაფეები და მათი მშობლები და ცენტრის მენეჯმენტი ამით სრულად კმაყოფილი იყო.
21. თავიდან მომჩივანი იყო უმუშევარი. მან ახალი სამსახური ნახა 1999 წელს მუზეუმში სადაც იგი 2003 წლამდე, მის საპენსიო ასაკამდე მუშაობდა.
ბ. სასამართლო წარმოება
22. სამინისტროს მიერ დასაქმების კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, მომჩივანმა საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ სასამართლოს. 2000 წლის 30 ივნისს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მომჩივანის დასაქმების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ფორმალიზება „იყო ერთადერთი სამოქმედო სფერო ადმინისტრაციული ორგანოებისთვის“ მას შემდეგ რაც ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება მომჩივანის კანდიდატურის არ შეთავაზების შესახებ.
23. მომჩივანმა ამის შემდეგ მიმართა მურიცას დასაქმების ტრიბუნალს, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა 2000 წლის 28 სექტემბერს.
24. ტრიბუნალი დაიწყო ფაქტების გამოკვლევით და აღნიშნა, რომ მომჩივანს სხვადასხვა თანამდებობები ეკავა კათოლიკურ ეკლესიაში, როგორიცაა მურიცას სემინარიის დირექტორი, გიეზას და იაკლას რეგიონის ეპისკოპოსის ვიკარი (მოადგილე). ასევე მითითებული იყო, რომ მომჩივანი იყო MOCEOP-ის წევრი.
25. ტრიბუნალი შემდეგ შეეხო იმ არგუმენტებს, რომელიც მითითებული ჰქონდა ეპარქიას მომჩივანის კონტრაქტის განუახლებლობის დასაბუთებაში, კონკრეტულად კი იმ ფაქტს რომ მან საჯაროდ განაცხადა საკუთარი, როგორც „დაოჯახებული მღვდლის“ და მამის მდგომარეობის შესახებ (მას აღთქმისგან განთავისუფლების ნებართა ვატიკანისგან მიღებული არ ჰქონდა 1997 წლამდე), იმ საჭიროებასთან ერთად რომ მას თავიდან უნდა აერიდებინა სკანდალი და პატივი ეცა სკოლის მოსწავლეების მშობლების სენსიტიური დამოკიდებულებისადმი, ვინაიდან ისინი შეისაძლოა შეურაცყოფილნი ყოფილიყვნენ თუ მომჩივანი გააგრძელებდა კათოლიკური რელიგიის და ეთიკის სწავლებას. ამ საკითხთან დაკაშირებით ტრიბუნალმა მიუთითა შემდეგი:
“... აქ წარმოდგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ბ-ნი ფერნანდეს მარტინესი, გახდა დისკრიმინაციის ობიექტი მისი ოჯახური მდგომარეობის გამო და ასევე მისი ფაკულტატური დაუქორწინებლობის აღთქმის მოძრაობის წევრობის გამო, მისი პრესაში გამოჩენა გახდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი.“
26. ტრიბუნალმა დამატებით აღნიშნა:
“სამუშაოზე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი მოიცავს ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას პროფკავშირის და სხვადასხვა კავშირის წევრობის გამო, რაც ასევე ვრცელდება ნებისმიერი სხვა ასოციაციის წევრობაზეც.”
27. და ბოლოს ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ მომჩივანის, როგორც „დაოჯახებული მღვდლის“ და მამის მდგომარეობა ცნობილი იყო მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის და ასევე იმ ორი სკოლის დირექტორისთვის, სადაც იგი ასწავლიდა.
28. შესაბამისად, ტრიბუნალმა დააკმაყოფილა მომჩივანის სააპელაციო სარჩელი და მისი სამსახურიდან დათხოვნა (ისე როგორც ეს გადაწყვეტილებაში იყო აღწერილი) მიიჩნია ანულირებულად და გააუქმა, მოსთხოვა მურიცას რეგიონს მომჩივანის სამსახურში აღდგენა და სახელმწიფოს განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მომჩივანის სარჩელი არ განიხილა ვინაიდან ის მიმართული იყო კართაგენას ეპარქიის მიმართ.
29. განათლების სამინისტრომ, მურიცას რეგიონის განათლების უწყებამ და კართაგენას ეპარქიამ გაასაჩივრეს (suplicación) გადაწყვეტილება. 2001 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში, მურიცას მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ დასაშვებად სცნო აპელაცია, შემდეგი საფუძვლით:
“... [კათოლიკური რელიგიის და ეთიკის] სწავლება დაკავშირებულია კათოლიკური რელიგიის დოქტრინასთან ... შესაბამისად, შექმნილი კავშირი [მასწავლებელსა და ეპისკოპოსს შორის] ემყარება ნდობას. [შედეგად,] ეს არ არის ნეიტრალური სამართლებრივი ურთიერთობები, როგორიც არსებობს ზოგადად მოქალაქეს და საჯარო უწყებას შორის. ეს ურთიერთობა გადის წმინდა ეკლესიური საზომის და დასაქმების ურთიერთობის საზღვარზე.”
30. ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა ეპისკოპოსის პრეროგატივაზე მსგავს შემთხვევებში და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია ესპანეთის კონსტიტუციის მე-14-ე მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18-ე მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების) ან მე-20-ე მუხლის (გამოხატვის უფლების) დარღვევას, ვინაიდან მომჩივანი რელიგიას ასწავლიდა 1991 წლიდან, ეპისკოპოსი მის კონტრაქტს ყოველწლიურად ანახლებდა მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი მდგომარეობა წლიდან წლამდე არ იცვლებოდა და იყო იდენტური. სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც მომჩივანმა გადაწყვიტა საკუთარი მდგომარეობის განსაჯაროება, ეპისკოპოსმა გამოიყენა მისი პრეროგატივა დადგენილი კანონიკური (საეკლესიო) სამართლის კოდექსით, რითაც უზრუნველყო მომჩივანის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირის მოცემულ მდგომარეობაში, განეხორციელებინა საკუთარი ვალდებულებები კეთილგონივრულად ისე, რომ მის პირად გარემოებებს არ გამოეწვიათ სკანდალი. სასამართლოს აზრით, თუ ეს მდგომარეობა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდებოდა, ეპისკოპოსს ეკისრებოდა ვალდებულება არ შეეთავაზებინა სადაო პირის კანდიდატურა მსგავსი პოზიციის დასაკავებლად, იმ ბრძანებულების შესაბამისად რომელიც დაუქორწინებლობის აღთქმისგან ათავისუფლებს.
31. ამასთანავე, კონკრეტულად კონსტიტუციის მე–20–ე მუხლთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10–ე მუხლის §2–ის მიზნებისათვის, მომჩივანის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა ყოფილიყო კანონიერი და დასახული მიზნის პროპორციული, რაც სკანდალის თავიდან აცილებას გულისხმობდა.
32. სასამართლომ გაანალიზა ასევე ნდობის მოვალეობა და შემდეგი დასკვნა გააკეთა:
“... როდესაც ნდობის მოვალეობა იკარგება (და მოცემულ საქმეში არის გარემოებები, რომელიც გონივრულად იწვევს მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველს), ეპისკოპოსი აღარ არის ვალდებული გაუწიოს რეკომენდაცია სადაო პიროვნებას კათოლიკური რელიგიის მასწავლებლის პოსტზე.“
33. და ბოლოს, რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს, სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ კონტრაქტის განახლების წინაპირობა იყო ეპისკოპოსის თანხმობა მომდევნო სასკოლო წელს სწავლებაზე; ეს იყო დროებითი კონტრაქტი, რომელიც მოცემულ მომენტში ვადაგასული იყო. შესაბამისად ვერ იქნება მიჩნეული, რომ მომჩივანი დაითხოვეს სამსახურიდან.
34. კონსტიტუციის მე–14–ე მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე–18–ე მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) და მე–20–ე მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) მიხედვით, მომჩივანმა შეიტანა amparo სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი დაობდა, რომ მას კონტრაქტი არ განუახლეს, იმის გამო რომ მან საჯაროდ განაცხადა მისი MOCEOP–ის წევრობის შესახებ და ასევე მისი განსხვავებული პოზიციის გამო კათოლიკური მღვდლების დაუქორწინებლობის აღთქმის შესახებ, რაც წარმოადგენდა გაუმართლებელ ჩარევას მის პირად ცხოვრებაში და არ იყო შესაბამისობაში მისი რელიგიის თავისუფლების უფლებასთან.
35. 2003 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, პალატამ, რომელსაც საქმის განხილვა დაეწერა amparo საჩივარი დასაშვებად სცნო და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 50 და 52–ე მუხლების მიხედვით, გადაწყვეტილება შეატყობინა მხარეებს და ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან გამოითხოვა საქმის მასალები.
36. საჯარო პროკურატურის სამსახურმა (Ministerio Fiscal), მისი საკონსტიტუციოს სასამართლოს წინაშე სავალდებულო ჩართვის ფარგლებში იდავა მომჩივანისთვის amparo საჩივრის დაკმაყოფილების სასარგებლოდ. ამასთან დაკავშირებით, მან გააკრიტიკა მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მიზეზები, რომელმაც კონტრაქტის განუახლებლობა გაამართლა ვინაიდან მომჩივანმა იმოქმედა აღთქმისაგან განთავისუფლების შესახებ ბრძანების საწინააღმდეგოდ როდესაც იგი დათანხმდა საკუთარი ოჯახური მდგომარეობის შესახებ საჯაროდ საუბარს. საჯარო პროკურატურის სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანის საჯარო გამოსვლა მოხდა ბევრად უფრო ადრე ვიდრე დაუქორწინებლობის აღთქმისგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და შესაბამისად იქადე სანამ ამის შესახებ ბრძანება გაიცემოდა. მან დამატებით მიუთითა, რომ მომჩივანის მოძრაობის წევრობა ცნობილი იყო ეკლესიისთვის. მისი პოზიციის შესაბამისად, მომჩივანის ქცევა რომელიც წარმოადგენდა დასაქმების შესახებ კონტრაქტის განუახლებლობის საფუძველს – კონკრეტულად კი, მისი მონაწილეობა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – უნდა იყოს განხილული მისი აზრის თავსიფულების ფარგლებში, მისი სამსახურიდან დათხოვნა იწვევს თანასწორობის უფლების (კონსტიტუციის მე–14–ე მუხლი) შელახვას განხილულს მისი აზრის თავისუფლების უფლებასთან ერთად (კონსტიტუციის მე–16–ე მუხლი).
37. 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც 2007 წლის 18 ივნისს გამოიცა, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა amparo საჩივარზე.
38. საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში განიხილა კონსტიტუციის მე–14–ე მუხლის (თანასწორობის უფლება) და კონსტიტუციის მე–18–ე მუხლის (ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება) ნაგულვები დარღვევა და არ დააკმაყოფილა ეს საჩივრები – პირველი იმ საფუძვლით, რომ მომჩივანის მასწავლებლის თანამდებობაზე შეთავაზების განუახლებლობა არ ეფუძნებოდა არანაირ განზრახვას მომხდარიყო მისი დისკრიმინაცია მისი ოჯახური მდგომარეობის გამო, და მეორე იმ საფუძვლით რომ მან თავად, საკუთარი თავისუფალი ნების ფარგლებში, გაამჟღავნა როგორც მისი პირადი ისე ოჯახური მდგომარეობა ასევე ის ფაქტი, რომ იგი იყო MOCEOP–ის წევრი.
39. საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგ შეეხო იმ საკითხს, რომელიც მან ძირითად საკითხად მიიჩნია amparo სარჩელში, კონკრეტულად კი კონსტიტუციის მე–16–ე და მე–20–ე მუხლების ნაგულვები დარღვევა. იგი ეცადა გამოერკვია სადაო ფაქტები შეიძლებოდა თუ არა გამართლებული ყოფილიყო კათოლიკური ეკლესიის რელიგიური თავისუფლებით (კონსტიტუციის მე–16–ე მუხლის §1), რელიგიური ნეიტრალობის სახელმწიფოს ვალდებულებასთან ერთად (კონსტიტუციის მე–16–ე მუხლი, §3 ), თუ ისინი წარმოადგენდნენ მომჩივანის აზრის და რელიგიის თავისუფლების უფლების (კონსტიტუციის მე–16–ე მუხლის §1) დარღვევას განხილულს მის გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან ერთდ (კონსტიტუციის მე–20 მუხლი § 1 (ა)). ამ მიზნით, სასამართლო დაეყრდნო მის მიერ 2007 წლის 15 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში no. 38/2007 გამოყენებულ კრიტერიუმს რომელიც ეხება საჯარო სკოლებში კათოლიკური რელიგიის მასწავლებლების შერჩევისა და რეკრუტირების კონსტიტუციურობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით ის ხაზს უსვამს ესპანეთში რელიგიის მასწავლებლების სპეციალურ სტატუსს და მიაჩნია, რომ ეს სტატუსი ამართლებს ასეთი მასწავლებლების შერჩევას მათი რელიგიური რწმენის გათვალსიწინებით.
40. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
“... საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა მოცემულ საქმეში, ისევე როგორც სხვა საქმეებში სადაც კონფლიქტია არსებითი სახის ფუნდამენტურ უფლებებს შორის, მდგომარეობს დაადგინოს [ქვედა] სასამართლოებმა რამდენად აწონეს საფრთხის წინაშე მყოფი დაპირისპირებული უფლებები მათი საკონსტიტუციო განმარტების ფარგლებში ... ასე მოქმედებისას, იგი არ შემოიფარგლება ამ სასამართლოების მიერ უკვე გაკეთებული შეფასებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სასამართლოს შეფასება არ შემოიფარგლება შესაბამისობის და ადექვატურობის იმ მიზეზებით რომელიც მოცემულია გარე ანალიზისას ,...; არამედ საკუთარ როგორც ფუნდამენტური უფლებების საბოლოო გარანტორის ფარგლებში, მან უნდა გადაწყვიტოს ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც არსებობს ზემოქმედების ქვეშ მყოფ უფლებებს შორის და განსაზღვროს ეს უფლებები მართლაც შეილახა თუ არა მათი ინდივიდუალური საკონსტიტუციო შინაარსიდან გამომდინარე. შესაბამისად ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სხვადასხვა კრიტერიუმების გამოყენება, იმ კრიტერიუმებიდან, რომელიც [ქვედა] სასამართლოების მიერ იქნა გამოყენებული, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ მოცემული დასაბუთება არ არის სავალდებულო ამ სასამართლოსთვის და ისინი არ ზღუდავენ საკუთარ იურისდიქციას მხოლოდ გადაწყვეტილების საფუძვლის შეფასებით. ...”
41. საქმის ფაქტებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ კონტრაქტის განუახლებლობის მიზეზი იყო რეგიონალურ გაზეთში დაბეჭდილი სტატია, რომელმაც კართაგენას ეპარქიის აზრით გამოიწვია სკანდალი, რაც აღნიშნული იყო მათ 1997 წლის 11 ნოემბრის ოფიციალურ მემორანდუმში. ამ სტატიით საჯარო გახდა მომჩივანის ორი პირადი მახასიათებელი რაც ეპარქიისთვის უკვე ცნობილი იყო, კონკრეტულად კი მისი ოჯახური მდგომარეობა, როგორც დაოჯახებული მღვდელი რომელსაც ჰყავს შვილები და ის ფაქტი რომ იგი იყო მოძრაობის წევრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებდა კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთ პრინციპს. ეს საჯაროობა გახდა ფაქტობრივი საფუძველი იმისა რაც ეპარქიამ მიუთითა საკუთარ მემორანდუმში როგორც სკანდალის გამომწვევი გარემოება.
42. იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ ეფექტურად განიხილა ეპისკოპოსის გადაწყვეტილება, კონკრეტულად კი ამ უკანსკნელის მიერ ისეთი კანდიდატის არ დასახელება, ვისაც არ გააჩნია შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია პოსტისთვის და ვალდებულება პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
“ამონარიდი გადაწყვეტილებიდან ეხება დემონსტრაციას, რომ ის არც უარყოფს საეკლესიო თანამდებობის პირის გადაწყვეტილების სასამართლო განხილვის შესაძლებლობას არც თავს იკავებს მოცემულ საქმეში სადაო ფუნდამენტური უფლების, რელიგიის თავისუფლების (კონსტიტუციის მე–16–ე მუხლის § 1 ), შეფასებისგან, რასაც ის აშკარად აკეთებს .”
43. საკონსტიტუციო სასამართლო ამის შემდეგ გადადის სადაო ფუნდამენტური უფლებების დაბალანსებაზე:
„სადაო საქმეში საფრთხის წიანშე მყოფი უფლებების დაბალანსების კუთხით ამ სასამართლომ ეხლა უნდა შეაფასოს ამ გადაწყვეტილების დასაბუთება, დასკვნა რომელიც იქნა გაკეთებული მას შემდეგ რაც მოხდა დაპირისპირებული უფლებების აწონვა. ასე მოქმედებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ამ გადაწყვეტლებაში ნავარაუდევი უფლებები, არამედ აზრის და რელიგიის თავისუფლების უფლება, საკითხი რომელიც მან თავად დააყენა შუამდგომლობით მხარეების განსახილველად...
მოქმედებები და მოსაზრებები, რამაც გამოიწვია ეპარქიის მიერ მომჩივანისთვის კათოლიკური რელიგიის და ეთიკის მასწავლებლის კონტრაქტის განუახლებლობა იყო საჯარო გამოსვლა ჯერ როგორც მღვდლის, რომელიც არის დაოჯახებული და ჰყავს ხუთი შვილი და შემდეგ როგორც ფაკულტატური დაუქორწინებლობის აღთქმის მოძრაობის წევრის (ისე როგორც ეს ნათლად არის ჩამოყალიბებული ქვემოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებში და პირდაპირ დადასტურებული მის მიერ amparo სააპელაცო საჩივრით). ნათელია, რომ სახელმწიფოს (სეკულარული) პოზიციიდან, ეს მოქმედებები და მოსაზრებები amparo აპელაციის მიხედვით უნდა იყოს განხილული, როგორც აზრისა და რელიგიის თავისუფლების შესაძლო დარღვევა (კონსტიტუციის მუხლი 16 §1) განხილული გამოხატვის უფლების უფლებასთან ერთად (კონსტიტუციის მუხლი 20 § 1 (ა)).
ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა გვახსოვდეს, რომ არანაირი უფლება, ფუნდამენტური უფლებაც კი არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ზოგიერთ შემთხვევაში კონსტიტუციის დებულება, რომელიც ადგენს უფლებას ასევე ადგენს მისი შეზღუდვის ფარგლებს; სხვა შემთხვევებში, შეზღუდვა წარმოიშვება სხვა კონსტიტუციური უფლებების ან ღირებულებების დაცვის საჭიროებიდან რაც დაცვის საფუძველია. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლება შეიძლება დათმობილ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევბში, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი ან არაპირდაპირ გამომდინარეობს მისგან და წარმოადგენს გამართლებულ შეზღუდვას სხვა კანონით დაცული უფლებების თუ ღირებულებების დასაცავად. ნებისმიერ შემთხვევაში, დადგენილი შეზღუდვები ხელს ვერ შეუშლის სადაო ფუნდამენტური უფლების გამოყენებას არაგონივრული ხარისხით (იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს 11/1981 8 აპრილი 1981, სამართლებრივი საფუძველი 7; 2/1982 29 იანვარი 1982, სამართლებრივი საფუძველი 5; 53/1986 5 მაისი 1986, სამართლებრივი საფუძველი 3; 49/1995 19 ივნისი 1995, სამართლებრივი საფუძველი 4; 154/2002 18 ივლისი 2002, სამართლებრივი საფუძველი 8; 14/2003 28 იანვარი 2003, სამართლებრივი საფუძველი 5; და 336/2005 20 დეკემბერი 2005, სამართლებრივი საფუძველი 7).
მოცემულ საქმეზე მომჩივანის რელიგიის თავისუფლების უფლებაში ჩარევა, მისი ინდივიდუაური მოცულობით და ასევე მისი აზრის თავისუფლების უფლებაში (კონსტიტუციის მუხლი 16 § 1), აღებული გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან ერთად (კონსტიტუციის მუხლი 20 § 1 (ა)), დამდგარი იმის შედეგად, რომ მას ეპარქიამ არ გაუწია რეკომენდაცია კათოლიკური რელიგიის განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე 1997/98 სასკოლო წლებში და მისი მოთხოვნა გაეგრძელებინა კონკრეტული რელიგიური რწმენის სწავლება საჯარო სასკოლო დაწესებულებაში - არც არაკონსტიტუციური და არც არაპროპროციული არ ყოფილა, ვინაიდან ის გამართლებული იყო კათოლიკური ეკლესიის რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების პატივისცემით, როგორც ინიდივიდუალურ ისე კოლექტიურ სივრცეში (კონსტიტუცია მუხლი 16 § 1), მშობლების უფლებასთან ერთდ აირჩიონ საკუთარი შვილების რელიგიური განათლება (კონსტიტუციის მუხლი 27 § 3). მომჩივანის კათოლიკური რელიგიის და ეთიკის მასწავლებლის კონტრაქტის განხუახლებლობის მიზეზები იყო წმინდა რელიგიური ხასიათის, რომელიც უკავშირდებოდა რწმენის წესებს რომელსაც იგი იცავდა და რწმენას, რომელიც მას უნდა ესწავლებინა საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში“.
44. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა მისი გადაწყვეტილება #. 38/2007 მიღებული 2007 წლის 15 თებერვალს, და დაადგინა შემდეგი:
“როგორც ამ სასამართლომ მის 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაადგინა და გაიმეორა ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მე-5-ე პუნქტში, „სკოლაში რელიგიის სწავლებასთან მიმართებით მარტივად დაუსაბუთებელი იქნება თუ მათი რელიგიური რწმენა ვინც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ასეთი მასწავლებლის პოსტზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ არ იქნება გათვალისწინებული მათი შერჩევის პროცესში, იმისათვის რომ რელიგიური თავისუფლების უფლება იყოს გარანტირებული მის როგორც საგარეო ისე კოლექტირუ სივრცეში’ ...
მომჩივანის რელიგიის და რწმენის თავისუფლების (კონსტიტუციის მუხლი 16 § 1) განხილულს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებასთან ერთად (კონსტიტუციის მუხლი 20 § 1 (ა)) გავლენის ან მოდიფიკაციის კონსტიტუციურობის და დასაბუთებულობის მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს ამ სასამართლოს მიერ 2007 წლის 15 თებერვალს მიღებულ ზემოთ ხსენებულ გადაწყვეტილებაში 38/2007, რელიგიის განათლების მასწავლებლებს და ეკლესიას შორის ურთიერთობა არ არის ზუსტად იმის მსგავსი როგორიც არსებობს ორგანიზაციებში რომლებიც იდეოლოგიური მიზნებისთვის არსებობს, ისე როგორც ეს რამოდენიმე შემთხვევაში დაადგინა სასამართლომ, არამედ წარმოადგენს განსხვავებულ და გამორჩეულ კატეგორიას, მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა ეს ურთიერთობები განსხვავებულია’. იმავე გადაწყვეტილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს და მიუთითებს იმ ერთ-ერთ ფაქტორს, რომელიც გამოარჩევს ურთიერთობებს რელიგიის განათლების მასწავლებლებს და ეკლესიას შორის და იმ ორგანიზაციის ურთიერთობებს შორის რომელიც ერთ იდეოლოგიურ მიზანს ემსახურება, და უშვებს მასწავლებლის უფლების მოდიფიცირებას კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო ფილოსოფიის შესაბამისად. შესაბამისობის მოთხოვნის საეკლესიო დეკლარაცია „სავალდებულოდ არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ მოქმედებებისგან თავის შეკავებით რომელიც ეწინააღმდეგება რელიგიისთვის დამახასიათებელ პათოს არამედ ჰპოვებს უფრო ფართო გავრცელებას და გულისხმობს კათოლიკური დოქტრინის ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში გავრცელებას რომელიც ემყარება რელიგიურ მრწამსს. ვინაიდან რელიგიური სწავლების მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის გადაცემაა არამედ რელიგიური მრწამსისასც იმ ადამიანის ვინც ასწავლის. რაც ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნავს მოთხოვნების ჩამონათვალს, რომელიც ზღუდავს იდეოლოგიური მიზნების მქონე ორგანიზაციის შეზღუდვებს და რაც გამოიხატება იმაში რომ ის პირები ვისაც სურთ რელიგიური რწმენის გავრცელება უნდა აღიარებდნენ ამ რწმენას...”
45. და ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლო მიუბრუნდა სააპეალციო სასამართლოს არგუმენტს იმ ფაქტზე დამყარებით რომ იგი მხარს უჭერდა კათოლიკური რელიგიის მრწამსის შეცვლას, და დაადგინა შემდეგი:
“მოცემულ საქმეზე კონფლიქტურ ფუნდამენტურ უფლებებს შორის დაბალანსების შედეგად გაკეთებული დასკვნა - ერთის მხრივ კათოლიკური ეკლესიის რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება როგორც ინდივიდუალურ ისე კოლექტიურ ასპექტში (კონსტიტუციის მე-16-ე მუხლის §1) განხილული სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის ვალდებულებასთან ერთად (კონსტიტუციის მე-16-ე მუხლის §3) და მეორეს მხრივ მომჩივანის რელიგიის და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება (კონსტიტუციის მე-16-ე მუხლის §1) განხილული გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან ერთად (კონსტიტუციის მე-20-ე მუხლის § 1 (ა)) - არ ილახება მომჩივანის სარჩელით სადაც იგი ცდილობდა დაეცვა კათოლიკური რწმენის წესების ევოლოციური ცვლილება კათოლიკური მღვდლის დაუქორწინებლობის აღთქმის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებით, რომელიც მას უკვე მოძველებულად მიაჩნდა დროის გასვლის გამო. როგორც ეს მთავრობის წარმომადგენლის არგუმენტებშია ასახული, სახელმწიფოს ეკრძალება მისი რელიგიური ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე (კონსტიტუციის მე-16-ე მუხლი §3) შევიდეს ან გადაწყვეტილება მიიღოს ეკლესიის შიგნით არსებულ დავაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მღვდლების დაუქორწინებლობის აღთქმის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის. უფრო ზოგად კონტექსტში არც სასამართლოს გადასაწყვეტია იმ ადამიანების, რომლებიც ინიშნებიან კონკრეტული რელიგიის მასწავლებლებად მოქმედებები, მოსაზრებები ან ქცევის შესაბამისობა ან შეთავსებადობა vis-à-vis სადაო რელიგიური რწმენის ორთოდოქსალობასთან. სასამართლო, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო, უნდა შემოიფარგლოს მოცემული amparo სააპელაციო სარჩელით, მისი ნეიტრალობის ვალდებულებიდან გამომდინარე და იმ მკაცრად რელიგიური ხასიათის მიზეზების გამო, რომელიც მითითებულია რელიგიური ორგანოს გადაწყვეტილებაში არ გაუწიოს რეკომენდაცია მომჩივანის კათოლიკური რელიგიის და ეთიკის მასწავლებლად დანიშვნას. ის დამატებით ადგენს, რომ მომჩივანის რწმენის და რელიგიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება, რომელთა ფარგლებშიც მისი მოქმედება, მოსაზრება და არჩევანი შეიცვალა და გავლენა იქონია მხოლოდ იმ ხარისხით რაც მკაცრად განსაზღვრული იყო კათოლიკური ეკლესიის რელიგიის თავისუფლების შესაბამისობის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად ეს amparo აპელაცია არ უნდა დაკმაყოფილედეს.”
46. ორმა მოსამართლემ თან დაურთო განსხვავებული მოსაზრება. მათ გააკრიტიკეს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებების დაბალანსება შეზღუდული იყო იმ რელიგიური საფუძვლებით რაც გახდა მომჩივაის დასაქმების შეწყვეტის საფუძველი. მათი აზრით, უკვე ცნობილი ქცევისთვის მიცემული საჯაროობა ვერ გახდება კონტრაქტის განუახლებლობის საფუძველი.
47. მომჩივანმა შემდეგ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პალატის ორი მოსამართლე რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდა გაკრვეულ კავშირებში იმყოფებოდა კათოლიკურ ეკლესიასთან ვინადაინ ერთერთი მათგანი იყო კათოლიკე იურისტების საერთაშორისო სამდივნოს წევრი.
48. საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მუხლი 93 (1)-ის მიხედვით ამ სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოსწორების რაიმე მექანიზმი მდგომარეობს მხოლოდ განმარტების მოთხოვნაში.
...
კანონი
I. კონვენციის მე-8-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
68. მომჩივანი დაობდა მისი კონტრაქტის განუახლებლობის შესახებ. იგი დაობდა, რომ ამით დაირღვა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და დაეყრდნო კონვენციის მე-8-ე მუხლს, სადაც ვკითხულობთ:
“1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხოციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღებოსი ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
ა. პალატის დასკვნა
69. 2012 წლის 15 მაისი გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ესპანური კანონმდებლობით რელიგიური თემის ავტონომიის ცნება დაბალანსებულია სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპით, როგორც ეს კონსტიტუციაშია დადგენილი, რითაც სახელმწიფო შეიზღუდა და ვერ მიიღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, როგორიცაა მღვდლების დაუქორწინებლობის აღთქმა. მართლაც, ნეიტრალობის ვალდებულება არ არის შეუზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ამით სასამართლოებს არ ეზღუდებათ ეპისკოპოსის გადაწყვეტილების გადასინჯვა, ფუნდამენტური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემის გადახედვა. რელიგიური და მორალური კრიტერიუმის განმარტება რომელიც საფუძვლად დაედო განუახლებლობის შესახებ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა რელიგიური უწყების ექსკლუზიურ პრეროგატივას. ეროვნული სასამართლოები უფლებამოსილნი იყვნენ აეწონათ დაპირისპირებული ფუნდამენტური უფლებები და გადაამოწმონ მკაცრად რელიგიური საფუძვლების გარდა რაიმე სხვა მიზეზმა თუ იქონია გავლენა გადაწყვეტილებაზე არ დაენიშნათ კანდიდატი, ვინაიდან მხოლოდ რელიგიური საფუძვლები დაცული იყო რელიგიური თავისუფლების პრინციპით.
70. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა დასაქმების ტრიბუნალისთვის და ასევე მურიცას უმაღლესი სასამართლოსადმი და ბოლო ინსტანციის სახით, ასევე ჰქონდა შესაძლებლობა amparo საჩივარი წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამასთანავე, მისთვის მინიჭებული დაუქორწინებლობის აღთქმის ვალდებულებისგან განთავისუფლება ართმევს ასეთი უფლების მიმღებს უფლებას ასწავლოს კათოლიკური რელიგია საჯარო დაწესებულებაში თუ ეს არ იქნება ნებადართული ეპისკოპოსის მიერ.
71. სასამართლოს აზრით გარემოებები, რომელიც ამართლებს მომჩივანის კონტრაქტის განუახლებლობას მკაცრად რელიგიური ბუნებისაა და რელიგიური თავისუფლების და ნეიტრალობის პრინციპი ზღუდავს კონტრაქტის განუახლებლობის გადაწყვეტილების საჭიროების და პროპორციულობის ყოველგვარ დამატებით გამოკვლევას.
72. დასკვნის სახით, სასამართლომ დაადგინა რომ კომპეტენტურმა სასამართლოებმა დაადგინეს სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა კერძო ინტერსებს შორის და ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას.
ბ. მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და მესამე მხარის კომენტარები
1. მომჩივანი
73. მომჩივანის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში, პალატის გადაწყვეტილებით მომჩივანის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება მსხვერპლად შეეწირა კათოლიკური ეკლესიის აბსოლუტურ უფლებას, კონკრეტულად კი სამსახურიდან დათხოვნის უფლებას თავისუფლად, ირონიული ან უმნიშვნელო საფუძვლით. ამიტომ მომჩივანმა მიიჩნია რომ იგი „დაითხოვეს სამსახურიდან“ და ეს არ იყო მარტივად კონტრაქტის განუახლებლობა.
74. მომჩივანმა მიუთითა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კონკრეტულად კი საქმეზე ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ (Hasan and Chaush v. Bulgaria ([GC]), no. 30985/96, § 60, ECHR 2000‑XI), სადაც აღნიშნული იყო, რომ რელიგიის თავისუფლების უფლება არ იცავს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მოტივირებული ან ინსპირებულია რელიგიით ან რწმენით. მოცემულ საქმეზე კონტრაქტის განუახლებლობის შესახებ გადაწყვეტილება რაც გამოწვეული იყო მომჩივანის სიტუაციის საჯაროობით აშკარად არაპროპორციულია.
75. მომჩივანმა დამატებით მიუთითა, რომ პალატის გადაწყვეტილებისას არ იყო გათვალისიწნებული ის ფაქტი, რომ მომჩივანს ხელფასს სახელმწიფო უხდიდა, ანუ ეს არის ფაქტი რომელიც მეტ წონას ანიჭებს მის ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება.
76. ამ ფაქტმა განასხვავა ეს სამე სხვა პრეცედენტული მაგალითებიდან როგორიცაა ობსტი გერმანიის წინააღმდეგ (Obst v. Germany (no. 425/03, 23 სექტემბერი 2010), შუთი გერმანიის წინააღმდეგ (Schüth v. Germany (no. 1620/03, ECHR 2010) და სიბენჰაარი გერმანიის წინააღმდეგ (Siebenhaar v. Germany (no. 18136/02, 3 თებერვალი 2011). ამ გერმანულ საქმეებში, თანამშრომლების სამსახურში აყვანა რელიგიური თემების მიერ განხორციელდა პირდაპირ ეკლესიის ან ეკლესიური ორგანიზაციების მიერ, საჯარო ორგანოების დანიშვნის პროცესში მონაწილეობის გარეშე მაშინ როდესაც მოცემულ შემთხვევაში საჯარო უწყება არც კი იხდიდა თანამშრომლების ხელფასს.
77. მომჩივანმა მიუთითა, რომ ეპისკოპოსის მიერ წარმოდგენილი „სკანდალის“ არგუმენტი ემყარებოდა პრესაში მომჩივანის და მისი მეუღლის სურათის გამოქვეყნებას. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ მას არასდროს უსაუბრია მისი რელიგიის გაკვეთილებზე ეკლესიის სწავლების, მათ შორის მღვდლების დაუქორწინებლობის აღთქმის საწინააღმდეგოდ არასდროს არაფერი უთქვამს. მან ასევე მოიხსენია მხარდამჭერი წერილი მიღებული იმ საშუალო სკოლის დირექტორისგან სადაც იგი ასწავლიდა.
78. მომჩივანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი განცხადება რა გაუკეთებია პრესასთან, ეკლესიის პოლიტიკის კრიტიკა მის სახელს მიეწერა. სადაო გამონათქვამები ეკუთვნოდათ „მოძრაობა მღვდლების ფაკულტატური დაუქორწინებლობისთვის“ სხვა წევრებს, რომლებიც შეკრებას ესწრებოდნენ.
79. ამ საკითხთან დაკავშირებით მომჩივანმა აღნიშნა, რომ პალატის გადაწყვეტილება, პუნქტებში 84 და 86, ადგენს კონტრაქტის განუახლებლობის ახალ საფუძვლებს, კონკრეტულად კი მომჩივანის მიერ განხორციელებულ კრიტიკას, სადაც ეპისკოპოსის მემორანდუმი მიუთითებს მხოლოდ მომჩივანის პერსონალურ მდგომარეობაზე.
80. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით მომჩივანმა განაცხადა, რომ პალატის გადაწყვეტილებაში ის ფაქტები, რომელიც მურიცას #3–მა დასაქმების ტრიბუნალმა დადგენილად მიიჩნია, იყო მოდიფიცირებული, რომლის მიხედვითაც განუახლებლობის საფუძველი იყო „სკანდალი“ და სანაცვლოდ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს.
2. მთავრობა
81. მთავრობის აზრით მნიშვნელოვანი იყო არსებითი საკითხის განსაზღვრა, კონკრეტულად კი თუ რა ფაქტები წარმოადგენს კართაგენას ეპარქიის გადაწყვეტილების საფუძველს არ განეახლებინათ კათოლიკური რელიგიის მასწავლებლის შესაბამისობის სერტიფიკატი. მათი აზრით, განუახლებლობა შეიძლება განმარტებულ იქნას იმ მოვლენებით, რომლის პროვოცირებაც მოხდა თვითონ მომჩივანის მიერ: მის მიერ მედიაში ნებაყოფლობით გამჟღავნება იმ ფაქტისა, რომ ის იყო დაოჯახებული მღვდელი და რომ იგი იყო მღვდლების ფაკულტატური დაუქორწინებლობის აღთქმის მოძრაობის წევრი, და მისი მოსაზრებები რომელიც წინააღმდეგიბაში მოდიოდა კათოლიკური ეკლესიის პოზიციასთან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამ საჯარო განცხადებებმა აშკარად გაწყვიტეს ნდობის კავშირი, ის არსებითი რაც უნდა არსებობდეს ეკლესიას და მომჩივანს შორის.
82. სახელმწიფო ზოგადად დაეთანხმა პალატის მიერ მიღებულ მიდგომას კონვენციის შესაბამის დებულებებათან დაკავშირებით მოცემულ საქმეში და აღნიშნა რომ შედეგი იგივე იქნებოდა თუ საქმის განხილვა მოხდებოდა მე–9–ე მუხლის ფარგლებში.
83. სახელმწიფომ დამატებით გაიზიარა მოსაზრება, რომ ისე როგორც ეს პალატამ დაადგინა გადაწყვეტილების 78–ე პუნქტში, ეს საქმე განხილული უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების პერსპექტივიდან (საქმეზე რომელფანგერი გერმანიის წინააღმდეგ (Rommelfanger v. Germany), no. 12242/86, კომისიის გადაწყვეტილება მიღებული 1989 წლის 6 სექტემბერს, გადაწყვეტილება და ანგარიშები 62). მთავრობა აცხადებდა, რომ სახელმწიფომ შეასრულა საკუთარი ვალდებულება მოცმეულ საქმეზე.
84. მთავრობამ აღნიშნა, რომ მოცემულ დროს, სამინისტროს ბრძანება მიღებული 1982 წლის 11 ოქტომბერს იყო შესაბამისი, რომელიც ამყარებდა 1979 წელს დადებულ შეთანხმებას ესპანეთსა და ვატიკანს შორის.
85. სახელმწიფომ აღნიშნა დამატებით, რომ მოცემულ დროს რელიგიური განათლების მასწავლებლები საკუთარ ანაზღაურებას იღებენ პირდაპირ კათოლიკური ეკლესიიდან, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა საჭირო თანხებით გრანტის ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური განათლების სწავლების სამართლებრივი რეჟიმი შეიცვალა და შემდეგ ხელფასის გადახდა ხდებოდა პირდაპირი საჯარო დაწესებულების მიერ, ერთი არსებითი ფაქტორი არ შეიცვალა, კონკრეტულად კი შესაბამისობის სერტიფიკატის საჭიროება რომელიც გაცემული უნდა ყოფილიყო ეკლესიის მიერ, რომლის გარეშეც მასწავლებლის დანიშვნა თანამდებობაზე ვერ მოხდებოდა. მთავრობის აზრით, ეს იყო ფორმა რომლითაც სახელმწიფო ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა რელიგიების სწავლებას ესპანეთში და რომ სახელმწიფოს უნდა ენიჭებოდეს განსჯის ფართო ფარგლები საკუთარი საგანმანათლებლო სისტემის ორგანიზების საკითხის გადაწყვეტისას.
86. შესაბამისად, სახელმწიფომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საქმეში კონტრაქტის განუახლებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო უწყების მიერ ის წარმოადგენდა „სავალდებულო გადაწყვეტილებას“. საჯარო უწყება ვერ დახუჭავს თვალს კონტრაქტის განახლების ერთ–ერთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობაზე, კონკრეტულად კი კათოლიკური ეკლესიის ნომინაციასა და შესაბამისობის დეკლარირებაზე. საჯარო უწყების გადაწყვეტილება შესაბამისად იყო მარტივი ფორმალობა.
87. შესაბამისობის სერტიფიკატი კანდიდატის ტექნიკური უნარების მხოლოდ მარტივი დადასტურება არ არის. კანონიკური სამართლის 804–ე მუხლის § 2–ის მიხედვით, რელიგიის განათლების მასწავლებლების პროფესიული კვალიფიკაცია დევს მათ მორალში, სამაგალითო ქრისტიანულ ცხოვრებაში და სწავლებლის უნარში. სწორედ ამაში გამოიხატება ნდობის კავშირის არსებითი ბუნება ეკლესიას და მასწავლებელს შორის, რომელსაც სახელმწიფო იხსენიებს, როგორც „მართლმსაჯულების კანონიკურ ურთიერთობებს“. მოცემულ საქმეში ნდობის ეს კავშირი დაირღვა მომჩივანის განცხადების შედეგად.
88. მიუხედავად ამისა, ნდობის კავშირი არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ ეკლესიის გადაწყვეტილების განხილვას ან დაპირისპირებული ფუნდამენტური უფლებების დაბალანსებას.
89. მოცემულ საქმეში მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ განუახლებლობის საფუძველი მკაცრად რელიგიური იყო, სასამართლოებს უნდა აეწონათ ნებისმიერი ურთიერთდაპირისპირებული ფუნდამენტური უფლებები.
90. სახელმწიფომ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე მიზეზები მკაცრად რელიგიური იყო და ეხებოდა ლოიალობის და შესაბამისობის ვალდებულებას, რომელიც უნდა დაეცვა მომჩივანს მუშაობისას, რომელიც მან თავისუფლად აირჩია და რომელიც განსხვავდებოდა სხვა საგნის, ისეთი როგრიცაა მაგალითად მათემატიკა ან ისტორია, სწავლებისაგან. შესაბამისად მთავრობამ მოსთხოვა სასამართლოს გაეთვალისწინებინა, რომ მოცემულ საქმეში ლოიალობის დამოკიდებულება უფრო მაღალ დონეზე იდგა ვიდრე ისეთ საქმეში, რომელიც ეხებოდა ეკლესიის ორღანისტს (როგორც შუთის (Schüth) საქმეში, ზემოთ ციტირებული), ეკლესიის სკოლაში ბავშვების მომვლელს (როგორც სიებენჰარი (Siebenhaar), საქმეში ზემოთ ციტირებული), ან ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ((როგორც ობსტის (Obst) საქმეში, ზემოთ ციტირებული).
91. მთავრობისათვის განხილვის საგანს არ წარმოადგენდა ის თუ შესაბაამისი შენიშნვები რამდენად ლეგიტიმური იყო და შეიძლებოდა თუ არა მათი საჯაროდ წარმოთქმა. მათთვის საკითხი მდგომარეობდა იმაში რელიგიური ორგანიზაცია იყო თუ არა ვალდებული დაენიშნა და გაეგრძელებინა კონტრაქტი რელიგიიის სწავლების მასწავლებლისთვის, რომლემაც საჯაროდ გამოხატა მოსაზრებები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მის დოქტრინას. ვინაიდან მსგავსი შენიშნვების გაკეთების უფლება მომჩივანის გამოხატვის თავისუფლების უფლება იყო, მაგრამ, ამავე დროს სიმართლეს წარმოადგენს ის რომ ეს მოსაზრებები ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის დოქტრინას და ასევე მათი მასწავლებლების კანონიკური შესაბამისობის წინაპირობას.
92. ამის შემდეგ მთავრობა მიუბრუნდა მომჩივანის სამართლებრივი სიტუაციის საკითხს vis-à-vis კათოლიკური ეკლესიისა, დაუქორწინებლობის აღთქმისგან განთავისუფლებას ჰქონდა გავლენა და ზღუდავდა კათოლიკური რელიგიის სწავლების შესაძლებლობას და ანიჭებდა უფლებას ეპისკოპოს მიეცა საკუთარი ავტორიზაცია იმის გათვალისწინებით რომ სკანდალის რისკი არ არსებობდა. შედეგად, ეპისკოპოსი იყენებდა საკუთარ პრეროგატივას.
93. მთავრობამ დამატებით აღნიშნა, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა მისი არგუმენტები სასამართლოსთვის სხვადასხვა ეტაპზე, რომელიც გამოიკვლევდა სადაო ღონისძიების კანონიერებას ჩვეულებრივი შრომითი კანონმდებლობის ფარგლებში, ეკლესიური კანონმდებლობის გათვალისწინებით, და აწონიდა მომჩივანის და ეკლესიის დაპირისპირებულ ინტერესებს და გამოიყენებდა ეკლესიის დოქტრინას ამასთან მიმართებით.
94. ბოლოს მთავრობამ აღნიშნა, რომ რელიგიის მასწავლებლები სამსახურში აყვანილნი იყვნენ იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც არსებითად განსხვავდება სხვა საგნების მასწავლებლების მოთხოვნებიდან. ვინაიდან ამ უკანასკნელს უნდა მიეღო მონაწილეობა ღია და საჯარო კონკურსში, რელიგიის მასწავლებლების ნომინირება კი ხდებოდა კათოლიკური ეკლესიის მიერ, რომლებიც მათ ირჩევენ თავისუფლად და სთავაზობენ მათ კანდიდატურებს თუ მიჩნეულნი არიან რელიგიის მასწავლებლისთვის შესაბამისად.
3. მესამე მხარის პოზიცია
(ა) ესპანეთის საეპისკოპოსო კონფერენცია (Conferencia Episcopal Española ან CEE)
95. საკუთარ პოზიციაში CEE–მ აღნიშნა, რომ მასწავლებლების მიმართ მოთხოვნა ჰქონოდათ შესაბამისობის საეკლესიო სერტიფიკატი და ეკელსიის შესაძლებლობა შეეწყვიტა ან უკან გამოეთხოვა ეს აკრედიტაცია რელიგიური ან მორალური საფუძვლებით შესაბამისობაში იყო პოზიციის ბუნებასთან, და მშობლების და მოწაფეების უფლებასთან კათოლიკური დოქტრინა და ღირებულებების სწორად ყოფილიყო გადმოცემული.
96. CEE–მ ყურადღება გაამახვილა ესპანეთში რელიგიის მასწავლებელთა პოზიციაზე რეკრუტირების სპეციალურ სისტემაზე, რომელიც განსხვავდებოდა სხვა მასწავლებლების რეკრუტირების სისტემისგან, და აღნიშნა რომ მათი შეთავაზება საჯარო უწყებისათვის ხდებოდა სხვადასხვა რელიგიური რწმენის ჯგუფების მიერ, მას შემდეგ რაც მათი არჩევა მოხდებოდა იმ პირთა წრიდან ვისაც აქვთ აკადემიური კვალიფიკაცია რომელიც სხვა საჯარო სკოლების მასწავლებლების კვალიფიკაციის შესაფერისია. მას შემდეგ რაც შესაბამისი რელიგიური რწმენის ორგანიზაციების მიერ მოხდებოდა ნომინირება საჯარო უწყება ახდენდა მათ დანიშვნას.
97. კონკრეტულ სისტემას ჰქონდა მიზანი და გონივრული გამართლება და იყო კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის პროპორციული, კონკრეტულად კი სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, მშობლების მიერ საკუთარი შვილების განათლების უფლება და რწმენის ავტონომია საკუთარი რელიგიის სწავლების პროცესში მასწავლებელთა შერჩევისას. მოცემულ საქმეში, კონტრაქტის განუახლებლობა არ იყო დაკავშირებული მომჩივანის, როგორც დაქორწინებული მღვდლის სტატუსთან, არამედ იმ ფაქტთან რომ იგი საჯაროდ გამოვიდა ეკლესიის წინააღმდეგ.
(ბ) სამართლის და მართლმსაჯულების ევროპული ცენტრი (ECLJ)
98. ECLJ–მ აღნიშნა რწმენის ორგანიზაციის ინსტიტუციური ავტონომიის პრინციპის მნიშვნელობა სახელმწიფოს ვალდებულებასთან შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა. ნაკლებმნიშვნელოვანი იყო ის, რელიგიის მასწავლებელთა სტატუსი შეფასებული იყო თუ არა საჯარო მოხელეების ან კონტრაქტით დაქირავებული თანამშრომლების სტატუსთან, ვინაიდან ამას არანაირი გავლენა არ ჰქონია მათი დასაქმების რელიგიურ ბუნებასთან. მესამე მხარისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვეულებრივი სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობა. ესეთი განხილვა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა ხარისხით იყო კონტრაქტის განუახლებლობის დასაბუთება სუფთად რელიგიური.
99. ECLJ ეხება ამაღლებული ლოიალობის მითითებას, როგორც ეს არის აღიარებული საერთაშორისო და ევროპული სამართლით: ბრძანება 78/2000/EC, საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენცია # 111 რომელიც ეხება დასაქმების და პროფესიონალურ დისკრიმინაციას, OSCE/ODIHR–ის და ვენეციის კომისიის მიერ მიღებული რელიგიის ან რწმენის შესახებ კანონის განხილვის გაიდლაინები, და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ნაშრომი (როსი კანადის წინააღმდეგ, (Ross v. Canada), კომუნიკაცია #. 736/1997). ლოიალობის ეს ვალდებულება ემყარება თანამშრომლის პირადი სურვილების მანიფესტაციას, რომელიც დაეთანხმება კონკრეტულად გარანტირებული უფლების დათმობას.
(გ) ლუვანის კათოლიკური ეკლესიის სამართლის და რელიგიის და ეთიკის და საჯარო პოლიტიკის ცენტრის ამერიკის რელიგიური თავისუფლების პროგრამის თავმჯდომარე
100. ეს მესამე მხარე დაობდა, რომ რელიგიური თემის ავტონომიის პრინციპი ფართოდ იყო აღიარებული საერთაშორისო სამართალში. ის კონკრეტულად მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე–18–ე მუხლზე. მან დამატებით აღნიშნა, რომ „რელიგიური ლიდერების, მღვდლების და მასწავლებლების“ არჩევის უფლება აღიარებულია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ, როგორც რელიგიური თემების ავტონომიის უფლება თავად გადაწყვიტონ ის მასწავლებლები, რომლებიც არ არიან შესაბამისობაში რელიგიურ მოთხოვნებთან (დელგადო პაეზი კოლუმბიის წინააღმდეგ (Delgado Páez v. Colombia), კომუნიკაცია #. 195/1985,), კოლუმბიის საშუალო სკოლაში რელიგიის მასწავლებლის საკითხი.
101. მესამე მხარემ ასევე მიუთითა გაეროს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია 2012 წლის 11 იანვარს საქმეზე ჰოსანა–ტაბორის ევანგელისტურ ლუთერანული ეკელსია და სკოლა თანაბარი დასაქმების შესაძლებლობის კომისიის წინააღმდეგ (Hosanna-Tabor Evangelical Lutheran Church and School v. Equal Employment Opportunity Commission et al.), რომელიც პირველად კონკრეტულად აღიარებს ეგრეთ წოდებულ „სამღვდლო გამონაკლისს“, დოქტრინას რომლის მიხედვითაც სხვა მხრივ მისაღები კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას დასაქმებისას არ შეიძლება გამოყენებულ იქნას „სამღვდელო თანამშრომლების“ მიმართ (კატეგორია, რომელიც ასევე მოიცავს რელიგიის მასწავლებლებსაც).
გ. სასამართლოს შეფასება
1. პალატის და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფაქტების ნაგულვები მოდიფიკაცია
102. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან იმ ფაქტებთან დაკავშირებით რომლებმაც გამოიწვია მომჩივანის საქმიანობის კონტრაქტის განუახლებლობა. მომჩივანი აცხადებდა, რომ პალატის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ემყარებოდა, სადაც ახალი ფაქტი იყო წარმოდგენილი რომელიც არ იყო დადგენილად მიჩნეული მურიცას დასაქმების #3 ტრიბუნალის მიერ. კონკრეტულად კი, ორივე საკონსტიტუციო სასამართლოც და პალატაც მიიჩნევენ მომჩივანის მიერ ეკლესიის კრიტიკას განუახლებლობის საფუძვლად, მაშინ როდესაც ეპისკოპოსის მემორანდუმი მიუთითებს მხოლოდ იმ საჯაროობაზე რაც მომჩივანმა საკუთარ პირად მდგომარეობას მიანიჭა. სახელწმიფოს პოზიციაში, მოვლენა რამაც გამოიწვია ეპისკოპისის გადაწყვეტილება არის მომჩივანის საჯარო განცხადება, რითაც მოხდა მისი როგორც ოჯახური მდგომარეობის ასევე ეკლესიის კრიტიკის განსაჯაროება.
103. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის 2000 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მურიცას დასაქმების #3–მა ტრიბუნალმა დაიკავა პოზიცია, რომ მომჩივანი იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი მისი ოჯახური მდგომარეობის და MOCEOP წევრობის გამო, და მისი პრესის წინაშე გამოჩენა გახდა მისი სამსახურიდან დათხოვნის გადამწყვეტი მიზეზი (იხილეთ პუქნტი 25 ზემოთ). შესაბამისად, მისი მოძრაობის წევრობა უკვე იყო იმ ფაქტის ნაწილი რომელიც დადგენილად იყო მიჩნეული. იმავე ფაქტების საუძველზე, მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ საწინააღმდეგო დასკვნა გამოიტანა.
104. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგენილ amparo საჩივარში, მომჩივანმა თავად განაცხადა, რომ მისი წევრობა MOCEOP–ში და მისი განსხვავებული მოსაზრება კათოლიკე მღვდლების დაუქორწინებლობის აღქთქმის შესახებ გახდა მისი კონტრაქტის განუახლებლობის საფუძველი და მისი აზრით ეს წარმოადგენდა პირადი ცხოვრების და რელიგიური თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. საკონსტიტუციო სასამართლომ მისი გადაწყვეტილებები დაამყარა ამ ორ საკითხზე (იხილეთ პუნქტი 41 ზემოთ).
105. ამასთან წინააღმდეგობაშ არ არის ეპისკოპოსის მემორანდუმი, რომელიც კონტარქტის განუახლებლობას ეხება. გამონათვამი „მომჩვანის მდგომარეობა“ შესაძლოა გაგებულ იქნას როგორც მისი ოჯახური მდგომარეობის ასევე მისი როგორც MOCEOP მოძრაობის წევრობის ამსახველი. ეს ორი ელემენტი ერთად განხილული წარმოადგენს სიტუაციას, რომელიც სავარაუდოდ წარმოშობს „სკანდალის“ საფუძველს რასაც ეპისკოპოსი მიუთითებს.
106. და ბოლოს, საჯარო განცხადებები, რომელიც მომჩივანმა გააკეთა (იხილეთ პუქნტი 39 ზემოთ), სასამართლო ადგენს რომ არ არის ნიშანი იმისა რომ ეს განცხადებები ყოფილიყო გათვალისწინებული და მხედველობაში მიღებული ეროვნული სასამართლოების მიერ.
107. დასკვნის სახით, არ იკვეთება რომ საკონსტიტუციო სასამართლო და პალატა დაეყრდნო რაიმე ფაქტებს, გარდა იმისა რომელიც ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტად იქნა მიჩნეული საქმის არსებითი განხილვისას. დიდი პალატა ამას გაიზიარებს.
2. შესაბამისი მუხლები კონვენციიდან მოცემულ საქმეში
108. უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციის სხვადასხვა მუხლები, კონკრეტულად კი მუხლი 8, 9, 10 და 11 შესაბამისია ამ საქმის შეფასებისას. მუხლი 8 შესაბამისია ვინაიდან ის ეხება მომჩივანის უფლებას გააგრძელოს მისი პროფესიული ცხოვრება, მისი უფლება ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და მისი უფლება ოჯახური ცხოვრება იყოს ღია. მე–9–ე მუხლი შესაბამისა, ვინაიდან ის იცავს მომჩივანის რელიგიის და რწმენის თავისუფლების უფლება. მე–10–ე მუხლი შესაბამისია, ვინაიდან ის იცავს მომჩივანის უფლებას გამოხატოს მისი მოსაზრება ეკლესიის ოფიციალური დოქტრინის შესახებ და მე–11–ე მუხლი იცავს მომჩივანის უფლებას იყოს ორგანიზაციის წევრი რომელსაც აქვს კონკრეტული, სპეციფიური მოსაზრებები რელიგიურ საკითხებზე. სასამართლოს აზრით ძირითადი საკითხი ამ საქმეში არის დასაქმების კონტრაქტის განახლებაზე უარი. მომჩივანი არ დაობს, რომ მას ხელი ეშლებოდა ან უკრძალავდნენ კონკრეტული მოსაზრებების ქონას ან გავრცელებას ან MOCEOP–ში წევრობას. საჩივრის ზოგადი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ მას არ შეეძლო კათოლიკური რელიგიის მასწავლებლად მუშაობა, რაც მისი ოჯახური მდგომარეობის განსაჯაროების და MOCEOP–ის წევრობის ფაქტის პირდაპირ შედეგს წარმოადგენდა. ამის გამო დიდი პალატის პოზიცია, მსგავსად პალატისა, მდგომარეობს იმაში რომ მომჩივანის საქმე განხილული უნდ აიყოს მხოლოდ კონვენციის მე–8–ე მუხლის ფარგლებში.
3. მე–8–ე მუხლის შესაბამისობა
109. მე–8–ე მუხლიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს ზოგადი დასაქმების უფლება ან ფიქსირებული ვადით კონტრაქტის განახლება, მაგრამ სასამართლოს წარსულში ჰქონია შემთხვევა გამოეყენებინა მე–8–ე მუხლის შესაბამისობის საკითხი დასაქმების სფეროსთან. შესაბამისად ის ადგენს, რომ „პირადი ცხოვრება“ ფართო მცნებაა და არ აქვს ამომწურავი განმარტება (იხილეთ, სხვა საქმეებთან ერთად, შუთი (Schüth), ზემოთ ციტირებული, § 53). ძალიან ვიწრო დამოკიდებულება იქნება „პირადი ცხოვრების’ ცნების მიმართ თუ მას მხოლოდ „შიდა წრით“ შემოვფარგლავთ, რომელშიც ინდივიდუალური პირი შეიძლება პირად ცხოვრებას ატარებდეს ისე როგორც იგი არჩევს და სრულად გამოირიცხოს აქედან გარე სამყარო რომელიც არ იქნება ამ ვიწრო წრის შიგნით განხილული (იხილეთ ნეიმეთსი გერმანიის წინააღმდეგ (Niemietz v. Germany), 16 დეკემბერი 1992, § 29, სერიები ა no. 251‑B).
110. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით არ არსებობს მიზეზი ან პრინციპი იმისა თუ რატომ უნდა მოხდეს პროფესიული საქმიანობის გამორიცხვა „პირადი ცხოვრების“ მცნებიდან (იხილეთ ბიგაევა საბერძნეთის წინააღმდეგ (Bigaeva v. Greece), no. 26713/05, § 23, 28 მაისი 2009, და ოლექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (Oleksandr Volkov v. Ukraine), no. 21722/11, §§ 165-67, ECHR 2013). პირის პროფესიული ცხოვრებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა ჩაჯდეს მე–8–ე მუხლის ფარგლებში, როდესაც ისინი გამოძახილს ჰპოვებენ იმაზე თუ როგორ აყალიბებს პირი საკუთარ სოციალურ იდენტობას სხვებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების გზით. ამასთანავე, პროფესიული ცხოვრება ხშირად პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულია, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც პირადი ცხოვრების ფაქტორები, მათი მკაცრი გაგებით, მიჩნეულია კვალიფიციურ კრიტერიუმად ამ კოინკრეტული პროფესიისთვის (იხილეთ ოზპირანი თურქეთის წინააღმდეგ (Özpınar v. Turkey), #. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). პროფესიული ცხოვრება შესაბამისად წამროადგენს პირის და სხვების ინტერაქციის ზონას, რომელიც საჯარო კონტექსტის ფარგლებშიც კი შეიძლება განხილული იყოს „პირად ცხოვრებად“ (see Mółka v. Poland (dec.), no. 56550/00, ECHR 2006‑IV).
111. მოცემულ საქმეში მკაცრი გაგებით (stricto sensu) პირად ცხოვრებას და პროფესიულ ცხოვრებას შორის ურთიერთკავშირი განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან ესეთი სპეციფიური დასაქმების მოთხოვნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური უნარებით, არამედ შესაძლებლობით „იყო განსაკუთრებული დოქტრინაში, მოწმე . . . ქრისტიანული ცხოვრების, და გქონდეს . . . სწავლების უნარი“ . . ., რითაც დადგინდება პირდაპირი კავშირი პირის ქცევას პირად ცხოვრებაში და მის პროფესიულ საქმინობას შორის.
112. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მომჩივანი, რომელიც არ იყო საჯარო მოხელე მაგრამ რომელიც დასაქმებული იყო და რომელსაც ხელფასს უხდიდა სახელმწიფო, იყო რელიგიის მასწავლებელი 1991 წლიდან ფიქსირებული პირობების მქონე კონტრაქტის საფუძველზე, რომლის განალხებაც ხდებოდა ყოველწლიურად აკადემიური წლის დასაწყისში ეპისკოპოსის შესაბამისობის სერტიფიკატის საფუძველზე. მართალია, რომ მომჩივანს არასდროს ჰქონდა მუდმივი კონტრაქტი, განახლების პრეზუმციამ მას მისცა საფუძველი ეფიქრა, რომ მისი კონტრაქტის განახლება მოხდებოდა იქამდე სანამ იგი დააკმაყოფილებდა ამ პირობებს და არანაირი საფუძველი კონტრაქტის განუახლებლობის კანონიკური სამართლის მიხედვით არ არსებობდა. სასამართლოს აზრით, საქმის ფაქტები წააგავს, mutatis mutandis, ლომბარდი ვალაური იტალიის წინააღმდეგ (Lombardi Vallauri v. Italy (no. 39128/05, § 38, გადაწყვეტილება, 20 ოქტომბერი 2009) საქმის გარემოებებს. მოცემულ საქმეში, მომჩვანი იყო რელიგიური სწავლების მასწავლებელი მუდმივად, შვიდი წლის განმავლობაში და მისი მადლიერნი იყვნენ, როგორც მისი კოლეგები ასევე ცენტრების მმართველობა, სადაც იგი ასწავლიდა რითაც მისი პროფესიული საქმიანობის სტაბილურობა მტკიცდებოდა.
113. ასეთ გარემოებებში, სასამართლოს აზრით მომჩივანის კონტრაქტის განუახლებლობის შედეგად, მისი კონკრეტული პროფესიული საქმიანობის შანსები სერიოზული გავლენის ქვეშ იყო იმ მოვლენების გამო რომელიც პირადი არჩევანიდან გამომდინარეობდა, რიმელიც მან გააკეთა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მოცემული საქმის გარემოებების გათვალსიწინებით კონვენციის მე–8–ე მუხლი შესაბამისია.
4. შესაბამისობა კონვენციის მე–8–ე მუხლთან
(ა) ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას
114. სასამართლო პირველ რიგში დაადგენს, რომ მე–8–ე მუხლის მიზანი არის დაიცვას პირი სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისგან, ის არ აიძულებს სახელმწიფოს თავი შეიკავოს მსგავსი ჩარევისგან: ამ პირველად უარყოფით ამოცანასთან ერთდ შესაძლოა არსებობდეს პოზიტიური ვალდებულებაც რაც პირადი ცხოვრების ეფექტურ პატივისცემაში გამოიხატება. ეს ვალდებულებები შესაძლოა მოიცავდეს ისეთი ღონსძიებების გატარებას რომელიც იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას პირებს შორის ურთიერთობების შემთხვევაშიც კი. სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის საზღვარი მე–8–ე მუხლის ფარგლებში არ იძლევა ძალიან კონკრეტული განმარტების საშუალებას. შესაბამისი პრინციპები მსგავსია. კონკრეტულად კი, ორივე შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი, რომელიც უნდა არსებობდეს ზოგად ინტერესს და ინდივიდუალურ ინტერესს შორის; და ორივე შემთხვევაში სახელმწიფო სარგებლობს კონკრეტული განსჯის ფარგლებით. (იხილეთ ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Evans v. the United Kingdom) [GC], no. 6339/05, §§ 75-76, ECHR 2007‑I; რომელფანგერი (Rommelfanger), ზემოთ ციტირებული; და ფუენტეს ბობო ესპანეთის წინააღმდეგ (Fuentes Bobo v. Spain), no. 39293/98, § 38, 29 თებერვალი 2000).
115. პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ მოცემულ საქმეში მიიჩნია, რომ საკითხი მდგომარეობს არა იმაში თუ რამდენად შეზღუდული იყო სახელმწიფო მისი პოზიტიური ვალდებულებით მე–8–ე მუხლის ფარგლებში უზრუნველეყო მომჩივანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისათვის პრიორიტეტის მინჭება კათოლიკური ეკლესიის უფლებასთან შედარებით განეახლებინა მისი კონტრაქტი (შედარებისთის, mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილება საქმეზე ობსტი (Obst), § 43, შუთი (Schüth), § 57, და სიბენჰაარი(Siebenhaar), § 38). სასამართლო შესაბამისად იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციას, რომელმაც საკუთარ გადაწყვეტილებაში 2007 წლის 4 ივნისს მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ორგანოს არ მიუღია გადაწყვეტილება კონტრაქტის განუახლებლობლის შესახებ, მოცემულ საქმეში ესეთი ორგანო ჩაერთო გვაინ ეტაპზე ისე რომ გადაწყვეტილება ჩათლილიყო როგორც საჯარო უწყების მიერ მიღებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის ფესვები მდგომარეობს სახელმწიფო უწყების მომქედებაში, როგორც მომჩივანის დამსაქმებელის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რომელმაც აღასრულა ეპისკოპოსის გადაწყვეტილება კონტრაქტის განუახლებლობის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს მოქმედების შეზღუდული შესაძლებლობები მოცემულ საქმეში, აღსანიშნავია, რომ ეპისკოპოსის გადაწყვეტილების აღსრულება რომ არ მოეხდინა განათლების სამინისტროს მაშინ მომჩივანის კონტრაქტის განახლება აუცილებლად მოხდებოდა.
116. ზემოთ ხსენებულის საფუძველზე, სასამართლო ადგენს რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე საჯარო მოხელეების ქცევა წარმოადგენდა მომჩივანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას.
(ბ) “კანონის შესაბამისად”
117. გამოთქმა „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს პირველ რიგში რომ სადაო ღონისძიებას ჰქონდეს საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში. მეორე, ის უნდა ეხებოდეს სადაო კანონის ხარისხსს, მოითხოვს რომ ის იყოს ხელმისაწვდომი პირისთვის ვისაც ის ეხება, რომელმაც უნდა შესძლოს მისი შედეგების წინასწარ განჭვრეტა და ის შესაბამისობაში უნდა იყოს კანონის უზენაესობასთან (იხილეთ, სხვა საქმეებთან ერთად, კოპი შვეიცარიის წინააღმდეგ (Kopp v. Switzerland), 25 მარტი 1998, § 55, ანგარიშები 1998‑II). შესაბამისად ფრაზა გულისხმობს, inter alia, რომ ეროვნული კანონმდებლობა საკმარისად განჭვრეტადი უნდა იყოს და უნდა აძლევდეს პირს ადექვატურ მინიშნებას იმ გარემოებებზე და პირობებზე რომელზეც სახელმწიფო შესაძლოა დაეყრდნოს და გამოიყენოს ღონისძიებები რომელიც გავლენას მოახდენს კონვენციით დადგენილ მათ უფლებაზე (იხილეთ გ.გ და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (C.G. and Others v. Bulgaria), no. 1365/07, § 39, 24 აპრილი 2008).
118. სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო მოქმედებდა ესპანეთსა და ვატიკანს შორის 1979 წელს დადებული შეთანხმების მესამე მუხლის შესაბამისად, რომელიც ასევე გამყარებული იყო სამინისტროს 1982 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით, რომლის მიხედვითაც დანიშნვა არ არის განახლებული თუ საწინააღმდეგო მოსაზრება არის დაფიქსირებული ეპისკოპოსის მხრიდან.... ეს შეთანხმება არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ინტეგრირებულია ესპანურ კანონმდებლობაში ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად (იხილეთ, mutatis mutandis, ნეულინგერი და შურუკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Neulinger and Shuruk v. Switzerland) [GC], no. 41615/07, § 99, ECHR 2010). მომჩივანის კონტრაქტის განუახლებლობა ეფუძნებოდა ესპანეთის კანონმდებლობას.
119. გამოსაკვლევია ასევე, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მომჩივანს წინასწარ განეჭვრიტა კონტრაქტის განუახლებლობა. გადამწვეტი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად შეეძლო მას ჩაეთვალა, რომ მისი პირადი ქცევა შესაძლოა გამხდარიყო იმის საფუძველი რომ ეპისკოპოსს ის ჩაეთვალა შეუფერებელ კანდიდატად და აღარ განეახლებინა მისთვის კონტრაქტი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ კართაგენას ეპისკოპოსი დაეყრდნო „სკანდალის“ ცნებას და ამ საფუძვლით უარი თქვა მისთვის კონტრაქტის განახლებაზე (იხილეთ პუნქტი 19 ზემოთ). მიუხედავად იმისა რომ „სკანდალის“ ცნება არ არის დადგენილი კანონიკური სამართლის კოდექსის 804-ე და 805-ე მუხლებით. . . რელიგიის მასწავლებლებლებთან მიმართებით, ის შესაძლოა ეხებოდეს და შესაბამისად განმარატვდეს იმ მცნებებს რომლებიც ამ მუხლებში უკვე არის, როგორიცაა „მართალი დოქტრინა“, „ქრისტიანული ცხოვრების მოწმე“ ან „რელიგიური ან მორალური მოსაზრებები“. ამის გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაბამისი დებულებები მოცემულ საქმეში აკმაყოფილებს მათი ეფექტის, ზეგავლენის განჭვრეტადობის მოთხოვნებს. კონკრეტულად კი, ვინაიდან მომჩივანი იყო სემინარიის დირექტორი, გონივრულია იმის ჩათვლა რომ მან კარგად იცოდა ლოიალობის მაღალი ხარისხის მოთხოვნა, რომელიც მას ეკისრებოდა საეკლესიო კანონით და შესაბამისად მას შეეძლო განეჭვრიტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობის ატანა ხდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, მის მიერ საჯარო განცხადებების გაკათება ზოგიერთი საეკლესიო პრინციპის საწინააღმდეგოდ არ არის შესაბამისობაში საეკლესიო სამართლის დებულებებთან და ეს გამოიწვევდა გარკვეულ შედეგს. ესპანეთსა და ვატიკანს შორის არსებული შეთანხმება გონივრული განჭვრეტის საშუალებას იძლევა რომ ეკლესიიდან შესაბამისობის სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში არ მოხდებოდა კონტრაქტის განახლება (იხილეთ, mutatis mutandis, Sindicatul “Păstorul cel Bun” რუმინეთის წინააღმდეგ (Sindicatul “Păstorul cel Bun” v. Romania [GC]), no. 2330/09, § 155, 9 ივლისი 2013).
120. შესაბამისად, სასამართლო მზად არის გაიზიაროს, ისევე როგორც ეს გააკეთეს ეროვნულმა სასამართლოებმა, რომ სადაო ჩარევას ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები ესპანეთსა და ვატიკანს შორის 1979 წელს დადებული შეთანხმების დებულებების მიხედვით, რომელიც ასევე გამყარებული იყო 1982 წლის 11 ოქტომბრის მინისტრის ბრძანებულებით, და რომ ეს დებულებები აკმაყოფილებენ „კანონიერების“ მოთხოვნას დადგენილს მისი პრეცედენტული სამართლით (იხილეთ, mutatis mutandis, მიროლუბოვსი და სხვები ლატვიის წინააღმდეგ (Miroļubovs and Others v. Latvia), no. 798/05, § 78, 15 სექტემბერი 2009).
121. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სადაო ჩარევა იყო კანონის შესაბამისი.
(გ) კანონიერი მიზანი
122. მხარეებთან შეთანხმებით, სასამართლო ადგენს, რომ კონტრაქტის განუახლებლობის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეში ემსახურებოდა კანონიერ მიზანს რაც სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვაში მდგომარეობდა, კონკრეტულად კი მისი ავტონომიური უფლება აირჩიოს პირები რომელბიც აკრედიტებულნი არიან ასწავლონ რელიგიური დოქტრინა.
(დ) აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში
(i) ზოგადი პრინციპები
(α) დაბალნსებული უფლებები
123. სასამართლო იმეორებს, რომ როდესაც მას უწევს გადაწყვეტილების მიღება ორ კონფლიქტში მყოფ უფლებასთან მიმართებით, რომელსაც თანაბრად იცავს კონვენცია, მაშინ სასამართლომ უნდა აწონოს საფრთხის ქვეშ მყოფი ინტერესები (იხილეთ სიებენჰარი, შუთი და ობსტის საქმეზე გადაწყვეტილებები, ზემოთ ციტირებული (Siebenhaar, Schüth და Obst). მოცემულ საქმეში, დაბალანსება ეხება მომჩივანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიის უფლებას. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ორივე უფლება და თუ ერთი უფლების დაცვა იწვევს სხვა უფლებაში ჩარევას, მაშინ სახელმწიფომ უნდა აირჩიოს ადექვატური მექანიზმები, რომლითაც ეს ჩარევა იქნება დასახული მიზნის პროპორციული. ამ კონტექსტში, სასამართლოს მიაჩნია რომ სახელმწიფოს აქვს განსჯის ფართო ფარგლები. (იხილეთ, mutatis mutandis, Sindicatul “Păstorul cel Bun”, ზემოთ ციტირებული, § 160, და, mutatis mutandis, ვონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany) (no. 2) [GC], nos. 40660/08 და 60641/08, §§ 104-107, ECHR 2012).
124. ჩარევა მიჩნეული იქნება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ თუ ის პასუხობს „მწვავე სოციალურ საჭიროებას“, და კონკრეტულად, თუ ის არის პროპორციული დასახული ლეგიტიმური მიზნის და თუ ეროვნული უწყებების მიერ მისი გამართლებისთვის შემოთავაზებული მიზეზები არის „შესაბამისი და საკმარისი“ (იხილეთ, მაგალითად, კოსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Coster v. the United Kingdom [GC]), no. 24876/94, § 104, 18 იანვარი 2001, და ს და მარპერსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S. and Marper v. the United Kingdom [GC]), nos. 30562/04 და 30566/04, § 101, ECHR 2008).
125. ეროვნულმა უწყებებმა უნდა გააკეთონ საწყისი შეფასება ყველა ამ საკითხის, საბოლოო განვითარება იმისა ჩარევა არის თუ არა აუცილებელი კი სასამართლოს გადასაწყვეტია კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. განსჯის ფარგლები კი უნდა გადაწყვიტონ და შეაფასონ კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა. ამ ფარგლების სიგანე განსხვავდება და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის კონვენციით დადგენილი უფლების ბუნებაზე, მისი ინდივიდისთვის მნიშვნელობაზე, ჩარევის ბუნებაზე და ჩარევის მიზანზე. ფარგლები უფრო ვიწროა, როდესაც საფრთხის ქვეშ მყოფი უფლება არსებითია პირის მიერ „ინტიმური“ ან მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენების კუთხით. მაშინ როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი პირის არსებობის ან იდენტობის საფრთხის ქვეშ დგება, სახელმწიფოსთვის მინიჭებული ფარგლები შეზღუდულია. მაშინ როდესაც არ არსებობს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი თუ რა შეიძლება იყოს მიჩნეული საფრთხის ქვეშ მყოფ მნიშვნელოვან ინტერესად ან თუ როგორ მოხდეს მისი საუკეთესო გზით დაცვა, მაშინ ფარგლები იქნება ფართო (იხილეთ ს და მარპერი (S. and Marper), ზემოთ ციტირებული, §§ 101-102). როგორც წესი ფარგლები იქნება ფართო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოეთხოვება დაიცვას ბალანსი დაპირისპირებულ პირად და საჯარო ინტერესებს შორის ან კონვენციის სხვადასხვა უფლებებს შორის. (იხილეთ ობსტ (Obst), ზემოთ ციტირებული, § 42).
(β) პირადი და ოჯახური ცხოვრებით სარგებლობის უფლება
126. რაც შეეხება პირად და ოჯახურ ცხოვრებას, სასამართლო ხაზს უსვამს პირისთვის საკუთარი პირადი და ოჯახური ცხოვრების წარმართვის თავისუფლად გადაწყვეტის შესაძლებლობის მნიშვნელობას. ამასთან დაკავშირებით, იგი იმეორებს, რომ მუხლი 8 ასევე იცავს თვით-რეალიზების უფლებას იქნება ეს პერსონალური განვითარების გზით (იხილეთ ქრისტინე გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom [GC]), no. 28957/95, § 90, ECHR 2002‑VI), ან სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების და განვითარების გზით, პირადი ავტონომიის მცნება არის მნიშვნელოვანი პრინციპი რომელიც ხაზს უსვამს ამ დებულებაში ჩადებულ გარანტიებს (იხილეთ პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pretty v. the United Kingdom), no. 2346/02, § 61, ECHR 2002‑III). შესაბამისად აშკარაა, რომ ინდივიდის უფლება დაქორწინდეს და ეს არჩევანი გააკეთოს საზოგადოების ინფორმირების გზით დაცულია კონვეციით და კონკრეტულად კი მე-8-ე მუხლით, რომელიც განხილული უნდა იყოს სხვა შესაბამის მუხლებთან ერთად. (იხილეთ პუნქტი 108 ზემოთ).
(γ) სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას ეკელსიის ავტონომია
- რელიგიური თემის ავტონომიის ფარგლები
127. რაც შეეხება რელიგიური ჯგუფების ავტონომიას, სასამართლო აღნიშნავს, რომ რელიგიური ჯგუფები ტრადიციულად და უნივერსალურად არსებობენ ორგანიზებული სტრუქტურის ფორმით. როდესაც რელიგიური თემის ორგანიზება საფრთხის ქვეშაა, კონვენციის მე-9-ე მუხლი უნდა იყოს ინტერპრეტირებული, მე-11-ე მუხლთან ერთად, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას სახელმწიფოს უკანონო ჩარევისგან. თუ განვიხილავთ პერსპექტივაში, მორმწუნეთა რელიგიის თავისუფლების უფლება ასევე მოიცავს იმ მოლოდინებს რომლის ასოცირებაც მათ შეუძლიათ თავისუფლად, სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის გარეშე. რელიგიური თემების ასე თავისუფლად არსებობა განუყოფელია დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული პლურალიზმისა და წარმოადგენს კონვენციის მე-9-ე მუხლით დადგენილი უფლების ნაწილს. მას აქვს პირდაპირი ინტერესი, არა მხოლოდ ამ თემების ორგანიზაციებისთვის არამედ ყველა სხვა დარჩენილი წევრის მიერ რელიგიის თავისუფლების უფლების ეფექტურად გამოყენების. როდესაც თემის ორგანიზაციული ცხოვრება არ არის დაცული კონვენციის მე-9-ე მუხლით ინდივიდის რელიგიური თავისუფლების ყველა სხვა ასპექტი იქნება მოწყვლადი (იხილეთ ჰასანი და ჩაუში (Hasan and Chaush), ზემოთ ციტირებული, § 62; ბასარაბიის მიტროპოლიტის ეკლესია და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ (Metropolitan Church of Bessarabia and Others v. Moldova), no. 45701/99, § 118, ECHR 2001‑XII; და ბულგარეთის ორთოქდოქსული ეკელსიის წმინდა სინოდი (მიტროპოლიტი ინოკენტი) და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Holy Synod of the Bulgarian Orthodox Church (Metropolitan Inokentiy) and Others v. Bulgaria), nos. 412/03 და 35677/04, § 103, 22 იანვარი 2009).
128. რაც შეეხება რელიგიური ჯგუფების შიდა ავტონომიას, კონვენციის მე-9-ე მუხლი არ იცავს რელიგიური თემის შიგნით განსხვავებას; რელიგიურ თემსა და მის ერთ-ერთ წევრს შორის დოქტრინის ან ორგანიზაციის საკითხზე რაიმე განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, პირის რელიგიის თავისუფლება გულისხმობს საშუალებას თავისუფლად დატოვოს თემი (იხილეთ მირულობვსი და სხვები, (Miroļubovs and Others), ზემოთ ციტირებული, § 80). უფრო მეტიც, ამ საკითხთან მიმართებით, სასამართლომ ხშირად მიუთითა სახელმწიფოს, სხვადასხვა რელიგიური, რწმენის ჯგუფებს შორის როგორც ნეიტრალური და მიუკერძოებელი ორგანიზატორის როლზე და აღნიშნა, რომ ეს როლი არის დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი წესრიგისთვის, რელიგიური ჰარმონიისათვის და ტოლერანტობისთვის ხელისშემწყობი, განსაკუთრებით კი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის (იხილეთ, სხვა საქმეებთან ერთად, ჰასანი და ჩაუში (Hasan and Chaush), ზემოთ ციტირებული, § 78, და ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ (Leyla Şahin v. Turkey) [GC], no. 44774/98, § 107, ECHR 2005‑XI). რელიგიური თემების პატივისცემა აღიარებული სახელმწიფოს მიერ გულისხმობს, კონკრეტულად რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს ამ თემების უფლება მოახდინონ რეაგირება, მათი წესების და ინტერესების მიხედვით, ნებისმიერი დისიდენტური მოძრაობის მიმართ რომელიც მათ შიგნით წარმოიშობა და რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს მათი ერთსულოვნების, იმიჯისა თუ ერთიანობისთვის საფრთხეს. შესაბამისად ეროვნული ორგანოების ამოცანა არ არის იყოს არბიტრი რელიგიურ თემებს და სხვადასხვა დისიდენტურ ფრაქციებს შორის, რომელიც არსებობს ან შესაძლოა მათ წიაღში წარმოიშვას. (იხილეთ Sindicatul “Păstorul cel Bun”, ზემოთ ციტირებული, § 165).
129. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში, კონვენციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების უფლება გამორიცხავს ნებისმიერ დისკრეციას სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვროს არის თუ არა ლეგიტიმური რელიგიური რწმენა და მისი გამოხატვის საშუალებები (იხილეთ ჰასანი და ჩაუში (Hasan and Chaush), ზემოთ ციტირებული, §§ 62 და 78). უფრო მეტიც, რელიგიური ავტონომიის პრინციპი ახდენს სახელმწიფოს პრევენციას დაავალდებულოს რელიგიური თემი მიიღოს ან გარიცხოს ინდივიდი ან დაავალდებულოს ვინმე კონკრეტული რელიგიური ვალდებულებით (იხილეთ, mutatis mutandis, Svyato-Mykhaylivska Parafiya უკრაინის წინააღმდეგ (Svyato-Mykhaylivska Parafiya v. Ukraine), no. 77703/01, § 146, 14 ივნისი 2007).
130. ბოლოს, როდესაც საკითხი ეხება მნიშვნელოვან განსხვავებას ან საფრთხეს დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს და რელიგიებს შორის ურთიერთობების შესახებ, ეროვნული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს როლს უნდა მიენიჭოს სპეციალური მნიშვნელობა (იხილეთ ლეილა საჰინი (Leyla Şahin), ზემოთ ციტირებული, § 109). ეს კი განსაკუთრებით ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკა ხასიათდება სახელმწიფო და რელიგიურ ერთეულებს შორის ურთიერთობების კონსტიტუციური მოდელების ფართო სპექტრით (იხილეთ Sindicatul “Păstorul cel Bun”, ზემოთ ციტირებული, § 138).
- ლოიალობის ვალდებულება
131. სასამართლო აღიარებს რომ ავტონომიის შედეგად რელიგიურ თემებს შეუძლიათ მოითხოვონ ლოიალობის გარკვული ხარისხი მათგან ვინც მათ წარმოადგენს ან მათზე მუშოაბს. ამ საკითხზე სასამართლომ უკვე გადაწყვიტა რომ ამ პირების მიერ დაკავებული თანამდებობის ბუნება არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფოს ან სადაო რელიგიური ორგანიზაციის მიერ გამოყენებული ამკრძალავი მექანიზმის პროპორციულობის შეფასებისას. (იხილეთ ობსტი (Obst), ზემოთ ციტირებული, §§ 48-51, და შუთი (Schüth), ზემოთ ციტირებული, § 69). კონკრეტულად კი, სადაო პირისთვის რელიგიურ ორგანიზაციაში მინიჭებული სპეციფიური მისია უნდა იყოს გათვალისწინებული იმის გადაწყვეტისას ეს პირი უნდა სარგებლობდეს თუ არა ლოიალობის მაღალი ვალდებულებით.
- ავტონომიის ფარგლები
132. რელიგიური თემის უბრალო პრეტენზია, რომ არსებობს რეალური ან პოტენციური საფრთხე მისი ავტონომიის მიმართ არ არის საკმარისი იმისათვის რომ მოხდეს მისი წევრების პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა, რომელიც შესაბამისობაშია კონვენციის მე-8-ე მუხლთან. ამასთანავე, სადაო რელიგიური თემი ვალდებულია აჩვენოს ინდივიდუალური საქმის ფარგლებში, რომ ნაგულვები რისკი არის მოსალოდნელი და არსებითი და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში სადაო ჩარევა არ სცდება იმას, რაც აუცილებელია რისკის აღმოსაფხვრელად და არ ემსახურება სხვა რაიმე მიზანს რომელიც არ არის დაკავშირებული რელიგიური თემის ავტონომიასთან. მან ასევე არ უნდა იქონიოს გავლენა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების არსზე. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ ამ პირობების დაკმაყოფილება საქმის გარემოებების სიღრმისეული შესწავლით და საფრთხის ქვეშ მყოფი დაპირისპირებული ინტერესების დაბალნსების გზით. (იხლეთ, mutatis mutandis, Sindicatul “Pastorul cel Bun”, ზემოთ ციტირებული, § 159).
(ii) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ სამქესთან მიმართებით გამოყენება
133. ამ პრინციპების მოცემულ საქმესთან გამოყენებისას სასამართლომ მიიჩნია მნიშვნელოვნად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება.
(α) მომჩივანის სტატუსი
134. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მომჩივანი გათავისუფლდა დაუქორწინებლობის აღთქმის ვალდებულებისგან ვატიკანიდან მას შემდეგ რაც გაზეთში გამოქვეყნდა სტატია. შესაბამისად მომჩივანის სტატუსი მოცემული მომენტისთვის იყო ბუნდოვანი ვინაიდან ის იყო როგორც დაქორწინებული ისე მღვდელი. ერთის მხრივ, ეკლესიის მოსაზრებით მისი სასულიერო პირის სტატუსი არ შეცვლილა - ოფიციალურად მაინც - და გარეშე პირებისთვის ის მიჩნეული იყო კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლად ვინაიდან ის ისევ ასწავლიდა კათოლიკურ რელიგიას. მეორეს მხრივ, ის იყო დაოჯახებული და ცნობილი იყო რომ ის წარსულში იყო მღვდელი. დამატებით ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს რომ მისი როგორც მასწავლებლის ხელფასს იხდიდა სახელმწიფო არაპირდაპირი ფორმით, ვინაიდან სახელმწიფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ რელიგიის მასწავლებლები ხელფასს იღებენ ეკლესიის იმ ფონდებიდან, რომესლაც სახელმწიფო მათ აძლევს გრანტის სახით.
135. სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი კონტრაქტის განახლებით მომჩივანი შეგნებულად და ნებაყოფლობით იღებდა ლოიალობის მაღალ ვალდებულებას კათოლიკური ეკლესიის მიმართ, რომელმაც გარკვეული ხარისხით შეზღუდა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. ესეთი საკონტრაქტო შეზღუდვები დასაშვებია კონვენციით (იხილეთ რომელფანგერი (Rommelfanger), ზემოთ ციტირებული). ეკლესიის ინტერესიდან გამომდინარე, რაც მდგომარეობს მისი პრინციპების ერთიანობის შენარჩუნებაში, მოზარდებისათვის კათოლიკური რელიგიის სწავლებაში, შეიძლება მიჩნეულ იქნას არსებით ფუნქციად რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ლოიალობას. სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ La Verdad-ში სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის კონტრაქტით დადგენილი ლოიალობის ვალდებულება აღარ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანის როგორც დაოჯახებული მღვდლის სტატუსი ბუნდოვანი იყო, ლოიალობის ვალდებულება მას მაინც ეკისრებოდა იმის გამო რომ ეპისკოპოსმა იგი მიიჩნია კათოლიკური რელიგიისთვის შესაფერის წარმომადგენლად.
(β) მომჩივანის მიერ საკუთარი მდგომარეობისთვის - დაოჯახებული მღვდლისთვის- საჯაროობის მინიჭება
136. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მომჩივანს თავად არ გამოუქვეყნებია სტატია მისი მოსაზრებების ან ოჯახური ცხოვრების შესახებ, არამედ ჟურნალისტი რომელმაც სტატია მოამზადა MOCEOP-ის შეკრებაზე და თან დაურთო მომჩივანის და მისი ოჯახის წევრების ფოტოები და ყოფილი, მღვდლების, მათ შორის მომჩივანის, მოსაზრებების აღწერილობა. მომჩივანისგან განსხვავებით, შეკრების მონაწილეთა უმრავლესობა თავს არიდებდა პრესასთან კონტაქტს. იმასთან მიმართებით მართლა განზრახ გადაიღო თუ არა მომჩივანმა ფოტოსურათი, საკითხი რომელზეც მღვდლები დაობენ, სასამართლოს მიაჩნია, რომ პასუხი არსებითი მნიშვნელობის არ არის. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით, რომ ფოტოსურათი მისი თანხომობის გარეშე იყო გადაღებული, უნდა აღინიშნოს რომ არ არსებობს მტკიცებულება საქმის მასალებში, რომლითაც მომჩივანი პრეტენზიას გამოთქვამს პრესაში მისი გამოჩენის თაობაზე ეროვნულ დონეზე მის ხელთ არსებული საშუალებებით. სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანმა საკუთარი არჩევანით გამოქვეყნებულიყო სტატია მისი ოჯახური მდგომარეობის და ასევე მისი წევრობის შესახებ მოძრაობაში, რომელსაც ეპისკოპოსი მიიჩნევდა საპორტესტო დაჯგუფებად გაწვიტა ის ნდობა, რომელიც აუცილებელი იყო მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად. ნებისმიერი რწმენის ჯგუფების მიერ რელიგიის მასწავლებელთა მნიშვნელობიდან გამომდინარე ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ამ გამოყოფას არ გამოეწვია გარკვეული შედეგი. სასამართლოს აზრით დაუქორწინებლობის აღთქმის ვალდებულებისგან განთავისუფლება მოთხოვნიდან ცამეტი წლის შემდეგ და საგაზეთო სტატიის გამოქვეყნებიდან მალე წარმოადგენს მომჩივანზე დაკისრებულ სანქციას რაც მისი ქცევით იყო გამოწვეული.
137. სასამართლოს აზრით, ეკლესიის ან რელიგიური თემისთვის გონივრულია ჰქონდეს რელიგიის მასწავლებლის მხრიდან განსაკუთრებული ლოიალობის მოლოდინი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ეკლესიას ან რელიგიურ თემს. მასწავლებლის პირად რწმენას და სასწავლო საკითხებს შორის სხვაობის არსებობა დააყენებს სანდოობის საკითხს იმ შემთხვევაში თუ მასწავლეებლი აქტიურ და საჯარო კამპანიას ახორციელებს სადაო საკითხებთან (იხილეთ, mutatis mutandis, სიებენჰარი (Siebenhaar), ზემოთ ციტირებული, § 46). შესაბამისად, მოცემულ საქმეში პრობლემა მდგომარეობს ფაქტში, რომ მომჩივანის ქმედება შეიძლება აღქმული იყოს როგორც მისი ცხოვრების წესის სასარეგბლო კამპანია და საეკელსიო წესებში ცვლილებების ინიცირება და ამ წესების ღია კრიტიკა.
(γ) მომჩივანის მიერ MOCEOP-ში წევრობისთვის საჯაროობის მინიჭება; მისთვის მიწერილი განცხადებები
138. მხარეები თანხმდებიან, რომ ზოგადად ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მომჩივანი იყო დაოჯახებული მღვდელი და მას ხუთი შვილი ჰყავდა, ბუნდოვანია თუ რამდენად ცნობილი იყო საზოგადოებისთვის სტატიის გამოქვეყნებამდე მისი ისეთ ორგანიზაციაში წევრობის შესახებ რომლის მიზნებიც არ იყო შესაბამისობაში ეკლესიის ოფიციალურ დოქტრინასთან. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს აუცილებლად გაიზიაროს მასწავლებლის სწავლების კონკრეტული შინაარსი. რელიგიის მასწავლებელი, რომელიც არის წევრი და საჯაროდ უჭერს მხარს ორგანიზაციას, რომელიც ეკლესიის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამავრცელებელია უნდა განსხვავდებოდეს ენის მასწავლებლისგან, რომელიც იმავე დროს არის კომუნისტური პარტიის წევრი (იხილეთ ვოგთი გერმანიის წინააღმდეგ (Vogt v. Germany), 26 სექტემბერი 1995, სერიები ა no. 323). ამ უკანასკნელ საქმეში ლოიალობის გაზრდილი ვალდებულება გამართლებულია ფაქტით რომ სანდოობის შესანარჩუნებლად რელიგია უნდა ასწავლოს პირმა, რომლის ცხოვრების წესი და საჯარო განცხადებები პირდაპირ არ ეწინააღმდეგება სადაო რელიგიას, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც რელიგიამ უნდა წარმართოს მისი მიმდევრების პირადი ცხოვრება და პირადი რწმენა (იხილეთ ბრძანება 2000/78/EC; შუთი (Schüth), ზემოთ ციტირებული, § 40; ობსტი (Obst), ზემოთ ციტირებული, § 27; და ლომბარდი ვალაური (Lombardi Vallauri), ზემოთ ციტირებული, § 41). ამის გამო, მხოლოდ ფაქტი იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მომჩივანი საკუთარ მოწაფეებს ასწავლიდა რაიმეს შეუსაბამოს კათოლიკური ეკლესიის დოქტრინასთან არ იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას რომ მან დააკმაყოფილა მის მიმართ დადგენილი მაღალი ლოიალობის მოთხოვნა (იხილეთ ვოგთი (Vogt), ზემოთ ციტირებული).
139. საგაზეთო სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მომჩივანზე მიწერილი განცხადებებიდან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაო განცხადებები გაკეთდა ოთხო დასახელებული მონაწილის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთი იყო მომჩივანი, რომელზეც სტატიაში შეცდომით იყო მითითებული მისი როგორც სემინარიის ყოფილი დირექტორის პოზიცია. სტატიის მიხედვით, ეს ოთხი მონაწილე, მათ შორის მომჩივანიც, გამოხატავდნენ მხარდაჭერას კონტრაცეფციის მიმართ და უთანხმოებას კათოლიკური ეკლესიის პოზიციაზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი, შობადობის კონტროლი და მღვდლების ფაკულტატური დაუქორწინებლობის აღქმა.
140. სასამართლოს აზრით ნათელია, რომ მსგავსი შეფასება ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რომელიც კონვენციის მე-10-ე მუხლით არის დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადებები ეროვნული სასამართლოების მიერ არ იყო გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას (იხილეთ პუნქტი 106 ზემოთ), ეს იმას არ ნიშნავს, რომ კათოლიკურ ეკლესიას შეეზღუდა მასზე რეაგირება საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, რომელიც ასევე დაცულია კონვენციის მე-9-ე მუხლით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ეკელსიის მიერ დაქირავებული თანამშრომლის ქმედების სერიოზულობის შეფასებისას საჭიროა გათალისწინებული იყოს პირის მოქმედებას და ეკელსიის პროკლამაციურ მისიას შორის სიახლოვე (იხილეთ შუთი (Schüth), ზემოთ ციტირებული, § 69). მოცემულ საქმეში ეს სიახლოვე აშკარად ნათელია.
141. მომჩივანი ნებაყოფლობით იყო იმ პირთა წრის წარმომადგენელი, რომლებიც სანდოობის მიზეზით იყვნენ შეზღუდულნი კათოლიკური ეკლესიის მიმართ მაღალი ლოიალობით, რითაც მისი პირადი ცხოვრების უფლება გარკვეული ხარისხით შეიზღუდა. სასამართლოს აზრით, ფაქტი იმისა, რომ პირი საჯაროდ ეწეოდა კამპანიას კათოლიკური დოქტრინის საწინააღმდეგო მოსაზრებების მქონე მოძრაობაში აშკარად ამ ვალდებულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთანავე, არსებობს პატარა ეჭვი რომ მომჩივანი, როგორც ყოფილი მღვდელი და სემინარიის დირექტორი, გათვითცნობიერებული იყო ან უნდა ყოფილიყო ამ ვალდებულების არსის და მნიშვნელობის შესახებ (იხილეთ, mutatis mutandis, ობსტი (Obst), ზემოთ ციტირებული, § 50).
142. ამასთანავე, სასამართლოს აზრით ცვლილებები გამოწვეული მომჩივანის MOCEOP-ში წევრობით და სტატიაში გამოთქმული განცხადებებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ვინადან მომჩივანი ასწავლიდა მოზარდებს, რომლებიც არ იყვნენ საკმარისად ზრდასრულნი იმისათის, რომ განესხვავებინათ ინფორმაცია იყო თუ არა კათოლიკური ეკლესიის დოქტრინის ნაწილი თუ წარმოადგენდა მომჩივანის პირად მოსაზრებებს.
(δ) სახელმწიფოს, როგორც დამსაქმებლის პასუხი
143. სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ სამი გერმანული საქმისგან განსხვავებით, რომლებიც ზემოთ იყო ციტირებული სიებენჰარი, შუთი და ობსტი (Siebenhaar, Schüth and Obst), როდესაც მომჩივნები დასაქმებულნი იყვნენ მათივე ეკლესიის მიერ, მომჩივანი მოცემულ საქმეში, ისევე როგორც ყველა სხვა რელიგიის მასწავლებელი ესპანეთში, დასაქმებული იყო და ანაზრაურებას იღებდა სახელმწიფოდან. ეს გარემოება კი ვერ იქონიებს გავლენას ლოიალობის ვალდებულების ხარისხზე, რომელიც ეკისრება მომჩივანს vis-à-vis კათოლიკურ ეკლესიასთან ან ღონისძიებებზე რომელზეც ეს უკანასკნელი უფლებამოსილია განახორციელოს იმ შემთხვევაში თუ ეს ვალდებულება დაირღვევა. ეს ანალიზი მტკიცდება იმ ფაქტით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნების უმეტესობაში ეკლესიები და რელიგიური თემები სარგებლობენ ერთობლივი გადაწყვეტილების უფლებით ან ექსკლუზიური როლით რელიგიის მასწავლებლების დანიშნვის ან განთავისუფლებისას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი უწყება აფინანსებს მათ ხელფასებს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ...
(ε) სანქციების სიმკაცრე
144. სასამართლომ ადრე დაადგინა განსაკუთრებული მნიშვნელობა თანამშრომლის საეკლესიო დამსაქმებლის მიერ დათხოვნასთან მიმართებით, რაც ამ პირს უზღუდავს სამომავლოდ დასაქმების და ახალი სამსახურის მოძიების შესაძლებლობას. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც დამსაქმებელი დომინანტურ პოზიციაშია მოცემულ სექტორში და ამავე დროს სარგებლობს ჩვეულებრივი სამართლიდან გარკვეული გადახვევის უფლებით, ან როდესაც განთავისუფლებულ თანამშრომელს აქვს კონკრეტული კვალიფიკაცია რაც ართულებს, ან შესაძლოა შეუძლებელს ხდის, ახალი სამსახურის მოძიებას ეკლესიის გარეთ, რაც მოხდა მოცემული მომჩივანის შემთხვევაში. (იხილეთ, mutatis mutandis, შუთი (Schüth), ზემოთ ციტირებული, § 73).
145. რაც შეეხება მომჩივანისათვის კონტრაქტის განუახლებლობით გამოწვეულ შედეგებს, უდაოა რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სანქციას, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების კუთხით. ეპისკოპოსმა საკუთარ მემორანდუმში გაითვალისწინა ეს სირთულეები და დაადგინა, რომ მომჩივანს ეკუთვნის უმუშევრობის კომპენსაცია (იხილეთ პუნქტი 19 ზემოთ). უნდა აღინიშნოს ამ საკითხთან მიმართებით, რომ მისი კონტრაქტის განუახლებლობის შემდეგ მომჩივანმა მიიღო მსგავსი შემწეობა.
146. მომჩივანისთვის დამდგარი შედეგები ასევე განხილული უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მან შეგნებულად ჩააყენა საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ იყო შესაბამისობაში ეკლესიის პრინციპებთან. ეკლესიაში მისი წარსული ვალდებულებების გამო, მომჩივანი ინფორმირებული იყო ეკლესიის წესების შესახებ და იცოდა რომ მისი ქცევა აყენებდა მას არასანდო მდომარეობაში vis-à-vis ეპისკოპოსისა და მისი კონტრაქტის განახლება დამოკიდებული იყო ამ უკანასკნელის დისკრეციაზე. ამიტომ მისთვის მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო რომ ნებაყოფლობითი საჯაროობა მისი MOCEOP-ის წევრობის არ ჩაივლიდა უშედეგოდ მის კონტრაქტთან მიმართებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს არ მიუღია არანაირი წინასწარი გაფრთხილება მისი კონტრაქტის განუახლებლობის შესახებ, მისთვის ცნობილი იყო რომ კონტრაქტის განახლება ყოველწლიურად ხდებოდა მხოლოდ ეპისკოპოსის თანხმობის შემთხვევაში, რაც იძლევა ამ უკანსაკნელის მიერ მომჩივანის საქმიანობის და ლოიალობის მაღალი ხარისხის შეფასების შესაძლებლობას. და ბოლოს, მომჩივანმა იცოდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკლესიამ უკვე გამოავლინა ტოლერანტობა, როდესაც დართო მას ნება ესწავლებინა კათოლიკური რელიგია ექვსი წლის განმავლობაში, ანუ სანამ მისი პირადი მდგომარეობა, რაც არ იყო მისაღები ეკლესიის პრინციპებისთვის არ გახდა საჯარო განხილვის საგანი. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს რომ მოცემული საქმის მიზნებიდან გამომდინარე მომჩივანისთვის ნაკლებად შემზღუდავ ღონისძიებას არ ექნებოდა იგივე ეფექტი ეკლესიის სანდოობის დასაცავად. შესაბამისად ამ საქმის გარემოებებიდან გამომდიანრე კონტრაქტის განუახლებლობა არ ყოფილა გადაჭარბებული ღონისძიება, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მომჩივანმა განზრახ ჩაიგდო თავი ისეთ სიტუაციაში, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა ეკლესიის პრინციპებთან.
(ζ) ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის განხილვა
147. რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებულ გამოკვლევას უნდა აღინიშნოს, რომ მე-8-ე მუხლი არ შეიცავს საპროცესო მოთხოვნებს და სასამართლოს არ შეუძლია შეაფასოს ეროვნული უწყებების მიერ საკუთარი გადაწყვეტილების გამართლებისთვის წარმოდგენილი მიზეზები იყო თუ არა „საკმარისი“ მე-8-ე მუხლის § 2 მიზნებისთვის და იმავე დროს იმის განხილვის გარეშე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, განხილული ერთიანად, აძლევდა თუ არა საშუალებას მომჩივანს დაეცვა საკუთარი ინტერესები (იხილეთ ვ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (W. v. the United Kingdom), 8 ივლისი 1987, §§ 62 და 64, სერიები ა no. 121; ელშოლცი გერმანიის წინააღმდეგ (Elsholz v. Germany) [GC], no. 25735/94, § 52, ECHR 2000‑VIII; და საჰინი გერმანიის წინააღმდეგ (Sahin v. Germany [GC]), no. 30943/96, § 68, ECHR 2003‑VIII).
148. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს რომ მომჩივანს ჰქონდა საშუალება ედავა საკუთარი კონტრაქტის განუახლებლობაზე დასაქმების ტრიბუნალის წინაშე ჯერ და შემდეგ მურიცას მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს წინაშე, რომელმაც გამოიკვლია სადაო ღონისძიების კანონიერება ჩვეულებრივი შრომითი კოდექსის ფარგლებში საეკლესიო კანონის გათვალისწინებით, და მომჩივანის და კათოლიკური ეკლესიის დაპირისპირებული ინტერსების აწონვით (იხილეთ, mutatis mutandis, სიებენჰარი (Siebenhaar), ზემოთ ციტირებული; შუთი (Schüth), ზემოთ ციტირებული, § 59; და ობსტი (Obst), ზემოთ ციტირებული, § 45). ბოლო ინსტანციაზე მომჩივანს ჰქონდა საშუალება წარედგინა amparo სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
149. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ესპანური კანონმდებლობით რელიგიური თემების ავტონომიის მცნება გამყარებულია სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპით, ისე როგორც ეს დადგენილია კონსტიტუციის მე–16–ე მუხლის § 3. ამ პრინციპის შესაბამისად ეროვნულ უწყებებს ეკრძალებათ გადაწყვეტილების მიღება რელიგიური მცნების არსზე, როგორიცაა „სკანდალი“ ან მღვდლების დაუქორწინებლობის აღთქმა. სავარაუდოდ, ნეიტრალიტეტის ვალდებულება არ არის შეუზღუდავი ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ თავად განმარტა რომ ასეთ საქმეებში საკითხი მდგომარეობს რელიგიური თავისუფლების მოთხოვნების და სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის მასწავლებლის ფუნდამენტური უფლების და თანამშრომელთა ურთიერთობების სასამართლო დაცვასთან შეთანხმებაში. შესაბამისად, გადაწყვეტილება რელიგიის მასწავლებლის კონტრაქტის განუახლებლობის შესახებ მისი დაოჯახების გამო განქორწინებულ მამაკაცათან საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა მომჩივანის უფლების დარღვევას პატივი ეცათ მისი ქორწინების შესახებ აზრის გამოხატვის უფლებისთვის და მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის ...
150. მოცემულ საქმეში, რომელიც მსგავსია, მაგრამ შეიძლება განსხვავების მოძიება მნიშვნელოვან ასპექტში მეორე საქმესთან შედარებით, ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა რომ ვინაიდან კონტრაქტის განუახლებლობის დასაბუთება მკაცრად რელიგიური იყო ისინი ვალდებულნი იყვნენ ამ საქმესთან მიმართებით შემოფარგლულიყვნენ მხოლოდ საფრთხის ქვეშ მყოფი ფუნდამენტური უფლების პატივისცემით. კონკრეტულად კი, ფაქტების ზედმიწევნით დეტალურად შესწავლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის ვალდებულებამ შეუზღუდა მას უფლება მიეღო გადაწყვეტილება „სკანდალის“ მცნებაზე, რომელიც ეპისკოპოსმა გამოიყენა მომჩივანის კონტრაქტის განუახლებლობის საფუძვლად, ან მომჩივანის მიერ ადვოკატირებულ ფაკულტატური დაუქორწინებლობის აღთქმის არსზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა მან შეისწავლა მომჩივანის უფლებაში ჩარევის ხარისხი და დაიკავა პოზიცია, რომ ის არც არაპროპორციული და არც არაკონსტიტუციური არ ყოფილა, მაგრამ ის შეიძლება გამართლებული იყოს კათოლიკური ეკლესიის მიერ საკუთარი რელიგიური თავისუფლების როგორც კოლექტიურ ისე სათემო სივრცეში კანონიერი გამოყენების პატივისცემით, რომელიც დაკავშირებულია მშობლის უფლებასთან აირჩიონ საკუთარი შვილების რელიგიური განათლება (იხილეთ პუნქტი 43 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ მშობლები იმ სკოლისა, სადაც მომჩვანი ასწავლიდა გამოხატავდნენ მხარდაჭერას მას შემდეგ რაც მისი მდგომარეობა გახდა საჯარო განსჯის საგანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეპარქიის არგუმენტი არ იყო დაუსაბუთებული, ვინაიდან მისი მიზანი სწავლებლის ერთიანობის დაცვა იყო.
151. ზემოთხსენებულის შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს ყველა შესაბამისი ფაქტორი და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხაზს უსვამენ მომჩვანის გამოხატვის თავისუფლების უფლებას (იხილეთ პუნქტი 45 ზემოთ), მათ დეტალურად და სიღრმისეულად შეისწავლეს საფრთხის ქვეშ მყოფი ინტერესი (იხილეთ, mutatis mutandis, იბსტი (Obst), ზემოთ ციტირებული, § 49), მათზე დაკისრებულ ფარგლებში და კათოლიკური ეკლესიის ავტონომიის აუცილებელი პატივისცემით. შესაბამისად მიღწეული დასკვნა არ არის დაუსაბუთებელი სასამართლოსთვის, კონკრეულად კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანისთვის, რომელიც წარსულში იყო მღვდელი და სემინარიის დირექტორი, ცნობილი უნდა ყოფილიყო რომ კათოლიკური რელიგიის მასწავლებლობაზე თანხმობა იწვევდა ლოიალობის მაღალ ვალდებულებას vis-à-vis კათოლიკურ ეკლესიასთან მიმართებით, რომლთანაც ის დაკავშირებული იყო საკუთარი სწავლების სანდოობის დაცვის მიზნით (იხილეთ, mutatis mutandis, ობსტი (Obst), ზემოთ ციტირებული, § 50). ფაქტი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაატარა დეტალური ანალიზი უდაოა, ვინადან გადაწყვეტილებას თან ერთვის ორი განსხვავებული პოზიცია, რითაც მტკიცდება რომ სასამართლომ საკითხი სხვდასხვა ჭრილში განიხილა, მაშინ როდესც თავი შეიკავა იმ პრინციპების არსზე გადაწყვეტილების მიღებიდან რომელსაც ეკლესია ემორჩილებოდა. რაც შეეხება ეკლესიის ავტონომიას, ეროვნული სასამართლოების მსჯელობიდან არ იკვეთება რომ ამ საქმეში ის შეუსაბამოდ იყო გამოყენებული მოცემულ საქმეში, ვინადან ეპისკოპოსის გადაწყვეტილება არ განეახლებინა მომჩივანის კონტრაქტი არ იყო დაუსაბუთებელი, არ იყო თვითნებური არ იყო მიღებული იმ მიზნისთვის რომელიც არ იყო კავშირში კათოლიკური ეკლესიის ავტონომიასთან.
(ე) დასკვნა
152. დასკვნის სახით, სასამართლოს აზრით მოჩივანის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა არ იყო დისპროპორციული მოცემულ საქმეში სახელმწიფოს განსჯის ფარგლების გათვალისწინებით.
153. შესაბამისად ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე–8–ე მუხლის დარღვევას.
...
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო
1. ადგენს, ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია მე-8-ე მუხლის დარღვევას;
...
შექმნილია ინგლისურად და ფრანგულად და გადაცემულია საჯარო განხილვაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში 2014 წლის 12 ივნისს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
იოჰან კალევაერთიდინ სპილმანი,
რეგისტრატორის მოადგილეპრეზიდენტი,
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:
(ა) ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება მოსამართლე სპილმანის, სახოსი, კარაკასი, ლემენსი, ჯადერბლომის, ვეჰაბოვიჩის, დედოვის და საიზ არნაიზის;
...
(გ) მოსამართლე სახოს განსხვავებული მოსაზრება;
(გ) მოსამართლე დედოვის განსხვავებული მოსაზრება.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy