© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე # 175
2014 წლის ივნისი
ფერნანდეს მარტინესი ესპანეთის წინააღმდეგ [GC] - 56030/07
გადაწყვეტილება 12.6.2014 [GC]
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
კათოლიკური რელიგიის და ზნეობის მასწავლებლის კონტრაქტის განახლებაზე უარი, მას შემდეგ რაც მან საჯაროდ განაცხადა საკუთარი პოზიცია როგორც „დაოჯახებულმა მღვდელმა“: არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი არის სეკულირებული კათოლიკე მღვდელი. 1984 წელს მან მიმართა ვატიკანს დაუქორწინებლობის აღთქმისგან განთავისუფლების თხოვნით. მომდევნო წელს ის დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად ხუთი შვილი ეყოლათ. 1991 წლიდან ის ასწავლიდა კათოლიკურ რელიგიას და ეთიკას სახელმწიფო საშუალო სკოლაში, წლიური კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც განახლდა განათლების სამინისტროს მიერ ეპარქიის ეპისკოპოსის სავალდებულო რეკომენდაციის საფუძველზე. 1996 წელს მომჩივანმა მიიღო მონაწილეობა შეკრებაში „მოძრაობა არჩევითი დაუქორწინებლობისთვის მღვდლებისთვის“ (MOCEOP). ამ შეკრებისას მონაწილეებმა გამოხატეს მათი უთანხმოება ეკლესიის პოზიციასთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი, განქორწინება, სექსუალობა და შობადობის კონტროლი. სტატია დაიბეჭდა რეგიონალურ გაზეთში, რომელშიც ილუსტრირებული იყო მომჩივანის ფოტო მის ოჯახთან ერთად და ასევე მისი სახელიც იყო ნახსენები და მისი კომენტარიც გაშუქებული. 1997 წელს მომჩივანმა მიიღო დაუქორწინებლობის აღთქმისგან განთავისუფლების უფლება. მისი მასწავლებლის კონტრაქტი არ განაახლეს იმ საფუძვლით, რომ „დაოჯახებული მღვდლის“ სტატუსის განსაჯაროებით მან დაარღვია ვალდებულება ესწავლებინა „სკანდალის რისკის შექმნის გარეშე“. მომჩივანმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ეროვნულ სასამართლოებში, მაგრამ შედეგის გარეშე. ეროვნულმა სასამართლოებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ვინაიდან კონტრაქტის არ განახლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება იყო მკაცრად რელიგიური, ისინი ზღუდავენ საკუთარ თავს მხოლოდ პატივისცემის დადასტურებით საფრთხის ქვეშ მდგარი ფუნდამენტური უფლების მიმართ. კონკრეტულად კი, საკონსტიტუციო სასამართლომ, მას შემდეგ რაც სიფრთხილით შეისწავლა საქმის მასალები, დაადგინა, რომ სახელმწიფოს ნეიტრალობის ვალდებულება არ ანიჭებდა მას უფლებას გამოეტანა გადაწყვეტილება „სკანდალის“ ცნებაზე, რომელიც ეპისკოპოსმა გამოიყენა მომჩივანის კონტრაქტის განახლებაზე უარის თქმის საფუძვლად ან მღვდლების ფაკულტატური დაუქორწინებლობის პრინციპის არსის გამო, რომლის ადვოკატირებასაც ახდენდა მომჩივანი. სასამართლომ ასევე შეისწავლა მომჩივანის უფლებაში ჩარევის ხარისხიც და დაადგინა, რომ ეს არის არც დისპროპორციული და არც არაკონსტიტუციური არამედ გამართლებული იყო კათოლიკური ეკლესიის რელიგიის თავისუფლების უფლების, როგორც კოლექტიური ისე საზოგადოებრივი ასპექტის ფარგლებში, კანონიერი გამოყენების პატივისცემით რომელიც განხილული უნდა იყოს მშობლების უფლებასთან აირჩიონ შვილების რელიგიური განათლება.
2012 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით (იხილეთ საინფორმაციო ჩანაწერი #152) სასამართლოს პალატამ, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას.
კანონი – მე-8-ე მუხლი: კონვენციით დაცულია პირის უფლება დაოჯახდეს და ასევე საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ არჩევანი შესახებ. პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ დაიკავა პოზიცია, რომ მოცემულ საქმეზე საკითხი არ ეხებოდა იმას თუ რამდენად შეზღუდული იყო სახელმწიფო მე-8-ე მუხლით დადგენილი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში უზრუნველეყო მომჩივანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება უფრო უპირატესი იყო ვიდრე კათოლიკური ეკლესიის უფლება უარი ეთქვა მისი კონტრაქტის განახლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეს არ წამოადგენდა ის ვინც მიიღო კონტრაქტის განუახლებლობის შესახებ გადაწყვეტილება ის აკმაყოფილებდა ისეთ უფლებამოსილებას, რომლითაც მოხდებოდა გადაწყვეტილების როგორც საჯარო უწყების მიერ მიღებული გადაწყევტილების განხილვა მომდევნო ეტაპზე. საკითხის არსი მდგომარეობს სახელმწიფო უწყების მოქმედებაში, როგორც მომჩივანის დამსაქმებელმა, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აღასრულა ეპისკოპოსის ხელშეკრულების განუახლებლობის გადაწყვეტილება. სასამართლო აღიარებს რა, რომ სახელმწიფოს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები იმოქმედოს მოცემულ საქმეზე, აღსანიშნავია რომ თუ ეპისკოპოსის გადაწყვეტილების აღსრულებას არ მოახდენდა განათლების სამინისტრო, მაშინ მომჩივანის ხელშეკრულება განახლდებოდა. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ქცევა წარმოადგენდა მომჩივანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევას.
სადაო ჩარევა იყო კანონთან შესაბამისობაში და ემსახურებოდა კანონიერ მიზანს - დაეცვა სხვისი უფლებები და თავისუფლებები, კონკრეტულად კი კათოლიკური ეკლესიის, და მისი ავტონომია იმ პირების არჩევანთან მიმართებით თუ ვინ უნდა ასწავლოს რელიგიური დოქტრინა.
სასამართლოს სწორად მიაჩნია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
(ა) მომჩივანის სტატუსი – დასაქმების ყოველი მომდევნო კონტრაქტის ხელმოწერით, მომჩივანი გააზრებულად და ნებაყოფლობით თანხმდებოდა კათოლიკური ეკლესიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამკაცრებულ ვალდებულებას და გარკვეულწილად შეზღუდა მისი უფლება პატივი ეცა საკუთარი და ოჯახური ცხოვრებისათვის. კონვენციით მსგავსი შეზღუდვები, რომელიც კონტრაქტით არის დადგენილი და თავისუფლად მიღებული, დასაშვებია. მართლაც ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე მისი პრინციპების ერთობის დასაცავად, მოზარდებისთვის კათოლიკური რელიგიის სწავლება შეიძლება მიჩნეულ იქნას არსებით ფუნქციად, რომელიც განსაკუთრებულ ლოიალობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანის, როგორც დაოჯახებული მღვდლის სტატუსი, ბუნდოვანი იყო, ლოიალობის ვალდებულების დაცვის მოლოდინი მაინც არსებობდა ვინაიდან ეპისკოპოსმა იგი მიიჩნია, როგორც კათოლიკური რელიგიის შესაფერის წარმომადგენლად.
(ბ) მომჩივანის მიერ საკუთარი სიტუაციისთვის, როგორც დაოჯახებული მღვდლის, საჯაროობის მინიჭება – მას შემდეგ რაც მომჩივანმა არჩია საკუთარი ოჯახური გარემოებების განსაჯაროება და მიიღო გადაწყვეტილება მისი სახელის დაკავშირება მომხდარიყო აქციასთან, როემლსაც ეპისკოპოსი მიიჩნევდა პროტესტზე ორიენტირებულ შეკრებად, მომჩივანმა დაკარგა სპეციალური კავშირი, რომელიც აუციელბელი იყო მის მიერ სწავლების გასაგრძელებლად. ნებისმიერი რწმენის რელიგიის მასწავლებლის მნიშვნელობიდან გამომდინატრე სურპრიზი არ უნდა ყოფილიყო რომ ამ ქმედებას გარკვეული შედეგები მოჰყვებოდა. მასწავლებლის პირად მოსაზრებებს და იმ იდეებს შორის განსხვავება, რომელიც უნდა სასწავლო პროგრამის ნაწილი ყოფილიყო, წარმოშობდა მასწავლებლის სანდოობის კუთხით გარკვეულ პრობლემებს განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მასწავლებელი ღიად და საჯაროდ ეწეოდა კამპანიას სადაო საკითხების შესახებ. მოცემულ საქმეში პრობლემა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ მომჩივანის მოქმედება შეიძლებოდა ისე ყოფილიყო აღქმული, რომ ის საჯარო კამპანიას ახორციელებდა მისი ცხოვრების სტილის სასარგებლოდ და ეკლესიის წესებში ცვლილებების განხორციელების მიზნით, ამ წესების ღია კრიტიკით.
(გ) მომჩივანის მიერ MOCEOP-ში მისი წევრობისთვის მინიჭებული საჯაროობაა და მის მიერ გაკეთებული განცხადებები – მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ცნობილი იყო, რომ მომჩივანი იყო დაოჯახებული და ჰყავდა ხუთი შვილი, მაგარამ სადაო საკითხის განსაჯაროებამდე არ იყო ცნობილი თუ რამდენად იყო საზოგადოება ინფორმირებული მისი ორგანიზაციაში წევრობის შესახებ რომლის მიზნები არ იყო შესაბამისობაში ოფიციალური ეკლესიის დოქტრინასთან. მაგრამ კონკრეტული ფაქტი იმისა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მომჩივანი ასწავლიდა კათოლიკური ეკლესიის დოქტრინის საწინააღმდეგო მოსაზრებებს არ იყო საკმარისი იმის დასამტკიცებლად რომ ის ასრულებდა ლოიალობის ამაღლებულ ვალდებულებას. ამასთანავე, არსებობდა მცირე ეჭვი, რომ მომჩივანმა, როგორც ყოფილმა მღვდელმა და სემინარიის დირექტორმა, იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამ ვალდებულების მნიშვნელობა და არსი. უფრო მეტიც, მომჩივანის MOCEOP-ში წევრობის განსაჯაროებით და სტატიაში აღწერილი განცხადებებით გამოწვეული ცვლილებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ვინაიდან მომჩივანი ასწავლიდა მოზარდებს, რომლებიც არ იყვნენ საკმარისად ზრდასრულნი იმისათვის რომ განესხვავებინათ ინფორმაცია, რომელიც იყო ეკლესიის დოქტრინის ნაწილი და ის ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენდა მომჩივანის პირად ინტერესებს.
(დ) სახელმწიფოს, როგორც დამსაქმებლის პასუხისმგებლობა – ის ფაქტი, რომ მომჩივანი ანაზღაურებას იღებდა და დასაქმებული იყო სახელმწიფოს მიერ ვერ იქონიებს გავლენას მასზე დაკისრებული ლოიალობის ვალდებულებაზე vis-à-vis კათოლიკური ეკლესიისა ან იმ ღონისძიებებზე, რომლის გამოყენაბსაც ეს უკანასკნელი მიმართავდა მათი დარღვევის შემთხვევაში.
(ე) სანქციების სიმკაცრე – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თანამშრომელი განთავისუფლებული იყო სამსახურიდან საეკლესიო დამსაქმებლის მიერ და მის მიერ სხვა სამსახურის მოძიების შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდო იყო. განსაკუთრებით კი მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელს დომინანტური პოზიცია ეკავა დასაქმების მოცემულ სექტორში და სარგებლობდა ჩვეულებრივი კანონიდან გარკვეული გადახვევის უფლებით, ან განთავისუფლებულ თანამშრომელს ჰქონდა სპეციფიური კვალიფიკაცია, როემლიც ართულებდა, ან შეუძლებელს ხდიდა, ახალი სამსახურის მოძიებას.
ეკლესიაში მისი წარსული პასუხისმგებლობის გამო, მომჩივანმა კარგად იცოდა წესები და შესაბამისად უნდა ევარაუდა რომ მისი MOCEOP-ში წევრობით გამოწვეული საჯაროობა არ ჩაივლიდა შედეგების გარეშე კონტრაქტთან მიმართებით. უფრო მეტიც, მოცემულ საქმეში, ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება დაკისრებული მომჩივანზე არ იქნებოდა ისეთი ეფექტური, რომ დაეცვა ეკლესიის სანდოობა. ამიტომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე კონტრაქტის განახლებაზე უარი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას გადაჭარბებულ ღონისძიებად, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა გააზრებულად ჩააყენა საკუთარი თავი ისეთ სიტუაციაში რომელიც სრულად წინააღმდეგობაში მოდიოდა ეკლესიის პრინციპებთან.
(ვ) განხილვა ეროვნული სასამართლოების მიერ – მომჩივანს ჰქონდა საშუალება გაესაჩივრებინა კონტრაქტის განუახლებლობა სხვადასხვა დონეზე ქვეყნის იურსიდქციის ფარგლებში. ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს ყველა შესაბამისი ფაქტორი და მიუხედავად იმისა, რომ აღიარეს მომჩივანის გამოხატვის თავისუფლების უფლება მათ დეტალურად და სიღრმისეულად აწონეს საფრთხის ქვეშ მყოფი უფლებები იმ ფარგლებში რაც მათ კათოლიკური ეკლესიის ავტონომია ანიჭებდათ. მიღწეული დასკვნა არ იყო უსაფუძვლო. ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განახორციელა დეტალური ანალიზი ნათელი იყო ვინაიდან ორი განსხვავებული მოსაზრება თან ერთვოდა გადაწყვეტილებას, რითიც ნათელი გახდა რომ სასამართლომ საკითხი სიღრმისეულად შეისწავლა, როდესაც თავი შეიკავა მიეღო გადაწყვეტილება ეკლესიის პრინციპების არსის შესახებ. რაც შეეხება ეკლესიის ავტონომიას, არ იკვეთება, რომ ეროვნული სასამართლეობის მიერ მოცემულ საქმეზე ეკლესიის ავტონომია იქნა დარღვეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეპისკოპოსის გადაწყვეტილება არ განეახლებინა მომჩივანის კონტრაქტი ვერ იქნება მიჩნეული რომ შეიცავდა არასაკმარის დასაბუთებას, ან იყო თვითნებური გადაწყვეტილება, ან მიღებული იყო იმ მიზნით რომელიც არ ეხებოდა კათოლიკური ეკლესიის ავტონომიის უფლების გამოყენებას.
სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების ფარგლების გათვალისწინებით, მომჩივანის უფლებებში ჩარევა პატივი ეცათ მისი პირადი ცხოვრებისთვის არ იყო არაპროპორციული.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy