დოკუმენტი ხელმისაწვდომია რელიგიის თავისუფლების კვლევისა და მონიტორინგის ცენტრის () მხარდაჭერით. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was made available with th support of Religious Freedom Research and Monitoring Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №.148
იანვარი 2012
ფეთი დემირთაში თურქეთის წინააღმდეგ - 5260/07
გადაწყვეტილება 17.1.2012 [II სექცია]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
არასათანადო მოპყრობა კეთლსინდისიერი უარის განმცხადებელი პირის, იეჰოვას მოწმის მიმართ, სამხედრო ციხეში, ჯარში მსახურებაზე მისი უარის საფუძველზე: დარღვევა.
ფაქტები - მოსარჩელე არის იეჰოვას მოწმე. 2005 წელს მან ბიბლიური მოძღვრების საფუძველზე, უარი თქვა, მოეხადა სამხედრო სამსახური და ის გაწვეულ იქნა იძულებით. მოსარჩელე შეუერთდა საკუთარ სამხედრო ნაწილს, მაგრამ მან უარი თქვა სამხედრო უნიფორმის ტარებაზე. შედეგად, ცხრა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მის წინააღმდეგ, საჰაერო ძალების სარდლობის ტრიბუნალის წინაშე, რომელიც შედგებოდა ორი სამხედრო მოსამართლისა და ერთი ოფიცერისგან. ტრიბუნალმა განმცხადებელს მიუსაჯა რამდენიმე საპატიმრო სასჯელი, ერთიდან ექვსი თვემდე ვადით. საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ის რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული და მოთავსებული წინასწარი პატიმრობის სამხედრო ციხეში, სადაც იგი განიცდიდა არასათანადო მოპყრობას და მუქარას ციხის თანამშრომლების მხრიდან. საბოლოოდ იგი იქნა დემობილიზებული და გაგზავნეს სახლში.
კანონი – მუხლი 3: 2008 წლის სექტემბერში სამხედრო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ მოცემული დროისთვის - 2006 წლის 5 - 12 აპრილს - როდესაც მოსარჩელე იმყოფებოდა ციხეში, მას აიძულეს, გაეხადა ტანსაცმელი და ეტარებინა სამხედრო უნიფორმა, იგი რამდენჯერმე მიაბეს საწოლს ან სკამს და ხდებოდა მისი დაშინება და ცემა. ტრიბუნალის აზრით, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ არასათანადო მოპყრობას. სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, გადაუხვიოს გამოტანილ დასკვნებს. მოპყრობა, რომელიც ხორციელდებოდა მოსარჩელის მიმართ, მისი სამხედრო სამსახურის განმავლობაში, იყო იმგვარი, რომ გამოეწვია შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების გრძნობები, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი დამცირება და შეურაცხყოფა და შესაძლოა, მისი ფიზიკური და მორალური ამტანობის გატეხვა. ეს მით უფრო შეესაბამება სიმართლეს, რადგან მოსარჩელის მიმართ ასევე განხორციელდა სხვადასხვა სანქციები და გაერთიანებული ხასიათის სასჯელებს ჰქონდა მისი ინტელექტუალური თვითმყოფადობის ჩახშობის ეფექტი. ამ გარემოებებში, სრულად ვხედავთ და სერიოზულობას ვანიჭებთ მოსარჩელის მიმართ მოპყრობის მანერას, რამაც გამოიწვია მწვავე ტკივილები და ტანჯვა, რომელიც გასცდა ჩვეულებრივ დამცირებას, რომელიც თან ახლავს სისხლის სამართლებრივ მსჯავრს ან დაკავებას. მოპყრობა, რომელიც განხორციელდა მოსარჩელის მიმართ, მის მიერ სამხედრო სამსახურზე გაცხადებული უარის გამო, იყო არაადამიანური და დამამცირებელი.
დასკვნა: დარღვევა (ერთსულოვნად).
მუხლი 9: მოსარჩელის, იეჰოვას მოწმის უარი, ემსახურა შეიარაღებულ ძალებში, მოტივირებული იყო ნამდვილად რელიგიური რწმენით, რაც წარმოადგენდა სერიოზულ და გადაულახავ კონფლიქტს საკუთარ ვალდებულებასთან, მოეხადა სამხედრო სამსახური. ეს იყო ჩარევა მოსარჩელის უფლებაში, გამოეხატა მისი რელიგია ან რწმენა, გამომდინარე მის მიმართ გამოტანილი მრავალი სისხლის სამართლებრივი მსჯავრისა და შეუძლებლობისგან, შეთავაზებოდა მას ნებისმიერი სახის ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. აშკარა იყო, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა თურქეთში არ იცავდა სამართლიან ბალანსს მთელი საზოგადოებისა და კეთილსინდისიერი უარის განმცხადებელთა ინტერესებს შორის. შესაბამისად, სასჯელები, რომლებიც დაეკისრა მოსარჩელეს, იმ პირობებში, როდესაც არ განხორციელდა შესაძებლობები მისი სინდისისა და რწმენის მოთხოვნების შესაბამისად, არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ ზომად. დაბოლოს, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იქნა დემობილიზებული, არაფერს ცვლის ზემოთ გამოტანილ დასკვნებში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეექმნა შემდგომი დევნის რისკი (თეორიულად, მას შეიძლება შეხებოდა საქმის წარმოება მთელი მისი დანარჩენი ცხოვრების მანძლზე), იგი დემობილიზებულ იქნა მხოლოდ იმის გამო, რომ სამხედრო სამსახურში დაემართა ფსიქოლოგიური აშლილობა. ამან კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინა გასაჩივრებული ჩარევის სერიოზულობა.
დასკვნა: დარღვევა (ერთსულოვნად).
მუხლი 6 § 1: თურქულ სისხლის სამართალში, პიროვნება შეიარაღებული ძალების წევრად ითვლება, იმ მომენტიდან, როდესაც ის უერთდება მის სამხედრო ნაწილს. თუმცა, მოსარჩელე ძალდატანებით იქნა გაწვეული და გაწვევის პროცესში მას არ ჰქონდა მიღებული სამხედრო სტატუსი. გასაგები იყო, რომ როგორც კეთილსინდისიერი უარის განმცხადებელს, რომელიც გასამართლდა წმინდა სამხედრო ხასიათის დანაშაულისათვის, ტრიბუნალის წინაშე, რომელიც შედგებოდა მხოლოდ სამხედრო ოფიცრებისგან, მოსარჩელე უნდა შეშფოთებულიყო, რადგან მას ასამართლებდნენ მოსამართლეები, რომლებიც ეკუთვნოდნენ შეიარაღებულ ძალებს და შეიძლებოდა მათი გათანაბრება საქმის ერთ მხარესთან. შედეგად, კანონიერი საფუძველი ჰქონდა მის შიშს, რომ საჰაერო ძალების სარდლობის ტრიბუნალი საკუთარ თავს მისცემდა უფლებას, არაკანონიერად გაეთვალისწინებინა ცალმხრივი მოსაზრებები. მოსარჩელის ეჭვებზე ტრიბუნალის დამოუკიდებლობასა და მოუკერძოებლობასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ობიექტურად გამართლებულია.
დასკვნა: დარღვევა (ერთსულოვნად).
მუხლი 41: 15.000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
(იხ. ასევე: Ülke v. Turkey, no. 39437/98, 2006 წლის 24 იანვარი; Erçep v. Turkey, no. 43965/04, 2011 წლის 22 ნოემბერი, საინფორმაციო ბიულეტენი no. 146; და Bayatyan v. Armenia [GC], no. 23459/03, 2011 წლის 7 ივლისი, საინფორმაციო ბიულეტენი no. 143)
Full & Egal Universal Law Academy