© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #98
ივნისი, 2007
ფოლგერო (Folgerø) და სხვები ნორვეგიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 15472/02
გადაწყვეტილება 29.6.2007 [დპ]
1-ელი დამატებით ოქმის მე-2 მუხლი
განათლების უფლება
სახელმწიფო დაწყებით სკოლებში ქრისტიანობის, რელიგიისა და ფილოსოფიის ინსტრუქტაჟისგან სრულ გათავისუფლებაზე უარი: დარღვევა
მე-9 მუხლი
მუხლი 9.1
სინდისის თავისუფლება
რწმენის თავისუფლება
აზრის თავისუფლება
სახელმწიფო დაწყებით სკოლებში ქრისტიანობის, რელიგიისა და ფილოსოფიის ინსტრუქტაჟისგან სრულ გათავისუფლებაზე უარი: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებლებს (ყველა ნორვეგიის ჰუმანისტთა ასოციაციის წევრია) სადავო დროისთვის შვილები ყავდათ დაწყებით სკოლაში. 1997 წელს დაწყებითი სკოლების სასწავლო პროგრამა შეიცვალა შემდეგნაირად: ორი დამოუკიდებელი საგანი - ქრისტიანობა და ფილოსოფია - ჩანაცვლდა ერთი საგანით, სახელწოდებით KRL, რომელიც მოიცავდა ქრისტიანობას, რელიგიას და ფილოსოფიას. ეს საგანო მოიცავდა ბიბლიას და ქრისტიანობას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ფორმას და ევანგელისტურ ლუთერანულ მრწამსს (ოფიციალური სახელმწიფო რელიგია ნორვეგიაში, რომლის მიმდევარია მოსახლეობის 86%); სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებს; მსოფლიოს სხვა რელიგიებს და ფილოსოფიებს; ეთიკას და ფილოსოფიას. წინამორბედი სისტემით მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოეთხოვათ მათი შვილების გათავისუფლება ქრისტიანობის გაკვეთილებისგან. თუმცა 1998 წლის განათლების კანონით შესაძლებელი იყო მოსწავლის გათავისუფლება KRL-ის იმ ნაწილებისგან, რომლებსაც მშობლები მიიჩნევდნენ სხვა რელიგიის ან ცხოვრებისეული ფილოსოფიის მიმდევრობად საკუთარი რელიგიისა და ცხოვრების ფილოსოფიის გადმოსახედიდან. განმცხადებლებმა და სხვა მშობლებმა წარუმატებლად სცადეს თავიანთი შვილების გათავისუფლება KRL-ის სრული კურსისგან.
2006 წლის მაისში პალატამ, რომელიც იხილავდა ამ საქმეს საკუთარი იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ.
კანონმდებლობა: კონვენციის მე-9 და 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან მიმართებით მშობლების საჩივარი ექცევა აღნიშნული ნორმების მოქმედების სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხება განათლების სფეროს.
KRL-ის ინიცირების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ქრისტიანობის, სხვა რელიგიებისა და ფილოსოფიების ერთობლივად სწავლებით შესაძლებელი გახდებოდა ღია და ინკლუზიური სასკოლო გარემოს შექმნა. ეს განზრახვა აშკარა შესაბამისობაში იყო 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლში ასახულ პლურალიზმისა და ობიექტურობის პრინციპებთან.
1998 წლის განათლების კანონის შესაბამისი ნორმებით აქცენტი კეთდებოდა ცოდნის გადაცემაზე არა მხოლოდ ქრისტიანობის შესახებ, არამედ ასევე მსოფლიოს სხვა რელიგიებისა და ფილოსოფიების შესახებ. მთავარი მიზანი იყო სექტანტობის თავიდან აცილება და კულტურათშორისი დიალოგის და გარკვეულობის მხარდაჭერა მოსწავლეთა ერთად შეკრებით ერთი საერთო საგანის ფარგლებში, ნაცვლად იმისა, რომ არსებულიყო რომელიმე საგნისგან სრულად გათავისუფლების საშუალება, რაც გამოიწვევდა მოსწავლეების ქვე-ჯგუფებად დაყოფას საკითხების მიხედვით.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ქრისტიანობას ამ საგანის პროგრამის ბევრად დიდი ნაწილი ეთმობოდა ვიდრე სხვა რელიგიებსა და ფილოსოფიებს, ვერ წამოჭრის საკითხს 1-ელი დამატებით ოქმის მე-2 მუხლის ფარგლებში. ნორვეგიის ეროვნულ ისტორიასა და ტრადიციებში ქრისტიანობის როლის გათვალისწინებით, ეს განხილული უნდა იყოს როგორც სასკოლო პროგრამის დაგეგმვა და განსაზღვრა სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებში.
თუმცა, ისიც ნათელი იყო, რომ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქრისტიანობას, კერძოდ კი 1998 წლის განათლების კანონის ე.წ. „ქრისტიანული ობიექტის ნორმაზე“ დაყრდნობით, რომლის თანახმადაც დაწყებითი და პირველადი საშუალო განათლება, ოჯახთან შეთანხმებითა და თანამშრომლობით, სხვა მიზნებთან ერთად, უნდა ემსახურებოდეს მოსწავლეების ქრისტიანულ და მორალურ აღზრდას. აქცენტების განსხვავება ასევე აისახებოდა კანონმდებლობაში. უფრო მეტიც, საგანის პროგრამაში ასახული საკითხების უმრავლესობა მხოლოდ ქრისტიანობას ეხებოდა, ხოლო დანარჩენი საკითხები იყოფოდა სხვა რელიგიებსა და ფილოსოფიებზე.
ქრისტიანობის ობიექტის ნორმასთან ერთობლიობაში 1998 წლის განათლების კანონში და საკანონმდებლო სისტემის განსმზაღვრელ სხვა ტექსტებში ასახული KRL-ის შინაარსი და მიზნები აშკარას ხდიდა, რომ სხვა რელიგიებისა და ფილოსოფიების სწავლებასთან შედარებით ქრისტიანობის სწავლების განსხვავებულობები იყო არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივიც. ამ განსხვავებების გათვალისწინებით არ იყო ნათელი, რამდენად იყო შესაძლებელი ურთიერთგაგების, პატივისცემის და სხვადასხვა რწმენისა და სინდისის მქონე ადამიანებს შორის დიალოგის შენარჩუნების მიზნების სათანადოდ მიღწევა.
სასამართლომ ასევე განიხილა, მშობლებისთვის KRL-ისგან ნაწილობრივი გათავისუფლების უფლების მინიჭებით შესაძლებელი იქნებოდა თუ არა გამოვლენილი დისბალანსის დაძლევა. მან პირველ ყოვლისა აღნიშნა, რომ ნაწილობრივი გათავისუფლების შესაძლებლობის პრაქტიკულ განხორციელებას მოყვებოდა მნიშვნელოვანი პრობლემები. მშობლებს უნდა მიწოდებოდათ დეტალური სასწავლო გეგმა, რათა წინასწარ მოეხდინათ იმ ნაწილების იდენტიფიცირება, რომლებიც მათ სინდისთან და რწმენასთან შეუთავსებელი იქნებოდა. მშობლებისთვის რთული იქნებოდა მუდმივად ინფორმირებული ყოფილიყვნენ გაკვეთილებზე სწავლების შინაარსის შესახებ და გამოერჩიათ მათთვის მიუღებელი ნაწილები, მითუმეტეს მაშინ, როცა ისწავლებოდა ზოგადი ქრისტიანობა, როგორც KRL-ის პრობლემური ნაწილი.
მეორეც, გარდა იმ უწყებებისა, სადაც გამონაკლისების მოთხოვნა ეხება აშკარად რელიგიურ საქმიანობას (რაიმე კონრეტული საფუძველი არ მოითხოვება), ნაწილობრივი გათავისუფლების მიღების აუცილებელი პირობა იყო მშობლის მიერ საკუთარი მოთხოვნის გონივრული დასაბუთება. ინფორმაცია პირადი რელიგიური და ფილოსოფიური რწმენის შესახებ პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ასპექტებს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს არ ევალებოდათ გაემხილათ თავიანთი რწმენა და სკოლის ხელმძღვანელთა ყურადღება მიპყრობილი იყო მშობელთა პირადი ცხოვრების პატივისცემის დაცვისთვის ყველა ზომის მიღების აუცილებლობაზე, არსებობდა რისკი, რომ მშობლებს შეიძლება ეგრძნოთ იძულება, საკუთარი რელიგიური და ფილოსოფიური რწმენის ინტიმური ასპექტების სკოლის ხელმძღვანელობისთვის გამხელასთან დაკავშირებით.
მესამე ფაქტორი, ნაწილობრივი გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ მშობლის შეტყობინების შემთხვევაში, სკოლას მშობლებთან თანამშრომლობით უნდა გამოეყენებია მოქნილი მიდგომა, მშობლების რელიგიური და ფილოსოფიური კუთვნილების და განსახილველი აქტივობის ბუნების მიხედვით. შესაბამისად, მთელი რიგი აქტივობებში, მაგალითად ლოცვაში, ჰიმნების სიმღერაში, საეკლესიო მსახურებაში და სასკოლო თამაშებში ჩართულობა მონაწილეობით შეიძლება ჩანაცვლებულიყო დასწრების გზით დაკვირვებით, ამის მთელი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ გათავისუფლება უნდა შეხებოდა აქტივობას, როგორც ასეთს, და არა ცოდნას, რომელიც გადაეცემოდა აქტივობით. თუმცა, სასამართლოს აზრით, აქტივობასა და ცოდნას შორის ამ განსხვავებამ, არა მხოლოდ გაართულა პრაქტიკაში განხორციელება, არამედ ასევე სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა ნაწილობრივ გათავისუფლებაზე უფლების ეფექტიანობას. გარდა ამისა, წმინდა პრაქტიკულ დონეზე, მშობლებს შესაძლოა არასწორი აღქმა ქონდეთ მასწავლებლებისთვის ასეთი დიფერენცირებული სწავლების დამატებითი ვალდებულების მოთხოვინის შესახებ.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ნაწილობრივი გათავისუფლების სისტემა განსახილველ მშობლებს აკისრებდა მძიმე ტვირთს, საკუთარი პირადი ცხოვრების დემონსტრირების შეუსაბამო რისკს და პოტენციურ კონფლიქტს შეეძლო საფრთხე შეექმნა ასეთი მოთხოვნების წარდგენაზე. გარკვეულ ინსტანციებში, განსაკუთრებით რელიგიური ხასიათის აქტივობებთან მიმართებით, ნაწილობრივი გათავისუფლების ფარგლები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს დიფერენცირებული სწავლების ცნებით. ეს ვერ ჩაითვლება კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების ჭრილში განმარტებული 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მიზნებისთვის მშობლის სინდისის პატივისცემის უფლებასთან შესაბამისად. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მითითებული შესაძლებლობა მშობლებისთვის საკუთარი შვილებს განათლება კერძო სკოლებში მისცენ, ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისგან, დაიცვას პლურალიზმი საჯარო სკოლებში, რომლებიც ღიაა ყველასთვის.
აღნიშნული გარემოებების ფონზე, დაწყებით და პირველად საშუალო სკოლებში KRL-ის ინიცირებასთან დაკავშირებით მრავალი ხმამაღალი საკანონმდებლო მიზნის მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ სათანადოდ იზრუნა იმაზე, რომ სასწავლო პროგრამაში ასახული ინფორმაცია 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მიზნებისთვის მოცემული ყოფილიყო ობიექტური, კრიტიკული და პლურალისტული მიდგომით.
დადგენილება: დარღვევა (ცხრა ხმა რვის წინააღმდეგ)
41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა თავისთავად უტოლდება სამართლიან დაკმაყოფილებას განმცხადებლების მიერ გაცხადებული არამატერიალური ზიანისთვის.
სხვა დეტალებისთვის იხილეთ პრეს-რელიზი #464.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy