© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
აპრილი 2012
ფრანცესკო სესსა იტალიის წინააღმდეგ - 28790/08
გადაწყვეტილება 3.4.2012 [II სექცია]
მუხლი 9
მუხლი 9-1
რელიგიის თავისუფლება
უარი სხდომის გადადებაზე, რომელიც დანიშნული იყო ებრაულ დღესასწაულზე: არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, რომელიც ებრაელია და ადვოკატია პროფესიით, წარმოადგენდა მომჩივანს საგამოძიებო მოსამართლის წინაშე მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით განხილვის დროს. რადგან მოსამართლეს არ მიეცა საშუალება განეხილა საქმე, მისმა შემცვლელმა კითხა მხარეებს აერჩიათ ორი თარიღიდან ერთ ერთი გადადებული პროცესის წარსამართად – ან 13 ან 18 ოქტომბერი 2005 წლის – საგამოძოებო მოსამართლის მიერ ადრე დადგენილი განრიგის შესაბამისად. მომჩივანმა წარადგინა რომ ორივე თარიღი ექცეოდა ებრაულ დღესასწაულებში (iom kippur და sukkot, შესაბამისად) და შესაბამისად მისი რელიგიური ვალდებულებები ხელს შეუძლიდა მას დასწრებოდა განხილვას. მოსამართლემ სხდომა ჩანიშნა 2005 წლის 13 ოქტომბერს. მომჩივანმა წარადგინა საჩივარი საგამოძოებო მოსამართლესთან განხილვის გადასადებად და აგრეთვე წარადგინა სისხლის სამართლის საჩივარი მოსამართლის წინააღმდეგ. საჩივარი უარყოფილ იქნა. მომჩივანის სისხლის სამართლის საჩივარი უარყოფილ იქნა 2008 წელს იმის გამო, რომ არ იყო რაიმე მტკიცებულება საქმეში რომელიც მიუთითება განზრახვაზე მისი ებრაული რწმენის თავისუფალი გამოხატვის შეშლასთან დაკავშირებით ან მისი რელიგიური გრძნობების საფუძველზე ღირსების შელახვაზე.
კანონი – მუხლი 9: საგამოძიებო მოსამართლემ გადაწყვიტა არ დაეშვა მომჩივანის მოთხოვნა პროცესის გადადებაზე და მისი გადაწყვეტილება დააფუძნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებებზე, რომლების მიხედვითაც მტკიცებულებების დაუყოვნებლივ წარმოდგენის სხდომის გადადება დასაბუთებული იყო მხოლოდ მაშინ როდესაც პროკურორი ან ბრალდებულის ადვოკატი არ ესწრებოდა (მომჩივანის ადვოკატის დასწრება არ იყო აუცილებელი). სასამართლო ვერ დარწმუნდა რომ განხილვის დღის დანიშვნა იმ თარიღზე რომელიც ემთხვევოდა ებრაულ დღესასწაულს და მისი სხვა თარიღზე გადადებაზე უარის თქმა წარმოადგენდა მომჩივანის უფლებას თავისუფლად გამოეხატა მისი რწმენა. უპირველეყოვლისა, მხარეებს შორის არ გამხდარა სადაო რომ განმცხადებელს ქონდა საშუალება შეესრულებინა მისი რელიგიური ვალდებულებები. მეტიც, მომჩივანს, რომელსაც უნდა ქონოდა მოლოდინი რომ მისი მოთხოვნა სხდომის გადადებაზე უარყოფილი იქნებოდა ძალაში არსებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, შეეძლო უზრუნველეყო რომ ის შეცვლილიყო მოცემულ სხდომაზე სხვის მიერ, რათა უზრუნველყოფილიყო მისი პროცესიული ვალდებულებების შესრულება. მან ვერ აჩვენა რომ რაიმე ზეწოლა განხორციელდა მასზე რათა მას შეეცვალა მისი რელიგიური რწმენები ან შეეზღუდა მისთვის მისი რელიგიის ან რწმენების გამოხატვა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ მიიჩნეოდა რომ ადგილი ქონდა მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული მომჩივანის უფლებაში ჩარევას, მოცემული ჩარევა, რაც გათვალისწინებული იყო კანონით, დასაბუთებული იყო სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საფუძველზე – და კერძოდ, მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების საჯარო ინტერესით – და იმ პრინციპით რომ საქმეები უნდა იქნეს განხილული გონივრულ ვადაში. მოცემულმა ჩარევამ გაითვალისწინა გონივრული კავშირი პროპორციულობის გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის.
დასკვნა: ადგილი აქ ქონია დარღვევას (ოთხი ხმა სამის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy