© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #126
2009 წლის იანვარი
ფრასიკი პოლონეთის წინააღმდეგ - 22933/02
გადაწყვეტილება 5.1.2010 (IV სექცია)
მუხლი 12
ქორწინება
უარი პატიმრისთვის ციხეში დაქორწინების ნებართვაზე: დარღვევა
ფაქტები: 2000 წლის სექტემბერში მომჩივანი დაპატიმრებული იყო ქალის მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე სადაც ის აღნიშნავდა რომ მამაკაცმა ის გააუპატიურა და სცემა. მათ ჰქონდათ ურთიერთობა დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც რამოდენიმე თვის წინ დასრულდა. 2000 წლის დეკემბერის შემდეგ მათ რამდენჯერმე მიმართეს პროკურორს თხოვნით მომჩივანის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მათი დაქორწინების მიზნით მაგარმ ეს მოთხოვნები არ იყო წარმატებული. სასამართლო პროცესის გახსნისას დაზარალებულმა სასამართლოს თხოვნით მიმართა არ დაეკითხათ იგი მოწმედ მომჩივანის წინააღმდეგ. 2001 წელს სასამართლომ უარი უთხრა მომჩივანს თხოვნაზე ციხეში დაქორწინების თაობაზე ვინაიდან დაზარალებულს სურდა ქორწინების გამოყენება იმისათვის რომ არ მიეცა ჩვენება მომჩივანის წინააღმდეგ. ამვე დროს მოსამართლემ აღნიშნა რომ დაკავების ადგილი არ წარმოადგენდა ქორწინებისთვის შესაფერის ადგილს და წყვილის მიზნების გულწრფელობა ეჭვს იწვევდა ვინაიდან მათ არ “გააოფიციალურეს თავიანთი ურთიერთობა” ადრე. ბოლოს მომჩივანს მიესაჯა პატიმრობის ვადა გაუპატიურებისა და ცემისთვის. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ეს გადაწყვეტილება. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა ინტერ ალია რომ მომჩივანის ციხეში დაქროწინების თხოვნაზე უარი აშკარად არღვევს კონვენციის მე-12-ე მუხლს.
კანონი – მუხლი 12: სასამართლომ მიიჩნია რომ ეროვნულ სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ეჭვის ქვეშ დაეყენებინა მხარეების ურთიერთობის ხარისხი და ეს ურთიერთობები იყო თუ არა ისეთი ხასიათის რაც ამართლებდა მათ გადაწყვეტილებას დაქორწინების თაობაზე და იყო თუ არა შერჩეული დრო და ადგილი შესაფერისი ქორწინებისთვის. პარტნიორის არჩევა და ქორწინების გადაწყვეტილება, იქნება ეს თავისუფლებაზე თუ დაკავებისას, წარმოადგენს პირად და კერძო საკითხს. მე-12-ე მუხლის ფარგლებში უწყების როლს წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა რომ ქორწინების უფლება განხორციელებულიყო “ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში” (რომელიც უნდა იყოს შესაბამისი კონვენციასთან) მაგრამ მათ არ აქვთ უფლება ჩაერიონ პატიმრობაში მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებასთან შექმნას ოჯახი მის რჩეულ პირთან. საჭირო იყო პრაქტიკული ასპექტის გადაწყვეტა და არა იმის რამდენად გონივრული იყო პატიმრის დაქორწინების სურვილი. ამის გარდა, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება შეზღუდონ დაქორწინების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა თუ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ციხის უსაფრთხოება, დანაშაულის და არეულობის პრევენცია. მოცემულ საქმეში სასამართლომ დაადგინა რომ ქორწინება იქონიებდა უარყოფით გავლენას მომჩივანის მიმართ მტკიცებულების წარდგენის პროცესში და ამით გაამართლა მისი ქორწინების უფლების შეზღუდვა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პროცესში. აკრძალვას კი სამართლებრივი საფუძვლები არ ჰქონია ვინაიდან პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით ფაქტი იმისა რომ ერთ-ერთი მომავალი მეუღლე არის ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეში და მეორე მსხვერპლი არ წარმოადგენს სამართლებრივ ან ფაქტობრივ დაბრკოლებას საქორწინო ურთიერთობის გაფორმებისთვის. თუ მომჩივანი არ იქნებოდა პატიმრობაში არ იარსებებდა არანაირი მექანიზმი მისი დაქორწინების უფლების შეზღუდვის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. არც მისი გრძნობების გულწრფელობაში შეეპარებოდა ეჭვი სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელ ორგანოებს ურთიერთობის რეგისტრაციისას. სასამართლომ სრულად დაუჭირა მხარი უზენაესი სასამართლოს შეფასებას რომ მომჩივანის ქორწინების უფლებაში ჩარევა იყო არამართზომიერი და თვითნებური. სასამართლომ არ მიიღო სახელმწიფოს არგუმენტი რომ მომჩივანმა შეინარჩუნა შესაძლებლობა დაზარალებულზე დაქორწინებულიყო მომავალში და რომ ამან შესაძლოა შეამსუბუქოს აკრძალვის შედეგები. მე-12-ე მუხლის ფარგლებში არ შეიძლება განხილულ იქნას სხვა შეზღუდვები დაწესებული ქორწინების უფლების გამოყენებაზე მაგალითად როგორიცაა სრულწლოვნების ასაკის მიღწევა ან სხვა ეროვნული კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვები. პოლონეთის კანონმდებლობამ სრული დისკრეცია მიანიჭა შესაბამის სახელწმიფო ორგანოებს პატიმრის ქორწინების მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. ეროვნულ კანონმდებლობაში არ იყო დებულება რომელიც დაარეგულირებდა პატიმრობისას ქორწინებას მაგრამ სასამართლოს აზრით მე-12-ე მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს ცალკე კანონის ან წესების მიღებას პატიმართა ქორწინების თაობაზე ვინაიდან პატიმრობა არ წარმოადგენს სამართლებრივ წინაღობას ქორწინებისას. სამართლებრივ სტატუსში განსხვავება იმ პირებთან დაკავშირებით რომლებიც იმყოფებიან პატიმრობაში და რომლებიც თავისუფლებაზე ქორწინებასთან მიმართებით არ არსებობდა. მომჩივანის საქმეში კონვენციის დარღვევა გამოწვეული იყო არა პატირმობაში ყოფნისას ქორწინების დეტალური წესების არ არსებობით არამედ ეროვნული მოსამართლის მიერ მისი დისკრეციის გამოყენებისას გამოვლენილი შეზღუდვით და მისი უუნარობით დაეცვა სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ ინტერესებს შორის ისე როგორც ეს კონვენციის შესაბამისი იქნებოდა. გამოყენებულმა ღონისძიებამ დააზიანა მომჩივანის ქორწინების უფლების არსი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 13: სახელმწიფომ აღიარა რომ არ არსებობდა პროცედურა რომლის მიხედვითაც მომჩივანი შეძლებდა იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას რომელმაც მას შეუზღუდა პატიმრობაში ქორწინების უფლება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
სასამართლომ ასევე დაადგინა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა
მუხლი 41: 5000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy