© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #131
2010 წლის ივნისი
გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ 22978/05
გადაწყვეტილება 1.6.2010 [Gჩ]
მუხლი 34
დაზარალებული
ეროვნული უწყებების მიერ არაადამიანური მოპყრობის აღიარება კომპენსაციის გარეშე ან დამნაშავის ადექვატური დასჯა: მსხვერპლის სტატუსის შენარჩუნება
მუხლი 3
არაადმიანური მოპყრობა
ფიზიკური ზეწოლის მუქარა პოლიციის ოფიცრის მხრიდან დაკარგული ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით: დარღვევა
მუხლი 6
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6-1
საქმის სამართლიანი მოსმენა
სასამართლო პროცესზე იმ მტკიცებულების გამოყენება რომელიც მოპოვებულია ძალდატანებით: არ არის დარღვევა
ფაქტები – 2002 წელს მომჩივანმა დახრჩობით მოკლა თერთმეტი წლის ბიჭი და მისი გვამი ტბასთან გადამალა. იგი ამავე დროს ითხოვდა გამოსასყიდ თანხას ბიჭის მშობლებისგან და თანხის მიღებიდან მოკლე დროში დააკავეს. ის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში სადაც დაკითხეს მსხვერპლის ადგილმდებარეობის შესახებ. მეორე დღეს პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ უბრძანა ერთერთ მის დაქვემდებარებაში არსებულ ოფიცერს დამუქრებოდა მომჩივანს ფიზიკური ტკივის მიყენებით და თუ საჭირო იქნებოდა განეხორციელებინა მასზე ფიზიკური ზემოქმედება იმისათვის რომ გაეგო ბიჭის ადგილსამყოფელი. ამ მითითებების შესაბამისად ოფიცერი დაემუქრა მომჩივანს ფიზიკური ტკივილის მიყენებით იმ პირის მიერ ვისაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, იმის შიშით რომ ის გახდებოდა მსგავსი მოპყრობის ობიექტი მომჩივანმა გაამჟღავნა თუ სად გადამალა მსხვერპლის გვამი. ამის შემდეგ ის პოლიციის ოფიცრებმა წაიყვანეს მითითებულ ადგილას, სადაც მათ ნახეს გვამი და სხვა მტკიცებულებები მომჩივანის წინააღმდეგ, როგორიცაა მისი მანქანის საბურავის კვალი. სისხლის სამართლის წარმოებისას, რეგიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გამოძიების პროცესში მის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება ვერ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად ვინაიდან ისინი მოპოვებული იყო ძალდატანებით რაც ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-3-ე მუხლს. სასამართლო პროცესზე მომჩივანმა აღიარა მკვლელობა. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება ამ აღიარებას და სხვა მტკიცებულებებს, ამავე დროს იმ მტკიცებულებას, რომელიც მიღებული იყო მომჩივანისგან გამოძიების პროცესში. შედეგად მომჩივანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და მისი აპელაციები არ იყო განხილული. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ იძულებით აღიარებითი ჩვენების მიცემა წარმოადგენდა დაკითხვის აკრძალულ მეთოდს როგორც ეროვნული კანონმდებლობით ისე კონვენციით. 2004 წელს ორი პოლიციის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობას იღებდა მომჩივანზე მუქარის განხორციელბაში დამნაშავედ სცნეს იძულებასა და იძულების წაქეზებაში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და განესაზღვრათ ჯარიმა ერთს 60 ევროთი სამსახურებრივი უფლებამსილებიდან 60 დღით ჩამოცილებისთვის და მეორეს 90 ევრო 120 დღით ჩამოცილებისთვის შესაბამისად. 2005 წელს მომჩივანმა მოითხოვა იურიდიული დახმარება იმისათვის რომ დაეწყო სამართალწარმოება სახელწმიფო უწყებების წინააღმდეგ კომპენსაციის მისაღებად პოლიციის მიერ გამოყენებულმა საგამოძიებო მეთოდების შედეგად მიღებული ტრამვის გამო. სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე მაგრამ ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამრთლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება 2008 წელს. მაშინ როდესაც ევროპის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ამ საქმეზე რაიონული სასამართლო ჯერ კიდევ საქმის განხილვის პროცესში იყო.
კანონი – მუხლი 34: ეროვნულმა უწყებებმა ცნეს კონვენციის დარღვევა როგორც მომჩივანის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართალწარმოებაში ისე პოლიციის ოფიცერთა დასჯაში. მიუხედავად ამისა, საჭირო იყო იმის დადგენა უზრუნველყვეს თუ არა მათ მომჩივანისთვის სწორი და შესაბამისი გამოსწორების საშუალება იმ დარღვევებისთვის რაც მან განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართალწარმოება პოლიციელების მიმართ, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით ორი წელი და სამი თვე, იყო საკმარისად სწრაფი და მყისიერი, პოლიციის ოფიცრებს მიესაჯათ ძალიან მცირე ჯარიმა ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს სხვადასხვა შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენის სასწრაფო საჭიროება. მაშინ როდესაც მომჩივანის საქმის შედარება სხვა საქმეებთან სადაც ასევე ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან თვითნებურ ქმედებას რთული იქნება, მხოლოდ სიმბოლური ჯარიმის დაკისრება ვერ ჩაითვლება მე-3-ე მუხლის დარღვევაზე ადექვატურ პასუხად. სასჯელს, რომელიც აშკარად არათანაზომიერია კონვენციის ერთ-ერთი არსებითი უფლების დარღვევის ვერ ექნება საჭირო შემაკავებელი ეფექტი რომელიც აღმოფხვრის მომავალში რთულ სიტუაციებში ამ უფლების დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პოლიციის ოფიცერი გადაყვანილ იქნა თავიდანვე თანამდებობაზე რომელსაც აღარ ჰქონდა პირდაპირი კაშირი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებასთან, მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი დაინიშნა საკუთარი განყოფილების უფროსად რამაც სერიოზული ეჭვები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ადექვატური იყო ეროვნული უწყების რეაგირება მე-3-ე მუხლის დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე. ბოლოს, რაც შეეხება კომპენსაციასთან დაკავშირებულ წარმოებას, მომჩივანის იურიდიული დახმარების მოთხოვნა სამი წლის შემდეგაც კი განუხილველი იყო. შესაბამისად არ ჩატარებულა მოსმენა და არც გადაწყვეტილება ყოფილა მისი სარჩელის არსებით მხარეზე. ასეთ ვითარებაში, ეროვნული სასამართლოების უუნარობა გადაწყვეტილება მიეღოთ მომჩივანის მიერ მოთხოვნილ კომპენსაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სისწრაფით, ეჭვის ქვეშ აყენებს ამ პროცედურების ეფექტურობას. დასკვნის სახით, სასამართლომ დაადგინა რომ ეროვნული უწყებების მიერ განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებები არ შეესაბამება სრულად გამოსწორების მოთხოვნებს სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით და ამის შედეგად მომჩივანს შეუძლია განაცხადოს რომ ის არის მსხვერპლი მისი კონვენციით განსაზღვრული უფლების შელახვის.
დასკვნა: მსხვერპლის სტაუსის შენარჩუნება (თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ)
მუხლი 3: მხარეები არ დაობენ იმაზე რომ მომჩივანზე განხორციელდა მუქარა პოლიციის ოფიცრის მხრიდან აუტანელი ტკივილის მიყენებით სპეციალურად ამაში განსწავლული პირის მიერ იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყოდა მსხვერპლის ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე. ვინაიდან ხელმძღვანელის მოადგილემ რამდენჯერმე უბრძანა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს მუქარა განეხორციელებინათ მომჩივანზე და საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ ძალა მის მიმართ, მისი ბრძანება ვერ იქნება განხილული როგორც სპონტანური ქმედება არამედ ეს იყო დაგეგმილი და განსაზღვრული ქმედება. ცუდათ მოპყრობის მუქარის ქვეშ დაკითხვა გაგრძელდა დაახლოებით ათი წუთი ძალიან დაძაბულ და ემოციურ სიტუაციაში როდესაც ოფიცრებს სჯეროდათ რომ მსხვერპლის სიცოცხლის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. მომჩივანს ხელებზე ედო ბორკილები და იმყოფებოდა მოწყვლად მდგომარეობაში, და მასზე განხორციელებული მუქარა იწვევდა მასში საკმარის შიშს, ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას. მიუხედავად პოლიციის ოფიცერთა მოტივაციისა, სასამართლომ დაადგინა რომ წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ვერ იქნებოდა გამოყენებული იმ გარემოებებშიც კი როდესაც მსხვერპლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. და ბოლოს, დაკითხვის მეთოდი რომელიც განხორციელდა მომჩივანზე იყო საკმარისად სერიოზული იმისათვის რომ ის მიჩნეულ იქნას არა ადამიანურ მოპყრობად რაც აკრძალულია მე-3-ე მუხლით.
დასკვნა: დარღვევა (თერთმეტი ხმა ექვსის წინააღმდეგ)
მუხლი 6: მტკიცებულების გამოყენება რომელიც მოპოვებულია კონვენციის მე-3-ე მუხლის დარღვევით წარმოშობს სერიოზულ პრობლემას სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობასთან დაკავშირებით. ამიტომ სასამართლოს უნდა განემარტა მთელი პროცედურა წარმართული მომჩივანის მიმართ იყო უსამართლო თუ არა ვინაიდან მსგავსი მტკიცებულება იყო გამოყენებული. მისი სასამართლო პროცესის დასაწყისში, მომჩივანი ინფორმირებული იყო რომ მის მიერ ადრეულ ეტაპზე გაკეთებული განცხადებები არ იქნება გამოყენებული როგორც მტკიცებულება მის წინააღმდეგ ვინიადან ის მოპოვებული იყო იძულებით. მიუხედავად ამისა მან აღიარა დანაშაულის ჩადენა სასამართლო პროცესზე, და მან გაუსვა ხაზი რომ ის თავისუფლად აღიარებდა დანაშაულს ვინადან მას აწუხებდა სინდისის ქენჯნა და რომ მას სურდა აეღო პასუხისმგებლობა იმ დანაშაულისთვის რაც მან ჩაიდინა. ამიტომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი ეფიქრა რომ მომჩივანი არ აღიარებდა დანაშაულს იმ შემთხვევაში თუ ეროვნული სასამართლოები დასაწყისშივე გადაწყვეტდნენ რომ გამოერიცხათ სადაო მტკიცებულება. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანის საქმის გარკვეულ გარემოებებში ეროვნული სასამართლოების უუნარობა მტკიცებულების არ დაშვების თაობაზე რომელიც მოპოვებული იყო აღიარებითი გზით არაადამინური მოპყრობის შედეგად არ ახდენდა გავლენას მომჩივანის ბრალდებასა და სასჯელზე ან მისი სასამართლოს ზოგად სამართლიანობაზე.
დასკვნა: არ არის დარღვეა (თერთმეტი ექვსის წინააღმდეგ)
მუხლი 41: ზიანის ანაზღაურება არ არის მოთხოვნილი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy