© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ფურცელი №150 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
მარტი, 2012
გალიანო ჯორჯი იტალიის წინააღმდეგ - 23563/07
გადაწყვეტილება 6.3.2012 [II სექცია]
მუხლი 35
მუხლი 35-3-ბ
მნიშვნელოვანი ზიანის არარსებობა
თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირება სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ საქმეში: დაუშვებელი
ფაქტები – 1998 წელს მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმის განხილვა 1999 წლამდე გაგრძელდა. მომჩივანი ბრალდებულად ცნეს გაყალბებაში და ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც პირობითი მსჯავრის სახით შეეფარდა. ასევე ერთი წლით ჩამოაშორეს სახელმწიფო სამსახურს. ქრთამის აღების ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულად იქნა მიჩნეული. 2001 წელს მომჩივნის მიერ ინიცირებული პროცესი “Pinto”, რომელზეც იგი სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობაზე ჩიოდა, 2006 წელს დასრულდა. მას არ მიეკუთვნა რაიმე კომპენსაცია.
სამართალი – 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტი: სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობის გამო სააპელაციო სასამართლომ 1998 წელს ქრთამის აღების ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულად მიიჩნია. ამან აშკარად შეამცირა მომჩივნის სასჯელი, მით უმეტეს, რომ ბრალდება, რომლის ხანდაზმულობის ვადაც ამოიწურა, მეორე ბრალდებაზე სერიოზული იყო; თუმცა სასამართლოს მასალებში ამ შემცირების ზუსტი მასშტაბი არ იყო მითითებული, არც ის იყო ცხადი, საბოლოო ჯამში, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი სასჯელის შემცირებასა და „გონივრული ვადის“ შესახებ მოთხოვნის დარღვევას შორის. მომჩივანმა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა ხანდაზმულობის ვადის აღდგენის შესაძლებლობა, რასაც იტალიის კანონმდებლობა ითვალისწინებდა. ამ გარემოებებში სასჯელის შემცირებამ, სულ მცირე, აანაზღაურა ან მნიშვნელოვნად შეამცირა ის ზიანი, რაც, ჩვეულებრივ, თან სდევს სისხლის სამართლის პროცესის ზედმეტად გახანგრძლივებას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს არ განუცდია „მნიშვნელოვანი ზიანი“ გონივრულ ვადაში საქმის განხილვის შესახებ მის უფლებასთან დაკავშირებით. ამ საჩივარმა სისხლის სამართლის საქმეების „გონივრულ ვადაში“ სასამართლო განხილვის უფლების საკითხი წამოჭრა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში მრავალი მაგალითი არსებობდა. ამდენად, ამ საჩივრის განხილვის გაგრძელება არ იყო გამართლებული ევროპული ordre public-ის, რომლის ნაწილიცაა კონვენცია და ოქმები, რაიმე აუცილებლობით. “Pinto”-ს კანონმდებლობის მიზნებისთვის სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობის საკითხი ორჯერ განიხილეს უფლებამოსილმა სასამართლოებმა (სააპელაციო სასამართლომ და საკასაციო სასამართლომ); ამ უკანასკნელს მომჩივანმა წარუდგინა საკასაციო საჩივრის საფუძვლები ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც მას კომპენსაცია არ მიეკუთვნა. ამ გარემოებებში საქმე სათანადოდ იქნა განხილული ეროვნული სასამართლოს მიერ და არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეეხებოდა კონვენციის გამოყენებას ან ინტერპრეტაციას ან უკავშირდებოდა ეროვნულ კანონმდებლობას, პასუხგაუცემელი არ დარჩენილა. აკმაყოფილებდა რა დაუშვებლობის ტესტის პირობებს, ეს საჩივარი დაუშვებლად გამოცხადდა.
დასკვნა: დაუშვებელი (მნიშვნელოვანი ზიანის არარსებობა).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ “Pinto”-ს პროცესის არაგონივრული ხანგრძლივობის გამო დაირღვა მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy