© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე გალარდო სანჩესი იტალიის წინააღმდეგ
(საჩივარიNo. 11620/07)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
24 მარტი 2015
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა
შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას.
საქმეში გალარდო სანჩესი იტალიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
პაივი ჰირველა, პრეზიდენტი,
გიდო რაიმონდი,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
პოლ მაჰოუნი,
კრისტოფ ვოიჩეკი, მოსამართლეები
და ფატოშ არაჩი, განმწესრიგებლის მოადგილე
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 3 მარტს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს:
პროცედურა საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 11620/07) იტალიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2007 წლის 7 მარტს სასამართლოში წარმოადგინა იტალიის მოქალაქემ, ბ-ნმა მანუელ როხელიო გალარდო სანჩესმა („მომჩივანი“). მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი ს. კულურუდისი, ათენში მოქმედი ადვოკატი. იტალიის მთავრობის („მთავრობა“) სახელით გამოდიოდა წარმომადგენელი ქ-ნი ე. სპატაფორა. მომჩივანი აცხადებდა, რომ ექსტრადიციამდე მისი პატიმრობის ხანგრძლივობა არღვევდა კონვენციის 5 § 3 მუხლს. სასამართლომ გადაწყვიტა ნაცვლად წარმოდგენილისა საჩივარი განეხილა 5 § 1 (ვ) პუნქტის საფუძველზე. 2013 წლის 2 მაისს საჩივრის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მთავრობას. 2013 წლის 16 დეკემბერს მომჩივნის წარმომადგენელს გაეგზავნა მთავრობის მოსაზრებების ასლი და მოთხოვნა საპასუხო მოსაზრებებისა და სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის წარმოდგენის შესახებ. მიუხედავად მომჩივნის მიერ გამოხატული ინტერესისა ბოლომდე მიყოლოდა საქმეს, მის წარმომადგენელს მოსაზრებანი დადგენილ დროში არ წარმოუდგენია.
ფაქტებისაქმის გარემოებანიმხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტების შეჯამებით დგინდება შემდეგი.მომჩივანი, ბ-ნი მანუელ როხელიო გალარდო სანჩესი, არის ვენესუელის მოქალაქე, დაბადებული 1965 წელს და მცხოვრები ქეიფ თაუნში.2005 წლის 19 აპრილს, მომჩივანი, რომელსაც საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები ბრალად სდებდა ცეცხლის გაჩენას, ათენის სააპელაციო სასამართლოს მიერ ექსტრადიციის შესახებ ევროპული 1957 წლის 13 დეკემბრის კონვენციის საფუძველზე 2005 წლის 26 იანვარს გაცემული დაკავების ორდერის საფუძველზე დააპატიმრა რომის პოლიციამ, სადაც მომჩივანი იმყოფებოდა ექსტრადიციამდე.2005 წლის 22 აპრილს აქილას სააპელაციო სასამართლომ დაამოწმა მომჩივნის დაკავება და მიიღო გადაწყვეტილება პატიმრობაში დატოვების შესახებ.2005 წლის 26 აპრილს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სააპელაციო სასამართლოს პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნით.2005 წლის 27 აპრილის სასამართლო განხილვაზე, სააპელაციო სასამართლოს პრეზიდენტმა, დაეფუძნა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 717-ე მუხლს (იხ. პარაგრაფი 25 ქვემოთ) დაადგინა მომჩივნის ვინაობა და ჰკითხა თანახმა იყო თუ არა ექსტრადიციაზე. მომჩივანი არ დაეთანხმა.2005 წლის 9 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ შეატყობინა სააპელაციო სასამართლოს, რომ 2005 წლის 25 მაისს საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა გამოაგზავნეს ექსტრადიციის მოთხოვნა ყველა სხვა საჭირო დოკუმენტთან ერთად.2005 წლის 21 ივნისს სახელმწიფო პროკურატურამ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ექსტრადიციის დაკმაყოფილების მოთხოვნით.მოსმენა ჩაინიშნა 2005 წლის 15 დეკემბერს. მომჩივნის წარმომადგენლის მოთხოვნით, მოსმენა გადაიდო 2006 წლის 12 იანვრამდე.წინარე გამოძიების გარეშე, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ექსტრადიციის მოთხოვნა 2006 წლის 12 იანვარს, და მოახდინა მისი დეპორტირება 2006 წლის 30 იანვარს. მან დამოწმა ექსტრადიციის მოთხოვნის შესაბამისობა ექსტრადიციის ევროპულ კონვენციასთან და ne bis in idem ორმაგი დასჯადობის პრინციპებთან, ასევე, გამორიცხა სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციული თუ პოლიტიკური მიზეზები.2006 წლის 3 მარტს მომჩივანმა წარმოადგინა საჩივარი, სადაც აცხადებდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ მისი ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა წარმოადგინა ორმოცდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მიუხედავად ექსტრადიციის ევროპული კონვენციის 16 § 4 მუხლის მითხოვნისა, რაც, მისი აზრით ნიშნავდა, რომ მისი პატიმრობა უკანონო იყო. მან ასევე მიუთითა, რომ მის წინააღმდეგ საბერძნეთის ხელისუფლების მიერ წამოყენებული ბრალი არ ეფუძნებოდა ბრალის სათანადო მტკიცებულებას. მან მიუთითა, რომ შესაბამისად უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც სამდივნოში წარმოდგენილ იქნა 2006 წლის 18 სექტემბერს, საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი ერთგვერდიანი არგუმენტაციით, სადაც აღნიშნა, რომ ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა მიღებულ იქნა ექსტრადიციის ევროპული კონვენციით დადგენილ ვადაში და რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია განეხილა თუ რამდენად არსებობდა მომჩივნის ბრალის დამადასტურებელი გარემოებანი.ამასობაში, 2005 წლის ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მომჩივანმა სამჯერ უშედეგოდ მიმართა გათავისუფლების მოთხოვნით რომის სააპელაციო სასამართლოს. 2005 წლის 27 ოქტომბრის ბოლო გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო მოსმენის გარეშე, შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვითა და წინასწარი გამოძიების გარეშე, დაადგინა, რომ არ არსებობდა საფუძველი მიეღო წინა ორი არადამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული მოსაზრება, ითვალისწინებდა რა მომჩივნის მიმალვის საფრთხესა - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მას ჩამოართვეს პასპორტი - და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის ვალდებულებას.2006 წლის 9 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტრომ ხელი მოაწერა ექსტრადიციის გადაწყვეტილებას.2006 წლის 25 ოქტომბერს მოხდა მომჩივნის ექსტრადირება.
შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები
ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ, ხელმოწერილი პარიზში 1957 წლის 13 დეკემბერს და რატიფიცირებული იტალიის მიერ კანონით N. 300 1963 წლის 30 იანვარს, ძალაში შევიდა იტალიისათვის 1963 წლის 4 ნოემბერს. მასში ცვლილებები განხორციელდა მეორე დამატებითი ოქმით, რომელსაც ხელი მოეწერა 1978 წლის 17 მარტს და იტალიისათვის ძალაში შევიდა 1985 წლის 23 აპრილს. მისი შესაბამისი დებულებანი აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 8 – ერთსადაიმავე დანაშაულთან დაკავშირებული სამართალწარმოებანი
თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უარი თქვას პირის გადაცემაზე, თუ ამ მხარის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ მიმდინარეობს სამართალწარმოება შესაბამისი პირის წინააღმდეგ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია.
მუხლი 9 – Non bis in idem
ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადაციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.
მუხლი 12 – თხოვნა და თანდართული დოკუმენტები
1. თხოვნა უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და მისი გადაცემა უნდა მოხდეს დიპლომატიური არხით. კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ორ ან მეტ მხარეს შორის პირდაპირი შეთანხმების საფუძველზე.
2. თხოვნას თან უნდა ერთვოდეს:
a) დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, ან თხოვნის გამგზავნი მხარის კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად გაცემული დაპატიმრების ორდერი ან იმავე ძალის მქონე სხვაგვარი ორდერი;
b) იმ ჩადენილი დანაშაულის მითითება, რომლებისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა. მონაცემები მათი ჩადენის ადგილისა და დროის შესახებ, დანაშაულების სამართლებრივი აღწერა და მიმართება კანონის შესაბამის დებულებებთან უნდა იყოს მოცემული რაც შეიძლება ზუსტად; და
c) შესაბამისი კანონის ასლი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, შესაბამისი კანონის მითითება და ბრალდებული პირის მაქსიმალურად ზუსტი აღწერა, ნებისმიერ სხვა ინფორმაციასთან ერთად, რომელიც დახმარებას გაუწევს მხარეს მსჯავრდებულის პიროვნებისა და მოქალაქეობის დადგენაში.
მუხლი 16 – წინასწარი დაპატიმრება
1. გადაუდებელ შემთხვევაში, თხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ძებნილი პირის წინასწარი დაპატიმრება. გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ ამ საკითხს მათი კანონის შესაბამისად.
2. თხოვნა წინასწარი დაპატიმრების შესახებ, უნდა აცხადებდეს, რომ მე-12 მუხლის 2.a პუნქტში მოხსენებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი არსებობს და იგი აპირებს გამოაგზავნოს თხოვნა ექსტრადიციის შესახებ. იგი ასევე უნდა აცხადებდეს, თუ რა დანაშაულისათვის მოითხოვება ექსტრადიცია, სად და როდის იქნა ჩადენილი ეს დანაშაული და მაქსიმალურად იძლეოდეს ძებნილი პირის აღწერას.
3. თხოვნა წინასწარი დაპატიმრების შესახებ უნდა გაეგზავნოს თხოვნის მიმღები მხარის ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს დიპლომატიური არხით, ან პირდაპირ ფოსტით ან ტელეგრაფით ან საერთაშორისო სისხლის სამართლის პოლიციის (Interpol) მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა თხოვნის მიღებაზე წერილობითი დასტურის ან თხოვნის გამგზავნი მხარისათვის მისაღები სხვაგვარი დასტურის საშუალებას. თხოვნის გამგზავნი ხელისუფლების ორგანო დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული მისი თხოვნის შედეგების შესახებ.
4. წინასწარი პატიმრობა შეიძლება შეწყდეს დაპატიმრებიდან 18 დღის ვადაში, თუკი თხოვნის მიმღები მხარე არ მიიღებს თხოვნას ექსტრადიციის შესახებ და მე-12 მუხლში მოხსენებულ დოკუმენტებს. წინასწარი პატიმრობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცდეს 40 დღეს ამგვარი დაპატიმრების თარიღიდან. არ გამოირიცხება წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, თუმცა თხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომელსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს, ძებნილი პირის გაქცევის თავიდან ასაცილებლად.
5. გათავისუფლება ხელს არ შეუშლის ხელახლა დაპატიმრებასა და გადაცემას, თუ თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე მოგვიანებით იქნება მიღებული.“
III. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკააღმკვეთი ღონისძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 715-ე მუხლის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ შესაძლებელია მოითხოვოს ექსტრადიციით გადასაცემი პირის დროებითი პატიმრობა. მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს (ა) თუკი უცხო სახელმწიფო მოქმედებს მსჯავრდების აღსრულებადი გადაწყვეტილების ან დაპატიმრების ორდერის საფუძველზე და მიზნად ისახავს ექსტრადიციის მოთხოვნის გამოგზავნას; (ბ) თუკი უცხო სახელმწიფო წარმოადგენს შესაბამის ქმედებათა აღწერას ექსტრადიციის მოთხოვნის გასამყარებლად, და მიუთითებს დანაშაულს, რომლის საფუძველზეც არის ძებნილი პირი ბრალდებული, და იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას; (გ) თუკი არსებობს პირის მიმალვის საფრთხე. ზომის გამოყენების შესახებ შეტყობინება ეგზავნება იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს. პატიმრობა, როგორც უსაფრთხოების ზომა, შესაძლებელია შეწყდეს, თუკი უცხო სახელმწიფო საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს არ გაუგზავნის ექსტრადიციის მოთხოვნასა და თანდართულ დოკუმენტებს შეტყობინებიდან ორმოც დღეში.სსსკ 716 § 3 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა დაამტკიცოს აღმკვეთი ღონისძიება- პატიმრობა- ოთხმოცდათექვსმეტ საათში და მიიღოს გადაწყვეტილება საპატიმრო სასჯელის შესახებ.სსსკ 716 §4 მუხლის მიხედვით, აღმკვეთი ღონისძიება შეწყდება თუკი იუსტიციის მინისტრი არ მიმართავს სააპელაციო სასამართლოს პატიმრობის დადასტურებიდან ათი დღის ვადაში პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნით.სსსკ 717 მუხლით, როდესაც ეროვნული ხელისუფლების შესაბამისი ორგანო განსაზღვრავს აღმკვეთ ღონისძიებას, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია ჩანიშნოს მოსმენა, რათა მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია და განსაზღვროს იძლევა თუ არა ეს უკანასკნელი თანხმობას ექსტრადიციაზე.სსსკ 714 მუხლის თანახმად, აღმკვეთი ღონისიება არ შეიძლება აჭარბებდეს ერთ წელსა და ექვს თვეს. თუმცა, მისი გაგრძელება შესაძლებელია დამატებით სამ თვემდე ვადით.სსსკ 718 მუხლით, აღმკვეთი ღნისძიება, ერთ- ერთი მხარის მოთხოვნით, ან მეყსიერად, შესაძლოა შეწყდეს სააპელაციო სასამართლოს ან საკასაციო სასამართლოს მიერ, რომლებიც საქმეს პირველი ინსტანციით განიხილავენ. სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს დახურულ კარს მიღმა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში იმდენად რამდენადაც აპელაციის საფუძველი გახლავთ კანონის დარღვევა. ამ კონტექსტში, სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე დაადგინა, რომ მას არ გააჩნია იურისდიქცია განიხილოს აპელაცია საქმის სამართლებრივი განხილვის ჭრილში, სადაც აპელანტი ითხოვს გათავისუფლებას იმის გამო, რომ მიმალვის საფრთხე, რომელიც წარმოადგენდა პატიმრობის საფუძველს, აღარ არსებობს (იხ. მაგალითად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N. 33545, 2010 წლის 7 სექტემბერი, დეპონირებული სამდივნოში 2010 წლის 13 სექტემბერს; უფრო ზოგადად კი იურისდიქციის არარსებობა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების თვითნებურობის საფუძველზე საქმის განხილვის შესახებ, იხილეთ გადაწყვეტილება N. 37123, 2012 წლის 24 სექტემბერი, დეპონირებული სამდივნოში 2012 წლის 26 სექტემბერს).ექსტრადიციის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით, სსსკ 704 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დახურულ კარს მიღმა მხარეების მოსმენისა და მას შემდეგ, რაც შეაგროვებს შესაბამის ინფორმაციასა და განახორციელებს სათანადო გადამოწმებას. სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რამდენად დაკმაყოფილებულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლით დადგენილი პირობები: ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციით დადგენილ პირობებთან ერთად, სსსკ 705-ე მუხლი სასამრთლოსაგან ითხოვს იმის გადამოწმებას, თუ რამდენად არის მოთხოვნილი პირი პოლიტიკური დანაშაულისათვის ბრალდებული, ხომ არ მოხდება მისი გასამართლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით ან გადაცემის შემდეგ, რომ არ მოხვდება არაადამიანური, დამამცირებელი ან დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხის წინაშე, ან ხომ არ განხორციელდება მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედება, რომელიც დაარღვევს პირის ფუნდამენტურ უფლებებს. იმავე მუხლით, მაშინ, როდესაც მოქმედებს ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია, სასამართლოებს არ ეძლევათ უფლება განიხილონ არსებობს თუ არა პირის ბრალის დამადასტურებელი გარემოებანი (gravi indizi di colpevolezza).სსსკ 706-ე მუხლით გადაწყვეტილება შესალოა გასაჩივრდეს როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს წინაშე, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს სსსკ 704-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის დაცვით.სსსკ 708-ე მუხლი ადგენს, რომ იუსტიციის მინისტრი საკასაციო სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დამადასტურებელი გადაწყვეტილების დეპონირებიდან ორმოცდახუთი დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტრადირების შესახებ. თუკი მინისტრი ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან უარს განაცხადებს ექსტრადირებაზე, აღმკვეთი ღონისძიება წყდება.
სამართალიკონვენციის 5 § 1 (ვ) მუხლის სავარაუდო დარღვევამომჩივანი ჩიოდა საექსტრადიციო პატიმრობის ხანგრძლივობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 5 § 3 მუხლის დარღვევას.სასამართლო, წარმოადგენს რა საქმის ფაქტებისადმი კანონის მისადაგების სათანადო მცოდნე ერთეულს (იხ. სხვა მრავალს შორის Guerra and Others v. Italy, 19 თებერვალი 1998, § 44, Reports of Judgments and Decisions1998‑I), მიიჩნევს, რომ საჩივარი განხილულ უნდა იქნას კონვენციის 5 § 1 (ვ) პუნქტით (იხ.Quinn v. France, 22 მარტი 1995, Series A no. 311; Chahal v. the United Kingdom, 15 ნოემბერი 1996, Reports 1996‑V; დაBogdanovski v. Italy, no. 72177/01, 14 დეკემბერი 2006), რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
„1. ყველას აქვს თავსუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
...
(ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.“
ა. დასაშვებობასასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ არის დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლით. იგი ასევე თვლის, რომ საჩივარი დაუშვებელი არ არის სხვა რომელიმე საფუძველზე. შესაბამისად, მას დასაშვებად მიიჩნევს.
ბ. არსებითი მხარემხარეთა არგუმენტები
მომჩივანი აცხადებდა, რომ საექსტრადიციო სამართალწარმოება გაჭიანურებული იყო, რადგან მისი აზრით, საქმე არ იყო რთული.მთავრობა არ იზიარებდა მომჩივნის ბრალდებებს და აცხადებდა, რომ პატიმრობა განხორციელდა ექსტრადიციის წესების დაცვით, რაც დაადასტურეს იტალიის სასამართლოებმა და რომ მისი ერთადერთი მიზანი გახლდათ მომჩივნის გადაცემა მომთხოვნი სახელმწიფოსათვის. მთავრობამ დასძინა, რომ მომჩივანი არ დაეთანხმა ექსტრადირებას, მიუთითა რა, რომ მისი თანხმობა დააჩქარებდა სამართალწარმოებას, და რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურება აიხსნებოდა მომჩივნის მიერ სამი თვის ვადაში გათავისუფლების მოთხოვნით წარმოდგენილი სამი საჩივრით. დაბოლოს, მთავრობა მიიჩნევდა, რომ სადავო სამართალწარმოება, რომლის საფუძველზეც იტალიის ხელისუფლების ორგანოებმა, როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციულმა, მოახდინეს ექსტრადირების ავტორიზაცია, განხორციელდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ვადებში.
სასამართლოს შეფასება
(ა) პატიმრობის შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან
იმის განსასაზღვრად თუ რამდენად შეესაბამებოდა პატიმრობა კონვენციის 5 § 1 (ვ) მუხლს, სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს, რომ თავისუფლების აღკვეთა (ა)-(ვ) ქვეპუნქტებში მოცემულ პირობებთან ერთად, უნდა იყოს „კანონიერი“. სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც განიხილება პატიმრობის „კანონიერება“, მათ შორის ის, თუ რამდენად მოხდა „კანონით დადგენილი პროცედურის“ დაცვა, კონვენცია ეფუძნება ეროვნულ კანონმდებლობასა და მასში გაწერილ როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნორმებს (იხ.Saadi v. the United Kingdom [GC], no. 13229/03, §§ 67, ECHR 2008).წინამდებარე საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, რომელთაც კონვენციურ ორგანოებზე უკეთ ძალუძთ შეაფასონ ეროვნული კანონმდებლობის დაცვა, მომჩივნის მიმართვის საფუძველზე თუ ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, დაადგინეს, რომ აღმკვეთი ღონისძიება კანონიერი იყო საწყის ეტაპზე და აკმაყოფილებდა მიზანს. დასაწყისში, ლ’აკილას სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა მომჩივნის პატიმრობა; შემდგომ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა დააზუსტეს, რომ ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა საბერძნეთის შესაბამისმა ორგანოებმა გამოაგზავნეს ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის 16 § 4 მუხლით განსაზღვრულ ორმოცდღიან ვადაში (იხ. პარაგრაფები 15, 17 და 21 ზემოთ). დაბოლოს, სასამართლოებმა სამ შემთხვევაში დაადგინეს, რომ აღმკვეთი ღონისძიებების მიღება და გაგრძელება გამართლებული იყო სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებებითა და მომჩივნის მიმალვის საფრთხით (იხ. პარაგრაფი 18 ზემოთ).აღნიშნულ გარემოებებში, სასამართლო ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომელიც მიუთითებდა, რომ საექსტრადიციო პატიმრობა ისახავდა მოთხოვნილისაგან განსხვავებულ მიზანს ან რომ არ შეესაბამებოდა ეროვნულ კანონმდებლობას.
(ბ) იყო თუ არა პატიმრობა თვითნებურისასამართლო მიიჩნევს, რომ განსხვავებით მთავრობის არგუმენტებისა, ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვა, მომჩივნის პატიმრობას ავტომატურად შესაბამისობაში არ აყენებს კონვენციის 5 § 1 (ვ) მუხლთან (იხ. Auad v. Bulgaria, no. 46390/10, § 131, 11 ოქტომბერი 2011). 5 § 1 მუხლი დამატებით ითხოვს, რომ თავისუფლების ნებისმიერ აღკვეთა მიზნად უნდა ისახავდეს პირის თვითნებობისაგან დაცვას (იხ. სხვა მრავალს შორის, Winterwerp v. the Netherlands, 24 ოქტომბერი 1979, § 37, Series A no. 33; Amuur v. France, 25 ივნისი 1996, § 50, Reports 1996‑III; დაWitold Litwa v. Poland, no. 26629/95, § 78, ECHR 2000‑III).ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თვითნებური პატიმრობა ვერ იქნება 5 § 1 მუხლთან შესაბამისი და რომ 5 § 1 მუხლით დადგენილი „თვითნებობის“ ცნება სცილდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას, ისე, რომ თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა კანონიერი იყოს ეროვნული კანონმდებლობით, მაგრამ მაინც თვითნებური იყოს და ამიტომ არ შეესაბამებოდეს კონვენციას (იხ. Saadi, ციტირებული ზემოთ,§ 67,დაSuso Musav. Malta, no. 42337/12, § 92, 23 ივლისი 2013).სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ 5 § 1 (ვ) მუხლით თავისუფლების ნებისმიერ აღკვეთა გამართლებულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მიმდინარეობს ექსტრადიციის სამართალწარმოება და თუკი მოცემული სამართალწარმოება არ ხორციელდება სათანადო წესების დაცვით, მაშინ პატიმრობა აღარ არის დასაშვები (იხ. Quinn,ციტირებული ზემოთ, § 48, დაChahal, ციტირებული ზემოთ, § 113).შესაბამისად, სასამართლოს ფუნქცია არ გახლავთ შეაფასოს თუ რამდენად გონივრული იყო ექსტრადიციის სამართალწარმოება მთლიანობაში, რადგან სამართალწარმოების ხანგრძლივობა ხვდება მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ, არამედ განსაზღვროს, სამართალწარმოების ზოგადი ხანგრძლივობის მიუხედავად, აჭარბებდა თუ არა პატიმრობის ხანგრძლივობა დასახულ მიზნისათვის გონივრულად საჭირო ვადას (იხ.Saadi, ციტირებული ზემოთ, §§ 72-74). თუკი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან არსებობდა უმოქმედობის პერიოდი, და შესაბამისად თუკი ადგილი ჰქონდა უყურადღებობას, მაშინ პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელი შეიქნება. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ, საქმის შესწავლის საფუძველზე, უნდა შეაფასოს, განხილული პატიმრობის დინებისას ხომ არ იყო ეროვნული ხელისუფლება უმოქმედო დროის რომელიმე პერიოდში (იხ. მსგავსი გადაწყვეტილება დეპორტაციის საქმეზეTabesh v. Greece, no. 8256/07, § 56, 26 ნოემბერი 2009).წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა იმისათვის, რომ საბერძნეთის ხელისუფლებას შეძლებოდა მისი მსჯავრდება. ამ მხრივ, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განასხვავოს ექსტრადიციის ორი ფორმა, რათა განისაზღვროს ორივე მათგანისათვის საქმის განხილვის საჭირო მასშტაბი: პირველი, როდესაც ექსტრადიცია მოთხოვნილია სასჯელის აღსასრულებლად და, მეორე, როდესაც ექსტრადიცია მომთხოვნ სახელმწიფოს აძლევს საშუალებას გაასამართლოს მოთხოვნილი პირი. მეორე ვითარებაში, სისხლისსამართლებრივი წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დაპატიმრებული პირი მიიჩნევა უდანაშაულოდ; ამასთანავე, ამ ეტაპზე პირის მიერ დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა სისხლისსამართებრივი სამრთალწარმოების დროს რომ დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა, მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ან საერთოდ არც არსებობს; დაბოლოს, სახელმწიფოს ორგანოები, რომელთაც მოეთხოვათ პირის გადაცემა არ არიან უფლებამოსილნი არსებითად განიხილონ საქმე (იხ. პარაგრაფი 28 in fine ზემოთ). ყველა ამ მიზეზის გამო, პირის უფლებების დაცვა და ექსტრადიციის პროცესის უპრობლემოდ დინება, მათ შორის პირის მსჯავრდების მოთხოვნა გონივრულ ვადაში, სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით.სასამართლოს უკვე ჰქონდა შემთხვევა, როდესაც დაადგინა, რომ ექსტრადიციამდე პატიმრობის ერთი წელი და სამი თვე იყო გადაჭარბებული, ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გაუმართლებელი გაჭიანურების გამო (იხ.Quinnციტირერბული ზემოთ ), იგივე დაადგინა დეპორტაციმდე სამთვიან პატიმრობაზეც (იხ. Tabesh, ციტირებული ზემოთ).სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივნის საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა დაახლოებით ერთი წელი და ექვსი თვე (2005 წლის 19 აპრილიდან 2006 წლის 26 ოქტომბრამდე).სასამართლო ადგენს, რომ საექსტრადიციო სამართალწარმოება ხასიათდებოდა გაჭიანურებებით მის სხვადასხვა ეტაპზე.პირველი, საალეპაციო სასამართლოს პირველი მოსმენა დაგეგმილი იყო 2005 წლის 15 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოსადმი ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნის გაგზავნიდან ექვს თვეში და მომჩივნის საექსტრადიციო მიზნით დაპატიმრებიდან რვა თვეში.სასამართლო ვერ გაიზიარებს მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ ამ პერიოდში (იხ. პარაგრაფი 18 ზემოთ) გათავისუფლების მიზნით მომჩივნის მიერ გამოყენებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები, თავისთავად ამართლებს სამართალწარმოების გაჭიანურებას. განხილული სამართალწარმოება მოიცავდა ორ ნაწილს სხვადასხვა ობიექტითა და მიზნით, და შეიცავდა ერთის მხრივ ექსტრადიციისათვის საჭირო ფორმალური მოთხოვნების არსებობის დადგენას, და მეორეს მხრივ, იმის განხილვას თუ რამდენად არსებობდა და საკმარისი იყო აღმკვეთი ღონისძიების გამამართლებელი კრიტერიუმები. ის ფაქტი, რომ ეროვნული კანონმდებლობა ერთიდაიგივე სასამართლოს აკისრებს ამ ორი საკითხის დადგენას წარმოადგენს სახელმწიფოს ლეგიტიმურ არჩევანს, მაგრამ ეს არჩევანი ვერ გაამართლებს საქმის საკითხის განხილვაში მნიშვნელოვან გაჭიანურებას. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო ვერ ხედავს თუ რატომ შეუშალა ხელი მომჩივნის განმეორებითმა მოთხოვნებმა - რომელიც პრინციპში გამართლებული იყო, რადგან მისი პატიმრობა საკითხის სასამართლო განხილვის გარეშე გაგრძელდა - სააპელაციო სასამართლოს უფრო ადრე ჩაენიშნა საქმის განხილვა (იხ.mutatis mutandis, Quinn, § 48). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი დაეფუძნა მხოლოდ მის ხელთ არსებულ დოკუმენტებს, და მიღებულ იყო დახურულ კარს მიღმა, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით (იხ. პარაგრაფი 27 ზემოთ) და დიდწილად ეხებოდა მომჩივნის მიმალვის საფრთხის გამო მისი პატიმრობის გაგრელებას (იხ. პარაგრაფი 18 ზემოთ).სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმე არ იყო რთული (განსხვავებით ზემოთციტირებული Bogdanovski საქმისაგან, სადაც მომჩივანი ითხოვდა პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსს და ექსტრადიციის სამართალწარმოება შეწყდა UNHCR და ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვნით, სადაც სასამართლომ აამოქმედა 39-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლოს ფუნქცია გახლდათ დაედგინა: რომ ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი იყო ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად; რომ ne bis in idem პრინციპი და ორმაგი დასჯადობის პრინციპები დაცული იყო; და რომ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო დისკრიმინაციული ან პოლიტიკური. სასამართლოს კანონი არ აძლევდა უფლებას შეეფასებინა თუ რამდენად არსებობდა ბრალის სერიოზული დამამტკიცებელი საფუძველი საქმეში (gravi indizi di colpevolezza) (იხ. პარაგრაფი 28 in fine ზემოთ) და აუცილებელი არ იყო საქმის შესწავლა ან გამოძიება (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ).მეორე, ადამიანის უფლებათა სასამართლო გაოცებულია იმ ფაქტით, რომ საკასაციო სასამართლოს, მას შემდეგ რაც ორ თვეში მიიღო გადაწყვეტილება მომჩივნის აპელაციაზე დასჭირდა ოთხი თვე სამდივნოში გაეგზავნა ერთგვერდიანი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ მომთხოვნმა სახელმწიფოს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა გამოაგზავნა სათანადო პროცედურის დაცვითა და რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია ეჭვი შეეტანა მომჩივნის მიმართ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ წაყენებულ ბრალში (იხ. პარაგრაფი 17 ზემოთ). ამ გაჭიანურების გასამართლებლად მთავრობას მტკიცებულებანი არ წარმოუდგენია.დაბოლოს, რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ მომჩივანს შეეძლო დაეჩქარებინა სამართალწარმოება ექსტრადიციაზე დათანმებით, სასამართლო ადგენს, რომ მაშინ როდესაც უარი, შესაძლოა, პრინციპში, ამართლებდეს პატიმრობის გაგრძელებას, რადგან იგი სასამართლომ უნდა განიხილოს, იგი სახელმწიფოს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან, რომელიც გამომდინარეობს სასამართლო განხილვის პროცესში არსებული გაუმართლებელი გაჭიანურებიდან.შესაბამისად, ითვალისწინებს რა საექსტრადიციო სამართალწარმოების ბუნებას, რომლის მიზანიც გახლდათ უზრუნველეყო მომჩივნის მსჯავრდება მესამე სახელმწიფოში და იტალიის სასამართლოს მხრიდან არსებულ გაუმართლებელ გაჭიანურებებს, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის პატიმრობა არ იყო „კანონიერი“ კონვენციის 5 § 1 (ვ) მუხლით და რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის ხსენებული დებულების დარღვევას.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს.“მომჩივანს არ წარმოუდგენია მოთხოვნა სამართლიან დაკმაყოფილებაზე (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნა თანხის მიკუთვნებაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო, ერთხმად,აცხადებს, საჩივარს დასაშვებად;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 5 § 1 (ვ) მუხლის დარღვევას
შესრულებულია ფრანგულ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2015 წლის 24 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლის მიხედვით.
ფატოშ არაჩიპაივი ჰირველა
განმწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy