© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბროშურა №183
მარტი 2015
გალარდო სანჩესი იტალიის წინააღმდეგ - 11620/07
გადაწყვეტილება 24.3.2015 [სექცია IV]
მუხლი 5
მუხლი 5-1-ვ
ექსტრადიცია
გაუმართლებელი გაჭიანურება მომთხოვნ სახელმწიფოში სასამართლოს წინაშე წარსადგენად მომჩივნის ექსტრადირებისას: დარღვევა
ფაქტები - მომჩივანი არის ვენესუელის მოქალაქე. 2005 წლის აპრილში, საბერძნეთის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან ცეცხლის წაკიდების ბრალდების საპასუხოდ, იტალიის პოლიციამ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის საფუძველზე გაცემული საპატიმრო ორდერის საფუძველზე დააპატიმრა მომჩივანი. საბერძნეთს მომჩივანი გადაეცა 2006 წლის ოქტომბერში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი ასაჩივრებდა საექსტრადიციო პატიმრობის ხანგრძლივობას.
სამართალი - მუხლი 5 § 1 (ვ): მომჩივნის საექსტრადიციო პატიმრობა შესაბამისობაში იყო ეროვნულ კანონმდებლობასთან და გამართლებული იყო სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებითა და მომჩივნის მიმალვის საფრთხით.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა იმისათვის, რომ საბერძნეთის ხელისუფლებას შეძლებოდა მისი მსჯავრდება. ამ მხრივ, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია განესხვავებინა ექსტრადიციის ორი ფორმა, რათა განსაზღვრულიყო ორივე მათგანისათვის საქმის განხილვის საჭირო მასშტაბი. ეს გახლავთ ექსტრადიციის მოთხოვნა სასჯელის აღსასრულებლად და, მეორე, როდესაც ექსტრადიცია მომთხოვნ სახელმწიფოს აძლევს საშუალებას გაასამართლოს მოთხოვნილი პირი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დაპატიმრებული პირი მიიჩნევა უდანაშაულოდ; ამასთანავე, ამ ეტაპზე პირის მიერ დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა სისხლისსამართებრივი სამართალწარმოების დროს უდანაშაულობის დასამტკიცებლად მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ან საერთოდ არც არსებობს; დაბოლოს, სახელმწიფოს ორგანოები, რომელთაც მოეთხოვათ პირის გადაცემა არ არიან უფლებამოსილნი არსებითად განიხილონ საქმე. ყველა ამ მიზეზის გამო, პირის უფლებების დაცვა და ექსტრადიციის პროცესის უპრობლემოდ დინება, მათ შორის პირის მსჯავრდების მოთხოვნა გონივრულ ვადაში, სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით.
წინამდებარე საქმეში, საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა დაახლოებით ერთი წელი და ექვსი თვე და მნიშვნელოვანი გაჭიანურებანი გამოწვეული იყო იტალიის ხელისუფლების მიერ საექსტრადიციო სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ საქმე რთულის კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. შესაბამისად, საექსტრადიციო სამართალწარმოების ბუნების, რომელიც განხორციელდა მესამე ქვეყანაში მომჩივნის მსჯავრდების უზრუნველსაყოფად და იტალიის სასამართლოების მხრიდან გაუმართლებელი გაჭიანურებების გათვალისწინებით, მომჩივნის პატიმრობა არ იყო „კანონიერი“ კონვენციის 5 § 1 (ვ) მუხლით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: ზიანთან დაკავშირებით მოთხოვნა წარმოდგენილი არ ყოფილა.
(იხ. აგრეთვე საინფორმაციო ბიულეტენი გაძევებაზე და ექსტრადიციებზე და ევროპული კანონმდებლობის სახელმძღვანელო თავშესაფრის, საზღვრებისა და იმიგრაციის საკითხებზე).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მოცემული მიმოხილვა მომზადებულია სამდივნოს მიერ და სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
დააჭირეთ აქ სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ბროშურებისათვის
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy