© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #125
დეკემბერი 2009
გარდელი საფრანგეთის წინააღმდეგ -16428/05
გადაწყვეტილება 17.1ქ2.2009 (V სექცია)
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების დაცულობა
სექსუალურ მოძალადეთა სახელწმიფო რეესტრში რეგისტრაცია ოცდაათი წლის ვადით რომლის ათვლა დაიწყება საპატიმრო ვადის დასრულების შემდეგ: არ არის დარღვევა
მუხლი 7
მუხლი 7-1
არავითარი სასჯელი კანონის გარეშე
სექსუალურ მოძალადეთა სახელწმიფო რეესტრში რეგისტრაცია ოცდაათი წლის ვადით რომლის ათვლა დაიწყება საპატიმრო ვადის დასრულების შემდეგ: დაუშვებელია
ფაქტები – მომჩივანი მოთავსებული იყო ციხეში და მას მისჯილი ჰქონდა სამუდამო პატიმრობა 2003 წელს გამოტანილი განაჩენით 15 წლის არასრულწლოვნების გაუპატიურებისთვის უპირატესობის მქონე პირის მიერ. 2004 წლის 9 მარტის კანონის (კანონი # 2004-204) საფუძველზე რომელიც ახდენს სასამართლო ხელისუფლების რეფორმას დამნაშავეობის განვითარებასთან მიმართებაში, მოხდა სექსუალურ მოძალადეთა სახელწმიფო სასამართლო მონაცემთა ბაზის შექმნა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები რომელიც ამ მონაცემთა ბაზას ეხება ძალაში შევიდა 2005 წლის ივნისში. 2005 წლის ნოემბერში მომჩივანს შეატყობინეს რომ მისი მონაცემები განთავსდა რეესტრში მისი ბრალდების გამო.
კანონი- მუხლი 7: 2004 წლის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მომჩივანის მონაცემები განთავსდა სექსუალური მოძალადეების სახელმწიფო რეესტრში, მას შემდეგ რაც მისი ბრალი დამტკიცდა და სასჯელი განისაზღვრა. ეს ღონისძიება ავალდებულებდა მომჩივანს შეეტყობინებინა მისი საცხოვრებელი მისამართი და მისამართის ცვლილების შემთხვევაში ეცნობებინა ცვლილების თაობაზე შესაბამისი უწყებისთვის. მომჩივანის მონაცემების რეესტრში განთავსება გამოწვეული იყო მისი 2003 წლის ოქტომბრის ბრალდებით ვინაიდან მონაცემთა ბაზა ავტომატურად შეეხო იმ პირებს ვისაც სასჯელის ფორმად განესაზღვრა ხუთ წელზე მეტი ხნით პატიმრობა სექსუალური ძალადობისთვის. გასაჩივრებული ღონისძიების მიზნისა და ბუნების თაობაზე სასამართლომ მიუთითა რომ ძირითადი მიზანი მომჩივანზე დაკისრებული ამ ვალდებულების იყო დანაშაულის განმეორებით ჩადენისგან თავის არიდება. იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია და სასამართლო ორგანოები ინფორმირებული იქნებოდნენ დამნაშავე პირის მისამართის თაობაზე ამ მონაცემთა ბაზაში მათ შესახებ შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე შეიცავს გადარწმუნების ელემენტს და შესაძლოა ხელი შეუწყოს პოლიციის გამოძიებას. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციით გამოწვეული ვალდებულება ემსახურებოდა როგორც პრევენციულ ისე გადარწმინების მიზანს და არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო როგორც დამსჯელი საშუალება ან სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემცველი მექანიზმი. ამასთანავე, ვინდაიან მომჩივანს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ემუქრებოდა ორ წლიანი პატიმრობა და ჯარიმა 30 000 ევროს ოდენობით, საჭირო გახდებოდა აბსოლუტურად სხვა სამართალწარმოების დაწყება რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა იმ სამართალწარმოებისგან რომელმაც გამოიწვია მისი მჯავრდება 2003 წლის ოქტომბერში და ამ სამართალწარმოების პროცესში კომპეტენტურ სასამართლოს უნდა შეეფასებინა ვალდებულების შეუსრულებლობა იყო თუ არა უკანონო. და ბოლოს, გასაჩივრებული ღონისძიების სიმკაცრეს რაც შეეხება, ეს არ არის გადამწყვეტი ელემენტი და ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება პირის მისამართის თაობაზე ყოველ 6 თვეში და ცვლილების თაობაზე ინფორმაციის შეტყობინება 15 დღის ვადაში, თუმცა ოცდაათი წლის განმავლობაშ, არ იყო საკმარისად მკაცრი იმისათვის რომ ის მიჩნეულიყო სასჯელად. სექსუალურ მოძალადეთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და ამით გამოწვეული ვალდებულება უნდა ჩაითვალოს პრევენციულ ღონისძიებად რომელზეც მე-7-ე მუხლით განსაზღვრული არა-უკუქმედების პრინციპი არ ვრცელდება.
დასკვნა: დაუშვებელია (შეუსაბამო რატიონე მატერიაე)
მუხლი 8: გასაჩივრებული ჩარევა განსაზღვრული იყო კანონით და ემსახურებოდა კანონიერ მიზანს რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და დანაშაულის პრევენციას წარმოადგენდა. სასამართლო ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს იმ მონაცემთა ბაზის პრევენციასთან დაკავშირებულ მიზანს რომელშიც მომჩივანი იყო დარეგისტრირებული. სექსუალური დანაშაული წარმოადგენს გაკიცხვის ღირს დანაშაულებრივ ქმდებას რომელიც აუძლურებს მის მსხვერპლს. ბავშვებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს აქვთ უფლება იყვნენ დაცულნი სახელმწიფოს მიერ დაცვის ეფექტური ფორმით განსაკუთრებით კი მათ პირად ცხოვრებაში ესეთი სერიოზული ჩარევისგან. ამავე დროს, ევროპაში დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა ვითარდება და სასჯელთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პატიმრის რეინტენგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებით კი ხანგრძლივი პატიმრობის ვადის შემდეგ. წარმატებული რეინტეგრაცია გულისხმობს, სხვა საკითხებთან ერთად, რეციდივიზმის პრევენციას. მომჩივანი ავტომატურად ჩაჯდა მონაცემთა ბაზაში 2004 წლის კანონის გარდამავალი დებულებების საფუძველზე, დანაშაულის შედეგად რომლისთვისაც ის მსჯავრდებული იყო. მას დროულად შეატყობინეს რეგისტრაციის თაობაზე და აცნობეს მისი ვალდებულებების შესხებ. სასამართლომ დაადგინა რომ საკუთარი საცხოვრებელი ინფორმაციის მიწოდების და მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების თაობაზე შეტყობინების მოთხოვნა, პატიმრობის და ჯარიმის საფრთის შესახებ ინფორმირება, არ წარმოადგენდა პრობლემას მუხლი 8-ის მიხედვით. მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შენახვის ვადა იყო ოციდან ოცდაათ წლამდე სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს ვადა საკმაოდ დიდი იყო, კონკრეტულად კი ოცდაათ წელს შეადგენდა, მონაცემები ავტომატურად იშლებოდა მას შემდეგ რაც ვადა, გამოთვლილი იმ დღიდან როდესაც გადაწყვეტილება რომლის საფუძველზე პირის მონაცემები შევიდა რეესტრში კარგავდა ძალას, გასდიოდა ვადა. ამ მომენტიდან პირს ვიზეც ეს მოთხოვნა ვრცელდებოდა შეეძლო წარედგინა მოთხოვნა ამოშლის თაობაზე საზოგადოებრივი პროკურორის წინაშე. პროკურორის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო აპელაცია. ეს სასამართლო წარმოება უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ზედამხედველობას სპეციფიკური კრიტერიუმების საფუძველზე მონაცემების დაკონსერვების მიზეზებზე და უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების დაცულობის ადექვატურ და საკმარის გარანტიას დანაშაულის სიმძიმესთან მიმართებით რამაც გამოიწვია მონაცემების ბაზაში თავდაპირველი მოხვედრა. ამ გარემოებებში, მონაცემების დაკონსერვების ხანგრძლივობა არ იყო დისპროპროციული ინფორმაციის შენახვის მიზანთან მიმართებით. რაც შეეხება მონაცემების ხელმისაწვდომობას და სახელწმიფო უწყებების ჩამონათვალს ვისაც ხელი მიუწვდებოდა მონაცემებზე - ჩამონათვალი გაიზარდა რამოდენიმეჯერ და აღარ იყო შეზღუდული მხოლოდ სასამართლოთი და პოლიციით, ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა ეს მონაცემები. მონაცემთა ბაზაში ინფომაციის მოძიების უფლება შეზღუდული იყო იმ ორგანოებისთვის რომელსაც კონფიდენციალობის ვალდებულება ჰქონდათ და ამის უფლება ენიჭებოდათ მხოლოდ დეტალურად განსაზღვრულ გარემოებებში. ამასთანავე, მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული მიზნებიდან გამომდინარე არ გახდა საკითხის დეტალურად შესწავლა საჭირო. და ბოლოს, სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში პირის რეგისტრაცია როგორც ეს მოხდა მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა სამართლიანი ბალანსის დაცვით პირად და საჯარო ინტერესებს შორის და მოპასუხე სახელმწიფოს არ დაურღვევია ამ საკითხზე თავისუფალი მოქმედების ფარგლები.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
(ასევე იხილეთ იგივე დღეს მიღებული გადაწყვეტილება ბ.ბ. საფრანგეთის წინააღმდეგ # 5335/06, და მ.ბ. საფრანგეთის წინააღმდეგ # 22115/06 და 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ჰაუტინი საფრანგეთის წინააღმდეგ, # 6930/06, რომელიც მსგავს საჩივრებს ეხება)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy