© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ყოფილი მეხუთე სექცია
გასი და დუბოისი საფრანგეთის წინააღმდეგ
(საჩივარი # 25951/07)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
15 მარტი 2012
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე გასი და დუბოისი საფრანგეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ (ყოფილი მეხუთე სექცია), კოლეგიის შემდეგი წევრების შემადგენლობით:
დეან სპიელმანი, პრეზიდენტი
ჟან-პოლ კოსტა,
ქარელ ჯუნგვიერტი,
ბოსტჯან მ. ზუპანჩიჩ,
მარკ ვილიგერ,
ისაბელა ბერრო-ლეფევრე,
განნა იუდკივსკა, მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდიერკი, სექციის რეგისტრატორი,
იმსჯელა 2011 წლის 12 აპრილს და 2012 წლის 14 თებერვალს და გამოიტანა მოცემული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1. მოცემული საქმე ეფუძნება საჩივარს (no. 25951/07) საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც წარდგენილ იქნა სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (”კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე საფრანგეთის ორი მოქალაქის, ქ-ნი ვალერია გასის და ქ-ნი ნატალი დუბოისის (”მომჩივანები”), მიერ 2007 წლის 15 ივნისს.
2. მომჩივანები წარმოდგენილ იქნენ, პარიზში პრაქტიკის მქონე იურისტის, ბ-ნი ც. მეკერის მიერ. საფრანგეთის მთავრობა (”მთავრობა”) წარმოდგენილ იქნა მისი აგენტის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა დირექტორის, ქ-ნი ე. ბელიარდის მიერ.
3. მომჩივანები ამტკიცებდნენ რომ ისინი გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი ჰეტეროსექსუალურ წყვილებისგან განსხვავებით რადგან საფრანგეთში არ არსებობდა სამართლებრივი საშუალებები რათა იგივე სქესის წყვილებს ქონოდათ ხელმისაწვდომობა მეორე-მშობლის მიერ შვილებასთან. კონვენციის მე-8 მუხლთან კავშირში მე-14 მუხლზე დაყრდნობით, ისინი ამტკიცებდნენ რომ გახდნენ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევით.
4. 2010 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასამართლომ გამოაცხადა საჩივარი დასაშვებად. 2010 წლის 30 ნოემბერს კოლეგიამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა საქმის არსებითად განხილვის სხდომები.
5. მომჩივანებმა და მთავრობამ თითოეულმა წარადგინეს დამატებითი წერილობითი მოსაზრებები საქმის არსებით ნაწილზე (სასამართლოს რეგლამენტის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამასთან ერთად, მესამე მხარის მოსაზრებების სახით მიღებულ იქნა წარდგინებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), იურისტთა საერთაშორისო კომისიის (ICJ), ლესბოსელთა, გეი, ბისექსუალთა, ტრანს და ინტერსექს საერთაშორისო ასოციაციის ევროპის რეგიონის (ILGA-Europe), შვილად აყვანისა და მზრუნველობის ბრიტანული ასოციაციის (BAAF) და ევროპული ლგბტ ოჯახების ასოციაციების (NELFA) მხრიდან, რომლებიც დაშვებულ იქნენ განსახილველად კოლეგიის პრეზიდენტის მიერ. მხარეებმა პასუხები წარადგინეს აღნიშნულ კომენტარებზე (რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი). ზემოთ მოცემულ ორგანიზაციებს აგრეთვე მიეცათ უფლება მიეღოთ მონაწილეობა ღია განხილვაში.
6. განხილვას ქონდა ადგილი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასახლეში, 2011 წლის 12 აპრილს (რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის მხრიდან
ქ-ნი ა. -ფ. ტისიერი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა სექციის უფროსი, მეორე აგენტი,
ბ-ნი ჯ.-ც. გრასია, იუსტიციის სამინისტროს ზოგადი სამდივნო, იურისტი,
ქ-ნი ც. ბლანკი, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი,
ქ-ნი მ. - ა. რეჩერ ლამბეი, იუსტიციის სამინისტროს ზოგადი სამდივნო,
ქ-ნი ა. ტალბოტი, იუსტიციის სამინისტროს ზოგადი სამდივნო,
ქ-ნი მ. შულცი, სოციალურ საკითხთა და სოლიდარობისა და სოციალური ჩართულობის სამინისტროებთან შექმნილი სოციალური ჩართულობის გენერალური დირექტორატი,
ქ-ნი ჯ. სპიტერი, შრომის, დასაქმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური, იურიდიული და სერვისების დეპარტამენტი,
ქ-ნი ე. ტოპინი, საგარეო და ევროპულ საკითხთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა სამინისტროს დეპარტამენტი, მრჩევლები;
(ბ) მომჩივანების მხრიდან
ბ-ნი ც. მეკარი, იურისტი,
ბ-ნი ე. სტრეიფი, იურისტი, ადვოკატი,
ბ-ნი ტ. ბოუზენოუე, მრჩეველი;
(გ) მესამე მხარეების მხრიდან
პროფ. რ. ვინტემუტე, ლონდონის კინგს კოლეჯი, ადამიანის უფლებათა პროფესორი, მრჩეველი
შემდეგი ორგანიზაციების სახელით:
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH),
იურისტთა საერთაშორისო კომისია (ICJ),
ლესბოსელთა, გეი, ბისექსუალთა, ტრანს და ინტერსექს
საერთაშორისო ასოციაციის ევროპის რეგიონი (ILGA
Europe),
შვილად აყვანისა და მზრუნველობის ბრიტანული ასოციაცია
(BAAF),
ევროპული ლგბტ ოჯახების ასოციაცია (NELFA)
7. სასამართლომ მოუსმინა მიმართვებს ბ-ნი მეკერის, ქ-ნი ტისსერის და პროფესორი წინტერმუტის და აგრეთვე ბ-ნი მეკერისა და ქ-ნი ტისსერის პასუხებს მოსამართლეთა შეკითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. მომჩივანები დაიბადნენ 1961 და 1965 წლებში და ცხოვრობდნენ კლამარტში.
9. ქ-ნი ვალერია გასი (”პირველი მომჩივანი”) ერთობლივად ცხოვრობდა 1989 წლიდან ქ-ნ ნატალი დუბოისთან (”მეორე მომჩივანი”). ამ უკანასკნელმა, 2000 წლის 21 სექტემბერს, გააჩინა გოგო, A., რომელიც ჩასახულ იქნა ბელგიაში ანონიმური დონორის მიერ განაყოფიერების გზით. A.-ს არ ქონია რაიმე ფორმალური სამართლებრივი კავშირი მის მამასთან, რომელიც მოქმედებდა როგორც ანონიმური დონორი ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად. ბავშვი მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრობდა მომჩივანების საერთო სახლში. 2000 წლის 22 სექტემბერს, მისი სახელი შეტანილ იქნა დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების რეესტრში, რომელიც წარმოებდა კლემარტის ქალაქის გამგეობაში. იგი ფორმალურად აღიარებულ იქნა მისი დედის მხრიდან 2000 წლის 9 ოქტომბერს.
10. ორი მომჩივანი შემდგომში შევიდნენ სამოქალაქო პარტნიორობის შეთანხმებაში ერთმანეთთან, რომელიც დარეგისტრირდა 2002 წლის 15 აპრილს ვანვეს საოლქო სასამართლოს რეესტრში.
11. 2006 წლის 3 მარტს პირველმა მომჩივანმა მიმართა ნანტერეს tribunal de grande instance-ს მარტივი შვილად აყვანის ნებართვის მისაღებად მისი პარტნიორის გოგოს მიმართებაში, მას შემდეგ რაც მისმა პარტნიორმა მას მისცა გამოხატული თანხმობა ნოტარიუსის წინაშე.
12. 2006 წლის 12 აპრილს საჯარო პროკურორმა წარადგინა პროტესტი პირველი მომჩივანის შუამდგომლობასთან მიმართებაში, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე (იხილეთ მე-19 პარაგრაფი ქვემოთ).
13. მის 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში tribunal de grande instance-მა დაადგინა რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები შვილად აყვანისათვის დაკავშირებით დაკმაყოფილებული იყო და დადასტურებულ იქნა რომ მომჩივანები აქტიურად და ერთად იყვნენ ჩართულნი ბავშვის აღზრდაში, უზრუნველყოფდნენ რა მას მზრუნველობითა და ყურადღებით. თუმცა, სასამართლომ უარყო შუამდგომლობა იმ საფუძვლების გამო, რომ მოთხოვნილ შვილებას ექნებოდა იურიდიული შედეგები, რომლებიც საწინააღმდეგო იქნებოდა მომჩივანის განზრახვებთან და ბავშვის ინტერესებთან, რადგან მოხდებოდა მშობლის ვალდებულების გადაცემა მშვილებელ მშობელზე და შესაბამისად ბავშვის გამჩენი დედა დაკარგავდა მის საკუთარ უფლებებს ბავშვთან მიმართებაში.
14. პირველმა მომჩივანმა გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილება და მეორე მომჩივანი ჩაერთო განხილვაში მისი საკუთარი ინიციატივით. ვერსალის სააპელაციო სასამართლოს წინაში მომჩივანებმა კვლავდაადასტურეს მათი სურვილი, შვილად აყვანის გზით, უზრუნველეყოთ სტაბილური სამართლებრივი გარემო ბავშვისთვის, რაც ასახავდა მის სოციალურ რეალობას. ისინი ამტკიცებდნენ რომ ბავშვის დედის მხრიდან მშობლის ვალდებულების დაკარგვა შეიძლებოდა გამოსწორებულიყო მშობლის ვალდებულების სრული ან ნაწილობრივი დელეგირებით და განაცხადეს რომ სხვა ევროპული
სახელმწიფოები ნებას რთავდნენ ისეთ შვილებას, რომელიც ქმნიდა
სამართლებრივ კავშირებს იგივე სქესის პარტნიორთან.
15. 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა შვილების ნებართვაზე უარი.
როგორც პირველმა ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციომაც აღნიშნა რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები შვილების მიმართ დაკმაყოფილებული იყო და პირველი მომჩივანი აქტიურად იყო ჩართული ბავშვის ემოციური და მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. მან ამის მიუხედავად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ის რომ ასეთი შვილების იურიდიული შედეგები არ იქნება ბავშვის ინტერესების შესაბამისი, რადგან მომჩივანები ვერ შეძლებდნენ გაეზიარებინათ ერთმანეთში მშობლის ვალდებულებები, როგორც ეს გათვალისწინებული იყო სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლით იმ შემთხვევაში როდესაც ხდება ბავშვის დედის ან მამის მეუღლის მიერ მისი შვილება და განსახილველი შვილება შესაბამისად წაართმევდა ქ-ნ დუბოის მის ყველა უფლებას მის ბავშვთან მიმართებაში. სასამართლომ დამატებით დაადგინა რომ მშობლის ვალდებულების უბრალოდ დელეგირება შემდგომი თარიღით ვერ უზრუნველყოფს რომ გამორიცხოს ბავშვთან მიმართებაში ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მისი დედის მხრიდან მშობლის ვალდებულების დაკარგვასთან. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, წარდგენილმა მოთხოვნამ შვილად აყვანის შესახებ მხოლოდ დაადასტურა მომჩივანთა სურვილი, რომ მათი მხრიდან ბავშვთან მიმართებაში ერთობლივად მშობლების ფუნქციის განხორციელება აღიარებულიყო და მომხდარიყო ლეგიტიმაცია.
16. 2007 წლის 21 თებერვალს მომჩივანებმა შეიტანეს საჩივარი კანონთან მიმართებაში, მაგრამ არ წარუმართიათ პროცედურა ბოლომდე საკასაციო სასამართლოში. 2007 წლის 20 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება კანონის მიმართებაში საჩივრის წარდგენის უფლების უარყოფის დეკლარირების შესახებ.
II. რელევანტური ადგილობრივი კანონი და პრაქტიკა
A. შვილობა
16. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით არსებობს ორი ტიპის შვილად აყვანა: სრული შვილად აყვანა და მარტივი შვილად აყვანა.
1. სრული შვილად აყვანა
18. სრულად შვილად აყვანის ბრძანება შეიძლება გაცემულ იქნეს მხოლოდ მაშინ როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ მცირეწლოვანია და შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ დაქორწინებული წყვილის ან ერთი პირის მიერ. აღნიშნული ქმნის სამართლებრივ მშობელი-ბავშვის ურთიერთობებს, რომელიც იკავებს მსგავსი ორიგინალური ურთიერთობის ადგილს (თუ მოცემული არსებობდა). ბავშვი იღებს მშვილებელი მშობლის გვარს. ახალი დაბადების სერტიფიკატი გაიცემა და შვილად აყვანა შეუქცევადია (სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლი).
2. მარტივი შვილად აყვანა
19. მარტივი შვილად აყვანის ბრძანება, ზემოთ მოცემულისგან განსხვავებით, არ აუქმებს კავშირებს ბავშვსა და მის რეალურ მშობელს შორის, არამედ ქმნის დამატებით სამართლებრივ მშობელი-შვილის ურთიერთობებს (სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლი). შვილების ნებართვა აგრეთვე შეიძლება გაიცეს ნაშვილები პირის ასაკის მიუხედავად, მათ შორის მაშინ როდესაც იგი მიაღწევს სრულწლოვანებას. მშვილებელი მშობლის გვარი ემატება ნაშვილებს. ამ უკანასკნელს უნარჩუნდება გარკვეული მემკვიდრეობითი უფლებები მისი წარმოშობის ოჯახთან მიმართებაში და წარმოეშვება გარკვეული უფლებები მშვილობელ მშობელთან მიმართებაში. მარტივი შვილად აყვანა წარმოშობს ურთიერთ ვალდებულებებს მშვილებელსა და შვილებულს შორის, კერძოდ კი რჩენის ვალდებულებას. ბიოლოგიურ პარტნიორებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ შვილად აყვანილი პირი ფინანსურად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამყვანი მშობელი ამას ვერ ახერხებს.
როდესაც შვილად ასაყვანი მცირეწლოვანია, მარტივი შვილად აყვანის შედეგად ყველა უფლება ასოცირებული მშობლის ვალდებულებებისგან ერთმევა ბავშვის მამას ან დედას შვილად ამყვანი მშობლის სასარგებლოდ. კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთ გამონაკლის აღნიშნული წესისგან, კერძოდ როდესაც პირი შვილად იყვანს მისი მეუღლის ბავშვს. მოცემულ შემთხვევაში მეუღლეები იზიარებენ მშობლის ვალდებულებებს. შესაბამისად:
სამოქალაქო კოდექსის 365 მუხლი
”ყველა უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია მშობლის ვალდებულებებთან უნდა გადაეცეს მშვილებელ მშობელს მხოლოდ, მათ შორის შვილად აყვანილი პირის ქორწინებაზე თანხმობის მიცემის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შვილად ამყვანი მშობელი დაქორწინებულია შვილებულის დედაზე ან მამაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მშვილებელი მშობელს და მის მეუღლეს უნდა ქონდეთ ერთობლივი მშობლის ვალდებულებები, მაგრამ მეუღლემ უნდა განაგრძოს მოცემული ვალდებულებების მარტო შესრულება, გარდა იმ შემთხვევისა თუ წყვილი tribunal de grande instance უფროსი რეგისტრატორის წინაშე მოახდენს ერთობლივ დეკლარირებას იმის თაობაზე რომ მათ სურთ მშობლის ვალდებულების ერთობლივად შესრულება...”
სრული შვილად აყვანის ბრძანებისგან განსხვავებით, მარტივი შვილად აყვანის ბრძანება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მშვილებელი მშობლის, შვილებულის განცხადების ან როდესაც ეს უკანასკნელი მცირეწლოვანია, საჯარო პროკურორის მიერ.
მარტივი შვილად აყვანა ძირითადად მიმართულია, როდესაც საქმე გვაქვს მცირეწლოვნებთან, იმისკენ რომ მოხდეს ბიოლოგიური მშობლის ან მშობლების მხრიდან მოვლის დანაკლისის კომპენსირება. პრაქტიკაში, უმეტესობა შემთხვევებში სრული შვილად აყვანა გახლავთ უცხოეთში შვილება, როდესაც მარტივი შვილად აყვანის უდიდესი უმრავლესობა ხდება იმ ოჯახებში სადაც შესაბამისი პირი აღწევს სრულწლოვანებას და ხშირად დაკავშირებულია მემკვიდრეობის საკითხებთან.
B. მშობლის ვალდებულება
20. მშობლის ვალდებულება განისაზღვრება როგორც სრული ნაკრები მშობლის უფლებებისა და ვალდებულებების, მათი მცირეწლოვანი შვილების მიმართ. აღნიშნული მიმართულია ბავშვების „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და მორალის“ დაცვისაკენ „რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი განათლება და განვითარება“ (სამოქალაქო კოდექსის 371-1 მუხლი). პრინციპის დონეზე, როგორც კი მშობლის სტატუსი დადასტურებულია, მცირეწლოვანი შვილის მშობლები ავტომატურად იღებენ მშობლის ვალდებულებებს, რაც შეიძლება უკან გამოთხოვილ იქნას მხოლოდ სერიოზული საფუძვლების შემთხვევაში. მშობლის ვალდებულებები მთავრდება, როდესაც ბავშვი აღწევს სრულწლოვანებას, როგორც წესი თვრამეტ წელს. განსხვავებულად განიხილება მშობლის ვალდებულება და მშობლის ვალდებულების შესრულება; ეს უკანასკნელი შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ერთ მშობელს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მშობელი რომელსაც არ აქვს დაკისრებული მშობლის მოვალეობის შესრულება იტოვებს უფლებას და ვალდებულებას ზედამხედველობა გაუწიოს მისი შვილების მოვლასა და აღზრდას. იგი უნდა იქნეს ინფორმირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ და არ უნდა იქნეს შეზღუდული კონტაქტის უფლების სარგებლობასა ან ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ვიზიტების დროს, განსაკუთრებული მიზეზების გარეშე.
21. შესაძლებელია მშობლის ვალდებულების დელეგირება მესამე მხარისთვის (სამოქალაქო კოდექსის 376-ე მუხლი). 2002 წლის 4 მარტის კანონის მიღების შემდეგ, რომელიც შეეხებოდა მშობლის ვალდებულებებს, სამოქალაქო კოდექსის 377-ე მუხლი ითვალისწინებს მშობლის ვალდებულების „სტანდარტულ“ დელეგირებას, რომლის მიხედვით თუ შესაბამისი პირობები ამას მოითხოვს ერთი ან ორივე მშობელი უფლებამოსილია მიმართოს საოჯახო მოსამართლეს რათა მოხდეს მათი მშობლის ვალდებულების განხორციელების დელეგირება მესამე პირზე (ინდივიდზე, წინასწარ შერჩეულ ინსტიტუციაზე ან ბავშვის მზრუნველობის შესაბამის სამსახურზე). მოცემული დელეგირება არ არის უვადო და არ შეიცავს შვილად აყვანაზე თანხმობის უფლებას. აღნიშნულ კონტექსტში მშობლის ვალდებულებები შეიძლება გადაცემულ იქნეს სრულად ან ნაწილობრივ: მშობლის ვალდებულებები კვლავ მშობლების ხელშია, მაგრამ მათი განხორციელება გადაცემული აქვს მესამე სუბიექტს.
22. სტანდარტული დელეგირების პროცედურის ფარგლებში, 2002 წლის 4 მარტის კანონმა შემოიღო უფრო მოქნილი, მშობლის ვალდებულების გაზიარებაზე დაფუძნებული, დელეგირების შესაძლებლობა (სამოქალაქო კოდექსის 377-1 მუხლი). მშობლის ვალდებულებების დელეგირების ნებართვა შეიძლება ითვალისწინებს „ბავშვის აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე“, რომ ერთმა ან ორივე მშობელმა უნდა გაიზიაროს მშობლის ვალდებულების განხორციელება სრულად ან ნაწილობრივ მესამე მხარესთან ერთად, შესაბამისად შეინარჩუნოს რა გაზიარებული ვალდებულებები. მოცემული ღონისძიება იძლევა საშუალებას დარეგულირდეს ურთიერთობა ბავშვს, განცალკევებულ წყვილსა და მესამე მხარეს შორის, არიან რა ისინი ბებიები ან ბაბუები, მამინაცვალნი ან დედინაცვალნი ან ერთად მაცხოვრებელი პარტნიორები. თითოეული მშობელი იტოვებს მშობლის ვალდებულებებს და აგრძელებს მათ განხორციელებას. აღნიშნული ვალდებულებების დელეგირება არ გულისხმობს გვარის შეცვლას ან მშობელსა და ბავშვს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას; აღნიშნული გახლავთ დროებითი და ასრულებს მოქმედებას როგორც კი ბავშვი ხდება სრულწლოვანი.
C. ქორწინება და სამოქალაქო პარტნიორობა
23. საფრანგეთში, ქორწინება არ არის ხელმისაწვდომი იგივე სქესის წყვილებისთვის (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი). მოცემული პრინციპი დამატებით გამყარებულ იქნა საკასაციო სასამართლოს მიერ, რომელმაც მის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით დამატებით აღნიშნა რომ „ფრანგულ კანონმდებლობაში ქორწინება არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის.“
24. სამოქალაქო პარტნიორობა განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 515-1 მუხლით როგორც „კონტრაქტი დადებული, სხვადასხვა ან იგივე სქესის მქონე, ორ სრულწლოვან ინდივიდს შორის იმ მიზნით რომ დაგეგმონ ერთობლივი თანაცხოვრება.“ სამოქალაქო პარტნიორობა გულისხმობს მთელ რიგ ვალდებულებებს იმათთვის ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, მათ შორის ვალდებულებას იცხოვრონ როგორც წყვილმა და გაუწიონ ერთმანეთს მატერიალური და სხვაგვარი დახმარება.
სამოქალაქო პარტნიორობა აგრეთვე ითვალისწინებს მხარეთათვის გარკვეულ უფლებებს, რაც გაზრდილ იქნა 2007 წლის 1 იანვარს 2006 წლის 23 ივნისის კანონის ძალაში შესვლით და რომელიც შეეხებოდა მემკვიდრეობისა და საჩუქრების საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებულ რეფორმას.
შესაბამისად, პარტნიორები წარმოადგენენ ერთ ოჯახს საგადასახადო მიზნებისთვის; ისინი აგრეთვე განიხილებიან, როგორც დაქორწინებული წყვილი გარკვეული უფლებების გამოყენების თვალსაზრისით, კერძოდ ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ჯანდაცვა და სამშობიარო დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა.
გარკვეული ეფექტები, რომლებიც მომდინარეობს ქორწინებიდან რჩება გამოუყენებლად სამოქალაქო პარტნიორობის შემთხვევაში. სხვა საკითხებთან ერთად კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის ზრუნვისა და სამემკვიდრეო კავშირებს პარტნიორებს შორის. კერძოდ, პარტნიორობის მოშლა არ მოიცავს თავის თავში განქორწინების პროცესს, არამედ უბრალოდ ითვალისწინებს ერთობლივ დეკლარირებას ორივე პარტნიორის ან ერთი პარტნიორის გადაწყვეტილებას, რომელიც ეცნობება მოერეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 515-7 მუხლი). მეტიც, სამოქალაქო პარტნიორობას არ აქვს გავლენა სამოქალაქო კოდექსის იმ დებულებებზე, რომლებიც ეხება შვილად აყვანის სამართლებრივ ურთიერთობებსა და მშობლის ვალდებულებებს.
D. დამხმარე რეპროდუქცია
25. დამხმარე რეპროდუქცია, რომელიც მიუთითებს ტექნიკას, რომელიც უშვებს in vitro განაყოფიერებას, ემბრიონის გადატანას და ხელოვნურ განაყოფიერებას დარეგულირებულია საჯარო ჯანმრთელობის კოდექსის 2141-1 მუხლით. კოდექსის 2141-2 მუხლის მიხედვით დამხმარე რეპროდუქციის ტექნიკა დაშვებულია საფრანგეთში თერაპიული მიზნებით მხოლოდ, იმისათვის რომ “დაკმაყოფილებულ იქნას ის საჭიროება, რომელიც გამომდინარეობს უშვილობის კლინიკური დიაგნოზით” ან “იმისათვის რომ გამორიცხულ იქნეს ბავშვზე ან პარტნიორზე განსაკუთრებით საშიში დაავადების გადადება.” აღნიშნული ხელმისაწვდომია განსხვავებული სქესის მქონე წყვილისთვის, რომლებიც არიან რეპროდუქციული ასაკის, რომლებიც დაქორწინებული არიან ან აჩვენებენ ერთად ცხოვრების მტკიცებულებებს.
26. მოცემულ პირობებში სამოქალაქო კოდექსის 311-20 მუხლი ითვალისწინებს მშობლობის სამართლებრივ აღიარებას მეორე მშობლისთვის შემდეგი პირობებით:
“დაქორწინებულმა ან ერთად მაცხოვრებელმა წყვილმა, ვინც მიმართავს სამედიცინო დახმარებას, რომელიც მოიცავს მესამე პირს დონორის სახით მონაწილეობას, იმისათვის რათა ბავშვი ჩასახულ იქნეს, უნდა მისცენ წინასწარ თანხმობა, იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს კონფიდენციალობას, მოსამართლის ან ნოტარიუსის წინაშე, ვინც თავისთავად უნდა მოახდინოს წყვილის ინფორმირება იმ შედეგების შესახებ, რაც მოყვება ამ აქტს მშობელსა და ბავშვს შორის სამართლებრივი ურთიერთობების სახით”
...
ნებისმიერ პირს, რომელმაც მისცა თანხმობა დამხმარე რეპროდუქციაზე და არ აღიარებს დაბადებულ ბავშვს, ამის შედეგად დაეკისრება პასუხისმგებლობა ბავშვთან და დედასთან მიმართებაში.
მშობლის სტატუსის სასამართლო გზით დეკლარირება აგრეთვე უნდა იქნეს განხორციელებული ამ პირთან მიმართებაში. მოცემული ღონისძიება უნდა იქნეს მოყვანილი შესაბამისობაში 328-ე და 331-ე მუხლების დებულებებთან.”
E. სასამართლო პრაქტიკა
1. ინდივიდის სამოქალაქო პარტნიორის მცირეწლოვანი შვილის მარტივი შვილების შუამდგომლობაზე უარი
27. საკასაციო სასამართლომ გამოსცა რამდენიმე გადაწყვეტილება მოცემულ საკითხზე. პირველი ორი გადაწყვეტილება, რომლებიც მიღებულ იქნა 2007 წლის 20 თებერვალს, შეეხებოდა საქმეებს სადაც ორი ლესბოსელი წყვილი ცხოვრობდა სამოქალაქო პარტნიორობის შეთანხმების საფუძველზე და ზრდიდა შვილებებს, რომელთა ერთადერთი იურიდიული მშობელი გახლდათ მათი დედა, რადგან მათი მშობლების სტატუსი არ იყო სამართლებრივად გამყარებული. ორივე მოცემულ საქმეში დედის პარტნიორმა მიმართა მარტივი შვილად აყვანის ნებართვის მისაღებად, ბავშვების დედების თანხმობით. ერთ-ერთ განცხადებაზე გაიცა ნებართვა ბურგენსის სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ საფუძვლებით რომ „შვილად აყვანა იქნებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი“, ხოლო მეორე განცხადება უარყოფილ იქნა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ. სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე მითითებით, საკასაციო სასამართლოს პირველმა განყოფილებამ გააუქმა პირველი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოაცხადა იგი ძალადაკარგულად და ბათილად შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
„შვილად აყვანას შედეგად მოყვა ბავშვზე მშობლის ვალდებულების გადაცემა და ბიოლოგიურმა დედამ, რომელიც გეგმავდა გაეგრძელებინა ბავშვის გაზრდა, დაკარგა მისი უფლებები. შესაბამისად, თუმცა ქ-მა Y გამოხატა თანხმობა შვილად აყვანაზე, სააპელაციო სასამართლო, მოცემული განცხადების დაკმაყოფილების დროს, მოქმედებდა ზემოთ მოცემული დებულების საწინააღმდეგოდ.“
სასამართლომ ძალაში დატოვა მეორე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა:
„თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ზუსტად მიუთითა რომ ქ-ნი Y..., ბავშვების დედა, დაკარგავდა მშობლის ვალდებულებებს ბავშვებთან მიმართებაში იმ შემთხვევაში თუ ისინი შვილად იქნებიან აყვანილები ქ-ნი X მიერ, მიუხედავად იმისა რომ წყვილი ერთად ცხოვრობდა. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მშობლის ვალდებულების გადაცემა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარკვეული გარემეობები ამას მოითხოვენ, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა დადგენილი და არც ნავარაუდევი, აგრეთვე მოცემულ საქმეში მშობლის ვალდებულების დელეგირება ან გაზიარება, შვილად აყვანის კონტექსტში, საწინააღმდეგო იქნება, რადგან მცირეწლოვანის შვილება შემოღებულ იქნა იმისათვის რომ მშობლის ექსკლუზიური ვალდებულება მინიჭებულიყო მშვილებელ მშობელს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად საწინააღმდეგო მტკიცებისა, განიხილა მოცემული საკითხი, წარმოადგინა კანონიერი საფუძვლები თავისი გადაწყვეტილებისათვის.“ (პირველი სამოქალაქო განყოფილების ორი გადაწყვეტილება, 2007 წლის 20 თებერვალი, Bulletin Civil 2007 I, nos. 70 და 71).
საკასაციო სასამართლომ შემდგომში გაიმეორა მოცემული მიდგომა:
“უპირველესყოვლისა ბავშვის (მამას ან) დედას ჩამოერთმევა მშობლის ვალდებულება იმ შემთხვევაში თუ მოხდება ბავშვის შვილად აყვანა, მიუხედავად იმისა რომ საუკეთესოდ არიან მზად განახორციელონ მოცემული ვალდებულება და არ მოუხდენიათ რაიმე სახით იმის დემონსტრირება რომ უარს ამბობენ მასზე. მეორესმხრივ, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი ითვალისწინებს მშობლის ვალდებულების გაზიარებას მხოლოდ მეუღლის შვილის შვილად აყვანის შემთხვევაში; როგორც საფრანგეთის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, მეუღლეები არიან პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქორწინებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც არ მოუღია გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის ნებისმიერი დებულების საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა კანონიერი საფუძვლები მის გადაწყვეტილებაში.” (პირველი სამოქალაქო განყოფილება, 2007 წლის 19 დეკემბერი, Bulletin Civil 2007 I, no. 392, იხილეთ აგრეთვე, მსგავსი შედეგით, პირველი სამოქალაქო განყოფილების 2008 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, გამოუქვეყნებელი, #07-12948 საჩივარზე).”
28. პირველი ორი გადაწყვეტილება, გამოტანილი 2007 წლის 20 თებერვალს, გამოქვეყნებულ იქნა საკასაციო სასამართლოს საინფორმაციო ბიულეტენში, ინტერნეტში და საკასაციო სასამართლოს წლიურ ანგარიშში.
2. მშობლის ვალდებულების დელეგირება
29. პირველ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაში (საკასაციო სასამართლო, პირველი სამოქალაქო განყოფილება, 2006 წლის 24 თებერვალი, გამოქვეყნებული ბიულეტენში), საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა განცხადება, რომელიც წარდგენილ იქნა იგივე სქესის წყვილის მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ სამოქალაქო პარტნიორობაში და სურდათ ამ შესაძლებლობის გამოყენება. სასამართლომ დაადგინა რომ სამოქალაქო კოდექსის 377-1 მუხლი “არ ზღუდავს დედას, რომელსაც მარტო აქვს მშობლის ვალდებულები, დელეგირება მოახდინოს მოცემული ვალდებულების განხორციელების სრულად ან ნაწილობრივ ქალბატონზე, რომელთა ერთადაც იგი ცხოვრობს სტაბილურ და ხანგრძლივ ურთიერთობაში, როდესაც კონკრეტული გარემოებები ამას ითხოვს და აღნიშნული ღონისძიება შესაბამისობაშია ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან”. საკასაციო სასამართლომ შემდგომში შეამჭიდროვა ის პირობები, რომლებიც უნდა იქნეს დაკმაყოფილებული რათა მშობლის ვალდებულების დელეგირების განცხადება დაკმაყოფილდეს (საკასაციო სასამართლო, პირველი სამოქალაქო განყოფილება, 2010 წლის 8 ივლისი, გამოქვეყნებული ბიულეტენში). ზემოთ მოცემული წინაპირობები დარჩა რა იგივე (კონკრეტული გარემოებები ითხოვენ მოცემულ ღონისძიებას და აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან), საკასაციო სასამართლო ახლა ითხოვს რომ განცხადებამ დემონსტრირება მოახდინოს რომ მოცემული ღონისძიება გააუმჯობესებს ბავშვების ცხოვრებას და აღნიშნული არის არსებითი გარემოება. მოცემული შემზღუდავი მიდგომა ახლა გამოიყენება სასამართლოების მიერ, როდესაც მსგავსი საქმეები იხილება არსებითად (პარიზის tribunal de grande instance, 2010 წლის 5 ნოემბერი).
3. საკონსტიტუციო საბჭოს 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება
30. მოცემულ საქმეში არსებული ფაქტების მსგავს საქმეში, განმცხადებლები ამტკიცებდნენ რომ ადგილი ქონდა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას და სთხოვდნენ საკასაციო სასამართლოს რათა მას გადაეგზავნა მოთხოვნა საკონსტიტუციო საბჭოს მხრიდან წინასწარ გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოცემული შუამდგომლობა.
31. საკონსტიტუციო საბჭომ 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაადგინა რომ აღნიშნული არ იყო მისი ფუნქცია რომ ემსჯელა გასაჩივრებულ საკანონმდებლო დებულებებზე აბსტრაქტულად, არამედ უნდა გაეთვალისწინებინათ საკასაციო სასამართლოს შესაბამისი ინტერპრეტაცია. შესაბამისად, განსახილველ საქმეში, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი კონსტიტუციურობა უნდა ყოფილიყო განხილული იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ზემოთ მოცემული საკასაციო სასამართლოს ინტერპრეტაციის შედეგი იყო ის რომ იკრძალებოდა ბავშვის შვილად აყვანა პრინციპის დონეზე ინდივიდის პარტნიორის ან თანამაცხოვრებლის მიერ, როგორც ეს იქნა გადაწყვეტილი საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით.
საკონსტიტუციო საბჭომ საკუთარი მსჯელობა დაიწყო იმით, რომ აღნიშნა, რომ 365-ე მუხლის დებულებები არ ზღუდავდნენ წყვილებს თანაცხოვრებისაგან ან სამოქალაქო პარტნიორობაში შესვლისგან, არც იმას ზღუდავდნენ რომ ბიოლოგიურ მშობელს ჩაერთო მისი პარტნიორი ან თანამაცხოვრებელი ბავშვის აღზრდაში. თუმცა, საკონსტიტუციო საბჭომ დაადგინა რომ ოჯახური ცხოვრების უფლება, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით არ მოიცავს ბავშვისა და მისი მშობლის პარტნიორს შორის სამართლებრივი შვილად აყვანის ურთიერთობის დამყარების უფლებას.
საკონსტიტუციო საბჭომ აგრეთვე აღნიშნა რომ კანონმდებლობამ განზრახ აირჩია შეეზღუდა მარტივი შვილად აყვანის შესაძლებლობა მხოლოდ დაქორწინებული წყვილისთვის და აქ არ არსებობდა მისთვის ადგილი რომ საკუთარი შეფასებით ჩაენაცვლებინა კანონმდებლობის შეფასება.
III. ევროპის საბჭოს ტექსტები და მასალები
A. ბავშვთა შვილად აყვანის შესახებ ევროპული კონვენცია (გადახედილი)
32. მოცემული კონვენცია გახსნილ იქნა ხელმოსაწერად 2008 წლის 27 ნოემბერს და ძალაში შევიდა 2011 წლის 1 სექტემბერს. საფრანგეთს არ მოუწერია და არ მოუხდენია რატიფიცირება მოცემული კონვენციის. მისი რელევანტური დებულებები იკითხება შემდეგნაირად:
“მუხლი 7 - შვილად აყვანის პირობებიკანონმა უნდა დაუშვას ბავშვის შვილად აყვანა:
a სხვადასხვა სქესის ორი პირის მიერ
i ვინც დაქორწინებულნი არიან ერთმანეთზე, ან
ii სადაც მოცემული ინსტიტუტი არსებობს, იმყოფებიან რეგისტრირებულ პარტნიორობაში;
b ერთი პირის მიერ.
2. სახელმწიფოები თავისუფლები არიან გააფართოვონ მოცემული კონვენციის ფარგლები იგივე სქესის წყვილებზე, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან ერთმანეთთან ან ვინც არიან ერთმანეთთან რეგისტრირებულ პარტნიორობაში. სახელმწიფოები აგრეთვე თავისუფლები არიან რათა გააფართოვონ აღნიშნული კონვენცია სხვადასხვა სქესის წყვილზე და იგივე სქესის წყვილებზე, ვინც ცხოვრობენ ერთად სტაბილურ ურთიერთობაში.
...
მუხლი 11 - შვილად აყვანის შედეგები
1. შვილად აყვანის შემდეგ ბავშვი უნდა იქცეს შვილად ამყვანის(ების) ოჯახის სრულფასოვანი წევრი და მისი შვილებელის და მისი ოჯახის მიმართ ქონდეს იგივე უფლებები და ვალდებულებები, როგორიც აქვს მშვილებლის შვილს, ვის მიმართაც მშობლის სტატუსი სამართლებრივად არის დადგენილი. მშვილებელს(ბლებს) უნდა ქონდეთ მშობლის ვალდებულება ბავშვის მიმართ. შვილად აყვანამ უნდა შეწყვიტოს სამართლებრივი კავშირი ბავშვსა და მისი მამას, დედას და წარმოშობის ოჯახს შორის.
2. ამის მიუხედავად, მშვილებელის მეუღლემ ან პარტნიორმა, დარეგისტრირებულია თუ არა, უნდა შეინარჩუნოს მისი უფლებები და ვალდებულებები შვილად აყვანილ ბავშვთან მიმართებაში თუ ეს უკანასკნელი არ არის მისი შვილი, გარდა იმ შემთხვევისა თუ კანონი სხვა რამეს ითვალისწინებს.
...
4. მონაწილე სახელმწიფოებმა შეიძლება მიიღონ შვილად აყვანის სხვა ფორმები, რომლებსაც ექნებათ უფრო შეზღუდული ეფექტები ვიდრე იმათ რომლებიც წარმოდგენილია მოცემული მუხლის ზედა პარაგრაფებში.“
B. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია
33. მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2010)5 რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისთვის სექსუალურ ორიენტაციაზე ან გენდერის იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2010 წლის 31 მარტს, წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს inter alia:
“...
24. როდესაც ეროვნული კანონმდებლობა აღიარებს იგივე სქესის მქონე პირთა პარტნიორობას, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ რათა მათი სამართლებრივი სტატუსი და უფლებები და ვალდებულებები იყოს ექვივალენტი იმ ჰეტეროსექსუალურ წყვილთა სტატუსთან, რომლებიც არიან შესაბამის სიტუაციაში.
25. როდესაც ეროვნული კანონმდებლობა არ აღიარებს და არც ადგენს უფლებებსა ან ვალდებულებებს იგივე სქესის რეგისტირებული პარტნიორების და არარეგისტრირებული წყვილებისასთვის, მონაწილე სახელმწიფოებს შეთავაზებული აქვთ იმის შესაძლებლობა რომ უზრუნველყონ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მათ შორის სხვადასხვა სქესის წყვილებისთვის, იგივე სქესის წყვილებისთვის სამართლებრივი ან სხვა სახის შესაძლებლობა რათა გადაჭრილ იქნეს პრაქტიკული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია იმ სოციალურ რეალობასთან, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ.”
კანონმდებლობა
34.მომჩივანები აცხადებდნენ რომ ისინი გახლდნენ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი მათი სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევით. ისინი ეფუძნებოდნენ კონვენციის მე-8 მუხლთან კავშირში მე-14 მუხლზე. მოცემული ორი მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 8
“1.ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2.დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
მუხლი 14
დისკრიმინაციის აკრძალვა
“ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.”
I. მთავრობის წინასწარი პრეტენზიები
35. როგორც მათი ძირითადი წარდგინება, მთვარობამ გაიმეორა რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ გამოიყენებოდა მოცემულ საქმეში. საჩივრის დასაშვებობის დროს უკვე გამოყენებული არგუმენტების მოშველიებით, მთავრობამ მიუთითა მოცემული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით ისეთი ოჯახური ცხოვრების არსებობა, რომელიც არ არის მოქცეული ქორწინების სამართლებრივ ჩარჩოში, უნდა იქნეს შეფასებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა, მთავრობამ აგრეთვე აღნიშნა რომ სასამართლოს კარგად განვითარებული პრაქტიკის მიხედვით, მე-8 მუხლი არ ახდენს შვილად აყვანის უფლების ან სამართლებრივი კავშირის შექმნის გარანტირებას ერთი და იგივე ოჯახში მაცხოვრებელ სრულწლოვანსა და ბავშვს შორის, რაც აგრეთვე არ მოიცავს არც ბავშვის ყოლის უფლების. რადგან კონვენცია არ მოიცავს შვილად აყვანის უფლებას, მთვარობამ განაცხადა რომ მომჩივანებს არ შეეძლოთ ემტკიცებინათ მოცემული უფლების სარგებლობის დროს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა, რადგან მე-14 მუხლს არ აქვს დამოუკიდებელი მოქმედების სტატუსი.
36. მომჩივანებმა მიუთითეს იმ არგუმენტებზე, რომლებიც მათ წარადგინეს საქმის დასაშვებობის სტადიაზე.
37. სასამართლო აღნიშნავს რომ მომჩივანებმა საკუთარი არგუმენტაცია დააყრდნეს კონვენციის მე-8 მუხლთან კავშირში მყოფ მე-14 მუხლზე და მოცემული პირველი მუხლი არ ითვალისწინებს არც ოჯახის შექმნის და არც შვილად აყვანის უფლებებს (იხილეთ E.B. საფრანგეთის წინააღმდეგ [GC], no. 43546/02, § 41, 22 იანვარი 2008). აღნიშნული არ გამხდარა სადავო მხარეთა მიერ. ამის მიუხედავად, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს რომ მომჩივანების კონკრეტული საქმის გაანალიზებას მივყავართ იმ დასკვნამდე რომ მათ ქონდათ „ოჯახური ცხოვრება“ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. მეტიც, სექსუალური ორიენტაცია ექცევა პერსონალურ სფეროში, რაც დაცულია მე-8 მუხლით. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს რომ საქმის ფაქტები ექცევა კონვენციის როგორც მინიმუმ ერთი უფლების „საზღვრებში“, რაც შეიძლება განხილულ იქნეს მე-14 მუხლთან ერთად, რაზეც მომჩივანები ეყრდნობიან მოცემულ საქმეში.
38. სასამართლო ამასთან მიმართებაში მიუთითებს მის 2010 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, მოცემული საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც მან დაადგინა რომ კონვენციის მე-8 მუხლთან ერთად მე-14 მუხლი გამოიყენებოდა მოცემულ საქმეში.
39. სასამართლომ შესაბამისად უნდა უარყოს მთავრობის წინასწარი პრეტენზიები და არსებითად უნდა განიხილოს საჩივარი.
II. საქმის არსებითი მხარე
A. მხარეთა წარდგინებები
1. მომჩივანები
40. მომჩივანები ასაჩივრებდნენ პირველი მომჩივანის მიერ მისი პარტნიორის ქალიშვილის შვილად აყვანის შუამდგომლობაზე უარს. ისინი ამტკიცებდნენ რომ დასაბუთებამ რომელიც წარმოდგენილ იქნა უართან ერთად, კერძოდ მსგავსი შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები, რაც წაართმევს შვილის დედას მშობლის ვალდებულებას, ნამდვილად გამორიცხა შვილად აყვანის შესაძლებლობა მხოლოდ იგივე სქესის წყვილისთვის, ვისაც - განსხვავებული სქესის წყვილებისაგან განსხვავებით - არ შეუძლიათ დაქორწინება და შესაბამისად შესაძლებლობა მიიღონ სარგებელი სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლით. მათ განაცხადეს რომ პირველი მომჩივანისათვის A.-ს შვილად აყვანის შესახებ ნებართვის გაცემაზე უარმა პრინციპის დონეზე დაარღვია მათი უფლება პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე, დისკრიმინაციული ფორმით.
41. მომჩივანებმა აღნიშნეს რომ A. ჩასახულ იქნა ბელგიაში ანონიმური დონორის გამოყენებით განაყოფიერების გზით. მიუხედავად იმისა რომ მას დაბადებიდან ზრდიდა ორივე ქალბატონი, სამართლებრივი მიზნებისთვისთვის მას ყავდა მხოლოდ ერთი მშობელი, მეორე მომჩივანი. ამ უკანასკნელმა გადასცა მისი გვარი A.-ის, ასრულებდა სრულად მშობლის ვალდებულებას და დაუტოვებმა მას მის ქონებას გარდაცვალების შემდეგ. ამის საპირისპიროდ, სამართლებრივი თვალსაზრისით პირველ მომჩივანს არ ქონდა რაიმე ვალდებულება ან უფლება ბავშვთან მიმართებაში. მომჩივანებმა ახსნეს რომ მათ სურდათ რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო მარტივი შვილების ნებართვის მიღებით, რაც შექმნიდა სამართლებრივ ურთიერთობას მშობელსა და ბავშვს შორის ორიგინალი ურთიერთობასთან ერთად. A.-ს შესაბამისად, კანონის თვალსაზრისით, ეყოლებოდა ორი მშობელი, ყველა იმ სამართლებრივი შედეგებით რაც ამას მოყვებოდა. მათ ყველაფერ ამაზე უარი ეთქვათ ადგილობრივი სასამართლოების მხრიდან.
42. მომჩივანები შესაბამისად ამტკიცებდნენ რომ ისინი გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რადგან საფრანგეთის ხელისუფლებამ აუკრძალა იგივე სქესის წყვილებს და არა დაქორწინებულ წყვილებს, მიეღოთ მარტივი შვილების ნებართვა. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ იგივე სქესთა შორის ქორწინება ჯერ კიდევ აკრძალული იყო საფრანგეთში, როგორც ეს იქნა მითითებული საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაში.
დისკრიმინაციული განსხვავებული მოპყრობა აგრეთვე გამოიყენებოდა ერთად მცხოვრებ ან სამოქალაქო პარტნიორობაში მქოფ იგივე სქესის წყვილებსა და ჰეტეროსექსუალურ წყვილებს შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ მსგავს სიტუაციაში, რადგან ეს უკანასკნელი დაარღვევდა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მკაცრ მოთხოვნას ქორწინებასთან მიმართებაში, შესაძლებლობა, რომელიც არ არსებობდა იგივე სქესის წყვილებისთვის. მომჩივანებმა აღნიშნეს რომ ისინი არ ითხოვდნენ ქორწინების ხელმისაწვდომობას მოცემულ საქმეში, არამედ ყურადღებას ამახვილებდნენ სამოქალაქო კოდექსის მოცემულ დებულებებზე, რომლებიც ჩანდნენ თითქოს როგორც ნეიტრალური, მაგრამ ფაქტობრივად წარმოშობდნენ არაპირდაპირ დისკრიმინაციას.
43. საქმის განხილვის დროს, იმისათვის რათა ილუსტრირება მოეხდინათ საკუთარი მოსაზრებების, მომჩივანებმა A.-ს სიტუაცია შეადარეს სხვა ბავშვის, A.D.-ს შემთხვევას. ეს უკანასკნელი ჩასახულ იქნა ანონიმური დონორის გამოყენებით განაყოფიერების გზით ქალბატონის მიერ, რომელიც ცხოვრობდა მამაკაცთან, ბ-ნ D.-სთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ A.-ის სიტუაცია ყველა ასპექტში ემთხვეოდა A.D.-ის სიტუაციას, მათი სამართლებრივი სტატუსები განსხვავდებოდა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 311-20 მუხლის თანახმად ბ-ნი D. გახდა ბავშვის მშობელი სამართლებრივად, მარტივი შვილებისათვის ნებართვაზე მიმართვის გარეშეც კი (იხილეთ 26-ე პარაგრაფი ზევით). შესაბამისად, ყოველდღიურ ცხოვრებაში (სკოლაში შესვლა და სკოლაში ბავშვის პროგრესის მონიტორინგი) ან უფრო სერიოზულ შემთხვევებში (საგზაო მოძრაობის შემთხვევა), A.-ს შეიძლება ახლდეს მხოლოდ დედა, A.D.-ს შემთხვევაში, ამ ფუნქციის შესრულება შეუძლია ბ-ნ D-საც. მეტიც, ბავშვის მშობელი დედის გარდაცვალების შემთხვევაში, A. იქცევა ობლად და შეიძლება მოათავსონ მეურვის მზრუნველობის ქვეშ ან მეურვე ოჯახში, როდესაც A.D.-ზე მზრუნველობა მიენიჭება მის სამართლებრივ მამას. მომჩივანებმა აღნიშნული განმარტეს იმდაგვარად რომ საფრანგეთის კანონმდებლობა მარტივ შვილებასა და ანონიმური დონორის მონაწილეობით განაყოფიერებასთან მიმართებაში კრძალავს შვილად აყვანის შედეგად სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას A.-სა და პირველ მომჩივანს შორის, რაც შესაძლებელი იქნებოდა თუ ეს უკანასკნელი იქნებოდა მამაკაცი. მომჩივანებმა აღნიშნეს რა რომ მათ არ სურდათ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებითან საფრანგეთის კანონი ანონიმური დონორის გამოყენებით განაყოფიერების თაობაზე, მათ შეინარჩუნეს პოზიცია, რომლის მიხედვით ადგილი ქონდა განსხვავებულ მოპყრობას კანონის შესაბამისად იმის მიხედვით თუ რამდენად ბავშვის გამზდელი წყვილი გახლდათ ორი ქალბატონი, რომლებიც თანაცხოვრობდნენ ან იყვნენ სამოქალაქო პარტნიორობაში ან ქალბატონი და მამაკაცი იგივე სიტუაციაში.
44. დამატებითი მაგალითი, რომელზეც მომჩივანებმა მიუთითეს გახლდათ სცენარი, რომლის მიხედვითაც ბ-ნი D. გარდაიცვალა და A.D.-ს დედა შეხვდა სხვა მამაკაცს, ბ-ნ N.-ს და გადაწყვიტა შეექმნა ოჯახი მასთან ერთად და დაქორწინებულიყო მასზე. ბ-ნ N.-ს შეუძლია მიმართოს A.D.-ის მარტივი შვილად აყვანის ნებართვის მისაღებად, როცა პირველ მომჩივანს არ შეუძლია ეს A.-ის შემთხვევაში.
45. ორი ქალბატონი შეიძლება თანაცხოვრობდეს ან იმყოფებოდეს სამოქალაქო პარტნიორობაში, რომლებსაც არ შეუძლიათ დაქორწინდნენ, როცა მათ განსხვავებულად ეპყრობიან ქალისა და მამაკაცისგან განსხვავებით, ვინც თუ დაქორწინდებიან, დედის ქმარს შეუძლია მიმართოს მარტივი შვილად აყვანის ნებართვისათვის იმისათვის რომ იშვილოს ბავშვი, მშობლის ვალდებულების ავტომატური გაზიარებით.
46. მომჩივანთა აზრით, განსხვავება მოპყრობაში არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს რომ მას უნდა ქონდეს სამართლებრივი დაცვა არა ერთი, არამედ ორი მშობლის მხრიდან. მეტიც, მომჩივანთა მიხედვით, მშობლის ვალდებულების დელეგირება ზიარების საფუძველზე (რაც მათ არ მოუთხოვიათ ადგილობრივი სასამართლოების წინაშე) ვერ იქნებოდა საკმარისი. აღნიშნული დაკავშირებული მხოლოდ მშობლის ვალდებულებასთან, დროებით და გაჭირვებით იქნა მინიჭებული ეროვნული სასამართლოების მიერ 2010 წლის 8 ივლისიდან (იხილეთ 29-ე პარაგრაფი ზემოთ). მათ აღნიშნეს რომ მარტივი შვილად აყვანის ნებართვა, ვიდრე მშობლის ვალდებულების დელეგირება ზიარების პრინციპით, ითვალისწინებდა საუკეთესო გარანტიებს ბაშვის ინტერესებისთვის.
47. მომჩივანებმა დაასკვნეს რომ მარტივი შვილად აყვანის ნებართვაზე შუამდგომლობის უარყოფა წარმოადგენდა როგორც პირდაპირ ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, კონვენციის დარღვევით. მათი მოსაზრებით, საფრანგეთის მთავრობამ უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობაში ცვლილებები რომლებიც დაასრულებენ მოცემულ დისკრიმინაციას.
2. მთავრობა
48. მთავრობამ უპირველესყოვლისა კვლავ მიუთითა იმ ნორმებზე და შესაბამის საფუძვლებზე, რომლებიც დაკავშირებულია შვილად აყვანასთან და მშობლის ვალდებულების დელეგირებასთან ფრანგულ სამართალში (იხილეთ 17-22 პარაგრაფი ზემოთ). რაც შეეხება მოცემულ საქმეს, განხილვის დროს მთავრობამ აღნიშნა რომ მომჩივანებს არ მიუმართავთ ზიარების პრინციპზე დაყრდნობით მშობლის ვალდებულების დელეგირების მოთხოვნით, თუმცა ეს შეიძლება დასაბუთებულიყო აღნიშნულ გარემოებებში (ასე მაგალითად, თუ მეორე მომჩივანს მოუწევდა სახლიდან გამგზავრება).
49. ამის შემდეგ, მთავრობამ წარადგინა მოსაზრება, რომლის მიხედვით სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი არ წარმოშობდა რაიმე ობიექტურ დისკრიმინაციას, რადგან ის გამოიყენებოდა იდენტური ფორმით ყველა დაუქორწინებელი წყვილისთვის, მიუხედავად იმისა თუ რა კომპოზიციის იყო წყვილი. ერთადერთი გამონაკლისი რაც მოცემული მუხლით არის გათვალისწინებული, რაც ეხება ინდივიდის მეუღლეს, შემოტანილ იქნა კანონმდებლის მიერ იმისათვის რომ დაცულ იქნეს ბავშვის ინტერესები. მთავრობის წარდგინებაში, ქორწინება დარჩა ინსტიტუტი, რომლებიც უზრუნველყოფდა უფრო დიდ სტაბილურობას წყვილებს შორის, ვიდრე სხვა ტიპის კავშირი. მეტიც, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში, საოჯახო მოსამართლე ავტომატურად ერთვება. სამოქალაქო პარტნიორობის შემთხვევაში კი უფრო მეტია თავისუფლება მასში შესვლისა და შეწყვეტის კუთხით და არ აქვს ადგილი რაიმე სახის შედეგებს საოჯახო სამართლის კუთხით ან მშობელსა და შვილებს შორის სამართლებრივი ურთერთობის თვალსაზრისით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კანონმდებელმა, შესაბამისად, გადაწყვიტა შეეზღუდა შესაძლებლობა მარტივი შვილად აყვანის ნებართვის აღებასთან მიმართებაში, რათა უზრუნველეყო სტაბილური პირობები შვილების ზრუნვისა და აღზრდისათვის.
50. მთავრობამ აგრეთვე უარყო მომჩივანთა არგუმენტი, რომლის მიხედვით დისკრიმინაცია წარმოიქმნა არაპირდაპირ ან როგორც მეორადი ეფექტი ფაქტიდან, რომლის მიხედვით ქორწინება საფრანგეთში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილისთვის. მათ აღნიშნეს რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ოჯახური ცხოვრება შეიძლება არსებობდეს ქორწინების ფარგლებს გარეთ, ისევე როგორც იგი შეიძლება არსებობდეს მშობლობის სამართლებრივი კავშირების გარეშე.
51. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სასამართლოს უნდა დაედგინა რომ ადგილი ქონდა განსხვავებას მოპყრობაში, მთავრობას ქონდა მოსაზრება, რომლის მიხედვით აღნიშნული დასაბუთებული იყო და იგი არ წარმოადგენდა დისკრიმიანციას, იქნებოდა რა მომჩივანების სიტუაცია შედარებული დაქორწინებული წყვილის მსგავს სიტუაციასთან ან იმ ჰეტეროსექსუალი წყვილის სიტუაციასთან, რომლებიც იმყოდებოდნენ თანაცხოვრებაში ან სამოქალაქო პარტნიორობაში.
52. განხილვის დროს, მთვარობამ კერძოდ აღნიშნა რომ ფრანგული კანონი მშობლებსა და ბავშვებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ ეფუძნებოდა სრულად სექსუალური განსხვავების მოდელს. ამ მიდგომის გათვალისწინებით, რომელიც გახლდათ საზოგადოების არჩევანი, მთავრობამ მიიჩნია რომ ბავშვისთვის ორ ქალბატონსა და ორ მამაკაცთან მშობლობის კავშირის ხელმისაწვდომობის მიცემა გახლდათ ფუნდამენტური რეფორმა, რაც მხოლოდ პარლამენტის მიერ უნდა იქნეს განხორციელებული. მოცემული საკითხი, შესაბამისად უნდა იქნეს გადაწყვეტილი ერთიანობაში დემოკრატიული დებატების გზით და არა ისეთი დაკავშირებული თემის ფარგლებში, როგორიცაა მშობლის ვალდებულების გაზიარება მარტივი შვილად აყვანის კონტექსტში.
3. მესამე მხარეთა წარდგინებები
53. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), იურისტთა საერთაშორისო კომისიამ (ICJ), ლესბოსელთა, გეი, ბისექსუალ, ტრანს და ინტერსექს საერთაშორისო ასოციაციის ევროპის რეგიონმა (ILGA Europe), შვილად აყვანისა და მზრუნველობის ბრიტანულმა ასოციაციამ (BAAF) და ევროპული ლგბტ ოჯახების ასოციაციამ (NELFA) წარადგინეს ერთობლივი ინტერვენცია სასამართლოში.
54. ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა საკუთარი წარდგინება დაიწყეს იმის აღნიშვნით რომ არსებობს სამი განსხვავებული სიტუაცია, რომლის დროს ლესბოსელ ან გეი ინდივიდებს აყავდათ შვილი: პირველ რიგში, როდესაც დაუქორწინებელ ინდივიდს სურს შვილად აყვანა, იმ წევრ ქვეყნებში სადაც ეს დაშვებულია (მათ შორის გამონაკლის შემთხვევაში), იმის გათვალისწინებით რომ ამ პირის ნებისმიერ პარტნიორს არ ექნება მშობლის უფლებები (ინდივიდუალური შვილად აყვანა); მეორე შემთხვევაში, როდესაც ერთ წევრს იგივე სქესის წყვილისგან სურს შვილად აიყვანოს მეორე პარტნიორის შვილი, როდესაც ორივე მშობელს ექნება მშობლის უფლებები ბავშვთან მიმართებაში (მეორე მშობლის მიერ შვილად აყვანა); და ბოლოს, როდესაც ორივე წევრს იგივე სქესის წყვილიდან სურს იმ ბავშვის ერთობლივად შვილად აყვანა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე მათგანთან, ისე რომ ორივე მშობელი ერთობლივად იძენს მშობლის უფლებებს ბავშთან მიმართებაში (ერთობლივი შვილად აყვანა). E.B საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეში (ციტირებული ზემოთ), ევროპის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ყველა პირთათვის ინდივიდუალური შვილად აყვანაზე თანასწორ ხელმისაწვდომობის სასარგებლოდ, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა. განსახილველი საქმე ეხება მშობლის შვილად აყვანას.
55. 2011 წელს, ევროპის საბჭოს ორმოცდაშვიდი ქვეყნიდან ათი ქვეყანა უშვებდა მეორე მშობლის მიერ შვილად აყვანას და სხვა ქყევნები იხილავდნენ მათი კანონმდებლობის ცვლილებას რათა დაეშვად იგი. მეორე მხარეთა წარდგინების ავტორთა აზრით, როდესაც ბავშვი აღიზარდება იგივე სქესის სტაბილური წყვილის მიერ, მეორე მშობლის სტატუსის სამართლებრივი აღიარება ხელს უწყობდა ბავშვის კეთილდღეობას და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას.
56. სხვა ქვეყნები აჩვენებდნენ მსგავს ტენდენციას კანონმდებლობაში და სასამართლო პრაქტიკაში. მეორე მშობლის შვილად აყვანა შესაძლებელი იყო იგივე სქესის წყვილებისთვის ცამეთ კანადურ პროვინციაში და აშშ-ს ორმოცდაათი შტატიდან სულ ცოტა თექვსმეტში და სხვა ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია, ურუგვაი, ახალი ზელანდია და ავსტრალიის გარკვეულ ნაწილებში.
57. ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს კონვენციაზე, სტრასბურგის სასამართლოს და გარკვეულ ეროვნულ სასამართლოთა (ისეთი როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის და სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლოს) პრაქტიკაზე მითითებით მესამე მხარის წარდგინების ავტორებმა მოითხოვეს სასამართლოსგან მიეღო მსგავსი მიდგომა, რომელიც მათი მოსაზრებით პრიორიტეტს ანიჭებდა ბავშვის ინტერესების დაცვას.
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
58. სასამართლომ მის პრეცედენტულ სამართალში დაამკვიდრა რომ იმისათვის რათა საკითხი განხილულ იქნეს მე-14 მუხლის ფარგლებში აუცილებელია განსხვავებული მოპყრობა შედარებით მსგავს სიტუაციებში. მოცემული განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არ აქვს ობიექტური და გონივრული დასაბუთება; სხვა სიტყვებით რომ ითქვას, თუ იგი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თუ არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებათა და მისაღწევ მიზანს შორის. მონაწილე სახელმწიფო სარგებლობს შეფასების თავისუფლებით იმის დადგენის დროს თუ რამდენად და სხვა მსგავს სიტუაციებში გასნხვავებები რამდენად ასაბუთებენ განსხვავებულ მოპყრობას (იხილეთ ბურდენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 13378/05, § 60, ECHR 2008), მათ შორის განსხვავებულს მოპყრობას კანონში (იხილეთ მარქსი ბელგიის წინააღმდეგ 13 ივნისი 1979, § 38, Series A no. 31).
59. ამასთან ერთად სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ისევე როგორც განსხვავებები სქესთა შორის, განსხვავები რომლებიც დაფუძნებულია სექსუალურ ორიენტაციაზე, მოითხოვს განსაკუთრებით სერიოზულ საფუძვლებს დასაბუთებისთვის (იხილეთ კარნერი ავსტრიის წინააღმდეგ no. 40016/98, § 37, ECHR 2003‑IX; L. და V. ავსტრიის წინააღმდეგ, nos. 39392/98 და 39829/98, § 45, ECHR 2003‑I; სმიტი და გრედი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ, nos. 33985/96 და 33986/96, § 90, ECHR 1999‑VI; და შალკი და კოპფი ავსტრიის წინააღმდეგ, no. 30141/04, §§ 96 და 97, ECHR 2010).
60. აქვე, შეფასების თავისუფლების ფარგლები, რომლებიც გააჩნიათ სახელმწიფოებს იმის შეფასების დროს რამდენად და რა ფარგლებში მსგავსი სიტუაციები ასაბუთებენ განსხვავებულს მოპყრობას ანალოგიურ სიტუაციაში ხშირად არის საკმაოდ ფართო, როდესაც ეს ეხება ეკონომიკური და სოციალური სტრატეგიის ზოგად ღონისძიებებს (ასე მაგალითად იხილეთ შალკი და კოპფი, მითითებული ზემოთ, § 97).
2. მოცემული პრინციპების მიმართება განსახილველ საქმეზე
61. სასამართლო უპირველეყოვლისა აღნიშნავს რომ განსახილველი საქმე უნდა განვასხვავოთ ზემოთ ციტირებული E.B. საფრანგეთის წინააღმდეგ საქმისგან. ეს უკანასკნელი ეხებოდა დაუქორწინებელი ჰომოსექსუალი პირის მიერ შვილად აყვანაზე ნებართვის მისაღებად წარდგენილ შუამდგომლობის განხილვას. ამ საქმეშე, სასამართლომ აღნიშნა რომ საფანგეთის კანონი უშვებდა მარტოხელა პირებს შვილად აეყვანათ ბავშვი, შესაბამისად უშვებდა შვილების შესაძლებლობას მარტოხელა ჰომოსექსუალი პირის მხრიდან. ადგილობრივი სამართლებრივი დებულებების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ვერ შეიძლება ჩათვლილიყო დამაჯერებლად და საფუძვლიანად იმისათვის რომ დასაბუთებულიყო ნებართვაზე უარის თქმა. მის განცხადებაზე აურის თქმის საფუძვლები შესაბამისად დაკავშირებული იყო მის პერსონალურ სიტუაციასთან და სასამართლოს მხრიდან მიჩნეულ იქნა დისკრიმინაციულად (იხილეთ E.B. საფრანგეთის წინააღმდეგ, ციტირებული ზემოთ, § 94).
62. სასამართლო აღნიშნავს რომ მდგომარეობა არის განსხვავებული განსახილველ საქმეში, რომელშიც მომჩივანები ასაჩივრებენ A. ბავშვის შვილად ასაყვანად მარტივი შვილების ნებართვაზე უარს. მათ გადაწყვეტილებაზე დასუბუთების წარმოდგენის დროს ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს რომ რადგან მარტივი შვილად აყვანის შედებად უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია მშობლის ვალდებულებასთან გადადის შვილად ამყვან მშობელზე, აღნიშნული არ წარმოადგენდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, იმის გათვალისწინებით რომ მშობელი დედა აპირებდა გაეგრძელებინა ბავშვის აღზრდა. მოცემული გადაწყვეტილების გამოტანის დროს, სასამართლოები დაეყრდნენ სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლს, რომელიც არეგულირებს მარტივი შვილად აყვანის დროს მშობლის ვალდებულების განოხორციელებას. რადგან მომჩივანები არ იყვნენ დაქორწინებულები, მათზე არ ვრცელდებოდა ერთადერთი გამონაკლისი მოცემული დებულებიდან.
63. რაც შეეხება ანონიმური დონორის გამოყენებით განაყოფირებას, როგორც ეს გათვალისწინებულია საფრანგეთის კანონით, სასამართლომ აღნიშნა რომ მომჩივანებმა, არ დააყენეს რა კითხვის ნიშნის ქვეშ ის პირობები, რომლებითაც აღნიშნული ხელსაწვდომია, გააკრიტიკეს სამართლებრივი შედეგები და ამტკიცებდნენ დაუსაბუთებული განსხვავებული მოპყრობის არსებობას (იხილეთ 43-ე პარაგრაფი ციტირებული ზემოთ). სასამართლომ უპირველეყოვლისა აღნიშნა რომ მომჩივანებმა არ გაასაჩივრეს შესაბამისი კანონმდებლობა ეროვნული სასამართლოების წინაშე. ამასთან ერთად, მან მიუთითა რომ იმის მიუხედავად რომ საფრანგეთის კანონი ითვალისწინებს ანონიმური დონორის გამოყენებით განაყოფიერებას მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის, იგი აგრეთვე მიუთითებს რომ აღნიშნული ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ თერაპიული მიზნებისთვის, კონკრეტულად კი იმ მიზნით რომ დაკომპესირდეს კლინიკურად დიაგნოზირებული უშვილობა ან იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცლებული განსაკუთრებით სერიოზული დაავადების გადადება (იხილეთ 25-ე და 26-ე პარაგრაფები ზემოთ). შესაბამისად, ფართო მსჯელობისთვის, ანონიმური დონორის გამოყენებით განაყოფიერება საფრანგეთში შეზღუდულია უშვილო ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის, სიტუაცია, რომელიც არ შეესაბამება მომჩივანთა მდგომაორებას. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, მომჩივანები არ შეიძლება ჩაითვალონ იმ განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლებად, რომელიც წარმოიშვება საფრანგეთის კანონმდებლობით ამ საკითხზე. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ უშვებს შვილად აყვანასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობის წარმოშობას, რასაც ითხოვდნენ მომჩივანები.
64. მომჩივანებმა კვლავ შეინარჩუნეს პოზიცია, რომლის მიხედვით საფრანგეთის სასამართლოთა უარმა, A.-სთან მიმართებაში უბრალო შვილად აყვანის შუამდგომლობაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციული გზით დაარღვია მათი უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის შესახებ. ისინი ამტკიცებდნენ რომ, როგორც იგივე სქესის წყვილი, ისინი იქცნენ დაუსაბუთებელი განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლნი, დაქორწინებულები თუ და არა ჰეტეროსექსუალი წყვილებისგან განსხვავებით.
65. სასამართლო აუცილებლად თვლის უპირველესყოვლისა განიხილოს მომჩივანთა სამართლებრივი მდგომარეობა დაქორწინებულ წყვილთა სიტუაციასთან მიმართებაში. იგი აღნიშნავს რომ სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი ითვალისწინებს მშობლის ვალდებულების გაზიარებას იმ შემთხვევაში თუ შვილად ამყვანი მშობელი არის ბავშვის ბიოლოგიური მშობლის მეუღლე. მომჩივანებს არ შეუძლია დაიკისრონ მოცემული ვალდებულება, რადგან ისინი შეზღუდული არიან საფრანგეთის კანონმდებლობით დაქორწინებისაგან.
66. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს რომ როგორც მან უკვე დაადგინა, შალკი და კოპფის საქმეზე, ციტირებული ზემოთ, კონვენციის მე-12 მუხლი არ აკისრებს ვალდებულებას მონაწილე სახელმიწოფოთა მთავრობებს რათა მათ მიანიჭონ იგივე სქესის წყვილებს ქოწინებაზე ხელმისაწვდომობა (იხილეთ შალკი და კოპფი, ციტირებული ზემოთ, 49-64 პარაგრაფები). იგივე სქესთა შორის ქორწინების უფლება აგრეთვე არ მომდინარეობს მე-8 მუხლთან ერთად განხილულ მე-14 მუხლიდან (ibid., § 101). სასამართლომ დამატებით დაადგინა რომ როდესაც სახელმწიფო ირჩევს რომ უზრუნველყოს იგივე სქესის წყვილები აღიარების ალტერნატიული საშუალებებით, იგი სარგებლობს შეფასების გარკვეული თავისუფლებით გამოსაყენებელ კონკრეტულ სტატუსთან მიმართებაში (ibid., § 108).
67. სასამართლო მიუთითებს რომ მოცემულ საქმეში მომჩივანები აცხადებნენ რომ ისინი არ ითხოვდნენ ქორწინებაზე ხელმისაწვდომობას, არამედ მათი მტკიცებით, რადგან მათი სიტუაცია შედარებით მსგავსი იყო დაქორწინებულ წყვილებთან მიმართებაში, ისინი გახდნენ დისკრიმინაციული განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლნი.
68. სასამართლო ვერ დარწმუნდა მოცემული არგუმენტით. იგი მიუთითებს რომ როგორც მან აღნიშნული უკვე დაადგინა, ქორწინება მოიცავს სპეციალურ სტატუს იმათთვის ვინც მასში შევიდნენ. ქორწინების უფლების გამოყენება დაცულია კონვენციის მე-12 მუხლით და ითვალისწინებს სოციალურ, პირად და სამართლებრივ შედეგებს (იხილეთ ბურდენი, ციტირებული ზემოთ, § 63, და შაკელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.), no. 45851/99, 27 აპრილი 2000; იხილეთ აგრეთვე ნაილუნდი ფინეთის წინააღმდეგ (dec.), no. 27110/95, ECHR 1999‑VI; ლინდსეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (dec.), no. 11089/84, 11 ნემბერი 1986; და სერიფე იეგიტი თურქეთის წინააღმდეგ [GC], no. 3976/05, 2 ნოემბერი 2010). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ მეორე-მეუღლის შვილად აყვანის მიზნებისთვის, მომჩივანთა სამართლებრივი სიტუაცია არ შეიძლება შედარებულ იქნეს დაქორწინებული წყვილის მდგომარეობასთან.
69. შემდგომში, მომჩივანის საჩივრის მეორე ნაწილზე გადასვლის შემდგომ, სასამართლომ უნდა განიხილოს მომჩივანთა სიტუაცია შედარებული დაუქორწინებელ ჰეტეროსექსუალ წყვილთა სიტუაციასთან. ეს უკანასკნელნი, როგორც მომჩივანნი, შევიდნენ სამოქალაქო პარტნიორობაში ან შესაძლოა თანაცხოვრობენ. არსებითად, სასამართლო აღნიშნავს რომ ნებისმიერი წყვილი შედარებით სამართლებრივ სიტუაციაში იმის გათვალისწინებით რომ შევიდნენ სამოქალაქო პარტნიორობაში, მომჩივანთა მსგავსად, მათ განაცხადს მარტივი შვილად აყვანის ნებართვაზე უარი ეთქმევათ (იხილეთ მე-19, 24-ე და 31-ე პარაგრაფები ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე განსხვავებას მოპყრობაში მომჩივანთა სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებით.
70. ისიც მართალია რომ მომჩივანები აგრეთვე ამტკიცებდნენ არაპირდაპირი დისკრიმინაციის არსებობას იმ ფაქტის გამო რომ შეუძლებელი იყო მათთვის ქორწინება, როდესაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს შეუძლიათ გამოიყენონ სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი ამ მიზნისთვის.
71. ამასთან ერთად, მოცემულ საკითხთან მიმართებაში სასამართლოს მხოლოდ შეუძლია მიუთითოს მის წინა გადაწყვეტილებებზე (იხილეთ 66-68 პარაგრაფები ზემოთ).
72. დასასრულს, ალტერნატივის სახით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მან ადრე უკვე მიუთითა, რომ შვილად აყვანის მიმართ მოცემული მიდგომის უკან ლოგიკა, რომელიც გულისმობს რომ შვილად აყვანილ პირსა და მის ბიოლოგიურ მშობელს შორის არსებული მშობლური კავშირის გაყოფა ხდება, მოქმედებს მხოლოდ მცირეწლოვნების შემთხვევაში (იხილეთ, mutatis mutandis, ემონეტი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ, no. 39051/03, § 80, 13 დეკემბერი 2007). სასამართლო მიიჩნევს რომ სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის შინაარსისა და მიზნის გათვალისწინებით (იხილეთ მე-19 მუხლი ზემოთ), რომელიც არეგულირებს მარტივი შვილად აყვანის დროს მშობლის ვალდებულების განხორციელებას, არ არსებობს მისი კომპეტენცია, მხოლოდ და მხოლოდ მოცემული დებულების გამოყენების სადავოდ გახდის საფუძველზე, A. -სთან მიმართებაში მშობელი-ბავშვის ორმხრივი სამართლებრივი უერთოერობის შექმნის ნებართვისათვის.
73. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის რომ ადგილი არ ქონია კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებაში განხილულ მე-14 მუხლის დარღვევას.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო:
ერთხმად უარყოფს მთავრობის წინასწარ პრეტენზიას;
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ რომ ადგილი არ ქონია კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებაში განხილულ მე-14 მუხლის დარღვევას;
შესრულებულია ფრანგულად და გამოცხადებულია საჯარო სხდომაზე ადამიანის უფლებათა სასახლეში, სტრასბურგი, 2012 წლის 15 მარტს.
კლაუდია წესტერდიეკი დეან სპიელმანი
რეგისტრატორიპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემდეგი განსხვავებული აზრი არის თანდართული გადაწყვეტილებაზე:
(a) მოსამართლე კოსტას თანხვედრი აზრი, რომელსაც შეუერთდა მოსამართლე სპიელმანი;
(b) მოსამართლე სპიელმანის თანხვედრი აზრი, რომელსაც შეუერთდა მოსამართლე ბერრო-ლუფვრე;
(c) მოსამართლე ვილიგერის განსხვავებული აზრი.
D.S.
C.W.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy