© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მარტი 2012
გასი და დუბოისი საფრანგეთის წინააღმდეგ - 25951/07
გადაწყვეტილება 15.3.2012 [სექცია V]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
ბიოლოგიური დედის ჰომოსექსუალი პარტნიორისათვის მარტივი შვილად აყვანის ნებართვის მიღებაზე უარი: დარღვევას არ ქონია ადგილი
ფაქტები - მომჩივანები არიან ორი ფრანგი ქალბატონი, რომლებიც თანაცხოვრობენ 1989 წლიდან და რომლებიც შევიდნენ სამოქალაქო პარტნიორობის შეთანხმებაში 2002 წლის აპრილში. 2000 წლის სექტემბერში მეორე მომჩივანმა გააჩინა გოგონა საფრანგეთში, რომელიც ჩასახულ იქნა ბელგიაში ანონიმური დონორის დახმარებით სამედიცინო დახმარებით განაყოფიერების გზით. ბავშვმა მთელი მისი სიცოცხლე გაატარა მომჩივანების მიერ ერთობლივ მფლობელობაში მყოფ სახლში და ფორმალურად აღიარებულ იქნა მისი დედის მიერ 2000 წლის ოქტომბერში. 2006 წლის მარტში პირველმა მომჩივანმა მიმართა მისი პარტნიორის შვილის მარტივი შვილად აყვანის ნებართვის მისაღებად, მისი პარტნიორის პირდაპირ გამოხატული თანხმობის საფუძველზე. tribunal de grande instance-მა დაადგინა, რა რომ საკანონმდებლო მოთხოვნები შვილად აყვანისათვის დაკმაყოფილებული იყო, ამის მიუხედავად უარი უთხრა მომჩივანს იმ საფუძვლებზე დაყრდნობით რომ შვილად აყვანას ექნებოდა სამართლებრივი შედეგები, რომლებიც წინააღმდეგობაში იქნებოდა მომჩივანის განზრახვებს და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რადგან მშობლის ვალდებულებები გადავიდოდა პირველ მომჩივანზე, შესაბამისად წაართმევდა მეორე მომჩივანს, ბავშვის ბიოლოგიურ დედას, მის საკუთარ უფლებებს მის ბავშვთან დაკავშირებით. პირველმა მომჩივანმა გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ უარყო საჩივარი და ძალაში დატოვა ის დადგენილება, რომლის მიხედვით სამართლებრივი შედეგები შვილად აყვანის საწინააღმდეგო იქნებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. სასამართლომ დამატებით დაადგინა რომ მშობლის ვალდებულების უბრალო დელეგირება შემდგომი თარიღით ვერ შეძლებს გამორიცხოს ბავშვისთვის ის რისკები, რომლებიც მომდინარეობენ მისი დედის მხრიდან მშობლის ვალდებულების დაკარგვიდან.
კანონი - მუხლი 14 მე-8 მუხლთან კავშირში: მოცემული საქმე განსხვავდება ე.ბ საფრანგეთის წინააღმდეგ [1] საქმისგან, რომელიც შეეხებოდა შვილად აყვანის ავტორიზაციაზე შუამდგომლობაზე პასუხს, რომელიც წარდგენილი იყო მარტოხელა ჰომოსექსუალისტის მიერ, რადგან განსახილველ საქმეში მომჩივანები ასაჩივრებდნენ მარტივი შვილების ნებართვაზე უარს. რადგან მომჩივანები არ იყვნენ დაქორწინებულები მათ არ შეეძლოთ გაეზიარებინათ მშობლის ვალდებულებები. შესაბამისად, მოცემულ საქმეში, მარტივი შვილების სამართლებრივი შედეგები წინააღმდეგობაში მოვიდოდნენ ბავშვის ინტერესებთან, იმის გათვალისწინებით რომ შვილება თავის თავში გაითვალისწინებდა მშობლის ვალდებულების გადაცემას მშვილებელ მშობელზე, რითაც ამავე დროს, ბავშვის ბიოლოგიური დედა დაკარგავდა მის უფლებებს, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ იგი გეგმავდა გაეგრძელებინა მისი შვილის არზრდა.
რაც შეეხება სამედიცინო დახმარებით განაყოფიერებას ანონიმური დონორის მეშვეობით, მოცემული ხელმისაწვდომი იყო საფრანგეთში მხოლოდ უნაყოფო განსხვავებული სქესის მქონე წყვილისთვის, იმ სიტუაციაში რომელიც არ გამოიყენებოდა მომჩივანების შემთხვევასთან. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საფრანგეთის კანონმდებლობა მოცემულ საკითხზე არ შეიძლება შეფასებულ იქნეს იმდაგვარად რომ ის წარმოშობს განსხვავებულ მოპყრობას მომჩივანების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება მომჩივანების სამართლებრივ მდგომარეობას, რომლებსაც არ ქონდათ უფლება დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ შეეძლოთ სამოქალაქო პარტნიორობის შეთანხმებაში შესულიყვნენ, დაქორწინებულ წყვილთა სამართლებრივ სტატუსთან მიმართებაში, კონვენცია არ ითხოვს მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებისგან რათა მათ მიანიჭონ ქორწინებაზე ხელმისაწვდომობა იგივე სქესის წყვილებს. თუ სახელმწიფოები გადაწყვეტენ მიანიჭონ იგივე სქესის წყვილებს სამართლებრივი აღიარების ალტერნატიულ საშუალებები, ისინი სარგებლობენ გარკვეული შეფასების თავისუფლების ფარგლებით იმ თვალსაზრისით თუ რა კონკრეტული სტატუსი უნდა იქნეს გამოყენებული (იხილეთ ჩალკი და კოპფის გადაწყვეტილება [2]). ქორწინება მოიცავს სპეციალურ სტატუს, იმათთვის ვინც შევიდნენ ქორწინებაში. ქორწინების უფლება დაცულია კონვენციის მე-12 მუხლით და წარმოშობს სოციალურ, პირად და სამართლებრივ შედეგებს. თუმცა, მომჩივანთა სამართლებრივი სიტუაცია არ შეიძლება ჩაითვალოს დაქორწინებული წყვილების სტატუსის თანაფარდად, როდესაც საკითხი ეხება მეორე მშობლის მიერ შვილების საკითხს.
როდესაც განხილულ იქნა მომჩივანთა სიტუაცია განსხვავებული სქესის მქონე იმ წყვილების სიტუაციასთან მიმართებაში, რომლებიც შესულნი არიან სამოქალაქო პარტნიორობის შეთანხმებაში, სასამართლომ დაადგინა რომ ეს უკანასკნელნიც შეზღუდულები არიან მარტივი შვილების ნებართვის მიღებისგან. შესაბამისად, სახეზე არ გვქონია მომჩივანების დისკრიმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის ძირითადი მიზნის თვალსაზრისით, რომელიც ეხება მარტივი შვილობის შემთხვევაში მშობლის ვალდებულების გადასვლას, მარტოოდენ მოცემული დებულების გასაჩივრების მიზეზის საფუძველზე არ არსებობდა არანაირი დასაბუთება იმისათვის რომ მომხდარიყო ბავშვთან ორმხრივი მშობლის კავშირის დამყარების ავტორიზაცია.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ქონია (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ)
[1] ე.ბ. საფრანგეთის წინააღმდეგ [GC], no. 43546/02, 22 იანვარი 2008, Information Note no. 104. [2] ჩარლკი და კომფი ავსტრიის წინააღმდეგ no. 30141/04, 24 ივნისი 2010, Information Note no. 131.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy