დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supreme) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ შესაბამისი საავტორო უფლების მითითებით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supreme). Permission to re-publish this translation has been granted only with a due reference to the copyright.
დიდი პალატა
საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I)
(საჩივრის no. 13255/07)
განჩინება
(საქმის არსებითი გარემოებები)
სტრასბურგი
2014 წლის 3 ივლისი
წინამდებარე განჩინება არის საბოლოო, თუმცა შესაძლებელია იგი დაექვემდებაროს რედაქციულ გადასინჯვას.
სარჩევი
სარჩევი
პროცედურა
I. შესავალი
II. დასაშვებობის შესახებ სამართალწარმოება პალატის წინაშე
III. სამართალწარმოება არსებით მხარეზე დიდი პალატის წინაშე
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
A. მიმოხილვა
B. საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიზანმიმართული გაძევების პოლიტიკის სავარაუდო არსებობა
1. ინსტრუქციები და ბრძანებები
2. სხვადასხვა სკოლებისთვის გაგზავნილი შეკითხვები და პასუხები რუსეთის ხელისუფლებიდან
3. სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა პოზიცია
C. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით სადავო შემთხვევები
1. რუსეთის ფედერაციაში საიმიგრაციო წესების მიხედვით საქართველოს მოქალაქეთა სიტუაცია.
2. საქართველოს მოქალაქეების დაკავება, დაპატიმრება და გაძევება
D. სადაო მოვლენები სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამათავრობო ორგანიზაციების თანახმად
II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
A. საიმიგრაციო კანონმდებლობა და საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
B. სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია
C. ადმინისტრაციული გაძევების პროცედურა
III. მხარეთა მოთხოვნები
A. მომჩივანი მთავრობა
B. მოპასუხე მთავრობა
სამართალი
I. ფაქტების დადგენა და მტკიცებულებების შეფასების პრინციპები
A. ფაქტების დადგენა
1. შემდგომი წერილობითი მტკიცებულება
2. მოწმეთა მოსმენა
B. მტკიცებულებათა შეფასების პრინციპები
II. კონვენციის 38-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი მთავრობა
2. მოპასუხე მთავრობა
ბ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
2. განცხადება ამ პრინციპებზე
III. ადმინისტრაციული პრაქტიკის, შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის და ექვსთვიანი წესის სავარაუდო არსებობა
ა. ადმინისტრაციული პრაქტიკა და შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა
1. მხარეთა არგუმენტები
2. სასამართლოს შეფასება
B. ექვსთვიანი ვადა
IV. მე-4 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევა
A. მხარეთა მემორანდუმები
1. მომჩივანი მთავრობა
2. მოპასუხე სახელმწიფო
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
2. აღნიშნული პრინციპების გამოყენება
V. მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების სავარაუდო დარღვევა
A. მხარეთა განცხადებები
1. მომჩივანი მთავრობა
2. მოპასუხე მთავრობა
B. სასამართლოს შეფასება
VI. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
A. მხარეთა განცხადებები
1. მომჩივანი მთავრობა
2. მოპასუხე მთავრობა
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
2. აღნიშნულ პრინციპთა გამოყენება
VII. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან და მე-3 მუხლთან ერთობლიობაში
A. მხარეთა განცხადებები
B. სასამართლოს შეფასება
VIII. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან და მე-3 მუხლთან ერთობლიობაში
217. მომჩივანი მთავრობა დავობდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევის გამო კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან და მე-3 მუხლთან ერთობლიობაში. მე-14 მუხლის თანახმად:
A. მხარეთა განცხადებები
B. სასამართლოს შეფასება
IX. კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, ასევე მე-5 მუხლის §§1 და 4 და მე-3 მუხლთან ერთად
X. მე-7 ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
A. მხარეთა არგუმენტები
B. სასამართლოს შეფასება
A. მხარეთა არგუმენტები
B. სასამართლოს შეფასება
ზემოთ ხსენებულის საფუძველზე სასამართლო:
მოსამართლე ლოპეზ გუერას, რომელსაც უერთდებიან მოსამართლეები ბრატზა და კალაიჯიევა, ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება
მოსამართლე წოწორიას ნაწილობრივ განსხვავებული აზრი
I. კონვენციის მე-18 მუხლის მე-5 მუხლთან მიმართებით დარღვევა
III. კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, განიხილება ცალკე ქართველების მიერ განცდილი დისკრიმინაციული მოპყრობის სერიოზულობის გამო
IV. კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა გაძევების პირობების საფუძველზე
V. კონვენციის მე-7 ოქმის პირველი მუხლის დარღვევა
მოსამართლე დედოვის განსხვავებული მოსაზრება
ფაქტების დადგენა
ადმინისტრაციული პრაქტიკა
მტკიცებულების შეფასება
საქმეში ,,საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიკრიბა დიდი პალატის სახით, შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით:
ჯოზეფ კასადევალი, თავმჯდომარე,
ნიკოლას ბრატზა,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო–ლეფევრი,
კორნელიუ ბირსანი,
ფიერ ლორენსენი,
ელიზაბეტ სტაინერი,
ხანლარ ჰაჯიევი,
პაივი ჰირველა,
ლუის ლოპეზ გერა,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ნონა წოწორია,
ენ ფაუერ–ფორდი,
ზდრავკა კალაიჯიევა,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ანდრე პოტოცკი,
დმიტრი დედოვი, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოილი, რეგისტრატორის მოადგილე,
იმსჯელა რა განმარტოებით 2012 წლის 13 და 14 ივნისს, და 2014 წლის 26 მარტს,
სასამართლოს გამოაქვს წინამდებარე გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბოლოს მითითებულ დროს:
პროცედურა
I. შესავალი
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (no. 13255/07), რომელიც წარმოდგენილ იქნა სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (,,კონვენცია’’) 33–ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მიერ 2007 წლის 26 მარტს. საქართველოს მთავრობას (,,მომჩივანი მთავრობა’’) სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა ბ–ნი ლევან მესხორაძე. საქართველოს მთავრობას მანამდე წარმოადგენდნენ : ბ–ნი ბესარიონ ბოხაშვილი და ბ–ნი დავით თომაძე.
2. რუსეთის ფედერაციას (,,მოპასუხე მთავრობა’’) წარმოადგენდა მისი წარმომადგენელი, ბ–ნი გეორგი მატიუშკინი. რუსეთის ფედერაციას მანამდე წარმოადგენდა მისი ყოფილი წარმომადგენელი, ქ–ნი ვერონიკა მილინჩუკი.
3. მომჩივანი მთავრობა დაობს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაუშვა, ან გამოიწვია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური გაძევების, დაკავებისა და დაპატიმრების ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის მე–3, მე–5, მე–8, მე–13, მე–14 და მე–18 მუხლები, 1–ლი დამატებითი ოქმის 1–ლი და მე–2 მუხლები, მე–4 დამატებითი ოქმის მე–4 მუხლი და მე–7 დამატებითი ოქმის 1–ლი მუხლი.
II. დასაშვებობის შესახებ სამართალწარმოება პალატის წინაშე
4. საჩივარი გადანაწილდა სასამართლოს მე–5 სექციაში (სასამართლოს რეგლამენტის 52(1)–ე მუხლი).
5. 2007 წლის 13 აპრილს პალატის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, საჩივრის შესახებ შეტყობინებინა გაეგზავნა მოპასუხე მთავრობისთვის და მიეწვია ის, რათა წარმოედგინათ საჩივრის დასაშვებობის შესახებ დასკვნები. მას შემდეგ, რაც დადგენილი ვადა გახანგრძლივდა ამ მიზნებიდან გამომდინარე, მოპასუხე მთავრობამ წარმოადგინა თავისი დასკვნები დანართებთან ერთად 2007 წლის 26 დეკემბერს.
6. 2008 წლის 4 იანვარს მომჩივან მთავრობას მოეთხოვა, წარედგინათ თავიანთი საპასუხო დასკვნები. ამ მიზნისთვის დაწესებული ვადის გახანგრძლივების შემდეგ, მათ წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები, დანართებთან ერთად 2008 წლის 5 მაისს.
7. მოპასუხე მთავრობამ წარმოადგინა დამატებითი დასკვნები 2008 წლის 23 სექტემბერს.
8. სასამართლომ განიხილა პროცედურების მდგომარეობა 2008 წლის 25 ნოემბერს და გადაწყვიტა, მიეღო მხარეთა ზეპირი არგუმენტები საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. მან ასევე გადაწყვიტა, მოეწვია მხარეები, რათა, ზეპირი მოსმენის დღემდე, კითხვებისთვის წერილობით გაეცათ პასუხი.
9. 2009 წლის 18 მარტს მხარეებმა წარადგინეს თავიანთი წერილობითი პასუხები იმ შეკითხვებზე, რაც მათ სასამართლომ დაუსვა.
10. 2009 წლის 30 ივნისს, დასაშვებობის შესახებ შეკითხვებზე 2009 წლის 16 აპრილის ზეპირი მოსმენის შემდეგ, ამ სექციის პალატამ, რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისგან: ფიერ ლორენცენი, თავმჯდომარე, რაიტ მარუსტე, კარელ იუნგვირტი, ანატოლი კოვლერი, რენატ იეგერი, მარკ ვილიგერი და ნონა წოწორია, და ასევე კლაუდია ვესტერდიკი, სექციის რესგისტრატორი; საჩივარი ცნო დასაშვებად.
III. სამართალწარმოება არსებით მხარეზე დიდი პალატის წინაშე
11. 2009 წლის 15 დეკემბერს პალატამ უარი თქვა თავის იურისდიქციაზე დიდი პალატის სასარგებლოდ. არც ერთ მხარეს არ გაუპროტესტებია იურისდიქციაზე უარის თქმა (კონვენციის 30–ე მუხლი და რეგლამენტის 72–ე მუხლი).
12. 2010 წლის 8 იანვარს დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26(4)–ე და 26(5)–ე მუხლებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24–ე მუხლის მიხედვით შემდეგნაირად: ჟან–პოლ კოსტა, თავმჯდომარე, ჰრისტოს როზაკისი, ნიკოლას ბრატზა, ფიერ ლორენზენი, ფრანსუაზ ტულკენსი, ჯოზეპ კასადევალი, კარელ იუნგვირტი, რაიტ მარუსტე, ანატოლი კოვლერი, რენატ იაეგერი, მარკ ვილიგერი, იზაბელ ბერო–ლეფევრი, ლუის ლოპეზ გერა, მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა, ნონა წოწორია, ენ ფაუერი და ზდრავკა კალაიჯიევა, მოსამართლეები და მაიკლ ო’ბოილი, სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილე. 2011 წლის 3 ნოემბერს ამოიწურა ჟან–პოლ კოსტას სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადა. ნიკოლას ბრატზამ მიიღო ეს თანამდებობა და ამ თარიღიდან დაიწყო დიდი პალატის თავმჯდომარეობა წინამდებარე საქმეში (რეგლამენტის მე–9(2) მუხლი). 2012 წლის 31 ოქტომბერს ამოიწურა ნიკოლას ბრატზას სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადა. ამ თარიღიდან, ჯოსეფ კასადევალმა, სასამართლოს ვიცე პრეზიდენტმა, დაიწყო დიდი პალატის თავმჯდომარეობა წინამდებარე საქმეში. ნიკოლას ბრატზამ განაგრძო მონაწილეობის მიღება მისი თანამდებობის ვადის ამოწურვის შემდეგ კონვენციის 23(3)–ე მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24(4)–ე მუხლის შესაბამისად. 2014 წლის 26 მარტის დიდი პალატის ახალი შემადგენლობა, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოდგენილია ზემოთ, ტექსტის დასაწყისში.
13. იმისთვის, რათა გამოერკვია გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო განსაკუთრებით დაკავების, დაპატიმრებისა და საქართველოს მოქალაქეების გაძევების პირობებთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოესმინა შემდგომი მტკიცებულებებისთვის ზეპირად, კონვენციის 38–ე მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის დანართის Rule A1–ის შესაბამისად. მან ამ მიზნით დანიშნა დელეგაცია დიდი პალატის შემდგომი ხუთი მოსამართლის შემადგენლობით: ჯოსეფ კასადევალი, ანატოლი კოვლერი, მარკ ვილიგერი, იზაბელ ბერო–ლეფევრი და ნონა წოწორია.
14. 2010 წლის 28 ივნისს დიდი პალატის თავმჯდომარემ მოიწვია მხარეები, რათა წარედგინათ მოწმეთა სია (მაქსიმუმ ათი), რომელთა მოსმენასაც ისურვებდა მოსამართლეთა დელეგაცია. მან ასევე მოიწვია სასამართლოს მიერ არჩეული ხუთი დამატებითი მოწმე. მომჩივანმა მთავრობამ თავისი მოწმეების სია გაგზავნა 2010 წლის 11 აგვისტოს, მოპასუხე მთავრობამ კი – 2010 წლის 14 აგვისტოს.
15. 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე დიდი პალატის მოსამართლეთა დელეგაციამ მოუსმინა მოწმეებს მოსამართლის კაბინეტში მხარეთა წარმომადგენლების თანდასწრებით ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში.
16. დელეგაციამ მთლიანობაში მოუსმინა ოცდაერთ მოწმეს. ცხრა მოწმე შეთავაზებული იყო მომჩივანი მთავრობის მიერ, ათი მოწმე – მოპასუხე მთავრობის მიერ და ორი მოწმე – სასამართლოს მიერ არჩეული.
17. სია მოწმეებისა, რომლებიც წარდგენილ იყვნენ დელეგაციის წინაშე და მათი ზეპირი ჩვენებების მოკლე მიმოხილვები თან ერთვის წინამდებარე გადაწყვეტილებას. დელეგაციის წინაშე მოწმეების მიერ მიცემული ზეპირი ჩვენებების სიტყვასიტყვითი ჩანაწერი შეადგინა სასამართლოს რესგისტრატურამ და საქმის მასალები შეიცავს მას.
18. 2010 წლის 28 ივნისისა და 2011 წლის 8 მარტის წერილებით, თავმჯდომარემ მოიწვია მოპასუხე მთავრობა სასამართლოსთვის დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე მთავრობამ უპასუხა ამ წერილებს 2010 წლის 14 აგვისტოსა და 2011 წლის 15 აპრილს.
19. 2011 წლის 18 ივლისს თავმჯდომარემ მოიწვია მხარეები, რათა წარედგინათ მათ საქმის არსებით მხარეზე მოსაზრებები და მოწმეთა ზეპირი ჩვენებების სიტყვასიტყვითი ჩანაწერი, რაც გაეგზავნა მათ წინდაწინ (სასამართლოს რეგლამენტის 58(1)–ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის დანართის A8 § 3 მუხლი) 2011 წლის 30 ნოემბრისთვის, როცა უკანასკნელი ჩანაწერი გაეგზავნათ. მხარეთა მოსაზრებები იმავე დღეს მიეწოდა სასამართლოს.
20. არსებით მხარეზე ზეპირი მოსმენა გაიმართა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2012 წლის 13 ივნისს (სასამართლოს რეგლამენტის 58(2)–ე მუხლი).
სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:
(a) მომჩივანი მთავრობისთვის
ქ–ნი თ. ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე,
ბ–ნი ლ. მესხორაძე, აგენტი,
ქ–ნი ქ. ცხომელიძე,
ქ–ნი მ. ვაშაკიძე,
ქ–ნი ნ. აბრამიშვილი, მრჩევლები;
(b) მოპასუხე მთავრობისთვის
ბ–ნი გ. მატიუშკინი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, წარმომადგენელი,
ქ–ნი ნ. ზიაბკინა, წარმომადგენლის პირველი მოადგილე,
ქ–ნი ა. ზემსკოვა,
ქ–ნი ი. კორიევა,
ბ–ნი ი. პეტუხოვი,
ქ–ნი გ. ხოხრინა,
ქ–ნი ი. ციმბალოვა,
ბ–ნი ე.შიპიცინი, მრჩევლები.
სასამართლომ მოისმინა ქ–ნი ბურჯალიანისა და ბ–ნი მატიუშკინის მიერ გაკეთებული მიმართვები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
21. საქმის ფაქტები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
A. მიმოხილვა
22. სასამართლოსადმი წარდგენილი ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით, ჩანს, რომ 2006 წლის ზაფხულის ბოლოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის პოლიტიკური დაძაბულობა 2006 წლის 27 სექტემბერს თბილისში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებითა და 2006 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან ყოველგვარი საჰაერო, საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო, საფოსტო და ფინანსური კავშირების გაწყვეტით, აღწევს კულმინაციას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების გაძევება 2006 წლის სექტემბრის ბოლოსთვის უკვე გადაიცემოდა საერთაშორისო მედიაში, რომელიც იმ დროს ეყრდნობოდა სხვადასხვა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს (იხილეთ, inter alia, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის (PACE) 2007 წლის 22 იანვრის მოხსენება „საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე დაძაბულობები“ (“Current tensions between Georgia and Russia”, AS/Mon(2006)40 rev.); Human Rights Watch–ის (HRW) 2007 წლის ოქტომბრის მოხსენება „გადარჩეული. რუსეთის მიერ ქართველების დაკავება და გაძევება“ (“Singled Out. Russia’s detention and expulsion of Georgians”, Volume 19 No. 5(D)); და 2007 წლის აპრილის მოხსენება, შედგენილი „საერთაშორისო ფედერაცია ადამიანის უფლებებისთვის“ (FIDH) მიერ, „მიგრანტები რუსეთში“ (“Migrants in Russia”, no. 472).
23. დადგინდა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ჩნდებოდა (2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე) საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, დააპატიმრეს და შემდგომ გააძევეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან.
24. მომჩივანი მთავრობის მიხედვით, ეს იყო რეპრესიები, რომელიც მოჰყვა თბილისში რუსი ოფიცრების დაკავებას და საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ, მიუხედავად იმისა, კანონერად ცხოვრობდენენ თუ არა რუსეთის ფედერაციაში.
25. მოპასუხე მთავრობის მიხედვით, ის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო თბილისში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებასთან სრულიად არარელევანტური იყო იმ ფაქტებთან, რომელიც მოცემული იყო მომჩივანი მთავრობის მიერ მათ საჩივარში. რუსეთის მთავრობას არ განუხორციელებია რეპრესიები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ, უბრალოდ, განაგრძობდა კანონით გათვალისწინებული დებულებების გამოყენებას, რათა მოეხდინა არალეგალური იმიგრაციის პრევენცია კონვენციის მოთხოვნებისა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
26. მხარეებმა წარმოადგინეს წინააღმდეგობრივი სტატისტიკური მტკიცებულებები, რომელიც ეხებოდა იმ პერიოდში საქართველოს გაძევებული მოქალაქეების რაოდენობას.
27. კერძოდ, მომჩივანმა მთავრობამ, წარადგინა, რომ 2006 წლის სექტემბრის ბოლოსა და 2007 წლის იანვრის ბოლოს შორის, 4,634 გაძევების ორდერი გამოიცა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა შორის 2,380 დააკავეს და ძალის გამოყენებით გამოაძევეს, და დანარჩენმა 2,254 პირმა საკუთარი საშუალებებით დატოვა ქვეყანა. ისინი უთითებდნენ, რომ 2006 წლის ოქტომბერსა და 2007 წლის იანვარს შორის იყო საქართველოს მოქალაქეების გაძევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც 2006 წლის ივლისსა და სექტემბერს შორის თვიურად დაახლოებით 80-დან 100 ადამიანამდე გაიზარდა 2006 წლის ოქტომბერსა და 2007 წლის იანვარს შორის თვიურად დაახლოებით 700-დან 800 ადამიანამდე. მოწმეთა ზეპირი მოსმენის დროს, ბ–ნმა პატარიძემ, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსულმა არსებულ დროს, განაცხადა, რომ 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან მოსკოვში საქართველოს საკონსულო გადაივსო სატელეფონო ზარებითა და დაკავებულ პირთა ნათესავების მხრიდან დახმარებების თხოვნებით, და რომ ყოველდღიურად საკონსულოში მიდიოდა 200-დან 300-მდე საქართველოს მოქალაქე. მან ასევე თქვა, რომ გაიზარდა სამოგზაურო დოკუმენტების (რომელიც საჭირო იყო საქართველოს მოქალაქეების გასაძევებლად) რაოდენობა, რომელიც გამოიცა იმ პერიოდის განმავლობაში; ყოველდღიური რაოდენობა საშუალოდ 10–დან 15 დოკუმენტიდან გაიზარდა დღეში 150 დოკუმენტამდე (იხილეთ დანართი, § 13).
28. მოპასუხე მთავრობამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ ჰქონდათ მხოლოდ წლიური ან ნახევარი წლის სტატისტიკა, თქვა, რომ 2006 წელს 4,022 ადმინისტრაციული გაძევების ორდერი გამოიცა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც იყო 39,7%–იანი ზრდა 2005 წელთან შედარებით. ამის მიუხედავად, იმ წლის განმავლობაში ადმინისტრაციული გაძევების ორდერების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიცა უზბეკეთის მოქალაქეების წინააღმდეგ (6,089), რომელსაც მოყვებოდა ტაჯიკეთის მოქალაქეები (4,960) და საქართველოს მოქალაქეები (4,022), რომლებიც, რეალურად, იყვნენ მესამე ადგილზე. 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 აპრილამდე, 2,862 საქართველოს მოქალაქე გახდა გაძევების ორდერის ობიექტი. მათ ასევე მიუთითეს, რომ 2006 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის მიერ დაქირავებულმა ოთხმა თვითმფრინავმა მთლიანობაში საქართველოს 445 მოქალაქე გადააფრინა მოსკოვიდან თბილისში, და რომ 2006 წლის ოქტომბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, საქართველოს მიერ დაქირავებულმა ორმა თვითმფრინავმა გადააფრინა საქართველოს 220 მოქალაქე მოსკოვიდან თბილისში. მოწმეთა ზეპირ მოსმენაზე ბ–ნმა შევჩენკომ, რომელიც არსებულ დროს იყო მიგრაციის ფედერალური სამსახურის საიმიგრაციო კონტროლის დეპარტამენტის (the Department of Immigration Control of the Federal Migration Service) უფროსის მოადგილე, თქვა, რომ 2006 წლის 6 ოქტომბერს ფრენა განხორციელდა გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს (Ministry of Emergency Situations) სატვირთო თვითმფრინავის მიერ (IL 76); 2006 წლის 10, 11 და 17 ოქტომბერს – რუსული სამგზავრო თვითმფრინავის მიერ (IL 62 M), და 2006 წლის 28 ოქტომბერსა და 6 დეკემბერს – საქართველოს სამგზავრო თვითმფრინავებით (იხილეთ დანართი, § 23).
29. საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, მათ ნაწილობრივ აღადგინეს ის მონაცემები, რომელიც წარმოდგენილ იქნა მომჩივანი მთავრობის მიერ (იხილეთ,inter alia, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოხსენება – PACE report, § 56). Human Rights Watch–მა (HRW), თავის მხრივ, ასევე მოიხსენია თავის ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის 2006 წლის 1 ნოემბრის საინფორმაციო ჩანაწერი (HRW report, p. 37). HRW–ის მიხედვით, ეს ჩანაწერი აჩვენებდა, რომ 2006 წლის 29 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიცა 2,681 ადმინისტრაციული გაძევების ორდერი და საქართველოს 1,194 მოქალაქე გააძევეს. საერთაშორისო ფედერაციამ ადამიანის უფლებებისთვის (FIDH) თავის ანგარიშში მოიხსენია „(საქართველოს მოქალაქეთა) ათასობით დაკავება, ასობით დაპატიმრება და საქართველოში გაძევება“ 2006 წლის 27 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ (FIDH report, p.23).
B. საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიზანმიმართული გაძევების პოლიტიკის სავარაუდო არსებობა
1. ინსტრუქციები და ბრძანებები
30. თავიანთი განცხადებების მხარდასაჭერად მომჩივანმა მთავრობამ წარადგინა დოკუმენტები, რომლებიც გამოცემული იყო სანკტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა (GUVD) და რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის მიერ. ეს ეხებოდა ორ ბრძანებას: სანკტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შიგანაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ 2006 წლის 30 სექტემბერს გამოცემულ ბრძანებას -приказ–no. 0215 და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის 29 სექტემბერს გამოცემულ ბრძანებას –указание –no. 849.
31. ეს დოკუმენტები იყო:
i. სანკტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2006 წლის 2 და 3 ოქტომბერს გამოცემული სამი ინსტრუქცია:
(a) 2006 წლის 2 ოქტომბრის პირველი ინსტრუქცია (no. 122721/08), რომელიც ბ-ნმა ვ. ჟ. პიოტროვსკიმ, რომელიც მოქმედებდა, როგორც სანკტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, პოლიციის მაიორ-გენერალი არსებულ დროს, გაუგზავნა სამმართველოს განყოფილებების უფროსებს, დასათაურებული იყო, როგორც „GUVD-ის 30.09.2006 ბრძანება no. 0215-ის იმპლემენტაციის ეფექტურობის გაზრდა (§§ 6.1, 6.2 და 7)“ და მოითხოვდა, რომ:
„1. 2006 წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე სანკტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის მიგრაციის ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობით, მისი ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელთან ერთად, მიღებულ იქნეს ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რათა მოხდეს საქართველოს რესპუბლიკის რაც შეიძლება ბევრი მოქალაქის იდენტიფიცირება, რომლებიც არაკანონიერად ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე და მოხდეს მათი გაძევება“;
„2. მოხდეს სასამართლოს წინაშე გადაწყვეტილებების „ინიცირება“ იმ საქმეებში, რომელიც ეხება უცხოეთის მოქალაქეების ბინადრობის მარეგულირებელ წესებს, რომელიც გამოიწვევს მხოლოდ მოქალაქეთა ზემოთ ნახსენები კატეგორიის დეპორტაციას, მათი ციხეში და შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს (GUVD) დაკავების ცენტრში მოთავსებით. ამ ღონისძიებების იმპლემენტაცია დაადასტურა სანკტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის მიგრაციის ფედერალური სამსახურის სამმართველომ (UFMS) და გადაწყვეტილებების მიღებას კოორდინირებას უწევს სანკტ–პეტერბურგის საქალაქო სასამართლოსა და ლენინგრადის რეგიონალურ სასამართლოსთან ერთად“; (ინსტრუქცია, რომელსაც საკითხი ეხება, ასევე ჩნდება PACE–ს მოხსენების დანართში და HRW–ის მოხსენებაში და ნახსენებია FIDH–ს მოხსენებაში, გვ. 26 (b) in fine).
(b) 2006 წლის 2 ოქტომბრის (no. 122721/13) მეორე ინსტრუქცია და 2006 წლის 3 ოქტომბრის (no. 122721/17) მესამე ინსტრუქცია ავსებენ პირველ ინსტრუქციას. პირველი ინსტრუქცია, რომელიც არსებულ დროს საკნტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფის უფროსმა, ბ–ნმა ს. ნ. სტოროჟენკომ გაუგზავნა პოლიციის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის რაიონული დეპარტამენტებისა და სანკტ–პეტერბურგის სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსებს, ასევე შეეხებოდა ბრძანებას no. 0215. მესამე ინსტრუქცია, რომელიც ბ–ნმა ვ. დ. კუდრიავცევმა, რომელიც მოქმედებდა როგორც სანკტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის პოლიციის უფროსი არსებულ დროს, გაუგზავნა პოლიციის რაიონული დეპარტამენტების უფროსებს, მითითებას აძლევს შესაბამის ორგანოებს, რომ წარმოადგინონ ყოველდღიური მოხსენებები „ადმინისტრაციული დანაშაულებისთვის ... და საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციის მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის“ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ.
ii. ბ–ნი კუდრიაცევის, რომელიც მოქმედებდა როგორც სანკტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის პოლიციის უფროსი არსებულ დროს, 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება (no. 122721/11) ეხებოდა ბრძანება no. 0215–ის მე–3 პარაგრაფის იმპლემენტაციას.
iii. მიგრაციის ფედერალური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2006 წლის 18 ოქტომბრის საინფორმაციო ჩანაწერი მიემართებოდა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 29 სექტემბრის no. 849 ბრძანებას, რომელიც მიუთითებდა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, რათა გაძლიერებულიყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების კანონიერების მეთვალყურეობა: დამსაქმებლების შემოწმება, რომლებიც ასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს; ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსის (Code of Administrative Offences) მე18(8)–მე18(11) მუხლებში მოცემული დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქეების შემოწმება; საქართველოს მოქალაქეებზე გარკვეული დოკუმენტების გაცემის შეწყვეტა (რუსეთის მოქალაქეობის მიღება, სარეგისტრაციო დოკუმენტები, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვები) და ამგვარი დოკუმენტების გადაცემის კანონიერების შემოწმება (საინფორმაციო ბარათი ასევე მოცემულია HRW–ის მოხსენების დანართში).
32. მოპასუხე მთავრობამ განაცხადა, რომ ყველა ეს დოკუმენტი, ბრძანება და საინფორმაციო ბარათი იყო ფალსიფიცირებული და ედავებოდა მომჩივანი მთავრობის მიერ ორი ბრძანების (nos. 0215 და 849) შემადგენლობაზე მტკიცებას, რომელსაც ეს დოკუმენტები მიემართებოდა. ამის მიუხედავად, მათ დაადასტურეს ამ ორი ბრძანების არსებობა, მაგრამ განაცხადეს, რომ არ შეეძლოთ მათი წარმოდგენა სასამართლოსთვის, რადგან ისინი კლასიფიცირებული იყო როგორც „სახელმწიფო საიდუმლოება“. მოწმეთა ზეპირ მოსმენაზე ბ–ნმა ნიკიშკინმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ (მოსკოვი), ზეპირი მოსმენის დროს დაადასტურა, რომ 2006 წლის 2 ოქტომბერს (no. 122721/08) (იხილეთ პარაგრაფი 31 ზემოთ) სანკტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გამოცემული ინსტრუქცია იყო გაყალბებული დოკუმენტი და რომ ორი ბრძანება, nos. 0215 და 849 (უკანასკნელი ფაქტობრივად იყო ტელეგრამა) იყო კლასიფიცირებული, როგორც „სახელმწიფო საიდუმლოება“ და რომ ისინი ეხებოდა სხვადასხვა ეროვნულ კრიმინალურ ჯგუფებთან მიმართებას, მაგრამ არა საქართველოს მოქალაქეების გადარჩევით მიდგომას. ის არ შეიძლებოდა გამჟღავნებულიყო, რადგან ეს აკრძალული იყო რუსული სამართლის მიხედვით (იხილეთ დანართი § 21).
33. 2006 წლის თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ბ–ნმა ვ. პ. ლუკინმა, რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისარმა (რუსი ომბუდსმენი) არსებულ დროს, გამოაქვეყნა 2006 წლის 2 ოქტომბრის ინსტრუქციის (no. 122721/08) სრული ტექსტი, რომელზეც ბ–ნი ვ. ჟ. პიოტროვსკის სახელი და გვარი იყო ხელმოუწერელი. კომისარი ამბობდა, რომ ინსტრუქცია მას გაუგზავნეს სანკტ–პეტერბურგის ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა და რომ ის გამოქვეყნებული იყო ადგილობრივი პრესის მეშვეობით. მან განაცხადა შემდეგნაირად: „თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს უპრეცედენტო დოკუმენტი, არის მტკიცებულება, რომ პოლიციის უფროსი თანამდებობის პირები შეუთანხმდნენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ მიეღოთ გაუმართლებელი სასამართლო დადგენილებები, რომელიც შეეხებოდა ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებულ პირებს, რომლებიც არღვევდნენ დროებითი ბინადრობის პროცედურებს, იგნორირება მოეხდინათ თითოეული მათგანის სპეციფიურ გარემოებებზე და მხოლოდ იმ საფუძლით, რომ ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები“. ის ამბობდა, რომ მან თხოვა რუსეთის ფედერაციის მთავარ პროკურორს, რომ შეემოწმებინა, იყო თუ არა ეს დოკუმენტები ნამდვილი, და თუ ასე აღმოჩნდებოდა, „მიეღო შესაფერისი ზომები, რომ დამნაშავე წარედგინა მართლმსაჯულების წინაშე და გაეუქმებინა მათი შემცველი აშკარად უკანანო ინსტრუქციები“ (რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის 2006 წლის ყოველწლიური მოხსენება, პუნქტი 7 „ეთნიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები“).
34. რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურორის მოადგილე არსებულ დროს, ბ–ნი ა. ე. ბუკსმანი, თავის 2006 წლის 8 დეკემბრის საპასუხო წერილში ამბობდა, რომ „საყოველთაოდ აღიარებული იყო, რომ სანკტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის სამართალდამცავი ორგანოები რეგულარულად ახორციელებდნენ იმგვარ ღონისძიებებს, რათა გამოევლინათ სანკტ–პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში არაკანონიერად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს ღონისძიებები ხორციელდება რუსეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კანონების, რუსეთის „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობების შესახებ“ აქტის (“Operational‑Search Activities” Act (Об оперативно-розыскной деятельности РФ) და სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი უწყებრივი რეგულაციების შესაბამისად. მიმდინარე წელს უცხო ქვეყნის 1,069 მოქალაქე სანკტ–პეტერბურგიდან გაიგზავნა უკან თავიანთ ქვეყნებში; მათ შორის 131–ს ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა. არ ყოფილა შემთხვევები, რომ მილიციის დეპარტამენტის მხრიდან გამომჟღავნებულიყო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება“.
35. კომისარი თავის მოხსენებაში მთავარი პროკურორის მოადგილის პასუხს აღწერდა შემდეგნაირად: „საუკეთესო ბიუროკრატიულ ტრადიციებში დოკუმენტი არ პასუხობდა კომისრის მიერ დასმულ შეკითხვებს. ამის მაგივრად, მთავარი პროკურორის მოადგილის „პასუხი“ შეიცავდა სანკტ–პეტერბურგის სამართალდამცავი ორგანოების წარმატების შესახებ მოკლე მოხსენებას და უწყებრივ რეგულაციებთან მიმართებით, რომელიც კლასიფიცირებული იყო როგორც „საიდუმლო“, ადასტურებდა, რომ არ იყო მტკიცებულება, რომ დამსაქმებლები აჭარბებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას. ეს ნიშნავს თუ არა, რომ სანკტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ქვეგანყოფილებებმა, შედეგად, არ განახორციელეს მათი უფროსების აშკარად უკანონო მითითებები, რჩება გაურკვეველი“.
2. სხვადასხვა სკოლებისთვის გაგზავნილი შეკითხვები და პასუხები რუსეთის ხელისუფლებიდან
36. მომჩივანმა მთავრობამ წარადგინა მოსკოვის ორი ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოების – ტაგანსკისა (უფროსი არსებულ დროს: ბ–ნი გ.ს. ზახაროვი) და ზაპადნის (უფროსის მოადგილე არსებულ დროს: ბ–ნი ა.ვ. კომაროვი) ორი წერილი – რომელიც 2006 წლის 2 და 3 ოქტომბერს გაეგზავნა სკოლებს იმ განზრახვით, რომ მომხდარიყო ქართველ მოსწავლეთა იდენტიფიცირება იმ მიზნით, რომ სხვა საკითხებს შორის „უზრუნველყოფილიყო საჯარო წესრიგი და კანონის პატივისცემა, აღკვეთილიყო ტერორისტული აქტები და დაძაბულობები მოსკოვში მცხოვრებ ბავშვებსა და ქართული ეროვნების (национальность) ბავშვებს შორის“ (წერილი ბ–ნი ზახაროვისგან). 2006 წლის 4 ოქტომბრის საპასუხო წერილში, ერთ–ერთი ამ დაწესებულების დირექტორმა არსებულ დროს (ბ–ნი ენგელსი) თქვა, რომ არ არსებობდა ნუსხა, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებდა მოსწავლეებს მათი ეროვნულობის საფუძველზე (ბ–ნი ზახაროვისა და ბ–ნი ენგელსის წერილები ასევე არის PACE–სა და HRW–ის მოხსენებების დანართებში). ამ საინფორმაციო მოთხოვნების გაგზავნა ფართოდ განიხილებოდა რუსულ მედიაში.
37. მოპასუხე მთავრობა არ დაობდა ამ წერილების არსებობის შესახებ და აღიარებდა კიდეც, რომ იმავე ტიპის სხვა მოთხოვნები 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაიგზავნა სხვადასხვა სკოლებში მოსკოვის ბუტურკის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მიერ (ქ–ნი ნ.ვ. მარკოვა არსებულ დროს), იმ საფუძლით, რომ მას უნდოდა იდენტიფიცირება მოეხდინა სკოლისთვის არალეგალი იმიგრანტების მიერ გადახდილი ქრთამების შემთხვევებისა, და მოთხოვნები ასევე გაიგზავნა სამარას რეგიონში ტოლიატის ოლქის არასრულწლოვანთა დეპარტამენტის მიერ (ქ–ნი ს.ვ. ვოლკოვა არსებულ დროს), იმ საფუძლით, რომ მას უნდოდა მოეხდინა იმ ბავშვთა საქმეების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოვრობდნენ არაჯანსაღ პირობებში. მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომდევნო გამოძიებებმა აჩვენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ გამოცემულა ამგვარი ოფიციალური ინსტრუქციები. თუმცაღა, იქ, სადაც – ცალკეულ შემთხვევებში – თანამდებობის პირები იყვნენ ზედმეტად მონდომებულები, ისინი შემდგომ დაისაჯნენ თავიანთი უკანონო ქმედებებისთვის. მოპასუხე მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აჩვენებდა, რომ თანამდებობის პირები, რომელთა შესახებაც კითხვები ისმებოდა, შესაბამისად, გამოეცხადათ საყვედური (выговор), ნაკლებკვალიფიციურ სამუშაოზე გადაიყვანეს და დისციპლინური სახდელი დააკისრეს. მოწმეთა ზეპირი მოსმენისას ქ–ნმა კულაგინამ, ინსპექტორმა, ოლქის პოლიციის ოფიცერთა და ოლქის სამეთვალყურეო ოფიცერთა (დაკავშირებული არასრულწლოვნებთან) საქმიანობების ორგანიზების დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა მთავარი განყოფილება, სამარას რეგიონი, არსებულ დროს, და ბ–ნმა შაბასმა, შინაგან საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჩრდილო–აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქი, მოსკოვი, არსებულ დროს, დაადასტურეს ინფორმაცია და ახსნეს, თუ როგორ ჩატარდა ოფიციალური გამოძიებები და როგორ დაეკისრათ ჯარიმები ქ–ნ ვოლკოვასა და ქ–ნ მარკოვას სხვებს შორის (იხილეთ დანართი §§ 19 და 22).
38. მოპასუხე მთავრობამ ასევე წარმოადგინა რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურორის მოადგილის 2006 წლის 5 დეკემბრის წერილი, რომელიც გაეგზავნა ყველა პროკურორს, რომელიც აჩვენებდა, რომ შინაგან საქმეთა სხვადასხვა სამმართველოები მოქმედებდნენ არაკანონიერად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, ის ეხებოდა, გაუმართლებელ მოთხოვნებს, რომელიც გაიგზავნა სკოლებში იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ქართული ეროვნების მოსწავლეთა იდენტიფიცირება და წერილი მთავრდებოდა პროკურორებისადმი მოწოდებით, რომ გაეძლიერებინათ მათ მეთვალყურეობა ამ განყოფილებების საქმიანობებზე იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილიყო დსთ–ს (CIS) მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა.
3. სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა პოზიცია
39. საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, მოიხსენიებდნენ ადმინისტრაციულ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის კოორდინირებულ მოქმედებას, სანკტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2006 წლის 2 ოქტომრის ინსტრუქციასა (no. 122721/08) და no. 0215 ბრძანებაზე მითითებით (PACE–ის მოხსენება, §§ 55 და 71, HRW–ის მოხსენება, § 37, და FIDH–ის მოხსენება, გვ, 26 და 27). მოწმეთა ზეპირი მოსმენისას, ბ–ნმა იორშიმ, PACE–ის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა არსებულ დროს, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ასეთი დიდი რაოდენობის გაძევება დროის ასეთ მოკლე პერიოდში არ შეიძლება განხორციელებულიყო რუსეთის ხელისუფლების საკმაოდ მაღალი რანგის პირებს შორის ცოდნისა და ინსტრუქციების გარეშე.
40. გარდა ამისა, FIDH-ი მიუთითებდა, რომ „ადამიანის უფლებათა და ლტოლვილთა დაცვის ორგანიზაციები, რომელიც წარმოდგენილი იყო რუსეთში, მიიჩნევდნენ, რომ კამპანია, განხორციელებული ასეთი საჩვენებელი მანერით რუსეთის ტერიტორიაზე, შეიძლება ინიცირებულიყო მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს იერარქიიდან წამოსული წერილობითი ბრძანებით. და მანამ, სანამ, მიგრაციის ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები უარყოფდნენ ქართველების წინააღმდეგ აშკარა რეპრესიული ბრძანებების გაცემას, „მიგრაციისა და სამართლის“ ბევრი წევრმა, „მემორიალის“ (ადამიანის უფლებათა რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია) ქსელის წევრებმა რეგიონალურ დეპარტამენტებში ან პოლიციის განყოფილებებში ნახეს წერილობითი ინსტრუქციები, რომელიც შეიცავდა ყველა ელემენტს, რომელიც წარმოდგენილი იყო კამპანიაში. [საკნტ–პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული საიდუმლო ბრძანების] საქმე და მოსკოვის სკოლებში გაგზავნილი წერილები (იხილეთ პარაგრაფები 36–37 ზემოთ) არ შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც ცალკეული საქმეები“ (FIDH–ის მოხსენება, გვ. 28–29; საინფორმაციო მოთხოვნებისთვის გაგზავნილი სკოლებში, იხილეთ ასევე PACE–ის მოხსენება, დანართი V, და HRW–ის მოხსენება, გვ.37).
C. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით სადავო შემთხვევები
1. რუსეთის ფედერაციაში საიმიგრაციო წესების მიხედვით საქართველოს მოქალაქეთა სიტუაცია.
41. მხარეთა შორის სადაოა, იცავდნენ თუ არა საიმიგრაციო წესებს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გამოძევებული მოქალაქეები იმ პერიოდში, რა პერიოდთან დაკავშირებითაც ისმება კითხვები. ბევრი საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს ამ წესების კომპლექსურობას (იხილეთ §76 ქვემოთ).
42. ქართველ მოწმეებთან დაკავშირებით, რომლებმაც მისცეს ჩვენებები მოწმეთა ზეპირი მოსმენის დროს, იმის მიუხედავად, რომ მათი სამართლებრივი სიტუაცია რუსეთის ფედერაციაში ხშირად იყო დამაბნეველი, სასამართლომ შენიშნა, რომ მათი უმრავლესობა იყო ოფიციალურად არაკანონიერად მცხოვრები რუსეთის ფედერაციაში – ზოგიერთი წლობით – სხვადასხვა მიზეზების გამო (მაგალითად, არ ჰქონდათ კანონიერი მუშაობის ნებართვა, ვიზა, ან სარეგისტრაციო სერტიფიკატი, ხშირად გაცემული თაღლითურად – ისე, რომ მათ არ იცოდნენ – ბევრი კერძო სააგენტოს მიერ, რომელიც ფართოდ ახორციელებდა საქმიანობას რუსეთის ფედერაციაში). ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი დოკუმენტები წარსულშიც შეუმოწმებიათ სხვადასხვა შემთხვევის დროს, რომელსაც ზოგჯერ მოყვებოდა გარკვეული თანხის გადახდა, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისინი დააკავეს და იძულებით გააძევეს რუსეთის ტერიტორიიდან.
43. ბ–ნი პატარიძე, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსული არსებულ დროს, ამბობდა, რომ პრაქტიკაში რთული იყო ოფიციალური პროცედურების განხორციელება და რომ ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის ქართველებსაც, ატყუებდნენ კერძო კომპანიები, რომელთა უმეტესობა მოქმედებდა უკანონოდ და გამოსცემდა გაყალბებულ სარეგისტრაციო სერტიფიკატებს. ის ამატებდა, რომ რუსეთის ფედერაციაში ამგვარ კერძო სააგენტოებს მფარველობდნენ, რომელთა რეკლამირება ხდებოდა დიდ ქალაქებში საჯარო ადგილებში (იხილეთ დანართი, § 13).
44. ბ–ნი აზაროვი, საიმიგრაციო კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიგრაციის ფედერალური სამსახური, მოსკოვი, არსებულ დროს, და ბ–ნი კონდრატიევი, ინსპექტორი კონტროლის ღონისძიებების No.2 განყოფილებიდან იმავე დეპარტამენტში არსებულ დროს, მიუთითებდნენ, რომ მხოლოდ ოფიციალურ პირებს ჰქონდათ უფლებამოსილება, გაეცათ ამგვარი დოკუმენტები და რომ ისინი რეგულარულად აქვეყნებდნენ შესაბამის ინფორმაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეების საყურადღებოდ. მათ დაადასტურეს ასეთი კერძო სააგენტოების არსებობა, მაგრამ ხაზი გაუსვეს, რომ მათი საქმიანობა ხშირად იყო არალეგალური და სისსხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ობიექტს წარმოადგენდნენ, თუმცაღა სპეციფიკური მაგალითების მოყვანის გარეშე (იხილეთ დანართი, §§ 15 და 17).
2. საქართველოს მოქალაქეების დაკავება, დაპატიმრება და გაძევება
45. მოწმეთა ზეპირი მოსმენის შემდგომ, სადავო შემთხვევები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად: საქართველოს მოქალაქეების პირადობების შემოწმება ხორციელდებოდა ქუჩებში, მარკეტებში და სხვა სამუშაო ადგილებში და მათ სახლებში, და შემდგომ მათ აკავებდნენ და გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში. პოლიციის განყოფილებების დაკავების იზოლატორში ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდეგ (რამდენიმე საათიდან ერთ ან ორ დღემდე, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით), მათ ერთად აჯგუფებდნენ და ავტობუსით მიჰყავდათ სასამართლოებში, რომელიც საბოლოოდ მათ აკისრებდა ადმინისტრაციულ სასჯელებს და გამოჰქონდა გადაწყვეტილებები, რომელიც ბრძანებდა მათ ადმინისტრაციულ გაძევებას რუსეთის ტერიტორიიდან. შემდგომ, ზოგჯერ სამედიცინო ვიზიტისა და სისხლის ტესტის გავლის შემდეგ, ისინი გადაჰყავდათ უცხოელთა დაკავების ცენტრებში, სადაც მათ აკავებდნენ დროის სხვადასხვა პერიოდით (ორი დღიდან თოთხმეტ დღემდე, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით), და შემდეგ მიჰყავდათ ავტობუსით მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტებში, და აძევებდნენ საქართველოში თვითმფრინავით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელთა წინააღმდეგაც გამოიცა გაძევების ორდერი, დატოვა რუსეთის ფედერაცია თავიანთი საშუალებებით.
a. დაკავების პირობები
46. ქართველი მოწმეები ამბობდნენ, რომ ისინი დააკავეს რუსმა პოლიციის ოფიცრებმა იმ საფუძვლით, რომ მათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ ჰქონდათ წესრიგში. ხშირად მათ არ შეეძლოთ თავიანთი პირადი ნივთების წაღება ან ნათესავების ინფორმირება. როცა მათ ჰკითხეს, თუ რატომ იყვნენ დაკავებულნი, მათ უპასუხეს, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ქართველები და რომ არსებობდა ბრძანება ზემოდან, გაეძევებინათ საქართველოს მოქალაქეები (მოწმეთა ჩვენებები nos. 1, 2 და 3 – იხილეთ დანართი, §§ 5,6 და 7).
47. ბ–ნი აზაროვი, საიმიგრაციო კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიგრაციის ფედერალური სამსახური, მოსკოვი, არსებულ დროს, და ბ–ნი კონდრატიევი, ინსპექტორი კონტროლის ღონისძიებების No.2 განყოფილებიდან იმავე დეპარტამენტში არსებულ დროს, მიუთითებდნენ, რომ იმათმა დეპარტამენტებმა აიღეს თავის თავზე, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პირადობებისა და დამსაქმებლების, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ რუსეთის ფედერაციაში საიმიგრაციო წესების დარღვევაში, შემოწმება.
b. სამართალწარმოება სასამართლოების წინაშე
48. ქართველი მოწმეები, ყველანი ამბობდნენ, რომ ძალიან მოკლე ხანგრძლივობის სამართალწარმოება ჰქონდათ სასამართლოებში. ხშირად ისინი ვერც აანალიზებდნენ, რომ მათ სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ (მოწმეთა ჩვენებები nos. 4, 5 და 6 – იხილეთ დანართი, §§ 8, 9 და 10). მანამ, სანამ ზოგიერთი მათგანი იხსენებდა, რომ მოსამართლესთან გასაუბრება გრძელდებოდა საშუალოდ ხუთ წუთს საქმის ფაქტების რეალური განხილვის გარეშე (მოწმეთა ჩვენებები nos. 1 და 3 – იხილეთ დანართი, §§ 5 და 7), სხვები ამბობდნენ, რომ ისინი არ დაუშვეს სასამართლო დარბაზებში და იცდიდნენ კორიდორებში, ან ავტობუსებში, რომლებითაც მიიყვანეს სასამართლოში (მოწმეთა ჩვენებები nos. 2 და 7 – იხილეთ დანართი, §§ 6 და 11), საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად (მათი რაოდენობა მერყეობდა 15–სა და 150–ს შორის). მათ თქვეს, რომ მათ უბრძანეს, მოეწერათ ხელი სასამართლო გადაწყვეტილებებისთვის, ისე, რომ არ მისცეს შესაძლებლობა, წაეკითხათ ის, ან მიეღოთ გადაწყვეტილების ასლი. მათ არ ჰქონდათ წვდომა თარჯიმანთან ან ადვოკატთან (მოწმეთა ჩვენებები nos. 1, 2 და 4 – იხილეთ დანართი, §§ 5,6 და 8). როგორც ხდებოდა, მოსამართლეებმა და პოლიციის ოფიცრებმა გადაათქმევინეს მათ გასაჩივრება, რადგან განუცხადეს, რომ არსებობდა საქართველოს მოქალაქეების გაძევების ბრძანება, და ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი იყვნენ ისეთ სტრესულ მდგომარეობაში, რომ შეიძლება უფრო დიდხანს დარჩენილიყვნენ პატიმრობაში და იმდენად უნდოდათ საქართველოში დაბრუნება, რომ ისინი ხელს მოაწერდნენ „ნებისმიერ რამეს“. როდესაც მათ იკითხეს, თუ რატომ აძევებდნენ, მათ უპასუხეს, რომ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ქართველები და რომ მათ უნდა ეკითხათ თავიანთი პრეზიდენტისთვის, ბ–ნი სააკაშვილისთვის.
49. ბ–ნმა პატარიძემ, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსულმა არსებულ დროს, განაცხადა, რომ რუსმა თანამდებობის პირებმა მას პირადად უთხრეს, რომ ამგვარ გასაჩივრებებს არ ჰქონდა აზრი, ვინაიდან რუსეთის ფედერაციიდან ქართველების გაძევება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება (იხილეთ დანართი, § 13).
50. და ბ–ნი კონდრატიევი, ინსპექტორი კონტროლის ღონისძიებების No.2 განყოფილებიდან, საიმიგრაციო კონტროლის დეპარტამენტი, მიგრაციის ფედერალური სამსახური, მოსკოვი, არსებულ დროს, სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებას აღწერდა შემდეგნაირად: მოპასუხე მიჰყავდათ მოსამართლესთან, რომელიც აცნობდა მას მის უფლებებსა და ვალდებულებებს, ეკითხებოდა, ხომ არ უნდოდა მას ჰყოლოდა თარჯიმანი ან ადვოკატი, და თუ სურვილს გამოთქვამდა, მისი მოთხოვნა მხედველობაში მიიღებოდა; შემდეგ მოსამართლე მოპასუხეს უსვამდა კითხვებს მის კერძო სიტუაციაზე, ტოვებდა დარბაზს და ბრუნდებოდა ორდერით. თუ ეს იყო გაძევების ორდერი, მოპასუხე იღებდა მის ასლს და გადაჰყავდათ ის უცხოელებისთვის განკუთვნილ დაკავების ცენტრში მისი გაძევების მიზნით. მას ჰქონდა ათი დღე გასაჩივრებისთვის, რომლის შემდეგ გაძევდებოდა რუსეთის ფედერაციიდან, და რომ ეს ვადა შეიძლება გაზრდილიყო (იხილეთ დანართი §17).
51. ბ–ნმა მანერკინმა, ფედერალური კანონმდებლობის აღსრულებაზე სამეთვალყურეო განყოფილების უფროსმა, მოსკოვის პროკურატურიდან, განსახილველ დროს, ახსნა, რომ შესაბამის პერიოდში მისი განყოფილება ახდენდა პროცედურული შეუსაბამობების იდენტიფიცირებას, რომელიც შეეხებოდა მიგრაციის ფედერალური სამსახურის მიერ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოხსენებების შედგენის მანერას. 22 საქმეში აღნიშნულმა დასკვნებმა განაპირობა გაძევების ბრძანებების გადადება. მან დაამატა, რომ მთავარმა პროკურორმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მოსკოვის რეგიონზე, მოსთხოვა მის ყველა განყოფილებას, უზრუნველეყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებების სათანადოდ პატივისცემა. მან თქვა, რომ არასოდეს ყოფილა ინსტრუქციები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეუზღუდავდა უფლებებს, რადგან ეს იქნებოდა კანონის საწინააღმდეგო, და დანაშაულიც კი, რუსული სამართლის მიხედვით.
დაკავების პირობები
52. ქართველი მოწმეები საუბრობდნენ „გადატვირთულობაზე“, „აუტანელ“ და „არაადამიანურ“ დაკავების პირობებზე და შემაძრწუნებელი ჰიგიენის პირობებზე, და ამბობდნენ, რომ მათი თანაპატიმრები ძირითადად იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა ზოგჯერ, ერთი ან ორი სხვა ეროვნების დაკავებულიც იმყოფებოდა.
53. ისინი ამბობდნენ, რომ მათი პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას, საკნები, რომლებსაც „მაიმუნების გალიას“ ეძახდნენ, იყო მეტად პატარა და გადატვირთული, რომ ქალები და კაცები ხშირად ერთად იყვნენ დაპატიმრებული და არ ჰქონდათ დაჯდომის საშუალება (მოწმეთა ჩვენებები no:1 და 6 - იხ. დანართი, §§5 და 10).
54. მათი თქმით, უცხოელთა დაკავების ცენტრებში საკნები ასევე იყო გადატვირთული: საკნების ზომის აღწერილობა მერყეობდა 40-დან 50კვ.მ-მდე 100 პატიმრისთვის, 22-დან 25 კვ.მ-მდე 23 პატიმრისთვის 10 საწოლით (მოწმეთა ჩვენება no:3), 6x8 ფეხის ნაბიჯი 30 პატიმრისთვის 6 საწოლით (მოწმეთა ჩვენება no:4), და 25 კვ.მ. 40 პატიმრისთვის 15 საწოლით (მოწმეთა ჩვენება no:7). სხვა მოწმეები საუბრობდნენ პატარა საკნებზე 7 ან 8 პატიმრით (მოწმეთა ჩვენებები no:1 და 6) ან 45 პატიმრით და 6 საწოლით (მოწმეთა ჩვენება no:5 - იხ. დანართი, §§7, 8, 11, 5, 10 და 9). საწოლები შედგებოდა მხოლოდ რკინისგან, ძალიან თხელი მატრასითა და საბნის გარეშე; დაკავებულებს მორიგეობით ეძინათ მასზე; კალათა გამოიყენებოდა როგორც ტუალეტი და არ იყო განცალკევებული საკნისგან; არ არსებობდა ვარგისი წყალი თუ საჭმელი.
55. ბ-ნმა პატარიძემ, იმ დროისთვის საქართველოს კონსული რუსეთის ფედერაციაში, განაცხადა, რომ ის და მისი ჯგუფი არაერთ დაკავების დაწესებულებას ესტუმრენ რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის პეტერბუგრსა და მოსკოვში. იგი ადასტურებდა, რომ თითქმის ყველა ცენტრში უმეტესად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დაკავებული, რომ საკნები იყო გადატვირთული, პირობები მეტად რთული, შემაძრწუნებელი ჰიგიენა, და ძალიან ცოტა ლოგინები და მატრასები. მხოლოდ მოსკოვის დაკავების no.1 ცენტრი (სანიმუშო ცენტრი, რომელიც ჟურნალისტებს ანახეს) სთავაზობდა დაკავების უკეთეს პირობებს, თუმცა, ისიც ასევე გადატვირთული იყო (იხ. დანართი §13).
56. ბ-ნმა აზაროვმა, იმ დროისთვის საიმიგრაციო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი მოადგილე (ფედერალური საიმიგრაციო მომსახურება, მოსკოვი), განაცხადა, რომ იგი ხელმძღვანელობდა რვა დაკავების დაწესებულებას მოსკოვში და რომ ყველა მათგანს ესტუმრა: დაკავების პირობები იყო საერთო ყველა უცხოელისთვის, კერძოდ, დიდი საკნები დაახელოებით 50კვ.მ, საწოლებით, ცალკე საპირფარეშოთი, წყლით და სამჯერადი ცხელი კვებით (იხ. დანართი §15). სხვა რუსმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ არასდროს ყოფილა რაიმე სახის საჩივარი წარდგენილი დაკავების პირობებთან დაკავშირებით საქართველოს კონსულის ან საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.
გაძევების პირობები
57. ქართველი მოწმეები აცხადებდნენ, რომ ისინი და საქართველოს სხვა მოქალაქეები წაიყვანეს ავტობუსით, რომელსაც თან ახლდა რუსეთის სპეციალური პოლიციის (ОМОН) ოფიცრები, მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტში, საიდანაც მოხდა მათი თვითმფრინავით დეპორტაცია თბილისში. მათ განაცხადეს, რომ ОМОН-ის ოფიცრები ამცირებდნენ, მაგალითად, იძულებული იყვნენ ავტობუსში ფული გადაეხადათ, რათა გათავისუფლებულიყვნენ ან მოეწიათ ან მიეღოთ პირადი ნივთები (მოწმეთა ჩვენებები no:3, 4, 5 და 7 - იხ, დანართი §§7,8,9 და 11), და შესაბამისად, უნდა ევლოთ ან ერბინათ თვითმფრინავამდე უკან შეკრული ხელებით ОМОН-ის ოფიცრებისგან შემდგარი ცოცხალი კორიდორის გავლით. საქართველოს მოქალაქეების პირველმა გაძევებულმა ნაკადმა სატვირთო თვითმფრინავებით იმგზავრა (2006 წლის 6 ოქტომბერს), ხოლო შემდეგმა ნაკადმა სამგზავრო თვითმფრინავებით (2006 წლის 10, 11 და 17 ოქტომბერი). მართლაც, სამგზავრო თვითმფრინავში ტრანპორტირების პირობები მისაღები იყო, სატვირთო თვითმფრინავის კი - მეტად პრიმიტიულს წარმოადგენდა: ქართველი მოწმეები ამბობდნენ, რომ სკამების ორი რიგი არსებობდა, რომლებზეც ქალები და ბავშვები ისხდნენ (ოცი ან მეტი), მამაკაცები კი ან იატაკზე ისხდნენ ან ფეხზე იდგნენ, ხოლო კასრის მსგავსი ნივთი გამოყენებოდა, როგორც ტუალეტი და ტრიალებდა რიგებს შორის. მიახლოებითი რაოდენობა ქართველი მგზავრებისა თვითმრფინავში მერყეობდა 80-დან 150-მდე.
58. ბ-ნმა კონდრატიევმა, იმ დროისთვის კონტროლის №2 განყოფილების ინსპექტორი (იმიგრაციის კონტროლის დეპარტამენტი, ფედერალური სიმიგრაციო მომსახურების სააგენტო, მოსკოვი) განაცხადა, რომ სატვირთო თვითმფრინავები იყო სამგზავრო თვითმფრინავის მსგავსი, მცირედი განსხვავებით კომფორტში, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი აღჭურვილი იყო დასაჯდომი ადგილებით ან სკამებით და უსაფრთხოების ქამრებით, წყლით, საკვებით და იატაკზე დამაგრებული ტუალეტებით. იგი თავადვე ახლდა თან სარტვირთო თვითმფრინავს 2006 წლის 6 ოქტომბრის ფრენისას და განმარტა, რომ ფრენა გაგრძელდა დაახლოებით 3 საათი, რომ ბორტზე იმყოფებოდა დაახლოებით 150 მგზავრი და მათ არ გაუსაჩივრებიათ ტრანსპორტირების პირობები, არამედ პირიქით, მადლობას უხდიდნენ მისი დეპარტამენტის წევრებს თბილისში ჩასვლისას. უკანა გზაზე, იმავე თვითმფრინავმა რუსეთის მოქალაქეები წაიყვანა საქართველოდან რუსეთში.
59. ბ-ნი აზაროვი, იმ დროისთვის საიმიგრაციო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი მოადგილე (ფედერალური საიმიგრაციო მომსახურების სააგენტო, მოსკოვი), იმყოფებოდა ჟუკოვსკოეს და დომოდედოვოს აეროპორტებში და ორ თვითმფრინავში მოათავსეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გააძევეს საქართველოში. მან განაცხადა, რომ თვითმფრინავები აღჭურვილი იყო დასაჯდომი ადგილებით და სკამებით, ასევე, წყლითა და მშრალი ორცხობილებით.
60. ბ-ნმა შევჩენკომ, იმ დროისთვის ფედერალური საიმიგრაციო მომსახურების საიმიგრაციო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი მოადგილე, განაცხადა, რომ იგი იმყოფებოდა აეროპორტში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მიმდინარეობდა და აღნიშნა, რომ არ არსებობდა შეზღუდვები ბარგზე; პირიქით, პირადი ნივთები მათ თან ჰქონდათ და მედიაც იქ იმყოფებოდა. შესაბამისად, მადლობის წერილში, რომელიც საქართველოს კონსულმა გაუგზავნა დაბა დერბენტის (დაღესტანი) ფედერალური საიმიგრაციო მომსახურების უფროსს, იგი მადლობას უხდიდა რუს ოფიციალურ პირებს თანამშრომლობისთვის გაძევების პროცედურების მსვლელობისას და არ წარუდგენია არანაირი საჩივარი.
სიტუაცია საქართველოში გაძევების შემდგომ
61. ქართველი მოწმეები აღნიშნავდნენ, რომ ისინი გათავისუფლდნენ, რათა დაბრუნებულიყვნენ საქართველოში და არ გაუსაჩივრებიათ გაძევების ბრძანებები თბილისში რუსეთის არც საკონსულოსა და არც საელჩოში. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ორივე მოსამართლემ და პოლიციის ოფიცრებმა უთხრეს მათ არაერთხელ, რომ გასაჩივრება აზრს იყო მოკლებული, რადგანაც არსებობდა ბრძანება ზემოდან ქართველების გაძევებაზე. ზოგიერთი ასევე მიუთითებდა პრაქტიკულ დაბრკოლებებზე, როგორიცაა მაგალითად რუსეთის საკონსულოს დახურვა თბილისში, საკონსულოსთან დიდი რიგები და სხვ.
62. ბ-ნმა ვასილევმა, იმ დროისთვის რუსეთის ფედერაციის კონსული საქართველოში, გაანცხადა, რომ თბილისის საელჩოს და საკონსულოს დიპლომატიური პერსონალის ნაწილის რუსეთის ფედერაციაში 2006 წლის სექტემბრის ბოლოს რეპატრიაციის შემდგომ, საელჩომ განაგრძო ჩვეულებრივად ფუნქციონირება, სამუშაო საათების განმავლობაში (9:00-16:00), შემცირებული 15 თანამშრომლის დახმარებით საელჩოში (დიპლომატები და ადმინისტრაციული პერსონალი) და სამი დოპლომატით საკონსულოში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ წარედგინათ სარჩელები ან პრეტენზიები - პირადად, ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით - რაც შემდგომ გადაეგზავნებოდა შესაბამის ოფიციალურ ორგანოებს რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ არც ერთი საჩივარი ან პრეტენზია არ იქნა წარდგენილი. მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, 2009 წლის მარტიდან, რუსეთის ფედერაციას გახსნილი ჰქონდა ოფისი შვეიცარიის საელჩოში საქართელოში და საქართველოს ასევე ჰქონდა გახსნილი ერთი ოფისი რუსეთში შვეიცარიის საელჩოში. შესაბამის დიპლომატებს ერთმანეთთან დაკავშირება სწორედ აქ შეეძლოთ (იხ. დანართი §24). 2011 წლის 15 აპრილის წერილში მოპასუხე მთავრობა ადასტურებდა, რომ მისი დიპლომატიური პერსონალის ნაწილის ევაკუაციის შემდგომ, რომელიც 2006 წლის სექტემბრის ბოლოს განხორციელდა, დიპლომატიური პერსონალის ათი წევრი განაგრძობდა მუშაობას თბილისში არსებულ რუსეთის საელჩოში და სამ სხვა საკონსულოში.
D. სადაო მოვლენები სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამათავრობო ორგანიზაციების თანახმადზოგადი მიმოხილვა
63. PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი მიუთითებდა „სელექტიურ და გამიზნული დევნის კამპანიაზე ეთნიკურ საფუძველზე, რაც ნათლად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის მე-14 მუხლის არსს..., რომელშიც ჯგუფი ნათლად არის ქცეული სპეციალური მილიციის ოპერაციების სამიზნედ, რომელიც მოიცავს მოსახლეობის დევნას ქუჩებში, მაღაზიებში თუ სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებში (საქართველოს საკონსულო მოსკოვში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია)...“ (PACE ანგარიში, §§ 52-53).
64. არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ „მასიური კონტროლის ოპერაციებზე და რეპრესიებზე, რომლებიც მიმართული იყო მოსკოვში და სხვა რუსულ ქალაქებში მცხოვრებ ქართველებზე“ (FIDH ანგარიში, მე-2 პუნქტი „2006 წლის შემოდგომის ანტიქართული კამპანია“ გვ.20). საქართველოს მოქალაქეები და „ეთნიკური ქართველები“, შესაბამისად, იყვნენ დაკავების და გაძევების წინასწარგანზრახული პოლიტიკის მსხვერპლი (HRW ანგარიში, გვ.1).
65. HRW-მ მოახდინა ქ-ნი ელა პამფილოვას კომენტარების ციტირება - რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი (სახელმწიფო ორგანო, რომელიც კონსულტაციებს უწევს პრეზიდენტს ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე) - რომელმაც განაცხადა, რომ „გამოყენებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომები [ქართველების წინაარმდეგ] არის უსაფუძვლო: ქართველების კუთვნილი ბიზნესები დაიხურა, ქართველების მიერ კანონიერად მოპოვებული ვიზები და სარეგისტრაციო დოკუმენტები გაუქმდა, ადამიანები უკანონოდ დააკავეს და [გააძევეს] რუსეთიდან“ (2006 წლის 8 ნოემბრის განცხადება, ანგარიშის გვ.30).
66. ქ-ნმა სვეტლანა განუშკინამ - იმავე საკონსულტაციო საბჭოს წევრი და „მიგრაციისა და კანონმდებლობის“ ქსელის ხელმძღვანელი და სამოქალაქო დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, იმ დროისთვის „მემორიალური“ ადამიანის უფლებათა ცენტრის საბჭოს წევრი - 2006 წელს განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა „საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ დევნას“. მან მიიჩნია, რომ „ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფის ამგვარი შევიწროება, წარმოადგენდა დაუშვებელი დისკრიმინაციის ფორმას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხილულიყო, როგორც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სამართლებრივი მეთოდი“ (სიტყვით გამოსვლა ევროპის პარლამენტში 2006 წლის 21 ნოემბერს).
67. სხვა ევროპულმა ინსტიტუტებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ქართველების დიდი რაოდენობით გაძევებასთან დაკავშირებით და თხოვნით მიმართეს რუსეთის ოფიციალურ ორგანოებს გაეუქმებინათ ყველა ღონისძიება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელდა მათ ტერიტორიაზე (ქ-ნი ფერერო-ვალდერის - ევროკომისიის წევრი საგარეო ურთიერთობებსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში - სიტყვით გამოსვლა 2006 წლის 25 ოქტომბერს; ევროპარლამენტის 2007 წლის 6 მარტის ერთობლივი რეზოლუცია სამხრეთ ოსეთის მდგომარეობასთან დაკავშირებით, 1-ლი/მე-11 და მე-12 პუნქტები; რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროკომისიის 2006 წლის 15 დეკემბრის განცხადება (ECRI)).
საქართველოს მოქალაქეების დაკავება, პატიმრობა და გაძევება
a. დაკავების პირობები და სასამართლოს წინაშე პროცესი
68. PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა განაცხადა, რომ „გაძევების რუტინა“ მოჰყვა პერიოდულ ქმედებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით: „ქართველებს, რომლებსაც აჩერებდნენ ქუჩაში მათი დოკუმენტების შემოწმების მიზეზით, აკავებდნენ იმის მიუხედავად, იმყოფებოდა თუ არა მათი დოკუმენტები წესრიგში და გადაყავდათ მილიციის განყოფილებაში, სადაც მათ დიდ ჯგუფებად წარუდგენდენ სასამართლოს. გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ სასჯელზე, რუსეთის ტერიტორიიდან გაძევების შესახებ, მიიღებოდა სასამართლოსთან წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, ადვოკატების და სასამართლოს მიერ ინდივიდუალური გარემოებების განხილვის გარეშე, მთლიანი პროცედურა გრძელდებოდა ორიდან ათ წუთამდე. ხშირად, ადამიანები, რომლებიც ამ ღონისძიებებს დაექვემდებარენ, არც კი იყვნენ წარდგენილი სასამართლო დარბაზში; დაკავებულები იმყოფებოდნენ კორიდორებში ან მანქანებში, რომლითაც ისინი იქ მიიყვანეს“ (PACE ანგარიში, §59).
69. ეს აღწერილობა თანხვედრაშია FIDH და HRW-ს ანგარიშებთან (FIDH ანგარიში, გვ.23-26 II-2 „კრიზისის განვითარება და დევნის სახეები“ ა) „კონტროლისა და დაკავების ოპერაციები“, ბ) „სამართლიანობის აშკარა უარყოფა და პროცედურებისთვის გვერდის ავლა“, და HRW ანგარიში, გვ.40-53 „ქართველების თვითნებური და უკანონო დაკავება და გაძევება“).
70. HRW-ს თანახმად, „მაშინ, როცა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს ტექნიკურად შესაძლოა ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილება მათი გაძევების შესახებ, ის, თუ როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილებების აღსრულება (ზოგიერთი ჯგუფური სასამართლო განხილვის სახით), წარმომადგენლობის გაძევების წინააღმდეგ სათანადო საქმისწარმოების შესაძლებლობის არარსებობა და ის ფაქტი, რომ ბევრს უარი ეთქვა გასაჩივრებაზე, მიუთითებს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების დარღვევაზე (HRW ანგარიში, გვ.13).
71. FIDH-მა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „დაკავებული პირები ჯგუფურად იქნენ წარდგენილი სასამართლოს წინაშე, რომელმაც რამდენიმე წუთში გამოსცა მათი რუსეთიდან გაძევების განჩინება, რასაც წინ უძღოდა დაკავების პერიოდი უცხოელი მოქალაქეების დროებითი დაკავების დაწესებულებაში (TsVSIg), პირის ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე (FIDH-ის ანგარიში, გვ.25).
ასევე, დაამატა, რომ „სამოქალაქო დახმარების“ (რუსული ასოციაცია) იურისტი „კამპანიის განმავლობაში არაერთ გარემოებებში შეესწრო მართლმსაჯულების შეცდომებს: დაკავებულებს არა მარტო არ ჰქონდათ უფლება ადვოკატზე, არამედ, ისინი ხშირად პოლიციის თანამშრომლების მიერ ჯგუფურად წარედგინებოდნენ სასამართლოს. მოსამართლეები კი საქმეებს განიხილავდნენ როგორც საწარმოო ხაზზე, გაძევების ბრძანებას დაქვემდებარებული პირების დასწრების და თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინების გარეშე. ეს გაძევების განცხადებები წარედგინებოდა დაკავებულებს; ბევრი ხელს აწერდა, ფიქრობდა რა, რომ იყო ჯარიმა, როგორც ერთ-ერთი ნაწილი ადმინისტრაციული სახდელებისა საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის. უამრავ შემთხვევაში განსახილველ პირებს წინასწარვე ათქმევინეს უარი გასაჩივრებაზე იმ მიზეზით, რომ „ეს საქმეს კიდევ უფრო გაართულებდა“. ზოგიერთ შემთხვევაში „შეთანხმებებს“ მოეწერა ხელი დეპორტაციის ადგილას (FIDH-ის ანგარიში, გვ.26).
ასევე, აცხადებდა, რომ „რიგი ფაქტორები მიუთითებდა პოლიციასა და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის შეთქმულებაზე, რაც ამტიკიცებდა წინასწარშემუშავებულ პოლიტიკას: მოსკოვში, პოლიციასა და სასამართლოებს შორის შეთქმულება მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ამ უკანასკნელს სიაში არ შეუტანია არცერთი საქმე იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ქართველები წარედგინებოდნენ სასამართლოს. ისინი დააკავეს დილის 9 საათზე და ჯგუფურად წარუდგინეს სასამართლოს 10:00 საათზე. მოსამართლეებმა დიდი რაოდენობით გადაწყვეტილებები გამოიტანეს რამდენიმე დღეში, როცა ჩვეულებრივ ექვსი თვე სჭირდებოდათ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისთვის“ (FIDH-ის ანგარიში, გვ. 26).
b. დაკავების და გაძევების პირობები
72. პატიმრობის პირობებთან და გაძევებასთან დაკავშირებით, PACE მონიტორინგის კლომიტეტმა მიუთითა იმ მოწმეებზე, რომელთაც მან თანარეპორტიორიების მისიის დროს მოუსმინა და რომლებიც საუბრობდნენ „გადატვირთულობაზე“ „აუტანელ“ და „არაადამიანურ“ პატიმრობის პირობებზე. მათ არამარტო სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჩამოართვეს, არამედ, ნებისმიერი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობაც.
ამ გარემოებების შედეგად გარდაიცვალა 48 წლის საქართველოს მოქალაქე, თენგიზ ტოგონიძე, რომელიც მოწმეთა თანახმად, ასთმით იყო დაავადებული. მას შემდეგ, რაც დაკავებული იყვნენ ორი კვირა სამედიცინო დახმარების და სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობის გარეშე, იგი გარდაიცვალა რამდენიმესაათიანი მოგზაურობის შემდგომ, რომელიც სანკტ-პეტერბურგის დაკავების იზოლატორის და მოსკოვის დომოდედოვის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ხორციელდებოდა 2006 წლის 17 ოქტომბერს. იმ დროისთვის ფედერალური საიმიგრაციო მომსახურების უფროსმა მოადგილემ, ბ-ნმა ტურკინმა განაცხადა, რომ განსახილველი დაკავების დაწესებულება დაიკეტა.
მონიტორინგის კომიტეტი ასევე მიუთითებდა საქართველოს მეორე მოქალაქეზე, 52 წლის მანანა ჯაბელიაზე, რომელიც 2006 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა მოსკოვის დაკავების №2 დაწესებულებაში, ორთვიანი არაადეკვატური სამედიცინო დახმარების და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარის შედეგად (PACE-ს ანგარიში, § 60).
და ბოლოს, მონიტორინგის კომიტეტი მიუთითებდა იმ პირობებზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა ხდებოდა სატვირთო თვითმფრინავებით 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისში. ეს განხორციელდა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ოგარნიზაციის ნორმების დარღვევით, რამდენადაც მგზავრთა გადაყვანა იყო სიცოცხლისთვის საშიში (PACE ანგარიში, §57).
73. FIDH-მა დააზუსტა, რომ არსებობდა „რვა დროებითი დაკავების დაწესებულება უცხოელი მოქალაქეებისთვის მოსკოვში და მის შემოგარენში, რომელიც კონვერტირებული იყო ყოფილი გამოსაფხიზლებელი საკნებისგან. დაწესებულებებს №1 (ნოვოსლობოდსკაიას რაიონი), №2 (პერედელკინოში) და №8 (მნევნიკში) სტუმრობდა „სამოქალაქო დახმარების“ კომიტეტის პერსონალი. ერთ-ერთ, დიმიტროვსკოეს ქუჩის წინ, იყო პოლიციის მანქანების 2 კილომეტრამდე რიგი, რათა გადაეყვანა დაკავებული პირები იზოლატორში, რომლის სივრცე 320 პირისთვის იყო განკუთვნილი. დაკავებულები აცხადებდნენ, რომ რვის მაგივრად 16 პირი იმყოფებოდა საკანში და საკვების რაციონი არ გაზრდილა. ამას გარდა, იქ იმდენად ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომ TsVSIG არც კი ჰქონდა დრო შეედგინა პატიმართა განთავისუფლების დოკუმენტები“. FIDH-ი ასევე მიუთითებდა დაკავების დაწესებულებაში ან გაძევებამდე მგზავრობის დროს სიკვდილის ოთხ შემთხვევაზე (FIDH ანგარიში, გვ.26-27 (ც) „პატიმრობის პირობები და სივკდილიანობა პატიმრობაში“).
74. HRW-ი იუწყებოდა მსგავს ფაქტებს და ასევე მიუთითებდა დაკავების განმავლობაში დაფიქსირებულ ოთხ სიკვდილზე (HRW ანგარიში, გვ.53-57 „ქართველების სიკვდილი პატიმრობაში“ და გვ.57-63 „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა“).
პირველ საკითხზე HRW-მ ასევე მიუთითა ბ-ნი ტოგონიძის და ქ-ნი ჰაბელიას საქმეებზე, რომლებიც დაექვემდებარნენ დაკავების მეტად მკაცრ პირობებს და არ მიეწოდათ საჭირო სამედიცინო დახმარება, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია. საქართველოს ორი სხვა მოქალაქის საქმე, რომლებიც პატიმრობისას გარდაიცვალნენ ასევე აღინიშნა. ამას გარდა, რუსეთის ოფიციალურმა ორგანოებმა არ განახორციელეს არსებითი გამოძიება ხსენებულ გარდაცვალებაზე, მიუხედავად მათი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისა.
მეორე საკითხზე HRW-მ აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას მათი დაკავების და გაძევების მძიმე პირობების გათვალისწინებით (გადატვირთული საკნები, წყლის და საკვების სიმცირე, საქართველოს ასზე მეტი მოქალაქის სატვირთო თვითმფრინავებით გადაყვანა).
II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
A. საიმიგრაციო კანონმდებლობა და საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
75. ემიგრანტების შესვლა და ბინადრობა რეგულირდება ორი კანონით: 2002 წლის 25 ივლისის ფედერალური კანონი №115-FZ, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციაში უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივ სტატუსს და 2006 წლის 18 ივლისის №109-FZ ფედერალური კანონი რუსეთის ფედერაციაში იმ ემიგრანტების რეგისტრაციაზე, რომლებიც არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები.
2002 წლის 29 ოქტომბრიდან უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ CIS-ის ყველა მოქალაქეს - მათ შორის საქართველოს მოქალაქეები - მოეთხოვება მათი მდგომარეობის რეგულირება ბინადრობის ნებართვის მიღებაზე მიმართვის წარდგენით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადრე კანონიერად იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ამ კანონის მე-20 და 21-ე სექციების თანახმად, მათ ასევე უნდა წარადგინონ განცხადება რეგისტრაციაზე რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო მომსახურების ადგილობრივ ოფისში, რათა მიიღონ რეგისტრაციის სერტიფიკატი, რომელიც მიუთითებს მათ ბინადრობის ადგილზე. თუ სურთ, განახორციელონ პროფესიული საქმიანობა, მათ მოეთხოვებათ სამუშაო ნებართვის და ემიგრანტი დასაქმებულის ბარათის მიღება მე-13 სექციის შესაბამისად. ცვლადი ხანგრძლივობის საქმიანი (ბიზნეს) ვიზა გაიცემა უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც ელოდებიან სემინარში მონაწილეობას, ან რუსეთის ფედერაციაში ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, მაგრამ იგი არ აძლევს მათ ლეგალურად მუშაობის უფლებას.
დამატებით, 2000 წლის 5 დეკემბრიდან, ბიშკეკის შეთანხმების დენონსაციის შემდგომ 1992 წლის 9 ოქტომბერს, რომელიც ეხებოდა CIS-ის უამრავი წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა უვიზო გადაადგილებას, მათ შორის საქართველოს, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა შეიტანოს განცხადება, რათა შეძლოს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.
B. სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია
76. PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა, FIDH-ის და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) ხაზი გაუსვეს 2002 წლის 25 ივლისის უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის გარდამავალი დებულებების არარსებობას და ბინადრობის ნებართვის, რეგისტრაციის სერტიფიკატის ან მუშაობის ნებართვის მიღების პროცედურების კომპლექსურობას, რაც ემიგრანტებს დაუცველ მდგომარეობაში აყენებდა (იხ. PACE ანგარიში, §54, FIDH ანგარიში გვ.12-13, რომელიც ასევე მიუთითებს 2003 წლის 2 ივნისის გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CERD) დასკვნებზე, CERD/C/62C0/7, და ECRI-ს მესამე 2005 წლის 16 დეკემბრის ანგარიშზე რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით ECRI (2006) 21).
C. ადმინისტრაციული გაძევების პროცედურა
77. ნებისმიერი უცხოელი მოქალაქე, რომელიც დაარღვევს რუსეთის ფედერაციის საიმიგრაციო დებულებებს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლები 18.8, 18.10 და 18.11), პასუხს აგებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და ემუქრება გაძევება (მუხლი 3.2). ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ხასიათის ბრალდებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციიდან გაძევება, უნდა მიიღოს საერთო სასამართლოს მოსამართლემ (მუხლი 23.1 §3). გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში ან სააპელაციო სასამართლოში ათი დღის განმავლობაში (მუხლი 30.1 §1, 30.2 §2 და 30.3 §1). ვადა შეიძლება გადაიწიოს მოსარჩელის მოთხოვნით (მუხლი 30.3 §2). სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციული გაძევების ბრძანების მიმართ უნდა განხილულ იქნეს სააპელაციო დოკუმენტების წარდგენიდან ერთი დღის განმავლობაში (მუხლი 30.5 §3), იგი გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისგან და შემაჩერებელი ხასიათისაა (მუხლები 31.1, 31.2 §2, და 31.3 §§1,2 და 3). და ბოლოს, უცხოელმა მოქალაქემ, ასევე, შეიძლება აღძრას სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციული გაძევების ბრძანების წინააღმდეგ, რომელიც გახდა განხორციელებადი (საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის და 2005 წლის 12 აპრილის განჩინებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 30.11 §§1,2 და 3 მუხლების კონსტიტუციურობაზე).
III. მხარეთა მოთხოვნები
A. მომჩივანი მთავრობა
78. მომჩივანმა მთავრობამ მიმართა სასამართლოს დაედგინა,
„I. დასაშვებობასთან დაკავშირებით:
ა. მომჩივნების საჩივარი დასაშვებია, რადგანაც შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის წესი არ ვრცელდება ამ პროცესზე. ვინაიდან, სავარაუდო დარღვევები არის განმეორებადი მაგალითი კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ რუსეთის ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური შემწყნარებლობის საგანს და შესაბამისად, შეეხება ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
ბ. ალტერნატიულად, რომ მომჩივანის საჩივარი დასაშვებია, რადგან შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის მოთხოვნა არ გამოიყენება წინამდებარე საქმეში, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის შიდასამართლებრივი საშუალებები არ იყო ეფექტური და ხელმისაწვდომი კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში და არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ათავისუფლებდა საქართველოს მოქალაქეებს და ქართული წარმოშობის პირებს მათი ამოწურვისგან.
გ. რომ საჩივარი წარდგენილ იქნა ექვსი თვის ვადაში.
II. საქმის არსებითი გარემოებები: რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-13, მე-14 და მე-18 მუხლები, 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი და მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი.
III. სამართლებრივი დაცვის საშუალება: რომ მომჩივან სახელმწიფოს ეკუთვნის სამართლიანი დაკმაყოფილება ამ დარღვევებისთვის, რაც მოითხოვს სასამართლოს დაცვის ზომებს და კომპენსაციას დაზარალებული მხარისთვის.“
79. უკანასკნელ საკითხზე მათ მიმართეს სასამართლოს, რომ „მიენიჭებინა სამართლიანი დაკმაყოფილება 41-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, კომპენსაცია, რეპარაცია, restitution in integrum, ხარჯები, დანახარჯები და სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებები, რომლებიც განკუთვნილია დაზარალებულ მხარეთა მიერ განცდილი მატერიალური და არამატერიალური ზარალისთვის“.
80. დასაშვებობის მოსმენაზე, მომჩივანმა მთავრობამ ნათლად აღნიშნა, რომ ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც აღწერილია მათ საჩივარში და მოხსნიებული ქართველი მოწმეების მიერ მათი მოსმენის დროს, იყო ერთადერთი, რომელიც ახდენდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრირებას. ამას გარდა, 23 ქართველმა მომჩივანმა (მათ შორის სამი დაიკითხა მოწმეთა მოსმენის დროს) ასევე შეიტანეს ინდივიდუალური სარჩელები სასამართლოში.
B. მოპასუხე მთავრობა
81. მოპასუხე მთავრობამ, თავის მხრივ წარადგინა, რომ
„სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეთა დელეგაციის მიერ მოწმეთა მოსმენა სრულიად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ორგანოების პოზიციას, რომ სარჩელი საქართველო რუსეთის წინაღმდეგ (1), რომლის თანახმადაც დაირღვა კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-13, მე-14 და მე-18 მუხლები, ასევე 1-ლი ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლები, მე-4 ოქმის მე-4 მუხლი და მე-7 ოქმის 1-ლი მუხლი, უსაფუძვლოა. მოწმეთა მოსმენის მსვლელობისას, არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებდა, რომ განსახილველ დროს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ორგანოები აწარმოებდნენ ადმინისტრაციულ პრაქტიკას და საქართველოს მოქალაქეების კოლექტიურ გაძევებას.
მოწმეთა მოსმენისას, რუსეთის ხელისუფლების ორგანოების არგუმენტები ობიექტურად იყო დასაბუთებული, რომ რუსეთში არსებობდა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ გაძევებას დაქვემდებარებულ მოწმეებს, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, ვისაც სჯეროდათ რომ მათი უფლებები დაირღვა რუსეთის მხრიდან, უნდა ამოეწურათ სანამ ისინი გაასაჩივრებდნენ წინამდებარე სასამართლოში. შესაბამისად, 2009 წლის 30 ივნისის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (1) სახელწმიფოთაშორისი სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელმაც საქმის არსებით გარემოებებს მიუერთა საჩივრების ექვსთვიანი ვადის წესი და შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა, რუსეთის ხელისუფლების ორგანოებს სჯერათ, რომ ეს სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განხილული (იხ. სასამართლოს განჩინება Markin v. Russia, საჩივრის no:59502/00, 2009 წლის 30 მარტი)“.
სამართალი
I. ფაქტების დადგენა და მტკიცებულებების შეფასების პრინციპები
82. საქმის არსებით განხილვამდე და მტკიცებულებების თითოეული საჩივრის საფუძველზე შეფასებამდე, სასამართლო დაადგენს ყველა წერილობით და ზეპირ მტკიცებულებას, რომელიც გასათვალისწინებელია და იმ პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც მათ შეაფასებს.
A. ფაქტების დადგენა
83. იმისათვის, რომ ფაქტები დაედგინა, სასამართლო დაეყრდნო მხარეთა მასალებს და იმ ბევრ დოკუმენტს, რომლებიც მათ წარადგინეს, ასევე სტრასბურგში მოსმენილ მოწმეთა ჩვენებებს.
84. მან ასევე გაითვალისწინა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანაგარიშები, როგორიცაა PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი, HRW-ი, FIDH-ი და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის (რუსული ომბუდსმენი) 2006 წლის ყოველწლიური ანგარიში. მომჩივანი მთავრობის მიერ წარდგენილი ზოგიერთი დოკუმენტი ასევე გვხვდება ამ ანგარიშებში.
1. შემდგომი წერილობითი მტკიცებულება
85. ამას გარდა, 2010 წლის 28 ივნისის და 2011 წლის 8 მარტის წერილებში და მოწმეთა მოსმენისას, სასამართლომ მოსთხოვა მოპასუხე მთავრობას, მიეწოდებინა მისთვის შემდგომი დამატებითი დოკუმენტაცია:ყოველთვიური სტატისტიკა, საქართველოს მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით 2006 და 2007 წლის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელს გახდიდა დეპორტაციების შედარებას 2006 წლის ოქტომბრამდე და შემდგომ, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მოქალაქეების სავარაუდო მასიური დაკავებები და დეპორტაცია დაიწყო; მოპასუხე მთავრობამ უპასუხა, რომ ისინი ინახავდნენ მხოლოდ ყოველწლიურ და ნახევარი წლის სტატისტიკებს, რომლებიც მათ წარუდგინეს სასამართლოს;2006 წლის სექტემბრის ბოლოს ორი ცირკულარი №№0215 და 849, რომელიც გამოსცა სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რომლებზეც მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მიუთითებს; მოპასუხე მთავრობამ იდავა დოკუმენტების ავთენტურობაზე და განაცხადა, რომ მათ არ შეეძლოთ განსახილველი ცირკულარების წარდგენა, რადგან ისინი განეკუთვნებოდნენ „სახელმწიფო საიდუმლოებას“ (იხ. ზემოთ 32-ე პარაგრაფი);იმ რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური პროცესის ფაილები, რომლებმაც რუსულ სკოლებში ქართველი მოსწავლეების სიების მოთხოვნები გააგზავნეს; მოპასუხე მთავრობამ წარადგინა უამრავი დოკუმენტის ასლი, რომლებიც მიუთითებდა, რომ დისციპლინური სასჯელები დაეკისრათ განსახილველ ოფიციალურ პირებს;იმ გადაწყვეტილებების სტატისტიკა, რომლებიც რუსეთის სასამართლოებმა გამოიტანეს სააპელაციო სარჩელებზე, განსახილველი პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით (2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე); 2011 წლის 15 აპრილის საპასუხო წერილში მოპასუხე ხელისუფლებამ ისევ განაცხადა, რომ მათ არ მოეპოვებოდათ ყოველთვიური სტატისტიკა საქართველოს მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით (ადმინისტრაციულ დამრღვევ პირთა ეროვნება არ ჩანდა სასამართლოების სტატისტიკებში და ელექტრონული ბაზა მთლიანად რუსეთის ფედერაციისთვის არსებობდა მხოლოდ 2010 წლიდან), მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეეძლოთ ინფორმაციის მიწოდება განსახილველ პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად მიიღებოდა რუსეთის ფედერაციის 18 რეგიონის სასამართლოებისგან, ასევე, 86 სააპელაციო გადაწყვეტილების ასლი. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებებიდან მხოლოდ 42 ეხება განსახილველი პერიოდის განმავლობაში გაძევებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაგან 21-მა გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამას გარდა, სასამართლოს წინაშე წარდგენილი 86 სააპელაციო გადაწყვეტილებიდან მხოლოდ 8 ეხებოდა ქალაქ მოსკოვს და 17 სანკტ-პეტერბურგს, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ორ ქალაქში განხორციელდა. მოსკოვთან დაკავშირებით 8-დან ერთი სააპელაციო გადაწყვეტილება, ხოლო სანკტ-პეტერბურგთან დაკავშირებით 17-დან 12 ეხებოდა საქმის ადმინისტრაციული ორგანოებისთვის გადაცემას, იმ საფუძველზე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქლაქეები პირდაპირ სასამართლოს წარუდგინეს, პირველ რიგში მათი ფედერალური საიმიგრაციო მომსახურების ორგანოს წინაშე წარდგენის გარეშე, როგორც ეს კანონით არის დადგენილი.
2. მოწმეთა მოსმენა
86. 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე კვირის განმავლობაში, დიდი პალატის მოსამართლეთა დელეგაციამ მოუსმინა მთლიანობაში 21 მოწმეს, რომელთაგან ცხრა წარადგინა მომჩივანმა მთავრობამ, ათი - მოპასუხე ხელისუფლებამ და ორი -დელეგაციამ აარჩია.
87. მომჩივანი მთავრობი მიერ წარდგენილი ცხრა მოწმე (გარდა №8 მოწმისა, ბ-ნი ტოგონიძეს მეუღლე და მოვლენათა „არაპირდაპირი“ მოწმე, და ბ-ნი პატარიძე, განსახილველი პერიოდის განმავლობაში საქართველოს კონსული რუსეთის ფედერაციაში) არის საქართველოს მოქალაქე, რომლებიც დააკავეს, დააპატიმრეს და გააძევეს 2006 წლის შემოდგომაზე.
88. მოპასუხე მთავრობის მიერ წარდგენილი ათი მოწმე არის რუსეთის ფედერაციის საჯარო პირი, რომელთა მტკიცებულება კონკრეტულად ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, პატიმრობის და გაძევების პირობებს, სტატისტიკურ მონაცემებს და სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ გამოცემული ინსტრუქციების ავთენტურობას და იმ ცირკულარებს, რომელთაც ისინი ეხებოდა.
89. სასამართლოს მიერ არჩეული ორი მოწმე არის ბ-ნი ეორში, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის რეპორტიორი განსახილველი პერიოდის განმავლობაში და ბ-ნი ტუღუში, იმ დროისთვის საქართველოში OSCE-ს მისიის ადამიანის უფლებათა მოხელე.
90. დელეგაციამ ასევე დაგეგმა სხვა მოწმეეების დაკითხვა, მათ შორის ბ-ნი პიოტროვსკის, სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელი იმ დროისთვის, და 2006 წლის 2 ოქტომბრის ინსტრუქციის სავარაუდო ხელისმომწერი, რომელიც მიზნად ისახავდა „2006 წლის 30 სექტემბრის №0215 ცირკულარის შესრულების ეფექტურობის გაზრდას“ (იხ. ზემოთ 31-ე პარაგრაფი). ამ მოსმენამდე ერთი დღით ადრე, მოპასუხე ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბ-ნი პიოტროვსკი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომლის დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო ცნობა წარედგინა სასამართლოს.
91. დელეგაციას ასევე სურდა ბ-ნი ლუკინის მოსმენა, რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისარი იმ დროისთვის, მაგრამ იგი არ გამოხმაურებია სასამართლოს უწყებებს.
92. და ბოლოს, დელეგაციას ასევე სურდა ქ-ნი პამფილოვას მოსმენა, იმ დროისთვის რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი, თუმცა შეუძლებელი იყო მისი, როგორც მოწმის მოსმენა, რადგან 2010 წლის 15 ოქტომბრის წერილის თანახმად, მოპასუხე მთავრობამ სასამართლოს აუწყა, რომ ქ-ნი პამფილოვა აღარ იყო საჯარო მოხელე, არამედ კერძო პირი და შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ მისი მისამართის მიწოდება სასამართლოსთვის. აქ კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ ვალდებულება მიაწოდონ ყველანაირი სახის ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე მყოფ მოწმეთა შესახებ (იხ. სასამართლოს შინაგანაწესის დანართის მუხლი A5 §4, პირველი ინსტანცია).
B. მტკიცებულებათა შეფასების პრინციპები
93. მტიკცებულებათა შეფასებაზე სასამართლომ გამოიყენა მტკიცების სტანდარტი „გონივრულ ეჭვს მიღმა“ რომელიც მან ორ სახელმწიფოთაშორის საქმეში დაადგინა (იხ. Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, §161, სერია A no.25, და Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, § 113, ECHR 2001‑IV) და რომელიც ამის შემდგომ გახდა მისი პრეცედენტული სამართლის ნაწილი (იხ. inter alia, Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, § 26, ECHR 2004‑VII, და Davydov and Others v. Ukraine, nos. 17674/02 and 39081/02, § 158, 1 July 2010).
94. თუმცა, მის მიზანს არასდროს წარმოადგენდა ეროვნული სამართლებრივი სისტემების მიღწევების მიკუთვნება, რომლებიც იყენებენ ამ სტანდარტს სისხლისსამართლებრივ საქმეებში. სასამართლოს როლია დაადგინოს არა სისიხლისსამართლებრივი ბრალეულობა ან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ ხელშემკვრელი სახელმწიფოების კონევნციიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა. კონვენციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მისი დავალების სპეციფიკურობა - უზრუნველყოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დაცვის ვალდებულების შესრულება - განაპირობებს მის მიღწევებს მტკიცებუელებების საკითხთან მიმართებთ.
სასამართლოს წინაშე საქმისწარმოებისას, არ არსებობს პროცედურული დაბრკოლებები მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით ან მათი შეფასების წინასწარგანსაზღვრული ფორმულა. იგი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მისი აზრით, მხარდაჭერილია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, იმ დასკვნების ჩათვლით, რომლებიც გამომდინარეობენ ფაქტებიდან და მხარეთა წარდგინებებიდან. მისი დადგენილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, სამხილი შესაძლოა, გამომდინარეობდეს არსებითად ძლიერი, ნათელი და თანმხვედრი დასკვნების თანაარსებობიდან, ან ფაქტებზე მსგავსი უდაო ვარაუდებიდან. ამას გარდა, დამაჯერებლობის დონე, რაც აუცილებელია გარკვეული გადაწყვეტილების მისაღებად და, ამასთან დაკავშირებით, მტკიცებულების ტვირთის განაწილება შინაგანად დაკავშირებულია ფაქტების სპეციფიურობასთან, ბრალდების ბუნებასთან და კონვენციის განსახილველ უფლებასთან. სასამართლო ასევე ყურადღებიანია იმ მნიშვნელობისადმი, რომელიც თან ახლავს გადაწყვეტილებას, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ დაარღვია ფუნდამენტური უფლებები (იხ. inter alia, Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 და 43579/98, § 147, ECHR 2005-VII, და Mathew v. the Netherlands, no. 24919/03, § 156, ECHR 2005‑IX).
95. ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის დადგენისას, სასამართლო არ დაეყრდნობა იმ ცნებას, რომ მტკიცების ტვირთს ატარებს ორი, განსახილველი ხელისუფლებიდან ერთი ან მეორე, არამედ გამოიკვლევს მის წინაშე წარდგენილ ყველა მასალას, იმის მიუხედავად, თუ რომელი წყაროდან მომდინარეობს იგი (იხ. ზემოთ ციტირებული v. the United Kingdom და Cyprus v. Turkey). დამატებით, მხარეთა ქმედება, სასამართლოს მცდელობებთან დაკავშირებით, მოეპოვებინა მტკიცებულებები, შეიძლება წარმოადგენდეს ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორს. (იხ. ზემოთ ციტირებული Ireland v. the United Kingdom; Ilaşcu and Others და Davydov and Others).
II. კონვენციის 38-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
96. მოპასუხე სახელმწიფოს დაჟინებულ უართან მიმართებით, სასამართლოსათვის მიეწოდებინა სანკტ–პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის (იხ. §30 ზემოთ) მიერ გაცემული 2006 წლის სექტემბრის მიწურულის თაობაზე №0215 და 819, ორი ცირკულარის ასლი, სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს მოცემულ საქმეში მისი განხილვის დაწყებას, იმის ანალიზით, შეასრულა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 38–ე მუხლით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული პროცედურული ვალდებულება, რომელიც ფორმულირებულია შემდეგნაირად:
„სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით“.
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი მთავრობა
97. მომჩივანმა მთავრობამ განაცხადა, რომ მოპასუხე მთავრობას არ წარმოუდგენია საკმარისი ახსნა–განმარტება სასამართლოსათვის no:0215 და 849 ცირკულარების მიწოდების უარყოფასთან დაკავშირებით. სასამართლოს რელევანტურ პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, მათ სასამართლოს თხოვეს შესაფერი პარალელი გაევლო მათი ბრალდების დასაბუთებულობასთან და დაედგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 38–ე მუხლის დარღვევას.
2. მოპასუხე მთავრობა
98. მოპასუხე მთავრობამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მათ არ შეეძლოთ ცირკულარების სასამართლოსათვის მიწოდება, რადგან ისინი კლასიფიცირებულ „სახელმწიფო საიდუმლოებას“ წარმოადგენდნენ და არ შეიძლებოდა მათი გამჟღავნება. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ცირკულარები არ შეიცავდნენ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული ერთეულების მიმართ ბრძანებას მოთხოვნის შესახებ, რათა მიეღოთ ღონისძიებები ქართველი მოქალაქეების უფლებების განზრახ დარღვევის თაობაზე. მოწმეთა დაკითხვისას ბ–ნმა ნიკიშინმა, მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, განხილვის დროს დაადასტურა, რომ 2006 წლის 2 ოქტომბრის ინსტრუქცია, სავარაუდოდ, სანკტ–პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული იყო ყალბად და რომ nos:015 და 849 (ეს უკანასკნელი ტელეგრამა იყო) ორი ცირკულარი კლასიფიცირებულ „სახელმწიფო საიდუმლოებას“ წარმოადგენდა და შეიცავდა ცნობებს სხვადასხვა მოქალაქეების კრიმინალურ ჯგუფებზე, მაგრამ არა შერჩეულ მითითებას ქართველი მოქალაქეებისადმი. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, მათი გამჟღავნება აკრძალული იყო. (იხ. დანართი, § 21)
ბ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
99. სასამართლო იმეორებს შემდგომ ზოგად პრინციპებს, რომელიც მან განავითარა ინდივიდუალური განცხადებების მიმართ და რომელიც, აგრეთვე, უნდა გამოიყენებოდეს შიდასახელმწიფოებრივ განცხადებებზე:
„...კონვენციის 34-ე მუხლში მოცემული ინდივიდუალური პეტიციის სისტემის ეფექტური მუშაობისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა უზრუნველყონ ყველა აუცილებელი საშუალება, რათა შესაძლებელი გახდეს განცხადებების სათანადო და ეფექტური განხილვა. ეს ვალდებულება ხელშემკვრელი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, სასამართლოს მიაწოდონ ყველა აუცილებელი საშუალება, ფაქტის დამდგენი გამოძიების ჩატარება იქნება ეს თუ განცხადებების განხილვისადმი მისი ზოგადი მოვალეობის შესრულება. მთავრობის მხრიდან ასეთი ინფორმაციის დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტების გარეშე არწარმოდგენამ, რომელიც მათ ხელთაა, შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ პარალელის გავლება მომჩივნის ბრალდების კარგად დასაბუთებულობასთან, არამედ ასევე, უაყოფითად აისახოს მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მათი ვალდებულების შესრულების დონეზე. (იხ.Tahsin Acar v. Turkey [GC], ნომ. 26307/95, §§ 253-54, ECHR 2004‑III; Timurtaş v. Turkey, ნომ. 23531/94, §§ 66 და 70, ECHR 2000‑VI; და Tanrıkulu v. Turkey [GC], ნომ. 23763/94, § 70, ECHR 1999‑IV ). ”
(იხ. Janowiec and Others v. Russia [GC], ნომერი 55508/07 და 29520/09, § 202, ECHR 2013).
2. განცხადება ამ პრინციპებზე
100. მოცემულ საქმეში სასამართლო აცხადებს, რომ 2010 წლის 28 ივნისის წერილით მან თხოვა მოპასუხე სახელმწიფოს, მიეწოდებინა nos:0215 და 849 ცირკულარების ასლი - რომელთა შესახებ მითითებულია სანკტ–პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ გაცემულ 2006 წლის no:122721/08 ინსტრუქციაში, სანკტ–პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულების 2006 წლის 2 ოქტომბრის (no:12272/11) ბრძანებაში და ფედერალური მიგრაციის სერვისის (იხ. ზემოთ §§30 და 31) მიერ გაცემულ 2006 წლის 18 ოქტომრის საინფორმაციო ბარათში - და რომელსაც იგი მიიჩნევს არსებით დოკუმენტებად მოცემულ საქმეზე ფაქტების დასადგენად.
101. მოწმეთა დაკითხვისას მოსამართლეთა დელეგაციამ მოპასუხე მთავრობის წარმომადგენელს ზეპირსიტყვიერად გაუმეორა სასამართლოს მოთხოვნა ორი ცირკულარის ასლის გადაცემის თაობაზე, სასამართლოს რეგლამენტიდან 44 A-C ნორმაზე (სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება) და 33 ნორმაზე (დოკუმენტების საჯარო ხასიათი) ყურადღების გამახვილებით.
102. 2011 წლის 8 მარტის მეორე წერილით სასამართლომ წერილობით გაიმეორა მისი მოთხოვნა და ასევე მიუთითა ორ ზემოთ ხსენებულ ნორმაზე, 44C ნორმის ფორმულირების შესაბამისად, გარკვევით განაცხადა რა, რომ „როდესაც მხარე ვერ წარადგენს მტკიცებულებას ან სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას ან მისი საკუთარი შუამდგომლობის რელევანტური ინფორმაციის გავრცელებას ან სხვაგვარად ვერ შეძლებს მიიღოს ეფექტური მონაწილეობა განხილვებში, სასამართლომ შეიძლება განავითაროს მოსაზრებები, რომელსაც სათანადოდ მიიჩნევს“.
103. მოპასუხე მთავრობამ, თავის მხრივ, სადაოდ არ გახადა ცირკულარის არსებობა, მაგრამ განაცხადა, რომ მათი შინაარსი არ პასუხობდა მომჩივანი მთავრობის ბრალდებებს, ამ დროს ისინი უარს აცხადებდნენ სასამართლოსათვის მათი ასლების მიწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ ისინი კლასიფიცირებულ „სახელმწიფო საიდუმლოებას“ წარმოადგენდნენ და მათი გამჟღავნება რუსული კანონმდებლობით იყო აკრძალული.
104. სასამართლო იმეორებს, რომ „ისეთ საქმეებში, სადაც მოვლენათა წინააღმდეგობრივ ანგარიშს აქვს ადგილი, სასამართლოს გარდაუვლად ეშლება ხელი ფაქტების დადგენაში იმავე სიძნელეებით, რომლის წინაშეც დგანან პირველი ინსტანციის სასამართლოები. როგორც წინამდებარე საქმეში, როდესაც მოპასუხე მთავრობას აქვს ექსკლუზიური წვდომა მომჩივანი მთავრობის ბრალდებების დამადასტურებელი ან უარმყოფელი ინფორმაციისადმი, მთავრობის მხრიდან დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტების წარმოდგენის გარეშე თანამშრომლობის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მომჩივანი მთავრობის ბრალდებების კარგად დასაბუთებულობასთან პარალელის გავლება.(იხ. Imakayeva v. Russia, ნომერი 7615/02, § 111, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები)).
105. გარდა ამისა, როგორც უკვე გამოიკვეთა კლასიფიცირებულ „სახელმწიფო საიდუმლოებასთან“ დაკავშირებულ საქმეებზე, მოპასუხე მთავრობა, სასამართლოს მოთხოვნის დამორჩილებაზე უარს, რათა წარმოედგინათ მტკიცებულება, ვერ გაამართლებს შიდა სამართლის ნორმაზე დაყრდნობით. (იხილე, mutatis mutandis, Davydov and Others, ზემოთ მოცემული, § 170;Nolan and K. v. Russia, no. 2512/04, § 56, 2009 წლის 12 თებერვალი; და Janowiec and Others, ზემოთ მოცემული, § 206).
106. საბოლოოდ, სასამართლო წინამდებარე საქმეში ადგენს, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ შეძლო სადავო ცირკულარების საიდუმლოებასთან დაკავშირებით განსაზღვრული ახსნა-განმარტების წარმოდგენა. მას ასევე აქვს სერიოზული ეჭვები ამ კლასიფიკაციისადმი, რადგან, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი შიდა დოკუმენტები იქნებოდა, იმისათვის რომ ცირკულარების შესრულება მომხდარიყო, სხვადასხვა ადმინისტრაციულ დონეზე დიდი რაოდენობის საჯარო ოფიციალური პირების ყურადღების ცენტრში უნდა მოხვედრილიყო.
107. სასამართლო იმეორებს, რომ ერთ-ერთი მის მიერ მიღებული კრიტერიუმი დოკუმენტის საიდუმლოების შეფასებისას არის ის, იცოდა თუ არა ვინმემ საიდუმლო სამსახურების და უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების გარეთ ამის თაობაზე (იხილე, mutatis mutandis, Nolan and K., ზემოთ მოცემული, §56, და Janowiec and Others, ზემოთ ხსენებული, §206).
108. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მოპასუხე მხარის მთავრობას ჰქონდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესი, არ გაეხმაურებინა სადავოდ გამხდარი ცირკულარი, ხაზი უნდა გაესვას, რომ სასამართლომ ყურადღება მიაქცია შესაძლებლობებს, რომელიც გათვალისწინებულია, სასამართლოს რეგლამენტის 33 § 2 პარაგრაფში, საჯარო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე (იხილეთ, mutatis mutandis, Shamayev and Others v. Georgia and Russia, ნომერი 36378/02, §§ 15-17, 246 და 362, ECHR 2005 III სადაც პალატის თავმჯდომარემ, რუსეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილ გარკვეულ დოკუმენტებზე კონფიდენციალურობის გარანტია გასცა).
109. გაითვალისწინა რა ყველა ეს გარემოება, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მთავრობამ დაარღვია თავისი ვალდებულება, სასამართლოსათვის მიეწოდებინა ყველა აუცილებელი საშუალება მისი მისიის, საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოებების დადგენისთვის, რომელიც მოთხოვნილია კონვენციის 38-ე მუხლის მიხედვით. სასამართლო განავითარებს მოსაზრებებს, რომელსაც სათანადოდ მიიჩნევს საქმის გარემოებებზე მოსარჩელე მთავრობის ბრალდებების კარგად დასაბუთებულობასთან მიმართებით.
110. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის 38-ე მუხლი.
III. ადმინისტრაციული პრაქტიკის, შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის და ექვსთვიანი წესის სავარაუდო არსებობა
111. სასამართლო იმეორებს, რომ პალატამ დასაშვებობის თაობაზე მის მიერ მიღებულ განაჩენში განაცხადა ადმინისტრაციულ პრაქტიკაში „მტკიცებულების პრეზუმფციის“ არსებობაზე, მაგრამ შეუერთდა საქმის გარემოებებს, როგორიცაა, „ყველა სხვა საკითხის გამოკვლევა ასეთი ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის და მის ფარგლებთან დაკავშირებით, ისევე როგორც, მისი კონვენციის დათქმებთან შეთავსებადობა“ და განცხადების ექვსთვიანი წესის საკითხზე. ის, აგრეთვე, შეუერთდა ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საქმის გარემოებებს, „საკითხი საჩივრის მიერ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის თაობაზე და მოცემული საქმის გარემოებებთან მისი შესაბამისობა“. (იხილეთ,Georgia v. Russia(I) (განჩინება), no.13255/07, §§ 44‑46 და 50, 2009 წლის 30 ივნისი).
ა. ადმინისტრაციული პრაქტიკა და შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა
1. მხარეთა არგუმენტები
ა. ადმინისტრაციული პრაქტიკა
i. მომჩივანი მთავრობის არგუმენტები
112. მომჩივანი მთავრობა მათ ძირითად არგუმენტაციაში დავობდა, რომ ადმინისტრაციული პრაქტიკის ორი შემადგენელი ნაწილი, კერძოდ, ქმედების განმეორებადობა და ოფიციალური ტოლერანტობა, ამ საქმეში სახეზე იყო.
113. ქმედების განმეორებადობასთან დაკავშირებით, მომჩივანი მთავრობის მიერ გამოძახებულმა მოწმეებმა დაუდასტურეს დიდი პალატის მოსამართლეთა დელეგაციას, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე ქართველი მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებას და გაძევებას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა. გარდა ამისა, მაშინ, როცა მათ არასდროს შექმნიათ რაიმე სიძნელე, მანამდე, უცბად, მათი საბუთები აღარ აღმოჩნდა წესრიგში. ეს იყო დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ხელისუფლების ქმედებები იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი და კარგად ორგანიზებული იმ დასკვნის გამოსატანად, რომ ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, იმ შინაარსის გამორიცხვით, რომ ეს იყო განსაკუთრებული და ცალკეული შემთხვევები. ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა განსაკუთრებით აშკარა გახდებოდა, თუ ყურადღება მიექცეოდა წინა ან მომდევნო თვეებსა და წლებთან შედარებით 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების გაძევების გაზრდილ რაოდენობას. ეს ასევე დადატურებული იყო იმ ფაქტით, რომ მოპასუხე მთავრობამ სადავოდ არ გახადა, რომ მათ საქართველოსთან შეწყვიტეს საფოსტო მომსახურება და რომ 2006 წლის 5 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა ასამბლეამ (ორპალატიანი საკანონმდებლო ხელისუფლება) გაამკაცრა საიმიგრაციო კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ გასატარებელი ზომები. საბოლოოდ, მომჩივანმა მთავრობამ რამდენიმე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის კერძოდ HRW) დასკვნებზე მიუთითა და პრესაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ზოგადად რასიზმის და ქსენოფობიის პრობლემის არსებობის თაობაზე წერდა, ისევე როგორც, ანტიქართულ პოლიტიკაზე, რომელმაც 2006 წლის შემოდგომაზე იჩინა თავი.
114. სახელმწიფოს ტოლერანტობასთან მიმართებით, მომჩივანმა მთავრობამ განსაკუთრებით მიუთითა HRW-ის დასკვნაზე, რომელიც ცხადყოფდა, რომ რუსეთის მთავრობა ორივე, მაღალ და დაბალ დონეზე, ერთად მუშაობდნენ, რათა განეხორციელებინათ ქართველების მასობრივი გაძევება. დასკვნა მიუთითებდა პოლიციის მიერ ეთნიკურად ქართველების შემოწმების ფართოდ გავრცელებულ დოკუმენტზე და ყველაზე მეტად, სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს პოლიციისადმი მიმართულ ინსტრუქციაზე, რომ ფედერალური მიგრაციის სერვისს და სასამართლოებს უნდა გაეტარებინათ აუცილებელი ქმედებები, რათა მოეხდინათ ეროვნებით ქართველთა იდენტიფიცირება და გაძევება. გარდა ამისა, მსხვერპლთა განცხადებები და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები და მედია ამტკიცებდა ორივეს, ინსტრუქციის არსებობას nos:0915 და 849 ცირკულარზე დაყრდნობით და ამ ცირკულარების შინაარსს. მომჩივანმა მთავრობამ განსაკუთრებული მითითება გააკეთა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისიის 2006 წლის ყოველწლიურ ანგარიშზე. საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციაში რუსი თანამდებობის პირების მიერ რამდენიმე სკოლას გაეგზავნა მოთხოვნა ქართველი მოსწავლეების რაოდენობის მიწოდების თაობაზე, მათი მშობლების იდენტიფიცირების მიზნით. ის ფაქტი, რომ არ მომხდარა იმ პირების სათანადოდ დასჯა, რომლებსაც ჰქონდათ მსგავსი, ცალსახად არაკანონიერი მოთხოვნები, 2006 წლის შემოდგომაზე ეროვნებით ქართველების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების დამატებითი მტკიცებულება გახლდათ.
ii. მოპასუხე მთავრობის არგუმენტები
115. მოპასუხე მთავრობამ უარყო ეს ბრალდებები. მათი მოსაზრებით, დიდი პალატის მოსამართლეთა დელეგაციის მიერ ჩატარებულმა მოწმეთა დაკითხვამ ვერ მოაწოდა ქართველი თანამდებობის პირების მტკიცების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ რუსეთის ფედერაციამ, ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი ოფიცრების დაკავების საპასუხოდ, ორგანიზება გაუკეთა და უფლება მისცა ეროვნებით ქართველების შევიწროვებას, მათ მასობრივ, უკანონო დაპატიმრებას და კოლექტიურ გაძევებას.
116. მოპასუხე მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველების წინააღმდეგ მათი ქმედებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში მათ პასუხისმგებლობასთან მიმართებით და რუსული ტერიტორიიდან მათი გაძევების ზომები, შესაბამისობაში იყო კანონთან და ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და არასდროს იყო დაკავშირებული ან მოტივირებული ქართველების ეთნიკური ეროვნებით ან ნაციონალობით. რუს თანამდებობის პირებს არასდროს გამოუყენებიათ რაიმე ადმინისტრაციული პრაქტიკა ეროვნებით ქართველების მიმართ, ან კოლექტიური გაძევება კონვენციის ფარგლებს მიღმა.
117. კერძოდ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მომჩივან მთავრობას არ წარმოუდგენია სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ინსტრუქციების ავთენტურობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი - მათ შორის, ერთი 2006 წლის 2 ოქტომბრის, ხელმოწერილი ბ-ნი პიეტროვსკის მიერ, რომლის „დადასტურებული“ ასლი არსებობდა, სხვებს შორის, PACE-ს ანგარიშის დანართი, HRW-ის დასკვნა და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისიის დასკვნა - რომელიც მიუთითებს გაძევების პოლიტიკის კოორდინაციას ადმინისტრაციულ და სასამართლო ავტორიტეტებს შორის, განსაკუთრებით ქართველი ეროვნების მქონე პირთა სამიზნეზე. ხსენებული მსგავსი კოორდინაცია იყო პრაქტიკულად აბსურდი, რადგან რუსული სასამართლო იყო დამოუკიდებელი აღმასრულებელი. გარდა ამისა, მოწმეთა დაკითხვის დროს რუსმა თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი ინსტრუქციები არასდროს არ გაცემულა. ასევე იყო 2006 წლის 2 ოქტომბრის სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაცემულ ბრძანებაზეც და ფედერალური მიგრაციის სერვისების 2006 წლის 18 ოქტომბრის საინფორმაციო ბარათზეც. ერთადერთი ინსტრუქციები, რომლებზეც რუსმა თანამდებობის პირებმა მიუთითეს, იყო მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ გაცემული, რომელიც თხოვდა ყველა პროკურორს, გაეძლიერებინათ მათი მეთვალყურეობა იმისათვის, რომ CIS-ის ეროვნების კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების პატივისცემის გარანტია მოეხდინათ (იხილეთ §38 ზემოთ). nos:0215 და 849 ცირკულარებთან დაკავშირებით, რომლებზეც სავარაუდოდ ეს ინსტრუქციები, ბრძანება და საინფორმაციო ბარათი იყო დაფუძნებული, მოპასუხე მთავრობა დავობდა მომჩივანი მთავრობის მიერ წაყენებული ბრალეულობის შინაარსზე.
118. უფრო მეტიც, რუსი ოფიციალური თანამდებობის პირები, რომლებმაც მოითხოვეს რუსეთის ფედერაციაში ქართველი მოსწავლეების რაოდენობის მიწოდება, ცალკეული შემთხვევები იყო (ორი ადმინისტრაციული ერთეულის მიმართ იყო სულ ოთხი მოთხოვნა) და სათანადოდ იქნა დასჯილი, რაც დადასტურდა მოწმეთა დაკითხვისას.
119. მოპასუხე მთავრობამ, ასევე, სადაო გახადა მომჩივანი მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მტკიცებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი თანამდებობის პირები უთითებდნენ ეროვნებით ქართველების უპრეცედენტო მასიურ გაძევებაზე განხილვის პერიოდის განმავლობაში, იმისათვის რომ დამტკიცებულიყო, რომ მასიური „ანტიქართული კამპანიის“ ბრალდება არ იყო მხარდაჭერილი რაიმე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემით. ისინი ზოგადად კამათობდნენ, გარკვეული დასკვნებით მოცემული ინფორმაციის რელევანტურობაზე, მათ შორის, კერძოდ, HRW-ის დასკვნაზე და PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშზე, იმის ბრალდებით, რომ ეს იყო ქართველთა ავტორიტეტების ან ეროვნებით ქართველების განცხადებებზე დაფუძნებული ფართო საზღვრები და არ დასტურდებოდა დოკუმენტებით ან სხვა დასაშვები მტკიცებულებით. შესაბამისად, ეს დასკვნები არ შეიძლება ყოფილიყო სარწმუნო იმ დასკვნის გამოსატანად, რომ მოპასუხე მთავრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს.
b. შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა
i. მომჩივანი მთავრობის არგუმენტები
120. ალტერნატივაში, და იმ შემთხვევაში, თუ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალების ამოწურვის წესი გამოყენებული იქნებოდა მოცემულ საქმეში, მომჩივანი მთავრობა წარადგენდა, რომ მოპასუხე მთავრობის მიერ მითითებული სამართლებრივი საშუალება იყო არაეფექტური და დაუშვებელი საქმის სპეციფიკურ კონტექსტში. გარდა ამისა, რუსული ავტორიტეტების მიერ ჩატარებულმა ანტიქართულმა კამპანიის ზოგადმა კონტექსტმა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში გამოხატულებამ, ეროვნებით ქართველები გაათავისუფლა ამ სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებისგან.
კერძოდ, სანამ ეროვნებით ქართველები კვლავ რუსეთის ფედერაციაში იყვნენ მათ არ გაუსაჩივრებიათ გაძევების ორდერები, რადგან ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესაძლებლობის თაობაზე და ზოგიერთ შემთხვევაში იძულებულიც კი იყვნენ რუსი ოფიციალური თანამდებობის პირების მიერ, რომ ხელი მოეწერათ მათი გასაჩივრების უფლებაზე უარის თქმაზე. მას შემდეგ, რაც ისინი გააძევეს, მათ არ შეეძლოთ შეეტანათ საჩივარი, რადგან ორ სახელმწიფოს შორის კომუნიკაციის ყველა საშუალება შეწყვეტილი იყო და აღარ იყო შესაძლებელი ქართული საკონსულოს სერვისების გამოყენება რუსეთის ფედერაციაში ან რუსეთის საკონსულოს გამოყენება საქართველოში. უფრო მეტიც, გაძევების ბრძანება იყო სუბიექტური და არღვევდა რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებს, რომელთა თანახმად ასეთი გადაწყვეტილებები არ შეიძლებოდა აღსრულებულიყო, სანამ არ ამოიწურებოდა შვიდდღიანი გასაჩივრების მაქსიმალური პერიოდი (იხილე 77-ე პარაგრაფი ზემოთ.) საბოლოოდ, მოპასუხე მთავრობის მიერ 2011 წლის 15 აპრილის წერილით წარდგენილი გადაწყვეტილებების ნაკლოვანებამ დაადასტურა, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება არსებული დროისთვის არაეფექტური იყო.
ii. მოპასუხე მთავრობის არგუმენტები
121. მოპასუხე მთავრობის არგუმენტით, მოწმეთა დაკითხვიდან ნათელი იყო, რომ მომჩივანი მთავრობის მიერ გამოძახებული ყველა ეროვნებით ქართველი უკანონოდ ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ ხელმისაწვდომი და ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლითაც შეეწინააღმდეგებოდნენ გაძევების ბრძანებებს. მათ, რეალურ გაძევებამდე, შეეძლოთ საჩივარი შეეტანათ ან გამოეყენებინათ სასამართლოს მიერ ბრძანების გადახედვა ან კანონის კუთხით გაესაჩივრებინათ მათ წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება. 2011 წლის 15 აპრილის სასამართლოს მოთხოვნის საპასუხოდ გაგზავნილ წერილში, რუსმა ავტორიტეტებმა დეტალურად აღწერეს რუსულ კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომლებიც მსგავსი დარღვევების შემთხვევაში სამართლებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და ასევე, ეროვნებით ქართველების მიერ შეტანილ საჩივრებზე რუსული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რამდენიმე მაგალითი. ეს ინფორმაცია სრულად შეთავსებადი იყო ეროვნებით ქართველების რუსეთიდან გაძევების თაობაზე არსებულ სტატისტიკურ მონაცემთან და რუსი ავტორიტეტების განცხადებებთან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ არასდროს უწარმოებიათ „ანტიქართული“ კამპანია განსახილველი დროისათვის და არც ეროვნებით ქართველები გაუძევებიათ კოლექტიურად. ეროვნებით ქართველებს ასევე შეეძლოთ მიემართათ სახალხო ბრალმდებლის დაწესებულებისთვის, რომელსაც რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდა იმის ძალაუფლება, რომ საჩივარი შეეტანა კანონთან მიმართებით, ან მოეთხოვა გადაწყვეტილების გადახედვა.
2. სასამართლოს შეფასება
ა. ზოგადი პრინციპები
122. სასამართლო იმეორებს, რომ ადმინისტრაციული პრაქტიკა მოიცავს ორ ელემენტს: „ქმედების განმეორებადობას“ და „ოფიციალურ ტოლერანტობას“ (იხილე France, Norway, Denmark, Sweden and the Netherlands v. Turkey, ნომერი 9940‑9944/82, December 1983 წლის 6 დეკემბრის კომისიის გადაწყვეტილება, §19, DR 35, დაCyprus v. Turkey, ზემოთ ხსენებული, §99).
123. რაც შეეხება „ქმედების განმეორებადობას“, სასამართლო აღწერს მას, როგორც „იდენტური ან ანალოგიური დარღვევების აკუმულირებაა, რომელიც არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ერთმანეთთან დაკავშირებული, არ შეიცავს მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებს ან გამონაკლისებს, არამედ ნიმუშს ან სისტემას“. (იხილე Ireland v. the United Kingdom, ზემოთ მოთავსებული, §159, დაCyprus v. Turkey, ზემოთ ხსენებული, § 115).
124. „ოფიციალური ტოლერანტობის“ ქვეშ იგულისხმება, რომ „არაკანონიერი ქმედებები არის შეწყნარებული იმით, რომ პასუხისმგებელი პირები, ასეთი ქმედებების ცნობის მიუხედავად, დაუყოვნებლივ არ ატარებენ ღონისძიებებს, რათა დასაჯონ ისინი ან მოახდინონ პრევენცია მათი გამეორების შემთხვევაში; ან უფრო მაღალი ავტორიტეტები, არაერთი ბრალდების წინაშე, ავლენენ გულგრილობას, დაადგინონ სიმართლე ან ტყუილი რაიმე ადეკვატური გამოძიების ჩატარებაზე უარის თქმით, ან იმით, რომ სასამართლო პროცესებზე ასეთი საჩივრების სამართლიანი განხილვა უარყოფილია“. ამ უკანასკნელ ელემენტს კომისია უმატებს, რომ ,,უფრო მაღალი ავტორიტეტის მიერ გატარებული ნებისმიერი ღონისძიება უნდა იყოს იმ მასშტაბის, რომელიც საკმარისია ამ ქმედებების გამეორების დასასრულებლად ან ნიმუშის ან სისტემის შესაწყვეტად“. (იხილე France, Norway, Denmark, Sweden and the Netherlands v. Turkey, ზემოთ ხსენებული, ibid.). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ გამოიკვლია, რომ „დაუჯერებელია, სახელმწიფოს მაღალი ავტორიტეტები ინფორმირებულნი არ იყვნენ, ან სულ მცირე, ვალდებულნი არიან, რომ იყვნენ, ასეთი პრაქტიკის თაობაზე. გარდა ამისა, კონვენციის თანახმად, ეს ავტორიტეტები მკაცრად პასუხისმგებელნი არიან მათი სუბორდინაციის ქვეშ მყოფი პირების ქმედებებზე; მათ ევალებათ, რომ თავიანთ ხელქვეითებს დააკისრონ ვალდებულებები და არ ამოეფარონ მათ უუნარობას“ (იხილე Ireland v. the United Kingdom, ზემოთ მოცემული, §159).
125. შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალების ამოწურვის წესთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ შიდასახელმწიფოებრივ საქმეებზე მისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პრინციპში, ეს წესი არ გამოიყენება იქ, სადაც მომჩივანი მთავრობა „ჩივის პრაქტიკაზე, როგორც ასეთზე, მისი განგრძობადობის ან რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ არ თხოვს... სასამართლოს, მიიღოს გადაწყვეტილება თითოეულ საქმეზე, რათა წინ წამოწიოს როგორც მტკიცებულება, ასეთი პრაქტიკის საილუსტრაციოდ“ (იხილე Ireland v. the United Kingdom, ზემოთ ხსენებული, §159). ნებისმიერ შემთხვევაში, ის არ გამოიყენება „სადაც ადმინისტრაციული პრაქტიკა, კერძოდ, კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედების განმეორებადობის და სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური ტოლერანტობის არსებობა გამომჟღავნდა და ისეთი ხასიათისაა, რომ განხილვებს უსარგებლოს და არაეფექტურს ხდის“ (იხილე Ireland v. the United Kingdom, ზემოთ ხსენებული, ibid; Akdivar and Others v. Turkey, 1996 წლის 16 სექტემბერი, §67, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიშები 1996‑IV; და Cyprus v. Turkey, ზემოთ ხსენებული, §99).
126. ამრიგად, საკითხი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტურობასა და ხელმისაწვდომობაზე, შეიძლება ჩაითვალოს როგორც დამატებითი მტკიცებულება იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა მსგავსი პრაქტიკა (იხილე, კერძოდ, Cyprus v. Turkey, ზემოთ ხსენებული, § 87).
127. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საკითხის გამოკვლევა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის საკითხთან ერთობლიობაში არის განსაკუთრებით შესაბამისი წინამდებარე საქმეში.
b. განაცადი ამ პრინციპებზე
i. ადმინისტრაციული პრაქტიკა
128. მოცემულ საქმეში სასამართლოს არ თხოვენ, მიიღოს გადაწყვეტილება კონვენციით გარანტირებული უფლებების ინდივიდუალურ დარღვევაზე. ამრიგად, ინდივიდუალური საქმეები, რომლებზეც მისი ყურადღება იყო გამახვილებული შეიძლება განხილული იყოს შესაძლო პრაქტიკის მტკიცებულებად. (იხილე Ireland v. the United Kingdom, ზემოთ ხსენებული, §157 in fine).
129. იმის დასადგენად, იყო თუ არა ადმინისტრაციული პრაქტიკა, სასამართლო შეაფასებს ხელმისაწვდომ მტკიცებულებას იმ ზემოთ განმარტებული კრიტერიუმის ხელმძღვანელობით (ზემოთ იხილეთ §§93 –95)
130. ამასთან დაკავშირებით სასამართლო უპირველეს ყოვლისა აცხადებს, რომ მხარეების მიერ წარდგენილი სტატისტიკური მონაცემებით, განსხვავდება სადაო პერიოდში (2007 წლის სექტემბრის მიწურულიდან 2007 წლის იანვრის დასასრულამდე) (იხ, ზემოთ §§27–28) დაკავებული, დაპატიმრებული და გაძევებული ეროვნებით ქართველების რაოდენობა .
131. მართლაც, მომჩივანი მთავრობა ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში ქართველების წინააღმდეგ გაიცა 4,634 გაძევების ბრძანება, რომლიდან 2,380 დაკავებული და იძულებით გაძევებული იყო და დარჩენილმა 2,254–მა ადამიანმა თავიანთი ძალებით დატოვეს ქვეყანა, ჩანაწერებით წინა წლებთან შედარებით 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ძალიან გაზრდილია გაძევებულთა რაოდენობა.
132. თავის მხრივ, მოპასუხე მთავრობა, რომელიც მხარს უჭერდა მხოლოდ წლიურ ან ნახევარი წლის სტატისტიკას, აცხადებდა, რომ 2006 წელს, ქართველების წინააღმდეგ გაიცა 4,022 ადმინისტრაციული გაძევების ბრძანება და დაამატა, რომ 2006 წლის 1 ოქტომბრის და 2007 წლის 1 აპრილს შორის, 2,862 ქართველი გახდა გაძევების ბრძანების სუბიექტი.
133. სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე მთავრობამ წამოადგინა სტატისტიკა 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 აპრილის პერიოდის სპექტრის შერჩევით, რაც არ ასახავს ნახევარ კალენდარულ წელს და სთავაზობს, რომ ყოველთვიური სტატისტიკა შეაგროვოს.
134. 2006 და 2007 წლების ყოველთვიური სტატისტიკის წარმოდგენის ვერუზრუნველყოფასთან მიმართებით, სასამართლო არ არის ისეთ პოზიციაში, მისაღებად ჩათვალოს, რომ ის რაოდენობა, რომელიც აღნიშნულია მოპასუხე მთავრობის მიერ, სადაო პერიოდში ქართველების გაძევების ზუსტ რაოდენობას ასახავს.
135. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ არ არსებობს ის, რაც მას საშუალებას მისცემს დაადგინოს, რომ მომჩივანი მთავრობის ბრალდებები, სადაო პერიოდში გაძევებული ქართველების რაოდენობის და 2006 წლის წინამავალ პერიოდთან შედარებით გაძევების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, არ არის სარწმუნო. მაშასადამე, წინამდებარე საქმის გამოკვლევისას, მათ მიიჩნიეს, რომ სადაო პერიოდში ეროვნებით ქართველების წინააღმდეგ 4,600–ზე მეტი გაძევების ბრძანება გაიცა, რომლიდანაც დაახლოებით 2,380 ადამიანი დააკავეს და იძულებით გააძევეს.
136. მათ მფლობელობაში მყოფი მასალების გათვალისწინებით, სასამართლომ შეისწავლა, რომ სადაო მოვლენები მოხდა იმავე დროს, კერძოდ, 2006 წლის სექტემბრის მიწურულს და ოქტომბრის დასაწყისში: ცირკულარების და ინსტრუქციების გაცემა, ქართველების მასობრივი დაპატიმრებები და გაძევება, მოსკოვიდან თბილისისკენ ფრენები და რუსი თანამდებობის პირების მიერ სკოლებში წერილების გაგზავნა. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სადავოდ გამხდარი მოვლენების აღწერის შესაბამისობა (იხ. ზემოთ §§63–დან 74–მდე).
137. მოპასუხე სახელმწიფო დავობდა ამ ორგანიზაციების ანგარიშში არსებული ინფორმაციების დამამტკიცებელ ფასეულობაზე.
138. ამრიგად, სასამართლოს სურს გაიმეოროს, რომ იგი განმკარგავია „მისი საკუთარი პროცედურების და წესების, მას აქვს სრული თავისუფლება არამხოლოდ მტკიცებულების დასაშვებობის და რელევანტურობის შეფასებისას, არამედ ასევე, მის წინაშე არსებული თითოეული მტკიცებულების დამამტკიცებელი ძალის შეფასებისას (იხილე Ireland v. the United Kingdom, ზემოთ ხსენებული, § 210 in fine). მას ხშირად მიუნიჭებია მნიშვნელობა დამოუკიდებელი საერთაშორისო უფლებათა დამცველი ასოციაციების ან სამთავრობო წყაროების ბოლოდროინდელ ანგარიშებში არსებული ინფორმაციებისთვის. (იხილე, mutatis mutandis,Saadi v. Italy [GC], ნომერი 37201/06, § 131, ECHR 2008; NA. v. the United Kingdom, ნომერი 25904/07, §119, 2008 წლის 17 ივლისი; M.S.S. v. Belgium and Greece [GC], ნომერი 30696/09, §§227 და 255, ECHR 2011; HirsiJamaa and Others v. Italy [GC], ნომერი 27765/09, § 118, ECHR 2012). იმისათვის, რომ შეაფასონ ამ ანგარიშების სანდოობა, რელევანტური კრიტერიუმი არის მათი ავტორების ავტორიტეტი და რეპუტაცია, იმ გამოძიების სერიოზულობა, რომლის მეშვეობითაც შეადგინეს ისინი, მათი დასკვნების თანმიმდევრულობა და არიან თუ არა დადასტურებული ისინი სხვა წყაროების მიერ (იხილე, mutatis mutandis, Saadi, ზემოთ ხსენებული, §143; NA., ზემოთ ხსენებული, §120; Sufi and Elmi v. the United Kingdom, no.8319/07 და 11449/07, § 230, 2011 წლის 28 ივნისი).
139. წინამდებარე საქმეზე, იმ გამოძიების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც მოხდა ამ ანგარიშების შედგენა და ის ფაქტი, რომ საკითხთან არსებულ კითხვებთან მიმართებაში მათი დასკვნები შესაფერისი იყო და ადასტურებდა ქართველი მოწმეების განცხადებებს, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ ანგარიშების უტყუარობა.
140. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის 38–ე მუხლის დადგენის მიდევნებით, არსებობს ძლიერი პრეზუმფცია, რომ მომჩივანი მთავრობის ბრალდებები ცირკულარების შინაარსთან დაკავშირებით, რომ იგი შეიცავდა სპეციალურად ეროვნებით ქართველების გაძევების ბრძანებას, სანდოა.
141. იგივე გამოიყენება მომჩივანი მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ავთენტურობაზე და ამ ცირკულარების მითითებაზე, რაც კერძოდ, შეიცავს სანკტ–პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ გაცემულ 2006 წლის 2 ოქტომბრის no:122721/08 ბრძანებას (იხილე ზემოთ §31).
142. ეს ინსტრუქცია, რომელშიც იმპლემენტირებულია სანკტ–პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ 2006 წლის 30 სექტემბერს გაცემული no:0215 ცირკულარი, გარკვევით ახსენებს „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების“ რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ მაცხოვრებლების გაძევებას. ის უბრძანებს „მხოლოდ“ ამ მოქალაქეების გაძევებას მათი ახლად მიღებული პატიმრებისთვის განკუთვნილ ცენტრში დაკავებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს დაკავების ცენტრში მოთავსებით. თავდაპირველად, ეს ცხადყოფს, რომ „გადაწყვეტილებების მიღება არის შეთანხმებული სანკტ–პეტერბურგის ქალაქის სასამართლოსა და ლენინგრადის რეგიონალურ სასამართლოსთან“.
143. სასამართლო ასევე მიუთითებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში ამ ინსტრუქციების მითითებაზე (იხ. PACE და HRW ანგარიშები, რომელიც შემოერთებულია და FIDH ანგარიში, გვ. 26b, in fine – იხილე პარაგრაფები 39 –40 ზემოთ), და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისიის წევრის დადგენილებაზე, რომელიც მის 2006 წლის ანგარიშში ახსენებს, რომ სახალხო ბრალმდებლის მოადგილის მიმართ ამ ინსტრუქციის ავთენტურობასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე პასუხი იყო არადამაკმაყოფილებელი (იხ. ზემოთ §35). ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სახალხო ბრალმდებლის მოადგილეს 2006 წლის 8 დეკემბრის პასუხში არ უთქვამს, რომ სადაოდ გამხდარი ინსტრუქციები არ იყო ავთენტური (იხილე ზემოთ §34 ).
144. საბოლოოდ, სადავოდ არ გამხდარა, რომ 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვის სხვადასხვა ოლქის და სამარას რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამდებობის პირების მიერ წერილები გაეგზავნა სკოლის დირექტორებს სხვადასხვა მიზეზით (ისეთი როგორიცაა საჯარო წესრიგის შენარჩუნება, ტერორიზმის აქტის პრევენცია და მოსკოვში მცხოვრებ და ქართველ ბავშვებს შორის დაძაბულობის თავიდან არიდება, არალეგალი ემიგრანტების მიერ სკოლაში კორუფციის ფაქტების დადგენა, არაჯანსაღ პირობებში მცხოვრები ბავშვების შემთხვევების იდენტიფიცირება) ქართველ მოსწავლეთა სიის მიწოდების მოთხოვნით (იხილე ზემოთ 36–დან 37–ს ჩათვლით პარაგრაფები).
145. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისამდე ასეთი მოთხოვნა გაგზავნილი არ ყოფილა. თუნდაც რომ ბევრი მათგანი არ გაგზავნილიყო და არ გამორიცხულიყო იმის შესაძლებლობა, რომ ისინი გაგზავნილი იყო გულისხმიერი თანამდებობის პირების მიერ, რომლებიც საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ, გასაოცარი ფაქტია, რომ ეს წერილები გაიგზავნა იმავე დროს, რომლითაც დათარიღებულია ცირკულარები და ინსტრუქციები. უფრო მეტიც, მოწმეთა დაკითხვისას რუსმა თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი ქმედებები სასტიკად იყო აკრძალული კანონით და ასე რომ, საკვირველია, რამდენიმე თანამდებობის პირმა ძალაში მყოფი კანონი ერთდროულად და საკუთარი ინიციატივით რომ დაარღვიეს. საბოლოოდ, სასამართლო ადგენს, რომ თანამდებობის პირებზე დაკისრებული სასჯელი შეიცავდა საყვედურს, დაქვეითებას და დისციპლინარულ ღონისძიებებს (იხილე §37 ზემოთ).
146. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი მტკიცებულება – კერძოდ, მთავარი ბრალმდებლის მოადგილის 2006 წლის დეკემბრის ორი წერილი და რუსი თანამდებობის პირების გამოძიების დასკვნები სხვადასხვა სკოლისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის შემდგომ – არ გამოდგება „ხელისუფლების ტოლერანტობის“ ბრალდების უარყოფად რუსი თანამდებობის პირების მიერ მსგავს უკანონო ქმედებებზე.
ii. შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება
147. შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტურობასა და ხელმისაწვდომობასთან მიმართებით, სასამართლო უპირველეს ყოვლისა აცხადებს, რომ ქართველი მოწმეების განცხადებები მათი დაკავების პირობებთან დაკავშირებით ემთხვევა ერთმანეთს და აჯამებს რუსეთის ფედერაციაში სასამართლოს წინაშე არსებულ პროცედურას. (იხილე ზემოთ §§45 – 46 და §§48–49).
148. იგივე ეხება საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ მოვლენების აღწერას, რომელიც, კერძოდ, მიუთითებს ადმინისტრაციული და სასამართლო ავტორიტეტების შეთანხმებულობაზე (იხილე ზემოთ §§39 – 40 და §§68 –71).
149. სასამართლო აცხადებს, რომ ეროვნებით ქართველები დაკავებულები, დაპატიმრებულები და გაძევებულები იყვნენ ადმინისტრაციული სამართალდარღევის კოდექსის 18.8, 18.10 და 18.11 მუხლების სავარაუდო დარღვევისთვის (მაგალითად, მუშაობის სწორი ნებართვის, ვიზის ან სარეგისტრაციო სერტიფიკატიც არ ქონისათვის) და რომ ბრძანებები გაცემული იყო ჩვეულებრივი სასამართლოს მიერ.
150. სადავო არ გამხდარა, რომ რუსეთის ფედერაციაში უფრო მაღალი სასამართლოს წინაშე არსებობს დაკავების, დაპატიმრების და გაძევების წინააღმდეგ სამართლებრივი დაცვის საშუალება, როგორც განაცხადა მოპასუხე მთავრობამ მათ მიერ სხვადასხვა დაკვირვებების დროს და როგორც რუსმა თანამდებობის პირებმა აღწერეს მოწმეთა დაკითხვისას (იხილე აგრეთვე Niyazov v. Russia, ნომერი 27843/11, §§ 87 et seq., 2012 წლის 18 ოქტომბერი).
151. ამრიგად, სასამართლომ რეალურად უნდა გაითვალისწინოს არამარტო „ურთიერთობის მქონე ხელშემკვრელი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში ფორმალური სამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობა, არამედ, აგრეთე ზოგადი და პოლიტიკური კონტექსტი, სადაც ისინი მოქმედებენ, ისევე როგორც, მომჩივნის პერსონალური გარემოებები“ (იხილე, mutatis mutandis, Akdivar and Others, ზემოთ ხსენებული, § 69).
152. მათ მფლობელობაში არსებულ მასალასთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ არსებული პერიოდის განმავლობაში, ეროვნებით ქართველებისათვის არსებობდა რეალური დაბრკოლებები ამ საშუალების გამოყენებისათვის, ორივე, რუსეთის ფედერაციაში რუსული სასამართლოს წინაშე განხილვების დროს და მას შემდეგ, რაც საქართველოში გააძევეს.
153. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციაში ეს დაბრკოლებები, როგორც ქართველმა მოწმეებმა აღწერეს, წარმოიქმნა რუსული სასამართლოს წინაშე გატარებული პროცედურების შედეგად, კერძოდ, რომ ისინი ჯგუფებად მიიყვანეს სასამართლოს წინაშე. სანამ ზოგიერთი უთითებდა, რომ მოსამართლესთან გამოკითხვა საშუალოდ ხუთი წუთი გრძელდებოდა და საქმის ფაქტების სათანადო გამოძიება არ ხდებოდა, სხვები ამბობდნენ, რომ ისინი არ დაუშვეს სასამართლო დარბაზში და ელოდებოდნენ კორიდორებში, ან უფრო მეტიც, სხვა ქართველებთან ერთად ავტობუსებში, რომლებმაც ისინი სასამართლოში მიიყვანა მათ თქვეს, რომ შემდგომში მათ უბრძანეს სასამართლო გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერათ, მათი შინაარსის გაცნობის ან გადაწყვეტილების ასლის მოპოვების გარეშე. მათ ასევე არ ჰყავდათ არც თარჯიმანი და არც ადვოკატი. როგორც ზოგადი წესი, ორივემ, მოსამართლემ და პოლიციის ოფიცრებმა გადააფიქრებინეს მათ გასაჩივრება, იმის თქმით, რომ ბრძანება არსებობდა ქართველების გაძევების თაობაზე.
154. გარდა ამისა, სისწრაფის და დაშინების ფონი, რა პირობებშიც ეს ზომები იყო გატარებული, ასევე ხსნის ქართველების მიერ ამ საშუალებების გამოყენების უხალისობას.
155. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ეთანხმება ქართველი მოწმეების აღწერის სანდოობას, რომელიც ემთხვევა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვიდრე რუსი თანამდებობის პირებს, რომელიც საეჭვო ჩანს, სადავოდ გამხდარი დროის პერიოდში ქართველების გაძევების რაოდენობის გათვალისწინებით.
156. საქართველოში, ფსიქოლოგიურ ფაქტორზე წინ, მიიჩნევა, რომ არსებობდა პრაქტიკული დაბრკოლებები სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებისათვის ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო საშუალებების დახურვის გამო. გარდა ამისა, ძალიან ძნელი იყო საქართველოში რუსეთის ფედერაციის საკონსულოსთან დაკავშირება, რომელიც იყო ძალიან მცირერიცხოვანი, მხოლოდ სამი დიპლომატით არსებული დროისათვის.
157. შემდგომში, სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსული სასამართლოს მიერ გაცემული ქართველების გაძევების ბრძანებების თვიური რაოდენობის სტატისტიკის წარმოუდგენლობა და მოპასუხე მთავრობის მიერ 2011 წლის 15 აპრილის წერილით წარდგენილი დოკუმენტები (იხილე §85 in fine ზემოთ) არ წარმოადგენს ადეკვატურ დადასტურაბს, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება იყო ეფექტური და ხელმისაწვდომი იმ დროისათვის და ჰქონდა წარმატებულობის გონივრული პერსპექტივა.
158. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების წარდგენილი რიცხვი (42) გამოიყურება, როგოც მინიმალური, რუსეთის ფედერაციაში არსებული ტერიტორიული ერთეულების გათვალისწინებით და იმ პერიოდში ქართველების წინააღმდეგ გაცემული გაძევების ბრძანებების რიცხვის გათვალისწინებით. (იხილე ზემოთ §135) წარდგენილი საჩივრების რაოდენობა მოსკოვის (8) და სანკტ–პეტერბურგისათვის (17) სასაცილოა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავოდ გამხდარი პერიოდის განმავლობაში ეროვნებით ქართველების გაძევების უმეტესი შემთხვევა ამ ქალაქებში განხორციელდა, სადაც მათი უმრავლესობა ასევე ცხოვრობდა.
iii. დასკვნა
159. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ 2006 წლის ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში ადგილი ჰქონდა ეროვნებით ქართველების დაკავების, დაპატიმრების და გაძევების პოლიტიკის კოორდინაციას, რაც შეიცავდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის პრეცედენტული სამართლის მიზნებისათვის. შესაბამისად, მოპასუხე მთავრობის მიერ წამოყენებულ პროტესტს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოუწურველობის თაობაზე უარი უნდა ეთქვას.
B. ექვსთვიანი ვადა
160. სასამართლო იმეორებს, „რომ, სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობის პირობებში, აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს იმ ქმედების განხორციელებისა თუ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, რომელზეც კეთდება მითითება, რომ კონვენციასთან შეუსაბამოა (იხ., inter alia, Georgia v. Russia (I), ზემოთ ციტირებული, § 47).
161. მიუხედავად იმისა, რომ პალატამ გადადო საკითხის გადაწყვეტა საქმის არსებით მხარესთან ერთად მის განსახილველად, არც ერთ მთავრობას აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე შუამდგომლობა არ წარმოუდგენია. მომჩივანმა სახელმწიფომ მხოლოდ მოსთხოვა სასამართლოს, რათა დადგენილიყო, რომ საჩივარი კონვენციით დაწესებულ ექვსთვიან ვადაში იქნა შეტანილი.
162. წინამდებარე საქმეში საჩივარი სასამართლოში შევიდა 2007 წლის 26 მარტს, მაშინ, როდესაც მომჩივანი მთავრობის მიერ გასაჩივრებული ბრძანებები ქართველ მოქალაქეთა გამოძევების თაობაზე გამოიცა 2006 წლის 27 სექტემბრის შემდგომ.
163. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციით დაწესებული ექვსთვიანი ვადის ლიმიტი დაკმაყოფილებულია.
IV. მე-4 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევა
164. მომჩივანი მთავრობა ეყრდნობოდა მე-4 ოქმის მე-4 მუხლს, რომელიც მიუთითებს:
“უცხოელთა კოლექტიური გაძევება აკრძალულია.”
A. მხარეთა მემორანდუმები
1. მომჩივანი მთავრობა
165. მომჩივანი მთავრობა უთითებდა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ კოლექტიურად გამოაძევა ქართველები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და მათ არ მისცა თავიანთი საქმეების სასამართლო წესით განხილვის უფლება. მთავრობის აზრით, სერიოზული შეშფოთების საგანი გახლდათ ის ფაქტი, რომ სამართალწარმოების მიმდინარეობისას საერთოდ არ ყოფილა არსებითად განხილული იმ პირთა საქმეები, რომელთა მიმართაც გაძევების ბრძანება გამოიცა. როგორც მოწმეთა დაკითხვიდან და საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშებიდან ირკვეოდა, სასამართლოებს არ სურდათ მოესმინათ ახსნა-განმარტებები საქართველოს მოქალაქეთაგან, ამ უკანასკნელებს არ მიეცათ საშუალება წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები მათი გაძევების საწინააღმდეგოდ. მოსამართლეები ერთსა და იმავე სტანდარტულ ფორმებს იყენებდნენ გაძევების ბრძანებებისათვის და მხოლოდ შესაბამისი სახელები და თარიღები შეჰყავდათ, თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებების განუხილველად. ზოგიერთ დაზარალებულს იმის შესაძლებლობაც კი არ ჰქონია, რომ სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო.
2. მოპასუხე სახელმწიფო
166. მოპასუხე მთავრობა სადავოდ ხდიდა ხსენებულ ბრალდებებს და უთითებდა, რომ წინამდებარე საქმე დიდად განსხვავდებოდა საქმისაგან Čonka v. Belgium (no. 51564/99, ECHR 2002-I), ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ ორგანოებს არასოდეს განუცხადებიათ, რომ მათ კოლექტიურად გამოაძევეს საქართველოს მოქალაქეები და მათ არც ასეთი ინსტრუქციები მიუციათ შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში და ბევრ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი სახსრებით დაეტოვებინა რუსეთის ფედერაცია. და ბოლოს, თითოეული იმ ქართველის საქმე, რომლის წინააღმდეგაც აღიძრა წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და რომლის მიმართაც გამოიცა ადმინისტრაციული გაძევების ბრძანება, ინდივიდუალურად იქნა განხილული რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად. მოპასუხე მთავრობა სადავოდ ხდიდა ქართველ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების სანდოობას და აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებდა რუსი თანამდებობის პირების ჩვენებებზე. მოპასუხე მთავრობის განცხადებით, წინამდებარე საქმე უფრო ემსგავსებოდა საქმეს Sultani v. France (no. 45223/05, ECHR 2007‑IV (extracts)) ვინაიდან, ხსენებული საქმის მსგავსად, მოპასუხე მთავრობამ 2006 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსთან შეთანხმების საფუძველზე ორგანიზება გაუკეთა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ გადაფრენას საქართველოს მოქალაქეთა ტრანსპორტირებისათვის, რადგანაც საჰაერო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეჩერებული გახლდათ. გაძევება იმ უკანონო ემიგრანტებისა და პერსონებისა, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ რუსეთის ტერიტორიაზე ბინადრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები, წარმოადგენდა რუსეთის სახელმწიფოს სუვერენულ უფლებასა და ვალდებულებას ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
167. სასამართლო კვლავაც მოიხმობს თავის პრეცედენტულ სამართალს, რომლის მიხედვითაც „მე-4 ოქმის მე-4 მუხლის გაგებით, კოლექტიური გაძევება გულისხმობს ნებისმიერ ღონისძიებას, რომლის საშუალებითაც უცხოელებს, როგორც ჯგუფს, აიძულებენ დატოვონ ქვეყანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიება ტარდება ინდივიდუალურად, ჯგუფის წარმომადგენელ თითოეულ უცხოელთან დაკავშირებული კონკრეტული საქმის სამართლიანი და ობიექტური განხილვის შედეგად და საფუძველზე“ (იხ Čonka, cited above, § 59). როგორც შემდგომ სასამართლომ დააკონკრეტა, „თავისთავად ის ფაქტი, რომ გარკვეული რაოდენობის უცხოელთა მიმართ ერთგვაროვანი გადაწყვეტილებები მიიღება, არ მიანიშნებს კოლექტიული გაძევების არსებობის თაობაზე, თუკი თითოეულ დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა წარედგინა ინდივიდუალურად თავისი გაძევების საწინააღმდეგო არგუმენტები კომპეტენტური ორგანოების წინაშე“ (იხ, სხვა წყაროებს შორის, Sultani, ციტირებული ზემოთ, § 81, და Hirsi Jamaa and Others, ციტირებული ზემოთ, § 184). თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ როდესაც თითოეული ინდივიდის კონკრეტული საქმე სამართლიანად და ობიექტურად იქნა განხილული, „ის ფონი, რა ვითარებაშიც ხდება გაძევების ბრძანებათა აღსრულება, არ ითამაშებს დამატებით როლს იმის განსასაზღვრელად, ჰქონდა თუ არა ადგილი მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას.” (იხ Čonka, cited above, ibid.).
168. რაც შეეხება მე-4 ოქმის მე-4 მუხლის მოქმედების ფარგლებს, სასამართლო შენიშნავს, რომ ხსენებული ნორმის ფორმულირება არ მიუთითებს კონკრეტულ პირთა იურიდიულ მდგომარეობაზე, მე-7 ოქმის 1-ლი მუხლისგან განსხვავებით, რომელსაც სასამართლო ქვემოთ განიხილავს (იხ. §§228-231 ქვემოთ). გარდა ამისა, როგორც მე-4 ოქმის პროექტის კომენტარებიდან ირკვევა, საექსპერტო კომიტეტის თანახმად, უცხოელებში, რომლებზეც უთითებს მე-4 მუხლი, არ მოიაზრებიან მხოლოდ ისინი, ვინც კანონიერად იმყოფება ტერიტორიაზე, არამედ „ყველა ის პირი, რომელთაც რეალურად არ გააჩნიათ მოქალაქეობის უფლება სახელმწიფოში, იქნებიან ისინი მარტოოდენ ქვეყნის ტერიტორიის გადამკვეთი პირები, მისი მაცხოვრებლები თუ მუდმივი ბინადარნი, იქნებიან ისინი ლტოლვილები თუ ქვეყანაში საკუთარი ინიციატივით შესულები, მოქალაქეობის არმქონენი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები“ (მუხლი მე-4 კომიტეტის საბოლოო პროექტისა, p. 505, § 34).
169. აღნიშნული ინტერპრეტაციის შესაბამისად, თავის მიერ განსახილველ საქმეებში სასამართლო მე-4 ოქმის მე-4 მუხლს იყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომელნიც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, იმყოფებოდნენ კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან დაკავებულნი იყვნენ ღია ზღვაში მოპასუხე სახელმწიფოს ალმით მცურავ გემებზე და დაბრუნებული იქნენ თავიანთ სახელმწიფოში (იხ., inter alia, Čonka; Sultani; and Hirsi Jamaa and Others, cited above).
2. აღნიშნული პრინციპების გამოყენება
170. მაშასადამე, წინამდებარე საქმეში მე-4 ოქმის მე-4 მუხლი გამოყენებადია, იმისგან დამოუკიდებლად, კანონიერად იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
171. არსებითი განხილვისას, სასამართლოს მოუწევს შეაფასოს, რამდენად სამართლიანად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული საქართველოს თითოეული მოქალაქის მდგომარეობა, რის შედეგადაც და რომლის საფუძველზეც ჩატარდა გაძევების ღონისძიებები, ამავდროულად იგი ყურადღებას გაამახვილებს მოვლენათა განვითარების დროს არსებულ ზოგად კონტექსტზეც.
172. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, თუ როგორ ერთმანეთის მსგავსად აღწერენ ქართველი მოწმეები და ასევე, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის სასამართლოებში ძალზე სწრაფად
ჩატარებულ პროცედურებს (იხ. §§48-49 და §§68-71 ზემოთ).
ამგვარად, PACE Monitoring Committee-მა განაცხადა, რომ „რუტინული გაძევებები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთგვაროვნად ხორციელდებოდა: „ქართველებს ქუჩაში დოკუმენტების შემოწმების საბაბით აჩერებდნენ, რის შემდეგაც, იმის მიუხედავად, ჰქონდათ თუ არა წესრიგში დოკუმენტები, მათ აკავდებდნენ და მილიციის განყოფილებებში გადაჰყავდათ. განყოფილებებში მათ მრავალრიცხოვან ჯგუფებად აგროვებდნენ და სასამართლოში აგზავნიდნენ, სადაც ადმინისტრაციული სახდელის სახით ტერიტორიიდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღებოდა სასამართლოებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ადვოკატთა მონაწილეობისა და კონკრეტული საქმის გარემოებების კვლევის გარეშე, ისე რომ მთლიანი პროცედურა გრძელდებოდა ორიდან ათ წუთამდე. ადამიანებს, რომელთა მიმართაც ხსენებული ზომები ტარდებოდა, ხშირად სასამართლო დარბაზში არც კი უშვებდნენ და დაკავებულებს დერეფნებში ან, მეტიც, იმ მანქანებში ამყოფებდნენ, რომლებითაც იქ მიჰყავდათ“ (PACE report, § 59).
173. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ქართველ მოქალაქეთა მასობრივი დაკავება და გამოძევება დაწყებული იყო 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისში; ასევე, ისინი მიუთითებდნენ ადმინისტრაციულ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს შორის არსებულ კოორდინაციაზე (იხ. §§39-40 და §§68-71 ზემოთ).
174. სასამართლოს აზრით, წინამდებარე საქმე უფრო მეტად ემსგავსება ზემოთ ხსენებულ Čonka-ს საქმეს (რომელშიც მან გამოძევების ბრძანებათა აღსრულებასთან დაკავშირებული გარემოებების შეფასების საფუძველზე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კოლექტიურ გაძევებას), ვიდრე Sultani-ისას, სადაც მან მიიჩნია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მხედველობაში მიიღეს მომჩივნის - თავშესაფრის მაძიებელი ავღანელი მოქალაქის - პირადი მდგომარეობა და სამშობლოში მის დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკები.
175. წინამდებარე საქმის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ განსახილველ პერიოდში რუსეთის სასამართლოებმა ათასობით საქართველოს მოქალაქის გამოძევების შესახებ ბრძანება მიიღეს (იხ. §135 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან მიმართებით სასამართლო გადაწყვეტილება მიიღებოდა, სასამართლოს აზრით, ის წესი, თუ როგორ ხორციელდებოდა გაძევების პროცედურები იმ პერიოდში, როდესაც უკვე გამოცემული იყო ცირკულარები და ინსტრუქციები, ასევე, გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა - 2006 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული - შეუძლებელს ხდიდა თითოეულ ინდივიდთან დაკავშირებული კონკრეტული საქმის სამართლიანსა და ობიექტურ გამოკვლევას.
176. გარდა ამისა, სასამართლოს დასკვნა რუსეთის ფედერაციაში 2006 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეთა დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძევების კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელების თაობაზე (იხ. §159 ზემოთ) ასევე მიუთითებს, რომ გაძევებები თავისი ბუნებით კოლექტიურ ხასიათს ატარებდა.
177. აღნიშნული დასკვნა არ აყენებს ეჭვქვეშ სახელმწიფოთა უფლებას, ჩამოაყალიბონ საკუთარი საემიგრაციო პოლიტიკა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საემიგრაციო ნაკადის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ვერ გაამართლებს სახელმწიფოს ისეთ პრაქტიკას, რომელიც შეუთავსებელია კონვენციიდან გამომდინარე მის ვალდებულებებთან (იხ, mutatis mutandis, Hirsi Jamaa and Others, ციტირებული ზემოთ, §179).
178. ყველა ზემოხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეთა გაძევება განსახილველ პერიოდში არ ტარდებოდა თითოეული ინდივიდის კონკრეტული საქმის სამართლიანი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად და საფუძველზე, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევით.
V. მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების სავარაუდო დარღვევა
179. მომჩივანი მთავრობა ეყრდნობოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებს, რომელთა მიხედვითაც:
“1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
...
(f) პირის კანონიერ დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი გაძევების (დეპორტაცია) გადაცემისათვის (ექსტრადიცია).
...
4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს მისი დაპატიმრების საკითხს და ბრძანებს მის გათავისუფლებას, თუ ეს დაპატიმრება უკანონოა.“
A. მხარეთა განცხადებები
1. მომჩივანი მთავრობა
180. მომჩივანი მთავრობის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებების ყველა ჩანაწერიდან აშკარად იკვეთებოდა, თუ როგორ თვითნებურად აკავებდნენ და აპატიმრებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რაც უკანონოს ხდიდა მათ დაკავებასა და დაპატიმრებას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეთათვის იმის შესაძლებლობის მიუცემლობა, რომ სადავოდ გაეხადათ თავიანთი დაკავებისა და დაპატიმრების კანონიერება, არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს. გაძევების მიზნით საქართველოს მოქალაქეთა დაკავება იღებდა მასობრივი ოპერაციის ფორმას, რაც მოიცავდა მათ ძებნას ეკლესიების გარეთ, მაღაზიებში, ქუჩებსა თუ სკოლებში, ასევე, მათ სახლებში და სამუშაო ადგილებზე.
2. მოპასუხე მთავრობა
181. მოპასუხე მთავრობა არ დაეთანხმა მომჩივანი მთავრობის ბრალდებებს და ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეთა დაკავება მათ გასაძევებლად ჩატარდა რუსული კანონმდებლობის შესაბამისად, არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. აღნიშნულთან მიმართებით მან წამოაყენა იგივე არგუმენტები, რაც მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 166 ზემოთ).
B. სასამართლოს შეფასება
182. დასაწყისშევე სასამართლო შენიშნავს, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ დაკავებათა მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეთა გაძევება, შესაბამისად, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (f) ქვეპუნქტი წინამდებარე საქმეში გამოყენებადია. „როდესაც დაპატიმრების „კანონიერებასა“ და, მათ შორის, „კანონით დადგენილი პროცედურის“ დაკმაყოფილებას ეხება საქმე, კონვენცია პირველ რიგში უთითებს ეროვნული კანონმდებლობის მატერიალური და პროცესუალური ნორმების დაცვის ვალდებულებაზე, მაგრამ დამატებით, ის ასევე მოითხოვს, რომ თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა შეესაბამებოდეს მე-5 მუხლის მიზანს - კონკრეტულად, ინდივიდის თვითნებობისგან დაცვას“. (იხ. სხვა ავტორიტეტულ წყაროთა შორის, Čonka, ციტირებული ზემოთ, § 39, და Shamayev and Others, ციტირებული ზემოთ, § 397).
183. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საშუალებით, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს ეძლევა უფლება, პროცესუალურ და მატერიალურ წინაპირობებზე დაყრდნობით, რომელთა არსებობაც აუცილებელია „კანონიერებისათვის“ კონვენციის გაგებით, განხილულ იქნეს მისი თავისუფლების აღკვეთის საკითხი. „კანონიერების“ ცნება მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით იმავე დატვირთვის მატარებელია, რა მნიშვნელობაც მას ენიჭება 1-ლ პუნქტში. ამდენად, დაპატიმრებულ პირს აქვს უფლება, მისი პატიმრობის „კანონიერება“ განხილულ იქნეს არა მარტო შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნორმების, არამედ კონვენციის ტექსტის, მასში ხორცშესხმული ზოგადი პრინციპებისა და მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით დაშვებული შეზღუდვების მიზნების გათვალისწინებითაც (იხ. Chahal v. the United Kingdom, 15/11/1996, §127, Reports of Judgments and Decisions 1996‑V;mutatis mutandis, Stanev v. Bulgaria [GC], no. 36760/06, §168, ECHR 2012; და Idalov v. Russia [GC], no.5826/03, §160, 22/05/2012).
184. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებზე დაყრდნობით წამოჭრილი საჩივრები მჭიდროდაა დაკავშირებული მე-4 ოქმის მე-4 მუხლის მიხედვით დაყენებულ საჩივრებთან.
185. საქართველოს მოქალაქეთა გაძევებას წინ უსწრებდა მასობრივი დაკავებები - ქუჩაში, სამუშაო ადგილას თუ მათ სახლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს ქართველი მოწმეებისა და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ ერთმანეთის მსგავსად აღწერილ დაკავების გარემოებებზე (იხ. §§45-46 და §§68-71 ზემოთ). გარდა ამისა, სასამართლომ დაასკვნა, რომ 2006 წლის ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების კოორდინირებული პოლიტიკა (იხ. §159 ზემოთ).
186. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ხსენებული გამოძევებები სასამართლომ დაახასიათა, როგორც კოლექტიური, მიუთითებს იმაზე, რომ დაკავებები, რომლებიც მათ წინ უსწრებდა, თვითნებური ხასიათისა იყო.
187. ზემოხსენებული დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავება და დაპატიმრება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევით.
188. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ გააჩნდათ ეფექტური და ხელმისაწვდომი დაცვის საშუალებები განსახილველ პერიოდში მათი დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების წინააღმდეგ (იხ. §§151-158 ზემოთ), სასამართლოს აზრით, ასევე დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი.
VI. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
189. მომჩივანი მთავრობა ეყრდნობოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რომლის თანახმადაც:
“ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“
A. მხარეთა განცხადებები
1. მომჩივანი მთავრობა
190. როგორც მომჩივანი მთავრობა აცხადებდა, საკანთა სერიოზული გადატვირთულობა, დასაძინებელი მოწყობილობის სიმცირე, ჰიგიენის თუ პირადი მოხმარების ნივთების ნაკლებობა, ის ფაქტი, რომ პატიმრებს საცხოვრებლად, დასაძინებლად და ტუალეტით სარგებლობისათვის უწევდათ ერთი და იმავე ოთახის გამოყენება, პატიმართა შორის გარდაცვალებისა და სერიოზული ავადმყოფობის მაგალითები და ზემოთ აღწერილი ყველა სხვა გარემოება ცხადად მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციამ ვერ შეასრულა კონვენციით მასზე დაკისრებული ვალდებულება. მთავრობამ ასევე დასძინა, რომ ტრანსპორტირების პირობები, კონკრეტულად ავტობუსებში და სატვირთო თვითმფრინავში, იყო განსაკუთრებულად დამამცირებელი, რასთან დაკავშირებითაც იგი უთითებდა ქართველი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე. შესაბამისად, მომჩივანი მთავრობა ითხოვდა სასამართლოსგან, რომ დადგენილიყო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა.
2. მოპასუხე მთავრობა
191. მოპასუხე მთავრობა სადავოდ ხდიდა ხსენებულ ბრალდებებს და აცხადებდა, რომ ქართველმა მოწმეებმა წინააღმდეგობრივი ჩვენებები მისცეს კონკრეტულად უცხოელთათვის განკუთვნილი დროებითი დაკავების ცენტრებში არსებული პატიმრობის პირობების აღწერისას, რაც ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსული ორგანოების მიერ მოწვდილ დოკუმენტებსა, თუ სხვა მოწმეთა ჩვენებებს. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები ვერ აკმაყოფილებდა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს. როგორც მთავრობამ დასძინა, გამოკითხულთაგან არც ერთმა, ვინც კი იყო დაპატიმრებული ამ ცენტრებში, არ განუცხადა სასამართლოს, რომ მათი პატიმრობის პირობები რაიმე მხრივ განსხვავდებოდა სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის შექმნილი პირობებისგან, რომლებსაც უცხოელთათვის განკუთვნილ იმავე დაკავების ცენტრებში უწევდათ ყოფნა, ან რომლებიც მათი თანამოსაკნეები იყვნენ. რუსი ოფიციალური პირების განცხადებებზე მითითებით, მან, საბოლოოდ, დასძინა, რომ საჰაერო ტრანსპორტირება ნორმალურ პირობებში განხორციელდა და იგივე თვითმფრინავები გამოიყენეს სხვა უცხოელი მოქალაქეების გასაძევებლადაც.
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
192. სასამართლო კვლავაც მოიხმობს თავის ბოლოდროინდელ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მან შეაჯამა პილოტურ გადაწყვეტლებაში Ananyev and Others v. Russia და გაიმეორა გადაწყვეტილებაში Idalov v. Russia:
“ ... მე-3 მუხლი ასახავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. კონვენცია აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა თუ დასჯას, მსხვერპლის საქციელის მიუხედავად (იხ., მაგალითად Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000‑IV). აუცილებელია, რომ არასათანადო მოპყრობამ მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ დონეს, რათა მე-3 მუხლის ფარგლებში მოექცეს. შეფასება ამ მინიმუმისა ფარდობითია: იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და მენტალური შედეგები და, ზოგიერთ შემთხვევებში, სქესი, ასაკი და მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ., სხვა ავტორიტეტულ წყაროთა შორის, Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი 1978, §162, Series A no. 25).
არასათანადო მოპყრობა, რომელიც სისასტიკის ასეთ დონემდე აღწევს, როგორც წესი, გულისხმობს რეალურად მიყენებულ სხეულის დაზიანებას ან ინტენსიურ ფიზიკურ თუ მენტალურ ტანჯვას. თუმცა, აღნიშნულის არარსებობის პირობებშიც, როდესაც მოპყრობა შეურაცხყოფს ან ამცირებს ინდივიდს, რითაც გამოხატავს უპატივცემულობას მისი ადამიანური ღირსების მიმართ ან აუფასურებს მას, ან იწვევს შიშის, ტანჯვისა თუ არასრულფასოვნების შეგრძნებას, რასაც შეუძლია გატეხოს ინდივიდის მორალური და ფიზიკური სიმტკიცე, იგი შეიძლება შეფასდეს როგორც დამამცირებელი და ასევე, მოექცეს მესამე მუხლით დადგენილი აკრძალვის ფარგლებში (იხ., სხვა ავტორიტეტულ წყაროთა შორის, Vasyukov v. Russia, no. 2974/05, § 59, 5 აპრილი 2011).
თავისუფლების აღკვეთის კონტექსტში სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ იმისათვის, რათა მოექცეს მე-3 მუხლის ფარგლებში, კონკრეტული ტანჯვა და დამცირება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გასცდეს იმ ტანჯვისა და დამცირების აუცილებელ ზღვარს, რომელიც დაკავშირებულია პატიმრობასთან. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის დაპატიმრების პირობები შეესაბამებოდეს მისი ღირსების პატივისცემას; რომ ასეთი ღონისძიების აღსრულების მანერა და მეთოდი არ განაცდევინებდეს მას მწუხარებასა და სტრესს იმ ინტენსივობით, რაც აჭარბებს პატიმრობისათვის დამახასიათებელი და გარდაუვალი ტანჯვის ზღვარს; და რომ, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით, მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ადეკვატურად იყოს დაცული (იხ. Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, §§ 92-94, ECHR 2000‑XI, და Popov v. Russia, no. 26853/04, § 208, 13 ივლისი 2006).
პატიმრობის პირობების შეფასებისას, ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ამ პირობათა კუმულაციური ზემოქმედების ეფექტს, ისე მომჩივნის მიერ წამოყენებულ კონკრეტულ ბრალდებებს (იხ. Dougoz v. Greece, no. 40907/98, § 46, ECHR 2001-II). დროის ხანგრძლივობა, თუ რა დროის მანძილზე უხდება პირს კონკრეტულ პირობებში პატიმრად ყოფნა, ასევე უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში (იხ. სხვა ავტორიტეტულ წყაროთა შორის, Alver v. Estonia, no. 64812/01, § 50, 8 ნოემბერი 2005).
(იხ. Ananyev and Others v. Russia, nos. 42525/07 და 60800/08, § 139‑42, 10 იანვარი 2012, და Idalov, ზემოთ ციიტირებული, §§ 91‑94; ტრანსპორტირების პირობებთან დაკავშირებით, იხ. ასევე, mutatis mutandis, Khudoyorov v. Russia, no. 6847/02, §§ 116 et seq., ECHR 2005‑X (ამონარიდები)).
2. აღნიშნულ პრინციპთა გამოყენება
193. სასამართლო შენიშნავს, რომ თავდაპირველად საქართველოს მოქალაქეები დაკავებული ჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში (მოწმეთა განცხადებების მიხედვით, დაკავების პერიოდები მერყეობდა რამდენიმე საათიდან ერთ ან ორ დღემდე), ხოლო შემდეგ უცხოელთათვის განკუთვნილ მოთავსების ცენტრებში (მოწმეთა განცხადებების მიხედვით, დაკავების პერიოდები მერყეობდა ორიდან თოთხმეტ დღემდე), რის შემდეგაც ისინი ავტობუსით მიჰყავდათ მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტში და საქართველოში აძევებდნენ თვითმფრინავით (იხ. §45 ზემოთ). საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ, რომლის მიმართაც გამოცემული იყო გაძევების ბრძანება, რუსეთის ფედერაცია საკუთარი სახსრებით დატოვა.
194. მხარეები ვერ შეთანხმდნენ საქართველოს მოქალაქეთათვის შექმნილ პატიმრობის პირობებთან დაკავშირებულ უმრავლეს საკითხებზე. თუმცა, როდესაც დავა ეხება პატიმრობის პირობებს, სასასამარლო არ დგას იმ საჭიროების წინაშე, რათა დაადგინოს თითოეული სადავოდ გამხდარი გარემოების სისწორე. მას შეუძლია დაასკვნას, რომ დაირღვა მე-3 მუხლი, თუკი სახეზეა სერიოზული ბრალდება და იგი მოპასუხე მთავრობას სადავოდ არ გაუხდია. (იხ., mutatis mutandis, Idalov, ციტირებული ზემოთ, § 96).
195. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განიხილავს მის წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
196. უპირველესად, იგი აღნიშნავს, რომ თუმცა მოწმეთა დაკითხვისას ზოგიერთმა ქართველმა მოწმემ წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა ცალკეულ საკითხებთან მიმართებით (განსაკუთრებით ეს ეხება საკანთა მოცულობას), პოლიციის განყოფილებებსა და უცხოელთა მოთავსების ცენტრებში არსებული, მათ მიერ აღწერილი პატიმრობის პირობები და ასევე საქართველოში გამოძევებასთან დაკავშირებული გარემოებები ძირითადად ურთიერთთანხვედრია და შეესაბამება საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაცემებს (იხ. §§52-55 და §§72-74 ზემოთ). ამ ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ რეალურად საქართველოს ბევრი მოქალაქე დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას მათი პატიმრობისა და გამოძევების თანმხლები სავალალო პირობების გამო (მაგალითად, გადატვირთული საკნები, საკვებისა და წყლის ნაკლებობა, ჰიგიენის ცუდი პირობები და ასზე მეტი საქართველოს მოქალაქის სატვირთო თვითმფრინავით ტრანსპორტირება).
197. გარდა ამისა, ბ-ნმა პატარიძემ, განსახილველ დროს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსულმა, განაცხადა, რომ მან და მასთან თანმხლებმა პირებმა მრავალი მოთავსების ცენტრი მოინახულეს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. მან დადასტურა, რომ ყველა ამ ცენტრში უმთავრესად სწორედ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომ საკნები იყო გადატვირთული, პატიმრობის პირობები - მეტად მძიმე, ჰიგიენა - საშინელი, და რომ ძალზე ცოტა იყო საწოლები და მატრასები.
198. სასამართლოს არ უჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობის პირობები იყო უკიდურესად მძიმე, იმის გათვალისწინებით, რომ ასე მოკლე ხანში საქართველოს მრავალი მოქალაქე დააპატიმრეს გაძევების მიზნით. ამასთან მიმართებით იგი ასკვნის, რომ მოწმეთა ჩვენებების მოსმენისას ქართველი მოწმეების მიერ გაკეთებული განცხადებები უფრო სარწმუნო და სანდოა, ვიდრე რუსი თანამდებობის პირებისა, რომლებიც პატიმრობის ძალიან კარგ პირობებს აღწერდნენ.
199. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ყველა მასალის მხედველობაში მიღებით, უპირველეს ყოვლისა უდავოდ დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქეები დაკავებულნი იყვნენ პოლიციის განყოფილებათა საკნებში ან უკიდურესად გადატვირთულ უცხოელთა მოთავსების ცენტრებში. ნებისმიერ შემთხვევაში, მათთვის ხელმისაწვდომი პირადი სივრცე არ აკმაყოფილებდა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს (იხ., სხვა ავტორიტეტულ წყაროთა შორის, Idalov, ციტირებული ზემოთ, §101). გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს რიგრიგობით უწევდათ ძილი ინდივიდუალური დასაწოლი ადგილების სიმცირის გამო.
200. ციხის საკანში უკიდურესად შეზღუდული სივრცის არსებობა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მხედველობაში მიიღება იმის დასადგენად, იყო თუ არა სადავოდ ქცეული პატიმრობის პირობები „დამამცირებელი“ კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის (იხ. Ananyev and Others, ციტირებული ზემოთ, § 143).
201. ზოგადად, სასამართლომ რამდენჯერმე მიუთითა, რომ რუსეთის ციხეებში არსებული გადატვირთულობა სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენდა. ბევრ საქმეში იგი მუდმივად ადგენდა მომჩივანთა უფლებების დარღვევას იმის გამო, რომ პატიმრობისას მათ არ გააჩნდათ საკმარისი პირადი სივრცე (იხ., inter alia, Idalov, ციტირებული ზემოთ, § 97, და Solovyevy v. Russia, no. 918/02, § 123, 24 აპრილი 2012). ამჟამინდელი საქმე, რომელიც შეეხება უცხოელთა მოთავსების ცენტრებს, არ წარმოადგენს გამონაკლისს აღნიშნულთან მიმართებით.
202. სასამართლო ასევე უთითებს „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ (CPT) 2001 წლის დეკემბრის ანგარიშზე რუსეთის ფედერაციის შესახებ, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ ძალზე შეშფოთებული იყო ამ ცენტრებში უცხოელ მოქალაქეთათვის შექმნილი პატიმრობის პირობების გამო და ხაზს უსვამდა საკნების გადატვირთულობას (ანგარიში რუსეთის მთავრობას 2001 წლის 2-დან 7 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ფედერაციაში ვიზიტთან დაკავშირებით, § 32, CPT/Inf (2003) 30).
203. გარდა ამისა, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ, როგორც წინამდებარე საქმეში მისთვის წარდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, არ არსებობდა სანიტარული და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნათა შესაბამისი საბაზისო პირობები და რომ დაკავებულები წუხდებოდნენ პრივატულობის ნაკლებობით, რადგანაც ტუალეტები განცალკევებული არ იყო დანარჩენი საკნებისაგან.
204. ამასთან მიმართებით სასამართლო იმეორებს, რომ პატიმრობის პირობების არაადეკვატურობა მუდმივ სტრუქტურულ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში, რაც შედეგია რუსული სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირების მოშლისა და რამაც ბევრ საქმეში აიძულა სასამართლო დაესკვნა, რომ დაირღვა მე-3 მუხლი, 2002 წელს საქმეზე Kalashnikov v. Russia (no. 47095/99, ECHR 2002‑VI) დარღვევის პირველად დადგენის შემდგომ, და მიეღო პილოტური გადაწყვეტილება ზემოთ ციტირებულ საქმეზე Ananyev and Others. მაშასადამე, სასამართლო ვერ ხედავს საიმისო საფუძველს, რომ გადაუხვიოს ამ დასკვნას წინამდებარე საქმეში.
205. ყველა ზემოხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ პატიმრობის პირობებმა აშკარად მიაყენა ტანჯვა საქართველოს მოქალაქეებს და ის უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით.
206. შესაბამისად, სასამართლო აღარ მიიჩნევს საჭიროდ, განიხილოს მხარეთა დანარჩენი შუამდგომლობები განსახილველ პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა გაძევების პირობებთან დაკავშირებით.
VII. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან და მე-3 მუხლთან ერთობლიობაში
207. მომჩივანი მთავრობა დავობდა, რომ დარღვეული იყო კონვენციის მე-13 მუხლი კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან და მე-3 მუხლთან ერთობლიობაში. მე-13 მუხლის თანახმად:
“ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“
A. მხარეთა განცხადებები
208. როგორც თავის წინა შუამდგომლობებში აცხადებდა, მომჩივანი მთავრობა უთითებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს განსახილველ პერიოდში არ გააჩნდათ ქმედითი და ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები დაკავებათა და გაძევების ბრძანებების საწინააღმდეგოდ (იხ. §120 ზემოთ).
209. მოპასუხე მთავრობა შეედავა აღნიშნულ ბრალდებებს (იხ. §121 ზემოთ).
B. სასამართლოს შეფასება
210. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, უნდა არსებობდეს „შიდასახელმწიფოებრივი საშულება, რათა განხილულ იქნეს კონვენციასთან მიმართებით წარდგენილი „სადავოდ გამხდარი საჩივრის“ შინაარსი და განისაზღვროს შესაბამისი დაკმაყოფილება“ (see, inter alia, Čonka, cited above, § 75).
211. იმის გათვალისწინებით, რომ დადგინდა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტებისა და მე-3 მუხლის დარღვევები, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანი მთავრობის საჩივრები არის „სადავო“ მე-13 მუხლის მიზნებისათვის.
212. თუმცა, კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევათა დადგენა თავის თავში გულისხმობს, რომ არ არსებობდა ქმედითი და ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები. შესაბამისად, არ არსებობს მე-13 მუხლის ფარგლებში მომჩივანი მთავრობის საჩივრის ცალკე განხილვის საჭიროება მითითებულ ნორმებთან ერთობლიობაში.
213. გარდა ამისა, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ განსახილველ პერიოდში საქართვლოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ ეფექტური და ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები დაკავებების, დაპატიმრებისა და გაძევების ბრძანებების საწინააღმდეგოდ (იხ. §§151-158 ზემოთ).
214. შესაბამისად, იგი ასკვნის, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტთან ერთობლიობაში.
215. რაც შეეხება კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში წარდგენილ საჩივარს მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, სასამართლო შენიშნავს, რომ, როგორც მან თავის ზემოთ ციტირებული პილოტური გადაწყვეტილებით Ananyev and Others დაადგინა, მოცემულ დროს რუსულ სამართლებრივ სისტემაში არ არსებობდა ქმედითი საშუალება, რათა წერტილი დასმოდა არაადამიანური და დამამცირებელი საპატიმრო პირობების არსებობას ან მიღებული ყოფილიყო ადეკვატური და სამართლიანი ანაზღაურება არაადეკვატურ საპატიმრო პირობებზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით (იხ. Ananyev and Others, ციტირებული ზემოთ, § 119).
216. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ ეს საქმე არ არის განსხვავებული და ასკვნის, რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.
VIII. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან და მე-3 მუხლთან ერთობლიობაში
217. მომჩივანი მთავრობა დავობდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევის გამო კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან და მე-3 მუხლთან ერთობლიობაში. მე-14 მუხლის თანახმად:
“ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.“
A. მხარეთა განცხადებები
218. მომჩივანი მთავრობა ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეთა დაკავება, დაპატიმრება და გაძევება ეფუძნებოდა მათ ეროვნულსა და ეთნიკურ წარმომავლობას და არა მათ მდგომარეობას, რუსეთის ფედერაციაში არსებული საემიგრაციო წესებიდან გამომდინარე. მისი განცხადებით, დაკავებები წარმოადგენდა რეპრესიულ ზომას საქართველოს წინააღმდეგ და არ ეყრდნობოდა დაზარალებულთა ინდივიდუალურ ქმედებებს. გარდა ამისა, აღნიშნული ბრალდება გამყარებული იყო HRW-ის ანგარიშით, რომლის თანახმადაც გაძევებულებს შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციაში კანონიერად მცხოვრები ქართველებიც, როგორებიც იყვნენ წარმოშობით ქართველი პირები რუსეთის მოქალაქეობით; ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მქონენი, რომელთაც ჰქონდათ სრულყოფილად მოწესრიგებული ვიზები და რომელთა ბინადრობაც დარეგისტრირებული იყო; ეთნიკური ქართველები, რომელთაგან ზოგი თავისი პასპორტისა თუ ვიზის განახლებას ელოდებოდა, ან სტუდენტები, რომლებიც რუსულ უნივერსიტეტებში იყვნენ დარეგისტრირებული.
219. თავის მხრივ, მოპასუხე მთავრობა უარყოფდა ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით საქართველოს მოქალაქეთა დაკავება-გამოძევებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას. იგი იმეორებდა მის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს, კერძოდ, იმას, რომ საქართველოს მოქალაქეთა დაკავება, დაპატიმრება და გამოძევება იყო საერთო პოლიტიკის ნაწილი უკანონო ემიგრაციასთან ბრძოლაში, რადგანაც ისინი იყვნენ რუსეთის ფედერაციის უკანონო მაცხოვრებლები (არანაირი ვარგისი ვიზა, ბინადრობის ან მუშაობის ნებართვა ან რეგისტრაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი - იხ. §25 და §§115-116 ზემოთ). აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით გამოყენებული პროცედურები ზუსტად იგივე იყო, რაც ხორციელდებოდა სხვა უცხოელ მოქალაქეებთან მიმართებით, რომელთაც ანალოგიური ტიპის დარღვევები ჰქონდათ ჩადენილი. დამატებით, იგი უთითებდა, რომ მომჩივანი მთავრობის ბრალდებები იმავე პერიოდში ქართული წარმომავლობის მქონე რუსეთის მოქალაქეთა გამოძევებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.
B. სასამართლოს შეფასება
220. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მომჩივანი მთავრობის მიერ კონვენციის მე-14 მუხლის ფარგლებში წარდგენილი საჩივრები კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან და მე-5 მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან ერთობლიობაში ანალოგიურია იმ საჩივრებისა - თუმცა სხვა კუთხიდან წარმოდგენილი - რაც მან უკვე განიხილა უკანასკნელი ორი მუხლის ფარგლებში და რომლებთან მიმართებითაც მან დაადგინა დარღვევა. შესაბამისად, იგი აღარ მიიჩნევს საჭიროდ იმის გადაწყვეტას, დაირღვა თუ არა წინამდებარე საქმეში მე-14 მუხლი აღნიშნულ ნორმებთან ერთობლიობაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო.
221. ასევე, იგი არ მიიჩნევს საჭიროდ, განსაზღვროს, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობით, იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის პირობების არაადეკვატურობა რუსულ ციხეებში შეეხებოდა ყველა პატიმარს, მათი ეროვნული წარმოშობის მიუხედავად.
IX. კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, ასევე მე-5 მუხლის §§1 და 4 და მე-3 მუხლთან ერთად
222. მომჩივანი მთავრობა დაეყრდნო კომვენციის მე-18 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისთვის.“
223. სასამართლო იმეორებს, რომ მე-18 მუხლს არ აქვს ავტონომიური როლი. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ კონვენციის სხვა მუხლებთან ერთად. (იხ. inter alia, Gusinskiy v. Russia, no. 70276/01, § 73, ECHR 2004‑IV; Mudayevy v. Russia, no. 33105/05, § 127, 8 April 2010; Lutsenko v. Ukraine, no. 6492/11, § 105, 3 July 2012; and Tymoshenko v. Ukraine, no. 49872/11, § 294, 30 April 2013).
224. სასამრთლომ უკვე დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის და კონვენციის მე-5 მუხლის §1-ის და მე-3 მუხლის დარღვევით და ასევე, რომ მე-5 მულის §4 არ დარღვეულა. შესაბამისად, იგი საჭიროდ არ მიიჩნევს იმავე საკითხების კონვენციის მე-18 მუხლის ფარგლებში შემოწმებას.
X. მე-7 ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
225. მომჩივანი სახელმწიფო დაეყრდნო მე-7 ოქმის პირველ მუხლს, რომელიც ადგენს, რომ:
„1. დაუშვებელია სახელმწიფოს ტეროტორიაზე, კანონიერად მცხოვრები უცხოელის გაძევება ამ სახელმწიფოდან სხვაგვარად, თუ არა კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ისე, რომ მას შეეძლოს:
(a) წარადგინოს მისი გაძევების საწინააღმდეგო არგუმენტები;
(b) გადაასინჯვინოს მისი საქმე და
(c) ამ უფლებათა განსახორციელებლად, წარმოდგენილ იქნეს ხელისუფლების სათანადო უფლებამოსილი ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ დანიშნული ერთი ან რამდენიმე პირის წინაშე.
2. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს მის მიერ ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფის (a), (b) და (c) პუნქტებით გათავლისწინებული უფლებების განხორციელებამდე, თუ ასეთი გაძევება აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან განპირობებულია ეროვნული უშიშროების მოსაზრებით“.
A. მხარეთა არგუმენტები
226. მომჩივანი სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ საქართველოს გამოძევებულ მოქალაქეთაგან ბევრი, რუსეთის ფედერაციაში კანონიერად მცხოვრები პირი იყო და ამასთან დაკავშირებით მიუთითა HRW-ის ანგარიშზე.
227. მოპასუხე მთავრობის თანახმად, გარდა ძალიან მცირე გამონაკლისისა, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც გამოძევებულ იქნა სასამართლო წარმოების შემდეგ მიღებული ადმინისტრაციული ბრძანების საფუძველზე, იყო რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მაცხოვრებელი პირი, რადგან მათი საბუთები არ იყო წესრიგში. შესაბამისად, მე-7 ოქმის 1-ლი მუხლი, რომელიც მხლოდ სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ პირებს ეხებოდა, წინამდებარე საქმესთან მიმართებით არ გამოიყენებოდა.
B. სასამართლოს შეფასება
228. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-7 ოქმის 1-ლი მუხლი, პირდაპირ მოიხსენიებს „სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ“ უცხოელებს.
229. მისთვის წარდგენილი მასალების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს: არ დადგენილა, რომ აღნიშნულ პერიოდში, ასევე დააკავეს და გამოაძევეს საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კანონიერად ცხოვრობდნენ.
230. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი სახელმწიფოს მიერ, ამ მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი არ არის მტკიცებულებებით საკმარისად გამყარებული და რომ წარდგენილი მტკიცებულება არ არის საკმარისი დარღვევის დასადგენად.
231. ამგვარად, ადგილი არ ჰქონია მე-7 ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.
XI. კონვენციის მე-8 მუხლის და 1-ლი ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების სავარაუდო დარღვევა
232. მომჩივანი სახელმწიფო, ასევე, დაეყრდნო კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც ადგენს, რომ:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხოციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღებოსი ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
233. ისინი, ასევე, დაეყრდენენ, 1-ლი ოქმის პირველ და მე-2 მუხლებს, რომელიც ადგენს, რომ:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“.
„არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება“.
A. მხარეთა არგუმენტები
234. მომჩივანმა სახელმწიფომ, კონვენციის მე-8 მუხლის და 1-ლი ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშრებით მიუთითა, პალატისთვის წარდგენილ წინა კომენტარებზე.
კერძოდ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ პირთა გაძევების ბრძანებები, ანგარიშს არ უწევდა აღნიშნული პირების ოჯახურ მდგომარეობას და მათ (ბრძანებების) შედეგად მოხდა ოჯახის წევრების დაშორება (ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან პატარა ბავშვები ბედის ანაბარა დარჩნენ) კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, სკოლებისა და უნივერსიტეტების მიერ, ინფორმაციის გამჟღავნება ქართველი მოსწავლეების წარმოშობის, ოჯახური მდგომარეობის და მისამართის შესახებ არ იყო კანონით გათვალისწინებული და ამით, ასევე, დაირღვა აღნიშნული მუხლი.
გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და დაპატიმრების მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ მათ თავიანთი საკუთრების მიტოვება მოუწიათ. მათი რუსეთიდან გამოდევნის ღონისძიებებმა და რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კომუნიკაციის შეწყვეტამ ხელი შეუშალა მათ თავიანთი ქონების დასაცავად, შემდგომი საჭირო ნაბიჯების გადადგმაში და შედეგად დაირღვა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი.
ბოლოს, საქართველოში რუსული სკოლების დახურვით ქართველი მოსწავლეებისთვის რუსეთში განათლების მიღება აღარ იყო ხელმისაწვდომი და აღნიშნულით დაირღვა 1-ელი ოქმის მე-2 მუხლს.
235. მოპასუხე მთავრობამ ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა იმას, რომ მომჩივან მთავრობას ამ ბრალდებების განსამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით, ერთის მხრივ განაცხადეს, რომ რუსეთის სასამართლოებისთვის ძალიან რთული იყო საქართველოს მოქალაქეების ოჯახური მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება და გაიმეორეს, რომ რეალურად ამ შემთხვევაში არ არსებობდა ოჯახის ხელახლა გაერთიანების უფლება. მეორეს მხრივ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი ინფორმაციის გამოთხოვისთვის რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების თანამდებობის პირები, შემდგომში სათანადოდ დაისჯებოდნენ.
1-ლი ოქმის პირველ მუხლთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს საკუთრების უფლება არ ჩამორთმევიათ და შეეძლოთ შეეტანათ ნებისმიერი სარჩელი მათი საკუთრების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით.
ბოლოს, 1-ელი ოქმის მე-2 მუხლთან დაკავშირებით, საქართველოში რუსული სკოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაქვემდებარებაში შედიოდა და დაიხურა რუსი სამხედროების, საქართველოდან, წასვლის შემდეგ.
B. სასამართლოს შეფასება
236. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი მთავრობის მიერ, ამ მუხლების საფუძველზე წარდგენილი საჩივრები არ არის მტკიცებულებებით საკმარისად გამყარებული და რომ წარდგენილი მტკიცებულება არ არის საკმარისი დარღვევის დასადგენად.
237. ამგვარად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლისა და 1-ელი ოქმის პირველ და მე-2 მუხლების დარღვევას.
XII. კონვენციის 41-ე მუხლი
238. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფიელბას მიაკუთვნებს“.
239. მომჩივანმა სახელმწიფომ თხოვნით მიმართა სასამართლოს რომ „მიანიჭოს მისთვის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილება, კერძოდ, კომპენსაცის, რეპარაცის, restitutio in integrum, ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურებით და დამატებითი და სხვა ზუსტად განსაზღვრული ანაზღაურებით, მატერიალური თუ არა მატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადეს და მიადგათ დაზარალებულ მხარეს ამ პროცესებიდან გამომდინარე და მის შდეგად“ (იხილეთ, ზემოთ, §79-ე).
240. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციი 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი განხილვისთვის მზად არ არის.
ზემოთ ხსენებულის საფუძველზე სასამართლო:
1. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა 38-ე მუხლის დარღვევას (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
2. ადგენს, რომ 2006 წლის შემოდგომით, რუსეთის ფედერაციაში, განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, კონვენციის პრეცედენტული სამართლის მიზნებისათვის (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
3. უარყოფს, მოპასუხე მთავრობის პირველად პრეტენზიას, შიდა სახელმწიფო საშუალებების არ ამოწურვასთან დაკავშირებით (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
4. ადგენს, რომ მომჩივანი მთავრობის განაცხადი შეტანილ იქნა, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პარაგრაფით გათავლისწიებული ექვსი თვის ვადაში (ერთხმად);
5. ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეების გაძევება, აღნიშნულ პერიოდში, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევით (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
6. ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება და დაპატიმრება აღნიშნულ პერიოდში წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პარაგრაფის დარღვევით (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
7. ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობა, რათა გაესაჩივრებინათ მათი დაკავება, დაპატიმრება და გაძევება წარმოადგენდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფის დარღვევას (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
8. ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეების პატიმრობის პირობები, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
9. ადგენს, რომ მე-3 მუხლის ფარგლებში საჭირო აღარ არის მხარეთა კომენტარების დარჩენილი ნაწილის განხილვა, საქართველოს მოქალაქეების, აღნიშნულ პერიოდში, გაძევების პირობებთან დაკავშირებით (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
10. ადგენს, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პარაგრაფთან მიმართებით (ცამეტი ოთხის წინააღმდეგ);
11. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
12. ადგენს, რომ საჭირო არ არის, მომჩვანი სახელმწიფოს მიერ, მე-13 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის განხილვა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან და კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფთან მიმართებით დარღვევასთან დაკავშირებით (ერთხმად);
13. ადგენს, რომ საჭირო არ არის, მომჩვანი სახელმწიფოს მიერ, კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის განხილვა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, კონვენციის მე-5 მუხლის პირველ და მე-4 პარაგრაფთან და კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით დარღვევასთან დაკავშირებით (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
14. ადგენს, რომ საჭირო არ არის, მომჩვანი სახელმწიფოს მიერ, კონვენციის მე-18 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის განხილვა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან, კონვენციის მე-5 მუხლის პირველ და მე-4 პარაგრაფთან და კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით დარღვევასთან დაკავშირებით (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
15. ადგენს, რომ ადგილი არ ჰონია მე-7 ოქმის პირველი მუხლის დარღვევას, (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ);
16. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის და 1-ლი ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების დარღვევას (ერთხმად);
17. ადგენს, რომ კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად;
შესაბამისად,
a) მთლიან საკითხს მომავლისთვის დებს;
b) იწვევს მომჩივან და მოპასუხე მთავრობებს, რათა ამ განჩინების გაცნობიდან თორმეტი თვის განმავლობაში, წერილობით წარმოადგინონ მათი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, შეატყობინონ სასამართლოს ნებისმიერი მიღწეული შეთანხმების შესახებ;
c) გადადებს დამატებით პროცედურებს და თავჯდომარეს გადასცემს უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნოს იგივე პროცედურები.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და 2014 წლის 3 ივლისს, გამოცხადებულ იქნა საჯარო სხდომაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში.
მაიკლ ო’ბოილჯოზეფ კასადევალი
რეგისტრატორის მოადგილეთავჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პარაგრაფისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, განჩინებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული აზრი:
(a) მოსამართლე ლოპეზ გუერას, რომელსაც უერთდებიან მოსამართლეები ბრატზა და კალაიჯიევა, ნაწილობრივ განსხვავებული აზრი;
(b) მოსამართლე წოწორიას ნაწილობრივ განსხვავებული აზრი;
(c) მოსამართლე დედოვის განსხვავებული აზრი.
J.C.M.
M.O’B.
მოსამართლე ლოპეზ გუერას, რომელსაც უერთდებიან მოსამართლეები ბრატზა და კალაიჯიევა, ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება
ჩემი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება შეეხება დიდი პალატის დასკვნას, მე-13 მუხლის მე-5 მუხლის პირველ პარაგრაფთან მიმართებით დარღვევასთან დაკავშირებით (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი), ასევე, შეეხება ამ დასკვნის გამამყარებელ მის დასაბუთების ნაწილს (იხილეთ §§210-14).
თავად კონვენციის დებულებებიდან, ისევე, როგორც სასმართლოს პრეცედენტული სამართლიდან აშკარაა, რომ როგორც კი დადგინდება კონვენციის მე-5 მუხლის 1 პარაგრაფის დარღვევა, საჭირო აღარაა მე-13 მუხლის მე-5 მუხლის პირველ პარაგრაფთან მიმართებით დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამატებითი განხილვა, გამომდინარე იქიდან, რომ წინა დასკვნა მოიცავს საჩივარს.
მე-13 მუხლი მოითხოვს, რომ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება უზრუნველყოფილი იყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. როდესაც, საქმე ეხება მე-5 მუხლის პირველ პარაგრაფს, კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი ადგენს უფრო მკაცრ პროცედურულ მოთხოვნებს სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი მოითხოვს, რომ უნდა იყოს გარკვეული სასამართლო სამართალწარმოების ფორმა, რომლის გამოყენების უფლებაც ექნება დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს და რომლის მეშვეობითაც სასამართლოს შეეძლება განიხილოს დაკავების ან დაპატიმრების მართლზომიერება (habeas corpus-ის კონვენციის ეკვივალენტი). ამ შემთხვევაში, კონციის მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი წარმოადგენს lex specialis დაკავებასა და დაპატიმრებასთან მიმართებით და ადგენს სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას, რომელსაც მოითხოვს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევები. ამგვარად, lex specialis-ზე დაყრდნობით კონვენციის დარღვევის დადგენის შემდეგ, დიდი პალატის მიერ, იგივე საკითხის, ხელახლა განხილვა მე-13 მუხლის lex generalis საფუძველზე, არ არის საჭირო. ეს მიდგომა მყარად დადგენილია სასამართლოს პრეცედენტული სამართლით (მაგალითისთვის იხილეთ, De Wilde, Ooms and Versyp v. Belgium, 18 June 1971, § 95, Series A no. 12, and Khadisov and Tsechoyev v. Russia, no. 21519/02, § 162, 5 February 2009).
მოსამართლე წოწორიას ნაწილობრივ განსხვავებული აზრი
ვწუხვარ, რომ არ შემიძლია გავიზიარო უმრავლესობის მიერ მიღებული, ზოგიერთი დასკვნა. პირველ რიგში, განსაკუთრებით არ ვეთანხმები სასამართლოს დასკვნას, რომ საჭირო არ იყო, მომჩვანი სახელმწიფოს მიერ, კონვენციის მე-18 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის განხილვა კონვენციის მე-5 მუხლთან დარღვევასთან[1] მიმართებით, კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის განხილვა კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან და მე-5 მუხლის პირველ და მე-4 პარაგრაფებთან დარღვევასთან მიმართებით ან საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების დისკრიმინაციული ხასიათის განხილვა კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე და მეორეც, რომ ადგილი არ ჰქონია მე-7 ოქმის პირველი მუხლის დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ვადასტურებ, პატიმრობის პირობების საფუძველზე მიღებულ დასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პარქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით, არ შემიძლია დავეთანხმო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომ საჭირო არ იყო გაძევების პირობების, მე-3 მუხლთან მიმართებით დამატებით განხილვა და შემდგომ, იმავე საჩივართან დაკავშირებით, მე-13 მუხლის დარღვევის არ დადგენას.
მსურს, ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულებები ქვემოთ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რათა განმვარტო, თუ რა საფუძველი აქვს ჩემს განსხვავებული აზრს. განხილვას დავიწყებთ კონვენციის მე-18 მუხლიდან, რადგან ეს დებულება ეხება, წინამდებარე საქმეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს - détournement de pouvoir აკრძალვას.
I. კონვენციის მე-18 მუხლის მე-5 მუხლთან მიმართებით დარღვევა
ეს სახელმწიფოთაშორისი საქმე, ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითია კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენებისა, არა კონვენციით გათვალისწინებული, არამედ სხვა მიზნებისთვის.
მე-18 მუხლთან მიმართებით არსებული პრეცედენტული სამართლის თანახმად ნათელია, რომ კონვენციის მთლიანი სტრუქტურა ეყრდნობა ზოგად პრეზუმფციას, რომ საჯარო ხელისუფლება მოქმედებს კეთილსინდისიერად. თუმცა, ნებისმიერ საჯარო პოლიტიკას შესაძლოა, ჰქონდეს „ფარული გეგმა“, ამგვარად კეთილსინდისიერების პრეზუმფცია გაბათილებადია (იხილეთ, სხვა საქმეებს შორის, Khodorkovsky v. Russia, no. 5829/04, § 255, 31 May 2011, and Lutsenko v. Ukraine, no. 6492/11, § 106, 3 July 2012). ინდივიდუალურ განაცხადებში სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელმა, რომელიც ამტკიცებს, რომ შეიზღუდა მისი უფლებები და თავისუფლებები შეუსაბამო მიზნებისთვის, დამაჯერებლად უნდა წარმოაჩინოს, რომ სახელისუფლებო ორგანოების რეალური მიზანი განსხვავდებოდა გაცხადებული მიზნისგან (ან კონტექსტიდან გონივრულად უნდა შეიძლებოდეს ასეთი დასკვნის გამოტანა) (იხილეთ, Lutsenko, cited above, § 106). ამგვარად, როდესაც ბრალდება ეყრდნობა მე-18 მუხლს, სასამართლო იყენებს ძალიან მაღალ მტკიცებულებათა სტანდარტს (იხილეთ, Tymoshenko v. Ukraine, no. 49872/11, § 295, 30 April 2013).
სასამართლო, მე-18 მუხლის დარღვევას ადგენს, როდესაც ის ასკვნის, რომ სახელმწიფოს მთლიანი სამართლებრივი სისტემა არის უსამართლო ab initio, რაც იმის მიმათითებელია, რომ სახელისუფლებო ორგანოები თავიდან ბოლომდე არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, კონვენციის აშკარა უგულვებელყოფით (იხილეთ, Khodorkovskiy, ზემოთ აღნიშნული, § 260). საქმეთა უმეტესობაში „მიზანი“ არ არის დადასტურებული (შეადარეთ Gusinskiy v. Russia, no. 70276/01, §§ 75-78, 19 May 2004). როგორც სწორად იქნა აღნიშნული, შემდეგი მოსამართლეების: იანგვიერტის, ნიურბერგერის, პოტოკის ერთლობლივ, თანმხვედრ მოსაზერებაში ტიმოშენკოს ზემოთ აღნიშნულ საქმეზე, „ფარული გეგმის“ შესახებ ცოდნა სახელისუფლებო ორგანოების სფეროშია და ამგვარად, მომჩივანს ხელი ვერ მიუწვდება მასზე, მაშასადამე, სასამართლოს უნდა მიეღო მტკიცებულებად სახელისუფლებო ორგანოების ცუდი მიზნები, რომელიც ეფუძნება დასკვნას, რომელიც თავის მხრივ გამომდინარეობს, კონკრეტული გარემოებებიდან და საქმის შინაარსიდან. სხვაგვარად, მე-18 მუხლით გარანტირებული დაცვა პრაქტიკაში არაფექტიანი იქნება.
დემოკრატიულ სახელმწიფოში, ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, შეზღუდოს პირის თავისუფლება ყველას თავისუფლების ინტერესის გათვალისწინებით.[2] უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი აქვს, როდესაც სახელმწიფო თავისი უფლებებით სარგებლობისას, სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელ ზიანს აყენებს სხვა სახელმწიფოს, სხვა სიტყვებით, რომ ვთაქვათ, ეს არის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს ქმედებები, თუნდაც ფაქტობრივად „სამართლებრივი“, არის არაკეთილსინდისიერი.[3]
წინამდებარე საქმეში, სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველების დაკავება და დაპატიმრება, მე-5(1-f) მუხლის თანახმად, იყო თვითნებური, გამოძევების კოლექტიური ხასიათის გათვალისწინებით (იხილეთ §186). გარდა ამისა, ქართველებისთვის ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობამ გამოიწვია მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფის დარღვევა (იხილეთ §188). მიუხედავად თვითნებობისა, მაინც ისმის კითხვა, იყო თუ არა დაკავებისა ან დაპატიმრების ბრძანება კეთილსინდისიერად გაცემული, ან სახელისუფლებო ორგანოების ნამდვილი მიზანი განსხვავდებოდა თუ არა გაცხადებული მიზნისგან და იყო თუ არა მოტივირებული ფარული მიზნით, რომელიც შეიძლება დამტკიცდეს კონვენციით დადგენილი სტანდარტების თანახმად (იხილეთ მოსამართლეების: ჯანგვიერტის, ნიურბერგერის და პოტოკის ერთლობლივი, თანმხვედრი მოსაზერება ტიმოშენკოს ზემოთ აღნიშნულ საქმეზე).
მოპასუხე სახელმწიფოს სახელისუფლებო ორგანოების ფარული მოტივები და ფარული გეგმა ამ შემთხვევაში არის თვალს ოდნავ მოფარებული. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა, კონვენციის მე-5 (1) მუხლის დარღვევით დაკავებებისა და დაპატიმრებების (იხილეთ §187) ადმინისტრაციული პრაქტიკა - რაც გულისხმობს, კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების მრავალჯერადობას და ამ ქმედებების მიმართ საჯარო მოხელეთა ტოლერანტულ დამოკიდებულებას. საჯარო მოხელეთა ტოლერანტული დამოკიდებულება ასეთი ქმედებების მიმართ თავისთავად გულისხმობს „ცუდი მიზნების“ არსებობას. სასამართლოს მიერ ქართველთა კოლექტიური გაძევების ადმინისტრაციული პრაქტიკის დადგენა, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ეს უკანასკნელი თვითნებური დაკავებებისა და დაპატიმრებების წინაპირობის განუყოფელი ნაწილია. მოპასუხე სახელმწიფოს სახელისუფლებო ორგანოებს ქართველები პატიმრობაში ჰყავდათ იმ მიზნით, რათა მათთვის მიეყენებინათ ტანჯვა და ტკივილი და არ მიეცათ მათთვის ნებაყოფლობით დაბრუნების უფლება[4], სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის დარღვევით, რომლის თანახმადაც კონვენციის მე-5 მუხლის საფუძველზე დაკავება და დაპატიმრება უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად. ყველა ზემოთ ხსენებულ ფაქტორს, მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ მასობრივი გაძევება აშკარად განხრციელებული იქნა ფარული მიზნებისათვის და ამგვარად, per se, წარმოადგენს abus de droit.[5] ეს დასკვნა წაკითხულ უნდა იქნას სასამართლოს განაცხადის მსგავსად, რომ მიგრაციული ნაკადის მართვა, ვერ იქნება გამამართლებელი სახელმწიფოს მხრიდან, მიმართოს ისეთ ხრიკებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის, სახელმწიფოს მიერ, კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან (იხილეთ §177).
სასამართლოს, მხედველობიდან არ გამორჩენია საქმის პოლიტიკური კონტექსტი. როგორც, განჩინებაში აღინიშნა, ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, თბილისში, 2006 წლის 27 სექტემბერს, ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებისას (იხილეთ §22). შემდგომ, იგივე თარიღი იქნა გამოყენებული ექვსთვიანი ვადის ასათვლელად (იხილეთ §162). რუსეთის სახელმწიფოს დუმას არ დაუფარავს მის 2006 წლის 4 ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მთავრობის ანტი-რუსულ და არადემოკრატიული პოლიტიკას, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის სწრაფი გაუარესება, საქართველოს მიერ რუსი სამხედრო ოფიცრების დაკავების შედეგი იყო.[6]
რუსეთის პასუხმა, მისი ოფიცრების დაკავების გამო, გამოიწვია ქართველების უპრეცედენტო და მასობრივი შევიწროვება რუსეთის ფედერაციაში, რაც კერძოდ, გამოიხატა კონვენციით გარანტირებულ უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფით. ეს პოლიტიკა გამიზნული იყო - და ფაქტობრივად განხორციელდა კიდეც - როგორც საფუძველი უკანონო, თვითნებური და არაპროპორციული რეპრესიული ზომებისა. მისი განხორციელება მოხდა, მთელი რიგი, ერთმანეთან დაკავშირებული ღონისძიებების საშუალებით, რომლებიც ხორციელდებოდა ერთდროულად და რომლებიც მოიცავდა, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა, ცირკულარების (ბრძანებების) და ინსტრუქციების მიღებას და იმპლემენტაციას, რომელთა მიზანი იყო, რუსეთის, სხვადასხვა ტერიტორიაზე მყოფი ქართველების იდენტიფიკაცია, მასობრივი დაკავებები, დაპატიმრებები და გაძევებები, ორ სახელმწიფოს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციების შეწყვეტას, რომელიც პირდაპირ მოჰყვა 2006 წლის სექტემბრის ბოლოს პოლიტიკურ დაძაბულობას და საქართველოზე ცალმხრივი პოლიტიკური ემბარგოს დაკისრებას, რომელიც მოიცავდა ყველა სახის საფოსტო კომუნიკაციის შეწყვეტას (იხილეთ §§22 და 136).
მესმის, რომ სასამართლო ითხოვს კონკრეტულ მტკიცებულებას კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის დასადგენად და რომ მტკიცებულებათა სტანდარტი მაღალია, თუმცა წინამდებარე საქმეში სასამართლო, რომელიც პირველი ინსტანციის როლს ასრულებდა „იყო მისი საკუთარი პროცედურების და წესების კარგი მცოდნე“ და ჰქონდა „სრული თავისუფლება, არა მხოლოდ დასაშვებობის და მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებების თითოეული ნაწილის რელევანტურობის, არამედ ამ მტკიცებულებების დამამტკიცებელი ძალის შეფასების“ (იხილეთ §§104 და 138). სასამართლოს ჰქონდა მტკიცებულება, რომელიც გამომდინარეობდა, საკმარისად მყარი, აშკარა და ერთმანეთის შესაბამისი დასაკვნების ანდა ერთმანეთის მსგავსი, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული გაუბათილებელი სავარაუდო ფაქტების ერთობლიობიდან. შედეგად, მიუხედავად მოვლენების ურთიერთსაწინააღმდეგო აღწერისა და იმისა, რომ მოპასუხე სახელმწიფო არ თანამშრომლობდა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს ჰქონდა ესკლუზიური წვდომა ინფორმაციაზე, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული პრაკტიკის არსებობა (იხილეთ §§129 და 159).
უკანონო ანტი-ქართული პოლიტიკა უნდა განხილული იყოს პოლიტიკური განცხადებების გათვალისწინებით და მივიჩნიოთ პირდაპირ შედეგად იმ პოლიტიკური განცხადებებისა, რომლებსაც აკეთებდნენ რუსეთის მთავრობის წამყვანი წევრები, მათ შორის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფედერაციის მიგრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო დუმის თავჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.[7] სამართალდამცველი ორგანოები მთლიან ქართულ დიასპორას, ხშირად დებდნენ ბრალს დანაშავეობაში.[8] გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო დუმის ზემოთ ხსენებული რეზოლუცია მოუწოდებდა და უფლებამოსილებას აძლევდა რუსეთის მთავრობას, მიეღო ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, საქართველოს წინააღმდეგ და დამუქრებოდა, მომავალში, უფრო მკაცრი ზომების მიღებით. ეს ოფიციალური განცხადებები, რომელსაც ემატებოდა ფართო მედია კამპანია, პირდაპირ მიჩნეულ იქნა, როგორც მითითება „საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ორგანიზებული დევნის წარმართვისა“.[9] „Human Rights Watch“-ის თანახმად, „ეს იყო მთავრობის მაღალი ეშელონებიდან მართული კოორდინირებული კამპანია, რომლის სამიზნესაც, იმ კონკრეტულ პერიოდში ქართველები წარმოადგენდნენ... ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩაერევა ადამინათა ცხოვრებაში, რათა განახორციელოს მისი საგარეო პოლიტიკური ინტერესები“.[10]
მთლიანი ანტი-ქართული კამპანია იყო სამაგიეროს გადახდა, რომელიც გამოყენებულ იქნა ფარული მიზნებისათვის საერთაშორისო სამართლის წესების საწინააღმდეგოდ[11] და არალეგიტიმური საიმიგრაციო კონტროლისათვის გატარებული ღონისძიებები, როგორც ამას მოპასუხე სახელმწიფო აცხადებდა. ასევე, რთულია მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტის მიღება, რომ მიღებული ზომების მიზანი, inter alia, იყო დანაშაულებრივი ქმედებებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, რამდენადაც, იმ დროისათვის, არ ყოფილა, რაიმე მითითება, რომელიმე ქართველი დამნაშავის, კრიმინალური ავტორიტეტის, ან სხვა პირის დაჭერასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების მიერ ამ კამპანიის განხორციელებისას სამიზნე პირებს წარმოადგენდნენ ყველაზე მოწყვლადი პირები. ქართველმა მოწმეებმა სასამართლოში დაკითხვისას გაიხსენეს, რომ მათ სისტემატურად ესაუბრებოდნენ დაკავების, დაპატიმრებისა დაგაძევების პოლიტიკურ მოტივებზე (იხილეთ §§48-49). ევროპული საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი, თავისი ანგარიშის (ამის შემდგომ „PACE-ს ანგარიში“) 52-ე პარაგრაფში, ასკვნის, რომ „საქართველოს მოქალაქეების და ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ, სექტემბრის ბოლოდან, დაწყებული მასობრივი კამპანია... იყო პოლიტიკური კამპანია“.[12]
სამწუხაროდ, წინამდებარე საქმე, მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან, პოლიტიკური მიზნებისათვის, მიგრაციის კონტროლის გამოყენების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ტაჯიკეთის სახელისუფლებო ორგანოების მიერ ორი პილოტის (ერთერთი მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო) გასამართლების შემდეგ, 2011 წელს, ადგილი ჰქონდა ტაჯიკი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას, რომელიც საოცრად ჰგავს წინამდებარე საქმეს, ისევე როგორც, მოლდოვის მოქალაქეების გაძევება, 2013 წელს, ერთი კვირით ადრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, სადაც მოლდოვასა და ევრო კავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უნდა მომხდარიყო,[13] ეს შემთხვევები კი სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო.
მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან მიგრაციის სისტემის, ძირითადი უფლებების დარღვევით, ბოროტად გამოყენების პრაქტიკა, მისი საგარეო პოლიტიკის გეგმების გათვალისწინებით წარმოადგენს détournement de pouvoir-ის მძიმე შემთხვევას და ამგვარად, არ უნდა დარჩენილიყო შესაბამისი შეფასების გარეშე. სასამართლოს უნდა გამოეხატა მტკიცე პოზიცია, რომ ადმიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა, არასოდეს არ შეიძლება იყოს, პოლიტიკური მიზნების მიღწევის ან პოლიტიკური პრობლემების მოგვარების საშუალება. ამის არ გაკეთება კონვენციის სისტემის ძალიან არამართლზომიერ გამოყენებას უდრის, განსაკუთრებით სახელმწიფოთაშორის განაცხადის კონტექსტში და ადმინისტრაციული პრაქტიკის დადგენის შემთხვევაში. როგორც მართებულად აღინიშნა, მოსამართლეების - იანგვიერტის, ნიურბერგერის და პოტოკის ერთლობლივ, თანმხვედრ მოსაზერებაში ტიმოშენკოს ზემოთ აღნიშნულ საქმეზე „კონვენციის მე-18 მუხლის განმარტებისას ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიას შორის არსებული პირდაპირი კავშირი უნდა იქნას მიღებული მხედველობაში“. აღნიშნული კი მართალია, გამომდინარე იქიდან, რომ კონვენცია შედგენილ იქნა დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისა და ღირებულებების შესანარჩუნებლად და განსავითარებლად (იხილეთ Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 and 41344/98, § 86, 13 February, 2003). გარდა ამისა, აშკარაა, რომ „როდესაც მთავრობა საკუთარ პრობლემებს აგვარებს უმწეო ხალხის საზღვრის მიღმა გაგდებით, ისინი მოქმედებენ საღი აზრისა და კეთილსინდისიერების გარეშე. როდესაც დიალოგი და თანამშრომლობა ქრება, საფრთხე ექმნება საერთაშორისო სამართლის შესრულებას“.[14] როგორც აღინიშნა, ქართველების თვითნებური დაკავება და დაპატიმრება არსებითად უკავშირდებოდა მათ კოლექტიურ გაძევებას, რომელიც თავისთავად „არის საფრთხე სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და შესაძლოა „ომის წინაპირობაც“[15] კი გახდეს, რაც ბოლო კონკრეტულმა მაგალითმა დაამტკიცა კიდევაც.
როგორც ზემოთ იქნა განმარტებული, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლოს უნდა განეხილა მე-18 მუხლის დარღვევა მე-5 მუხლთან მიმართებით და უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მთლიანი სამართლებრივი სისტემა იყო უფლაბამოსილების ბოროტად გამოყენება და, რომ რუსეთის სახელისუფლებო ორგანოები თავიდან ბოლომდე მოქმედებდნენ არაკეთილსინდისიერად და კონვენციის აშკარა უგულებოლყოფით, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას ზემოთ ხსენებული დებულებების დარღვევებით.
II. კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის და მე-5 მუხლის §§1 და 4-თან ერთად
სასამართლომ დაასკვნა, რომ 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გაძევების კოორდინირებული პოლიტიკა, რომელმაც შეადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკა (იხ. §159). ნათელია, რომ ქართველები, როგორც განსაზღვრული ჯგუფი, მოპასუხე მთავრობის პოლიტიკის შედეგად დაექვემდებარენ დისკრიმინაციას მათი ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობის გამო. მაშინ, როდესაც მე სრულად ვეთანხმები დისკრიმინაციული კონტექსტის არსებობას წინამდებარე სახელმწიფოთშორის სარჩელში, რაც განჩინებაში სათანადოდ ხაზგასმულია (იხ. მაგალითად, §§140-41, 152, 175-76, 185) ვნანობ, რომ უმრავლესობამ მე-14 მუხლის დარღვევის საკითხი არ განიხილა მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან ერთად და მე-5 მუხლის §§1 და 4 დამოუკიდებლად (საჩივრები კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში დისკრიმინაციაზე მომდევნო ნაწილში იქნება განხილული).
წინამდებარე პროცესებში ეთნიკური და ეროვნული ასპექტები იმდენად მჭიდროდ არის გადახლართული, რომ მათი განხილვა ერთობლივად უნდა მოხდეს. ამ თვალსაზრისით, ტერმინი „ქართველი“ ფარავს, როგორც ეთნიკურობას, ისე მოქალაქეობას. „ეთნიკურად ქართველები“, „საქართველოს მოქალაქეები“ და „ქართველები“ გამოიყენება ურთიერთჩანაცვლებით მომჩივანი მთავრობის მიერ. მოპასუხე სახელწმიფოს ხელისუფლების ორგანოების მიერ გაძევების კონტექსტში გამოყენებული ტერმინი „ქართველები“, როგორიცაა, მაგალითად, „ყველა ქართველი უნდა წავიდეს“, „თქვენ ქართველებმა უნდა დატოვოთ რუსეთი“ გულისხმობდა უფრო მეტად ეთნიკურობას, ვიდრე მოქალაქეობას. ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც მოპასუხე სახელმწიფომ გამოსცა ანტიქართული კამპანიის დროს, აღნიშნავდა ეთნიკურობას (მაგალითად, სხვადასხვა სკოლებისადმი გაგზავნილი მოთხოვნები, რომლებიც იყენებდნენ „ეროვნულობას“, იხ. განჩინების §36) და მოქალაქეობას (მაგალითად, ინსტრუქციები და ბრძანებები, რომლებიც იყენებდნენ „მოქალაქეობას“, იხ. განჩინების §31).[16]
ანალოგიურად, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ კამპანია ეფუძნებოდა ეთნიკურ და ეროვნულ წარმომავლობას (იხ. განჩინების §§63-67).
არადისკრიმინაციულ საფუძველზე ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის პრინციპი აღიარებულია როგორც საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი.[17] დისკრიმინაციის აკრძალვა ჩამოყალიბდა როგორც jus cogens ნორმა. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად დადგენილია, რომ ეთნიკურობა და რასა ერთმანეთთან დაკავშირებული და ნაწილობრივ თანმხვედრი კონცეფციებია (იხ. სხვა წყაროებს შორის, Sejdić and Finci v. Bosnia and Herzegovina [GC], N 27996/06 და 34836/06, § 43, 22 დეკემბერი 2009, და Timishev v. Russia, N55762/00 და 5597/00,§ 55, 13 მარტი 2006); პირის დისკრიმინაცია, მის ნამდვილ ან აღქმულ ეთნიკურობასთან დაკავშირებით, როგორც რასობრივი დისკრიმინაციის ფორმა, მოითხოვს ფრთხილ და მტკიცე რეაქციას ხელისუფლებისგან (იხ.Timishev, ციტირებულია ზემოთ, §§ 55- 56).
უფრო მეტიც, სასამართლომ განავითარა შემდეგი მიდგომა: „სადაც კონვენციის ან ოქმების მატერიალური მუხლი, ეყრდნობა ორივეს, თავად ამ მუხლსა და კავშირს მე-14 მუხლთან, და დგინდება მატერიალური მუხლის დარღვევა, სასამართლოსთვის ზოგადად აუცილებელი აღარ არის, განიხილოს საქმე მე-14 მუხლის ფარგლებშიც; თუმცა, მიდგომა იცვლება, თუ უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით აშკარად უთანასწორო მოპყრობა, განსახილველი საქმის ფუნდამენტური ასპექტია“ (იხ. სხვა წყაროებს შორის, Timishev v. Russia, ციტირებულია ზემოთ, § 53; Chassagnou and Others v. France [GC], N25088/94, 28331/95 და 28443/95, § 89, 29 აპრილი 1999; Dudgeon v. the United Kingdom, N 7525/76, § 67, 22 ოქტომბერი; იხ. ასევე მოსამართლე კელერის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი საქმეში Sukran Aydin and Others v. Turkey, N49197/06, 23196/07, 50242/08, 60912/08 და 14871/09, 22 იანვარი 2013).
ქართველთა უფლებების დარღვევას ეროვნებისა და ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე ღრმა დისკრიმინაციული საფუძვლები აქვს, რომელიც მოცემული საქმის ფუნდამენტური ასპექტია. შესაბამისად, მე-14 მუხლის არ განხილვა ხელოვნურად ზღუდავს კონვენციის არადისკრიმინაციის დებულების ფარგლებს და მხედველობაში არ იღებს სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ძირითად მახასიათებელს. განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ სასამართლოს პრაქტიკას მე-14 მუხლთან დაკავშირებით ეს საკითხი კრიტიკის საგანი გახდა.[18]
არადისკრიმინაციის პრინციპი სახელმწიფოს თავისუფლებას უცხოელებთან[19] მოპყრობისას აშკარა შეზღუდვებს უწესებს და იგი წაკითხული უნდა იყოს, გაძევების დროს პროცედურული უფლებების გარანტიებთან ერთად.[20] საერთო სტანდარტი არის ის, რომ გაძევება არ უნდა იყოს დისკრიმინაციული თავისი მიზნით ან ზეგავლენით, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა აზრის, ეროვნების ან სოციალური წარმომავლობის, საკუთრების, დაბადების ან სხვა სტატუსის საფუძველზე. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელთა ჯგუფური გაძევებისას, რადგან ისინი დისკრიმინაციის რისკის ქვეშ იმყოფებიან და ხშირად ჩართულები არიან გაძევებაში კონკრეტული ჯგუფის წევრობის გამო. [21]
სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილება ასევე შეზღუდულია იმ ვალდებულებით, რომ მხედველობაში მიიღოს ის სამართლებრივი კონტექსტი, რომელშიც ეს უფლებამოსილება ხორციელდება.[22] მოცემულ საქმეში, ეთნიკურობა და ეროვნული წარმომავლობა იყო რუსეთის ხელისუფლების ქმედებების განმაპირობებელი ფაქტორები მათ მიერ ქართველების დაკავების, მათდამი მოპყრობისა და კოლექტიური გაძევებისას.
რასობივის დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და არატოლერანტულობის ზოგადი პრობლემის არსებობა რუსეთის ფედერაციაში კარგად დადასტურებულია დოკუმენტებით.[23] ცნობილია, რომ მოწყვლადი ჯგუფები (კავკასიელი ხალხის ჩათვლით) განიცდიან მძიმე დისკრიმინაციას და ექვემდებარებიან რასობრივი/ეთნიკური პროფილის განსაზღვრას, რასობრივად მიმზანმიმართულ ინსპექტირებასა და უკანონო პრაქტიკას სამართალაღმსულებელი ორგანოების მხრიდან.[24] ინსტიტუციური დისკრიმინაციის არსებობა, მიგრაციის სფეროში განსაკუთრებით მძიმედ განიხილება.[25] როგორც დაადასტურა რუსულმა არასამათვარობო ორგანიზაცია - მემორიალმა, რუსეთის ფედერაციაში „რეპრესიული მექანიზმი“ უცხოელების მიმართ შეიქმნა დიდი ხნით ადრე, რათა ანტიქართული კამპანია გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის.[26] ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში, 54-ე პარაგრაფში ასევე მითითებულია, რუსული კანონმდებლობის მიერ შექმნილ „[პირდაპირ] უცხოელების წინააღმდეგ მიმართულ რესპრესიული მექანიზმის“ არსებობაზე. რუსეთის ფედერაციის ფედერალური მიგრაციის სამსახურის დირექტორის მოადგილის განცხადება, რომ „საქართველოს მოქალაქეებისათვის [ეს] კვოტები არ იქნება უზრუნველყოფილი - არც საცხოვრებლად და არც სამუშაოსთვის“, წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას იმისა, რომ მოცემული დროისათვის ხელისუფლების წარმომადგენლები არსებულ დისკრიმინაციულ მექანიზმს იყენებდნენ ქართველების წინააღმდეგ.[27]
სასამართლო, როდესაც ადგენს მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის თანახმად კოლექტიური გაძვების დროს ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას, კვლავ იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია გაძევების წინაპიროებები (იხ. §167); მხედველობაში იღებს შერჩევის, ორგანიზებულობისა და რუსეთის ხელისუფლების საერთაშორისო დევნის კამპანიის ზოგად კონტექსტს ქართველების წინააღმდეგ (იხ. მაგალითისთვის §§63-71 და §§171-76). ასევე, აღნიშნულია, რომ მოპასუხე სახელმწიფოში, თვითნებური დაპატიმრების, დაკავებისა და გაძევების წინააღმდეგ არსებული შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებები იყო არაეფექტიანი და ხელმიუწვდომელი ქართველებისათვის (იხ. პარაგრაფები 150-58 და 188).
ქართველმა მოწმეებმა, რომელსაც სასამართლომ მოუსმინა, დაადასტურეს, რომ მათი უფლების დარღვევის მიზეზი, განსხვავებით სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან, მოცემულ დროს, იყო მათი ეთნიკურობა. მოწმეებმა გაიხსენეს, რომ მათ მიაყენეს შეურცხყოფა, დაიემუქრნენ და უთხრეს: „შენ უნდა დატოვო რუსეთი, აქ შენთვის ადგილი არ არის“ და „შენ იქნები დეპორტირებული იმიტომ, რომ ქართველი ხარ“,[28] „ბედნიერი იყავი, რომ ჯერკიდევ ცოცხალი ხარ“ (იხ. §46, და Annex, § 6). არსებობდა გადაჭარბებული საზოგადოებრივი აღქმა იმისა, რომ გაძევების კამპანია მიმართული იყო პირდაპირ ეთნიკურად ქართველებისკენ. საქმეში ჯ.ვ., რომელიც მოპასუხე სახელმწიფომ ეროვნულ დონეზე გასაჩივრების წარმატებულ მაგალითად მოიყვანა, მომჩივანი დავობდა, რომ იგი არ უნდა გაძევებულიყო, რადგან, სხვა მიზეზების გარდა, იგი არ იყო ეთნიკურად ქართველი მიუხედავად მისი საქართველოს მოქალაქეობისა.[29]
დისკრიმინაციის პოლიტიკა დასტურდება ასევე სხვადასხვა მითითებით და ინსტრუქციით (მაგალითად გაძევების ბრძანება სპეციალურად საქართველოს მოქალაქეებისთვის, სკოლებში გაგზავნილი წერილები, რომლებიც ითხოვდნენ ინფორმაციას ქართველი ბავშვებისა და მათი მშობლების შესახებ (იხ.§§31, 36, §§140-44), რომლებიც გამოცემული იყო ხელისუფლების ორგანოების მიერ, დროის მოკლე პერიოდში რესპოდენტი სახელმწიფოს სხვადასხვა რეგიონში. გაძევებული პირები ექვემდებარებოდნენ ეთნიკური პროფილის განსაზღვრას, ისინი გაჩხრიკეს, გააჩეერეს და დააკავეს ქუჩებში, სამსახურებში, სახლებში, სკოლებსა და ეკლესიის გარეთ; უპირველეს ყოვლისა, მათი გარეგნობის/აღქმის, როგორც გარკვეული ეთნიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების გარეშე, რომელსაც თან სდევდა მათი ქართული ეროვნების ფორმალური მტკიცება. (იხ. შედარებისთვის, Timishev, ციტირებულია ზემოთ, სადაც ჩეჩენი წარმოშობის მომჩივანს მისი ეთნიკური წარმომავლბის საფუძველზე შეეზღუდა გადაადგილების თავისუფლება მაშინ, როდესაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში არსებული ჩანაწერი არანაირ პრობლემას არ ქმნიდა).
რთული იქნებოდა, ქართველების წინააღმდეგ მიმართული ყველა დისკრიმინაციული ასპექტის აღწერა, რითაც მთელი გადაწყვეტილება გაჟღენთილია, მისი გავრცელების ფარგლებისა და მაშტაბის გამო. უფრო მეტად აშკარაა, რომ ქართველების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა მათი ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობის გამო. თუმცა, განსხვავებული მოპყრობის აკრძალვა, რომელიც ექსკლუზიურად ეფუძნება, ან გადამწყვეტი ხარისხი აქვს პირის ეთნიკურ წარმომავლობას, შეუძლებელია გამართლებული იყოს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტითაც კი (იხ. mutatis mutandis, Timishev, ციტირებულია ზემოთ, § 58, და D.H. and others v. the Czech Republic [GC] N57325/00, § 176, 13 ნოემბერი 2007).
2006 წლის ოქტომბერსა და 2007 წლის იანვარში ქართველების დაპატიმრების, დაკავებისა და გაძევების კოორდინირებულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გარემოებები სასამართლოს ადგენინებს, რომ ადმინისტრაციული პრაქტიკით დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლთან კავშირში და მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პარაგრაფები; რადგანაც ქართველები, როგორც სამიზნე ჯგუფი განზრახ ამოიღეს რუსეთის სამართლებრივი დაცვის სიტემიდან და ისინი რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ განსხვავებით სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლებიც იმ დროისათვის იგივე სიტუაციაში იმყოფებოდნენ.
III. კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, განიხილება ცალკე ქართველების მიერ განცდილი დისკრიმინაციული მოპყრობის სერიოზულობის გამო
მოცემულ საქმეში, სასამართლოს ასევე უნდა განეხილა მომჩივანი სახელმწიფოს ბრალდებები ქართველთა დაპატიმრების, დაკავებისა და გაძევების დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშრებით კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად; რადგანაც, დისკრიმინაციის ზოგიერთი გარემოება შეიძლება ისეთი სერიოზული იყოს, რომ წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას მე-3 მუხლის მნიშვნელობით. აღმოსავლეთ აფრიკელი აზიელების საქმეში კომისიამ გამოთქვა აზრი, რომ „განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას და ადამიანთა ჯგუფის საჯაროდ გამოყოფა, რასობრივი ნიშნით მათდამი არასათანადო მოპყრობისთვის შესაძლებელია გარკვეულ გარამოებებში წარმოადგენდეს ადამიანის ღირსების შეურაცხყოფის სპეციალურ ფორმას; მიუხედავად ამისა, ადამიანთა ჯგუფის მიმართ რასობრივი ნიშნით განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა ზოგიერთ გარემოებაში წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას მაშინ, როდესაც განსხვავებული მოპყრობა სხვა ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, როგორიც არის ენობრივი ჯგუფი, არ წარმოშობს ასეთ საკითხს“ (იხ.East African Asians v. the United Kingdom, N4403/70-4419/70, 4422/70, 4423/70, 4434/70, 4443/70, 4476/70-4478/70, 4486/70, 4501/70 and 4526/70-4530/70 (გაერთიანებული), 1970 წლის 14 დეკემბრის კომისიის განჩინება, განჩინებები და ანგარიშები (DR), p. 62).
სასამართლომ/კომისიამ თავის პრაქტიკაში ეთნიკური/რასობრივი ფაქტორი განიხილა მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მე-3 მუხლის არსიდან გამომდინარე „სახელმწიფოს დისკრეცია იმიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით არ არის თავისუფალი ხასიათის; სახელმწიფოებმა არ უნდა დანერგონ წმინდა რასისტული ხასიათის პოლიტიკა, როგორიც არის გარკვეული კანის ფერის მქონე ნებისმიერი პირის შესვლა სახელმწიფოს ტერიტორიაზე“ (იხ. Abdulaziz, Cabales, and Balkandali v. the United Kingdom, N9214/80, 9473/81 და 9474/81, §84, 28 მაისი 1985). უფრო მეტიც, სახელმწიფოს მოპყრობა გარკვეული ჯგუფის მიმართ იმ მიზეზით, რომ ისინი მიეკუთვნებიან კონკრეტულ საზოგადოებას, დადგენილია, რომ წარმოადგენს ეთნიკური წარმოშობის, რასობრივი ან რელიგიური მოტივით დისკრიმინაციას (იხ.Cyprus v. Turkey [GC], N 25781/94, §309, ECHR 2001-IV). არასათანადო მოპყრობით გამოწვეული ხანგრძლივი სავალალო ცხოვრების პირობები მიიჩნევა ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევად, ამცირებს ადამიანის ღირსებას და წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას (იხ.Moldovan and Others v. Romania (2), N41138/98 და 64320/01, §§ 110-11, 30 ნოემბერი 2005). უფრო მეტიც, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოშა ბავშვების სეგრეგაცია მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო სასამართლოს აზრით, დისკრიმინაციის უარყოფილი პრეზუმფციის ისეთი ტიპია, რომელიც თავად წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას (იხ.Horvath and Vadászi v. Hungary (dec.), N 2351/06, 9 ნოემბერი 2010). სტანდარტი გამოყენებული იყო აღმოსავლეთ აფრიკელი აზიელების საქმეში და ახლახან დადასტურდა საქმეში - Abdu v. Bulgaria, N 26827/08, § 38, 11 მარტი 2014.
მოცემულ საქმეში სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭებინა რესპოდენტ სახელმწიფოში ქართველების წინააღმდეგ გამოყენებული ადმინისტრაციული პრაქტიკისათვის, დისკრიმინაციის მე-3 მუხლის თვალთახედვით. სასამართლომ სხვა ფაქტორებს შორის დაადგინა, დაშინების კლიმატის არსებობა იმ დროისათვის (იხ. §154) და ფსიქოლოგიური ფაქტორები (იხ. §156), როგორც გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენდა ქართველების შესაძლებლობაზე, ამოეწურათ შიდასამართლებრივი დაცვის საშულებები რესპოდენტ სახელმწიფოში. აღსანიშნავია, რომ დაპატიმრებული ქართველები ისეთი ზეწოლას განიცდიდნენ, რომ კიდევ დიდი ხნით მოუწევდათ პატიმრობა და ისე ძლიერად სურდათ საქართველოში დაბრუნება, რომ „აბსოლუტურად ყველაფერზე“ მოაწერდნენ ხელს (იხ. §48).
სასამართლოს ყურადღებით უნდა განეხილა ის მტკიცებულება, რომ ქართველების დაპატიმრება, მათი მოთავსება დაკავების ცენტრებში, ნებაყოფლობითი დაბრუნების უარყოფა და მათი შემდგომი გაძევება, შევიწროება და დამცირება ტრანსპორტირების დროს რესპოდენტი სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა იყო. ბევრი ქართველი იძულებული იყო გაევლო ეს მთლიანი ციკლი. მოწმეთა მტკიცებულებები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები ერთხმად მიუთითებდნენ, რომ დაპატიმრებული პირები სავალალო პირობებში იმყოფებობდნენ, რომელიც აღემატებოდა რესპოდენტი სახელმწიფოს დაკავების პირობების უკვე ცნობილ სიტუაციას. თავის ჩვენებაში მოწმე N1 აღწერდა მოპყრობას დაკავების დაწესებულებაში და აცხადებდა: „როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ გვინდოდა წყალი, ან ჩვენ გვინდოდა დალევა, გვეუბნებოდნენ, რომ „წყალი არის საპირფარეშოში, იქედან შეგიძლიათ დალიოთ ... მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა დაემცირებინათ ჩვენი ღირსება“.[30]
პოლიციელები და მოსამართლეები სიტემატურად აყენებდენ შეურაცხყოფას ქართველებს მათი წარმომავლობის გამო. მაგალითად, პირველი მოწმე იხსენებდა მისდამი მოპყრობას სასამართლოში: „მიუხედავად იმისა, რომ მე მზად ვიყავი საქართველოში ჩემი ხარჯებით და ჩემი ძალისხმევით დავბრუნებულიყავი, მათ უარი მითხრეს; შენ დაბრუნდები საქართველოში, როგორც პატიმარი, დაკავებული. და თუ ამასთან დაკავშრებით რაიმე პრობლემა გაქვს პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართე“;[31]მე-7 მოწმემ განაცხადა: „ჩვენ სულ გვეუბნებოდნენ „არაფერი თქვათ, არაფერი გააკეთოთ, თქვენ ქართველები ხართ“.[32] ისინი, ვინც მოსკოვის აეროპორტებში ელოდებოდნენ დეპორტაციას, საჯაროდ დაამცირეს და გაატარეს კორიდორში, რომელიც შედგებოდა სპეციალური მიზნების პოლიციის ოფიცრებისგან (OMON), რომლებსაც ხელები ზურგსუკან ჰქონდათ (იხ. §57). მესამე მოწმემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ისინი მივიდნენ დომოდეოვოს აეროპორტში „... კორიდორი ... უკვე გაეკეთებინათ ოფიცრებს. ჩვენ ხელები თავზე უნდა დაგვედო და უნდა გაგვერბინა, ვინც არ დარბოდა, ვინც ნელა დადიოდა, მათ ოფიცრები პირდაპირ ურტყამდნენ და სწრაფად სიარულს აიძულებდნენ“.[33]
სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები, ოფიცრებისა და მოსამართლეების მიდგომა წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას მომჩივნის იმ საჩივრების განხილვისას, რომელიც კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად დისკრიმინაციას შეეხება (იხ. Moldovan v. Romania (2), ციტირებულია ზემოთ, §§110-11). სხვა რა შეიძლება იყოს საჯარო მოხელეთა ზემოთ აღწერილი ქმედებები, თუ არა დისკრიმინაცია, რომელიც წარმოადგენდა დამამცირებელ მოპრობას კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად.
შესაბამისად, ქართველები მთელი პროცესის განმავლობაში, დაწყებული უკანონოდ ეთნიკური პროფილის განსაზღვრით, დამთავრებული გაძევებით, დაექვემდებარნენ უპატივცემულობას მათი ინდივიდუალურობის გამო; მეთოდებმა, რომელიც გამოიყენეს ქართელების მიმართ, გამოიწვია მათი სერიოზული ფსიქიკური ტანჯვა, დაამცირა მათი ღირსება და წარმოშვა მათში ისეთი გრძნობები, რომელმაც გამოიწვია შეურაცხყოფა და დამცირება (იხ. საპირისპიროდ, Sejdić and Finci v. Bosnia and Herzegovina, ციტირებულია ზემოთ, §58). სწორედ ამიტომ, სტრასბურგში მოწმეთა დაკითხვისას, მსხვერპლთა მიერ განცდილი ტრავმა, კვლავაც, მოვლენებიდან 5 წლის გასვლის შემდეგაც, აშკარაა.
უდავოა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება მე-3 მუხლის თანახმად გულისხმობს არამარტო გარკვეული უკანონო ქმედების აკრძალვას, არამედ - გამოძიებასაც, რასისტულ მიდგომასა და ძალადობრივ ქმედებას შორის სავარაუდო კავშირის არსებობისას, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დასკვნა უარყოფითია (იხ. Abdu v. Bulgaria, ციტირებულია ზემოთ, და B.S. v. Spain, no 47159/08, §§ 58-60, 24 ივლისი 2012).[34] რესპოდენტ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება სპეციფიკურ ბრალდებებთან დაკავშირებით. ერთადერთი გამოძიება, რომელიც შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა ჩაატარეს, შეეხებოდა სხვადასხვა სკოლაში გაგზავნილ შეკითხვებს ქართველი მოსწავლეების გამოსავლენად და ეს გამოძიება იყო ილუზიური, სრულიად პირობითი, სასჯელების გამო (იხ. §§37 და 145). ეს, სხვა ფაქტორებს შორის, სასამართლოს უფლებას აძლევს დაასკვნას, რომ „რესპოდენტი მთავრობის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ... რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების, როგორც „ოფიციალური ტოლერანტობის“ ბრალდებების უარყოფა არ შეუძლია (იხ. §146)”. სიტუაცია მძიმდება იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ეთნიკური, რელიგიური და ეროვნული უმცირესობების წევრების წინააღმდეგ სიძულვილის დანაშაულის დაუსჯელობა განსაკუთრებით მძიმე პრობლემას წარმოადგენს რესპოდენტ სახელმწიფოში.[35]
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების მხედველობაში მიღებით, აშკარაა, რომ იმ დროისათვის ქართველები გახდნენ რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ისინი საჯაროდ, გამიზნულად ამოარჩიეს განსხვავებული მოპყრობისთვის, რამაც გამოიწვია მათი შეურაცხყოფა და დამცირება, რაც დამამცირებელი მოპყრობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისთვის.
IV. კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა გაძევების პირობების საფუძველზე
წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია ნებიმიერ სიტუაციაში. არადამიანური მოპყრობა გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომელიც გამიზნულად იწვევს გონებრივ და ფსიქიკურ ტანჯვას. მე-3 მუხლის დარღვევის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული პირობების კუმულაციური ეფექტი და სპეციფიკური ბრალდებები (იხ. mutatis mutandis, Idalov, [GC], N 5826/03, § 94, 22 მაისი 2012).
სასამართლო არ შეხებია განაცხადს გაძევების დროს ტრანსპორტის პიროებების შესახებ; თუმცა, მან დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა იმ საქმეებში, რომლებშიც ჩვეულებრივი პატიმრებისთვის ცუდი სატრანსპორტო პირობები იყო (იხ. სხვა წყაროებს შორის Khudoyorov v. Russia, N 6847/02, §§ 116-20, ECHR 2005‑X, დაYakovenko v. Ukraine (N 15825/06, § 113, 25 ოქტომბერი 2007). საქმეში Pantea v. Romania (N 33343/96, §§ 186-87, 3 სექტემბერი 2003), სასამართლომ დაადგნა, რომ სატრანსპორტო პირობებმა შესაძლოა დამოუკიდებლად შეადგინოს ან დაამძიმოს საკითხი და სხვა ასპექტებთან კომბინირებისას შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. სასამართლომ უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, როგორც ამას იგი აკეთებს, რათა განავითაროს თავისი სასამართლო პრაქტიკა გაძევების პროცედურის დროს სატრანსპორტო პირობებთან დაკავშირებით მე-3 მუხლის მხედველობაში მიღებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ არსებობს დეტალური რეგულაციები საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა დოკუმენტებში, უცხოელთა გაძვების მეთოდებთან დაკავშირებით. ასეთი შემთხვევები რეგულირდება იმ ზოგადი დებულებებით, რომლებიც სახელმწიფო ვალდებულებებისგან გამომდონარეობს.[36]
წამების წინააღმდეგ ევროპულმა კომიტეტმა (CPT) განავითარა სპეციალური სახელმძღვანელო წესები საჰაერო დეპორტაციის პროცედურასთან დაკავშირებით. პროცესის ევროპულ სტანდართებთან შესაბამისაობის შეფასებისას კომიტეტი მონიტორინგს უწევს მთლიან პერიოდს დაკავებიდან დეპორტაციამდე, რადგანაც „დეპორტაციის საჰაერო ოპერაციები არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აშკარა რისკს შეიცავს. ეს რისკი არსებობს ორივე შემთხვევაში დეპორტაციისათვის მომზადებისას და უშუალოდ ფრენის განმავლობაში“.[37] ასევე, საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება გაძევების დროს უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვასთან დაკავშირებით.[38] უფრო მეტიც, მინისტრთა კომიტეტმა თავის სამოქმედო წესებში იძულებით უკან დაბრუნებათან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია უცხოელს „შეეძლოს ფრენა“ განსაკუთრებით საჰაერო გადაყვანის შემთხვევებში.[39]
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დეპორტაცია დეპორტირებულთა უფლებებისა და ღირსების დარღვევის გარეშე; განსაკუთრებით, მაშინ თუ დეპორტაციისას ისეთი დებულებები როგორიცაა სიცოცხლის უფლების პატივისცემა და წამების, არადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა არსებითია.[40] გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა მიუთითა დეპორტაციის დროს უცხოელთა უფლებებისა და ღირსების სათანადოდ მხედველობაში მიღების მოთხოვნის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით; დაბრუნების სავალალო პრაქტიკაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ფიზიკურ უსაფრთხოებას და კვლავ აღნიშნა, რომ „მიუხედავად ადამიანთა სტატუსისა, დაბრუნება უნდა მოხდეს ჰუმანური წესით, ადამიანის უფლებებისა და ღირსების სრული პატივისცემით და გადაჭარბებული ძალის გამოყენების გარეშე.“[41]
მიგრაციის სამართლის ექსპერტებს შორის არსებობს კონსესუსი, რომ გაძევება უნდა განხორციელდეს უცხოელთა მოპყრობის შესახებ ზოგადი სტანდარტების შესაბამისად, ღირსებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების[42] სათანადოდ მხედველობაში მიღებით და გაძევება არ უნდა განხორციელდეს „ყველაფრის ფასად“.[43] „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაძევებისას უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანური პირობები, გაძევება იყოს კარგად მომზადებული და კოორდინირებული, გაძევებულებს არ უნდა მიადგეთ სხეულებრივი ზიანი და საკმარისი დრო უნდა მიეცეთ გამგზავრებისათვის მოსამზადებლად. მიღებული უნდა იყოს ადეკვატური წინასწარი ზომები, რათა გარანტირებული იყოს, რომ გაძევება დამატებით არ გამოიწვევს ზედმეტ სირთულეებს“.[44]
მოცემული საქმის გარემოებებში, სასამართლოს უნდა გამოეკვლია მთელი პერიოდი დაკავებიდან დეპორტაციამდე მე-3 მუხლის კონტექსტში, როგორც „განგრძობადი სიტუაცია“ (იხ. mutatis mutandis, სხვა წყაროებს შორის Ananyev and Others v. Russia, N42525/07 და 60800/08, § 75, 10 იანვარი 2012; Lutokhin v. Russia, N 12008/03, §§ 40-42, 8 აპრილი 2010; Seleznev v. Russia, N 15591/03, § 36,26 ივნისი 2008; და Guliyev v. Russia, N 24650/02, § 33, 19 ივნისი 2008). მოწმეთა ჩვენებებიდან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან აშკარაა, რომ მე-3 მუხლი დაირღვა დაკავების დაწესებულებებში (სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა მე-3 მუხლს იხ. §205), ასევე დაკავებულთა ტრანსპორტირებისას დაკავების ცენტრიდან აეროპორტებამდე და საჰაერო გადაყვანის პროცესში (იხ. §§ 57, 72-74, და Annex, §§ 5-13).
მე ვეთანხმები, რომ დაკავების პირობები სადავოა, მაგრამ არ არის საჭირო დადგინდეს ყველა დავის ან სადავო საკითხის უტყუარობა თუ მე-3 მუხლი დარღვეულია ნებისმიერ სერიოზულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც რესპოდენტი მთავრობა არ დავობს (იხ.§194). ასეთი მიდგომა ვერ გამოასწორებს იმ არასათანადო მოპყრობას, რაც განიცადეს გაძევებულებმა უშუალოდ დაკავების ადგილის გარეთ. როდესაც მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. mutatis mutandis,Idalov, ციტირებულია ზემოთ, § 94) არსებობს სპეციფიკური ბრალდებები, რომლებიც სცდება დაკავების პირობების დიდი ხნის ცნობილ პრობლემებს რესპოდენტ სახელმწიფოში; კონვენციის დაცვა უნდა გავრცელდეს და არ შეწყდეს დაკავების დაწესებულების გარეთაც.
ქართველთა უმრავლესობა დააპატიმრეს და დააკავეს მოსკოვსა და სანპეტერბურგში - ორი, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში და გააძევეს მოსკოვის აეროპორტებიდან. ტრანსპორტირებას დაკავების დაწესებულებიდან აეროპორტებამდე დასჭირდა გადაჭარბებულად დიდი დრო - ზოგჯერ 9-12 საათი. ეს ფაქტები არ შეიძლება უგულვებელყოფილი იყოს განსაკუთრებით იმ პირობებთან და მოპყრობასთან დაკავშირებით, რასაც გაძევებულები დაექვემდებარნენ პირველ რიგში დაკავების დაწესებულებაში და შემდგომში ავტობუსებში/მარშუტკებში. კერძოდ, ცუდი სატრანსპორტო პირობები ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლებისათვის, დეპორტირებულებზე გადაჭარბებული შეურაცხყოფის მიყენების იარაღად იქცა. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ავტობუსები, რომლებსაც ისინი გადაჰყავდათ აეროპორტში ძალიან დაბინძურებული იყო; არ იყო სუფთა ჰაერი; დეპორტირებულებს არ ჰქონდათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა; ზოგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოიყენებოდა ელექტრო შოკი; პოლიციის ოფიცრები მათ ფულს სძალავდენენ სხვადასხვა საჭიროებისთვის (იხ. Annex, §§ 7-9, 11). მაგალითად, მე-4 მოწმემ მიუთითა, რომ „მარშუტკები მოძრაობდნენ ნელა და ყოველთვის, როდესაც ჩვენ მოწევა ან საპირფარეშოთი სარგებლობა გვინდოდა უნდა გადაგვეხადა ამისთვის“.[45] ბევრმა მოწმემ აღნიშნა, რომ აეროპორტამდე ხანგრძლივი მოგზაურობისას არ შეეძლოთ ფანჯრების გაღება. სავარაუდოდ, ეს გახდა საქართველოს მოქალაქის, თენგიზ ტოგონიძის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც მწვავე ასთმით იტანჯებოდა. იგი დააკავეს სანპეტერბურგის უცხოელთა დაკავების ცენტრში და გარდაიცვალა ტრანსპორტირებისას, მას მერე, რაც მოსკოვის აეროპორტამდე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ავტობუსი დატოვა(იხ. §72). სხვა ორი ქართველი დაიღუპა დაკავების ცენტრებში სამედიცინო დახმარების არ აღმოჩენის გამო.
ასევე, სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭებინა იმ ფაქტისთვის, რომ მოწმის ჩვენების თანახმად, 3-5-მდე OMON-ის ოფიცერი იყო ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, ავტობუსსა თუ მარშუტკაში (იხ. Annex, §§ 5, 7, 8, 11). რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, OMON-ი გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, რომელიც უსაფრთხოებას შეეხება, მასობრივი არეულობის ჩათვლით. მისი ოფიცრები გადიან სპეციალურ ტრენინგებს და ჩვეულებრივ პოლიცილებთან შედარებით უფრო მძიმედ არიან შეიარაღებულნი. ამ ოფიცრების ყოფნა ავტობუსებში/მარშუტკებში, გაძევებულებისათვის ემოციურ/ფსიქოლოგიური საფრთხის დამატებით ფაქტორს წარმოადგენდა და აშკარად არ გამომდინარეობდა აუცილებელი გარემოებებისგან. მოწმეთა ჩვენებები ასევე მიუთითებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება გაძევებულებს როგორც დამნაშავეებს ისე ეპყრობოდა. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ გაძევების პროცედურებს, რომლის თანახმად, გამძევებელმა სახელმწიფომ უნდა „უზრუნველყოს ის, რომ გაძევებული პირები არ იყვნენ მიჩნეული დამნაშავეებად“.[46]
სასამართლოს ასევე უნდა გამოეკვლია საქართველოს მოქალაქეთა პირობები გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავში (IL 76), რომელიც გამოიყენეს 150 მგზავრის დეპორტაციისათვის 2006 წლის 6 ოქტომბერს. მოწმეები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთნაირად აღწერდნენ იმ შედეგს, რომ სატვირთო თვითმფრინავის ფრენის პირობები განსაკუთრებით საგანგაშო იყო (იხ.§§§57, 72, 74). მე-5 მოწმე ფრენის პირობებს შემდეგნაირად აღწერდა: „ჩვენ სარდინივით მოგვეპყრნენ, ვერ წარმოვიდგენდი ამდენი ადამიანი თუ დაეტეოდა ერთ თვითმფრინავში ... არ მჯეროდა სახლში ცოცხალი რომ დავბრუნდი და მე ვფიქრობ, რომ ამას ყველა გრძნობდა“.[47] სატვირთო თვითმმფრინავის აუტანელი პირობები ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ შეაფასა თავისი ანგარიშის 57-ე პარაგრაფში შემდეგი ტერმინებით „[სატვირთო თვითმმფრინავით ტრანსპორტირება] განხორციელდა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ნორმების დარღვევით, რადგან ტრანსპორტირება, როგორც ასეთი, მგზავრების სიცოცხლისთვის სახიფათოა“. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება გაძევებისთვის აირჩიონ ტრანსპორტის საშულება, მათ აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ ადეკვატური პირობები, რათა დეპორტირებულთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება დაცული იყოს.
გამომდინარე მე-3 მუხლის აბსოლუტური ბუნებიდან, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს იცავს მისი მოთხოვნები დაცული უნდა იყოს გაძევების ყველა ფაზაში. ზემოთ აღნიშნული ფაქტორების მხედველობაში მიღებით, წარმოიშობა შეკითხვა, შეეძლო თუ არა სასამართლოს, განეხილა მე-3 მუხლი ექსკლუზიურად დაკავების პირობებთან დაკავშირებით, „განგრძობადი სიტუაციის“ შეფასების გარეშე, სატრანსპორტო პირობებისა და ქართველთა გაძევების ჩათვლით; განსაკუთრებით, იმ მოწყვლადი სიტუაციის მხედველობაში მიღებით, რომლებშიც ეს პირები იმყოფებოდნენ.
მოცემული საქმის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ გაძევების პირობები, რომლებსაც ქართველებზე უდავო ზეგავლენა ჰქონდა, განხილული უნდა იყოს, როგორც არასათანადო და დამაცირებელი მოპყრობა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით. ასევე, დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან კავშირში გაძევების პირობებთან დაკავშირებით.
V. კონვენციის მე-7 ოქმის პირველი მუხლის დარღვევა
მოცემულმა საქმემ აჩვენა, რომ შეიძლება არსებობდეს სიტუაცია, სადაც უცხოელები არ არიან „კანონიერი მობინადრენი“ მე-7 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის ან კიდევ, საკანონმდებლო, სტრუქტურული და მიმღებ სახელმწიფოში არსებული სხვა პრობლემების გამო. ასეთ გარემოებებში, ეს პირები მიჩნეულ უნდა იქნენ de facto კანონიერი მობინადრე უცხოელები და მაშასადამე, სრულად უნდა ისარგებლონ მე-7 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის გარანტიებით[48] ბოლო წლებში, ევროპაში, მიგრაციის არეალში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებეზე დაფუძნებული რეგულაციების მიდგომა და ევროპულ და საერთაშორისო სამართალში პროცედურული (მინიმალური) გარანტიების პრინციპის გავრცელება „უკანონო“ უხცოელებზეც.[49]
მე ვეთანხმები იმას, რომ სახელმწიფოებს აქვთ სუვერენული უფლება, განსაზღვრონ თავიანთი საიმიგრაციო პოლიტიკა (იხ. განჩინების 177-ე პარაგრაფი); სუვერენიტეტი არ წარმოადგენს ნეგატიურ კონცეფციას, რომლითაც სახელმწიფოები ზღუდავენ თავიანთ თავს საერთაშორისო განხილვისა და ჩართულობის წინააღმდეგ; არამედ, იგი პოზიტიურია და გულისხმობს პასუხიმგებლობას ყველას დაცვასა და კეთილდღეობაზე, ვინც მათ იურისდიქციაშია.[50] მიგრაციის კონტროლის თანამედროვე გამოწვევების და კონვენციით დადგენილი სტანდარტების მიღებით, პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების იმპლემენტაცია, რომელიც თავისი ბუნებით არ არის შეუზღუდავი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მან შეიძლება გამოიწვიოს კონვენციისა და ზოგადი საერთაშორისო სამართლის დარღვევა (იხ. სხვა წყაროებს შორის Chahal v. the United Kingdom [GC], N22414/93, § 73, 15 ნოემბერი1996, და Ahmed v. Austria N 25964/94, § 38, 17 დეკემბერი1996). ეს უფლებამოსილება ისე უნდა იყოს გამოყენებული, რომ არ დაარღვიოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და ინდივიდი უნდა გააძევონ „კანონის თანახმად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“ და იგი უნდა ექვემდებარებოდეს გარკვეულ პროცედურულ გარანტიებს (იხ. Nolan and K. v. Russia, N 2512/04, § 114, 12 თებერვალი 2009).
სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გაძევების“ კონცეფცია მე-7 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, რომელიც უზრუნველყოფს ხელმომწერ სახელმწიფოში კანონიერი მობინადრეების დაცვას, არის დამოუკიდებელი კონცეფცია. სასამართლომ გამოავლინა მოქნილობა, როდესაც მე-7 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი გამოიყენა მომჩივანის ოფიციალური სამართლებრივი სტატუსის არ არსებობის მიუხედავად (იხ. მაგალისთისთვის Nolan and K., ციტირებულია ზემოთ, § 111).
მოცემულ საქმეში, უმრავლესობამ მიიჩნია, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-7 ოქმის პირველი მუხლი, რადგანაც ყველა ქართველი, რომელიც დაპატიმრებული და გაძევებული იყო რესპოდენტი სახელმწიფოდან უკანონო მობინადრე იყო (იხ. §§229 და 231). მე ვერ დავეთანხმები ამ დასკვნას, რადგან იგი არ დასტურდება ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით და ეწინააღმდეგება თავად სასამართლოს დასკვნას, რომელიც 42-ე პარაგრაფშია და განმარტებული იქნება ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გაძევებული ნამდვილად უკანონოდ იმყოფებდა რესპოდენტ სახელმწიფოში, ამ გარემოებებში სასამართლომ არ უნდა მიმართოს ასეთ აბსოლუტურ მტკიცებას. ამ მსჯელობას საფუძველი აქვს ასევე რესპოდენტი სახელწიფოს პოზიციაში, რომელიც არ უარყოფს იმას, რომ არსებობდა გამონაკლისები, როდესაც კანონიერად მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც გააძევეს (იხ. §227). რესპოდენტ სახელმწიფოში კანონიერად მყოფი ქართველების გაძევება დადასტურდა საერთაშორისო სამთავრობათშორისი და არასამთავრობო ორგანიზაცეიბის მიერაც (იხ. §§65 და172).
უფრო მეტიც, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოთაშორისი საჩივრების სპეციფიკურობის გამო, სასამართლოს არც მოეთხოვებოდა და ტექნიკურადაც არ შეეძლო ყოველი და ყველა დეპორტირებულის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა (იხილე, §128). სასამართლო სირთულეს წააწყდა იმ შვიდი მოწმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისასაც, რომლებმაც მოწმეთა მოსმენისას მისცეს ჩვენება და რომელთაც აღნიშნეს, რომ „მათი სამართლებრივი მდგომარეობა რუსეთის ფედერაციაში ხშირ შემთხვევაში დამაბნეველი იყო“. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს მოქალაქეების „უმრავლესობა“ (თუმცა არა ყველა), რომელთაც მისცეს ჩვენება მოწმეთა მოსმენისას, ფორმალურად იყო უკანონო მაცხოვრებელი რუსეთის ფედერაციაში (იხილე, §42). ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით და გამოძევებულთა სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული მთავარი ასპექტებისა და მიზეზების სრულყოფილი ანალიზის გარეშე, ზოგადი დასკვნა მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქართველთა ყოფნის უკანონობის შესახებ არ იყო ზუსტი.
რუსეთის მიგრაციის კანონმდებლობამ და პრაქტიკამ შეუძლებელი გახადა მიგრანტების უმრავლესობისათვის „დაეკანონებინათ“ მათი ყოფნა მოპასუხე სახელმწიფოში. ხსენებულმა პრობლემამ გავლენა იქონია, ასევე, გაძევებული ქართველების სტატუსზე. სასამართლო აღნიშნავს საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რუსეთის მიგრაციის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებას, როგორც „კომპლექსური“ და მიგრანტებისათვის სახიფათო მდგომარეობის შემქმნელი (იხილე, §76). მაშინ, როცა „კომპლექსურობა“ არის საერთო მახასიათებელი ისეთი ვრცელი და რთული სფეროსათვის, როგორიც მიგრაციის პოლიტიკაა, მოცემულ საქმეში, კორუფციით, დისკრიმინაციით, ქსენოფობიით, არასწორი მართვითა და თვითნებობით გამოწვეული სტრუქტურული პრობლემები წარმოადგენს ხსენებული „კომპლექსურობის“ მთავარ ბირთვს და ზრდის მიგრანტების მოწყვლადობას, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები.
ბინადართა რეგისტრაციის სისტემის რეფორმა, როგორც მიგრაციის ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, იყო რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს შორის, რომელიც წარმოიშვა ევროპის საბჭოსთან მიერთებით და შემდგომში სახელმწიფო არაერთხელ გაფრთხილდა ხსენებული ვალდებულების შესახებ (იხილე, Bolat v. Russia, № 14139/03, § 50, 2006 წლის 5 ოქტომბერი)[51]. Propiska-ს სახელით ცნობილი რეგისტრაციის შიდა სისტემა არის პრობლემების ერთ-ერთი წყარო. დამატებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის (რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის უფლებამონაცვლე) მოქალაქეთა დიდი რაოდენობა მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე პერმანენტულად ცხოვრობდნენ რუსეთში, მიჩნეული იქნენ, როგორც არარეგულარული მიგრანტები, 2002 წელს შემდეგი ფედერალური კანონების ძალაში შესვლის შემდეგ: 1) მოქალაქეობის შესახებ და 2) უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ ფედერალური კანონები. სისტემური პრობლემები, რომელიც უკავშირდება გადაჭარბებულ ბიუროკრატიას რეგისტრაციისა და სამუშაო ნებართვის მიღებისას, რეგულარული სამუშაო ინსპექციებისას, თვითნებური უარყოფისას ან პოლიციის მიერ დაწესებული დამატებითი უკანონო მოთხოვნებისას და ასევე, რომელიც ეხება ბინადრობის რეგისტრაციის გამოყენებას, როგორც ცალკეული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ დისკრიმინაციის საშუალებას და გამოძალვის მექანიზმის არსებობას, გაჟღერებული იქნა ბევრი საერთაშორისო ორგანოს მიერ.[52] PACE-ს ანგარიშის (§54) დასკვნით, ეჭვს მიღმაა, რომ განსახილველ დროს დარღვევები რუსეთში მცხოვრები ბევრი ქართველის სამართლებრივ სტატუსში გამოწვეული იყო „რუსეთის იმიგრაციის პოლიტიკის სტრუქტურული პრობლემით.“
იმიგრაციის პროცესის კომპლექსურობა და მიგრაციის ფედერალურ სამსახურთან - ორგანო, რომელსაც ოფიციალურად ევალება რეგისტრაციის საკითხების განხილვა - კომუნიკაციის სირთულე იყო იმგვარი, რომ მიგრანტებს, მათ შორის ქართველებს, მუდმივად შეჰქონდათ განაცხადი დახმარების შესახებ სხვადასხვა კერძო სააგენტოებში, რომლებიც ფართოდ მოქმედებდნენ მოპასუხე სახელმწიფოში, მათგან ზოგიერთი - უკანონოდ (იხილე §42)[53]. რუსეთის სახელისუფლებო ორგანოებს არ შეეძლოთ წარმოედგინათ ამგვარი კომპანიების პასუხისმგებლობის დადგენის მაგალითი მათი უკანონო ქმედებების გამო (იხილე §44). ამგვარ პირობებში, ნათელია, რომ ქართველებს, რომლებიც კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მათი რეგისტრაცია განხორციელდებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არასოდეს დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ ხსენებული სააგენტოების მიერ მიწოდებული მომსახურების კანონიერება (იხილე, mutatis mutandis, Lelas v. Croatia, № 55555/08, § 74, 2010 წლის მაისი) მაშინ, როცა მათი რეგისტრაციის დოკუმენტები არ ქმინდა რაიმე სახის სერიოზულ პრობლემას წლების მანძილზე (გარკვეული თანხის გადახდა - იხილე, §42, რაც ფაქტობრივად წარმოადგენდა ქრთამს, არ იყო დოკუმენტების სიყალბის მაჩვენებელი).
ნაკლოვანებების სხვადასხვა ასპექტი, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიგრაციის კანონმდებლობასა და პრაქტიკას, როგორიცაა რეგისტრაციის მინიჭებისა და გახანგრძლივებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა (იხილე, Bolat v. Russia, ზემოთ მითითებული), ყოფილი USSR-ის მოქალაქეთა სტატუსთან დაკავშირებული პრობლემები (იხილე, Tatishvili v. Russia, № 1509/02, 2007 წლის 22 თებერვალი), ვიზების თვითნებური გაუქმების პრაქტიკა (იხილე, Nolan and K. v. Russia, ზემოთ მითითებული) და შიდა პროცედურების დისკრიმინაციული გამოყენება (იხილე, Timishev, ზემოთ მითითებული), განიხილა სასამართლომ და კონვენციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია.
საშუალებამ, რომლის გამოყენებითაც განსახილველ დროს განხორციელდა გაძევების პროცედურა ქართველების წინააღმდეგ, შეუძლებელი გახადა ყოველი იმ ინდივიდუალური საქმის გონივრული და ობიექტური შეფასება, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას (იხილე, §§175 და 178). ხსენებული ფაქტი, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოების მიერ მითითებული საქმეების განხილვა გამორიცხავდა დეპორტირებულთა ინდივიდუალური სტატუსის განსაზღვრას (განსაკუთრებით, რელევანტური მონაცემთა ბაზის არარსებობის პირობებში), მათ შორის იმას, საქმე ეხებოდა USSR-ის ყოფილ მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს თუ ლტოლვილებს; ასევე, ვიზა ან/და რეგისტრაციის დოკუმენტები ნამდვილად ყალბდებოდა თუ არა, იმდენად ხშირად, როგორც სახელისუფლებო ორგანოები ამტკიცებდნენ დოკუმენტების მხოლოდ ვიზუალური შემოწმების საფუძველზე (ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია სამართალდამცავების მიერ ვიზისა და სარეგისტრაციო ბარათის შემცველი პასპორტის განადგურების შემთხვევების შესახებ). ფაქტობრივად, საქმის მასალაში მითითებული მსხვერპლებიდან ბევრი არის ლტოლვილი აფხაზეთიდან (საქართველო). საყოველთაოდაა ცნობილი, რომ აფხაზეთის ყოფილ მაცხოვრებლებზე, რომლებიც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წავიდნენ რუსეთში, დიდწილად გავრცელდა დევნის კამპანია.[54] ნათელია მანანა ჯაბელიას საქმე - ქართველი ლტოლვილი, რომელიც გარდაიცვალა საპატიმრო დაწესებულებაში. იგი მოათავსეს საპატიმროში მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რომელმაც გააუქმა გაძევების ბრძანება.[55] უფრო მეტიც, მიგრაციის ფედერალური სამსახურის 2006 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული საინფორმაციო ბროშურა მიუთითებს იმ ღონისძიებებზე, რომელიც მიიღეს საქართველოს მოქალაქეთა ბინადრობის ზედამხედველობის გასაძლიერებლად, მათ შორის, „საქართველოს მოქალაქეთათვის ცალკეული დოკუმენტების გაცემის შეწყვეტა (რუსეთის მოქალაქეობის, რეგისტრაციის დოკუმენტების, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვების მიღება)“ (იხილე §31). აქედან გამომდინარეობს, რომ წინმსწრებ პერიოდში, სახელისუფლებო ორგანოებმა, სხვა ქმედებებთან ერთად, ქართველები ხელოვნურად გადააქციეს არარეგულარულ მიგრანტებად და ამდენად, შექმნეს მათი გაძევების წინაპირობები.
ქართველებიდან დიდ უმრავლესობას ჰქონდა მოქმედი ხანგრძლივი ვადის ბიზნეს ვიზა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის საკონსულო ოფისმა 2004 წელს გასცა 70,000 ბიზნეს ვიზა ქართველებზე, 2005 წელს - 90,000, ხოლო 2006 წლის პირველ ნახევარში - 75,000 (იხილე, დანართი, §24) მაშინ, როცა ორ სახელმწიფოს შორის ბიზნეს საქმიანობა და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლა უკვე დიდი ხნის წინ იყო შეჩერებული. ცნობილია, რომ მიგრაციის სისტემა და უცხოელთა დასაქმება არა მხოლოდ ვერ გამორიცხავს არარეგულარულ იმიგრაციას, არამედ, ფაქტობრივად, ახალისებს მას[56] და სახელისუფლებო ორგანოები იღებენ სარგებელს ბიუროკრატიული პროცედურებისგან.[57] ფაქტობრივად, რუსეთში ბიზნეს ვიზის კონტექსტური ფლობა ქმნის კანონიერი ბინადრობისა და ინდივიდისათვის სამუშაოს ძიების ნებართვის ლეგიტიმურ მოლოდინს. რუსეთის სახელისუფლებო ორგანოებმა იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ, ხსენებული სიტუაციის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, ისეთი სისტემის შექმნისა და გამყარების გამო, რომელიც, ერთი მხრივ, ქართველებს აძლევდა ხანგრძლივვადიანი ბიზნეს ვიზის მიღების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა, კანონიერი გაეხადათ საკუთარი ყოფნა და მუშაობა ქვეყანაში.
სახელმწიფო პოლიტიკა და მიგრაციის სტატუსთან და უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული წესების ბუნდოვანება წარმოადგენს დეფექტური სისტემის ერთ ნაწილს, რომელიც ატარებს უმცირესობების წინააღმდეგ გამოყენების რისკს იმ შემთხვევაში, „თუ პოლიტიკური დავა წარმოიშვება რუსეთსა და მიგრანტების სამშობლოს შორის“.[58] მოცემული საქმე არის ხსენებული რისკის მატერიალიზაციის მაგალითი, რომლის ფარგლებშიც სისტემა მთლიანად მიმართული იყო ქართველების წინააღმდეგ ინტენსიური პოლიტიკური და მედია საშუალებით წაქეზების ფონზე. ხსენებული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების დიდ უმრავლესობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ, ხშირად აჩერებდნენ და ამოწმებდნენ, თუმცა არასოდეს დაქვემდებარებიან იძულებით გაძევებას (იხილე §42).
მოცემულ საქმეში იმის დადგენით, რომ არ დარღვეულა მე-7 ოქმის 1-ლი მუხლი, მოპასუხე სახელმწიფოს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ქმედებების გამო, შესაბამისად, გამორიცხავს რაიმე სახის გარანტიას, რომ რეგისტრაციის სისტემის ბოროტად გამოყენების მსგავსი პრაქტიკა, კონვენციის მე-7 ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული დაცვის გარანტიების უგულებელყოფით, არ იქნება ქრონიკული. მე-7 ოქმის 1-ლი მუხლის შეზღუდული ინტერპრეტაციის რისკი სასამართლომ აღიარა საქმეში - Nolan and K. (ზემოთ მითითებული, § 111). ამ უკანასკნელ საქმეში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაზღვრო პოლიციის მიერ ვიზის გაუქმებას „[არ შეიძლებოდა] მომჩივნისათვის წაერთმია მისი, როგორც „კანონიერი ბინადრის“ სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ „სხვაგვარად რომ ყოფილიყო, გაძევების შესახებ გადაწყვეტილება წაართმევდა მას მე-7 ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ დაცვას იმ შედეგით, რომ ხსენებულ მუხლში გათვალისწინებული გარანტიებისთვის საერთოდ აღარ დარჩებოდა მოქმედების სფერო“. უცხოელებისათვის პროცედურული დაცვის წართმევის რისკი დამატებით მძიმდება კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლის სპეციალური სფეროთი და მიგრაციასთან დაკავშირებული სარჩელების მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის გამოუყენებლობით (იხილე, მაგალითად, Maaouia v. France, № 39652/98, § 40, 2000 წლის 5 ოქტომბერი), რითაც საბოლოოდ იზღუდება კონვენციის მე-13 მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიები (იხილე, Kuric and Others v. Slovenia, ზემოთ მითითებული §§ 369-72 და Kudła v. Poland [GC], № 30210/96, § 157, ECHR 2000-XI).
მოპასუხე სახელმწიფო მანიპულირებს არსებული მიგრაციის დეფექტური კანონმდებლობითა და პრაქტიკით და არ ამჟღავნებს რაიმე სახის პოლიტიკურ სურვილს, გადაჭრას ხანგრძლივი პრობლემები; ამავე დროს, არასოდეს ყოყმანობს, გამარტივებული პროცედურებით მიანიჭოს მოქალაქეობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბინადრებს, როდესაც ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ხსენებული სიტუაციის ფონზე, სასამართლოს უნდა გაეფართოებინა მე-7 ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული დაცვა იმ უცხოელთა მიმართ, რომელთაც არ შეეძლოთ მოპასუხე სახელმწიფოში საკუთარი ყოფნის დარეგულირება მიგრაციის დეფექტური სისტემის გამო. სხვაგვარად დადგენა, იქნება ყველაზე მოწყვალდთათვის კონვენციით გათვალისწინებული ცალკეული მნიშვნელოვანი გარანტიების წართმევის ტოლფასი. დამატებით, ისიც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რომ გაძევებულთა შორის იყვნენ ქართველები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდნენ სავსებით კანონიერად და რომლებიც „უკანანო“ მიგრანტები გახდნენ ხელოვნურად, თავად სახელისუფლებო ორგანოების ქმედებებით.
ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ გაძევების გამამართლებელი არც საჯარო წესრიგის ინტერესები და არც ეროვნული უსაფრთხოების მიზეზები არსებობდა, მივიჩნევ, რომ განსახილველი პერიოდის მანძილზე მოპასუხე სახელმწიფომ დააკავა, დააპატიმრა და გააძევა ქართველები, რომლებიც კანონიერად ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და რომ ხსენებულმა ფაქტმა წარმოშვა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-7 ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევით.
მოსამართლე დედოვის განსხვავებული მოსაზრება
ვწუხვარ, რომ არ შემიძლია გავიზიარო უმრავლესობის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოცემულ საქმეში დადგინდა კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევა. ჩემი შეხედულებით, სასამართლომ დაიჭირა საკამათო მიდგომა ფაქტების დადგენისას, მტკიცებულების შეფასებისას და საკუთარი პრეცედენტული სამართლის გამოეყენებისას, რომელიც რთულად მისაღებია მომჩივანი და მოპასუხე სახელმწიფოების უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოებს შორის ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის პირობებში. ამგვარ სიტუაციაში, სასამართლომ ყურადღებით უნდა განიხილოს ყველა მასალა და მიიღოს დასაბუთებული დასკვნები, რათა თავიდან აირიდოს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის შეშფოთება. ხსენებული დავალება გაცილებით მარტივი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოთაშორის საქმეში სასამართლო მოსმენა და განხილვა ჩატარდებოდა მხოლოდ მხარეთა შორის პოლიტიკური და ემოციური დაძაბულობის შესუსტებისათვის მშვიდობიანი მოლაპარაკებების განხორციელების შემდეგ. ამგვარი ღონისძიებების გარეშე იმ საქმეთა რაციონალური ანალიზი, როგორიც მოცემული საქმეა, არასოდეს იქნება წარმატებული.
ფაქტების დადგენა
ზოგადად, ექსტრადიციის საქმეებში, არასათანადო მოპყრობის რისკის დასადგენად, საერთაშორისო ანგარიშები ძალიან გამოსადეგია. ხსენებული ანგარიშები დღემდე მიჩნეულია ინფორმაციის სანდო წყაროდ, თუ მათ გააჩნიათ ნეიტრალური ან ოფიციალური ხასიათი და შეიცავს კონკრეტულ ფაქტებს ბრალდებებისა და სუბიექტური შეფასებების გარეშე, რამაც შეიძლება შეასუსტოს სასამართლოს მიუკერძოებლობა. მოცემულ საქმეში, სასამართლომ ფაქტები დაადგინა საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა ანგარიშზე დაყრდნობით, ციტირებდა მათგან მთელ გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით, შემდეგ პარაგრაფებში: 40, 63-71, 114, 148, 172 და 173 მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე გაკეთებული ჰქონდათ საკუთარი შეფასებები და დასკვნები, თუმცა გამოხატეს იგი ბრალდებებისა და სუბიექტური შეფასებების ფორმით: „მასობრივი გაძევება“, „მასობრივი დაკავებები“, „ასე მოჩვენებითად ჩატარებული კამპანია“, „რეპრესიული ბრძანებები, რომელთა სამიზნეები ქართველები იყვნენ“, „დაკავებულებს არ აქვთ ადვოკატის უფლება“, „წარდგენის ხაზი... მაშინ, როცა არ იყვნენ წარმოდგენილნი პირები, რომელთაც გაძევების ბრძანებები ეხებოდა“, „პოლიციასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის შეთქმულება“, „ეთნიკური ნიშნით სელექციური და განზრახი დევნის კამპანია“, „კანონიერად მოპოვებული ვიზები და რეგისტრაციის საბუთები გაუქმდა, ადამიანები უკანონოდ დააპატიმრეს და გააძევეს“, „საქართველოს მოქალაქეთა ორგანიზებული დევნა“, „ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფის შევიწროება იყო მიუღებელი დისკრიმინაციის სახე“, „მართლმსაჯულების მასობრივი ჩამოშლა“, „პოლიციასა და სასამართლოებს შორის შეთქმულების მტკიცებულება“, „[ქართველები] წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც ჯგუფი სასამართლოს წინაშე“, „დაპატიმრებისა და გაძევების წინასწარგანზრახული პოლიტიკა“, „ადამიანებს უკანონოდ აპატიმრებენ და აძევებენ“, „მართლმსაჯულებაზე აშკარად უარის თქმა და პროცედურებისათვის გვერდის ავლა“, „თვითნებური და უკანონო დაპატიმრება და გაძევება“, „ბევრ ადამიანს რეალურად უარი ეთქვა გასაჩივრების უფლებაზე“, და ა.შ.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკეთეს შემთხვევების საკუთარი ზოგადი სამართლებრივი შეფასება თავიანთ ანგარიშებში რაიმე სახის დოკუმენტური მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, რომელიც დაადასტურებდა მათ დასკვნებს, ხოლო სასამართლომ მათი ეს მიდგომა მიიღო რეალური ფაქტების შემოწმების გარეშე. ჩანს, რომ სასამართლომ მიიღო მათი სამართლებრივი შეფასების შედეგები და ფაქტები დაადგინა ანგარიშების საფუძველზე (იხილე, გადაწყვეტილების შემდეგი პარაგრაფები: 136-39, 152, 153, 159, 185 და 196).
განსაკუთრებით, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის შემდეგი განცხადება: „ნებართვების მისაღებად პროცედურების კომპლექსურობა, რამაც მიგრანტები ჩააყენა დაუცველ პოზიციაში“ (იხილე, §76) გაკეთდა რუსეთის კანონის რაიმე სახით ანალიზის გარეშე და არც სასამართლო იყო იმ მდგომარეობაში, რომ გაეკეთებინა ამგვარი ანალიზი. საქართველოს მოქალაქეთა ჩვენებები გამოთქმულია მსგავსი ტერმინებით, როგორიცაა „დაჩქარებული წესით დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელები“ (იხილე, §45). სასამართლო მიჰყვა ყველა ამ განცხადებას და მოახდინა მათი ასახვა საკუთარ გადაწყვეტილებაში. უფრო მეტიც, სასამართლომ დაასკვნა, რომ ქართველმა მოწმეებმა მისცეს „წინააღმდეგობრივი ჩვენებები“, რომელიც, იმავე დროს, „შეესაბამებოდა და ემთხვეოდა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს“ (იხილე, §196).
მესმის, რომ ამგვარი ორგანიზაციები, როგორც უფლებადამცველი აქტივისტები, მოწოდებულნი არიან, გააკეთონ ყველაფერი, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და არ არიან შეზღუდულნი რაიმე საშუალებით საკუთარი მიზნების მიღწევაში. ამდენად, ამგვარი ანგარიშები შეიძლება აზვიადებდეს დარღვევების სიმძიმეს. თუმცა, თუკი სასამართლო უნდა ხელმძღვანელობდეს და შემოიფარგლოს სამართლიანი სასამართლოს უნივერსალური პრინციპებით, მაშინ მან არ უნდა დაუშვას, საკუთარი მიუკერძოებლობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ანგარიშებში მოცემული ემოციური განცხადებების გამო.
ზემოხსენებული პროცედურული ხარვეზები წარმოშობს პრობლემებს ადმინისტრაციულ პრაქტიკასა და კოლექტიურ გაძევებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საკუთარი პრეცედენტული სამართლის გამოყენების თვალსაზრისით.
ადმინისტრაციული პრაქტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა დაადგინა სასამართლომ 159-ე და 178-ე პარაგრაფებში, რთულია იმის გაგება, თუ რატომ წამოიჭრა მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული პრაქტიკის საკითხი მაშინ, როცა კოლექტიური გაძევება, სავარაუდოდ, განხორციელდა დროის მოკლე მონაკვეთის მანძილზე და გასაჩივრებულ შემთხვევებამდე, ან მას შემდეგ, არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. ვვარაუდობ, რომ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის სტატუსი, თავისთავად, არ მოიცავს ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის დადგენას.
სასამართლომ ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა დაადგინა სახელმწიფოთაშორის ორ სარჩელში, რომლებიც ძირეულად განსხვავდება მოცემული საქმისაგან. საქმეში - ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, მოვლენები ეხებოდა 1971 და 1975 წლებს შორის პერიოდს, ხოლო საქმეში - საფრანგეთი, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ნიდერლანები თურქეთის წინააღმდეგ, არსებობდა მე-6 მუხლის რეალური დარღვევა სამი წლის მანძილზე - 1980 წლიდან 1982 წლამდე. მოცემულ საქმეში, განსახილველი ქმედების ორგანიზება მოხდა ერთი ან ორი თვის ფარგლებში და არასოდეს მომხდარა მანამდე ან მას შემდეგ. განსახილველი ღონისძიების გამოყენება მოხდა არა საქართველოს ყველა მოქალაქის, არამედ მათ მიმართ, ვინც უკანონოდ იმყოფებოდა რუსეთში, ხოლო ბევრი თანამდებობის პირი დასაჯეს მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამო.
ადმინისტრაციული პრაქტიკა შედგება ძალადობრივი ქმედებების გამეორებისა და მათი ოფიციალური შემწყნარებლობისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს დარღვევა ერთი ქმედების ან ქმედებების მოკლე სერიის შედეგად, ხოლო შემდეგ - მათი განმეორება და ოფიციალური შემწყნარებლობა. მოცემულ საქმეში, სასამართლომ გადაუხვია ხსენებული მიდგომისაგან ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის დადგენით მაშინ, როცა არ განუსაზღვრავს დარღვევის თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითი დოკუმენტური მტკიცებულების საფუძველზე. მან ადმინისტრაციული პრაქტიკის კონცეფცია შეცდომით გამოიყენა კოლექტიური გაძევების მიმართ იმდენად, რამდენადაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს ქმედების კოლექტიური ბუნების არსებობა და არა იზოლირებული ქმედებების გამეორება.
რაც შეეხება ადმინისტრაციული პრაქტიკის შემწყნარებლობას, იგი არ დადასტურებულა სასამართლოს მიერ. სასამართლოს შეხედულებით, „საიდუმლო“ ინსტრუქციები ძალიან პრობლემური იყო. თუმცა უკანონო ბინადრების მოძებნის შესახებ პოლიციის ბრძანებები არ შეიძლება თავისთავად მიჩნეულიყო ძალადობრივ ქმედებებად. ამ აშკარა დაბრკოლების გადასალახად, სასამართლომ, ობიექტურობის ფასად, დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა, რაც მოიცავს არა მხოლოდ პოლიციას, არამედ ყველა სხვა სახელისუფლებო ორგანოს, მათ შორის, ზემდგომ პროკურორებსა და მოსამართლეებს. უფრო მეტიც, სასამართლომ, 159-ე პარაგრაფში, მიიღო, რომ ეს იყო „საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების კოორდინირებული პოლიტიკა“ და ხსენებული დასკვნა ემყარება სუბიექტურ შეფასებებს, რაიმე სახის ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე.
„საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქის იდენტიფიცირების შესახებ“ ინსტრუქციები და ბრძანებები შემსუბუქდა პროკურორების მიერ, რომელთა მიმართაც გაიცა ინსტრუქცია, გაეაქტიურებინათ შინაგან საქმეთა ოფიციალური პირების ქმედებების ზედამხედველობა, რათა გარანტირებული ყოფილიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის, დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება და ოფიციალური პირების დისციპლინური დასჯა (იხილე, §§37-38). ამდენად, რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების ამოცანა იყო რუსეთის უკანონო ბინადრებზე კონცენტრირება.
აქედან გამომდინარე, არ შემიძლია იმის მიღება, რომ გადაწყვეტილების 171-ე-176-ე პარაგრაფებში მოცემული სასამართლოს შეფასება არის დასაბუთებული. სასამართლო მიუთითებს „წარდგენის ხაზზე“, „შეთქმულებაზე პოლიციასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის“, „გაძევების ათასობით ბრძანებაზე“, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს; „კოორდინირებულ პოლიტიკაზე“, რაიმე სახის ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, გარდა 2006 წლის 2 ოქტომბრის ინსტრუქციის ფორმულირებისა, რომელიც გასცემდა ბრძანებას, რომ „გადაწყვეტილებები წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამათლოში“, რაც, თავის მხრივ, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სახელისუფლებო ორგანოები ვალდებულნი არიან, მიმართონ სასამართლოებს, ვინაიდან ეს უკანასკნელნი არიან უფლებამოსილნი, მიიღონ გადაწყვეტილება გაძევების შესახებ. ამდენად, ადასტურებს, რომ პროცედურა განხორციელდა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
საბოლოოდ, გადაწყვეტილების 175-ე და 178-ე პარაგრაფებში, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა „თითოეული ინდივიდის კერძო შემთხვევის მართლზომიერი და ობიექტური განხილვა“, თუმცა არ არსებობს მაჩვენებელი იმისა, რომ გადაწყვეტილებაში რაიმე ინდივიდუალური გარემოება დადგინდა სასამართლოს მიერ. ასევე, არ გაკეთებულა შეფასება იმასთან დაკავშირებით, ხსენებული გარემოებებიდან განიხილეს თუ არა რომელიმე რუსმა მოსამართლეებმა სათანადოდ და პოლიციის ოფიცრებმა. პირიქით, სასამართლო ფლობს მოპასუხე მთავრობის მიერ მიწოდებულ ქართველი მოწმეების გაძევების მასალებს, თუმცა არ არის მონდომებული, მიიღოს ისინი მხედველობაში.
მჯერა, რომ 2006 წლის 2 ოქტომბრის ინსტრუქცია, რომელიც გასცემს „სასამართლოს წინაშე გადაწყვეტილებების წარდგენის“ ბრძანებას, თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ არსებობდა ორგანიზებული და კოორდინირებული ქმედება ქართველების წინააღმდეგ რუსეთის სასამართლოებისა და პროკურორების მხრიდან და ამდენად, რომ სასამართლოები არ იყვნენ მიუკერძოებელნი და დამოუკიდებელნი, როგორც ეს მიითებული იყო ანგარიშებში და რომელიც მარტივად მიიღო სასამართლომ, ფაქტების შემოწმების გარეშე. ხსენებული ინსტრუქცია უბრალოდ ავალდებულებს სახელისუფლებო ორგანოებს, ქმედებები წარადგინონ სასამართლოს წინაშე იმდენად, რამდენადაც მხოლოდ მოსამართლეები არიან უფლებამოსილნი უკანონო ბინადრები გააძევონ რუსეთიდან.
კოლექტიური გაძევება
მე-4 ოქმის მე-4 მუხლის მნიშვნელობით, „უცხოელთა კოლექტიური გაძევება“ განმარტებულია სასამართლოს მიერ, როგორც „კომპეტენტური ხელისუფლების რაიმე სახის ღონისძიება, რომელიც უცხოელებს, როგორც ჯგუფს, აიძულებს დატოვონ ქვეყანა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამგვარი ღონისძიება მიიღება უცხოელთა ჯგუფის ყოველი ინდივიდის კერძო შემთხვევების მართლზომიერი და ობიექტური განხილვის საფუძველზე და შემდეგ“ (იხილე, Henning Becker v. Denmark, Andric v. Croatia და Andric v. Croatia). ეს კი, სულ მცირე, ნიშნავს, რომ პირთა ჯგუფის შიდა პროცედურების შედეგად გაძევება ავტომატურად არ იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ სახეზე იყო „უცხოელთა კოლექტიური გაძევება“ (იხილე, M.A. v Greece; Berisha and Haljiti v. “the former Yugoslav Republic of Macedonia”; და Dritsas v. Italy).
მაგალითად, საქმიდან - Hirsi Jamaa and Others v. Italy, ნათელია, რომ უცხოელთა გადაყვანა მესამე სახელმწიფოში განხორციელდა კომპეტენტური (მიგრაციისა და სასამართლო) სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან მათი საქმეების რაიმე სახით განხილვის გარეშე. რაც შეეხება შესაბამისი ინდივიდების კერძო შემთხვევებს, საქმეში - Čonka v Belgium, სახელისუფლებო ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში განაცხადები თავშესაფრის შესახებ და კონცენტრირდნენ მხოლოდ სამთვიანი ნებართვის ვადის გასვლაზე (იხილე, Čonka, ზემოთ მითითებული, §§ 61-63), რომელიც გაცემული იყო ოთხ განმცხადებელზე. მოცემულ საქმეში, მომჩივან მთავრობას არ წარმოუდგენია მტკიცებულება ამგვარი საჩივრებისა და განაცხადების შესახებ. პირიქით, გაძევების შესახებ გადაწყვეტილებები არის მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქის საქმე მართლზომიერად და ობიექტურად განიხილეს რუსეთის სასამართლოებმა.
ინდივიდუალური გარემოებების დადგენა მნიშვნელოვანია დასაბუთებული გადაწყვეტილებისთვის. ხსენებულ ზოგად მიდგომას ყოველთვის მისდევდა სასამართლო, განსაკუთრებით შემდეგი სახით: „სასამართლო არ მოითხოვს ინდივიდუალური გარემოებების მტკიცებულებას მხოლოდ ყველაზე უკიდურეს შემთხვევებში, როცა დანიშნულების სახელმწიფოში ძალადობის ზოგადი სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ შეიქმნება რისკი იმისა, რომ ხსენებულ სახელმწიფოში გადაყვანის ნებისმიერი შემთხვევა გარდაუვლად დაარღვევს მე-3 მუხლს (იხილე, Savriddin Dzhurayev v. Russia, № 71386/10, § 153, 2013 წლის აპრილი; N.A. v. the United Kingdom, № 25904/07, §§ 115-16, 2008 წლის 17 ივლისი და Sufi and Elmi v. the United Kingdom, № 8319/07 და 11449/07, § 217, 2011 წლის 28 ივნისი). წინა საქმეში, სასამართლომ არჩია, დაედგინა ინდივიდუალური გარემოებები, თუმცა ასეთი მიდგომა არ იქნა მხარდაჭერილი მოცემულ საქმეში.
მომჩივანმა მთავრობამ აღნიშნა, რომ ოთხ პირს ჰქონდა მოქმედი ვიზები, რომელთა ვადა 2007 წელს ამოიწურა, თუმცა საკუთარი საჩივრისთვის არ მიუმაგრებია ხსენებული ვიზებისა და გაძევების გადაწყვეტილებების ან რაიმე სხვა დოკუმენტების ასლები. არარეალისტურად ჩანს, რომ რუსეთის სასამართლო დაასკვნიდა, რომ პირი არის უკანონო ბინადარი, თუკი მას ჰქონდა მოქმედი ვიზა, განსაკუთრებით იმდენად, რამდენადაც მოპასუხე სახელმწიფო სავარაუდოდ მოქმედებდა კეთილსინდისიერად (სასამართლოს პრეცედენტურლი სამართლიდან გამომდინარე) და არსებობს ძალზე ძლიერი პრეზუმფცია, რომ რუსი მოსამართლეები ასრულებდნენ საკუთარ ფიცსა და ვალდებულებებს. საპირისპიროდ, რუსეთის მთავრობის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ყველა დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ პოლიციის ოფიცრებმა და მოსამართლეებმა ყურადღებით განიხილეს ყოველი პირის ინდივიდუალური გარემოებები.
მეტიც, რუსეთის იმ სასამართლოების გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელთა განხილვაც სასამართლოს შეუძლია, რუსმა მოსამართლეებმა განიხილეს და შეაფასეს ყოველი პირის კერძო გარემოებები. თუმცა, ჩემი შეხედულებით, სასამართლომ არ განიხილა რელევანტური დოკუმეტაცია და არც შეუფასებია ის მიუკერძოებლად.
არ შემიძლია დავიჯერო, რომ რუსმა მოსამართლეებმა (როდესაც გამოსცემდნენ გაძევების ბრძანებებს) თქვეს, რომ ერთადერთი მიზეზი იყო განსახილველი პირების ქართველობა და რომ მათ ურჩიეს ხსენებულ პირებს, არ გაესაჩივრებინათ. ხსენებული ფაქტი ძირს გამოუთხრიდა რუსეთში ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და პროფესიულ შესაძლებლობებს. მესმის, რომ მსგავს, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეში, არ არის ადვილი, დარჩე იმ სამართლებრივი ტერმინოლოგიის ფარგლებში, რომელიც კონვენციაშია გამოყენებული (კოლექტიური გაძევება) და თავიდან აირიდო პოლიტიკურად დატვირთული ტერმინები და სუბიექტური შეფასებები, როგორიცაა „მასობრივი გაძევება“, „შეთქმულება“ სახელისუფლებო ორგანოებს შორის, „კოორდინირებული პოლიტიკა“, „რეპრესალია“. თუმცა საერთაშორისო მოხსენებები, რომლებიც შეიცავს მსგავს პოლიტიკურად დატვირთულ სუბიექტურ შეფასებებს, არ უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოში, როგორც მტკიცებულება.
მე ეჭვი არ მეპარება რუსული სასამართლოების კომპეტენციასა და რუსი მოსამართლეების პროფესიულ ეთიკაში. მტკიცებულების ნახვა დამჭირდებოდა იმაზე, რომ რუს მოსამართლეებს შეეძლოთ გაერიცხათ აღსაზრდელი, რომელიც კანონიერად იყო რეგისტრირებული რუსულ უნივერსიტეტში, ან ნებისმიერი სხვა მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც მუშაობდა რუს სპეციალისტებთან. არც ანგარიშები, არც მომჩივანი მთავრობა, არც მათი მოწმეები, საბოლოო ჯამში, არც თავად გადაწყვეტილება არ იძლევა რაიმე მაგალითს ან კონკრეტულ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს მათ განცხადებებს მართლმსაჯულების ჩამოშლის შესახებ. თუმცა, ნებისმიერს შეუძლია მოიპოვოს იმ ქართველთა ათასობით მაგალითი, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან რუსეთში და აკეთებენ იქ წარმატებულ პროფესიულ კარიერას
იმის გათვალსწინებით, რომ 2006 წელს, ჯამში 58000 ადამიანი გაძევდა, საქართველოს 4500 მოქალაქის გაძევება არ შეიძლება იყოს საფუძველი იმ დასკვნისთვის, რომ პროცედურა არ ითვალისწინებდა საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ განსახილველ პირთაგან თითოეულის პირადი გარემოებები ჭეშმარიტად და ინდივიდუალურად ყოფილიყო მიღებული მხედველობაში (იხილე, Čonka, ზემოთ მითითებული, § 63). იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეიძლებოდა ამგვარი დასკვნის გაკეთება, სასამართლოს, ასევე, სჭირდება დაასახელოს კონკრეტული მაგალითები და კონკრეტული პირადი გარემოებები ხსენებული დასკვნის გასამყარებლად. სასამართლოების მიერ გამოცემულ ათასობით ბრძანებაზე (30,000-ზე მეტი მოსამართლის უზარმაზარ შესაძლებლობასთან ერთად) ან „კოორდინირებულ პოლიტიკაზე (რაც მოიცავს მოსამართლეების მიუკერძოებულობის ნაკლებობას) მითითება 176-ე პარაგრაფში, არ აკმაყოფილებს სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ კრიტერიუმს.
მტკიცებულების შეფასება
ზემოხსენებულმა ხარვეზებმა გამოიწვია სასამართლოს მიერ მტკიცებულების ცალმხრივი შეფასება. კერძოდ, სასამართლომ მიიღო ბრალდებები და სუბიექტური შეფასებები გამარტივებული სამართალწარმოებისა და მასობრივი გაძევებების შესახებ, რუსული სასამართლოების რაიმე გადაწყვეტილების განხილვის გარეშე და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების იგნორირებით, რომელიც წარმოადგენდა მთელი რიგი წარმატებული საჩივრების მტკიცებულებას. სააპელაციო გადაწყვეტილებების შესაბამისად, ყველა მომჩივანი წარმოდგენილი იყო ადვოკატების ან ნათესავების მიერ. გაძევების შესახებ გადაწყვეტილებები გაუქმდა ყოველი მომჩივნის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე: ნათესავების კანონიერი ბინადრობა, საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა, ასაკი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, სამედიცინო მკურნალობა და აფხაზი ლტოლვილის სტატუსი.
სასამართლო ფლობს მასალებს ქართველი მოწმეების შესახებ, რომელიც შეიცავს დოკუმენტებს, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი იყვნენ კანონიერი ბინადრები რუსეთის ტერიტორიაზე. სასამართლოში მათი განცხადებები ეწინააღმდეგება გაძევების შესახებ გადაწყვეტილებებს, პოლიციის დაკითხვებს, მათ საკუთარ წერილობით ახსნა-განმარტებებს და სხვა დოკუმენტებს. გადაწყვეტილებების მიხედვით, მოწმეები წარსდგნენ რუსი მოსამართლეების წინაშე, გააკეთეს განცხადებები და მისცეს ახსნა-განმარტებები, რაც გონივრულად შეფასდა ეროვნული სასამართლოების მიერ. ხსენებული ფაქტები უარყოფს ბრალდებებს გამარტივებული პროცედურის შესახებ.
მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილების 85-ე (iv) პარაგრაფში აღნიშნავს, რომ მხოლოდ 42 სააპელაციო გადაწყვეტილება ეხება განსახილველ პერიოდში გაძევებულ საქართველოს მოქალაქეებს, რაც არ არის სწორი, იმდენად, რამდენადაც ყველა 86 სააპელაციო საჩივარი მიუთითებს გასაჩივრებულ მოვლენებზე, თუკი მხედველობაში მივიღებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თარიღს. ვვარაუდობ, რომ არსებობდა ასობით წარუმატებელი სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ არ ახსენა, რომ რუსეთის მთავრობამ წარადგინა წარმატებული სააპელაციო საჩივრების მაგალითები და დაასახელა მიზეზები, თუ რატომ არ იყო რელევანტული ხსენებული სააპელაციო საჩივრები იმ დასკვნის გამოსატანად, რომ არ იყო კოორდინირებული ქმედება ან მართლმსაჯულების ჩამოშლა. ჩემი შეხედულებით, გადაწყვეტილების 158-ე პარაგრაფში, სასამართლომ არასწორად განმარტა მთელი რიგი სააპელაციო გადაწყვეტილება იმის გამო, რომ მხედველობაში არ მიიღო ისინი, როგორც წარმატებული სააპელაციო საჩივრების მაგალითები და განმარტა, როგორც ამომწურავი და მინიმალური რაოდენობა. ჩემი შეხედულებით, ხსენებული მიდგომა, რომელიც სასამართლოს აძლევს დოკუმენტური მტკიცებულების იგნორირებისა და ცალმხრივი დასკვნების გამოტანის საშუალებას, შეუსაბამოა სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან.
სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ სააპელაციო გადაწყვეტილებების მხოლოდ მცირე პროცენტი იქნა გამოტანილი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. იქამდე კი დაადგინა, რომ გაძევების ბრძანებები გამოიცა რუსეთის სხვა რეგიონებში და რომ გაძევებული პირების საერთო რაოდენობა, რომელიც ათასებს აღწევდა, ვრცელდებოდა მთელს ქვეყანაზე მაშინ, როცა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ხსენებული რაოდენობა აღწევდა რამდენიმე ასეულს. ხსენებული ფაქტი ეჭვს იწვევს საკნებში მუდმივ და აუტანელ გადატვირთულობასთან დაკავშირებული ბრალდებების მიმართ.
ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ვინც საპატიმროებში ყოფნისას დაიღუპა. ხსენებული ფაქტი უნდა ყოფილიყო სასამართლოს მხრიდან დაწვრილებითი განხილვის საგანი, რათა მომხდარიყო სამართლებრივი შეფასება სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ მხოლოდ მიუთითა „საქმეთა დიდ რაოდენობაზე“, სადაც „მან თანმიმდევრულად დაადგინა დარღვევა“ (იხილე, §201). სასამართლომ არ ჩამოაყალიბა პირობების რაიმე სახის დეტალური აღწერა; არც ის განიხილა, არსებობდა თუ არა იმ ინტენსიურობის უბედურება და გასაჭირი, რომელიც რეალურად აღემატება ტანჯვის იმ გარდაუვალ ზღვარს, რომელიც დამახასიათებელია პატიმრობისათვის, როგორც ეს განხორციელდა გადაწყვეტილების 192-ე პარაგრაფში მითითებულ ორივე მნიშვნელოვან საქმეში - Ananyev v. Russia და Idalov v. Russia (იხილე, ასევე, Shishkov v. Russia, §§ 89-94, როგორც ზოგადი მიდგომის მაგალითი). იდალოვის საქმეში, სადაც მხარეები ვერ თანხმდებოდნენ პატიმრობის პირობების ასპექტების უმრავლესობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მან უკანასკნელ პერიოდში დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა გადატვირთულობის გამო წინასწარი დაკავების იმავე დაწესებულებაში (იხილე, Skachkov v. Russia და Sudarkov v. Russia) დაახლოებით იმავე დროსთან დაკავშირებით, რომელზეც საქმეში მოცემული ფაქტები მიუთითებდა (იხილე, idalov, § 97). საპირისპიროდ, ექსტრადიციის ყველა საქმეში, რომელიც ეხებოდა იმავე ან გასაჩივრებული მოვლენების შემდეგ პერიოდს, მომჩივნებს არასოდეს გაუსაჩივრებით პატიმრობის ცუდი პირობები (იხილე, Muminov v. Russia, № 42502/06, 2008 წლის 11 დეკემბერი; Karimov v. Russia; Sidikovy v. Russia; Bakoyev v. Russia; Zokhidov v. Russia; და Azimov v. Russia).
სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ რაიმე სახის მოთხოვნა გაკეთდა რუსეთის სახალხო დამცველის, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსულის, პროკურორების ან სხვა ოფიციალური პირების მხრიდან მათ მიერ პატიმრობის ცენტრების არაერთხელ შემოწმების შემდეგ. ყველა ეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მთავრობამ სასამართლოს, თუმცა ამ უკანასკნელმა კვლავ უგულებელყო. საპირისპიროდ, 184-ე-186-ე პარაგრაფებში, სასამართლომ დაასკვნა, რომ დაირღვა ხსენებული უფლებები წინა განცხადებების საფუძველზე (კოლექტიური გაძევება, ადმინისტრაციული პრაქტიკა და სამართლებრივი დაცვის საშუალებების არასებობა, რომელიც მე ზემოთ გავაკრიტიკე). ამის აღსანიშნავად, საინტერესოა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოთხოვნით, დაკავებული პირი უნდა იქნეს სათანადოდ წარდგენილი მოსამართლის წინაშე, რომელმაც სწრაფად უნდა გადაწყვიტოს პატიმრობის კანონიერება. ხსენებული პროცედურა განხორციელდა სათანადოდ და სწრაფად, თუმცა, კვლავ, გადაწყვეტილების 204-ე და 205-ე პარაგრაფების მიხედვით, სასამართლომ, მოცემულ საქმეში, ცალსახად უარყო, მიჰყოლოდა მის დამკვიდრებულ მიდგომას და მხედველობაში მიიღო პატიმრობის მოკლე პერიოდი.
რუსეთის მთავრობამ დაადასტურა და დაამტკიცა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრები და რომ მათ, ვინც ნებაყოფლობით დატოვა ქვეყანა, არ ეშლებოდათ ხელი გასაჩივრებასა და ადვოკატის დაქირავებაში და ჰქონდათ დრო და შესაძლებლობა ამგვარად მოქცეულიყვნენ (იხილე, §85). თუმცა, სასამართლო (როგორც საკუთარი პროცედურის მცოდნე) მივიდა ზუსტად საპირისპირო დასკვნამდე (იხილე, §§152-54).
სასამართლომ განსაკუთრებით აღნიშნა რუსეთის მთავრობის მიერ ყოველთვიური სტატისტიკების წარუდგენლობა. თუმცა სასამართლომ დაადგინა „მკვეთრი ზრდა გაძევებების რაოდენობაში (იხილე §§131 და 135) ყოველწლიური სტატისტიკების და იმ ფაქტის მხედველობაში მიღების გარეშე, რომ 2006 წელს გაძევებულ პირთა საერთო რაოდენობა 10-ჯერ უფრო დიდი იყო. მას არ შეუნიშნავს, რომ წარმატებული სააპელაციო საჩივრები იყო პირადი გარემოებების და არა პროცედურული საკითხების საფუძველზე (იხილე §85 (iv)) და ასევე, დააკნინა სააპელაციო გადაწყვეტილებების მნიშვნელობა ქმედების არეალის მოსკოვამდე და სანკტ-პეტერბურგამდე შემცირებით, თითქოს ყველა გაძევებული პირი ამ ორ ქალაქში ცხოვრობდა.
სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა ყოველთვიური სტატისტიკების არარსებობას და დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მიწოდებული სტატისტიკები არ იყო დამაჯერებელი იმის დასადგენად, იყო თუ არა ადმინისტრაციული პრაქტიკა (იხილე, §134). ამავე დროს, სასამართლომ არარელევანტურად მიიჩნია ფიგურები სხვა სახელმწიფოებიდან იმიგრანტების გაძევებასთან დაკავშირებით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არ ახსენა რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებული სტატისტიკები, რაც ამტკიცებდა, რომ 2005 წელს გაძევებულთა საერთო რაოდენობა (დაახლოებით, 79,000) გაცილებით უფრო დიდი იყო 2006 წელთან (დაახლოებით, 58,000), ანუ იმ წელთან შედარებით, როცა გასაჩივრებული მოვლენები მოხდა. მომდევნო წლებში გაძევებულთა რაოდენობა შემცირდა: 2007 წელს - 29000-მდე, ხოლო 2008 წელს - 23000-მდე, თუმცა მაინც ძალიან მაღალი რჩებოდა. გაძევებულთა ამგვარი დიდი რაოდენობა, თავის მხრივ, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს, როგორც კოლექტიური გაძევება, იმდენად, რამდენადაც ასეთი სტატისტიკები არის საკმაოდ ნორმალური რუსეთის სიტუაციისთვის, სადაც მასობრივ უკანონო იმიგრაციას აქვს ძლიერი ისტორიული და ეკონომიკური წარსული და შესაბამისად, გასაჩივრებული მოვლენები არ ჩანს უჩვეულოდ. მეტიც, მიგრაციის ფედერალური სამსახურის ოფიციალური სტატისტიკების მიხედვით, „ახალი რუსეთის“ პერიოდში (1992-2006) საქართველოს 150000 მოქალაქეზე მეტს მიენიჭა რუსეთის მოქალაქეობა და მათგან 73000-ზე მეტი სარგებლობდა ამ უფლებით ხუთი წლის მანძილზე გასაჩივრებულ მოვლენებამდე.
მთელი სიტუაციის გათვალისწინებით, სახელმწიფოთა შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის და ორ სახელმწიფოს შორის ყველა კავშირის შეჩერების გამო, მეგობრული ურთიერთობები სახელისუფლებო ორგანოებს შორის (თუმცა არა ჩვეულებრივ ხალხს შორის) დასრულდა, რაც ნიშავდა იმას, რომ რუსეთის სახელისუფლებო ორგანოებმა შეწყვიტეს შემწყნარებლობა მრავალი წლის მანძილზე რუსეთის ტერიტორიაზე ბევრი ქართველის უკანონო ბინადრობის მიმართ. გზავნილი იყო იმდენად ნათელი და ცალსახა, რომ უკანონო ბინადრების ნახევარმა ამჯობინა, ნებაყოფლობით დაეტოვებინა რუსეთი. ხსენებული ფაქტი ნახსენებია გადაწყვეტილებაში, თუმცა არ არის სათანადოდ შეფასებული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. მაგალითად, საქმეში - De Bruin v. Netherlands (№ 9765/09, 2013 წლის 27 ივლისი, განჩინება დაუშვებლობის შესახებ), სასამართლომ დაადასტურა სახელმწიფოს უფლებამოსილება, გააუქმოს წინანდელი ოფიციალური შემწყნარებლობა და აღნიშნა: „თუმცა, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კანონით აკრძალული ქმედების ჩადენის „უფლება“ წარმოიშობა სანქციების დაუწესებლობიდან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჯარო ხელისუფლება უარს ამბობს დევნის უფლებაზე. ამგვარი უარის თქმა იმ შემთხვევაშიც, თუ წერილობითი ფორმით გაიცა ცალკეული პირის მიმართ, არ უთანაბრდება კანონის შესაბამისად გაცემულ ლიცენზიას“ (იქვე, § 58).
და ბოლოს, სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-7 ოქმის 1-ლი მუხლი და გადაწყვეტილების 229-ე პარაგრაფში დაადასტურა, რომ „მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით, ვერ დადგინდა, რომ ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კანონიერად მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების დაკავებები და გაძევებები“. სასამართლოს მითითებული პოზიცია შეიძლება განიმარტოს შემდეგნაირად: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სახელისუფლებო ორგანოებმა გააძევეს მხოლოდ უკანონოდ მაცხოვრებლები, მათ დაარღვიეს კონვენციური აკრძალვა კოლექტიური გაძევების შესახებ. ეს კი არის ურთიერთგამომრიცხავი. საქართველოს მთავრობას აქვს საკუთარი ლოგიკა, დაარწმუნოს სასამართლო, რომ განხორციელდა კოლექტიური გაძევება და რომ გაძევებულ პირებს ჰქონდათ მოქმედი ნებართვები, ყოფილიყვნენ რუსეთის ტერიტორიაზე. სწორედ ამის გამო, იჩივლა საქართველოს მთავრობამ მე-7 ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე. თუმცა სასამართლომ (როგორც საკუთარი პროცედურის მცოდნემ) არჩია, გაჰყოლოდა სრულიად განსხვავებულ მიდგომას, რაც წარმოშობს ჯანსაღ ეჭვებს დარღვევების დადგენის დასაბუთების მიმართ, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.
[1] მომჩივანი სახელმწიფოს საჩივრების ფარგლების გათვალისწინებით (იხილეთ განჩინების IX თავი), მუხლი მე-18, რომლის დებულებებიც დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, შეიძლება მოყვანილ იქნას მხოლოდ მე-5 მუხლთან მიმართებით, რამდენადაც პირველის დარღვევა შეიძლება მოხდეს, როდესაც აღნიშნული უფლებათა ან თავისუფლებათა შეზღუდვა ნებადართულია კონვენციით (იხილეთ Gusinskiy v. Russia, no. 70276/01, §73, 19 May 2004).
[2] Collected edition of the "Travaux préparatoires" of the European Convention on Human Rights. Vol. 5/Council of Europe. The Hague; Boston; London; Dordrecht; Lancaster: Martinus Nijhoff, 1979, p. 290.[3]. Guy S. Goodwin-Gill, “The Limits of the Power of Expulsion in Public International Law”, British Yearbook of International Law, Vol. 47, Issue 1, 1975, pp. 79-80, with further references.
[4]. უნდა აღინიშნოს ზოგიერთი ქართველი, რომლის წინააღმდეგაც გაძევების ბრძანება გამოიცა თავისი სახსრებით დატოვა რუსეთი (იხილეთ განჩინების 45-ე პარაგრაფი).
[5]. Jean-Marie Henckaerts, “Mass Expulsion in Modern International law and Practice”, 1995, Martinus Nijhoff Publishers, The Hague/Boston/London, p. 17.
[6]. Resolution of State Duma No. 3536-4 ГД, see Annex to Georgia v. Russia (no. I) (dec.), no. 13255/07, 30 June 2009, pp. 12-13
[7]. Ibid, Annex pp. 8-11 and 117-22; The Report by Human Rights Watch (HRW) “Singled Out. Russia’s detention and expulsion of Georgians”, Volume 19 No.5 (D), October 2007, pp. 2, 22, 30-33.
[8] Committee on the Honouring of Obligations and Commitments by Member States of the Council of Europe (Monitoring Committee) of the Parliamentary Assembly of the Council of Europe, “Current Tensions between Russia and Georgia,” AS/Mon(2006)40 rev, 22 January 2007, § 63; HRW, “Singled Out”, cited above, p. 32.
[9]. See Svetlana Gannushkina, Human Rights in Russia: Year 2006, European Parliament, Directorate General External Policies of the Union, p.4, available at:
(2006)348611_EN.pdf, p. 4, accessed on 10.03.2014.
[10]. Russia Targets Georgians for Expulsion, Human Rights Watch, 1 October 2007, available at: , accessed on 05.06.2012.
[11]. See James Crawford, “The International Law Commission’s Articles on State Responsibility”, Introduction, Text and Commentaries, Cambridge University Press, 2007, pp. 281-305; James Crawford, Alain Pellet, and Simon Olleso,.”The Law of International Responsibility”, Oxford University Press 2010, pp. 470-73; Jean‑Marie Henckaerts, “Mass Expulsion in Modern International law and Practice”, cited above, p. 46.
[12]. ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის მიზეზებისათვის იხილეთ PACE-ის ანგარიში.
[13]. See European Parliament Resolution on the Pressure Exerted by Russia on Eastern Partnership Countries (in the context of the upcoming Eastern Partnership Summit in Vilnius), No. 2013/2826(RSP), September 10, 2013; “Russia Pressures Former Soviet Republics to Join his Economic Union”, by Editorial Board, September 29, 2013, available at , accessed on 02.03.2014; Россия начала депортацию молдавских гастарбайтеров на родину, 17 September 2013, available at: , accessed on 07.10.2013.
[14]. Jean-Marie Henckaerts, “Mass Expulsion in Modern International law and Practice”, cited above, p. 47.
[15]. Klaus Dieter Deumeland, “Das Verbot der Xenelasie bei Ausweisung von Ausländern in der Bundesrepublik Deutschland”, 22 AWR 182, 186 (1984) in Jean-Marie Henckaerts, “Mass Expulsion in Modern International law and Practice”, cited above, p. 25.
[16] Nationality is defined in formal terms of State membership in the West, but increasingly in terms of ethnicity and culture as one moves East. In the Russian Federation the terms “nation” and “nationality” (национальность) denote an ethnic concept rather than State membership – citizenship in Russian (гражданство); hence the divergence in the terms. See Eric Lohr, “Russian Citizenship from Empire to Soviet Union”, Harvard University Press, 2012, p. 3, Azar Gat with Alexander Yakobson, “Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism”, Cambridge University Press, 2013, pp. 359-60; Şener Aktürk, “Regimes of Ethnicity and Nationhood in Germany, Russia and Turkey”, Cambridge University Press 2012.
[17]იხ. მოსამართლე ტანაკას განსხვავებული აზრი სამხრეთ აფრიკელი აზიელების საქმეში, ICJ, 18 ივლისი, 1966 გადაწყვეტილება, გვ. 284-317, ჯეიმს კროუფორდი, “ბრაუნის საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპები”, მე-8 გამოცემა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2012, გვ. 644-46.[18]ჰარისი, ობოილი და ვაბრიკი, “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალი”, მე-2 გამოცემა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2009, გვ.578; სამანტა ნაითსი, “რელიგიის თავისუფლება უმცირესობები და სამართალი”, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2007, გვ.56-57, ჯანეკ ჯერარდი,“ დისკრიმინაციის საფუძვლები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად”, ადამიანის უფლებათა სამართლის მიმოხილვა, გამოცემა 13 N1,2013, გვ. 99-124; ივანა რადასიკი, “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გენდერული თანასწორობის იურისპრუდენცია”, საერთაშორისო სამართლის ევროპული ჟურნალი, გამოცემა 19 N 4, 2008, გვ. 841-57; მოსამართლე ბონელოს განსხვავებული აზრი საქმეში Anguelova v. Bulgaria, N 38361/97, ECHR 2002‑IV.
[19] გაი ს. გუდვინჯილი, “გაძევების უფლებამოსილების შეზღუდვები საერთაშორისო საჯარო სამართალში”, ციტირებულია ზემოთ, გვ.75.
[20]“მიგრაცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი”, სამოქმედო წესები პრაქტიკოსი იურისტებისთვის N 6; იურისტთა საერთაშორისო კომისია, 2011, გვ. 128 სხვა წყაროებით; იხ. ჰენკარტსი, “მასობრივი გაძევება თანამედროვე საერთაშორისო სამართალში და პრაქტიკა”, ციტირებულია ზემოთ, გვ. 21-28.
[21]იქვე, ჰენკარტსი, “მასობრივი გაძევება თანამედროვე საერთაშორისო სამართალში და პრაქტიკა”, გვ. 21.
[22]გაი ს. გუდვინჯილი, “გაძევების უფლებამოსილების შეზღუდვები საერთაშორისო საჯარო სამართალში”, ციტირებულია ზემოთ, გვ. 154.
[23]იხ. სხვა წყაროებს შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემაჯამებელი მსჯელობა: რუსეთის ფედერაცია, UN Doc. CCPR/C/79/Add.54, 26 ივლისი 1995; გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემაჯამებელი მსჯელობა: რუსეთის ფედერაცია, UN Doc. CCPR/CP/79/RUS 6 ნოემბერი 2003; რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის შემაჯმებელი მსჯელობა: რუსეთის ფედერაცია, 21 მარტი 2003. CERD/C/62/CO/7; ევროპული კომისია რასიზმისა და არატოლერანტულობის წინააღმდეგ (ECRI), მე-3 ანგარიში რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით მიღებულია 2005 წლის 16 დეკებერს, ECRI-ის მე-4 ანგარიში რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით, ციტირებულია ზემოთ; რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშები რუსულ ენაზე ხელმისაწვდომია: Amnesty International, Dokumenty! დისკრიმინაციის საფუძვლები რუსეთის ფედერაციაში, მე-11 (AI Index EUR 46/001/2003), ხელმისაწვდომია: , ვიზიტის თარიღი 20.05.2012.
[24]გაეროს გენერალური ასამბლიის 2006 წლის 15 მარტის N60/251 რეზოლუციის იმპლემენტაცია უფლებამოსილებას ანიჭებს „ადამიანის უფლებათა საბჭოს“, რასიზმის თანამდეროვე ფორმების, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული არატოლერანტულობის სპეციალურ მომხსენებელის ანგარიშსს, დოდუ დიენე ადენდუმის მისია რუსეთის ფედერაციაში, A/HRC/4/19/Add.3, 30 მაისი 2007 §76; ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივა, “მოსკოვის მეტროპოლიტენის ეთნიკური პროფილის განსაზღვრა,” ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის ინსტიტუტი, 2006, ხელმისაწვდომია , გვ. 15‑17, ვიზიტის თარიღი 19.05.2012.
[25]იქვე, რასიზმის თანამედროვე ფორმების, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული არატოლერანტულობის სპეციალური მომხსენებელი, ადენდუმის მისია რუსეთის ფედერაციაში, §76.
[26] ადამიანის უფლებათა ცენტრის მემორიალი, რუსეთის ტერიტორიაზე გამოცხადებული ანტიქართული კამპანიის სამოქალაქო დახმარების კომიტეტი, გვ. 3, ხელმისაწვდომია: , ვიზიტის თარიღი 24.02.2014.
[27] რუსეთი ქართველებისთვის სამუშაო კვოტებს აუქმებს, სამოქალაქო საქართველო, 5 ოქტომბერი, 2006, ხელმისაწვდომია: , ვიზიტის თარიღი 24.02.2014.
[28]მე-2 მოწმის ჩვენება, მოწმეთა მიერ 2011 წლის 31 იანვარიდან 4 თებერვლამდე დიდი პალატის მოსამართლეთა დელეგაციისათვის მიცემული ზეპირი ჩვენების ჩანაწერი (შემდგომში“ზეპირი ჩანაწერი”), გვ. 35, 37.
[29]რესპოდენტი სახელმწიფოს მიერ წარმოადგენილი მასალები 16.03.2009 საჩივრის დასაშვებობის განხილვასთან დაკავშირებით, გვ. 199-200 (რუსულად), იგივე დოკუმენტის ინგლისური თარგმანი წარმოდგენილი იყო 06.04.2009, გვ. 215-16.
[30]N1 მოწმის ჩვენება, ზეპირი ჩანაწერი, გვ. 20.
[31]N1 მოწმის ჩვენება, ზეპირი ჩანაწერი, გვ. 22.
[32]N7 მოწმის ჩვენება, ზეპირი ჩანაწერი, გვ. 112.
[33]N3 მოწმის ჩვენება, ზეპირი ჩანაწერი, გვ. 57.
[34]ჯეიმს ა. გოლდსტოუნი, “რასობრივი დისკრიმინაცია ევროპაში: პრობლემები და პერსპექტივა” EHRLR, გამოცემა 5, Sweet & Maxwell LDT, 1999, გვ. 463-83.
[35] იხ. ECRI-ის მესამე ანგარიში რუსეთის ფედერაციაზე, §§50 და 54; ECRI-ის მეოთხე ანგარიში რუსეთის ფედერაციაზე §§80-81; ადამიანის უფლებები უპირველესია, ძალადობრივი სიძულვილის დანაშაული რუსეთის ფედერაციაში, გვ. 2. ხელმისაწვდომია: , ვიზიტის თარიღი 24.02.2014; Amnesty International Russian Federation, ძალადობრივი რასიზმი უკონტროლოა, EUR 46/022/2006, 3 მაისი 2006, ხელმისაწვდომია: |outline, ვიზიტის თარიღი 14.05.2013.
[36]კატერინ პონგი, “დაბრუნების პროცედურის მინიმალური სტანდარტები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“, მიგრაციისა და სამართლის ევროპული ჟურნალი 9 (2007), გვ. 120; ვალტერ კალინი, “უცხოელთა გაძევება და დეპორტაცია”, 2013 მაქა პლეკის შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, ჰაიდელბერგი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, მაქს პლეკის ელექტრონული ლექსიკონი, ოქტომბერი 2010, §21.
[37] “საჰაერო დეპორტაციის პროცედურა”, ციტატა წამების წინააღმდეგ კომიტეტის საქმიანობის მე-13 ზოგადი ანგარიში, CPT/Inf (2003) 35, 10 სექტემბერი 2003, §§ 28, 31.
[38]ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლიის რეკომენდაცია 1547 (2002), “გაძევების პროცედურების შესაბამისობა ადამიანის უფლებებთან და ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვით აღსრულება“.
[39]ევროპის საბჭო: მინისტრთა კომიტეტი, ოცი სამოქმედო წესი იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით, 4 მაისი 2005, სამოქმედო წესი 16.
[40]იხ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, წევრი სახელმწიფოების მიერ პაქტის მე-40 მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშები, ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნები, შვეიცარია, UN Doc CCPR/CO/73/CH, 12 ნოემბერი 2001,§13, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, წევრი სახელმწიფოების მიერ პაქტის მე-40 მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშები, შემაჯამებელი დასკვნები ბელგიასთან დაკავშირებით, CCPR/C/79/Add.99, 19 ნოემბერი 1998, §15.
[41] აღმასრულებელი კომიტეტის დასკვნა საერთაშორისო დაცვაზე, დასკვნა N 85 (XLIX), 9 ოქტომბერი 1998.
[42]გაი ს. გუდვინჯილი, “გაძევების უფლებამოსილების შეზღუდვები საერთაშორისო საჯარო სამართალში”, ციტირებულია ზემოთ, გვ. 155.
[43] იხ. “ოცი სამოქმედო წესი იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით”, ციტირებულია ზემოთ, სამოქმედო წესი 17.
[44] ჯეინ-მარი ჰენკერტსი, “მასობრივი გაძევება თანამედროვე საერთაშორისო სამართალში და პრაქტიკა”, ციტირებულია ზემოთ, გვ. 40-41.
[45] N4 მოწმის ჩვენება, ზეპირი ჩანაწერი, გვ. 65
[46] საპარლამენტი ასამბლეის რეკომენდაცია 1547 (2002), ციტირებულია ზემოთ, §h(vii); იხ. ასევე ფრანსუა კრეპო, “მიგრანტთა უფლებები ადამიანის უფლებებია”. Interights Bulletin, გამოცემა17, N 1, 2012, გვ.4.
[47] N 5 მოწმის ჩვენება, ზეპირი ჩანაწერი, გვ. 89.
[48] მე-7 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამართლებრივი ჩარჩოს კრიტიკისათვის და მოქნილობის საჭიროება მისი გამოყენებისას, იხ. ჯეინ-მარი ჰენკერტსი, “მასობრივი გაძევება თანამედროვე საერთაშორისო სამართალში და პრაქტიკა”, ციტირებულია ზემოთ, გვ. 37-39.
[49]იხ. ოცი სამოქმედო წესი იძულებით უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ციტირებულია ზემოთ, სამოქედო წესი 2; საერთაშორისო სამართლის კომისიის 52-ე სესიის სამუშაო ანგარიში, 1 მაისი - 9 ივნისი და 10 ივლისი - 18 აგვისტო 2000, კომისიის ხანგრძლივ სამუშაო პროგრამაში რეკომენდირებული თემების ჩართვის სილაბუსი, 4. უცხოელთა გაძევება (ემანუელ ა. ადდო), გვ. 142-3; შონ დ. მარფი, უცხოელთა გაძევება და სხვა თემები: საერთაშორისო სამართლის კომისიის 64-ე სესია, ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლის გამოცემებია და სხვა სამუშაოები, 2013, გვ. 4-7 ხელმისაწვდომია: , ვიზიტის თარიღი 22.02.2014; უცხოელთა გაძევების შესახებ მუხლების პროექტი, მუხლი 1(1). საერთაშორისო სამართლის კომისიის 64-ე სესიის სამუშაო ანგარიში, A/CN.4/L.797.
[50]ფრანსის მედინგ დენგი, “შიდა გადაადგილების გლობალური გამოწვევები”, ჟურნალი სამართალი და პოლიტიკა, გამოცემა 5, 2001, გვ. 144, ციტირებულია სატვინდერ ს. ჯასი, საერთაშორისო მიგრაცია და გლობალური სამართალი (სამართალი და მიგრაცია), Ashgate Publishing Company, 2006, გვ. 48; იხ. ასევე, სატვინდერ ს. ჯასი, “თავისუფალი გადაადგილება და მსოფლიო წესრიგი”, ლტოლვილთა სამართლის საერთაშორისო ჟურნალი, გამოცემა 16, N3. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა 2004, გვ. 289-335, მე-3 ანგარიში უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებით, მორის კამტო, სპეციალური მომხსენებელი, A/CN.4/581, საერთაშორისო სამართლის კომისია 59-ე სესია, ჟენევა, 7 მაისი - 8 ივნისი და 9 ივლისი -10 აგვისტო 2007, გვ. 8-10.
[51] საპარლამენტო ასამბლეა, მოსაზრება №193 (1996) ევროპის საბჭოს წევრობაზე რუსეთის მოთხოვნის შესახებ, §7 viii; საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1277 (2002) რუსეთის ფედერაციის მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების პატივისცემის შესახებ, § 8 xii, მინისტრთა კომიტეტი. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში მიგრანტების, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილების მიმართ გამოყენებული Propiska-ს სისტემა: შედეგები და სამართლებრივი დაცვის საშუალებები, საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1544 (2001) (მინისტრთა კომიტეტის მიერ 2003 წლის 28 თებერვალს მინისტრთა მოადგილეების 829-ე სხდომაზე დამტკიცებული პასუხი), CM/AS(2003)Rec1544 საბოლოო 2003 წლის 28 თებერვალი, რეზოლუცია CM/ResCMN(2007)7 რუსეთის ფედერაციის მიერ ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაცია; სახელმძღვანელო პრინციპები ევროპაში იძულებით გადაადგილებული ჩეჩენი პირების (IDPs), თავშესაფრის მაძიებლებისა და ლტოლვილთა მიმართ მოპყრობის შესახებ, ევროპის საბჭო ლტოლვილთა და გაძევებულთა შესახებ, PP1/03/2007/EXT/CR, ხელმისაწვდომია: .
[52] სხვებს შორის, იხილე, რუსეთის ფედერაციის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის დასკვნითი შენიშვნები, ზემოთ მითითებული, §§ 13-14; იხილე, ასევე, სპეციალური მომხსენებლის ანგარიში რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და დაკავშირებული შეუწყნარებლობის შესახებ, ზემოთ მითითებული §§ 39-40, 74, 76, ECRI, ზემოთ მითითებული მესამე ანგარიში, გვ. 16, 19, 37-40, ECRI-ს მეოთხე ანგარიში, ზემოთ მითითებული, გვ. 10-11, 20-21, 32-33; HRW, გამოყოფილი, ზემოთ მითითებული, გვ. 26.
[53] Andrei Yakimov, „სამართლებრივი უკანონობა“, ბიულეტენის № 30, 2011 წლის 16 მაისი, ანტიდისკრიმინაციული ცენტრი „მემორიალი“, ხელმისაწვდომია: , [28.05.2012], „ტაჯიკეთი: სამუშაო ძალის ექსპორტირება - რა ფასად? ტაჯიკ შრომით მიგრანტებს სჭირდებათ გაზრდილი დაცვა“, FIDH-ის საგამოძიებო მისიის წინასწარი დასკვნები, 2011 წლის მაისი, ხელმისაწვდომია: , [22.05.2012].
[54] იხილე Gannushkina, „ადამიანის უფლებები რუსეთში“, ზემოთ მითითებული, გვ. 4; „რუსეთის ტერიტორიაზე დაწყებული ანტიქართული კამპანიის შესახებ“, ადამიანის უფლებათა ცენტრის მემორიალი, ზემოთ მითითებული, გვ. 1; HRW, ზემოთ მითითებული, იხილე გვ. 55-57.
[55] HRW, ზემოთ მითითებული, იხილე გვ. 55-57.
[56] ECRI, მეოთხე ანგარიში, ზემოთ მითითებული, გვ. 32-33.
[57] რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა კომისარის ანგარიში 2007 წლისათვის, რუსულად ხელმისაწვდომია: , გვ. 90-91.
[58] იხილე, HRW, ზემოთ მითითებული, გვ. 2.
Full & Egal Universal Law Academy