© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურა N. 176
ივლისი 2014
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (N.1) [დპ] – 13255/07
გადაწყვეტილება 3.7.2014 [დპ]
მუხლი 4, ოქმი N. 4
უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა
საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური გაძევება რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე პერიოდში: ადმინისტრაციული პრაქტიკა არღვევს კონვენციას
მუხლი 33
სახელმწიფოთაშორისი საქმე
საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური გაძევება რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე პერიოდში.
მუხლი 35
მუხლი 35-1
სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა
სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება არ გამოიყენება საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების ადმინისტრაციული პრაქტიკის გამო: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა
ფაქტები - საქმე ეხება რუსეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობის დაკავებას, დაპატიმრებასა და გაძევებას 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრამდე პერიოდში. საქმის ფაქტები მხარეებს შორის სადავო გახლდათ.
საქართველოს მთავრობის მიხედვით ხსენებულ პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოიტანა 4,600-ზე მეტი გაძევების გადაწყვეტილება, რომელთა შორის 2,300 პირის დაკავება და გაძევება მოხდა იძულებით, ხოლო დანარჩენებმა კი საკუთარი ნებით დატოვეს ქვეყნის ტერიტორია. მოცემული ფაქტით ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების გაძევების მკვეთრ ზრდას კონკრეტულ თვეებში.
საქართველოს მთავრობამ აღნიშნა რა, რომ გაძევება გახლდათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ მიმართული მოქმედება, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად წარმოადგინა რუსეთის ხელისუფლების მიერ 2006 წლის ოქტომბრის შუაში გამოცემული რამდენიმე დოკუემენტი. ორივე დოკუმენტი ეხებოდა 2006 წლის სექტემბრის ბოლოს გამოცემულ ადმინსიტრაციულ ცირკულარს, რომელიც ვითომდა ავალებდა სახელმწიფო შესაბამის ორგანოებს მიეღოთ ფართომასშტაბიანი ზომები რუსეთში უკანონოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასადგენად, რათა მომხდარიყო მათი დაკავება და დეპორტაცია. საქართველოს მთავრობამ ამასთანავე წარმოადგინა ორი წერილი, რომელიც რუსეთის რეგიონულმა ხელისუფლებამ გააგზავნა სკოლებში 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისში, რომლითაც ცდილობდნენ გაერკვიათ სწავლობდნენ თუ არა ქართველი ბავშვები ამა თუ იმ სკოლაში.
რუსეთის მთავრობამ უარყო ბრალდებები. მათ აღნიშნეს, რომ დაიწყეს საიმიგრაციო პოლიტიკის გატარება და რომ ადგილი რეპრისალიებს არ ჰქონია. გაძევებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით მათ წარმოადგინეს წლიური ან ექვსთვიანი სტატისტიკა, რომელშიც მოცემული იყო დაახლოებით 4,000 ადმინსიტრაციული ბრძანება საქართველოს მოქალაქეების გაძევებაზე 2006 წელს და დაახლოებით 2,800 ანალოგიური შემთხვევა 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 აპრილამდე. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ მოხმობილ დოკუმენტებს, რუსეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ ინსტრუქციები გაყალბებული იყო. მართალია მათ დაადასტურეს ორი ცირკულარის არსებობა, მაგრამ გაასაჩივრეს მისი შინაარსი და ამასთანავე უარი განაცხადეს მის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი წარდგენაზე, აღნიშნეს რა, რომ იგი „სახელმწიფო საიდუმლოს“ წარმოადგენდა. მთავრობამ დაადასტურა, რომ წერილები მართლაც გაიგზავნა სკოლებში ქართველი მოსწავლეების დასადგენად, მაგრამ მიუთითეს, რომ ეს რამდენიმე ზედმეტად მონდომებული მოხელის ბრალი იყო და რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა (PACE) წარმოადგინეს დასკვნები 2007 წელს საქართველოს მოქალაქეების გაძევების ფაქტზე, რაც რუსეთის ადმინისტრაციული და მართლმსაჯულებითი ორგანოების კოორდინირებულ მოქმედების შედეგად მიიჩნიეს.
სამართალი - მუხლი 38: რუსეთის მთავრობამ უარი განაცხადა სასამართლოსათვის მიეწოდებინა იმ ორი ცირკულარის ასლი, რომელიც სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა დააგზავნეს 2006 წლის სექტემბრის ბოლოს. მათ აღნიშნეს, რომ მასალა საიდუმლო იყო და მისი გასაჯაროება იკრძალებოდა რუსეთის კანონმდებლობით. სასამართლომ წინარე საქმეებში უკვე დაადგინა, რომ „სახელმწიფო საიდუმლოების“ სტატუსის მქონე დოკუმენტებზე დაყრდნობა მოპასუხე მთავრობებს არ შეუძლიათ ეროვნული კანონმდებლობის მოხმობით და ამით სასამართლოსათვის მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა.* ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის მთავრობას არ წარმოუდგენია სპეციალური განმარტება თუ რატომ იყო ცირკულარი საიდუმლო. რომც დავუშვათ, რომ კანონიერი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხდებოდა ცირკულარების გამჟღავნება, სასამართლოს რეგლამენტის 33 $ 2 მუხლი უშვებს გამონაკლის წესს, როდესაც შესაძლებელია დოკუმენტის სასამართლოსადმი გამჟღავნება მისი საზოგადოებისათვის გასაჯაროების გარეშე, მაგალითად, კონფიდენციალურობის გარანტიების მიღების გზით. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთმა არ დააკმაყოფილა მისი ვალდებულება სასამართლოსათვის მიეწოდებინა ყველა საჭირო მასალა და ამით სასამართლოს დახმარებოდა საქმის ფაქტების დადგენაში.
დასკვნა: 38-ე მუხლის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 35 $ 1 (სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა): 2006 წლის ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების კოორდინირებული პოლიტიკა. მოცემული პოლიტიკა უტოლდებოდა ადმინსიტრაციულ პრაქტიკას რაც სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება არ მოქმედებს.
მოცემული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა საფუძველი ეჭვი შეეტანა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში: - 4,600 საქართველოს მოქალაქის გაძევების ორდერი, მათ შორის 2,380 იძულებით დაკავებული და გაძევებული. განხილული მოვლენები - ცირკულარებისა და ინსტრუქციების გამოცემა, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაკავება და გაძევება, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ჯგუფური რეისების დანიშვნა და რუსეთის შესაბამისი ორგანოების მიერ სკოლებში წერილების გაგზავნა ქართველი მოსწავლეების ვინაობის დასადგენად - ეს ყველაფერი მოხდა 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე.
მნიშვნელოვანია მოვლენების მსგავსი აღწერა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებშიც. მეტიც, სასამართლოს მიერ 38-ე მუხლის დარღვევის დადგენის გათვალისწინებით, დიდი ალბათობა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ვერსია ცირკულარის შინაარსზე, რომლითაც მოხდა სწორედ საქართველოს მოქალაქეების გაძევება, მართებულია.
რაც შეეხება სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებების ეფექტიანობასა და მათზე ხელმისაწვდომობას, სასამართოს წინაშე წარმოდგენილი მასალა მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ რეალური წინაღობანი არსებული დაცვის მექანიზმებით სარგებლობის გზაზე, როგორც რუსეთის სასამართლოებში, ისევე საქართველოში მათი გაძევების შემდეგ. მათ სასამართლოს ჯგუფებად მიამრთეს. ზოგიერთ მათგანი არ დაუშვეს სასამართლო დარბაზში, ხოლო დანარჩენები კი აცხადებდნენ, რომ მოსამართლეებთან მათი ინტერვიუ გაგრძელდა საშუალოდ ხუთ წუთს, ფაქტების ყოველგვარი ჯეროვანი შემოწმების გარეშე. ამის შემდეგ მათ უბრძანეს ხელი მოეწერათ სასამართლო გადაწყვეტილებებზე მისი წაკითხვის შესაძლებლობისა და ასლის მიღების გარეშე. მათ არ ყავდათ არც თარჯიმანი და არც ადვოკატი და, როგორც წესი, მოსამართლეები და პოლიციელები მიუწოდებდნენ არ გაესაჩივრებინათ გადაწყვეტილებანი.
დასკვნა: ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ); პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
ოქმი N.4, მუხლი 4: საქართველომ განაცხადა, რომ მისი მოქალაქეები დაექვემდებარნენ კოლექტიურ გაძევებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. სამართლომ გაიმეორა, რომ მე-4 ოქმის მე-4 მუხლის მნიშვნელობით კოლექტიური გაძევება ნიშნავს ნებისმიერ ზომას, რომელიც უცხოელებს, როგორც ჯგუფს, აიძულებს დატოვოს ქვეყანა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოცემული ზომა წარმოადგენს ჯგუფის ყოველი ინდივიდუალური წევრის საქმის ჯეროვანი და ობიექტური შესწავლის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.** განსხვავებით მე-7 ოქმის 1-ლი მუხლის პოზიციისაგან, მე-4 ოქმის მე-4 მუხლი გამოიყენება მაშინაც კი, როდესაც გაძევებული პირები უკანონოდ ცხოვრობენ მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მაშინ როდესაც ყოველ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი საიმიგრაციო პოლიტიკა, მიგრაციის მოდინების მართვის პრობლემა ვერ იქნება სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდბულებების დაუკმაყოფილებლობის გამამართლებელი საფუძველი.
საქართველოს მოქალაქეების გაძევება განხილულ პერიოდში არ განხორციელებულა ყოველი ინდივიდის საქმის გონივრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე. აღნიშნული კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას და მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას.
დასკვნა: ადმინისტრაციული პრაქტიკა რომელიც არღვევს მე-4 ოქმის მე-4 მუხლს (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
დიდმა პალატამ, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, ასევე დაასკვნა, რომ რუსეთში იმ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავება და დაპატიმრება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატმირებისა და გაძევების კოორდინირებული პოლიტიკის ნაწილს და, შესაბამისად თვითნებურად ხორციელდებოდა. როგორც ასეთი, იგი უთანაბრდებოდა კონვენციის 5 $ 1 მუხლის დამრღვევ ადმინისტრაციულ პრაქტიკას. იმავე უმრავლესობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების ბძანებების ეფექტიური და ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობა არღვევდა კონვენციის 5 $ 4 მუხლს, ხოლო საქართველოს მოქალაქეთა დაკავების ადგილების მდგომარეობა (გადატვირთული, არაადექვატური სანიტარია და ჯანმრთელობის პირობები, პირადი სივრცის არარსებობა) კი უტოლდებოდა მე-3 მუხლის დამრღვევ ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა 5 $ 1 მუხლთან (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ) და მე-3 მუხლთან (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ) ერთობლიობაში.
სასამართლომ დაადგინა (თექვსმეტი ხმთ ერთის წინააღმდეგ) რომ ადგილი არ ჰქონია მე-7 ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას (უცხოელთა გაძევების პროცედურული გარანტიები), რადგან მოცემული დებულება ცალსახად ვრცელდება „სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მაცხოვრებელ უცხოელებზე“, ხოლო განხილულ პერიოდში კი ვერ დგინდებოდა, რომ დაკავებული და გამოძევებული საქართველოს მოქალაქეები კანონიერად იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. დაბოლოს, სასამართლოს არ დაუდგენია მე-8 მუხლის და 1-ლი ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: საკითხი გადაიდო.
* Davydov and Others v. Ukraine, 17674/02 და 39081/02, 1 ივლისი 2010; Nolan and K. v. Russia, 2512/04, 12 თებერვალი 2009, საინფორმაციო ბროშურა N. 116; და Janowiec and Others v. Russia [GC], 55508/07 და 29520/09, საინფორმაციო ბროშურა 167.
** იხ. Čonka v. Belgium, 51564/99, 5 თებერვალი 2002, საინფორმაციო ბროშურა 39; იხ. აგრეთვე Sultani v. France, 45223/05, 20 სექტემბერი 2007, საინფორმაციო ბროშურა 100; და Hirsi Jamaa and Others v. Italy [GC], 27765/09, 23 თებერვალი 2012, საინფორმაციო ბროშურა 49.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy