© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #110
ივლისი, 2008
საქართველოს ლეიბორისტული პარტია (The Georgian Labour Party) საქართველოს წინააღმდეგ - 9103/04
გადაწყვეტილება 8.7.2008 [II სექცია]
1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი
ხალხის ნება-სურვილის თავისუფლად გამოხატვა
არჩევნებში პასიური საარჩევნო ხმით მონაწილეობა
„პოსტ-რევოლუციურ“ პოლიტიკურ გარემოში არჩევნებამდე მოკლე ვადაში ამომრჩეველთა რეგისტრაციის აქტიური სისტემის შექმნა, რომელიც მიმართული იყო ამომრჩეველთა ქაოტური სიების მოწესრიგებაზე: დარღვევას არ ქონდა ადგილი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან საარჩევნო გაყალბების მტკიცებულების არ არსებობა, რაც გაამყარებდა საჩივარს ყველა დონის საარჩევნო კომისიებში საპრეზიდენტო უმრავლესობასთან დაკავშირებით: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგებიდან ორი საარჩევნო ოლქის უკანონო და გაუმართლებელი გამორიცხვა: დარღვევა; დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: 2003 წლის ნოემბერში საქართველოში გაიმართა საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების შედეგები ორი - მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა გადაწყვეტილიყო. საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ პროპორციული სისტემით ხმათა 12.04% მიიღო, რაც პარტიული სიით პარლამენტის წევრთა 150 ადგილიდან 20 ადგილს შეადგენდა. დემონსტრანტებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და ითხოვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომას, ჩაშალეს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა („ვარდების რევოლუციის“ სახელწოდებით ცნობილი მოვლენები). პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო საყოველთაო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. შედეგად გადაწყდა საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა 2004 წლის იანვარში და განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები 28 მარტისთვის ჩაინიშნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მიიღო დადგენილება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციებს დაავალა ამომრჩეველთა წინასწარი სიების გამოქვეყნება, ხოლო ამომრჩევლებს დაევალათ საარჩევნო სიებში საკუთარი მონაცემების გადამოწმება და საჭიროებისამებრ შესწორებების შეტანა. 28 მარტის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების საფუძველზე ცესკომ გააუქმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხულოს საარჩევნო ოლქების შედეგები და ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღად განსაზღვრა 2004 წლის 18 აპრილი. ამ დღეს აღნიშნულ ორ ოლქში საარჩევნო უბნები არ გაიხსნა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო. იმავე დღეს ცესკომ დააჯამა ხმები და გამოაცხადა 28 მარტის არჩევნების შედეგები; განმცხადებელმა პარტიამ მიიღო ხმათა 6.01%, რაც არ საკმარისი იყო პარლამენტში ადგილების მოპოვებისთვის დადგენილი 7%-იანი ბარიერის გადასალახად. განმცხადებელმა მიმართა უზენაეს სასამართლოს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ წარუმატებლად.
კანონი: 1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი - ამომრჩეველთა რეგისტრაციის ახალი სისტემა: საარჩევნო სიების სათანადო მართვა თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრის აუცილებელი პირობა იყო. პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტურობა უდავოდ დამოკიდებულია აქტიური საარჩევნო ხმის უფლების სამართლიან განხორციელებაზე. შესაბამისად, თუკი საარჩევნო სიებში გამოტოვებულია ზოგიერთი ამომრჩეველი და/ან სხვები მრავალჯერ არის რეგისტრირებული, სიების ასეთი მართვა არა თუ აზარალებს ამომრჩევლების ინტერესებს, არამედ სავარაუდოდ ამცირებს კანდიდატების შესაძლებლობას, თანასწორ და სამართლიან პირობებში მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. შესაბამისად, საკმარისად მჭიდრო მიზეზობრივი კავშირი არსებობდა განმცხადებელი პარტიის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემასთან დაკავშირებით მის საჩივარს შორის. როგორც ეუთოს ODHIR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღიარებული, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ახალი „აქტიური“ სისტემის შემოღებამ ცესკოს შესაძლებლობა მისცა გამოესწორებია მრავალი შეცდომა, ხელნაწერი საარჩევნო სიები გაეერთიანებინა ერთიან კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში და დამატებითი 145 000 ამომრჩეველი გაეთვალისწინებინა. მიუხედავად ახალი სისტემის ნაკლოვანებებისა, [ადამიანის უფლებათა] სასამართლოს აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იყო რომ ხელისუფლების ორგანოებმა მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ განმეორებით არჩევნები უფრო სამართლიანი ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ მათ წინაშე ქაოტური ამომრჩეველთა სიების მეტად შემჭიდროვებულ ვადებში (2003 წლის 25 ნოემბრიდან 2004 წლის 28 მარტამდე პერიოდში) და „პოსტ-რევოლუციურ“ პოლიტიკურ გარემოში მოწესრიგების ამოცანა იდგა, მათგან იდეალური გადაწყვეტის მოთხოვნა გადაჭარბებული და შეუძლებელი ტვირთის დაკისრება იქნებოდა. შესაბამისად, ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესებში მოულოდნელი ცვლილება განმეორებით არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ვერ გახდება კრიტიკის ობიექტი 1-ელი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან მიმართებით. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ახალი სისტემა, რომელმაც ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოებიდან ნაწილობრივ ამომრჩევლებზე გადაიტანა, სახელმწიფოს მიერ ხალხის მიერ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებასთან შესაბამისი, საქართველოს, რომელიც არ იყო მარტო ამ სისტემის არჩევისას, უნდა მიენიჭოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები. თუ შევაჯამებთ, ამომრჩეველთა რეგისტრაციის აქტიური სისტემა თავისთავად არ წარმოადგენდა განმცხადებელი პოლიტიკური პარტიის პასიური საარჩევნო ხმის უფლების დარღვევას. წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ეს სისტემა არ წარმოადგენდა კენჭისყრის გაყალბების მიზეზს, არამედ ეს იყო გაყალბების თავიდან აცილების გონივრული მცდელობა, თუმცა არა იდეალური გამოსავალი.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
საარჩევნო კომისიების შემადგენლობა: საარჩევნო კომისიის არსებობის მთავარი არსი მდგომარეობს თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემის პროცესის მიუკერძოებლად, ეფექტურ ადმინისტრირებაში, რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნებოდა, თუ კომისია გადაიქცეოდა საარჩევნო სუბიექტებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების ადგილად. საარჩევნო კომისიებში არსებული პროპორცია შვიდი წევრი თხუთმეტი წევრიდან, მათ შორის თავმჯდომარე გადამწყვეტი ხმით, რომელსაც პრეზიდენტი და მმართველი პარტია ნიშნავდა, ფაქტიურად მაღალი იყო ევროპაში არსებულ სხვა სისტემებთან შედარებით. შესაბამისად პრო-საპრეზიდენტო ძალები მნიშვნელოვანი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი ყველა დონის საარჩევნო კომისიებში სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შედარებით. ამ კომპოზიციას აკლდა მნიშვნელოვანი ურთიერთგაწონასწორება და ურთიერთდაბალანსება პრეზიდენტის ძალაუფლების წინააღმდეგ და კომისია ნაკლებად შეძლებდა დამოუკიდებელი ყოფილიყო გარედან მომდინარე პოლიტიკური წნეხისგან. თუმცა, განმცხადებელი პარტიის საზიანოდ საარჩევნო კომისიების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან საარჩევნო გაყალბების კონკრეტული შემთხვევის რაიმე მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, განმცხადებლის პასიური საარჩევნო ხმის უფლების დარღვევა ვერ დადგინდება. სასამართლომ ვერ გამოავლინა 1-ელი დამატებით ოქმის მე-3 მუხლის დარღვევა მხოლოდ იმ მტკიცებაზე დაყრდნობით, რომ სისტემა საარჩევნო გაყალბებისთვის შესაძლებლობებს ქმნიდა (მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ახლოს იყო ეს სინამდვილესთან) .
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
ხულოს და ქობულეთის ამომრჩეველთა გამოთიშვა: პროპორციული სისტემით განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებში ხულოსა და ქობულეთის ამომრჩევლების მიერ მონაწილეობის შესაძლებლობის არ ქონა განხილული უნდა იქნეს საყოველთაო არჩევნების პრინციპზე დაყრდნობით. 1-ელი დამატებით ოქმის მე-3 მუხლის თანახმად განმცხადებელი პარტია უფლებამოსილი იყო დანდობოდა ხულოსა და ქობულეთის ამომრჩევლებს, მიუხედავად მათი ხმების უმრავლესობის მოპოვების შანსისა. ამომრჩევლების გამოთიშვამ, განსაკუთრებით თვითნებურად, შეიძლება გაართულოს საარჩევნო სუბიექტისთვის არჩევნებში ეფექტურად მონაწილეობა. სასამართლოს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტების იმის შესახებ, რომ ხულოსა და ქობულეთში საარჩევნო უბნებზე ადგილი ქონდა დარღვევებს. სასამართლოს წუხილის მიზეზი იყო ის, რომ ამ ორ ოლქში შედეგების ბათილობით ცესკომ არათუ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, არამედ იმოქმედა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის ან სათანადო პროცესების უზრუნველყოფის გარეშე. არც მოპასუხე სახელმწიფოს და არც ცესკოს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, იმის განსამარტად, საარჩევნო ადმინისტრაციების საარჩევნო დოკუმენტაციის შესწავლისა და მოწმეთა მოსმენის გარეშე, თუ რატომ მივიდა ცესკო დასკვნამდე, რომ ამ ორი ოლქის ყველა შედეგი გაბათილებას იმსახურებდა. სასამართლოს აზრით, ცესკოს გადაწყვეტილება, უგულებელეყო საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედები - საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნა და ბიულეტენების გადათვლა - და საარჩევნო შედეგების გაბათილება საარჩევნო დარღვევების მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, მიანიშნებს თვითნებობაზე. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც 2004 წლის 18 აპრილს ვერ მოხერხდა საარჩევნო უბნების გახსნა, ცესკომ მიიღო სასწრაფო გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაესრულებინა არჩევნები, მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული იყო თვრამეტი დღე არჩევნების შედეგების შესაჯამებლად. ცესკო კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპთან მეტ შესაბამისობას უზრუნველყოფდა, თუ ხულოსა და ქობულეთში დანიშნულ კენჭისყრას შეწყვეტდა ნათელი, ფორმალიზებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებისა და საყოველთაო არჩევნების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ ვერ მიიჩნია „გონივრულ ვადაში“ ახალი პარლამენტის არჩევის ლეგიტიმური ინტერესი, მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან 2004 წლის 18 აპრილის შემდეგ 60 000 აჭარელი ამომრჩევლისთვის (რომლებიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 2.5% შეადგენდა) არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გონივრული ზომების გატარების შეუძლებლობის ან სურვილის არ ქონის საკმარის გამართლებად.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მე-14 მუხლი 1-ელი დამატებით ოქმის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში - მის ხელთ არსებული მასალებიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც სავარაუდოდ შესაძლებელს გახდიდა იმის დამტკიცებას, რომ ან საარჩევნო მექანიზმი (ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა და საარჩევნო კომისიების შემადგენლობა), ან ხულოსა და ქობულეთში განვითარებული მოვლენები, ექსკლუზიურად მიმართული იყო განმცხადებელ პარტიაზე და არჩევნების მონაწილე სხვა სუბიექტებზე გავლენა არ მოუხდენია.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას დამდგარი არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy