© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #126
2010 წლის იანვარი
გილანი და კინტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ – 4158/05
გადაწყვეტილება 12.1.2010 (IV სექცია)
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
პირის გაჩერების და ჩხრეკის უფლებამოსილება არამართლზომიერი ქმედების ჩადენის საფუძვლიანი ეჭვის გარეშე: დარღვევა
ფაქტები – 2000 წლის ტერორიზმის შესახებ კანონის 44-47-ე ნაწილების მიხედვით პოლიციის მაღალჩინოსანს შეუძლია, თუ ის “ტერორიზმის პრევენციისთვის მიზანშეწონილად” მიიჩნევს გამოსცეს ნებართვა, რომელიც უფლებას მისცემს ნებისმიერ ფორმაჩაცმულ პოლიციელს განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე გააჩეროს და გაჩხრიკოს ფეხით მოსიარულეები და ავტომობილები და მათში მყოფი პირები. ნებართვა დამოწმებული უნდა იყოს სახელმწიფო მდივნის მიერ ორმოცდარვა საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს მოქმედების ძალას. ნებართვის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს ოცდარვა დღეს მაგრამ ამ ვადის განახლება შესაძლებელია. ნებართვის განსაზღვრული ძალაუფლება შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ “ნივთების ჩხრეკის მიზნით რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერორიზმთან მიმართებით”, მაგრამ პოლიციის ოფიცერი არ არის ვალდებული ჰქონდეს საფუძვლები “ივარაუდოს მსგავსი ნივთების არსებობა”. ოფიცერმა შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომლის ჩხრეკაც ტარდება მოიხადოს ქუდი, გაიხადოს ფეხსაცმელი, სხვა ტანსაცმელი და ხელთათმანები და თუ სავარაუდოდ საჭირო გახდა ჩაუყოს ხელი ჯიბეში, შეამოწმოს საყელოს ნასკების და ფეხსაცმელების გარეთა და შიგნითა მხარე და შეუმოწმოს თმები. ჩხრეკა ტარდება საზოგადოებრივ ადგილას - იმ ადგილას ან იმ ტერიტორიის მახლობლად სადაც პიროვნება გააჩერეს. ჩხრეკაზე დაუმორჩილებლობა ისჯება პატიმრობით, ან ჯარიმით ან ორივეთი ერთად. დამოუკიდებელი დამკვირვებლის ანგარიში კანონის მუშაობის თაობაზე წარედგინება პარლამენტს მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
პირის გაჩერების და გაჩხრეკის უფლება მოქმედებდა მეტროპოლიტენის (დიდი ლონდონი) ოლქის პოლიციის ფარგლებში მას შემდეგ რაც კანონი ძალაში შევიდა 2001 წლის თებერვალში შემდგომი ნებართვის და მტკიცების შესაბამისად “განახლებადი პროგრამის” ფარგლებში. 2004-2008 წლებში იუსიტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ჩხრეკის რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა წლიურად 33177-დან 117278-მდე. დამოუკიდებელი დამკვირვებელი საკუთარ ანგარიშებში ყოველთვის კრიტიკული იყო იმის თაობაზე თუ რა ფორმით ხდებოდა ძალაუფლების გამოყენება და მიუთითებდა ძალაუფლების”არასწორ ან არასაჭირო გამოყენებაზე” და ეჭვის ქვეშ აყენებდა მთელი მეტროპოლიტენის პოლიციის ოლქში ამ ნებართვის გამოყენების საჭიროებას და აღნიშნავდა ამის “მნიშვნელოვან უბნებში” გამოყენების საჭიროებაზე.
მომჩივანები მოცემულ საქმეში გააჩერა და გაჩხრიკა პოლიციამ სხვადასხვა შემთხვევაში, როდესაც ისინი მიდიოდნენ დემონსტრაციაზე გაეპროტესტებინათ იარაღის გამოფენა რომელიც ახლოს ტარდებოდა. გილანი მიდიოდა ველოსიპედით და მიჰქონდა ზურგჩანთა. კინტონი, პროფესიით ჟურნალისტი, გააჩერეს და გაჩხრიკეს მიუხედავად იმისა რომ მან საკუთარი პრესის წარმომადგენლობის დამადასტურებელი ბარათი აჩვენა. არცერთი მომჩივანი 30 წუთზე მეტი დროით არ გაუჩერებიათ. მომჩივანების სარჩელი სასამართლოს მიმართ არ იყო წარმატებული. ბოლო სააპელაციო ეტაპზე, ლორდთა პალატამ საეჭვოდ მიიჩნია თუ როგორ შეიძლება, პირის ჩვეულებრივი ზედაპირული ჩხრეკა ჩაითვალოს პირადი ცხოვრების პატივისცემის შელახვად რომელიც ევროპული კონვენციის მე-8-ე მუხლის გამნოყენების საკითხს წამოჭრის იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი გამოყენება მოხდებოდა გაჩერების და ჩხრეკის უფლება შესაბამისობაში იყო კონვენციის კანონიერების მოთხოვნასთან ვინაიდან პოლიციის ოფიცრები ვერ იმოქმედებდნენ თვითნებურად. მომჩივნებმა ასევე ზიანის ანაზღაურებაზე შეიტანეს სარჩელი სასამართლოში. მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მათ არ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება.
კანონი
(ა)სარჩელის დასაშვებობა – სახელმწიფომ მიუთითა რომ მომჩივნებმა სრულად არ ამოწურეს ეროვნული მექანიზმები ვინაიდან მათ არ გამოიყენეს შეთავაზება დახურული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით უმაღლეს სასამართლოში იმის თაობაზე ნებართვა და მისი დამტკიცება გამართლებული იყო თუ არა და არ გაასაჩივრეს ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივნები არ დაობენ იმაზე რომ გაჩერება და ჩხრეკა გამოყენებული მათ მიმართ ეწინააღმდეგება ტერორიზმის შესახებ კანონს. მათი სარჩელი ეხება გაჩერების და ჩხერეკის როგორც ქმედების შესაბამისობას კონვენციასთან. შესაბამისად, სახელწმიფოს მიერ განსაზღვრული საშუალებები არც შესაბამისია და არც ეფექტური სასამართლოს წინაშე არსებულ სარჩელთან მიმართებით.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდეს (ერთხმად)
(ბ)არსებითი მხარე – მუხლი 8: ანტიტერორისტული კანონმდებლობით განსაზღვრული იძულებითი ძალაუფლება რომელიც მოითხოვს პირისგან გახდეს დეტალური ჩხრეკის ობიექტი როდესაც მოხდება მისი სხეულის, ასევე მისი ტანსაცმლის და პირადი ნივთების შემოწმება წარმოადგენს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში აშკარა ჩარევას. ჩხრეკის საჯარო ფორმა, როდესაც ხდება პირადი ინფორმაციის საზოგადოების თვალწინ განსაჯაროება, შესაძლოა გარკვეულ შემთხვევბში იწვევდეს ჩარევის სერიოზულობას მასთან დაკავშირებული დამცირების და დაბნეულობის ელემენტების გამო. ესეთი ჩარევა ვერ შეედრება ავია მგზავრების აეროპორტში ან საჯარო ადგილებში ვიზიტორების ჩხრეკას. ავია მგზავრები შეიძლება განხილულულ იქნან როგორც თანხმობის გამომხატველნი ჩხრეკაზე ვინაიდან მათ არჩიეს საჰაერო მგზავრობა და მათ ჰქონდათ არჩევანი პირადი ნივთები დაეტოვებინათ ან არ გამოეყენებინათ ავია მომსახურება და არ გამხდარიყვნენ ჩხრეკის ობიექტი. ჩხრეკის უფლება განსაზღვრული ტერორიზმის კანონით ხარისხობრივად განსხვავებულია ვინაიდან პირი შეიძლება გააჩერონ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, გაფრთხილების და ყოველგვარი არჩევანის გარეშე გამოხატოს თანხმობა ჩხრეკაზე.
იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა ღონისძიება “კანონთან შესაბამისი”, არ არის სადაო რომ გაჩერების და ჩხრეკის უფლება გამოყენებული მომჩივანის საქმეში განსაზღვრული იყო ტერორიზმის შესახებ კანონის 44-47-ე ნაწილებით, პრაქტიკის კოდექსთან ერთობლიობაში რაც წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს. საინტერესოა ეს დებულებები აძლევდა თუ არა ფართო დისკრეციას პოლიციას, როგორც გაჩერების და ჩხრეკის გამოყენების უფლებამოსილების იდე მისი პრაქტიკაში დანერგვის კუთხით. სასამართლოს აზრით, არ არის ნათელი ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები სთავაზობს თუ არა ადექვატური დაცვის მექანიზმს თვითნებური ჩარევისგან.
პირველ რიგში, რაც შეეხება ნებართვის გაცემის და დამტკიცების ეტაპს, სასამართლომ აღნიშნა რომ პოლიციის მაღალჩინოსანი გასცემს ნებართვას გაჩერების და ჩხრეკის უფლების გამოყენების თაობაზე თუ ის მიიჩნევს ამას “ტერორიზმის პრევენციისთვის მიზანშეწონილად (და არა “საჭიროდ”), ასე რომ გამოყენებული ღონისძიების თანაზომიერების შეფასების მოთხოვნა არ მოქმედებს. ამასთანავე, ვინადიან ნებართვის გაცემა ექვემდებარება დამტკიცებას სახელმწიფო მდივნის მიერ პირველი ორმოცდარვა საათის განმავლობაში, სახელმწიფო მდივანი ვერ შეცვლის გეოგრაფიულ არეალს და როგორც იკვეთება არცერთხელ არ ყოფილა სახელმწიფო მდივნის მხრიდან მოთხოვნის დამტკიცებაზე უარი ან მოქმედების ვადის შემცირების შემთხვევა. კანონით განსაზღვრული ნებართვის გეოგრაფიულ არეალში და დროში შეზღუდვა რეალურად არ მოქმედებდა და ამას ადასტურებს ის ფაქტი რომ მეტროპოლიტანის ოლქის პოლიციის ნებართვის განახლება ხდებოდა რეგულარულად “განახლების პროგრამის” ფარგელბში. ბოლოს, ძალიან მცირე შანსი არსებობდა ნებართვის გასაჩივრების: მიუხედავად იმისა რომ სასამართლო შემოწმება ხელმისაწვდომი იყო, კანონის უფლებამოსილების სფერო იყო იმდენად ფართო რომ ის წინაღობას უქმნიდა მოსარჩელეს იმის მტკიცებისას რომ ნებართვა და დამტკიცება გაიცემოდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფარგლებში, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი დამკვირვებელის უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დებულებების ზოგად მოქმედებებზე ანაგრიშით და მას არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა ან შეეცვალა ნებართვა.
რაც შეეხება ინდივიდუალურად პოლიციის ოფიცრის უფლებამოსილებას, მასზე დაკისრების დისკრეციის ფარგლები წარმოადგენდა დამატებითი განსჯის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიცერი ვალდებული იყო ჩაეტარებინა ჩხრეკა პრაქტიკის კოდექსთან შესაბამისობით, კოდექსი კი არეგულირებდა ფორმას რა ფორმითაც გაჩერება და ჩხრეკა ტარდებოდა და არ აწესებდა შეზღუდვებს პოლიციის ოფიცრის მიერ გაჩერების და ჩხრეკის გადაწყვეტილების მიღებისას. ეს გადაწყვეტილება კი ეფუძნებოდა პოლიციის ოფიცრის “ვარაუდს” ან “პროფესიულ ინტუიციას”. პოლიციის ოფიცრის მიერ საფუძვლიანი ვარაუდის არსებობის დემონსტრირებაც კი არ იყო საჭირო, მას არც კი ევალებოდა სუბიექტური ეჭვის შეეტანა პირში რომელიც გააჩერა და გაჩხრიკა. ერთადერთი მოთხოვნა რაც არსებობდა იყო ის რომ ჩხრეკა ტარდებოდა იმ საშუალებების აღმოსაჩენად რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ტერორიზმისას, ძალიან ფართო კატეგორია რომელშიც შეიძლება ბევრი ნივთი გაერთიანდეს რომელსაც ადამიანები შესაძლოა ქუჩაში ატარებდნენ. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირის გაჩერება მოხდებოდა ჩხრეკისთვის რომ მომხდარიყო ამ საშუალებების აღმოჩენა, პოლიციის ოფიცერს არ სჭირდებოდა მათ არსებობაში ეჭვის შეტანა.
ამასთან დაკავშირებით, სტატისტიკური და სხვა მონაცემები ამტკიცებენ თუ რა სიხშირით იყენებდნენ პოლიციის ოფიცრები გაჩერების და ჩხრეკის უფლებამოსილებას. ჩხრეკის დიდი რაოდენობა და დამოუკიდებელი დამკვირვებლის ანგარიშები რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხდებოდა, სასამართლომ დაადგინა რომ პოლიციისთვის ესეთი ფართო დისკრეციის მინიჭებისას არსებობდა თვითნებობის აშკარა რისკი. ამ ძალაუფლების ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციულად გამოყენების რისკი ძალიან ნათელი იყო და სტატისტიკა ასევე ამტკიცებდა რომ ამ უფლებამოსილების გამოყენება არათანაზომიერად ხდებოდა შავკანინი და აზიური წარმოშობის პირების მიმართ. ასევე არსებობდა იმის რისკი რომ ასე ფართოდ ჩამოყალიბებული ძალაუფლება შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული დემონსტრანტების და პროტესტის გამომხატველი პირების მიმართ. როგორც ეს მომჩივანის საქმიდან ჩანს, სასამართლო განხილვა ან ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელი არ იძლევა პოლიციის ოფიცრის მიერ გაჩერების და ჩხრეკის ჩატარების ნებართვის უფლების გასაჩივრების საშუალებას ვინაიდან პოლიციის ოფიცრის მხრიდან არანაირი ვალდებულების არ არსებობა ეჩვენებინა საფუძვლიანი ეჭვი თითქმის შეუძლებელს ხდის ძალაუფლების არასწორად გამოყენების მტკიცებას. და ბოლოს, არც ნებართვის და მტკიცების უფლებამოსილება, არც გაჩერების და ჩხრეკის უფლება განსაზღვრული ტერორზმის შესახებ კანონის 44 და 45 ნაწილებით, არ იყო საკმარისად შეზღუდული და არ უზრუნველყოფდა ადექვატური სამართლებრივი დამცავი მექანიზმების არსებობას ძალადობის წინააღმდეგ. ასე რომ ის არ იყო “კანონთან შესაბამისი”.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: დარღვევის გამოვლენა წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მორალური ზიანის ანაზღაურების მისაღებად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy