© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #135
2009 წლის ნოემბერი
Greens Ans M.T. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 60041/08
გადაწყვეტილება 23.11.2010 (IV სექცია)
მუხლი 46
მუხლი 46-2
გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ღონისძიებები
მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები რომლითაც პატიმრის ხმის მიცემის უფლება უზრუნველყოფილი იქნება
ფაქტები – სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (#2)*, დიდმა პალატამ დაადგინა რომ ეროვნული კანონმდებლობა რომელიც აწესებს ხმის მიცემის უფლების სრულ აკრძალვას ყველა პატიმრობაში მყოფი პირისთვის, მიუხედავად მათი პატიმრობის ხანგრძლივობისა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებისა და სიმძიმისა და მათი ინდივიდუალური გარემოებებისა, არღვევს დამატებითი ოქმი #1 მე-3-ე მუხლს. ეს კანონმდებლობა არ შეცვლილა და შესაბამისად პატიმრებმა რომლებიც იხდიან სასჯელს ციხეში ვერ მიიღეს მონაწილეობა 2009 წლის ევროპის პარლამენტის არჩევნებში და 2010 წელს ზოგად არჩევნებში.
კანონი – სასამართლომ დაადგინა დამატებითი ოქმი #1 მე-3-ე მუხლის დარღვევა და დაადგინა რომ კონვენციის მე-13-ე მუხლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება 41-ე მუხლს სასამართლომ აღნიშნა რომ სამწუხაროა ის გარემოება რომ ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და სახელმწიფოს არ უცდია შეეცვალა ეროვნული კანონმდებლობა ამ პერიოდში მაგრამ დამაძიმებელი ან დამსჯელი ზიანი არ არის შესაბამისი. დარღვევის გამოვლენა, გათვალისწინებული 46-ე მუხლით დადგენილი სასამართლოს მითითებთან ერთად, წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
მუხლი 46: გაერთიანებული სამეფოს მიერ გადაწყვეტილების გაჭიანურებული აღსრულების საქმეზე ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და მსგავსი სარჩელების საკმაოდ დიდი რაოდენობის მიღების გამო რომელიც სასამართლომ მიიღო 2010 წლის მაისის არჩევნებამდე და მის შემდეგ, სასამართლომ გადაწყვიტა გამოეყენებინა პილოტური გადაწყვეტილების პროცედურა.
(ა)სპეციალური ღონისძიებები - სასამართლომ მიიღო დაახლოებით 2500 საჩივარი რომელიც იმავე საკითხს ეხებოდა და დაახლოებით 1500 საჩივარი რომელიც იყო დარეგისტრირებული და რომელიც გადაწყვეტილების მოლოდინში იმყოფებოდა. საჩივრების რაოდენობა იზრდებოდა თითოეული არჩევნებისთვის რომელიც ჩატარდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე და შესაძლებელი იყო კიდევ უფრო მეტი რაოდენობის სარჩელის მიღება ვინაიდან გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 70 000-ზე მეტი პატიმარი იხდიდა სასჯელს და თითოეული მათგანი შესაძლოა ჩათვლილიყო პოტენციურ მომჩივანად. გაერთიანებული სამეფოს უუნარობა მიეღოთ საკანონმდელო ცვლილებები არ წარმოადგენდა მხოლოდ დამამძიმებელ ფაქტორს კონვენციით განსაზღვრულ მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, არამედ ასევე წარმოადგენდა საფრთხეს კონვენციის სამომავლო ეფექტურობის კუთხით. მაშინ როდესაც სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ დაედგინა სამომავლო საკანონმდებლო ცვლილების ტექსტი გაჭიანურებულმა პროცესმა აჩვენა ვადების განსაზღვრის საჭიროება. შესაბამისად გაერთიანებულ სამეფოს მოეთხოვა წარმოედინა საკანონმდებლო წინადადება კანონის შეცვლასთან დაკავშირებით ექვსი თვის ვადაში მას შემდეგ რაც მოცემული გადაწყვეტილება გახდებოდა საბოლოო. საარჩევნო კანონის მიღების მიზანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ შესაბამისობაში მოსვლა მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილ ვადებში.
(ბ)მსგავსი (შედარებადი) საქმეები – მოცემული გადაწყვეტილებით და ასევე ჰირსტის საქმეში არსებული გარემოებებით, აშკარა იყო რომ სასამართლოს წინაშე არსებული ყველა მსგავსი საქმე რომელიც დააკმაყოფილებდა დასაშვებობის კრიტერიუმს გამოიწვევდა დამატებითი ოქმი #1 მე-3-ე მუხლის დარღვევას. შესაბამისი გამოსწორების შეფასებისთვის არ იყო საჭირო ინდივიდუალური გამოკვლევა მსგავსი საქმეების და არც ფინანსური კომპენსაციის გადახდა არ ხდებოდა. ერთადერთი შესაბამისი რეაგირება იქნებოდა კანონის შეცვლა. ამ გარემოებების და საკანონმდებლო ცვლილებებისთვის დადგენილი ექვს თვიანი ვადის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია რომ თითოეული მსგავსი საქმის ინდივიდუალურად განხილვა აღარ იყო გამართლებული. საარჩევნო კანონის ცვლილებებით, რომლითაც უნდა მომხდარიყო საკანონმდებლო შესაბამისობის დადგენა ჰირსტის გადაწყვეტილებასთან ასევე გამოიწვევდა ნებისმიერ მსგავს საქმეზე ამ და ყველა სხვა გადაწყვეტილების შესაბამისობას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია რომ არაფერი არ იქნებოდა მიღწეული და არც მართლმსაჯულების განხორციელება მოხდებოდა უკეთ თუ სასამართლო დაიწყებდა მსგავსი საქმეების ინდივიდუალურ განხილვას და ერთი და იგივე გადაწყვეტილების მიღებას რაც რეალურად იქნებოდა მნიშვნელოვანი ტვირთი სასამართლოს რესურსებისთვის და მნიშვნელოვნად გადატვირთავდა სასამართლოს საქმეებით. კონკრეტულად კი ასეთი მოქმედება არ იქნებოდა საჭირო და არ გამოიწვევდა არანაირად ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებას კონვენციის ფარგლებში. შესაბამისად სასამართლომ დაადგინა რომ შეეწყვიტა ყველა იმ რეგისტრირებული საჩივრის განხილვა რომელიც ეხებოდა გაერთიანებული სამეფოს მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთი შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვიტა ამოეშალა ყველა რეგისტრირებული საქმე მაგრამ არ შეეზღუდა მისი უფლება განეახლებინა ამ საქმეების განხილვა იმ შემთხვევაში თუ გაერთიანებული სამეფო არ დააკმაყოფილებდა მოთხოვნას. სასამართლომ ასევე დაადგინა რომ აღარ მომხდარიყო იმ სარჩელების დარეგისტრირება რომლებიც ჯერ არ ყოფილა რეგისტრირებული და განეახლებინა მათზე მსჯელობა საჭიროების შემთხვევაში.
*2005 წლის 6 ოქტომბერი #74025/01; საინფომრაციო ჩანაწერი #79
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy