დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N164
2013 წლის ივნისი
Grimailovs v. Latvia - 6087/03
გადაწყვეტილება 25.6.2013 [სექცია IV]
მე-3 მუხლი
ღირსების შემლახველი მოპყრობა
ციხის ობიექტებთან დამოუკიდებლად წვდომის შეუძლებლობა პარალიზებული პატიმრისთვის, მის გადაადგილებისა და ყოველდღიურ რუტინაში ორგანიზებული დახმარების არარსებობა: დარღვევა.
ფაქტები - 2002 წლის ივნისში მომჩივანს, რომელსაც ხერხემალში მეტალი ჰქონდა ჩასმული, ორი წლით ადრე ტრავმის მიღების შემდეგ, მიესაჯა პატიმრობა ხუთ-ნახევარი წელიწადის ვადით. სასამართლოსათვის წარდგენილ თავის განცხადებაში, მომჩივანი აცხადებდა, inter alia, რომ ციხის ობიექტები შეუფერებელი იყო მისთვის, რადგანაც ის იყო პარალიზებული და ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული. 2006 წელს იგი პირობითად გაათავისუფლეს.
სამართალი - მე-3 მუხლი: მომჩივანი დაკავებული იყო დაახლოებით ორ-ნახევარი წელიწადი რეგულარულ საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც არ იყო ადაპტირებული ინვალიდის სავარძელზე მჯდომი პირებისთვის. თუმცა მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანი იმყოფებოდა სპეციალურ ნაწილში, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მაცხოვრებელებთან ერთად, ამ ადგილს ჰქონდა არანაკლები არქიტექტურული ან ტექნიკური ბარიერები ციხის ჩვეულებრივ ფლანგებთან შედარებით. დაქანებული ადგილი სავარძლებისთვის დამონტაჟდა, რათა ხელი შეეწყოთ ინვალიდის სავარძელით გარე ეზოსთან დაკავშირებისთვის, თუმცა სხვა ადგილებში, როგორიცაა სასადილო, საპირფარეშო, საუნა, ბიბლიოთეკა, მაღაზია, სპორტ-დარბაზი, შეხვედრების ოთახი და ტელეფონის ოთახი, რჩებოდა მიუწვდომელი. ვინაიდან, მომჩივანი არ იყო ჩაკეტილი თავის საკანში დღის განმავლოვაში და შეეძლო ემოძრავა თავის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, მისი შესაძლებლობა, გამოეყენებინა ეს ობიექტები, შეზღუდული იყო პარაპლეგიით (კიდურების დამბლა). მას არ ჰქონდა წვდომა საშხაპესთან და მისი ყოველყვირეული ვიზიტი საუნაში ვერ უზრუნველყოფდა ადეკვატური შესაძლებლობით, შეენარჩუნებინა პირადი ჰიგიენა მიუწვდომლობისა და შეზღუდული შესაძლებლობების გამო. უფრო მეტიც, არავიათარი ზომა არ მიღებულა მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეული იყო სანიტარულ ობიექტებთან მიუწვდომლობით თავის მეუღლესთან ცოლ-ქმრული ვიზიტის დროს, რომელიც ლატვიის კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება გარძელებულიყო ორმოცდაერთი საათი. შეფასების ფართო ზღვარის გამოყენებისას, დაერთო თუ არა ცოლ-ქმრული ვიზიტის შესაძლებლობა, სახემწიფოებს უნდა გაეთვალისწინებინათ საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებები და რესურსები. მომჩივანის ისეთ ადგილას განთავსება, სადაც მას შეეძლო ნორმალურად ებანავა და გამოეყენებინა საპირფარეშო, თუნდაც შეზღუდული დროის განმავლობაში, ძნელად შეიძლება ჩათვლილიყო მისი ღირსების პატივისცემის შესაბამისად.
მომჩივან იძულებული იყო, დაყრდნობოდა მასთან ერთად მყოფ პატიმრებს, რომ დახმარებოდნენ ციხეში ყოველდღიურ ცხოვრებასა და მოძრაობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ გავლილი ტრენინგი და არ გააჩნდათ საჭირო კვალიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს ექიმები ნახულობდნენ საკანში ჩვეულებრივი სამედიცინო შემოწმებისათვის, ისინი არ უზრუნველყოფდენ დახმარებას მის ყოველდღიურ რუტინაში. სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს პატიმრობის ადეკვატური პირობები, მოიცავს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პატიმრებისთვის სპეციალური საჭიროებების უზრუნველყოფას და სახელმწიფოს არ შეუძლია თავი გაითავისუფლოს ამ ვალდებულებისგან, ამ უკანასკნელის საკანში მცხოვრები სხვა პატიმრებისთვის გადატანით.
ზემოაღნიშნულისა და მისი კუმულაციური შედეგებიდან გამომდინარე, მომჩივნის პატიმრობის პირობმა მისი შეზუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით, კერძოდ, ციხის არაერთ, მათ შორის სანიტარულ ობიექტებთან დამოუკიდებლად წვდომის შეუძლებლობამ და ციხეში მოძრაობასა და ყოველდღიურ რუტინაში რაიმე ორგანიზებული დახმარების არარსებობამ, მიაღწია სიმწვავის ისეთ ზღვარს, რაც წარმოადგენდა ღირსების შემლახველ მოპყრობას.
დასკვნა : დარღვევა (ერთხმად)
სასამართლომ ასევე, მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის საფუძველზე, აპლიკანტის ბრალდებებთნ მიმართებით, 2001 წლის სექტემბერში პოლიციის მიერ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით.
41-ე მუხლი : 6,000 ევრო, არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით.
(See also: Čuprakovs v. Latvia, 8543/04, 18 December 2012; Turzynski v. Poland (dec.), 61254/09, 17 April 2012; D.G. v. Poland, 45705/07, 12 February 2013; Todorov v. Bulgaria (dec.), 8321/11, 12 February 2013)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy