© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #128
2009 წლის მარტი
გროსარუ რუმინეთის წინააღმდეგ - 78039/01
გადაწყვეტილება 2.3.2010 (III სექცია)
დამატებითი ოქმი #1 მე-3-ე მუხლი
კანონმდებლობის არჩევა
აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება
არჩევნების შემდგომი დავა ეროვნული უმცირესობის საპარლამენტო წარმომადგენლობის თაობაზე: დარღვევა
მუხლი 13
ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი
არჩევნების შემდგომი დავა ეროვნული უმცირესობის საპარლამენტო წარმომადგენლობის თაობაზე: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი იყო 2000 წლის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატი და ის იღებდა მონაწილეობას იტალიური ეროვნული უმცირესობის ადგილისთვის რუმინეთის პარლამენტში. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ რომელიც წარმოადგენს იტალიურ ეროვნულ უმცირესობას დაასახელა ის საკუთარ კანდიდატად ორმოცდაორიდან ცხრამეტ უბანში. მას შემდეგ რაც ყველა ხმები იყო დათვლილი ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ საარჩევნო კანონის მიხედვით მიანიჭა საპარლამენტო მანდატი იტალიურ ეროვნულ უმცირესობის იმ ორგანიზაციას რომელსაც მომჩივანი ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა რომ ის იყო კანდიდატი ამ ორგანიზაციიდან რომელმაც მიიღო ხმათა უმრავლესობა მთელი ქვეყნის მასშტაბით პარლამენტში ადგილი გადაეცა ორგანიზაციის სხვა კანდიდატს რომელმაც მიიღო ხმათა უმეტესობა ერთ უბანზე. მომჩივანის გასაჩივრებული სარჩელი წარუმატებელი იყო.
კანონი – დამატებითი ოქმი #1 მუხლი 3: საქმე ეხება საპარლამენტო მანდატის მიღებას და არჩევნების შემდგომ კანონმდებლობას. საარჩევნო კანონი ნათლად არ განმარტავს იმ პროცედურებს რომელიც უნდა განხორციელდეს საპარლამენტო ადგილის მოსაპოვებლად რომელიც განსაზღვრულია ეროვნული უმცირესობის წამომადგენელი გამარჯვებული ორგანიზაციისთვის. ცენტრალურ საარჩევნო ბიუროს უნდა განესაზღვრა პირველი კანდიდატის სახელი და გვარი უფლებამოსილი ორგანიზაციის სიაში რომელმაც მიიღო ხმათა უმრავლესობა. კანონი არ განსაზღვრავდა იმას თუ რა იქნება გათვალისწინებული ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმათა უმრავლესობა თუ ერთ საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების რაოდენობა. მოცემულ საქმეში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოიყენა მეთოდი ადგილობრივი ოლქების დონეზე და არა ეროვნულ დონეზე. საარჩევნო წესებში არსებულმა ბუნდოვანებამ გამოიწვია რუმინული სახელწმიფო უწყებების ვალდებულება გამოიჩინონ სიფრთხილე მათი ინტერპრეტაციის დროს, იმის გათვალისწინებით თუ რა პირდაპირი გავლენა შესაძლოა იქონიოს მათმა ინტერპრეტაციამ არჩევნების შედეგზე. ცენტრალურ საარჩევნო ბიუროს არ განუმარტავს ეს იყო პირველი შემთხვევა წესების მსგავსი ინტერპრეტაციის თუ არსებობდა დადგენილი პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში. მას არც ის განუმარტავს თუ რატომ ვრცელდებოდა ადგილობრივი წარმომადგენლობის კრიტერიუმი ეროვნულ უმცირესობებზე მაშინ როდესაც სხვა საარჩევნო საქმეებში მათზე ვრცელდებოდა სპეციალური დებულებები დაკავშირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობასთან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი არანაირი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არსებული დებულებები მოცემულ მომენტში ვერ აკმაყოფილებდა სიზუსტის მოთხოვნას რომელიც სასამართლოს პრეცედენტული სამართლით იყო დადგენილი. სასამართლომ შეიტყო საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე რომელიც ეხებოდა სადაო დებულების შინაარს რომელიც ეხლა ადგენდა რომ ეროვნული უმცირესობის ორგანიზაციის საპარლამენტო მანდატი ეკუთვნის იმ პირველ კანდიდატს ოლქში სადაც კანდიდატთა სიამ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა. ეს ცვლილება ვერ იქონიებდა გავლენას გასაჩივრებულ შემთხვევაზე და ვერ გამოასწორებდა მომჩივანის მდგომარეობას. უფრო მეტიც, ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ და წარმომადგენელთა პალატის კანონიერების კომისიამ განიხილეს მომჩივანის საჩივარი და არ მიიღეს ის დაუსაბუთებლობის გამო. ამ ორგანოების წევრობის წესები, რომელიც შედგებოდა პოლიტიკური პარტიების ფართო წარმომადგენლობისგან არ სთავაზობდა მიუკერძოებლობის საკმარის გარანტიას. მეორე, არც იუსტიციის უზენაეს სასამართლოს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც ერთ სხვა ეროვნულ სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება სადაო საკანონმდებლო დებულების ინტერპრეტაციის თაობაზე. მნიშვნელოვანი იყო მომჩივანის საჩივრის სასამართლო პროცედურების ფარგლებში განხილვა. ასეთ გარემოებებში საარჩევნო კანონმდებლობაში ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით სიცხადის ნაკლებობა და შესაბამისი გარანტიების არ არსებობა იმ ორგანოს მიუკერძოებლობის თაობაზე რომელიც იხილავს მომჩივანის საჩივარს არღვევს დამატებითი ოქმი #1 მე-3-ე მუხლით გარანტირებულ უფლებას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
კონვენციის მუხლი 13 დამატებითი ოქმი #1-ის მე-3-ე მუხლთან ერთად: მომჩივანის უფლება ეფექტურ ზომაზე დარღვეული იყო საარჩევნო კანონმდებლობის საეჭვო დებულებების ინტერპრეტაციისთვის სასამართლო განხილვის არ არსებობსი გამო.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 5000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy