© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
გადაწყვეტილება საქმეზე გროსი შვეიცარიის წინააღმდეგ
(საჩივარი #. 67810/10)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
30 სექტემბერი 2014
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე გროსი შვეიცარიის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი,,
ჯოზეფ კასადევალი,
ინეტა ზიემელი,
მარკ ვილიგერი,
ისაბელ ბერო-ლეფევრი,
ბოჟან მ ზუპანჩიჩი,
ალვინა გულუმიანი,
ჰანლარ ჰაჯიევი,
დრაგპლჯუბ პოპოვიჩი,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
ან პაუერ-ფორდე,
ვინსენტ ა დე გაეტანო,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი,
ჰელენ კელერი,
ჰელენა ჯადერბლომი,
იოანეს სილვისი, მოსამართლეები,
და ერიკ ფრიბერგი, სხდომის გამწესრიგებელი
2014 წლის 5 მარტს და 2014 წლის 27 აგვისტოს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს ხსენებულ დღეს:
პროცედურა:
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (no. 67810/10) შვეიცარიის კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა შვეიცარიის მოქალაქის მიერ ქ-ნი ალდა გროსის („მომჩივანის“) მიერ 2010 წლის 10 ნოემბერს.
2. მომჩივანის ინტერესებს წარმოადგენდა ბ-ნი ფ.ტ. პეტერმანი, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებს სანტ გალენში, შვეიცარია. შვეიცარიის სახელმწიფოს („სახელმწიფო“) წარმოადგენდა მისი აგენტი ბ-ნი ფ. შურმანი, ფედერალური იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა და ევრო საბჭოს განყოფილების დეპარტამენტის უფროსი.
3. კონვენციის მე-8-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანი დაობდა, რომ მისი უფლება თავად გადაეწყვიტა თუ როგორ და როდის დაესრულებინა საკუთარი სიცოცხლე დაირღვა.
4. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეორე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 52 § 1). 2012 წლის 5 იანვარს სახელმწიფო გაეცნო საჩივარი. ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საქმისთვის მიენიჭებინათ პრიორიტეტი (მუხლი 41). 2013 წლის 14 მაისს პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: გუიდო რაიმონდი, თავმჯდომარე, დანუტე ჯოჩინი, პირ ლორენცენი, ანდრას საჯო, იშილ კარაკაში, ნებოჟა ვუჩინიჩი, ჰელენ კელერი, მოსამართლეები და ასევე სტანლი ნაისმითი, სხდომის გამწესრიგებელი, ითათბირეს რა განმარტოებით, გამოიტანეს გადაწყვეტილება რომელშიც ხმათა უმრავლესობით დაადგინეს რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას. ერთიანი განსხვავებული მოსაზრება მოამზადეს მოსამართლე რაიმონდომ, ჯოჩინმა და კარაშმა, რომელიც თან ერთვოდა გადაწყუვეტილებას.
5. 2013 წლის 12 აგვისტოს წერილში სახელმწიფომ მოითხოვა საქმის გადაგზავნა დიდი პალატისთვის კონვენციის 43-ე მუხლის და სასამართლოს რეგლამენტის 73-ე მუხლის შესაბამისად. დიდმა პალატამ მიიღო საჩივარი განსახილველად 2013 წლის 7 ოქტომბერს.
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის მუხლი 26 §§ 4 და 5 და მუხლი 24..
7. მომჩივანმა და სახელმწიფომ დამატებით საკუთარი წერილობითი პოზიციები წარმოადგინეს (მუხლი 59 § 1). მათ წერილობით პოზიციაში 2014 წლის 7 იანვარს სახელმწიფომ სასამართლოს შეატყობინა, რომ 2011 წლის 10 ნოემბერს მომჩივანი გარდაიცვალა. მომჩივანის ადვოკატმა წარმოადგინა საპასუხო კომენტარები.
8. ამასთანავე, მესამე მხარის კომენტარები საჩივრის არსებით მხარესთან დაკავშირებით იქნა წარმოდგენილი: თავისუფლების დაცვის ალიანსი (Alliance Defending Freedom) (ფორმალურად ცნობილი როგორც თავისუფლების დაცვის ფონდი), ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ასოციაცია რომლის საქმიანობა ეძღვნება მსოფლიო მასშტაბით სიცოცხლის უფლების დაცვას და რომელსაც წარმოადგენს ბ-ნი პ. კოლემანი; სამართლის და მართლმსაჯულების ევროპული ცენტრი, საფრანგეთში არსებული ასოციაცია რომელიც სპეციალიზირდება ბიოეთიკის და რელიგიური თავისუფლების დაცვით, რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი გ. პუპინკი; ამერიკელების გაერთიანება სიცოცხლისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას ჩასახვიდან ბუნებრივ გარდაცვალებამდე, რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი ვ. ლ. სანდერსი და დიგნიტასი, შევეიცარიაში შექმნილი ასოციაცია, რომლის მიზანია რომ მისმა წევრებმა მიიღონ სიცოცხლის ბოლოს მზრუნველობა და გარდაიცვალონ ღისეულად, რომელსაც წარმოადგენს ბ-ნი ლ.ა. მინელი. ყველა მესამე მხარის წერილობითი ინტერვენცია პალატის წინაშე უზრუნველყოფილი იყო თამჯდომარის მიერ (კონვენციის მუხლი 36 § 2 და მუხლი 44 § 3).
ფაქტები
საქმის გარემოებები
9. მომჩივანი დაბადებული იყო 1931 წელს და გარდაიცვალა 2011 წლია 10 ნოემბერს.
10. მრავალი წლის განმავლობაში მომჩივანი გამოხატავდა სურვილს დაესრულებინა საკუთარი სოცოცხლე. იგი განმარტავდა, რომ იგი ძალიან სუსტდებოდა ფიზიკურად დროთა განმავლობაში და აღარ ჰქონდა სურვილი გაეგრძელებინა ტანჯვა და ეცხოვრა შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით. მან გადაწყვიტა რომ მას სურდა საკუთარი სიცოცხლის დასრულება ნატრიუმ ბარბიფებნის სასიკვდილო დოზის მიღებით. იგი დაუკავშირდა თვითმკვლელობაში დახმარების ასოციაციას სახელად – EXIT – დასახმარებლად, რომელმაც უპასუხა რომ რთული იქნებოდა ისეთი სამედიცინო პერსონალის მოძიება, რომელიც მას დაეხმარებოდა სასიკვდილო სამედიცინო პრეპარატის რეცეპტის გამოწერაში.
11. 2008 წლის 20 ოქტომბერს, ფსიქიატრმა, ექიმმა ტ-მ წარმოადგინა საექსპერტო მოსაზრება, რომ უდავო იყო, რომ მომჩივანი იმყოფებოდა საღ გონებაზე და მას შესწევდა უნარი დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა პოზიცია. ფსიქიატრიული სამედიცინო პოზიციიდან გამომდინარე ექიმი ტ არ იყო წინააღმდეგი, რომ მისთვის გამოეწერა ნატრიუმ ბარბიფებნის სასიკვდილო დოზა. მაგრამ მან თავად უარი განაცხადა რეცეპტის გამოწერაზე ვინაიდან მას არ სურდა ამის გაკეთება იმ საფუძვლით რომ არ მომხდარიყო სამედიცინო ექსპერტის როლის და მკურნალი ექიმის ფუნქციების აღრევა.
12. 2008 წლის 5 ნოემბრის, 2008 წლის 1 დეკემბრის და 2009 წლის 4 მაისის წერილებით მომჩივანის წარმომადგენელმა მისი კლიენტის სახელით სამ ექიმს მიმართა მისი კლიენტისათვის ნატრიუმ ბარბიფებნის რეცეპტის გამოწერის მოთხოვნით რომელთაგანაც მიიღო უარი.
13. 2008 წლის 16 დეკემბერს მომჩივანმა თხოვნით მიმართა ციურიხის რეგიონის ჯანდაცვის საბჭოს, რომ მისთვის გადაეცათ ნატრიუმ ბარბიფებნის 15 გრამი იმისათვის რომ მას თვითმკვლელობა ჩაედინა. 2009 წლის 29 აპრილს ჯანდაცვის საბჭომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
14. 2009 წლის 29 მაისს მომჩივანმა სააპელაციო საჩივრით მიმართა ციურიხის რეგიონის ადმინისტრაციულ სასამართლოს. 2009 წლის 22 ოქტომბერს ადმინისტრაციულმა სასამართლომ სარჩელზე უარი განაცხადა. ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამედიცინო რეცეპტის წინაპირობა მიეღო ნატრიუმ ბარბიფებნის სასიკვდილო დოზა შესაბამისობაში იყო კონვენციის მე-8-ე მუხლთან. სამედიცინო რეცეპტის მიღების მოპოვება ემსახურებოდა ნაადრევი გადაწყვეტილების პრევენციის მიზანს და იძლეოდა გარანტიას იმისა, რომ განზრახული ქმედება იყო სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული. ამასთანავე სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ემყარებოდა პირის მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას. ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა რომ ექიმი ტ მის საექსპერტო დასკვნაში არ საუბრობდა რაიმე დაავადებაზე, რომელიც მომჩივანს აწუხებდა და რომელიც გაამართლებდა პრეზუმფციას, რომ მისი სიცოცხლის დასასრული ახლოს იყო. დამოუკიდებლად არსებული სიკვდილის სურვილი არ იყო საკმარისი წინაპირობა სამედიცინო რეცეპტის გასაცემად. შესაბამისად, საქმის მასალებით არ ხდებოდა სამედიცინო რეცეპტის გაცემის საჭირო წინაპირობის დემონსტრირება მოცემულ საქმეში. ამიტომ არსებობდა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის საჭიროება. ამ პირობებში, ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი საფუძვლები იმისათვის, რომ მომჩივანი გაეთავისუფლებინათ დეტალური სამედიცინო შემოწმების საჭიროებიდან და სამედიცინო რეცეპტის მიღებისგან.
15. 2010 წლის 12 აპრილს ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის სააპელაციო სარჩელი. მან მიიჩნია, inter alia, რომ მომჩივანმა არ შეასრულა სამედიცინო ეთიკის გაიდლაინებში ჩამოყალიბებული წინაპირობა სიკვდილის წინ პაციენტებზე ზრუნვის შესახებ, რომელიც მიღებული იყო სამედიცინო მეცნიერების შვეიცარული აკადემიის მიერ, ვინაიდან იგი არ იყო დაავადებული მომაკვდინებელი სენით, მაგრამ გამოხატა სიკვდილის სურვილი მისი ასაკის და მოჭარბებული სისუსტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ადრე მიიჩნია, რომ ნატრიუმ ბარბიფებნისისთვის სამედიცინო რეცეპტის გაცემა პირზე, რომელიც იტანჯება უკურნებელი, განგრძობადი და სერიოზული ფსიქიკური დაავადებით არ იწვევს აუცილებლად ექიმის პროფესიული ვალდებულების შელახვას, ეს გამონაკლისი უნდა იქნას განხილული „უკიდურესი შეზღუდვით“ და არ წარმოადგენს ვალდებულებას სამედიცინო პერსონალისა თუ სახელმწიფოსთვის უზრუნველყონ მომჩივანი მოთხოვნილი ნატრიუმ ბარბიფებნის დოზით იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა სიცოცხლე სიკვიდლით დაასრულოს. ფედერალური უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ნივთიერების გაცემა საჭიროებს დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას და სიკვდილის შეუპოვარი სურვილის შემთხვევაში, სპეციალისტის გრძელვადიან სამედიცინო ზედამხედველობას და მზაობას გამოწეროს საჭირო რეცეპტი. ეს მოთხოვნა ვერ იქნება უგულებელყოფილი მომჩივანის მოთხოვნით გათავისუფლებულიყო სამედიცინო რეცეპტის წარმოდგენის მოთხოვნიდან.
16. 2010 წლის 10 ნოემბერს მომჩივანის ადვოკატმა სარჩელით მიმართა სასამართლოს.
17. 2011 წლის 24 ოქტომბერს მომჩივანმა მიიღო სამედიცინო რეცეპტი 15 გრამი ნატრიუმ ბარბიფებნისთვის, რომელსაც ხელს აწერდა ექიმი უ. 2011 წლის 10 ნოემბერს მან დაასრულა საკუთარი სიცოცხლე რეცეპტით გამოწერილი ნივთიერების მიღებით. პოლიციის ანგარიშის მიხედვით, რომელიც თარიღდება 2011 წლის 14 ნოემბრით გარდაცვლილს არ ჰყავდა ნათესავები. პოლიციის დასკვნით დადგენილია, რომ მომჩივანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა EXIT-ის დახმარებით და მესამე პირი, რომელსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკსრებოდა ამ ქმედებით არ არსებობდა.
18. სასამართლოს მომჩივანის გარდაცვალების შესახებ არ შეუტყვია 2014 წლის 7 იანვრამდე (იხილეთ პუნქტი 19 ქვემოთ);
კანონი
სახელმწფოს პირველადი პრეტენზია
ა. სახელმწიფოს პოზიცია დიდი პალატის წინაშე
19. 2014 წლის 7 იანვარს სასამართლოს მიმართ წარდგენილ მემორანდუმში სახელმწიფომ განაცხადა, რომ მემორანდუმის მომზადებისას მათ გადაწყვიტეს მოეკითხათ მომჩივანის მდგომარეობა იმ მუნიციპაიტეტში, სადაც იგი ცხოვრობდა და დაადგინეს რომ იგი გარდაიცვალა 2011 წლის 10 ნოემბერს. ანუ იმ დროისათვის, როდესაც პალატამ მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება ამ საქმეზე იგი უკვე წელიწად ნახევრის გარდაცვლილი იყო დაახლოებით. დაეყრდნო რა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე პრედესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Predescu v. Romania, (no. 21447/03, § 25, 2 დეკემბერი 2008), მათ მოთხოვეს სასამართლოს საჩივრის დაუშვებლად ცნობა პეტიციის წარდგენის უფლების შელახვის გამო კონვენციის 35-ე მუხლის §§ 3 (ა) და მე-4-ე მუხლის შესაბამისად.
20. სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ ადვოკატმა არა მხოლოდ ვერ შეძლო სასამართლოს ინფორმირება მომჩივანის გარდაცვალების შესახებ - რაც მას უნდა გაეკეთებინა მაშინ როდესაც სასამართლო სხდომის გამწესრიგებელმა მას გაუგზავნა ფაქტების ჩამონათვალი და მომჩივანი ცოცხლად მიიჩნია -არამედ ასევე შეცდომაში შეიყვანა სასამართლო საკუთარი პოზიციით, სადაც თითქოს ჩანდა რომ მომჩივანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
21. სახელმწიფოს აზრით, გარდაცვლილი მომჩივანის ადვოკატის ქცევა ემსახურებოდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და მისთვის საჩივრის არსის მნიშვნელოვანი ასპექტის დამალვას.
ბ. მომჩივანის ადვოკატის პოზიცია დიდი პალატის წინაშე
22. ადვოკატმა პასუხი გასცა და მოახსენა სასამართლოს, რომ მას საკუთარ კლიენტთან პირადი კონტაქტი არ ჰქონია 2010 წლის იანვრის შემდგომ და მისთვის გარდაცვალების ფაქტი ცნობილი გახდა მხოლოდ 2014 წლის 9 იანვარს, როდესაც მან მიიღო სახელმწიფოს მემორანდუმი დათარიღებული 2014 წლის 7 იანვრით.
23. ადვოკატმა განმარტა, რომ მომჩივანმა მას სთხოვა რომ მის ადვოკატს ყველა კორესპონდენცია საქმესთან დაკავშირებული გაეგზავნა ბ-ნი ფ-თვის, პენსიაზე გასული მოძღვარი, რომელიც მოხალისეობრივ საფუძვლებზე ეხმარებოდა და მუშაობდა თვითმკვლელობის დახმარების ასოციაციაში EXIT. ამ გარიგების საფუძველს წარმოადგენდა, inter alia, ის გარემოება, რომ მომჩივანს მისი ადვოკატისგან პირდაპირ წერილების მიღება აღიზიანებდა და სტრესში აგდებდა და ამიტომ მას სჭირდებოდა დახმარება მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან. ამიტომ ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის იანვარში საჩივარის შეტანის შემდეგ ადვოკატი და მომჩივანი შეთანხმდნენ რომ ბ-ნი ფ მას პირადად გადასცემდა და განუმარტავდა ნებისმიერ კომუნიკაციას. ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი ემორჩილებოდა მისი კლიენტის მითითებებს.
24. 2014 წლის 9 იანვარს სახელმწიფოს პოზიციის მიღების შემდეგ ადვოკატი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ბ-ნ ფ-ს, რომელმაც განუცხადა, რომ მან მიზანმიმართულად არ შეატყობინა ადვოკატს მომჩივანის გარდაცვალების შესახებ ამ უკანასკნელის სურვილისამებრ, ვინაიდან იგი შიშობდა, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი შესაძლოა შემწყდარიყო. 2011 წლის ზაფხულში, როდესაც ნათელი გახდა რომ მომჩივანი შეძლებდა საკუთარი სიცოცხლის დასრულებსა მან შეატყობინა ბ-ნ ფ-ს რომ ადვოკატმა იგი გააფრთხილა, რომ თუ იგი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში გარდაიცვლებოდა მაშინ სასამართლო შეწყვეტდა მისი საქმის განხილვას, მას კი არ სურდა რომ ესე მომხდარიყო და მისი სურვილი იყო „მის მდგომარეობაში მყოფი სხვა პირებისთვის გაეღო ეს კარი“. ბ-ნ ფ თვლიდა, რომ სულიერი მრჩევლის პროფესიული ვალდებულება მას არ აძლევდა საშუალებას გაემჟღავნებინა ინფორმაცია მომჩივანის სურვილის საწინააღმდეგოდ. მომჩივანის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან სამწუხარო იყო ბ-ნი ფ-ს მოქმედება და მომჩივანის გარდაცვალების ფაქტის მისგან დამალვა, ვინაიდან ის როგორც ადვოკატი შეატყობინებდა ამის შესახებ სასამართლოს და მიმართავდა მას თხოვნით მიუხედავად მომჩივანის გარდაცვალებისა სასამართლო განხილვის გაგრძელების თაობაზე.
25. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, როდესაც მომჩივანი გარდაიცვალა ან მან გადაწყვიტა სასამართლოს ან კომისიის წინაშე არსებული საქმის განხილვის შეწყვეტა და სარჩელის გამოთხოვნა (ადვოკატმა მუთითა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შერერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Scherer v. Switzerland, 25 მარტი 1994, Series A no. 287) და ტაირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tyrer v. the United Kingdom, 25 აპრილი 1978, § 21, Series A no. 26), იგი აცხადებდა რომ კონვენციის ორგანოებში სარჩელის წარდგენის შემდეგ იგი გახდა წამყვანი მოქმედი პირი სასამართლო პროცედურებში. ამიტომ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა გაგრძელდებოდა თუ არა მოცემულ საქმეზე სასამართლო წარმოება და ამ პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი უნდა ყოფილიყო სასამართლოს აზრით საქმე წარმოშობდა თუ არა საზოგადოებრივ ინეტრესს ზოგად საკითხებზე, როემლიც დამატებით მოკვლევას საჭიროებს.
26. მოცემულ საქმეში მომჩივანის ადვოკატი მოუწოდებს სასამართლოს გააგრძელოს საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ საქმე ეხება არსებით საკითხებს კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით რაც საჭიროებს დამატებით მოკვლევას საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. “ეუთანაზია” არის საკითხი, რომელზეც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს დავა და განსჯა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც წესი მსგავს საკითხებზე საქმეები წარმოდგენილი იყო მოხუცი ან ავადმყოფი პირების მიერ. იმ შემთხვევაში თუ საქმის განხილვა სისტემატურად შეწყდებოდა მსგავსი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მაშინ მსგავს საქმეებზე გადაწყვეტილებას სასამართლო ვერასდროს ვერ გამოიტანდა.
გ. სასამართლოს შეფასება
27. კონვენციის მუხლი 35§ 3(ა) ადგენს:
სასამართლო დაუშვებლად აცხადებს 34–ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინდივიდუალურ განაცხადს, რომელსაც მიიჩნევს
(ა) შუთავსებლად კონვენციასა და მისი ოქმების დებულებებთან, აშკარად დაუსაბუთებლად, ან სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებად. . . „
28. სასამართლო ადგენს, რომ ამ დებულების საფუძველზე საჩივარი უარყოფილ უნდა იქნას ინდივიდუალური განაცხადის უფლების შელახვის გამო, იმის გათვალისწინებით რომ სხვა მიზეზებთან ერთად ის განზრახ ემყარებოდა არასწორ ფაქტებს (იხილეთ აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Akdivar and Others v. Turkey) [GC], 16 სექტემბერი 1996, §§ 53-54, გადაწყვეტილებების და განჩინებების კრებული (Reports of Judgments and Decisions) 1996‑IV; ვარბანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Varbanov v. Bulgaria), no. 31365/96, § 36, ECHR 2000‑X; რეჰაკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Rehak v. Czech Republic) (dec.), no. 67208/01, 18 მაისი 2004; პოპოვი მოდლოვეთის წინააღმდეგ (Popov v. Moldova) (no. 1), no. 74153/01, § 48, 18 იანვარი 2005; კერეჭაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kérétchachvili v. Georgia (dec.), no. 5667/02, 2 მაისი 2006; მიროლუბოვსი და სხვები ლატვიის წინააღმდეგ (Miroļubovs and Others v. Latvia), no. 798/05, § 63, 15 სექტემბერი 2009; და ცენტრო ევროპა და დი სტეფანო იტალიის წინააღმდეგ (Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy) [GC], no. 38433/09, § 97, ECHR 2012). არასრული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა ასევე წარმოადგენს საჩივრით მიმართვის უფლების შელახვას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ეს საქმის ძირითად არსს ეხება და არ არსებობს საკმარისი განმარტება იმისა, თუ რატომ არ მოხდა ინფორმაციის სწორად გამჟღავნება (იხილეთ ჰუტნერი გერმანიის წინააღმდეგ (Hüttner v. Germany) (dec.), no. 23130/04, 9 ივნისი 2006; პრედესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Predescu v. Romania), no. 21447/03, §§ 25-26, 2 დეკემბერი 2008; და კოვალი პოლონეთის წინააღმდეგ (Kowal v. Poland) (dec.), no. 2912/11, 18 სექტემბერი 2012). იგივე ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ახალი გარემოებები გამოვლინდა სასამართლო წარმოებისას და მომჩივანმა ვერ შეძლო ამ ინფორმაციის სასამართლოსთვის შეტყობინება მიუხედავად იმისა, რომ იგი ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 47 §7 (ძველი მუხლი 47 § 6) მიხედვით და ამით არ მისცა საშუალება სასამართლოს გამოეტანა გადაწყვეტილება ფაქტების სრულყოფილად ცოდნის საფუძველზე (იხილეთ ცენტრო ევრიოპა და დი სტეფანო, (Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano) იგივე და მირულობვსი და სხვები, იგივე (Miroļubovs and Others.). ასეთ შემთხვევებშიც კი მომჩივანის განზრახვა სასამართლოს შეცდომაში შეყვანის შესახებ უნდა იყოს საკმარისად მყარი არგუმენტებით გამტკიცებული (იხილეთ ალ-ნაშიფი ბულგარეთის წინააღმდეგ ( Al-Nashif v. Bulgaria), no. 50963/99, § 9, 20 ივნისი 2002; მელნიკი უკრაინის წინააღმდეგ (Melnik v. Ukraine), no. 72286/01, §§ 58-60, 28 მარტი 2006; ნოლდი გერმანიის წინააღმდეგ (Nold v. Germany), no. 27250/02, § 87, 29 ივნისი 2006; და ცენტრო ევროპა და დი სტეფანო, იგივე ( (Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano, ibid.).
29. მოცემული საქმის გარემოებებს თუ დავუბრუნდებით სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის 10 ნოემბერს სასამართლოში შეტანილ განცხადებაში მომჩივანი დაობს კონვენციის მე-8-ე მუხლზე დაყრდნობით, რომ შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოებმა შელახეს მისი უფლება, არ მისცეს რა საშუალება მოეპოვებინა ნატრიუმ ბარბიფებნის სასიკვდილო დოზა, თავად გადაეწყვიტა თუ რა საშუალებით და რა დროს დაესრულებინა საკუთარი სიცოცხლე. იგი დამატებით აღნიშნავს, რომ 2012 წლის 5 იანვარს მისი საჩივარი გაეცნო სახელმწიფოს და 2013 წლის 14 მაისს პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელშიც დაადგინა (ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ), რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ვარაუდს რომ მომჩივანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (იხილეთ პუნქტები 65-67 პალატის გადაწყვეტილებიდან).
30. მოგვიანებით გამოვლინდა რომ ამ პერიოდში 2011 წლის 24 ოქტომბერს მომჩივანმა მიიღო სამედიცინო რეცეპტი ნატრიუმ ბარბიფებნის სასიკვდილო დოზისთვის და 2011 წლის 10 ნოემბერს მან დაასრულა საკუთარი სიცოცხლე გამოწერილი ნივთიერების მიღებით;
31. ეს მოვლენა არ ეცნობა სასამართლოს არც მომჩივანის და არც მისი ადვოკატის მიერ, არამედ სახელმწიფომ შეატყობინა სასამართლოს ეს გარემოება მეომრანდუმში, რომელიც თარიღდება 2014 წლის 7 იანვრით, მას შემდეგ რაც საქმე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას კონევნციის 43-ე მუხლის შესაბამისად. მემორანდუმის მომზადების პროცესში სახელმწიფომ მოიძია მომჩივანის მდგომარეობა და შეიტყო მისი გარდაცვალების გარემოებების და ფაქტის შესახებ.
32. სასამართლომ ასევე მიიღო საპასუხო განმარტება მომჩივანის ადვოკატისგან, სადაც იგი ამბობდა რომ მისთვის არ იყო ცნობილი მომჩივანის გარდაცვალების ფაქტის შესახებ, ვინაიდან მას კონტაქტი საკუთარ კლიენთტან ჰქონდა მხოლოდ შუამავალი, ბ-ნი ფ-ს საშუალებით და რომელმაც მისივე კლიენტის თხოვნით თავი შეიკავა და არ შეატყობინა ადვოკატს მისი გარდაცვალების შესახებ. ბ-ნმა ფ-მ განაცხადა, რომ ქალბატონს ეშინოდა რომ მსგავსი ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტდა საქმის წარმოებას მის საქმეზე. როგორც მის სულიერ მრჩეველს მას ეკისრებოდა კონფიდენციალობის პროფესიული ვალდებულება, რომლითაც იგი არ მოახდენს ინფორმაციის გამჟღავნებას იმ პირის შესახებ ვისაც ეს ინფორმაცია ეხება.
33. სასამართლოს აზრით და ასევე მოცემული საქმის ბუნების გათვალისწინებით როდესაც ადვოკატს არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი მის კლიენტთან და დათანხმდა მასთან არაპირდაპირ კომუნიკაციას შუამავლის საშუალებით წარმოიშობა გარკვეული ვარაუდები მისი როგორც სამართლებრივი წარმომადგენლის როლზე სასამართლოს წინაშე. ამასთანავე მომჩივანს ჰქონდა ვალდებულება ეთანამშრომლა სასამართლოსთან (იხილეთ სასამართლსო რეგლამენტის მუხლი 44ა; ასევე მუხლი 44გ „ეფექტურად მონაწილეობის შეუძლებლობა“, მათ შორის დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა „გაამჟღავნოს მისი სარჩელისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“) და ჰყოლოდა სასამართლო ინფორმირებული მისი საქმის ყველა გარემოების შესახებ (მუხლი 47 § 7, ძველი მუხლი 47 § 6). შესაბამისად წარმომადგენელს ეკისრება გარკვეული ვალდებულება არ წარმოადგინოს შეცდომაში შემყვანი პოზიცია (მუხლი 44დ);
34. მისი ადვოკატის განმარტებიდან გამომდინარე მომჩივანმა მას და შესაბამისად სასამართლოს არა მხოლოდ არ შეატყობინა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ მან მოიპოვა საჭირო სამედიცინო რეცეპტი, არამედ გაატარა სპეციალური დამცავი ღონისძიებები რომლითაც არ მოხდებოდა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება ადვოკატისთვის და ბოლოს სასამართლოსთვის, რათა არ მომხდარიყო მისი საქმის წარმოების შეწყვეტა.
35. ამ გარემოებების გათვალისწინებით დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ მომჩივანის გარდაცვალების ფაქტი და გარემოებები მართლაც ეხებოდა კონვენციის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრის არსს. ასევე სარწმუნოა რომ პალატისთვის ეს ფაქტები რომ ყოფილიყო ცნობილი მათ ექნებოდთ გადამწყვეტი მნიშვნელობა მათ მიერ 2013 წლის 14 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაადგინეს რომ ადგილი ქჰონდა კონვენციის მე-8–ე მუხლის დარღვევას (იხილეთ, mutatis mutandis, სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 80; პარდო საფრანგეთის წინააღმდეგ (Pardo v. France) (გადახედვა - დასაშვებობა), 10 ივლისი 1996, §§ 21-22, Reports 1996‑III; პარდო საფრანგეთის წინააღმდეგ (Pardo v. France) (გადახედვა - დასაშვებობა), 29 აპრილი 1997, § 23, Reports 1997‑III; და გუსტაფსონი შვედეთის წინააღმდეგ (Gustafsson v. Sweden) (გადახედვა - საქმის არსი), 30 ივლისი 1998, § 27, Reports 1998‑V). მაგრამ დიდ პალტას არ სჭირდება ამ საკითხზე დავა ვინაიდან მისი 2013 წლის 14 მაისი გადაწყვეტილება კონვენციის მუხლი 44 § 2-ის შესაბამისად არ არის საბოლოო;
36. ბ-ნი ფ აცხადებს, რომ მომჩივანის მოტივაცია შესაბამისი ინფორმაციის არ გამჟღავნების თაობაზე მდგომარეობდა იმაში, რომ მისი პირადი მდგომარების სიმძიმის აღმოფხვრის მიუხედავად მისი საქმის წარმოება უნდა გაგრძელებულიყო იმ ხალხის სასარგებლოდ ვინც მსგავს სიტუაციაში იყვნენ. მომჩივანის პოზციიდან ეს მოქმედება შესაძლოა იყოს გამართლებული მხოლოდ გამონაკლის შემთხვევში, რომელშიც იგი იმყოფებოდა მაგრამ სასამართლო მიიჩნევს საკმარისად დამტკიცებულად რომ ადვოკატისათვის ინფორმაციის გაუმჟღავნებლობით მომჩივანის განზრახვა იყო შეცდომაში შეეყვანა სასამართლო კონვენციის საფუძველზე მისი საჩივრის არსთან დაკავშირებით.
37. შესაბამისად სასამართლო ძალაში ტოვებს სახელმწიფოს პირველად პრეტენზიას, რომლის მიხედვითაც მომჩივანის ქმედება წარმოადგენდა საჩივრით მიმართვის უფლების შელახვას კონვენციის 35-ე მუხლის § 3 (ა)-ის მიხედვით;
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო
ადგენს, ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ მომჩივანმა დაარღვია სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვის უფლება დადგენილი კონვენციის 35-ე მუხლის § 3 (ა)-ის მიხედვით საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად
შექმნილია ინგლისურად და ფრანგულად და შეტყობინება წერილობით გაგზავნილია 2014 წლის 30 სექტემბერს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ერიკ ერიბერგიდინ სპილმანი
სხდომის გამწესრიგებელიპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე სილვისის თანხმვედრი მოსაზრება;
(ბ) ერთიანი განსხვავებული მოსაზრება მოსამართლეების სპილმანი, ზიემელი, ბერო-ლეფევრი, ზუპანჩიჩი, ჰაჯიევი, წოწორია, სიცილიანოსი და კელერი.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
D.S.
E.F.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy