© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #177
აგვისტო-სექტემბერი 2014
გროსი შვეიცარიის წინააღმდეგ [GC] - 67810/10
გადაწყვეტილება 30.9.2014 [GC]
მუხლი 35
მუხლი 35-3
საჩივრის წარდგენის უფლების დარღვევა
სასამართლოსთვის მომაჩივანის გარდაცვალების შეუტყობინებლობა იმ საქმეზე, რომელშიც მომჩივანი ითხოვდა პრეპრატს, რომელიც მას თვითმკვლელობის ჩადენის საშუალებას მისცემდა: დაუშვებელია
ფაქტები – წლების განმავლობაში მოჩივანი გამოხატავდა სურვილს დაესრულებინა საკუთარი სიცოცხლე ვინაიდან იგი სუსტდებოდა და მისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები საგრძნობლად ქვეითდებოდა და შესაბამისად მას არ სურდა ტანჯვის გაგრძელება. მან გადაწყვიტა სიცოცხლის დასრულება პრეპარატის ნატრიუმ ბარბიფებნის სასიკვდილო დოზის მიღებით. მას პრობლემები შეექმნა რეცეპტის მოპოვებაზე და მან 2010 წელს სარჩელით მიმართა ევროპულ სასამართლოს.
2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით (იხილეთ საინფორმაციო ჩანაწერი #163), სასამართლოს პალატამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას და საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.
სასამართლოსთვის მომჩივანის გარდაცვალების შესახებ ცნობილი არ გამხდარა 2014 წლის იანვარმდე, როდესაც სასამართლოს სახელმწიფომ შეატყობინა, რომ საკუთარი მოსაზრებების მომზადების პროცესში მათ მოიკითხეს მომჩივანის მდგომარეობა და შეიტყვეს მისი გარდაცვალების და გარემოებების შესახებ. 2011 წლის ოქტომბერში მომჩივანმა მოიპოვა რეცეპტი ექიმისგან ნატრიუმ ბარბიფებნის სასიკვდილი დოზის მისაღებად და დაასრულა საკუთარი სიცოცხლე 2011 წლის 10 ნოემბერს ამ პრეპარატის მიღებით. 2011 წლის 14 ნოემბრის პოლიციის ანგარიშის მიხედვით გარდაცვლილის ნათესავების მოძიება ვერ მოხერხდა. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ მომჩივანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა და მესამე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს.
კანონი – მუხლი 35 § 3 (ა): საჩივარი შეიძლება არ იყოს განხილული იმ საფუძვლით, რომ ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის უფლება იქნა დარღვეული და სხვა მიზეზებთან ერთად იგი ემყარებოდა წინასწარი შეცნობით მცდარ ფაქტებს. არასრულყოფილი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა ასევე წარმოადგენს საჩივრის წარდგენის უფლების შელახვას, განსაკუთრებით კი თუ ინფორმაცია ეხება საქმის არსებით მხარეს და მომჩივანმა ვერ შეძლო საკმარისად განემარტა შესაბამისი ინფორმაციის სასამართლოსთვის ვერ წარმოდგენის საფუძველი. იგივე ვრცელდება თუ საქმის სასამართლოში წარმოებისას ცნობილი გახდა ახალი, მნიშვნელოვანი გარემოებები და მიუხედავად სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 47 § 7-ის აშკარა მოთხოვნისა მომჩივანმა არ გაუზიარა ეს ინფორმაცია სასამართლოს და შესაბამისად ხელი შეუშალა მას ფაქტების სრულად ცოდნის და ინფორმირებულობის ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება. ასეთ შემთვევებშიც კი მომჩივანის განზრახვა შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო უნდა იყოს დადგენილი როგორც უდაო ფაქტი.
მომჩივანის ადვოკატმა განმარტა, რომ მას კავშირი საკუთარ კლიენტთან ჰქონდა, მხოლოდ შუამავლის მეშვეობით, რომელმაც მისი მოთხოვნით გამიზნულად არ შეატყობინა ადვოკატს კლიენტის გარდაცვალების თაობაზე. მაგრამ არსებული საქმის გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადვოკატს პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია მომჩივანთან მაგრამ დათანხმდა მასთან არაპირდაპირ კომუნიკაციაზე შუამავლის მეშვეობით ბადებს გარკვეულ ეჭვებს მისი, როგორც ადვოკატის როლთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოებულ საქმეში. მომჩივანის სასამართლოსთან თანამშრომლობის და სასამართლოს საჩივრის შესახებ ინფორმირებულობის ვალდებულებასთან ერთად წარმომადგენლებს აკისრებს ვალდებულებას არ წარმოადგინოს შეცდომაში შემყვანი პოზიცია სასამართლოში.
ადვოკატის განმარტებიდან ირკვევა, რომ მომჩივანი არა მხოლოდ არ ატყობინებდა გარემოებებს, ფაქტს რომ მან მოიპოვა საჭირო სამედიცინო რეცეპტი ადვოკატს და შესაბამისად სასამართლოს, არამედ მიიღო სპეციალური ღონისძიებები იმისათვის, რომ ადვოკატისთვის და შესაბამისად სასამართლოსთვის არ გამხდარიყო ცნობილი მისი გარდაცვალების ფაქტი. მომჩივანის გარდაცვალების ფაქტი და გარემოებები ეხება საქმის არსებით ნაწილს და კონვენციის ფარგლებში წარდგენილი საჩივრის საფუძველს. იმ შემთხვევაში თუ პალატისთვის ცნობილი იქნებოდა ეს ფაქტები მათ გადამწყვეტი გავლენა ექნებოდათ 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგინდა რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას. აღარ იყო საჭირო დიდი პალატისთვის ამ საკითხზე მსჯელობა, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში პალატის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო.
მომჩივანის მოტივი დაემალა შესაბამისი ინფორმაცია მდგომარეობდა იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე საჩივრის საფუძველი, რომელიც გამომდინარეობდა მისი პირადი სიტუაციიდან ამოიწურა, მისი საქმის წარმოება მაინც უნდა გაგრძელებულიყო სასამართლოში სხვა პირების დასახმარებლად, რომლებიც მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან. შესაძლებელია ეს მოტივაცია გასაგები იყოს მომჩივანის თვალსაზრისით იმ გამონაკლის შემთხვევაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა, სასამართლომ საკმარისად დადგენილად მიიჩნია, რომ განზრახ ინფორმაციის არ გამჟღავნება ადვოკატისთვის წარმოადგენდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ისეთ საკითხზე, რომელიც მისი საჩივრის საფუძველი იყო კონვენციის ფარგლებში.
შესაბამისად, მომჩივანის ქცევა წარმოადგენდა ინდივიდუალური განაცხადით მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას.
დასკვნა: დაუშვებელია (ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy