© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #105
თებერვალი, 2008
გუჯა (Guja) მოლდოვეთის წინააღმდეგ - 14277/04
გადაწყვეტილება 12.2.2008 [დპ]
მე-10 მუხლი
მუხლი 10.1
ინფორმაციის გაცემის თავისუფლება
გენერალური პროკურორის ოფისის წევრის დათხოვნა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში აშკარა სამთავრობო ჩარევის მტკიცებულებების პრესისთვის მიწოდებისათვის: დარღვევა
ფაქტები: 2003 წელს მოლდოვეთის პრეზიდენმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე და მოუწოდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს უგულებელეყოთ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლა. ეს გამოსვლა მედიამ გააშუქა. რამდენიმე დღეში განმცხადებელმა, გენერალური პროკურორის ოფისის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ეროვნულ გაზეთს გადასცა მათი ოფისის მიერ მიღებული ორი წერილი. არცერთ წერილზე არ იყო მინიშნება კონფიდენციალობაზე. პირველი იყო პარლამენტის ვიცე სპიკერის შეტყობინება გენერალური პროკურორისთვის, რომელსაც თან ერთვოდა ოთხი პოლიციის ოფიცრის წერილი, რომლებიც ითხოვდნენ პროკურატურისგან დაცვას, მას შემდეგ რაც ბრალი წაეყენათ უკანონო დაპატიმრებასა და პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის. შეტყობინება გენერალური პროკურორის ოფისის მიმართ კრიტიკული იყო და ქებით მოიხსენიებდა პოლიციის ოფიცრებს, მიუთითებდა, რომ ისინი სამინისტროს „ერთერთი საუკეთესო ჯგუფიდან“ იყვნენ. შეტყობინების დასასრულს ვიცე სპიკერი გენერალურ პროკურორს თხოვდა, „პირადად ჩართულიყო საქმეში და გადაეწყვიტა ის კანონის შესაბამისად“. მეორე წერილი იყო მინისტრის მოადგილისგან გენერალური პროკურორის სახელზე და მიუთითებდა პოლიციის ოფიცერზე, რომელსაც მსჯავრი დაედო პატიმრებზე თავდასხმისთვის, მაგრამ მოგვიანებით ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.
წერილების მიღების შემდეგ, გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილი იყო პრეზიდენტის ანტიკორუფციული შემართება და მინიშნება კეთდებოდა მოლდოვეთში ფართოდ გავრცელებულ უფლებამოსილების გადამეტებაზე. ციტირებული იყო ვიცე სპიკერის აშკარა მცდელობა, დაეცვა ოთხი პოლიციელი და გამოქვეყნებული იყო ორივე წერილი. საბოლოო ჯამში განმცხადებელმა აღიარა, რომ მან გადასცა ეს წერილები გაზეთს, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მან ეს პრეზიდენტის ანტიკორუფციული შემართების შესაბამისად გააკეთა, რათა შეექმნა პროკურატურის ოფისის პოზიტიური სახე, ხოლო წერილები არ იყო კონფიდენციალური. მიუხედავად ამისა ის გაათავისუფლეს კოლეგებთან კონსულტაციის გარეშე მოქმედებისთვის და სავარაუდოდ საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროვებისთვის. მან სამოქალაქო სასამართლოებს მიმართა აღდგენის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
კანონი: სასამართლოს აქამდე არ განუხილია საქმე საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ. მან აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურეებისთვის შესაძლოა მათი საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილი გახდეს შიდა ინფორმაცია, მათ შორის საიდუმლო ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება ან გამოქვეყნება უკავშირდება მაღალ საჯარო ინტერესს. საჯარო მოსამსახურის ან საჯარო სექტორში დასაქმებული პირის მიერ არაკანონიერი ქმედების ან სამსახურებრივი დარღვევის სიგნალირება გარეკვეულ გარემოებებში დაცვას იმსახურებს, მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჯარო მოსამსახურე ან თანამშრომელი ერთადერთი იყო, ან წარმოადგენდა პირთა მცირე ჯგუფს, რომელთაც იცოდნენ რა ხდებოდა და საუკეთესო გამოსავალი იყო მოქმედება. ასეთ შემთხვევაში გამჟღავნება უნდა მოხდეს პირველ ყოვლისა ზედამხედველთან ან კომპეტენტურ თანამდებობის პირთან ან ორგანოსთან. თუ ეს აშკარად შეუძლებელია მხოლოდ მაშინ შეიძლება უკიდურესი ზომის სახით ინფორმაციის გამჟღავნება საზოგადოებისთვის.
ასეთ საქმეებზე საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის განსასაზღვრად მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. პირველ ყოვლისა, ხელმისაწვდომი იყო თუ არა სხვა ეფექტური საშუალებები დარღვევების აღმოსაფხვრელად. სასამართლომ აღნიშნა, რომ დარღვევების შეტყობინების მარეგულირებელი რაიმე კანონმდებლობის ან შიდა წესების არ არსებობის პირობებში განმცხადებლისთვის არ არსებობდა რაიმე ორგანო, გარდა უშუალო ზედამხედველისა, რომლისთვისაც უნდა მიემართა და არც ასეთი მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდების პროცედურა. გენერალურმა პროკურორმა არ გამოავლინა რაიმე ნიშანი განზრახვისა, პასუხი გაეცა ვიცე სპიკერის წერილზე და ნაცვლად ამისა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის დაემორჩილა პოლიტიკურ ზეწოლას. ასეთ გარემოებებში გარე ანგარიშგება, თუნდაც გაზეთისთვის შესაძლოა გამართლებულად ჩაითვალოს. მეორე ფაქტორია, თუ რამდენად შედიოდა გამჟღავნება საჯარო ინტერესში. ამასთან მიმართებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მტკიცებას იმის შესახებ, რომ გენერალური პროკურორისადმი ვიცე სპიკერის შეტყობინება მიზნად ისახავდა მხოლოდ პოლიციის ოფიცერთა წერილის კომპეტენტური ორგანოსთვის გადაცემას და, მიუხედავად მითითებისა საქმის „კანონთან მკაცრ შესაბამისობაში“ გამოძიების შესახებ, არ გამორიცხავდა გენერალური პროკურორის ოფისზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვეთის პრეზიდენტი აქტიურ კამპანიას აწარმოებდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკოსების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ და მოლდოვეთის მედიამ ფართოდ გააშუქა ეს საკითხი. განმცხადებლის მიერ გამჟღავნებული წერილები დემოკრატიისთვის მაღალი მნიშვნელობის საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა ხელისუფლების დანაწილება, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების არასათანადო ქცევა და პოლიციის დაუნდობლობის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, რის მიმართაც საზოგადოებას ლეგიტიმური ინტერესი გააჩნია. შესაბამისად არსებობდა საჯარო ინტერესი გამჟღავნების მიმართ. მესამე საკითხს გამჟღავნებული ინფორმაციის ავთენტურობა წარმოადგენს, რაც არ იყო სადაო. რაც შეეხება იმას, თუ რა ზიანი მიადგებოდა განსახილველ სახელმწიფო ორგანოს, სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად პროკურორის ოფისისთვის იმ ნეგატიური შედეგებისა, რაც ინფორმაციის გამჟღავნებას მოყვა, ძლიერი ზეწოლისა და ამ უწყებაში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიმართ საჯარო ინტერესი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გადაწონა მისი დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ინტერესი. რაც შეეხება იმას, ინფორმაციის გამჟღავნება მოხდა თ არა კეთილსინდისიერად, არ დასახელებულა მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ განმცხადებელი პირადი ინტერესებით იყო მოტივირებული, ამოძრავებდა რაიმე პირადი წყრომა ან ჰქონდა სხვა ფარული ზრახვები. და ბოლო ფაქტორი, რაც განხილულ იქნა პროპორციულობასთან მიმართებით, იყო განმცხადებლის მიმართ გამოყენებული სახდელი. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ გამოიყენეს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა, გათავისუფლება. გარდა იმისა, რომ ამას განმცხადებლის კარიერაზე უარყოფითი გავლენა ქონდა, ასევე მას შეეძლო ზოგადად საჯარო მოსამსახურეებზე და თანამშრომლებზე სერიოზული გულგრილობის ეფექტი ქონოდა, რადგანაც განმცხადებლის საქმე მედიაში ფართოდ გაშუქდა. ასეთ მკაცრ სანქციას დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სურვილის დაკარგვა შეეძლო მხოლოდ და რთულია მისი გამართლება.
საქმესთან დაკავშირებული ყველა ინტერესის შეფასების შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაზე უფლებაში, კერძოდ კი ინფორმაციის გაცემის თავისუფლებაში, ჩარევა არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy